ცასა და მიწას შორის ( 6 )
ხელებში თავჩარგული იჯდა უზარმაზარი მწვანე ვარჯგაშლილი ხის ქვეშ, ხის სკამზე და ერთბაშად თავს დამტყდარი უამრავი სხვადასხვა გრძნობის ნარევისგან რომელთა შორისაც სიბრაზე ჭარბობდა მხრები უცახცახებდა, იჯდა და ცდილობდა სასოწარკვეთილებისთვის უფლება არ მიეცა სიბრაზე გადაეფარა, თორემ აქაურობას მიწასთან გაასწორებდა, არადა უყვარდა ეს ადგილი, ძალიან უყვარდა, ერთადერთი ადგილი იყო სადაც ყველასა და ყველაფრისგან დაღლილს მოსვლა და დასვენება შეეძლო, აქ ყველაფერი მის თავს ახსენებდა... - იცით მაინც მთელი ეს დრო რას ვგრძნობდი და როგორ ვიყავი? -ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა, მერე როგორც იქნა თავი ასწია და აწყლიანებული თვალებით შეხედა მის წინ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დამნაშავე ბავშვებივით მდგარ თავდახრილ და ძმას. - შვიდასი წელი, ეს წყეული შვიდასი წელი, უკვე თითქმის შვიდასი წელია მის სიკვდილში საკუთარ თავს ვადანაშაულებ, მისი სიკვდილის შემდეგ ერთი დღეც კი არ ყოფილა რომ თავი ბედნიერად მეგრძნო, რომ მცოდნოდა სადღაც არსებობდა, ცხოვრობდა, სუნთქავდა... - დანი გთხოვ მეგობარო მოგვისმინე, თუ მოგვისმენ მიხვდები რომ უბრალოდ სხვანაირად ვერ მოხდებოდა ეს ყველაფერი. - ჰმ, მაინც როდის აპირებდით ჩემთვის ამის თქმას? იცით მაინც რად დამიჯდა თავის შეკავება როცა მითხრა რომ ანა იყო, როცა ასე უბრალოდ მითხრა რომ ის ქალი იყო რომელიც მთელ ჩემს დამპალ, არფრისმაქნის და უაზრო სიცოცხლეს მერჩია, კინაღამ შევიშალე, თქვენ ხომ მიცნობთ, ანასაც იცნობდით, იცოდით როგორ მიყვარდა, ეს როგორ გამიკეთეთ, თუ შესაძლებელი იყო რომ ეცოცხლა, როგორ წამართვით მასთან ერთად ყოფნის შანსი, ამდენხანს რატომ არაფერი არ გააკეთეთ, რას ელოდით? პირველად ხედავდნენ დანიელს ამ მდგომარეობაში, ასე ცუდად მაშინაც კი არ ყოფილა როცა ანა დაიღუპა, ან უბრალოდ არ იმჩნევდა რომ ცუდად იყო, მაშინ საკუთარ თავში ჩაიკეტა, გარს სიცივის და უემოციობის გარსი შემოირტყა, სასტიკი და დაუნდობელი გახდა, თითქმის ასი წელი დასჭირდათ მის მეგობრებს რომ გონს მოეყვანათ... - გთხოვ მოგვისმინე, -სანიმ მის წინ ჩაიმუხლა და მუხლზე ხელი დაადო, -ასე ცუდად გვიცნობ მეგობარო? როგორ გგონია რატომ გიმალავდით რომ მისი თავიდან დაბადების შესაძლებლობა არსებობდა, არ გვინდოდა შენთვის ტყუილი იმედი მოგვეცა, მე და სონიამ ყველა სამყარო შემოვიარეთ, ყოველი კუთხე და კუნჭული გადავჩხრიკეთ, სწორ ადგილს ვეძებდით იმისთვის რომ თავიდან დაბადებულიყო, შენ იცი რომ ასეთი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა, ჩვენ ერთადერთი შანსი გვქონდა და შეცდომას ვერ დავუშვებდით, ყველაზე შესაფერისი ადგილი დედამიწა და ადამიანები აღმოჩნდნენ, ასი პროცენტით დარწმუნებულები არ ვიყავით რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა მაგრამ... - მაგრამ სანიმ ვეღარ მოითმინა და გარისკა თუმცა გავიმართლა და ანა დაიბადა, -დაასრულა სონიამ. - თქვენ ჩემს გაგიჟებას ცდილობთ თუ რა ხდება, -მთელი ხმით იღრიალა, ფეხზე წამოხტა, თავზე ხელები შემოიჭდო და შეეცადა მთელი ნებისყოფა მოეკრიბა რომ როგორმე დამშვიდებულიყო, თუმცა ეს ძალიან ძნელი იყო, მთელი სხეული უცახცახებდა, გრძნობდა როგორ უხურდა სისხლი ძარღვებში რომ უჩქეფდა, მთელი მცდელობების მიუხედავად სიბრაზის შეკავება ვეღარ შეძლო, მკერდში უცნაური ტკივილი იგრძნო, თვალდახუჭული იდგა და ვერ ხედავდა როგორ ნელ-ნელა ფარავდა მის სხეულს მკერდიდან წამოსული სქელი შავი ნისლი, მის გარშემო ბალახი და ფოთლები აალდა და ცეცხლმა ნაბიჯ-ნაბიჯ მოიცვა მის ირგვლივ მდებარე ადგილი. - დანიელ გაჩერდი. - რას აკეთებ ასე ყველაფერს გადაწვავ. სადღაც შორიდან ჩაესმოდა ხმები მაგრამ თვალის გახელა არ უნდოდა, თითქოს რაც უფრო მეტ ძალას უშვებდა გარეთ მით მეტად მშვიდდებოდა. - დანიელ გთხოვ გაჩერდი, -კიდევ ერთხელ შეევედრა სონია, ზანტად გაახილა თვალები, მის გარშემო შავად გადამწვარი მინდვრის და მეგობრების დანახვისას რომლებიც შეშინებულები იხევდნენ უკან, უცბად მოვიდა გონს, ცეცხლი ჩაქრა და კვამლი და ნისლი ისე უცბად გაიბნა ჰაერში როგორ მოულოდნელადაც გამოჩნდა. - ეს როგორ გააკეთე? შენი მრავალმხრივი შესაძლებლობების მიუხედავად, არ ვიცოდით ასეთი რამის გაკეთებაც თუ შეგეძლო, -სანიმ დაკვირვებით აათვალიერა მეგობარი. - არც შემეძლო მაგრამ ახლა რატომღაც შემიძლია, ალბათ ანას დამსახურებაა, საინტერესოა იცოდით თუ არა რომ მეწყვილეები ვიყავით, სახეებზე გეტყობათ რომ არ იცოდით. - ახლა გასაგებია, -სონია ჩაფიქრებული დასცქეროდა გადამწვარ ბალახს, -რაც უფრო ახლოს ხართ ერთმანეთთან თქვენი ძალებიც იღვიძებს და ძლიერდება, ვინ იცის კიდევ რას აღმოაჩენთ. - ესე იგი დარწმუნებულები არ იყავით მაგრამ მაინც გარისკეთ? -სონიას საუბარი შეაწყვეტინა და ამჯერად უცნაურად მშვიდი ხმით იკითხა. - მეტს ვეღარ მოვიცდიდით, მშვენივრად იცი რა სიტუაციაცაა, ჩვენს რიგებში მაღალი რანგის მქონე მოღალატეა რომელიც ჯერჯერობით ვერ აღმოვაჩინეთ, მეამბოხეებს საფრთხე ემუქრებათ, აზადი უკვე ყველაფერს ხვდება და ყველა ფლანგიდან გვიტევს, კაილიც ძველებურად აღარ გენდობა, შეიძლება სულ მალე გამოაშკარავდეს რომ აზადის დამსჯელთა რაზმების ყველაზე ძლიერი და მრისხანე მეთაურები, შენ ლევინი და კრისი, მეამბოხეებთან ხართ კავშირში და მათ ეხმარებით, იმ ყველაფერს რასაც ასწლეულების განმავლობაში ვამზადებდით საფრთხეში ვერ ჩავაგდებდით, ახლა კი... ახლა შანსი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ, კანონიერი მემკვიდრე დაბრუნდა, როცა ეს ამბავი გავრცელდება აზადს მხარს აღარავინ დაუჭერს იძულებული იქნება ადგილი ანას დაუთმოს. - მემკვიდრე რომელზეც უკვე ასობით მონადირე ნადირობს. - ჰო მაგრამ ამჯერად მის გვერდით ჩვენ ვიქნებით და დავიცავთ, -სონია ფრთხილად მიუახლოვდა მას და მხარზე ხელი დაადო, მერწმუნე ანას არაფერი დაემართება. - მცირედი მსხვერპლი დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე? ეს არის არა თქვენი ფილოსოფია? ოდნავ მაინც თუ მიცნობთ უნდა იცოდეთ რომ არ მოგცემთ უფლებას ანა გამოიყენოთ, ერთხელ გვქონდა შანსი რომ ბედნიერები ვყოფილიყავით მაგრამ მისი დაცვა ვერ მოვახერხე, ახლაც რომ იგივე განმეორდეს... მთელ სამყაროს მიწასთან გავასწორებ და არავის მათ შორის არც თქვენ უფლებას არ მოგცემთ მას რამე დაუშაოთ. - კარგი რა დანიელ, არავინ აპირებს მის გამოყენებას, თუ საჭირო გახდება სიცოცხლის ფასადაც დავიცავთ, თანაც ახლა უკვე როცა ვიცით რომ ყველაფერი აზადის მოწყობილია და მისი მკვლელობაც მან დაგეგმა თავს ტყუილად რაღატომ იდანაშაულებ? - კარგი მგონი საკმარისად ვისაუბრეთ, -მობეზრებულმა აიქნია ხელი და სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა, ნამდვილად არ იყო დანიელი ისეთი სუსტი რომ ვინმესთან თუნდაც საუკეთესო მეგობრებთან საკუთარ შიშებზე და დანაშაულის გრძნობაზე ესაუბრა, საშინლად გრძნობდა თავს იმის გამო რომ ცოტა ხნის წინ ასეთი სისუსტე გამოიჩინა, ახლა მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, სახლში მისულიყო, მას ჩახუტებოდა მის თმებში ჩაერგო ცხვირი და კიდევ ერთხელ ეგრძნო ის საოცარი სურნელი რომელიც უკვე ეგონა რომ დავიწყებული ჰქონდა - მოიცადე, -მკლავზე შეხებამ გამოარკვია სასიამოვნო ფიქრებიდან და გაჩერდა, გვერდით სონია ედგა. - მისმინე დანიელ, ნება მომეცი ერთი რჩევა მოგცე, ანას დაბადებიდან თვალყურს ვადევნებ, კარგად შევისწავლე, ძალიან ძლიერი, ჭკვიანი და მგრძნობიარე გოგოა, საკუთარი პიროვნულობა გააჩნია, შეცდომას ნუ დაუშვებ, ისე ნუ მოექცევი თითქოს მხოლოდ ძველი ანა იყოს და საკუთარი მე არ გააჩნდეს, იცოდე ასეთ საქციელს ვერ გაგიგებს და ვერ გაპატიებს. - მადლობა მეგობარო, -დანიელმა მხარზე ხელი მოხვია და გულზე მიიხუტა. - მე სულ გავიწყდებით ხოლმე, -გაბრაზებულმა ჩაიბუზღუნა სანიმ და ზურგიდან ჩაეხუტა წყვილს. - - - - - - - - - გამომივიდა, შეხედეთ გამომივიდა, -სახეგაბრწყინებული დავყურებდი მოელვარე ხმლებს, და სიხარულისგან ვხტუნაობდი. - ფრთხილად, ფრთხილად, -ლევინი ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ, -ასე ძალიანაც ნუ გათამამდები, ამ იარაღთან ხუმრობა არ შეიძლება, ახლა დამიბრუნე. მკვეთრად შევტრიალდი, ხელი უხერხულად მოვიქნიე, ხმლის წვერი რომელიც მარჯვენა ხელში მეკავა სულ ოდნავ შეეხო ყვავილებიან ვაზას რომელიც იქვე კომოდზე იდგა, გაოცების შეძახილი აღმომხდა როცა ვაზა იმის მაგივრად რომ დამსხვრეულიყო, ოქროსფერ მტვრად იქცა და ჰაერში აორთქლდა, წარმოვიდგინე ადამიანს თუ შეეხებოდა რას უზავდა და ტანში გამცრა, დაბნეულმა მიმოვიხედე და ახლაღა შევამჩნიე ღია კარში მდგარი დანიელი რომელიც სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა და მიღიმოდა, მომიახლოვდა, ფრთხილად გამომართვა ხმლები და ლევინს დაუბრუნა, - იარაღი გიხდება მაგრამ ჯობია ჯერ გამოყენება ისწავლო, თუკი რათქმაუნდა ამის სურვილი გექნება, -მშვიდად მითხრა, წელზე ხელი მომხვია, მიმიზიდა და სახე ჩემს თმებში ჩარგო რომელიც მხრებზე უწესრიგოდ მქონდა ჩამოყრილი, მკერდზე მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, მისი სიახლოვისას ჩემს გარშემო ყველა და ყველაფერი ქრებოდა და მისი სურნელით გაბრუებულს ყველაფერი მავიწყდებოდა. - ჯანდაბა, მაგიჟებ, ასე არ შემიძლია, -ნერვიულად ჩაიცინა და მომშორდა, ამღვრეული თვალებით კიდევ ერთხელ ჩამხედა თვალებში და ბიჭებს მიუბრუნდა რომლებიც გაცხარებულები საუბრობდნენ ჩემთვის გაუგებარ თემაზე და ისე იქცეოდნენ თითქოს მათთვის არ ვარსებობდით. - დავლიოთ? -გამოაცხადა და თითქოს ყველა ამას ელოდებოდაო ერთბაშად შემობრუნდნენ ჩვენსკენ, უარი არავის უთქვამს, ცოტა ხანში ყველანი იატაკზე ვისხედით დაბალი მაგიდის გარშემო რომელზეც რამდენიმე ბოთლი მოწითალო ფერის სასმელი და სხვადასხვანაირი სასუსნავი ელაგა, დანიელის გვერდით ვიჯექი, ჩვენი თეძოები, მხრები, ხელები ერთმანეთს ეხებოდნენ და თავს ისე მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი როგორც არასდროს, სანი ჭიქებში სასმელს ასხავდა. - შენც დალევ? -მიმითითა ცარიელ ჭიქაზე. - რათქმაუნდა დავლევ, მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ მაქვს რა არის, -გამეცინა და ჭიქა გავუწოდე. - ანა არ სვავდა, -თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა დანიელმა, შევამჩნიე როგორ დაუბრიალა თვალები მოპირდაპირედ მჯდარმა სონიამ. - მაგრამ მე ვსვავ, -მის ყურთან დავიჩურჩულე ცივი ხმით და ხელი მაგრად მოვუჭირე ჭიქას მღელვარება რომ დამემალა, -ვიცი რომ იარაღი არ უყვარდა, მე კი ერთი სული მაქვს როდის ვისწავლი მის გამოყენებას, არც წვეულებები მიყვარს, არც საღამოს კაბები, ძვირფასი სამკაულები და მაღალფარდოვანი საუბარი, ის ვარ რაც ვარ, იმედია რამე პრობლემა არ გაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, -ჭიქა ისე გამოვცალე არავის დავლოდებივარ და სანის გავუწოდე რომ ხელმეორედ შეევსო, სასმელმა ყელი ჩამწვა, მთელი სხეული გამითბო და პირში უცნაურად ნაზი გემო დამიტოვა, ის იყო მეორე ჭიქა მივიტანე ტუჩებთან რომ დანიელმა ხელი დამიჭირა, აწყლიანებული თვალებით შევხედე და როცა მის მომღიმარ სახეს და უცნაურად მოციმციმე თვალებს წავაწყდი გამიკვირდა, ჩემი სიტყვების მიუხედავად საერთოდ არ ჩანდა გაბრაზებული, პირიქით, აშკარად ხალისობდა. - ანა საოცარი სიმშვიდით და მოთმინებით გამოირჩეოდა, შენ კი ფიცხი და ბრაზიანი ხარ, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ეს ძალიან მომწონს და შენს მიმართ ინტერესს მიღვიძებს და მაგ სასმელს რაც შეეხება, ცოტა ფრთხილად იყავი, რბილი გემო აქვს და ალკოჰოლი საერთოდ არ იგრძნობა თუმცა ძალიან მათრობელაა. - ჭიქა ძირს დავდგი და დაბღვერილმა ვეცადე რომ მისგან რაც შეიძლებოდა შორს გავჩოჩებულიყავი, თუმცა ამის საშუალება არ მომცა, წელზე ხელი მომხვია და უფრო მჭიდროდ მიმიკრა გვერდზე. - ნუ ცუღლუტობ, ასე რომ იქცევი სურვილი მიჩნდება რომ კოცნით დაგახრჩო, -ხრინწგარეული ხმით ჩაილაპარაკა, დაიხარა და ცხვირის წვერი ყურის ძირში გამიხახუნა, ჩაეღიმა როცა შეამჩნია როგორ დამაყარა ტანზე ბუსუსებმა და როგორ მოვიკვნიტე ტუჩი რომ უნებურად არ დამეკვნესა... რამდენიმე ჭიქის შემდეგ საერთოდ აღარ მახსოვდა რომ დანიელზე გაბრაზებული ვიყავი, მის ფეხებს შორის მოკალათებული სასიამოვნოდ მოთენთილი ვეყრდნობოდი მკერდზე და ვუსმენდი როგორ ყვებოდნენ ძველ თუმცა ჩემთვის ახალ და საინტერესო ისტორიებს, საოცრად ხალისიანები და უშუალოები იყვნენ. - ესე იგი შენ ნამდვილად ანა ხარ? -ლევინმა რაღაც სასაცილო ისტორიის მოყოლა დაასრულა და როგორც კი სიცილისგან სული მოითქვა მე მომიბრუნდა. - შენ წარმოიდგინე და კი ნამდვილად ანა ვარ, -გულითადად გავუღიმე. - არადა საერთოდ არ ჰგავხარ, უბრალოდ ზუსტად მისნაირი თვალები და თმები გაქვს, -კრისმა როგორც იქნა ხმა ამოიღო და სულაც აღარ ჰგავდა იმ უჟმურ ბიჭს რამდენიმე ჭიქის დალევამდე რომ იყო. - ანა ძალიან ნაზი, სუსტი და სხვებზე დამოკიდებული იყო, -სანის სევდა გაუკრთა თვალებში, -მე და სონიას ყოველთვის გვიკვირდა როგორ უგებდნენ ის და დანიელი ერთმანეთს. - გეყოფათ მასზე საუბარი, სხვა სალაპარაკო არ გაქვთ? -დაიღრინა დანიელმა. - არა მაინც თავიდანვე როგორ ვერ მიხვდით რომ მეწყვილეები იყავით? -ლევინი არ ჩერდებოდა, მივხვდი აშკარად არ აგვცდებოდა ამ თემაზე საუბარი, ვგრძნობდი როგორი დაძაბული იყო დანიელი თუმცა პასუხები საშინლად მაინტერესებდა. - ჩემთვის საშინელი დარტყმა იყო როცა უხუცესებმა მის მეწყვილედ კაილი გამოაცხადეს, თანაც პირველად მოხდა რომ ასეთ ასაკში მყოფები ჩართეს დაწყვილების ცერემონიალში, დიდხანს ვერ ვხვდებოდი რაში აწყობდათ ეს ყველაფერი მაგრამ ახლა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, ეს ყველაფერი აზადმა მოაწყო რომ მის შვილთან კაილთან ჩამოყალიბებოდა ანას ახლო ურთიერთობა, იმედოვნებდა მეწყვილეობა დაეხმარებოდათ დაახლოებაში და შემდეგ შეუღლებაში, თანაც თუ ანას ნამდვილი მეწყვილე არ ეყოლებოდა გვერდით მისი ძალები ვერ შეძლებდნენ განვითარებას და აზადისთვის ნაკლებად საშიში იქნებოდა, თუმცა ეს არ მოხდა და მანაც სხვა გზების ძებნა დაიწყო მმართველობის ხელში ჩასაგდებად, როცა ანას ყელსაბამი ვაჩუქე მას მერე ზუსტად სამი დღის შემდეგ მოხდა ის შემთხვევა, ასე რომ ვერაფრის გარკვევა ვერ მოვასწარით, -ღრმად ამოისუნთქა და კბილები გააღრჭიალა. - ზედმეტად ჩახლართული სიტუაციაა, -რატომღაც ამ ყველაფრის წარმოდგენისას კინაღამ გული ამერია, -კაილი აზადის შვილია, ბიძაჩემის... ანუ ანას ბიძის, რა გამოდის უნდოდათ რომ ბიძაშვილები დაქორწინებულიყვნენ? - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მითუმეტეს როცა საქმე ძალაუფლების განაწილებას ეხება, -დანიელმა თავზე მაკოცა და ლოყით კეფაზე მომეყრდნო. - იმედია რაღაც მხრივ ჩვენც ნათესავები არ გამოვდივართ, -რაც შემეძლო მხიარული ხმით ვკითხე, არადა მართლა მაღელვებდა ეს საკითხი. - როგორ გეკადრება პრინცესა, -ირონიულად ჩაიცინა და ცხელი ტუჩები მომაკრო მოშიშვლებულ მხარზე, -შენ ცისფერსისხლიანთა შთამომავალი ხარ მე კი ერთი უბრალო ჯარისკაცი. - ნუ უსმენ აზვიადებს, -ლოყებაწითლებულმა სონიამ კიდევ ერთხელ შემივსო ჭიქა, დანიელი უდიდეს რაზმს ხელმძღვანელობს და ყველაზე ძლიერია მათ შორის ვინც კი აქამდე მინახავს. - ჰო მართლაც ასეა, -უცნაურად გახალისებული კრისი ჩაგვერთო საუბარში, -იყო დრო როცა აზადი გამწარებული ცდილობდა დაედგინა თუ როგორ მოხდა და დანიელი ასეთი ძლიერი იყო, უნდოდა გაეგო საიდან იღებდა მისი ძალები სათავეს, მერე როცა ვერაფერი გაარკვია ამჯობინა გვერდით ყოლოდა ვიდრე დაპირისპირებოდა და დღემდე ყველაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად. - ყველა რაღაც ძალებს ახსენებთ და ვერ ვხვდები რას გულისხმობთ, მიდით მითხარით რა შეგიძლიათ, აი მაგალითად შენ, -ლევინიდან დავიწყე გამოკითხვა, -შენი ძალები რაში მდგომარეობს, ფრენა შეგიძლია? ან კედლის იქით დანახვა, ლაზერული სხივი? იქნებ რომელიმე ცხოველად შეგიძლია რომ გადაიქცე? ერთხანს ყველა პირდაღებული მიყურებდნენ და მერე ერთბაშად ატეხეს სიცილი, მოღუშულმა ავხედე დანიელს, სერიოზული სახით დამყურებდა თუმცა ვატყობდი რომ ძლივს იკავებდა სიცილს. - აშკარად გიყვარს ფანტასტიკური ფილმების ყურება, -სანიმ თვალზემომდგარი ცრემლი მუჭით მოიწმინდა, -წინასწარ გეტყვი რომ სუპერმენი გამოგონილი პერსონაჟია. - ნუ ბრაზობ, ეს ყველაფერი ასე არ ხდება ანა, -ისევ სონიამ ითავა ახსნა, -ნებისმიერ ჩვენგანს დაბადებიდან დაჰყვება გარკვეული ძალები თუმცა დაწყვილების შემდეგ როცა საკუთარ მეწყვილეს ვპოულობთ, ჩვენი ძალები ნელ-ნელა იწყებს ჩამოყალიბებას და რამდენიმე წელიწადში უკვე ვიცით რა შეგვიძლია, შეიძლება წყვილებს განსხვავებული უნარები აღმოაჩნდეთ მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მეტნაკლებად ერთნაირი შესაძლებლობები აქვთ, აი მაგალითად მე და სანი საუკეთესო მაძებრები ვართ, ასევე ორივეს შეგვიძლია თითქმის არაფრისგან შევქმნათ ნებისმიერი ნივთი რისი შექმნაც მოგვინდება, თუ გინდა ახლა აქვე ამ სახლის წინ შემიძლია რომ კოსმოსური ხომალდი აგიწყო, ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი კომუნიკაციების დამყარება ნებისმიერთან ვისთანაც საჭირო იქნება ჩვენი ერთ-ერთი შესაძლებლობაა... - ოჰო, ასეთ რამეს არ ველოდი, -პირდაღებული ვუსმენდი. - შენი უნარების მქონეს ეს არ უნდა გიკვირდეს, -გაეღიმა სონიას, -რაც შეეხება ლევინს და კრისს, ისინიც მეწყვილეები არიან, თუ იმას არ ჩავთვლით რომ უბადლო მეომრები არიან, კიდევ აქვთ რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარი, ლევინს ერთი უბრალო დარტყმით შეუძლია უზარმაზარი მთები მიწასთან გაასწოროს, უდაბნო ააყვავოს ან პირიქით, ოაზისი უდაბნოდ აქციოს, კრისს მდინარეების ადიდება, დაშრობა, ყველანაირი ამინდის გაკონტროლება შეუძლია, ჩვენს შორის და სხვა ყველა დანარჩენს შორის დანიელი ყველაზე ძლიერია, თუმცა უნდა ითქვას რომ რაკი მას აქამდე მეწყვილე არ ჰყოლია... - ჩემი უნარები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დახვეწილი, -მოკლედ მოჭრა დანიელმა. - შენზე რას გვეტყვი? -ლევინმა ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა შემომანათა, მხრები უხერხულად ავიჩეჩე, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, სონიას შევხედე და ვანიშნე რომ დამხმარებოდა, მანაც გააგრძელა, - ჩემი დაკვირვებებით დავადგინე რომ მას უბრალოდ ყველა და ყველაფერი შეუძლია რომ იყოს, მთავარია ეს ისურვოს, მთავარია უბრალოდ ისურვოს... - ეს როგორ? -ვერ ვახერხებდი იმის გაანალიზებას რასაც სონია ამბობდა. - გაიხსენე ანა, რა დაემართა შენს მეგობარს რომელსაც ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვა უსურვე ან იმ კაცს ძაღლს რომ ურტყამდა, შენი კლასელის მამა რომ დაამუნჯე გახსოვს? ან მეხი რომელიც შენს მასწავლებელს დაეცა რომელსაც ვერ იტანდი, ფსიქოლოგი გახსოვს ლამის ჭკუიდან რომ შეშალე? - როგორი ცუღლუტი ბავშვი ყოფილხარ, -კრისმა გადაიხარხარა და ჩემი დაბღვერილი სახის დანახვისას უფრო მოუმატა სიცილს. - შენ ამათ ყურს ნუ უგდებ, ყოველთვის ეცდებიან ნერვები მოგიშალონ რომ მერე შენზე იხალისონ, -ჩაიცინა დანიელმა და კრისს ანიშნა გეყოფაო. - ისინი არაფერ შუაში არიან დანიელ, უბრალოდ ის ბავშვობა გამახსენდა რომელიც ამ წყეული უნარების გამო ფაქტიურად არ მქონია, იცი რა საშინელებაა როცა ყველა ისე გიყურებს თითქოს უცხოპლანეტელი იყო, როცა შენი საკუთარ მშობლებსაც კი ეშინიათ, როცა ერთადერთი ბებია ეშმაკით შეპყრობილს გეძახის... -ათრთოლებული შევბრუნდი და სახე მის მკერდში ჩავმალე რომ ჩემი ცრემლები არავის დაენახა, თუმცა ვერ მოვახერხე რომ არ ავტირებულიყავი, არ ვიცი რისი ბრალი იყო, ბოლოდროინდელი ამბების, გადაღლილობის თუ იმ უცნაურად მათრობელა სასმლის რომელიც მართლაც ზედმეტი მომივიდა მაგრამ თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ავტირდი... - დამშვიდდი პატარავ, დღეიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება, თავს მარტო აღარასოდეს იგრძნობ, არავის მივცემ უფლებას რომ რამე გაწყენინოს და გული გატკინოს, დამშვიდდი, -მეჩურჩულებოდა და ნაზად მეფერებოდა ზურგზე, ლოყა თავზე დამადო და გაყუჩდა, ნელ-ნელა დავმშვიდდი, არ ვიცი რამდენ ხანს ვისხედით ასე მაგრამ თვალი რომ გავახილე აღმოვაჩინე რომ მისაღებში მარტო ვიყავით. - სად არიან? -ძლივსგასაგონად ამოვიკნავლე. - წავიდნენ, უფრო დიდხანს ვეღარ დარჩებოდნენ, საქმეები აქვთ მოსაგვარებელი. - ჩემს გამო წავიდნენ, -ამოვისლუკუნე და უფრო მაგრად ჩავეხუტე. - შენ არაფერ შუაში ხარ სულელო, -გაიღიმა წამოდგა ხელში პატარა ბავშვივით ამიტაცა ვერანდაზე გამიყვანა და სავარძელში ჩამსვა, თავზე დამყურებდა და ეშმაკურად მიღიმოდა, -მგონი მართლაც ზედმეტი დალიე, რაღაც მინდა მოგიყვე და მერე რომ დავასრულებ ისეთ რამეს გაჩვენებ რომ დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონება. - მართლა? მაინც რა უნდა მაჩვენო? -მაშინვე დამავიწყდა რომ ცოტა ხნის წინ ვტიროდი, წამოვიწიე და გაფართოებული თვალებით მივაჩერდი, ჩემს წინ სავარძელში ისე ჩაეშვა რომ სახეზე ღიმილი არ მოშორებია, - მართლაც რომ პატარა ხარ, ჩემი პატარა საოცრება, -თითქოს მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა, -კარგი ახლა მინდა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ, ხვალ დილით აქდან მივდივართ და არა მგონია კიდევ დიდხანს მოგვეცეს ასე მშვიდად საუბრის შესაძლებლობა ასე რომ... - რატომ მივდივართ? -შევაწყვეტინე - ასეულობით წელია ეს ადგილი ჩემი და ჩემი მეგობრების საიდუმლო თავშესაფარია, თუმცა იმის შემდეგ რაც შენ გამოჩნდი ვფიქრობ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, შეიძლება მოგვაგნონ, აზადი, კაილი და მათი დამქაშები გამგელებულები გეძებენ როცა გაიგებენ რომ გიპოვე და მათთან არ მიგიყვანე, იმასაც მიხვდებიან ეს რატომ გავაკეთე... -თავი უკან გადააგდო თვალები დახუჭა, ერთხანს ასე ჩუმად იჯდა, მერე გამშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა და დაიწყო... - უკვე იცი რომ სამყარო მხოლოდ დედამიწით და მის გარშემო და სიახლოვეს მბრუნავი რამდენიმე პლანეტით არ შემოიფარგლება, სამყარო უზარმაზარია მრავალმხრივი და მრავალფეროვანი, დედამიწა კი მხოლოდ წვეთია ზღვაში, თუმცა ძალიან ძვირფასი, შეუფასებლად ძვირფასი წვეთი, მაგრამ არსებობს ისეთი ადგილი რომლის შესახებაც დედამიწაზე არავინ იცის, არც სხვა უამრავ დედამიწის მაგვარ დასახლებულ პლანეტებზე, ეს ადგილი დროსა და სივრცის შუაგულში მდებარეობს, ამ უზარმაზარი, საათივით აწყობილი მექანიზმის ცენტრში, წარმოიდგინე უზარმაზარი სამართავი პულტი, სწორედ ამ ადგილიდან ხდება ყველაფრის მართვა, ის ადგილი ყველასთვის უხილავია ვინც იქიდან არაა, მე იქ დავიბადე, ერთ სრულიად ჩვეულებრივ ოჯახში, შენთვის უფრო გასაგებად რომ გითხრა, წარმოიდგინე დედამიწაზე მუშათა კლასი, სწორედ ასეთ მუშათა კლასს განეკუთვნებოდა ჩემი ოჯახი, მაშინდელი მმართველის ძმა აზადი რომელიც ახლა სათავეში უდგას ყველაფერს ძმის რაზმებს ეგრეთწოდებულ არმიას ხელმძღვანელობდა, მას დავალებული ჰქონდა ძლიერი, ჭკვიანი, სხვადასხვა უნარებით დაჯილდოებული ბავშვების აღმოჩენა, მათი გაწვრთნა და მმართველის სამსახურში ჩაყენება, ასე მიპოვა მეც, მაშინ შვიდი წლის ვიყავი, უამრავი ტანჯვა, დამცირება, წვრთნა და ვარჯიში, ეს იყო ჩემი ყოველდღიური რუტინა, რამდენიმე წელიწადში დავწინაურდი და ერთ-ერთი მთავარი რაზმის ხელმძღვანელობა ჩამაბარეს... ცოტა ხანში აზადი ისე მენდობოდა რომ უჩემოდ ნაბიჯსაც აღარ დგავდა, ერთხელ თითქმის მაიძულა რომ ერთ-ერთ წვეულებას დავსწრებოდი, სწორედ მაშინ გნახე პირველად, ოცდაორი წლის ვიყავი, შენ კი თვრამეტის, როცა დარბაზში თეთრ ჰაეროვან კაბაში გამოწყობილი შემოფარფატდი და ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა, იმწუთას ჩემთვის მთელი სამყარო გაჩერდა. - მახსოვს, ყველაფერი მახსოვს, სამხედრო ფორმა გეცვა, თმა როგორც ყოველთვის უწესრიგოდ გქონდა ჩამოყრილი სახეზე, უაღრესად სერიოზული და მკაცრი იყავი და ცდილობდი ის საძაგელი ქერათმიანი თავიდან მოგეშორებინა ურცხვად რომ გეკიდებოდა კისერზე, იცი რა ვიფიქრე მაშინ? შენ ყველაზე ლამაზი მამაკაცი იყავი მათ შირის ვისაც კი იქამდე შევხვედროდი, დანახვისთანავე მიმიზიდე. - მართლა გახსოვს, -ჩაილაპარაკა და თვალები აუწყლიანდა, -იმ დღის შემდეგ ვერ ვწყვეტდი შენზე ფიქრს და შენი საპასუხო გრძნობების შესახებ რომ გავიგე, ყველაზე ბედნიერი არსება ვიყავი სამყაროში, თუმცა ჩვენი ბედნიერება აზადს არ აწყობდა, ყველაფერი გააკეთა ჩვენს დასაშორებლად რათა მის შვილს კაილს მოეყვანე ცოლად, ეს რომ არ გამოუვიდა შენი და მამაშენის მკვლელობა შეუკვეთა... მაშინ ძლიან ცუდად ვიყავი, ჩემს თავს ვადანაშაულებდი იმაში რომ შენი დაცვა ვერ მოვახერხე, ჩემი მდგომარეობით ისარგებლა და დამაჯერა რომ ეს ყველაფერი მეამბოხეების მოწყობილი იყო, რომლებიც მაშინ პატარა უმნიშვნელო, სამყაროს სხვადასხვა კუთხეებში გაფანტულ ჯგუფს წარმოადგენდნენ, დიდი ხანი დასჭირდათ ჩემს მეგობრებს რომ გონს მოვეყვანე და უკვე რამდენიმე ასეული წელია ერთად ვიბრძვით აზადის ტირანიის წინააღმდეგ, ზოგი ღიად, ზოგი ფარულად, შენ ვერც კი წარმოიდგენ რად მიჯდება აზადის ხელქვეითად ყოფნა როცა ვიცი რაც ჩაიდინა... ახლა კი უკვე მეამბოხეები დიდ ძალას წარმოადგენენ. - რისთვის იბრძვიან? - ერთპიროვნული მმართველობის დამხობისთვის და უგულო ტირანებისგან სამყაროების განთავისუფლებისთვის. - ჯარისკაცები რას აკეთებენ, რა ევალებათ? -ვკითხე რომ საუბარი ოდნავ მაინც სხვა თემაზე გადამეტანა და უსიამოვნო პასუხების მოლოდინში მოვიბუზე. - იმ ადგილის დატოვება სადაც დავიბადე მხოლოდ მთავრობის სამსახურში მდგარ პირებს და სამხედროებს შეუძლიათ, ჩვენ ხშირად ვმოგზაურობთ სხვადასხვა ადგილებში რათა ჩვენი ძალაუფლება განვამტკიცოთ. - ეს რაში გჭირდებათ? - ჩვენი მთავრობა სხვადასხვა ადგილიდან სხვადასხვა სარგებელს იღებს, წარმოიდგინე ძრავი რომელსაც მუდმივად სჭირდება საწვავი რომ იმუშაოს, წარმოიდგინე მილიარდობით უუფლებო მონა რომელიც ისე რომ არც კი იცის დღედაღამე შრომობს იმ საწვავის მოსაპოვებლად რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგარი სისტემაა არა? მართლაც ჭკვიანურადაა მოფიქრებული, თვითონვე, სიხარულით გვაძლევენ იმას რაც გვჭირდება, უბრალოდ ცოტა ხელს ვაშველებთ რომ ასე მოხდეს და იფიქრონ რომ თვითონ უნდათ იმის გაკეთება რასაც აკეთებენ. - სიმართლე რომ გითხრა ვერ მივხვდი რას ამბობ. - ბოლომდე ვერც მიხვდები სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ ეს კი ძალიან მალე მოხდება, გპირდები. - დედამიწაც ასეა? -რატომღაც გული მეტკინა როცა წარმოვიდგინე რომ ამ პლანეტას მხოლოდ ‘’საწვავის’’ მიმწოდებლის ფუნქცია ჰქონდა, -კი მაგრამ დედამიწაზე რა არის ისეთი რაც შეიძლება რომ გამოიყენოთ? - ოო, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა სანამ აზადი ძველ მმართველს ბოლოს მოუღებდა მანამდე დედამიწა ხელშეუხებელი იყო, მამაშენს ეს პლანეტა ძალიან უყვარდა, ეს პლანეტა და მასზე მცხოვრები ამოუცნობი და დაუმორჩილებელი არსებები, ადამიანები. - ახლა რა იქნება? - ახლა გავჩერდებით და საუბარს მერე გავაგრძელებთ, -ფეხზე წამოდგა, გამიღიმა და ხელი გამომიწოდა რომ წამოვეყენებინე, -წამოდი, გამომყევი, ხომ შეგპირდი რომ რაღაცას გაჩვენებდი. სახლის წინ მდებარე მდელოზე გამიყვანა და მოკაშკაშე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა, მერე მხრები შეარხია და გამომცდელად შემომხედა. - ახლა შემპირდი რომ რაც არ უნდა ნახო არ შეგეშინდება. - კარგი რა, არ მითხრა რომ ვამპირი ხარ, -ხუმრობა ვცადე მაგრამ ვიცოდი რომ აშკარად ადვილი შესამჩნევი იყო ჩემი მღელვარება. - გახსოვს, იკითხე ფრენა თუ შეგვეძლო, -უხმოდ დავუქნიე თავი, კიდევ ერთხელ შეარხია მხრები და მის ზურგს უკან უზარმაზარი, თეთრი და ოდნავ გამჭვირვალე ფრთები გაიშალა, ნამდვილი საოცრება იყო, ძლივს გავბედე ხელი ამეწია და შევხებოდი, რბილი იყო თბილი და მგრძნობიარე, დანიელი იდგა და უბრალოდ მელოდა როდის შევძლებდი ხმის ამოღებას. - ულამაზესია, -ძლივს ამოვილუღლუღე. - გასეირნებაზე რას იტყოდი, -შემომცინა და ჩემი შეშინებული სახის დანახვაზე ხმამაღლა გადაიხარხარა, -ნუ გეშინია არ დამივარდები, -რამდენიმე წამს კიდევ ვყოყმანობდი, მერე როცა მივხვდი რომ ამ საოცრებაზე უარს ვერ ვიტყოდი უხმოდ დავუქნიე თავი, სახეზე ბედნიერი ღიმილი გადაეფინა, ხელში ამიტაცა, -მაგრად მომეჭიდე, -ჩამჩურჩულა და ჰაერში აიჭრა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.