შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უდაბნოსავითაა. თავი 6.


13-04-2022, 16:24
ავტორი zia-maria
ნანახია 1 674

როცა გიყვარს, მის ტკივილს და უბედურებას შენი კანით გრძნობ, მასზე ბევრად ძლიერად და ნებისმიერი ტკივილი ორმაგდება. ერთი ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ნერვიულად გადი გამოდიოდა. ლაშამ წყლი მოუტანა შაკოს და უთხრა.
-წყალი შესვი და ცოტა დამშვიდდი, მალე გამოვა ექიმი. ყველა შაკოს უყურებდა და ექთნები აჩურჩულდა.
-კლდიდან გადავარდნილი გოგო რომ მოიყვანეს მისი ქმარია.
-რატომ იკლავდა თავს რა კარგი ქმარი ყოლია.
-შესაძლებელია უღალატა და გვიან მიხვდა თავის შეცდომას.
-ამიტომ იკლავდა თავს? თქვა მეორემ, შაკომ თავზე მოიკიდა ხელი და ექთნების გასაგონად იყვირა.
-გაჩუმდით და ნუ ჭორაობთ როცა სიმართლე არ იცით, საქმე არ გაქვთ აქ რომ ზიხართ და ჭორაობთ? ბექამ ხელი მოკიდა შაკოს და გარეთ გაიყვანა, ლაშამ კი ექთნას დაელაპარაკა.
-ადვილია სხვისი განსჯა, აბა კითხეთ ნენეს რა გადაიტანა და რატომ არის ასეთ მდგომარეობაში. თითქმის ერთი საათის ლოდინის შემდეგ ექთანი შაკოსთან მივიდა და უთხრა.
-ექიმი გელოდებათ თავის კაბინეტში.
-გმადლობთ, სად არის კაბინეტი.
-წამობრძანდით, პირდაპირ წაბრძანდით და აი ის არის კაბინეტში რომ შედის.
შაკო წავიდა და ექიმის კაბინეტი დაუკაკუნებლად შეაღო და ექიმს უთხრა.
-მითხარით რომ ნენე იცოცხლებს. ექიმი ფეხზე წამოდგა და შაკოსთან ახლოს მივიდა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა.
-დამშვიდდი, ნენე იცოცხლებს ამის გარანტიას მე გაძლევ, მაგრამ უნდა გამოვიდეს მდგომარეობიდან.
-რა მოხდა, აქ როგორ მოხვდა ან ვინ მოიყვანა.
-კეთილმა ადამიანებმა შეხედა როგორ გადმოვარდა მაღალი კლდიდან, ისინი რომ არა იმ წუთში იქ მას ვერავინ მიაგნებდა და მხეცების ლუკმა გახდებოდა. ვეტმფრენით ამოიყვანეს იქედან თქვენი მეუღლე სამედიცინო პერსონალმა, პირველადი დახმარების შემდეგ გონზე მოვიდა, მაგრამ მისი დანძრევა არ შეიძლებოდა. შეძლო და თქვენი ნომერი, აგრეთვე სახელიც თქვენი უთხრა ექიმს და გაითიშა.
-დიაგნოზი  რა დასვით, რა ჭირს.
-ხელი აქვს მოტეხილი, ასევე მარჯვენა ფეხი და ძალიან გასაკვირია რომ თავზე მიზეზი არ აქვს რაც ძალიან კარგია. ასევე რამდენიმე ნეკნი რაც განძრევის საშუალებას არ მისცემს. არ ვიცი რატომ იყო იმ კლდეზე, ვინ აიძულა იქედან გადმომხტარიყო იმედია გაარკვევთ სიმართლეს, მაგრამ თვითმხილველბმა თავიანთი ნომრები დატოვეს და ვფიქრობ ისინი უნდა ინახულოთ რომ მათგან გაიგოთ სიმართლე.
-აუცილებლად, აუცილებლად ვნახავ მათ, მაგრამ შესაძლებელია რომ გადავყვანოთ ქალაქის საავადმყოფოში.
-შესაძლებელია, სასწრაფოს დახმარებით ექიმთან ერთად შეგიძლიათ გადაიყვანოთ. ექიმთან საუბარს მორჩა თუ არა ზურას ნომერს უპასუხა.
-გისმენ ზურა.
-შაკო ნენეს სახლის კარი ღია დაგვხვდა, სახლი არეულია ვიღაც არის ნამყოფი და ყველაფერი თავდაყირაა რას ეძებდნენ არავინმა არ ვიცით.
-რამეს შეეხეთ?
-არა, ყველაფერი ისე დავტოვეთ როგორც იყო და დაგირეკე.
-მომისმინეთ ორივემ, პოლიცია გამოიძახეთ და ყველამ გაიგოს რომ ნენე გუშინ დილის მერე გაუჩინარდა.
-როგორ გაუჩინარდა, ამიტომ ვერ ვუკავშირდები ტელეფონზე. თქვა გიორგიმ და ზურას შეხედა.
-აქ რობერტის ხელი ურევია ეს მისი გეგმაა, ნენე სიკვდილს ებრძვის საავადმყოფოშია და როგორ მოხვდა აქ გამოძიება დაადგენს.
-გამახსენდა, შაკო ნენე ერთ დღეს შეშინებული მოვიდა და ფანჯრიდან ხშირად იხედებოდა, ვკითხე რა დაგემართამეთქი და მითხრა რომ ბიძაშვილი დაინახა და ნერვიულობდა როგორ მომაგნოო.
-ვიცი ლაშა და ამიტომაც მოვაწერეთ ხელი მე და ნენემ. გამოდის უთვალთვალებდნენ, მაგრამ როგორ გაიგეს მისი აქ ყოფნა. გიორგიმ პოლიციას დაურეკა და ნენეს სახლში პოლიცია მივიდა, ნოდარი გაოცებული უყურებდა მათ და ვერ გაიგო ვინ გამოიძახა პოლიცია.
-რა მოხდა, ჩემი ძმიშვილი სად არის.
-თქვენი ძმიშვილის გაუჩინარებაზე ძიება დაიწყო და იმედი გვაქვს ძალიან მალე ვიპოვით დამნაშავეს, ნენეს კი ცოცხალს ვიპოვით.
-ვიპოვით, ვიპოვით, რა თქმა უნდა ცოცხალს ვიპოვით. თქვა ნოდარიმ და მას გიორგი მიუახლოვდა.
-ყველამ ვიცით შენი და შენი შვილის დამოკიდებულება ნენეს მიმართ, უკეთესია ითანამშრომლე გამოძიებასთან და სიმართლე აღიარე.
-რას ამბობ, გიორგი ჩემი შვილი აქ რა შუაშია.
-მე მელაპარაკები ნოდარ და არა ჩვენს პოლიციის ყოფილ უფროს, კარგად გაიგონე ყოფილ უფროს. შენი შვილია თავშიც, შუაშიც და ბოლოში როგორ იქნება ეს არ ვიცი.
-სახლი უნდა დაილუქოს, ვის უნდა დაველაპარაკოთ.
-მოვედი, აქ ვარ უფროსო. გაიგონა ნოდარიმ შაკოს ხმა და ცივმა ოფლმა დაასხა და გაოცებული უყურებდა პოლიციელების წინ მდგარ შაკოს, მაგრამ ვერ გაეგო რა სტატუსით იყო მისული იქ შაკო.
-მკაცრი ზომები უნდა მიიღოთ და გამოიძიოს ვინ შევიდა სახლში, ვინ გაიტაცა ჩემი მეუღლე და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. არ გაბედოს ვინმემ არავისზე ხელის დაფარება, თორემ ყველა თქვენ დაფარულ საქმეს ამოვატივტივებ და ყველა ციხეში წახვალთ.
-თქვენ, თქვენ, ნენეს...............
-მე და ნენე დავქორწინდით, დიახ კარგად გაიგონეთ მე თქვენი სიძე ვარ და ამიერიდან ვერ შეძლებს ვერავინ ნენეს დაჩაგვრას. რაც წაართვით შესაძლებელია დაუბრუნოთ ყველსფერი ნენეს, მაგრამ ვერ დაუბრუნებთ მშობლებს.
-სამწუხაროდ უბედური შემთხვევა იყო და ორივე დავკარგეთ.
-თქვენი თავი შეიძლება ყველა თქვენს მიერ მოფიქრებულ ტყუილში დაარწმუნოთ, მაგრამ მე ვერ დამარწმუნებთ. იცით ნენე სად არის?
-არა, არაფერი არ ვიცი სიმართლეს გეუბნებით.
-კითხე შენს შვილს და გეტყვის ნენე სად არის. ნოდარიმ რობერტის მიმართულებით გაიხედა, შემდეგ გულზე მიიდო ხელი რადგან ვეღარ სუნთქავდა. პერანგის საყელო შეიხსნა და უნდა წაქცეულიყო, რომ ისევ შაკომ შეაშველა ხელი და გიორგის დაუყვირა.
-სასწრაფო გამოიძახეთ, ცუდად არის. ნოდარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რობერტი კი განყოფილებაში.
-მე არ ვყოფილვარ სახლში შესული, ვფიცავ მე არ ამირევია ნენეს სახლი.
-სად არის ნენე.
-არ ვიცი, ის წავიდა სოფლიდან.
-სანამ არ იტყვი სად არის ნენე აქ იქნები.
-მამა როგორ არის, მითხარით მამა როგორ არის.
-გვექნება ინფორმაცია და გეტყვით. შაკომ ნოდარის თან გაყვა არ დატოვა უყურადღებოდ და ექიმმა მას არასასიამოვნო ამბავი უთხრა.
-როგორ არის, როგორია მისი ჯამრთელობის მდგომარეობა.
-კარგის ვერაფერს გეტყვით, მისი ჯამრთელობა გართულებულია.
-რამდენად რთულია.
-მას რამდენიმე წლის უკან დაუდგინდა სიმსივნე სწორ ნაწლავზე და დარწმუნებული ვარ ეს არავინ იცის, არ უნდოდა ვინმეს სცოდნოდა.
-არც შვილმა იცოდა?
-არ ვიცი, მაგრამ არ მგონია რომ იცოდეს. მეტასტაზები საკმაოდ გაბნეულია ორგანიზმში.
-ოპერაცია?
-აზრი არ აქვს, მხოლოდ ქიმიებით შეგვიძლია ცოტა ხნით გავაჩეროთ.
-არანაირი შანსი არ გვაქვს?
-ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ...............
-თუნდაც იქამდე რომ იცოცხლოს ერთ ადამიანს პატიება სთხოვოს, რომ დამძიმებული სულით არ წავიდეს იმ ქვეყნად.
-ჩვენ ახლა ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მისი მდგომარეობა თანდათან დამძიმდება და არ არის გამორიცხული აზრიც დაკარგოს, ეს მძიმე და განუკურნებელი დაავადება ყველამ კარგად ვიცით როგორი რთულია.
-როდის შევძლებ მის ნახვას, მინდა დაველაპარაკო.
-ერთ საათში შეგეძლებათ ნახოთ. შაკო ელოდა ნოდარის გაღვიძებას და როგორც იქნა დადგა ეს მძიმე წუთებიც.
-ბატონო პაციენტმა გაიღვიძა და შეგიძლიათ ნახოთ, შაკო ბექასთან ერთად შევიდა ოთახში, ნოდარს თვალები ჰქონდა დახუჭული და შაკოს არ უცდია მისი შეწუხება იქვე სავარძელი იყო და იმ სავარძელში ჩაჯდა, უყურებდა ნოდარის და ელოდა როდის გაახელდა თვალებს. მკაცრი სახე ჰქონდა შაკოს და გაბრაზებული გამოხედვა, მის სერიოზულობას ოდნავ შეთხელებული წვერი კიდევ უფრო დაძაბულს ხდიდა. დააკვირდა ნოდარის სახეზე და მიხვდა რომ სახის კუნთები უთრთოდა, ის ნერვიულობდა. ხელები ოფლიანი აქვს, თვალები გაახილა და დაბნეულობა ამოიკითხა ეს იმის ნიშანი იყო, რომ სწორ გზაზე იდგა. ნოდარის შეეშინდა შაკოსი.
-როგორ ხარ პირველადი დახმარების შემდეგ.
-ვსუნთქავ, მაგრამ არ ვიცი ეს როდემდე გაგრძელდება, რადგან............
-რადან სიმსივნე გაქვს და ეს არავისთვის არ გითქვამს.
-აზრი არ ჰქონდა, არც იყო საჭირო სცოდნოდა ყველას.
-სასიკვდილო დიაგნოზი დაგისვა ექიმმა და ნენეს მიმართ მაინც არ შეიცვალე აზრი, გოგოს აწამებდი და რატომ აკეთებდი ამას.
-როცა ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ ძირითადი სახლი მე დამრჩა, ჩემმა ძმამ ახალი ცხოვრება დაიწყო მეუღლესთან ერთად და მამამ წილად ის მიწა მისცა რაზედაც დასახლდა. ჯერ პატარა ქოხი ჩადგა და სულ მალე წამოჭიმა სახლიც პატარა, ფინური და ლამაზი სახლი. რამდენიმე წელი შვილი არ უჩნდებოდათ და ჩემი მშობლები ძალიან წუხდნენ. ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო და დადგა მშობიარობის დღეც, სამწუხაროდ ჩემი შვილი ვერ გადაარჩინეს.
-რობერტი?
-ავიყვანეთ, რადგან იმდენად რთული იყო ჩემი მეუღლის მდგომარეობა არ შეიძლებოდა მისი დაფეხმძიმება და შვილის გაჩენა, გადავწყვიტეთ სამშობიაროში მიტოვებული ბავშვი ჩვენ გვეშვილა და სახლში ბავშვთან ერთად დავბრუნდით. მოგვიანებით ჩემს ძმასაც შეეძინა შვილი, რობერტი მაშინ 7 წლის იყო....... ბექამ საქაღალდე გადაშალა და ნოდარის უთხრა.
-შეგშურდა, რომ ძმას საკუთარი შვილი ჰყავდა, შეგშურდა მისი ოჯახში არსებული სითბოსი და გშურდა მისი, რადგან ის თქვენზე მეტი ჭკვიანი იყო, ამიტომ გადაწყვიტე წაგერთმია ყველაფერი და მოგვიანებით მისი თავიდან მოშორების გეგმა შეადგინე. ნენე 16 წლის იყო მშობლები რომ გარდაეცვალა და დარჩა მარტო, თქვენ კი მისი გარდაცვალებით ხელი მოითბეთ და პატარა გოგო ადვილად გააბრიყვე, მაგრამ ახლა ვერაფერი მოუხერხეთ ნენეს.
-მე დავგეგმე, მე გავაკეთე ყველაფერი და ჩემმა მეუღლემ ვერ გადაიტანა ჩემი სისასტიკე, ის გულით გარდაიცვალა.
-ყველაფერი ვიცით, ბატონო ნოდარ ჩვენ გამოძიება ჩავატარეთ და აღმოჩნდა რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი დამნაშავე, მითხარით როგორ მოვიქცეთ.
-დამეხმარე............
-როგორ შევძლო თქვენი დახმარება.
-მინდა ნენეს პატიება ვთხოვო. მინდა გადასცე რომ ვნანობ, ჩემს ჩადენილს ვნანობ. არ შემიძლია უკან დაუბრუნო წართმეული, არც მშობლების დაბრუნება შემიძლია და ვერც დამსხვრეულ ბავშობას დაუბრუნებ, მაგრამ ძალიან ვნანობ.
-უბედურება ის არის თქვენ არ გიფიქრიათ საკუთარ ძმის შვილს როგორი ტკივილი მიაყენე. თქვენი პრობლემა ის არის რომ მუდამ მატერიალური საკითხებით იყავით დაინტერესებული თუ როგორ მოგეწყოთ ცხოვრება და თქვენი სიმდიდრით  მთელი სოფლის ბატონ-პატრონად გეცნო თავი, მაგრამ ეს არ არის ვერ შეირგეთ ცხოვრება და ხალხის გამწარებას დღემდე აგრძელებდი. ბექა ნოდარის საუბარს იწერდა, მაგრამ ჩაწერა შეწყვიტა როცა დედას ნომერი დაფიქსირდა მის ტელეფონზე.
-გისმენ დედა სერიოზულ საქმეზე ვმუშაობ.
-სასწრაფოდ დაბრუნდი სახლში.
-დღეს დავბრუნდები, მაგრამ გვიან და არ დამელოდოთ.
-დაგელდები, შემოსასვლელში დავჯდები და დაგელოდები.
-რა მოხდა, გაბრაზებული ხარ და ბიჭებმა გაგაბრაზა?
-არა, მამაშენმა გამაბრაზა და განქორწინება მინდა მასთან.
-დედა, ყველაფერზე იბუტები და ფრთხილად იყავი მამამ არ შემოვიდეს ერთ დღეს სახლში განქორწინების ქაღალდით.
-მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ დავფიქრდები და შენ მაინც დაგელოდები. შაკომ ტელეფონი გამოართვა ბექას და ღიმილით უთხრა.
-რა მოხდა ჩემო ულამაზესო ლუიზა
-შაკო მიშველე, აქედან წამიყვანე.
-სად წაგიყვანო ადამიანო, გაგიტაცო?
-სადღაც შორს წამიყვანე, თუნდაც სოფელში.
-რომ გაგიტაცი ძია დემეტრეს რა უთხრა, ცოლს ჩამოგაშორეთქო?
-მასხარა.
-შენს მასხარას ძალიან უყვარხარ ჩემო ტკბილო მტრედო.
-კარგია შენ რომ გიყვარვემს ქმარს საერთოდ არ უყვარვარ, შაკო განქორწინება მინდა.
-ჩემო ლუი ადექი ახლა და ჩაიცვი, გარეთ გადი გაიარე ხალხში და სუფთა  ჰაერიც ჩაისუნთქე, ტვინიც გასუფთავდება და სხვაგვარად დაიწყებ ფიქრს, ვინ იცის თავიდანაც კი შეგიყვარდეს საკუთარი ქმარი.
-ასე ფიქრობ?
-ადე და ჩემს მოსვლამდე გარეთ გადი, მეც მალე მოვალ.
-რაო რა გითხრა შენმა მტრედმა.
-ჩემმა მტრედმა მითხრა, რომ ჩემს შვილს უხარი ამჯერად არ ვხუმრობ და სერიოზულად ვამბობ რომ განქორწინება მინდაო.
-მათზე წინ წავალ ღრუბლებში და მერე დაისვენებენ, ასეთი სიყვარული გაგონილა, პატარა ბავშვებივით არიან. მივდივარ სახლში, ხვალ გავაგრძელოთ. შაკომ სიცილით გააყოლა თვალი გაბრაზებულ ბექას და თავადაც გაყვა უკან.
-საავადმყოფოში უნდა მივიდე ნენესთან.
-მე სახლში მივალ და მოგვიანებით მოვალ ან წამოდი და ნენესთან ერთად მივიდეთ. ორივემ შევიდა სახლში და ბექამ შეხედა გაბრაზებულ მშობლებს და ლუის სერიოზილად მიმართა.
-იმედია სერიოზული მიზეზი გაქვს საქმე დამატოვებინე და აქ მომიყვანე.
-ამაზე მეტი სერიოზული რა უნდა იყოს, მამაშენს აღარ უყვარვარ.
-შენ ხომ გიყვარს, ვერავის ვერ დაავალდებულებ უყვარდე ისე როგორც შენ გიყვარს და ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მამას აღარ უყვარხარ და ეს რა არის, რა გაქვს ჭიქაში.
-თეთრი ღვინო.
-დღეს მთელი დღე სვამ?
-სწორად მიხვდი შვილო, დღეს მთელი დღე მიირთმევს ეგრედ წოდებულ თეთრ ღვინოს. ვის ახსოვს დემეტრე არავის, დემეტრე ვალდებულია იმუშაოვოს 60 წლის ასაკში და რატომ? იმიტომ რომ მისმა დაუნახავმა მეუღლემ კომფორტში იცხოვროს, არაფერი მოაკლდეს და მაინც იწუწუნოს.
-წაიკითხე ბოლომდე და ერთ საათში ჩამაბარეთ.
-უკვე წავიკითხეთ, ნენე ასე არ გვიყვიროდა ის გვიხსნიდა სანამ არ გავიგებდით, დღეს კი ვკითხულობთ მთელი დღე და არც გვეკითხები არაფერს.
-რა ხდება, ვინ ამეცადინებს ბიჭებს.
-ახალი პედაგოგი გვყავს და ჯერ ვერ შეეგუა ბიჭები.
-ვის დაეკითხეთ პედაგოგი რომ მოიყვანეთ სახლში, იცით ვინ არის? ხმადაბლა უთხრა ლუის ბექამ, მაგრამ თვალებიდაც ცეცხლს აფრქვევდა.
-ნენე გაქრა და რამდეიმე გაკვეთილი გაუცდა ბავშვებს, არ ვიცით დაბრუნდება თუ არა და როდემდე უნდა ველოდოთ.
-იკითხეთ ნენე რატომ არ მოვიდა, გაიგეთ რა ხდება მის თავს? იკითხეთ რაღაცა და ამ სახლში ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, ყველა ცალ ცალკე ბრძანებლობთ.
-რა დაემართა ნენეს. იკითხა დემეტრემ და შაკოს მიუბრუნდა.
-საავადმყოფოშია და ბიჭებმა არ უნდა გაიგოს.
-რატომ, რა დაემართა. ცრემლი მოერია ლუის, ბექამ კი შაკოს მიუბრუნდა და უთხრა.
-ბოდიში მეგობარო თავი ვერ გავაკონტროლე, ამათი უაზრო კამათის გამო. ნენე სიკვდილს ებრძვის დედაჩემი კი მირეკავს და სასწრაფოდ სახლში მოსვლას მთხოვს, რატომ? იმიტომ რომ თურმე მამას აღარ უყვარს და უნდა გაეყაროს. დასერიოზულდით ხალხო, დასერიოზულდით 60 წლის ხართ და თითქმის 40 წლის შემდეგ მეუბნები დედა განქორწინება მინდაო.
-ჩვენ არ ვიცოდით შვილო..................
-სოფო ჩაალაგე ყველაფერი და მივდივართ, რაც შეეხება ბიჭების მასწავლებელს მხოლოდ ნენე ამეცადინებს მათ, გამოჯამრთელდება და მოვა.
-ავად არის ჩვენი მასწავლებელი? თომამ გაიგონა ბექას საუბარი და თვალები ცრემლებით აევსო, მათეც თომას გვერდით დადგა დადარდიანებული.
-ჩვენ არ გვინდა სხვა მასწავლებელი, ვიმეცადინებთ და ნენე მასწავლებელს გავახარებთ. თქვა ტირილით თომამ და ბექას შეხედა.
-პირობას მომცემთ რომ თქვენით იმეცადინებთ და ნენეს გააოცებთ თქვენი სწავლით როცა დაბრუნდება.
-გპირდებით მამა.
-ბექა მე სახლში შევივლი დედას ვნახავ და მერე ნენესთან წავალ, ექიმიც უნდა ვნახო.
-კარგი, მეც გამოვიცვლი და მოვალ მოგვიანებით. შაკო უხასიათოდ იყო რაც როილამ შეამჩნია და არ შეაწუხა კითხვებით, იცოდა თუ შაკო საჭიროდ ჩათვლიდა ისედაც ეტყოდა. შაკომ შახაპი მიიღო, თითქოს იგრძნო როგორ მოეშვა ცხელი შხაპის შემდეგ და საწოლზე გულაღმა გაწვა. თვალდახუჭული ფიქრობდა როილამ რომ მიუახლოვდა და მხარზე შეეხო, შაკომ თვალი გაახილა და როილას შეხედა.
-არ მძინავს დედა, ვფიქრობდი.
-რაზე ან ვისზე ფიქრობდი შვილო პრობლემები გაქვს.
-ყველა დღე პრობლემებით სავსეა, დამღლელი და დამქანცველი დღის შემდეგ რომ გგონია უკვე უნდა დაისვენო იქაც პრობლემები ჩნდება.
-მარტოობაც დამღლელია შვილო, რატომ არ ფიქრობ შეავსო მარტოობა.
-დედა არ გინდა გთხოვ, არსად არ მეჩქარება.
-მალე 32-ის გახდები, როგორ ფიქრობ დრო არ არის?
-გეთანხმები არის დრო, მაგრამ ჯერ..................
-მაგრამ გულში არავის უშვებ, შენამდე არავის შეუძლია მოვიდეს თუმცა ვიცი რომ ძალიან ბევრო გოგონა არის შენს ცოლობაზე რომ ოცნებობს.
-დედა საიდუმლო მაქვს და ვიცი გაწყენინებ, მაგრამ გეტყვი რომ ჩემი გული უკვე სხვის გულში ჩავდე.
-შენ შეგიყვარდა, შეყვარებული ხარ და ვინ არის ის ბედნიერი.
-არის ერთი.
-არ მეტყვი?
-ვინც შენ ძალიან მოგწონს.
-მე ვიცნობ და მომწონს, შაკო ეს სიმართლეა? შაკომ შეხედა როილას და ორივე ხელები შემოხვია, როილამაც გულზე დაადო შვილს თავი და ცრემლნარევი ხმით უთხრა.
-პირველი დანახვიდან მომეწონა და ძალიან გამახარე.
-მაგრამ საიდუმლ რომელიც დაგიმალე ჯერ არ მითქვამს შენთვის.
-გისმენ, ალბად საჭირო იყო ასეთი მოქცევა და მე მესმის შენი. შაკომ ყველაფერი უამბო როილას რაც ნენეს გადახდა და გაოცებული უსმენდა როილა, შემდეგ გაბრაზებული წამოდგა და შაკოს უთხრა.
-რომ გამეგო ნენე ასეთ რთულ მდგომარეობაში მარტო დატოვე არასოდეს გაპატიებდი, ახლა კი ადექი მოემზადე და წამიყვანე, ნენე უნდა ვნახო.
-დედა...........
-შაკო 10 წთ-ში მზად იყავი, მეც ჩანთას ჩავალაგებ. ხო, მაღაზიაშიც უნდა გავიარო რამეს ვიყიდი და წავიღებ.
-რას იყიდი დედა, ნენეს........
-ქალებმა ვიცით ერთმანეთის ენა, წამოდი მე ვიცი რაც უნდა ვიყიდო. შაკო არ შეეპასუხა როილას იცოდა ვერ გადააფიქრებინებდა რაც ჰქონდა ჩაფიქრებული და რამდენიმე წუთში მაღაზიასთან უცდიდა როილას. საავადმყოფოში მისულს ცივმა ოფლმა დაასხა და ფეხების კანკალით მივიდა ნენეს პალატის კართან.
-დედა მე ექიმს ვნახავ და მოგვიანებით შემოვალ.
-მე მარტო შევიდე?
-მეგონა ძლიერი იყავი ფარულავას ქალო, კარგი ერთად შევიდეთ. ნენეს არ გაუგია მათი შესვლა, შაკო ახლოს მივიდა შუბლზე დაადო ფრთხილად ხელი.
-ტემპერატურა არ აქვს, წავალ ექიმს ვნახავ. კართან იყო მისული ნენეს ჩურჩული რომ გაიგონა და შეჩერდა.
-მთელი სხეული მტკივა, ვერ ვინძრევი.
-აქ ვარ, თუ რამე გინდა მითხარი.
-შაკო კიდევ როდემდე უნდა ვიწვე.
-სანამ არ გამოჯამრთელდები, სულ მცირე ერთი თვე.
-ერთი თვე ასე გაუნძრევლად ვერ გავძლებ.
-ვერც მაშინ თუ სულ შენს გვერდით ვიქნები?
-არ იქნები, ჯერ სამსახური და მერე მე არ მოგცემს ასეთ ფუფუნებას.
-მართლა, დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ, ვიცი რომ ფუფუნება წყენს ადამიანს.
-მაგასაც ვნახავთ, წავალ ექიმს ვნახავ შენ კი სტუმარი მოგიყვანე და იჭორავეთ. სულ რამდენიმე წუთით დაგტოვებ. ნენემ შეხედა იქვე მყოფ როილას და შერცხვა, უნდოდა წამომდგარიყო, მაგრამ როილამ მივიდა და ღიმილით უთხრა.
-ნუ, ნუ შეეცდები წამოდგომას, ჯერ ძალიან ადრეა ფეხზე დადგე შვილო. შაკომ სიმართლე გითხრა ერთი თვე უნდა იწვე, ბევრი რამ გამოიარე შენს ასაკში, მაგრამ დროა ბოროტი ადამიანისაგან გათელილი ბალახი წელში გასწორდეს და ხასხასა ფერი მისცეს მის ცხოვრებას, ცხოვრებას რომელსაც ამიერიდან ნიღაბის გარეშე გაივლის. მხოლოდ ბედნიერება იქნება შენს თვალებში, სახეზე კი ღიმილი. გაყინულ გულს კი ყინვა მოაშორე, რადგან ყველაფერი დასრულდა და ბნელი ნათელით განათდა. შაკო ექიმთან მივიდა და მორიდებულად უთხრა.
-შეიძლება შემოვიდე ექიმო.
-მობრძანდი შაკო გელოდებოდი.
-გისმენთ ექიმო.
-თქვენი მეუღლე კარგად არის, მაგრამ უნდა დაიჯეროს და 40 დღე ან თვენახევარი უნდა იწვეს. მას სხეულზე აქვს ჩაქცევები, მოტეხილობები და ამ ყველაფრის შეხორცებას და მორჩენას დრო სჭირდება. არის ერთი პრობლემა....
-მითხარით რა პრობლემაა.
-არის ერთი მალამო, რომელიც ძალიან ძვირად ღირებულია, მაგრამ ძალიან ეფექტურია და ჩქარა მოქმედებს მოტეხილ ძვალზე. ვიფიქრე, რომ დაგაინტერესებდათ და ეს მალამოს სახელწოდებაა.
-ვიყიდი, მიმითითეთ სად შეიძლება რომ ვიყიდო.
-არის ერთი აფთიაქი სადაც ყიდიან და ჩემი სახელით მიდი. აი პიროვნების სახელი და მისამართი. შაკო ნენესთან აღარ მისულა ჩქარობდა რომ გზაში მსუბუქი შეჯახება მოუვიდა ერთ-ერთ მანდილოსანთან რომელმაც პოლიცია გამოიძახა და რამოდენიმე საათში დაჰყო პოლიციაში, როცა განთავისუფლდა ქალბატონის ავტომობილი მის მიერ მიცემულ მისამართზე  მიიყვანა, ქალბატონმა კი გაეკეკლუცა და ყავაზე მიიპატიჟა, მაგრამ შაკომ მარჯვენა ხელი აუწია თითქოს შეწუხებულმა უთხრა.
-დაქორწინებული ვარ, ვწუხვარ ქალბატონო.
-ორმაგი ცხოვრებით არ გიფიქრია იცხოვრო?
-ბედნიერება ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მოდის და იმ ერთხელ ნაპოვნს უნდა გაუფრთხილდეთ, რომ გულში ჭრილობა არ დაგრჩეს.
-ბედნიერია ის ქალი ვინც შენს გვერდით ცხოვრობს. შაკომ მანქანის გასაღები ხელზე დაუდო და უთხრა.
-ვიცი რომ განგებ გააკეთე შეჯახება, მაგრამ ფრთხილად სხვა არ შეგხვდება ჩემსავით მომთმენი, ახლა კი მშვიდობით. კეკლუცი ქალბატონი სწრაფად შეტრიალდა და წავიდა, შაკოს გასაგონად კი ჩაილაპარაკა.
-კერკეტი კაკალი ხარ, მაგრამ იყავი ბედნიერი შენს რჩეულთან. შაკო მივიდა ექიმის მიცემულ მისამართზე და ექიმის სახელით იყიდა მალამო და საავადმყოფოში დაბრუნებული როილას გაბრაზებულ თვალებს წააწყდა.
-გადაიტანეს ექიმის კაბინეტი თუ სად ხარ.
-ერთი მალამო დამიწერა ექიმმა და ვიყიდე.
-ჩემი წასვლის დროც მოვიდა, დაგტოვებთ. როილამ ჩანთაში ნენეს ნივთები ჩაალაგა და შაკოს ანიშნა თვალით გაყოლდა გარეთ. შაკომ ნენეს თვალი ჩაუკრა და შორიდან კოცნა გაუგზავნა.
-გავაცილებ და დავბრუნდები. როილამ დაემშვიდობა ნენეს და გარეთ გასულმა შაკოს მკაცრად უთხრა.
-არ მოშორდები მის საწოლს და მარტო არ დატოვებ, რომ დაგირეკავ ჩემს ზარს უპასუხე თორემ......
-თორემ მცემ? შაკოს გულიანად გაეცინა და როილაც გააცინა.
-მასხარა.
-გაგიყვან და დავბრუნდები.
-არა, აქ დარჩები. შაკომ ნენეს ნოდარის ავადმყოფობის შესახებაც უთხრა, მიუხედავად იმისა ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა მას გულში ტკივილი იგრძნო და შაკოს თვალცრემლიანმა უთხრა.
-ასე ცუდად არის, გამოსავალი არ არის, შანსი არ აქვს სიცოცხლე რომ ცოტა გაუხანგრძლივდეს? ალბად თანხებია საჭირო ამ ყველაფრისთვის.
-ნენე თანხა არ არის პრობლემა, ძალიან რთულია მისი ჯამრთელობის მდგომარეობა. არ თქვა რა ჭირდა და არც იმკურნალა, ახლა კი ყოველი დღე მისთვის შესაძლებელია უკანასკნელი იყოს. შეძლებ მის ნახვას?
-არ ვიცი, რომ ვნახო რა უთხრა.
-შენს გატაცებასთან არაფერი საერთო არ აქვს, ეს რობერტის გეგმა იყო მეგობრებთან ერთად შემუშავებული და ისინი ყველა დაკავებულია.
-ნოდარიმ იცოდა ყველაფერი, თუ გითხრა რომ არ იცოდა ეს დიდი ტყუილია. ახლა კი რა გავაკეთო, შენ რას გააკეთებდი ჩემს ადგილზე. ბექამ გააღო კარი და ნენეს უთხრა.
-მე გეტყვი რა უნდა გააკეთო. შენ დაწერე განცხადენა და ის დაიჭირეს, მაგრამ შენ განცხადება უკან არ გამოგიტანია ის რომ თავისუფალი ყოფილიყო, ამიტომ ახლა დაწერ საჩივარს იმ პოლიციელზე ვინც გააყალბა შენი ხელმოწერა და რობერტი გაანთავისუფლა. ესაა პირველი ნაბიჯი რაც უნდა გააკეთო, მაგრმ აქ არის პრობლემა.
-რა პრობლემა.
-შენ თვეზე მეტი უნდა იწვე, ამიტომ მინდობილობა მიეცი იმას ვისაც ენდობი და ის მიხედავს ამ საქმეს.
-არ მესმის რატომ ბოროტდებიან ადამიანები.
-ბევრ ადამიანს არ უნდა სხვა მასზე მეტი იყოს, ასეთები ცხოვრებაში იმედგაცრიებას განიცდიან, ითრგუნებიან და ამიტომ იმ სიგიჟეებს სჩადიან რაც არ უნდა ჩაიდინონ. ისინი ვერ ხვდებიან რომ ისევ თავიანთ თავს ვნებენ. ბოროტებას სჩადიან და როცა ხვდებიან არასწორი გზით მიდიან  სინანული იპყრობთ, მაგრამ უკან ვეღარ ბრუნდებიან და ეფლობიან ბოროტების ჭაობში. ნენემ შაკოს შეხედა და ის გამოხედვა საკმარისი იყო შაკოსთვის თუ რისი თქმა უნდოდა ნენეს.
-დავწერ განცხადებას და ხვალიდან შეუდგები საქმის გამოძიებას.
-ასე ჯობია, ყველამ უნდა გადაიხადოს ჩადენილი შეცდომისთვის.
-მაგრამ იცი რომ ნოდარი რთულ მდგომარეობაშია, ის ვერ გადაიტანს ციხეს, ამიტომ დავასრულოთ ძველი საქმის ძიება, ჩვენ რაც გვინდოდა გავიგეთ, ნენეც თანახმაა.
-კარგი, როგორც თქვენ გინდათ ისე იქნება. მე უნდა წავიდე და ტელეფონით შეგეხმიანები. ბექა წავიდა, შაკო ნენეს მიუბრუნდა და თვალებში უყურებდა, ნენემ კი დაბნეულად დაიწყო საუბარი.
-მარტო დავრჩით და მინდა დაგელაპარაკო.
-გისმენ, რამე გჭირდება?
-არა, რაც გონზე მოვედი ვფიქრობ და გადაწყვეტილება მივიღე.
-რა გადაწყვეტილება მიიღე ნენე.
-რაც ერთმანეთი გავიცანით ბევრი უსიამოვნება და სირთულეები შეგხვდა, შაკო ასე ვეღარ გავაგრძელებთ.
-მაშინ როგორ გავაგრძელებთ ნენე.
-მადლობა მინდა გითხრა ყველაფრისათვის, მაგრამ ჩვენი გზები უნდა გაიყაროს.
-ნენე რამდენი დრო გავიდა რაც ერთმანეთს ვიცნობთ და ასე თუ ისე გამიცანი, შაკო არ არის ის ადამიანი ვინც შუა გზაზე ტოვებს მეგობარს და ვფიქრობ ჩვენს შორის მეგობრობაზე მეტია სხვა გვარად ჩვენს თითებს არ დაამშვენებდა ქორწინების ბეჭდები. რა გითხრა, რომ დარწმუნდე ჩემს სიმართლეში საჭიროა ავტო საგზაო შემთხვევა მომივიდეს?
-არა, რას ამბობ შაკო.
-მაშინ დამიჯერე, შენს გარეშე გამიჭირდება ყოფნა.
-მეც გამიჭირდება უშენოდ ყოფნა.
-ჰოდა ასე უკეთესია, ჩვენს შორის საიდუმლო არ რჩება, სიყვარულს კი ყოველთვის გასცემს თვალები როცა ამ გრძნობის დაფარვას შეეცდებიან. სწორედ შენმა თვალებმა მაგრძნობინა სიყვარული და მერე გულმაც მისცა ბანი.
-შაკო...............
-გაჩუმდი და მომისმინე, იმ დღეს საავადმყოფოდან რომ წადი ანას შეხვდი, რა უნდოდა მას შენგან.
-არაფერი მნიშვნელოვანი, ქალური რჩევები მომცა.
-რა რჩევები, როგორ უნდა უღალატო და მიატოვო საყვარელი მამაკაცი? ნენემ თვალები დახუჭა და თქვა.
-ანას უყვარხარ და უნდა რომ დაგიბრუნდეს.
-მე არ მეკითხები რა მინდა და ვისთან მინდა?
-შენი არჩევანიც ვიცი, მაგრამ............
-მე კი უცნაური ფიქრები მაწუხებ, ანა და რობერტი ერთმანეთს იცნობდნენ?
-ანა და რობერტი? შეუძლებელია, მაგრამ ვერაფერს გეტყვი. ფიქრობ რომ........
-ვფიქრობ ერთად ხომ არ მოქმედებდნენ ორივე....
-არა, არა, შეუძლებელია. თქვა ნენემ და ჩაფიქრდა შაკომ საათზე დაიხედა და ნენეს უთხრა.
-უნდა წავიდე, რამდენიმე საათით უნდა დაგტოვო.  შაკო ნოდარის სანახავად წავიდა, ნოდარი იწვა ექიმი რომ შევიდა მასთან ქაღალდებით ხელში და ნაღვლიანად შეხედა.
-დრო რამდენი დამრჩა ექიმო.
-თუ მკურნალობას გავაგრძელებთ  და ქიმიასაც გაიკეთებთ შესაძლებელია სიცოცხლის ხანგრძლოვობა ერთი წლით გაიზარდოს.
-მხოლოდ იქამდე მინდა ვიცოცხლო ერთ ადამიანს პატიება ვთხოვო.
-უნდა იბრძოლოთ, რომ იცოცხლოთ და იცხოვროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად.
-საყვარელი ადამიანები? მე აღარ დამრჩა საყვარელი ადამიანები, ვინც დამრჩა ერთადერთი მას ძალიან ვაწყენინე. ვატკინე გული, ვატკინე სული და ცხოვრება შევაზიზღე, ჯოჯოხეთად ვუქციე ეს ჩემი სისასტიკე უფალმაც არ მაპატია და მწარედ დამსაჯა. მე ვიმსახურებ მას რაც მჭირს და ამიტომ არც ვწუწუნებ. ჩემი შვილი მე გავათამამე, მის ყველა სურვილს უსრულებდი და მიხაროდა ბედნიერს რომ ვხედავდი, ვერ წარმომედგინა თუ ოდესმე იმ საზღვარს გადავიდოდა რომელსაც არ უნდა მიახლოებოდა, ამიტომ ის სასჯელს მოიხდის, სამწუხაროა ეს ყველაფერი გვიან რომგავაცნობიერე.
-თქვენი ნერვიულობა არ შეიძლება.
-მინდა ყველაფერი ვიცოდე, ნუ შეეცდებით დამიმალოთ ჩემი ჯამრთელობის დეტალები.
-თქვენ მხოლოდ კარგზე იფიქრეთ.
-როგორ ვიფიქრო კარგზე, როცა ვიცი რომ სულ მალე აღარ ვიქნები.
-უფალი დიდია, მხოლოდ უფლის გწამდეს.
-გამარჯობა,  ექიმო როგორ არის მდგომარეობა. ნოდარის პალატიდან გამოსულ ექიმს შაკო შეხვდა.
-გამარჯობა შაკო.
-თანახმაა ქიმია გაიკეთოს, რომ ცხოვრება ცოტა გაუხანგრძლივდეს.
-თანახმაა, მაგრამ უნდა მხოლოდ იქამდე იცოცხლს რომ ერთ ადამიანს პატიება სთხოვოს.
-რას ვიზამთ, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ დასანანია, როცა შესაძლებელია გამოჯამრთელდეს.
-ვერ გეტყვი რომ გამოჯამრთლდება, მაგრამ მკურნალობა სიცოცხლეს ნამდვილად გაუხანგრძლივებს ქიმია.
-მადლობა ექიმო, შეიძლება შევიდე?
-ნახეთ, მაგრამ დიდი ხნით ნუ გაჩერდები, უკეთესია მშვიდად იყოს. შაკომ ფრთხილად შევიდა ნოდარისთან და საწოლთან ახლოს მივიდა, ნოდარის თეთრი ფერი ედო სახეზე, თვალი გაახილა და შაკოს უთხრა.
-წუთისოფელი მართლაც წუთია, მე ვერ შევძელი წუთში იმ სამოცი წამის გამოყენება სწორად და ძალიან გვიან გავაცნობიერე რომ უფლისგან ბოძებულზე მეტს არ უნდა დახარბდე. მედგრად უნდა გადალახო ყველა ის ბარიერი რომელიც წილად გერგო და თუ ოდესმე ცხოვრებაში წაიქცევი, შეეცადე რომ შენით წამოდგე. დაცემის შემდეგ როცა წამოდგები და ფეხზე მყარად დადგები სწორედ მაშინ დაინახავ შენს ძალას.
-კარგად ამბობ, მაგრამ თავად ძალიან გვიან მიხვდი რაც გამოიარე სირთულეც და სიკარგეც, მაგრამ სირთულეები როცა გქონდა სხვების ზურგზე გადაგქონდა ის სხვები იხდიდნენ დაუმსახურებელ სასჯელს, არაფლის გამო. შენთან არავინის სიკარგე არ ჩანდა და შენი სიკარგე კი ყველას უნდა დაენახა და უნდა დამახსოვრებოდა კიდეც.
-შაკო დრო ძალიან ცოტა დამრჩა, მინდა ნენე ვნახო.
-შევეცდები მოვიყვანო, მაგრამ ჯერ მისი ფეხზე დადგომა არ შეიძლება.
-მადლობა და გთხოვ ნენეს გაუფრთხილდი.
-გაუფრთხილდები, რადგან ნენე ჩემთვის ერთადერთი ქალია. ბექას შაკოს ნახვა უნდოდა და საავადმყოფოში მივიდა, მას უცნაურად მოეჩვენა ექთანის დამოკიდებულება ნენეს მიმართ და ჩაძინებულ ნენეს შეხედა, ნენემ თვალი გაახილა და ექთანს უთხრა.
-დღეს გამიკეთეს ეს წამალი და როგორც ვიცი დღეში ერთხელ კეთდება.
-ეს ექიმის ახალი დანიშნულებაა.
-მე რატომ არ ვიცი თუ ექიმმა წამალი შემიცვალა. ბექა უსმენდა ნენეს და ექთანს შეხედა, ექთანს კი ბექას მისვლა არ ესიამოვნა და ნენეს უთხრა.
-ექიმს ვნახავ და დავბრუნდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent