შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყეყეჩების ბაღი (ეპიზოდი 01)


15-04-2022, 20:30
ავტორი ტანგ.ფ
ნანახია 890

01x01
ლამარა.


ქუჩა. გადატვირთული. ფერადი მანქანები. სიცხე. მზის სხივები. ოქროსფერი. ხალხი. ბინები. მზის სათვალე. ლამარა.
სარკე. ტუჩები. წითელი.
ლამარა ტუჩსაცხს ნაზად, თითებით ისწორებს და წელამდე თმის შესათვალიერებლად სარკის პატარა მინა ბოლომდე არ ჰყოფნის.
საპარიკმახერო.

ლამარა:
(საკუთარ თავს)
სტილისტების სახლი!


ბელა-ნციაგა.
ლამარა შიგნით შედის.

ლამარა:
სალამი! უკაცრავად, შეიძლება, შემოვიდე?


სიჩუმე.
მზერები უხმო. უნებართვო. გაოცებულნი.

გგრძლბ:
მადლობა! გასულ წელს იმეილით ჩემი სამოტივაციო წერილი და CV გამოვაგზავნე სამსახურთან დაკავშირებით, თუმცა, არანაირი პასუხი არ მიმიღია. ახლა კი, გადასამოწმებლად მოვედი, ყველაფერი რიგზეა თუ არა.


მზერები. უხმო. უნებართვო. გაოცებულნი.
სარკის წინ მჯდომ კლიენტს, რომლესაც თმაზე რამდენიმე ტონა საღებავი ადევს, სახე უშნოდ მოქცევია.
ლამარა. რამდენიმე ნაბიჯით წინ.

გგრძლბ:
შეიძლება, მენეჯერს გავესაუბრო, თუ აქ მხოლოდ თანამშრომლები ხართ? დიდი ხანია ვცდილობ, ვინმეს ხმა მივაწვდინო, მაგრამ არავინ გამომეხმაურა.


ოქროსფერთმიანი თანამშრომელი, პირდაღებულ კლიენტს ბოდიშის მოხდით ტოვებს და ლამარას გაფითრებული უახლოვდება.
რაღაცის თქმას ცდილობს.
მისი ეშინია.

გგრძლბ:
თქვენ ხართ, მენეჯერი? ასეც ვიცოდი… შემოსვლისთანავე ოქროსფერ თმაზე შეგატყვეთ…


ოქროსფერთმიანი თანამშრომელი:
(ლამარას)
მენეჯერი არ ვარ... ჩვენ მენეჯერი არ გვყავს...


ბლუკუნით.

გგრძლბ.
ჩვენ მხოლოდ უფროსი გვყავს.


ლამარა:
კეთილი. უფროსთან მსურს გასაუბრება! აქ არის?


ოქროსფერთმიანი თანამშრომელი:
მას წინასწარ უნდა შეთანხმებოდით სამსახურის თაობაზე. ასე უბრალოდ, გაუფრთხილებლად გამოჩენა, ვშიშობ, წარუმატებელი მცდელობა იქნება.

ლამარა:
წინასწარ შევუთანხმდი... გასულ წელს.

ოქროსფერთმიანი თანამშრომელი:
უკაცრავად, მაგრამ...


ხმა. მეორე ოთახიდან. უეცარი.

უფროსი:
(მეორე ოთახიდან)
ქენდი, რა ამბავია? დროს რატომ კარგავთ? შემოუშვი... გვაჩვენოს, რა შეუძლია.

ოქროსფერთმიანი თანამშრომელი/ქენდი:
მიბრძანდით! იქით...


ლამარა. მეორე ოთახში.
მეორე ოთახში საპარიკმახეროს უფროსი. სავარძელში. Oriflame-ის ჟურნალით ხელში.

უფროსი:
(ცხივირის აწევით)
სტილისტების სახლის დედა!


ბელა-ნციაგა.

ლამარა:
სასიამოვნოა... როგორც უკვე თქვენს თანამშრომლებს ვუთხარი, გასულ წელს...

უფროსი:
მხოლოდ ნახევარი საათი გაქვს! ოთახში, როგორც ხედავ, ყველა საჭირო ნივთია. დათქმული დროის შემდეგ, თუ ამ მახინჯი, ზუსტად შენი მსგავსი, უშნო მანეკენის პრინცესად გადაქცევას ვერ მოაერხებ, ჯობს, ოცნებაც კი შეწყვიტო სტილისტობაზე. და პირდაპირ ფანჯრიდან გაუჩინარდე... გაითვალისწინე, რომ ამაში ხელის შეწყობა ნამდვილად შემიძლია.

ლამარა:
ნახევარი საათი?

უფროსი:
უკვე 28 წუთი...


პარიკები. მანეკენები. შფოთვა. სარკე. ტრიალი.
უფროსი ოთახიდან გადის.

ლამარა:
(საკუთარ თავს)
ეს მანეკენი ჩემზე გაცილებით ლამაზია!


ლამარა მარტო. ოთახში.
გაფაციცებით ეძებს სათანადო პარიკს.
წითელი.

გგრძლბ:
არა, მეტისმეტად ყვირის...


ნაცრისფერი.

გგრძლბ:
არ ვიცი, რა მოვუხერხო...


შავი.

გგრძლბ:
საერთოდაც არ არის ელეგანტური...


წაბლისფერი.
წაბლისფერი, გრძელი.

გგრძლბ:
შემოკლება შეიძლება!


წაბლისფერი. წაბლისფერი, გრძელი.
სწორი. სრიალა. ფაფუქი.

გგრძლბ:
ხვეული უფრო ეფექტური იქნებოდა!


წაბლისფერი. წაბლისფერი, გრძელი. სწორი, სრიალა. ფაფუქი.
სველი.

გგრძლბ:
მგონი, საერთოდ არ უნდა დამესველებინა... მოიჩუნჩა...


წაბლისფერი. წაბლისფერი, გრძელი. სწორი, სრიალა. ფაფუქი. სველი.
მაკრატელი.

გგრძლბ:
ალბათ ჯობდა, შავი ამეღო...


წაბლისფერი. წაბლისფერი, გრძელი. სწორი, სრიალა. ფაფუქი. სველი. მაკრატელი.
უთო. მაკრატელი.


გგრძლბ:
ღმერთო ჩემო...


წაბლისფერი. წაბლისფერი, გრძელი. სწორი, სრიალა. ფაფუქი. სველი. მაკრატელი. უთო. მაკრატელი.
კვამლი. ცხელი.
უთო. მაკრატელი.


გგრძლბ:
უთო...


მაკრატელი.

გგრძლბ:
ღმერთო ჩემო, პარიკი უთოს მიეკრა... რა ვქნა? ჯანდაბა, დავიღუპე!


კვამლი. სუნი. მწველი.

გგრძლბ:
პარიკი დავწვი! არაუშავს, ჩემსას დავუტოვებ სანაცვლოდ.


კვამლი. ნაცრისფერი. კვამლი. ნისლისფერი.

გგრძლბ:
იმედია, ვერასოდეს მიპოვის...


ხველა. ცეცხლისფერი.

გგრძლბ:
ოღონდ სიგნალიზაცია, არა! ოღონდ ეგ არა!


ფანჯარა.

გგრძლბ:
ჰოო, ფანჯარა! მახსოვს ფანჯრიდან გაუჩინარების უფლება მომცა...


ლამარა თავის ნივთებს კრეფს, ოთახის ფანჯარას აღებს და ხტება.
პირველი სართულიდან.
შიგნით, ოთახში - კვამლი. ნაცრისფერი. კვამლი. ნისლისფერი. სავსე. გაგუდული.
სიგნალიზაცია.
კივილი.
კივილი.
კივილი.
ბევრი.


01x02
ლემარი.



მერვე სართული. ლემარი ბინაში. შუა დღე. მოწყენილობა.
ლემარი სავარძელში. სმარტფონით ხელში. iPhone. hePhones.
მიმოწერა. შეტყობინებები. უსაქმურობა.

ლემარი:
ასაკი?

Foreverblue:
18 წლის. შენ?

ლემარი:
20 წლის.


ტყუილი.
ლემარი. 24 წლის. უმუშევარი. პროფესიით ინჟინერი.

Foreverblue:
რას საქმიანობ?

ლემარი:
ხან რას და ხან რას... ძირითადად... ბიზნესი მაქვს.

Foreverblue:
ვაუ...


მანქანების ემოჯები.

ლემარი:
როლი?


ბეჭდავს...

Foreverblue:
რა - როლი?


გაოცებული სმაილები.

ლემარი:
შენი როლი? დომინანტი, პასიური თუ უნივერსალური?


PICTURES?

Foreverblue:
აა, არ ვიცი, ვერ ვერკვევი. კონკრეტულად რას მეკითხები?

ლემარი:
ხუმრობ? მაშინ ასე გკითხავ - TOP, BOTTOM თუ VERSATILE?


ტოპის და ბოთომის სმაილები.

Foreverblue:
ეგრე უფრო დამაბნიე...


დამორცხვილი სმაილები.
ლემარი. მობეზრებისაგან ხვნეშის. Foreverblue-ს ექაუნთს ბლოკავს და ახალი შეტყობინების ფანჯარას ხნის.
Foreverred_123?
არა.
ჩვენ. ყველა. ფერი.
გამორიცხულია.
Comecome123?

ლემარი:
მოვდივარ!

Comecome123:
გავიცნოთ?

ლემარი:
გავიცნოთ!

Comecome123:
ასაკი?

ლემარი:
21 წლის. შენ?


ტყუილი.
ლემარი. 24 წლის. უმუშევარი. პროფესიით ინჟინერი.

Comecome123:
20 წლის. ერთ თვეში მეც 21-ის ვიქნები.

ლემარი:
მაგარია... გილოცავ!

Comecome123:
ჰოო, მადლობა...


ბეჭდავს...

გგრძლბ:
როლი?


ლემარი:
დომინანტი-აქტიური. შენ?

Comecome123:
ორივე! დამოკიდებულია ხან რაზე და ხან რაზე. კარგია, ვფიქრობ, შევეწყობით.

ლემარი:
მეც ეგრე მგონია...


პაუზა. შეტყობინება ნანახია.

გგრძლბ:
შეგიძლია დამენახო?!


შეტყობინება ნანახია.
პაუზა.
ბეჭდავს...

Comecome123:
დაგენახები, ოღონდ შენც მაჩვენე...

ლემარი:
ოქეი! თუ გინდა, პირველად მე გაჩვენებ?!


პასპორტს.

Comecome123:
აუ, არ ვიცი, როგორც გინდა...


ბეჭდავს...

ლემარი:
აქამდე ურთიერთობა გქონია?

Comecome123:
კი, ოღონდ სექსუალური - არა...

ლემარი:
ვერ მივხვდი...


დაბნეული სმაილები.
რამდენიმე ლურჯი გულის ემოჯი.

Comecome123:
მხოლოდ გართობა.

ლემარი:
გინდა, ჩვენც გავერთოთ?


ბეჭდავს...
ბეჭდავს...
პაუზა.
ბეჭდავს...
ბეჭდავს...

გგრძლბ:
ფოტოს გამომიგზავნი?


Comecome123:
აუ.. არ ვიცი... იქნებ, პირველი შენ გამომიგზავნო?

ლემარი:
გეშინია? ხუმრობ? ბავშვები ხომ არ ვართ. თუ ჩემთან ურთიერთობა გინდა, ეგ კომპლექსი უნდა მოიხსნა.

Comecome123:
საყვარელი ხარ!


წითელი გულების სმაილები.

ლემარი:
შენც!
ანუ გამომიგზავნი...

Comecome123:
ჰოო, ოღონდ, ჯერ სახეს ვერ განახებ...

ლემარი:
კარგი, არაუშვს... როგორც გინდა...


ლურჯი გულის სმაილები.
ფოტოები. ფოტოების გაცვლა.
სიშიშვლე. ვნება.
ფოტოები. ფოტოები. მიმოწერა ისევ.

Comecome123:
ძალიან სიმპათიური ხარ!

ლემარი:
მადლობა... შენ - ძალიან საყვარელი. გინდა, შევხვდეთ?


წითელთვალგულიანი სმაილები.

Comecome123:
კი! და როდის?

ლემარი:
დღესვე...


Comecome123:
ადგილი გაქვს?

ლემარი:
ჩემთან, სახლში... მარტო ვცხოვრობ.

Comecome123:
აჰა, ჩემი ტელეფონის ნომერი...


ტელეფონის ნომერი. გაცვლა. გამოცვლა.

ლემარი:
საღამოს მოგწერ!

Comecome123:
ოკეი, დამირეკე, გელოდები...


გულის სმაილები.

ლემარი:
შეხვედრამდე! გკოცნი...


კოცნის სმაილები.
ახალი შეტყობინება.
შეტყობინებები.
GaygayLove.
Pridelove_IUG
We_are_the_people_too.

ლემარი:
ასაკი?


ბეჭდავს...
ბეჭდავს..
ბეჭდავს...


01x03
ლამარა.


სირბილი. ქუჩა. თავქუდმოგლეჯილი.

ლამარა:
(საკუთარ თავს)
მგონი, არავინ მომზდევს. ტყუილუბრალოდ მივრბივარ...


ნაბიჯებს უკლებს. ჩერდება. სულს ითქვამს. სმარტფონს იღებს და ყურზე იდებს.

გგრძლბ:
ვერც კი წარმოიდგენ, დღეს რა ჩავიდინე? კიდევ კარგი, აქ არ იყავი... ჰოო... არ დაურეკავთ, თუმცა გადავწყვიტე, პირდაპირ და უშუალოდ შევჭრილიყავი. აქვე... სახლთან ახლოს... საერთოდაც არ შემშინებია... ჰო, და იქნებ ნება დამრთო, ისტორია ბოლომდე მოგიყვე?


სიცილი. პაუზა.
გზაჯვარედინი.

გგრძლბ:
არ ვიცი, ალბათ კიდევ გავაგზავნი, რამდენიმე ალტერნატივა მაქვს... იმედია, ამ სტილისტების სახლის უფროსი ვერსად მიპოვის. მადლობა ღმერთს, გამოვასწარი, ალბათ კვალსაც ვერ აიღებდნენ... კი, გეთანხმები... გამორიცხული არ არის, რომ პოლიციაშიც დარეკა უკვე... მანეკენი? პარიკები საკმაოდ ძვირი ღირს... ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით ამ კომპენსაციის გადახდა ალბათ, შეუძლებელია...


პაუზა. მანქანები. სიგნალიზაცია. ლამარა შუანა თითს უწევს წითელ მანქანიან მძღოლს.

გგრძლბ:
გადამიარეს! პრაქტიკულად შეუძლებელი... წარმოდგენაც არ აქვს, ალბათ ისევ სალონებს ვესტუმრები... სულაც არა... სპონტანურად და გაუფრთხილებლად უკეთესია, რადგანაც უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან და იძულებულნი ხდებიან ყურადღება მოგაქციონ, გასაუბრება ჩაგიტარონ და ბლა ბლა ბლა - ადამიანად ჩაგთვალონ..
ჰოო, ალბათ მაგაზეც ვიფიქრებ...


გარეუბანი. სიმშვიდე. ბავშვები ირგვლივ.

გგრძლბ:
გაგიკვირდება და დღეს აღარავინ მომშტერებია... როგორც ჩანს, ჩემი ძველი პარიკი არ მოსწონდათ... ახლა არ მაქვს დრო და სალაპარაკოც მითავდება... აუ, სულ დამავიწყდა, ჩვენ ხომ უფასოდ ვსაუბრობთ... თუ არ შემეზარა, მოგვიანებით დაგირეკავ... თითქმის მივედი, ჰო...
კარგი... დაგირეკავ... აბა, გკოცნი...


დამშვიდობება.
გარეუბანი. ბინები ირგვლივ. მაღალსართულიანები. ჟრიამული ეზოში.
ლამარა გარეუბანში.
ლამარა მიდის. ლამარა მიდის.
ბინები უკან რჩებიან.
წინ საკუთარი სახლები მოჩანს. მაღლა. გორაკზე. ბილიკი შორს. ბილიკი საცალფეხო.
ლამარა მიდის. ლამარა მიდის.
ზარი ტელეფონზე. უეცრად.
ლამარა კრთის. ზარს არ ელოდა.

გგრძლბ:
(აფორიაქებული)
დიახ... მე ვარ... დიახ... დაახლოებით ორი კვირის წინ გადმოვაგზავნე ჩემი მონაცემები...


ლამარა მიდის. ლამარა მიდის.

გგრძლბ:
როგორ არა, ხვალ? დილით ათზე არაჩვეულებრივი ვარიანტი იქნებოდა... კეთილი...


ლამარა სახლს უახლოვდება.

გგრძლბ:
მაშ, ხვალ ათ საათზე აეროპორტის შენობაში, არა?


ლამარა სახლს მიუახლოვდა.

გგრძლბ:
ააჰ, უკაცრავად, ვიფიქრე, გასაუბრებაც აეროპორტში უნდა გამევლო... მაშასადამე მხოლოდ ცენტრალურ ფილიალში, აქვე ცენტრში... კარგი, გასაგებია... მისამართი მობილურზე გამომიგზავნეთ... მადლობა... მადლობა ზარისთვის... შეხვედრამდე.


ლამარას სახლი.
გარაჟი.
ლამარას სახლი.
გ ა რ ა ჟ ი.
მიყრუებულ გარეუბანში.
ლამარა ნივთებს აგდებს. დაღლილი, საწოლზე გადაემხობა და იძინებს.

Home Sweet Home.
გ ა რ ა ჟ ი.

მალევე ისმის დაპირებული შეტყობინების ხმა. აეროპორტის მენეჯერი. მისამართი უკვე ლამარას მობილურშია.



01x04
ლემარი.


საღამო. სიმშვიდე. ნიავი.
ლემარი ბაღში. გრძელ სკამზე. სიჩუმეში.
ხმები შორიდან. ხმები ხალხების.
სმარტფონი ყურზე.

ლემარი:
სად ხარ? მალე მოხვალ? ბაღს რომ მოუახლოვდები, დამირეკე!


სიჩუმე. ისევ.
10 წუთი. კვლავ არაფერი. სიჩუმე მხოლოდ.

გგრძლბ:
გადაიფიქრე?


ლემარი რეკავს.
კვლავ.
iPhone. hePhones.

გგრძლბ:
რას შვრები? სად ხარ? გელოდები... აქ ვარ, შუა გულში, დანგრეული შადრევნის იქით...


ლემარი იცდის. კიდევ სამი წუთი.
Comecome123 დანგრეულ შადრევანს უახლოვდება.
კაპიუშონით თავზე. დამორცხვებული. ბავშვივით.

გგრძლბ:
გიყურებ! აქ ვარ... პირდაპირ იარე და სადაცაა, შენც დამინახავ...


Comecome123 ლემარს ხვდება.

გგრძლბ:
როგორც იქნა... მეგონა, გადაიფიქრე...


Comecome123:
არ ვიცი, ჰოო, რაღაცნაირად ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ...


მისეირნობენ.


ლემარი:
ჰო, მართლა... შენი სახელი არ გითქვამს... მე დასამალი არაფერი მაქვს - ლემარი მქვია!
[/center]

ლემარი ხელებს შლის.


Comecome123:
გუკა!

ლემარი:
გ უ კ ა... თუ გინდა, აქ ვიყოთ, ბაღში, ცოტა ხნით...

გუკა:
დარწმუნებული ხარ?

ლემარი:
აქ არავინ დადის... მიყრუებულია... ვერც ვერავინ დაგვინახავს... წამო, იქ დავსხდეთ!


ტირიფის ხე.
ტოტები ქვემოთ. ტოტები ცოდვით სავსენი. ჩამოშვებულნი.
გრძელი სკამი.
სხდებიან ტირიფის ხის ქვეშ.

გგრძლბ:
გუკა, არა?


სიჩუმე. გუკა ირგლივ დაფეთებული იყურება.

გუკა:
აქ ნამდვილად უსაფრთხოა? ბაღია და რატომ არავინ დადის?

ლემარი:
მოეშვი-მეთქი, რა გითხარი? აქვე ვცხოვრობ და ერთი წლის მანძილზე ალბათ 20 კაცი თუ გამოივლის ამ ადგილზე... უცნაური ბაღია, რაღაცნაირი. მოიხსენი შიში... მე აქ ვარ!


ხელზე ხელს ადებს.
გუკა თრთის.

ლემარი:
მომიყევი, აბა, შენ შესახებ... რას საქმიანობ და ა.შ.. სიგარეტი გინდა?

გუკა:
აუ, კი...


სიგარეტს ართმევს და უკიდებს.

გგრძლბ:
სტუდენტი ვარ, მაგრამ უნივერსიტეტი მეზიზღება. საშინელებაა...

ლემარი:
დაბადებიან ასეთი ხარ?

გუკა:
ასეთი, როგორი?

ლემარი:
მაპატიე, უხერული შეკითხვა დაგისვი... როდის გაიაზრე, რომ ჩველებრივი არ იყავი?

გუკა:
არ ვიცი... ალბათ ღრმა ბავშვობაში...

ლემარი:
და მამაკაცში რა გიზიდავს? კონკრეტულად?


გუკა:
აამ... არ ვიცი...


იცინის. უხერხულად. დაბნეულად.

გგრძლბ:
ალბათ, იგივე, რაც შენ.

ლემარი:
სისულელეა... იგივე ვერ მოგეწონება. მე დომინანტი ვარ!

გუკა:
ყველაფერი მომწონს... ხასიათსა და ადამიანზეა დამოკიდებული. გააჩნია... მამაკაცი ყველანაირად მიზიდავს, განსაკუთრებით ცისფერი თვალებით და მკერდზე თმით... თან მე უნივერსალური ვარ - ასეც შემიძლია და ისეც.


PICTURES?

ლემარი:
შეყვარებული არ გყავს ან გყოლია?

გუკა:
ვიღაცებს ვხვდებოდი... ადრე, მაგრამ ახლა - არა!


უხერხული პაუზა.

ლემარი:
ვგულისხმობ, მდედრობითი სქესის შეყვარებულს...

გუკა:
გოგო? რა სისულელეა... ვიღაც რატომ უნდა გავაუბედურო?

ლემარი:
საინტერესოა...


პაუზა ისევ. სიჩუმე.

გუკა:
რა არის საინტერესო?

ლემარი:
საინტერესოა, აბა არ არის? დედამიწა სავსეა უამრავი გასაოცარი, ვნებისაღმძვრელი, სექსუალური, ცეცხლოვანი ქალით, შენ კი მკერდთმიან მამაკაცებს დასდევ...


გუკა:
არავის დავსდევ... მეგონა, შენც მამაკაცები გიზიდავდა...

ლემარი:
ჰოო, აქ იმიტომ ხარ, რომ მეც მამაკაცები მიზიდავს...


სიჩუმე. უხერხული.
ხმები. შორიდან.

გუკა:
მმმ... შეიძლება, წავიდე?


ფეხზე დგება.

ლემარი:
წახვიდე? რატომ? რა მოხდა? ახლახან არ მოხვედი?

გუკა:
არ ვიცი, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ...

ლემარი:
ბოდიში, მაგრამ... დარწმუნებული ხარ? გაწყენინე? ცოტა ხნით დარჩი... ჯერ ხომ არც კი დაგვიწყია?!

გუკა:
მირჩევნია, წავიდე. სხვა დროს შევხვდეთ...


უხერხულად მხრებს იჩეჩავს.

ლემარი:
კეთილი, მაშინ გაგაცილებ მაინც...

გუკა:
არ მინდა, თავად წავალ... მადლობა!

ლემარი:
დარწმუნებული ხარ?


გუკა თავს აქნევს და ლემარს ზურგს აქცევს.

გგრძლბ:
რაღაც დაგივარდა...


გუკა:
რა?


ბეისბოლის ბიტი.
ლემარი ბიტს გუკას პირდაპირ თავში ურტყამს.
უეცრად.
დაბნეულობა.
შავი.
ტკივილი.
ბუუუმ.
გუკა მიწაზე ეცემა. შოკირებული.
ყველაფერი წამში ხდება.
ბუუმ.

ლემარი:
გეგონა, ბიჭები მომწონდა, შე პიდარასტო?


ლემარი გუკას ბიტს ამჯერად სახეში ურტყამს. გაცოფებული. კბილებდაკრეჭილი.
სისხლი. წითელი.
შემდეგ-- წიხლები.
აურაცხელი.

გგრძლბ:
იმედია, დღევანდელი დღე გაკვეთილი იქნება შენთვის, ცოდვილო ძაღლო! როგორ იფიქრე, რომ შენნაირ საცოდავთან რაიმე მექნებოდა?


ფურთხი. სისხლი. დარწტყმა. წიხლები.
ქვითინი. ტკივილი. ტკივილი. ბევრი.

გგრძლბ:
ამ ყველაფერზე ერთი სიტყვაც დაგცდება და ცოცხალს არ დაგტოვებ. არც კი ეცადო, ჩემი ვინაობა დაადგინო, თორემ დაგასახიჩრებ, მახინჯო პიდარასტო!


ფურთხი. სისხლი. დარტყმა. ისევ. წიხლები. ბიტი.
ქვითინი. ქვითინი. ქვითინი. ბევრი.

გუკა:
რა... დაგიშავე...


გუკა სულს ვერ ითქვამს. სახე სისხლით აქვს მოთხვრილი. ჩასიებული.

ლემარი:
ენა ჩაიგდე, თორემ სისხლისგან დაგცლი-მეთქი, ღორო! კარგად დაიმახსოვრე, რაც გითხარი, თორემ მთელი ცხოვრება ხეიბარი დარჩები!


დარტყმა. კიდევ ერთი.
ტკივილი. სისხლიანი სახე. ჩალეწილი კბილები. ჩასიებული თვალი.
ტირიფის ტოტებქვეშ.
ტოტები ცოდვით სავსენი. ჩამოშვებულნი.
ცრემლი.
გუკა ნაცემი. მოკრუნჩხული. მარტოსული. მიტოვებული.

ლემარი თვალისდახამხამებაში უჩინარდება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent