სიყვარული უდაბნოსავითაა. თავი 8.
ზოგჯერ ტკივილი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყოველთვის იქნება, რადგან ჩვენ არ გვახსოვს ცხოვრება ტკივილის გარეშე. მაგრამ ზოგჯერ მოულოდნელად რაღაც იცვლება, რაღაც უცნაური ხდება, უჩვეულო გრძნობა ჩნდება და იმ მომენტში გვინდა გავაბედნიეროთ დადარდიანებული მეგობარი. -ისევ უხასიაოდ ხარ? -თავი მტკივა ისევ. -დალიე რამე რომ გაგიჩერდეს ტკივილი. -დავლიე, მაგრამ...... -მაშინ ადექი და გამომყევი. -სად გამოგყვე. -ერთ ადგილზე უნდა წაგიყვანო ანა. ინამ არაფერი არ უთხრა ანას და ერთ ნაცნობ პაციენტთან მიიყვანა, ანა უყურებდა დარდისგან დაავადებულ 30-იოდე წლის ქალს და ინას მიუბრუნდა. -სად მომიყვანე ინა. -იქ სადაც დაფიქრდები, რომ ცხოვრება არ დაიმახინჯო. -რა ჰქვია. -ელენი -ელენი მეც შენსავით ვარ დაავადებული სიყვარულისგან. -მას უღალატეს და ღალატი ვერ აიტანა. -ერთ დღეს მეც ასე მნახავ. -თავს უნდა მოერიო და ცხოვრება გააგრძელო. -ინა ძალიან მეშინია. -რისი გეშინია, შენ ხარ თავად უქმნი საფრთხეს შენი თავსაც და სხვებსაც. -ვშიშობ ერთ დღეს რამე სისულელე არ ჩავიდინო. -შენ შაკოსი გშურს, მაგრამ ვერ გაგირკვევია ვისთან გინდა იყო. ამბობ რომ შაკო გიყვარს, მაგრამ ვერ თმობ კობასაც და მიკვირს არ მოგბეზრდა მასზე უკან დევნა? გამოგიყენა, მიიღო ის რაც უნდოდა და წავიდა, დაგტოვა. -არ შემიძლია, მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. -მაშინ რა გინდა შაკოსგან და რატომ ხარ შურისძიებით სავსე. -არ მაპატია, ჩემი ერთი შეცდომა არ მაპატია და ამისთვის მწარედ გადაიხდის. -გინდა სიმართლე გითხრა პირდაპირ? -...................... -შენ სექსის გარეშე არ შეგიძლია. -სექსიც არის, მაგრამ მინდა ჩემს გვერდით იყოს რადგან გამუდმებით მენატრება. -დროს ვერ დააბრუნებ უკან, ვერც ჩაფერფლილ სიყვარულს აღადგენ ფერფლისგან და დროა შენს თავზე იფიქრო, შენს კარიერას და შენს ცხოვრებას მიხედო. -დამიბრუნდება, მე ძალიან ადვილად დავბრუნდები შაკოს ცხოვრებაში. -როგორ, როგორ გინდა ეს გააკეთო. -ჩემი მეთოდებით, ჯერ კიდევ ვფიქრობ. -სიამაყეს ნუ დაკარგავ ანა. თავბრუდამხვევ ცხოვრებისეულ რიტმს აყოლილს, დაგავიწყდა, რომ სიყვარულს სწავლა,მოვლა და შენარჩუნება ჭირდება და ახლა კი ყველა იმ წყვილის გშურს ვინც ბედნიერია. გთხოვ შეეცადე არ წაგლეკოს შენში მოზღვავებულმა ბრაზმა, შურმა და საკუთარი უღირსობის განცდამ. ინა ცდილობდა მეგობარი აზრზე მოეყვანა და არ დაეშვა გამოუსწორებელი შეცდომა, შაკო კი უსაზღვრო ვნებათაღელვით გაწონასწორებული, მაგრამ ბობოქარი და განუზომელი ლტოლვა უფრო აახლოებდა ნენესთან და ღიმილით შევიდა ერთ-ერთ სასტუმროში. -მობრძანდი, შაკო დიდი ხანია რაც აღარ გამოჩენილხარ. -საქმეები, ძალიან ბევრი საქმეები და გასვლა ქალაქიდან კვირაობით მეგობარო. -ახლა როგორ გაგახსენდით, გადაწყვიტე საქმეებს გაექცე? -არა მეგობარო, როგორც შენ ვერ გაექცევი საქმეებს ვერც მე გავექცევი, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს რამდენიმე დღე გავატარო თქვენს სასტუმროში წყნარად და მშვიდად. -მარტო იქნები თუ სტუმრებს ელოდები, თუ......... -არ ველოდები არავის, შეგიძლიათ ჩემი ნომერი კარგად მოაწყოთ. -რა თქმა უნდა, კარგზე ვფიქრობ და თუ ასეა ჩემზე იყოს. -მაშინ შენ აიღე შენს თავზე და ერთ საიდუმლოს გაგანდობ, გოგონა ძალიან უბრალო და ფაქიზია. -გასაგებია, როდისთვის? -შაბათ საღამოს. შაკოს ღიმილი არ შორდებოდა სახეზე და ნენეს უცნაურად მოეჩვენა მისი ქცევა, მაგრამ არაფერი თქვა რადგან დაღლილი იყო და იქვე დივანზე მყოფს ჩაეძინა, შაკომ კი ხელში აყვანილი გაიყვანა საძინებელში და არც გაუხელია თვალი ბალიშის ქვეშ ხელი ამოიდო და ძილი გააგრძელა. -უცნაური ხარ ეს ბოლო დღეები და რა გჭირს საყვარელო. -საშინლად მეძინება. ამოილუღლუღა ნენემ და შაკომ პლედი დააფარა და თავად კომპიუტერს მიუჯდა. შუაღამე გადასული იყო როცა თვალები მოისრისა და საათს შეხედა, წარბი აწია და კომპიუტერი დახურა, მაგიდაზე მიმობნეული ფურცლები ერთმანეთზე დააწყო და ფრთხილად შეუწვა ნენეს. უკვე თავადაც კარგად ჩაძინებული იყო რომ ნენეს ხმამ გააღვიძა. -შაკო, შაკო, აქ ვარ შემობრუნდი სიბნელეში და არ დამტოვო. -გაიღვიძე, ნენე გაიღვიძე ცუდი სიზმარი იყო. ნენემ თვალი გაახილა და შაკოს დაბნეულმა შეხედა, შემდეგ კი მაგრად ჩაეხუტა. -რა ნახე, ასე რომ ყვიროდი. -ხელი გამიშვი და ჩემგან მიდიოდი, გეძახდი მაგრამ გვერდი ამიარე და არც შემომხედე ისე წადი. -ეს სიზმარია დამშვიდდი, მე აქ ვარ შენთან ერთად. -ვერავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას, ხომ სულ ერთად ვიქნებით, შენც ხომ ასე ფიქრობ. -მეც მაგ აზრის ვარ და ჩვენ სულ, სულ შენთან ვიქნები. -მაგრამ მაინც მეშინია, ანა არ მოგვა....... -ჩუუუუუ, დაიძინე ჯერ ადრეა და მშვიდად რომ იყო ანა წავიდა საზღვარგარეთ. გაზაფხულიც დაგვიდგა, გარემო სასიამოვმნოდ დაჰქროდა სუსტი ქარი, ასვალტი სველი იყო რადგან ღამე გვსტუმრებია წვიმა. შაბათი დღე იყო და არ ჩქარობდა ადგომას, მაგრამ სოფო დაადგა თავზე და უთხრა. -დღეს განსაკუთრებით ლამაზი უნდა იყო ნენე. -რატომ, რა ხდება დღეს? -დღეს დიდი დღეა. -შეხვედრა გვაქვს უცხოელებთან და შაკომ არაფერი მითხრა? -არა საყვარელო, დღეს დიდი სიურპრიზი გელოდება წინ და ამიტომ ძალიან ლამაზი უნდა იყო. -რა იდუმალია რომ არაფერს შეიმჩნევს. თქვა ნენემ და შაკომაც საძინებლის კარი გაიღო, ნენეს გაოცებულ მზერას თვალი აარიდა, გოგოებს გაუღიმა და შემდეგ თქვა. -დაგელოდოთ? -ჩვენ დაგვაგვიანდება. -როცა მზად იქნებით დამირეკეთ. გაოცებული იყო ყველა, რადგან ყველასათვის მოულოდნელი იყო, როცა დიდ დარბაზში მოიწვია ლაშამ ყველა თანამშრომელი. შაკომ თვალი მოავლო თანამშრომლების გაოცებულ სახეებს და ბექას თვალი ჩაუკრა. ბექამ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა და ბოლო ექვს თვეში კომპანიის წარმატებებისთვის თანამშრომლები პრემიებით დააჯილდოვა. გაუხარდათ დანამატები და იფიქრეს შეხვედრა დასრულდაო, მაგრამ დარბაზში შემოვიდა შაკო ნენესთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული. ნენე საოცრად ლამაზი იყო, ტანზე მომდგარი გრძელი ლურჯი კაბა ეცვა გვერდით საკმაოდ ღრმად შეჭრილი და უკან წელამდე გახსნილი, წინ კი ღრმა დეკოლტე. ნენე საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდა და მისი სავსე მკერდი დეკოლტედან ამოვარდნას ლამობდა. შაკოს შემოხედვაზე ნენეს ტანში ვნების ჟრუანტელი უვლიდა და თვალწინ ის წითები ედგა როცა მათ შორის ძლიერი და გიჟური ვნება ფეთქავდა. ყველა ნენეს უყურებდა, ნენე კი მხოლოდ შაკოს თვალებში იძირებოდა და იკარგებოდა. წვიმდა, წვიმაში ნელი და გაწონასწორებული ნაბიჯით მიიწევდა წინ, კომპანიაში შევიდა და მხიარულებას შეუერთდა, მაგრამ იდგა და მხოლოდ შაკოს შეჰყურებდა შორიდან. -მენატრები, უკიდეგანოდ და უსაშველოდ მენატრები. ღამე შენი მონატრება მაღვიძებს და ცრემლებამდე მივყავარ იმ აზრს რომ უკვე იმედი აღარ მაქვს შენი დაბრუნების, გაქრა იმედიც. თქვა და თვალიდან ჩამოდენილმა ცრელმა ტუჩის კუთხეში დაიდო ბინა. -წვიმა ყოველთვის ჩემი მესაიდუმლე იყო, დღევანდელ დღესაც შემინახავს ამ დიდ საიდუმლოს. მომატყუე და ამ ტყუილისთვის უნდა დაისაჯო, მითხარი სულ შენთან ვიქნები და არასოდეს არ მიგატოვებო. სიტყვა არ შეასრულე და მე უშენობა მტანჯავს, შენ კი ბედნიერებისგან ანათებ და არ გაქვს უფლება ასეთი დიდი ბედნიერების, შენ მხოლოდ ჩემთან უნდა იყო ბედნიერი. ეს დღეებიც სულ მალე დადგება, გპირდები მე დავბრუნდები შენთან და შენ ჩემი იქნები. როგორც შეუმჩნევლად მოვიდა, ისე შეუმჩნევლად გავიდა კომპანიიდან, მაგრამ ის ფიქრობდა რომ არავის შეუმჩნევია, მაგრამ ის ნენემ შეამჩნია და ბექას უთხრა. -ნენე ფერი არ გაქვს, ნერვიულობ? -ხომ თქვით, რომ ანა საქართველოდან წავიდაო. -ასეც არის, ინამ გვითხრა რომ ანა წავიდა და იმედია დავისვენებთ მისი გამოხტომებისგან. -სცდები, ბექა ანა არსად არ წასულა და მეშინია. -რატომ გაქვს ასეთი შეგრძნება. -ანა, სულ ცოტა ხნის წინ ანა აქ იყო აი იმ კუთხეში იდგა და მომეჩვენა თითქოს ტიროდა. -შეუძლებელია, აქ ანა არ მოვიდოდა ნენე. -აქ იყო, ბექა რაღაც ცუდი მოხდება. -არ ინერვიულო, წავალ დაცვას გავაძლიერებ და შენ შაკოს არ მოშორდე გვერდიდან. ვერ დამშვიდდა, ვერ იყო მშვიდად და მისით არ უნდოდა შაკოს ენერვიულა თავბრუსხვევაც იგრძნო და ვერანდაზე გავიდა, გულიც აერია და ტუალეტისკენ წავიდა, რომ ვიღაცამ პირზე ხელი ააფარა და ნელა-ნელა თითქოს მიწა გამოეცალა ფეხებიდან და ყველაფერი დატრიალდა ის ბნელ და უსასრულო სამყაროში ჩაიძირა. მიფრინავდა მაღლა და მაღლა, უეცრად მწვანე მინდორზე აღმოჩნდა, მასთან ნიღბით დაფარული ქალი მივიდა და უთხრა. -შენ აღარ არსებობ, არც ის დღეები იარსებებს როცა მასთან იყავი, დღევანდელი დღე უკანასკნელი იყო მასთან ყოფნის. ის მე მეკუთნის, ჩემია და სამუდამოდ ჩემი იქნება. შორიდან ჩაესმოდა საზარელი ხმა და ძალიან ნაცნობი იყო ეს ხმა, მაგრამ ისე დაბურულად ესმოდა სიტყვებს ვერ არჩევდა. შაკო ბედნიერი უყურებდა ნენეს და მოულოდნელად გაქრა ნენე მისი თვალთახედვიდან და როცა ძალიან დააგვიანდა სოფოს უჩურჩულა. -ნენე სად არის, წადი ნახე ტუალეტისკენ მიდიოდა. -სოფო წავიდა და დაინახა ვერანდის კარი ღია იყო, მაგრამ გაოცებული დარჩა, როცა ფეხი დაადგა ჭიქის ნამსხვრევებს და იქვე ნენეს თმის საბნევიც იპოვა რომელიც თავად გაუკეთა. სოფომ ხელში აიღო ლამაზი თმის სამაგრი და თვალები ცრემლით აევსო, შეშინებული და ფერდაკარგული, დაბნეული და არეული გავიდა დარბაზში. შაკო ბექასთან ერთად იდგა, ბექამ შორიდან შეამჩნია სოფოს შეშინებული თვალები და შაკოს უთხრა. -რაღაც მოხდა, სოფო შეშინებულია ერთიანად ცახცახებს. შაკოს გულმა ძლიერად დაუწყო ფეთქვა და გულზე მიიდო ხელი, მიხვდა რომ ნენეს რაღაც შეემთხვა, რაღაც ძალიან ცუდი და თავადაც შეხედა შეშინებულმა სოფოს. -შაკო ვერ ვიპოვე, ნენე არსად არის, მაგრამ ვერანდაზე ჭიქის მნამსხვრევებია და ეს თმის სამაგრიც ვიპოვე. -ეს, ეს, ეს თმის სამაგრი ნენეს ეკეთა. -ნენე გაიტაცეს. თქვა ბექამ და სირბილით დაეშვა კიბეებზე, მას შაკო მიყვა უკან და რამდენიმე მათი თანამშრომელი მამაკაცი. ბექა იდგა და გაოცებული უყურებდა დაცვის თანამშრომლებს რომლებსაც ყველას ჩაძინებოდა და ერთ-ერთმა თქვა. -ვიღაცამ ბიჭები დააძინა, ვიღაც შემოვიდა კომპანიაში. -კამერები, სასწრაფოდ კამერები ვნახოთ. შაკო უვე ვეღარ აზროვნებდა. ის გაიყინა და სამყაროს გამოეთიშა. -ზაური წამოდი კამერები შევამოწმოთ. ბექა და ზაური კამერებთან დაჯდა, მაგრამ იმ ღამის ყველა მნიშვნელოვანი მომენტები წაშლილი იყო, მაგრამ უეცრად ერთი იპოვა ეს საეჭვო პოროვნება იყო საეჭვო მანქანასთან ერთად. -ვიპოვე, ბ-ნო ბექა ამ მანქანით არის წაყვანილი ქ-ნი ნენე. -რა მანქანაა, იქნებ შეძლო ნომერის და მარკის დადგენა. -ვიპოვე, მერსედესია. ბექამ მანქანის მარკა და ნომერი თავის ბიჭებს გადასცა და თხოვა დაედგინათ მანქანის ადგილ-მდებარეობა. რამდენიმე წუთში გაიგო მისამართი ბექამ სად იმყოფებოდა საეჭვო მანქანა და შაკომ ელვის სისწრაფით ჩაუქროლა ბექას და ადგილიდან მოწყდა გიჟივით. ბექამ ვერ მოასწრო გაჰყოლოდა შაკოს და ზაურისთან ერთად წავიდა, ლაშას კი მიაძახა. -დაიშალოს ყველა საღამო დასრულდა და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. -დამირეე ბექა. დიდი სისწრაფით მიდიოდა გზაზე და არ უყურებდა შუქნიშნს, გადასასვლელებზე სიგნალით და ავარიულებით გადადიოდა მისი ყურადღება მხოლოდ გზისკენ იყო მიმართული.ქალაქს გასცდა თუ არა რამდენიმე წუთში დაინახა თეთრი მესედესი რომელსაც თითქმის წამოეწია და რამდენჯერმე მისცა სიგნალი, მაგრამ მძღოლმა სიჩქარეს მოუმატა და შეეცადა შაკო გზიდან გადაეგდო. შაკომ მოახერხა და გადაუსწრო წინა მანქანას და წინ გადაუდგა, მძღოლი იარაღით გადმოვიდა და შაკოს დაუმიზნა, შაკომ დაინახა მანქანაში უგონოდ მწოლიარე ნენე და მძღოლს უთხრა. -დიდ შარში გაგხვიეს, არფერს გერჩით მხოლოდ ჩემი ცოლი დამიბრუნეთ და წადით. როგორც შეეძლო სიმშვიდეს ინარჩუნებდა და წინ მიიწევდა თითო-თითო ნაბიჯით. -თუ გინდა იცოცხლო, შენთვის უკეთესია თუ გზას გაანთავისუფლებ და გაგვიშვებ. -ჩემი ცოლი გაგატანოთ და გაგიშვათ? -ესროლე რას ეფერები, გველოდებიან. დაუძახა მანქანიდან მეორემ, მაგრამ შაკოს მის ხმაზე წარბიც არ შეუხრია და მხოლოდ მძღოლს უყურებდა. -ვიცი ვინც ხართ და მიწიდან ამოგთხრით, თუ ფიქრობთ რომ დაიმალებით ამაშიდაც ცდებით. ახლა კი გზა დამითმე, ჩემს ცოლს წავიყვან და წავალ. მამაკაცმა შაკოს ჩაარტყა და გაქცევა უნდოდა, მაგრამ შაკომ ფეხი დაუდო და წააქცია. სხარტი აღმოჩნდა უცნობი წამოდგა ფეხზე და გასაქცევად გაიწია. -შეგეშინდა და გარბიხარ? შაკო მას გაყვა და იარაღი გააგდებინა ხელიდან, მაგრამ დანა ამოიღო და შაკოს რამდენჯერმე ჩაარტყა. შაკო ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ ნელა-ნელა მოეშვა და მუხლებზე დავარდა, უცნობმა კი უთხრა. -ნაბრძანები იყო შენო მოკვლა, იმედია ამჯერად გაგისტუმრებთ იმ ქვეყნად. უცნობმა ნენე შაკოს მანქანაში გადაიყვანა და წავიდა, რამდენიმე წუთში ბექაც მოვიდა ზაურისთან ერთად, მაგრამ შაკო თავისივე სისხლში ამოსვრი უგონოდ იწვა მიწაზე. -შაკო, შაკო. განწირული ხმით ყვიროდა ბექა და ზაურის ყვირილით უთხრა. -სასწრაფოს დაურეკე მოვიდეს, შაკო აქ ვარ და შენ კარგად იქნები, გადაგარჩენთ მეგობარო. რამდენიმე წუთში სასწრაფო მოვიდა და შაკო უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბექამ ყველა ფეხზე დააყენა, უგონო მდგომარეობაში მყოფ შაკოს ვერ ტოვებდა და ვერც ნენეს ამბავს გებულობდა, ნენე გაქრა უკვალოდ. -ლუკა შაკოს მიხედე, დაურეკე საბას და ორივემ შაკო გადაარჩინეთ, ეს არა ერთხელ გაგიკეთებიათ და ახლაც უნდა გააკეთოთ, შეუძლებელი უნდა შეძლით და ჩვენი ძმა გადაარჩინოთ. -ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩვენმა ძმამ იცოცხლოს, დაგვიბრუნდეს და ისევ ჩვენთან ერთად იყოს. -იმედია ასე იქნება. -ნენესი რა ისმის, ვერ გაარკვიეს ვერაფერი? -არაფერი არ ისმის, გზა იქ დაიკარგა საიდანაც შაკოს მანქანა წაიყვანეს. ლუკა სადაცაა გავგიჟდები. -ბექა ანა სად არის. -რატომ კითხულობ იმ სატანას. -მიკვირს, შაკოს მდგომარეობა თუ გაიგო რატომ არ მოვიდა. -ანა წასულია და არ არის საქართველოში. დაფიქრდა ბექა და გაახსენდა იმ დღეს ნენეს ნათქვამი. -როგორც ვიცით ანამ ქვეყანა დატოვა და წავიდა, მაგრამ შენ მართალი ხარ, იმ დღეს ანა ნენემ დაინახა,მაგრამ მე არ დაუჯერე, ვიკითხავ ანა სად არის.ბექამ შაკოს ტელეფონში ინას ნომერი მოიძია და დაურეკა. -შაკო .................... -არ ვარ შაკო, ბექა ვარ და შენთან შეხვდდრა მინდა სად გნახო. -ბექა ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და შეგიძლია აქ რომ მოხვიდე, კარგად ხართ? ბექას პასუხი არ გაუცია ინას კითხვაზე და ის რამდენიმე წუთში ინასთან ერთად იყო. -რა მოხდა ბექა, შაკო სად არის. -ინა სიმართლე მითხარი, ანა სად არის ის დიდი დროა არ გამოჩენილა. -სიმართლე გითხრა ანა ვერ არის კარგად ფსიქოლოგიურად ბექა და მე ვაიძულე რამდენიმე თვე დაისვენო და განიტვირთოს. დამიჯერა და გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნიდან გასულიყო დაისვენოს და დაღლილობა მოიხსნას, მისთვის დასვენება ძალიან აუცილებელი არის. -რა ჭირს, არ მითხრა რომ ნერვიულობს მან ხომ თავად დაანგრია მისი ბედნიერება. -მართალი ხარ, მაგრამ გვიან გააცნობიერა თავისი შეცდომა და გაუჭირდა შეგუებოდა იმ აზრს რომ შაკოსთან ყველაფერი დასრულდა. -შაკო ცუდად რომ არის არ იცის ალბად. -შაკოს რა ჭირს, რატომ არის ცუდად. -ინა შაკო სიკვდილს ებრძვის ის დაჭრეს და ნენე გაიტაცეს. -რას ამბობ, შეუძლებელია და შენ ფიქრობ ანა..............გაოცებული უყურებდა ინა ბექას. -დარწმუნებული ვართ ანა დაინახეს იმ დღეს კომპანიაში, შენ იცი ნამდვილად წავიდა დაგირეკა და გითხრა სადაც არის? -დამირეკა ჩავედიო, მეტი არაფერი ვიცი მას მერე არც სოციალურ ქსელში შემოსულა და არც დაურეკია. -მაინც ვერ ვარ მშვიდად, არ მჯერა რომ ანა წასულია და აქედან შორს არის. -არ ვიცი ბექა რა გითხრა, ვერ გეტყვი დარწმუნებით რომ წავიდა და ვერც იმას დავიჯერებ რომ ამ საქმის უკან ანა დგას, მას შაკო სიგიჟემდე უყვარს და მას სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებდა. -მართალი ხარ, რა გითხრა. -იქნებ დამირკოს და დამიკავშირდეს. -იმედია და დარწმუნებული ვარ თუ რამეს გაიგებ შემატყობინებ. -რას ამბობ, შაკო ისეთივე მეგობარია ჩემი როგორც შენი. ბექა წავიდა და აეროპორტში მივიდა, ნახა რომ ანა მომხდართან არანაირ კავშირში არ იყო, რადგან ის ორი დღით ადრე იყო გასული ქვეყნიდა და გაუკვირდა. -ნენემ შეხედა იმ დღეს ანას დარბაზში და შიშმა აიტანა, უეჭველი შენი გეგმაა ანა რომელიც წარმატებულად განახორციელე და ადრე თუ გვიან სიმართლეს დავადგენ. ბექას საერთოდ არ ეძინა, ღამეები ფიქრობდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობდა და ამაზე ნერვიულობდა. ანა კი ნერვიულად გადი გამოდიოდა და ტელეფონს ამოწმებდა, როგორც იქნა ნაცნობმა ნომერმა დაურეკა და ნერვიულად უპასუხა. -კვალი დატოვეთ? -შაკო დაჭრილია............. -იდიოტებო, ხომ გითხარით შაკოს არ უნდა შეხებოდით. -არ გამოვიდა სხვაგარად, გვითხრა გიცნობთ ვინც ხართო და თუ ჩვენს კვალზე გამოვიდა პოლიცია, დაიმახსოვრე რომ შენც ჩვენთან ერთად ჩაიძირები. -გოგო სად არის, სად მიიყვანეთ. -სადაც გვითხარი გოგო იქ არის, ჩვენ შევასრულეთ რაც გინდოდა და ახლა შენი ჯერია, ანგრიშზე დარიცხე დარჩენილი თანხა და ღამით გავდივარ. -ყველაფერი ისე იქნება როგორც გითხარით, დაგიკავირდებით. -ჩემთან თანამშრომლობა დასრულდა ქ-ნო ანა და სანდრო აქ არის. -კარგი. ანამ ტელეფონი გათიშა და ნერვიულად მოისროლა, შემდეგ ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. არ უნდოდა ყურადღება მიექცია და საშუალო სიჩქარით მიდიოდა. -არ მეჩქარება, ფრთხილად უნდა ვიარო. ანამ ქალაქი შორს მოიტოვა და ტყის განაპირას იწყო სვლა, ნელა-ნელა ტყის სიღრმეში შევიდა და მანქანა ერთ პატარა ფიცრულ სახლთან გააჩერა, კართან კი ხანში შესული მამაკაცი იჯდა და ანას მოსვლაზე ფეხზე წამოდგა. -როგორ არის, გონს მოვიდა? -ჯერ კიდევ უგონოდ არის, ასეთ დიდ ცოდვას რატომ ჩადიხარ უექიმოდ და უწამლოდ მოკვდება, ეს სილამაზე არ გეცოდება? -ამ სილამაზემ წამართვა ის რაც ჩემი იყო და მე მეკუთნოდა, კარგი იქნება თუ თავად მოკვდება და მე არ გავისვრი ხელს მის სიკვდილში. -შენ ისედაც გასვრილი ხარ ამ ბინძურ საქმეში. -შენ შენსას მიიღებ მოხუცო და შენს გზაზე წახვალ, კიდევ რამდენიმე დღე უნდა იყო აქ და შემდეგ დაგემშვიდობები. -როგოც შენ იტყვი, დღეს წავიდე? -წადი, მე ვიქნები აქ და დილით მოდი. -მოხუცი წავიდა, ანა ქოხში შევიდა და შეხედა ნენე უგონოდ იწვა, იქვე სავარძელი დაინახა და ნენეს პირდაპირ დადგა რომ მისი თვალის გახელა არ გამოპარვოდა. ფიქრებში იყო წასული ნენეს ჩურჩულმა რომ გამოაფხიზლა და ყური დაუგდო. -სად ვარ, თავი საშინლად მტკივა. ნელ-ნელა თვალი გაახილა და მის წინ სავარძელში მჯდომი ანა დაინახა რომელიც ზიზღით უყურებდა ნენეს. არც მენეს შეუხედა სიყვარულით, გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა. ანა წამოდგა და ნენეს მიუახლოვდა, თითი ნიკაპში ამოსდო და თავი მაღლა ააწევინა. -შენ საკუთარ თავზე არ ფიქრობ, მაგრამ არც შენს მეგობრებზე ფიქრობ და არც შენს საყვარელ მამაკაცზე. ნენე თავიდან მიხვდა ანას დანახვისას რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა და დარწმუნდა, რომ ანა ყველაფერზე იყო წამსვლელი და შაკოსთან გატარებულმა იმ მცირე დრომ ღიმილი მოგვარა, რაც ანას არ დარჩენია შეუმჩნეველი და გაბრაზებულმა მივარდა სახეში ხელი გაარტყა და უყვირა. -რა გაცინებს, სულელი უნდა იყო ასეთ მდგომარეობაში მყოფნა რომ გაიცინო. -შენზე მეცინება. -ჩემზე, მე რა მჭირს შენი დასაცინი. -როგორ ძალიან დაგასუსტა ეჭვიანობამ, შურმა და ეგოისტობამ. როგორ დაბლა დაეცი შენი ავადმყოფური გამოხტომებით, რადგან მე ბედნიერი ვარ და შენი ბრალია ჩემი ეს დიდი ბედნიერება. -როგორ, რა არის ჩემი ბრალი. -დიახ შენ გამხადე ბედნიერი, რადგან შენ შეგვაერთე ჩვენ ორნი ერთმანეთს. -როგორ, თქვენ ხომ ხელი მოაწერეთ და იქორწინეთ. -ვიქორწინეთ და ხელიც მოვაწერეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ფიქტიური იყო, მაგრამ იმ დღეს ვიღაც რომ მომიგზავნე სწორედ იმ დღიდან ვცხოვრობთ ერთად, სწორედ იმ დღეს მოხდა ჩვენს შორის რაც შენ გაბრაზებს ასე ძალიან. ეს შენ გააკეთე ანა და მადლბა, რომ ამ სასიამოვნო წუთებს მაზიარე და ჩემი ბედნიერება სრულყოფილი გახადე. -მეზიზღები, ვერ გიტან და აქ ამ ქოხში მოკვდები. -გგონია ძლიერი ხარ და ეს სიბოროტე შეგრჩება, შეუმჩნეველი დარჩები? -ისე შემამჩნევენ როგორც დედაჩემი და მისი საყვარლის სიკვდილის დროს შემამჩნიეს, სანამ გაიგებენ რომ ეს ყველაფერი ჩემი გეგმა იყო, მე აქედან ძალიან შორს ვიქნები და შენ უფრო შორს საყვარელო. -როგორ, შენი მშობლები........................ -როცა თავს მაბეზრებენ ვიცი საით უნდა გაუშვა ასეთი ადამიანები და უკვე შენი დროც დადგა შეუერთდე მათ. ანა ადგა ყელზე თავისი შარფი შემოიხვია და კართან მისული ნენეს შემოუბრუნდა. -ხვალამდე პატარავ. ნენე მარტო დარჩა. -ვინ იცის რამდენი დრო მოუნდი ამ გეგმის დასახვას, მაგრამ მიპოვის, შაკო მიპოვის და იმედი მაქვს სასტიკად დაისჯები სატანავ. ნენე მეორე დღის შუადღემდე სკამზე იყო მიკრული და მოხუცმა მამაკაცმა მიაკითხა, ხელები გაუხსნა და თბილი კერძი მიუტანა, კარები გადაკეტა და ისევ მარტო დატოვა. ანა რამდენიმე დღის შემდეგ გაუფრთხილებლად დაადგა ინას თავზე და ინამ ეჭვით შეათვალიერა. -კარგად დაისვენე სამსახურში რომ დაბრუნდი, მითხარი რამდენიმე თვე მივდივარო. -სამსახურში არ დავბრუნებულვარ შენთან მოვედი. -შაკოს ამბავი გაიგე? -შაკოს რა დაემართა. იკითხა გაოცებულმა და ინას მიაჩერდა, მაფრამ ზედმეტი რეაგირება არ ჰქონია და ინა დაეჭვდა. -იცოდი რომ ცუდად იყო, სხვაგვარად პანიკაში ჩავარდებოდი. ანა................. -ვიცოდი, გაზეთები აჭრელებულია ამ ამბით. თქვა უგულოდ და სიგარეტი ამოიღო, ინა კი კარგად იცნობდა ანას ის როცა ნერვიულბდა მხოლოდ მაშინ ეწეოდა და ახლაც სწორედ ასე იყო. -არ ნახავ, არ გაიგებ როგორ არის? -მან მე მიმატოვა და მე ვცდილობ დავივიწყო, შენც ეს მირჩიე და მეც ასე მოვიქეცი. ინა მე ახალი ცხოვრების დაწყენა მინდა, ვცდილობ რომ შევიცვალო. -გასაგებია, დღეს ვიკრიბებით არ მოხვალ? -არა, სახლში ვიქნები. -კარგი, როგორც გინდა. დაფიქრებული გამოვიდა ინას კაბინეტიდან, ნაცნობ ექიმებს და ექთნებს მიესალმა და წავიდა, სახლში შევიდა და ჭიქა წითელი ღვინით აავსო, სიგარეტს მოუკიდა და თავისი გრძელი თითებით ღრმა ნაპასი დაარტყა და ნიკოტინი ღრმად შეუშვა ფილტვებში. ღვინო მოსვა და ისევ ნაპასი დაარტყა, მის წინ კომოდზე დადებულ ფოტოს თვალს არ აშორებდა და თქვა. -რატომ ვერ ეგუებოდი დედას, არ გიყვარდა და მაინც აქ იყავი, რატომ. თქვენმა გაუთავებელმა კამათმა შეცდომა დამაშვებინა, შეცდომა რომლის გამოსწორება არ შემიძლია. თქვენც დაგკარგეთ, ჩემი საყვარელი ადამიანიც დავკარგე და საშინლად ვარ, თითქოს სიკვდილს ყოველი მხრიდან ველოდები. ხედავთ მე ისევ მარტო ვარ, მე და ჩემი ოცნებები ვართ მარტო, მაგრამ მე მაინც მჯერა ჩემი ოცნებები ამიხდება. თვალები დახუჭა უნდოდა დაესვენა, მაგრამ კარზე ზარის ხმამ შეაკრთო, შეშფოთდა, შეეშინდა და კედელზე დაკიდებულ საათს შეხედა და საღამოს 5 სთ-ი იყო. -ვინ მოვიდა, ნუთუ ოცნება უკვე ამიხდა. ღვინის ჭიქით მივიდა კართან და დიდი იმედით გააღო კარი გაღიმებულმა. -მოვედი. -შენ მოხვედი და აქ ხარ. -ანა უნდა ვილაპარაკოთ. ანა უეცრად შეიცვალა და სახე მკაცრი გაუხდა. -შენ, შენ, შენ აქ რა გინდა. შენი ოჯახი? -ოჯახი, ვიღაცას უნდა ოჯახი ყავდეს, ვიღაცას უნდა შეყვარებული იყოს, ვიღაცას უნდა მეგობარი ყავდეს, მაგრამ შენ რა გინდა. რას აკეთებ, არ გინდა იყო ბედნიერი? შენ, შენ დაანგრიე ჩემი ბედნიერი ბუდე. დიახ, ჩემი ოჯახი დაინგრა და დაიშალა ანა. -ისე როგორც შენი გამოჩენით დაინგრა და დაიშალა ჩემი ბედნიერება, ორივემ დავაშავეთ და ორივე დავისაჯეთ, მაგრამ ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი. ანამ ჭიქა მაგიდაზე დადგა და მის წინ მამაკაცს ორივე ხელები შემოხვია კისერზე. იმ წუთებში ანა მისი ავხორცული და მოძალებული ვნებების დაცხრომაზე ფიქრობდა, მამაკაცმა ხელში აყვანილი დივანზე დააწვინა და ყელს უკოცნიდა, არ შეწინააღმდეგებია რადგან თავადაც გიჟს ჰგავდა, დანებდა და მამაკაცს ყველაფრის ნება მისცა, მანაც უკან არ დაიხია და გააშიშვლა, თავადაც გაიხადა და მისი შიშველი სხეულის დანახვაზე ვნებიანად დაიკვნესა და მოტივაცია მოემატა. ვნებისგან გაურკვეველ სიტყვებს ისროდა პირიდან და თითებით მამაკაცს ზურგს უკაწრავდა. როგორც იქნა ღმუილი შეწყდა და ორივე მოეშვა, დაღლილი და გაოფლილი ადგა და სააბაზანოში შევიდა, მამაკაცი კი ისევ ნეტარებაში იყო და მოულოდნელად თავზე დაადგა. -რა მოხდა, რამდენი დრო გავიდა რაც ქალთან არ ყოფილხარ. -ორი თვეა რაც მაკოს დავშორდი. -სამწუხაროა. თქვა და გულიანად გაიცინა. -ვიცი რომ გული გეტკინა, არ შეიმჩნიო მაინც ეს სიხარული. -ვიცოდი რომ გზა ჩემამდე მოგიყვანდა და ასეც არის, აქ ხარ და ერთად ვართ. -სხვისი ტკივილი გსიამოვნებს? -ჩემო კობა შენი დაბრუნებით ჩემს ცხოვრებაში ცუდი უკვე მოხდა. კობა ადგა ჩაიცვა და ანას მიუბრუნდა. -სალაპარაკო გვაქვს. -არა, არა, არა. არაფლის გაგონება არ მინდა, ახლა მხოლოდ შენთან მინდა ვიყო დ მხოლოდ შენი კოცნა მინდა, მაკოცე. კობამ ორივე ხელებით დახია ანა უკან და უთხრა. -მომისმინე, სალაპარაკო გვაქვს. -რას გულისხმობ, გინდა მითხრა რომ ,,მორჩა ეს იყოო?'' -ანა ჩვენ სექსი დღეს არ უნდა გვქონოდა. -რატომ? -არ მოვსულვარ აქ იმიტომ რომ სექსი გვქონოდა. -აბა რისთვის მოდი, რომ შემახსენო რაც შენ გამოჩნდი იმ დღიდან გაქრა ჩემი ბედნიერება? -ეს წუთები რაც ცოტა ხნის წინ განვიცადთ შეცდომა იყო. -შეცდომა იყო აქ რომ მოდი და ჩემთან რომ ხარ? კობა რა გჭირს, მე ვარ შენს წინ ანა, ანა არაბული. -ვიცი, ვიცი რომ ანა ხარ, მაგრამ მივდივარ და არ შემეძლო ისე წასვლა რომ არ მენახე. უყვირა კობამ ანას და ანა გაშეშდა. -მნახე, ხომ მნახე და გააკეთე ის რაც გინდოდა, ახლა წადი. -ანა სამუდამოდ მივდივარ აქედან. -ჰოოოო, მაშინ უნდა ვაღიარო რომ საუკეთესო გამომშვიდობება იყო. კიდევ ერთხელ ვით მიხმარე და მიდიხარ...... -ნუ ართულებ, არ გამიუპატიურებიხარ შენც გინდოდა და თავად გამომიწვიე მე კი მოგეცი ის რაც გინდოდა და რამაც დაგამშვიდა. -რატომ მოდი, რატომ უჩემოდ არ წადი. -დაგემშვოდობები, რადგან ვეღარ გნახავ. -წადი, წადი და აღარასოდეს მოხვიდე. ანამ იმ დღეს მეორედ იგრძნო თავი მიტოვებულად და მარტო დალია, არ უნდოდა არაფერზე ფიქრი და გათიშული მიეგდო საწოლზე, დილით კი ტელეფონის ხმამ გააღვიძა და ნამძინარევი ხმით უპასუხა. -გისმენ. -ანა ვიცი რომ დასვენების დღეები გაქვს, მაგრამ უნდა მოხვიდე. -არ შემიძლია, ინა ცუდად ვარ. -რა გჭირს, ავად ხარ? -არა, მთვრალი ვარ. -გასაგებია, სტუმრები გყავდა. -არა, ჩემს უბედობასთან ერთად ვიყავი და ერთად ვტიროდით და ერთად ვსვამდით. -კარგი, აზრი არ აქვს შენს აქ მოსვლას, მოგვიანებით შეგეხმიანები. ანამ ტელეფონი გათიშა და ძილი გააგრძელა, კობა მიდიოდა და მისი ფიქრებით ორ ქალთან იყო, ქალი რომელიც ბავშვობიდან უყვარდა და ქალი რომელიც მისი ერთადერთი შვილის დედა იყო. თვალწინ დაუდგა ანას მრისხანებით სავსე თვალები და თვალები მაკოსი რომლებიც ცრემლებით გადმოსცემდნენ ტკივილს. რამხელა განსხვავება იყო ამ ორ ქალში და ორივეს ბედნიერების დაუვიწყარი წუთები დაუტოვა და ახლა ორივესგან შორს უნდოდა ყოფნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.