შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი დიდი ისტორია


16-04-2022, 18:30
ავტორი mariam guliashvili
ნანახია 10 153

მერი:
დღეს ადრე გამეღვიძა და ამის მიზეზიც მაქვს. საქმე ისაა, რომ უნივერსიტეტში ჩემი პირველი დღეა. ცოტა არ იყოს ვნერვიულობ, რადგან არ ვიცი ვნახავ თუ არა ძველ სკოლის მეგობრებს. მეგობრებს რომლებთანაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი. მათ წრეში მე სრულფასოვანი ადამიანი ვიყავი, რადგან ჩემნაირები არიან. არ უყურებენ სოციალურ სტატუსებს, გარეგნობას და ამაგვარ წვრილმან სულელობებს. ვინც არ უნდა იყოს, რა დროც არ უნდა გავიდეს და როგორც არ უნდა ეცადოს მათ ვერ დამავიწყებს. გულში ღრმად არიან ჩაბეჭდილნი. ერთი მთლიანობა და სული ვართ. მჯერა, რომ ჩვენს დიდ ისტორიას იმ ადგილიდან გავაგრძელებთ, საიდანაც გავჩერდით და ის უსასრულო იქნება. ცხოვრება ისეთი სასტიკია, რომ საყვარელ ადამიანებს პერიოდულად გვართმევს და გვაშორებს. ჩვენი მისია მის წინაშე ბრძოლაა. არ უნდა შევუშინდეთ არანაირ ფაქტორს და დავიწყოთ ისე ცხოვრება როგორც ჩვენ გვინდა და არა ისე, როგორც სხვები მოითხოვენ. უნდა წავიდეთ ქარის, წყლის და ცეცხლის წინააღმდეგ... არ უნდა დავთმოთ ბედნიერი წუთები და ბრძოლის ველზე ერთად შეკრულები და გამარჯვებულები უნდა ვიდგეთ. ერთმა გენიოსმა თქვა: ცხოვრება ჯაჭვია, ხოლო მასზე დამაგრებული მძივები-ბედნიერი მომენტები. თუ ერთი გაწყდა, მის ადგილას სიცარიელე რჩება, ის რაც ჩვენ ტკივილს გვაყენებს. მე არ ვცდილობ მათ გაწყვეტას და არ ვიცი დამივიწყეს თუ არა მათ.
დილაადრიან სენტიმენტები ცუდია. არ მინდა დავაგვიანო და მდიდრების დასაცინი გავხდე.
სასწრაფოდ მოვემზადე და ქვემოთა სართულზე სასაუზმოდ ჩავედი. როცა დავჯექი მამამ მკითხა:
- ჩემო შვილო,დაფიქრდი და მიპასუხე რას ელოდები ამ დღისგან? რას გარგებს ის?
- დაცინვას და მეტს არაფერს, მამა. ხომ იცი, სადაც მივდივარ და ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა. ყელში ამომივიდა ეს ირონიული სახეები, განმგმირავი თვალები.
მამამ ვითომც არაფერიაო, ისე განაგრძო:
- და რას აპირებ?
- ალბათ, კუთხეში დავჯდები და ვიტირებ, რადგან ისინი სასტიკები არიან.
- არა, - სიცილით მომიგო მან და სათვალე ცხვირზე შეისწორა, - მე ხომ გასწავლიდი, პირველადი შთაბეჭდილებით ადამიანზე არ უნდა იმსჯელო. მაგრამ აქ რა შთაბეჭდილებაზეა ლაპარაკი, როცა მათ არ იცნობ? მითხარი ვისზე ბრაზობ წინასწარ?
- მამა, ეს მე წიგნებიდან ვიცი. ახალ ბავშვებს, რომლებიც უცნაურებად ეჩვენებათ, აბულინგებენ. წიგნებში ხომ სინამდვილეა! - ეს ისე წარმოვთქვი, როგორც პატარა გულუბრყვილო ბავშვმა.
- ოჰ, ჩემო პატარა სულელო გოგონა. შენ ჯერ არ იცი ცხოვრების გემო. ოცი წელი საკმაო დრო არაა ამის სასწავლად. წიგნი წიგნია, ცხოვრება კი სულ სხვაა. შეგხვდება ბევრი ტკივილი, ბედნიერება და იმედგაცრუება. სანამ მე შენს გვერდით ვარ, შეგიძლია შენი ფიქრები და გრძნობები მე გამიზიარო. შენ ჩემი შვილი ხარ და მე ყველაზე ახლოს ვარ შენთან.
მამა შეიძლება მართალს ამბობდა, მაგრამ დღეს არ ვიცოდი როგორი ტიპის ცხოვრება მელოდა. როცა ცხრის ნახევარი გახდა სახლიდან გავედი, ჩემი ზურგჩანთის და ყურსასმენების თანხლებით. უნივერსიტეტამდე დიდი გზა იდო. გზა ისეთი გრძელიც არ იყო, მაგრამ მე ასე მომეჩვენა. უაზროდ იწელებოდა. როგორც იქნა, მივედი. უნივერსიტეტიის კარის შეღებისთანავე მდიდრული აურა წამოვიდა. დერეფნებში სიმპატიური გოგონები და ბიჭები დადიოდნენ, მაგრამ არცერთმა არ გამოიწვია ჩემში აღფრთოვანების გრძნობა. ისინი უბრალოდ, მდიდარი ბავშვები იყვნენ, რომლებიც სკოლაში და უნივერსიტეტში საკუთარი (ხშირად მამების) გავლენით სარგებლობდნენ. ეს უცხო ხილი იყო ჩემთვის. ჩემნაირი ადამიანები მათ გაუთლელ ხეპრე სოფლელებად მიაჩნდათ, რადგან არ ეცვათ ბრენდული ტანსაცმელი და არ ხმარობდნენ თავის მოსაწესრიგებელ საკმაოდ ძვირიან საშუალებებს.
თვალებს დიდხანს ვაცეცებდი განსხვავებულის ძებნაში. უცებ, გულმა, თვალმა და სულმა გაიხარა, როცა ჩემი ძველი კლასელი/მეგობარი, ემი დავინახე. საერთოდ არ შეცვლილიყო. გრძელი, ბზინვარე წაბლისფერი თმის ნაწილი უკან ოქროსფერი თმისსამაგრით აეწია. უბრალო ქვედაბოლო და წითელი ჰუდი ეცვა. მხოლოდ, ჩემნაირად დაბნეული და ცოტა არ იყოს, შეშინებული იყურებოდა. მიახლოება და სიხარულის ამოძახილი ერთი იყო.
- მერი! როგორ გამიხარდა შენი ნახვა. ვერც კი წარმოიდგენ.
- მეც ძალიან მომენატრეთ ყველა. რატომ ხარ მოწყენილი?
- თავს ამ საზოგადოების არასრულფასოვან წევრად ვგრძნობ. - ამოიოხრა მან, - ძნელია, როცა გარიყული ხარ და შენი ნავი სხვაგან დაცურავს.
- მართლა, სხვებისგან რამე ისმის?
- არ ვიცი. მეც ისევე მაინტერესებს ეს როგორც შენ. ალბათ, აქ სწავლობენ. მოდი, აუდიტორიაში შევიდეთ და ვნახოთ.
- ჰო, ენჯიმ მომწერა, რომ აქ იქნებოდა. თვითონაც არ იცოდა სად სწავლობდა
აუდიტორიაში შევლისთანავე, შვიდი ცნობილი და ამდენად საყვარელი მზერა შემოგვეგება. საერთოდ არ შეცვილილიყვნენ და ამიტომ თავი ისევ მეექვსე კლასში მეგონა. მე ენჯის და ემის შუაში დავჯექი. უცებ, წინა მერხიდან დიდებულმა მის "უიქლიმ" გადმომხედა და თვალის ჩაკვრით მომესალმა, რაც სულ ახასიათებდა. ლექტორმა მაშინვე ლექციის კითხვა დაიწყო. თემა ჯეინ ეარზე იყო, რომელიც ძალიან მომწონდა. არ მინდოდა, ლექციისთვის რამეს ხელი შეეშალა. უცებ, კარზე კაკუნი გაისმა და თავი ქერა, ცისფერთვალება ბიჭმა შემოყო. იმდენად მაღალი იყო, რომ შემოსვლის დროს თავი დახარა.
- გამარჟობა, - მიესალმა ლექტორს. უკვე ჩანდა, რომ სლავური წარმოშობის იყო. მგონი, ინგლისელები ასე არ ლაპარაკობენ. - დიდი ბოდიში, დაგვიანებისტვის. მე, მე უკრაინიდან მოვედი. მარტლა, მე მაპატიეტ.
- ახლაგაზრდავ, არაუშავს. - მიუგო ლექტორმა, - თქვენი სახელი მჭირდება, რათა სიაში ჩავინიშნო. რა გქვიათ?
- ალექსეი შევჩენკო მქვია. - აჰა, ესეც ერთი დასტური, იმისა, რომ სლავია.
ბიჭი უკანა რიგებში, სხვა ბიჭებთან მივიდა. იქაც ნაცნობი სახეები, ჩემი ბიჭი კლასელები შევნიშნე. მათ აშკარად დასტყობოდათ ცვლილებები.
ლექციის დამთავრების მერე, სანატრელი მომენტი დადგა. გოგონები ერთად შევიკრიბეთ და სასდილოში შედარებით მყუდრო და წყნარი ადგილი ვიპოვეთ.
- ვაიმე, ვერ ვიჯერებ! - ტაში შემოჰკრა უიქლიმ, - ყველა ისევ ერთად ვართ. მე პირადად, დიდი სტრესი გადავიტანე. არა, ელის ვეკონტაქტებოდი, მაგრამ მაინც მიჭირდა უთქვენობა. ვგრძნობ, რომ ჩემი სული რვა ნაწილადაა გახლეჩილი და თუ მას ერთი მოაკლდება, ცუდად ვარ. რა არის მეგობრობა? შეიძლება მეგობრები ერთმანეთისგან შორს იყვნენ, მაგრამ ნამდვილი მეგობრები მათ გულით ატარებენ. თუ მოვკვდები, ასე ქენით. მე ხომ ყველა თქვენგანი მიყვარს. - ვაუ, კიდევ ერთი ჩემნაირი.
- არა, ზედმეტი სენტიმენტებიც არ ვარგა, თორემ გული აქვე გაგისკდება. - მიმართა ზოუმ.
- მოდით, დავივიწყოთ ის ყველაფერი, რაც ერთმანეთს ვაწყენინეთ და ისევ ერთი მთლიანობა გავხდეთ. - აღნიშნა ვენდიმ.
- მაგრამ ჯერ შოპინგზე წავიდეთ. ფასდაკლებები დაიწყო. კარგი მაღაზია ვიცი, იქ სკოლის პერიოდშიც ყოველთვის დავდიოდი. - შემოგვთავაზა ელიმ.
- დავალებებზე და ქულებზე გეტყობოდა ხოლმე, - ირონიულად უთხრა ლიზმა, - ჩვენ ჯეინ ეარის მოკლე შინაარსი გვაქვს დასაწერად, თხრობით და ამ ნაწარმოების ჩვენეული ვერსია.
- ორივე ნაწილი??? - თვალები გადმოკარკლა ჰელენმა.
- ჰო, ორივე. მაგარ შარში ვართ. სანამ დავწერ მოვკვდები და ყველაფერს თქვენ გიტოვებთ. - გაიცინა ენჯიმ.

ეს მოთხრობა მართლაც რომ ძალიან დიდი გამოვა, ამიტომ თავებად დავდებ. არ გეტყვით ჯერ რაზე იქნება, როცა წიკითხავთ მიხვდებით. იმედია, მოგეწონებათ.
პ. ს. მოქმედება ინგლისში ვითარდება. ამ მოთხრობაზე რამდენიმე თვე ვმუშაობდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. ♥ ძალიან ბევრი პერსონაჟითაა მდიდარი და ალბათ, ზოგიერთი თქვენგანი საკუთარ თავებს ამოიცნობს მათში.



№1  offline წევრი Marikagogolqdze

თუ დიდია მაშსინ დიდ თავებად დადეთ,
რადგან ასე პატარა თავების კითხვა ცოტა მოსაბეზრებელია. მითიმეტეს თუ ნაწარმოებია არაა პატარა. წარმატებები

 


№2  offline წევრი mariam guliashvili

დიახ, ასე ვაპირებ, დადებას, მაგრამ დრო არ მქონდა და მოუცლელობის გამო პატარა დავდე. დიდი მადლობა შეფასებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent