შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელი არ გამიშვა{6}

31-03-2022, 22:09
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 300

_არ მიუახლოვდე , არ გინდა გთხოვ _ მხოლოდ ეს გაიგო , სხვა არაფერი . მისკენ აღარ გაუხედავს კაცის წინ დადგა და გაუღიმა
_უფრო ადრე გელოდი ... ამდენი დრო დაგჭირდა ცოლის დასაოკებლად?
_მეთამაშები პატარავ? ხომ იცოდი , რომ გიპოვნიდი
_ფოტოები და ვიდეოები ყველგან გავრცელდა, როგორ გგონია რატომ ? _ ფონად ხმა ესმოდა, გინების , დარტყმის, სასოწარკვეთილი სულიდან წამოსული ტკივილის გამომხატველი ღრმუილი და მაინც აგრძელებდა _ მინდოდა გეპოვნე და წაგეყვანე, მაინტერესებდა რამდენად მნიშვნელოვანი ვარ შენთვის ... თუ მხოლოდ ძვირადღირებული ნივთებით აპირებ ჩემს მოხიბვლას
_პასუხი ხომ მიიღე _ქალი უკვე იმდენად ახლოს იყო, რომ საკმარისი გახლდათ მისი გონების ასარევად
_აქედან წავიდეთ ... მან უკვე მიიღო პასუხი _ მკლავები ყელზე შემოჰხვია , სხეულზე მიეკრო და მის ტუჩებთან განაგრძო ჩურჩული _ უბრძანე გაჩერდნენ , ის უკვე ლეშია _ გულისრევის შეგრძნება ყელში აწვებოდა, მაგრამ შეჩვეული იყო ამ ნაწილის დათრგუნვას . მის ტუჩებს რომ შეეხო ხუთეულს უკვე დატოვებული ჰქონდა ოთახი , ბრძანებამ გაჭრა, მაგრამ დუდას სახის დანახვა კართან მისვლამდე ვერ გაბედა. გასვლისას, სულ ერთი წამით შეავლო მზერა მის სისხლიან სახესა და ოთხად მოკეცილ სხეულს. გზა განაგრძო , კაცს წინ გაუსწრო , სუნთქვა ეკვროდა , ტოვებდა ადგილს რომელსაც თავად დაუტოვა ბნელი მოგონება, სისხლიანი კვალი და უბედურება . გონება მხოლოდ ერთს უმეორებდა“ წყვდიადში ითრევ ნებისმიერს“
ეკლებზე იდგა სანამ კაცის გვერდით იჯდა და მის საუბარსა და შეხებას ითმენდა. დრო სჭირდებოდა, მოთმინება მიზნის მიღწევამდე . ალექსანდრეს სიტყვები ესმოდა ყოველთვის , როდესაც მთელი არსებით სურდა ვიღაც მოეკლა. ერთხელაც იცოდა ზღვარს გადაკვეთდდა და ჯოჯოხეთში გაისტუმრებდა რამდენიმეს ვინც თავისი სუნთქვითაც კი ამძიმებდა სამყაროს, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.
_ჩემთან ყოფნისთვის დრო გაქვს თუ ცოლი გელის _სასტუმროსთან რომ გაჩერდა მანქანა ირონიული გაუხდა მზერა
_ცოლი ჯერ საჩუქრებს იღებს
_გამოდის ჯერ თავის დაფასების სტადიაშია და არ შეგირიგდა . იქნებ განქორწინებისთვის ემზადება
_გინდა დავშორდე და შენთან ვიყო?
_მე ხომ გითხარი ერთი პრინციპი მაქვს მხოლოდ, არასდროს ვიქნები ვინმეს საკუთრებაში . ალექსანდრესთანაც როგორც იცი მხოლოდ ნიშნობა მაკავშირებდა ისიც იმიტომ , რომ მშობლებს თავი დაენებებინათ ახლა კი ბავშვები არ ვართ არც მე და არც შენ _ ჭაღარაშერეულ წვერზე თითები შეახო და მანქანის კარი პირველმა გააღო . მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადადგა და სანამ კაცი მიუახლოვდებოდა მიმართულება შეიცვალა
_საით
_ცეკვა მინდა _ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს კლუბი იყო , გზა ისე გადაირბინა ვერავინ შეაჩერებდა. უამრავი მანქანა ირეოდა , კაცი იძულებული გახდა უკან მიჰყოლოდა. ისე უყურებდა თითქოს მისი გამოწვევის გარდა თავში არაფერი ჰქონდა. შესვლისთანავე წაიცეკვა , ბრბოს აერია მერე კი კაციც რომ მიუახლოვდა მიხვდა თუ იმ წამსვე არ წავიდოდა იქვე დაკარგავდა გონებას.
_რაიმე ძლიერი შეუკვეთე და მოვალ_წელზე შემოხვეული კოტიტა ხელი მოიშორა და საპირფარეშოსკენ წავიდა. კარი გადაკეტა ისე რომ იქ ვეღარავინ შეაღწევდა, ჩანთიდან მობილური ამოიღო და აკანკალებული თითებით ძლივს იპოვნა საჭირო სახელი . არ პასუხობდა, დრო გადიოდა და კიდევ უფრო მეტად ღელავდა , ცოტაც და მოთმინება დაეკარგებოდა კაცის ხმა რომ გაიგო
_გისმენთ
_გაიღვიძე და სასწრაფოდ წადი დუდასთან , იპოვნე ვინმე ვინც მივა და უშველის. სასწრაფო დახმარება გაგზავნონ , რამე გააკეთონ უთხარი
_ვინ ბრძანდებით და რას
_კირა ვარ და თუ დროულად არ გამოფხიზლდები და დუდას არ დაეხმარები გეფიცები პასუხს შენც გაგებინებ !
_რა დაემართა
_გააკეთე რაც გითხარი და დაივიწყე ეს საუბარი . გესმის რას გეუბნები? მე და შენ არ გვისაუბრია, მე შენთან არ დამირეკავს !
მობილური კვლავ ჩანთაში დააბრუნა, ხელები გაყინული ჰქონდა, გულისცემა თითქმის შენელებული, გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა და ვერ ხვდებოდა რა სტკიოდა. თვალები როგორც კი დახუჭა მაშინვე ნაცემი დუდას სახე დაინახა, თითქმის გონდაკარგული ძლივს რომ უყურებდა და ხელს მისკენ იწევდა. ბრაზი ყელში უჭერდა , უნდოდა თავი დაერწმუნებინა რომ ის ამას იმსახურებდა, რომ ამ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს იმ დანაშაულისთვის იღებდა რაც კირას მიმართ ჰქონდა . რატომ ვერ ისვენებდა, რატომ იხრჩობოდა ახლა, როცა თავად ამაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა , მაშინ დუდამ ხელი რომ არ ჩაჰკიდა.
სასწრაფოდ სჭირდებოდა გამოსავალი , გზა რომელიც ამ მდგომარეობას გადაატანინებდა. პოვნა არ გასჭირვებია, მიიღო ის რაც მუდამ ეხმარებოდა და გააცოცხლა კიდეც ეშმაკი საკუთარ სულში.
რამდენიმე ჭიქა დალია, კაცს მეტად ემჩნეოდა სასმელის კვალი თავად კი გეგმას მიჰყვებოდა, უდარდელი ქალის ნიღაბი აიკრა, სულ მალე მაგიდაზე ავიდა და ცეკვა დაიწყო. ბევრმა დააფიქსირა მასთან ერთად მყოფიც , როგორ აიყვანა ხელში და იქედან სასწრაფოდ წაიყვანა
_რას აკეთეებ... ცეკვის ნებას არ მაძლევ?
_მთვრალი ხარ უკვე და დროა ნომერში ავიდეთ
_ხელშიაყვანილი წამიყვან ნომრამდე თუ გეშინია როგორმე შენმა ცოლმა არ გაიგოს _ მკლავები შემოჰხვია, ყურთან ეჩურჩულებოდა მერე თავი უკან გადასწია და აკისკისდდა _ ოხ ეს კაცები სამყაროში ყველაზე მეტად მაინც ქალები გაშინებენ
_მე არავის მეშინია და არაფერს ვემალები _რა თქმა უნდა წამოეგო. ყველა მათ უყურებდათ, შესაძლოა ის ვერ , მაგრამ კირა ნამდვილად იცნეს. ლიფტში ხალხი იყო, თორემ ნამდვილად არ აპირებდა დიდხანს მოთმენას. ორივემ კარგად იცოდა რაც სურდა სინამდვილეში.
_შენ როგორი გამბედავი ყოფილხარ, თურმე ვცდებოდი ...
_და რა გეგონა
_მე მგონია, რომ შამპანიური უნდა შეუკვეთო , სიგარეტიც არ მაქვს , რაიმე ტკბილიც მინდა და კიდევ ძალიან მინდა ტუიალეტში _ ნაბიჯებს განგებ ურევდა , თითქოს მასზე მეტად მთვრალი იყო , როგორც კი შევიდა ონკანი მოუშვა და კვლავ დარეკა
_როგორ ბედავ დარეკვას! ხომ ვეუბნებოდი შენთან საქმე არ დაეჭირა, მაგრამ ასეთი გახრწნილი სულის პატრონიც არ მეგონე . ახლა რისთვის მიკავშირდები რომ გაიგო შენს საყვარელს შემოაკვდა კაცი თუ არა? გადაეცი, რომ ყველას ვიპოვნი და ციხეში ჩავალპობ, მარტო ამ ცემის გამო კი არა თუ სადმე რამე დაუშავებიათ ყველაფერს ერთად ამოვქექავ _კაცის ღრიალის ხმა ესმოდა და ერთხანს ეგონა პასუხს ვერ დაუბრუნებდა
_სჯობდა თავშეკავება გესწავლებინა შენი პატარა , სულელი მეგობრისთვის და მინიმუმ ის თუ ვისთვის შეეძლო დარტყმა და ვისთვის არა . სამყაროდან მოწყვეტილი ვარსკვლავი რომ ჰგონია დღემდე თავი ... შენ ასე მალე როგორ ჩამოხვედი
_ჯერ ისევ გზაში ვარ, ჩემი მეგობრები მივიდნენ . საავადმყოფოშია უგონოდ და ფოტოებს რომ ვუყურებ ვფიქრობ რეალურად უარესი შეიძლება დამხვდეს
_არაუშავს, გამოცდილებას მიიღებს და ეცოდინება ვისთან არ უნდა დაიჭიროს საქმე _ ტონის შენარჩუნება მოახერხა, მაგრამ ბიჭმა საპასუხოდ ფოტოები რომ გამოუგზავნა თითქოს იმ წამს გაიაზრა რა მდგომარეობაში დატოვა დუდა .
კაცმა თავისი არსებობა რომ შეახსენა შემდეგ წამოდგა, სახეზე წყალი შეისხა და ოთახიდან გეგმის შესასრულებლად გავიდა. შუშხუნა სითხით უკვე სავსე იყო ჭიქები. გონება ბევრ მომენტს შლიდა, ახსოვდა როგორ ჩააგდო რამდენიმე აბი კაცის ჭიქაში სანამ ის სასმელით დასველებულ პერანგს იხდიდა. როგორ დადო მობილური შეუმჩნეველ ადგილას და მთვრალს ბოკალით ხელში დაუბრუნდა
_შენ დალიე, მე კი პერანგს მოგაშორებ _იცინოდა, თითქოს უგონოდ მთვრალი იყო . წონასწორობადარღვეული რამდენჯერმე თითქმის წაიქცა, მერე კაცთან ერთად დაეშვა საწოლზე. იცინოდა, ხმამაღლა , მკვეთრად და ასე აჩერებდა ღებინების შეგრძნებას, რომელიც არა და არ ქრებოდა. კაცს ბევრ რამეს ეკითხებოდა, ისიც პასუხობდა და ხელებს არ აჩერებდა. ვიდეოში კარგად ჩანდა როგორ დადგა საწოლზე,საცვალი ნელა მოიშორა და ტერფზე ჩამოცურებული ისროლა მისი მიმართულებით. რეაქცია, აუტანელი კომენტარები, ქალის გამოწვევა და კაცი რომელიც მუხლებზე დაშვებული ფეხებს უკოცნიდა, მიდიოდა სულ მაღლა და შემდეგ კირას საამო წამოძახილებს ისმენდა. ვიდეოზე არ ჩანდა კაცი როგორ გაითიშა , არც ის კირამ ბოლომდე რომ გააშიშვლა, საკუთარი ქამრით მიაბა მისი მარჯვენა ხელი საწოლზე და სრულიად შიშველს კიდევ რამდენიმე ფოტო გადაუღო. მექანიკურად მოქმედებდა, თითქოს მისია ჰქონდა რომელიც დაასრულა თუ არა ღებინების შეგრძნება გულისრევაში გადაეზარდა. სააბაზანოში გამოიკეტა, დუშის ქვეშ მანამ იდგა სანამ კანზე ნაოჭები არ გაუჩნდა, შემდეგ შამპანიურის ბოთლი დაცალა და სიგარეტის კვამლში გახვია მთელი ოთახი. დილით გავიდა საძინებელში და თამაში განაგრძო. ზურას გვერდით დაბრუნდა, სხეულზე ისე მიეკრო თითქოს მთელი ღამე იქ გაატარა.
_გაიღვიძე ... რა ჯანდაბაა _ ხელს ქაჩავდა და დაბინდული გონების გაწმენდას უშედეგოდ ცდილობდა
_ რომელი საათია , რატომ მაღვიძებ ასე ადრე ... ცუდ ხასიათზე ვდგები შემდეგ _ შეწუხეულმა შეკრა წარბები და კაცს ზემოდან მოექცა _ასე არ შეიძლება , მთელი ღამე არ დამაძინე და დილითაც ადრე გამაღვიძე. ამიტომ აქვს შენს ცოლს ამდენი ნაოჭი, მოსვენებას არ აძლევდი, ხომ?
_ აქ მოდი... და გამოგაფხიზლებ კარგად , მაგრამ მე არაფერი მახსოვს. ბევრი დავლიეთ ?
_სამაგიეროდ მე მახსოვს _ხელი მოიშორა და ზემოდან დააცქერდა _ რომ არ დამვიწყებოდა ჩავიწერე კიდეც და თუ კიდევ ოდესმე გადამეღობები გზაზე, მოინდომებ გაიმეორო წინა ღამეს მომხდარი ამბები და ერთ დიდ , სიამოვნებას უკანასკნელად არ ჩათვლი , ვფიცავ მხოლოც ცოლი კი არა, შენი შვილებიც და საყვარელი დედიკოც ნახავს როგორი ბინძური აზრები გაქვს თავში , როგორი ფანტაზიები იმალება შენს ბინძურ გონებაში და კიდევ , ჩვენი ყველაზე სასიამოვნო მოგონება , როგორ ვათვებ შენს სახეზე
_ოხ მე შენი ძკნა დედას შ.ვეცი ...
_დაუბრუნდი ცოლსა და ძველ საყვარლებს ... განა ასეთი რთულია ჩვენი შეთანხმება მას შემდეგ რაც ჩვენს შორის იყო ... არადა როგორ მეფიცებოდი შენთვის ყველაფერს გავაკეთებო . ენის ოსტატურად ტრიალია ეგ შესაძლებლობა ? _უკვე ეცვა, ჩანთა ეჭირა და კარისკენ უკანსვლით მიდიოდა _ მითხარი რომ შევთანხმდით
_ამიტომ ვგიჟდებოდი შენზე ... ჯანდაბა გამომიჭირე არა? კარგი , შევთანხმდით
_სიტყვას მაძლევ ?
_სიტყვას გაძლევ , მაგრამ ის შენი სულელი ბიჭი არსად გადამეყაროს
_მისი ბედი არ მანაღვლებს...ზუსტად ისე როგორც მთელი კაცთა მოდგმის _ ხელი დაუქნია
და საწოლზე მიბმული დატოვა იმ აზრით, რომ ქალი უბრალოდ ეთამაშა. ის კი არ იცოდა კირა ბოლოს, რომ მოუღებდა . მხოლოდ ზავი სჭირდებოდა, მისი დამშვიდება და თამაშიდან გაყვანა, რომ ჰქონოდა დრო მის გასანადგურებლად.

_მინდა მხოლოდ ამ პაციენტზე იზრუნოთ _ ექიმის კაბინეტში შევიდა და ფულის შეკვრა კონვერტით დაუდო
_ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ... სტაბილურია
_ზუსტად მინდა ვიცოდე რა სჭირს ახლა, როგორ იქნება შემდეგ , როდის გაახელს თვალს, როდის გაივლის, როდის გაწერთ და როდის გამოჯანმრთელდება
_ნეკნები აქვს ჩამტვრეული, ლავიწის ძვალიც გატეხილია, დაჟეჟილობებისა და სისხლჩაქცევების შესახებ აღარ ვისაუბრებ . ხელი ამოვარდნილი აქვს , ოქრომჭედელი ყოფილა და დიდხანს გაუჭირდება მუშაობა , მარცხენა ხელია მაგრამ მაინც . რამდენიმე თვე იქნება საჭირო სრული გამოჯანმრთელებისთვის. ამ ეტაპზე კონტაქტური არ არის, გამაყუჩებლების მოქმედების ქვეშაა და სძინავს . მისი თანმხლები პირები გავუშვით , მასთან არავინაა
_მე არ მიცნობთ, აქ არასდროს მოვსულვარ და ვერავინ გაიგებს რომ მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მაწვდით _ კიდევ ერთი კონვერტი დატოვა და წავიდა.
პალატასთან იდგა, ფიქრობდა შესულიყო თუ არა,ბოლოს ნათელმა მხარემ აჯობა ბნელს და გააკეთა ის რაც სურდა. შევიდა, იტირა მთელი გულით , მის გამო და საკუთარი ცხოვრების. ტიროდა მანამ სანამ ნაბიჯების ხმა არ გაიგო და შემდეგ ბოლოჯერ შეეხო მძინარე კაცის ტუჩებს. ოთახიდან გასული უკვე დერეფანში მიაბიჯებდა, არ ეგონა თუ იცნობდნენ საკუთარი სახელი გაიგო და მალე მაჯაშიც სწვდა ის ვისზეც კირას გავლენა არასდროს ჰქონდა
_აქ მოსვლა როგორ გაბედე
_მე ხომ სინდისი არ მაქვს, ვაკეთებ იმას რაც მსურს. მინდოდა მენახა და ვნახე ახლა კი აქაურობა სულს მიხუთავს და უნდა წავიდე.
_სულ ოდნავ მაინც თუ შემოგრჩა ადამიანობა ახლოს აღარ გაეკარო
_ისეა დამსხვრეული , მეეჭვება დიდხანს ააწყონ და რომც ააწყონ ის შეძლოს რაც აქამდე გამოსდიოდა_ჩაიცინა და მერე მისკენ გადადგა ნაბიჯი _ ნიკ ,შენ ხომ არ გინდა მისი ჩანაცვლება? თუ აღიარე, რომ კაცების ბანჯგვლიანი უკანალი გიზიდავს მხოლოდ
_მეცოდები, უკვე რა ხანია მებრალები და სამწუხაროა , რომ შენი სულის გათავისუფლების იმედიც არ ჩანს ... დუდას ახლოს აღარ გაეკარო !
_შენ როგორც იტყვი ....
მთელი ძალით ცდილობდა დუდას დავიწყებას, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც არ უნდოდა გაეგო, მაგრამ ნებისყოფა არ ჰყოფნიდა. როგორი გათიშულიც არ უნდა ყოფილიყო გონების წამიერი განათებისას მხოლოდ ის და მისი სახე ჩნდებოდა კადრში. ბოლოს ქალაქი დატოვა და უკან დაბრუნდა. ექიმის დახმარებით ისეთ დროს შევიდა დუდას რომ ეძინა, არ ეშინოდა არაფრის თქმისა თუ გაკეთების . წამითაც არ შეყოვნებულა ისე დაწვა მის გვერდით, საწოლის კუთხეში გაშეშებული, ყველაზე მოუხერხებელ მდგომარეობაში და მაინც კომფორტულად. ყველაფერს შეჩვევას აბრალებდა , საკუთარ მარტოობას და იმას რომ ოდესღაც მთელი გულწრფელობით უყვარდა.
_ესეც გაივლის და კარგად იქნები. ეს არაფერია, მეც ძალიან მტკიოდა ავარიის შემდეგ , მაგრამ დღეს აღარც მახსოვს. სანერვიულო არაფერია, შენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება მე კი სხვაგვარად ვერ მოგიშორებდი. მათი შეჩერება რომ მეცადა, შენი ხელი დამეჭირა და დამეცავი აღარასდროს გამიშვებდი ... ჩემთან ერთად წყვდიადში დარჩებოდი _ ჩუმად ლაპარაკობდა , ერთი ხელით კაცის თითებს ეხებოდა მეორეს კი სახის იმ ნაწილებზე სადაც ჭრილობები ჰქონდა _ შურისძიება მაშინ ტკბილი იყო , ახლა გაუსაძლისად მწარეა _ ცრემლები მოსდიოდა, ხმა გაუწყდა და თვალებიც დახუჭა _ მომენატრები , კიდევ ერთხელ გკარგავ და ამჯერადაც სიცარიელე მრჩება. მომენატრებით შენ და შენს თვალებში არეკლილი ჩემი სახე. ვიცი შემდეგი შეხვედრისას მათში ზიზღს დავინახავ და მანამ გაგექცევი სანამ შემეძლება. არ ვიცი როგორ უნდა დავემალო შენს უსიყვარულო მზერას და არსებაში გამჯდარ სიძულვილს. იმედი მაქვს სიძულვილი ისევ არ შეგიძლია და პირველი მე არ ვიქნები
თავადაც ვერ მიხვდა როგორ მოახერხა მისმა გონებამ იმ მდგომარეობაში გათიშვა, რაღაც მომენტში ჩასთვლიმა . ალბათ სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა ეს სიმშვიდე , შემდეგ დერეფნიდან მომავალი ხმა გაიგო, ვიღაც ექთანს ესაუბრებოდა , სიჩუმის გამო ყველა სიტყვა კარგად ისმოდა. ქალი დუდასთან შესვლას ითხოვდა და ვერ იგებდა რატომ არ უშვებდნენ ახლა თუ წინა დღეებში პრობლემა არ ჰქონდათ.
კირას ასე წასვლა არ უნდოდა, ბოლო წამების გამოყენებაც დაგეგმილი ჰქონდა , მაგრამ გეგმები აურია უცნობმა_ნაცნობმა .
_ის დაგავიწყებს ჩემს თავს? იქნებ ასე სჯობს, უმნიშვნელო გავხდე და არ შემიძულო _ წასვლამდე რომ აკოცა დარწმუნებული იყო უკანასკნელიაო , მაგრამ ჩვენ ხომ არასდროს ვიცით რა გველის წინ.
უნდა წასულიყო, მაგრამ როგორც კი შეუხვია კედელს ამოეფარა და დაელოდა ქალის გამოჩენას. მარტივად ამოიცნო ჯინსებსა და მაისურში გამოწყობილი, უძილობისგან სახეშეცვლილ გოგონაში ნიკოს და , ნინა . ღიმილი ვერ შეიკავა შექმნილი მდგომარეობის გამო, განა კომიკური არ იყო მაინცადამაინც საუკეთესო მეგობრის და რომ იყო მასზე უგონოდ შეყვარებული? პატარა ნებიერა პრინცესა რომელსაც ნიკო ცივ ნიავს არ აკარებდა მისი დამსახურებით იცნობდა დუდას და იტანჯებოდა ცალმხრივი სიყვარულით რომელსაც არასდროს ექნებოდა ბედნიერი დასასრული ან იქნებ ჰქონოდა კიდეც. კირას ღიმილი სახიდან გაუქრა, თავში გაჩენილმა ეჭვმა ისე მტკივნეულად გაუელვა, რომ სუნთქვა შეეკრა. ის ხომ ზუსტად ისეთი იყო დუდას რომ შეეფერებოდა, არაფერი აკლდა , იდეალურ ვარიანტს წარმოადგენდა შეყვარება არჩევანი რომ ყოფილიყო და არა აუხსნელი ნება.
კლინიკა ახალი დარდით დამძიმებულმა დატოვა. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერავისთან შეძლო ურთიერთობა, როგორ არ ეცადა კვლავ ძველებურად მოეხერხებინა განტვირთვა და მაინც არაფერი გამოსდიოდა. ნებისმიერის შეხება ცეკვის დროსაც კი გულისრევის მძაფრ შეგრძნებას იწვევდა და რამდენჯერმე იმდენად ცუდად გახდა, რომ ყველაფერზე უარი თქვა . ბოლოს სახლში გამოიკეტა , სასმელსა და აბებს ერთად იღებდა მანამ სანამ არ გაითიშებოდა, ალექსანდრეს ხშირად ხედავდა , მოდიოდა და გაბრაზებული უმეორებდა ტაბლეტებს შეეშვიო. რაღაც ეტაპზე გადაწყვიტა ფსიქოთერაპევტს დაბრუნებოდა, კი ვერაფერი შედეგი ჰქონდა, მაგრამ რაღაც ბიძგს სულ აძლევდა ხოლმე. ამჯერადაც მოთავსდდა იმ სავარძელში და დაიწყო ბოლო დროს მომხდარ ამბებზე საუბარი.
_ბოლოს როდის შეიტყვეთ მისი მდგომარეობის შესახებ
_როცა კლინიკაში მივედი და მის გულისცემას ვუსმენდი... დამეძინა იცით? ხომ უცნაურია , რამდენად უსინდისო უნდა იყო შენს გამო ნაცემ კაცს გვერდით მიუწვე და დაგეძინოს, მაგრამ ხომ გეუბნებით ის ისევ არავის და არაფერს ჰგავს
_ალექსანდრესაც კი? ის ხომ მუდამ ახერხებდა თქვენს დამშვიდებას
_ალექსანდრე ახერხებდა ჩემი გაფანტული გონების საკუთარი ძალით მართვას, მისი შესაძლებლობები ამის საშუალებას აძლევდა . მას შეეძლო ნებისმიერზე მოეხდინა გავლენა, თქვენზე მეტადაც კი _ ახალგაზრდა კაცს გახედა და ამოიოხრა _ მას რომ არ მოვეყვანე თქვენთან ახლა აქ არ ვიქნებოდი, კაცებს არ გენდობით . ვინ იცის რომ მიყურებ , აქ ამ სავარძელზე ნახევრად შიშველს , რა აზრები გიტრიალებთ გონებაში
_ძალიან თუ გაინტერესებთ ვფიქრობ ვისზე უფრო ხართ ემოციურად მიჯაჭვული ალექსანდრეზე თუ დუდაზე . თქვენ როგორ გგონიათ, კირა ?
_რა თქმა უნდა ალექსანდრე ... მის გარეშე ვკვდები
_უკვე თითქმის 40 წუთია ვსაუბრობთ თქვენ კი მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ ის მიამბეთ, რომ დუდა თქვენს გვერდით იყო , როგორ და რა ვითარებაში გახსოვდათ ნათელი ეპიზოდებით და რას გრძნობდით, მაგრამ ბუნდოვნად გახსოვთ
_რისი თქმა გსურთ მაგით იქნებ გამაგებინოთ
_მე მხოლოდ გისმენთ , კირა ... შემოსვლისას ხომ გამაფრთხილეთ საუბარი მინდა და თავად დავალაგებ აზრებსო
_მაღიზიანებ , ხომ იცი _ თავი შეაბრუნა და წარბშეკრულმა გახედა _ ახალი პრობლემა მაქვს, ყველანი გულს მირევენ ... ყველა ვინც მეხება და ს.ქსის გარეშე ამდენი ხნით მას შემდეგ არ ვყოფილვარ რაც სქესობრივი ცხოვრება დავიწყე . ეს რაღაც უკიდურესობაა, ასე დიდხანს ვერ გავძლებ . ხომ იცი მეხმარებოდა
_ეგრე თქვენ მიგაჩნდათ , მე ვამბობდი რომ ეს კიდევ ერთი პრობლემაა რომელიც უნდა გადაგვეჭრა თქვენ კი მანამ შეწყვიტეთ სიანსები სანამ
_არ მჭირდება ძველი დროის გახსენება... მე მჭირდება გზა , რომ კვლავ განვიცადო ორგ.ზმი დუდაზე ფიქრის გარეშე . მგონი სექსოლოგთან უნდა წავიდე . კი , აუცილებლად უნდა მივიდე სანამ ანორგაზმია დამემართება
_იმაზე არ გიფიქრიათ რომ თქვენი ეს პოლოგამურობა სრულდება ?
_დუდას დავშორდი, ხომ მოგიყევი რაც მოხდა . გგონია ახლა მჭირდება მე ცალმხრივადშეყვარებული, ქალიშვილი გოგოს ემოციური შემოტევები?
_დუდასთან ბოლო შეხვედრაზე მიყვებოდით
_რომელიც არ დამაცადეს ! ის ბავშვი გამოჩნდა, ექთანს სთხოვდა შემიშვიო , საბრალო ალბათ შეეშინდა ცუდად არის და იმიტომ არ მიშვებენო. ისე გასაცოდავებული იყო დარწმუნებული ვარ დუდას პალატიდან ძალის გამოყენებით გაჰყავს ნიკოს. რატომ ირთულებენ ცხოვრებას ეს ნებიერა გოგონები ამოხსნა გააქვთ თქვენ , ფსიქოლოგებს? ხო აი დალაგებული ცხოვრება რომ გაქვს, არავის და არაფერს დაუმახინჯებია შენი წარსული და მომავალი, უამრავს რომ მოსწონხარ რაღა მაინცადამაინც ის უნდა გიყვარდეს ვისაც არასდროს შეუყვარდები ?
_როგორც გავიგე ეს გოგონა არის დუდას მეგობრის და... ასე ახლოს თუ არიან არ შეიძლება გოგონა უბრალოდ ღელავდეს ? მეგობრებზე არანაკლებ ზრუნავენ
_რომელი მეგობარი ,შვილი მეყოლებოდა თითქმის მისი ასაკის.ბავშვია რომელსაც მოსწონს უფროსი ძმის მეგობარი, კლასიკური ამბავია. სულ ცხვირწინ ჰყავდა იდეალური , სიმპათიური, ჩამოყალიბებული, სერიოზული, კეთილი, წესიერი, სწორი კაცი და ჭკვიან გოგოს ვინ მოეწონებოდა თავისი ასაკის ხულიგნები? რა თქმა უნდა უყვარს, ბავშვობიდან მის გარდა ვერავისზე ფიქრობს და დუდაც შეამჩნევს ... დაინახავს მის გულწრფელ სიყვარულს . შეხედავს როგორც ახალგაზრდა, ლამაზ ქალს... შეიყვარებს . ოჯახს შექმნის და იპოვნის სიმშვიდეს _თავიდან ჩქარა საუბრობდა, ემოციები ბოლოს მინელდა, ხმაც დაეკარგა და დახუჭული თვალებიდან ცრემლებმაც იწყეს დენა _ ნეტავ ახლა როგორ ვიქნებიდით მაშინ ხელი რომ არ გაეშვა ?
_თქვენ როგორ გგონიათ
_აქედან შორს ვიქნებოდით, ის ისევ თავის საქმეში იქნებოდა და თან მეც ხშირად გადამიღებდა ფოტოებს, დამხატავდა კიდეც . მე ჟურნალისტი ვიქნებოდი და ზოგჯერ , ფოტომოდელობაზეც დავთანხმდებოდი ან ექსკლუზიურად მის სამკაულებს მოვირგებდი ... ძაღლი გვეყოლებოდა, კატა ვერ , ალერგია აქვს . ერთი ცისფერთვალება ბიჭი და გოგო ... ან მეტიც . ბავშვებზე გიჟდება , მე რომ არ ვუყვარდე და სხვისი შეყვარება შესძლებოდა ახლა ბევრი შვილი ეყოლებოდა. აი შეირთავს იმ გოგოს და ის გაუჩენს ბავშვებს , მას გადაუღებს ფოტოებს, მას დახატავს, მას მოეფერება თავისი თბილი , ლამაზი თითებით. ისეთი ლამაზი ხელები აქვს , ბავშვობიდან ვერ ვაშორებდი თვალს და მე რომ ფუმფულა ვიყავი მშურდა მისი. ფორტეპიანოს პედაგოგი ერთად გვამეცადინებდა , ორივე ვუკრავდით, მაგრამ ჩვენს ხელებს ერთად რომ ვუყურებდი სულ მისი მომწონდა. მე ხომ მახსოვდა, რომ პირველმა ვაკოცე და ჩვენი პირველი კოცნის ინიციატორი მე ვიყავი... ბოლო დროს ხშირად მესიზმრება რომ იქ, იმ ოთახში გამოკეტილს პირველმა თვითონ მაკოცა . უბრალოდ მე ვერ გავიაზრე, პატარა ვიყავი ძალიან და თან უკვე მამა მოდიოდა, სხვა ამბავზე გადავერთე და ის მომენტი გონებამ გააუფერულა
_როგორ ფიქრობთ ამ მომავალს განვითარების შანსი აღარ აქვს?
_შენ რა დამცინი? _თავი ასწია და თვალებშიც აენთო ბრაზის ცეცხლი _არ იცი ვინ ვარ?
_და ვინ ხართ?
-მოსიარულე ლეში ... დამპალი ფიტული , რომელსაც სიკვდილი ისე ძალიან უნდა, ისე ძალიან უნდა ამ დაღლილ სულს დატოვოს ეს წყეული სხეული ... ოხ ეს დაწყევლილი სხეული! თითებით მოშიშვლებულ მუხლებს ჩააფრინდა და გრძელი ფრჩხილები ბარძაყებზე ისე ჩააჭირა , რომ სისხლჩაქცევები გაუჩნდა_ ვინ ვარ თუ რა ვარ , რად ვიქეცი . ნარკომანი, ლოთი ბ.ზი , რომელსაც არავინ და არაფერი გააჩნია, რომელმაც მოიშორა ის ერთადერთი ვისაც უყვარდა, ამ სამყაროში მხოლოდ მას ვაღელვებდი და მე გავანადგურე.
_ახლა ალექსანდრე რომ ცოცხალი იყოს მასთან წახვიდოდი ?
_ალექსანდრე არ არის და რომც იყოს მას მარიამი ჰყავს , მის გვერდით ჩემი ადგილი არ არის. არსად, არცერთ სამყაროში
_მარიამი რომ არ იყოს და ის ისევ შენთან დაბრუნდეს, მხოლოდ შენთვის
_ის ჩემთვის არასდროს ყოფილა და ნუ წარმომადგენინებ იმას რაც არასდროს მოხდება !
_მაშ , მხოლოდ დუდაა შენთვის და შენ მას უფლებას აძლევ შეგიძულოს, რომ თქვა მორჩა, უკვე აღარავინ მყავს
_დროა მოვკვდე... აღარ არის დრო? იქ თუ რამე არსებობს მე მხოლოდ ცოდვების მთა მიმაქვს თან . დროა დავასრულო, აზრი არ გამოჩნდა ... ალექსანდრე ცდებოდა , ცხოვრებას აზრი ერთხელ რომ დაეკარგება შემდეგ გაგრძელება მხოლოდ ტყუილია, საკუთარი თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი ! ახლა ცოცხალი რომ იყოს ვეტყოდი, რომ შეცდომა დაუშვა ყველა ჯერზე როცა ჩემს გადარჩენას ცდილობდა.
_ვერავინ გადაგარჩენს თუ თავად არ გსურს და სანამ სუნთქავ , გული მუშაობს , ტვინი არ გათიშულა შეგიძლია გადარჩე ! ახლა არავინაა , შეძლებ საკუთარი თავი დაიხსნა ?
_ფსიქოთერაპევტები ასე უნდა საუბრობდნენ?
_მე უნიკალური ვარ, ამიტომ მოგიყვანა ჩემთან და არა სხვასთან
_მივდივარ, შენთან საუბარი უბრალოდ დროისა და ფულის ფლანგვის კარგი საშუალებაა. ისევ მოვალ, მომაფიქრებინე ჩემი ქონება როგორ გავანაწილო ისე, რომ დედაჩემს არაფერი დავუტოვო ან იმდენად მცირე, რომ გაბრაზებისგან გული გაუსკდეს
_დედასთვის ბარათების დაბლოკვას ჯერ კიდევ ჩვენი ბოლო საუბრისას აპირებდით , გადაიფიქრეთ?
_მას შემდეგ დაქორწინდა, ერთ მდიდარ მოხუცზე და ჩემი ფული აღარ სჭირდებოდა
_ის რომ უშემოსავლოდ იყოს ?
_ის ჩემგან არაფერს იმსახურებს, არც მივცემდი , მაგრამ დამემუქრა ყველას გავაგებინებ სიღატაკეში რომ მაცხოვრებ და ვნახოთ ვის უფრო დაუჯერებენო.
_და თქვენც დაგაინტერესათ ხალხის აზრის ცვლილებამ ?
_რა კითხვაა
_მაინტერესებს რატომ აცხოვრებდით ფუფუნებაში ქალს რომელსაც ადანაშაულებთ თქვენი ცხოვრების დამახინჯებაში
_არ ვიცი, ალბათ იდიოტი ვარ და იმიტომ . სულელი გოგო ,რომელმაც ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ გაიმეტა დედა, რომელსაც მხოლოდ ამქვეყნად მოვლენის გამო ემადლიერება . მხოლოდ ეს და სხვა არაფერი !
_გამოდის არც ისეთი ბნელი და დაუნდობელი ხარ , შემოგრჩა ადამიანური შეგრძნებები?
_მეკითხებით თუ ეს თქვენი დასკვნაა
_მახსოვს , ჩემი აზრების მოსმენა არ გჭირდება
_ამას მეუბნები და თან შენს ხედვებს მახვევ თავს უბრალოდ კითხვის ნიშანი არ გავიწყდება _ თვალები აატრიალა და ღრმად ჩაისუნთქა_არავინ უნდა იცოდეს რა მოხდა ჩემს წარსულში, ვერავინ გაიცნობს ნამდვილ კირას
_გამოდის ახლა ნამდვილი კირა არ ხარ? ნუთუ დუდა მართალი იყო
_გეყოფა წამოცდენილი სიტყვების დაჭერა!
_ისევ დროზე ადრე გარბიხარ ... _ფეხზე მდგომს შეხედა _პასუხები გაქვს, საკუთარ თავს უპასუხე , სიცრუეში ნუ დატოვებ !
_შენთან მოსვლა ცუდი აზრი იყო, დამშვიდების ნაცვლად უარესად ამრიე ... ყოველთვის ასე იქცევი
_ვიცი კიდევ დიდხანს არ მოხვალ, მხოლოდ ამ კითხვაზე მიპასუხე
_კარგი , ჯანდაბას ... შენი სიმპათიურობის გამო გამონაკლისს დავუშვებ
_დუდაზე სამუდამოდ უარი თქვი და ცხოვრებიდან წაშალე ?
_ამ კითხვაზე უკვე გიპასუხე , როცა მოგიყევი ყველაფერი _ ამჯერად ნამდვილად აქცია ზურგი, კაბინეტი დატოვა და წავიდა.

№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან ცოდოა კირა, ძალიან, შეცდომას შეცდომაზე უშვებს, იმედია მასაც ეღირსება ბედნიერება …

№2  offline მოდერი sameone crazy girl

ablabudaa
ძალიან ცოდოა კირა, ძალიან, შეცდომას შეცდომაზე უშვებს, იმედია მასაც ეღირსება ბედნიერება …

იმედიაა ...

№3 სტუმარი სტუმარი ბარბარე

არ ვიცი რატომ მაგრამ არ მეუცნაურება კირას არცერთი საქციელი, როცა ადაიანი ამდენ საშინელეას გადაიტან უბრალოდ უკიდურესობაში ვარდები და შენი კომპლექსების, ტრამვების და ტკივილის ცუდი საქციელით დაფარვას ცდილობ. გულის სიღრმესი კარგი ადამიანია დუდა ძალიან უყვარს თუმცა ამას საკუთარ თავსაც არ უტყდება, დუდაზე თითქოს შურისძიებას ცდილობს მაგრამ სინამდვილეში მის თავს უფრო იტანჯავს. დადებითად ვარ განწყობილი კირას მიმართ და იმედია დუდა შეძლებს კირას ჭრილობების შეხორცებას და დააბრუნბს იმ პატარა გილის სიღრმეში კეთილ, სუფთა დ სანდო გოგონას. ❤ ველოსები შემდეგ ნაწილს

№4  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ბარბარე

ჩემს გარდა ვინმეს თუ გაუჩნდებოდა ასეთი დამოკიდებულება კირას მიმართ არ მეგონა ♡♡♡უზომოდ მიხარია . დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის . მნიშვნელოვანია ჩემთვის განსხვავებული აზრების გაგება

№5 სტუმარი სტუმარი ანაბელი

ასე მგონია დუდას პალატაში მჯდარი და მოტირალი კირა ყველაზე მართალი და გულწრფელი ადამიანი იქნებოდა დედამიწაზე
და ძალიან შემეცოდა.
თუ თვითონ მაინც იცის ამ აბურდული, ბინძური და ძირგამომპალი ლაბირინთიდან როგორ გამოვიდეს, მისი თითოეული საქციელის მესმის და ვგულშემატკივრობ.

№6  offline წევრი ირო

რამდენი რამე გადაიტანა კირამ.პირველი თავიდან მოვყვები და შევიძულო თუ შევიყვარო ეს პერსონაჟი ვფიქრობ.მაგრამ უფრო მენანება რადგენ ჯერ კიდევ ვერ ჰგავიგე რამ მიიყვანა ასეთ სასოწარკვეთამდე,დუდა უყვარს მაგრამ ამავე დროს თითქოს რაღაცისგან იცავს.თავში აზრები ასე მიტრიალებს" რა გადაიტანე პატარა კირა,რა შეგემთხვა,რატომ ან როდის გახდი ასეთი,რომელი წამიდან" აი ამას ველი და ამავე დროს ვხვდები რომ დუდა მისი ნათელი მხარეა.

№7  offline წევრი duchi_duchi

ზემოთ, კომენტარის ავტორმა, კირასი მესმისო. შენც გესმის ალბათ მარიამო, რადგან შენ ქმნი ამ პერსონაჟს და შენვე იცი როგორ განავითარებ მას.მაგრამ ჩემთვის ერთი ძუკნა ქალია კირა, რომელიც ზუსტად ლეშად ყოფნას იმსახურებს,არ იმსახურებს არავის სიყვარულს და მითუმეტეს დუდას სიყვარულს.ვერც დუდას ვეღარ გავუგებ ფეხზე, რომ ადგება თუ კირას ამ დალეწვას აპატიებს.არ მესმის როგორ უნდა გავაგრძელო იმის სიყვარული, ვინც ასე გამიმეტებს სასიკვდილოდ და ხელს არ გაანძრევს.რა ჯანდაბად მინდა მისი გადახდილი თანხა, ან მისი სიტყვები.ერთი ვიცი, ისე უნდა გაამწაროს და დასაჯოს დუდამ კირა,დაჩოქილი ევედრებოდეს მიყვარხარ და მაპატიეო.ჰოდა კიდევ არ მეყო პატარა თავი იყო ძალიან.

მარიამო, წინა თავის კომენტარზე ისე დამიწერე შემდეგ თავზე კირას ჩამიქოლავთო, რომ საშინელებები ვიფიქრე. არადა სულაც არაა ჩასაქოლი, პირიქით რომ არ წასულიყო დუდას მოკლავდნენ და მერე კირას ცხოვრებას მართლა არსებობა ერქმეოდა. ასე რომ მე სულაც არ ვბრაზობ კირაზე, პირიქით❤
დუდა, მალე უნდა მოვიდეს გონს. ვიცი, რომ გაბრაზდება, კირას მოკვლის სურვილიც კი გაუჩნდება, მაგრამ ამ ბიჭის გარეშე კირა სამყაროში იკარგება და საკუთარ თავი ეზიზღება. დუდას გვერდით რაღაცნაირად იცვლება, ძილიც კი მშვიდი აქვს❤ რა ვქნა რომ ძალიან მომწონს კირას პატარ-პატარა ეჭვიანობები❤ უყვარს ამ გოგოს ჩვენი ოქრომჭედელი, მაგრამ ამას აღიარება ხომ უნდა? კირა კიდევ ისეთი ჯიუტია და იმდენად სჯერა რომ დუდას არ იმსახურებს კიდევ დიდხანს არ აღიარებს სიმართლეს.
ოცნება, რა ლამაზი ოცნება ჰქონია კირას:( ერთ დღეს აუცილებლად უნდა აუხდინოს დუდამ ❤

მარიამო, ნელ-ნელა სიმპატია მიჩნდება კირას მიმართ, ამ თავმა დადებითადაც კი განმაწყო. ვნახოთ, რას მოიფიქრებ და როგორ შემიცვლი წარმოდგენას კირაზე.
შემდეგამდე, მარიამო❤

№9  offline წევრი დარინა

მეც აქ ვარ მარიამ, უბრალოდ ისე გადარბენებზე ვიყავი ვერ ვწერდი ვერაფერს. სრულიად ემოცია გამოცლილი ვარ და ვერ ვხვები როგორი გრძნობა მაქვს კირას მიმართ, ასე მგონია კირას ადგილზე კაცი რომ გოფილიყო აუცილებლად ჩავქოლავდით თუ როგორ ექცევა ქალს და არანაირ პატიებას არ იმსახურებს მაგრამ აი კირას კი მაინც ვერ ვიმეტებთ, ერთი კომპლექსებში ჩამხრჩვალი ქალია რომელიც იმდენად არის ჩაფლულიი იქედან ამოსვლის აურვილიც კი არ აქვს, ეს ყველაფერი არც არის დასაწყისიც მიტრიალება თავში და აი არ ვიციი დუდას და კირას ერთად ყოფნა როგორ უნდა მოხერხდეს, ნათქვამია ღორი ტალახში კოტრიალს არ მოიშლისოო და კირაც იმდენად ჩაფლულია იმ სიბინძურეშიი და იმდენად შესისლხორცებული აქვა ის ყველაფერიი მაგისი უკან მობრუნება როგორ იქნება არ ვიციი, შენ კი როგორს ყოველთვის საოცარი ხარ იცი როგორ მაიამლვნებს ჩემი ბატონი ალექსანდრეს ხაენებაც კიი გულზე მალამოდ მედებაა ❤️❤️❤️❤️

№10  offline წევრი Natiko1996

ჯერ კიდეც ჩამოუყალიბებელია კირას პერსონაჟის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ???? ნაბიჯ ნაბიჯ მოგყვები და ვაკოწიწებ ❤️ შენი და დუდას იმედი მაქვს ❤️ ღმერთო არ იცი როგორ ველოდები დუდას გამოფხიზლებას და როგორ მაინტერესებს რას მოიმოქმედებს ???? რაღაც ისეთს გააკეთებს რასაც მის ადგილას არავინ იზამდა ❤️ მოუთმენლად გელი ჩემო მარიამო ❤️

№11 სტუმარი mn

ერთი და იგივე მეორდება მეექვსე თავია უკვე. ასეთი სუსტი ქალი პერსონაჟი არასრდროს გყოლია ისტორიებში, რაღაც შენი ხელი აკლია მე ასე ვფიქრობ. წარმატებები❤️❤️ყოველთვის წავიკითხავ შენს ისტორიებს❤️

№12  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანაბელი
ასე მგონია დუდას პალატაში მჯდარი და მოტირალი კირა ყველაზე მართალი და გულწრფელი ადამიანი იქნებოდა დედამიწაზე
და ძალიან შემეცოდა.
თუ თვითონ მაინც იცის ამ აბურდული, ბინძური და ძირგამომპალი ლაბირინთიდან როგორ გამოვიდეს, მისი თითოეული საქციელის მესმის და ვგულშემატკივრობ.

ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა ბოლომდ საკუთარი თავისგან თორემ მეტად გულწრფელი იქნებოდა
მეშვიდე თავში ისევ ამოტრიალდება ყველაფერი
უღრმესი მადლობა თითოეული სიტყვისთვის ♡♡♡

ირო
რამდენი რამე გადაიტანა კირამ.პირველი თავიდან მოვყვები და შევიძულო თუ შევიყვარო ეს პერსონაჟი ვფიქრობ.მაგრამ უფრო მენანება რადგენ ჯერ კიდევ ვერ ჰგავიგე რამ მიიყვანა ასეთ სასოწარკვეთამდე,დუდა უყვარს მაგრამ ამავე დროს თითქოს რაღაცისგან იცავს.თავში აზრები ასე მიტრიალებს" რა გადაიტანე პატარა კირა,რა შეგემთხვა,რატომ ან როდის გახდი ასეთი,რომელი წამიდან" აი ამას ველი და ამავე დროს ვხვდები რომ დუდა მისი ნათელი მხარეა.

14 წლის გოგო რომელიც ვარდისფერი სათვალით ცხოვრობდა , პრინცესასავით ფერადი ცხოვრებით ,.უპრობლემოდ და მერე უცებ მამა თვალწინ მოუკვდა , მოძალადე დედის და პედოფილი მამინაცვლის ხელში აღმოჩნდა . მერე კიდე თავდასაცავად აირჩია ცუდი გზა, ის ხალხი ვისთანაც საქმე არ უნდა დაეჭირა და ის საშუალებები რაც არ უნდა გაესინჯა. არ ვიცი მოკლედ ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარი ფსიქიკა აქვს და ზოგისთვის რაა უბედურება და ზოგისთვის რა . კირას გაკარგებას ნუ დაელოდებით ამის თქმა შემიძლია მხოლოდ .
მადლობა რომ კითხვას აგრძელებთ და აზრებს მიზიარებთ ♡♡♡♡♡♡

duchi_duchi
ზემოთ, კომენტარის ავტორმა, კირასი მესმისო. შენც გესმის ალბათ მარიამო, რადგან შენ ქმნი ამ პერსონაჟს და შენვე იცი როგორ განავითარებ მას.მაგრამ ჩემთვის ერთი ძუკნა ქალია კირა, რომელიც ზუსტად ლეშად ყოფნას იმსახურებს,არ იმსახურებს არავის სიყვარულს და მითუმეტეს დუდას სიყვარულს.ვერც დუდას ვეღარ გავუგებ ფეხზე, რომ ადგება თუ კირას ამ დალეწვას აპატიებს.არ მესმის როგორ უნდა გავაგრძელო იმის სიყვარული, ვინც ასე გამიმეტებს სასიკვდილოდ და ხელს არ გაანძრევს.რა ჯანდაბად მინდა მისი გადახდილი თანხა, ან მისი სიტყვები.ერთი ვიცი, ისე უნდა გაამწაროს და დასაჯოს დუდამ კირა,დაჩოქილი ევედრებოდეს მიყვარხარ და მაპატიეო.ჰოდა კიდევ არ მეყო პატარა თავი იყო ძალიან.

კირას გამართლებას არ ვაპირებ და ამიტომ არ ვიცი რა უნდა გიპასუხო . ვგრძნობ ძალიან გაღიზიანებს ეს ისტორია და გულწრფელად რომ გითხრა შენს ადგილას მე კითხვას არ გავაგრძელებდი , ეს მკითხველი მარიამისგან , მაგრამ მწერალ მარიამს ძალიან უნდა ბოლომდე გამოჰყვე სიგიჟემდე მაინტერესებს ოდნავ მაინც თუ შეგეცვლება აზრი ან ისე უბრალოდ მთლიანი ისტორია თუ მოგეწონება თორემ კირას ვერ შეგაყვარებ ვიცი

რუსკიმარუსია
მარიამო, წინა თავის კომენტარზე ისე დამიწერე შემდეგ თავზე კირას ჩამიქოლავთო, რომ საშინელებები ვიფიქრე. არადა სულაც არაა ჩასაქოლი, პირიქით რომ არ წასულიყო დუდას მოკლავდნენ და მერე კირას ცხოვრებას მართლა არსებობა ერქმეოდა. ასე რომ მე სულაც არ ვბრაზობ კირაზე, პირიქით❤
დუდა, მალე უნდა მოვიდეს გონს. ვიცი, რომ გაბრაზდება, კირას მოკვლის სურვილიც კი გაუჩნდება, მაგრამ ამ ბიჭის გარეშე კირა სამყაროში იკარგება და საკუთარ თავი ეზიზღება. დუდას გვერდით რაღაცნაირად იცვლება, ძილიც კი მშვიდი აქვს❤ რა ვქნა რომ ძალიან მომწონს კირას პატარ-პატარა ეჭვიანობები❤ უყვარს ამ გოგოს ჩვენი ოქრომჭედელი, მაგრამ ამას აღიარება ხომ უნდა? კირა კიდევ ისეთი ჯიუტია და იმდენად სჯერა რომ დუდას არ იმსახურებს კიდევ დიდხანს არ აღიარებს სიმართლეს.
ოცნება, რა ლამაზი ოცნება ჰქონია კირას:( ერთ დღეს აუცილებლად უნდა აუხდინოს დუდამ ❤

მარიამო, ნელ-ნელა სიმპატია მიჩნდება კირას მიმართ, ამ თავმა დადებითადაც კი განმაწყო. ვნახოთ, რას მოიფიქრებ და როგორ შემიცვლი წარმოდგენას კირაზე.
შემდეგამდე, მარიამო❤

ნაწილი მკითხველისა სხვაგვარად აღიქვამს, თქვენ აშკარად სხვაგვარად ხედავთ . ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული როგორ მიიღებს სხვის ქმედებებს და შენ როგორც სჩანს მაინც ეძებ კარგ მხარეებს და მხოლოდ ქმედებებით არ შემოიფარგლები, ამ ქმედების მიღმა მიღწეულ მიზანს ხედავ . არ მეგონა ამ ეტაპზე თუ ვინმე მიხვდებოდა კირამ რატომ დატოვა დუდა რეალურად. თავადაც ვერ ხვდება ბოლომდე, უბრალოდ შინაგანი ინსტიქტი ამოძრავებს და იცის თავი როგორ დაიხსნას მოუშორებელი უბედურებისგან.
შემდეგ თავში ეცდება დუდას დაბრუნებას , სხვას ვერაფერს გეტყვი ჯერ . დღეს თუ შევძლებ დავდებ მეშვიდე ნაწილს .
კირას ოცნება მეც მომწონს და დუდამაც რომ იცოდეს კარგი იქნებოდა
უღრმესი მადლობა ჩემო კარგო . ბევრს ნიშნავს ჩემთვის თქვენი აზრის გაგება. ნამდვილად სტიმულს მაძლევს ამბის ბოლომდე მისაყვანად

დარინა
მეც აქ ვარ მარიამ, უბრალოდ ისე გადარბენებზე ვიყავი ვერ ვწერდი ვერაფერს. სრულიად ემოცია გამოცლილი ვარ და ვერ ვხვები როგორი გრძნობა მაქვს კირას მიმართ, ასე მგონია კირას ადგილზე კაცი რომ გოფილიყო აუცილებლად ჩავქოლავდით თუ როგორ ექცევა ქალს და არანაირ პატიებას არ იმსახურებს მაგრამ აი კირას კი მაინც ვერ ვიმეტებთ, ერთი კომპლექსებში ჩამხრჩვალი ქალია რომელიც იმდენად არის ჩაფლულიი იქედან ამოსვლის აურვილიც კი არ აქვს, ეს ყველაფერი არც არის დასაწყისიც მიტრიალება თავში და აი არ ვიციი დუდას და კირას ერთად ყოფნა როგორ უნდა მოხერხდეს, ნათქვამია ღორი ტალახში კოტრიალს არ მოიშლისოო და კირაც იმდენად ჩაფლულია იმ სიბინძურეშიი და იმდენად შესისლხორცებული აქვა ის ყველაფერიი მაგისი უკან მობრუნება როგორ იქნება არ ვიციი, შენ კი როგორს ყოველთვის საოცარი ხარ იცი როგორ მაიამლვნებს ჩემი ბატონი ალექსანდრეს ხაენებაც კიი გულზე მალამოდ მედებაა ❤️❤️❤️❤️

მაკლდი იცი? მეთქი არ მოეწონა იმდენად რომ კითხვა აღარ გააგრძელათქო და ახლა ძალიან გამახარე რომ გამოჩნდი.
კირას რეალურად ნამდვილად კომპლექსები ახრჩობს და ის პერსონაჟია პირიქით რომ იქცევა და უკომექსო ქალს აჩვენებს ყველას, აჯერებს კიდეც ამას ამდენი წელია. ვერც ვერავინ ხვდება რეალურად რას მალავს.
სიმართლე გითხრა მე ვფიქრობდი დუდასაც გალანძღავდა ვინმე,.მაგრამ ჯერ ეგეთი არავინ ჩანს. ჯსეთ კარგ ქალებს შეგაჩვიეთ ამ კირამ ყველას ყურადღება სრულად მიიპყრო და დუდა დაგვრჩა მსხვერპლი .
არ ვიცი როგორ დავაბრუნებ , რა დონეზე დასრულდება ისტორია , მაგრამ მთლად ასეც რომ ვერ დავტოვებ ვიცი ♡♡♡♡
მადლობა რომ დრო გამონახე და შენი აზრი გამიზიარე .

Natiko1996
ჯერ კიდეც ჩამოუყალიბებელია კირას პერსონაჟის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ???? ნაბიჯ ნაბიჯ მოგყვები და ვაკოწიწებ ❤️ შენი და დუდას იმედი მაქვს ❤️ ღმერთო არ იცი როგორ ველოდები დუდას გამოფხიზლებას და როგორ მაინტერესებს რას მოიმოქმედებს ???? რაღაც ისეთს გააკეთებს რასაც მის ადგილას არავინ იზამდა ❤️ მოუთმენლად გელი ჩემო მარიამო ❤️

უფრო ჩემი იმედ უნდა გქონდეს , დუდა უჩემოდ კარგახნისწინ დანებდებოდა :დ
არ ვიცი რამდენად განსხვავებულად იმოქმედებს შემდეგ თავში, ვნახოოოთ რა რეაქცია გექნება რომ წაიკითხავ მეშვიდეს.
♡♡♡♡♡ მიხარია ამდენი აზრის მოსმენა , მეხმარება ძალიან

mn
ერთი და იგივე მეორდება მეექვსე თავია უკვე. ასეთი სუსტი ქალი პერსონაჟი არასრდროს გყოლია ისტორიებში, რაღაც შენი ხელი აკლია მე ასე ვფიქრობ. წარმატებები❤️❤️ყოველთვის წავიკითხავ შენს ისტორიებს❤️

ჩემი ხელი ამას რომ მოვახმარე ისე რა ვიცი არც არაფერს ალბათ .
ყველა ქალი ერთნაირი არაა სამყაროში, ყველა სწორად ვერ იქცევა და ყველა სანიმუშო ვერ არის. ისეთებიც არიან საფუძვლად რომ არანაირი პრიბლემა არ აქვთ და ასე ცხოვრობენ, მაგრამ ისინიც უყვართ და ოჯახებიც აქვთ. ეს რომ გავიაზრე მერე გადავწყვიტე დამეწერა ერთხელ განსხვავებულ ქალზე , არარეალურზე კი არა , ჩემი გმირებისგან განსხვავებულზე .
წრეს რაც შეეხება ვწუხვარ , სწრაფად მოვლენების განვითარევა ვერ მოხერხდა, ჩემმა გონებამ ვერ გაქაჩა თორემ სიამოვნებით დავწერდი რა უცებ სასწაულებრივად შეიცვალა კირა .
გმადლობ აზრის გაზიარებისთვის და ვწუხვარ იმედგაცრუებულს რომ გხედავ

№13  offline წევრი Life is beautiful

6 თავი ერთად, საოცრებაა.
პირველი რომ შემოვედი და ვხედავ ,,someone crazy girl" რაღაცნაირი იმედი მიჩნდება სულ, რომ ეს ისტორია აუცილებლად მომეწონება.
კომენტარებსაც გადავხედე, მერე ძველი პერსონაჟები გავიხსენე და მგონია, ის არ ხარ ვინც მეგონე, უფრო სულ'არეული ყოფილხარ.
რთულია მოგეწონოს კირას მსგავსი ქალი, მაგრამ უფრო რთულია არ გაუგო მას. ვერ ვიტყვი, რომ მისი მოქმედებები მომწონს, მაგრამ იმდენად სწრაფად არის შექმნილი მისი ხასიათი, ნაკლს ვერ უპოვნი, არანაირი აჩქარება, ვითარება ქამელეონივით ელფერს და არის ზუსტად ის, რაც უნდა იყოს!
არაფერი ზედმეტი.
ვფიქრობ, დუდას გამოღვიძება როგორი იქნება, მაგრამ არ ვიცი, შენი თქმის არ იყოს, იმდენად რთული პერსონაჟია კირა, მიჭირს გავიგო რა სიტუაცია მოერგება მათ. დუდაც ამოუცნობია ბოლომდე და კირა ხომ, სამი წერტილი...
ვერ ვიტყვი, რომ ეს ისტორია შემიყვარდა, რომ ამ პერსონაჟების ტანჯვა მხიბლავს, მაგრამ დამთავრებამდე ვიცი, რომ მეორედ, მესამედ და უფრო მეტჯერაც მოვუბრუნდები, როგორც ყველა დანარჩენს სულ'არეულისას.
წავიკითხე, რომ თქვი, არაფრით მგავს კირაო, შეიძლება უარყოფითით არ, მაგრამ იმ დადებითს რომ გააშიშვლებს იმით გემსგავსება, ვიცი. ხშირად მიფიქრია, აქ ის რომ არ მომხდარიყო, ამას ვერასდროს ვწრ ვიფიქრებდი, ან გავაკეთებდი, ან გავბედავდი და მიუხედავად იმისა, რომ კირას არ ვამართლებ როგორც ადამიანს, მისი მესმის და ვაფასებ.
შემდეგამდე.
სულ'არეულის სულარეულებით. ♡

№14 სტუმარი one

daviwyeb imit rom yvela tqveni nawarmoebi ganskhvavebulia da yvela saskamovnod wasakitkhi)ramdenime dghea rac “ suls mogcem” wavikitxe,
mitqvams kidec rom tqvens dzlier qal personajebze yoveltvis vaketeb aqcents.
ai kiras rac sheekheba, tavqariani tanamedrove qalis tipaji-saxasiato rolia) me momwons, radgan realurtan miakhlovebulia da imdenad bunebrivi, ai ra vtqva-kira-qali romeloc ver ereva sakutar cxovrebas da mainc cdilobs gadarches)
imdenad michveuli vart tipiuri qalis prototipebs , umetesobas aghizianebs es personaji) me vtvli rom kiram tqvens umagres shemoqmedebashi, ertgvari gardatexa moakhdina))
dzalian kargad rom wert nu amaze ra unda vtqva, mokled visurvebdi tqvens xshir muzebs da mogyvebit❤️
dudaze ra unda vtqva- adamiania❤️

№15  offline მოდერი sameone crazy girl

Life is beautiful

არ ვიცი რა უნდა გიპასუხოთ ისეთი რაღაცები დაწერეთ . ახლა ისეთი არეული ვარ , მეტირება კიდეც იმდენად დამღალა ყველაფერმა და მართლა ნათელი სხივივით დამხვდა ახალი კომენტარები. მითუმეტეს ასეთი შინაარსით ♡♡♡
ვეცდები გავამართლო იმედი რომელსაც ჩემს მუზაზე ამყარებთ ხოლმე ♡♡♡

one
daviwyeb imit rom yvela tqveni nawarmoebi ganskhvavebulia da yvela saskamovnod wasakitkhi)ramdenime dghea rac “ suls mogcem” wavikitxe,
mitqvams kidec rom tqvens dzlier qal personajebze yoveltvis vaketeb aqcents.
ai kiras rac sheekheba, tavqariani tanamedrove qalis tipaji-saxasiato rolia) me momwons, radgan realurtan miakhlovebulia da imdenad bunebrivi, ai ra vtqva-kira-qali romeloc ver ereva sakutar cxovrebas da mainc cdilobs gadarches)
imdenad michveuli vart tipiuri qalis prototipebs , umetesobas aghizianebs es personaji) me vtvli rom kiram tqvens umagres shemoqmedebashi, ertgvari gardatexa moakhdina))
dzalian kargad rom wert nu amaze ra unda vtqva, mokled visurvebdi tqvens xshir muzebs da mogyvebit❤️
dudaze ra unda vtqva- adamiania❤️

დუდა რა ზუსტად შეაფასეთ ♡
ძალიან მინდა რეალობიდან არ ამოვვარდე და რაღაც მცირე ბმა მაინც დავტოვო თორემ ზღაპარში უმარტივესია 3 თავი და კირას დუდას სიყვარული შეცვლიდა, ყველაფერზე უცებ იტყოდა უარს , უცებ დაივიწყდება კოსმარებსაც და თავს დააღწევდა ამ მძიმე ფსიქიურ აშლილობას. ასე იმიტომ გამიგრძელდა , რომ ვცდილობ რეალურად აღვიქვა რა შეიძლება მსგავსმაპერსონაჟმა მოიმოქმედოს და ვფიქრობ ლოგიკურად გეძელდება ჯერ ჯერობით ♡♡♡♡
უღრმესი მადლობაა თქვენი აზრის გაზიარებისთვის და ერთგულებისთვის ♡♡♡

№16 სტუმარი სტუმარი თამო

შემეცოდა კირა.რთულია რაც მან გადაიტანა შემდეგ მყარად ყოფილიყო ფეხზე.ყველას ერთი ფსიქიკა არ აქვს.ზოგი არგძელებს და ზოგი ჭაობში მიდის.თუმცა ძალიან მინდა ის სხივი და ნათელი რაც აქ ერთადერთი დუდა დაიტოვოს და არ გაუშვას.თუმცა ისიც გაუშვა. არ გავს სხვა შენს ისტორიებს და ასევე პერსონაჟებიც.

№17  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
შემეცოდა კირა.რთულია რაც მან გადაიტანა შემდეგ მყარად ყოფილიყო ფეხზე.ყველას ერთი ფსიქიკა არ აქვს.ზოგი არგძელებს და ზოგი ჭაობში მიდის.თუმცა ძალიან მინდა ის სხივი და ნათელი რაც აქ ერთადერთი დუდა დაიტოვოს და არ გაუშვას.თუმცა ისიც გაუშვა. არ გავს სხვა შენს ისტორიებს და ასევე პერსონაჟებიც.

შემდეგში ისევ შემობრუნდენა ყველაფერი სხვას ვერაფერს ვიტყვი ჯერ ჯერობჯთ .
გეთანხმებით ნამდვილად ყველა განსხვავებულად მოქმედებს და ვნახოთ ჭაობიდან ამოსვლას თუ შეძლებს

№18 სტუმარი ანისია

როდის დადებ?

№19 სტუმარი სტუმარი ელენა

დღეს იქნება? უბრალოდ ვერ მოვითმინე და იმიტომ გკითხეთ ????????❤️

№20  offline მოდერი sameone crazy girl

დღეს დავდებ ახალ თავს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent