ხელი არ გამიშვა {5}
დიდხანს არ დასცალდა მშვიდი ძილი, ფხიზელმა გონებამ ბოლომდე გათიშვა ვერ შეძლო. სიზმარში მოვიდა წარსულის კოშმარული მოჩვენება. მარტო იყო , ისევ დაუცველი და უსუსური, კარის დაკეტვა დაავიწყდა მან კი შესვლა შეძლო. ახლოს გრძნობდა მის აუტანელ ხმაურიან სუნთქვას, მზერას რომელიც უსიამოვნო შეგრძნებებით ახრჩობდა და ბოლოს შეხებას ,ბინძური ხელები შიშველ კანზე დასრიალებდნენ _არა ... _შფოთავდა, ბევრს არაფერს ამბობდა, მაგრამ ოფლით დაცვარული კანი, აწეული ტემპერატურა და რაღაცის უარყოფა მარტივი შესამჩნევი იყო დუდასთვის _ გაიღვიძე, ეს უბრალოდ სიზმარია _ადრეც ჰქონია მსგავსი შემთხვევა, როცა მოულოდნელად დამფრთხალი იღვიძებდა ქალი, მაგრამ ასეთი არასდროს ენახა. ჯერ დაჯდა და თვალები შემდეგ გაახილა. პირით სუნთქავდა , ისე იჭერდა მკერდზე და ყელზე ხელს. უჰაერო სივრციდან თავის დაღწევის შემდეგ ხარბად იღებდა ჟანგბადს _ გინდა წყალს მოგიტან _ სახეზე მიკრული თმის ღერი ყურს უკან გადაუწია და ზურგზეც ჩამოუსვა თითები, რასაც მკვეთრი არიდება მოჰყვა _ მე ვარ _ გაუაზრებლად წასცდა სიტყვები და შემდეგ მიხვდა , რატომ იყურებოდა ქალი ღია კარისკენ _აქ ჩვენს გარდა არავინაა , მხოლოდ მე და შენ _მხოლოდ მე და შენ აღარასდროს ვიქნებით. დამკარგე , დაიგვიანე _გამშრალი პირი საუბარში ხელს უშლიდა, ჩუმად თქვა სიტყვები და საწოლიდან წამოდგა _სასმელი მჭირდება, სიგარეტი, აბები , მოსაწევი ... რამე უნდა მივიღო რატომ არ გესმის რასაც ვამბობ . _ალექსანდრეს სიზმრებიდან ისე ვერ უშვებ? გინდა ორგანიზმი მოიშხამო რომ მისი მონატრება გაიქრო? ჩემთან ს.ქსიც იმიტომ გაქვს რომ ჩემს ნაცვლად წარმოიდგენ? _სააბაზანოსკენ წასულს უკან მიჰყვა და გონებაარეულმა მარტივი მოძრაობით ააკრა კედელს _ ოდესმე მოიშორებ თავიდან მაგ კაცის აჩრდილს? მიწაში ლპება და მაინც არ ივიწყებ მას კი ფეხებზე ეკდე _თვალებანთებული დაჰყურებდა მკლავებში მოქცეულს და კიდევ უფრო გიჟდებოდა მისი ღიმილის დანახვისას _ალექსანდრე რომ მესიზმრება სიამოვნებას განვიცდი და ნუთუ ახლა მე დაკმაყოფილებულად გამოვიყურები . შენ ბრმა ხარ, ყრუ და შეუგნებელი _სამი ერთში . ვერასდროს შეძლებ დამინახო, გამიგო და გაიაზრო! _თუ არა ის მაშინ ვინ ... ვინ არ გასვენებს , ვის ვერ იშორებ გონებიდან _ მუშტი კედელზე მიარტყა და ისევ დაიჭირა წასვლა რომ არ შესძლებოდა _ სანამ არ მეტყვი არ გაგიშვებ _არადა როგორი მომთმენი ჩანდი ჯერ კიდევ გუშინ ... _უნდა მითხრა ვის ებრძვი რომ ვიცოდე რა გავაკეთო _შენ? შენ ვეღარაფერს გააკეთებ , ისტორია უკვე დაწერილია . აქედან ამოშლა არ ხდება ... შენ ჩემი ამბის შეცვლა შეგეძლო ამ ხელს თუ ჩამკიდებდი. _თითებზე შეეხო , ჯერ უყურებდა მერე ტუჩებთან მიიტანა _ ახლა მხოლოდ ეს შეგიძლია და მეტზე ნუ ოცნებობ _ კაცის ხელი ფეხებსშორის შეიცურა, სრულიად შიშველი იყო , წელს ზემოთ მაისური ეცვა და ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. თითებს მის მტევანს არ უშვებდა კაცის ტუჩებთან საუბრობდა _ შეეშვი ბავშვურ თამაშებს და ჩემს გამოწვევას. ამის გარეშე უბრალოდ გავგიჟდები და შემდეგ ფსიქიატრებთან ვიზიტებზე მოგიხდება ჩემი ლოდინი _ ტუჩებით ეხებოდა, საუბარს აგრძელებდა, მაგრამ არ კოცნიდა სანამ კაცს მოთმინების უნარი არ ამოუწურა და თავად არ გადაკვეთა ზღვარი. -მითხარი ასე ვინ დაგანგრია ... ხელი რომ გაგიშვი ვინ დაგიჭირა . მითხარი რა დაგიშავე ... მომიყევი გთხოვ _კოცნის დასასრულს სუნთქვაარეული , მავედრებელი მზერით უყურებდა _გაგრძელებას თუ არ აპირებ დამტოვე ან დარჩი და დატკბი _ მკერდზე უბიძგა , თავი დაიხსნა და დუშის ქვეშ მაისურითვე დადგა . _და ეს მართლა გშველის? _ტანსაცმელი მოიშორა და მის გვერდით დადგა _ახლა გაქრება შენი კოშმარის კვალი? _ ტანზე მიკრული სველი მაისურის ქვეშ შეუცურა თითები და მალევე მოაშორა _ ჩემთვის რატომაა მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სხვა რაღაცები რატომ ამშვიდებს ჩემს ტვინს უფრო ვიდრე ორგ.ზმი _შენ მარტივი ხარ, ნულოვანი ტემპერამენტით და მოხუცი სული , რომელიც ამ სხეულს საერთოდ არ შეეფერება _ყველასთან ყოფნა როგორ შეგიძლია ... ემოციური კავშირის გარეშე რა ძალა აქვს საერთოდ _ჩემთან რომ ხარ ყველაფერი სხვანაირადაა? _ მოდუნდა და მოფერების საშუალება მისცა, მისი სიახლოვე ამშვიდებდა , ეს საუბრებიც კი სხვა კირას აცოცხლებდა. _შენი უბრალო შეხებაც სამყაროს აჩერებს ... შენი გაბედნიერება სხვაგვარადა უნდა შემეძლოს . არ გიყვარვარ , მხოლოდ ხორციელ სიამოვნებას განიცდი და ასე სულამდე ვერ ვაღწევ _ჩემმა სულმა დიდი ხნის წინ დამტოვა , თავადაც ვერ ვიპოვნი და შეეშვი შეუსრულებელ მისიებზე ფიქრს _ კაცის სხეულს შერწყმული მის რიტმს ჰყვებოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს საუკუნე გავიდა. _ერთ წრეზე ვბრუნავთ ...ყველა გზას მიჭრი _ეს რამდენიმე საათიანი თამაშიც საკმარისი იყო ... დავბრუნდეთ უკან _კოცნიდა და ცდილობდა მართვის სადავეები დაებრუნებინა _ვრჩებით ! _აუტანელი ხარ ! _შენ მაიძულებ -მართლა გგონია,რომ ერთად ყოფნის განმავლობაში მე უფრო დიდ მეტამორფოზას განვიცდი ვიდრე შეენ? გადახედე ჩვენს განვლილ დღეებს, საკუთარ თავს არ ჰგავხარ - ეშმაკურად უღიმოდა და ვნების მორიგ ცეცხლში ეშვებოდა თავით. -ეს მხოლოდ დასაწყისია, მსხვერპლი შენი მორჯულებისთვის -მე რა გასახედნი მუსტანგი ვარ ? რა სექსისტური სიტყვაა ეს მორჯულება... გინდა ოჯახის ქალად გადამაქციო, 5 ბავშვით, სამზარეულოს ქვაბებითა და სხვა მოსაწყენი ამბებით? -მე შენგან ახალი ადამიანის შექმნას არ ვაპირებ, შენ უნდა იპოვნო საკუთარი თავი , ნამდვილი კირა -ბლა ბლა ბლა - მოშორდა და ფანჯრისკენ დაიძღა, რაფაზე შემომჯდარმა გახედა სივრცეს - ერთი და იგივეს მოსმენა დამღლელია. ჩახვეული ფირივით ხარ , მღლიი ... აქ უმაგრესი კლუბებია, მაგრამ ჯერ ადრეა. თუ ვრჩებით ნივთები მჭირდება - ქუჩაში გამვლელებმა შეამჩნიეს არცთუ ისე ხშირი სიამოვნება იყო სრულიად შიშველი ქალის მშვენიერებით ტკბობა- ამ დილაადრიან სად შეგროვდა ამდენი მძრ.ველი - თვალები აატრიალა, შუათითი უჩვენა მეზობელი სახლის აივანზე მდგომს და ზღვიდან მონაბერი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, უყვარდა ეს სისუფთავის შეგრძნება, უცნაური ხმაურიანი სიმყუდროვე პატარა სივრცეში გამომწყვდეული ყველა’ფერი . მოულოდნელად გადაიწია, ისე გადაიხარა დუდამ შიშისგან წამოიყვირა, თეძოებზე ხელები რომ შემოეხვია სიცილი დაიწყო და კიდევ უფრო მეტად გადაიხარა , მტევნებს სივრცეში ატრიალებდა , ქვემოდან უყურებდა კამკამა ცას -მერე იტყვი სხვა ვარო... ამდენი წლის შემდეგაც არ ეშვები ამ გიჟურ ქცევას -შენ კი ყოველთვის გეშინოდა... ეს იყო ერთადერთი საშუალება ჩვენს სხეულებს შორის მანძილის შესამცირებლად, შეშინებული რომ მომვარდებოდი, ხელებს ჩამავლებდი და მიჭერდი მხოლოდ იმ დროს გიქრებოდა სიმორცხვე - გასწორდა და არეულ თმაზე გადაუსვა თითები - ისე იბნეოდი მე რომ უცებ წამოვიწეოდი და შენი სახის წინ აღმოვჩნდებოდი, სათვალის მიღმა რომ აცეცებდი ამ ჭრელ თვალებს პირველი შენ მასვლებდი და საერთოდ არ გქონდა თვითშეფასება , მხოლოდ მოშორება შეგეძლო,თითქოს ვერ იტანდი ახლოს რომ მოვდიოდი -თოთხმეტი წლის ბიჭს ,რომელსაც შენს გარდა არავის შემჩნევა შეეძლო რომ შეეხებოდი რა გგონია რა დაემართებოდა ... ნაღმივით იყავი, თითს დამადებდი და ეგრევე ვფეთქდებოდი . იმ საშინელ ბრას იცვამდი , თან რომ ვიცოდი როგორები იყო . ღმერთო შენ შემირყიე ფსიქიკა- სწრაფად ასწია, მხარზე მოიქცია , ხელი საჯდომზე მისცხო და ფარდა ისევ გადასწია- იმდენი ფოტო გადაგიღეს რამდენიმე წუთში ყველას ეცოდინება სად ვართ და რას ვაკეთებთ -რა დროს ეგაა... გააგრძელე მოყოლა - საწოლში იწვა და კაცის მოფერების ნაცვლად წარსულის აუხსნელი ამბების გახსნას ითხოვდა- რატომ არასდროს მითხარი ,რომ გიყვარდი ან თუნდაც გინდოდი და თანაც ასე ძალიან -დაქალივით მეჭორავებოდი და რა მეთქვა პ.ნისს შარვალში ვერ ვატევ რომ მეხები-თქო? ან იქნებ ის შენს გარდა არავინ რომ არ მესიზმრებოდა , ჯანდაბა საუბრის გაგრძელება აღარ მინდა -გინდა, რაღაც სიზმრებზე უფრო გარყვნილი ხდებოდა შენს თავში რისიც გრცხვენოდა და შენი იდიოტური შეხედულებების გამო ამირიე ცხოვრება. -ყველაფერი რომ მეთქვა და გაგეგო თავიდან მომიშორებდი . გარყვნილი ბიჭების რიცხვში შემიყვანდი , როგორ მანჭავდი სახეს ჩვენს კლასელებზე რომ ლაპარაკობდი, ან უფროსებზე ... არ უარყო ! -კარგი, ცოტა ხნით გავბრაზდებოდი, მაგრამ მერე შეგირიგდებოდი და შენი პირველი მე ვიქნებოდი . იმ ჯოჯოსთან საერთოდ როგორ აგ.დგა , რამე ჩაგიყარა ეტყობა თორემ იმ სიმახინჯის ფორმულასთან როგორ დაწვებოდი -ვისზე მელაპარაკები და ვის გამო ბრაზდები იქნებ მეც გამაგებინო -მე რომ უარი მითხარი რამდენიმე თვის შემდეგ უცებ გადაწყვიტე ,რომ ბავშვი არ იყავი დაიკიდე ამაღლებული გრძნობები და იმ პატარა კახპს შეუდე , რა იყო იმდენი გყავდა პირველი აღარ გახსოვს? ჩემ უთავმოყვარეობას რა ვუთხარი თორემ შენს გვერდით წამს არ უნდა ვატარებდე- ბალიში ჩაარტყა და დაიკივლა - დამპალო ნაბ.ჭვარო , ისე გავცოფდი ,ისე ვერ გიტანდი იმ სულელ გეგას სადღაც ჯანდაბაში გადავუშალე ფეხები , პრეზ.რვატივიც არ გახსენებია და ერთდროულად ამკიდა ქლამიდია და პირველი აბორტი - კანკალებდა, ოთახიდან გასულს ისე წამოსცდა სიტყვები მხოლოდ საკუთარ ტკივილს გრძნობდა, მარცხენა მხარეს რომ უყინავდა და სუნთქვას უკრავდა -სად არის...სადღაც აქ უნდა იყოს- სწრაფად გაიარა მანძილი, ირგვლივ იყურებოდა და თაროებზე სასმელს დაეძებდა. ბოლოს იპოვნა, საცობი მოხსნა , დალევა დაიწყო , ხელის კანკალიც შეუწყდა და ყელის წვასთან ერთად თვალებისაც იგრძნო წინ მდგომის სახის დანახვისას -გაიმეორე -შემეშვი, ჭორაობის საათები მორჩა. სჯობს საერთოდ არ გელაპარაკო, რაც უფრო მეტს ამბობ მით უფრო მეტად მეზიზღები და ბოლოს იმდენს გააკეთებ ერთად შეკრებ ყველა დროის ბრაზს -ტატასთან არ ვყოფილვარ , არასდროს ! არც მაშინ და არც მერე, ეგ ამბავი თვითონ გააბაზრა და მე იმდენად მეკიდა რას იტყოდა არაფერი მითქვამს . შენთან დალაპარაკებას ვცდილობდი , სახლში გირეკავდი, მოვდიოდი, წერილებს ვტოვებდი ,მაგრამ ახლოს არ მიშვებდი. სკოლაშიც გამუდმებით იმ ახვრთან იყავი ... კუნთმაგარი ყეყეჩი ! ისე მცემა მაგან და მაგის სამმა გორილამ საწოლიდან ძლივს ვდგებოდი . სანანებელი რაც მაქვს მარტო ეგაა, რომ მეგონა ჩემს ტყავში ყოფნას შევძლებდი და არ დამჭირდებოდა მუშტებით საქმეების კეთება. შენ რა გააკეთე , კირა- ქალი ისევ სვამდა, ბოთლი სანამ არ გამოგლიჯა ხელიდან მანამ არც უყურებდა- აბორტი როგორ გაიკეთე -ექიმთან მივედი, სავარძელზე ფეხები გადავშალე , დამაძინეს და რომ გავიღვიძე ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება ... _ასეთი ცივსისხლიანი იყავი მაშინაც? _ძალიან გთხოვ არ გვინდა დრამა, გადახედე მსოფლიო სტატისტიკას ჩემი ორი აბორტი არაფერია და ნამდვილად სჯობს იმას ჩემნაირებს რომ აჩენენ ცხოვრებას უნგრევენ ,.სიცოცხლეს აზიზღებენ _ორი, მეორე როდის იყო - სრულიად შეეცვალა ხმაცა და გამომეტყველებაც. უსმენდა და ვერ იჯერებდა _წლების წინ ისიც ... ალექსანდრე გავიცანი და ვისწავლე ბევრი რამ _მისგან იყავი ორსულად ? _არ მისმენ? _ მაგიდაზე გადაწვა , ფეხები მოხრილი ჰქონდა და გვერდით მდგომს ქვემოდან უყურებდა - ეს ეჭვიანობის სულელური შემოტევები უკვე ყელშია ამოსული . იქნებ გაიგო ოდესმე, რომ ალექსანდრეს ჩემთვის არასდროს არაფერი დაუშავებია, ცხოვრება მასწავლა , ჭაობიდან ამოსვლაში მეხმარებოდა და თუ ცოცხალი ვარ მისი დამსახურებაა. მასწავლა როგორ უნდა მემართა ბნელი სურვილები , მიმეღო სიამოვნება ისე,რომ მინიმალურად დამეზიანებინა საკუთარი თავი -და შენ მართლა გწამს, რომ ახლა საკუთარ თავს არ ვნებ? -სხვაგვარად არ შემიძლია, თუმცა არ მაქვს ვენერიული დაავადებები, აღარ ვარ ნარკოტიკზე დამოკიდებული, იმ ორის შემდეგ ფეხმძიმობისგან თავდაცვა ვიცი და აბორტის გაკეთება აღარ მჭირდება, ვიღაცის მოკვლის სურვილი რომ მიჩნდება აზრებს გონებაში ვიკლავ , ვმართავ სხვებს და არავინ მე -მხოლოდ საკუთარი თავი განადგურებს ... თუ შენს ძალას ამ ბნელი მხარის გასანადგურებლად მიმართავ, შეძლებ -გარეთ გასვლა მინდა ... 10 წუთში თუ არ მომიტან სამოსს ასე წავალ საშოპინგოდ -ყველაფერს მოგიტან,მაგრამ არა ათ წუთში -სირბილს თუ არ აპირებ თავად ნახავ შედეგს... მე ჩემი ვთქვი- მაისური გაისწორა და საჯდომის ხაზს თითები გაუსვა - იმედია არ ჩანს შიშველი ,რომ ვარ - განგებ გადაიხარა -არ ხუმრობ ხომ? -გაიქეცი ტკბილო - გადაიკისკისა და თვალი გააყოლა კარისკენ მიმავალ კაცს- ღმერთმა დამსაჯოს შენთან ყოფნისთვის - სახეზე ხელები აიფარა , ხმამაღლა დაიკივლა და მერე თავზე მოიჭირა თითები. კადრებს ვერ აქრობდა, ხედავდა როგორ შედიოდა ექიმის კაბინეტში სულ მარტო , პატარა და დაუცველი . პირველად იქ იგრძნო საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ზიზღი ,რომელიც წლების განმავლობაში ბევრდებოდა და უკვე მთლიანად მოიცავდა . - უნდა გამიშვა, გაიძულებ სამუდამოდ უარი თქვა ჩემზე- კარისკენ დაიძრა , მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა ესმოდა მხოლოდ ყურებში, ცრემლები შეიმშრალა და ეზო დატოვა. იცოდა ფოტოებს გადაუღებდნენ, მალევე იცნეს ქუჩაში შემხვედრმა ახალგაზრდებმა, მიდიოდა და თან მიჰყვებოდა კომენტარებით შექმნილი ტალღა. იღიმოდა,მარტივად გამოსდიოდა კომპლექსის დაძლევა, წარმოქმნისთანავე ახშობდა და ისე იქცეოდა თითქოს მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორ გამოიყურებოდა. სავაჭრო ცენტრამდე გზა ისე დაფარა უკვე ყველა მასზე საუბრობდა, პირველივე მაღაზიაში შევიდა და ძვირადღირებული ტანსაცმლის შეგროვება დაიწყო. კონსულტანტ გოგონას ხელში აჩეჩებდა ყველაფერს -მაპატიეთ,მაგრამ ვერ ვხედავ თან გქონდეთ საფულე ან საკრედიტო ბარათი- მენეჯერი რომ გადაეღობა წინ რეაქცია არ ჰქონია -ამ სახეს ხედავ ძვირფასო? ფოტო გადამიღე და დღის ბოლომდე ყველას ეცოდინება აქაურობის შესახებ -ჩვენ რეკლამის სანაცვლოდ სამოსით არ ვიხდით -სადღაც აქ მქონდა ბარათი , მაგრამ ვერ ვპოულობ- მაისურის ქვედა ნაწილი ასწია და მთელი ბარძაყი მოუშიშვლდა - სად უნდა იყოს? -ქალბატონო, ძალიან გთხოვთ -რა ხდება , გეი ხარ ? - გადაიკისკისა და კიდევ უფრო მეტის ყურადღება მიიპყრო - ჩემი ბარათი თავისი ფეხით მოვა, უბრალოდ დრო სჭირდება მე კი მის ასაჩქარებლად უნდა გამოგიყენო - მოულოდნელად მოხვია მკლავები და მანამ კოცნიდა სანამ მინის კედლის მიღმა დუდა არ დაინახა- საყვარელოო ... აქ ვაარ , როგორც იქნა მოხვედი . გადაიხადე მე მანქანაში დაგელოდები - ტუჩებზე თითი გადაიტარა, გახევებულ ბიჭს გვერდი აუარა და დუდასთან მიაღწია-კვლავ დაიგვიანე ! ………………. სახლში ელოდა და ცდილობდა საკუთარი შინაგანი ხმა ჩაეხშო რათა მორგებული ნიღაბი შეენარჩუნებინა . საგრძნობლად დაიგვიანა, იმდენად რომ მოთმინება დაკარგული ისევ სასმელს მიუბრუნდა, ცდილობდა ცოტა დაელია, მაგრამ მაინც საკმარისზე მეტი ალკოჰოლი მიიღო ყველა ემოციასთან ერთად სრულიად არეული დახვდა კაცს. უამრავი რამ მოჰქონდა, რამდენჯერმე მოუხდა გასვლა და დაბრუნება _შენ რა იმ ყველაფრის შემდეგ ჩემს ნაცვლად განაგრძე შოპინგი და ამდენი საათი ტანსაცმელს არჩევდი? _აღშფოთებულმა წამოიძახა და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დააბრუნა _ არაფერს მეტყვი? ჩუმად იქნები და ესაა ჩემი სასჯელი? _რა უფლება მაქვს ვინმე დავსაჯო ... ზრდასრული ქალი ხარ,რომელიც ნახევარი ცხოვრებაა ამ ბნელ ადამიანს ქმნის. შეუგნებელ, ჯიუტ, უპრინციპო, გარყვნილ , ავხორც ქალს რომელიც ისე თრგუნავს საკუთარ თავს, რომ გაქცევას ყველაფერ მავნებელში ეძებ . მე რა დასჯის მეთოდი უნდა მოვიფიქრო შენს მაზოხისტურ ბუნებას რომ გაუკვირდება ... შენც ეგ გინდა, ცუდად რომ მოგექცე . რას ელოდი , ყვირილს, ლანძღვა _გინებას თუ ცემა_ტყეპას _ქალისკენ მიიწევდა, თვალს არ აშორებდა და მაგიდამდე მისულს მკლავებით უზღუდავდა გასაქცევ სივრცეს _იქნებ ელი, რომ აქ გამოგკეტავ ... ყველაფერს წაგართმევ და ვიფიქრებ, რომ ამ გზით დაგიბრუნებ -მე შენი არასდროს ვყოფილვარ, ასე რომ დაბრუნება არცერთი გზით გამოგივა. მე გავიზარდე , ისევე როგორც შენ ჩემო წმინდანო _თრთოდა, ემოციების ზღვა დაატყდა კაცის სიახლოვისას, მისი სიტყვები და მთლიანად მისი არსება ისე იზიდავდა სუნთქვა უჭირდა ამ მცირე მანძილის გაქრობა იმდენად სურდა . მაგიდის ზედაპირს ხელისგულებით დაებჯინა, სხეული აიზიდა და ხის მასიურ ზედაპირზე კომფორტულად მოკალათდდა -ამ ყველაფერს სანამ მეტყოდი დარწმუნებული ვარ დიდხანს ებრძოდი შენში ჩაბუდებულ ეშმაკს . ახლაც ძალიან გინდა გადამიხადო იმისთვის რომ სხვას ვაკოცე , თითქმის შიშველმა შემოვიარე ქალაქი და ყველამ იცის რომ შენ მე ვერ მაკონტროლებ. წარმომიდგენია ამ ფოტოებს როგორი სტატიები მოჰყვება, რას დაწერენ და ილაპარაკებენ ჩვენზე, რა რეაქცია ექნებათ შენს ზეკულტურულ, ჩარჩოებში მოქცეულ მშობლებს , ბებიამდე თუ მიაღწევს ალბათ მასთან დამშვიდობებასაც ვერ შეძლებ ისე აღესრულება _მკლავები შემოჰხვია, მაისური მოაშორა, ეფერებოდა, ყელში კოცნიდა და თან საუბრობდა _შეგიძლია წახვიდე, მე ერთი დღე დავრჩები , მიტოვებული ქალის როლს მოვირგევ და ასე დასრულდება _ ვერ დასრულდება ის რაც ჯერ არც დამიწყია _ ხელისგულებით ისევ მაგიდას ეყრდნობოდა, განგებ არ ეხებოდა და არც შორდებოდა _ მე და შენ ხომ უბრალოდ ხორციელ სურვილებს ვიკმაყოფილებთ , განა ურთიერთობა გვაქვს და არ ვიცი? _როგორც იქნა სწორად მსჯელობ ... _ გულმა რიტმი შეცვალა, მისმა სიტყვებმა სულ მთლად დააბნია . წამით გაჩერდა კიდეც , მზერა გაუსწორა და შემდეგ ტუჩებამდეც მიაღწია. ეხვეოდა და სიცარიელეს გრძნობდა, გვიან მიხვდა, რომ მხოლოდ თავად ეალერსებოდა ის კი მკლავებს ადგილიდან არ ატოკებდა . მისი შეხების მოლოდინში ზურგს უკან უფსკრულს წარმოიდგენდა, ციოდა , იყინებოდა მისი ის მხარე რომელსაც კაცი არ ეხებოდა. მაჯაზე შემოჰხვია თითები, უნდოდა თავად აემოძრავებინა, მაგრამ კაცი მეტი სიახლოვის ნაცვლად მთლიანად მოშორდა . უსიტყვოდ ჩაიცინა , ზურგი აქცია და მეორე სართულისაკენ დაიძრა. მიჰყვებოდა, ისე თითქოს წინ წასული ჯაჭვით ექაჩებოდა, მის სხეულთან იყო დაკავშირებული და ისე იზიდავდა ამ მიზიდულობის ძალას ვერ ერეოდა. _დამშვიდდი ? დანაშაულის შეგრძნება გაგიქრა მას შემდეგ რაც სიამოვნება მომანიჭე და განტვირთვაში დამეხმარე? _ ძალაგამოცლილი ბალიშებს შორის პირქვედამხობილი ჯერ კიდევ ღრმად სუნთქავდა, საკუთარი გულისცემის ხმა ესმოდა შორიდან რომ მოვიდა სიტყვები _რას ბოდავ _თავი გვერდით შეაბრუნა და წარბშეკრულმა გახედა საწოლის თავს მიყრნობილ კაცს _ შენ რა იმიტო არ მეფერებოდი ? დამპალო გაიძვერა... როგორ მიბედავ _ პირველივე ბალიში ჩაარტყა, რომელიც ხელში მოჰყვა და კვლავ ზემოდან მოექცა . ბიჭი სახეზე იფარებდა ხელებს , მერე უცებ მოიგერია და ბალიშები ერთიანად მოისროლა საწოლიდან _დამშვიდდი თუ გავიმეოროთ _ ხელები გაუკავა და ფეხებსშორის მოექცა _ცოტას თუ არ მოვიცდით ინფარქტი დაგემართება და ზედ დამაკვდები თორემ მე ისე გამაცოფე ახლა თუ არ მომეფერები ,ისე როგორც იცი ხოლმე _უკვე გრძნობდა საუბარს აზრი რომ აღარ ჰქონდა და მთელი სხეულით გადაეშვა სიამოვნების ტალღებს შორის _ როგორ შეგიძლია 16 წლის ბავშვივით იყო _არ ვეწევი , ცოტას ვსვამ , არაფერს მოვიხმარ ,ვვარჯიშობ, სწორად ვიკვებები და მძინავს _ ქალს ხელიდან სიგარეტი ააცალა და ამჯერად თავად მოიქცია ტუჩებსშორის _შენც თუ მომბაძავ ასე მალე არ დაიქანცები _ აჩქარებულ გულისცემაზე მიუთითა ქალი ისე იყო ერთხანს გამოფიტული , რომ კიდურების მოძრაობაც აღარ შეეძლო _რამდენიმე კვირა უბრალოდ მშვიდად დავიძინოთ, ჩამეხუტები და დილამდე დავასვენებთ ორგანიზმს, გონება განიტვირთება _ეგონა დაითანხმებდა, ამ ალერსიანი ტონით გონებას აურევდა რას იფიქრებდა თუ ისევ გამოიწვევდა აფეთქებას ამჯერად იმდენად ძლიერს რომ თავადაც დაიფლითებოდა _ძილი შენნაირებისთვისაა მარტივი, ბალიშზე თავს დადებ და ითიშები . განა რა გაქვს სადარდებელი, რა იცი ჯოჯოხეთის ცეცხლი რომ ედება ტვინს. ღამე ჩემთვის გამოცდაა, სიკვდილის სიცოცხლესთან ბრძოლის ველია _შენ უბრალოდ ჯიუტობ, არ ცდილობ სცადო რომ მერე არ დარწმუნდე ჩემს სიმართლეში _შენ რა იცი ჩემი სიმართლე, შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორია როცა სიზმრები გახრჩობენ . ოქროს ბიჭუნავ, ბედნიერებით სავსე ოჯახის შვილო , უდანაშაულო , სუფთა სინდისითა და ნულოვანი სიმძიმით ... შენ არ გყოლია დედა რომელსაც სძულდი , მამინაცვალი რომელიც მისაღების მაგიდაზე სახით აგაკრავდა . ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, თავიდან მხოლოდ ძვლების ტკივილს ვგრძნობდი , კეფაზე ისე მაწვებოდა მეგონა მაგიდის ზედაპირს შევეზრდებოდი, მერე კაბა რომ ამიკეცა და საცვალი ძირს დაქაჩა კივილს ისე ვუმატე გააზრებული ისევ არ მქონდა რა მოხდებოდა, მხოლოდ შიგნიდან წამოსული შიშის ხმა იყო. იცი რა საზიზღრობაა როცა გარეთ მოსიარულე ადამიანების ლანდებს ხედავ, ფარდის მიღმა მათი სილუეტი ჩანს დაცვა რომ ჰქვიათ , მებაღე და დამლაგებელი , ყველას რომ სმენა აქვს ,ესმის და არავინ გათავისუფლებს ამ სიმძიმისგან , მისი ბანლიანი ხელებისგან ტანზე რომ გეხება და ღებინების შეგრძნება ისე გაწვება ყელში გეშინია საკუთარ ნაღებ მასაში არ დაიხრჩო . ხის მაგიდაზე ფრჩხილებით კვალი დაგიტოვებია? ჩემი ჩამტვრეული ,სისხლმდენი ფრჩხილების კვალი ახლაცაა იმ წყეულ სახლში მაგიდაზე. თავიდან არ ქრება ის ხმები, ნძრვის დროს რომ გამოსცემდა კაცი ,რომელსაც ამ დამპალ ქალაქში პატიოსანი მოსამართლის სახე ჰქონდა , წესიერი კაცის, გულკეთილი , ლმობიერი, სამართლიანი ... რომელმაც ყველა ჩემი ღამე ჯოჯოხეთად აქცია. წლები გადის, უკვე მისი დამპალი ლეშიც აღარაა მიწის ქვეშ, ძვლებამდე შეჭამდნენ მატლები მე კი მასზე მეტად გამოფიტული მაქვს სული- სიტყვებმა იპოვნეს გზა და კაცის მხრებზე გადაიტანეს ქალის მძიმე ტვირთი , ცხოვრებაში მეორედ ყვებოდა ამ ამბავს და ამჯერად სულ სხვა მოტივით იყო გამოწვეული. ალექსანდრეს რომ უამბო ფხიზელიც არ იყო, მისი ზემოქმედებით ალაპარაკდა ახლა კი შინაგანმამ ძალამ უბიძგა . კირას თვალები რომ აიმღვრა და ბარძაყებზე ჩაჭერილ თითებზე მისი გაყინული ხელის შეხება იგრძნო შემდეგ მიხვდა ყველაფერი ხმამაღლა რომ თქვა, მიხვდა და ისე ძლიერ იკბინა ტუჩზე პირში ჩაღვრილი სისხლის გემო იგრძნო. დამუნჯებული კაცი უკვე მის ფეხებთან იყო დახრილი, ჯერ მღელვარებისგან გაშეშებულ თითებზე აკოცა, მერე სიწითლეგაჩენილ ბარძაყებზე ,წამით შუბლი მიაბჯინა ჯერ კიდევ სითბოშერჩენილ კანზე და მერე ერთი ღრმა ჩასუნთქვა დასჭირდა გახევებული ქალის გულში ჩასაკრავად. ორივე შიშველი იყო, მაგრამ მათ შორის ვნების ცეცხლი აღარ გიზგიზებდა, რაღაც სხვა გაჩნდა, სრულიად განსხვავებული კავშირი გაზიარებული ტვირთით. მთელი არსება სთხოვდა გაქცევას, მისგან შორს წასვლას და ყველაფრის დასრულებას, რაღაც ისეთის თქმას რაც მუქარისშემცველი იქნებოდა ,რაც თავდაცვის იარაღად გამოადგებოდა,მაგრამ ვერ შეძლო, გონება შინაგან ხმას დანებდა, გრძნობებს რომლებიც სულიდან მოდიოდა. ამოისუნთქა, დაჭიმული სხეული მოუდუნდა და კაცის მკლავებში ჩაკარგული აქვითინდა. ისე ტიროდა ,როგორც არასდროს, ისე თითქოს ყველაფერი წუთების წინ გაიარა და ახლა ასე თავისუფლდებოდა ბნელი შეგრძნებებისგან. კაცის მკერდს ეკვროდა , მკლავებს ძლიერად ხვევდა და დამხობილი ქვითინებდა. -მაპატიე გთხოვ .გევედრები მაპატიე ხელი ,რომ არ ჩაგკიდე და არ გადაგარჩინე ამ ჯოჯოხეთიდან . მაპატიე ,გემუდარები, მაპატიე ამ ცეცხლს შენი ცხოვრების შთანთქმის უფლება რომ მივეცი. ღმერთმა დამწყევლოს ,შენი გამეტებისთვის -დიდი ხნის შემდეგ შეძლო სიტყვების წარმოთქმა და ისიც ძლივს . ხელებს არ უშვებდა, მაგრამ თავსაც ვერ სწევდა მაღლა , თვალს ვერ უსწორებდა , ყველა ფიქრი და გეგმა თავზე ჩამოექცა სიცარიელეში დარჩა , ამოყირავებულ სამყაროში რელობის წინ,რომლის შესახებაც კიდევ ბევრი რამ არ იცოდა. -შენ არაფერი იცოდი და ახლაც არ უნდა იცოდე ... არავინ უნდა იცოდეს -მან იცოდა, ხომ ასეა ... ესეც და ყველაფერი სხვაც . იმიტომ მიეჯაჭვე , შენს საიდუმლოს დაატარებდა და მხოლოდ მან იცოდა უბედურების სათავე სად იყო -ალექსანდრემ ყველაფერი გააკეთა ჩემთვის ცხადად და მალულადაც ,ისე რომ არავის არასდროს გაუგია ამის შესახებ. ზუსტად ვიცი მისი დამსახურებით გამოაშკარავდა ყველა ბნელი საქმე, ციხეში ჩააყუდეს და იქ იმათ მოუღეს ბოლო ვინც ჩემ გარდა დააზარალა. რიგში იყვნენ ვინ მოკლავდა, ერთმა ყველას დაასწრო და ყელი ისე ღორულად გამოჭრეს როგორც იმსახურებდა. სანდროს არასდროს უღიარებია , ერთხელ ვკითხე როგორ მოხდა სიმართლის თქმიდან 1 თვის შემდეგ რომ მოხდა ყველაფერი და მისი ეს იმპერია ჩამოიშალა-თქო . სამართალი ზოგჯერ მოულოდნელად წამოგეწევა ,ცოდვებისთვის მოგთხოვს პასუხსო , სხვა არაფერი უთქვამს და მეც აღარ მიკითხავს. ის არ იყო ჩვეულებრივი მამიკოს ბიჭი, არასდროს ყოფილა ის ვინც სხვებს ეგონათ და მეც ვერ მოვახერხე ბოლომდე მისი ყველა სახის დანახვა, მხოლოდ ის ვიცი ზუსტად,რომ იმაზე მეტად ვადარდებდი ვიდრე თავად წარმოიდგენდა. მის ცხოვრებაში მარიამის გამოჩენა რაღაცნაირად გამიხარდა კიდეც, მეგობრის ნაწილმა იზეიმა, მაგრამ მაინც რთული იყო მისგან შორს ყოფნა მანამ სანამ არ მივხვდი,რომ არასდროს დამტოვებდა ,სულ შემეძლო მისთვის დახმარების თხოვნა , მისი იმედის ქონა - კაცისგან შორს იყო, პერანგი მოიცვა და სიგარეტით ხელში ,ზურგით მდგომი იხსენებდა დაკარგულ ნაწილს - მორჩი მასზე ეჭვიანობას, ვინც არ უნდა იყო ჩემს ცხოვრებაში მას უბრალოდ ვერ ჩაანაცვლებ. ის სხვა ადგილს იკავებდა, შენ კი სულ სხვა რამ გინდა ………………….. მშვიდად ეძინა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო დუდას გულისცემის ხმა და მისი შეხება ჯერ არ განცდილ სიმშვიდეს გვრიდა. არავინ იცის იქნებ საიდუმლოს ნაწილის გაცხადებით მოგვრილ შვებას მოჰყვა ეს მოდუნებაც შედეგად. ვინ იცის იქნებ სამუდამოდ გამომშვიდობებოდა უძილო ღამეებს რომ არა მოულოდნელად შემოჭრილი დაუპატიჟებელი სტუმრები. მხოლოდ ერთხელ წამოიკივლა, ბუნებრივი რეაქცია ვერ გააკონტროლა მძინარე კაცი რომ გამოაცალეს მკლავებიდან. ერთბაშად იგრძნო სიცარიელე და შიში , შიში რომელიც თითქმიდ დავიწყებული ჰქონდა . აღარავინ ჰყავდა გვერდით ვის გამოც ინერვიულებდა ახლა კი ცოტაღა აკლდა წონასწორობის დაკარგვამდე. რამდენიმე ბიჭი იჭერდა ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფს სანამ მთავარი თავდამსხმელი გამოჩნდებოდა. _არ მოკლათ , მაგრამ ბევრსაც ნუ დააკლებთ _ ეს ერთი წინადადება გააჟღერა ცივი, დაბალი ხმით და აღრიალებული დუდა შიშველი ხელებით დარჩა შეიარაღებული ხუთეულის წინ. ერთხანს უბრალოდ გაითიშა, უყურებდა როგორ უწევდა წინააღმდეგობას, როგორ ცდილობდა კაცთან მიეღწია , მაგრამ უშედეგოდ. სმენადახშულს მისი ხმა არ ესმოდა. გონებამ სხეულს მოძრაობის უნარი მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნა დუდა იატაკზე მოკეცილი რომ დაეცა და მისი ცხვირიდან წამოსული სისხლის წვეთები ხის ზედაპირზე დარჩა. _არ მიუახლოვდე , არ გინდა გთხოვ _ მხოლოდ ეს გაიგო , სხვა არაფერი . მისკენ აღარ გაუხედავს კაცის წინ დადგა და გაუღიმა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.