19:19(9 ნაწილი)
Შავი ტანზე მომდგარი შარვალი ეცვა, შავ ამოღებულ ზედაზე თეთრი პიჯაკი მოეხურა..ისევ ცალი საყურე ეკეთა..თმა წელამდე გაეშალა,კალამს ტუჩებზე ათამაშებდა და ინტერესით უყურებდა დიდ ეკრანზე გაშვებულ სლაიდს..ჩემდა საუბედუროდ საკონფერენციო ოთახი მინით იყო გამოყოფილი და ნათლად ვხედავდი ნიას ყველა მიხვრა მოხვრას. Შეხვედრა მორჩა თუ არა,ქალაქში გასეირნება გადავწყვიტე,ცოტა განიავება არ მაწყენედა..თხელი ქურთუკი მოვიცვი და სასტუმროდან გავედი..ლამაზი ქალაქია სიღნაღი..თანაც ქართველებისთვის,ხომ სიყვარულთან ასოცირდება ეს ქალაქი. ქვაფენილებს ნელა დავუყევი ქვემოთ და ყურსასმენები გავიკეთე..როგორც ჩემი და იძახის “golden hour” იყო,საოცარ ფერებს ხატავდა ცა..იქვე ქორწინების სახლს ჩავუარე,გარეთ წყვილი იდგა და ბედნიერი იღებდნენ ფოტოებს.. Ნეტა რა ნახა ამ ხალხმა სიყვარულში კარგი..ივას ნათელი მაგალითი მაქვს..ცრემლის და უბედურების მეტი არაფერია..დაიცა გიგიშ..ახლა გულნატკენი,დაძაბული კაცივით რატო ბაზრობ? Ივას დავცინოდი დრამა ქინგობაზე..ამ პატარა ექიმმა გოგომ როგორ შეძლო შენს თავში შემოძრომა? Აიიი..გაფრთხილებდა ივა შენგელია და არ დაიჯერე..არა!მე არ გავსულელდები ქალის და სიყვარულის გამო..ამ და სხვა ფიქრებში ისე შემომაღამდა ვერც გავიგე..კუჭმა აშკარად შეგინება დაიწყო შიმშილისგან..იქვე პატარა,ლამაზი ვინტაჟური კაფე იყო,გარე ტერასაზე მოვთავსდი და სოკოს კრემსუპი შევუკვეთე..მიმტანმა გოგონამ თვალი ჩამიკრა და დამპირდა რაც შეიძლება მალე მოვამზადებო..სიგარეტი ამოვიღე ჯიბიდან და ღრმა ნაპასი დავარტყი..ვცდილობ თავი დავანებო,მაგრამ იშვიათად მაინც მენატრება მოწევის პროცესი..ხველების ხმა შემომესმა ზურგიდან.. -ძალიან დიდი ბოდიში,იქეთ რომ მოწიოთ,ალერგია მაქვს კვამლზე.. Თანაც აქეთ მოაქვს ქარს..Ისევ ნაცნობი ხმა ატიტინდა..მკაცრი მზერით შევტრიალდი..- უი,ისევ თქვენ? -გაგიკვირდებათ და ისევ მე..ცინიკურად ჩავუღიმე და მის დასანახად უფრო ღრმა ნაპასი დავარტყი.. -მოწევა კლავს.. Გამიბუსა წინ ტუჩები.. -მართლა ექიმო? Ცინიზმს ვერ ვიშორებდი.. Ხელები სკამზე ჩამოედო და ნიკაპი დაეყრდნო.. Პატარა ბავშვივით მიყურებდა.. -მართლა..თავი სრული სერიოზულობით დამიქნია..სიცილი ვერ შევიკავე და ხმამაღლა გადავიხარხარე.. Სიგარეტი საფერფლეში ჩავაქრე.. -კმაყოფილი ხართ? -მადლობაა..წამიმღერა და შეტრიალდა..ჩემი სოკოს კრემსუფი მალე იქნება? Გასძახა მიმტანს..არ მასვენებდა შიგნიდან ეშმაკები.. -მას შემდეგ რაც ჩემი იქნება..არც შევტრიალებულვარ,ისე გავძახე.. -კი მაგრამ მე უფრო ადრე მოვედი..წამის მეასედში გაყიდა საკუთარი თავი..ისევ ხმამაღლა გამეცინა.. Ამჯერად თავზე დამადგა,ნაცნობ პოზაში..დოინჯ შემორტყმული და სერიოზული სახით -დამცინით! -მეკითხებით თუ აღნიშნავთ? -იცით ერთი ცინიკოსი და უხეში კაცი ბრძანდებით..როდესაც მამა ხდება ადამიანი პირიქით,კეთილშობილდება და კეთილი ხდება..თქვენ კი.. Ძლივს შევიკავე სიცილი..თურმე ნინის ქმარი ვგონივარ..ძალიანაც კარგი..შენ თუ გყავს “საბუუ”,მეც გეგონო ცოლ და უკვე შვილიანი.. -მემგონი დაგავიწყდათ.. -არ დამავიწყდა..შემაწყვეტინა საუბარი..საჩვენებელი თითი წინ ეკავა და მოძღვრებას განაგრძობდა..- მადლობა,რომ ქუჩაში არ დამტოვეთ და წამომიყვანეთ,მაგრამ ზედმეტი მოგდით..ჩემი დაცინვის უფლება არაგაქვთ..ისე ტიტინებდა სიამოვნებით გავაჩუმებდი ჩემი ჯადოსნური კოცნით..თან გაბრაზებულზე კიდევ უფრო წინ წევდა ტუჩებს..ლაქლაქს აგრძელებდა,მე კი ტუჩებზე ვაკვირდებოდი და ვცდილობდი კარგად შემესწავლა..არვიცი ვინმე ყავდა თუ არა,მაგრამ ამ ტუჩებს აუცილებლად დავაგემოვნებდი.. -თქვენი კრემსუფი,მიმტანმა კეკლუცად დამიდო წინ.. -მეღადავებით? Ნია კიდევ უფრო გაბრაზდა.. -წინასწარ დარეკა ბატონმა..თქვენიც ეხლავე იქნება..თავის გამართლება სცადა გოგონამ -წინასწარ არა? Ცალი წარბი მაღლა აწია..თუ ზედმეტად სიმპატიური აღმოჩნდა ურიგოდ გასატარებლად? Ისევ დოინჯით გაამყარა პოზიცია.. -ანუ ზედმეტად სიმპატიური ვარ ექიმო? Ეშმაკურად ავხედე..ლოყები ვარდისფერი გაუხდა და წამწამები დიდზე დაახამხამა..უკვე მეორედ გაყიდა თავი.. -ჩემთვის არა! Დაუბრუნდა სიმკაცრეს.. -შემიძლია დაგითმოთ სუფი,რადგან ამხელა ამბავი ატეხეთ,თანაც სიმპატიურთან ერთად ჯენლტმენიც ვარ..თვალი ჩავუკარი.. -ზედმეტი მოგდით ძალიან..ჩანთას დაავლო ხელი და ბარიდან გავიდა.. - 1-0 ექიმო..წამიერად შემობრუნდა და გაბრაზებული მზერა მესროლა..თვალები დამიწვრილა და რაღაც მომაძახა.. Უაზროდ ვიჯექი და ვიცინოდი.. -თქვენი შეყვარებული იყო? Მიმტანმა მორცხვად მკითხა.. -ჯერ არა..გავუღიმე და გემრიელად მივირთვი სუფი.. Სასტუმროში შევედი თუ არა თვალებით ვეძებდი,მაგრამ არსად არ იყო..ნომერში ავედი,გადავივლე და აივანზე გავედი მოსაწევად..სულ ნიაზე მეფიქრებოდა..თან მის საყურეს ვატრიალებდი ხელში..სულელი გოგო..მეცინებოდა უაზროდ. -ღმერთო მარიამ ძალიან შევრცხვი..ისეევ იგივე ხმა..მეგონა უკვე მოლანდებები დამეწყო,მაგრამ არა..ზედა აივნიდან ჩამოდიოდა ხმა..სასწრაფოდ დავძაბე სმენა.-იცი როგორ მაშტერდებოდა ტუჩებზე? Ყველა კაცი ერთნაირი ჩამოსხმაა,ხომ ვამბობ! გოგომ ახლახანს გაიგო,რომ ფეხმძიმედაა და ეს მისი ცოლის ექიმს ეფლირტავება და უჟუჟუნებს თვალებს.იდიოტი! დილით სასაუზმოდ ჩამოვედი და ვერსად დავინახე,საკონფერენციო ოთახს გავხედე არც იქ არ იყო. როგორც ვიცი ორ დღე უნდა გაჩერებულიყო,ნეტა სად გაქრა? შეხვედრის შემდეგ შიდა აუზზე შევლა გადავწყვიტე,არ მაწყენდა ცურვა და ცოტა დასვენება,ბედად საცურაო შორტიც წამოღებული მქონდა.. პირსახოცი გადავიკიდე მხარზე და სტვენა სტვენით შევედი,ნიას დანახვაზე ავტომატურად უფრო ხმამაღლა ამომასტვინა.. შავი ერთიანი საცურაო კოსტუმი ეცვა,მკერდი გამოკვეთილად სავსე და ლამაზი უჩანდა,გრძელი ლამაზი ფეხები და ატმის ფორმის საჯდომი..მდაჰ..გემირელია! ჩავილაპარაკე ჩემთვის.. აუზიდან ამოდიოდა და თმებს იწურავდა,ან მე გადამეკეტა ან ზედმეტად სექსუალურად გამოიყურებოდა,პლუს წყლის წვეთები უფრო ამძიმებდა გარემოებას.. -ხომ არ დავტრიალდე ? გამომაფხიზლა ნიას ხმამ -არ ვიტყოდი უარს.. გემრიელად გადავყლაპე ნერწყვი..ველოდებოდი როდის დაიწყებდა ისევ ლექციებია წაკითხვას..მაგრამ არა! თამამად დამიტრიალდა და ეშმაკურად გამიღიმა -შევეჯიბროთ? გაოცება ვერ დავმალე ექიმის სითამამეზე და წარბები მაღლა ავწიე.. -შანსი რომ არ გაქვს შენც ხომ იცი? -იქნებ თქვენთან დამარცხება მსიამოვნებს..ახლოს ჩამიარა და თმები გვერდზე გადაიყარა -1,2,3… ორივემ ერთდროულად გავეშვით.. -1-1 მიღიმოდა ბედნიერი ექიმი აუზის მეორე ბოლოდან.. სასწრაფოდ წყალქვეშ ჩავყვინე და ნიას პირდაპირ ამოვცურე..ასეთი სიახლოვე პირველად იყო ჩვენს შორის..აშკარად იგრძნობიდა როგორ გაუხშირდა სუნთქვა და მისმა სითამამემაც იკლო.. -რაო ექიმო,მამაკაცის სიახლოვე ასე გიჩქარებს გულს? წარბები შეჭმუხნა და თავზე მთელი ძალით დამაწვა..როგორი სულელი ბავშვია, ქალბატონი ექიმი.. - შენს ადგილას ამ ომს არ წამოვიწყებდი.. წელზე მოვხვიე ხელი და ორივემ ერთად ჩავყვინეთ.. ორივე ხმამაღლა ვიცინოდით და ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდით ერთმანეთს.. -შემეშვიიი.. წამოიკისკისა ნიამ.. ხელი მოვკიდე და გულზე ახლოს მივიკარი -გამორიცხულია ეგ ექიმო! წამიერად დაიძაბა და შემდეგ ხელი მკრა.. -უნდა ავიდე,კონფერეცია მეწყება.. თვალი არ მომიშორებია მისი სხეულის მოძრაობისათვის...გემრიელად მიაქანებდა სავსე თეძოებს და თმას იმშრალებდა.. -ნუ მჭამთ თვალებით! ხალათი ჩაიცვა და მისი საფირმო დოინჯი გამიკეთა..წარბებით “დამიძაბა” და გასასვლელისკენ გავიდა.. “ცოტახანში მთლიანად შეგჭამ ექიმო” ჩავიცინე ჩემთვის და ცურვა განვაგრძე. Საღამოსკენ ჩავბარგდი და თბილისისკენ ავიღე გეზი..ნია არ გამოჩენილა,როგორც მისაღებში მითხრეს კონფერენციის მერე დატოვეს სასტუმრო..ალბათ რომელიმე ექიმს გაყვა თბილისში..ცოტა მეწყინა - არა,იმედიგამიცრუვდა ჩემთან ერთად რომ არ წამოვიდა..ტელეფონზე ზარი იყო... -გიგი აბა როგორ მიდის საქმეები? Ნინის ძველი ხმა დაბრუნებოდა.. -კარგად ჩაიარა ყველაფერმა..როგორც გავიგე დავითი დაბრუნდა კომპანიაში,ამ პროექტს ჩაგაბარებთ და მერე შემეშვით ფლიიზ.. 3 წელია ღამი კლუბს ვხელმძღვანელობ და უცებ გამხადეთ შოთა ნამორაძე.. Ნინის ხარხარმა მეც ხასიათზე მომიყვანა.. -მერე სადაგყავს ჭრიჭინაო,სადო? Ერთი კარგი გოგო უნდა გიპოვო შენ..მხიარულ ნოტაზე აგრძელებდა ნინი საუბარს.. -აი ძერაც გამიძრეთ და ეგ იქნება..ბებია ელპიტეს პანაშვიდებზე ვირბინოთ მერე ერთად.. -იდიოტი ხარ..კვდებოდა სიცილით..- აუ მართლა ხვალ შეგიძლია ექიმთან წამიყვანო? -აბა რას ვიზამ ნი..ეხლა საჭესთან ვჯდები და ხვალ გნახავ კომპანიაში..დღეს კლუბში უნდა გავიარო,დავხედო ბიჭებს რას შვებიან.. -მშვიდობიანი გზაა..მომიმღერა და ტელეფონი გათიშა.. Ნეტა ახლა რას შვება ჩემი ჭრიჭინა? ნია Სახლის კარები მძიმედ გავაღე,ბარგი იქვე დავაგდე და მოწყვეტით დავეშვი დივანზე.რამდენიმე წუთით თვალები დავხუჭე და გიგიზე ჩავფიქრდი..არააა ნიაა! Ცოლიან კაცზე ფიქრი არ შეიძლება! Ვუმეორებდი საკუთარ თავს.კარზე ზარმა გამომაფხიზლა.. -გოგო,სასწრაფოდ ყავა მომიდუღე და მოყევი ამბები..შემოქოთქოთდა მარიამი.. -რა ამბები მარიამ? Როგორ ვეფლირტავე ცოლ-შვილიან მამაკაცს 2 დღე? -ზუსტად,ზუსტად! Აუციმციმდა ჭორიკანა თვალები.. -არაფერი..ხვალ იმედია ნამუსი ეყოფა და მის ცოლს ჩემთან არ შემოყვება.. -შენ გჯერა ეგ? Ნუ კაი,დაიკიდე..ვიცი დაღლილი ხარ,მაგრამ დღეს კლუბში მივდივართ.. -აააარარსებობს მარიამ! Ხვალ დილიდან ვმუშაობ და საოცარად დავიღალე,ბალიშს თუ დამიდებ და დავიძინებ.. -აუუუ გთხოოვ! Მუხლებზე დადგა და მუდარა დაიწყო.. Შაკომ დაგვპატიჟა..ეგ და ვატო იქნებიან და მარტო ვერ წავალ და ხოიცი როგორ მომწონს შაკოოო.. -ნუ მიყურებ შრეკის ვირის თვალებით! Მე საერთოდ არ მომწონს ეგ შაკო..და ის ვატო მითუმეტეს.. -ამ ერთხელ..ხომ იცი,გულის გადაყოლება მჭირდება.. -ვიცი მე შენი გულის გადაყოლება..ახლა შაკო შეგიყვარდება,მერე ისევ დრამებში გაეხლართები და ისევ ახალი “გულისგადაყოლება” დაგჭირდება.. -დედაჩემივით ნუ მმოძღვრავ გთხოვ! Აბა ისაა კარგი 27 წლის გოგოს ბიჭისთვის ნაკოცნიც რომ არ გაქვს? -მაპატიე მარიამ! Მე “ნებისმიერს”ვერ მოვუშვებ ახლოს.. -მე ახლა ყავას მოგიდუღებ,მანამდე იბანავებ და შემდეგ გავიპრანჭებით..გაცდი ამ კლინიკას,იქნებ შენც გაიცნო ვინმე..ძალით შემაგდო აბაზანაში და კარები გაიხურა. -ამ კაბას არ ჩავიცვამ მარიამ! Გამოყვანილი,წითელი კაბა დამიდო წინ,რომელიც საჯდომს ფარავდა მხოლოდ.. -ნია მისმინე! Გაამკაცრა საუბარი..ჩვენ კლუბში მივდივართ და არა ბავშვთა გასართობ ცენტრში..მაღლებსაც ჩაიცვამ.. -დაივიწყე.. Ან ჯინსებით ამიტან ან საერთოდ არ წამოვალ! -კარგი,მაშინ ეს ნახე..არც ისე მოკლეა..შავი კაბა გადმომიფრიალა..ამჯერად ვერ ვიტყოდი უარს იმდენად ლამაზი კაბა იყო,სიგრძეც ადამიანური ქონდა..თმები მაღლა ავიწიე,სადა მაკიაჟი გავიკეთე და მაღლებზეც შემოვსკუპტდი..ბოლოს როდის გავიპრანჭე ასე არც მახსოვდა..მარიამიც გამოეწყო.. Შაკომაც დარეკა,საათიც 20:20ს უჩვენებდა და წავედით.. Ვატოს ხარბმა მზერამ ძალიან გამაღიზიანა..იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს კაცი როგორ შემოგხედავს..გიგის თვალი არ მოუშორებია ჩემთვის 2 დღეა,მაგრამ ასე ცხოველურად და გულის ამრევად წამითაც არ შემოუხედავს..გული მიგრძნობდა კარგად არ ჩაივლიდა საღამო.. -ნიაკო,როგორი ლამაზი ხაააარ! Საღეჭ რეზინის ღეჭვით გამიწელა წინადადება..მბურძგლავდა ასეთ კაცებზე..ზიზღისგან..- აი ეხლაა,ცვეტში მაგარ ადგილას მიგიყვანთ..მთელი თბილისის ელიტა იქ იჩითება ხოლმეე..აუ ისეე შენ ნაღდი თბილისელი ხარ? Ცინიკურად გადმომხედა.. -რაიყო ვატო,შენი წინაპრები დიდი ხანია გამოცდნენ თერჯოლის გადასახვევს? Მანქანაში საოცარი კსიცილი ატყდა..სახეზე წამოაწითლა და ბრაზი და ბოღმა ერთად უჭერდა.. -იმედია ენასავით მწარე არ იქნები.. Ჩამისისინა ყურთან -შენ ვერასდროს გაიგებ მაგას ვატო..ხელი ვკარი და გავწიე..უკვე ალკოჰოლის სუნად ყარდა.. * Გიგი Საშინლად დაღლილი ვიყავი,მაგრამ შხაპი მივიღე,ყავა დავლიე და კლუბში წავედი..ბოლო პერიოდი ისედაც ვეღარ ვახერხებდი მისვლას,იქაც საქმეები იყო მოსაგვარებელი..თავიდან ივამ მიმიყვანა მენეჯერად,შემდეგ კი მეწილეც გავხდი..ახლა უკვე მთლიანად ჩემს მფლობელობაშია და თამამად შემიძლია ვთქვა,რომ საუკეთესო კლუბია თბილისში..ვუფრთხილდები და ვზრუნავ კლუბის სახელზე და რეპუტაციაზე,შესაბამისად არანაირი სკანდალი და ჩხუბი არ ახსოვს არავის..ყველაფერი “პონტურად” მიდის..კარგ ფულსაც ტოვებს და რავი რა.. Თემო ჩემი მარჯვენა ხელია და ის მეხმარებოდა ეს პერიოდი..საბუთების ამბები მოვაგვარეთ და კლუბში გადავინაცვლეთ,ჩემს საყვარელ მაგიდასთან დავჯექი და ვისკის დალევა დავიწყე.. -გიგი მოგვენატრე..კალთაში მოთავსდა ლანა და ტუჩები მაგრად მომაკრო.. -ოხ ლანა! Შენი გამოსწორება არ იქნება ხო? -ხომ იცი,რომ მიყვარხარ და ეგრე იოლად არ შეგეშვები.. -მშვენივრად ვიცი შენ რაც გიყვარს..ვისკი მოვსვი და ფეხზე წამოვაყენე.. -”იმედია მონატრებულზე საოცარ ღამეს გავატარებთ” ჩამჩურჩულა ყურში და საცეკვაო მოედნისკენ წავიდა..თვალი გავაყოლე და მოპირდაპირე მაგიდაზე ნაცნობი პროფილი შევშნიშნე.. Მზერა გვერდით მჯდომ მამაკაცზე გადავიტანე..ვატო ჩიქოვანი..სიბრაზე წამომაწვა ძარღვებში..ამ ნაძირალასთან ერთად რა უნდოდა..აშკარად უადგილო სიტუაციაში მოხვდა,სახეზე ეწერა..წარბები შეეკრა და დაძაბული აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს..უცებ წამოდგა და საპირფარეშოსკენ წავიდა..მინდოდა გავყოლოდი,მაგრამ თავი შევიკავე..ვიღაც გოგო და ბიჭი იგივე მაგიდაზე გადაბმულ ხვევნა-კოცნაში იყვნენ..მომენტალურად ვატოს ხელის მოძრაობა შევნიშე..როგორ ამოიღო ფხვნილის მასა ჯიბიდან და ნიას სასმელ ჭიქაში ჩაყარა..!! Ნიაც დაბრუნდა მაგიდასთან და ჭიქისკენ წაიღო ხელი,სასწრაფოდ მისკენ წავედი და სასმელი ხელიდან გავაგდებინე. -თქვენ? Როგორ ყოველთვის გაოცებული სახით შეხვდა ჩემს დანახვას.. -ექიმო შენ აქ დარჩები,ეს კი მე გამომყვება.. Არ გაბედო სასმელს პირი არ დააკარო.. Გავაფრთხილე მკაცრად და ჩიქოვანი ძალით გავათრიე გარეთ.. * Უკვე საკმაოდ ნასვამი ვიყავი,საპირფარეშოდან დავბრუნდი და დღეისთვის ბოლო ჭიქის დალევა გადავწყვიტე..იმდენად აუტანელი და ამაზრზენი იყო აქაურობა,ფხიზელი ვერ გავძლებდი..წამიერად ტკივილი ვიგრძენი მკლავში და ჭიქის გაგდების ხმა.. Გიგის შავ თვალებს შევეფეთე.. -თქვენ? Გაოცება ვერ დავმალე..ვატო გაიყვანა გარეთ..რაღაც ცუდი ხდებოდა..სასწრაფოდ გავყევი მეც გარეთ..ოხ ჯანდაბა! Ჰაერზე ასმაგად მომეკიდა სასმელი და ირგვლივ ყველაფერმა ბრუნვა დაიწყო..იქვე ჩამოვჯექი,რომ არ წავქცეულიყავი..მარიამი ჩემზე უგონო მდგომარეობაში იყო..ყვირილის და საქმის გარჩევის ხმა ისმოდა..რამდენიმე წუთში ჩემთან გიგი მოვიდა და ჩაიცუცქა,წარბიდან სისხლი სდიოდა.. -ექიმო,კარგად ხართ? -თქვენ..თქვენ სისხლი მოგდით,უნდა გაგისუფთაოთ.. Სიცილი აუტყდა გიგის.. -არ მეგონა კლუბებში თუ დადიოდით,თანაც ასეთ ხალხთან ერთად..თავის მართლება დაივწყე და Წამოდგომა ვცადე,ისევ საშინლად დამეხვა თავბრუ და გიგიმ დამიჭირა.. -იცით,ტრიალებთ.. -ექიმო ნუ მესაყვარელბით.თორემ შემომეჭმებით.. -თქვენობით პირველად მეფლირტავება ბიჭი.. Ხმამაღლა გადავიკისკისე.. -დღეს ჩემთან დარჩებით ექიმო.. -რატომ გადაწყდა? Ჯერ კიდევ მეგონა ხუმრობდა.. -თქვენს გამო წარბიდან სისხლის ნაკადს ვერ ვიჩერებ და დავიჯერო ჰიპოკრატეს ფიცს უღალატებთ? -მმმ! Აქვე გიმკურნალებთ! -ეგრე არ გამოვა ექიმო,მეეჭვება დიდ ხანს მოგიწევთ ჩემი მკურნალობა..თვალი ჩამიკრა და ჰაერში ამაფრიალა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.