შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტივი ბედნიერება (სრულად)


14-04-2022, 15:04
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 55 499

- მაო გააღე კარი, რა გჭირს მოკვდი? გააღე ბოლოს და ბოლოს, -კარზე ბრახუნი და გულისგამაწვრილებელი წიკვინი არ წყდებოდა, წამოვიწიე, საათს შევხედე, საღამოს ექვსი ხდებოდა, გადავბრუნდი, თავზე ბალიში დავიდე და ორივე ხელით კარგად ჩამოვიფარე ყურებზე, მაგრამ სულ ტყუილად, კარზე თითოეული დარტყმა ისე მწარედ მესმოდა გაბრუებულ თავში რომ სიგიჟემდე მომინდა მისი მეხუთე სართულიდან გადაგდება, საინტერესოა რომ იცოდეს ახლა რასაც ვფიქრობ მასზე კიდევ გააგრძელებდა ბრახუნს თუ უკანმოუხედავად გაიქცეოდა? ეჰ, ვინ მომცა მე მაგის ბედი რომ ეგ რამემ ან ვინმემ შეაშინოს, ნეტავ საიდან აქვს ამ ერთ ციდა გოგოს ისეთი ძალა რომ ასე ძლიერად აბრახუნებს, რომ არც ჩერდება? შემიყრის მეზობლებს, არანორმალური...
სხვა რა გზა მქონდა, საწოლიდან წამოვიზლაზნე, მოჩაჩული შორტი და მაისური შევისწორე და შიშველი ფეხების ტყაპატყუპით გავედი საძინებლიდან, კარი გავაღე თუ არა ქარბობალასავით შემოიჭრა და დამინახა თუ არა მაშინვე შეიცხადა
- ვაიმე, რა გჭირს?
- რამე მჭირს? -ძლივს ამოვილუღლუღე, კარი მივხურე და დავაპირე მის ტვინის ბურღისთვის გვერდი ამექცია, დიდად არ მიმიტანია გულთან ჩემი დანახვისას მისი რეაქცია, მიჩვეული ვიყავი უკვე მის ასეთ გამოხტომებს.
- მეტი რაღა უნდა გჭირდეს ადამიანს აღარ გავხარ, -ჰოო? აქ ცოტა დავეჭვდი და სახეზე გულწრფელი შეშფოთებაც რომ შევამჩნიე, დაფეთებული შევტრიალდი ფეხსაცმელების კარადის გვერდზე დამაგრებული უზარმაზარი სარკისკენ სადაც თავიდან ბოლომდე ვჩანდი, ყურადღებით შევათვალიერე საკუთარი თავი, აშკარად არაფერი მჭირდა, ისეთი ვიყავი როგორიც ამ ყოველთვის ვარ ხოლმე, გამხდარი, საშუალო სიმაღლის, შავი მხრებამდე თმით და დიდი ლურჯი თვალებით
- კარგი რა ანა რას აზვიადებ არაფერიც არ მჭირს, სრულიად ჩვეულებრივად გამოვიყურები
- ამას ჩვეულებრივს ეძახი? -იმხელა ხმაზე იკივლა შიშისგან შევხტი, მერე უკან დამიდგა, ერთი ხელით ჩემი თეძოზე მომდგარი შორტი დაქაჩა, მეორეთი კი მაისური ამიწია ზემოთ
- რას აკეთებ გოგო შენ? -ისედაც დიდი თვალები უფრო მეტად გამიფართოვდა გაკვირვებისგან.
- რას ვაკეთებ და შეხედე შენს თავს, შევარდნილ მუცელზე და ამოჩრილ მენჯის ძვლებზე მიმითითა, მერე თხელ გამხდარ მკლავებზე გადავიდა, ბოლოს სახეს მიადგა, -ნახე ყვრიმალები როგორ გამოგეკვეთა.
- მაგას რა ჯობია მერე, იცი რომ ხალხი მაგისთვის ბიშექტომიას იკეთებს?
- ბიშექტომია კი არა ატყობ ამ ბოლო რამდენიმე თვეში როგორ გახდი? შენგან აღარაფერი დარჩა, შეხედე ტუჩებიც კი გაგიუფერულდა, სულაც აღარ არის ისეთი მუქი ვარდისფერი ადრე რომ იყო, -ახლა ჩემს ლამაზად მოხაზულ სქელ ტუჩებს მიადგა, რაც მართალია მართალია, მგონი მართლაც დავკარგე ფერი.
- მკერდიც კი დაგიპატარავდა.
- ისედაც პატარა მქონდა.
- ჰოდა ახლა სულ აღარ გეტყობა რომ გაქვს, თვალის უპეებიც მთლად ამოგიშავდა...
- მერედა ვისი ბრალია რომ ამომიშავდა, -ვეღარ მოვითმინე და ახლა უკვე მე ავყვირდი ბოლო ხმაზე.
- ჩემი ბრალია? -ისე გაიკვირვა თითქოს რამდენიმე წუთის წინ მაგას არ აეტეხა ჩემს კარზე ბრახუნი და არ გავეღვიძებინე
მისაღებში გავედი, სავარძელში ჩავესვენე და რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვა გავაკეთე რომ დავმშვიდებულიყავი, ამ ხერხს მაშინ მივმართავდი ხოლმე როცა მთვრალი, გაზულუქებული, უხეში და უზრდელი კლიენტები იმდენად მაღიზიანებდნენ და მიშლიდნენ ნერვებს რომ მათი ნაწილ-ნაწილ აკუწვა და მერე სადღაც უღრან ტყეში დამარხვა მინდებოდა.
- დამშვიდდი? -მომესმა ამჯერად წყნარი ხმა, ცალი თვალით შევხედე ანას რომელიც ჩემს წინ იჯდა და მამა აბრამის ბატკანივით შემომცქეროდა.
- ხომ იცი რომ რამდენიმე საათში სამსახურში ვარ წასასვლელი სადაც მთელი ღამე უნდა გავათენო, რატომ მოდიხარ, მაღვიძებ და ნერვებს მიშლი?
- იმიტომ რომ შენი მეგობარი ვარ, -მშვიდად მიპასუხა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- დავიღალე ანა, დასვენება მჭირდება, ასე გადავიწვები, უნდა დავიძინო, შენ თუ გინდა დარჩი და თუ გინდა წადი, გასვლისას კარი გაიკეტე, -ნახევრად მძინარე წამოვდექი და ის იყო საძინებლისკენ უნდა წავსულიყავი რომ ისიც წამოხტა და კიდევ ერთხელ მიყვირა თანაც ისე რომ ყურებზე ხელი ავიფარე
- შეჩერდი ქალბატონო ჩადუნელო, დაეგდე ამ სავარძელზე და ყურადღებით მომისმინე რასაც გეტყვი, უცნაურად იმოქმედა ჩემზე მისმა ტონმა, არც კი ვიცი რატომ მივბრუნდი უკან, ისევ რატომ ჩავეშვი ისევ სავარძელში და დირექტორთან დაბარებული ურჩი მოსწავლესავით, შეშინებულ-დაბნეულ-აღელვებული რატომ მივაშტერდი სახეში.
- მე შენი ერთადერთი მეგობარი ვარ მაო და მე თუ არა ვინ უნდა დაგანახოს როგორ არასწორად ცხოვრობ და თავს იღუპავ.
ჯანდაბა დაიწყო შეგონება, ახლა აღარ გაჩერდება, არადა როგორ მეძინება, სასწაულია მაგრამ მომშივდა კიდეც, სახლში საჭმელი რომ არაფერი მაქვს...
- არ მისმენ?
- გისმენ ანა, გისმენ.
- იმას გეუბნებოდი რომ ასე ცხოვრებას ვეღარ გაუძლებ, რაღაც უნდა შეცვალო.
- მაინც რა?
- იმით დაიწყე რომ დაანებე თავი ღამის კლუბში მიმტანად მუშაობას, ღამე მიმტანად მუშაობ, დღისით ისედაც სხვა ორ ონლაინ სამსახურს ითავსებ...
- უკეთეს ალტერნატივას მთავაზობ? ფული ციდან არ ცვივა, სამსახურს თავი რომ დავანებო სწავლის საფასურს ვინ გადამიხდის?
- ახლა ხომ შუა ზაფხულია?
- რა მნიშვნელობა აქვს ზაფხულია თუ ზამთარი, მე ყოველთვის ვმუშაობ, სწავლის ქირა, ბინის ქირა, სახარჯო ფული...
- რომელი სახარჯო ფული? საჭმლის მეტში ფულს არაფერში ხარჯავ, სად გაქვს ფულის დასახარჯი დრო, ამ ბოლო დროს საჭმელშიც კი აღარ გეხარჯება იმიტომ რომ არაფერს ჭამ, გახდი, ადამიანს აღარ გავხარ, აღარავისთან ურთიერთობ...
- შენი აზრით სისულელეებში დასახარჯი დრო მაქვს?
- მეც მაგას ვამბობ, შენ როგორც თავს იტვირთავ იმის საჭიროება ნამდვილად არ გაქვს, ყველას თავს არიდებ, გარშემო აღარავინ დაგრჩა, ნათესავები ისედაც არ გყავდა, კაცის და ბიჭის გაგონება შენ არ გინდა, ახლა მეგობრებიც აღარ გყავს, ყველამ მიგატოვა...
- ცოტახანში შენც მიმატოვებ და საბოლოოდ დავისვენებ, -ჩავიბურტყუნე და უსირცხვილოდ გავუსწორე თვალი ჩემს ერთადერთ მეგობარს, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ჯიუტად არ მშორდებოდა გვერდიდან და როგორც თვითონ ამბობდა, ჩემი შავი ხვრელიდან ამოთრევას და გადარჩენას ცდილობდა, საინტერესოა სადამდე ეყოფა ენთუზიაზმი, სხვები ხომ მალევე დანებდნენ, აღარავის ვახსოვარ, აღარავინ მკითხულობს, ასე უკეთესიც კია, ძილი და სამსახური, ძილი და სამსახური, ძილი და სამსახური...
- ისევ აღარ მისმენ.
- ვეღარ მორჩი?
- ჯერ ვერა, -გაიღიმა, და უფრო უკეთ მოეწყო, ჰმ, აშკარად მეორე სეანსი იწყება, ახალი შეტევისთვის უნდა მოვემზადო.
- მამაშენს ისევ არ ეკონტაქტები?
- იმ კაცს გულისხმობ რომელიც პირველად შვიდი თვის წინ ვნახე? დედაჩემის დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ რომ გამომეცხადა უკვე ბანკისგან გაყიდულ ბინაში და ურცხვად შემომთავაზა დაკრძალვის ხარჯების, ბანკის და საავადმყოფოს ვალების გასტუმრება?
- კარგი რა მაო, რატომ ხარ ასეთი ამაყი და ჯიუტი, ბოლოს და ბოლოს კაცი მილიონერია, სხვა თუ არაფერი მისი ფული ხომ მაინც შეგიძლია გამოიყენო და ასე წვალება და რამდენიმე სამსახურში მუშაობა მაინც აღარ მოგიწევს.
- ასე მიცნობ? -მწარედ გამეცინა და თავი ხელებში ჩავრგე რომ ჩემი აცრემლიანებული თვალები არ დაენახა, -იცი რა, პირველად რომ დავინახე, როცა მითხრა რომ მამაჩემი იყო, რატომღაც ვიფიქრე რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, ვიფიქრე რომ აუცილებლად ექნებოდა გასამართლებელი საბუთი თუ რატომ მიგვატოვა, პატიება რომ ეთხოვა ვაპატიებდი, ვიფიქრე რომ მასთან ერთად ცხოვრებას შემომთავაზებდა, მან კი ფული შემომთავაზა იმის სანაცვლოდ რომ მის იდეალურ ცხოვრებაში არ ჩავრეულიყავი, პრობლემების მოგვარება შემომთავაზა, სახლი, მანქანა, ყველანაირი კომფორტი...
- მერე რა მოხდა?
სიცილი ვერ შევიკავე, გაოცებულმა გავშალე ხელები და ირგვლივ მიმოვიხედე.
- მეხუმრები?
- მე... მე... მაპატიე მაო, უბრალოდ დავიბენი, არასოდეს გითქვამს რომ მამაშენმა ასეთი რამ შემოგთავაზა.
- ჰო, ნამდვილად არ არის ადვილი ამაზე საუბარი.
- ამიტომაც თქვი ყველაფერზე უარი, მე კი მიკვირდა...
- ჰო, ყველას უკვირდა, ბაჩო გახსოვს?
- ბაჩო? შენი მეგობარი ბაჩო? შენზე რომ გიჟდებოდა?
- გიჟდებოდა არა ის, მამაჩემის გამოჩენის შემდეგ აღმოაჩინა რომ თურმე ვუყვარდი და როცა მიხვდა რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა, სიყვარული კი არა მეგობრობაზეც უარი მითხრა, არადა საკმაოდ ახლო მეგობრები ვიყავით, ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, არანორმალური ხარ, შენნაირ იდიოტთან დასაკარგი დრო ნამდვილად არ მაქვსო მითხრა, სიმართლე რომ გითხრა არ მწყენია, მართლაც იდიოტი ვარ რომ მისნაირ ნაძირალას ჯერ მეგობარი ვუწოდე და შემდეგ შეყვარებული.
- ვწუხვარ მაო, ძალიან ვწუხვარ.
- შენ რატომ სწუხხარ? შენ რა შუაში ხარ? ჯერ დედაჩემის სიკვდილმა და შემდეგ მამაჩემის გამოჩენამ, ყველა იმ ადამიანის ნამდვილი სახე დამანახვა ვინც გარს მეხვია და მერწმუნე ეს არ იყო ადვილი გადასატანი, მატყუარები, პირფერები, ცხვრის ტყავში გახვეული მგლები...
- მეც ასეთად მიგაჩნივარ? -აკანკალებული ხმით მკითხა და პასუხის მოლოდინში ჩემს ზურს უკან მოწიკწიკე საათს გაუშტერა მზერა.
- შენ? შენ ყველაზე სუფთა და კარგი ხარ ანა, მართალია გამუდმებით თავს მაბეზრებ და ნერვებს მიშლი მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ.
- აშკარად შევატყვე რომ ამას ნამდვილად არ ელოდა, სახეში შემომხედა და დაკვირვებით შემათვალიერა, თითქოს ცდილობდა გაეგო სერიოზულად ვუთხარი თუ არა რაც ვუთხარი, ბოლოს იმხელაზე იკივლა რომ ლამის გული გამიხეთქა, სავარძლიდან წამოფრინდა, კალთაში ჩამიხტა და ჩამეხუტა, თავი ჩემს მხრებზე ჩამოყრილ თმებში ჩარგო და ატირდა.
- მადლობა, მადლობა, -ჩურჩულებდა გაუთავებლად და გამხდარი მხრები უთრთოდა, ეს გოგო გამაგიჟებს, მხოლოდ ის ვუთხარი რომ მიყვარს და მადლობებს მიხდის, ცრემლები ვერ შევიკავე, ჯანდაბა, მაინც მოახერხა და ამატირა, ახლა უკვე შეწყობილად, ორ ხმაში ვღრიალებდით.
- ადექი ჩემი მუხლებიდან, -ჩავიღრინე როცა ცოტა დავწყნარდი, -ვინმემ რომ დაგვინახოს რას იფიქრებს? ჯერ იყო და შემოსასვლელში ლამის გამაშიშვლე ახლა კი შეყვარებულივით კალთაში მიზიხარ და მეხუტები.
- როდის აქეთია გაინტერესებს რას იფიქრებენ სხვები? -ამოისლუკუნა და წამოდგა
- მართალი ხარ სულაც არ მაინტერესებს.
- მპირდები რომ იფიქრებ ამ ყველაფერზე?
მუდარაჩამდგარი ლამაზი შავი თვალებით შემომცქეროდა, ჩემი პატარა, ლამაზი გოგო, რომელსაც არასდროს არ მივუტოვებივარ, რომელიც უანგაროდ მინაწილებდა, საკუთარ საძინებელს და საკვებს როცა სრულიად უფულოდ, მარტოდმარტო, ქუჩაში დავრჩი...
- კარგი, კარგი ნუ მიყურებ ასეთი თვალებით, გპირდები რომ ამის შემდეგ სამსახურის გარდა სხვა რაღაცეებისთვისაც გამოვნახავ დროს, -ვუთხარი და უცნაური კმაყოფილება და სიმსუბუქის შეგრძნება დამეუფლა მისი გაბრწყინებული სახის დანახვისას.
- - - - - - - - -
დღესაც ჩვეულებრივად დაიწყო ყველაფერი, ჩემი სმენა ღამის ათ საათზე იწყებოდა, თხუთმეტი წუთი აკლდა რომ მივედი, სასწრაფოდ გამოვიცვალე, შავი ვიწრო შარვალი, ასეთივე ვიწრო, შავი, მოკლემკლავიანი მაისური, დაბალძირიანი ფეხსაცმელი და პატარა ღია ყავისფერი წინსაფარი, ასეთი იყო ჩვენი უნიფორმა, თმა უკან შევიკარი და დარბაზში გამოვცხადდი მუშაობის დასაწყებად, ბარი სადაც ვმუშაობდი საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ადგილი იყო და ახლაც როგორც ყოველთვის ხალხით იყო სავსე, მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე, სახეზე ხელოვნური ღიმილი ავიკარი და ბარისკენ წავედი პირველი შეკვეთის ასაღებად.
- დღეს კარგად გამოიყურები, -ჩვენმა სიმპათიურმა, ქერათმიანმა, ავსტრალიელმა ბარმენმა კაილმა საყვარელი აქცენტით მომახალა კომპლიმენტი და ისე გულწრფელად და გულიანად გამიღიმა რომ საპასუხო ღიმილი ვერ შევიკავე.
- მადლობა, შენც მშვენივრად გამოიყურები.
- საპასუხო კომპლიმენტისთვის არ მითქვამს, დღეს მართლა სხვანაირი ხარ, თვალები გიციმციმებს.
- ჰოო, მეგობარს შევურიგდი.
- იმ ლამაზ გოგოს გულისხმობ აქ რომ გაკითხავდა ხოლმე და საკმაოდ უხეშად რომ ექცეოდი?
- ჰო, იმას ვგულისხმობ და შემრცხვა, მართლა ასეთი შესამჩნევი იყო ჩემი საქციელი?
- იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ შერიგდით, -კიდევ ერთხელ გამიღიმა და ქათქათა კბილები გამოაჩინა.
ასეთი იყო კაილი, არაფერს იტყოდა ზედმეტს, არ უყვარდა ტყუილად საუბარი და ჭორაობა, ყოველთვის თბილი ტკბილი და ხალისიანი იყო.
- აი ეს სასმელები იმ მაგიდაზე წაიღე, ბარის შორეულ კუთხეში მდგარ მაგიდაზე მანიშნა რომელთანაც ოთხი მამაკაცი იჯდა გოგონებთან ერთად, ლანგარი ავიღე და წელში გავიმართე.
- ღიმილი არ დაგავიწყდეს, -შემახსენა და თავის საქმეს მიუბრუნდა.
შეკვეთა მივიტანე და ისე ჩამოვარიგე არავისთვის შემიხედავს სახეში, საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ იყვნენ, რას წარმოადგენდნენ, რამდენი ფული ჰქონდათ ან საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებდნენ აქ.
- რას უნდა აკეთებდნენ შე შტერო, -გავიფიქრე ჩემთვის და ძლივსშეკავებული ღიმილისგან ტუჩის კუთხე ამეპრიხა, -დალევენ, გამოთვრებიან, წაიყვანენ მერე ამ ნაშებს, იჟიმავებენ, მაგრამ ისეთი მთვრალები იქნებიან რომ მეორე დღეს აღარც კი ეხსომებათ რა გააკეთეს, -ჯანდაბა რატომ ვფიქრობ ასეთ რამეებზე, რა ჩემი საქმეა ვინ ვის გაჟიმავს, სასწრაფო წესით ჩამოვარიგე დარჩენილი ჭიქები და ის იყო წელში გავსწორდი რომ, დავინახე როგორ მოეხვია გრძელი, თლილი თითები იმ ვისკის ჭიქას რომელიც ცოტა ხნის წინ დავდგი მაგიდაზე, ჩემი ერთადერთი სისუსტე, მამაკაცის თითები, ეს თითები კი ისეთი ლამაზი იყო... თავისუფლად შემეძლო მათი წარმოდგენა ჩემს სხეულზე, უნებურად გავაყოლე ჭიქას თვალი, დავინახე როგორ მიიტანა მსხვილ, ვნებიან ტუჩებთან და მოსვა, გაუაზრებლად გადავყლაპე ნერწყვი...
- კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? -ძლივს ამოვილუღლუღე და უარის მიღების შემდეგ არ მახსოვს ბართან როგორ დავბრუნდი.
- კარგად ხარ? -კაილს არც ამჯერად გამოპარვია ჩემი არეული სახე.
- მგონი ვგიჟდები.
- დღეს არ გაგიჟდე რა ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს, -ისევ გამიცინა.
- კარგი ბოს რაკი შენ იტყვი... -რევერანსი გავუკეთე და შეკვეთების ასაღებად წავედი, მართლაც დატვირთული ღამე იყო, რამდენიმე საათის განმავლობაში ხუთი წუთითაც კი ვერ მოვახერხე დაჯდომა, ლამაზთითებიანის მაგიდას სხვა მიმტანი ემსახურებოდა თუმცა ახლა მისი თავი ნამდვილად არ მქონდა, საშინლად ვიყავი დაღლილი, როგორც იქნა ჩემი ცვლა დამთავრდა, გამოვიცვალე და მთქნარებით გამოვედი ბარიდან, თენდებოდა, ახლა ერთადერთი რაც მინდოდა თბილი შხაპი იყო და საწოლი.
- ძალიან დაიღალეთ? -ბოხი სასიამოვნო ხმა მომესმა, შევბრუნდი, ჩვევა მქონდა ფეხებიდან ვიწყებდი ადამიანის შეთვალიერებას, ახლაც ასე მოვიქეცი ნელ-ნელა ავაყოლე მზერა, სპორტული ფეხსაცმელი, ღია ფერის ჯინსის შარვალი და თეთრი უბრალო მაისური, მაღალი იყო, ტანადი, ოდნავ გრძელი შუბლზე ჩამოყრილი თმა და ალბათ რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერი ძალიან უხდებოდა, შავი, უცნაურად მოკიაფე თვალებით მიმზერდა და ძლივსშესამჩნევად იღიმოდა, ჯანდაბა ვერ ვხვდებოდი რატომ მეცნობოდა ასე ძალიან, ტუჩები... როგორი ნაცნობია... ხელი ასწია და საჩვენებელი და შუა თითით ქვედა ტუჩს შეეხო, უნებურად გამეღიმა, ის იყო, ის ლამაზთითებიანი...
- ჰო, ძალიან დავიღალე, -ვუპასუხე როგორც იქნა, -ძალიან დავიღალე და ერთი სული მაქვს როდის დავიძინებ, ასე რომ...
- სახლამდე მიგიყვან, -იქვე გაჩერებულ სპორტულ, აშკარად ძვირადღირებულ ავტომობილზე მანიშნა.
- რატომ?
ისე შემომხედა აშკარად გაუკვირდა ჩემი კითხვა, ერთხანს უხმოდ მიყურებდა მერე მხრები აიჩეჩა.
- ისე უბრალოდ.
- უბრალოდ არასდროს არაფერი ხდება, -ჩავიღრინე და ზურგი შევაქციე, სწრაფი ნაბიჯით გავუყევი ტროტუარს, ნამდვილად არ ვაპირებდი ვიღაც პოტენციურ, მანიაკს, მკვლელს, ან მოძალადეს მხოლოდ იმიტომ ჩავჯდომოდი მანქანაში რომ სულისშემკვრელად ლამაზი თითები ჰქონდა...


- - - - - - - - - - - - -


ფრთხილად ამიწია მაისური ზემოთ, მარჯვენა ძუძუზე თითებით წამეთამაშა და გამაგრებული კერტი კბილებში მოიქცია, მეორე ხელით აუტანლად ნელი მოძრაობით ჩაუყვა მუცელს, გრძელი თითები საცვლის შიგნით ჩააცურა და...
საკუთარმა ხმამაღალმა კვნესამ გამომაფხიზლა, ღრმად ვსუნთქავდი, ფეხებსშორის სიმხურვალეს და სისველეს ვგრძნობდი, ძლივს მოვედი გონს, ესეც ჩემი პირველი ეროტიული სიზმარი, ესღა მაკლდა
- არ უნდა გეთქვა უარი სახლში წამოყვანაზე, მერე იქნებ ყავაც შეგეთავაზებინა და იმ თითებსაც სინამდვილეში იგრძნობდი მაგ შენს ტაბუდადებულ ვაგინაზე, -ჩემს შიგნით აქამდე მშვიდად მჯდარმა მეორე მემ გაბრაზებულმა ჩაისისინა და დაუკმაყოფილებელი ვნებით სავსე თვალები დააკვესა, ისევ საწოლზე დავვარდი და ჩვეულებისამებრ თავზე ბალიში დავიფარე, თითქოს ეს უშველიდა ჩემს ამბოხებულ ჰორმონებს.
რათქმაუნდა ვერ უშველა, კიდევ კარგახანს ვიწრიალე საწოლში, ვერც დაძინებას ვახერხებდი და ვერც მის დავიწყებას, საათს შევხედე, საღამოს შვიდი საათი ხდებოდა, არა უშავს მაინც კარგად მძინებია, დღეს ასე თუ ისე გამოძინებული წავალ სამსახურში, შორტი ამოვიცვი და ფეხარეული, ბარბაცით გავედი სამზარეულოში, ამ ბოლო თვეების განმავლობაში პირველად შემაწუხა შიმშილმა, მაცივარი გამოვაღე, ერთხანს თვალებმოჭუტული შევცქეროდი ცარიელ თაროებს, ერთი კვერცხი, ორი ცალი ლიმონი და ნახევარი ქილა დაობებული არაჟანი, მაცივრის კარი დავხურე, მერე ისევ გამოვაღე, თითქოს თავისით გაჩნდებოდა რამე.
- ჯანდაბა, როგორ არ მინდა ახლა ქვემოთ ჩასვლა, -დავიწუწუნე თუმცა სხვა რა გზა მქონდა, აჯანყებულ, მოღალატე მუცელს ვერაფერს ვუხერხებდი, იქვე შემოსასვლელში მიყრილი თეთრი სპორტული ფეხსაცმელი ჩავიცვი, თმა შეძლებისდაგვარად შევისწორე, კარი გამოვიხურე და კიბეზე დავეშვი.
ახლოს იყო მარკეტი, ასიოდე მეტრის დაშორებით იმ შენობიდან სადაც ვცხოვრობდი, კვერცხი, პური, ცოტა ხილი, მაკარონი, ბოსტნეული, რამდენიმე სხვადასხვანაირი ნამცხვრის ნაჭერიც კი ვიყიდე და უზარმაზარი ყუთით ნაყინი, ორი სავსე პარკით გამოვედი და ნელი ნაბიჯით გავუყევი ტროტუარს, სადარბაზოსთან ახლოს შორიდანვე შევამჩნიე შავი, სპორტული ავტომობილი, მივუახლოვდი თუ არა დაიძრა და იქაურობას მოშორდა, ძალიან მეცნობოდა, ვერაფრით გავიხსენე საიდან, ალბათ რომელიმე ახალი მეზობლისაა, ლიფტი არ მუშაობდა, მესამე სართულამდე ძლივს ავათრიე პარკები და როგორც კი შევედი მაშინვე საჭმლის კეთება დავიწყე, მაკარონი ბოლონეზეს სოუსით და ბოსტნეულის სალათი, უკვე ყველაფერი მზად მქონდა როცა კარზე კაკუნმა შემაწყვეტინა თითქმის დაწყებული ჭამა, დარწმუნებული ვიყავი ისევ ანა იქნებოდა, კარი გამოვაღე და არც კი შემიხედავს კართან ვინ იდგა ისე გამოვბრუნდი უკან.
- შეიძლება შემოვიდე? -ნაცნობი ბოხი ხმის გაგონებისას უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, შევბრუნდი, ზღურბლზე მაღალი, ორმოცდახუთიოდე წლის, კლასიკურად გამოწყობილი, საფეთქლებთან თმაშევერცხლილი, სიმპათიური, ლურჯთვალება მამაკაცი იდგა.
- ამჯერად რისთვის მობრძანდი ბატონო ირაკლი? -ვკითხე და საერთოდ არ გამკვირვებია რომ მის მიმართ ვერაფერი ვერ ვიგრძენი, საერთოდ ვერაფერი.
- ჯობია შემოვალ შვილო და ისე ვისაუბროთ.
- შვილო? ნუ მაცინებ რა, არ გიხდება ამ სიტყვის ხმარება, ყოველ შემთხვევაში მე რომ ასე მიწოდებ ნამდვილად სასაცილოდ ჟღერს, ისეთი სახით ნუ მიყურებ თითქოს რაღაც არარეალურს ვამბობდე და გულს გტკენდე, შენ რა გინდა მე მაგრძნობინო თავი დამნაშავედ? მაგას ვერ ეღირსები.
ისეთი თვალებით შემომხედა ცოტაც და დავიჯერებდი რომ მართლაც სადღაც გულის სიღრმეში მაინც ტკიოდა ჩემი სიტყვები.
- იქნებ მაინც შემოვსულიყავი, -დაბალი შემპარავი ხმით მითხრა.
- კარგი, კარგი, მოდი, ჩემთვის სულერთია სად ვისაუბრებთ მაგრამ აქ კედლებსაც ყურები აქვთ, ჩემმა რომელიმე მეზობელმა რომ გაიგოს ჩვენს შესახებ მერე რაღა ეშველება შენს იდეალურ ოჯახს და უმწიკვლო რეპუტაციას, -მისი აწეული წარბისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, კარი ფართოდ გავაღე, გვერდზე გავდექი და გზა დავუთმე, პირდაპირ მისაღებისკენ წავიდა, იქაურობა შეათვალიერა და სავარძელში ჩაეშვა.
- ესე იგი აქ ცხოვრობ?
- როგორც ხედავ.
- შენი სახლი ბანკისგან გამოვისყიდე, ისევ შენია და ნებისმიერ დროს შეგიძლია გადასვლა, -ასე პირდაპირ მომახალა და ცოტა არ იყოს ამაყი სახით ელოდა ჩემს რეაქციას, ვერ ვიტყვი რომ არ გავოცდი თუმცა კარგად მეხერხებოდა ემოციების დამალვა, მის წინ მშვიდად მოვკალათდი დივანზე.
- მერე?
- რა მერე, ახლახანს გითხარი რომ სახლი ისევ გაქვს.
- ეს რატომ გააკეთე.
- უბრალოდ მინდოდა რომ ისევ გქონოდა სახლი.
- უბრალოდ არასდროს არაფერი ხდება.
- ასე ფიქრობ?
- მართალია სულ რამდენჯერმე შეგხვდი, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის რომ გამეგო თუ როგორი ადამიანი ხარ, შენ უბრალოდ არაფერს აკეთებ, ყოველ შემთხვევაში ჩემთან მიმართებაში არ აკეთებ, მიდი დაიწყე, რა გინდა სამაგიეროდ, ამ პლანეტიდან გადასახლება უნდა მთხოვო? თუ ასეა შეცდი, სახლის მაგივრად კოსმოსური ხომალდი უნდა გეყიდა...
- გეყოფა ტლიკინი და მომისმინე, -იმხელა ხმაზე იღრიალა რომ შევხტი, მაგრამ შიშის ნაცვლად სიბრაზემ მოიცვა მთელი ჩემი არსება, ვუყურებდი ჩემს წინ მჯდარ მამაკაცს რომელიც მამად მეკუთვნოდა და იმდენად ვგავდი რომ ასე მეგონა საკუთარ თავს ვუყურებდი სარკეში, ვუყურებდი როგორ უჭირდა თავის შეკავება რომ თუ მოსიყვარულე მამასავით არა უბრალოდ მშვიდად მაინც მოქცეულიყო, იმდენად მშვიდად რომ სახლიდან არ გამეგდო, ვუყურებდი და ვცდილობდი მის ბრაზიან ლურჯ თვალებში სულ ცოტა სიყვარული და მონატრება მაინც დამენახა მაგრამ სულ ტყუილად, საშინელება ყოფილა იმედგაცრუება...
- მგონი ვიღაცაში გეშლები ირაკლი, -ისე მშვიდად დავიწყე საუბარი რომ უნებურად გამეღიმა ჩემს თავზე, ჩემი ღიმილის დანახვისას ამჯერად გაოცება დაეტყო სახეზე.
- გგონია უფლებას მოგცემ ასე უბრალოდ დაუპატიჟებლად მომადგე და მერე ისე მიღრიალო თითქოს არავინ ვიყო? დაიმახსოვრე ეს ბოლოჯერ მოხდა, ახლა შეგიძლია წახვიდე და შენს ცოლს და კიდევ არ ვიცი ვინც გყავს იმათ უყვირო ასე...
- შვილი მყავს, ბიჭი, შენზე ოთხი წლითაა დიდი, ონისე ჰქვია...
მეგონა სამყარო თავზე ჩამომექცა და ქვესკნელში ჩამიტანა, ძმა მყავს, უფროსი ძმა... ბუნდოვნად მესმოდა რას მეუბნებოდა იმის შესახებ რომ თურმე ონისეს საიდანღაც გაუგია რომ და ჰყავს და მეძებს, რომ მის ცოლს არ უნდა რომ მათ ცხოვრებაში გამოვჩნდე, რომ ცოლი ემუქრება რომ თავს მოიკლავს თუკი მე და ონისეს ურთიერთობა გვექნება, რომ ყველაფერს მომცემს რაც მინდა, საზღავარგარეთ სწავლას და საცხოვრებელს დამიფინანსებს, ფულსაც რამდენსაც ვეტყვი იმდენს მომცემს ოღონდ ქვეყნიდან წავიდე...
- წადი, -ჩემი ჩახლეჩილი ხმა თვითონაც ძლივს ვიცანი.
- რაა?
- ახლავე ადექი და გაეთრიე აქედან სანამ ჯერ კიდევ შემრჩა მოთმინება, წადი და მეორედ აღარ მოხვიდე, შენს დანახვაზე უკვე გული მერევა, წადი...
- წამოდგა, ერთხანს უხმოდ მიყურა, არ ვიცი როგორ გამოვიყურებოდი ან რა მეწერა სახეზე მაგრამ ვეღარაფერი თქვა, გავიდა და უჩუმრად გაიხურა კარი.
ხელების კანკალით ავკრიფე ნომერი.
- ანი მჭირდები შეგიძლია მოხვიდე? -მივახალე როგორც კი მიპასუხა, ზედმეტი არაფერი უკითხავს, ნახევარ საათში მანდ ვარო მითხრა და გათიშა, ოცი წუთიც არ გასულა რომ მოვიდა, ისევ არაფერი უკითხავს უბრალოდ ჩამეხუტა და მაცადა რომ მეტირა და უარყოფითი ემოციებისგან დავცლილიყავი, მერე უკვე გაციებული მაკარონი გაათბო და ძალით მაჭამა, როცა უკვე დანაყრებული და დამშვიდებული დამიგულა მხოლოდ მაშინ ჩამოჯდა ჩემს წინ და კითხვებით სავსე თვალებით მომაჩერდა, დეტალურად მოვუყევი ყველაფერი, გაოცებისგან პირდაღებული მისმენდა.
- ესე იგი ძმა გყავს? წარმომიდგენია როგორ გაგიხარდა, შენ ხომ ყოველთვის გინდოდა უფროსი ძმა გყოლოდა.
- გამიხარდებოდა იმ არაკაცის წინადადება რომ არა.
- კარგი რა, ეგ რა შუაშია, ახლა არ მითხრა რომ დათანხმდები და ქვეყნიდან წახვალ მხოლოდ იმიტომ რომ მისმა ცოლმა თავი კარგად იგრძნოს, -ანი აღელვებული საუბრობდა, გაცეცხლებული, ახლა ალბათ ირაკლის ცოლი რომ ჰყოლოდა წინ შუაზე გაგლეჯდა.
- უსინდისო ქალი, როგორ შეუძლია ასე მოიქცეს, ბოლოს და ბოლოს დაძმა ხართ და უფლება გაქვთ ერთმანეთს იცნობდეთ და ურთიერთობა გქონდეთ.
- შეუძლია მშვიდად იყოს, არ ვაპირებ მათთან არანაირ ურთიერთობას, -ვთქვი მშვიდად მაგრამ ძალიან გამიჭირდა ამის თქმა, ძმა რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მყავდა, აქ სადღაც ჩემთან ახლოს იყო, მეძებდა, შეიძლება ვუყვარდი კიდეც მიუხედავად იმისა რომ ჯერ არ მიცნობდა...
- მგონი რასაც ამბობ იმაში დარწმუნებული არ ხარ.
- არ ვიცი ანა მართლა არ ვიცი, შეიძლება შემდეგში როცა ჩემი ტვინი ამ ყველაფერს გადახარშავს და დაალაგებს სხვანაირადაც ვიფიქრო ახლა კი არ შემიძლია, ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს.
- - - - - - - - -
იმ დღის შემდეგ მამაჩემი აღარ შემხმიანებია, იცოდა რომ სიტყვას არ გადავიდოდი, ისიც მშვენივრად იცოდა რომ ონისეს მოძებნას არ შევეცდებოდი, მართალი იყო, სოციალურ ქსელებშიც კი არ მომიძებნია, სხვა რამეზე ვცდილობდი ყურადღების გადატანას, უფრო მეტს ვმუშაობდი, საერთოდ აღარ ვიტოვებდი თავისუფალ დროს რომ მათზე არ მეფიქრა... უკვე დეკემბრის შუა რიცხვები იყო და მე კი ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მიცდია რამის გარკვევა მის შესახებ...
- გამოფხიზლდი მაო შენი ბიჭი მოვიდა, -კაილმა ბარზე ჩემს წინ აათამაშა თითები.
- რა? რომელი ბიჭი, ვის გულისხმობ?
- მაგას მე მეკითხები? იმას ვგულისხმობ ყოველდღე რომ დადის აქ შენი გულისთვის.
ინსტიქტურად გავხედე იმ მაგიდას სადაც მეგობრებთან ერთად ჯდებოდა ხოლმე ჩემი ლამაზთითებიანი და როგორც კი ცეცხლოვან შავი თვალების მზერას შევეჩეხე, მაშინვე კაილისკენ შევბრუნდი.
- სხვა გაუშვი რა შეკვეთის ასაღებად, ახლა მაგის თავი არ მაქვს.
- სხვას არ ცალია და თანაც ვიცი რომ ერთი სული გაქვს შენ მიხვიდე მასთან.
- კარგი რა, რა აზრი აქვს?
- როგორ თუ რა აზრი აქვს, ვერ ხედავ როგორ გიყურებს? ყოველ დღე შენს გამო დადის აქ.
- მისი სახელიც კი არ ვიცი.
- დემეტრე ჰქვია, გავიგე შემოსვლისას როგორ მიმართავდნენ ბიჭები ერთმანეთს და მერწმუნე არ ვცდები, შემოვა თუ არა ეგრევე შენს ძებნას იწყებს ხოლმე თვალებით.
ვერ შევედავებოდი სრულიად შესაძლებელია კაილი მართალი ყოფილიყო, იმ დღის შემდეგ როცა სახლამდე მიყვანა შემომთავაზა და უარი ვუთხარი, თითქმის ყოველღამე მოდიოდა ბარში, ცოტას სვავდა და მეგობრებისგან განსხვავებით რომლებიც ზოგჯერ ორ-ორ გოგოსთან ერთად ტოვებდნენ ბარს ის ყოველთვის მარტო გადიოდა, არაფერს მეუბნებოდა, არც კი მესალმებოდა, არცერთხელ არ უცდია ჩემთან გამოლაპარაკება, უბრალოდ მოდიოდა მეგობრებთან ერთად, სვავდა, საუბრობდა, იცინოდა და დაჟინებულ მზერას არ მაშორებდა ხოლმე.
- კაილ მართლა ფიქრობ რომ მოვწონვარ? -ვერც კი მივხვდი რატომ ვკითხე.
- უკვე გითხარი რასაც ვფიქრობ, ასეთი რაღაცეები არ მეშლება, მოსწონხარ კი არა გიჯდება შენზე, -წესით ამას თვითონაც უნდა მიმხვდარიყავი, უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან გაქვს გონება გაფანტული.
- თუ ასეა რატომ არ მეუბნება?
- რა ვიცი, რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
- მაინც რა?
- შეიძლება მორცხვია, -ჩემი აზიდული წარბების დანახვისას კაილს გაეღიმა, -შეიძლება იმდენად მოსწონხარ რომ უარყოფითი პასუხის მიღების ეშინია.
- ჰო, ეს უფრო ლოგიკურია, წავალ შეკვეთას ავიღებ.
- ღიმილი არ დაგავიწყდეს, -ტრადიციულად შემახსენა კაილმა და მეც იმწამსვე ავიკარი სახეზე, ყალბი, მხიარული და ბედნიერი გამომეტყველება, მაგიდასთან მივედი შეკვეთის ჩასაწერად, ამჯერად ხუთნი იყვნენ, როგორც ყოველთვის ის ჩუმად იყო და სხვები მაძლევდნენ შეკვეთას, ძალაუნებურად გამექცა თვალი მისი თითებისკენ რომლებითაც მაგიდაზე სანთებელას ათამაშებდა და გაუცნობიერებლად მოვილოკე გამშრალი ტუჩები.
- კიდევ ინებებთ რამეს? -ვიკითხე და აღელვება რომ დამეფარა რაც შეიძლება გულითადად გავიღიმე.
- ასე რატომ იღიმი? -მომესმა უცებ, თავი ავწიე და ლურჯ თვალებს შევეფეთე, წამით მომეჩვენა რომ სარკეში საკუთარ თვალებს ვუყურებდი, ეს ბიჭი აქამდე არასდროს მენახა მათთან ერთად, ან უბრალოდ აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ არ მტოვებდა შეგრძნება რომ საიდანღაც ვიცნობდი, უბრალოდ ვერ ვიხსენებდი, მაღალი იყო, მუქი ფერის თმით, ღია ფერის კანით და ულამაზესი თვალებით, წამით ენა ჩამივარდა...
- როგორ ასე? -ძლივს ამოვღერღე
- ყალბად, -მიპასუხა ისე რომ თვითონაც არ მოუცილებია ჩემთვის თვალი.
- ისე ვიღიმი როგორც საჭიროა, -მივუგე ცივად.
- საინტერესო იქნებოდა შენი ნამდვილი, გულწრფელი ღიმილის დანახვა, -მითხრა და ვიგრძენი როგორ დაიძაბა მის გვერდით მჯდარი დემეტრე, მაშინვე შემოვბრუნდი და წამოვედი, ახლა უკვე მთელი საღამო ორი მამაკაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი და ეს ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემზე.
- ხუთი წუთით გარეთ უნდა გავიდე კაილ, უკვე აღარ შემიძლია ვეღარ ვსუნთქავ, -ვუთხარი, წინსაფარი მოვიძვრე და იქვე დავუდე ბარზე, უხმოდ დამიქნია თავი, სწრაფი ნაბიჯით გავედი გარეთ, შესასვლელს რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი, კედელს მივეყრდენი და ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი.
- კარგად ხარ? -თვალები გავახილე და ჩემი იდუმალი ბიჭი დავინახე, ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულისცემა და პირი გამიშრა, ვერაფერი ვთქვი, მხოლოდ თავი დავუქნიე, ჩემს გვერდით მიეყრდნო კედელს, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ამოაძვრინა, თუმცა არ მოუკიდებია, თითებში ათამაშებდა, მეც დაჰიპნოზებულივით თვალს ვერ ვაშორებდი.
- ჩემს მეგობარს იცნობ? -მკითხა ასე უბრალოდ ყველანაირი შესავლის გარეშე.
- რაა? -ძლივს გამოვერკვიე და მის თითებს თვალი მოვაშორე, რომელ მეგობარს გულისხმობ? მე შენც კი არ გიცნობ, შენს მეგობრებს საიდან უნდა ვიცნობდე?
- ჰოდა მგონი დროა ამას მივხედოთ, -წინ დამიდგა და ხელი გამომიწოდა, -მე დემეტრე მქვია, -ზემოდან დამყურებდა, მიღიმოდა, თვალს არ მაშორებდა, ჯანდაბა ახლა მივხვდი რომ მხოლოდ თითები არაფერ შუაში იყო, ეს ბიჭი თავიდან ბოლომდე არანორმალურად მიზიდავდა, მისგან ისეთი იმპულსები მოდიოდა, მთელი სხეული მიხურდა, მიუხედავად იმისა რომ შუა დეკემბერში ქუჩაში მოკლემკლავიანი მაისურით ვიდექი.
- მაო, -ძლივს ამოვილუღლუღე და ხელი შევაგებე, თითები მაგრად მომიჭირა და ახლოს მიმიზიდა, არ გავძალიანებულვარ, ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდოდა, მის მკლავებში შეყუჟვა და ცოტა ხნით ამ სამყაროსგან გაქცევა...
- აბა მეტყვი საიდან იცნობ ონისეს? მთელი საღამო თვალი არ მოგიშორებია მისთვის, -ისე უცბად დავენარცხე ღრუბლებიდან ძირს როგორ უცბადაც იქ აღმოვჩნდი, ხელი გამოვგლიჯე და სახეზე ჩვეული უემოციო გამომეტყველება ავიკარი.
- კიდეც რომ ვიცნობდე ამ კითხვაზე რატომ უნდა გიპასუხო? ვერ ვხვდები რა გინდა, -უხეშად გამოვცერი კბილებში.
- მართლა ვერ ხვდები? -თავი გვერდზე გადააგდო და გამიღიმა.
- შენი აზრით გულთმისანს ვგავარ? თუ რამის თქმა გინდა პირდაპირ მითხარი, შენთან უაზრო ფლირტისთვის არც დრო მაქვს და არც ნერვები, -ჯანდაბა მაინცდამაინც აქ მიმტყუნა მოთმინებამ, დავინახე როგორ შეეყინა სახეზე ღიმილი და ხელებს რომ ვერაფერი მოუხერხა ჯიბეებში ჩაიწყო.
- მგონი შენთვის არაფერი დამიშავებია, ვერ ვხვდები რატომ ხარ ასეთი აგრესიული?
- ისე უბრალოდ, -ტუჩზე ვიკბინე და მხრები ავიჩეჩე.
- უბრალოდ არასდროს არაფერი ხდება, -დამიბრუნა ჩემი სიტყვები, შებრუნდა და უკანმოუხედავად წავიდა, უეცრად ვიგრძენი სიცივე და ავცახცახდი, ტუჩებგალურჯებული შევბრუნდი ბარში.
- რა გჭირს? ამდენხანს გარეთ რას აკეთებდი, ფილტვების ანთებას დაიმართებ, -კაილმა როგორც კი მთლად გალურჯებული დამინახა, პატარა ჭიქაში სასმელი დამისხა და მომაწოდა
- რას აკეთებ ხომ იცი რომ სამსახურში ვერ დავლევ.
- დალიე, ერთი ჭიქა არ დაგათრობს, გაგათბობს, -კიდევ უფრო ახლოს მომიწია ჭიქა, ერთ ყლუპად დავლიე, მთლიანი შიგნეული ჩამიწვა და როცა სხეულში სასიამოვნო სითბოდ გაიშალა, კაილს მადლიერმა და კმაყოფილმა შევღიმე.
- აბა ახლა მითხარი ამდენ ხანს გარეთ რას აკეთებდი? დავინახე დემეტრე როგორ გამოგყვა უკან.
- კაილ მგონი ცუდად მაქვს საქმე, აშკარად ვიღაც მანიაკს გადავეყარე, არ ვიცნობ, დღევანდლამდე მისი სახელიც კი არ ვიცოდი, მან კი ეჭვიანობის სცენა გამიმართა.
- ნუ აზვიადებ მაო, არ გინდა რომ ცოტა მოდუნდე? უკვე ექვსი თვეა ერთად ვმუშაობთ, ყოველთვის გაკვირდები, სულ მარტო ხარ, მეგობრები არ გყავს, კაცებს ახლოს არ იკარებ, ასე რატომ იქცევი?
- ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს და ახალი ურთიერთობებით ახალ პრობლემებს ვერ შევიქმნი.
- შენ თავი დიდი გგონია მაგრამ ჯერ პატარა ხარ, ბევრი რამ გაქვს სასწავლი, ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე მაო, ყველა ურთიერთობას პრობლემა არ მოაქვს, -თვალი ჩამიკრა და საქმეს მიუბრუნდა.
- - - - - - - -
იმ ღამით დემეტრე უკან აღარ დაბრუნებულა ბარში, არც მეორე დღეს მოსულა, მისი მეგობრებიც არ დამინახავს, ამჯერად მე ვეძებდი მთელი ღამე, მაგრამ არ გამოჩენილა, ყველაფერი ავურ-დავურიე, შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდი, რამდენჯერმე მისაყვედურეს არასწორად მიტანილი შეკვეთის გამო, ძლივს დავამთავრე სამუშაო და გამთენიისას საშინლად დაღლილი და ტვინარეული გამოვედი გარეთ, აუტანლად ციოდა, ქურთუკი ნიკაპამდე შევიკარი, ქუდი ყურებზე ჩამოვიფხატე და თავჩაღუნული გავუყევი ტროტუარს.
დემეტრეზე ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებდი, არასწორად მოვიქეცი, ალბათ ახლა ფიქრობს რომ ვიღაც ველური ვარ ვისთანაც ნორმალური საუბარი შეუძლებელია, ჯანდაბა, მგონი ანა მართალი იყო, აშკარად მჭირდება დასვენება თუნდაც რამდენიმე დღე რომ არავინ შემომაკვდეს, იქნებ ჩემი სიამაყე გვერდზე გადავდო, ჩემს მილიონერ მამადწოდებულს ფული გამოვართვა და სადმე მზიან ადგილზე წავიდე დასასვენებლად, მაგალითად ჰავაიზე, ცხელი ქვიშა, ტალღები, სერფინგი...
გავჩერდი, თავი მაღლა ავწიე და თბილისის ნაცრისფრად მოღრუბლულ ზეცას ავხედე, ეს ცა სულს მიხუთავს და სიცოცხლის ხალისს მიკარგავს, მართლაც უშრეტი ფანტაზია უნდა გქონდეს ადამიანს რომ ასეთი ცის ქვეშ ჰავაის წარმოდგენა შეძლო, თანაც ისე თითქოს სულ ახლოდან გესმოდეს ტალღების შრიალი...
მგონი ზედმეტად კარგადაც კი წარმოვიდგინე, რადგან საერთოდ არ გამიგია როგორ გაჩერდა ჩემს გვერდით ავტომობილი, მხოლოდ ხელები ვიგრძენი რომლებმაც შემბოჭეს, სანამ ყვირილს მოვასწრებდი, მანამდე ამაფარეს პირზე მოტკბო სუნიანი დოლბანდი და სანამ უკანა სავარძელზე დამსვავდნენ გავითიშე...


- - - - - - - - - - - - - - -


თვალის გახელას შევეცადე მაგრამ ვერაფრით მოვახერხე რაღაც ძალით ერთმანეთზე მიკრული ქუთუთოები დამეშორებინა, წამიერად გამიელვა თავში ჩემი გატაცების სცენამ და რატომღაც რომელიღაც საშინელებათა ფილმი გამახსენდა, აი ის მომენტი, კაცი რომ იღვიძებს და ქუთუთოები ერთმანეთზე აქვს მიკერებული, შეშფოთებულმა მთელი ძალით მოვისრისე თვალები და როგორც კი რაღაც დავინახე ბუნდოვნად, მივხვდი რომ ქუთუთოების მიკერება არაფერ შუაში იყო და ეს უბრალოდ იმის გამო ხდებოდა რომ აშკარად ძალიან დიდხანს მეძინა, საბანი გადავიძვრე რომელიც თითქმის ნიკაპამდე მეფარა და ოთახში გამეფებული სიცივის გამო შემაჟრჟოლა, აშკარად საბნის შიგნით სჯობდა, თავზე გადავიფარე და ამოუცნობი სითბოს წყაროსკენ გავჩოჩდი, მთელი სხეულით ავეკარი და სიამოვნებისგან ამოვიხვნეშე, ცოტა კი მეხამუშა როცა ჩემმა სითბოს წყარომ მოძრაობა დაიწყო მაგრამ ნახევრად ძილბურანში მყოფი არაფრის დიდებით არ ვაპირებდი მის დათმობას, თანაც ისეთი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა...
ცოტა ხანი ასე ძილღვიძილში გავატარე, მერე წელზე მსუბუქი შეხება ვიგრძენი, შემდეგ თმებზე, სახეზე, დაფეთებულმა დავაჭყიტე თვალები, წამოვჯექი და მიმოვიხედე, პატარა, მყუდრო მისაღებ ოთახში, ჩამქრალი ბუხრის წინ გაშლილ ლეიბზე, არც მეტი არც ნაკლები დემეტრესთან ერთად ვიწექი, უფრო სწორად ახლა ის იწვა და გაფართოებული თვალებით შემომცქეროდა, მე კი ზემოდან დავყურებდი ენაჩავარდნილი.
- შენ აქ რას აკეთებ? -პირველი ის მოვიდა გონს, გაკვირვებისგან წარბები შუბლზე ამივიდა.
- ამას შენ მეკითხები? ისეთი რეაქცია გაქვს თითქოს შენ იყო მოტაცებული და არა მე.
- მოტაცებული? რას ამბობ, მე არავინ მომიტაცებია, -ისე გულწრფელად გაიკვირვა რომ წამით ჩემს თავში ეჭვი შემეპარა, შემთხვევით მე ხომ არ მოვიტაცე და აღარ მახსოვსთქო, წესით ახლა უნდა გავბრაზებულიყავი და ერთი ამბავი ამეტეხა, მაგრამ მართლა ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა და ისეთი საყვარლად დაბნეული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით რომ რაღაცნაირად შემეცოდა.
- მისმინე დემეტრე, სამსახურიდან გამოვედი და სახლში მივდიოდი როცა მეცნენ და გამთიშეს, ახლა კი აქ შენს გვერდით ვიღვიძებ, შენი აზრით რა უნდა ვიფიქრო?
- გეფიცები მე არაფერ შუაში ვარ მართლა, ვერ ვიტყვი რომ შენს გვერდით გაღვიძებაზე არ მიოცნებია, მაგრამ ასე არა, ასეთ სისულელეს არასდროს გავაკეთებდი, მართლა არ ვიცი აქ როგორ აღმოვჩნდი, -თვითონაც წამოჯდა და ოთახი დაკვირვებით მოათვალიერა, წარბები შეჭმუხნა, აშკარად მივხვდი რომ აქაურობა ეცნო.
- აქაურობას იცნობ არა? იცი სადაც ვართ.
- ჰო მგონი ვიცი და მოვკლავ იმ გამოშტერებულს, -ფეხზე წამოხტა და გამწარებულმა დაიწყო რაღაცის ძებნა, ახლა სულ სხვანაირი იყო, აჩეჩილი თმით, სპორტულებით და ძილისგან დასიებული თვალებით, მისი დაბნეულობის შემხედვარეს უნებურად ხმამაღლა გამეცინა, გაკვირვებულმა შემომხედა.
- ნამდვილად უცნაური გოგო ხარ, წესით ახლა უნდა ყვიროდე, კიოდე და სცენებს უნდა აწყობდე შენ კი მშვიდად ზიხარ და იცინი.
- ჰო რას ვიზამთ, აშკარად არ ვგავარ შენს ნაცნობ გოგონებს.
- უბრალოდ არაპროგნოზირებადი ხარ.
- ვხედავ რომ შენც ჩემნაირად გაურკვევლობაში ხარ, მივხვდი რომ შენ არ მოგიტაცებივარ, ჰოდა რა აზრი აქვს წივილ-კივილს, ამით რა შეიცვლება? -მხრები უდარდელად ავიჩეჩე და საბანი საგულდაგულოდ შემოვიხვიე, გაჩერდა შემომხედა და უცნაურად ჩაიღიმა, მერე ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემსკენ, ლეიბზე ჩაიმუხლა და ისე მომიახლოვდა რომ სახეზე მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი, უნებურად გავიწიე უკან.
- სადღაც ქვეყნის დასალიერში სრულიად უცხო მამაკაცთან ერთად ხარ მარტო, საერთოდ არ გეშინია?
ისე ახლოს იყო ჩემთან მისი გულის ფეთქვაც კი მესმოდა, მის სითბოს ვგრძნობდი და უძირო შავი თვალები სადღაც ღრმად მითრევდა მის სამყაროში, შიში კი არა ახლა ჩემი ფიქრები და მის შესახებ ჩემი ფანტაზიები რომ გაეგო თვითონ გაიქცეოდა ამ სახლიდან უკანმოუხედავად.
- უნდა მეშინოდეს? -ძლივს ამოვილუღლუღე.
უფრო მეტად მომიახლოვდა, სახე სახესთან მომიტანა და ცხვირის წვერი გათოშილ ლოყაზე გამიხახუნა, მერე ტუჩის კუთხესთან მომაწება ტუჩები, უნებურად თვალები მიმელულა როცა ნესტოებში მისი დამათრობელი სურნელი შემომიძვრა და გამაბრუა...
- ჩემი არასდროს შეგეშინდეს, -სადღაც შორიდან ჩამესმა და როცა მომშორდა უცნაური სიცივე ვიგრძენი, დაბნეულმა ავხედე ქვემოდან და როცა მის მომღიმარ სახეს და ეშმაკურად აციმციმებულ თვალებს გადავაწყდი, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სირცხვილისგან ლოყები, მან კი თითქოს არაფერი შეიმჩნია, იქვე მიგდებულ ტელეფონს დასწვდა.
- მგონი ვიცი ეს ყველაფერი ვისი მოწყობილია, ახლა ცოტა ხნით გავალ, ჩემს იდიოტ ძმაკაცს დავურეკავ და ამ ხუმრობისთვის ერთი კარგად შევჯორავ, შენ არაფერზე იფიქრო ყველაფერს მოვაგვარებ, დაღამებამდე თბილისში ვიქნებით.
ჰმ, სხვა თუ არაფერი ის მაინც გავიგე რომ თბილისში არ ვართ, დემეტრე გავიდა თუ არა, მეც ავდექი და ფანჯარასთან მივირბინე, ფარდა გადავწიე თუ არა გაკვირვების შეძახილი აღმომხდა, გარშემო მხოლოდ თოვლით დაფარული სივრცე ჩანდა, უზარმაზარი, თოვლით დაფარული მთები და სხვა არაფერი, ახლაღა შევამჩნიე როგორი სიჩუმე იდგა ირგვლივ, თვალები დავხუჭე რომ უფრო უკეთ შემეგრძნო, არავითარი ხმა, ჩქამიც კი არ ისმის, ღმერთო რა ბედნიერებაა, ყურებამდე გაღიმებული შევბრუნდი როცა ნაბიჯების ხმა მომესმა.
- ასე რამ გაგახარა? დაეჭვებულმა მკითხა და აქეთ-იქით მიმოიხედა თითქოს ჩემი სიხარულის საბაბს ამ მისაღებში იპოვნიდა.
- შეამჩნიე აქ როგორი სიჩუმეა? გარეთ კი უზარმაზარი თოვლია.
- მერე?
- მივხვდი თურმე როგორ მომნატრებია ასეთი სიჩუმე, დიდი სიამოვნებით დავისვენებდი ასეთ ადგილზე რამდენიმე დღით.
- ჰოო? მაშინ იმედია არ გაბრაზდები იმის გამო რასაც ახლა გეტყვი.
- ახლა ისეთ კარგ ხასიათზე ვარ ვერანაირად ვერ მოახერხებ ჩემს გაბრაზებას, ასე რომ გისმენ, -მხიარულად გავიკრიჭე და მოლოდინით სავსე თვალებით შევაცქერდი.
- მეგობარი მყავს რომელიც ცოტა თავისებურია, ხანდახან უცნაური ხუმრობები მოსდის ხოლმე აზრად, იცოდა რომ მე შენ... მე შენ... -გამშრალი ტუჩები მოილოკა და როგორც იქნა გააგრძელა, -იცოდა რომ მომწონხარ და იფიქრა რომ თუკი აქ რამდენიმე დღით შენთან ერთად გამომკეტავდა დამეხმარებოდა, მეც შენსავით გათიშული ჩამომიყვანეს აქამდე, არც კი ვიცი იმ შტერმა ეს როგორ მოახერხა, ან დანარჩენები როგორ დაითანხმა, სახლში ვიყავი როცა ბიჭები მომადგნენ, მერე ცოტა დავლიეთ და მეტი აღარაფერი მახსოვს, აქ შენს გვერდით გამეღვიძა, სვანეთში ვართ, ეს მისი სახლია.
- ვერაფერს იტყვი მაგარი იდეაა, -ჩავილაპარაკე და დავინახე როგორ შვებით ამოისუნთქა რომ მისი აღელვებული სახე და სიტყვები არ შევიმჩნიე.
- მანქანა არ გვყავს, კიდეც რომ გვყავდეს მაინც ვერსად წავიდოდით, გზები ჩაკეტილია, რამდენიმე დღეში ამოგვაკითხავენ და წაგვიყვანენ... -გაჩუმდა და ისე შემომხედა რომ მივხვდი ამჯერად მაინც ელოდა პანიკის შეტევას, მაგრამ ნურას უკაცრავად, პანიკა კი არა სიხარულისგან ლამის იყო ხტუნვა დამეწყო, არ ვიცი რატომ მაგრამ აქ და მასთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.
- ტელეფონი მათხოვე, ჩემი აშკარად არ ჩანს არსად, -ხელი გავუწოდე.
- რად გინდა? -აშკარად ყოყმანობდა მოეცა თუ არა.
- ნუ გეშინია, პოლიციაში დარეკვას არ ვაპირებ, მეგობარი უნდა გავაფრთხილო რომ არ შეშინდეს, ვეტყვი რომ რამდენიმე დღით არ ვიქნები, -სახე მაშინვე დაუმშვიდდა და რაღაცნაირად ბედნიერმა გაიღიმა.
- ესე იგი თანახმა ხარ რომ დარჩე?
- სხვა რა გზა მაქვს, ფეხით ხომ არ ვივლი თბილისამდე, სულაც არ მინდა სადღაც შუა გზაში გავიყინო ან მგლებმა შემჭამონ, თანაც რამდენიმე დღე ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება მართლაც ძალიან მჭირდებოდა და არ ვაპირებ ეს შანსი ხელიდან გავუშვა, მართალია როცა მომიტაცეს მაშინ ჰავაიზე დასვენებაზე ვოცნებობდი მაგრამ აქაურობასაც არა უშავს, ვგიჟდები თოვლზე, მგონი შენს მეგობარს მადლობასაც კი გადავუხდი.
თვალებმოჭუტული მიყურებდა და ღიმილს ძლივს იკავებდა, ელოდა როდის დავასრულებდი მონოლოგს.
- შენ ყოველთვის ამდენს ლაპარაკობ და ყოველთვის იმას ამბობ რასაც ფიქრობ? -მკითხა როგორც კი გავჩუმდი.
- ჰო ასეა, ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ, მაგრამ ბევრ ლაპარაკს რაც შეეხება არ ვიცი, აქამდე არასდროს მქონია სურვილი ამდენი მელაპარაკა.
- მგონი შენზე კარგად ვმოქმედებ, -ღიმილით მითხრა და გაწითლებაც კი არ დამაცადა ისე სწრაფად გამომიწოდა ტელეფონი.
- რაკი აქ დარჩენაზე პრობლემა არ გაქვს, მაშინ შენებსაც დაურეკე და არ ვიცი რას ეტყვი, მაგრამ რამე მოიფიქრე რომ არ ინერვიულონ.
- ამის საჭიროება არ არსებობს.
- როგორ თუ არ არსებობს? ვერ მივხვდი.
- ერთადერთი მეგობრის მეტი არავინ მყავს ვისაც დააინტერესებს სად ვიქნები ეს რამდენიმე დღე.
- მშობლები?
- არ მყავს, მამა არც კი მახსოვს, დედისერთა ვარ, დედა კი რამდენიმე თვის წინ დაიღუპა, -სრულიად უემოციოდ ვუთხარი და ჩემდა გასაკვირად არც ღიმილი გამჭირვებია, სახე შეეცვალა, მოიღუშა და თვალებში გულწრფელი მწუხარება ჩაუდგა.
- ძალიან ვწუხვარ დედაშენის გამო.
- არა უშავს, უიმისობას და მარტოობას უკვე მივეჩვიე, ახლა კი ჯობია ბუხარი ავანთოთ თორემ გავიყინებით, -ჩამქრალ ბუხარზე ვანიშნე, ერთხანს უხმოდ მიყურებდა თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებსო, მერე თავი გადააქნია და გაეღიმა.
- წავალ შეშას მოვიტან, -თბილი ხმით მითხრა, ქურთუკი შემოიცვა და გავიდა, ცოტა ხანში აგიზგიზებული ბუხრის წინ ვისხედით და დემეტრეს მომზადებულ საჭმელს შევექცეოდით, ელექტრო ენერგია არ გვქონდა, სამაგიეროდ გვქონდა ბუხარი, გაზის ბალონი, უამრავი ფერად-ფერადი სანთელი ღამისთვის და ძალიან ბევრი საკვები რომელიც მის მეგობარს ალბათ მინიმუმ ერთი თვისთვის ჰქონდა გათვალისწინებული, უცნაურად გახალისებული დემეტრე გემრიელად ილუკმებოდა, თვალს ვერ ვაშორებდი, საჭმლის მომზადებაც კი იცის, სიმპათიურია, თავაზიანი, თანდათან ვრწმუნდები რომ იდეალური ბიჭია.
- აბა ახლა რისი გაკეთება გინდა? -მკითხა როცა ყველაფერი მივალაგეთ და ისევ ბუხრის წინ ხალიჩაზე ერთმანეთის წინ დავსხედით.
- დიდი სიამოვნებით გავისეირნებდი გარეთ თოვლში, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ამინდისთვის შესაფერისი ტანსაცმელი არ მაქვს.
- ამის მოგვარება შეგვიძლია, -წამოხტა და ხელი გამომიწოდა, -წამოდი რაღაცას გაჩვენებ.
ხელი ჩავკიდე და გავყევი, მეორე სართულზე ამიყვანა სადაც რამდენიმე საძინებელი იყო, ერთ-ერთის კარი გააღო და შემიძღვა, ცისფერ და ვარდისფერ ფერებში გადაწყვეტილი ოთახი იყო.
- ჩემი მეგობრის დის საძინებელია, თექვსმეტი წლისაა, ვფიქრობ მისი ტანსაცმელი უნდა მოგერგოს,
-კარადა გამოაღო რომელიც უამრავი ტანსაცმლით იყო სავსე.
- მე გავალ, შენ კი აიღე რაც გინდა და ჩაიცვი, მერე ქვემოდ ჩამოდი და გარეთ გავიდეთ, კარგი რა ნუ იყურები ასე, ნუ გეშინია ნატა არაფერს იტყვის თუ მის ნივთებს და ტანსაცმელს გამოიყენებ, ძალიან კარგი გოგოა, დარწმუნებული ვარ როცა გაიცნობ მოგეწონება.
- ნატა რატომ უნდა გავიცნო?
- მე უბრალოდ ვიფიქრე რომ...
- მისმინე დემეტრე, არ მინდა რამე არასწორად გაიგო, რაკი აქ რამდენიმე დღით ერთად ვრჩებით ეს იმას არ ნიშნავს რომ თბილისში დაბრუნების შემდეგაც გავაგრძელებთ ურთიერთობას...
დავინახე როგორ შეეცვალა სახე, წუთის წინ მხიარული და ბედნიერი გამოხედვის ადგილი მის თვალებში ახლა გაურკვევლობას დაეკავებინა.
- ყველაფერი გასაგებია, მიდი ჩაიცვი და ჩამოდი, ქვემოთ გელოდები, -ცივად მითხრა და კარი გაიხურა, უღონოდ ჩამოვჯექი საწოლზე და თავი ხელებში ჩავრგე.
- უტვინო ხარ მაო, შტერი და ენაგრძელი, ისე იქცევი თითქოს საერთოდ არ დაგწყდება გული თბილისში დაბრუნების შემდეგ შენთან ურთიერთობის გაგრძელება რომ აღარ მოინდომოს, უტვინო ჯიუტი თხა ხარ,
-გულიანად შევამკე ნაირფერი სალანძღავი სიტყვებით საკუთარი თავი და კარადას მივადექი რომ ჩემი სულელური საქციელი დამევიწყებინა, თორემ ისე ვიყავი საკუთარ თავზე გაბრაზებული რომ სიამოვნებით გადავხტებოდი მეორე სართულიდან.
- გადახტები თორემ რა, მეორე სართულია მეხუთე ხომ არა, თანაც იმხელა თოვლია... -ჩამსისინა ჩემმა მეორე მემ და მაიძულა გამეღიმა.
- - - - - - - -
დერეფანში მელოდებოდა კართან, თვითონაც გამოეცვალა, ძალიან უხდებოდა ქურთუკი ბეწვმოვლებული კაპიუშონით, თითქმის თვალებამდე ჩამოფხატებული ცისფერი ნაქსოვი ქუდი და მაღალყელიანი თბილი ბოტები, იდგა და ისე საყვარლად მიღიმოდა თითქოს ცოტა ხნის წინ არაფერი მომხდარიყოს, მომიახლოვდა, ყურადღებით შემათვალიერა, ქუდი გამისწორა და ქურთუკი ბოლომდე შემიკრა.
- ასეც ვიცოდი რომ ნატას ტანსაცმელი მოგერგებოდა, თითქმის ერთნაირი აღნაგობა გაქვთ, ყველაფერი ძალიან გიხდება, -შემომცინა, ლოყაზე მსუბუქად შემეხო თითებით და კარისკენ შებრუნდა.
- მოიცადე დემეტრე, -მკლავში ხელი ვტაცე და შევაჩერე, -მე... მაპატიე, ცოტა ხნის წინ ცუდად გამომივიდა, არ მინდოდა ასეთი უხეში ვყოფილიყავი, ბოდიში.
სახე გაუნათდა, მივხვდი, ბოდიშის მოხდა ეს უკანასკნელი რამ იყო რასაც ახლა ჩემგან ელოდა, თვალებში ისევ დაუბრუნდა საყვარელი მხიარული ნაპერწკლები და იმედი მომეცა რომ ჩემი სისულელის გამო მასთან სამომავლო ურთიერთობის შანსი დაკარგული არ მქონდა.
- ეს მე უნდა მოგიხადო ბოდიში, ზედმეტად მძაფრი რეაქცია მქონდა, -თბილად მითხრა, კარი გააღო და თავაზიანად დამითმო გზა.
ეზოში გავედით თუ არა ხელები გავშალე, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი, ბავშვობა გამახსენდა, ის დრო როცა თბილისშიდაც კი ყოველ ზამთარს თოვდა, თავი უკან გადავხარე და ენა უზარმაზარ ფიფქებს შევუშვირე, არ ჩერდებოდნენ, ტრიალ-ბზრიალით ეცემოდნენ ჩემს ენაზე და დნებოდნენ.
- გემრიელია? -მომესმა ყურთან ძალიან ახლოს, ლოყაზე ცხელი სუნთქვა მომეფრქვა და წელზე ძლიერი მკლავები ვიგრძენი, მაგრამ ამჯერად უფლება არ მივეცი რომ ამ მაცდური ხმით და დამათრობელი სურნელით ჩემთვის გონება აერია, კისკისით დავუსხლტი მკლავებიდან, რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი, თოვლს დავწვდი და მოზრდილი გუნდა პირდაპირ სახეში გავუქანე, თავის არიდება ვერ მოასწრო, იდგა ასე ღიმილშეყინული, ლოყაზე თოვლით და გაბრაზებული აბრიალებდა შავ თვალებს, მერე ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემსკენ, ისე მიყურებდა აშკარად არ ჰქონდა კარგი განზრახვა.
- არ გაბედო, არ მომიახლოვდე, ვიყვირე და გაქცევა ვცადე, მაგრამ წელამდე თოვლში სადამდე ვირბენდი, რამდენიმე წამში დამიჭირა და ხელში ამიტაცა, წარბშეკრული დამყურებდა და ვხედავდი როგორ უჭირდა ღიმილის შეკავება.
- საშინელ შურისძიებას ვგეგმავდი მაგრამ ასე პატარა, უმწეო შველივით დამფრთხალი და ლოყებაწითლებული, ისეთი საყვარელი ხარ გადავიფიქრე.
- ჰოდა გამიშვი ხელი, -ძლივს ამოვიკნავლე და მის მკლავებში ავფართხალდი.
- მე ვთქვი რომ საშინელი შურისძიება გადავიფიქრე, სულ ისე გამოძვრებითქო არ მითქვამს, -დაიხარა და ლოყაზე ფრთხილად შემახო გათოშილი ტუჩები, შემაჟრჟოლა თუმცა ეს აშკარად არ იყო სიცივის ბრალი, ჩემდაუნებურად მივნაბე თვალები და მისკენ წავიწიე, მერე ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს საყრდენი გამომეცალაო, რამდენიმე წამს ჰაერში ვიფრინე და თავით ჩავეშვი თოვლში, უკან კი ხმამაღალი, მხიარული სიცილი მომყვა.
დიდხანს ვთამაშობდით პატარა ბავშვებივით, მასთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მთელი ცხოვრება მასთან ერთად მქონდა გატარებული, არანაირი უხერხულობა ან უცხოობა, მასთან ისეთი ვიყავი როგორი მაოც უკვე დიდი ხანია დავიწყებული მყავდა, ჩემში იმ მივიწყებულ გრძნობებს აღვიძებდა რომლებიც სადღაც ღრმად მქონდა ჩამარხული იმის შიშით რომ გული არ მტკენოდა, თუმცა ახლა როცა მას ვუყურებდი ვხვდებოდი რომ ჩემი უაზრო შიშების გამო მისი დაკარგვა არ მინდოდა, ნეტავ თუ გამომივა? შევძლებ კი მოსალოდნელ შედეგებთან გამკლავებას?
- რაზე ფიქრობ? -გამოვერკვიე, ჩემს წინ იდგა და თვალებში ინტერესით სავსე მზერით შემომცქეროდა.
- მე? არაფერზე არ ვფიქრობდი.
- არაფრის გამო იდექი მთელი ორი წუთი გაშეშებული და მზერაგაშტერებული?
ჯანდაბა, სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა, აშკარად ისეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება ვერაფერს რომ ვერ გამოაპარებ.
- მგონი დავიღალე და ამის ბრალია ყველაფერი, -უნიჭო ტყუილი დავახეთქე და ტყუილის განსამტკიცებლად ყურებამდე გავიღიმე.
- კარგი, რაკი შენ ამბობ რომ ასეა, ესე იგი მართლაც ასეა, -თვითონაც გამიღიმა და ხელი გამომიწოდა,
-წამოდი სახლში შევიდეთ, დღეისთვის გვეყოფა.
- - - - - - - -
შევედით თუ არა ბუხარში შეშა შეამატა და ააგიზგიზა, ბუხრის წინ მუხლებზე დავდექი და შემცივნული კატასავით მივეფიცხე.
- ჯობია გამოიცვალო შარვალი სველი გექნება, -ჩემზე ზრუნვას არ სწყვეტდა.
- მეზარება და თან საძინებელში ძალიან ცივა, -დავიწუწუნე.
- ტანსაცმელი ჩამოიტანე და აქ გამოიცვალე, -უცებ მოძებნა გამოსავალი.
- აუ, კარგი რა, -ახლა საშინლად მესიკვდილებოდა ამ სითბოს მიტოვება.
- ნუ ზარმაცობ, გაცივდები და მერე რა გიყო, -შეუვალი იყო და მეც მეტი ვეღარ შევეწინააღმდეგე, წამოვდექი და ის იყო გასასვლელისკენ უნდა შევბრუნებულიყავი რომ ბუხრის თაროზე მოთავსებულ საოჯახო ფოტოებს მოვკარი თვალი, ყველა ფოტოდან ბედნიერი ოჯახი შემომყურებდა, ახალგაზრდა ქერათმიანი მსხვილტუჩებიანი ლამაზი ქალი, ლურჯთვალება ბიჭი, პატარა საყვარელი გოგო და საოცრად ნაცნობი მამაკაცი, რატომღაც ვიფიქრე რომ მეჩვენებოდა, ან ეტყობა ჩემს ქვეცნობიერს სურდა რომ მოჩვენება ყოფილიყო, ყველა ფოტოდან ერთი და იგივე სახე მიყურებდა, ისეთი მშვიდი, წყნარი, ბედნიერი და ამაყი ჩანდა... ერთხელ მაინც რომ შემოეხედა ასე ჩემთვის, ერთხელ მაინც... ხელები ამიკანკალდა და სიმწრისგან მთელი ძალით ვიკბინე ტუჩზე, ახლა რა ვქნა, ნეტავ დამთხვევაა თუ ბედის ირონია რომ ახლა ამ სახლში ვარ, ერთდროულად შემიპყრო უმწეობის გრძნობამ და საშინელმა სიბრაზემ, ერთი ხელის მოსმით გადმოვყარე ბედნიერი ოჯახის ფოტოები ძირს, ხმამაღლა ვიყვირე და იქვე უღონოდ ჩავიკეცე...


- - - - - - - - - - - - - - -


არ მახსოვს როგორ ამიყვანა ხელში დემეტრემ, გონს რომ მოვედი მის მუხლებზე ვიყავი მობუზული, დივანზე იჯდა, გულზე მიხუტებდა და თმაზე მეფერებოდა, არაფერს მეუბნებოდა, უბრალოდ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, ცუდად ვიყავი, არც კი ვიცოდი რას ვგრძნობდი, იმდენი ემოცია ტრიალებდა ჩემში ლამის იყო გავგიჟებულიყავი, ბრაზი, ტკივილი, უმწეობის განცდა, აღშფოთება და უიმედობა, ერთბაშად მესხმოდა თავს, მე კი ტირილსაც კი ვერ ვახერხებდი რომ გული მომეოხებინა...
- დღეს საჭმელს რომ ვაკეთებდი კარადაში ვისკის ბოთლი ვიპოვე, არ გინდა რომ ცოტა დავლიოთ?
-შემომთავაზა ისე უბრალოდ თითქოს ცოტახნის წინ სცენები არ მომეწყოს, ყველაფრის მიუხედავად მაინც გამეღიმა, სულელური დაკითხვის მაგივრად დალევა შემომთავაზა, ნამდვილად არ შევმცდარვარ, ხომ ვამბობდი რომ იდეალურია...
უხმოდ დავუქნიე თავი და მისი მუხლებიდან გადავცოცდი, იქვე მიგდებული პლედი აიღო და დამაფარა, მერე სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხანში ხილით სავსე თეფშით და სასმლით დაბრუნდა, ჩემს გვერდით ჩამოჯდა, ლამაზორნამენტებიანი განიერი ბოთლიდან არომატული სითხე დაასხა, თავისი ჭიქა აიღო, ყოველგვარი სადღეგრძელოს და შესავლის გარეშე გამოცალა, უხმაუროდ დადო მაგიდაზე და ისე შემომხედა თითქოს მიწვევსო, მე კი რისი მაო ვიყავი ეს გამოწვევა არ მიმეღო, მეც ერთბაშად გამოვცალე და ისე დავიჯღანე რომ სიცილი ვერ შეიკავა, კიდევ ერთხელ შემივსო ჭიქა, ისევ დავლიე, სასიამოვნო სითბომ დამიარა სხეულში, დაჭიმული კუნთები მომიდუნდა, დემეტრეს ამჯერად აღარ შეუვსია ჭიქა, ჩემი ხელი აიღო, მაგრად მომიჭირა და თბილი მზერა შემომანათა, მივხვდი ელოდა როდის დავიწყებდი მოყოლას, არ ვიცი ორმა ჭიქა სასმელმა შემმატა გამბედაობა თუ მოთმინების ფიალა ამევსო მაგრამ საშინლად მომინდა მისთვის ყველაფერი მომეყოლა და თან ყველაზე მთავარიდან დამეწყო...
- ის არაკაცი, -ბუხრის წინ მიყრილ დამსხვრეული საოჯახო ფოტოებისკენ გავიშვირე თითი, -ის , ის არარაობა, ოჯახურ ფოტოებზე ასე ამაყად და ბედნიერად რომ გამოიყურება მამაჩემია, -ვთქვი და თითქოს შვებით ამოვისუნთქე, თუმცა რატომღაც სირცხვილის გრძნობაც ვიგრძენი იმის გამო რომ ირაკლისნაირ არარაობას მამაჩემი ერქვა, დემეტრეს შევხედე, გაოცებას ვერ მალავდა.
- თუ ირაკლი მამაშენია, ესე იგი რა გამოდის რომ ონისე...
- ჰო ასე გამოდის, ონისე ჩემი ძმაა, -ვთქვი და ახლაღა გავაცნობიერე თუ როგორი ბრმა და სულელი ვიყავი აქამდე რომ ვერ მივხვდი ამას, იქ ბარში როცა მისი ზუსტად ჩემნაირი ლურჯი თვალები პირველად ვნახე, შემდეგ როცა დემეტრემ მითხრა რომ ონისე ერქვა...
- შენ არაფერი არ იცოდი სანამ ის ფოტოები არ ნახე, -არ უკითხავს, უბრალოდ ფაქტი აღნიშნა.
- არ ვიცოდი, არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად ვიცოდი რომ ძმა მყავდა რომელსაც ონისე ერქვა, ცოტა ხნის წინ გავიგე და შემდეგ სანამ ეს ფოტოები არ დავინახე ფაქტები ერთმანეთს ვერ დავუკავშირე, აქედან წასვლა მინდა დემეტრე გთხოვ უნდა წავიდე, იმ კაცის სახლში ყოფნა არ შემიძლია, არ მინდა მასთან რაიმე სახის კავშირი მქონდეს, -ჩემდა უნებურად ავცახცახდი და დემეტრეს ძლიერი მკლავები რომ არა რომლებითაც მთელი ძალით მიხუტებდა გულზე, ალბათ დამშვიდება ძალიან გამიჭირდებოდა.
- დამშვიდდი, ამ სახლთან ირაკლი არაფერ შუაშია, აქაურობა ონისეს ეკუთვნის, საკუთარი ხელით და საკუთარი ფულით ააშენა, შეიძლება ირაკლის შენს მიმართ დანაშაული მიუძღვის მაგრამ ონისეს შენთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით, რაც გაიგო რომ და ჰყავს იმის შემდეგ გამწარებული გეძებს.
- ირაკლიმ იცის რომ ონისე მეძებს?
- არ იცის, ჯანდაბა ახლა დავფიქრდი იმაზე რა მოხდება როცა ჩამოგვაკითხავს და გაიგებს რომ თურმე საკუთარი დის მოტაცება დაუგეგმავს, მისი სახე წარმოვიდგინე და... მაპატიე მაგრამ ახლა თუ არ გავიცინე მოვკვდები, -ხელი გამიშვა, ფეხზე წამოდგა და გულიანად ახარხარდა, რამდენიმე წამს შეუჩერებლად იცინოდა, მერე ჩემს წინ მუხლებზე დაეშვა და თავი კალთაში ჩამიდო, მხრები ჯერ კიდევ სიცილისგან უცახცახებდა, თავი ვერ შევიკავე, თითები თმებში შევუცურე და მოფერება დავუწყე, უეცრად გაყუჩდა, დამშვიდდა, მგონი სუნთქვაც კი შეიკავა, თითქოს ეშინოდა რომ დამაფრთხობდა და მის მოფერებას შევწყვეტდი.
- სიცილი გიხდება, -წამომცდა უნებურად მაგრამ არც ამჯერად დამაცადა დარცხვენა და გაწითლება, ფრთხილად ასწია თავი ჩემი მუხლებიდან და ცარიელ ჭიქაზე მანიშნა.
- დავლიოთ კიდევ ერთი?
- დავლიოთ, ოღონდ ამჯერად სადღეგრძელო უნდა თქვა, -გამეღიმა, როცა ჭიქა ასწია და საოცრად სერიოზული სახით მოემზადა.
- ონისეს გაუმარჯოს, ის რომ არა ახლა ჩემს გვერდით არ იქნებოდი, -დალია და საყვარლად ამიხამხამა გრძელი წამწამები.
- ჰო, ჩემს ძმას გაუმარჯოს რომელმაც საკუთარი დის მოტაცება იმიტომ დაგეგმა რომ მეგობარი გაეხარებინა, -დაბოღმილი ადამიანივით ჩავიბურტყუნე და მეც გამოვცალე ჭიქა.
- მან არ იცოდა და არც ახლა იცის რომ მისი და ხარ, -აშკარად მის დაცვას ცდილობდა.
- აშკარად ისიც არ იცოდა რომ ადამიანის მოტაცება რა მიზნითაც არ უნდა იტაცებდე დანაშაულია და გაუმართლებელია, არავითარი გამართლება არ აქვს იმას რომ ადამიანს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ იტაცებ და სადღაც ჯანდაბაში მიგყავს, შეიძლება ვინმეს რომანტიულადაც მიაჩნია ასეთი რამ მაგრამ ჩემი აზრით ეს უბრალოდ ძალადობაა და მეტი არაფერი, მე უბრალოდ გამიმართლა რომ ვიღაც მანიაკი არ აღმოჩნდი, წარმოგიდგენია რამდენი გოგო ხდება ამ რომანტიზირებული ძალადობის მსხვერპლი? რამდენი ოჯახი იქმნება უსიყვარულოდ...
- დამშვიდდი მაო, მე არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი რამის მომხრე, ის კი არადა, შენთან უბრალოდ მოახლოება და საკუთარ გრძნობებში გამოტყდომაც კი ისე მიჭირდა რომ, იმ სულელმა ასეთი რამ დაგეგმა.
მისი სიტყვების გამო ჩემი გაოცებული სახის დანახვისას, გაეღიმა, -ონისე ძალიან კარგად მიცნობს და იცის რომ არაფერს დაგიშავებდი, სხვა შემთხვევაში ამას არ გააკეთებდა, მართლა არ არის ცუდი ადამიანი.
- როგორც ვხედავ ძალიან გიყვარს.
- მარტო მე არ მიყვარს, სამეგობროში ყველა გიჟდება ონისეზე, ჩვენზე ყველაზე რამდენიმე წლით პატარაა, ხანდახან უცნაურია, ხანდახან ჯიუტი და თავნება, ხანდახან აუტანელი, მაგრამ ერთგულია, კეთილი, კარგი მეგობარია, მეგობრისთვის სულის გაღება რომ არ დაენანება ისეთი, მოკლედ ტიპიური სვანია რა, -ისეთი სიყვარულით სავსე ხმით საუბრობდა ონისეს შესახებ რომ მივხვდი რაც შეიძლება მეტი რამის გაგება მინდოდა იმ ბიჭზე რომელიც ასე ძალიან უყვარდათ.
- ნატა? ნატაზე რას მეტყვი?
- ძალიან საყვარელი ბავშვია, უჩვეულოდ ლამაზია, სხვა ბავშვებს არ ჰგავს, ასაკთან შედარებით დინჯია და ჭკვიანი, გულჩათხრობილია, ონისე გიჟდება მასზე, ვფიქრობ მასაც ძალიან გაუხარდება რომ გაიგებს რომ უფროსი და ჰყავს.
უნებურად შემშურდა მათი, სხვა თუ არაფერი ერთმანეთი ჰყავდათ, მე კი ყოველთვის სულ მარტო ვიყავი, დედას გარდა არასდროს არავინ მყოლია გვერდით.
- რაზე ჩაფიქრდი?
- მათზე ვფიქრობდი, ონისე რამდენი წლისაა?
- ოცდაორის.
- ესე იგი სულ რაღაც ორი წლითაა ჩემზე უფროსი და შენ რამდენი წლის ხარ?
- ოცდაშვიდის.
- სერიოზულად? არადა არ გეტყობა რომ ასეთი მოხუცი ხარ, -მხიარულად გადავიკისკისე და ჭიქაზე ვანიშნე რომ შეევსო, ღიმილით გამიქნია თითი ცხვირწინ.
- მგონი უკვე საკმარისი დალიე, კიდევ თუ დაამატებ დათვრები და სად გვაქვს ჩემნაირ მოხუცებს თქვენნაირი ახალგაზრდების მოვლის თავი,
- დალევა მინდა და დავლევ, შენ კი ნუ მიტრიალებ მაგ შენს ლამაზ თითებს ცხვირწინ, -გამოვაცხადე ომახიანად, კიდევ ერთი ჭიქა დავისხი და დავლიე.
- მთვრალი ისეთი საყვარელი ხარ ამის შემდეგ ხშირად უნდა დაგათრო ხოლმე.
- ამის შემდეგ ვეღარ დამათრობ.
- რატომ?
- იმიტომ რომ როცა თბილისში დავბრუნდებით... როცა დავბრუნდებით... -ენა დამება და სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი არადა დავინახე როგორ დაიძაბა, სახე წამში დაუსერიოზულდა და სხეული დაეჭიმა.
- რა მოხდება როცა თბილისში დავბრუნდებით? -მკითხა მშვიდი, შემპარავი ხმით.
- არაფერი, უბრალოდ ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდებით, -შევეცადე მშვიდად მეპასუხა.
- და რა არის შენი ცხოვრება? უნივერსიტეტი, სახლი და ისეთი დამღლელი სამუშაო რომ შენი თავისთვის რამდენიმე წუთიც კი აღარ გრჩება?
- ჰო, სულ ეს არის ჩემი ცხოვრება, რა მოხდა ბანალურად და მოსაწყენად გეჩვენება? ყველას არ აქვს იმის ფუფუნება რომ ისე იცხოვროს როგორც მოეხასიათება, სამსახური მჭირდება, მხოლოდ იმიტომ არ ვმუშაობ რომ მეხალისება.
- ჯერ მხოლოდ ოცი წლის ხარ, მარტო ცხოვრობ, სწავლობ, მუშაობ, ამ ყველაფერს როგორ ახერხებ?
- ახლა არ მითხრა რომ გებრალები, -ვუთხარი და შიშით შევხედე თვალებში, მეშინოდა რომ იქ ჩემს მიმართ სიბრალულს დავინახავდი და ვიცოდი რომ ეს მომკლავდა, ვცდებოდი, აღფრთოვანებული შემომყურებდა, ფრთხილად მომხვია ხელები, მიმიზიდა და მკერდზე მიმიკრა, -შენით ვამაყობ მაო,
-ჩამჩურჩულა და ნაზად მაკოცა შუბლზე, ქვემოთ ჩავცოცდი, თავი მუხლებზე დავადე და მოვიკუნტე, პლედი გადამაფარა, გრძელი თითები თმებში შემიცურა და ნაზად აამოძრავა, ვერც კი მივხვდი როგორ გავითიშე.
იმ ღამით აღარ თოვდა, საოცარი სიჩუმე იყო გამეფებული ფერდობზე ეულად მდგარი სახლის გარშემო, სავსე მთვარე უჩვეულო ძალით კაშკაშებდა და მისტიურ ელფერს სძენდა ხელუხლებელი თოვლით დაფარულ მწვერვალებს, ბუხრის ცეცხლით გამთბარ მისაღებში დივანზე, დემეტრეს მუხლებზე თავდადებულს ეძინა მაოს და მშვიდად ფშვინავდა, სანთლების შუქი, რბილ სინათლეს ჰფენდა ოთახს, ხმელი შეშა სასიამოვნოდ ტკაცუნებდა, ეძინა დემეტრესაც, იჯდა მაოს თმებში თითებახლართული, უკან თავგადაგდებული და ტუჩებზე ღიმილშერჩენილი...
- - - - - - - -
დილით დივანზე გამეღვიძა, პლედი მეფარა, თავქვეშ ბალიში მედო, დემეტრე არსად ჩანდა, მაგრამ სამზარეულოდან მადისაღმძვრელი სურნელი გამოდიოდა, წამოვჯექი და მიმოვიხედე.
- გაიღვიძე, -ღიმილით გამოვიდა მისაღებში, თმა უწესრიგოდ ჰქონდა აჩეჩილი, მოკლემკლავიანი თეთრი მაისური ეცვა და წინსაფარი ეკეთა, -აბა როგორ ხარ?
- თავი მტკივა, -დავიწუწუნე და ბარბაცით წამოვდექი ფეხზე.
- წვნიანი გაგიკეთე, -მითხრა და საყვარლად გაიკრიჭა როცა ჩემი გაოცებული სახე დაინახა, -სხვათაშორის ძალიან გემრიელ წვნიანს ვაკეთებ, მიდი მოწერიგდი და ვჭამოთ.
- აბაზანაში შევედი, ნიჟარას ორივე ხელით დავეყრდენი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე, დასიებული თვალები და აბურდული თმა, ოჰ ამის... ადამიანს აღარ ვგავარ, ის კი ისე მიღიმოდა თითქოს ჩემზე მშვენიერი არავინ დაენახოს, ალბათ მართლა ძალიან უნდა მოგწონდეს ვინმე რომ არ შეიმჩნიო როგორ გავს სტაჟიან ლოთს...
- ჯანდაბა რაზე ფიქრობ მაო, დემეტრეზე საერთოდ არ უნდა იფიქრო, მითუმეტეს ახლა როცა აღმოჩნდა რომ ონისეს მეგობარია, ონისემ რომ ჩემს შესახებ გაიგოს ირაკლიც გაიგებს და გაცოფდება, რა სისულელეებზე ვფიქრობ, რატომ მაინტერესებს რას იფიქრებს ირაკლი? ძმა მყავს რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და დემეტრე... როგორ შეიძლება მისგან შორს ყოფნაზე იმ არაადამიანის გამო ვიფიქრო, ხომ შეიძლება ერთხელ მეც ვიყო ბედნიერი და ის გავაკეთო რაც მინდა...
- მაო სად ხარ ამდენხანს, გაცივდება წვნიანი, -დემეტრეს ხმამ მოიყვანა გონს, -მოვდივარ, -გავძახე და სწრაფად შევისხი სახეზე ცივი წყალი.
სულმოუთქმელად ვხვრეპდი წვნიანს და სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი, მართლაც გემრიელი გამოსვლია, არა რა, ყოველდღე უფრო და უფრო მყარად მიმტკიცებს რომ იდეალურია.
დემეტრე თვალს ვერ აშორებდა ლოყებაწითლებულ გოგონას, წინ ხელუხლებლად ედო საჭმელი და ხელზე ნიკაპდაყრდნობილი ღიმილით შეჰყურებდა.
- მოგეწონა? -მკითხა როცა მთლიანად შევხვრიპე წვნიანი და კმაყოფილი მივეყრდენი საზურგეს.
- მადლობა, ძალიან გემრიელი იყო, შენ რატომ არ ჭამ?
- მეე? -ახლაღა შეამჩნია სავსე თეფში და გაეცინა, -შენ გიყურებდი და სულ დამავიწყდა რომ უნდა მეჭამა,
-შევატყვე ესიამოვნა როცა ჩემი სირცხვილისგან აწითლებული ღაწვები დაინახა...
- ყავა თუ ჩაი, რას დალევ? -კითხა და ფეხზე წამოდგა.
- ჩაი მაგრამ მე გავაკეთებ, -მეც მაშინვე წამოვხტი, -ორი დღეა ყველაფერს შენ აკეთებ და მე უსაქმოდ ვზივარ, უკვე მრცხვენია.
- თუკი მაინცდამაინც რამის გაკეთება გინდა, შენ მაგიდა აალაგე, ჩაის მე მოვამზადებ, შევთანხმდით?
-უხმოდ დავუქნიე თავი და ალაგება დავიწყე, ცოტა ხანში უკვე ბუხრის წინ ვისხედით ჩაის ჭიქებით ხელში, მზერა თაროსკენ გამექცა სადაც ხელუხლებელივით ელაგა საოჯახო ფოტოები, -ჰმ, ნეტავ როდის მოასწრო ამ ყველაფრის დალაგება?
- როცა შენ გეძინა, -უპასუხა ჩემს აზრებს და ცოტა არ იყოს შემაფიქრიანა.
- დემეტრე რაღაც უნდა გკითხო მაგრამ არ დამცინო კარგი?
- მიდი მკითხე, -სახეზე მოჩვენებითი სერიოზულობა აიკრო და მოემზადა.
- ნამდვილად ადამიანი ხარ?
- რაა? -შევატყვე ამ კითხვას აშკარად არ ელოდა და დაიბნა, პატარა ბავშვივით ააცეცა თვალები, ვეღარ მოვითმინე, ჩაის ჭიქა გვერდით გადავდე, მივუახლოვდი, მის მუხლებზე მოვკალათდი, მხრებზე მოვეხვიე, სახე მის ყელში ჩავრგე და ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი,
- უბრალოდ მინდოდა მეკითხა როგორ შეგიძლია ასეთი იდეალური იყო? -ჩავჩურჩულე, თითები თმებში შევუცურე და ტუჩები მოშიშვლებულ ყელზე გავუხახუნე.
- რას აკეთებ მაო? -ჩახლეჩილი ხმით მკითხა და ისე უცებ მომიშორა რომ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი, ღრმად სუნთქავდა, მკერდი ძალუმად აუდ ჩაუდიოდა და დანისლულ თვალებს არ მაშორებდა.
- ასე აღარ მოიქცე კარგი? შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიჭირს თავის შეკავება როცა ასე ახლოს ხარ ჩემთან, მე უბრალოდ... არ გინდა ნუ წითლდები, ცუდს არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ ახლა დამშვიდება მჭირდება ესაა და ეს, მოდი რამე მომიყევი.
- რა მოგიყვე? -ძლივს ამოვილუღლუღე.
- რაც გინდა სულ ერთია, მაგალითად შენს ბავშვობაზე
- მამაჩემზე რატომ არაფერს მეკითხები? ვიცი რომ გაინტერესებს, გუშინაც არაფერი გიკითხავს, არადა ნებისმიერ რამეზე გიპასუხებდი.
- გუშინ სასმელი იმიტომ არ შემომითავაზებია შენთვის რომ მერე დაკითხვა მომეწყო, უბრალოდ მინდოდა თავი კარგად გეგრძნო ეს იყო და ეს, მაგრამ თუ ახლა გინდა რომ რამე მომიყვე დიდი სიამოვნებით მოგისმენ.
- ერთი წლის ვიყავი როცა მიგვატოვა, არ ვიცი დედა უყვარდა თუ არა, არ ვიცი რატომ დაქორწინდნენ, დედას მასზე ლაპარაკი არ უყვარდა, მხოლოდ ის ვიცი რომ როგორც კი ერთი წლის გავხდი წავიდა და აღარ დაბრუნებულა, დედამ გამზარდა, დედისერთა იყო და მშობლები არ ჰყავდა, ფაქტიურად მარტო ვიყავით, ნათესავებიც არ მყავს, ყოველ შემთხვევაში დედის მხრიდან, როგორც კი წამოვიზარდე სწავლასთან ერთად მუშაობაც დავიწყე რომ დედას ცოტათი მაინც დავხმარებოდი, მერე ცუდად გახდა და სასწრაფოდ დასჭირდა ძვირადღირებული ოპერაცია...
ხმა ამიკანკალდა როცა ყველაფერი თავიდან გამახსენდა, ყველაფერი რის დავიწყებასაც ამაოდ ვცდილობდი, თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე.
- თუ ამ ყველაფრის გახსენება შენზე ცუდად მოქმედებს ნუღარ გააგრძელებ მაო, -შევხედე, უკვე დამშვიდებული ჩვეული თბილი მზერით მიყურებდა, მინდოდა ყველაფერი მომეყოლა, მინდოდა დავცლილიყავი, მინდოდა ცოტათი მაინც მეგრძნო სიმსუბუქე... ამიტომაც გავაგრძელე.
- უამრავი ხარჯი გვქონდა და სახლის ბანკში ჩადება მოგვიწია, დედას ოპერაცია გაუკეთეს თუმცა ვერ გადაიტანა, მისი დაკრძალვიდან ერთ კვირაში უკვე გაყიდულ სახლში მომადგა მამაჩემი, პირველად ვნახე მაშინ... რომ დავინახე, რომ მითხრა რომ მამაჩემი იყო, სულ აღარ მიფიქრია იმაზე რომ მიგვატოვა და რომ აქამდე საკუთარი ქალიშვილი არც კი გახსენებია, უბრალოდ რომ ჩამხუტებოდა, მომფერებოდა, ეთქვა რომ ვუყვარდი, გეფიცები ყველაფერს ვაპატიებდი, მან კი უბრალოდ გარიგება შემომთავაზა...
- რას ამბობ, რა გარიგება? -ვეღარ მოითმინა დემეტრემ
- არ ვიცი ირაკლის რამდენად კარგად იცნობ, ბოლოს და ბოლოს შენი მეგობრის მამაა და დიდი ალბათობით კარგი კაცის, კარგი ქმრის და მამის რეპუტაცია აქვს, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი როგორი არაკაცია, იმ დღეს მხოლოდ იმიტომ მოვიდა რომ შეეშინდა ონისეს არ ვეპოვნე, თურმე გაუგია რომ და ჰყავს და მეძებდა, მამაჩემმა კი ფული შემომთავაზა იმისთვის რომ მის იდეალურ ოჯახს ახლოს არ გავკარებოდი, რათქმაუნდა უარი ვუთხარი, მაშინ ფაქტიურად ქუჩაში დავრჩი, ერთადერთი ვინც დამეხმარა ჩემი მეგობარი ანა იყო, ახლახანს კიდევ ერთხელ ვნახე მამაჩემი, მოვიდა და გამომიცხადა რომ ჩემი სახლი ბანკიდან გამოისყიდა და მიბრუნებს, კინაღამ შევცდი და ვიფიქრე რომ სინდისმა შეაწუხა მაგრამ სულ ტყუილად, ამჯერად საზღვარგარეთ გამგზავრება მიბრძანა, თურმე ნუ იტყვი და მისი ცოლი ჩემი არსებობით წუხდება...
- ნამდვილი ძუკნაა, მე მაგის... -დემეტრემ გამწარებულმა დასცხო ხელი ძირს, გავოცდი, მისგან ასეთ სიტყვებს და თან მეგობრის დედის შესახებ ნამდვილად არ ველოდი, ალბათ ექნება რამე მიზეზი რის გამოც ასე სძულს ეს ქალი.
- რაღაც უნდა გთხოვო დემეტრე.
- რაც გინდა მთხოვე, -ნაძალადევად გამიღიმა.
- ონისეს არ მოუყვე რაც გითხარი.
- შენ რა არ აპირებ უთხრა რომ მისი და ხარ?
- ვეტყვი ოღონდ ჯერ არა, ახლა არა, ცოტა დრო მჭირდება, გთხოვ... ეს ყველაფერი ჩემთვის არ ისეთი ადვილია, და ძმა მყავს, მამაჩემს კი წარმოდგენა არ მაქვს რატომ მაგრამ თვალისდანახავად ვეზიზღები.
ერთხანს უხმოდ მიყურებდა, უცნაურად დასევდიანებული შავი თვალებით, მერე ჩემსკენ მოჩოჩდა, მხარზე მომეყრდნო და თავი თავზე მომადო.
- შენ როგორც გინდა ყველაფერი ისე იქნება მაო, ახლა ტელეფონს მოვძებნი და თუკი ბატარეა ჯერ არ დამჯდარა ბოლომდე ბიჭებს დავურეკავ, ხვალ დილით აქ იქნებიან რომ წაგვიყვანონ.
- - - - - - -
დილის ათ საათზე დაგვადგნენ დემეტრეს მეგობრები, გიჟებივით შემოცვივდნენ სახლში, ჩვენ ისევ ბუხრის წინ გვეძინა ერთმანეთზე გადახლართულებს, თავი დემეტრეს მკერდზე მედო მას კი ხელები ჩემთვის ისე მაგრად ჰქონდა მოხვეული თითქოს ეშინოდა სადმე არ გავქცეოდი, ასე ადრე არ ველოდით, კარის და მერე ნაბიჯების ხმა რომ გავიგეთ გამოფხიზლება გაგვიჭირდა, თვალი რომ გავახილე, თავზე სამი ახმახი გვადგა და გაოცებულები გვიყურებდნენ, წამოვჯექი და უხერხულად შევეცადე აბურდული თმა ცოტათი მაინც დამემსგავსებინა რამესთვის.
- დემეტრე გაიღვიძე, -ხელი წავკარი და ბიჭებს რაც შემეძლო გულითადად გავუღიმე.
- რა ხდება? -თვალების ფშვნეტით წამოჯდა და ბიჭების დანახვისას გაოცებულმა დაქაჩა თვალები,
- ასე ადრე არ გელოდით.
- ჩვენ კი ასეთ სცენას არ ველოდით, -რატომღაც გაბრაზებულმა ონისემ ლურჯი თვალები შემომანათა და ისე მომინდა მისი ჩახუტება რომ გულში უცაბედად ტკივილი ვიგრძენი, მკერდზე ხელი მივიჭირე და უნებლიე კვნესა წამსკდა.
- კარგად ხარ? -ონისემ ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელზე ხელი დამადო, ისეთი შეწუხებული თვალებით მიყურებდა, ისეთ სითბოს ასხივებდა ვეღარ გავუძელი, გველნაკბენივით დავიწიეე უკან და წამოვხტი, დემეტრეც მიმიხვდა და მაშინვე ამომიდგა გვერდით, არ გამომპარვია ონისეს გაურკვევლობით სავსე მზერა, ისევ დემეტრემ სცადა სიტუაციის განმუხტვა.
- ერთმანეთს გაგაცნობთ, მაო გაიცანი, ეს იკაა, -მაღალ ქერათმიან გოგოსავით ლამაზნაკვთებიან გამხდარ ცისფერთვალება ბიჭზე მიმითითა, -ეს ბექაა ახლა შავგვრემან საკმაოდ სიმპათიურ ბიჭს ჩამოვართვი ხელი, -ეს ბრაზიანი კი ალბათ უკვე მიხვდი რომ ონისეა, -ჩემს ლამაზთვალება ძმაზე მიმითითა და გაეღიმა მისი შეკრული წარბების დანახვაზე.
- ონისე, ესე იგი შენ უნდა გადაგიხადო მადლობა ამ ორი შესანიშნავი დღისთვის? -ვუთხარი და მაშინვე გაოცებულმა შემომხედა.
- შესანიშნავში რას გულისხმობ? ანუ არ ბრაზობ იმის გამო რაც გავაკეთეთ, დემეტრემ რომ დარეკა და სასაწრაფოდ ჩამოსვლა გვთხოვა ვიფიქრეთ რომ პრობლემები გქონდათ, თქვენ კი ისე საყვარლად ჩახუტებულები დაგვხვდით, ვეღარ გავიგე რა ვიფიქრო...
- საფიქრალი არაფერია ძმაო, -დემეტრემ მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი ონისეს, მე და მაომ მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით, ახლა მთავარია თბილისში დავბრუნდეთ და მერე ვნახავთ როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა, არა მაო? -ხელი მომხვია და შემომცინა, მეც გულწრფელად გავუღიმე და მხარზე თავი დავადე.
- მოიცა თქვენ რა ერთად ყოფნას არ აპირებთ? -ბექა გვიყურებდა და გაბურძგნილ თმაში ნერვიულად დაატარებდა თითებს.
- აი სად დაგვერხა, ცუდად გვაქვს საქმე, -იკა დივანზე ჩამოჯდა და მოაზროვნის პოზა მიიღო.
- რა გჭირთ იტყვით ბოლოს და ბოლოს? -თითქმის იღრიალა დემეტრემ.
- დემე ყველაფერი ჩემი ბრალია, -ბექა ნერვიულად იმტვრევდა თითებს, -გუშინ მამაშენს შევხვდი და შემთხვევით წამომცდა რომ ცოლი მოიყვანე, გეფიცები არ მინდოდა, არც კი ვიცი რა მალაპარაკებდა, უბრალოდ ცოტა ნასვამი ვიყავი და...
- და ახლა რა ხდება? -მშვიდად იკითხა, მაგრამ მე ხომ ვგრძნობდი როგორ იყო დაძაბული.
- გახარებულმა მამაშენმა მთელ შენს სანათესაოს გააგებინა რომ მისმა ერთადერთმა შვილმა ცოლი მოიყვანა, დღეს საღამოს ბიძაშენიც ჩამოვა საფრანგეთიდან, მთელი შენი ოჯახი, სრული შემადგენლობით ელოდება როდის მიიყვან ცოლს სახლში, ახლა ალბათ უკვე წლის ყველაზე გრანდიოზულ ქორწილს გეგმავენ,
-სწრაფად მიაყარა ონისემ და ყოველი შემთხვევისთვის დემეტრეს მოშორდა, იკას მიუჯდა გვერდით.
- ჰოო, მგონი პრობლემები გაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ შეძლებ მოგვარებას, -მხარზე მეგობრულად მოვუთათუნე ხელი და გამამხნევებლად გავუღიმე, -მე გავალ, მოვწესრიგდები და წასასვლელად მოვემზადები, შენ კი იფიქრე რას ეტყვი შენს მშობლებს, ჰო, შენ თუ ვერაფერს მოიფიქრებ ის ჭკვიანი დაგეხმარება, -ონისესკენ ვანიშნე რომელიც ისე მიბრიალებდა ლურჯ თვალებს ალბათ ერთი სული ჰქონდა როდის გამგლეჯდა შუაზე.
- მგონი ზედმეტს ლაპარაკობ, გრძელი ენა გაქვს, -ჩაიბურტყუნა და დემეტრეს აწეული წარბი რომ შეამჩნია მაშინვე გაჩუმდა.
- ჩემი მოტაცების ორიგინალური იდეა ხომ შენ გეკუთვნის, ჰოდა დარწმუნებული ვარ ახლაც მოიფიქრებ რამეს და შენს მეგობარს გასაჭირისგან იხსნი, -მივახალე, უდარდელი ღიმილით შევბრუნდი და ნელი ნაბიჯით გავნარნარდი მისაღებიდან...


- - - - - - - - - - - - - - - - - - - -


მისაღებში დავბრუნდი თუ არა მაშინვე სამარისებური ჩამოწვა და ყველა მე მომაშტერდა, ცუდად მენიშნა როცა შევამჩნიე როგორ ეშმაკურად ჩაიცინა ონისემ, ხოლო იკამ იდაყვი წაჰკრა ფერდში რომ გაეჩუმებინა, დემეტრე წამოდგა და მომიახლოვდა...
- უნდა ვილაპარაკოთ მაო.
- არაა, არავითარ შემთხვევაში, ვხვდები რის თქმას აპირებ და ჯობია საერთოდ არ მითხრა,
- მაო გთხოვ...
- არა დემეტრე, ახლა უბრალოდ თბილისში წავალთ და ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდებით, სხვა არაფრის გაგონება არ მინდა, -მის სასოწარკვეთილება ჩამდგარ თვალებს მზერა ავარიდე და ონისეს შევხედე რომელიც დაჟინებით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა.
- არ გამიკვირდება რომ გავიგო შენ მოიფიქრე ეს სისულელე.
ელვისსისწრაფით წამოხტა დივნიდან და წინ ამესვეტა, მაღალი იყო, მხარბეჭიანი, დამყურებდა ზემოდან და მიბრიალებდა ლურჯ თვალებს, თითქოს ამით შემაშინებდა, დავინახე როგორ წამოიწია ბექა რომ ონისე დაემშვიდებინა და ისიც შევამჩნიე როგორ ანიშნა დემეტრემ არ ჩაერიოო.
- მართლაც რომ გრძელი ენა გაქვს, მართალი ხარ ჩემი იდეა იყო მაგრამ ჯერ არც კი გვითქვამს რა მოვიფიქრეთ და მაინც უარზე ხარ?
- შენ ისეთს ვერაფერს მოიფიქრებ ონისე რომ მე ვერ მივხვდე, -გავუღიმე და მხარზე მეგობრულად დავარტყი ხელი, -გითხრა რაში მდგომარეობს შენი არაჩვეულებრივი იდეა? გინდა რომ შენს მეგობარს ცოლად გავყვე? სიმართლე რომ გითხრა მეგონა უფრო მეტად კრეატიული იქნებოდი, -მზერა შეეცვალა, ყბები დაეჭიმა და გაცოფებული ხარივით აამოძრავა ნესტოები.
- კარგი, საკმარისია, -დემეტრე გვერდით ამომიდგა და წელზე მსუბუქად მომხვია ხელი, მერე კი ბიჭებს ანიშნა ცოტა ხნით მარტო დავეტოვებინეთ, დივნისკენ წამიძღვა, დამსვა, წინ დამიჯდა და ჩემი ხელი ხელში მოიქცია.
- დახმარება მჭირდება მაო, არ გინდა, ჯერ არაფერი თქვა, უბრალოდ მაცადე ყველაფერი ბოლომდე გითხრა, ვიცი რომ არ მაქვს უფლება რამე გთხოვო, უბრალოდ გამოუვალ სიტუაციაში ვარ, ამ საღამოს რომ ჩემს ოჯახს ჩემი ცოლი არ წარვუდგინო ცუდად მექნება საქმე, მსუბუქად რომ ვთქვა დიდი პრობლემები შემექმნება, ვიცი რომ ასეთ ხელის თხოვნაზე და ფიქტიურ ქორწინებაზე არცერთი გოგო არ ოცნებობს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ოღონდ ახლა დამთანხმდი და ნებისმიერი რამე მთხოვე, ყველაფერს გავაკეთებ, მითხარი უბრალოდ მითხარი რა გინდა.
- ერთადერთი რაზეც ახლა ვფიქრობდი ის იყო რომ ქორწინების სანაცვლოდ ფული არ შემოეთავაზებინა,
-ოღონდ ფული არ შემომთავაზოს, ოღონდ ფული არ შემომთავაზოს, -ვიმეორებდი გულში განუწყვეტლად და ვერც კი ვამჩნევდი როგორ მიცახცახებდა ხელები.
- დამშვიდდი მაო, შემომხედე, თვალებში შემომხედე, -მაიძულა რომ თავი ამეწია და მისთვის თვალებში შემეხედა, ღიმილით მიყურებდა და ფრთხილად მეფერებოდა ნერვიულობისგან გათოშილ ხელებზე.
- იცოდე რომ არაფერს გავაკეთებ ისეთს რისი წინააღმდეგიც შენ იქნები, ეს უბრალოდ მეგობრული თხოვნაა და შენი გადასაწყვეტია დამთანხმდები თუ არა, ვფიქრობ ამ მცირე დროში ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა რომ შეგვიძლია ერთმანეთს ვენდოთ, ხომ ასეა?
- უხმოდ დავუქნიე თავი და შვებით ამოვისუნთქე როცა მივხვდი რომ სულაც არ აპირებდა ჩემს ფულით მოსყიდვას, მას უბრალოდ დახმარება სჭირდებოდა, მე კი მართლაც არაფერს ვკარგავდი იმით რომ ცოტახნით მისი ცოლის როლი მეთამაშა, ღრმად ამოვისუნთქე რომ გულისცემა როგორმე დამეწყნარებინა.
- უბრალოდ შეგეძლო გეთქვა რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა, ჩვეულებრივად აუხსნიდი ოჯახის წევრებს რომ არ დაქორწინებულხარ, ამ ყველაფერს ამხელა მნიშვნელობას რატომ ანიჭებ? -ვკითხე და მივხვდი რომ მიხვდა უკვე ვყოყმანობდი დავთანხმებულიყავი თუ არა, როგორც იქნა მანაც გაიღიმა და შვებით ამოისუნთქა.
- ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ, დედა მაშინ დაიღუპა შვიდი წლის რომ ვიყავი, მამამ მეორე ცოლი მოიყვანა მაგრამ ბავშვი არ გაუჩნდათ, კარგი ქალია, ვერ ვიტყვი რომ დედასავით მიყვარს, მაგრამ ცუდად არასოდეს მომქცევია, მამას და მას ძალიან უყვართ ერთმანეთი, მამას ორი წლის წინ გულის დაავადება აღმოაჩნდა, მკურნალობს მაგრამ მისთვის მცირედი ნერვიულობაც კი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს, მე უკვე ოცდაშვიდი წლის ვარ და მამაჩემის ერთადერთი ოცნება ისაა რომ ჩემს შვილებს მოესწროს, წარმომიდგენია ახლა როგორი გახარებულია, მთელი ნათესაობა შეუკრებია, ახლა რომ მივიდე და ვუთხრა რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო, ჯერ იმიტომ რომ ოცნება არ აუხდა და მერე იმიტომ რომ ნათესავებთან შერცხვა გულის შეტევას მიიღებს და ვეღარც გადაიტანს...
- კარგი თანახმა ვარ, ოღონდ ეს მითხარი, ბავშვებს საიდანღა მოიყვან?
- ბავშვები? რომელი ბავშვები? -უცბად ვერ მიხვდა და დაიბნა.
- შენ ხომ თქვი რომ მამაშენი შენი შვილების ნახვაზე ოცნებობს.
- აჰ ეგ? როგორმე მაგასაც მოვაგვარებთ, -თვალი ჩამიკრა და ეშმაკურად ჩაიღიმა, -კარგი კარგი ვიხუმრე, ასე ნუ მიყურებ, უბრალოდ ცოტახნით ჩემს ოჯახთან ერთად ვიცხოვრებთ, მერე ჩემს ბინაში გადავალთ და შემდეგ ვიტყვით რომ ვერ შევეწყვეთ და ვშორდებით.
- კარგი ჩემთვის მისაღებია, -სრულიად მშვიდად ვუთხარი და მისი გაოცებული მზერაც დავიმსახურე.
- რატომ დამთანხმდი მაო, ცუდად მიცნობ, არ იცი ვინ ვარ და რას წარმოვადგენ...
- უბრალოდ ვიფიქრე რომ კარგი იქნება თუკი ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში რამეს შევცვლი, მე შენ გენდობი, ეს ყველაფერი კი ძალიან სახალისო ჩანს.
- შეიძლება ახლა სახალისოდ გეჩვენება მაგრამ ადვილი არ იქნება, ჩემი ოჯახი... როგორ გითხრა... არც თუ ისე ჩვეულებრივები არიან, მათთან ურთიერთობა ადვილი არ იქნება, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, სანამ ერთად ვიცხოვრებთ, არავინ უნდა შეგვატყოს რომ ნამდვილი ცოლ-ქმარი არ ვართ, ჩვენი როლი ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ.
- ყველაფერს გავუმკლავდები, უბრალოდ მეც მაქვს ერთი პირობა.
- გისმენ.
- ამ ყველაფრის გამო, ცხოვრების წესის შეცვლას არ ვაპირებ, ვგულისხმობ უნივერსიტეტს, სამსახურს და ყველაფერს რასაც აქამდე ვაკეთებდი.
- კარგი, როგორც შენ გინდა ყველაფერი ისე იქნება, ესე იგი შევთანხმდით, შენ ვერც კი წარმოიდგენ შენი როგორი მადლობელი ვარ, -ჩემსკენ გადმოიხარა, სახე ორივე ხელით დამიჭირა, შუბლზე მაკოცა და მერე მკერდზე მიმიხუტა, თვალები დავხუჭე და როცა მისი აჩქარებული გულისცემა გავიგე შემაჟრჟოლა, ინსტიქტურად შემოვხვიე ხელები წელზე...
- ხელს ხომ არ გიშლით? -ბექას ჩაფხუკუნებამ მოგვიყვანა გონს, სამივე თავზე გვადგნენ და მომლოდინე მზერით შემოგვცქეროდნენ.
- რაო ჭირვეულო რა გადაწყვიტე? -ონისეს ირონიული ხმის გაგონებისას ერთდროულად მომინდა რომ სახეში გამელაწუნებინა და ჩავხუტებოდი, დემეტრემ ხელზე ხელი მაგრად მომიჭირა, წამომაყენა და მანიშნა რომ მშვიდად ვყოფილიყავი.
- თბილისში მივდივართ ბიჭებო, მაო დათანხმდა რომ ცოტა ხნით ჩემი ცოლის როლი ითამაშოს.
- ქორწილია, ქეიფია, გრიალიიი, -წაიღიღინა იკამ მხიარული ხმით და გადაგვეხვია.
- - - - - - -
თბილისამდე მთელი გზა, უკან სავარძელზე მშვიდად მეძინა დემეტრეს მკლავებში, ცხოვრებაში პირველად ვაკეთებდი ასეთ სიგიჟეს და მიუხედავად ამისა საერთოდ არ მეშინოდა, მის გვერდით თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობდი, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ მისი ნდობა შემეძლო.
- მოვედით გაიღვიძე, -ჩამჩურჩულა და საფეთქელზე მომაკრო თბილი ტუჩები.
- სად მოვედით? -თვალები ძლივს გავახილე და მომღიმარ დემეტრეს ავხედე, უკვე ბინდდებოდა, ბიჭები ავტომობილში აღარ იყვნენ, მხოლოდ ჩვენ ვისხედით უკანა სავარძელზე.
- სახლში მოვედით მაო, იქ სადაც დღეიდან ვიცხოვრებთ.
- როგორ? პირდაპირ შენს სახლში მოვედით? -ახლაღა დავფიქრდი იმაზე თუ ალბათ რა საშინლად გამოვიყურებოდი, ნამგზავრი, თმაგაწეწილი და ნატას ვიწრო ჯინსის შარვალში, დიდ ნაქსოვ ზედაში და დაბალყელიან ბოტებში გამოწყობილი, დემეტრე როგორც ყოველთვის, მიხვდა რა მაწუხებდა, თავი ამაწევინა, თმა თითებით ჩამომისწორა და გამამახნევებლად გამიღიმა.
- ულამაზესი ხარ, სხვა ნურაფერზე იფიქრებ კარგი? ყველამ იცის რომ სვანეთიდან ახლახანს დავბრუნდით, არავინ ელოდება რომ კოქტეილის კაბით წარდგები მათ წინაშე, თანაც მეც შემომხედე ზუსტად შენსავით მაცვია, -ახლაღა დავაკვირდი მის ჩაცმულობას, მუქი ფერის ჯინსი, ნაცრისფერი ნაქსოვი ზედა და დაბალყელიანი ბოტები, ფაქტიურად ტყუპებივით ვიყავით, უნებურად გულიანად გამეცინა.
- ასე არ ჯობია? ნუ გადარდებს ვინ რას იტყვის, უბრალოდ გაიღიმე.
- მართალი ხარ, წესით ეს არც უნდა მადარდებდეს, უბრალოდ მაინც ვღელავ.
- წამოდი, დროა სახლში შევიდეთ, -დემეტრემ კარი გააღო გადავიდა და ხელი გამომიწოდა რომ მეც გადავსულიყავი, უზარმაზარ სახლს შევხედე თუ არა, გაკვირვების შეძახილი აღმომხდა, მაღალი გალავანით გარშემორტყმულ, ვრცელ, ხეებით და მცენარეებით სავსე ეზოს შუაგულში ჩადგმული სამსართულიანი შენობა, სასახლეს უფრო გავდა ვიდრე სახლს.
- ესე იგი აქ ცხოვრობ?
- საერთოდ აქ არ ვცხოვრობ, იშვიათად თუ ვრჩები ხოლმე, აქაურობა არცთუ ისე მომწონს, სამაგიეროდ ჩემს დედინაცვალს უყვარს ყველაფერი დიდი, ძვირფასი და გაზვიადებული, ეს სახლიც მისი პროექტითაა აშენებული, მე ცალკე მაქვს ბინა, უბრალოდ როგორც შევთანხმდით, ცოტა ხნით აქ ვიცხოვროთ, მერე ჩემს ბინაში გადავალთ.
- ეი მანდ რას აკეთებთ, ყველა თქვენ გელოდებათ, -ბექამ სახლის ღია კარიდან გამოგვძახა და ხელით გვანიშნა ცოტა სწრაფადო, სხვა რა გზა მქონდა, ჩემი სურვილით გავყავი თავი ამ ხათაბალაში და როგორმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა ყველაფერი, დემეტრეს მაგრად მოვუჭირე ხელზე ხელი.
- ნუ ნერვიულობ პატარავ, ყველაფერი გამოგვივა, უბრალოდ იყავი ისეთი როგორიც ხარ, -ჩამჩურჩულა და მტკიცე ნაბიჯებით გამიძღვა წინ.
ფართო, გაჩახჩახებულ ჰოლში შევაბიჯეთ, დემეტრე მაშინვე მისაღებისკენ გამიძღვა საიდანაც მხიარული სიცილის და საუბრის ხმები გამოდიოდა, ოთახში შევედით თუ არა, პირველად მომინდა დემეტრეს დახრჩობა იმის გამო რომ მისი გადაპრანჭული ნათესავების წინაშე ასე წარდგომა მაიძულა, ჩემი აღელვება და გაბრაზება იგრძნო და გამაფრთხილებლად მომიჭირა ხელზე ხელი.
მისაღებში ათიოდე ადამიანი იყო შეკრებილი, დაგვინახეს თუ არა მაშინვე შეწყვიტეს საუბარი და მოგვაშტერდნენ, თავი უცხო პლანეტაზე აბორიგენთა წინაშე მოხვედრილივით ვიგრძენი, ბრენდული სამოსი, სპეციალურად დაყენებული ვარცხნილობები, ძვირფასი სუნამოს სურნელი, ძვირფასბეჭდებიან თითებში მოქცეული სასმლის ჭიქები და ცივი შემფასებლური მზერა, დემეტრემ ბუხართან ულამაზესი ქალის გვერდით მდგდომ, მაღალი, ჭაღარათმიანი, წარმოსადეგი გარეგნობის სიმპათიური მამაკაცისკენ წამიყვანა, რომელიც ინტერესით სავსე მზერას არ მაშორებდა.
- მამა გაიცანი ჩემი მეუღლე მაო ჩადუნელი, მაო ეს სიმპათიური ახალგაზრდა კაცი მამაჩემია, ბატონი დავით ცინცაძე.
- ოცდაშვიდი წლის ხარ და მაინც არ იშლი მასხარაობას, რაღა დროს ჩემი ახალგაზრდობაა, -კაცმა ღიმილით გადახვია ხელი დემეტრეს და მერე მე მომიბრუნდა, ხელი გამომიწოდა და ჩამომართვა.
- კეთილი იყოს შენი ჩვენს ოჯახში შემობრძანება მაო, -ღიმილით მითხრა და მერე თეატრალურად აღაპყრო ხელები ზემოთ, -ღმერთო რას მოვესწარი, ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანა, იმედია მალე შვილიშვილებსაც მაღირსებენ.
რატომღაც არ გავბრაზებულვარ როცა დავითმა შვილიშვილები ახსენა, პირიქით წარმოვიდგინე როგორ დარბიან ჩემი და დემეტრეს გარშემო, მისნაირი თვალებბრიალა გოგო და ბიჭი და გამეცინა.
- რა გაცინებს? -ჩამჩურჩულა და წელზე მაგრად მომხვია ხელი.
- უბრალოდ წარმოვიდგინე რომ...
- შენნაირი ლურჯთვალება პატარა საოცრებები წარმოიდგინე არა? -არა ხომ ვთქვი ეს ბიჭი ჩემს აზრებს კითხულობსთქო.
- მცირედ შესწორებას შევიტან, ჩემს წარმოდგენაში ჩვენი გოგო და ბიჭი შენ გგავდნენ და არა მე,
-ვუთხარი და საოცრად მესიამოვნა როცა ვიგრძენი როგორ აღელდა.
- რაა? სერიოზულად? შენ... -ენა დაება და ვეღარაფერი თქვა.
- ვიხუმრე დემეტრე, დაწყნარდი, ჩვენ ხომ ყველაფერზე შევთანხმდით...
- დემეტრე შვილო, მე არ უნდა გამაცნო შენი მეუღლე? -ჩურჩული დემეტრეს დედინაცვალმა შეგვაწყვეტინა.
- გაიცანი მაო, ეს ლიაა მამაჩემის მეუღლე.
- შეგიძლია ლიკა დამიძახო საყვარელო, -ქალმა რბილი, ფაფუკი ხელი ჩამომართვა და გამიღიმა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ლიკა, -არც მე დამიშურებია საპასუხო ღიმილი, უცნაური ქალი იყო, ისეთი რომ ვერ გაიგებდი რას მალავდა გულითადი ღიმილის უკან.
- ესე იგი მაო არა? უცნაური სახელია, რომელიმე სახელის შემოკლებული ვერსიაა?
- არა, ასე მქვია, ეს სახელი მამამ დამარქვა.
- რამდენი წლის ხარ მაო? შენმა მშობლებმა იციან რომ გათხოვდი? -როგორც კი შევამჩნიე რომ დემეტრე ამ დაკითხვაში ჩარევას აპირებდა მაშინვე ვანიშნე რომ გაჩერებულიყო.
- ოცი წლის ვარ, მშობლები არ მყავს, მამა მაშინ დაიღუპა როცა ერთი წლის გავხდი, დედა ახლახანს...
- და ან ძმა?
- არ მყავს, -ვუპასუხე და როცა იქვე ახლოს, ვიღაც ქერათმიან გოგოსთან მხიარულად მოსაუბრე ონისეს თვალებს გადავაწყდი, ყელში მოწოლილი ბურთი ძლივს გადავაგორე უკან.
- როგორ? ესე იგი არავინ გყავს? -ეს უკვე ზედმეტი იყო, ახლა მხოლოდ იმას ვცდილობდი რომ თვალებზე მოწოლილი ცრემლებისთვის გადმოხეთქვის საშუალება არ მიმეცა.
- მე ვყავარ, -მომესმა ზურგს უკნიდან და ნაცნობი ძლიერი ხელებიც მომეხვია, მკერდზე მიმიკრა და როგორც კი მისი გულისფეთქვა ვიგრძენი, ჩემთვის მთელი სამყარო გაჩერდა...
- აპატიე ლიკას შვილო, -დავითი მოგვიახლოვდა და ღიმილით დამადო ხელზე ხელი, -უბრალოდ დემეტრე ძალიან უყვარს და მისთვის მხოლოდ კარგი უნდა.
- ანუ ჩვეულებრივად რომ ვთქვათ ამოწმებს თქვენ შვილს შევეფერები თუ არა.
- ჰო ლიკა ასეთია, ვერაფერს ვიზავთ, მეუღლეს გახედა რომელიც უკვე სტუმრებთან საუბარში იყო გართული, -მთავარია რომ თქვენ გიყვართ ერთმანეთი და ერთად თავს კარგად გრძნობთ, სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია, თქვენს თვალებში ვხედავ რომ ერთად ყოფნით ბედნიერები ხართ, -ლოყაზე მომეფერა და მერე დემეტრეს გადახედა, -დემეტრე გააცანი დანარჩენებს მაო, მე გავალ, მეგობარს უნდა დავურეკო, გავიგო ერთი რატომ დააგვიანდა ასე ძალიან.
- მამაშენი ძალიან მომწონს, საყვარელი კაცია, უბრალოდ არ მომწონს რომ ვატყუებთ, ხომ გაიგონე რა თქვა, გონია რომ ერთმანეთი გვიყვარს.
- რაკი მამა ასე ფიქრობს ესე იგი ძალიან კარგი მსახიობები ვყოფილვართ.
- ასე ფიქრობ? -შევცინე და შუბლზე ჩამოყრილი თმა შევუსწორე.
- ასე ვფიქრობ, მაგრამ მეორე ვერსიაც მაქვს, -თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები აუთამაშდა.
- მაინც რა ვერსია გაქვს?
- მაგას მერე გეტყვი.
- როდის?
- როცა მაგის დრო მოვა, -ახლა კი წამოდი, ბიძაჩემი და ჩემი ერთადერთი და გადარეული ბიძაშვილი უნდა გაგაცნო.
- ყველა გამაცნო, მაგრამ უკვე ისეთი დაღლილი ვიყავი რომ მათი სახელებიც კი ვერ დავიმახსოვრე, დემეტრეს მოვშორდი რომელიც გაცხარებული ეკამათებოდა ბიძამისს რაღაც ჩემთვის გაუგებარ საკითხზე, უზარმაზარი მისაღების შორეულ კუთხეში მდგარ სავარძელში მოვთავსდი და თვალები დავხუჭე.
- რა ჯანდაბაში გაყავი თავი მაო, რა დროს თავგადასავლები და მძაფრსიუჟეტიანი ცხოვრება იყო, არა მგონია აქ ცხოვრება შევძლო, არა მგონია...
- ძალიან დაიღალე? -ნაცნობი ხმა მომესმა, თავი ავწიე, იკა იდგა ჩემს წინ ხელში წვენის ჭიქით, მომაწოდა და გამამხნევებლად გამიღიმა.
- დალიე და დამშვიდდი, შენ ვერც კი წარმოიდგენ რა კარგად მესმის ახლა შენი.
- მოდი დაჯექი, -ჩავიწიე და ჩემს გვერდით ვანიშნე, დაჯდა და ისე ამოიოხრა რომ გული დამეწვა.
- რა გჭირს იკა კარგად ხარ?
- არ ვარ კარგად, -მომიბრუნდა და ამღვრეული მზერა შემომანათა, მერე სასმლის სუნიც ვიგრძენი.
- ნასვამი ხარ?
- საერთოდ არ ვსვამ ხოლმე, უბრალოდ დღეს სხვანაირად არ შემეძლო, -მის მზერას თვალი გავაყოლე და ყველაფერს მივხვდი, ისეთი თვალებით უყურებდა, საშუალო სიმაღლის, წაბლისფერთმიან გამხდარ, ლამაზ გოგონას რომ სულელი უნდა ვყოფილიყავი მისი დარდის მიზეზს რომ ვერ მივმხვდარიყავი.
- შენ რა დემეტრეს ბიძაშვილი მოგწონს?
- მიხვდი არა? მომწონს მსუბუქი ნათქვამია, ლიზაზე ვგიჟდები, თუმცა ის ვერც კი მამჩნევს.
- უთხარი რომ მოგწონს? შენს გრძნობებზე ელაპარაკე?
- არა, ჯერ არაფერი მითქვამს, ვერ მოვახერხე, მასთან სიახლოვისას უბრალოდ ვშეშდები, ვმუნჯდები, ენა მებმის, ვერაფერს ვეუბნები.
- და ამის მერე კიდევ გიკვირს რომ ვერ გამჩნევს?
- კარგი რა მაო ნუ დამცინი, ისედაც რა დღეში ვარ.
- არ დაგცინი, უბრალოდ ცოტა მეტი გამბედაობა უნდა გამოიჩინო, კარგი რა იკა, მეგობრისთვის გოგოს მოტაცებაშიც კი მიიღე მონაწილეობა და იმ გოგოს ვინც მოგწონს ვერაფერს ეუბნები?
- მოიცა ახლა რას მეუბნები რომ ლიზა უნდა მოვიტაცო? -ლამაზი სახე წამში დაუსერიოზულდა და შევატყვე რომ გონებაში უკვე ლიზას მოტაცების გეგმებს აწყობდა.
- ყველაფერი უკუღმა ნუ გესმის, იმის თქმა მინდოდა რომ ცოტა მეტი გამბედაობა უნდა გამოიჩინო, უთხარი რომ მოგწონს, იქნებ არც ისაა შენს მიმართ გულგრილი...
- ფიქრობ რომ შეიძლება ისიც რამეს გრძნობდეს ჩემს მიმართ?
- რატომაც არა, სიმპათიური ხარ, საყვარელი...
- მადლობა მაო, ნამდვილი მეგობარი ხარ, -ჩემსკენ გადმოიხარა და ხმაურით მაკოცა ლოყაზე.
- შეიძლება თქვენთან ერთად ჩამოვჯდე? -გულითადი საუბარი წკრიალა ხმამ შეგვაწყვეტინა, თავზე ლიზა გვადგა, პასუხს არც დალოდებია ისე მომისკუპდა გვერდით.
- როგორ ხარ რძალო, ალბათ ძალიან დაიღალე.
- ჰო მართლაც ძალიან დავიღალე, ჯობია წავიდე და დემეტრე მოვძებნო, თორემ სადაცაა აქვე ჩამომეძინება, თქვენ დარჩით ისაუბრეთ ცოტა, -იკას თვალი ჩავუკარი, წამოვდექი და ოთახი მოვათვალიერე, თუმცა დემეტრე არსად ჩანდა, ის იყო მის მოსაძებნად მისაღებიდან უნდა გავსულიყავი რომ მხარზე მსუბუქი შეხება ვიგრძენი, უკან მივბრუნდი, დავითი იყო.
- მაო შვილო, წამოდი ჩემი ახლო მეგობარი უნდა გაგაცნო, დიდი ხანია ოჯახებით ვმეგობრობთ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, მას და მის მეუღლეს ერთი სული აქვთ როდის გაგიცნობენ, -ხელი ჩამკიდა და იქვე მდგარი წყვილისკენ წამიყვანა, ახალგაზრდა, ქერათმიანი, მაღალი, ლამაზი, ტუჩებდაბერილი ქალი ინტერესით მათვალიერებდა.
- ირაკლი გაიცანი ჩემი რძალი მაო, ომახიანად გამოაცხადა დავითმა, აქამდე ზურგით მდგარი მამაკაცი ჩემსკენ შემობრუნდა და ჩემი დანახვისას გაფითრდა, მე კი მთლად გავშეშდი ხელები ამიცახცახდა და პირი გამიშრა, ჩემს წინ მამაჩემი ირაკლი ლიპარტელიანი იდგა...


- - - - - - - - - - - - - - -


მიყურებდა და ცდილობდა გაკვირვებისგან მოღრეცილი სახე გაესწორებინა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა, აშკარად მისმა მეუღლემაც მიცნო და ახლა თვალებით მჭამდა, თუმცა ირაკლიზე კარგი მსახიობი აღმოჩნდა და არაფერს იმჩნევდა, პირველი მაინც მე მოვეგე გონს და ღიმილით გავუწოდე ხელი.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბატონო ირაკლი, -როგორც იქნა მოიფიქრა, ხელი გამომიწოდა და გაღიმება სცადა, თუმცა ღიმილის მაგივრად უცნაურად დაემანჭა სახე, შევყურებდი და მისი ასეთი მდგომარეობის გამო, კმაყოფილებას ვგრძნობდი, სხვა თუ არაფერი მხოლოდ იმისთვის ღირდა დემეტრეზე დაქორწინება რომ მისი გამწარებული სახე მენახა.
- თქვენ ონისეს მამა ხართ არა? -შევეკითხე და ძლივს შევიკავე ღიმილი როცა დავინახე როგორ ანერვიულდა, მე კი პირდაპირ ვნეტარებდი, პირველად მქონდა საშუალება ისე სასტიკად მოვქცეოდი როგორც თვითონ მექცეოდა და არ ვიცი ეს როგორ ადამიანს მხდის მაგრამ ეს ყველაფერი საშინლად მსიამოვნებდა.
- ონისე ჩვენი შვილია, -ჩაერია აქამდე ჩუმად მდგარი ქალბატონი და ხელი გამომიწოდა, -მე ნათია ვარ, ირაკლის მეუღლე და ონისეს დედა, იცნობთ ჩვენს შვილს?
- დღეს დილით გავიცანი, ძალიან კარგი ბიჭია, უკვე მოასწრო და თავი შემაყვარა, -გულუბრყვილოდ გავუღიმე, ხელი ჩამოვართვი და თვალი თვალში გავუყარე, მანაც გამისწორა ზიზღითა და სიძულვილით სავსე მზერა, თუმცა ისე საყვარლად მიღიმოდა ვერავინ იფიქრებდა რომ დიდი ალბათობით, ერთი სული ჰქონდა ფეხებგაფშეკილი ვენახე.
- ირაკლი კარგად ხარ? -დავითმა ირაკლის მიმართა და მეც ახლაღა მივაქციე ყურადღება რომ მგონი მართლაც არ იყო კარგად, ტუჩები მთლად გალურჯებოდა და ფეხზე ძლივს იდგა, -რა გჭირს ბიჭო?
- ცოტა ხნით გავიდეთ დავით, მგონი გული მაქვს ცუდად, -ძლივს ამოილუღლუღა, ცოლს ანიშნა რომ დარჩენილიყო და დავითის ხელზე დაყრდნობილი გავიდა მისაღებიდან, ერთი წამითაც არ შემცოდებია.
- გიხარია არა? -დაისისინა როგორც კი მარტო დავრჩით, აღარსად იყო კეთილგანწყობილი ღიმილი, გაცოფებული მიყურებდა.
- არ მიხარია მაგრამ არც მწყინს, -ვუპასუხე მშვიდად, იქვე მდგარი მაგიდიდან რაღაც უცნობი სასმლით სავსე ჭიქა ავიღე და ერთი მოსმით გამოვცალე.
- მაინც როგორ მოახერხე?
- რას გულისხმობთ ქალბატონო ნათია? -ვკითხე დამტკბარი ხმით, მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად ვიცოდი რასაც გულისხმობდა.
- როგორ შეაბი დემეტრე, სად გაიცანი, რა გაუკეთე ისეთი რომ ცოლად მოგიყვანა? საწოლში ჩაუგორდი და ახლა ორსულად ხარ? -აფთარივით მადგა თავზე და თანდათან უმაღლებდა ხმას, აშკარად ჩემზე მეტი ჰქონდა დალეული და თავს ვეღარ აკონტროლებდა, მაჯაზე ხელი წავავლე და მაგრად მოვუჭირე, ნამდვილად არ მქონდა ამ ძუკნასთან ლოლიაობის ნერვები.
- მოკეტავ თუ აქვე ყველას გასაგონად გამოვაცხადო რომ ირაკლის შვილი ვარ, -კბილებში გამოვცერი და მაგრად ჩავაჭირე ფრჩხილები მაჯაზე, მაშინვე გაჩუმდა და უმწეოდ ააფახულა ყალბი წამწამები, ასეც ვიცოდი, ამ ქალისთვის აშკარად ერთადერთი კატასტროფა არსებობს და ეს მე ვარ, უფრო სწორად ის რომ ირაკლის შვილი ვარ და ონისეს და ნატას და, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ეს არავინ გაიგოს, ჰმ, ნამდვილად შემიძლია ამის გამოყენება.
- ხელი გამიშვი, -დაისისინა და ახლაღა შევამჩნიე რომ ჯერ ისევ მაჯაზე ვუჭერდი, ხელი გავუშვი და გვერდზე მშვიდად გავდექი.
- ესე იგი შევთანხმდით რომ შენ შენთვის და მე ჩემთვის?
- ასეც ვიცოდი რომ უბრალო შტერი გოგო არ იყავი, გაიგე მამაშენის შესახებ, გაიგე რომ მდიდარია და რაკი მას ვერ დაუახლოვდი გადაწყვიტე მასთან ახლოს მისასვლელად დემეტრე გამოგეყენებინა? თუმცა გაგიმართლა, დემეტრეც არანაკლებ მდიდარია... იცოდე უფლებას არ მოგცემ რომ ჩვენს ოჯახს მიუახლოვდე და დემეტრე გააუბედურო, გპირდები სულ მალე გავაგებინებ, რატომ გაყევი ცოლად და რომ ფულის მეტი არაფერი გაინტერესებს...
- რას ბოდავ თუ ხვდები? შენ საერთოდ რა შუაში ხარ ჩემთან და ჩემს ქმართან... -უნებურად შევწყვიტე საუბარი როცა მისი გაშტერებული მზერა დავაფიქსირე, შევბრუნდი და დემეტრე დავინახე, მისაღებში შემოდიოდა, ბექასთან ერთად და რაღაცაზე გულიანად იცინოდა, ისეთი საყვარელი იყო რომ თვალს ვერ ვაშორებდი, მერე ისევ ნათიას შევხედე, ისიც თვალს არ აშორებდა ჩემს ქმარს, დავინახე როგორ ამოიოხრა და ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი, ჯანდაბა, ამის დედაც, ახლა ყველაფერი გასაგები იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, ნათიას დემეტრე მოსწონდა, უყვარდა, ან მინიმუმ უნდოდა, ჯერ ხომ ისედაც ვერ მიტანდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ მიტანდა ახლა კი დარწმუნებული ვარ რომ ორმაგად ვეზიზღები, იმის გამო რომ დემეტრესთან შანსი წავართვი ვეზიზღები... აი თურმე რატომ უწოდა დემეტრემ ძუკნა, აშკარად იცის მისი გრძნობების შესახებ... ღმერთო რა გულისამრევია, ოცდაშვიდი წლის ბიჭთან, თავისი შვილის მეგობართან დაკავშირებით აქვს სექსუალური ფანტაზიები... იმედია აუხდენელი, ოჰ ამის... წარმოდგენაც კი არ მინდა რომ ის და დემეტრე...
- დაიღალე ძვირფასო? -დემეტრე უკნიდან მომიახლოვდა, წელზე შემომიცურა ხელები და სახე ჩემს თმებში ჩარგო.
- მართლა ძალიან დავიღალე, შეიძლება რომ წავიდეთ და დავისვენოთ? -მის მკლავებში შემოვტრიალდი, კისერზე მოვეხვიე და ნიკაპზე მსუბუქად შევახე ტუჩები, -ჩაეღიმა, მივხვდი რომ მიხვდა რატომ ვიქცეოდი ასე ნათიას თანდასწრებით.
- კარგი წავიდეთ და დავიძინოთ, ცოტა ხანს დამელოდე მეორე სართულზე ავალ და ვნახავ ჩვენი საძინებელი მზად არის თუ არა, იმდენი ხანია ამ სახლში არ დავრჩენილვარ... -ცალი თვალით ნათიას ვუყურებდი და ვხედავდი როგორ ეცვლებოდა სახე როცა დემეტრე ჩვენს საძინებელზე საუბრობდა.
- მოიცადე, სად მიდიხარ დემეტრე, არც კი მომსალმებიხარ, ძლივს ამოიკნავლა ათრთოლებული ხმით.
- კარგია რომ აქ ხარ ნათია, მაოს გაცნობაც მოახერხე, დარწმუნებული ვარ აღფრთოვანებული ხარ ჩემი საყვარელი ცოლის სილამაზით, -მომიბრუნდა სახე ორივე ხელით დამიჭირა, ტუჩის კუთხესთან მომაკრო ტუჩები და თვალი ჩამიკრა, ნათიას გაფითრებული სახისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა გასასვლელისკენ.
- მე... მეც უნდა გავიდე ცოტა ხნით, -ჩაიბუტბუტა ნათიამ და დემეტრეს გაჰყვა უკან, ესეც ასე, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, ყველა ფილმში და სერიალში ასეა რაც კი მინახავს, კაცი გარეთ გადის, რამდენიმე წამში, აღგზნებული ქალიც უკან მიყვება და მერე სადღაც ჩაბნელებულ კუთხეებში ეხვევიან ერთმანეთს… ამის წარმოდგენისას ტვინში სისხლმა ამასხა, დემეტრე და ნათია? კარგი რა...
- რაზე ფიქრობ მაო, რა სისულელეზე ფიქრობ? ამაზე არ უნდა იფიქრო, -ირგვლივ მიმოვიხედე, ყველა თავის სტიქიაში იყო, არავის შეუმჩნევია რა მოხდა ცოტა ხნის წინ, რა ვქნა უკან გავყვე? მინდა კი იმის ნახვა რაც იმ რომელიღაც ბნელ კუთხეში მელოდება? მინდა კი?
ვეღარ მოვითმინე, კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალე და ვეცადე რომ შეუმჩნევლად გავსულიყავი მისაღებიდან, უზარმაზარი ჰოლის ბოლოში ფართო კიბე მეორე სართულზე ადიოდა, ფრთხილად ავყევი კიბეს და დერეფანში აღმოვჩნდი, ფრთხილი, შემპარავი ნაბიჯებით ვმოძრაობდი და თავი რომელიღაც საშინელებათა ფილმის მთავარი გმირი მეგონა, ისეთი დაძაბული ვიყავი პატარა ხმაურიც კი ალბათ გულს გამიხეთქავდა, ნეტავ რომელია ჩვენი საძინებელი? ჰმ, ‘’ჩვენი’’ რაღაც კარგად ჟღერს,
- ნეტავ რას ვცანცარებ პატარა ბავშვივით, ამდენი არ უნდა დამელია, -ჩავიბურტყუნე და უფრო კარგად მივუგდე ყური დერეფანში გამეფებულ სიჩუმეს, ის იყო უკვე ხელი უნდა ჩამექნია და უკან გამოვბრუნებულიყავი რომ ერთ-ერთი საძინებლის ღრიჭოდ დარჩენილი კარიდან ძლივსგასაგონი ხმები მომესმა, მივუახლოვდი რომ უკეთ გამეგო რა ხდებოდა, კარს ავეკარი და უფრო მეტად შევაღე, შეღებული კარის მოპირდაპირე მხარეს კარადა იდგა რომლის კარზე მიმაგრებულ უზარმაზარ სარკეში მშვენივრად ჩანდა რა ხდებოდა მკრთალად განათებულ ოთახში, თუმცა ხმა არცთუ ისე კარგად მესმოდა, კარგად ვხედავდი როგორ ცდილობდა თვალცრემლიანი ნათია სიბრაზისგან მთლიანად გაწითლებული დემეტრესთვის რაღაც აეხსნა, ვეღარ მოვითმინე ფრთხილად შევძვერი და კედელს ავეკარი, ისინი ვერ მხედავდნენ, თუმცა მე ვხედავდი და ახლა უკვე მესმოდა კიდეც მათი, მღელვარებისგან გული ამოხტომაზე მქონდა, სასმელი და ადრენალინის შეგრძნებაც თავისას შვებოდა და ძლივს ვჩერდებოდი ერთ ადგილზე, როცა ნათიამ ერთი ხელი წელზე მოხვია და მეორეთი სახეზე მოფერება დაუწყო, კინაღამ ნერვებმა მიმტყუნა.
- ახლავე გადი აქედან, -იღრიალა დემეტრემ, უხეშად მოიშორა და კარისკენ მიუთითა, -ნათია ნუ მაიძულებ შეურაცხყოფა მოგაყენო და რამე დაგიშავო, ბოლოს და ბოლოს ონისეს დედა ხარ, მართალია შენ ეს ფეხებზე გკიდია მაგრამ მე ხომ მახსოვს რომ ჩემი მეგობრის დედა ხარ
- დემეტრე გევედრები, -ლამის ქვითინებდა ქალი, -ხომ იცი რომ შენზე ვგიჟდები, რა გინდა რომ დაგიჩოქო? მითხარი ის უფერული გოგო მართლა გიყვარს? ხომ იცი რომ ის პატარა, გამოუცდელი ლაწირაკი იმას ვერ მოგცემს რაც შენ გჭირდება...
ნამდვილად გულისამრევი სცენა იყო, ვერ წარმომედგინა ნათიას როგორ შეეძლო ასე დაცემულიყო, ნუთუ საერთოდ არ ჰქონდა თავმოყვარეობა, ნუთუ საერთოდ არ ფიქრობდა რა მოხდებოდა თუკი ონისე ამ ყველაფერს გაიგებდა, ფიქრი დემეტრეს ცივმა ხმამ შემაწყვეტინა.
- შენ რა იცი მე რა მჭირდება? -ნიკაპში ჩაავლო თითები და თავი ააწევინა, ისე მაგრად უჭერდა ხელს რომ ქალს ტკივილისგან კვნესა აღმოხდა.
- შენ არ იცი ვინ არის მაო, მას არ უყვარხარ, მხოლოდ შენი ფული აინტერესებს, ერთი პატარა გარყვნილი ა და სხვა არაფერი, -დაისისინა ნათიამ და დავინახე როგორ აენთო დემეტრეს თვალები, ისეთ სიბრაზეს და მრისხანებას ასხივებდა, ნათიას ადგილზე რომ ვყოფილიყავი ნამდვილად შემეშინდებოდა, თუმცა იმ ძუკნამ აშკარად კარგად იცოდა რომ თუნდაც ონისეს გამო არაფერს დაუშავებდა,
- მაოზე აღარაფერი თქვა, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, კიდევ რამეს თუ იტყვი მაოს შესახებ იცოდე აღარ მოგითმენ, დავივიწყებ რომ ონისეს დედა ხარ და... ჯანდაბა, ისეთ რამეს ნუ გამაკეთებინებ რომ საკუთარი თავი შემზიზღდეს, გადი აქედან, -კბილებში გამოსცრა და კიდევ ერთხელ მიუთითა კარზე, თავჩაღუნული გამოტრიალდა ქალი, როგორც კი დემეტრე მოდუნდა, ელვისსისწრაფით მიბრუნდა უკან, კისერზე ჩამოეკიდა და ტუჩებზე დააცხრა, მეც და დემეტრემაც ერთდროულად დავქაჩეთ თვალები გაკვირვებისგან, ნამდვილად ტრაგიკომიკური სიტუაცია იყო, ერთი მხრივ გაცოფებული ვიყავი და ნათიას შუაზე გაგლეჯა მინდოდა, მეორე მხრივ კი დემეტრეს გაოცებული თვალების და დაფეთებული სახის შემხედვარეს გულიანად გადახარხარება ყველაფერს მერჩივნა, იდგა დემეტრე შუა ოთახში გაშეშებული, ხელებგაშლილი, უმწეო პატარა ბავშვივით და ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებდა, ვიცოდი ახლა თუ ჩემს აქ ყოფნას შეამჩნევდნენ ცხოვრებაში ნათიაზე დიდი მტერი არ მეყოლებოდა, მაგრამ განა ეს ისედაც ასე არ იყო?
ბოლოს ვეღარ გავუძელი, სასმელმაც რომელიც უკვე მთელ სხეულს მოსდებოდა თავისი გააკეთა, კედელს მოვშორდი და პანიკური სიცილისგან აცახცახებული მივეყრდენი კარადას, უფრო მეტად ავხარხარდი როცა ორივე დაფეთებული მომაჩერდა.
- ძალიან გთხოვთ ასეთი სახით ნუ მიყურებთ სიცილს ვერ ვიკავებ, -ძლივს ამოვილუღლუღე და აცახცახებული თითებით მოვიწმინდე სიცილისგან თვალზე მომდგარი ცრემლები, ჯანდაბა ნათია ძალიან მაგარი სცენა იყო, რამდენი ხანია ასე გულიანად არ მიცინია.
უცებ მოეგო ნათია გონს, მისგან სხვა რამეს არც ველოდი, დიდი ალბათობით იფიქრა რომ ეს მისი შანსი იყო, შანსი რომ ჯერ არშექმნილი ოჯახი შექმნის პროცესშივე დაენგრია, შეშფოთებულ გაკვირვებული სახე უცებ შეეცვალა და თვალები ბოროტულ-ეშმაკური ცეცხლით აუციმციმდა, გამიღიმა და ჯერ კიდევ გაშეშებულ დემეტრეს ჩამოეკიდა მკლავზე, რომელიც შემომცქეროდა გაფართოებული თვალებით და უხმოდ მემუდარებოდა რომ ეს სისულელე არ დამეჯერებინა.
- არ მინდოდა ეს ყველაფერი ასე გაგეგო მაო მაგრამ... -დაიწყო ნათიამ დამტკბარი ხმით და წამწამები ააფახულა, -მე და დემეტრე...
- არ გინდა, -ხელი ავწიე და ვაიძულე გაჩუმებულიყო, -ნურაფერს იტყვი, ტყუილად ნუ დაიღლი ენას, ყველაფერი დავინახე და გავიგონე, ასეც რომ არ იყოს, აბა კარგად დაფიქრდი, კაცი რომელსაც ჩემნაირი ცოლი ჰყავს, შენნაირ არსებას და თანაც მეგობრის დედას ისე შეხედავს როგორც ქალს? შენ დემეტრე ვინ გგონია? ან მე ვინ გგონივარ? ფიქრობ ჩემს ქმარს იმდენად არ ვენდობი რომ ამ სისულელეს დავიჯერებ?
- დავინახე როგორ გაფითრდა ნათია და როგორ შეეპარა დემეტრეს ტუჩის კუთხეში ღიმილი, სულელი, ნუთუ იმის ეშინოდა რომ ამ უაზრობას დავიჯერებდი.
- გადი ნათია აქედან და გაითვალისწინე რომ ყოველთვის ასეთი მომთმენი არ ვარ, -ვუთხარი და თავით ვანიშნე გასასვლელისკენ, გაცოფებულმა მოიკვნიტა ტუჩი, ერთხელ კიდევ ახედა უძრავად მდგარ მომღიმარ დემეტრეს და სწრაფი ნაბიჯით გავარდა ოთახიდან, გავიდა თუ არა უეცრად ვიგრძენი როგორ გამომეცალა მუხლებში ძალა და დემეტრეს მკლავები რომ არა წავიქცეოდი, ფრთხილად დამსვა საწოლზე და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
- რა გჭირს, ცუდად ხარ?
- არა, კარგად ვარ, ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ, უბრალოდ დავიღალე მაგრამ ღირდა, დაინახე რა სახე ჰქონდა ნათიას?
- მართლა არ გჯერა მისი? -თვალებში მიყურებდა, ფრთხილად დაატარებდა თითებს ჩემს სახეზე და თბილად მიღიმოდა.
- დავინახე როგორ გეცა ძალით და გაკოცა, თანაც თავიდანვე მივხვდი რომ ისე არ გიყურებდა როგორც შვილის მეგობარს, ვერ წარმოიდგენ ცოტა ხნის წინ რა მითხრა.
- მაინც რა გითხრა ასეთი?
- ჰგონია რომ შენთან ფულის გულისთვის ვარ და თანაც სპეციალურად დავორსულდი რომ შენთვის დაქორწინება მეიძულებინა, წარმოგიდგენია? -საწოლზე გულაღმა გადავვარდი და კიდევ ერთხელ ამიტყდა სიცილი, ვიგრძენი როგორ ჩაიზნიქა ჩემს გვერდით საწოლი, გადავბრუნდი, ჩემს გვერდით იწვა გულაღმა და ღიმილით შესცქეროდა ჭერს.
- რაზე ფიქრობ? -შევეკითხე და უფრო ახლოს მივჩოჩდი რომ მისი საყვარლად აბურდული თმა უფრო კარგად ამეჩეჩა.
- ვფიქრობ რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო როცა დაქორწინება შემოგთავაზე.
- ჰო მაგრამ ჩვენი ქორწინება ხომ...
- არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ შენ ჩემს გვერდით ხარ, სხვა ყველაფერი თავის ნებაზე მივუშვათ და ვნახოთ რა მოხდება.
- რა უნდა მოხდეს?
ელვისსისწრაფით მომექცა ზემოდან, მთელი სიმძიმით დამაწვა, ხელები თავსზემოთ დამიჭირა და ანთებული თვალებით მომაჩერდა, გული ამიჩქარდა, პირი გამიშრა და ოდნავდაშორებული ბაგეებით ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
- მაგიჟებ, როგორ შეგიძლია ერთდროულად ასეთი ბავშვური და მიამიტი, სასტიკი და დაუნდობელი, საყვარელი და სექსუალური იყო, ამას როგორ ახერხებ? შენში რამდენიმე სხვადასხვა მაო ცხოვრობს და ყველა ერთად ჭკუიდან მშლის, ჩემში იმდენი ხარ, იმდენად სავსე ვარ შენით... -ჩახლეჩილი ხმით ბუტბუტებდა და სახეს კოცნით მიფარავდა, ღაწვზე მაკოცა, მერე ყბაზე, ყელზე და ნელ-ნელა ისევ ზემოთ ამოუყვა, ცეცხლი მეკიდა, უკვე ვეღარ ვაზროვნებდი მაგრამ როცა ტუჩებზე მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი რატომღაც შემეშინდა.
- დემეტრე გაჩერდი, დემეტრე გთხოვ, -ძლივს ამოვილუღლუღე, ჩემდა გასაკვირად მაშინვე გაჩერდა და თვალებში დაბინდული შავი თვალებით ჩამხედა.
- ერთხელ გითხარი რომ არასდროს არაფერს გავაკეთებდი შენი სურვილის საწინააღმდეგოდ და ასეც იქნება, უბრალოდ ჩემი გჯეროდეს კარგი? -ცხვირის წვერზე მსუბუქად მაკოცა, წამოდგა და ხელი გამომიწოდა რომ წამოვეყენებინე.
- წამოდი ცოტა ხნით ქვემოთ ჩავიდეთ და სტუმრებს დავემშვიდობოთ.
- კარგი რა დავიღალე, ახლავე რომ დავიძინოთ არ შეიძლება? დავიწუწუნე, უზარმაზარ ფუმფულა საწოლს გადავხედე და ამოვიოხრე.
- გთხოვ, სულ ათი წუთი, -ისეთი სახით მიყურებდა უარი ვერ ვუთხარი, გაწეწილი თმა და მოჩაჩული ჯემპრი გავისწორე და კარისკენ წავედი.
- - - - - - - -
მეორე სართულიდან ჩამოვედით თუ არა, იკა და ბექა დერეფანშივე დაგვესხნენ თავს, ეშმაკური ღიმილით ამოგვიდგნენ გვერდით.
- ამდენ ხანს ზემოთ რას აკეთებდით? -ვითომ გულუბრყვილო ღიმილით იკითხა ბექამ.
- რაო რძალო დატესტეთ საწოლი? -ახლა იკამ ჩაიხითხით და ჩემმა ლოყებმაც არ დააყოვნა გაწითლება.
- ყველაფერზე მასხარაობა არ შეიძლება, -ჩავიღრინე და ისე ვუთავაზე ფერდში რომ პატარა უპატრონო ლეკვივით აწკმუტუნდა.
- კარგი რა მაო ასეთი რა გითხარი, -საცოდავი თვალებით შემომხედა.
- ღირსი ხარ, -ჩაიცინა დემეტრემ, -ამხელა კაცმა ხომ უნდა იცოდე რა უნდა ილაპარაკო და რა არა.
- აუ დემეტრე როგორც იქნა გიპოვნე, რამდენი ხანია გეძებ, -ეზოდან ონისე შემოვარდა დერეფანში, -ცოტა ხნით უნდა მოგტაცო ქმარი, -გამიღიმა და დემეტრეს რაღაც გადაულაპარაკა, დემეტრემაც ღიმილით დაუქნია თავი და მხარზე ხელი მოუთათუნა, მერე კი მე მომიბრუნდა,
- მე და ბიჭები ცოტა ხნით დაგტოვებთ კარგი? -უხმოდ დავუქნიე თავი და გავიდნენ თუ არა საპირფარეშოს ძიებას შევუდექი, ის იყო მესამე კარი შევაღე რომ ვიგრძენი როგორ ამომიდგა ვიღაც უკან, პირზე ხელი ამაფარა რომ არ მეყვირა და ძალით შემათრია ღია კარში, ჩვენს უკან კარი მიიხურა თუ არა, ხელი გამიშვა და ჩამრთველს დააწვა, შემოვბრუნდი, ჩემს წინ ირაკლი იდგა და ისეთი სახით მიყურებდა რომ ცოტა არ იყოს და შემეშინდა, აშკარად არაადეკვატური იყო.
- ჩემგან რა გინდა ირაკლი? -შევეცადე მშვიდი ხმით მეკითხა.
- ეს შენ უნდა მითხრა რა თამაშს თამაშობ.
- თამაში? ეს შენი და შენისთანების მოგონილია, მე არასდროს ვთამაშობ.
- გინდა დამაჯერო რომ შენი ამ სახლში ყოფნა და დემეტრეს ცოლობა უბრალოდ შემთხვევითობაა და სხვა არაფერი? გინდა ეს სისულელე დავიჯერო?
- მე არაფერი მინდა, არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა, ვინ ხარ რომ ანგარიშის ჩაბარებას მთხოვ, შენ ჯობია შენს არანორმალურ ცოლს მიხედო.
ოჰო? მის გაცოფებულ სახეს რომ შევხედე აშკარად მივხვდი რომ ამჯერად მართლაც ზედმეტი მომივიდა, ნათიას ხსენებამ ისე იმოქმედა მასზე როგორც გაცოფებულ ხარზე მოქმედებს ცხვირწინ წითელი ნაჭრის ფრიალი, ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ, მეც უკან ვიხევდი სანამ ზურგით ცივი კედელი არ ვიგრძენი, ორივე ხელით კედელს მიეყრდნო და მკალვებსშორის მომიქცია.
- ვიცი რის გაკეთებასაც ცდილობ, გინდა ოჯახი დამინგრიო? დედაშენიც ამას ცდილობდა, ჩემი და ნათიას დაშორება უნდოდა.
- შენ კარგად ვერ ხარ, არანორმალური ხარ, დედაჩემი რა შუაშია? შენ მისი ქმარი იყავი და მერე მიატოვე, ნათიასთან წახვედი.
- დედაშენზე რომ დავქორწინდი, ნათიას უკვე ონისე ჰყავდა ჩემგან, ჩვიდმეტი წლის იყო რომ გააჩინა, მე ნათია სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ მაშინ მამამისი ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყო, რადგან არაფერი გამაჩნდა, ერთხელაც ცხელ გულზე დავლიე და ცოლად დედაშენი მოვიყვანე, შენც იმ ღამეს ჩაისახე, ამიტომაც ვერ გიტანდით ვერცერთს, დედაშენს ყოველთვის ვუყვარდი და შანსი მიეცა თუ არა მაშინვე საწოლში ჩამიხტა რომ ჩემგან დაფეხმძიმებულიყო, სამაგიეროდ მეც გამოვიყენე შანსი და ნათიას მამა დაიღუპა თუ არა დედაშენს გავშორდი და ნათია ცოლად მოვიყვანე.
- ვუსმენდი და ვერაფერს ვგრძნობდი, საერთოდ ვერაფერს, მიუხედავად იმისა რომ ჩემს ძარღვებში მისი სისხლი ჩქეფდა ეს კაცი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა.
- ესე იგი ასე იყო ყველაფერი? მესმის რომ დედას გაშორდი, მაგრამ იმაში მაინც რა გიშლიდა ხელს რომ ხანდახან მაინც გენახე ხოლმე?
- ნათიას მოთხოვნა იყო რომ თქვენთან ყველანაირი კავშირი გამეწყვიტა.
- და შენც დათანხმდი?
- მე ის მიყვარს, შენ კი ჩემთვის არაფერი ხარ, რატომ არ უნდა დავთანხმებოდი?
- ახლა რა გინდა ჩემგან?
- მორჩი ამ ცირკს, დემეტრეს დაშორდი და ქვეყნიდან წადი, არ მინდა ჩვენი ოჯახის შორიახლოს იტრიალო, მითხარი რამდენი გინდა იმისთვის რომ გაქრე, ვერ დამაჯერებ რომ ერთმანეთი გიყვართ, იმ სულელს შეიძლება მართლა უყვარხარ, მაგრამ შენ ხომ ფულის გულისთვის თხოვდები, ჰოდა მითხარი რამდენი გინდა და მოგცემ.
- ნუ მაცინებ რა, ხომ იცი რომ შენი ფული არაფერში მჭირდება.
- იცოდე კარგად დაფიქრდი თორემ შენი განადგურება არ გამიჭირდება, -სახე სახესთან მომიტანა და შეშლილი თვალებით ჩამაჩერდა თვალებში, რამდენიმე წამი ასე ვუყურებდით ერთმანეთს და ველოდით ვინ დათმობდა პირველი, მერე კარის გაღების ხმა გავიგე, ირაკლის ისე მჭიდროდ ვყავდი მკლავებში მომწყვდეული ძლივს შევძელი მიბრუნება, ღია კარში ონისე იდგა და თავზარდაცემული შემოგვცქეროდა, უცბად გავაცნობიერე ჩვენი მდგომარეობა და ისიც თუ რატომ გვიყურებდა ასე ონისე, რამდენიმე წამს მთლიანად მოშლილი და განადგურებული შემოგვცქეროდა, მერე შებრუნდა, ჩუმად გაიკეტა კარი და წავიდა...


- - - - - - - - - - - - - - -


გამწარებულმა გავიბრძოლე, მთელი ძალით ვკარი ხელი, როგორც იქნა მოვიშორე და თითქმის სირბილით გავვარდი გასასვლელისკენ, დამეწია, მკლავში მწვდა და შემაჩერა.
- სად მიდიხარ? ჯერ არაფერზე არ შევთანხმებულვართ.
- შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ? კიდევ შეთანხმება გადარდებს? დაინახე ონისე როგორ გვიყურებდა, ხვდები მაინც ახლა რას ფიქრობს? -უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და თითქმის ვყვიროდი.
- გაჩუმდი, შენ რა გინდა რომ მთელი ხალხი აქ შეყარო? -დაისისინა და მტკივნეულად მომიჭირა მაჯაზე,
-მშვენივრად მივხვდი რაც იფიქრა, მაგრამ იმედია არ ფიქრობ რომ ამის გამო სიმართლე უნდა უთხრა.
- გირჩევნია შენს შვილს საყვარლები ვეგონოთ ვიდრე გაიგოს რომ მისი და ვარ?
- ასე მირჩევნია, -მითხრა სრულიად ჩვეულებრივად.
- შენ რა ადამიანი ხარ, რა არსება ხარ ასეთი უგულო? როგორ შეგიძლია საკუთარ შვილებს ასე მოექცე?
-აღმომხდა და სიმწრის ცრემლები მომადგა თვალებზე, არ ვიცი საიდან მოვიკრიბე ძალა რომ აკანკალებული ხმა დამემორჩილებინა.
- კარგად დაიმახსოვრე, დღეიდან ჩემს ცხოვრებაში ჩარევა აღარ გაბედო, თორემ თავბედს გაწყევლინებ ირაკლი ლიპარტელიანო, -ხელი გამოვგლიჯე, ზურგს უკან კარი მოვიჯახუნე და კისრისტეხით გავვარდი ონისეს მოსაძებნად.
არსად იყო, არც დერეფანში, არც მისაღებში, ეზოში გავედი, იქაც არავინ ჩანდა, არა რა, ნამდვილი სულელი ვარ, ყველაფერი თავიდანვე უნდა მეთქვა, ვინ იცის ახლა რას ფიქრობს ან რას გრძნობს, რატომ იქ სვანეთში არ ვუთხარი ყველაფერი, რატომ...
თავს საშინლად ცუდად ვგრძნობდი, ნელი ნაბიჯით გავუყევი ბილიკს რომელიც სახლს გარშემო უვლიდა, და უკანა ეზოში აღმოვჩნდი, თვალწინ საოცარი სილამაზე გადამეშალა, უზარმაზარი ხეებით და სხვადასხვა მცენარეებით სავსე ბაღი, ლამპიონების შუქით მსუბუქად იყო განათებული, სახლისგან მოშორებით, ხეთა შორის მდგარი ციმციმა სინათლეებით მორთული ფანჩატური ჩანდა, ვერაფერს ვიტყოდი, ლიკას ნამდვილად არ აქვს ცუდი გემოვნება, სახლიც და ბაღიც ზღაპრულად ლამაზია...
- ესე იგი აქ ხარ და აქაურობით ტკბები, -ცივი ირონიული ხმის გაგონებისას დაფეთებული მოვტრიალდი, ჩემს წინ ონისე იდგა, ისეთი სახით მიყურებდა, უნებურად უკან დავიხიე, მანაც არ დააყოვნა, ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა და უფრო მომიახლოვდა.
- ისე მშვიდად ხარ თითქოს არაფერი მომხდარიყოს, საერთოდ თვალებში როგორ მიყურებ, ვინ ხარ მაო? ვინ ჯანდაბა ხარ, საიდან მოხვედი? ვერ ვხვდები რის გაკეთებას ცდილობ, ჩემს ძმაკაცს რომ ტვინი აურიე არ გეყო და ახლა მამაჩემს ეკიდები კისერზე?
ასეც ვიცოდი, ვიცოდი რომ ამას იფიქრებდა, ისიც ვიცოდი რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, თავიდანვე ყველაფერი უნდა მეთქვა, მის ადგილზე მე რას ვიფიქრებდი არ ვიცი მაგრამ ახლა რაც მის თვალებში ჩანდა ვერაფრით ვეგუებოდი, გულს მიკლავდა და ნაწილ-ნაწილ მშლიდა, ისეთი ზიზღით შემომცქეროდა... ჩემს ერთადერთ ძმას ჰგონია რომ ვიღაც კახპა ვარ რომელიც მის ძმაკაცს ფულის გულისთვის გაჰყვა ცოლად და ახლა მამამისის შებმას ცდილობს, რა გულის ამრევია...
- ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ, ნება მომეცი აგიხსნა, გთხოვ, მხოლოდ რამდენიმე წუთით მომისმინე, -ამოვიკნავლე და მუდარით სავსე თვალებით ავხედე ქვემოდან.
- სულელი გგონივარ? შენ მე რა უნდა ამიხსნა, -ჩაიღრინა და ვიგრძენი როგორ შემომეხვია ყელზე ცივი თითები, მთელი ძალით მიჭერდა და ვერაფრით ვახერხებდი მის მოშორებას, უკვე ვეღარ ვსუნთქავდი, თვალები ავატრიალე და მთელი სხეული მომიდუნდა, ის იყო გონება უნდა დამეკარგა რომ ხელი გამიშვა, მოწყვეტით დავენარცხე ფილაქანზე მუხლებით...
- ეს რა გავაკეთე, მე... მე ასეთი არ ვარ, -ბუტბუტებდა და ერთხანს ადგილიდან არ იძროდა, ძლივსძლივობით ავწიე თავი და თვალი გავუსწორე, რამდენიმე წამს შეშლილი ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა, მერე შებრუნდა და წავიდა, არ მახსოვს რამდენი ხანი გავატარე მუხლებზე დამხობილმა, არ მახსოვს როდის დავიწყე ტირილი, ნაბიჯის ხმამ და მერე მხრებზე შეხებამ გამომარკვია, დემეტრე იყო, ჩემს წინ ჩაიმუხლა და მხრებზე მომეხვია
- აქ რას აკეთებ მაო? რამდენი ხანია გეძებ, რა გჭირს რატომ ტირი? -ისეთი აღელვებული ხმა ჰქონდა, ისეთი ზრუნვა გამოსჭვიოდა მისი ბაგიდან დაღვრილი თითოეული სიტყვიდან...
- მისი ბრალია, ყველაფერი იმ არანორმალურის ბრალია, -მხოლოდ ეს წამომცდა და ამოვისლუკუნე.
- რა მოხდა? ვინმემ რამე დაგიშავა?
- ირაკლი... ის...
- ოჰ მაგის... რა ვერ ასვენებს, რა უნდა შენგან? მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს, -ნახევრად დაბინდული მზერით შევყურებდი, დემეტრეს დაძაბულ სახეს, დაჭიმულ ყბებს და შავ თვალებს, რომლებიდანაც ცეცხლს აკვესებდა.
- არა, ირაკლი არა, ონისე... მე... -მეტი ვეღარაფრის თქმა ვეღარ შევძელი, თვალები თავისთავად დამეხუჭა, გონება გამეთიშა და მკლავებში ჩავუვარდი.
- - - - - - - -
სახეზე და ყელზე მსუბუქმა შეხებამ გამომაფხიზლა, დემეტრე ფრთხილად, ნაზად დაატარებდა გრილ თითებს ჩემს ნაკვთებზე და ეს ისეთი სასიამოვნო იყო რომ გაღვიძება არ მინდოდა, მერე უცბად ვიგრძენი ყელის ტკივილი და უსიამოვნოდ შემეჭმუხნა სახე, თვალები ძლივს დავაშორე ერთმანეთს და როგორც კი მისი სახე დავინახე, ჩემმა ტუჩებმა თავისით გაიღიმეს ისე რომ ჩემთვის არაფერი უკითხავთ, მიმოვიხედე, საძინებელში ვიყავით, აივნის კარიდან რომელსაც ფარდები არ ფარავდა, ოდნავ რიჟრაჟშეპარული ცა მოსჩანდა.
- რა დროა? მე რა მთელი ღამე მეძინა? -ყელის ტკივილის გამო ჩახლეჩილი ხმით ვიკითხე.
- ჰო მთელი ღამე გეძინა, იცი რა საყვარელი ხარ როცა ასე მშვიდად და ტკბილად გძინავს, -შემომცინა და მხრებზე უწესრიგოდ ჩამოყრილ თმებზე წამეთამაშა, იმ ულამაზესი, გრძელი და თლილი თითებით მე რომ ასე მიყვარდა.
- ჯანდაბა სტუმრები, ჩვენ ხომ სტუმრებს უნდა დავმშვიდობებოდით, -დაფეთებული წამოვჯექი და ახლაღა შევამჩნიე რომ ჯემპრის მაგივრად მაისური მეცვა, საბანი ავწიე და ჩავიჭყიტე, საცვლის ამარა ვიყავი, გაფართოებული თვალებით შევხედე დემეტრეს რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.
- სტუმრებზე არ ინერვიულო, ყველას ვუთხარი რომ დაიღალე და ჩაგეძინა, ჰო და მაისურს რაც შეეხება ჩემია, მე გამოგიცვალე, იმ ჯემპრით და შარვლით ნამდვილად ვერ მოისვენებდი,
ვიგრძენი როგორ გავწითლდი, ცალკე იმის გამო მრცხვენოდა რომ შიშველი მნახა და ცალკე მისი მხიარულად მომღიმარი სახე მიშლიდა ნერვებს.
- ნუ მორცხვობ, ისე გამოგიცვალე საერთოდ არ შემომიხედავს შენთვის.
- ჰოო?
- ჰო, მერწმუნე, გახდა ნამდვილად კარგად გამომდის.
- ანუ რა გინდა რომ თქვა, გოგონების გახდის ექსპერტი ხარ? -ისე თავმომწონედ მიყურებდა რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
- შეიძლება ასეც ითქვას, ამ საკითხში თავმდაბლობას ვერ გამოვიჩენ, -თვალი ჩამიკრა, ფეხზე გაიხადა და მაისურზე გადაცმული კაპიუშონიანი ზედა გადაიძრო, -ჩაიწიე, -მითხრა და ჩემი დაბნეული მზერის დანახვისას გაეღიმა, -ხომ არ დაგავიწყდა რომ ცოლ-ქმარი ვართ, თანაც ეს საწოლი საკმაოდ დიდია იმისთვის რომ ორივე დაგვიტიოს, თუ გინდა შეგვიძლია საზღვრები დავაწესოთ...
- უხმოდ მივჩოჩდი ნაპირისკენ და ადგილი გავუნთავისუფლე, საბანი ასწია და დაწვა, მე კი უბრალოდ ვიჯექი საწოლში და მას შევყურებდი, ერთხანს იწვა ასე გულაღმა და თვალისდაუხამხამებლად შესცქეროდა ჭერს, მერე მკლავი ჩემს ბალიშზე გაშალა და ღიმილით მანიშნა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ვიღას ახსოვდა საზღვრები, საბანში ჩავძვერი, მასთან მივცოცდი და თავი მკლავზე დავადე, ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა, ოჰ ღმერთო, რა საოცარი სურნელი აქვს, ფრთხილად მოვხვიე ხელი წელზე და უფრო მაგრად მივეკარი, ღიმილი ვერ შევიკავე როცა ნათლად მომესმა მისი გულის გამალებული ძგერის ხმა...
- დაიწყე გისმენ, მითხარი რა მოხდა, მომიყევი, -მისმა ხმამ ღრუბლებიდან ძირს დაშვება მაიძულა და უსიამოვნოდ შევიშმუშნე, აღარც კი მახსოვდა რაც მოხდა, ახლა მის მკლავებში მოქცეულს ნამდვილად არაფერზე ფიქრი არ მინდოდა.
- მაო ამჯერად ვერ გეტყვი რომ როგორც გინდა ისე მოიქცე, ის რაც მოხდა მეც მეხება, ჩემს ცოლს ჩემს სახლში მტირალს და თითქმის გულწასულს ვპოულობ, დალურჯებული ყელით, უნდა მითხრა რაც მოხდა, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი, -თითებს ჩემს თმებში ათამაშებდა და ისეთი თბილი და რბილი ხმით მესაუბრებოდა, თითქოს მაჰიპნოზებდა, მართალი იყო, რა აზრი ჰქონდა რამის დამალვას, ამის არანაირი სურვილი არ მქონდა, ყველაფერი მოვუყევი...
- წარმოგიდგენია? ახლა ონისე ფიქრობს რომ მე და ირაკლი... ოფ, ამაზე საუბარიც კი საზიზღრობაა, ყველაფერი ჩემი ბრალია, იქ სვანეთში უნდა მეთქვა ონისესთვის ყველაფერი.
- რაც არ უნდა იყოს, ონისეს უფლება არ ჰქონდა ასე მოგქცეოდა, -ღრმად ამოისუნთქა თითქოს დამშვიდებას ცდილობსო, მერე წამოიწია და თავზე მაკოცა.
- ახლა დამშვიდდი და დაიძინე, ონისეს მე დაველაპარაკები და ყველაფერს გავარკვევთ.
- იქნებ არ ღირს, არ მინდა რომ ჩემს გამო იკამათოთ.
- დამშვიდდი მაო, დღეიდან ეს ყველაფერი მე მომანდე, არავის მათ შორის არც ონისეს არ აქვს უფლება რომ ცუდად მოგექცეს და გული გატკინოს, მითუმეტეს არავის აქვს უფლება რომ ხელით შეგეხოს, ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებ, ყველაფერს ავუხსნი და თუ ვერ გაიგებს ეს მისი პრობლემაა, შენ არაფერზე იფიქრო, უბრალოდ დახუჭე თვალები და დაიძინე.
მოვდუნდი, მოვეშვი, მისმა ხმამ და სურნელმა დამამშვიდებელივით იმოქმედა ჩემზე და ღრმა უსიზმრო ძილმა წამართვა თავი.
- - - - - - -
კარზე კაკუნის ხმა რომ არა ალბათ კიდევ დიდხანს ვიძინებდი, ყურადღება არ მივაქციე და ბალიშში უფრო მაგრად ჩავრგე თავი, კაკუნი განმეორდა
- დემეტრეე ვიღაც აკაკუნებს, -ამოვიზმუვლე და მუმიასავით გავეხვიე ფუმფულა საბანში, პასუხი რომ ვერ მივიღე ვიკადრე გადაბრუნება, დემეტრე არსად იყო, უზარმაზარ საწოლში მარტო ვიწექი, ნაწყენი ბავშვივით გავბუშტე ტუჩები, მისი ბალიში ჩავიხუტე და ზედ შერჩენილი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე, კაკუნი აღარ განმეორებულა, სამაგიეროდ ვიღაცამ პირდაპირ შემოგლიჯა კარი და სანამ წამოდგომას მოვახერხებდი მანამდე დამახტა თავზე.
- დილა მშვიდობის რძალო, როგორ გიკითხო.
- დილა მშვიდობის ლიზა, -მოჭუტული თვალებით შევხედე, არა რა, ძალიანაც რომ მინდოდეს, ისეთი საყვარელია ასე შემოვარდნისთვის ვერ გავუბრაზდები.
- დემეტრემ დამიბარა შენთვის მეთქვა რომ მალე მოვა.
- არ უთქვამს სად წავიდა?
- არაფერი უთქვამს უბრალოდ მითხრა რომ მალე მოვა და კიდევ მითხრა რომ ძალიან ცოტას ჭამ და ჭამა უნდა გაიძულო, -ლიზა კისკისით დაეცა საწოლზე გულაღმა ჩემს გვერდით,
- რა უქენი ჩემს ბიძაშვილს რომ ასე გააგიჟე, არასდროს არავის მიმართ არ ყოფილა ასეთი მზრუნველი, შენზე რომ საუბრობს თვალები უბრწყინავს.
- მართლა? -არც კი ვიცი ეს რატომ ვკითხე.
- რათქმაუნდა მართლა, მასში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს, დემეტრეს ტყუილი არ უყვარს, თუკი ამბობს რომ უყვარხარ ესე იგი ასეცაა...
დემეტრეს ვუყვარვარ? ეს ჩემთვის არ უთქვამს, ესე იგი ლიზას უთხრა? არა ამას ვერ ვკითხავ, ნუთუ მართლა ვუყვარვარ? ოფ, მირჩევნია ამაზე არ ვიფიქრო რომ ბოლოს იმედი არ გამიცრუვდეს, ბოლოს და ბოლოს თვითონ მითხრა რომ ქორწინების შემდეგ მალევე გავეყრებით ერთმანეთს...
- მაო რაზე ჩაფიქრდი? -აბურდულ-დაბურდული ფიქრებიდან ლიზას ხმამ გამომარკვია, დიდი, ლამაზი თაფლისფერი თვალებით შემომცქეროდა, ლამაზი გოგო იყო, პატარა, ნაზი და საყვარელი, სულაც არ მიკვირდა რომ იკა მასზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული.
- წამო ქვემოთ ჩავიდეთ, ბიძაშვილის დავალება უნდა შევასრულო, მართალია საუზმე გამოტოვე მაგრამ რამე მოვამზადოთ და ვჭამოთ.
- საუზმე გამოვტოვე? რომელი საათია?
- პირველი ხდება.
- ოჰო, ამდენ ხანს მეძინა?
- ლიკა ცხრა საათზე აწყობინებს ხოლმე საუზმეს, შენც გელოდა, თანაც უნდოდა რომ ქორწილზე და ჯვრისწერაზე დაგლაპარაკებოდა, რომ არ ჩამოხვედი ეწყინა.
- ცხრა საათზე რომ სასაუზმოდ მოვასწრო ჩასვლა ესე იგი რვაზე უნდა ავდგე, შანსი არ არის, მაგ დროს ყოველთვის მძინავს ხოლმე.
- ლიკა ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს.
- თვითონ თუ უნდა ისაუზმოს ცხრა საათზე, მე რას მერჩის? -წამოვიძახე და ლიზას გაოცებული სახის დანახვისას მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა, ბოლოს დაბოლოს ტყუილად ხომ არ უთქვამთ ‘’სადაც მიხვალ იქაური ქუდი დაიხურეო’’
- უბრალოდ მიჩვეული არ ვარ ასე საათობრივად ჭამას, დიდი ხანია მარტო ვცხოვრობ და ყოველთვის როცა გამახსენდებოდა მაშინ ვჭამდი, -მობოდიშებასავით გამომივიდა, -შენ ჩადი, მე წყალს გადავივლებ და ჩამოვალ, -ლიზა ცეკვა-ცეკვით გავიდა ოთახიდან, გავიდა თუ არა ტელეფონი ავიღე და ანას ნომერი ავკრიბე.
- რააა? როგორ თუ გათხოვდი, ამას ახლა უნდა ვიგებდე? -იმხელა ხმაზე იკივლა რომ ტელეფონი საწოლზე მივაგდე და რამდენიმე წამი ვისრესდი ყურს რომ რამე გამეგო.
- ახლა პანიკაში ნუ ჩავარდები კარგი? რაღაც უნდა გთხოვო.
- მითხარი რა გინდა, -შედარებით მშვიდად მიპასუხა.
- ჩემს ბინაში შეიარე, გასაღები ბოლოს რომ მოგეცი გაქვს არა?
- კი მაქვს.
- ჰოდა მიდი რა ჩემთან, საძინებელში კარადის თავზე ორი თეთრი ჩემოდანი დევს, ნივთები ჩამილაგე და მომიტანე შეძლებ?
- შევძლებ, ოღონდ მითხარი რა ჩაგილაგო, -ისე მითხრა რომ არც შეყოყმანებულა, აი რატომ მიყვარს ეს გოგო, ჩემი პატარა ტვინის ბურღი.
- ეი რა გჭირს მაო, ისევ ფიქრებმა გაგიტაცა? -მხიარულად გადაიკისკისა.
- ჰო, ვფიქრობდი რა უნდა ჩაგელაგებინა, ესე იგი, რასაც ნახავ ყველაფერი ჩაყარე, ფაქტიურად შიშველი ვარ, თან არაფერი მაქვს, საზამთრო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები მინდა.
- არის უფროსო შესრულებული იქნება, -ბოხი ოფიციალური ხმით მიპასუხა.
- ნუ მასხარაობ რა, -გამეცინა.
- მიდი, მიდი, მისამართი მომწერე, ცოტა ხანში შენთან ვარ, -ტელეფონი გათიშა და მეც როგორც იქნა საშუალება მომეცა აბაზანაში შევსულიყავი, იძულებული გავხდი დემეტრეს შამპუნი და შხაპის გელი გამომეყენებინა, თუმცა ძალიან მესიამოვნა როცა ჩემს სხეულზეც ვიგრძენი დემეტრესთვის დამახასიათებელი სურნელი, თმა უბრალოდ პირსახოცით შევიშრე, იგივე მაისური გადავიცვი რაც ღამით მეცვა, ჯინსის შარვალი, ბოტები და როგორც იქნა საძინებლიდან გამოვედი, ვერ ვიტყვი რომ დაძაბული არ ვიყავი, თუმცა ახლა დემეტრეს მშობლებზე და მათთვის თავის მოწონებაზე მეტად ის მადარდებდა სად იყო ჩემი ძვირფასი მეუღლე, ალბათ ონისესთნ წავიდა, იმედია, ის შტერი ყველაფერს სწორად გაიგებს თუმცა არც კი ვიცი იმ ზიზღით სავსე მზერას როგორ ვაპატიებ, -ასე ფიქრებში გართული მივუახლოვდი მისაღებს, ღრმად ამოვისუნთქე და კარი შევაღე, ლიზა მისაღებში იჯდა დავითთან და ლიკასთან ერთად, დავითი გაზეთს კითხულობდა, ლიკა და ლიზა კი რაღაცას ათვალიერებდნენ ლეპტოპში, შევედი თუ არა ყველას მივესალმე და მათ წინ ჩამოვჯექი, საგანგებოდ გამოპრანჭულმა ლიკამ ალმაცერად შეავლო თვალი ჩემს ჩაცმულობას,
- მაო სად წავიდა დემეტრე ამ დილით? საკმაოდ ადრე გავიდა სახლიდან, -დავითმა გვერდით გადადო გაზეთი და გამომცდელი მზერით შემომხედა.
- რაღაც საქმე ჰქონდა, მალე დაბრუნდება, -საერთოდ არ შევიმჩნიე რომ არ ვიცოდი სად იყო და გულში ლიზას მადლობა გადავუხადე რომ მანაც არაფერი შეიმჩნია, დავითს აღარაფერი უთქვამს უსიტყვოდ მიუბრუნდა გაზეთს.
- საუზმეზე გელოდით, -ლიკამ გამიღიმა და ვერაფრით მივხვდი გულწრფელი იყო თუ არა ეს ღიმილი.
- მაპატიეთ მაგრამ ამ დროს ყოველთვის მძინავს ხოლმე სამსახურის გამო ასე ვარ მიჩვეული.
- სად მუშაობ?
- სხვადასხვა შეთავსებითი სამუშაო მაქვს მაგრამ ძირითადად ღამე ბარში ვმუშაობ მიმტანად, ამიტომაც შემდეგ თითქმის მთელი დღე მძინავს ხოლმე, -პირდაპირ ვუთხარი, თუმცა ვიცოდი რომ ლიკასნაირი ქალისთვის ამის ასე გამოცხადება არც თუ ისე კარგი აზრი იყო, მაგრამ რატომ უნდა დამემალა რამე, სამსახური სამსახურია, მე ხომ უბრალოდ ვმუშაობ, ცუდს არაფერს ვაკეთებ, აშკარად ლიკა ჩემსავით არ უყურებდა ამ საკითხს, დავითმაც გაზეთი დაბლა დაწია და ჩვენ მოგვაპყრო ყური.
- ესე იგი ღამღამობით ბარში მუშაობ? კი მაგრამ რატომ.
- რატომ მუშაობენ ხოლმე? -მხრები ავიჩეჩე და გავიღიმე, -არ ვიცი ვინმეს თუ ეხალისება ღამით მიმტანად მუშაობა მაგრამ მე იმიტომ ვმუშაობ რომ სამსახური მჭირდება, გარდა ბარისა დღის განმავლობაში ორ სხვადასხვა კომპანიაში ონლაინ თარჯიმნობასაც ვითავსებ, უამრავი ხარჯი მაქვს, უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი, ბინის ქირა, პირადი საჭიროებები, აი ამიტომ ვმუშაობ.
- ესე იგი სწავლობ? თარჯიმნადაც მუშაობ?
- ჰო, უცხო ენებს ვსწავლობ.
- ახლა რაც გათხოვდი ხარჯები შეგიმცირდება, ბინის ქირა, სწავლის გადასახადი, გადასახდელი აღარ გექნება ასე რომ შეგეძლება აღარ იმუშაო.
- ვერ მივხვდი რას გულისხმობთ? ჩემი ხარჯები რა შუაშია გათხოვებასთან? -შევამჩნიე როგორ გადახედეს ერთმანეთს დავითმა და ლიკამ, მერე ლიზას შევხედე რომელიც უხერხულად მობუზული მიყურებდა...
- იმას ვგულისხმობ რომ აწი დემეტრე გადაიხდის შენი უნივერსიტეტის თანხას და შენ იძულებული აღარ იქნები რომ ბარში იმუშაო, თანაც არა მგონია ეს მოსწონდეს.
- დემეტრემ რატომ უნდა გადაიხადოს ჩემი გადასახადები? -ვატყობდი ნელ-ნელა როგორ მიპყრობდა ბრაზი და ეს არ მომწონდა.
- იმიტომ რომ შენი ქმარია საყვარელო.
- ქმარია და არა სპონსორი, -უხეშად გამოვცერი კბილებიდან და მომესმა როგორ ჩაიცინა დავითმა, ლიკამ კი წარბები მაღლა აწკიპა და მოჭუტული თვალებით მომაჩერდა.
- მოდით თავიდანვე შევთანხნდეთ რაღაც-რაღაცეებზე, -რაც შემეძლო მშვიდად დავიწყე საუბარი,
-იმიტომ არ გავთხოვილვარ რომ ქმარმა ჩემი ხარჯები იხადოს და მე ფეხი ფეხზე გადავიდო, მომიტევეთ თუ კორექტულად არ გამომდის მაგრამ სხვანაირად არ ვიცი როგორ ვთქვა, ბარში მუშაობას რაც შეეხება, სიმართლე რომ გითხრათ ისედაც ვფიქრობდი თავის დანებებას, უბრალოდ სხვა სამსახურს ვიშოვი, ეს არის და ეს, მე და დემეტრე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ერთმანეთის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ, ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვეხება.
- კარგი, რატომ ბრაზობ, ეს ყველაფერი იმიტომ არ მითქვამს რომ თქვენს საქმეში ჩარევა მინდა, -ლიკამ აშკარად უკან დახევა გადაწყვიტა, -უბრალოდ ჯერ ახალი დაქორწინებულები ხართ და მინდა დაგეხმაროთ ეს არის და ეს, ქორწილიც დასაგეგმი გვაქვს...
- ქორწილს რაც შეეხება მე და მას ამ თემაზე ჯერ არ გვისაუბრია, თუ გსურთ როცა სახლში დაბრუნდება, ერთად ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ ყველაფერი, ახლა კი თუ შეიძლება მე გავალ, რამეს მოვიმზადებ თორემ შიმშილით ვკვდები.
- ლიზა მანანას უთხარი რამე მოგიმზადოთ, -ლიკა წამოდგა, მომიახლოვდა და ისეთი გულითადი ღიმილით დამადო მხარზე ხელი რომ კიდევ ერთხელ დავეჭვდი, ნეტავ სინამდვილეში როგორია?
- მაო მაპატიე თუ ზედმეტი მომივიდა, ალბათ უკვე იცი რომ შვილი არ მყავს და დემეტრე მართლაც საკუთარი შვილივით მიყვარს, მისთვის მხოლოდ სიკეთე მინდა და ჩემთვის ისიც საკმარისია რომ შენი დანახვისას თვალები უბრწყინავს, სიმართლე რომ გითხრა ცოტა ხნის წინ მეც შევამჩნიე რომ საძაგელი დედამთილივით ვიქცევი, ნუ მიწყენ კარგი?
- ზუსტად ისეთი ხარ როგორ რძალზეც ვოცნებობდი და როგორიც ჩემი შვილის გვერდით მინდოდა მეხილა, -დავითი ლიკას გვერდით ამოუდგა და თბილად გამიღიმა, -იცოდე რომ ვამაყობ ჩემი ბიჭის არჩევანით.
არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი მაგრამ დავითს ჩავეხუტე, თავი მხარზე დავადე და ორივე ხელი მაგრად მოვხვიე, გული გამითბა და უცნაური სიმშვიდე ვიგრძენი, ალბათ სწორედ ამას გრძნობენ გოგონები როცა მოსიყვარულე მამას ეხუტებიან,
თმებზე მსუბუქი შეხება ვიგრძენი, ლიკა და დავითი ორივე ერთდროულად მეფერებოდნენ, სწრაფად მოვშორდი მათ და უკან დავიხიე.
- მაპატიეთ, ზოგადად არ ვარ ასეთი სენტიმენტალური, უბრალოდ რატომღაც თავი ვერ შევიკავე.
- შენი მესმის, -ლიკას ისევ არ შორდებოდა სახიდან გულითადი ღიმილი, -ლიზა გაყევი მაოს და აჩვენე სად არის სამზარეულო.
ლიზა მაშინვე წამოხტა ფეხზე და სამზარეულოსკენ გამიძღვა, არ გამკვირვებია როცა თითქმის ჩემი ბინისხელა სამზარეულოში შევედით, ძალიანაც რომ მომენდომებინა აქ რამის პოვნა ნამდვილად გამიჭირდებოდა, ის იყო მაცივარი გამოვაღე რომ კარი გაიღო და სამზარეულოში ორმოცდაათიოდე წლის პუტკუნა ქალი შემოვიდა, ლიზა მაშინვე ეცა და კისერზე ჩამოეკიდა.
- მანჩო რამეს ხომ მოგვიმზადებ, მაოს ძალიან შია.
შენ ხარ შვილო დემეტრეს მეუღლე? ქალი მომიახლოვდა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა, თუმცა სახიდან გულითადი ღიმილი არ მოუშორებია.
- მე მანანა ვარ ამ ოჯახში უკვე ოცი წელია ვმუშაობ, თუ რამე გენდომება მითხარი და ნებისმიერ რამეს გაგიკეთებ, ახლა რას შეჭამ?
- მე კი მაო ვარ, -ქალს ღიმილით გავუწოდე ხელი, -თქვენ ნუ შეწუხდებით უბრალოდ მაჩვენეთ სად რა არის და თვითონ გავაკეთებ ყველაფერს.
- რას ამბობ, არავითარ შემთხვევაში, -ქალმა ძალით დაგვსვა მე და ლიზა მაგიდასთან და ფუსფუსი დაიწყო, ცოტა ხანში ჩვენს წინ მარწყვის ჯემი და უამრავი ფუმფულა ბლინი იყო დახვავებული, მეც მეტი რა მინდოდა, მაშინვე მუსრის გავლება დავიწყე, ვერც კი გავიგე როგორ შემოვიდა დემეტრე და როგორ ამომიდგა უკან, მხოლოდ მაშინ მივხვდი მის იქ ყოფნას როცა ვანილის სურნელს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სურნელი შეერია, თვალები დავხუჭე, თავი უკან გადავაგდე და გავიღიმე.
- როდის დაბრუნდი?
პასუხად ჩემს სკამს დასწვდა და მისკენ შემატრიალა, ღიმილით დამცქეროდა ზემოდან, -იცი რომ ჯემით ხარ მოთხუპნული? -ჩაიჩურჩულა, ცერა თითით ფრთხილად მომწმინდა ტუჩის კუთხესთან შერჩენილი სიტკბოება, მერე თითი ტუჩებთან მიიტანა და გაილოკა.
- მმმ რა გემრიელი ყოფილა.
თვალებგაფართოებული და პირდაღებული შევყურებდი, ხმას ვერ ვიღებდი, ვერ ვსუნთქავდი, მდგომარეობიდან ლიზას ხმამ გამომიყვანა.
- ბიძაშვილო მგონი დაგავიწყდა რომ სამზარეულოში მარტო არ ხართ.
- მართალია, მარტო არ ვართ, სტუმარი გყავს მაო, -დემეტრემ უკან დაიხია და ახლაღა შევამჩნიე კართან უხერხულად ატუზული ონისე, რომელიც თვალს ვერ მისწორებდა...


- - - - - - - - - - - - - - -


არ ვიცი რისთვის უნდა დამებრალებინა, სისხლის ყივილისთვის თუ თუ ჩემი ხანდახან ზედმეტად რბილი ხასიათისთვის, მაგრამ ვუყურებდი საცოდავად მობუზულ ონისეს და მის მიმართ იოტისოდენა ბრაზს ან სიძულვილს ვერ ვგრძნობდი, საერთოდ აღარ მახსოვდა მისი სიტყვები და ჩემი დალურჯებული ყელი, ახლა მხოლოდ ის მინდოდა რომ მასთან მივსულიყავი, მთელი ძალით ჩავხუტებოდი, საყვარლად აჩეჩილ თმაზე მოვფერებოდი და ნერვიულობისა და უძილობისგან ჩაშავებული თვალები დამეკოცნა...
- არა მაო, ამას არ გააკეთებ, არავითარ შემთხვევაში, ჯერ ცოტა გავამწაროთ და გავერთოთ, -ჩემმა ცოტათი შერეკილმა და მახდინარმა ქვეცნობიერმა უცებ მოახერხა ჩემთვის გონების არევა, -ჰმ, არ არის ცუდი იდეა მისთვის ჭკუის სწავლება, ხომ უნდა მიხვდეს დაუფიქრებელ საქციელს რომ ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი შედეგები, ცოტათი ღირსიც კია, სულ ცოტათი...
- მაო სტუმარს არ შემოიპატიჟებ? -დემეტრეს ავხედე რომელიც ღიმილით მიმზერდა და თითქოს თვალებით მთხოვდა რომ მისი მეგობრის და ჩემი ძმის მიმართ ლმობიერება გამომეჩინა.
- როდის აქეთია ამ სახლში ონისე სტუმრად ითვლება და თან შემოპატიჟება სჭირდება, -ლიზა გაოცებული სახით მიაჩერდა გაუნძრევლად მდგარ თავდახრილ ბიჭს, რომელიც საკუთარ თითებს თვალს არ აშორებდა და თითქოს არც კი სუნთქავდა.
- ლიზა წამოდი რაღაც მინდა გაჩვენო, -დემეტრემ ლიზას ხელი ჩაავლო და თითქმის ძალით წაიყვანა კარისკენ, -მანანა დეიდა თქვენც გამოგვყევით რა ცოტა ხნით საქმე მაქვს თქვენთან, -დემეტრემ მანანაც გაიყვანა რომელიც ღუმელთან საქმიანობდა მაგრამ ამავდროულად ცალი ყური ჩვენსკენ ჰქონდა მოპყრობილი და მე და ონისე მარტო დაგვტოვა.
- დიდხანს უნდა იდგე მანდ? -მივმართე ცოტა არ იყოს უხეშად როცა დავინახე რომ ადგილიდან განძრევას არ აპირებდა.
- მე უბრალოდ... მე... -ისე საცოდავად ალუღლუღდა რომ გული მომიკვდა, ეს ველური ახმახი, ახლა ჩემს წინაშე მდგარი, პატარა, საცოდავ უპატრონო, დაჩაგრულ ბავშვს ჰგავდა.
- მოდი დაჯექი, -ჩემს გვერდით მდგარ სკამზე ვანიშნე.
- მართლა? -ლურჯი თვალები შემომანათა და სახე გაუბრწყინდა.
- მართლა, მოდი დაჯექი და ერთად ვჭამოთ.
მომიახლოვდა, ფრთხილად გამოსწია სკამი და კიდეზე ჩამოჯდა, თეფშზე რამდენიმე ბლინი გადმოვიღე და წინ დავუდე.
- არ მშია, -ამოიხვნეშა და უკან გასწია თეფში, ვხვდებოდი რომ უნდოდა დაეწყო საუბარი მაგრამ ვერ ახერხებდა, არ იცოდა სათქმელისთვის თავი როგორ მოება, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო, ვეღარ მოვითმინე, ფრთხილად მივჩოჩდი მასთან ახლოს და მხარზე მსუბუქად შევეხე, თავი ასწია და აწყლიანებული თვალებით შემომხედა, ერთხანს ასე მიყურებდა და მერე როცა წამოდგა, ჩემს წინ დაიჩოქა, ფეხებზე მომეხვია და მუხლებზე თავი დამადო, მოვკვდი და აღარ დავრჩი...
აცახცახებულ ხელებს გაჭირვებით მივეცი მიმართულება რომ ათრთოლებულ მხრებზე შევხებოდი, სკამიდან ჩავცურდი, ჩავიმუხლე და მოვეხვიე, მანაც მთელი ძალით მომხვია ძლიერი მკლავები და სახე ჩემს გაბურდულ თმებში ჩარგო, ისეთ სითბოს ასხივებდა, ისეთი უცნაურად ტკბილი და მშობლიური სურნელი ჰქონდა ლამის გავითიშე, ვეღარაფერზე ვფიქრობდი, არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექით ასე ჩახუტებულები მაგრამ ვგრძნობდი როგორ ნელ-ნელა ივსებოდა ჩემს გულში აქამდე არსებული უზარმაზარი სიცარიელე...
- შეძლებ რომ ყველაფერი მაპატიო? -თითქოს სადღაც შორიდან მომესმა მისი ჩახლეჩილი ხმა, თავი ავწიე, ხელებით სახე დავუჭირე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა, მიყურებდა ჩემნაირი ლურჯი თვალებით რომელიც უამრავი გრძნობით ჰქონდა სავსე და ჩემს პასუხს ელოდა, თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე, ჩემდაუნებურად გამეღიმა.
- იღიმი? ესე იგი... ესე იგი მაპატიე?
- შენი აზრით შემიძლია რომ არ გაპატიო სულელო? საერთოდაც რომ დავფიქრდეთ იმის გარდა რომ ზედმეტად იმპულსური ხარ და ხანდახან დაუფიქრებლად იქცევი საპატიებელი არაფერი გაქვს.
- ასე ფიქრობ? -გაეღიმა თუმცა მის ღიმილში იმხელა ტკივილი ჩანდა... ფრთხილად გადამიწია, სახეზე და მხრებზე ჩამოყრილი თმები და ლოყაზე მომეფერა, მერე კი მაისურის საყელო ქვემოთ დაქაჩა და ჩალურჯებულ ყელს მიაშტერდა, ყბები დაეჭიმა და ტუჩები აუთრთოლდა როცა გამუქებულ ნათითურებზე შემეხო.
- იცი რამდენი ხანია გეძებ? სულელი ვარ, თურმე ცხვირწინ მყავდი, როგორ ვერ მივხვდი, შენ ხომ ასე ძალიან მგავხარ, ზუსტად ჩემნაირი თვალები გაქვს, მეუბნები რომ მაპატიე მაგრამ ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ იმას როგორც მოგექეცი, არაფერი მიკითხავს ისე დაგდე ბრალი და ეს ჩალურჯებებიც...
- ეს ჩალურჯებები არაფერია, რამდენიმე დღეში გაივლის, მაგრამ იმას რას უზამ რომ საკუთარი და მოიტაცე? -ვკითხე რაც შემეძლო მკაცრი ხმით და მისი წამიერად შეცვლილი და თითქმის სასოწარკვეთილი სახის დანახვისას თავი ვეღარ შევიკავე და გულიანად გადავიკისკისე.
- არაფერი მესმის? ესეიგი არც ამის გამო არ მიბრაზდები? -მკითხა საცოდავად ჩავარდნილი ხმით.
- გინდა საიდუმლო გაგიმხილო? -იდუმალი ხმით დავიწყე და მისმა ცნობისმოყვარეობით სავსე მზერამაც არ დააყოვნა, -პატიება კი არა პირიქით შენი მადლობელი ვარ რომ დემეტრე ახლა ჩემს გვერდითაა, ერთი წამითაც კი არ ინანო რაც გააკეთე, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ვნანობ, პირიქით, მის გვერდით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
- ესე იგი, შენ... ის...
- ჰო ასეა, მაგრამ დაიმახსოვრე ძამიკო ეს საიდუმლოა და ჯერჯერობით ჩვენს შორის უნდა დარჩეს.
- რა მითხარი? -თვალები უცნაურად აენთო, ყურებამდე გაიღიმა და ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა.
- გითხარი რომ ეს საიდუმლოა...
- მანამდე?
- მანამდე გითხარი რომ... კარგი რა ონისე, პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, შენ ჩემი ძმა ხარ და აბა როგორ მოგმართო?
- კიდევ ერთხელ დამიძახე ასე გთხოვ.
- ძამიკო, -ვთქვი და ორივეს ერთდროულად დაგვიბინდა თვალები ცრემლმა, -ჩემი საყვარელი და სანატრელი ძამიკო, -ვჩურჩულებდი და კისერზე ვეხვეოდი, ფეხზე წამოხტა, ასე ჩახუტებული წამომაყენა და შუაგულ სამზარეულოში დამაბზრიალა, ისტერიული სიცილი ამიტყდა, საოცარი სანახაობა იყო, ვიცინოდით და თან ორივეს სახეზე ღვარად ჩამოგვდიოდა ცრემლები, ვერც კი გავიგეთ როგორ შემოვიდნენ დემეტრე და ლიზა, მხოლოდ მაშინ მივხვდი მათ იქ ყოფნას როცა დემეტრემ ორივე გულში ჩაგვიკრა მის მხარს ზემოდან მოვკარი თვალი გაოცებულ ლიზას, გვიმზერდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა.
- არ ვიცი აქ რა ხდება მაგრამ მეც ჩაგეხუტებით რა, საყვარლად გაგვიღიმა და თანხმობას არც დალოდებია ისე ჩაგვეხუტა, ვიდექი სითბოთი და სიყვარულით გარშემორტყმული და ცხოვრებაში პირველად ვფიქრობდი იმაზე რომ თურმე არც ისე ძნელი ყოფილა იყო ბედნიერი.
- - - - - -
ანა პირდაღებული შეჰყურებდა სახლს, აშკარად ამ გაოცებამ გადამარჩინა რომ მაშინვე არ მეცა და არ დამცოფა როგორც კი ეზოში შემომავალი ჭიშკარი გავუღე
- აბა დიდხანს იდგები ასე თუ ჩამეხუტები ბოლოს და ბოლოს, -ხელები ფართოდ გავშალე და მანაც არ დააყოვნა ისე მეცა და ჩამიკრა გულში რომ ძლივს ამოვისუნთქე, სიცივისგან აწითლებული ლოყა ლოყაზე მომაკრო და მთელი სხეულით ამეკრა ზედ, ჩემი პატარა ერთი ციდა საყვარელი გოგო, როგორც იქნა მომშორდა, გრძელი თმა უკან გადაიყარა, ლამაზი შავი თვალები მოჭუტა და დოინჯი შემოირტყა.
- მომენატრე შე უსინდისო ადამიანო, ახლა უნდა ვიგებდე რომ გათხოვდი?
- არ დაიჯერებ მაგრამ მეც ახლახანს გავიგე ამის შესახებ, წამოდი სახლში შევიდეთ ყველაფერს მოგიყვები,
-ის იყო ჩემოდნებს ხელი დავავლე რომ ვიგრძენი როგორ ამომიდგა ზურგსუკან ვიღაც, მერე ანას აღფრთოვანებულ-გაკვირვებული მზერაც რომ შევამჩნიე მივხვდი რომ დემეტრე იყო, ანას თავაზიანად მიესალმა და წელზე ხელი მომხვია.
- დემეტრე გაიცანი ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი მეგობარი ანა, ანა ეს ჩემი მეუღლეა დემეტრე,
-ჩემი სიტყვებისგან ლოყებაფორაჯებულმა ანამ ისე ნაზად გაუწოდა დემეტრე თითები, და ისე ააფახულა წამწამები რომ ვერავინ იფიქრებდა სინამდვილეში რა გადარეულიც იყო.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, -დემეტრემ გულითადად გაუღიმა ანას, -მაოსგან მსმენია შენზე.
- შენი გაცნობაც სასიამოვნოა დემეტრე, სამწუხაროდ უნდა გითხრა რომ შენზე აქამდე არაფერი მსმენია, რაც ცოტა არ იყოს უცნაურია.
- ჰო, შეიძლება ცოტა უცნაურად ჩანს ყველაფერი მაგრამ მაო გეტყვის რაშიც არის საქმე, -გაოცებულმა შევხედე დემეტრეს, ანუ ის თანახმა იყო რომ ანასთვის ყველაფერი მეთქვა, გამამხნევებლად გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და ჩემოდნებზე მანიშნა,
- ეს რა ჩემოდნებია?
- ანას ვთხოვე ჩემი ბინიდან ტანსაცმელი და რაღაც ნივთები მოეტანა რაც მჭირდება.
- კარგი, ამათ საძინებელში წავიღებ, სახლში შემოდით თორემ გაცივდებით, -ჩემოდნები ბუმბულივით მსუბუქად ააფრიალა და შესასვლელისკენ წავიდა.
- მაო შენ მე გამაგიჟებ, -ანა აღფრთოვანებას ვერ მალავდა, -სად იპოვე ეს ბიჭი? არაჩვეულებრივი ვინმეა, საყვარელი და სიმპათიური, რატომ აქამდე არაფერი ვიცოდი მის შესახებ?
- იმიტომ რომ მეც არ ვიცოდი, რამდენიმე დღის წინ მომიტაცეს...
- რაა? რას ამბობ? -იმხელა ხმაზე იყვირა, შეშინებულმა მიმოვიხედე ირგვლივ.
- რა გაყვირებს? შენ რომ ის გითხრა ჩემი მოტაცება ვინ დაგეგმა საერთოდ გადაირევი და მთელ ქვეყანას შეყრი ასე რომ წამოდი მშვიდად დავსხდეთ საძინებელში და ყველაფერს მოგიყვები, -თითქმის ძალით წავათრიე სახლისკენ, დემეტრე მეორე სართულზე ამავალ კიბესთან შეგვხვდა,
- ჩემოდნები საძინებელში ავიტანე, თუ გინდათ ჩაის ან ცხელ შოკოლადს ამოგიტანთ, -გვითხრა და ისე გამიღიმა ლამის იქვე კიბეზე დავდნი და დავიღვენთე, ის იყო უნდა მეთქვა ნუ შეწუხდებითქო რომ ნამცხვარიც წამოაყოლეო გადაულაპარაკა ანამ და ბავშვობის ძმაკაცივით დაუტყაპუნა მხარზე ხელი, ძლივს შეიკავა დემეტრემ სიცილი, შებრუნდა და სამზარეულოსკენ წავიდა.
- - - - - - -
ყველაფერი ასე იყო, დავასრულე და გულაღმა გადავვარდი საწოლზე, ანა თვალებგაფართოებული, პირდაღებული მიყურებდა და ტყუილად აფათურებდა ხელს ცარიელ თეფშზე, ჩემი ისტორიის მოსმენაში გართულმა ისე შესანსლა დემეტრეს ამოტანილი თითქმის მთლიანი კექსი რომ თვალიც არ დაუხამხამებია, ახლა კი რომ მიხვდა აღარაფერი იყო დარჩენილი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და სასაცილოდ გამობზეკილ მუცელზე დაიწყო ხელები,
- ესე იგი დემეტრეს მოწონდი და ამიტომ მისმა მეგობარმა ონისემ მოგიტაცა რომელიც შენი ძმა აღმოჩნდა, გარდა ამისა პატარა დაც გყავს, ირაკლი და დემეტრეს მამა დიდი ხნის ძმაკაცები არიან, ირაკლი გემუქრება, ირაკლის ცოლს და ონისეს დედას ნათიას დემეტრე უყვარს, ჯანდაბა, ისეთი სიტუაციაა მიმიქარავს თურქული სერიალები.
- ჰო ასე გამოვიდა, მაგრამ რაც მთავარია, ონისემ ყველაფერი გაიგო და ვფიქრობ რომ კარგი ურთიერთობა გვექნება, ძალიან საყვარელი ბიჭია, ახლა ერთი სული მაქვს ნატა როდის ჩამოვა იტალიიდან რომ გავიცნო, ონისემ მითხრა რომ რამდენიმე დღეში აქ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ქორწილს აუცილებლად დაესწრება.
- მანაც იცის შენს შესახებ?
- არა, რომ ჩამოვა ერთად დაველაპარაკებით მე და ონისე.
- ქორწილი როდის გაქვთ დაგეგმილი.
- დემეტრეს უნდა რომ ახალ წლამდე მოვასწროთ, მგონი რაღაც აქვს ჩაფიქრებული და არ მიმხელს.
- შენი აზრით რამდენიმე დღეში ყველაფრის დაგეგმვას მოასწრებთ.
- კარგი რა, რა დაგეგმვა უნდა, კაბას ვიყიდი, მერე წავალთ და ხელს მოვაწერთ, ეს არის და ეს.
- არა მგონია ასე ადვილად გამოძვრეთ, როგორ ფიქრობ დემეტრეს ოჯახს ერთადერთი შვილის ქორწილის პომპეზურად აღნიშვნა არ ენდომება?
- ჰოდა ალბათ მოიფიქრებენ როგორ მოაგვარონ რამდენიმე დღეში ყველაფერი.
- ნათიას რას უპირებ?
- რას უნდა ვუპირებდე, მაგას თავისი გაჭირვებაც ეყოფა, დემეტრე როგორც ქალს არასოდეს შეხედავს და თანაც ბოლოს და ბოლოს ონისეს დედაა, მასთან პრობლემები არ მჭირდება.
- გჭირდება თუ არა მასთან პრობლემები მაინც გექნება, არა მგონია ასე უბრალოდ შეეგუოს იმას რომ დემეტრეს ცოლად მოყავხარ, თანაც ახლა როცა იცის რომ მისი გრძნობების შესახებ იცი, ყველანაირად ეცდება რომ სიცოცხლე გაგიმწაროს.
- როგორმე გავუძლებ ცოტა ხანს, თანაც ჩვენ მართლა ცოლ ქმარი ხომ არ ვიქნებით, ერთმანეთი არ გვიყვარს და ცოტა ხანში ისედაც ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ, ჰოდა ნათიაც დამშვიდდება.
- ანუ ახლა რა გამოდის რომ ჯერ ფიქტიურად დაქორწინდებით და ცოტა ხანში დაშორდებით?
- ჰო ასე გამოდის, -ამოვიოხრე და ამოოხვრას გულიც ამოვაყოლე.
- თქვენ ვის ატყუებთ კი მარა, -ეშმაკურად მოჭუტა თვალები და წარბები მაღლა აწკიპა.
- რას გულისხმობ? -ძლივსგასაგონად ამოვიკნავლე.
- რომელ ფიქტიურ ქორწინებაზე მელაპარაკები, ერთმანეთის დანახვისას დნებით, თქვენს შორის საოცარი მიზიდულობა იგრძნობა, ისეთი თვალებით გიყურებს შენს ადგილზე რომ ვიყო ფიქტიური ქორწინება კი არა საძინებლიდან გარეთ არ გავუშვებდი.
- კარგი რა, ნუ ხარ ასეთი გარყვნილი, -გახურებულ ლოყებზე ჩამოვისვი ხელები, თვალები დავხუჭე და ჩემდაუნებურად წარმომოდგა თვალწინ დემეტრე, მისი თვალები, ტუჩები, თითები რომლებიც ჩემს შიშველ სხეულზე დასრიალებენ, გაუცნობიერებლად მოვილოკე გამშრალი ტუჩები.
- ამის მერე კიდევ იტყვი რომ მის მიმართ გრძნობები არ გაქვს, მისი უბრალოდ წარმოდგენისასასაც კი ლამისაა ორგაზმი განიცადო.
ის იყო თვალები დავჭყიტე და დავაპირე მისთვის რამე მწარე მეთქვა რომ ონისემ დაუკაკუნებლად შემოგლიჯა კარი.
- დაიკო საღამოს ბარში მივდივართ და ხომ წამოხვალ, აა სტუმარი გყავს? ბოდიში მე...
- შემოდი, შემოდი, ანა ჩემი მეგობარია და ყველაფერი იცის ჩვენს შესახებ, ოღონდ შემდეგში ფრთხილად იყავი და ჯობია სახელით მომმართო ხოლმე, როგორც შევთანხმდით ჯობია ქორწილამდე არავინ გაიგოს იმის შესახებ რომ შენი და და ირაკლის შვილი ვარ, ქორწილმა მშვიდობიანად ჩაიაროს და მერე ვეტყვით ყველას, მინდა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, არ მინდა დავითი რამემ ააღელვოს და ჩემს გამო გახდეს ცუდად.
- ოფ, რა მოიცდის ამდენ ხანს, მინდა ახლავე ყველამ გაიგოს რომ შენნაირი საყვარელი და მყავს, -საწოლზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა, ხელი მომხვია და მკერდზე მიმიკრა, მერე კი ანას გაუღიმა რომელიც მის ყოველ მოძრაობას გაფაციცებული აკვირდებოდა.
- ესე იგი მაოს მეგობარი ხარ? სასიამოვნოა შენი გაცნობა ანა.
- ჩემთვისაც, -ძლივს ამოილუღლუღა და გაწითლდა, პირველად ვხედავდი ანას ასე დაბნეულს, ნუთუ ონისე მოეწონა?
- საღამოს კლუბში ვაპირებთ ყველა წასვლას გასართობად, იქნებ შენც წამოსულიყავი, ალბათ შენი მეგობარიც არ იტყვის უარს ჩვენთან ერთად გართობაზე, -ანას შეჰღიმა და მისგანაც საპასუხო ღიმილი მიიღო.
- დემეტრეს ვკითხავ, ისიც თუ მოდის მეც წამოვალ.
- მგონი ზედმეტად შეიჭერი ცოლის როლში პატარავ, ასეთი რაღაცეების შეთანხმება რა საჭიროა.
- როლი რას მიქვია, მაო ჩემი ცოლია და შენ თუ ახლავე არ დაიწყებ სტანდარტული ცოლის ძმასავით მოქცევას დამავალებ, -ვერც კი გავიგეთ როდის შემოვიდა და თავზე როდის დაგვადგა დემეტრე, იღიმოდა თუმცა ვამჩნევდი რომ ონისეს სიტყვების გამო ბრაზობდა, ონისე კი ვერც მიხვდა ამას.
- სტანდარტული ცოლისძმა? ეგ რაღაც ახალია? რას გულისხმობ? -გაეცინა და როგორც იქნა შეამჩნია ნაძალადევი ღიმილის მიუხედავად მოღუშული სახე.
- ნუ რაც არის, რა მნიშვნელობა აქვს, -მეორე მხრიდან დემეტრე მომიჯდა და მხარზე ნიკაპით დამეყრდნო.
- აბა რას იტყვი წავიდეთ? -უხმოდ დავუქნიე თავი, ორ საყვარელ მამაკაცს შორის ვიჯექი, წინ ჩემი ერთადერთი საყვარელი მეგობარი მეჯდა, სხვა რა უნდა მენატრა.
- - - - - - -
გვიან საღამომდე შეუსვენებლად ვლაპარაკობდით მე და ანა, ბიჭებს აღარ შევუწუხებივართ, მერე ლიზაც შემოგვიერთდა რომელმაც გამოგვიცხადა რომ მშობლებთან ერთად საფრანგეთში დაბრუნებას აღარ აპირებდა და ჩვენთან რჩებოდა, რაც სიმართლე რომ ვთქვა გამიხარდა რადგან მომწონდა, კეთილი, თბილი, ხალისიანი გოგო იყო, ჩემი და ონისეს ამბავი რომ გაიგო კარგა ხანს ვერ გამოვიყვანეთ მე და ანამ შოკიდან, როგორც იქნა იმის დროც მოვიდა რომ კლუბში წასასვლელად მოვმზადებულიყავით, ლიზამ კოსმეტიკით სავსე საკმაოდ მოზრდილი ჩანთა შემოიტანა და ის და ანა მაშინვე მაკიაჟის კეთებას შეუდგნენ, გრძელსახელოიანი და გულდახურული მოკლე შავი კაბა ჩავიცვი, რომელიც სხეულზე მქონდა მოტმასნილი და ჩემს საკმაოდ ლამაზ ფორმებს ხაზს კარგად უსვამდა, თმა კეფაზე შევიკარი, და დაბალქუსლიანი სპორტული ფეხსაცმელი ჩავიცვი, არ მიყვარდა მაღალქუსლიანები და კაცმა რომ თქვას არც საჭიროებდა მაღალქუსლიანებს ჩემი გრძელი ფეხები, მსუბუქი მაკიაჟიც და მზად ვიყავი, გოგონებიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ.
- თუ იცი ონისეს და დემეტრეს გარდა კიდევ ვინ მოდის? -ვითომ ისე სასხვათაშორისოდ მკითხა ლიზამ.
- იკაც იქ იქნება და ბექაც, -გამეღიმა როცა დავინახე როგორ გაუბრწყინდა სახე.
ბიჭები ბაღში გველოდებოდნენ, დემეტრეს ჩემი დანახვისას თვალები გაუბრწყინდა, ჩემს ფეხებს ნელ-ნელა ააყოლა მზერა და მძიმედ გადააგორა ნერწყვი, გაუცნობიერებლად მოვიქციე ქვედა ტუჩი კბილებს შორის და უცნაურად სწრაფად აძგერებულ გულზე ხელი მივიჭირე რომ საგულედან ამოხტომაში ხელი შემეშალა.
- თქვენ ორნი ჩერნობილის ატომურ სადგურს ჰგავხართ, -გადმომილაპარაკა ანამ და ზედმეტად განაზებული ღიმილით და გრძელი წამწამების მიამიტური ხამხამით შეხედა ონისეს რომელიც რატომღაც თვალს ვერ აშორებდა ჩემს მეგობარს.
- ჰმ ჩერნობილი? უცნაური შედარებაა, -გამეღიმა.
- სულაც არა, კაცმა არ იცის მისი დათხელებული დამცავი კედლები როდის ჩამოიშლება, მასში დაგროვებული მომაკვდინებელი ენერგია როდის გამოიჭრება გარეთ და როდის მოუღებს ბოლოს ნახევარ მსოფლიოს.
- ხომ არ აზვიადებ? -ვკითხე თითქოსდა უდარდელად მაგრამ სხვა თუ არა მე ხომ ვგრძნობდი როგორ მჭამდა და მარღვევდა შიგნიდან, უთქმელი და ჯერაც ვერგააზრებული გრძნობები.
- შეიძლება ვაზვიადებ კიდეც, მაგრამ იცოდე, ასე თუ დიდხანს გააგრძელებთ ნახევარი მსოფლიოსი რა გითხრა მაგრამ ერთმანეთს ნამდვილად დაწვავთ და დადაგავთ...
- ანა ცოტა ხნით დამითმობ ჩემს მეუღლეს? -დემეტრემ შეგვაწყვეტინა ეს მეტად ‘’ფილოსოფიური’’ საუბარი და ცოტა არ იყოს შვებით ამოვისუნთქე, მომიახლოვდა, წინ დამიდგა და აციმციმებული შავი თვალებით შემომხედა.
- ცოტა სხვანაირად მქონდა დაგეგმილი ამის გაკეთება მაგრამ ახლა უბრალოდ ასე გამოვიდა, იმედია მაპატიებ, ასეთ არარომანტიულ საქციელს, -ჯიბიდან პატარა მუქლურჯ ხავერდგადაკრული ყუთი ამოიღო გახსნა და გამომიწოდა.
- მინდა რომ ეს გაიკეთო და ისე წამოხვიდე, -ცდილობდა ხმაში და სახეზე აღელვება არ შემჩნეოდა მაგრამ თვალები ყიდდა, სუნთქვაშეკრული ელოდა ჩემს რეაქციას, ყუთში ულამაზესი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი იდო, თვალს ვერ ვაშორებდი მაგრამ გამორთმევას ვერ ვბედავდი, ირგვლივ მიმოვიხედე, ანა ლიზა და ბიჭები ყურებამდე გაღიმებულები შემოგვცქეროდნენ, ვუყურებდი ჩემს წინ მდგარ ოცნების მამაკაცს და ცხოვრებაში პირველად მეშინოდა ასე ძალიან...


- - - - - - - - - - - - - -


როცა მიხვდა რომ განძრევას ვერ ვახერხებდი თვითონ აიღო ჩემი ხელი ხელში და ბეჭედი გამიკეთა, ღიმილით დახედა ჩემს თითებს, ახლოს მიმიზიდა და ჩამეხუტა.
- ვიცი ახლა რასაც გრძნობ, მაგრამ იცოდე ჩემს გვერდით შეგიძლია მშვიდად იყო და არაფრის შეგეშინდეს, გპირდები ყველაფერი კარგად იქნება, -მეჩურჩულებოდა და ნაზად მეფერებოდა თმებზე, როგორც იქნა მოდუნება მოვახერხე და კიდევ ერთხელ შევჩურთე გონების რომელიღაც ბნელ კუნჭულში წინათგრძნობა იმის შესახებ რომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო რამე ცუდი, მართლაც ეს ყველაფერი რაც ხდებოდა, ქარიშხლისწინა სიმშვიდეს ჰგავდა...
პირველად მესიამოვნა კლუბში ყოფნა, არა იმიტომ რომ ამჯერად მიმტანის კი არა სტუმრის როლში ვიყავი, არამედ იმიტომ რომ დემეტრე ჩემთან ერთად იყო და წუთითაც კი არ მშორდებოდა გვერდიდან, ერთმანეთზე მიკრულები ვისხედით რბილ სავარძელზე, ჩემი ხელი ხელში ეკავა და ცერა თითით ხელისზურგზე მეფერებოდა, თვალებმილულული ვუსმენდი როგორ ეხუმრებოდნენ ონისეს ბიჭები და სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- მართლა და ძმა ხართ? -ბექას ჯერ კიდევ არ სჯეროდა ჩვენი ამბავი.
- საკუთარი და მოიტაცე? -იკა ისე ხარხარებდა ყველა ჩვენ გვიყურებდა.
- ამას არასოდეს დავივიწყებ, იცოდე მთელი ცხოვრება გაგახსენებ ხოლმე, -ცეცხლზე ნავთი დაასხა ლიზამ.
- შეენც ბრუტუს? -ონისემ გაბრაზებულმა დაახეთქა მაგიდაზე სასმლით სავსე ჭიქა და ლიზასკენ წაიწია გაცოფებულმა, -იცოდე შემომაკვდები.
- მიშველე, მგონი მოკვლას მიპირებს, -იკივლა ლიზამ და გვერდით მჯდომ იკას შეუძვრა მკლავებში, მანაც შეიფერა და მაგრად ჩაიკრა გოგო გულში, თუმცა ონისეს სახის დანახვისას ჩვენსკენ ჩამოიჩოჩა.
- მე როგორ უნდა გიშველო გოგო, ხომ იცი ეს თუ გაბრაზდა მიგვაკლავს ორივეს ერთმანეთზე, წამოდი ჯობია გავასწროთ აქედან და ვიცეკვოთ, -ლიზას ხელი ჩაჰკიდა და მოცეკვავეებისკენ წააპროწიალა, თუმცა მაინცდამაინც დიდი წინააღმდეგობა არ უგრძვნია, როგორც კი დარბაზის შუაგულს მიაღწიეს გოგომ მაშინვე მოხვია ხელები და თავი მხარზე დაადო, ბედნიერი ღიმილით გაუბრწყინდა სახე იკას, ლიზას წელზე მოხვია ხელები და მუსიკას სხეული ააყოლა.
- ერთადერთი შენ არ მეუბნები არაფერს, -ონისემ ცერად შეხედა უცნაურად გაყუჩებულ ანას, ანამ უბრალოდ მსუბუქად შეათამაშა მხრები.
- მე რაღა უნდა დაგიმატო ისედაც საკმარისად მოგიშალეს ნერვები, ჰო კარგი ნუ იბუტები პატარა ბავშვივით, წამოდი ვიცეკვოთ, -ხელი გაუწოდა და როცა დემეტრემ დაინახა როგორ წამოხტა ონისე ფეხზე გაკვირვებისგან წარბები ასწია.
- შენი მეგობარი აშკარად სასაწაულმოქმედია, არ დამიჯერებ და პირველად ვხედავ კლუბში მოცეკვავე ონისეს, შეხედე მგონი არც თუ ისე ცუდად გამოსდის, -ერთმანეთზე გადახლართული ანასა და ონისესკენ მიმითითა დემეტრემ.
- მე უნდა დაგტოვოთ ცოტა ხნით გავალ საქმე მაქვს, -ბექა წამოდგა და ბარისკენ წავიდა
- საქმეში იმ ქერათმიანს გულისხმობს? -ბართან მდგარ ლამაზ გოგონაზე ვანიშნე რომელიც ბექას თვალს არ აშორებდა.
- ჰო დიდი ალბათობით ეგ იგულისხმა, ალბათ ბექას დღეს ვეღარ ვნახავთ.
- არავინ ჰყავს? ანუ სერიოზულ ურთიერთობას ვგულისხმობ, შეყვარებული, საცოლე...
- არავინ ჰყავს, უბრალოდ არ აინტერესებს სერიოზული ურთიერთობები.
- ონისეს შესახებ რას მეტყვი?
- გინდა რომ ონისეზე მოგიყვე?
- მას კარგად არ ვიცნობ, კარგად კი არა საერთოდ არ ვიცნობ, ხომ დაინახე ანა როგორ უყურებს, მე ის ძალიან მიყვარს და არ მინდა გული ეტკინოს, რამე ისეთი რომ მოხდეს, ანა რომ მის გამო დაიტანჯოს, ამას არასოდეს ვაპატიებ.
- დამშვიდდი მაო, -დემეტრემ გაიღიმა და სასმლით სავსე ჭიქა მომაწოდა, -შენი ძმა ისეთი არ არის რომ ვინმეს და მითუმეტეს შენს მეგობარს გული ატკინოს, დრო გავა, ახლოს გაიცნობ და შენ თვითონ დარწმუნდები ამაში, მე გირჩევ რომ მათ ურთიერთობაში არ ჩაერიო, პატარები არ არიან რომ ვერ ხვდებოდნენ რას აკეთებენ, თანაც ანას ეტყობა რომ ჭკვიანი გოგოა, თვითონ მიხედავენ თავს...
ვუყურებდი დემეტრეს და ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო უბრალო ადამიანს ყოფილიყო ასეთი იდეალური, არასდროს ბრაზობს, უსიტყვოდ მიგებს, საუკეთესო მეგობარივით მაძლევს რჩევებს, გულს მითბობს და მაბედნიერებს...
- უცნაურად მიყურებ მაო.
- მაინც როგორ?
- თითქოს რაღაც სასწაულს ხედავდე.
- ასეც არის, შენ ნამდვილი სასწაული ხარ და ბედნიერი ვარ რომ ახლა ჩემს გვერდით ხარ.
- მგონი მეტი აღარ უნდა დალიო, -გათამაშებული მუქარით დამიქნია თითი და სასმლის ჭიქა ჩემგან მოშორებით გააჩოჩა.
- მოიცა შენ გგონია იმიტომ გელაპარაკები ასე რომ მთვრალი ვარ? ხომ იცი ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ, სასმელი არაფერ შუაშია.
- ხანდახან შენი პირდაპირობა მაბნევს მაო, ვცდილობ გავიგო რას გრძნობ სინამდვილეში მაგრამ, ამის საშუალებას არ მაძლევ, ხანდახან ისეთი შორეული და მიუწვდომელი ხარ, ხანდახან კი...
- უბრალოდ არ მინდა ამ ყველაფერს შევეჩვიო, არ მინდა გული მეტკინოს და იმედი გამიცრუვდეს...
- რომელ გულისტკენაზე მელაპარაკები, შენზე ვგიჟდები, უბრალოდ შანსი უნდა მოგვცე მეც და შენს თავსაც, მე შენ...
- არ მეგონა აქ თუ გნახავდი მაო, -ნაცნობმა ცინიკურმა ხმამ საუბარი შეგვაწყვეტინა, არადა მგონი ახლა უნდა ეთქვა რომ ვუყვარვარ, მოვკლავ ამ იდიოტს, გაცეცხლებულმა შევხედე ჩვენს მაგიდასთან მდგომ ბაჩოს, რომელიც თვალებით გვჭამდა.
- მშვენივრად ერთობი, არადა მეგონა რომ ჩვენი დაშორების შემდეგ ცუდად იქნებოდი.
ღმერთო რა იდიოტია, დგას აქ ჩემს წინ, დებილივით მიღიმის და თან ისეთ პრეტენზიებს მიყენებს ვიღაც მართლა იფიქრებს რომ სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, დემეტრეს მაგრად მოვუჭირე ხელზე ხელი და იმ იდიოტს ბეჭდიანი თითი ლამის ცხვირთან მივუტანე.
- თუ არ იცი ეს რას ნიშნავს მე გეტყვი, გავთხოვდი, ახლა აქედან დაახვიე და ვინმე მდიდარი მამიკოს გოგო მოძებნე, შენ ხომ ფულის მეტი არაფერი გაინტერესებს.
- არც შენ ხარ ჩემზე უკეთესი, ნამდვილი რომ არ იყო ახლა ამ ფულის ტომარასთან ერთად არ იქნებოდი, -აქამდე გაუნძრევლად მჯდარ დემეტრეზე მანიშნა და მერე რაც მოხდა ბუნდოვნად მახსოვს, გონს მაშინ მოვედი როცა დემეტრემ უხეშად წამავლო მაჯაზე ხელი და ფეხზე წამომაყენა, დავინახე როგორ მიათრევდა დაცვა სახედასისხლიანებულ ბაჩოს რომელიც გონზე არ იყო...
სახლში უბრად დავბრუნდით, მთელი გზა ხმა არ ამოუღია, სისხლიან თითებს მთელი ძალით უჭერდა საჭეს და გზას თვალს არ აშორებდა, ვგრძნობდი როგორი გაცოფებული იყო, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავადაც კი არ დავიწყნია ჩემთვის კარის გაღება და ავტომობილიდან გადმოსვლაში დახმარება, ხელი არ გაუშვია ისე შემიყვანა სახლში, უხმოდ გავიარეთ დერეფანი, კიბე და საძინებელში შევედით თუ არა მაშინვე აბაზანაში გაუჩინარდა, გამოსვლა რომ დააგვიანა ფრთხილად შევაღე კარი, ერთხანს ღიმილით ვუყურებდი როგორ იდგა წელსზემოთ შიშველი ნიჟარასთან და მარცხენა ხელით როგორ ცდილობდა გაწითლებული და გადაყვლეფილი მარჯვენა ხელის თითების დამუშავებას, ფრთხილად მივუახლოვდი და სპირტი და ბამბა გამოვართვი, წინააღმდეგობა არ გაუწევია, თავჩაღუნული ვუსუფთავებდი თითებს და კისერში მის ცხელ, აჩქარებულ სუნთქვას ვგრძნობდი, ისე ახლოს იდგა ჩემთან...
კიდევ უფრო მომიახლოვდა, ფრთხილად გადამიწია თმა მხარზე და კისერში მაკოცა, შემაჟრჟოლა, თავი უკან გადავაგდე და მხარზე დავადე, ახლა ჩემი ყელი იპოვნეს მისმა ცხელმა ტუჩებმა, ჩემდაუნებურად წამსკდა ღია ბაგეებიდან კვნესა და ამან უფრო გაახელა, შემომაბრუნა, ზურგზე კაბის ელვაშესაკრავი ჩამიხსნა, მხრებზე გადამიწია და ქვევით დაქაჩა, საცვლებისამარა დავრჩი მის წინაშე, ხარბი მზერა შემავლო, უხეშად ამაკრა კარზე, თეძოებზე მტკივნეულად მომიჭირა და წელზე შემომისვა, დღეს რამდენიმე სხვადასხვა დემეტრე ვნახე, საყვარელი, თბილი და მოსიყვარულე, ეჭვიანობისგან და ბრაზისგან გაცოფებული და ახლა ვნებისგან შეშლილი და თავდაკარგული, ვგრძნობდი რომ ეს არასწორი იყო, ახლა და ასე არ უნდა მომხდარიყო, თუმცა არანაირი სურვილი არ მქონდა რომ გამეჩერებინა...
- გიჟივით მიკოცნიდა მოშიშვლებულ მკერდს და მხრებს, სურვილისგან თრთოდა, მის ერექციას ვგრძნობდი... არ ვიცი როგორ მაგრამ ისევ თვითონ მოახერხა და შეჩერდა, ძირს ჩამომსვა, ხელი გამიშვა და შუბლით შუბლზე მომეყრდნო, ერთხანს სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა, მერე საკიდიდან ხალათი ჩამოხსნა, ჩამაცვა, საძინებელში გავიდა და დამტოვა აბაზანაში მარტო, ვნებებ აშლილი და გრძნობებ აწეწილი, აბაზანიდან რომ გამოვედი უკვე იწვა, სახით ბალიშში იყო ჩამხობილი თუმცა ვგრძნობდი რომ არ ეძინა, უცბად ჩავიცვი საღამურები და გვერდით მივუწექი, არ განძრეულა, არც კი შეიმჩნია ჩემი არსებობა, ოჰ ამის, ცოტა ხნის წინ კინაღამ სექსი გვქონდა ეს კი ისე იქცევა თითქოს არც კი ვარსებობდე...
- კინაღამ არ ითვლება, არადა რა ცოტა გვაკლდა... -რაზე ვფიქრობ, ჯანდაბა, სულ გამოვშტერდი, არა, აშკარად სასმლის ბრალია, ჰო მაგრამ თვითონ რატომ გაჩერდა?
- ბევრს ნუ ფიქრობ და დაიძინე, ახლა ორივე ნასვამები ვართ და ჯობია თუ კარგად გამოვიძინებთ, ხვალ უამრავი საქმე გვაქვს, -ისე მითხრა რომ ბალიშიდან თავი არ აუწევია.
- აჰ ესე იგი იმიტომ გაჩერდა რომ ნასვამები ვართ? ალბათ არ უნდოდა რომ დილით ეს ყველაფერი მენანა.
- მაო ხომ გითხარი რომ დაიძინო, ნუ გაქვს დაჭყეტილი ბუსავით ეგ ლამაზი ლურჯი თვალები.
- შენ რა იცი დაჭყეტილი მაქვს თუ არა თვალები? არც კი მიყურებ.
ჩემსკენ გადმობრუნდა, იდაყვით ბალიშს დაეყრდნო და ზემოდან დამხედა, შედარებით დამშვიდებული ჩანდა, თვალები დაწმენდილი ჰქონდა და ისე უციმციმებდა მე რომ მიყვარდა.
- შენ და ის... მართლა ერთად იყავით? -მკითხა და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა.
- გააჩნია ერთად ყოფნაში რას გულისხმობ.
- ანუ.. ის და შენ...
- ცოტა უცნაური კითხვაა, პატარები ხომ არ ვართ, შენ რამდენი გოგო გყავდა? ალბათ მინიმუმ ორმოცდაათი, ჰოდა რა გასაკვირია რომ მეც რამდენიმე შეყვარებული მყოლოდა, -არც კი ვიცი რატომ გადავწყვიტე მისი გაბრაზება.
- რამდენიმე? მაინც რამდენი? -ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თვალები მოჭუტა, უნებურად გამეღიმა.
- შენ რა ჩემს გაგიჟებას ცდილობ მაო? -შევატყვე რომ ზედმეტი მომივიდა და უკან დახევა გადავწყვიტე.
- კარგი, ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ დაწექი რა ასე თავზე ნუ დამყურებ თორემ ვიბნევი, -ახლა მას ჩაეცინა, საწოლზე გულაღმა დაწვა და ჩვეულებისამებრ მკლავი ჩემს ბალიშზე გაშალა, მეც მაშინვე მოვკალათდი ჩემს ადგილზე.
- მისმინე მაო, ვალდებული არ ხარ რამე ამიხსნა, ორივე ზრდასრული ადამიანები ვართ და რათქმაუნდა ორივეს გვქონდა პირადი ცხოვრება, ორივეს გვყავდა სხვა ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში და ეს არ არის გასაკვირი, თუ გინდა ნურაფერს მომიყვები, უბრალოდ ყოველთვის გახსოვდეს რომ ახლა ერთმანეთი გვყავს...
- არ მინდა რომ რამე არასწორად გაიგო, არ მინდა იფიქრო რომ რამეს გატყუებ, ბაჩოს დიდი ხანია ვიცნობ და ყოველთვის მეგობრად მიმაჩნდა, შავბნელ საიდუმლოებებსაც რომ თამამად ანდობენ ისეთ მეგობრად...
- ვერ დავიჯერებ რომ შავბნელი საიდუმლოებები გაქვს, -გულიანად გაეცინა.
- არ მაქვს მაგრამ რომ მქონოდა ბაჩოს ეცოდინებოდა იმდენად ვენდობოდი, მერე მამაჩემი გამოჩნდა და ფული შემომთავაზა, ეს რათქმაუნდა პირველმა ბაჩომ გაიგო, უცბად გაარკვია როგორი მდიდარი ყოფილა ირაკლი, მერე მითხრა რომ ვუყვარვარ რომ თურმე ყოველთვის ვუყვარდი და ასეთი უამრავი სისულელე, მეც რატომღაც გადავწყვიტე რომ ცდად ღირდა, თუმცა როგორც კი გაიგო რომ მამაჩემს ყველაფერზე უარი ვუთხარი და მას ფულს არასოდეს გამოვართმევდი, მაშინვე გამოამჟღავნა ნამდვილი სახე.
- ისე შეყვარებულებზე თუ გაინტერესებს, სულ სამი შეყვარებული მყავდა, ერთი საბავშვო ბაღში, ერთი მეშვიდე კლასში და ერთიც ის იდიოტი, პრინციპში შეყვარებულიც არ ეთქმის უბრალოდ რამდენჯერმე ვიყავით პაემანზე, -უცბად ერთი ამოსუნთქვით მივაყარე და გავჩუმდი, ისე სწრაფად მომექცა ზემოდან რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი რას აკეთებდა და როცა ნაზად შემეხო ტუჩებზე, ჩემმა გულმა ძგერა შეწყვიტა, ფრთხილად დამიკოცნა ბაგეები, მერე გულაღმა გადაწვა, ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფი გულზე მიმიხუტა და თმაში თითები შემიცურა.
- დაიძინე პატარავ, უკვე გვიანია, -ჩამჩურჩულა და ჩემი ფერება განაგრძო, ბედნიერს, კმაყოფილს და სულელივით გაღიმებულს ჩამეძინა.
- - - - - - - -
დილით ქარივით დაგვატყდა თავზე ლიკა, არც იმას მოერიდა რომ ჩვენს საძინებელში დაუკაკუნებლად შემოჭრილიყო, არც მაშინ მოერიდა როცა დაგვინახა როგორ ვიწექით ერთმანეთში ახლართულები.
- სწრაფად გაიღვიძეთ და ადექით დღეს უამრავი რამ უნდა მოვასწროთ, ისე მშვიდად წევხართ და ნებივრობთ თითქოს ჩემი ქორწილი იყოს რამდენიმე დღეში და არა თქვენი, -დაგვკივლა და როცა დარწმუნდა რომ ჩვენი გამოფხიზლება მოახერხა, ოთახიდან განარნარდა.
- თავი მისკდება, არადა გუშინ არც იმდენი დაგვილევია რომ ასე ვიყო, -დაიწუწუნა დემეტრემ და ბარბაცით წამოდგა ფეხზე.
- ჰოო, მეც ცუდად ვარ, ახლა შენი წვნიანი მისწრება იქნებოდა, -შევჩივლე და წამოვდექი თუმცა მაშინვე წავბარბაცდი და ხელი რომ არ შეეშველებინა ძირს გავიშხლართებოდი, მკლავები მომხვია და გულში ჩამიკრა,
- გინდა რომ წვნიანი მოგიმზადო?
- არაა, ახლა ნამდვილად არ გაქვს მაგის თავი.
- მართალი ხარ, თანაც შენ არ უნდა ამზადებდე საჭმელებს? ბოლოს და ბოლოს ცოლი შენ ხარ, კარგი ჰო ასე ნუ მიყურებ, იმ კაცების რიცხვს არ განვეკუთვნები რომლებსაც მიაჩნიათ რომ სამზარეულოში ტრიალი მხოლოდ ქალის საქმეა, უბრალოდ შეგვიძლია დღეები გავინაწილოთ.
- არ ვარ თანახმა, თავიდანვე გითხარი რომ საჭმელების მომზადება არ მეხერხება, ასე რომ პრეტენზიები აღარ მიიღება.
- ესე იგი არანაირ კომპრომისზე არ მოდიხართ ქალბატონო? -ეშმაკურად ჩაიცინა და მაშინვე მივხვდი რომ რაღაც ეშმაკობა ჰქონდა ჩაფიქრებული, ხელში ამიტაცა, საერთოდ არ მიაქცია ჩემს წინააღმდეგობას ყურადღება, აბაზანაში შემიყვანა და საღამური მაისურის და შორტის ამარა შემსვა შხაპის ქვეშ.
- რას აკეთებ სულ მთლად გაგიჟდი? -ვიყვირე და ის იყო წყლის გადაკეტვას ვაპირებდი რომ ისიც ტანსაცმლიანი შემომიერთდა და ხელები დამიჭირა.
- გთხოვ ცოტა ხანს ასე ერთ ადგილზე გაჩერდი კარგი? -უხმოდ დავუქნიე თავი, უკან დაიხია და ისეთი ნელი და მწველი მზერა ამატარა ფეხებიდან ზემოთ რომ სუნთქვა შემეკრა, თეთრი შორტი და მაისური წყლის გამო ფაქტიურად გამჭვირვალე გამხდარიყო და ტანზე მქონდა მიკრული, ის იყო სახეზე და კისერზე ჩამოყრილი თმების გადაწევა დავაპირე რომ მანიშნა არ გაინძრეო, რამდენიმე წამს თვალმოუშორებლად შემომცქეროდა და ღრმად სუნთქავდა...
- ნამდვილი სრულყოფილება ხარ, -აღმოხდა ბოლოს, მომიახლოვდა, ხელი კეფაზე შემიცურა, მეორე ხელით წელზე მომეხვია და გიჟივით დამაცხრა ტუჩებზე, ამჯერად მეც ავყევი, აღარ ვაპირებდი იმ სიამოვნებაზე უარის თქმას რასაც მასთან ერთად ყოფნა მანიჭებდა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ერთმანეთზე მიკრულები და არც მაინტერესებდა, ვნეტარებდი მის მკლავებში მოქცეული და თავდავიწყებას ვეძლეოდი, ისევ თვითონ მოვიდა გონს და მომცილდა, იქვე ჩემს თვალწინ გაიხადა შარვალი და მაისური და წელსქვემოთ პირსახოცი მოიხვია, ენაჩავარდნილი და პირდაღებული შევყურებდი მის უნაკლო სხეულს.
- ქვემოთ დაგელოდები, წყალი გადაივლე და ჩამოდი, მალე თორემ ლიკა დაგვხოცავს, -გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და სააბაზანოდან ისე აორთქლდა თითქოს აქ არც ყოფილა, მუხლებზე დავეშვი და თავი ხელებში ჩავრგე.
- მგონი ჩემს გაგიჟებას აპირებს, ან უბრალოდ უნდა მაჩვენოს რა კარგია მასთან ერთად ყოფნა, რაც არ უნდა იყოს კიდევ ერთხელ თუ დამტოვებს ასეთ მდგომარეობაში მოვკლავ, ვერ გადამირჩება, მგონი უკვე გავგიჟდი, ჩემს თავს ველაპარაკები, -წამოვდექი და ტანზე შემოტმასნილი ტანსაცმელი გაჭირვებით გავიძვრე.
- - - - - - - -
აბაზანიდან გამოსულს ლიზა და ანა ჩემს საწოლზე დამხვდნენ წამოწოლილები, ტელეფონში რაღაცას უყურებდნენ და გულიანად იცინოდნენ, ახლაღა გამახსენდა ანა და მივხვდი რა ცუდი მეგობარი ვარ, ბარიდან ისე წამოვედი არც კი გამიფრთხილებია და მერე არ მიკითხავს სად იყო და როგორ იყო, ჩემი შეწუხებული სახის დანახვისას ანა მაშინვე მიხვდა რასაც ვფიქრობდი.
- ნუ სწუხარ, იკამ და ონისემ მოგვიყვანეს და ლიზასთან ერთად მეძინა.
- მაპატიე, უბრალოდ ზედმეტი დავლიე და იმ გამოშტერებულმაც ნერვები მომიშალა, მაგრამ ეს რათქმაუნდა არ მამართლებს.
- ოჰ კარგი რა, შენი წყალობით კიდევ ერთი მეგობარი შევიძინე, -ლიზას გადახედა ღიმილით.
- თქვენ აშკარად კარგად გაუგეთ ერთმანეთს და მგონი უკვე ვეჭვიანობ, -გოგონებს გვერდით მივუჯექი და მოვეხვიე, -მანდ რას უყურებთ? რა არის ისეთი საინტერესო რომ თვალს ვერ აცილებთ?
- შენ და შენი მეუღლე ყველა ინტერნეტ გამოცემის პირველ გვერდზე ხართ, -ლიზამ ტელეფონი მომიშვირა, თვალი გადავავლე და სიმართლე რომ ვთქვა ვერაფერი გავიგე.
- ვერ ვხვდები ყველგან ჩვენ რატომ ვართ? მხოლოდ იმიტომ რომ ბარში ჩხუბი მოხდა? ალბათ ღამეში მინიმუმ ორასი ასეთი ჩხუბი მაინც ხდება თბილისში.
- ჰო მაგრამ ყველა ჩხუბში დემეტრე ცინცაძე არ არის გარეული ის კი არა საერთოდ არ ჩხუბობს, საერთოდაც ისეთი უპრობლემო ადამიანია რომ ჟურნალისტები პირდაპირ ნადირობენ მასზე ვაი და ხელში რამე სენსაციური ინფორმაცია ჩაიგდონ.
- მაინც ვერ ვხვდები, ჟურნალისტები მასზე რატომ ნადირობენ?
- კარგი რა მაო? სათაურები მაინც არ წაიკითხე? -ახლა ანამ მომაჩეჩა ტელეფონი, ნახე რას წერენ, ყველაზე სასურველი სასიძო, ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ოჰო, ნახე ყველაზე სიმპათიური ცნობილი მამაკაცების ათეულს ლიდერობს, ქალები მასზე აფანატებენ, ალბათ რას არ მისცემდნენ მასთან თუნდაც ერთი ღამის გატარებისთვის, გუშინდელი ჩხუბი ნამდვილი სენსაცია იყო, დემეტრე ცინცაძე შუაღამისას ბარში, ქალის გამო ჩხუბობს, ჯერ ხომ არავინ არ იცოდა რომ ქორწინდებით და ახლა თქვენზე ნამდვილ ნადირობას გამოაცხადებენ...
- ყველაფრისთვის მზად უნდა იყო მაო, შეიძლება შენს ქმარზე შეყვარებულმა ქალების არმიამ ტერორისტული აქტიც კი მოგიწყოს, -ლიზამ მხიარულად გადაიკისკისა.
- მგონი აზვიადებ, -ანამ თავი გადააქნია და კიდევ ერთხელ გადაავლო სტატიებს თვალი, -შეიძლება არც აზვიადებ, მართლაც რომ ბევრი თაყვანისმცემელი ყოლია.
- შენ რა ეს ყველაფერი არ იცოდი? -ჩემი გაოცებული სახის შემხედვარე ლიზა პირდაღებული შემომცქეროდა.
- საიდან უნდა მცოდნოდა? არაფერი უთქვამს, მეც არაფერი მიკითხავს.
- არ იცოდი რომ მდიდარი იყო?
- რათქმაუნდა ვიცოდი, მივხვდი რომ მდიდარი იყო, უბრალოდ ამ ყველაფერს ნამდვილად არ ველოდი, ჯანდაბა, ისიც კი არ ვიცოდი რომ მუშაობდა.
- უკვე ხუთი წელია რაც დავითის საქმეები გადაიბარა და ახლა უზარმაზარ კომპანიას ხელმძღვანელობს, გარდა ამისა საქველმოქმედო ფონდი აქვს და იმ მოსწავლეებს და სტუდენტებს ეხმარება რომელთაც ფინანსების არქონის გამო სწავლის საშუალება არ აქვთ, ალბათ იმიტომ იფიქრე რომ არ მუშაობს რადგან სულ სახლშია, ახლა უბრალოდ ისვენებს, ახალი წლის შემდეგ ისევ დაიწყებს მუშაობას და მერე ალბათ მოგენატრება კიდეც, ისე იშვიათად იქნება ხოლმე სახლში.
- მოკლედ სიურპრიზებითაა სავსე, -ჩემთვის ჩავილაპარაკე, წამოვდექი კარადა გამოვაღე რომ რამე ჩამეცვა და თან გონებაში ამ ყველაფრის გადახარშვას ვცდილობდი.
- არა რა, მაინც არ მჯერა რომ ინტერნეტში მასზე არაფერი წაგიკითხავს, ინსტაგრამზეც არ გინახავს? -ლიზა ვერ ისვენებდა.
- მაოს ინსტაგრამი არ აქვს, თანაც ყოველთვის დღე და ღამე მუშაობდა და ასეთი რაღაცეებისთვის დრო არ რჩებოდა ხოლმე, -გამომესარჩლა ანა.
- როგორ თუ ინსტაგრამი არ აქვს?
- როგორ და ჩვეულებრივად, არ აქვს დრო ასეთი რაღაცეებისთვის და რა ქნას.
- არც ტიკტოკი?
- არა.
- აბა რითი ერთობა ხოლმე?
- საქმეც ისაა რომ არ ერთობა, -ამოიოხრა ანამ.
სანამ ისინი შეუჩერებლად საუბრობდნენ, და ჩემს ცხოვრებას მოურიდებლად არჩევდნენ ჩემი თანდასწრებით, მე ჩაცმაც მოვასწარი და თმის გაშრობაც.
- თუ ჭორაობას მორჩით წავიდეთ ქვემოთ, ქორწილი გვაქვს დასაგეგმი, -გამოვაცხადე და გოგონებს ვანიშნე რომ გამომყოლოდნენ.
მისაღებში შევედით თუ არა თვალები გაკვირვებისგან შუბლზე ამივიდა, დავითი არსად ჩანდა, დივანზე ლიკა იჯდა, მის მოპირდაპირე მხარეს დემეტრე, მის გვერდით კი ნათია წამოსკუპებულიყო და ურცხვად ეტმასნებოდა, სიბრაზის მიუხედავად ღიმილი ვერ შევიკავე როცა დავინახე თუ რა დღეში იყო დემეტრე, არადა მაინც რომ არ იშორებდა თავაზიან ღიმილს...
- არ მჯერა რომ ლიკა ვერ ხვდება თუ როგორ ცდილობს ეს უსირცხვილო ქალი ჩემი ბიძაშვილის შებმას,
-ბრაზიანად ჩაიბურტყუნა ლიზამ.
- კარგი რა მაო, ნუ გაქვს ასეთი გაოცებული სახე, არ მითხრა რომ შენც ვერაფერს ხვდები.
- ყველაფერი ვიცი და დამეხმარე რომ იმ ვამპირისგან გადავარჩინო ჩემი ქმარი.
- ოჰ ძლივს ერთი ვინმე მაინც ვნახე ვინც თავისი ყალბი ღიმილით ვერ დააბრმავა, რა ცუდია რომ ონისეს ასეთი დედა ჰყავს, -ლიზამ მე და ანას წინ გაგვისწრო, ყველას მიესალმა და ნათიას ისეთი ღიმილით დაუდგა წინ რომლის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა ნამდვილად გაუჭირდებოდა.
- იქნებ ჩაიწიო რომ ჩემი საყვარელი ბიძაშვილის გვერდით დავჯდე, ხომ იცი საფრანგეთიდან ახლახანს დავბრუნდი და ჯერ ვერ მოვისიყვარულე.
- ნათიამ მიმოიხედა და ის იყო დემეტრეს გვერდით თავისუფალი ადგილის გამო ლიზას თხოვნის გაპროტესტება დააპირა რომ ქმარს გვერდით მივუჯექი და მხარზე მივეკარი, ნათიასაც სხვა რა გზა დარჩენოდა, ჩვენს პირდაპირ ლიკას გვერდით გადაჯდა.
- ლიზა ეს რა საქციელია, -დატუქსა ლიკამ, -აქ უამრავი ადგილია და მაინცდამაინც ნათია უნდა აგეყენებინა?
- ჰო, აქ მართლაც ბევრი ადგილია, მეც მაგას არ ვამბობ? -დაეთანხმა ლიზა და სიცილი ძლივს შევიკავე როცა ნათიას გაცოფებულ სახეს შევხედე.
- კარგი, კარგი, მოდი ახლა იმაზე ვისაუბროთ რისთვისაც შევიკრიბეთ, სულ რამდენიმე დღე გვაქვს და ალბათ ხვდებით რომ საკმაოდ ძნელი იქნება ამ დროში იდეალური ქორწილის მოწყობა, მე და დათოს კი გვინდა რომ ყველაფერი უნაკლოდ იყოს, უამრავი სტუმარი გვეყოლება და არ მინდა რომ რამე შეცდომა დავუშვათ და რამე გამოგვეპაროს, დემეტრე შენ იცი რომ ნათიას კომპანია ქორწილებს და სხვადასხვა სახის წვეულებებს უწევს ორგანიზებას, შემომთავაზა რომ თქვენს ქორწილს ის მიხედავს და მეც დავთანხმდი...


- - - - - - - - - - - - - - - - - - -


შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სცენა ინდური სერიალიდან? დემეტრე მე მიყურებდა, მე დემეტრეს, ლიკა ჩვენ ორივეს, ანა ყველას ერთად, ლიზა ნათიას ბურღავდა თვალებით, ხოლო ნათიას გამარჯვებული ბოროტი გმირის ღიმილი ჰქონდა სახეზე აკრული.
- სამწუხაროდ მე უნდა დაგტოვოთ, სამსახურში სასაწრაფო საქმე მაქვს მოსაგვარებელი, ყველაფერს მაო გადაწყვეტს, -დემეტრემ ყველას დაგვასწრო ბრძოლის ველიდან გაქცევა, თანაგრძნობით და მხიარული ნაპერწკლებით სავსე მზერა შემომანათა, ლოყაზე მაკოცა, აბა შენ იცი, ახლა მხოლოდ შენი იმედი მაქვს ჩემო მამაცო სარდალოო, ჩამჩურჩულა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა მისაღები.
- შენი ბიძაშვილი საძაგელი მოღალატეა, -გადავულაპარაკე ლიზას.
- შენ მე მასწავლი მაგას? -ჩაიფრუტუნა და თვალები აატრიალა.
- აბა რას იტყვი მაო, ნათია ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სექტორში, შეგიძლია ენდო, -ლიკა ისე მიქებდა ნათიას რომ საბოლოოდ დავრწმუნდი, ამ ქალს საერთოდ არ შეეძლო ეშმაკობა, აშკარად ვერ ხვდებოდა ნათიას განზრახვებს მაგრამ მე ნამდვილად არ ვიყავი სულელი, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ ნათიასნაირი მატერიალისტი ასეთ გრანდიოზულ ქორწილს არ ჩააგდებდა და საკუთარ კომპანიას ამით არ დააზარალებდა, აშკარად რაღაც სხვა ჰქონდა ჩაფიქრებული, ჩვენთან ახლოს ყოფნას ცდილობდა, მაგრამ რატომ? ნეტავ რას გეგმავს?
- მე თანახმა ვარ, დარწმუნებული ვარ ნათია ყველაფერს არაჩვეულებრივად გაართმევს თავს, -ვთქვი, ლიზას და ანას გაოცებული სახეები და ნათიას აწეული წარბი არ შევიმჩნიე, საზურგეს თავისუფლად მივეყრდენი და შემდეგ სვლას დაველოდე.
- რა კარგია რომ თანახმა ხარ ესე იგი ეს პრობლემაც მოვაგვარეთ, -ლიკა აღფრთოვანებული იყო, -ახლა მხოლოდ კაბა დაგვრჩა შესარჩევი.
- ამასაც მე მივხედავ, -ნათიამ როგორც იქნა მოახერხა გულითადი, ღიმილიანი გამომეტყველების დაბრუნება.
- არა, კაბას მაკიაჟს და ყვავილებს მე და გოგონები მივხედავთ, დანარჩენს კი შენს პროფესიონალიზმს მივანდობთ, ყველაფერში გენდობი და ვიცი რომ იმედს არ გამიცრუებ, -ღიმილით ვუთხარი, მისი მტრული გამოხედვა არ შევიმჩნიე და ლიკას მივუბრუნდი.
- მადლობა მინდა გითხრა, ძალიან ბევრს აკეთებ ჩემთვის და დემეტრესთვის, მე კი ვერაფერში გეხმარები, შენს ვალს ვერასდროს გადავიხდი, -შევატყვე როგორ ესიამოვნა ჩემი სიტყვები, მხრებში ამაყად გაიშალა და გაიბადრა.
- შენ არაფერზე იდარდო საყვარელო, მსიამოვნებს ის ყველაფერი რასაც თქვენთვის ვაკეთებ, საოცარი ქორწილი გექნებათ.
კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა და წამოვდექი, გოგონებიც მაშინვე გამომყვნენ უკან, ვგრძნობდი რომ თავს ძლივს იკავებდნენ, მისაღების კარი გამოვიხურეთ თუ არა მაშინვე მეცნენ და კედელზე ამაკრეს.
- რას აკეთებ გაგიჟდი? ხომ გითხარი რომ ეგ ძუკნა დემეტრეს შებმას ცდილობს შენ კი გინდა ქორწილის ორგანიზება ჩააბარო? -ლიზა აღშფოთებას ვერ მალავდა, დოინჯშემოყრილი მედგა წინ და გაცოფებული დრაკონივით ბერავდა ნესტოებს.
- ლიზა მართალია, შენი ვერაფერი გამიგია, -მხარი აუბა ანამ და გვერდით ამოუდგა.
- საკმაოდ საეჭვო კოლაბორაცია გაქვთ გოგონებო, თქვენ რა ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდით? -თავის დაძვრენა დავაპირე თუმცა ვინ გამიშვა, აქეთ-იქიდან ჩამავლეს ხელი და სისხლის სამართლის დამნაშავესავით გაკავებული ამათრიეს საძინებელში, ლიზამ სავარძელში ჩამსვა და არ გაინძრეო გამაფრთხილა, მერე ორივე ჩემს წინ დასხდნენ და ფეხი ფეხზე გადაიდეს.
- აბა მიდი ჩამოარაკრაკე რა გეგმები გაქვს, -ანა აშკარად როლში იყო შესული, ისეთი სერიოზული სახით მიყურებდა და ისე მიბრიალებდა თვალებს, სიცილი ძლივს შევიკავე.
- მართალია ნათიას კარგად არ ვიცნობ მაგრამ ვხვდები რომ თავისი კომპანიის რეპუტაციას ჩრდილს არ მიაყენებს და ქორწილს კარგ ორგანიზებას გაუწევს, ასე რომ იმუშაოს ჩემი რა მიდის.
- დარწმუნებული ხარ რომ ასე იქნება? შენ არ იცი ეგ რა გველია, -ლიზა ეჭვით სავსე გამომეტყველებას ვერ იშორებდა.
- დარწმუნებული ვარ რომ რაღაც სხვა აქვს ჩაფიქრებული და უნდა გავიგოთ რა, უბრალოდ იმ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ჩვენს სიახლოვეს ყოფნა სჭირდება, საინტერესოა რას აპირებს?
- იმედია ისეთს არაფერს გააკეთებს რომ თქვენი ქორწილი ჩაშალოს.
- ამის უფლებას არ მივცემთ, არ დავუშვებ ჩემს ბიძაშვილს გული ატკინოს, აღარ მინდა ისევ ისეთ მდგომარეობაში მისი ნახვა...
ჩემი სახის დანახვისას საუბარი შეწყვიტა, მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა, აშკარად ისეთი რამ თქვა რაც არ უნდა ეთქვა, თვალით ვანიშნე ანას, უთქმელად გაიგო რის გაკეთებასაც ვაპირებდი, ფეხზე წამოვხტით, ლიზას ხელი დავავლეთ და ჩემს სავარძელში ჩავსვით, მე კი მის ადგილზე მოვკალათდი.
- ახლა თქვენ ხართ ქალბატონო ლიზა დაკითხვის სკამზე, ანა მოიტანე ის სანათი, -ომახიანი ხმით გავეცი ბრძანება, ანამ ოთახის კუთხეში მდგარი გრძელფეხიანი სანათი მოახოხიალა, ჩართო და ლიზას დაუმიზნა სახეში, ლიზამ სასაცილოდ მოჭუტა თვალები.
- აბა დაიწყე ქალბატონო, გისმენთ.
- დემეტრე მომკლავს, -ამოიკნავლა საცოდავად.
- სანამ დემეტრე შენამდე მოაღწევს მანამდე ჩვენ მოგკლავთ თუ ყველაფერს არ მოგვიყვები.
- კარგი ჰო, -ჯიჯღინით წამოდგა, სანათი გამორთო და ისევ სავარძელში ჩაეშვა.
- ოცი წლის იყო დემეტრე ნინი რომ გაიცნო, ნინი თვრამეტის იყო, ერთმანეთი შეუყვარდათ, ყოველ შემთხვევაში, დემეტრეს ნამდვილად სიგიჟემდე უყვარდა, მასზე გიჟდებოდა, მაშინ სულ სხვანაირი იყო დემე, მხიარული, ხალისიანი, გართობა უყვარდა, ღამის ცხოვრებით ცხოვრობდა, რბოლებში იღებდა მონაწილეობას, დაახლოებით ერთწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ ნინიმ დაქორწინება მოსთხოვა, დემეტრემ უარი თქვა, არა იმიტომ რომ მისი ცოლად მოყვანა არ უნდოდა, არამედ იმიტომ რომ ახალგაზრდები იყვნენ, მაშინ ორივე სწავლობდნენ, სთხოვა რომ ცოტაც მოეცადათ, ნინი პანიკაში ჩავარდა როცა დემეტრემ უარი უთხრა, იჩხუბეს, თითქმის ორი თვე არ ელაპარაკებოდა, დემე ადამიანს აღარ ჰგავდა, არ სჭამდა, არ ეძინა...
- ისევ ნინი შეურიგდა, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, დემეტრე ისე იყო შეშინებული უმისობით რომ თავს ევლებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა, დაახლოებით ერთ თვეში გამოუცხადა რომ ფეხმძიმედ იყო, დემე სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო, სულ აღარ ახსოვდა რომ ჯერ დაქორწინება არ უნდოდა, მაშინვე სთხოვა ცოლობა და ქორწილიც დაგეგმეს, დავითი და ლიკა წინააღმდეგები იყვნენ მაგრამ დემეს არაფრის გაგონება არ სურდა...
- ბავშვობის მეგობარი ჰყავდა, დაჩი, ერთად იყვნენ გაზრდილები და ძმებივით უყვარდათ ერთმანეთი, ზუსტად საქორწილო სამზადისის პერიოდში არიდებდა თავს დაჩი, მაშინ როცა აქამდე ერთი წუთითაც კი არ შორდებოდა გვერდიდან, დემეს უკვირდა თუმცა იმდენი საქმე ჰქონდა ყურადღებას ვერ აქცევდა, ქორწილის დღეს მივიდა დემესთან ნასვამი, მივიდა და ყველაფერი უთხრა, უთხრა თუ რატომ არიდებდა თავს, იმ პერიდში როცა ნინი დემეს დაშორდა თურმე დაჩისთან იწვა, დაჩი იფიცებოდა რომ მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, უგონოდ მთვრალი ვიყავი და შემაცდინაო, თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, დიდი ალბათობით ჩემგან არის ფეხმძიმედო, ფეხებში ჩაუვარდა დემეტრეს, დაუჩოქა მაპატიეო...
- მერე რა ქნა აპატია? -ანამ ვეღარ მოითმინა, მე კი გამშრალი და გახევებული უსიტყვოდ ვუსმენდი და გაუაზრებლად ვიჭამდი ფრჩხილებს.
- ვერ აპატია, ვერც მას, ვერც ნინის და ვერც საკუთარ თავს ვერ აპატია რომ ასეთი მიამიტი იყო და ასე უსიტყვოდ სჯეროდა მისი, ნინიმ როგორც კი გაიგო რომ დემემ ყველაფერი იცოდა, მაშინვე პირში მიახალა რომ არ უყვარდა და მხოლოდ ფულის გამო უნდოდა მასზე დაქორწინება, მერე წავიდა და თავის დაქალებთან ერთად გაილეშა, ბარიდან გამოსულს მანქანამ დაარტყა და მუცელი მოეშალა, დღევანდელი დღესავით მახსოვს როგორ მოუვარდა აქ დემეს და ეჩხუბა, დემე ისედაც შეშლილი და განადგურებული იყო, ის კი ზემოდან უმატებდა, ყველაფერში მას ადანაშაულებდა, ბავშვის სიკვდილიც კი მას დააბრალა, შენი შვილი იყო, და შენ მოკალი, საკუთარი შვილის მკვლელი ხარო უყვიროდა...
ლიზამ სახეზე ხელები აიფარა და მხრები აუცახცახდა, ანა მაშინვე გვერდით მიუჯდა და ჩაეხუტა, მე უბრალოდ ვიჯექი და არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა ამ ყველაფერზე, წარმოდგენაც კი არ მინდოდა რა დღეში იქნებოდა მაშინ დემეტრე, ღმერთო რამდენი რამ გადაუტანია...
ლიზამ ათრთოლებული ხმით გააგრძელა...
- მერე ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, შეიძლება ამ ყველაფერში დავითის ხელიც ურევია, ნინი გაქრა, ამბობდნენ რომ საზღვარგარეთ წავიდა, მას შემდეგ დაჩიც აღარ გვინახავს, საუკეთესო მეგობრის დაკარგვა ძალიან მძიმედ გადაიტანა დემემ, წარმოიდგინე რა ცუდად იყო მაშინ, ცალ მხარეს საყვარელი ქალი, ცალ მხარეს კი საუკეთესო მეგობარი, კარგა ხანს ვერ მოვიდა გონს, როგორც კი ოცდაორი წლის გახდა, მთელი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, დავითის კომპანია გადაიბარა, მთლიანად საქმეებში ჩაეფლო, ბიზნესი ერთი ორად გააფართოვა, დაივიწყა გართობაც, რბოლებიც და მეგობრებიც, ცივი და უხალისო გახდა, ჩემთანაც კი დისტანციას იცავდა, მაშინ როცა ადრე მისი მესაიდუმლე ვიყავი ხოლმე, ბიჭები ათასში ერთხელ თუ აიძულებდნენ, გასართობად წასვლას, ერთ-ერთი ასეთი იძულებითი გასვლის დროს გნახა პირველად და მაშინვე თავდაყირა დააყენე მისი სამყარო, საკმაოდ დიდხანს მოსწონდი მაგრამ შენთან მოახლოებას და ურთიერთობის დაწყებას ვერ ბედავდა, დანარჩენი უკვე იცი, მართლა ვერ ხვდები ამ მცირე დროში როგორ მოახერხე და ძველი დემეტრე დაგვიბრუნე, შენზე გიჟდება, შენთან ერთად ბედნიერია და აღარავის არ მივცემ უფლებას რომ მის თვალებში ის ცეცხლი ჩააქროს შენი დანახვისას რომ უგიზგიზებს ხოლმე, აი სულ ეს არის ოღონდ დემეს არ უთხრათ რომ მოგიყევით თორემ საერთოდ აღარ გამცემს ხმას.
მონოლოგი დაამთავრა ლიზამ და აცრემლიანებული თვალებით შემომხედა, არაფერი მითქვამს, წამოვდექი და ხელები გავშალე, ორივე ანაც და ლიზაც ერთდროულად ჩამეხუტნენ, დიდხანს ვიდექით ასე ჩახუტებულები, ბოლოს გადავწყვიტე რომ ასე გაგრძელება და უფრო მეტი დეპრესია არაფერს გვარგებდა, კიდევ ბევრი რომ მეფიქრა დემეტრეზე გავგიჟდებოდი.
- აბა გოგონებო გაემზადეთ და წავიდეთ საქორწილო კაბა ავარჩიოთ, მერე კი სადმე დავსხდეთ, დავლიოთ და ცოტა გავერთოთ, რას იტყვით?
- კარგი იდეაა, -ანამ მაშინვე ხტუნაობა დაიწყო სიხარულისგან.
- ლიზა იცოდე კარგად დაიმახსოვრე, ეს პატარა და ერთი შეხედვით ნაზი ფერია მაგარი ლოთია, როცა სადმე წავალთ ხოლმე დასალევად ყურადღება მიაქციე, -ანაზე ვანიშნე ღიმილით.
- მეგობარი და ღვთის წყალობაო, ზუსტად შენზე ითქმის, -გვარიანი მუჯლუგუნი მივიღე ფერდში.
- ბიჭებიც ხომ არ დაგვეპატიჟებინა? -ლიზამ ტელეფონს წამოავლო ხელი.
- ონისეც წამოვა? -ზედმეტად განაზებული ხმით იკითხა ანამ.
- შენ არ გსმენია რომ დაქალის ძმას სხვა თვალით არ უნდა შეხედო? -დოინჯი შემოვირტყი და გათამაშებული გაბრაზებული სახით შევხედე.
- მე ეგ ლეგენდა ძმაკაცის დაიკოზე ვიცი, -გაიკრიჭა ანა.
- შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება ასე რომ ჩემს ძამიკოსთან ფრთხილად და დღეს არავითარი ბიჭები, მარტო უნდა გავერთოთ, -მუქარით დავუქნიე თითი და ის იყო მისი წიკვინის ასატანად მოვემზადე რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
- სად ხარ მაო, -დემეტრე იყო.
- სახლში ვარ და ახლა გოგონებთან ერთად კაბის შესარჩევად გასვლას ვაპირებდი.
- ჰოო? ზუსტად რომ კარგ დროს დაგირეკე, თხუთმეტ წუთში გარეთ ჭიშკართან გელოდები რაღაც უნდა გაჩვენო, -მითხრა და გათიშა, უცნაურად ხალისიანი ხმა ჰქონდა, ნეტავ რა უნდა მაჩვენოს? ფართხა-ფურთხით ჩავიცვი და გოგონებსაც ვაიძულე რომ ელვისსისწრაფით გამზადებულიყვნენ, ფეთიანივით გავვარდი გარეთ, ეზო გავირბინე, ჭიშკარი გამოვაღე და პირდაპირ დემეტრეს შევასკდი, წელზე ხელი მომხვია და ჰაერში ამაფრიალა.
- ახლავე დამსვი, რას აკეთებ, -თვითონაც არ ვიცი რა და რატომ გავაპროტესტე, დამსვა მაგრამ ხელი არ გაუშვია, ღიმილით დაიხარა ჩემსკენ და ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა.
- ერთი სული გაქვს არა საჩუქარს როდის ნახავ?
- საჩუქარს? შენ რა საჩუქარი მიყიდე? სერიოზულად? სად არის? -ერთბაშად მივაყარე კითხვები და მოუთმენლად მიმოვიხედე ირგვლივ, საჩუქრის მაგვარი არაფერი ჩანდა, თან არაფერი ჰქონდა... გახალისებული მიყურებდა და იცინოდა, ხელი ჩამკიდა და თითქმის სირბილით მომაშორა კარს, მერე ჯიბიდან გასაღები ამოიღო, თითი დააჭირა და როცა იქვე გალავანთან მდგარი, პატარა წითელი ავტომობილის ფარები აინთო, თვალს არ დავუჯერე, ღიმილით მიყურებდა და ჩემს რეაქციას ელოდა.
- შენ რა მანქანა მიყიდე? -ძლივს ამოვთქვი და გულზე მივიჭირე ხელი.
- ოღონდ არ მითხრა რომ არ გაგიხარდა, ვიცი რომ მოგეწონა.
- მომწონს, ძალიან მომწონს, მაგრამ... ეს... ეს უკვე ზედმეტია დემე ასეთი საჩუქრები არაფერში მჭირდება...
ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი წუწუნს მუცელზე მისი ხელები და კისერში მისი სუნთქვა რომ არ მეგრძნო, ზურგიდან ამეკრო და მაგრად ჩამეხუტა.
- დღეს პირველად დამიძახე დემე...
- ჰო მე უბრალოდ...
- შენ მე მაბედნიერებ მაო, ოდნავადაც კი არ გაქვს წარმოდგენა ჩემთვის რას ნიშნავ, გთხოვ არაფერი მითხრა, ვიცი რაზეც შევთანხმდით და როგორი ურთიერთობაც გვაქვს, მე არაფერს გაძალებ, უკვე გითხარი რომ ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გენდომება, უბრალოდ მინდა რომ ჩემი გრძნობების შესახებ იცოდე, მინდა იცოდე რომ ჩემთვის ყველაფერი ხარ, უფლება მომეცი ჩემი შენადმი გრძნობების მთელი სიღრმე გაჩვენო და შემდეგ, მერწმუნე ყველაფერი თავისთავად მოვა, ამ ავტომობილს რაც შეეხება, იცოდე უარს არ მივიღებ.
- ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება, -დაამატა მაშინვე როცა იგრძნო რომ ისევ წუწუნის დაწყებას ვაპირებდი, -ვიცი რომ მართვის მოწმობა გაქვს, ჰოდა რა პრობლემაა, წაიყვანე გოგონები და წადით საყიდლებზე, ჰო კიდევ, ეს ბარათიც აიღე, თუკი რამეში დაგჭირდება გამოიყენებ, -საფულიდან საბანკო ბარათი ამოიღო და გამომიწოდა, უსიამოვნოდ შევიშმუშნე.
- ფული არ მჭირდება, მაქვს და ყველაფერში მეყოფა, ასე რომ შეინახე ეგ ბარათი.
- ვიცი რომ გაქვს და არ გჭირდება, ამას ისე ყოველი შემთხვევისთვის გაძლევ, ძალით მომაჩეჩა და კართან მდგარი გოგონებისკენ მანიშნა ეშმაკური ღიმილით.
- ხომ ხედავ რომ ჯაშუშებივით გვითვალთვალებენ, ასე რომ წინააღმდეგობას ნუ მიწევ, თორემ ღმერთმა იცის რას იფიქრებენ.
- კარგი, იყოს ისე როგორც შენ გინდა, -კისერზე ჩამოვეკიდე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე, -იცოდე დღეს ცოტა დაგვაგვიანდება, საყიდლების შემდეგ დასალევად მივდივართ.
- კარგი როგორც გინდა, უბრალოდ კარგი იქნება თუ გამაგებინებთ სად იქნებით.
- ალბათ იმ ბარში წავალთ სადაც ვმუშაობდი, კაილს ვნახავ მომენატრა.
- კაილი ვინ არის? -წარბები შეკრა და სახე მოეღუშა, სასაცილო იყო როცა ვხედავდი როგორ ეჭვიანობდა.
- ჩვენი ბარმენი იყო, სხვათაშორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა, ქორწილში მინდა დავპატიჟო თუკი რათქმაუნდა შენ წინააღმდეგი არ იქნები.
- ვინც გინდა ის დაპატიჟე მაო, ეს შენი ქორწილიცაა, -ახლოს მიმიზიდა და შუბლზე მაკოცა, ჩემდაუნებურად მივლულე თვალები და ამოვიკრუტუნე.
- აბა მორჩებით ბოლოს და ბოლოს ხვევნა კოცნას? გავიყინეთ მე და ანა, -დაგვკივლა ლიზამ.
- მაგარი საჩუქარია სიძე, -ანამ მხარზე მოხვია ხელი დემეტრეს და მეორე ხელით ცერა თითი აჩვენა.
- ეს გოგო შენზე მეტად ჰგავს ონისეს, აშკარად სულიერი ტყუპები არიან, -ჩამჩურჩულა დემეტრემ და ერთდროულად აგვიტყდა გულიანი სიცილი.
- - - - - - - -
გვიან საღამომდე დავბოდიალობდით მაღაზიებში და როგორც იქნა ზუსტად ისეთი კაბა ვიპოვნე როგორიც მინდოდა, თუმცა როგორც კი ფასი გავიგე მაშინვე დავკარგე ყველაფრის ხალისი.
- დემეტრემ ხომ მოგცა ფული რატომ არ იყენებ? -უკვირდა ლიზას.
- დაანებე თავი, ეგ ისეთი ჯიუტია ერთხელ თუ თქვა რამე აღარ გადათქვავს მერე, -ანამ ძალით წაათრია ლიზა, ქალის თეთრეულის სექციაში, ხელის კანკალით გადავიხადე, ჩემთვის ასტრონომიული თანხა და გოგონების ძებნას შევუდექი,
- ნახე მე და ლიზამ რა გიყიდეთ, -ყველაზე თამამ ფანტაზიებშიც რომ ვერ წარმოვიდგენდი ისეთი რაღაცეები ამიფრიალა ანამ ცხვირწინ.
- საქორწილო კაბის ქვეშ ესენი უნდა ჩაიცვა და დემე კაბას რომ გაგხდის პირდაღებული დარჩება, თუ რა თქმაუნდა გულის შეტევა არ მიიღო, -გადაიკისკისა ლიზამ.
- გარყვნილები ხართ ორივე, -ჩავიბურტყუნე გაწითლებულმა და ზედმეტად აჟიტირებული გოგონები თითქმის ძალით გავათრიე მაღაზიიდან.
კიდევ რამდენიმე საქმის მოგვარება მოვასწარით, მაკიაჟზეც შევუთანხმდით, თაიგულზეც და ისე დავიღალეთ ფეხზე ძლივს ვიდექით, ახლა სახლში წასვლას არაფერი მერჩივნა მაგრამ კაილის ნახვაც ძალიან მინდოდა, ამ ორ ალკოჰოლიკსაც საერთოდ არ გაუპროტესტებიათ როცა ბარში წასვლა შევთავაზე, პირიქით სიხარულით დამთანხმდნენ, როგორც კი შევედით მაშინვე მოვნახეთ ადგილი, ლიზა და ანა დასხდნენ, მე კი მაშინვე კაილისკენ წავედი, კაილს აშკარად შეეტყო როგორ გაუხარდა ჩემი ნახვა, ბარიდან გამოვიდა, გახარებული მეცა, ჩამეხუტა და ადგილზე დამატრიალა, ორივე ლოყა დამიკოცნა, მერე ადგილს დაუბრუნდა, სკამზე მიმითითა და მაშინვე ჩემი საყვარელი სასმლის მომზადება დაიწყო, ის სასმელს ამზადებდა, მე კი ჩემს ამბებს ვუყვებოდი, ბევრი ხალხი არ იყო, საქმე არ ჰქონდა და ამიტომაც მთელი გულისყურით მისმენდა.
- ასე იყო ყველაფერი, ვთხოვდები და მინდა რომ ჩემს ქორწილში მოხვიდე, მითხარი ხომ მოხვალ?
- ოოო, მართლა არ მჯერა, ამ რამდენიმე დღეში რამდენი რამ მომხდარა, ხომ გეუბნებოდი რომ მაგ ბიჭს მოსწონდი, შენ კი არ გჯეროდა გახსოვს?
- როგორ გინდა რომ ასეთი რამ დაიჯერო? -გავიღიმე და ხელები გავშალე, -მითხარი ხომ მოხვალ?
- რათქმაუნდა მოვალ, იმედია შენს მეუღლეს პრობლემა არ ექნება.
- რა პრობლემა უნდა ჰქონდეს, შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ, თანაც ვუთხარი რომ უნდა დაგპატიჟო, ისედაც არავინ მყავს, ჩემი არცერთი ნათესავი არ იქნება ქორწილზე მხოლოდ რამდენიმე მეგობარი.
- კარგი მაო აუცილებლად მოვალ, ბედნიერი ხარ, სახე გიბრწყინავს, მიხარია რომ ასეთს გხედავ, გიყვარს?
-მკითხა და თვალებში ჩამაცქერდა.
- მიყვარს, -ამოვიკნავლე და მივხვდი როგორ გავთავისუფლდი რაღაცისგან რაც მბოჭავდა და სუნთქვას მიშლიდა, ჯანდაბა როგორც იქნა ვაღიარე რომ მიყვარს...
- შეგიძლია იმ მაგიდასთან მოხვიდე და შეკვეთა მიიღო? -მხარზე უხეში შეხება ვიგრძენი და შევტრიალდი, ჩემს წინ ულამაზესი ჩალისფერთმიანი გოგო იდგა, გამხდარი, გრძელი ფეხებით რომლებიც თითქმის საჯდომამდე უჩანდა ისეთი მოკლე კაბა ეცვა, დატალღული თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი და საკმაოდ თამამი დეკოლტედან მომზირალ ლამაზ მკერდზე ეფინა, მუქ თაფლისფერ თვალებს არ მაშორებდა და არაბუნებრივად დაბუშტულ ტუჩებს კბილებით იწვალებდა.
- მიმტანს მიმართეთ მე აქ არ ვმუშაობ, -მშვიდად მივუგე და კაილს მივუბრუნდი.
- დაბრძანდით და ახლავე გამოგიგზავნით მიმტანს, -თავაზიანად მიმართა კაილმა.
- მე მინდა რომ ეს გოგო მოგვემსახუროს, იმ მაგიდასთან, -გრძელფრჩხილებიანი თითით მაგიდისკენ გვანიშნა სადაც ორი ბიჭი და ერთი გოგო ისხდნენ და ინტერესით შემოგვცქეროდნენ, -ვიცი რომ აქ მუშაობს, ასე რომ კეთილი ინებოს და მოგვემსახუროს.
გოგო კიდევ ერთხელ შევათვალიერე კარგად, არადა მთვრალსაც არ ჰგავს, რა სჭირს? რას გადამეკიდა, რა უნდა ჩემგან? ახლა ჩხუბი და აყალმაყალი ნამდვილად არ მინდოდა, ამიტომ თავაზიანი ღიმილი მოვიშველიე და რაც შემეძლო მშვიდად მივმართე.
- აქ ვმუშაობდი, შეიძლება ამიტომაც გახსოვართ, მაგრამ ახლა აღარ ვმუშაობ, ასე რომ სხვა მიმტანს დაუძახეთ, აი შეხედეთ უკვე იღებენ შეკვეთას, მათ მაგიდასთან მდგარ მიმტანზე ვანიშნე.
- ესე იგი აქ აღარ მუშაობ?
- აღარ ვმუშაობ, -დავუდასტურე და ვცადე გამეღიმა, შევამჩნიე როგორ მოებრიცა ტუჩები, დოინჯი შემოირტყა და ჩაიცინა.
- რათქმაუნდა აღარ იმუშავებ, ან რატომ უნდა იმუშაო, ჩაიგდე ხელში დემეტრე და გაგიტკბა მისი ფულების ხარჯვა, ასეც ვიცოდი რომ სულელი არ იქნებოდი, ერთი შეხედვით ჩანხარ მიამიტი თორემ ისე ალბათ რა აღარ გააკეთე მის ხელში ჩასაგდებად.
გაშეშებული ვიჯექი და არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ან რა უნდა გამეკეთებინა, ის იყო სკამიდან უნდა ჩამოვმხრტარიყავი რომ ბარზე ჩამოდებულ სიბრაზისგან აცახცახებულ ხელზე კაილის ხელი ვიგრძენი, შევხედე, თვალებით მანიშნებდა რომ მშვიდად ვყოფილიყავი, სწორედ რომ დროული იყო, ეს გოგო აშკარად ჩემს პროვოცირებას ცდილობდა, კაილი რომ არა დიდი სიამოვნებით ვუთავაზებდი სახეში, თუმცა ამას რა მოყვებოდა არავინ იცის, ღრმად ჩავისუნთქე და შეძლებისდაგვარად ვეცადე დამშვიდებას.
- მეტყვი ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან? -ვკითხე და საშინელმა წინათგრძნობამ გული შემიკუმშა, ირონიულად გაიღიმა, გრძელი თითებით თმა მომხიბვლელად გადაიყარა ზურგზე და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
- მე ნინი ვარ, დემეტრეს პირველი და ერთადერთი სიყვარული და არ ვაპირებ, მამაკაცი რომელიც თავიდან ფეხებამდე მე მეკუთვნის, შენნაირ არარაობას დავუთმო...


- - - - - - - - - - - - - - - - -


- ჯანდაბა, რატომ არის ეს გოგო ასეთი ლამაზი, -ეს იყო პირველი რაც გავიფიქრე, იმის არ ვამბობ რომ მე მახინჯი ვიყავი მაგრამ ნინი ხელოვნურად დაბერილი ტუჩები რომ არა ნამდვილი სრულყოფილება იქნებოდა, თუმცა თავცარიელი სრულყოფილება, ერთი შეხედვით ეტყობოდა რომ ტიპიური სულელი ქერათმიანების კატეგორიას განეკუთვნებოდა, ვუყურებდი და ნელ-ნელა უფრო და უფრო მიპყრობდა ბრაზი, დემეტრეზე ვბრაზობდი, როგორ შეეძლო ასეთი თავცარიელი ეგოისტი არსების გამო დეპრესიაში ჩავარდნა და თვითგვემა, ალბათ ბავშვის ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი თორემ შეიძლება არც ედარდა ასე ძალიან, თანაც ბავშვობის მეგობარიც...
- რა მოხდა ენა გადაყლაპე? -ნინის დამცინავმა ხმამ გამომარკვია.
- უბრალოდ ვფიქრობდი, -სრულიად მოვეშვი და თავისუფლად გავიღიმე, მასში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავდი მითუმეტეს მისი მეტოქედ მიჩნევა წარმოუდგენელი სისულელე იქნებოდა.
- შეგეშინდა? მიხვდი რომ თუ მოვისურვებ დემეტრე მაშინვე მიგატოვებს?
- არამგონია შენ დემეტრეზე ასეთი გავლენა გქონდეს.
- ასე გგონია? -ვხედავდი როგორ აცოფებდა ჩემი მშვიდი ტონი და ღიმილი მაგრამ ვერაფერს აკეთებდა, მე კი ვხალისობდი, თვალის კუთხით ვხედავდი როგორი დაძაბული მაკვირდებოდა კაილი, ალბათ ელოდა რომ ავფეთქდებოდი და აქაურობას გადავბუგავდი, მაგრამ ნურას უკაცრავად, ამ თვითკმაყოფილ ინდაურს (ლამაზ ინდაურს) იმას არ მივცემდი რაც სურდა.
- თავს რატომ იმცირებ ნინი? -ღიმილით ვკითხე, სკამიდან ჩამოვხტი და წინ დავუდექი.
- მაგას მე მეუბნები? როგორ ბედავ? -იკივლა და მთელი ძალით მომიქნია ხელი, თუმცა ამას ველოდი და მანამდე მოვასწარი მისი მაჯისთვის ხელი მეტაცა სანამ მისი თხელი თითები ჩემს ლოყაზე დაეშვებოდა, ახლაღა შეამჩნიეს ლიზამ და ანამ რომ რაღაც ხდებოდა, დავინახე როგორ წამოხტნენ და ჩვენსკენ წამოვიდნენ.
- ხელი გამიშვი, როგორ ბედავ, დემეტრეს აუცილებლად დავიბრუნებ იმიტომ რომ ისევ მე ვუყვარვარ,
- იყვირა და ხელი გამომგლიჯა.
- რომ უყვარდე ახლა შენ იქნებოდი მის გვერდით და არა მე, -თვითონაც მიკვირდა ჩემი სიმშვიდე.
- აქ რა ხდება? -ლიზა გვერდით ამომიდგა და ნინის დანახვისას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
- შეენ? აქ? როდის დაბრუნდი?
- ესე იგი არ დაგვიწყებივარ.
- როგორ შეიძლება ის ადამიანი დამავიწყდეს ვინც ჩემს საყვარელ ბიძაშვილს სიცოცხლე გაუმწარა, ახლა რისთვის დაბრუნდი, ისევ ყველაფრის ასარევად?
- იმისთვის დავბრუნდი რომ ის დავიბრუნო რაც ჩემია, დარწმუნებული ვარ გახსოვს როგორი ბედნიერი იყო ჩემს გვერდით.
- შენი საქციელის შემდეგ განადგურებულიც მახსოვს, ასე რომ არ გაბედო მაოს და დემეტრეს შორის ჩადგომა თორემ იცოდე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ბოლო მოგიღო, -ასეთი გაცოფებული ლიზა ჯერ არ მენახა, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და ალბათ რომ მიგვეშვა ნინის ყელს გამოღადრიდა.
- გეყოფა ლიზა, ეს არსება ნამდვილად არ ღირს ნერვების მოშლად, -მასაც და ანასაც გასასვლელისკენ ვანიშნე და ნინისთვის გვერდის ავლა ვცადე.
- ასე უბრალოდ წახვალ? გგონია ამ ანგელოზის გამოხედვით და მანერებით დაიპყრობ დემეტრესა და მისი ოჯახის გულს? არ გამოგივა.
- ამდენს ნუ ფიქრობ, შენნაირებისთვის ბევრი ფიქრი არ შეიძლება, ნაოჭები გაგიჩნდება, -ვუთხარი და ძლივს შევიკავე სიცილი როცა დავინახე როგორმა შეშინებულმა წაივლო სახეზე თითები და არარსებული ნაოჭების ძებნა დაიწყო, ის იყო რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდით და თავი სამშვიდობოს დავიგულე რომ უკნიდან მისი დამცინავი ხმა მომესმა...
- სად მიდიხარ? ჯერ მთავარი არ მითქვამს.
- შეეშვი, არ შებრუნდე, -მიჩურჩულა ანამ და ალბათ მართალიც იყო, არ უნდა შევბრუნებულიყავი თუმცა ეს ცნობისმოყვარეობა... ნინის მოთამაშის გამომეტყველება ჰქონდა რომელსაც მთავარი კოზირი ჯერ არ გამოუყენებია და ახლა თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
- დღეს დემეტრეს შევხვდი, უნდა გენახა მისი რეაქცია ჩემი დანახვისას, ძალიან გაუხარდა, გიჟივით მკოცნიდა და მეფერებოდა, მისი ტუჩების გემო ზუსტად ისეთი იყო როგორც წლების წინ, -დაბერილ ტუჩებზე ენა გადაისვა და თვალები ისე მილულა თითქოს კოცნას იხსენებსო...
ვუყურებდი, ვუსმენდი და მისი თითოეული სიტყვა ბასრპირიანი ხანჯალივით მესობოდა სხეულში, იმის წარმოდგენაც კი მაცოფებდა რომ დემეტრე იმ ტუჩებით რომლებზეც ლამის მაბოდებდა მას კოცნიდა, თავისი ულამაზესი თითებით მას ეფერებოდა, ვეცადე, ვეცადე და მაინც ვერ შევძელი მთელი ეს გრძნობები სახეზე არ ამსახვოდა, ნინიც მიხვდა...
- მიხვდი რომ მისთვის მხოლოდ დროებითი გასართობი იყავი? დროებითი, მანამდე სანამ ისევ არ გამოვჩნდი მის ცხოვრებაში, -გამარჯვებულის ღიმილით მკითხა...
დროებითი? დროებითი... კი მაგრამ ასე რატომ მტკივა გული, მე ხომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი, ყველანაირი იმედგაცრუებისთვის, ასე რატომ მოქმედებს ჩემზე იმის წარმოდგენა რომ დემეტრემ შესაძლოა ამ გაფხორილ ინდაურთან მიღალატოს, ან ღალატად ჩაეთვლება კი? მე ხომ არც კი ვიცი რა ქვია იმ ურთიერთობას რაც გვაქვს... იქნებ სწორედ ეს დროა ის დრო როცა უნდა გადავწყვიტო რა მინდა მისგან და რა მინდა საკუთარი თავისგან...
ირგვლივ მიმოვიხედე, ყველა ჩვენ გვიყურებდა, ლიზა და ანა, ნინის მეგობრები, კაილი, უცნობებიც კი, ნეტავ რას ელოდნენ? აშკარად იმას არა რის გაკეთებასაც ვაპირებდი, ყოველთვის ვახერხებდი არაპროგნოზირებადი ვყოფილიყავი... ნინის სახე სახესთან ახლოს მივუტანე და მშვიდად, დამტკბარი ტონით და ღიმილით ვკითხე,
- იცი რა ანგრევს ურთიერთობებს?
- რა? -აშკარად ვერ მიმიხვდა.
- უნდობლობა, -ისევ გამეღიმა როცა მის სახეს შევხედე, ზედ ისეთი ტანჯვა ჰქონდა გამოსახული თითქოს რაღაც ძალიან რთულ ამოცანას ხსნიდა.
- ამით რისი თქმა გინდა?
- იმის რომ დემეტრეს ვენდობი და არ მაინტერესებს შენ რას გააკეთებ, -მის საპასუხო რეაქციას აღარ დავლოდებივარ, მომღიმარ კაილს თვალი ჩავუკარი, გოგონებს ხელი ჩავკიდე და ამაყად თავაწეულმა დავტოვე იქაურობა, ანა თავის ბინაში დავტოვეთ და უკვე სახლს ვუახლოვდებოდით როცა შევამჩნიე როგორ ცმუკავდა ლიზა ერთ ადგილზე, თითქოს ჩემთვის რაღაცის კითხვა უნდოდა და ვერ ბედავდა,
- მიდი მკითხე რაც გაინტერესებს,
- დემეტრეზე რაც თქვი მართალი იყო?
- რაზე მეკითხები? -მართლა ვერ მივხვდი.
- იმაზე ნინის რომ უთხარი ვენდობიო.
- შენ რა გეგონა ასეთი რამ მხოლოდ იმიტომ ვთქვი რომ ნინი გამეცოფებინა? ცოტა არ იყოს მეწყინა, მართლა ასე ფიქრობ?
- არა მე უბრალოდ... შენ ისეთი მტკიცე ხმით, ისეთი დარწმუნებული ამბობდი ამას...
- იმიტომ რომ მართლა ასე ვფიქრობ, მართალია დიდი ხანი არ არის რაც ვიცნობ მაგრამ ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის რომ ჩემი ნდობა მოეპოვებინა, ვიღაც გაბოროტებული ქალის გამო მის დაკარგვას არ ვაპირებ, ვიცი რომ ნდობას არასოდეს გამიცრუებს.
- იღბლიანი , -ჩაიბურტყუნა ლიზამ.
- მაგას დემეტრეზე ამბობ? -გამეღიმა.
- ჰო, დემეზე ვამბობ, იღბლიანია რომ შენნაირი გოგო ჰყავს გვერდით, მაპატიე თუ ცოტახნის წინ შენს მიმართ უნდობლობა გამოვხატე, კარგი? ხომ მაპატიებ? -ისე საყვარლად მიფახულებდა წამწამებს ღიმილს ვერ ვიკავებდი, არ შემეძლო იმ წუთას ბაგეზე მომდგარი გულიდან წამოსული სიტყვები რომ არ მეთქვა...
- ეს მე ვარ იღბლიანი.
- - - - - - - -
სახლში დაბრუნებულს დემეტრე არ დაგვხვდა, მანანამ ანგარიში ჩამაბარა, შენი მეუღლე ახლახანს გავიდა და ალბათ ჯერ არ დაბრუნდებაო, საძინებელში ასვლა და დასვენება გადავწყვიტე, მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან შემაჩერა დავითმა.
- მაო შვილო შენთან საქმე მაქვს, თუ ძალიან დაღლილი არ ხარ იქნებ ცოტა ხნით გვესაუბრა.
უხმოდ დავუკარი თავი და სამუშაო ოთახისკენ მიმავალს უკან გავყევი, აქამდე მხოლოდ ლიკა აქტიურობდა ჩემთან მიმართებაში, დავითისგან კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თუ მსმენოდა, საინტერესოა რა თემაზე სურს ჩემთან საუბარი, ოთახში შევიდა, მეც უკან ვივყევი და ზურგს უკან კარი მივიხურე, ოთახში ბუხარი ენთო და სასიამოვნო სითბო იდგა, დავითი სამუშაო მაგიდასთან დაჯდა და მეც მანიშნა რომ მის წინ დავმჯდარიყავი, ისე მიყურებდა რატომღაც დავიძაბე, თავი გასაუბრებაზე მეგონა, იმ გასაუბრებაზე რომელიც არა სამსახურში აყვანას არამედ მთელ ჩემს მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავდა, ვეცადე აღელვება არ შემტყობოდა, ღიმილით შევხედე დავითს რომელიც მაგიდაზე დალაგებული დოკუმენტებში რაღაცას ეძებდა და დროდადრო უცნაურად, თითქოს გამომცდელად მიყურებდა, ბოლოს როგორც იქნა იპოვა რასაც ეძებდა, რამდენიმე ერთად შეკრული ფურცელი აიღო, ზერელედ გადახედა, შემდეგ გადმოიხარა და წინ დამიდო, პირველივე ფურცელზე მომხვდა თვალში ‘’საქორწინო ხელშეკრულება’’
უცბად მოვეშვი, მოვდუნდი და შვებით ამოვისუნთქე, ღიმილით შევხედე და მისმა გაკვირვებულმა გამოხედვამაც არ დააყოვნა.
- შენთან საქორწინო ხელშეკრულებაზე მინდოდა საუბარი, -ისეთი ხმით მითხრა რომ ჩემგან ჩხუბს და პანიკას თუ არა, სულ მცირე ოთახიდან უხმოდ გავარდნას და კარის გაჯახუნებას მაინც ელოდა.
- მე კი რა აღარ ვიფიქრე და შემეშინდა, -უნებურად გამეცინა და თავისუფლად მივეყრდენი საზურგეს.
- ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია, შენი რეაქცია მაკვირვებს.
- მესმის, ანუ გინდათ რომ ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერო?
- მიხარია რომ ასე ადვილად გავუგეთ ერთმანეთს, ალბათ არც იმის გაგება გაგიჭირდება ამას რატომაც ვაკეთებთ, დემეტრე ძალიან დიდი ქონების პატრონია...
- მე კი არაფერი გამაჩნია... არა, არაფრის ახსნა არ არის საჭირო, ყველაფერი მესმის, ახლავე მოვაწერ ხელს, უბრალოდ მითხარით დემეტრემ იცის ამ ხელშეკრულების შესახებ?
- რათქმაუნდა იცის, -დავითმა კალამი გამომიწოდა, ერთი წამითაც არ მიყოყმანია აღნიშნულ ადგილებზე ხელი მოვაწერე და ხელშეკრულება კალამთან ერთად გავუწოდე დავითს, უცნაური ღიმილით ჩამომართვა.
- არც კი წაგიკითხავს ისე მოაწერე ხელი.
- თქვენ მითხარით რომ დემეტრემ იცის ამის შესახებ, ჩემთვის ეს სრულიად საკმარისია, მე თქვენ ორივეს გენდობით, ურთიერთობები ნდობის გარეშე, ეს უბრალოდ...
- საოცარი გოგო ხარ მაო, -შემაწყვეტინა დავითმა, -მომწონხარ და იმედია ეს ყველაფერი ჩვენს მომავალ ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს.
- რატომ უნდა მოახდინოს, -გულწრფელად გამიკვირდა, დავითმა ერთხანს კიდევ მიყურა ღიმილით, მერე წამოდგა, ხელშეკრულება შუაზე გადახია და ბუხარში შეუძახა, გაოცებული წამოვხტი ფეხზე.
- კი მაგრამ რას აკეთებთ? -ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მომიახლოვდა, ხელი მომხვია, გულზე მიმიკრა და პატარა ბავშვივით მომეფერა თავზე.
- შეიძლება ბავშვურ საქციელად ჩამითვალო მაო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდოდა გამომეცადე, ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, შენ ამას არ იმსახურებდი, მაპატიე.
- საპატიებელი არაფერი გაქვთ ბატონო დავით, სულაც არ მიმიღია ცუდად.
- ძალიან გთხოვ ბატონ დავითს ნუ მეძახი, უბრალოდ დათო დამიძახე კარგი?
- ალბათ გამიჭირდება რომ ასე მოგმართოთ მაგრამ ვეცდები, -ოდნავ მოვშორდი და გულიანად გავუღიმე,
-ახლა თუ შეიძლება დაგტოვებთ.
უხმოდ დამიქნია თავი და ის იყო ოთახიდან უნდა გავსულიყავი რომ შემაჩერა.
- ცოტა ხნის წინ მოგატყუე როცა გითხარი რომ დემეტრემ იცოდა ამ ხელშეკრულების შესახებ, მას ასეთი რამის გაკეთება თავში აზრადაც არ გაუვლია ასე რომ ნურაფერს ეტყვი, -მუდარანარევი ხმით მთხოვა და ისეთი სახით შემომხედა რომ მივხვდი სადღაც გულის სიღრმეში ცოტათი, სულ ცოტათი რცხვენოდა იმის რაც ცოტახნის წინ გააკეთა, შეიძლება არც სჯეროდა როცა ვუთხარი რომ მესმის თუ რატომ აკეთებს ამას, არადა მართლაც მესმის, ის მშობელია და ყველა მშობელი ზრუნავს შვილზე, თუმცა არსებობენ იშვიათი გამონაკლისები...
ირაკლის გახსენებამ ხასიათი გამიფუჭა და სახე შემეცვალა რაც მაშინვე შემატყო, მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო.
- მაპატიე, ზედმეტი მომივიდა.
- თქვენ არაფერ შუაში ხართ, შეიძლება არ დამიჯეროთ მაგრამ მესმის თქვენი, თქვენს ადგილას მყოფი ნებისმიერი მშობელი ვისაც საკუთარი შვილის მომავალი აინტერესებს ასე მოიქცეოდა.
- კარგია თუ ასე ფიქრობ, უბრალოდ ისეთი სახე გქონდა ვიფიქრე რომ რამე გაწყენინე.
- უბრალოდ მამაჩემი გამახსენდა, ერთხელ მაინც რომ მეგრძნო მისგან ასეთი ზრუნვა, ერთხელ მაინც...
- ჰო მაგრამ შენ თქვი რომ მამაშენი დიდი ხნის წინ დაიღუპა.
- ასეა, ის არაკაცი ჩემთვის პირველად მაშინ დაიღუპა როცა მე და დედა მიგვატოვა, მეორედ კი მაშინ როცა წლების შემდეგ გამომეცხადა და ფული შემომთავაზა მისგან და მისი ოჯახისგან შორს ყოფნისთვის...
არც კი ვიცი რატომ ვუთხარი და ახლა იძულებული ვიყავი მისი თანაგრძნობით სავსე მზერა ამეტანა, იქნებ უბრალოდ მჭირდებოდა მისი თანაგრძნობა, იქნებ უბრალოდ ადამიანური გრძნობების დანაკლისი მქონდა და ახლა დემეტრესა და მისი ოჯახის მეშვეობით ვცდილობდი მის შევსებას, უნებურად იმ ძაღლს მივამსგავსე საკუთარი თავი, რომელიც ათასნაირ ოინს ჩადის იმისთვის რომ თავზე ხელის გადასმა დაიმსახუროს, უნებურად გამეღიმა და თავი გადავაქნიე რომ აბეზარი ფიქრები გამეფანტა.
- მაპატიეთ, ჩემს პრობლემებს გახვევთ თავზე, ზოგადად ასეთი რამ არ მჩვევია...
- იცოდე რომ ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, არ იფიქრო ამას იმიტომ გეუბნები რომ მეცოდები,
-ღიმილით მომითათუნა ლოყაზე ხელი და კარი გამიღო, ჯანდაბა, აი თურმე ვისგან გამოჰყოლია დემეტრეს ეს უნარი რომ გაფიქრებისთანავე მიხვდეს ადამიანის გულისნადებს, აღარაფერი მითქვამს უხმოდ დავუკარი თავი, ოთახიდან გამოვედი და თითქმის სირბილით წავედი კიბისკენ, საძინებელში შევედი თუ არა მაშინვე გავიხადე და მაკიაჟი მოვიშორე, მერე წყალი გადავივლე, პიჟამო ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი, თუმცა ვერ დავიძინე, დიდხანს ვტრიალებდი აქეთ-იქით და თან ათასნაირ უცნაურ სცენარს ვხატავდი გონებაში თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო დემეტრე, წამდაუწუმ დავყურებდი საეჭვოდ დადუმებულ ტელეფონს, არ რეკავდა, არც მე დამირეკავს, უბრალოდ ველოდი, მერე როგორც იქნა ჩამთვლიმა, შუაღამისას ზურგიდან აკრულმა ცხელმა სხეულმა, მუცელზე მოხვეულმა ძლიერმა ხელებმა და სასმლის სუნთან შერეულმა მისმა სურნელმა გამაღვიძა, მთელი ძალით მიხუტებდა და რაღაცას გაუგებრად ბუტბუტებდა, მივხვდი რომ მთვრალი იყო, აშკარად ბევრი ჰქონდა დალეული, ხელებს ნელ-ნელა დააცურებდა ჩემს მოშიშვლებულ წელსა და მუცელზე, კისერში ნაზად მკოცნიდა და სიამოვნების საბურველში მხვევდა...
- არ მიმატოვო, მარტო არ დამტოვო, უშენოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს, მიყვარხარ მაო, სიგიჟემდე მიყვარხარ, მიყვარხარ... მითხარი რომ არ მიმატოვებ, მითხარი... -ახლა უკვე აშკარად მესმოდა რას ამბობდა, ვეღარ შევძელი თავის მომძინარება, მისკენ გადავბრუნდი, ნახევრად დახუჭული, სასმლისგან ამღვრეული თვალებით მიყურებდა, მიღიმოდა და განუწყვეტლად, სასოწარკვეთილი მთხოვდა რომ არ მიმეტოვებინა, თითები თმებში შევუცურე, დაბლა ჩაცურდა და თავი მკერდზე დამადო, გულაღმა დავწექი რომ უფრო მოხერხებულად ყოფილიყო, დიდხანს ვეფერებოდი ასე პატარა ბავშვივით, ისიც დიდხანს ბორგავდა და ბუტბუტებდა თუ როგორ ეშინოდა ჩემი დაკარგვის, მხოლოდ გამთენიისას, როცა შავი ზეცა ნაცრისფრად გაიცრიცა ჩაეძინა ჩემს მკერდზე თავდადებულს და მეც როგორც იქნა ძილმა წამართვა თავი.
გამეღვიძა თუ არა მაშინვე ტელეფონს გადავწვდი, პირველის ნახევარი იყო, დემეტრეს ისევ ჩემზე დამხობილს ეძინა, მე კი ასე გაუნძრევლად წოლისგან მთელი სხეული საშინლად მტკიოდა, ძლივს მოვახერხე და მის მკლავებს დავუძვერი როგორც კი იგრძნო რომ მოვშორდი, უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა, ჩემი ბალიში ჩაბღუჯა და ჩაიხუტა, ახლა ისეთი საყვარელი იყო, წელსზემოთ შიშველი, თმააბურდული და თვალებდასიებული, ისე საყვარლად ისუნთქავდა ბალიშზე შერჩენილ ჩემს სურნელს და ძილში ისე ბავშვურად და ლაღად იღიმოდა რომ დიდხანს ვერ მოვედი გონს, ვიდექი ასე გაშეშებული და მძინარეს ვუყურებდი, როდის როდის მოვედი გამოვფხიზლდი, გამოვიცვალე, მოვწესრიგდი და სამზარეულოსკენ გავეშურე, სამზარეულოში მანანა დამხვდა და როგორც ყოველთვის გულთბილად მომესალმა.
- რას ეძებ შვილო? -მკითხა როცა დაინახა რომ უზარმაზარ მაცივარში რაღაცას ვეძებდი და ვერ ვპოულობდი,
- მინერალური წყალი მინდა და კიდევ რამე თავის ტკივილისთვის.
- რა გჭირს შვილო ცუდად ხარ? -შეშფოთდა და დაფაცურდა, მაშინვე გამომიღო მაცივრიდან მინერალური წყალი და წამალიც მომირბენინა, გამეღიმა როცა დავინახე როგორ გულწრფელად სწუხდა.
- ჩემთვის არ მინდა დემეტრემ გუშინ ცოტა ზედმეტი დალია და...
- ჰოო? -შევატყვე რომ აშკარად გაუკვირდა, -ალბათ ქორწილის წინ ღელავს, ეს სრულიად ბუნებრივია, მიდი წამალი აუტანე, მე რამეს გავუმზადებ, ვიცი რაც მოუხდება.
მადლობა გადავუხადე და თითქმის სირბილით წავედი საძინებლისკენ, ისევ იგივე პოზაში დამხვდა, საწოლთან ტუმბოზე დავულაგე წყალი და წამალი და ახლაღა შევამჩნიე მისი ტელეფონი რომელიც ძირს ეგდო, ავიღე და ის იყო იქვე უნდა დამედო რომ შეტყობინება მოვიდა და ეკრანი განათდა, ძალაუნებურად გამექცა თვალი არ ვიცი მაშინ რამ მაიძულა რომ შეტყობინება გავხსენი, ნომერს სახელი არ ეწერა.

- - - როგორ ხარ საყვარელო? იმედია ძალიან არ იჩხუბეთ იმ ფოტოების გამო რაც გამოგიგზავნე, ვიცი რომ ვერაფერს უარყოფს რადგან ყველაფერი აშკარაა, მადლობა უნდა მითხრა რომ მისგან გადაგარჩინე, გამაგებინე როცა ქორწილს ჩაშლი და მასთან ურთიერთობას გაწყვეტ, გკოცნი...

ხელის კანკალით გავხსენი გალერეა, და როცა იქ ჩემი და კაილის გუშინდელი შეხვედრის თითქმის ყველა რაკურსიდან გადაღებულ ფოტოებს წავაწყდი აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა უნდა მეტირა თუ უნდა მეცინა, სიმწრის ღიმილ აკრული ვათვალიერებდი ფოტოებს, არა უშავს კარგად უმუშავიათ, ყველა მომენტი არაჩვეულებრივად იყო დაფიქსირებული, როგორ მეხუტება, როგორ მატრიალებს ჰაერში, როგორ მკოცნის ლოყებზე, როგორ ვუღიმით ერთმანეთს... ფოტოები გუშინდელი გამოგზავნილი იყო, ესე იგი გუშინვე ნახა დემეტრემ და ამიტომაც დალია...
იმაზე არც კი მიფიქრია ვისი გაკეთებული იყო ეს ყველაფერი, ნათიას და ანას კავშირი, დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერში ეს ორი იყო დამნაშავე, ახლა უკვე ისიც კი აღარ მჯეროდა რომ იმ დღეს ბაჩო შემთხვევით შემხვდა კლუბში, თანაც იმ არარეალური ბრალდებებით დამადგა თავს, კიდევ რას გეგმავ ნათია, კიდევ რა გიტრიალებს თავში?
ტელეფონი იქვე ტუმბოზე დავდე და დემეტრეს გვერდით მივუწექი, სულელია, ნამდვილი სულელი, როგორ იფიქრა რომ ასე მოვატყუებდი, ნუთუ საერთოდ არ მენდობა? ნინიმ ფოტოები გამოუგზავნა და იმის მაგივრად რომ ყურადღება არ მიექცია ან ჩემთვის მაინც ეთქვა წავიდა და დალია, ალბათ რა არ წარმოიდგინა, ამიტომაც იყო ასეთ დღეში, მევედრებოდა რომ არ მიმეტოვებინა, ჩემი სულელი ბიჭი, როგორ შემიძლია მისი მიტოვება...
ვუყურებდი და ფრთხილად ვეფერებოდი აჩეჩილ თმებზე, სახეზე ნელ-ნელა ჩამოვუტარე თითები და გამშრალ ბაგეებთან შევჩერდი, -რატომ ხარ ასეთი კარგი, -უნებურად ხმამაღლა აღმომხდა და ვეღარ მოვითმინე, ფრთხილად შევეხე ტუჩებით ტუჩებზე, არ გამკვირვებია როცა უცბად გამოფხიზლდა და თვითონაც მიპასუხა კოცნაზე, წელზე მომხვია ხელები და მიმიზიდა.
- დილით შენი კოცნა მაღვიძებს, ამაზე მეტი რა უნდა ვინატრო, -ჩაიბუტბუტა ისე რომ თვალები არ გაუხელია და ახლა ყელზე მომაკრო მხურვალე ტუჩები, მთელი ნებისყოფის მოკრება დამჭირდა მისი მკლავებიდან თავის დსაღწევად, ძლივს მოვშორდი, ავდექი და რამდენიმე წამს ვცდილობდი რომ აჩქარებული გულისცემა დამემშვიდებინა და ნორმალურად მესუნთქა, ის კი საყვარლად თვალებმოჭუტული მიღიმოდა და მანიშნებდა რომ ისევ გვერდით მივწოლოდი.
- ადექი წყალი გადაივლე და სამზარეულოში ჩამოდი, მანანამ თქვა რომ შენს საყვარელს საჭმელებს მოამზადებს ისეთს ნაბახუსევზე რომ მოგიხდება, -ვუთხარი და მისი წუწუნისთვის რომ მასთან დავრჩენილიყავი ყურადღება აღარ მიმიქცევია, ოთახიდან გავედი, მაშინვე ლიზას საძინებლისკენ გავეშურე, მაინტერესებდა როგორ იყო, დავაკაკუნე თუმცა როცა არ მიპასუხა კარი შევაღე შევედი და იქვე გავშეშდი გაოცებული, ლიზას საკუთარ საწოლში იკასთან ჩახუტებულს ეძინა, ის იყო შებრუნება დავაპირე რომ ლიზამ თვალი გაახილა, დამინახა თუ არა მაშინვე წამოხტა საწოლიდან, პიჟამოები ეცვა, იკას კი ტანსაცმლით ეძინა.
- მაო ეს ის არ არის რაც შენ იფიქრე, გეფიცები.
- კი მაგრამ შენ რა იცი მე რა ვიფიქრე? -ხმამაღლა გამეცინა და მაშინვე პირზე ავიფარე ხელი როცა დავინახე თუ როგორ შეიშმუშნა იკა.
- ალბათ ის იფიქრე რასაც ზოგადად ფიქრობენ ხოლმე როცა ქალსა და კაცს ერთ საწოლში ხედავენ, თანაც ეს სხვა სიტუაციაა, კარგად არ მიცნობ მაო მაგრამ ისეთი გოგო არ ვარ რომელსაც ბიჭები სახლში მიყავს ღამღამობით, თანაც იკა ხომ ჩვეულებრივი ბიჭი არ არის დემეტრეს მეგობარია, ჩვენ კი მის სახლში ვართ, ახლა შენს ადგილზე ჩემი ბიძაშვილი რომ ყოფილიყო მე და იკას ორივეს მოგვკლავდა.
- ჰო, მთლად სახარბიელო სიტუაცია არ არის მაგრამ დარწმუნებული ვარ შეძლებთ რომ დემეტრეს ყველაფერი აუხსნათ.
- ყველაფერს ავუხსნი, მაგრამ ახლა ხომ გჯერა რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია, ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, უბრალოდ ერთად გვეძინა, გუშინ ძალიან მთვრალები მოვიდნენ, დემეტრე ისეთი მთვრალი იყო, იკამ მიიყვანა საძინებლამდე და მერე თვითონაც ლამის დერეფანში ჩამოეძინა, მეც ჩემს საძინებელში შევიყვანე აბა დერეფანში ხომ არ დავტოვებდი.
ისეთი დაფეთებული ცდილობდა ყველაფრის ახსნას შემეცოდა და ისე მოვიქეცი თითქოს საერთოდ არ ვიცოდი რომ ამ სახლში ჩვენი საძინებლების გარდა კიდევ სამი ცარიელი საძინებელი იყო, დავამშვიდე რომ დემეტრეს არაფერს ვეტყოდი და თვითონ ექნებოდა ახსნის შესაძლებლობა, ის იყო კარი გამოვიხურე რომ დემეც გამოვიდა საძინებლიდან, ერთად ჩავედით სამზარეულოში, მანანას უკვე მზად ჰქონდა ყველაფერი და ჩვენთვის სუფრას შლიდა, მაგიდას მივუსხედით, დემეტრე არაფერს ჭამდა, ცოტა წვნიანი შეხვრიპა, თეფში გვერდზე გაწია, ახლა კოვზს ხელში ატრიალებდა და ცდილობდა ჩემთვის თვალებში არ შემოეხედა.
- აბა როგორ ჩაიარა შენმა გუშინდელმა დღემ, -პირველმა მე დავარღვიე სიჩუმე.
- ისეთი არაფერი მომხდარა, ბიჭებთან ერთად დავლიე მაგრამ მგონი ზედმეტი მომივიდა.
- სულ ეს იყო? დარწმუნებული ხარ რომ მეტი არაფერი მომხდარა?
- რატომ მეკითხები? -კოვზი გადადო და როგორც იქნა თვალი გამისწორა, ვეცადე მის მზერაში რამე ამომეკითხა მაგრამ იქ მხოლოდ ქაოსს წავაწყდი. -შენ არ მომიყვები გუშინ როგორ გაერთეთ? -კითხვა შემომიბრუნა.
- კაბა შევარჩიეთ, თაიგულიც, მერე ბარში წავედით დასალევად და კაილის სანახავად.
- კაილის სანახავად?
- ჰო, მე ხომ გითხარი რომ მის ნახვას ვაპირებდი, ქორწილში დავპატიჟე, ძალიან გაუხარდა, კარგი ბიჭია, რომ გაიცნობ დარწმუნებული ვარ მოგეწონება.
- რაღაც არა მგონია, -ჩაიბურტყუნა და უკვე მესამე ნაჭერ პურზე გადაუსვა კარაქი.
- კარაქიანი პურის კოლექციას აგროვებ? -გამეღიმა.
- რა? ეს... -თეფშს დახედა და თვითონაც გულიანად გაეცინა, მე უბრალოდ რაღაცაზე ვფიქრობდი და...
- იცი ვინ ვნახე გუშინ ბარში?
- ვინ?
- შენი ძველი ნაცნობი ნინი.
ვაღიარებ ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი, გაწითლდა, გალურჯდა, გაფითრდა, აცახცახებული თითებით ჩაეჭიდა მაგიდის კიდეს, თუმცა რამდენიმე წამში შეძლო თავის ხელში აყვანა.
- რა გითხრა? -მკითხა ჩახლეჩილი ხმით.
- ამდენი წლის შემდეგ თქვენს პირველ ვნებიან შეხვედრაზე მომიყვა.
- რაა?
- ჰო, მითხრა რომ გუშინ შეხვდით, რომ ერთმანეთს აკოცეთ და იმის თქმაც არ დავიწყებია რომ შენი ერთადერთი და ნამდვილი სიყვარულია...
საუბარი ტელეფონის ხმამ შემაწყვეტინა, ინსტიქტურად დავხედე ეკრანს, მაშინვე ვიცანი ნომერი, იგივე ნომერი იყო საიდანაც დემეტრეს მოუვიდა შეტყობინება, გავხსენი, დაახლოებით ამდაგვარ რამეს ველოდი და არ გამკვირვებია, მაგრამ გული მაინც საშინლად მეტკინა.
- რა მოხდა, რა გჭირს? დემეტრემ მაშინვე შეამჩნია ცვლილება ჩემს სახეზე, უხმოდ გავუწოდე ტელეფონი, დახედა თუ არა ფოტოებს უშვერად შეიგინა და ტელეფონი იქვე მიაგდო.
- იმის დამამტკიცებელი ფოტოებიც მივიღე რომ ნინიმ სიმართლე მითხრა და ნამდვილად კოცნით ერთმანეთს, ვერაფერს ვიტყვი კარგი ნამუშევარია.
- გეფიცები ყველაფერი ასე არ ყოფილა, უნდა დამიჯერო, გუშინ მართლა ვნახე მაგრამ შემთხვევით შევხვდი, ის კოცნაც... შეიძლება არადამაჯერებლად ჟღერს მაგრამ ძალით მაკოცა, -ისეთი სასოწარკვეთილი მიხსნიდა რომ შემეცოდა, ძლივს შევიკავე თავი რომ არ მივსულიყავი და არ ჩავხუტებოდი.
- არ ვიცი რის გაკეთებას ცდილობს მაგრამ უკვე დიდი ხანია ნინის ადგილი აღარ არის ჩემს ცხოვრებაში.
- ვიცი დემეტრე, ასე რომ არ არის საჭირო ამ ყველაფრის ახსნა.
- იცი? ანუ არ გჯერა ის ყველაფერი რაც გითხრა?
- რათქმაუნდა არ მჯერა, უამრავი სისულელე მითხრა.
- და შენ რა უთხარი?
- ის რომ ურთიერთობებს უნდობლობა ანგრევს და რომ მე შენ გენდობი.
დავინახე როგორ ამოისუნთქა შვებით, მოეშვა, თითქოს მხრებიდან უმძიმესი ტვირთი მოშორდა, თავი ასწია და ჩემი საყვარელი, მოციმციმე თვალები შემომანათა, წამოდგა მომიახლოვდა, წამომაყენა და გულში ჩამიკრა.
- არ იფიქრო რომ არ მახსოვს რას გეუბნებოდი გუშინ ღამით, მიყვარხარ მაო, სიგიჟემდე მიყვარხარ და უშენოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს, -ანგარიშმიუცემლად მოვძებნე მისი ტუჩები და ისიც მწყურვალივით დაეწაფა ჩემს ბაგეებს... კარის გაღების ხმამაც კი ვერ შეგვაწყვეტინა კოცნა, თავდავიწყებით მეალერსებოდა, ტუჩებს არ მაშორებდა და თითებს ჩემს თმებში დაასრიალებდა...
- დემე მანანამ მითხრა რომ აქ იქნებოდი, ქორწილი ხვალ არის და ვიფიქრე რომ... -ძლივს მოვწყდით ერთმანეთს და ახლაღა დავინახეთ ღია კარში მდგარი ნათია, ხელში ფურცლებით სავსე საქაღალდით, ერთხანს თვალებგაფართოებული, გაოცებული შემოგვცქეროდა, თითქოს არ სჯეროდა რასაც ხედავდა, მერე უღონოდ ჩამოუშვა ხელები ძირს და ქაღალდები იატაკზე გაიფანტა...


- - - - - - - - - - - - - - - - - -


საძინებელში, სარკის წინ ვიჯექი, მხოლოდ თხელი ხალათი მემოსა და თავზე სტილისტი და ვიზაჟისტი დამტრიალებდნენ, ანა და ლიზაც ჩემთან ერთად იყვნენ და მაკიაჟს იკეთებდნენ, სარკიდან დროდადრო საწოლზე მიფენილ საპატარძლო კაბას ვუყურებდი და უკვე ვეღარ ვითმენდი, ერთი სული მქონდა როდის ჩავიცვამდი, ვუყურებდი ჩემს ბედნიერებისგან გაბრწყინებულ სახეს და მიკვირდა, როგორ შეძლო დემეტრემ ამ მცირე დროში და ასე ძალიან შემაყვარა თავი, უკვე მომავლისაც აღარ მეშინოდა, მთავარია რომ ახლა ჩემს გვერდითაა, ვუყვარვარ და მაბედნიერებს, რატომ უნდა ვთქვა ხვალის შიშით ასეთ გრძნობებზე უარი... კარზე კაკუნმა მომიყვანა გონს, ლიზას ვანიშნე რომ გაეღო
- ვერ გავაღებ, დემეტრე რომ იყოს?
- გააღე, დემეტრემ იცის რომ არ უნდა შემოვიდეს, ალბათ ონისეა.
კართან მართლაც ონისე იდგა და საყვარლად მოჭუტული თვალებით მიღიმოდა, ერთხანს ასე გაშეშებული თვალს ვერ მაშორებდა, ბოლოს თავი დაბლა დახარა და ღრმად ამოისუნთქა რომ დამშვიდებულიყო.
- შენთვის სიურპრიზი მაქვს დაიკო შეიძლება შემოვიდეთ? -თბილი შემპარავი ხმით მკითხა, მერე ვიღაცას ანიშნა მოდიო და როცა გვერდით ჩვიდმეტიოდე წლის, საშუალო სიმაღლის, ლამაზი გამხდარი გოგონა ამოუდგა, მაშინღა მივხვდი რას გულისხმობდა, იდგა პატარა უცხო ფრინველივით ნაზი და საყვარელი, ონისეს მკლავს შეფარებული და ინტერესით და კიდევ რაღაც ამოუცნობით სავსე მზერით შემომცქეროდა, მივხვდი რომ უკვე ყველაფერი იცოდა და ახლა ჩემგან ელოდა პირველ ნაბიჯს, ინსტიქტურად გავშალე ხელები და მანაც არ დაახანა, თითქოს ჰაერში ლივლივებსო, ისე მოფარფატდა ჩემთან, წვრილი მკლავები წელზე შემომხვია და ჩამეხუტა.
- შეგიძლიათ ცოტა ხნით მარტო დაგვტოვოთ? -მიმართა ონისემ ოთახში მყოფთ, სტილისტები უხმოდ გავიდნენ, ანა და ლიზაც მათ გაყვნენ, ონისემ კარი დაკეტა თუ არა ჩვეთან მოვიდა და ჩაგვეხუტა, ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია, სულში ერბაშად იმდენი სითბო ჩამეღვარა ალბათ მთელი ცხოვრება რომ გამყვებოდა და მეყოფოდა, ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა ღაწვებზე...
- ნუ ტირი მაკიაჟს გაიფუჭებ, -წკრიალა ხმით მითხრა, ქაღალდის ხელსახოცი აიღო და ფრთხილად შემიმშრალა ცრემლები, ღიმილით ავხედე ონისეს,
- ბედნიერი ხარ მაო? -მკითხა და მივხვდი რომ არამხოლოდ თავის თავს და ნატას, დემეტრესაც გულისხმობდა, ჯერ კიდევ ხინჯად ჰქონდა გულში ჩარჩენილი ჩემი მოტაცება.
- უბედნიერესი ვარ და ეს სულ შენი დამსახურებაა ჩემო სულელო ბიჭო, -ფართო მხრებზე მოვეხვიე და მკერდზე მივეკარი.
- დემეს ძალიან უყვარხარ დაიკო, ეს ყველაფერი ისედაც მოხდებოდა, მე უბრალოდ მოვლენები დავაჩქარე.
- რაზე საუბრობთ, -ჩაერთო ნატა და ცნობისმოყვარეობით სავსე თვალები შემოგვანათა.
- ონისე ნატამ არაფერი არ იცის?
- რა უნდა ვიცოდე? -დაბნეულ და აწითლებულ სახეში მიაშტერდა ონისეს, რომელიც აშკარად იმას ფიქრობდა გამალებული თუ როგორ აეხსნა უმცროსი დისთვის რომ მომიტაცა, ბოლოს შეეტყო რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო.
- ისეთი არაფერია რაც შენ უნდა იცოდე პატარავ, მაო არ გაბედო და არაფერი მოუყვე თორემ ვერ გადამირჩები, -დამემუქრა და ღიმილით გავიდა ოთახიდან, ონისე გავიდა თუ არა ნატა მაშინვე მომიცუცქდა და გვერდით მომიჯდა.
- იცი რომ ყოველთვის ვოცნებობდი შენნაირი პატარა საყვარელი დაიკო მყოლოდა, -ვუთხარი და მისი ბედნიერი სახის დანახვისას გული გამითბა.
- მეც ყოველთვის მინდოდა უფროსი და მყოლოდა, ონისე ძალიან კარგი ძმაა, მაგრამ ხომ გესმის რაც არ უნდა კარგი იყოს მაინც ბიჭია და არის ისეთი საკითხები რასაც მასთან ვერ განვიხილავ ხოლმე, დედაჩემს კი ჩემთვის არასოდეს სცალია, ხანდახან ისე ძალიან მინდა რომ გვერდით ვინმე მყავდეს ვინც მომისმენს და მერე ჩამეხუტება ხოლმე, -ათრთოლებული ხმით მითხრა და მხარზე მომეკრო, ვიგრძენი რომ ისიც ჩემსავით მარტოსული იყო, მიუხედავად იმისა რომ ორივე მშობელი ჰყავდა მაინც აკლდა სითბო და სიყვარული.
- გპირდები ამიერიდან თავს მარტოსულად აღარასოდეს იგრძნობ, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები როცა დაგჭირდები, ყოველთვის მოგისმენ და იმდენს ჩაგეხუტები რამდენიც გენდომება, -თავი მაღლა ავაწევინე და აწყლიანებულ თვალებში ჩავხედე.
- მართლა? -ისე გულუბრყვილოდ მკითხა რომ გამეღიმა, საოცარი იყო, როგორ შეძლეს ნათიასა და ირაკლისნაირმა წყვილმა და ასეთი საოცრებები მოავლინეს ამქვეყნად...
- მართლა, -ღიმილით დავუდასტურე და ახლა მე მოვწმინდე ცრემლი, -ძალიან მიხარია რომ ქორწილისთვის ჩამოსვლა მოახერხე.
- დედამ და მამამ არაფერი იციან, გაგიჟდებიან რომ დამინახავენ, -ეშმაკურად ჩაეცინა.
- როგორ თუ არაფერი იციან? აბა როგორ მოახერხე ჩამოსვლა?
- დემეტრე ძალიან მიყვარს, ონისემ როგორც კი მითხრა რომ ცოლი მოჰყავს, მაშინვე დავურეკე ნათიას და ირაკლის და ვუთხარი რომ ჩამოსვლა მინდოდა, გაცოფდნენ, ვერ მივხვდი რატომ ჰქონდათ ასეთი რეაქცია, უარი მითხრეს, არავითარ შემთხვევაშიო, ძალიან დამწყდა გული, მერე ონისეს დავურეკე, მათ უჩუმრად მოაგვარა ყველაფერი, შენს შესახებაც მომიყვა და ახლა აქ ვარ.
- ჩემი პატარა მეამბოხე, არ გეშინია რომ გაგიბრაზდებიან?
- იმათ უნდა ეშინოდეთ ჩემი რომ გავუბრაზდები, -ტუჩები სასაცილოდ გაბუშტა და ლამაზი წარბები შეჭმუხნა, -სულელი არ ვარ მაო, ვიცი რატომაც არ უნდოდათ ჩემი აქ ყოფნა, ეშინოდათ რომ შენ გნახავდი, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ არ უნდათ რომ ურთიერთობა გვქონდეს, მათ არასოდეს ვაპატიებ რომ მე და ონისეს შენ თავს გვიმალავდნენ.
- შენს ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანი ხარ, კარგად აზროვნებ, უბრალოდ სანამ რამეს გააკეთებ მშობლებთან მიმართებაში კარგად დაფიქრდი, შეიძლება არასწორად იქცევიან მაგრამ დარწმუნებული ვარ შენთვის და ონისესთვის მხოლოდ კარგი უნდათ.
- რა კარგი ხარ მაო, აქამდე რატომ არაფერი ვიცოდით შენს შესახებ? -ამოისლუკუნა.
- აქამდე არც მე ვიცოდი თქვენს შესახებ, მეც ცოტა ხნის წინ გავიგე, არის ისეთი რაღაცეები რაც არც შენ და არც ონისემ არ იცის, დრო მოვა და ყველაფერს გაიგებთ ახლა კი უბრალოდ დავტკბეთ იმით რაც გვაქვს, კარგი?
- კარგი იყოს ასე, ოღონდ შენთან ერთი კითხვა მაქვს და ძალიან გთხოვ მიპასუხე?
- მიდი გისმენ.
- ცოტა ხნის წინ ონისემ რაზე გითხრა რომ ჩემთვის არ გეთქვა?
- აი მაგას კი ნამდვილად ვერ გეტყვი, ეგ რომ გითხრა ონისე მართლა მომკლავს, -სერიოზული სახით გამოვისვი ყელში საჩვენებელი თითი და ძლივს შევიკავე ღიმილი მისი სახის დანახვისას, აშკარად ვერ ხვდებოდა ვხუმრობდი თუ არა.
- ასეთი სერიოზულია რამე, -მკითხა შემპარავად.
- უსერიოზულესი, -დავუდასტურე და სიცილი ვეღარ შევიკავე, -ვხუმრობ სულელო, ისეთი არაფერია, კითხე მერე და თავად გეტყვის.
- ეგ მე არაფერს არ მეუბნება, სულ მჩაგრავს ხოლმე, -აწუწუნდა საყვარლად.
- აქამდე ერთი იყავი, ახლა კიდევ ორნი ვართ, ძალები გავაერთიანოთ და ჩვენ დავჩაგროთ ხოლმე ეგ ტირანი, რას იტყვი? -ხელი გავუწოდე და მანაც სიცილით შემაგება ნაზი თითები...
- მაინცდამაინც საკუთარ ქორწილში უნდა დაიგვიანო? -ოთახში ქარიშხალივით შემოვარდა ანა, უკან სტილისტები მოყვებოდნენ, ყველაზე ბოლოს კი თვალცრემლიანი ლიზა მოჩანჩალებდა, მივხვდი რომ უკვე ყველაფერი იცოდა ჩემს და ძმაზე, ანამ აშკარად ვეღარ მოითმინა და ყველაფერი უთხრა, ანას გადავხედე, მხრები აიჩეჩა და უხერხულად გამიღიმა, ლიზა ერთხანს ჩუმად იდგა კუთხეში მერე ჩემთან მოვიდა და ნაზად მაკოცა თავზე.
- ხომ იცი რომ მიყვარხარ მაო? -ჩამჩურჩულა.
- მეც მიყვარხარ.
- ჰოდა თუ არ გამიბრაზდები რაღაც უნდა გითხრა, იმ დღეს სამზარეულოში რომ დაგინახეთ შენ და ონისე, ონისეს ხელში ჰყავდი აყვანილი, ჰაერში გატრიალებდა და გეხუტებოდა, ვაღიარებ წარმოუდგენელი სისულელეები ვიფიქრე მაგრამ დემეტრეც რომ მოვიდა და გახარებული ჩაგეხუტათ მაშინ მივხვდი რომ სხვა რაღაცაში იყო საქმე, უბრალოდ მე არ ვიცოდი რა ხდებოდა, ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი, მაპატიე რომ შენზე ასე ვიფიქრე, სულ რამდენიმე წამით მაგრამ მაინც...
- შენს ადგილზე მე შეიძლებოდა უარესი რამ მეფიქრა, ეს სრულიად ბუნებრივია, მთავარია რომ ახლა სიმართლე იცი.
- როგორ ახერხებ რომ ყოველთვის ასეთი ხარ? -ლიზა საწოლზე ჩამოჯდა და შვებით ამოისუნთქა აშკარად ელოდა რომ მეწყინებოდა და გავბრაზდებოდი.
- მაინც როგორი ვარ?
- მომთმენი და მშვიდი.
- არც ისეთი მშვიდი ვარ, უბრალოდ ვცდილობ სანამ რამეს ვიტყვი და გავაკეთებ დავფიქრდე ხოლმე, ისეთ რაღაცეებზე ნერვებს არ ვიშლი რაც უკვე მოხდა და რისი გამოსწორებაც შესაძლებელია.
- და თუკი შეუძლებელია?
- მაშინ მითუმეტეს არ ღირს ნერვების მოშლა.
- - - - - - - -
ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა, ხელისმოწერის ცერემონიამაც და ჯვრისწერამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა, ანა ჩემი მეჯვარე იყო, ბექა კი დემეტრესი, უბრალო, სადა, თხელი თეთრი კაბა მეცვა, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, დემეტრეს ჩემი ხელი ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული და აღფრთოვანებულ მზერას არ მაცილებდა, მე კი უბრალოდ ღრუბლებში დავფრინავდი, ყველაფერი ზედმიწევნით კარგად მიდიოდა, ნათიას მართლაც რომ არ დაუშურებია ძალისხმევა, რესტორანში შესვლისას აღტაცების შეძახილი აღმომხდა, იქაურობა არაჩვეულებრივად იყო გაფორმებული, დავჯექით თუ არა, მაგიდის ქვეშ ფეხსაცმელი გავიძვრე და შვებით ამოვისუნთქე.
- დაიღალე? -წელზე ხელი მომხვია და ყურს ქვემოთ მომაკრა მხურვალე ტუჩები, თავი უკან გადავაგდე და ჩემდა უნებურად აღმომხდა ოხვრა, ამან უფრო გაახელა და ახლა მოშიშვლებულ მხარზე მაკოცა, მზერა დამებინდა და პირი გამიშრა.
- რას აკეთებ? ყველა ჩვენ გვიყურებს, -ძლივს ამოვილუღლუღე.
- რა ვქნა შენს გვერდით თავს ვერ ვიკავებ, ჭკუას მაკარგვინებ, -როგორც იქნა მომცილდა და ჩემი არეული სახის დანახვისას ჩაეცინა, ძლივს დავიწყნარე გულისცემა, და სტუმრებს გადავხედე, უამრავი ჩემთვის უცნობი სახე მიმზერდა, მაგრამ იყვნენ ნაცნობებიც, ნატა ლიზასთან და ანასთან ერთად იჯდა მაგიდასთან და ყურადღებას არ აქცევდა ირაკლის რომელიც სულ ცოტაც და ალბათ სიბრაზისგან გასკდებოდა, კაილს ჩვენს ბიჭებთან ერთად ეკავა ადგილი და აშკარად ეტყობოდა რომ მშვენივრად გამონახა საერთო ენა მათთან, ნათია მშვიდად დადიოდა მაგიდებს შორის და აკონტროლებდა რომ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო.
- იცი რა მაო, თავიდან ვიფიქრე რომ შეცდომა დაუშვი როცა ნათიას დათანხმდი ქორწილის ორგანიზებაზე მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ არც თუ ისე ცუდი იდეა იყო, -დემეტრე აშკარად კმაყოფილი იყო სიტუაციით.
- ჰოო? მე კი ვფიქრობ რომ რაღაც აქვს ჩაფიქრებული, უბრალოდ ვერ ვხვდები რა.
- ალბათ უნდა გამოაცხადოს რომ ქართულს იცეკვებ.
- კარგი რა დემე, მაგაზე ხომ უკვე შევთანხმდით, ქართული ცეკვების არაფერი გამეგება, თანაც ვალსი ხომ უკვე ვიცეკვეთ.
- კარგი ნუ ბრაზობ, ვიხუმრე, -მხრებზე ჩამოყრილ თმებზე წამეთამაშა და ჩვენს მაგიდასთან მოსულ ონისეს გულთბილად გაუღიმა.
- დაიკო არ მეცეკვები? -თეთრი კბილები გამოაჩინა და ხელი გამომიწოდა, დემეტრეს შევხედე, ისიც მაშინვე მიმიხვდა რისი თქმაც მინდოდა
- წაყევი და არ იფიქრო იმაზე ვინ რას იფიქრებს, მთავარი ხომ ისაა ჩვენ რა ვიცით, მიდი ეცეკვე შენს ძმას და ისიამოვნე საყვარელო.
ონისემ დარბაზის შუაგულში გამიყვანა თუ არა განათება შერბილდა და სასიამოვნო მელოდია გაისმა, ნაზად მომხვია წელზე ხელი და ჩემთან ერთად დატრიალდა.
- ის ბედნიერება და დემეტრეს მიმართ სიყვარული მამშვიდებს რასაც შენს თვალებში ვხედავ, თორემ ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებდი იმას რაც გავაკეთე, -სევდიანი ხმით მესაუბრებოდა, ცალი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული ცალით კი ნაზად მეფერებოდა თმებზე.
- გეყოფა ონისე, ჩვენ ხომ უკვე ვისაუბრეთ ამაზე.
- ჰო მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან ძნელია, ერთადერთი ის მამშვიდებს რომ ერთმანეთი გიყვართ.
- საიდან მოიტანე რომ მიყვარს? -სახეში შევცინე და უფრო მაგრად მივეკარი.
- შენი სახე რომ დაგანახა როცა დემეტრეს უყურებ...
- გეყოფა ნუ მაწითლებ, -აშკარად ვიგრძენი როგორ ამიხურდა სირცხვილისგან ლოყები, თავი მკერდზე დავადე და მთლიანად ჩავიკარგე მის მკლავებში, მუსიკა რომ დასრულდა მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი და დარბაზს თვალი მოვავლე, სამარისებური სიჩუმე იდგა ყველა ჩვენ გვიყურებდა, მართლაც უცნაური სიტუაცია იყო, პატარძალი სიძის მეგობართან ერთად ცეკვავს მასზე აკრული და ჩახუტებული, ირაკლი და ნათია გაცოფებულები გვიმზერდნენ, ლიკას და დავითს ვერ გაეგოთ რა ხდებოდა, დანარჩენები კი აშკარად ახალი სკანდალის მოლოდინში იყვნენ, დემეტრეს მზერა დავაფიქსირე, აშკარად ხალისობდა, შექმნილი სიტუაცია ართობდა, ონისემ მაგიდასთან მიმაცილა და გალანტურად ხელზე კოცნით გამომემშვიდობა.
- დემე დაინახე რა სახეები ჰქონდათ? ლიკას და დათოს მაინც უნდა ავუხსნათ რაც ხდება თორემ რაღაცას არასწორად იფიქრებენ.
- შენ მაგაზე ნუ იდარდებ ყველაფერს მოვაგვარებ როცა საქორწილო მოგზაურობიდან დავბრუნდებით.
- მოგზაურობა? როგორ? ჩემთვის არაფერი გითქვამს, - ღიმილით ამოიღო სმოკინგის შიდა ჯიბიდან ბილეთები და წინ დამიდო, ერთხანს თვალს ვერ ვუჯერებდი.
- ჰავაიზე მივდივართ? -ჩაწყვეტილი ხმით ამოვილაპარაკე და ღონემიხდილი მივესვენე მკერდზე, -კი მაგრამ როგორ? შენ საიდან იცოდი რომ ჰავაიზე დასვენებაზე ვოცნებობდი?
- გახსოვს რა მითხარი სვანეთში? როცა მიტაცებდნენ მაგ დროს ჰავაიზე ვფიქრობდიო.
- შენ კი არ დაგვიწყებია.
- ყველაფერი დეტალურად მახსოვს რაც შენ გიკავშირდება, ჩემი ცხოვრების აზრი ხარ მაო, ამას უნდა მიეჩვიო, ახლა კი გოგონები გამოგყვებიან, გამოიცვალე რომ უფრო კომფორტულად იყო და მერე შეუმჩნევლად გავიპაროთ, აქედან პირდაპირ აეროპორტში მივდივართ.
- ჰო მაგრამ აქედანვე როგორ წავალთ, ბარგი? თან არაფერი მაქვს.
- მაგაზე უკვე ვიზრუნეთ ძვირფასო, ყველაფერი ჩაგილაგეთ რაც კი შეიძლება დაგჭირდეს, -ლიზა, ანა და ნატა დამადგნენ თავზე, ლამის ძალით წამომაგდეს ადგილიდან და დარბაზიდან გამიყვანეს.
- ის სექსუალური საცვლები გახსოვს ჩვენ რომ გიყიდეთ? -გამეკრიჭა ანა.
- მაგას რა დამავიწყებს, -სიცილი ვერ შევიკავე.
- ჰოდა ჩაგილაგეთ და იმედია ბოლოს და ბოლოს გამოიყენებ და გადარევ დემეტრეს.
- ჩუ გარყვნილო, ვერ ხედავ აქ პატარა ბავშვია, -სიცილით ანიშნა ლიზამ ნატაზე.
- სულაც არ ვარ მე ბავშვი, აწუწუნდა ნატა.
- ბავშვი ხარ, ბავშვი, უბრალოდ ახლა გგონია რომ დიდი ხარ, ეჰ, ჩვენც ასე გვეგონა შენს ასაკში, -ლიზამ ისეთი სახე მიიღო რომ იფიქრებდი ოცდაერთი წლის გოგო კი არა სამოცდაათი წლის ქალი იყო და ახალგაზრდობას იხსენებდა.
- მაო მზად ხარ? -დემეტრემ კარზე მოგვიკაკუნა.
- წადი ახლა ვეღარ ითმენს უკვე შენი ქმარი, -ანა გადამეხვია და ორივე ლოყა დამიკოცნა, შემდეგ ლიზა და ნატა ჩამეხუტნენ, ძლივს დავუსხლტი გოგონებს ხელიდან და პირდაპირ კართან მომლოდინე დემეტრეს მკლავებში აღმოვჩნდი.
- მიყვარხარ, -ძლივსგასაგონად ჩავიჩურჩულე მაშინ როცა უკვე თვითმფრინავის სალონში მასზე მიკრული ვიჯექი და მომავალი მოგზაურობით წინასწარ ვიწყებდი ტკბობას, პასუხად შუბლზე კოცნა და მისი არანორმალურად აჩქარებული გულისცემა მივიღე.
- - - - - - - - -
ოცდაშვიდ გრადუსიანი სითბოთი და კაშკაშა მზით შეგვეგება ჰავაი, თბილისის ცივი ამინდების შემდეგ თავი სამოთხეში მეგონა, სასტუმრომდე მისვლამდე დავღალე დემეტრე შეკითხვებით, თუმცა ერთხელაც არ დაუწუწუნია, როგორც ყოველთვის რბილი იყო, მშვიდი, თბილი, ტკბილი და მომთმენი, აშკარა იყო, ჩემი მღელვარება, მოუსვენრობა და ყველაფრისადმი მძაფრი იტერესი, ახარებდა, ახალისებდა და აბედნიერებდა, როგორც იქნა სასტუმრომდეც მივაღწიეთ, ნომრის კარი მივიხურეთ თუ არა თვალებით საწოლი მოვძებნე და მასზე გულაღმა გავიშხლართე, დემეტრეც მაშინვე გვერდით მომიწვა.
- იმედია შენთვის პრობლემა არ იქნება რომ ეს ათი დღე ერთ ნომერში, ერთ საწოლში უნდა გავატაროთ, თუ მაინცდამაინც არაკომფორტულად იგრძნობ თავს ამ ნომერში დივანიც არის და მე დივანზე დავიძინებ, აბა რას იტყვი?
- ხუმრობ არა? -ზემოდან მოვექეცი და ცუღლუტურად აციმციმებულ შავ თვალებში ჩავხედე, -ხომ იცი რასაც გიპასუხებ და რატომ მეკითხები?
- ვიცი მაგრამ მინდა შენგან მოვისმინო, -საწოლზე დამაგდო და ახლა თვითონ მომექცა ზემოდან, დაიხარა და ნაზად შეეხო ჩემს ტუჩებს, მერე მაისურში ხელები შემიცურა, ამიწია და გადამაძრო, უეცრად გაქრა სადღაც ჩემი სითამამე, შორტის და ბიუსტჰალტერის ამარა ვიწექი და თვალებდაჭყეტილი შევყურებდი.
- რომ იცოდე რა ლამაზი ხარ და როგორი სასურველი, -ჩახლეჩილი ხმით მითხრა, თითები ტუჩებზე გადამისვა, ნელ-ნელა ჩამოჰყვა ქვემოთ, მკერდის გავლით მუცელზე ჩამოვიდა და ჭიპთან წრე მოხაზა, მერე ქვემოთ ჩაუყვა და შორტის სათავესთან შეჩერდა, სუნთქვა შემეკრა... აშკარად ჩემი სიზმარი იწყებდა ახდენას, უცბად წამოდგა, ხელში ამიტაცა, აბაზანაში შემიყვანა და დამსვა, გაოცებული მივაშტერდი.
- დაღლილი ხარ მაო, წყალი გადაივლე, ცოტა ხანს წავუძინოთ და საღამოს გასართობად გავიდეთ, ხვალ კი მთელ დღეს ზღვაზე გავატარებთ, ყვინთვა უნდა გასწავლო, -წყალი მოუშვა, პირსახოცი და ხალათი იქვე დამიდო და რომელიღაც ჰავაური სიმღერის მხიარული და უდარდელი ღიღინით გავიდა აბაზანიდან.
- ამას განანებ დემეტრე ცინცაძე, -უკვე მერამდენედ დავიქადნე და ღიმილით შევუშვირე გახურებული სხეული გრილ წყალს.
რომ გაგვეღვიძა უკვე კარგად იყო დაბინდებული, სასწრაფოდ წამოვხტი და ჩემოდანს მივვარდი, მოკლე თხელი თეთრი სარაფანი და ამავე ფერის სანდლები ამოვარჩიე, დემეტრემ კი შორტი და უბრალო მოღეღილი მაისური ჩაიცვა, ასეთი ჩაცმულობა, საოცრად უხდებოდა და თვალს ვერ ვაშორებდი.
- მგონი ზედმეტად გესიმპათიურები თვალს ვერ მაშორებ, -ხუმრობით მითხრა მაგრამ ჩემს ლოყებს ეყო ასაწითლებლად.
- სულაც არა, -მაშინვე ვიუარე, -უბრალოდ ვფიქრობდი რომ ამ მაისურზე უფრო მეტად, ფერადი, პალმებიანი პერანგი მოგიხდებოდა, აუცილებლად გიყიდი.
- არავითარ შემთხვევაში, მასეთ პერანგს არასოდეს ჩავიცვამ.
- მთლად ასეთი კატეგორიულიც ნუ იქნები რა იცი რა ხდება, -თვალი ჩავუკარი და ტანის რხევით დავტოვე სასტუმროს ნომერი.
საოცარი საღამო გავატარეთ, დემეტრე მზად იყო ჩემი ყოველი სურვილი შეესრულებინა, ბოლოს სასიამოვნო მუსიკამ მიგვიზიდა რომელიც ერთ-ერთი ღია ბარიდან გამოდიოდა, თავისუფალი მაგიდა მოვიძიეთ და სასმელი შევუკვეთეთ, ერთხანს მხოლოდ ვუყურებდით როგორ ცეკვავდნენ ერთმანეთზე აკრული წყვილები, მესამე ჭიქის შემდეგ კი ერთ ადგილზე ვღარ გავჩერდი, დემეტრემ შემატყო რომ ცეკვა მინდოდა წამოდგა და ხელი გამომიწოდა, სიხარულით გავყევი და მოცეკვავე წყვილებს შევუერთდით, დიდხანს ვცეკვავდით შეუსვენებლად, თავდავიწყებით, მთლიანად მივნებდი მუსიკის ჰანგებს და მის ხელებს რომლებსაც თავისუფლად დაასრიალებდა ჩემს სხეულზე...
გვიან ღამით დავბრუნდით სასტუმროში, ნომერში შევედით თუ არა, ფეხსაცმელი გავიხადე და ბარბაცით წავედი სასმელებით სავსე ბარისკენ.
- გეყოფა, უკვე საკმარისად დავლიეთ, -დემეტრემ ბოთლი წამართვა და თაროზე დააბრუნა.
- აბა რა გავაკეთო, არ მეძინება, არ უნდა წამოვსულიყავით, კიდევ მინდა ცეკვა, -დავიწუწუნე და ერთ ადგილზე დავტრიალდი, ფეხი ამერია და დემეტრეს მკლავები რომ არა ალბათ წავიქცეოდი.
- ცეკვა გინდა? შეგვიძლია აქ გავაგრძელოთ, -ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა, ერთ ადგილზე დამატრიალა და მერე მკერდზე მიმიკრა.
- და მუსიკა რომ არ არის...
- არის, უბრალოდ კარგად უნდა დაუგდო ყური რომ გაიგო, -ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა, კაბას თითები ჩაავლო და ნელ-ნელა ააცურა ზემოთ, მალე სრულიად შიშველი ვიდექი მის წინ, ანთებული თვალებით მიყურებდა და ამჯერად მეც არ ვაშორებდი მზერას, იმ ღამით ჩვენს სხეულებს ვნებიანი ცეკვა არ შეუწყვეტიათ და დამეფიცება რომ მთელი ღამე ჩამესმოდა ნაზი ჰავაური მუსიკის ჰანგები...
დილით უბედნიერესს გამეღვიძა და ჩემდა გასაკვირად საერთოდ არ შემრცხვენია ჩემი სიშიშვლის, ერთხანს დავყურებდი როგორ პატარა ბავშვივით ტკბილად და უშფოთველად ეძინა და როგორ იღიმებოდა ძილში, მერე ფრთხილად წამოვდექი და აბაზანაში შევედი, სულელივით გაღიმებული ვიდექი თბილი წყლის ქვეშ, ჩემს სხეულს მშვენივრად ახსოვდა ღამით განცდილი სიამოვნება და ყოველი კოცნის, ყოველი ალერსის, ყოველი შეხების გახსენებას სხვა სამყაროში გადავყავდი.
აბაზანიდან რომ გამოვედი დემეტრეს ჯერ კიდევ ეძინა, ჩავიცვი, თმა დავივარცხნე, აივანზე მდგარ რბილ სავარძელში ფეხმორთხმით მოვკალათდი და ტელეფონი ჩავრთე რომ შეტყობინებები შემემოწმებინა, რათქმაუნდა ანა, ლიზა და ნატა მწერდნენ, ბიჭებისგანაც იყო რამდენიმე შეტყობინება, კაილისგანაც, კარგ დასვენებას და ბედნიერებას გვისურვებდა, ყველას ვუპასუხე და ის იყო ტელეფონი გადავდე რომ ისევ დაიწკაპუნა, გავხსენი, მესენჯერში ახალი შეტყობინება მქონდა უსახელო უცნობისგან, რამდენიმე ფოტოს მიგზავნიდა, ჩამოვტვირთე და შევხედე თუ არა თითქოს ყინულიანი წყალი გადამესხა, ჰავაის მცხუნვარე მზემ სითბო დაკარგა და ბრწყინვალე დილა გაუფერულდა, ფოტოებზე დემეტრე და ნათია იყვნენ გადაღებულნი, საწოლში... შიშვლები...


- - - - - - - - - - - - - - - -


მხრებზე მსუბუქი შეხება ვიგრძენი და ლოყაზე თბილი კოცნა, თვალი გავახილე და სავარძელში შემოვბრუნდი, თავზე წელსზემოთ შიშველი, თმააბურდული დემეტრე მადგა, საყვარლად მოჭუტული თვალებით მიყურებდა და მიღიმოდა, საპასუხო ღიმილი ვცადე მაგრამ სახე დამემანჭა და თვალები ცრემლებმა დამიბინდა, წამოდგომა ვცადე მაგრამ სხეული არ დამემორჩილა, ჩემს წინ ჩაიმუხლა და ორივე ხელით სავარძლის სახელურებს დაეყრდნო...
- მაო რა გჭირს? კარგად ხარ?
აღელვებული ხმა ჰქონდა, ხვდებოდა რომ კარგად არ ვიყავი მაგრამ ვერ გაეგო რა მჭირდა, მე კი ახლა ნამდვილად არ მინდოდა მასთან საუბარი, მზერა მოვარიდე, თავი გვერდზე შევაბრუნე და მოწმენდილ ცას გავხედე, ნაზად მომკიდა ნიკაპზე თითები და მაიძულა მისთვის გამესწორებინა მზერა, მიყურებდა და ცდილობდა ჩემს თვალებში ამოეკითხა ჩემი ტკივილის მიზეზი.
- მაო, ასეთი არასდროს მინახიხარ, უნდა მითხრა რა მოხდა, ასე ვერ გიყურებ, ვხვდები რომ ცუდად ხარ და არაფრის გაკეთება არ შემიძლია...
- დავიღალე... ძალიან დავიღალე... მეტი აღარ შემიძლია, -თითქოს სადღაც ქვესკნელიდან მომესმა ჩემი ჩამწყდარი ხმა, იქვე მიგდებული ტელეფონი ავიღე, დემეტრეს ხელში ჩავუდე, შემდეგ უხეშად მოვიცილე მისი ხელები, ბარბაცით შევედი ოთახში და მუხლებით დავეცი ფერად, ფუმფულა ხალიჩაზე, არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე გაუნძრევლად, არც მისი ფეხის ხმა გამიგია, გვერდით მომიჯდა და მხარზე ხელი მომხვია.
- ნება მომეცი ყველაფერი აგიხსნა მაო, გთხოვ...
- არ შემეხო, -ჩემმა ცივმა ხმამ აიძულა მომშორებოდა, ადგა საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო, ფეხზე წამოვდექი, სარკესთან მდგარ ფერადი ყვავილებით სავსე ლარნაკს ხელი დავავლე და მთელი ძალით შევახეთქე კედელზე, შეკრთა თუმცა არაფერი უთქვამს, ვერ ვჩერდებოდი, ჩემს შიგნით დაგროვილი ბრაზი სიმშვიდის საშუალებას არ მაძლევდა, დემეტრე კი უბრალოდ მიყურებდა როგორ ვამსხვრევდი ოთახში ყველაფერს და ვხედავდი როგორ ნელ-ნელა უქრებოდა თვალებში ის ნაპერწკლები ასე ძალიან რომ მიყვარდა, მხოლოდ მაშინ მოვიდა ჩემთან როცა სარკის ნატეხმა მარცხენა ხელისგული გამიჭრა და სისხლი წამომივიდა, ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად დაჯდომა მაიძულა და სამედიცინო ყუთი მოიტანა, სრულიად უემოციოდ ვუყურებდი როგორ მისუფთავებდა ხელისგულს, მერე შემიხვია და ჩემს გვერდით ჩამოჯდა...
- უფლება მომეცი ყველაფერი აგიხსნა, გთხოვ ასე ნუ მომექცევი, წამოდი სასტუმროდან გავიდეთ, გავისეირნოთ, ცოტა დაწყნარდები და ყველაფერს მოგიყვები, ყველაფერს აგიხსნი, გეფიცები ისე არ არის ყველაფერი როგორც ერთი შეხედვით ჩანს...
მეხვეწებოდა, მემუდარებოდა, განადგურებული სახით და ჩამქრალი თვალებით მიყურებდა, მე კი თვალწინ მხოლოდ მისი შიშველი სხეული მედგა რომელზეც ნათია გველივით იყო შემოკლაკნული.
- ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა დემეტრე, დავიღალე იმით რომ ყოველთვის მშვიდად ვარ და ვცდილობ ყველაფერი გავიგო, დავიღალე იმით რომ ჩემგან ყველა რაციონალურ ქცევას ელის, ყოველთვის ვფიქრობ, ვაანალიზებ, ვადარებ და შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებებს, ახლა კი... ახლა ეს ბოლო წვეთი იყო, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, რკინის არ ვარ გესმის? ჯანდაბაშიც წასულა ყველა და ყველაფერი, არ მაინტერესებს რა მოხდება, საქართველოში მინდა დაბრუნება, დღესვე, ახლავე წავალ და შენც და ყველა დანარჩენსაც შეგეძლებათ მშვიდად გააგრძელოთ ინტრიგების ხლართვა...
ხელი გამოვგლიჯე, წამოვხტი, ჩემოდანი ავიღე და შიგ უწესრიგოდ დავიწყე ნივთების და ტანსაცმლის ჩაყრა, პირველად მინდოდა ყველასა და ყველაფრისგან გაქცევა და პირველად ვგრძნობდი შიშს იმის გამო რომ ჩემი საქციელი შესაძლოა არასწორი ყოფილიყო, თუმცა ახლა მხოლოდ აქედან გაქცევა მინდოდა, ის იყო ჩემოდანი შევკარი რომ წელზე ძლიერი ხელის მოხვევა ვიგრძენი, მეორე ხელით კი ხელები დამიჭირა რომ ვერ გავნძრეულიყავი, გავიბრძოლე თუმცა ვერაფერი გავაწყვე...
- გგონია აქედან ასე წასვლის უფლებას მოგცემ? გგონია უფლებას მოგცემ რომ შეცდომა დაუშვა და ჩვენს ბედნიერებას და სიყვარულს ასე უბრალოდ გადაუსვა ხაზი? -ხმამაღლა მკაცრი ხმის ტემბრით მელაპარაკებოდა და ისე მიჭერდა ხელებს რომ უკვე სუნთქვა მეკვროდა...
- გამიშვი, აქედან წასვლა მინდა, ყველასა და ყველაფრის დავიწყება მინდა, რატომ არ გესმის? -ვუთხარი და ვიგრძენი როგორ დაეჭიმა მთელი სხეული, ნათლად ჩამესმა მისი კბილების ღრჭიალი, უხეშად შემომატრიალა, სხეულზე ამიკრა, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა, ასეთ დემეტრეს პირველად ვხედავდი, გაცოფებული იყო, გაგიჟებული, ჩაწითლებული თვალები სევდით და იმედგაცრუებით ჰქონდა სავსე.
- ფიქრობ რომ ასე ადვილად დამივიწყებ? ვიღაც შეშლილი კახპის გამო, ასე უბრალოდ და ერთი ხელის მოსმით შეძლებ ჩვენი ოჯახის დანგრევას, ისე რომ იმის ახსნის საშუალებასაც არ მომცემ რა და როგორ მოხდა? თუ ასეა ორივე შევმცდარვართ ჩვენს გრძნობებში.
ოჯახი... ახლა დავფიქრდი იმაზე რომ ჩვენ უკვე ოჯახი ვიყავით, მე და დემეტრე, ჩვენ უკვე ჩვენი პატარა ოჯახი გვქონდა, ოჯახი რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი, ჩემი ოჯახი, ჩემი დემეტრე, ოჰ ღმერთო ახლა ყველაზე მეტად მჭირდება სწორი აზროვნება... ჩემდაუნებურად მოვდუნდი, თავი მკერდზე დავადე და ღრმად ამოვიოხრე, ვიგრძენი როგორ მოეშვა ისიც, ჩემთან ერთად დაეშვა ხალიჩაზე, კალთაში ჩამისვა, მკერდზე მიმიკრა, თმაში თითები შემიცურა და ფერება დამიწყო, არაფერს ამბობდა უბრალოდ მეფერებოდა და საკუთარ სითბოს მინაწილებდა, რომელიც ჩემს სულზე მოდებულ ყინულს დადნობას აიძულებდა, თავის შეკავება ვეღარ შევძელი, მხრები ამიცახცახდა, ვტიროდი ხმამაღლა, მოურიდებლად და შიშველ მკერდს ცრემლებით ვუსველებდი, დიდხანს ვისხედით ასე, ბოლოს როცა იგრძნო რომ ცოტა დავმშვიდდი, წამოდგა, წამომაყენა, და აბაზანაში შემიყვანა, ჩემთან ერთად მიიღო შხაპი, უსულო რობოტივით ვიდექი წყლის ქვეშ და ხელებს ვერ ვიმორჩილებდი რომ რამე გამეკეთებინა, თვითონ დამბანა, მერე გამამშრალა, თმა ფენით გამიშრო, ჩემი საყვარელი თეთრი სარაფანი და დაბალძირიანი ფეხსაცმელი ჩამაცვა.
- მეც მზად ვარ, გავიდეთ? -მხიარული ხმით მითხრა, ახლაღა ავწიე თავი და შევხედე, ცისფერი შორტი და ფერადი, პალმებით მოხატული პერანგი ეცვა, გვერდზე თავგადაგდებული, ღიმილით შემომყურებდა და ჩემს რეაქციას ელოდა, ისეთი საყვარელი იყო სიცილი ვერ შევიკავე და გავიცინე თუ არა მისი ჩამქრალი თვალებიც ისევ ისე ძველებურად აციმციმდა.
- ამის ყიდვა როდის მოასწარი?
- თავიდანვე ჩემოდანში მქონდა, -თვალი ჩამიკრა, მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა, -რას იტყვი შენით წამოხვალ თუ ხელში აგიყვანო?
აღარაფერი მითქვამს, წამოვხტი და სწრაფი ნაბიჯით გავედი ნომრიდან, დიდხანს მივსეირნობდით ფეხით, არაფერს ამბობდა და მეც არაფერს ვეკითხებოდი, ბოლოს ზღვის პირას ჩამოვჯექით, ვხვდებოდი როგორ უჭირდა საუბრის დაწყება...
- ეს დიდი ხნის წინ მოხდა მაო, რამდენიმე წლის წინ, მაშინ ნინისთან სულ ცოტა ხნის დაშორებული ვიყავი და როგორ გითხრა, ნამდვილად არ ვიყავი კარგად, ნათია მაშინ უკვე იყო ჩემზე გადაკიდებული მაგრამ მე რათქმაუნდა ყურადღებას არ ვაქცევდი, ერთ საღამოს ბარში წავედით დასალევად, ძალიან ბევრი დავლიე, იმდენი რომ ფეხზე ძლივს ვიდექი, არ ვიცი საიდან გაჩნდა იქ ნათია, ბარიდან ჰაერის ჩასასუნთქად გამოვედი გარეთ, ჩემთან მოვიდა და მითხრა რომ სალაპარაკო ჰქონდა, მის მანქანაში ჩავჯექი, მერე გეფიცები აღარაფერი მახსოვს, დილით მასთან ერთად ერთ საწოლში შიშველს გამეღვიძა, მიმტკიცებდა რომ სექსი გვქონდა, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ მაშინ არაფრის თავი არ მექნებოდა, უბრალოდ...
- მესმის რომ ჩემამდე უამრავი ქალი გყავდა, სულელი არ ვარ რომ ამის გამო გეჩხუბო, მაგრამ ნათია? ის ონისეს დედაა.
- ვიცი და ამის გამო მთელი ეს წლები საშინელ სინდისის ქენჯნას განვიცდი, უბრალოდ მინდა რომ ჩემი გჯეროდეს, შენ ქალი ხარ და იცი რისი გაკეთება შეუძლიათ ქალებს როცა რაღაც სურთ, გეფიცები ეს მართლაც ძველი ფოტოებია და ნათიასთან ამ შემთხვევის გამო არაფერი მაკავშირებს.
- დემეტრე უკვე გითხარი რომ სულელი არ ვარ, როგორც კი დავინახე მაშინვე მივხვდი რომ ძველი ფოტოებია, უბრალოდ ჩემზე იმან იმოქმედა რომ ეს ნათია იყო... შენს სახლში დაგინახეთ როგორ კოცნიდით ერთმანეთს, მერე ნინი გამოჩნდა და ათასი სისულელე მითხრა, ახლა ეს ფოტოები...
- ჩემი ხომ გჯერა მაო, მითხარი რომ გჯერა, -ჩემი ხელები ხელში მოიქცია და მუდარით სავსე თვალებით შემომხედა, მივხვდი რომ ჩვენი მომავალი ამ პასუხზე იყო დამოკიდებული.
- მჯერა და მინდა მადლობა გითხრა დემე, მადლობა რომ შეცდომის დაშვების და აქედან წასვლის საშუალება არ მომეცი, -ჩავეხუტე, მანაც მომხვია მკლავები, დიდხანს ვისხედით ასე და ვუყურებდით მშვიდად მოლივლივე ტალღებს.
თუ ამ ინციდენტს არ ჩავთვლით ჰავაიზე ძალიან კარგი დრო გავატარეთ, არც მე და არც დემეტრეს აღარ გაგვიხსენებია ეს შემთხვევა და ნათია, მთელი დღეები კუნძულიდან კუნძულზე ვმოგზაურობდით, ვყვინთავდით, სერფინგსაც მასწავლიდა თუმცა არცთუ თუ ისე კარგი მოსწავლე გამოვდექი, საღამოობით ვსვავდით და ქანცისგაწყვეტამდე ვცეკვავდით, შემდეგ კი ერთმანეთის ალერსში გართულებს გვათენდებოდა თავზე, გული დამწყდა როცა წასვლის დრომ მოვიდა, აეროპორტში წასვლამდე კიდევ ერთხელ მოვავლე მზერა იქაურობას.
- აქ ყოველთვის შეგვიძლია დაბრუნება, როცა კი მოისურვებ, -ორივე ლოყა დამიკოცნა და შემდეგ ნაზად შემეხო ტუჩებზე, -გიხდება რუჯი.
- მადლობა ყველაფრისთვის, შენ რომ არა... -ფრთხილად შემახო ტუჩებზე თითები და ისე საყვარლად გამიღიმა მე რომ მიყვარდა.
- ჩუ არაფერი თქვა, ეს მე ვარ მადლობელი იმისთვის რომ ჩემს გვერდით ხარ.
- - - - - - - -
ყველანი აეროპორტში დაგვხვდნენ, ანა, ლიზა, ნატა და ბიჭები, ონისემ დამინახა თუ არა, მეცა, ჰაერში ამიტაცა და ისე მაგრად ჩამეხუტა რომ ძვლებმა ტკაცუნი დაიწყო.
- ცოტა ნელა ველურო ასე ძვლებს დამიმტვრევ, -ძლივს ამოვილუღლუღე.
- მომენატრე დაიკო და ასე ძალიან როცა მენატრება ხოლმე ვეღარ ვხვდები რას ვაკეთებ, -მისმა სიტყვებმა გული გამითბო და ახლა მე ჩავეხუტე.
- მიმიშვი რა მარტო შენი და ხომ არ არის, -ნატას წუწუნი მომესმა, სათითაოდ ჩავეხუტე ყველას.
- აბა რა ეტაპზეა პროექტი ‘’იკას ძმისშვილი’’ -იკამ დემეტრეს იდაყვი გაჰკრა და გაეღრიჭა, საპასუხოდ კი გვარიანი მუჯლუგუნი მიიღო და აწკმუტუნდა.
- მეგონა დათო და ლიკაც დაგვხვდებოდნენ, -ლიზას მიუბრუნდა დემეტრე.
- მოდიოდნენ მაგრამ ნათია და ირაკლი მოვიდნენ რაღაც სერიოზული საქმე გვაქვსო და დარჩენა მოუწიათ.
მე და დემეტრემ შეთქმულებივით გადავხედეთ ერთმანეთს, ნეტავ ახლა რაღას ხლართავენ, იმედია კიდევ ახალი საძაგლობა არ აქვთ ჩაფიქრებული.
საღამოს შეხვედრაზე შევთანხმდით, მერე ბექა და იკა წავიდნენ და ანა და ლიზაც გაიყოლეს, ლიზა ანასთან რჩებოდა, ონისე და ნატა კი ჩვენ გამოგვყვნენ, მათაც აინტერესებდათ რა საქმე ჰქონდათ ასეთი მათ მშობლებს, დემეტრეს მშობლებთან, სახლში ისე შევედით არავინ შეგვგებებია, მხოლოდ მანანა დაგვხვდა შესასვლელთან, გადაგვეხვია და მოგვიკითხა.
- სად არიან? -კითხა დემეტრემ.
- მისაღებში არიან, მითხრეს რომ როცა მოხვიდოდით თქვენთვის მეთქვა რომ გელოდებიან, არ ვიცი რა ხდება მაგრამ მგონი რაღაც სერიოზულია შვილო.
ყველანი ერთად შევედით, ირაკლის და ნათიას რეაქციიდან გამომდინარე მივხვდი რომ არ ელოდნენ თუ ნატა და ონისეც ჩვენთან ერთად იქნებოდნენ, ირაკლი მაშინვე ფეხზე წამოდგა.
- თქვენ ორნი აქ რას აკეთებთ? -მიმართა ნატას და ონისეს, -გადით, ეს საქმე თქვენ არ გეხებათ.
- მოიცადე, მგონი ვხვდები რაზეც უნდა ვისაუბროთ და თუ მართლაც ასეა მირჩევნია რომ ჩემი და და ძმა ჩემს გვერდით იყვნენ, -ვთქვი და დათოს და ლიკას შევხედე, არ გაკვირვებიათ, ესე იგი არ შევმცდარვარ, უკვე იცოდნენ იმის შესახებ რომ ირაკლი მამაჩემი იყო.
- რა ხდება აქ? -ონისე გვერდით ამომიდგა და მხარზე ხელი გადამხვია.
- მამა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? -დემეტრეს აშკარად არ მოსწონდა შექმნილი სიტუაცია, ან როგორ მოეწონებოდა მითუმეტეს რომ ის ქალი მის წინ იჯდა და ასე ურცხვად უყურებდა თვალებში, ჩემდა გასაკვირად დავითი ძალიან მშვიდი იყო.
- მოდით ბავშვებო დასხედით და ყველაფერს აგიხსნით, -თბილი ხმით მიგვიპატიჟა.
- დავით ჯობია ონისე და ნატა წავიდნენ, -ირაკლი აშკარად ღელავდა.
- თუკი ჩემი რძალი ამბობს რომ უნდა და- ძმა გვერდით ჰყავდეს ესე იგი ასეც იქნება, -დავითმა ისე დაუბრიალა თვალები ირაკლის რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი დაუკარგა, ყველა მათ წინ ჩამოვსხედით.
- აბა დაიწყეთ ბოლოს და ბოლოს რას ნიშნავს ეს ყველაფერი, იმის მაგივრად რომ საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებულებს, სახლში მშვიდად აღგვენიშნა ჩვენი ბედნიერება სასამართლო გვხვდება,
-დემეტრე ცივად საუბრობდა და ირაკლის მზერას არ აშორებდა.
- მაო, ირაკლიმ გვითხრა რომ მისი შვილი ხარ, -ლიკამ ფრთხილად დაიწყო საუბარი, -ჩვენ აქამდე რატომ არ ვიცოდით ამის შესახებ?
ის იყო პასუხის გაცემა დავაპირე რომ დემეტრემ შემაჩერა.
- დაახლოებით მივხვდი საითაც მიგყავთ საუბარი და ამის უფლებას არ მოგცემთ, მაო ჩემი ცოლია და არავის აქვს მისი გულისტკენის უფლება მითუმეტეს ამ არაკაცს რომელიც თავს მის მამას უწოდებს, -გაცოფებულ ირაკლის ყურადღება არ მიაქცია ისე განაგრძო.
- მაპატიე ონისე რომ მამაშენი ასე მოვიხსენიე მაგრამ ნამდვილად იმსახურებს, დარწმუნებული ვარ არ იცი, მაო მაშინ მიატოვა როცა ერთი წლის იყო და შემდეგ იმის სანაცვლოდ რომ თქვენს ცხოვრებაში არ გამოჩენილიყო ფული შესთავაზა, მაშინ როცა იცოდა რომ გამწარებული ეძებდი...
ონისეს შევხედე, სახეზე ფერი ჰქონდა დაკარგული, ნატა მის მხარზე მიკრული და თვალცრემლიანი უყურებდა მშობლებს...
- ახლა რატომ მოხვედით აქ ბატონო ირაკლი, -ისევ გააგრძელა დემეტრემ, -იმის გამო ხომ არა რომ თქვენმა ცოლმა ჩაგაგონათ რომ მე და მაო ერთმანეთს უნდა დაგვაშოროთ? აი თქვენ კი... -ლიკას და დავითს მიუბრუნდა,
- არ ვიცი რა მოგიყვნენ მაოს შესახებ და არც მაინტერესებს, უბრალოდ იმაზე მწყდება გული რომ მათ უფლება მიეცით აქ მოსულიყვნენ და ათასი სისულელე ელაპარაკათ იმ ქალის შესახებ ვინც მიყვარს და ვინც მთელი ჩემი ცხოვრებაა, წამოდი მაო, -ღიმილით გამომიწოდა ხელი და წამომაყენა, -მე და მაო ამ სახლიდან მივდივართ, ისედაც ვაპირებდით აქედან გადასვლას უბრალოდ მოვლენები დააჩქარეთ ეს არის და ეს.
ვიდექი დემეტრეს გვერდით, მის თითებზე ჩაბღაუჭებული, ვუყურებდი ირაკლის და ნათიას გაფითრებულ სახეებს და თავი უძლეველი მეგონა, ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი ასეთ უპირობო მხარდაჭერას და სიყვარულს და საერთოდ აღარ მადარდებდა ეს უაზრო ინტრიგები.
- არავინ არსად არ წავა, მითუმეტეს თქვენ, -გრგვინვასავით გაისმა დავითის ხმა, -წამოდგა და მოგვიახლოვდა, დემეტრეს მხარზე დაადო ხელი მე კი თავზე ხელი გადამისვა და ლოყაზე მომეფერა, -ახლა აქედან თუ ვინმე უნდა წავიდეს ეს ირაკლია, შენც ნათია.
- კი მაგრამ დავით, -ირაკლიმ შეწინააღმდეგება სცადა.
- არ გინდა ირაკლი, ახლა შენთან ჩხუბს არ ვაპირებ, ცოლს ხელი მოკიდე და წადი ჩემი სახლიდან, -დავითი შეუვალი იყო და ირაკლისაც რაღა დარჩენოდა, ნათიას ხელი მოკიდა და გასასვლელისკენ წავიდა.
- ნატა წამოდი, -კართან მდგარი ნათია მოტრიალდა და ნატას გაცეცხლებული მზერა მიაპყრო.
- მე მაოსთან დავრჩები, -ამოილუღლუღა ნატამ, წამოდგა და მომეხუტა.
- არავითარ შემთხვევაში...
- თუ ჩემი და ამბობს რომ აქ დარჩენა უნდა, ესე იგი აქ დარჩება, -ონისე წამოდგა და მომიახლოვდა, ერთხანს თავდახრილი იდგა ჩემს წინ.
- მაპატიე მაო, მე არაფერი ვიცოდი იმის შესახებ ირაკლი როგორც მოგექცა.
- შენ საპატიებელი არაფერი გაქვს ონისე, საუკეთესო ძმა ხარ, -ლოყაზე ვაკოცე და შევღიმე.
- პატარავ შენ მაოსთან დარჩი, მე კი ცოტა ხნით წავალ, დედასთან და მამასთან სალაპარაკო მაქვს, -ნატას თავზე აკოცა და კარში გახირული ნათიასკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით.
- გვაპატიეთ, მართლა ცუდად გამოგვივიდა, -ლიკა დავითს გვერდზე ამოუდგა, ჩაეხუტა და უხერხულად გაგვიღიმა, -იმედია ამ შეცდომის გამო მართლა არ წახვალთ აქედან, მაო ხომ გვაპატიებ?
უნებურად დემეტრეს ავხედე და როცა მის თვალებში ჩემს მიმართ უსაზღვრო ნდობა და ტუჩის კუთხეში გამკრთალი ღიმილი შევამჩნიე, ბევრი აღარ მიფიქრია, ხელები გავშალე და ლიკას და დავითს ჩავეხუტე.
- - - - - - -
- მართლა შეძლებ რომ ლიკას და მამაჩემს ეს ყველაფერი აპატიო? -დემეტრე საწოლზე იჯდა და უყურებდა როგორ ვალაგებდი ბარგს.
- კარგი რა საპატიებელი არაფერი აქვთ, ჩემზე უკეთ იცი ნათია როგორი ინტრიგანიც არის.
- უკვე გითხარი რომ ჩემი სასწაული ხარ? -მომიახლოვდა, წელზე ხელი მომხვია და ბაგეებზე დამეწაფა, ისე მეფერებოდა, ისე მიკოცნიდა ტუჩებს, მთლიანად გამთიშა და ამ სამყაროს მომწყვიტა, აბაზანიდან გამოსული ნატას უხერხულმა ჩახველებამ მოგვიყვანა გონს, იდგა ფუმფულა ხალათში გამოწყობილი, თავზე პირსახოც შემოხვეული და გაწითლებული გვარიდებდა თვალს, დემეტრემ ნატას აწითლებულ ლოყებს შეხედა თუ არა გულიანად გაიცინა.
- მაოს ძალიან გავხარ, მასაც ზუსტად შენსავით უწითლდება ხოლმე ლოყები, -ორივე ლოყაზე ჩაავლო თითები და გაუწელა, მერე კი სიცილ-სიცილით გავიდა ოთახიდან, იმ ღამით დემეტრეს სტუმრების საძინებელში ეძინა, მე და ნატა კი ერთად ვიწექით ჩახუტებულები.
- დემეტრე ხომ არ გაბრაზდება რომ ჩემს გამო სტუმრების ოთახში უწევს ძილი, -მკითხა და თან ისე ჩამეხუტა რომ სული შემეხუთა, თითქოს ჩემთან ჩახუტებით ცდილობდა იმ სითბოს ანაღაურებას რომელიც ნათიასგან არასდროს უგრძვნია.
- არ გაბრაზდება, იცის რომ ახლა ერთად ყოფნა გვჭირდება და თანაც შენნაირ საყვარელ არსებას როგორ შეიძლება რომ ვინმე გაუბრაზდეს, ხომ იცი როგორ ძალიან უყვარხარ.
- ვიცი, ყოველთვის როგორც პატარა დაიკოს ისე მექცეოდა, ონისესგან, დემეტრესგან და ბიჭებისგან უფრო მეტ სითბოს ვგრძნობდი ყოველთვის ვიდრე ნათიასგან და ირაკლისგან, რატომ არიან ასეთი ცივები მაო, რატომ მოგექცნენ ასე, რატომ არასდროს ვუყვარდით მე და ონისე ისე როგორც სხვა მშობლებს უყვართ თავისი შვილები?
- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი, ალბათ უბრალოდ ასეთები არიან, ერთადერთი რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრა ის არის რომ მე ყოველთვის ძალიან, ძალიან მეყვარები, ეს არასოდეს შეიცვლება რაც არ უნდა მოხდეს, შენ ყოველთვის ჩემი პატარა დაიკო იქნები.
ცრემლები წამოსცვივდა ნატას, უხმოდ ტიროდა, გამხდარი მხრები უცახცახებდა და სლუკუნებდა, დიდხანს ვამშვიდებდი, ის იყო ჩაეძინა და მეც ბალიშზე მივდე თავი რომ კარის გაღების ხმა გავიგე, ფეხაკრეფით შემოვიდა ონისე ოთახში და თავზე დაგვადგა, ერთხანს ღიმილით გვიყურებდა...
- შეიძლება მეც თქვენთან ერთად დავიძინო? -რაღაცნაირად უხერხულად, საყვარლად გამოუვიდა, გამეღიმა და ჩემს გვერდით ცარიელ ადგილზე ვანიშნე ხელით, სახე გაებადრა, ქურთუკი და ფეხსაცმელი გაიძრო და საბანი გადასწია რომ დაწოლილიყო,
- შენ რა ამ შარვლით აპირებ დაძინებას? -ჯინსის შარვალზე ვანიშნე.
- აბა რა ვქნა? -მხრები აიჩეჩა.
- ასე ვერ მოისვენებ, იმ კარადაში, დემეტრეს შარვლები და მაისურებია, საღამურებად იყენებს ხოლმე, მიდი ამოარჩიე რომელიმე, სააბაზანოში შედი, გამოიცვალე და მერე მოდი და დაწექი.
ცოტა ხანში დემეტრეს ტანსაცმელში გამოწყობილი გამოვიდა ონისე და გვერდით მომიწვა, ხელი თავქვეშ ამომიდო და მკერდზე მიმიხუტა.
- შეიძლება გკითხო რაზე ელაპარაკე ნათიას და ირაკლის? -მაინც ვერ მოვითმინე.
- არ გეწყინოს მაგრამ მირჩევნია თუ ამ თემაზე არაფერს მოგიყვები, ერთადერთი ის შემიძლია გითხრა რომ ამიერიდან აღარასოდეს შეგაწუხებენ და შენს ცხოვრებაში აღარ ჩაერევიან.
- კარგი, რაკი შენ ამბობ რომ ასეა, იყოს ასე, -თვალები მივლულე და დაძინება ვცადე, თუმცა ვიცოდი ნათია ასე უბრალოდ არ გაჩერდებოდა, ონისე საერთოდ არ იცნობდა დედამისს.
- - - - - - - -
დემეტრემ დილით უჩვეულოდ კარ ხასიათზე გაიღვიძა, ცოტა ეუცნაურა როცა საწოლში მაო ვერ დაინახა მაგრამ მაშინვე გაახსენდა თუ რატომ იწვა სხვა საძინებელში და გაეღიმა, წამოდგა ჩაიცვა, მოწესრიგდა და თავისი საძინებლისკენ წავიდა, უკვე ვეღარ ითმენდა ისე უნდოდა მეუღლის ნახვა და მისი ჩახუტება, ფრთხილად დააკაკუნა კარზე და პასუხი რომ ვერ მიიღო შევიდა, გაოცებული შედგა როცა ერთმანეთზე მიკრული ნატა ონისე და მაო დაინახა, მისი ბედნიერი და კმაყოფილი სახის დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა, მაო საწოლის შუაში იწვა, თავი ონისეს მკერდზე ედო ხოლო ნატა მის ზურგზე იყო აკრული, ფრთხილად გამოიღო კარადიდან ფოტოაპარატი რომ ეს არაჩვეულებრივი სურათი ფირზე აღებეჭდა...


- - - - - - - - - - - - - - - - - -


სასადილო ოთახში ვისხედით და ვსაუზმობდით, დავითი და ლიკა, მე და დემეტრე, ონისე და ნატაც ჩვენთან ერთად იყვნენ, ის იყო საუზმობა უნდა დაგვეწყო რომ ლიზა და ანა დაგვადგნენ თავზე, პირველად ვსაუზმობდით ყველა ერთად როგორც ერთი ოჯახი, დავითი და ლიკა დამნაშავე სახეებით შემოგვცქეროდნენ და აღარ იცოდნენ როგორ გამოესყიდათ დანაშაული ჩვენს წინაშე.
- ბავშვებო კიდევ ერთხელ გთხოვთ, გვაპატიეთ მე და ლიკას და დაივიწყეთ ის გაუგებრობა კარგი?
- გეყოფა მამა, უკვე აღარც კი გვახსოვს რა მოხდა არა მაო? -დემეტრემ თავზე მაკოცა და კიდევ ერთი ნაჭერი კარაქიანი პური დამიდო თეფშზე.
- ვერც კი ვხვდები რაზე საუბრობთ, -საჭმლით პირგამოტენილმა ამოვილუღლუღე.
- საოცარი წყვილი ხართ დაიკო, ერთმანეთს ძალიან უხდებით, -ჩემს პირდაპირ მჯდარმა ონისემ სიყვარულით სავსე მზერა შეგვავლო.
- შენი წყალობით ცოლის ძმავ, შენ რომ არა... -ეშმაკურად ჩაიცინა დემეტრემ.
- ამას არასდროს დაივიწყებთ არა?
- არასდროს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაგახსენებ ხოლმე როგორ მოიტაცე საკუთარი და.
-გადაიხარხარა და დავითის და ლიკას გაოცებული სახის დანახვისას უფრო მოუმატა სიცილს, -თქვენ რა არ იცოდით რომ ონისემ მოიტაცა მაო ჩემთვის.
- მოგკლავ იცოდე ვერ გადამირჩები, -მთასავით წამოიმართა ჩემი ბრაზიანი ძმა და უზარმაზარი ხელები მომუშტა, დემეტრეს ადგილზე ასე მშვიდად ნამდვილად ვერ ვიქნებოდი.
- მიდი აბა სცადე, -თვალი ჩაუკრა დემეტრემ, წამოდგა და აშკარად გასაქცევად მოემზადა, ის იყო ონისემ მისკენ გამოიწია რომ ვეღარ მოვითმინე.
- ახლავე დაჯექით ორივე თქვენ-თქვენს ადგილებზე და წყნარად საუზმობა გვაცალეთ, -ცოტა არ იყოს ხმამაღლა მომივიდა და საერთოდ არ გამკვირვებია როცა ორივე მაშინვე დაჯდა და ახლა უსიტყვოდ, თვალებით გააგრძელეს დუელი.
- ყოჩაღ შენ, -მოწონების ნიშნად ღიმილით მაჩვენა ცერა თითი ლიკამ, -საუზმის შემდეგ სათბურში ვიქნები, ყვავილებს უნდა მივხედო და შემომიარე შენთან სალაპარაკო მაქვს.
უხმოდ დავუქნიე თავი, ნეტავ რა საქმე აქვს ლიკას ჩემთან, იმედია ცუდს არაფერს მეტყვის, ან რატომ უნდა მითხრას არც თუ ისე ცუდი ურთიერთობა გვაქვს...
- ონისე შეიძლება შენს ბინაში გადმოვიდე საცხოვრებლად? -ნატას მუდარანარევმა ხმამ გამომარკვია.
- რათქმაუნდა პატარავ თუ გინდა გადმოდი, დღეს სახლში შევიაროთ შენი ნივთები აიღე და ჩემს ბინაში გადავიტანოთ, -არც კი უკითხავს რატომ აპირებდა მასთან გადასვლას ისე დათანხმდა, მომწონდა მათი ურთიერთობა, უთქმელად უგებდნენ ერთმანეთს, ახლა საქმე ის იყო როგორ მიიღებდნენ ამას ნათია და ირაკლი, ნათია ალბათ გაცოფდება და ღირსიც იქნება, რამდენად ცუდი შეიძლება იყოს დედა რომ შვილს ასე ძალიან უნდოდეს მისგან გაქცევა...
- საყვარელო დღეს მთელი დღე სამსახურში მომიწევს ყოფნა, შენ რა გეგმები გაქვს, -დემეტრემ ჩემი ხელი ხელში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა, შემეხო თუ არა მაშინვე დამბურძგლა და ჩემდაუნებურად შემაჟრჟოლა, ჩემი რეაქცია არ გამორჩენია, ეშმაკურად ჩაიცინა, ხელი ამჯერად მუხლზე დამადო და ნელ-ნელა ააცურა ზემოთ.
- ნუ ცუღლუტობ, ისევ შენთვის იქნება ცუდი, -ვუჩურჩულე, კისერში ვაკოცე, მერე ყურზე ენა ავუსვი და ბიბილოზე კბილებით წავეთამაშე, ცივად მომშორდა, ხმაურით გამოწია სკამი, წამოხტა და ძლივსშეკავებული ღიმილით, მუქარით დამიქნია თითი.
- ბედი შენი რომ ახლა გადაუდებელი საქმეები მაქვს, -მერე ონისეს ანიშნა თვალით რომ გაყოლოდა, ისე გავიდნენ სასადილო ოთახიდან მხარდამხარ თითქოს ცოტა ხნის წინ ერთმანეთის დახოცვა არ ეცადათ, გავიდნენ თუ არა ნატა მაშინვე დემეტრეს ადგილზე დასკუპდა.
- როგორ ფიქრობ მაო, ნათია ძალიან გაბრაზდება? რომ დამიშალონ ონისესთან გადასვლა, რა უნდა ვქნა? ჯერ სრულწლოვანი არ ვარ, არადა იმ სახლში ცხოვრება და მათი ცივი დამოკიდებულების ატანა აღარ შემიძლია.
- მაგაზე არ იფიქრო, პატარავ, მე მოვაგვარებ, გპირდები ნათია არაფერს გეტყვის.
- დარწმუნებული ხარ? -ნატა წელზე მომეხვია და ნიკაპი მხარზე ჩამომაყრდნო, -არ გეწყინოს მაგრამ დედაჩემს მაინცდამაინც არ უყვარხარ.
- მაინცდამაინც კი არა დასანახად ვერ მიტანს, -ჩამეცინა და ჩემს პატარა დაიკოს თმაზე ხელი გადავუსვი,
-მართალია დედაშენს გულზე არ ვეხატები მაგრამ ვიცი როგორც უნდა დაველაპარაკო, შენ არაფერზე იფიქრო.
- - - - - - -
ლიკა სახლის უკან, ბაღში მდებარე სათბურში მელოდებოდა, უზარმაზარი სათბური, საოცრად ლამაზი ქოთნის ყვავილებით, ხეებით და სხვადასხვა ჯიშის ჯუჯა მცენარეებით იყო სავსე, ლიკას ძლივს მივაგენი, სამუშაო კომბინიზონი ეცვა, თმა ზემოთ კოსად ჰქონდა შეკრული, ხელში მომცრო ზომის ნიჩაბი ეჭირა და ქოთნებში მიწას ანაწილებდა.
- ოჰ, როგორც იქნა მოხვედი, -ჩემი დანახვისას გაიღიმა და თავით საკიდისკენ მანიშნა სადაც სამუშაო ფორმები ეკიდა
- მიდი ჩაიცვი და ცოტა დამეხმარე, თან ვისაუბროთ.
არაფერი მითქვამს, მაშინვე ამოვიცვი კომბინიზონი, ხელთათმანები მოვირგე და შევუერთდი, მცენარეებში კარგად ვერ ვერკვეოდი მაგრამ შევატყვე რიომ ლიკა ამ საქმის ექსპერტი იყო, დაწვრილებით მიხსნიდა ყველაფერს, რა რა იყო, რას როგორი მოვლა სჭირდებოდა, რამდენიმე ახალი მცენარის დარგვაშიც მოვეხმარე, ვერაფერს ვიტყვი ნამდვილად სასიამოვნო იყო, მანაც შეატყო რომ ამ ყველაფრის კეთება მსიამოვნებდა და უფრო მონდომებით დაიწყო ყველაფრის ახსნა, კარგა ხანს ვიმუშავეთ, ბოლოს რომ შემატყო უკვე წელში გაშლა მიჭირდა გაჩერდა.
- ძალიან დაგღალე არა? ალბათ შეჩვეული არ ხარ ასეთი რაღაცეების კეთებას.
- სიმართლე რომ გითხრათ ამ საქმის არაფერი გამეგება, მაგრამ ამის შემდეგ თუ ნებას მომცემთ ხოლმე დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით.
- მართლა? -აშკარად გაეხარდა.
- მართლა, ოღონდ ახლა სადმე უნდა ჩამოვჯდე თორემ ფეხზე ვეღარ ვდგები, -დავიწუწუნე და იქაურობას თვალი მოვავლე.
გაეცინა და უზარმაზარ კუნძზე მიმითითა.
- მიდი დაჯექი, დაისვენე მე ყავას მოვადუღებ, -მერე იქვე კუთხეში მიდგმული პატარა მაგიდისკენ წავიდა, ხელთათმანები გაიხადა, ხელები სველი ხელსახოცით გაიწმინდა, პრიმუსი აანთო და ყავის მოდუღებას შეუდგა, გაოცებული ვუყურებდი, ახლა საერთოდ არ ჰგავდა იმ მედიდურ ქალბატონს პირველად რომ ვნახე, ჩემი მზერა შეუმჩნეველი არ დარჩენია, მოვიდა ჭიქა ღიმილით მომაწოდა და გვერდით მომიჯდა.
- ეს ერთადერთი ადგილია სადაც შემიძლია უბრალოდ მე ვიყო და არ მჭირდებოდეს სხვებისთვის თავის მოჩვენება და სამკაულების და მაკიაჟის უკან დამალვა, -ამოიოხრა და თვალი საკუთარ, ტალახით მოსვრილ ბოტებს გაუშტერა.
- რატომ ფიქრობთ რომ რამის უკან უნდა იმალებოდეთ, აი მე მაგალითად ყოველთვის ისეთი ვარ როგორიც ვარ და ნაკლებად მაინტერესებს რას ფიქრობენ სხვები, -არც კი ვიცი რატომ ვუთხარი და რატომღაც ვიფიქრე რომ ზედმეტი მომივიდა, ისეთი სახით შემომხედა, ერთხანს უცნაურად მკაცრად მიყურებდა და მერე გაიღიმა.
- ყველაფერი არცთუ ისე ადვილია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, გიყურებ და შენში ვხედავ იმას ვინც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი, ჭკვიანი, მხიარული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ფეხზე მყარად მდგომი ახალგაზრდა ქალი, შენი შეხედულებები, შენი აზრები, შენი ოცნებები გაგაჩნია და ყველაფერს აკეთებ მათი განხორციელებისათვის, არავის აძლევ უფლებას რომ წინ გადაგიდგეს და ხელი შეგიშალოს, გამოგიტყდები და ცოტათი მშურს კიდეც შენი...
მწარედ ჩაიცინა და ხმაურით მოსვა ყავა, ყურებს ვერ ვუჯერებდი, ლიკა ამ ყველაფერს მე მეუბნებოდა, არადა როგორი ძლიერი ჩანდა, როგორი ბედნიერი...
- გიკვირს არა? ასეა, არასდროს უნდა შეაფასო ადამიანი გარეგნობით და სიტუაცია ერთი შეხედვით, დავითს რომ შევხვდი ერთი პატარა გამოუცდელი გოგო ვიყავი, მისი მშობლები მაშინ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და წინააღმდეგნი იყვნენ ჩვენი ქორწინების, ის ძალიან მდიდარი და ყველასთვის სასურველი სასიძო იყო, თუმცა მე არაფერი გამაჩნდა, დათომ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მაშინ მშობლებს, დედამთილი საშინლად მექცეოდა მითუმეტეს მას შემდეგ რაც გაიგო რომ ბავშვი არ მეყოლებოდა, დემეტრეს ჩემს წინააღმდეგ ამხედრებას ცდილობდნენ, ცდილობდნენ მისთვის ჩაეგონებინათ რომ მისი დედის ადგილის დაკავებას და მისთვის მამის წართმევას ვცდილობდი...
- რა საშინელებაა, -წამომცდა უნებურად და პირზე ხელი ავიფარე.
- ჰო არა? ნამდვილად საშინელებაა, ერთადერთი ნათელი წერტილი იმ პერიოდში ჩემთვის დემეტრე იყო, მიუხედავად იმისა რასაც ჩემს შესახებ ეუბნებოდნენ, არ მახსოვს რომ ცუდად მომქცეოდა და ჩემთვის რამე ეწყენინებინა,
- ანუ თავიდანვე ასეთი იდეალური იყო?
- შეიძლება ასეც ითქვას, დედამთილი და დავითის სხვა ფულზე დახარბებული ნათესავები რომ არა, შეიძლებოდა ძალიან კარგი ოჯახიც გვქონოდა ჩვენ სამს, შეიძლება ცუდ ადამიანად ჩამთვალო იმის გამო რასაც ახლა ვიტყვი მაგრამ საერთოდ არ მწყენია როცა ჩემი დედამთილი დაიღუპა, ერთ თვეში მამათილიც გარდაიცვალა გულის შეტევით, სწორედ რომ მათ გამხადეს ასეთი, ცივი, ეჭვიანი და უნდობი, სუსტი აღმოვჩნდი მაო, ძალიან სუსტი, ვერ გავუძელი, დათოც...
- მე ვფიქრობ რომ ძალიან უყვარხართ.
- ვიცი რომ ვუყვარვარ, უბრალოდ სიყვარული ისე არ ესმის როგორც დემეტრეს, დემეტრეს ყველანაირად უყვარხარ მაო, თავიდან ფეხებამდე, შინაგანად და გარეგნულად, ამას მის აღფრთოვანებულ მზერაში ვკითხულობ ხოლმე როცა შენ გიყურებს, დავითისთვის კი მე მხოლოდ ის ვარ რასაც შენ ყოველდღე უყურებ, ცარიელი გარეგნობა, ძალიან თავისებური მამაკაცია, ალბათ ასეთ ფორმაში რომ დამინახოს ზედაც არ შემომხედავს, დარწმუნებული ვარ ჩაცმის სტილი რომ შევიცვალო და მაკიაჟს და სამკაულებს შევეშვა, დამშორდება, ვერ აიტანს რომ ქალი რომელიც წვეულებებზე და შეხვედრებზე გვერდით ახლავს, ვინმეზე რამით ნაკლებად გამოიყურებოდეს, ასეა, ამიტომაც ვარ ყოველთვის ფორმაში, ამიტომაც ვცდილობ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე და ამიტომ მეშინია ყოველთვის რომ მიღალატებს...
მის ხმაში იმხელა ტკივილი იგრძნობოდა რომ ძალიან შემეცოდა, ვერც კი წარმომიდგენია როგორ შეიძლება ასე ცხოვრება, არადა როგორი იდეალური წყვილი ჩანდა...
- ძალიან გიყვარს? -ვკითხე და თვალებში რომ ჩავხედე მივხვდი რომ სისულელე წამოვროშე, რათქმაუნდა უყვარს ძალიან უყვარს, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია.
- მიყვარს, იმდენად მიყვარს რომ მისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
- არ გეწყინოს მაგრამ ჩემთვის ეს უბრალოდ წარმოუდგენელია ლიკა.
- რა არის წარმოუდგენელი?
- ასეთი ურთიერთობა, სადაც ერთი მხარე ყველაფრის გასაღებად მზად არის და მთელ ცხოვრებას უძღვნის ამ ურთიერთობას, მეორე მხარეს კი უბრალოდ ხელის განძრევაც კი ეზარება, მე ასე ვერ ვიცხოვრებდი, იმისთვის რომ ურთიერთობა იდეალური იყოს ორივემ ქალმაც და მამაკაცმაც უნდა იზრუნონ, რატომ უნდა იტანჯებოდე ასე როცა დავითს წარმოდგენაც კი არ აქვს რამდენს აკეთებ ამ ურთიერთობის შენანარჩუნებლად,
- მადლობა საყვარელო რომ ჩემი ამბავი ასე მიიტანე გულთან, ჩემი და დათოს ურთიერთობაში რამის შეცვლა უკვე გვიანია, ის ასეთია, უყვარს ყველაფერი მზამზარეული ლამაზი და ბრწყინვალე, მე კი ის მიყვარს, სამაგიეროდ შენ გაგიმართლა, დემეტრე არავის არ ჰგავს, არც შენ ხარ ჩვეულებრივი გოგო, მომწონხარ და მინდა ბედნიერი იყო, უბრალოდ ვხედავ როგორ ცდილობენ ხელი შეგიშალონ
- რას გულისხმობთ?
- ხვდები რასაც ვგულისხმობ, არ მეტყვი ნათია რას გერჩით შენ და დემეტრეს?
- ოოო ეს ცოტა... როგორ გითხრათ...
- როგორ და ჩვეულებრივად.
- ჰო მაგრამ ის თქვენი მეგობარია და არა მგონია მოგეწონოთ ის რისი თქმაც შემიძლია მის შესახებ.
- ნამდვილად ჩემი მეგობარი რომ ყოფილიყო, ჩემი შვილის ოჯახის დანგრევას არ შეეცდებოდა.
საშინლად მესიამოვნა, ლიკას ნათქვამი ‘’ჩემი შვილი’’ გადავწყვიტე მისთვის ყველაფერი მეთქვა, თანაც ძალიან მინდოდა ვინმესთვის მომეყოლა ნათიას ინტრიგების შესახებ, მთელი გამბედაობა მოვიკრიბე ღრმად ამოვისუნთქე და დავიწყე.
- - - - - - - - -
- არ მეტყვი შენსა და ონისეს შორის რა ხდება? -ანას თეფშს მივწვდი, ბრაუნს მოზრდილი ნაჭერი ჩამოვაჭერი და პირისკენ გავაქანე
- შეეშვი ჩემს ნამცხვარს თორემ გასუქდები და მიგატოვებს დემეტრე, -დამიღრინა და მიმტანს კიდევ ერთი ნაჭერი ნამცხვარი შეუკვეთა.
- შენ ნუ გეშინია არ მიმატოვებს მე ჩემი ქმარი, ის მითხარი ონისესთან რა ხდება, კიდევ გაწყენინა იმ ნადირმა?
- შენი ხისთავიანი ძმა აღარ მიხსენო, თორემ არ ვიცი რას ვიზავ, იცი რა გააკეთა? გუშინ დამპატიჟა წამოდი სადმე დავლიოთო, ჯერ იყო და მოკლე კაბაზე გამიჭედა, არადა რა უფლება აქვს ჯერ არც კი უთქვამს რომ მოვწონვარ...
- მოიცადე, როცა გეტყვის რომ მოწონხარ, მერე მისცემ უფლებას რომ ასეთ სისულელეებზე გაჭედოს ხოლმე?
- კარგი რა მაო მაცადე ბოლომდე მოგიყვე, მერე ბარში კოტეს შევხვდით, ის იდიოტიც მოვიდა, პირდაპირ მებრდღვნა და რომ ჩამეხუტა ძლივს ავიგლიჯე...
- კარგი ერთი, ახლა არ მითხრა რომ კოტეზე იეჭვიანა, -სიცილი ვერ შევიკავე და მხოლოდ მაშინღა გავჩუმდი როცა შევამჩნიე რომ ყველა მე მიყურებდა.
- ჰო შენ წარმოიდგინე სულელ კოტეზე იეჭვიანა, ახსნის საშუალებაც კი არ მომცა ისე გამებუტა იდიოტი.
- ჰოო წარმოდგენაც კი არ მაქვს რა უნდა ქნათ ასეთ სიტუაციაში, გინდა შუამავლის როლი შევასრულო?
- ისე თუ აპირებ შესრულებას ერდოღანმა რომ შეასრულა პუტინსა და ზელენსკის შორის მაშინ არ მინდა.
- ოჰ, ოჰ, ხუმრობაც დავიწყეთ ქალბატონო ანა, რაღა გვიჭირს აწი.
- ონისე უკვე მენატრება მაო, -ამოუზმუვლა და საყვარელი ბოჩოლას თვალებით მომაჩერდა.
- ნუ ზმუი, მოვიდა ნათია, -შემოსასვლელისკენ მივუთითე, წელში გავსწორდი და უდარდელი სახე მივიღე, ანამაც მე მობაძა, ცალი წარბი მაღლა აქაჩა და ისეთი სახით შეხედა ჩვენსკენ თეძოების ქნევით მომავალ ნათიას რომ მიკვირს ფეხი როგორ არ გადაუბრუნდა, მოგვიახლოვდა, ირონიული ღიმილით დაგვხედა თავზე და ანას გვერდით ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა.
- ესე იგი ჩემთან ლაპარაკი გინდოდა მაო, საინტერესოა მე და შენ რის შესახებ უნდა ვისაუბროთ?
- ეს რა კითხვაა, მე და შენ ხომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს.
- მაინც რა?
- რა კი არა ვინ, მაინცდამაინც სათითაოდ ჩამოგითვალო, ირაკლი, ონისე, ნატა, დემეტრე... -შევამჩნიე როგორ შეეცვალა სახე დემეტრეს ხსენებისას.
- ამ ყველაფერზე ამის თანდასწრებით უნდა ვილაპარაკოთ? -ამოისისინა და ანაზე მანიშნა.
- ამას ანა ჰქვია, ჩემი საუკეთესო მეგობარია და ყველაფერი იცის, ასე რომ...
- რა ყველაფერი, -ფერი შეეცვალა სახეზე და გაწითლდა.
- სულ ყველაფერი ვიცი და სიმართლე რომ გითხრათ ძალიან გამიკვირდა რომ გაწითლების უნარი გქონიათ შერჩენილი, -ისე სასხვათაშორისოდ ჩაურთო ანამ და მშვიდად მოსვა ყავა, ნათიამ გაცოფებულმა მიიხედ-მოიხედა ირგვლივ და ისევ მე მომიბრუნდა.
- მითხარი რა გინდა
- გეტყვი ოღონდ არ შემაწყვეტინო, მინდა რომ ნატას და ონისეს ცხოვრებაში აღარ ჩაერიო, ნატას ონისეს ბინაში უნდა გადასვლა და ხელი არ უნდა შეუშალო, ასევე მინდა რომ ჩემი და დემეტრეს ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრე, ვიფიქრე და ამას მხოლოდ მაშინ მოახერხებ თუკი შენ და ირაკლი საზღვარგარეთ წახვალთ საცხოვრებლად...
- კარგი ერთი, -ირონიულად გაიცინა და ფეხი ფეხზე გადაიდო, -რატომ ფიქრობ რომ შენს მოთხოვნებს შევასრულებ?
- იმიტომ რომ თუ არ შეასრულებ ირაკლისთან მივალ და ყველაფერს ვეტყვი, ვეტყვი რომ იმდენად ნამუსგარეცხილი ხარ შვილის ძმაკაცს დასდევ უკან.
- მიდი და უთხარი, ხომ იცი რომ ვერაფერს დამიმტკიცებ.
- ასე გგონია? ჩემი და დემეტრეს დაშორების სურვილმა იმდენად დაგაბრმავა რომ თვითონ ჩამიგდე ხელში დამამტკიცებელი საბუთები, დაგავიწყდა? -ტელეფონი ჩავრთე და მისი გამოგზავნილი ფოტოები ვაჩვენე, სახე შეეცვალა ერთხანს გამალებით ფიქრობდა რა უნდა ეთქვა, მერე კიდევ ერთხელ გადაწყვიტა გაბრძოლება.
- კიდეც რომ უთხრა რა, ირაკლი დამშორდება და თავისუფალი ქალი გავხდები, უფრო თავისუფლად შევძლებ რომ დემეტრესთვის ვიბრძოლო.
- ირაკლი თუ ამ ყველაფერს გაიგებს გაგშორდება და უფულოდ დაგტოვებს, გგონია არ ვიცი რომ საკუთარი ერთი ლარიც კი არ გაგაჩნია, მთელი შენი ბიზნესი სინამდვილეში ირაკლის ეკუთვნის, მთელი თქვენი ქონებიდან ერთი პატარა რაღაცაც კი არ არის შენზე გაფორმებული, დაგავიწყდა რატომ და რა პირობით მოგიყვანა ირაკლიმ ცოლად? მთელი შენი ქონება ახლა მისია, გაშორდები თუ არა, ქუჩაში დარჩები ცარიელ-ტარიელი სახლის, ფულის, ოჯახის, რეპუტაციის გარეშე...
- შენ ეს ყველაფერი საიდან იცი? -ძლივს ამოიხრიალა.
- ჩემს შეფასებაში შეცდი ნათია, ძალიან შეცდი, -საზურგეს თავისუფლად მივეყრდენი, გავიღიმე და მხიარულად ავათამაშე თითები მაგიდაზე, იმ მომენტში ალბათ მეც ძალიან ცუდი ადამიანი ვიყავი რადგან ძალიან მსიამოვნებდა, მისი განადგურებული სახის დანახვა, რამდენიმე წუთში მოტყდა და დანებდა, იმ ძლიერი, ირონიულად მომღიმარი ქალისგან აღარაფერი დარჩა რომელიც ჩემი ოჯახის განადგურებას ცდილობდა, ჩემს თვალწინ სასწაული ცლილება მოხდა, ახლა ჩემს წინ, საშუალო ასაკის, თვალებამოღამებული, უბედური ქალი იჯდა, ტუჩებს იკვნეტდა და გამოსავალს ეძებდა.
- ტყუილად ნუ ცდილობ, მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია და იცი რაც, შენ და ირაკლი უნდა წახვიდეთ.
- მე კიდეც რომ წავიდე ირაკლი არ დამთანხმდება, -ძლივსგასაგონად ამოიკნავლა.
- თავს ნუ ისულელებ, მშვენივრად ვიცი მასზე როგორი გავლენაც გაქვს, შენს გამო საკუთარ შვილზე უარი თქვა, დარწმუნებული ვარ დაითანხმებ.
- დრო დამჭირდება.
- ერთ თვეს გაძლევ, შემდეგ კი ისე მივალ ირაკლისთან და ისე მოვუყვები ყველაფერს რომ არც გაგაფრთხილებ.
უხმოდ დამიქნია თავი, წამოდგა და არეული ნაბიჯით გავიდა გარეთ, ვიტრინიდან ვუყურებდით მე და ანა როგორ ძლივს მივიდა მანქანასთან კარი გამოაღო, ჩაჯდა, ერთხანს საჭეზე თავდადებული შეყოვნდა, ბოლოს როგორც იქნა თავი ასწია, ძრავი ჩართო და იქაურობას მოშორდა.
- ცოტა არ იყოს შემეცოდა, -ანამ ხელებში ჩარგო სახე და დასევდიანებული თვალებით შემომხედა, -მგონი ზედმეტი მოგივიდა, ახლა იცი რა გამიკეთე, პოტენციური სადედამთილო ამიმხედრე.
- მადლობა უნდა მითხრა, ონისე რომ ცოლად მოგიყვანს ასეთი საძაგელი დედამთილი რომ არ გეყოლება ახლომახლო.
- არა მაინც რა მაგრად შეუსრულე, ღირსი იყო, აბა რა ეგონა საკუთარი შვილის ტოლა ბიჭს რომ დასდევდა თანაც ცოლიანს, ნახე მგონი შენი ტელეფონი რეკავს, -ტელეფონზე მიმითითა ანამ რომელიც გამწარებული ვიბრირებდა, დემეტრე იყო, ყურებამდე გაღიმებულმა ვუპასუხე.
- სად ხარ პატარავ? -დაღლილი ხმა ჰქონდა.
- კაფეში ვარ ანასთან ერთად, შენ კიდევ ძალიან დაგაგვიანდება?
- დაახლოებით ერთი საათი კიდევ ვერ გამოვალ სამსახურიდან, შენ წადი სახლში და მეც მოვალ.
- თუ გინდა სამსახურში გამოგივლი და ერთად წავიდეთ სახლში.
- მართლა? სერიოზულად? -აშკარად შევატყვე რომ გაუხარდა, -ახლავე წამოდი, გელოდები.
ტელეფონი გავთიშე და ანას შევხედე რომელიც თვალს არ მაშორებდა და ეშმაკურად ჩუმჩუმად იცინოდა.
- დემეტრემ დარეკა თუ არა მაშინვე შეგეცვალა ხასიათი, ნათია აღარც გახსოვს არა?
- კარგი რა ნუღარ მახსენებ, დღეიდან ჩვენს ცხოვრებაში არავითარი ნათია აღარ არსებობს.
- ამინ, -ანამ თეატრალურად აღაპყრო თვალები მაღლა და წამოდგა.
- - - - - - -
მაღალსართულიანი შენობის წინ ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა შევსულიყავი თუ არა, პირველად ვიყავი ჩემი ქმრის კომპანიაში,
- ნეტავ რამდენი სართულია? -წამომცდა ხმამაღლა.
- ჩვიდმეტი, -გვერდით დაცვის ფორმაში გამოწყობილი, გამხდარი, საყვარლად წითელლოყებიანი ბიჭი ამომიდგა.
- ვისთან მიდიხარ ლამაზო, გინდა გაგაცილო? მკითხა და თვალები ამიჟუჟუნა, გაბრაზება რომც მდომებოდა ვერ გავუბრაზდებოდი ისეთი საყვარლად ბავშვური იყო.
- იცი ეს რას ნიშნავს? -ცხვირწინ ბეჭდიანი თითი ავუფრიალე.
- რას ნიშნავს? -მკითხა გულუბრყვილოდ.
- იმას ნიშნავს ჩერჩეტო რომ გათხოვილი ვარ, წადი ვინმე გაუთხოვარი მოძებნე და იმას ეფლირტავე.
პირდაღებული მიყურებდა სანამ ლიფტის კარი არ დაიკეტა, მეჩვიდმეტე სართულს დავაჭირე და სასიამოვნო ხმადაბალმა მუსიკამ მაიძულა რომ თვალები მიმელულა, ლიფტიდან ნახევრად მძინარე გამოვედი, აი ტაქტიკაც ეს არის, აქ მომავალ სტუმრებს სასიამოვნო მუსიკას ასმენინებენ ლიფტში რომ მოდუნდნენ და მერე ყველაფერზე ადვილად მოაწერონ ხელი, ჩემს სულელურ ფიქრებზე თვითონვე გამეღიმა.
- ვისთან ხართ? დემეტრეს კაბინეტთან წინ მაღალი, ქერა, წითელტუჩებიანი ახალგაზრდა ქალი გადამიდგა და ყალბი ღიმილით გამიღიმა.
- დემეტრესთან ვარ, ცალია? -მეც იგივენაირად გავუღიმე და გრძელ ფეხებზე ავაყოლე თვალი, რა ჯანდაბა ხდება, მდივანია ნეტა ეს თუ ვიქტორია სეკრეტის მოდელი.
- რა ვუთხრა ვინ ხართ? შეხვედრა გქონდათ დანიშნული? -ახლა ვიქტორიას მოდელმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა თავიდან ფეხებამდე და რატომღაც ვინანე რომ უბრალო ჯინსი და კეტები მეცვა და თმაც ბაღის მოსწავლესავით მქონდა დაწნული.
- უთხარით რომ მეუღლე ესტუმრა, -უგემურად მივუგდე და იქვე მდგარი დივნის სახელურზე ჩამოვჯექი.
- მეუღლე? მე მაპატიეთ არ ვიცოდი, -ისე შეწუხდა თითქოს ცოტა ხნის წინ თვითონ არ მიყურებდა ისე თითქოს ჩემი დახრჩობა უნდოდა.
- ბატონ დემეტრეს სტუმარი ჰყავს, ცოტა ხანში განთავისუფლდება, მანამდე რამეს ხომ არ დალევთ, ყავა, ჩაი ან წვენი ხომ არ გნებავთ?
- არაფერი არ მინდა ნუ შეწუხდები, -მივუგე და ახლა უფრო თავისუფლად მოვკალათდი.
- არ ვწუხდები, ეს ჩემი საქმეა, -ჩაილაპარაკა და მაგიდას მიუჯდა, ათიოდე წუთში კარი გაიღო და სოლიდურად ჩაცმული თმაშევერცხლილი მამაკაცი გამოვიდა, უკან დემეტრე მოყვებოდა, დამინახა თუ არა სახე გაუბრწყინდა, მეც მაშინვე წამოვდექი ფეხზე.
- გურამ ჩემი მეუღლე მინდა გაგაცნო, -დემეტრემ ჩემი თავი წარუდგინა.
- საიამოვნოა, -ხელი ჩამომართვა და ისევ დემეტრეს მიუბრუნდა, -გული მწყდება რომ თქვენს ქორწილში ვერ მოვედი მაგრამ ხომ იცი რატომაც ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, ულამაზესი მეუღლე გყოლია ბედნიერებას გისურვებთ.
- მადლობა გურამ, შენს შემოთავაზებაზე ვიფიქრებ.
- იფიქრე, კარგი წინადადებაა, -გურამი დაგვემშვიდობა და ლიფტისკენ წავიდა.
- ნანა გაიცანი? -დემეტრემ იქვე მდგარ თავჩაღუნულ მდივანზე მანიშნა.
- ჰოო, წეღან გავიცანით ერთმანეთი, ძალიან სასიამოვნო ადამიანია, -გაკვირვებულ ნანას თვალი ჩავუკარი და დემეტრე გავყევი რომელსაც კაბინეტისკენ მივყავდი, შევედით თუ არა, კარები მიკეტა, ზურგით ზედ ამაკრა და ტუჩებზე დამაცხრა.
- ძალიან მომენატრე, -ჩამჩურჩულა როგორც კი მომშორდა და ნორმალურად სუნთქვა შეძლო.
- მეც მომენატრე თანაც ძალიან, -ახლა მე მოვეხვიე და ვაკოცე.
- ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ ამაღამ აქ დარჩენა მოგვიწევს, -გაეცინა და ჩემს ნაწნავს წაეთამაშა, -თმა აღარ შეიჭრა რა ცოტა გაიზარდე, გრძელი თმა ძალიან მოგიხდება, ახლა რომ წარმოგიდგენ, სრულიად შიშველს, საჯდომამდე ჩამოშლილი თმით, -თავი უკან გადახარა, თვალები დახუჭა და ტუჩებზე ენა გადაისვა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და დავსველდი...
- გეყოფა ასე ნუ იქცევი, -ძლივს დავუსხლტი ხელიდან, -წავიდეთ რა.
- ოცნებასაც არ მაცდი, -დაიწუწუნა და ქურთუკს დასწვდა.
ხელიხელ ჩაკიდებული გამოვედით შენობიდან, წითელლოყებიანმა დაცვის ბიჭმა დამინახა თუ არა დემეტრესთან ხელჩაკიდებული გაფითრდა და უხერხულად გაიღიმა.
- ხვალამდე თაზო, -დაემშვიდობა დემეტრე.
- ნახვამდის ბატონო დემეტრე, -ძლივსგასაგონად თქვა და მუდარით სავსე თვალებით შემომხედა, არ ვიცი რა ეგონა, ალბათ იფიქრა რომ უფროსთან დავაბეზღებდი იმის გამო რომ ჩემთან ფლირტს ცდილობდა, შეუმჩნევლად გავუღიმე და ხელი დავუქნიე.
სახლში მივედით თუ არა მაშინვე სამზარეულოსკენ გავეშურეთ ორივეს გვშიოდა, სამზარეულოში ლიკა დაგვხვდა, ხვალ მეგობრებს ელოდა და მანანას მითითებებს აძლევდა თუ რა უნდა მოემზადებინა, შევედით თუ არა მაშინვე დაკვირვებით შემომხედა, ცდილობდა ჩემს სახეზე ამოეკითხა რა მოხდა, ცერა თითი ავუწიე იმის ნიშნად რომ ყველაფერი კარგად იყო, მანაც ყოჩაღო მანიშნა და ღიღინ-ღიღინით გავიდა გარეთ.
- როდის აქეთია შენ და ლიკას ასეთი ურთიერთობა გაქვთ, -დემეტრეს აშკარად ცნობისმოყვარეობა კლავდა.
- როგორი ასეთი? -თავი მოვისულელე.
- ისეთი თითქოს შეთქმულები იყოთ და მნიშვნელოვანი სახელმწიფო საიდუმლო მხოლოდ თქვენ იცოდეთ.
- რას ამბობ რა საიდუმლო, უბრალოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს.
- ახლა ძალიან დაღლილი ვარ და მოდი ისე მოვიქცევი ვითომ ჩემი მოტყუება მოახერხე კარგი? -მკერდზე მიმიკრა და კიდევ ერთხელ დამიკოცნა ტუჩები.
- ჩემი პატარა, საყვარელი და მატყუარა გოგო.
- - - - - - - -
- ჩემი უნივერსიტეტში წასვლის დროც მოვიდა, კომპანიაში უამრავი საქმე იყო, დემეტრეს თითქმის ყოველ დღე უწევდა მუშაობა, მე მთელი დღე ვსწავლობდი და ერთმანეთს მხოლოდ საღამოობით თუ ვნახულობდით, თავიდან მეშინოდა ასეთი ურთიერთობის მაგრამ ამან ჩვენს სიყვარულს ვერაფერი დააკლო, პირიქით საღამოობით უფრო მონატრებულები ვხვდებოდით ერთმანეთს და ჩვენი ღამეებიც უფრო მეტად ცეცხლოვანი და ვნებიანი იყო.
ოთხშაბათ დილით რომ გავიღვიძე და დემეტრე ჩემს გვერდით მძინარე დავინახე გამიკვირდა, თვალებს არ ვუჯერებდი, დიდხანს დავყურებდი და მისი თითოეული ნაკვთის შესწავლას ვცდილობდი.
- სადამდე უნდა მიყურო ასე, -ამოიხვნეშა და მაიძულა რომ მის მკლავზე დამედო თავი.
- როგორ მიხვდი რომ გიყურებდი?
- ჩუუუ, არ ილაპარაკო, ჩამეხუტე და მაცადე შენთან ერთად ყოფნით დავტკბე.
- წასასვლელი ვარ დემე, -მაინც ვერ მოვისვენე.
- დღეს რომ არ წახვიდე?
- არ შემიძლია, დღეს ახალი ლექტორი უნდა გავიცნოთ და რომ არ მივიდე არ შეიძლება, ისე შენ რატომ ხარ სახლში არ მეტყვი?
- ჩემს თავს ერთდღიანი შვებულება მოვუწყვე, ძალიან გადავიღალე, თანაც ასე თუ ისე საქმეები დავალაგე და ახლა უფრო ხშირად შევძლებ ხოლმე დასვენებას, ეცადე ცოტა ადრე მოხვიდე და საღამოს ყველა ერთად გავიდეთ სადმე, ცოტა დავლიოთ და გავერთოთ.
- კარგი უფროსო გავითვალისწინებ, -ვაკოცე და სანამ გამოფხიზლდებოდა და ჩემს დაჭერას მოახერხებდა წამოვხტი და აბაზანაში შევვარდი.
- პატარა თაღლითო, იცოდე ამისთვის გაზღვევინებ, -სიცილნარევი ხმა მომესმა.
- შენ სულ მასე მემუქრები, -ჩავიფრუტუნე და როცა მისი დასჯის მეთოდები გამახსენდა, თავს ვეღარ მოვერიე, ჯანდაბას ცოტა თუ დავაგვიანებ არაფერი მოხდება, აბაზანიდან გამოვედი და პირდაპირ ხელებში ჩავუვარდი.
- ვიცოდი რომ ასე უბრალოდ წასვლას ვერ შეძლებდი, -ვნებისგან დაბოხებული ხმით მითხრა, ჩაიცინა, ხელში ამიტაცა, აციმციმებული თვალებით დამხედა და საწოლისკენ წამიყვანა.
- - - - - - - -
ჩემდა საბედნიეროდ ლექციაზე არ დამიგვიანია, შევედი და დავჯექი თუ არა ახალი ლექტორიც შემოვიდა, ოცდაათ წლამდე, მაღალი სიმპათიური მამაკაცი იყო, გაცნობის ცერემონიამ ჩვეულებრივად ჩაიარა, უშუალოდ იქცეოდა და ყველას გული მალევე მოინადირა განსაკუთრებით გოგონების, როგორც იქნა ჩემზე მიდგა საქმე, სახელი და გვარი მკითხა, ვუპასუხე თუ არა დაკვირვებით შემომხედა, უცნაურად ჩაიღიმა და ახლა სხვა მოსწავლისკენ გადაინაცვლა, ლექციის დასრულდა და გასვლა დავაპირე თუ არა მთხოვა რომ ცოტა ხნით დავრჩენილიყავი, გამიკვირდა თუმცა დავრჩი, როგორც კი ყველა მოსწავლე გავიდა აუდიტორიის კარი დახურა და მომიბრუნდა, ახლა სხვანაირად, უცნაურად მიყურებდა, არა ისე როგორც ლექტორი, თვალები სევდით და სიყვარულით ჰქონდა სავსე.
- მაო მიხარია რომ გაგიცანი, ვისურვებდი რომ ასეთ სიტუაციაში არ შეგხვედროდი და პირდაპირ დემეტრეს გაეცნო შენი თავი ჩემთვის, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ეს შეუძლებელია...
- დემეტრეს იცნობთ?
სიმწრით ტუჩი მოიკვნიტა და ხელი გამომიწოდა.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, მე დაჩი ვარ, დემეტრეს ბავშვობის მეგობარი...


- - - - - - - - - - - - - - - - -


- არ მჯერა რომ შუა აპრილში ასეთი ამინდებია და ასე ცხელა, -ბალახზე გაშლილ პლედზე გულაღმა დავეშვი და ჩემს გერდით გაშოტილ დემეტრეს ცალი თვალით გავხედე, ხელის ზურგები თვალებზე ჰქონდა აფარებული და საყვარლად იღიმოდა.
- რაზე ფიქრობ? -თითები მაისურის ქვეშ შევუცურე და ყურთან მსუბუქად შევუბერე სული, ნათლად დავინახე როგორ დაეხორკლა კანი.
- რატომ ვერ ისვენებ მაო? -ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა, წამებში მომექცა ზემოდან და ვნებისგან დაბინდული თვალებით მომაჩერდა, მისი საკმაოდ მოზრდილი თმები სახეზე მეყრებოდა, ცხვირით ცხვირზე მეხებოდა, საყვარელი სურნელი ნესტოებში მიძვრებოდა, ტვინის ყოველ უჯრედამდე აღწევდა და სიამოვნების საბურველში მხვევდა, მთელი ნებისყოფის მოკრება დამჭირდა რომ მისთვის ცოტაოდენი წინააღმდეგობა გამეწია.
- გეყოფა, ხომ არ დაგავიწყდა რომ აქ მარტო არ ვართ, -საცოდავად ამოვიკნავკლე და თვალების ცეცება დავიწყე რომ ვინმე მაინც დამენახა ახლომახლო.
- ტყუილად აცეცებ მაგ ლურჯ თვალებს, აქ არავინაა, ბექა, ონისე, ნატა და ანა, ქალაქში ჩავიდნენ პროდუქტებისთვის, იკა და ლიზა კი სახლში შევიდნენ წეღან და დარწმუნებული ვარ ახლა ჩვენთვის ნამდვილად არ სცალიათ, თანაც სახლიდან საკმაოდ მოშორებით ვართ, დიდი-დიდი ციყვებმა დაინახონ რას ვაკეთებთ.
- კარგი რა დემე.
- ჯერ მიწვევ და მერე წუწუნებ, ასეთი რაღაცეები ჩემთან არ გაგივა პატარავ, -ჩაიცინა, წამოჯდა, თეძოებში ხელი ჩამავლო, მაღლა ამწია და მის მუხლებზე აღმოვჩნდი, ცალი ხელი კისერზე მომხვია, თავისკენ დამქაჩა და ტუჩებზე დამაცხრა, ცალი ხელით კი კაბა ზემოთ ამიცურა, საცვალს მისწვდა, სიფრიფანა, მაქმანებიან მატერიას საჩვენებელი და შუა თითი გამოდო და გაგლიჯა.
- ცოტა ნელა ველურო, -ჩავილუღლუღე როგორც კი მის ტუჩებს მოვწყდი, მერე კი აცახცახებული თითებით დავწვდი მის შარვალს და შევუხსენი.
- მომწონს რომ კაბა გაცვია, ასეთი სიტუაციებისთვის პირდაპირ მისწრებაა, -ამჯერად ორივე ხელი ჩამავლო თეძოებში რომ ჩემთვის მის ასოზე მოთავსება გაეადვილებინა, მერე კი ისევ ტუჩებზე მეცა რომ სიამოვნებისგან წამოცდენილი ხმები ჩაეხშო, კაბის ღილები ჩამიხსნა, ამჯერად მოშიშვლებული მკერდი დამიკოცნა, საჯდომზე მტკივნეულად მომიჭირა და ჩემს მოძრაობებს აყვა, ეს ნამდვილად სრულყოფილი სიამოვნება იყო, ორივე ვცდილობდით ერთმანეთისთვის გვესიამოვნებინა და ერთმანეთის ნასიამოვნები სახის დანახვას ნეტარების მწვერვალზე ავყავდით...
ჯერ კიდევ ბურანში მყოფი ვიწექი მის გვერდით და საოცრად ლურჯ ცას თვალებმოჭუტული შევყურებდი, ჩემსკენ გადმობრუნდა, იდაყვზე დაეყრდნო და ზემოდან დამხედა, ისეთი სუფთა და კამკამა თვალები ჰქონდა რომ მათში გარკვევით ვხედავდი ჩემს ბედნიერებისგან გამოშტერებულ სახეს, უნებურად გამეღიმა.
- გთხოვ მითხარი რა გაიფიქრე? -რაღაცნაირად საყვარლად მთხოვა.
- მაინტერესებს ახლა როგორ მხედავ, შენი თვალით დანახული ჩემი თავის დანახვა მინდა.
- ნეტავ მართლა შეგეძლოს ამ სასწაულის დანახვა, -თითები ნაზად ჩამომისვა ლოყაზე და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, ისე მიყურებდა თითქოს ჩემს კანში შემოძრომა, ჩემი მთლიანად შესრუტვა და შთანთქმა უნდოდა, ტუჩებზე ნაზად შემეხო, შეხსნილი ღილები სათითაოდ შემიკრა და თავი მკერდზე დამადო.
- - - - - -
- ცუდია რომ ასე მალე მივდივართ, ჯერ სულ ხუთი დღეა რაც ჩამოვედით და ხვალ უკვე უკან ვბრუნდებით, იქნებ ცოტა ხანს კიდევ დავრჩენილიყავით, -ნატა ონისეს მიეხუტა და საყვარლად აუხამხამა თვალები.
- ნუ მიხამხამებ თვალებს აფერისტულად, -თმა აუჩეჩა ონისემ უმცროს დას და ლოყები ისე დაუჩქმიტა რომ ააკივლა.
- მაო ვერ ხედავ რა დღეში მაგდებს, ხომ მითხარი რომ სულ ჩემ მხარეს დაიჭერდი ხოლმე, -დაიწუწუნა და ისე შემომხედა რომ აშკარად მხარდაჭერას ელოდა ჩემგან.
- აჰა, ესე იგი ჩემს წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ? -ონისემ გაბრაზებულმა გადმომხედა.
- კარგი ერთი, გეყოფა, ამხელა კაცი ხარ და არ გრცხვენია რომ პატარა ბავშვს აწვალებ? -გვერდით მივუჯექი ჩემს ძმას და ვაიძულე რომ ნატა გაეშვა, ისიც მაშინვე ბექას მიუჯდა გვერდით გაბუტული სახით და მიეხუტა, მანაც მაშინვე თავზე მოფერება დაუწყო და თან ონისეს ანიშნა ვერ გადამირჩებიო, არ გამომპარვია როგორი თვალებით უყურებდა ონისე ბექას.
- რა ხდება ძამიკო, ასე რატომ უყურებ ბექას და ნატას.
- არ ფიქრობ რომ ზედმეტად ახლო ურთიერთობა აქვთ?
- კარგი რა, ამას როგორ ამბობ, დარწმუნებული ვარ ისე უყურებს როგორც პატარა დაიკოს.
- ამაში მეც დარწმუნებული ვიყავი, როცა ნატა თორმეტი წლის იყო, მაგრამ ახლა შეხედე მაო, უკვე ჩვიდმეტი წლისაა და ძალიან ლამაზი გოგოა, ისეთი ლამაზი რომ ვერცერთი კაცი გულგრილად ვერ შეხედავს, მიჭირს ამის აღიარება მაგრამ უკვე გაიზარდა, ის პატარა გოგო აღარ არის ზურგზე მოკიდებული რომ დაგვყავდა და დღეები გვქონდა განაწილებული, ვის უნდა წაეყვანა მაკდონალდში, როცა საფრანგეთიდან შენს გასაცნობად ჩამოვიყვანე, აეროპორტში მე და ბექა დავხვდით, რომ გენახა როგორ უყურებდა...
- დარწმუნებული ხარ?
- მე კაცი ვარ მაო და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ისეთი მზერა როგორითაც ბექა ნატას უყურებდა, არ მინდა არასწორად გაიგო, ნამდვილად არ ვარ ისეთი ტიპი რომელიც საკუთარი დის ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი ეგოისტური მიზნების გამო ჩაერევა, არც ბექას ასაკზე და იმაზე მაქვს პრობლემა რომ ჩემი ძმაკაცია, დარწმუნებული ვარ ისეთს არაფერს გააკეთებს რომ ნატას გული ატკინოს და ჩვენს მეგობრობას საფრთხე შეუქმნას, უბრალოდ ნატა ამ ყველაფრისთვის ჯერ ძალიან პატარაა, ყველაფერი წინ აქვს, უნდა ისწავლოს, ფეხზე მყარად დადგეს, არ მინდა მთელი ცხოვრება ჩემზე ან ვინმე სხვაზე იყოს დამოკიდებული, არ მინდა რომ ადრეულ ასაკში იტვირთოს ოჯახის ტვირთი, არ მინდა მხრებზე ნაადრევად დაწოლილი პრობლემების გამო თვალებში ის სხივი ჩაუქრეს ასე რომ მიყვარს, მის გამო მეშინია მაო...
ვუსმენდი და არ მჯეროდა, ვუსმენდი და გული მტკიოდა იმის გამო რომ მივხვდი თუ რაოდენ ცუდად ვიცნობდი საკუთარ ძმას, თურმე როგორი მგრძნობიარეა და როგორი სიყვარული შეუძლია, იჯდა ჩემს გვერდით მხრებში მოხრილი, ფიქრებისგან დაღლილი და სევდისგან დამძიმებული, იჯდა და თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა კოცონს, წელზე შემოვაჭდე მკლავები და თავი მკერდზე მივადე, მანაც მომხვია ხელები ნიკაპით თავზე დამეყრდნო და ღრმად ამოიხვნეშა.
- რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო, -ჩემთვის არ უკითხავს უბრალოდ თქვა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ბექას მკლავებში მომწყვდეულ ნატას.
- ამაზე ნუ იფიქრებ, ახლა მეც გყავართ შენ და ნატას, მარტო აღარ ხართ, მე დაველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ.
- როგორ? ეტყვი რომ ბექას ახლოს არ გაეკაროს?
- არა, რას ამბობ, ამას არ გავაკეთებ, დარწმუნებული ვარ რომ ნატა ბექას როგორც კაცს ისე არ უყურებს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ახლა რომ ვუთხრა მგონი ბექას მოსწონხარ და მისგან თავი შორს დაიჭირეთქო, ამით იმას მივაღწევთ რომ პირიქით, მის მიმართ ინტერესი გაუჩნდება და სხვა თვალით შეხედავს, ხომ გაგიგია შეძახილმა ხე გაახმოო, ყველაფერი მე მომანდე კარგი? ვიცი რაც უნდა გავაკეთო.
- რა კარგია რომ ისეთი ვინმე მყავს ვისაც ასეთ თემებზე დაველაპარაკები, შენზე ვგიჟდები დაიკო, შენ რომ არა ალბათ რამე სისულელეს გავაკეთებდი...
უეცრად შეწყვიტა საუბარი და ვიგრძენი როგორ დაიძაბა, მის მზერას გავაყოლე თვალი, სახლიდან თეთრ ფრიალა კაბაში გამოწყობილი ანა გამოვიდა ხელში თეფშებით, იქვე ცეცხლთან მდგარ მაგიდაზე დაალაგა და მოგვიახლოვდა.
- თავს როგორ გრძნობთ ბატონო ონისე, -დამტკბარი ხმით და თვალების ჟუჟუნით ჰკითხა, ონისემ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და ამოილუღლუღა კარგადო, მე კი ღიმილი ძლივს შევიკავე, სასაცილო იყო როგორ იბნეოდა ჩემი ორმეტრიანი ძმა ამ ციცქნა გოგოს დანახვისას.
- ჰოდა თუ კარგად ხარ კეთილი ინებე ადექი და მაგიდის გაშლაში დამეხმარე, -მიახალა და თეძოების მაცდური რხევით წავიდა სახლისკენ.
- ერთხელაც იქნება შემომაკვდება ეს ენაგრძელი, -ჩაიბურტყუნა და წამოდგა.
- აბა, აბა, არც კი გაბედო და არ აწყენინო, ანასთან ფრთხილად იყავი თორემ იცოდე საქმე ჩემთან გექნება.
- როგორ გეტყობა რომ შენს დაქალს არ იცნობ, რომელ წყენინებაზეა ლაპარაკი, სიცოცხლეს მიმწარებს, მე გყავარ მისგან დასაცავი და ვერ ხვდები, -თავი გადააქნია და მხიარული სიცილით წავიდა სახლისკენ.
- - - - - -
- არ მეტყვი როგორ მოახერხე და ირაკლი და ნათია თავიდან როგორ მოიშორე? -ისე მოულოდნელად მკითხა დემეტრემ რომ ალუბლის წვენი სასულეში გადამცდა და კინაღამ დავიხრჩვი.
- მე რა შუაში ვარ, ალბათ ნათიას საზღვარგარეთ ცხოვრება მოუნდა და ხომ იცი ირაკლიც ყველაფერს უსრულებს, ადგნენ და წავიდნენ, -რაც შემეძლო უდარდელად ვთქვი.
- კარგი რა ხომ იცი რომ ვერ მომატყუებ, ვიცი რომ მაგ საქმეში შენი და ლიკას ხელი ურევია.
გამომცდელად შევხედე, ღიმილით მიყურებდა და თვალებში მხიარული ნაპერწკლები უთამაშებდა, აშკარად არ იყო გაბრაზებული და მეც გული მომეცა.
- შეიძლება სულ ცოტათი ჩავერიეთ კიდეც, სულ ცოტათი, ოღონდ არ მკითხო რა გავაკეთე, მთავარია რომ ჩვენგან შორს იქნებიან და ონისეც ვერასდროს გაიგებს დედამისის ინტრიგების შესახებ.
- საშიში ქალი ხარ.
- განსაკუთრებით მაშინ როცა მშია, -დავიწუწუნე და მწვადით სავსე თეფშზე ვანიშნე, გაეცინა და რამდენიმე ნაჭერი გაგდმომიღო.
- აბა როგორ მოგწონს?
- ძალიან გემრიელია, ნამდვილი პროფესიონალი ხარ, -პირგამოტენილმა ძლივს მოვახერხე რომ მეპასუხა.
- არ დაიჯერო რძალო, მე შევწვი, ეგ უბრალოდ იბრალებს, -იკამ სავსე თეფში ლიზას მიაწოდა და შესცინა.
- აფერისტი, როგორ ცდილობს რომ ლიზას თავი მოაწონოს, -ჩამჩურჩულა დემეტრემ და თან პირზე ხელი აიფარა რომ როგორმე სიცილი შეეკავებინა.
- მოიცა, შენ რა იცი მათ შესახებ? როგორ? რამდენი ხანია? ვინ გითხრა? -ერთბაშად მივაყარე.
- ვხვდებოდი, იკას დიდი ხანია მოსწონს ლიზა, მაგრამ ვერ ეუბნებოდა.
- შენს გამო?
- ჰო, ჩემს გამო, ხომ გესმის ძმაკაცის დაიკო და რამე, -ჩაიცინა და სიყვარულით სავსე მზერა შეავლო წყვილს რომელიც ერთმანეთის გარდა აშკარად ვერავის და ვერაფერს ვერ ამჩნევდა.
- მერე რა მოხდა, როგორ გაიგე?
- გახსოვს იმ ღამეს იკა ჩვენთან რომ დარჩა და ლიზას საძინებელში ეძინა?
- ესეც იცი?
- იკამ მითხრა, იმ დღეს დამელაპარაკა პირველად თავისი გრძნობების შესახებ.
- შენ რა უთხარი?
- შეხედე მათ და მიხვდები, იკას მის მიმართ სერიოზული გრძნობები აქვს, ლიზასაც უყვარს, ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ და ვუთხარი რომ ყველაფერი ვიცი, მიტომაც არის ასე თავისუფლად.
- არადა იცი როგორ ეშინოდა რომ გაბრაზდებოდი.
- მე მხოლოდ ის მინდა რომ ბედნიერი იყოს, იკას გვერდით კი ბედნიერი იქნება, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ ოღონდ იცოდე არავის უთხრა თორემ იკას ძალიან დიდ სიურპრიზს ჩაუშლი, თბილისში რომ დავბრუნდებით ცოლობა უნდა სთხოვოს.
- მართლა? რა კარგია, როგორ მიხარია, რომ ერთად იქნებიან და როგორ მიხარია რომ ასეთი კარგი მყავხარ, იღბლიანი ვარ, სამყაროში ერთადერთი არსებობ ასეთი იდეალური და ჩემი ხარ.
- გეყოფა, ამდენმა ქებამ შეიძლება მაწყონოს, -თვალები აუციმციმდა და ბედნიერებით აევსო, მე მას ვაბედნიერებ, ის კი მე, ღმერთო ოღონდ ეს ყველაფერი უბრალო მირაჟი არ აღმოჩნდეს...
- სამ დღეში ხომ შენი დაბადების დღეა, ჰოდა იკამ იფიქრა რომ როცა ყველა ერთად ვიქნებით რესტორანში შეკრებილები მაშინ სთხოვოს ხელი, რას იტყვი?
- მართლაც ძალიან მაგარი დაბადების დღე გამოვა, აუ დემე ახლა გამახსენდა და რაღაც უნდა გითხრა,
-წინასწარ მოვემზადე უსიამოვნო საუბრისთვის, მანაც აშკარად იგრძნო ჩემი ცვლილება და დაიძაბა, ჩემსკენ მობრუნდა და თვალებში ჩამხედა.
- გისმენ, რა უნდა მითხრა?
- ხომ გახსოვს გითხარი რომ ახალი ლექტორი გვყავს.
- რათქმაუნდა მახსოვს.
- ჩემს დაბადების დღეზე დავპატიჟე.
- ძალიან კარგი, -გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა, -შენი დაბადების დღეა და ვინც გინდა ის დაპატიჟე.
- მე უბრალოდ... არ ვიცი როგორ გითხრა... ის... -ენა დამება და მთლად გავწითლდი, ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა მეთქვა მისთვის თუ ვინ იყო ჩემი ახალი ლექტორი, მიყურებდა და ელოდა როდის მოვაბავდი თავს სათქმელს, ბოლოს ვეღარ მოითმინა და გულიანად გადაიხარხარა.
- რა გაცინებს? -გამიკვირდა.
- დამშვიდდი მაო, ვიცი რომ დაჩი შენი ლექტორია, ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, შენ თუ თვლი რომ ის შენს დაბადების დღეზე უნდა იყოს მოვიდეს.
- საიდან იცი? როგორ გაიგე?
- ვცდილობ ყველაფერი ვიცოდე რაც შენ გეხება.
- ჰმ, მითვალთვალებ?
- არა, უბრალოდ შენს მიმართ ყურადღებას ვიჩენ.
- ესე იგი არ მიბრაზდები?
- რატომ უნდა გავბრაზდე?
- იმის გამო რომ ყველაფერი ვიცოდი თქვენს შესახებ და მაინც დავპატიჟე.
- კარგად გიცნობ მაო და ვიცი დაუფიქრებლად არაფერს აკეთებ, შენს კეთილ ზრახვებშიც დარწმუნებული ვარ, ალბათ გქონდა მიზეზი რომ დაგეპატიჟებინა.
- მინდა რაღაც მოგიყვე, როცა პირველად შემოვიდა აუდიტორიაში და გაგვეცნო, მიცნო, არ ვიცი საიდან, ალბათ სოციალური მედიიდან, ლექციის შემდეგ დარჩენა მთხოვა და ცოტახანს ვისაუბრეთ, მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვილაპარაკეთ...
- გისმენ, გააგრძელე, -სრულიად მშვიდად მისმენდა, ის კი არადა იღიმოდა კიდეც, არადა როგორ მეგონა რომ გაცოფდებოდა...
- რამდენჯერმე ვისაუბრეთ და მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი ადამიანია.
- ვიცი მაო, ერთად გავიზარდეთ, ძმებივით ვიყავით, მანამდე სანამ...
- სწორედ ამაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი, ვფიქრობ დრო მოვიდა რომ აპატიო და შეურიგდე.
- არ მინდა გაწყენინო მაგრამ ეს შენ არ გეხება.
- მისმინე, შენ რომ გენახა მისი თვალები რამხელა ტკივილს და სევდას იტევს, შენ რომ გეგრძნო როგორ ტკივა ის ყველაფერი რაც თქვენს შორის მოხდა... მე ჩავხედე მას თვალებში, ვიგრძენი მისი ტკივილი და თქვენ არცერთი არ იმსახურებთ რომ იმ ალქაჯის ინტრიგების გამო გული გტკიოდეთ.
- შენ არ გესმის, არ გესმის რა გააკეთა.
- შენ კი არ გესმის რისი გაკეთება შეუძლია ქალს თუ მოინდომა, ქალმა თუ ისურვა ეშმაკსაც კი შეაცდენს, იმ დღეს ნასვამი იყო დაჩი, სამსახურში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, შეყვარებულსაც დაშორდა და ძალიან ცუდად იყო, ბევრი დალია, მერე ნინიმ მიაკითხა სახლში...
- ეს თვითონ მოგიყვა?
- ჰო, თვითონ მომიყვა და არ თქვა რომ ასეთი რამ არ შეიძლება ვინმეს დაემართოს, გაიხსენე ნათიამ რა გაგიკეთა, არ ვიცი რატომ მაგრამ მისი მჯერა, დარწმუნებული ვარ ნინიმ ეს ყველაფერი შენთვის გულის სატკენად მოაწყო, შენ წარმოიდგინე ახლაც კი ამდენი ხნის შემდეგაც კი ტანჯავს დაჩის დანაშაულის გრძნობა, შენ აკლიხარ, შენც გაკლია ის, ხომ ასეა?
ერთხანს უხმოდ მიყურებდა, მერე იდაყვებით მაგიდაზე დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო, მერე თავი აწია და უცნაურად ჩაწითლებული თვალებით შემომხედა.
- კარგი იყოს ასე, მივცეთ შენს ლექტორს ერთი შანსი.
- ამას სერიოზულად ამბობ?
- არასერიოზულობის რა მეტყობა, -გახუმრება სცადა, თუმცა ვატყობდი როგორ ნაძალადევად იღიმოდა.
- მაპატიე რომ ამ ყველაფერში ჩავერიე, უბრალოდ დავინახე თუ არა შევატყვე როგორი კარგი ადამიანია დაჩი, უყვარხარ...
- ვიცი მაო ვიცი, მეც მიყვარს, ყოველთვის, მთელი ცხოვრება ისე მიყვარდა როგორც შეიძლება რომ ღვიძლი ძმა გიყვარდეს, შენი აზრით ასე ადვილია ასეთი სიყვარულის დავიწყება? მადლობა რომ მაიძულე, ამ ყველაფრისთვის თვალის გასწორება, ვცდი, მართლა მინდა ვცადო და ისევ დავიბრუნო ჩემი მეგობარი, არ ვიცი რამდენად გამოგვივა მაგრამ...
- ადვილი არ იქნება.
- გამხნევებაც ამას ჰქვია.
- გინდა რომ მოგატყუო? გინდა გითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება? არა, ასე არ არის, თვითონაც იცი რომ თავიდან გაგიძნელდებათ თუმცა ვფიქრობ თქვენი მეგობრობა ყველაფერს გადაწონის.
- ჩემი სასწაული ხარ, -ათრთოლებული ბაგეებით მაკოცა შუბლზე და მკერდზე მიმიკრა.
- - - - - -
დილიდანვე განსაკუთრებულად ვემზადებოდით ჩემი დაბადების დღისთვის, დავითს და ლიკას თავიდანვე უარი ვუთხარი პომპეზურად აღნიშვნაზე და პატარა წყნარ რესტორანში მხოლოდ ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში აღნიშვნაზე შევთანხმდით, მთელი დღე მაღაზიებში გავატარეთ და საღამო ხანს როგორც იქნა სახლამდეც მოვაღწიეთ, ნატა და ანა ხალიჩაზე გაიშხლართნენ, ლიზა ჩემთან ერთად წამოგორდა საწოლზე.
- აბა ვინ ვის უკეთებს მაკიაჟს, მე ანამ გამიკეთოს, მაგრად გამოსდის, -ლიზამ აფერისტულად აუჟუჟუნა თვალები ანას.
- კარგი ჰო, შენ და ნატას მე გაგალამაზებთ, მაო საკუთარ თავს თვითონ მიხედავს, მაინც არ უყვარს მაგას მკვეთრი მაკიაჟი, -უცბად მომიშორა თავიდან და წამოხტა.
- აბა ჩადექით რიგში, სწრაფად, ამდენი დრო არ მაქვს, -გამოაცხადა და ფუნჯი თითებში დაატრიალა.
- ამას მგონი თავი მართლა პროფესიონალი ვიზაჟისტი ჰგონია, -ჩაიფხუკუნა ლიზამ.
- ჩუ არ გაგიგოს თორემ დარჩები ისე, -ჩავჩურჩულე და წამოვიზლაზნე რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა, დღეს განსაკუთრებით ლამაზი უნდა ვყოფილიყავი, მინდოდა დემეტრე ჩემი დანახვისას აღფრთოვანებულიყო, კარადიდან შავი გრძელი კაბა გამოვიღე, გულდახურული, ღია ზურგით და მარჯვენა ფეხზე ჭრილით, ჩავიცვი და თმა უბრალოდ გადავივარცხნე უკან, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მაღალქუსლიან ფეხსაცმელი მოვირგე.
- ანა შეხედე მგონი წელთან ცოტა ვიწრო მაქვს, რა სჭირს ვერ გავიგე, მგონი წონაში მოვიმატე, -სარკის წინ დავტრიალდი და კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი.
- ორსულად ხარ და გვიმალავ? -მომახალა ანამ პირდაპირ და ჩემს შევარდნილ მუცელს და ვიწრო წელს ეჭვიანი მზერა სტყორცნა.
- ორსულად არ ვარ, უბრალოდ ერთი-ორი კილო მექნება მომატებული.
- რა იცი რომ არ ხარ?
- ვიცი იმიტომ რომ თავს ვიცავთ.
- მოიცა, თქვენ რა ბავშვი არ გინდათ? -გაუკვირდა ლიზას, ნატას გავხედე რომელიც კუთხეში ჩუმად იჯდა და ცდილობდა ჩვენი არცერთი სიტყვა არ გამოპარვოდა, კარგიც კი იყო რომ გვისმენდა, ჯობია თუ აქედანვე ეცოდინება რა არის სწორი, რა არასწორი და მახინჯი ტრადიციების და დოგმების გამო ცხოვრებას არ გაიმწარებს.
- ესე იგი ჯერ არ აპირებთ ბავშვის გაჩენას? -ანამ კიდევ ერთხელ მოინდომა დაზუსტება.
- ხომ გითხარით რომ თავს ვიცავთ დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
- კარგი რა ყველაფრის დაგეგმვა ხომ არ შეიძლება, -ჩაიფხუკუნა ლიზამ.
- გეთანხმები, ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება, შეიძლება დაუგეგმავად წახვიდე საღამოს რესტორანში ან კინოთეატრში, შეიძლება დაუგეგმავად ეწვიო ვინმეს სტუმრად ან სულაც დასასვენებლად წახვიდე, მაგრამ როცა საქმე ბავშვს შეეხება, სწორედაც რომ უნდა დაგეგმო, გათვალო, იფიქრო, რათქმაუნდა გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება მაგრამ უნდა ეცადო რომ ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე დაიყვანო და რაც მთავარია, მეწყვილესთან, პარტნიორთან, მეუღლესთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტო ასეთი სერიოზული რამ, ბოლოს და ბოლოს ახალ სიცოცხლეზე იღებ პასუხისმგებლობას, ბავშვის გაჩენა, გაზრდა, აღზრდა, თამაში არ არის, შენს თავს უნდა კითხო, შეგიძლია უბრალოდ ორ ფეხზე მოსიარულე სულიერი კი არა ადამიანი აღზარდო? შეგიძლია შენი ცხოვრების საუკეთესო წლები და თითქმის მთელი თავისუფალი დრო მას მიუძღვნა? შეგიძლია სრულფასოვანი ბავშვობა და ბედნიერი მომავალი აჩუქო? ეს ყველაფერი ბოლომდე უნდა გქონდეს გააზრებული სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებ.
- როგორ ახერხებ ყოველთვის ასეთი იდეალური იყო, მეც მინდა რომ შენ გგავდე, -ნატა გვერდით მომიჯდა და მხარზე მომეკრო.
- იდეალური არ ვარ და არც არავინ არ არის, საყვარელო, უბრალოდ ღმერთმა ტვინი იმიტომ მოგვცა ადამიანებს რომ ვიაზროვნოთ და კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი ერთმანეთისგან გავარჩიოთ, ყოველთვის არ გამოგვდის მაგრამ ხომ უნდა ვცადოთ მაინც.
- მიყვარხარ დაიკო.
- მეც მიყვარხარ პატარავ.
- გეყოფათ ერთმანეთისთვის სიყვარულის ახსნა, ალბათ უკვე გველოდებიან ბიჭები, ანამ კარი გამოაღო და ჩვენც ლამის ძალით გაგვყარა ოთახიდან.
- - - - - -
დაჩიმ დაიგვიანა, ვერთობოდით, ცეკვავდით, ვსვავდით, თუმცა დემეტრეს აშკარად ვატყობდი როგორი დაძაბული იყო, დავითმა და ლიკამ მალევე დაგვტოვეს და მხოლოდ ჩვენ დავრჩით, საბა და ნატა, ონისე და ანა, ლიზა და იკა, დაწყვილებულები ცეკვავდნენ, ის იყო მუსიკა დამთავრდა და მე და დემეტრე მაგიდისკენ წავედით რომ დარბაზში დაჩი შემოვიდა, ხელში პატარა ლამაზად შეფუთული იასამნისფერი ყუთი ეკავა და ნელი ნაბიჯით და უხერხული ღიმილით მოიწევდა ჩვენსკენ, დემეტრემ გაუცნობიერებლად ისე მაგრად მომიჭირა ხელზე ხელი რომ თითებმა ტკაცუნი დაიწყო და სიმწრისგან ამოვიკვნესე, დაჩი მოგვიახლოვდა, საჩუქარი გადმომცა, ლოყაზე მსუბუქად მაკოცა და მომილოცა, მერე დემეტრეს გაუწოდა ხელი, ვუყურებდი ნაცრისფერ თვალებში და შიშს ვხედავდი, შიშს რომ დემეტრე ვერ შეძლებდა ეპატიებინა, ირგვლივ მიმოვიხედე, ყველა ჩვენ გვიყურებდა და ელოდნენ რა მოხდებოდა, დემეტრემ თვალები დახუჭა ღრმად ამოისუნთქა, მხრები შეარხია თითქოს მოდუნებას ცდილობსო და ჰაერში ხელგაშეშებულ და თვალებგაფართოებულ დაჩის მოეხვია.
გაკვირვებისგან პირი დავაღე, ჩემი და დაჩის მზერა ერთმანეთს შეხვდა, დემეტრეს ეხუტებოდა და მადლიერებით სავსე მზერას არ მაშორებდა, თვალები აუწყლიანდა და ცრემლი ნელ-ნელა ჩამოუგორდა ლოყაზე.
- მტირალა გამხდარხარ, -დემეტრემ სიცილით მოწმინდა ცრემლი და მაგიდისკენ მიუთითა, -წამოდი დავსხდეთ დავლიოთ.
- ესე იგი მე... შენ... -ენა დაება და მთლად დაიბნა.
- არ გინდა, ჯობია საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ იმაზე რაც იყო, დღეს მაოს დაბადების დღეა და არ გვინდა ისეთ რაღაცეებზე საუბარი რამაც შეიძლება განწყობა გაუფუჭოს, -დაჩის მხარზე ხელი მოხვია და მაგიდისკენ წაიყვანა, ცოტა ხანში უკვე იმდენი გვქონდა დალეული ნინი და მათი წარსულში დარჩენილი უთანხმოება აღარავის ახსოვდა, ბავშვობის ამბებს იხსენებდნენ, იცინოდნენ და მათზე ბედნიერი მგონი არავინ იყო ამ სამყაროში, ‘’მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?’’
მეგონა მომეჩვენა როცა დავინახე როგორ შემონარნარდა დარბაზში ნინი და ჩვენს გვერდით მაგიდასთან მჯდომ მამაკაცს მიუჯდა გვერდზე, ფეხი ფეხზე გადაიდო და ურცხვი მზერა მიაპყრო დემეტრეს, არ გამომპარვია როგორ შეხედა დემეტრემ და კბილი კბილს დააჭირა, მერე იკასთან საუბარში გართულ დაჩის გადახედა რომელმაც არც კი იცოდა ნინის იქ ყოფნის შესახებ და ერთ ყლუპად გამოცალა სასმლით სავსე ჭიქა.
- დემე უკვე გვიანია, იქნებ სახლში წავსულიყავით? -სასმლისგან ამღვრეული თვალებით შემომხედა და კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა, შეივსო და დალია, ვხვდებოდი რაც ხდებოდა ახლა მის გონებაში, ვხვდებოდი და გამალებით ვფიქრობდი რისი გაკეთება შეიძლებოდა.
- საპირფარეშოში გავალ, -ბარბაცით წამოდგა ფეხზე.
- იქნებ რომელიმე გამოგყვეს? -ბიჭებზე ვანიშნე.
- კარგი რა მაო, არც ისეთი მთვრალი ვარ, -ღიმილით დამხედა, თავზე მაკოცა და არეული ნაბიჯით გავიდა დარბაზიდან, ორიოდე წუთით გადავიტანე ყურადღება იკაზე რომელიც რაღაც სასაცილოს ყვებოდა და როცა დარბაზი მოვათვალიერე ნინი აღარსად ჩანდა, გავბრაზდი, გავცოფდი, მივხვდი რომ დემეტრეს გაყვა, აშკარად სახეზე მეწერა ყველაფერი, დაჩი მიყურებდა თუმცა ვერ ბედავდა ეკითხა რა ხდებოდა,
- ცოტა ხნით გავალ, -ვთქვი, წამოვდექი და დარბაზიდან გავედი, მივდიოდი რბილი შუქით განათებულ დერეფანში და ფეხები უკან მრჩებოდა, იქნებ არ ღირს, იქნებ არ მსურს ამ ყველაფრის ნახვა, შემობრუნება დავაპირე მაგრამ წყეულმა ცნობისმოყვარეობამ ამის საშუალება არ მომცა, პირდაპირ შევაღე კაცების საპირფარეშოს კარი, ხომ ვიცოდი რაც დამხვდებოდა მაგრამ მაინც იმდენად მტკივნეული იყო დემეტრეს სხეულზე აკრული ნინის დანახვა რომ უნებურად ამოვიკვნესე და გულზე ხელი მივიჭირე, გამარჯვებულის სახით შემომხედა ნინიმ და მის ტუჩებს წაეტანა, უზარმაზარ სარკეში დაინახა დემეტრემ ჩემი გაფითრებული სახე, ნინი ცივად მოიშორა და განადგურებული სახით შემომხედა.
- არ გაბედო და არ გამომყვე, -ამოვიხავლე, კარი გამოვიხურე და გასასვლელისკენ გავიქეცი, გარეთ რომ გავედი ცრემლებისგან დაბინდული თვალებით უკვე ვეღარაფერს ვხედავდი, კიბეებთან დაჩის შევეჩეხე, მოაჯირზე მიყრდნობილი ეწეოდა სიგარეტს, შემაჩერა, ერთხანს უხმოდ მიყურებდა თვალებში.
- რა მოხდა მაო? რა გჭირს, რა გატირებს?
- მეტი აღარ შემიძლია, -ამოვიქვითინე და უღონოდ მივეყრდენი შუბლით მხარზე.
- აქ რა ხდება? -დემეტრეს ცივმა ხმამ მაიძულა დაჩის მოვშორებოდი და მისთვის თვალი გამესწორებინა, ისე გვიყურებდა თითქოს რამე დანაშაული გქვონოდა მის წინააღმდეგ ჩადენილი, მის თვალებში... ჯანდაბა, მის თვალებში იმხელა უნდობლობა ჩანდა... აღარაფერი მითქვამს, ფრთხილად ჩავიარე კიბეები და ტაქსი გავაჩერე, როცა იქაურობას მოვშორდი, ის ისევე იმავე პოზაში იდგა გაშეშებული და უაზროდ უყურებდა სივრცეს.
სახლში მივედი, გამოვიცვალე, სასწრაფოდ ჩავალაგე ერთ ჩემოდანში აუცილებელი ნივთები და ეზოში გამოვედი რომ ტაქსს დავლოდებოდი, ამ სახლში გაჩერება უკვე აღარ შემეძლო, აქაურობა სულს მიხუთავდა, ის იყო ტაქსი მოვიდა რომ დემეტრემაც შემოაღო ჭიშკარი და როცა იქვე მდგომი დამინახა ჩემოდნით ხელში გაშრა, ერთ ადგილზე გაშეშდა, აშკარად არ ელოდა ამას.
- მაო იქნებ გველაპარაკა, -ჩამწყდარი ხმით მითხრა და რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ.
- არამგონია იმის მერე რაც მოხდა სალაპარაკო გვქონდეს, -გვერდი ავუქციე და ღია ჭიშკრისკენ წავედი.
- მაო გთხოვ ნება მომეცი აგიხსნა, გეფიცები არაფერ შუაში ვარ, ნინი უკან შემომყვა საპირფარეშოში და შენ რომ შემოხვედი მაშინ ზუსტად მის მოშორებას ვცდილობდი.
- ვერ ხვდები არა? -მწარედ გამეცინა და მისი გაკვირვებული სახის დანახვისას უფრო მეტად მეტკინა გული.
- მე ეგ უკვე გაპატიე დემე, როგორ ფიქრობ ისეთი სულელი ვარ რომ ნინის დაგებულ მახეში გავებმები?
- თუ მაპატიე რატომ მიდიხარ?
- იმ უნდობლობას ვერასოდეს გაპატიებ რაც შენს თვალებში ჩანდა როცა მე და დაჩის გვიყურებდი,
-ვუთხარი და უკანმოუხედავად დავტოვე იქაურობა, არ გამომყოლია...
ის ღამე სასტუმროში გავატარე და დილით ანას მივადექი ამოღამებული თვალებით, არაფერი უკითხავს, ყავა მომიდუღა და წინ დამიდგა ოხშივარავარდნილი ფინჯანი.
- შეიძლება რომ ცოტახანს შენთან დავრჩე სანამ ბინას ვიქირავებ?
- ამის კითხვა საჭირო არ იყო მაო და საერთოდაც რატომ უნდა იქირაო ბინა, ჩემთან დარჩი მანამდე სანამ დემეტრეს შეურიგდები.
- არ შევურიგდები, -თვითონაც რომ არ ველოდი ისეთი მტკიცე ხმით გამოვაცხადე.
- დარწმუნებული ხარ? -სასაცილოდ მოჭუტა თვალები, გვერდით მომიჯდა და მომეხუტა.
- ის მე არ მენდობა, გუშინ ფაქტიურად იმ კახპა ნინისთან გამაიგივა, ამას არასოდეს ვაპატიებ, არასოდეს.
- არასოდეს თქვა არასოდესო არ გაგიგია?
- შემეშვი რა.
- არ გააგებინებ რომ ჩემთან ხარ და კარგად ხარ? მეც გირეკავდი, ტელეფონი გამორთული გაქვს, ალბათ ახლა გიჟს გავს.
ახლა დავფიქრდი იმაზე რომ არავინ იცოდა სად ვიყავი და როგორ ვიყავი, ალბათ ნატა და ონისე როგორ ნერვიულობენ, დემეტრე? რაც არ უნდა იყოს მაინც არ მინდა რომ ჩემზე ინერვიულოს.
- დაურეკე და უთხარი რომ შენთან ვარ, ოღონდ არ უთხრა რომ მე გითხარი დარეკვა და კიდევ აქ არ გაბედოს მოსვლა მისი დანახვა არ მინდა, რომ დაურეკავ მერე ტელეფონი მათხოვე ონისეს უნდა ველაპარაკო, ალბათ ძალიან ნერვიულობს.
- კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებთ ქალბატონო?
- კარგი რა შენ მაინც ნუ მომიშლი ნერვებს, ისედაც ჩემი გამჭირვებია, -დავიწუწუნე და ჩემოდანს დავეჯაჯგურე რომ საძინებელში შემეთრია.
- იცოდე მაინც მოგიწევს შერიგება, იკამ თქვენს გამო ლიზას ხელი ვერ სთხოვა და სანამ არ შერიგდებიან მანამდე უნდა გადავდოო ამბობს.
- მოიცა ეგ შენც იცოდი?
- რათქმაუნდა ვიცოდი, შენი აზრით ვინ შეარჩევინა ბეჭედი.
- - - - - -
ათი დღე ისე გავიდა რომ დემეტრე თვალით არ მინახავს, ანას ურეკავდა და ჩემს ამბავს კითხულობდა თუმცა ჩემთან დალაპარაკება არ უთხოვია, არ მიკვირდა რომ ასე იქცეოდა, კარგად მიცნობდა და იცოდა რომ დრო მჭირდებოდა, გაწეწილი, აბაზანის ხალათში გახვეული ვიჯექი მთელი დღეები მისაღებში, უაზროდ ვუყურებდი ტელევიზორს და ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი...
- ღამით კიდევ არ გეძინა, თვალები ჩაშავებული გაქვს, -ონისე გვერდით მომიჯდა და ხელი მომხვია.
- ვერ ვიძინებ ონო, მის გარეშე ვერ ვიძინებ, არ შემიძლია, სიზმარშიც და ცხადშიც მხოლოდ მას ვხედავ, სიცოცხლეს მიმწარებს ეგ უსინდისო.
- აქეთ შენ იტანჯები და იქით ის, ადამიანს აღარ ჰგავს, ამას რატომ აკეთებთ?
- ახლა უკვე მის მხარეზე ხარ? მოღალატე, -გაბრაზებული წამოვხტი და სავარძელში გადავჯექი.
- პატარა ბავშვივით ნუ იქცევი მაო, შენ არაფერს მეუბნებოდი ჰოდა დემეტრეს მოვთხოვე ყველაფერი აეხსნა ჩემთვის.
- რა გითხრა?
- მითხრა რომ შენს წინაშე დამნაშავეა და საშინლად ნანობს რომ იმედი გაგიცრუა.
- მან გთხოვა რომ დამლაპარაკებოდი?
- მას არაფერი უთხოვია, კარგად გიცნობს და იცის სანამ ყველაფერს შენ თვითონ არ გადახარშავ გაითავისებ და გადაიტან მანამდე შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
- ჰოდა ნუ მელაპარაკები, -ზურგი შევაქციე და თავი სავარძლის საზურგეზე ჩამოვდე.
- ასეთს რომ გიყურებ, ვკვდები მაო, შენ ჩემი საყვარელი დაიკო ხარ და არ მინდა რაღაც სისულელის გამო ბედნიერებაზე უარი თქვა, ჰო, შეცდომა დაუშვა მაგრამ უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, კარგად დაფიქრდი, მერე არ ინანო.
წამოდგა, მომიახლოვდა, ზურგიდან მომეხვია, თავზე მაკოცა და უხმოდ გავიდა ოთახიდან, მეორე დღეს ლიკა მესტუმრა, ჩემი დანახვისას წარბები მაღლა აზიდა და ისეთი სახით შემომხედა რომ მივხვდი აშკარად ზედმეტი მომივიდა დეპრესიული ქალის როლის თამაში, მოვუბოდიშე და ცოტა ხნით მარტო დავტოვე რომ მოვწესრიგებულიყავი, წყალი გადავივლე, თმა დავივარცხნე, გამოვიცვალე და ისე გამოვედი მისაღებში.
- ასე ჯობია, სხვა თუ არაფერი ადამიანს გავხარ, -გამიღიმა და ყავის ჭიქა გამომიწოდა.
- შენ მოადუღე?
- ჰო, რამე ხომ უნდა გამეკეთებინა სანამ შენ ცდილობდი რომ ისევ ადამიანს დამსგავსებოდი, მართალია სამზარეულოში საშინელი არეულობა გაქვთ მაგრამ, მოვახერხე ყავის პოვნა, -ამაყად გამომიცხადა, სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, მიწკრიალებულ-მილაგებულ სამზარეულოს გავხედე გაოცებულმა, საინტერესოა სად ნახა არეულობა?
- როგორ ხარ მაო?
- არა მიშავს, მშვენივრად ვარ.
- ჰოო, შენი თვალები ამას არ მეუბნება, არც დემეტრეს უბედური სახე და ჩამქრალი მზერა მეუბნება რომ კარგად არის, იცი რომ გადავიდა?
- ჰო, ვიცი, ბიჭები მოდიან ხოლმე აქ და მითხრეს რომ თქვენთან ერთად აღარ ცხოვრობს.
- სამსახურში ათენებს და აღამებს, საერთოდ არ სძინავს, საშინლად აგრესიული და უხასიათო გახდა, დავითს ძალიან ეშინია რომ... არ ვიცი რა გითხრა, კარგად არ არის მაო.
- არც მე ვარ კარგად, უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება, ორივეს გვჭირდება, მიყვარს, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, დემეტრეს გარეშე გატარებული ყოველი დღე და ღამე კოშმარია ჩემთვის, უბრალოდ ახლა არ შემიძლია დავივიწყო...
- მესმის საყვარელო, უბრალოდ მითხარი მე რისი გაკეთება შემიძლია შენთვის?
- შენ არაფრის, ახლა იცი რას ვიზავ, ავდგები და სამსახურის ძებნას დავიწყებ, მერე უნივერსიტეტში სიარულს გავაგრძელებ, ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავიტანო თორემ გავგიჟდები.
- როგორ სამსახურს ეძებ?
- სულ ერთია, რასაც ვიპოვი იქ ვიმუშავებ, თანაც ფული მჭირდება.
- კი მაგრამ დემეტრე...
- კარგი რა ხომ იცი ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა მაგრამ გაბრაზების მაგივრად გაეცინა.
- ვიცი, ვიცი, შენ იმ იშვიათი ქალების კატეგორიას განეკუთვნები ქმრის ფულის ხარჯვა რომ არ უყვართ, შენთან შემოთავაზება მაქვს, ჩემი მეგობარი ასისტენტს ეძებს, იტალიელია, ქართულს ახლა სწავლობს, იტალიაში საკმაოდ დიდი კომპანიის მფლობელია, ახლა აქ აპირებენ დამკვიდრებას, როგორც მახსოვს იტალიურიც იცი, მისთვის ზუსტად შესაფერისი კანდიდატი ხარ, თუკი სურვილი გექნება ვეტყვი რომ გასაუბრებაზე დაგიბაროს.
- მართლა? არ ვიცი, დავფიქრდები.
- საფიქრალი რა არის მაო, მე მართლა მინდა რომ ჩემს მეგობართან იმუშაო.
- ოღონდ დამპირდი რომ დემეტრეს არაფერს ეტყვი.
- კარგი, შენ როგორც გინდა, ახლა წავალ, ხვალ ალბათ გასაუბრებაზე დაგიბარებენ, აბა შენ იცი, -წამოდგა სანამ გავიდოდა გადამეხვია და წავიდა.
- - - - - - - -
გასაუბრებამ კარგად ჩაიარა, უფროსი საკმაოდ სასიამოვნო, ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცი აღმოჩნდა, სახელად მარკო, იმ დღესვე ამიყვანა სამსახურში და მეც ბეჯითად შევუდექი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ერთ კვირაში ბინა ვიქირავე და ანას წინააღმდეგობის მიუხედავად, მარტო გადავედი საცხოვრებლად, დღე უნივერსიტეტში ვიყავი და მერე გვიანობამდე ვმუშაობდი, ისეთი დამღლელი სამუშაო მქონდა რომ სახლში მისულს ხანდახან ისიც კი მავიწყდებოდა რომ ანასთვის ან ონისესთვის დამერეკა, მომწონდა კიდეც რომ ამდენი საქმე მქონდა, მთელი დღე ვერ ვიცლიდი დემეტრეზე ფიქრისთვის მაგრამ ღამეები... ღამეებს ვერაფერს ვუხერხებდი, შუაღამისას მეღვიძებოდა ხოლმე ტირილით და ჩემს გვერდით ცარიელი საწოლის დანახვისას გული მეწურებოდა, ვერაფრით ვაძულე ჩემს თავს რომ მისთვის დამერეკა როგორც კი მისი ნომრის აკრეფას დავაპირებდი მაშინვე მისი ეჭვით და უნდობლობით სავსე თვალები მიდგებოდა წინ, ისიც ჯიუტად დუმდა და არც კი ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას, თუმცა ვიცოდი რომ ყველა, ანაც, ნატაც, ონისეც და დანარჩენებიც სათითაოდ აბარებდნენ ანგარიშს ჩემს შესახებ.
რამდენჯერმე დაჩისაც ვესაუბრე, დემეტრესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დროდადრო ერთმანეთს ხვდებოდნენ კიდეც, ბედნიერი იყო და იმედი ჰქონდა რომ მათი ურთიერთობა ადრე თუ გვიან ძველ კალაპოტში ჩადგებოდა.
ვერც კი მივხვდი ისე გავიდა თვეზე მეტი, უკვე ოცდარვა მაისი იყო როცა საღამოს რვა საათზე დამირეკა მარკომ და რესტორანში გაყოლა მთხოვა სადაც ახალ პარტნიორებთან ქონდა შეხვედრა, სანამ უარს ვეტყოდი მანამდე მომიხადა ბოდიში იმის გამო რომ წინასწარ არ გამაფრთხილა, ვეღარაფერი ვუთხარი დავეთანხმე, ნახევარ საათში გამოგივლიო მითხრა და ტელეფონი გათიშა, სასწრაფოდ გავემზადე და რომ ჩავედი უკვე მელოდებოდა, ავტომობილიდან გადმოვიდა, კარი გამიღო და მერე მიუჯდა საჭეს.
- დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურები, -შევატყვე მხოლოდ იმიტომ მითხრა კომპლიმენტი რომ ზრდილობა ავალდებულებდა, თუმცა ურიგოდ ნამდვილად არ გამოვიყურებოდი, მეც ზრდილობის გამო გადავუხადე მადლობა და გარე განათებებით გაჩახჩახებულ ქუჩას გავხედე.
რესტორანში რომ მივედით პარტნიორები ჯერ კიდევ არ იყვნენ მოსულნი, მაგიდას მივუსხედით.
- ორიოდე წუთში აქ იქნებიან, ხომ არაფერს შეუკვეთავ? -გადმომხედა მარკომ.
- არა, ჯობია დაველოდოთ და მერე... -პირდაპირ ჩვენსკენ მომავალი ნაცნობი სილუეტის დანახვისას ენა ჩამივარდა, თითქოს საუკუნედ გაიწელა ის რამდენიმე წამი რაც ჩვენს მაგიდასთან მოსვლას მოანდომა, თვალებში მიყურებდა და ჩვეული, საყვარელი, თბილი ღიმილით მიღიმოდა, მივხვდი, იცოდა რომ იქ დავხვდებოდი, საგრძნობლად გამხდარი იყო, უცნაურად სევდიანი მაგრამ როგორც ყოველთვის არანორმალურად სიმპათიური, ან იქნებ იმ უსაშველო მონატრებისგან მეჩვენებოდა ასე რასაც მის მიმართ ვგრძნობდი და რაც შიგნიდან მხრავდა და მანადგურებდა...
- მაო გაიცანი ჩვენი ახალი პარტნიორები, დემეტრე ცინცაძე და ონისე ლიპარტელიანი, -მარკოს ხმამ გამომარკვია და როგორც იქნა შევძელი დემეტრესთვის თვალი მომეშორებინა, ღიმილით მივუბრუნდი უფროსს.
- მათ ვიცნობ მარკო, ონისე ჩემი ძმაა ხოლო დემეტრე ჩემი მეუღლე, -მარკოს გაოცებული სახის დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავეს, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, ონისე საკმაოდ გამართულად საუბრობდა იტალიურად და მან და მარკომ ერთმანეთს კარგად გაუგეს.
- როგორ ხარ? -მკითხა როგორც კი დაინახა რომ ჩვენთვის არ ეცალათ, ის იყო უნდა მეპასუხა რომ ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, როგორც კი წაიკითხა სახე გაუბრწყინდა, წამოდგა, მოიბოდიშა და დარბაზიდან გავიდა, ვუყურებდი მის ფართო მხრებს, ვუყურებდი როგორი მოხდენილი ნაბიჯებით მიდიოდა გასასვლელისკენ და თვალები ნელ-ნელა მევსებოდა ცრემლებით, ეს რა გავაკეთე, ცხოვრებაში პირველად მოვიქეცი დაუფიქრებლად და გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი, მოვკვდები, ჯანდაბა, ვერ გადავიტან რომ სხვა შეიყვაროს, ჯანდაბაშიც წასულა ყველა და ყველაფერი, მე ის მინდა, სიგიჟემდე მინდა და სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, იმედია ძალიან გვიანი არ არის...
შეუმჩნევლად მოვიწმინდე ცრემლი, წამოვდექი და ვერანდისკენ წავედი რომ სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა და დავფიქრებულიყავი, საკმაოდ გრილოდა, ქვის მოაჯირს დავეყრდენი და მოციმციმე სინათლეებს გავუშტერე თვალი, ჩემი სისულელის გამო, ჩვენი პირველი გაზაფხული მის გარეშე დასრულდა, თავი უკან გადავაგდე, თვალები დავხუჭე და ჩემი საყვარელი პოეტის სიტყვები, ჩემდაუნებურად წამომცდა ხმამაღლა.

ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ მსურდეს, ვეღარ მიშველი...

ზურგს უკან ნაცნობი ნაბიჯების ხმა მომესმა,

ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი

ჩამჩურჩულა და ყურთან მომაფრქვია ცხელი სუნთქვა, შემაჟრჟოლა და ფეხებში უცნაური სისუსტე ვიგრძენი, თითქოს მიხვდაო, ძლიერი მკლავები მომხვია, თავისკენ შემაბრუნა, ჩემი საყვარელი აციმციმებული თვალებით თვალებში ჩამხედა და გააგრძელა...

რა დაგიშავე, მითხარი ბარემ
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.
მე სიყვარული ამიტანს უცებ,
დაგეძებ, დამდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.
ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი _ გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.
ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.
შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები,
მე ვნებიანი და ნამთვრალევი
გეტყვი: _ აროდეს არ შემძულდები!
ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,
მე შენთვის მინდა ეს საოცრება,
ეს სიჭაბუკე და სიყვარული...

მეტი მოთმენა აღარ შემეძლო, მისი სიახლოვე, ხელები, ხმა, სურნელი, ჭკუიდან მშლიდა, კისერზე მოვეხვიე და ათრთოლებული ტუჩებით შევეხე ტუჩებზე, ახლოს მიმიზიდა, ხელები თმებში შემიცურა და უდაბნოში ნახეტიალები დიდი ხნის მწყურვალი მოგზაურივით დამეწაფა ბაგეებზე...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი


ლექსი ეკუთვნის ლადო ასათიანს



№1  offline წევრი M.Z°_°

არასდროს არ წამიკითხავს ასეთი სრულყოფილი,ემოციებით და განცდებით სავსე ისტორია.მიხარია და მადლობელი ვარ შენი ასეთი სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიის შექმნისთვის,წარმატებები♡♡♡♡♡

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

M.Z°_°
არასდროს არ წამიკითხავს ასეთი სრულყოფილი,ემოციებით და განცდებით სავსე ისტორია.მიხარია და მადლობელი ვარ შენი ასეთი სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიის შექმნისთვის,წარმატებები♡♡♡♡♡


მადლობა blush

 


№3  offline წევრი ელენე (ნენე)

დღის განწყობა მაჩუქა.
წარმატებები!

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

ელენე (ნენე)
დღის განწყობა მაჩუქა.
წარმატებები!


მადლობა heart_eyes

 


№5  offline წევრი ელეო ნორა

არაჩვეულებრივია, აღფრთოვანებული ვარ ზღვა ემოციებით.
--------------------
მშვილდოსანი

 


№6  offline წევრი ლილა ნესი

ელეო ნორა
არაჩვეულებრივია, აღფრთოვანებული ვარ ზღვა ემოციებით.


დიდი მადლობა heart_eyes
თქვენს ისტორიებს ვკითხულობ და ძალიან მომწონს blush

 


№7 სტუმარი ნი-კე

ძალიან თბილი ისტორიაა

 


პირდაპირ საოცრებაა
--------------------
ა. ლიპარტელიანი

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან საინტერესო და ლამაზი იყო

 


№10 სტუმარი სტუმარი Barbare ❤

კარგად წერ, თბილი ტკბილი და სიყვარილითავსე ისტორიაა ❤

 


№11 სტუმარი ნანჩო ჭაავა

როგორი თბილი და ტკბილი წასაკითხი იყო არაჩვეულებრივი იყო უფალმა დაგლოცოთ ველოდები თქვენს ნოველებს

როგორი თბილი და ტკბილი წასაკითხი იყო არაჩვეულებრივი იყო უფალმა დაგლოცოთ ველოდები თქვენს ნოველებს

 


№12 სტუმარი ნი-კე

კიდევ ერთხელ წავიკითხე და გული დამწყდა რომ დამთავრდა,ისეთი ლამაზი ისტორიაა❤️❤️

 


№13  offline წევრი მე♥უცნაურე

ეს იყო უტკბილესი ისტორია.
როგორი ჩამოყალიბებული პერსონაჟები, კარგად ნაფიქრი დიალოგებით და სიყვარული, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას!
მადლობა, ამ სასწაულად სასიამოვნო საათებისთვის.

 


№14 სტუმარი Lali gogichaishvili

ამ თემის ნიშნის ნაცვლად ავ თემის ნიშნის გამოყენება ზმნებში ძალიან აფუჭებს ნაწარმოებს, ელემენტარული გრამატიკული ფორმების სწორად გამოყენება, მგონი, აუცილენელია იმ ავტორებისთვის, რომელთაც პრეტენზია აქვთ მწერლობაზე.

 


№15 სტუმარი სტუმარი ლია

მართლა ძალიან მომეწონა????

 


№16 სტუმარი სტუმარი ნინო

ზალიან ვისიამოვნე, მადლობა ამ სასწაულისათვის!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent