ტკივილი რომელიც გვასახიჩრებს.! (3-4 თავი)
(თავი 3) დღე დაითქვა უკვე. ორივე მოთმინებით ელოდება 19 ნოემბერს, მათი შეხვედრის პირველ დღეს. თვეებია ერთმანეთს ცხოვრებას უხალისებენ და როგორც იქნა განშორების მეშვიდე წელს შეხვდებიან ერთმანეთს. „თბილისში ვარ.! „ „ხვალ შევხვდეთ. მენატრები დემნას თებე.! „-ახვევდა და ახვევდა გონებაშ თაბაგარის შეტყობინებებს, გაუნძრევლად იდგა სარკის წინ და შიშით გარეთ ვერ გადიოდა. არც მე ვიცი რისი ეშინოდა იმ მომენტში წერეთელს მაგრამ გული სიყვარულს ვერ იტევდა, ვერ იტევდა ბავშვობიდან მოყოლილ მონატრებას. ალბათ ამისაც კი ეშინოდა ბედნიერებისგან იქვე არ ჩაკეცილიყო, ადვილი ხომ არაა წლების უნახავი სიყვარული წინ გედგეს და შენ ცივი გონებით უყურებდა. ღმრა ამოსუნთვა.. უკან დაბრუნებული ბედნიერების ცრემლი. გაბრწყინებული თვალები და ზურგს უკან მოკეტილი სახლის კარი. მშვიდი ნაბიჯით მიიწევდა დათქმულ ადგილას. ისევ ის პატარა გამოქვაბული, ისევ ნახევრად ჩამწვარი თეთრი სანთლი. მაგრამ უკვე გაზრდილი 12 წლის ბიჭი. გაფართოებული თვალებით უყურებდა ზურგშექცევით მდგარ თაბაგარს, განიერ მხრებს უცნაურად ამოძრავებდა. -მოვედი.-დაბალი ხმით ძლივს თქვა. მშვიდად შემობრუნდა ბიჭი მისკენ და მომღიმარმა დაფარა მათ შორის მანძილი, ძლიერი ხელით გაადაუწია სახეზე ჩამოშლილი ტალღოვანი თმა. -არ მჯერა, ახლა აქ ვდგავარ. ჩემთან ხარ ისევ ის თებე წერეთელი...-თვალებით ეფერებოდა კოხტა, პატარა ნაკვთებს. -ჯანდაბა თებეე.. უნდა გაკოცო.-თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, ლამაზ მოყვანილობის, ატმისფერ ბაგეებს მთელი მონდომებით დაეწაფა. არც გოგო იყო წინააღმდეგი, გაუბედავად შეუცურა ყელთან ნატიფი თითები. მთელი არსებით უკოცნიდა მონაცველობით ბაგეებს. ერთმანეთს ძლივს მოწყვიტეს ტუჩები, წერეთელი შუბლით ბიჭის ნიკაპს მიეყრდნო, ბედნიერებისგან თვალებ დახუჭული იდგა და სუნთქვის დარეგულირებას უიმედოდ ცდილობდა. -ახლა უკვე მშვიდად ვარ.! -დემნა, შენი თვალები.. შენი ნაცრისფერი თვალები ისევ ისეთია. -პატარა , გამხდარი ხელებით მიეფერა თაბაგარას. -და კოცნაზე რას იტყვი?! -სიცილით კითხა და მოწყვეტით აკოცა კიდევ. -კოცნაც დაგიხვეწია.-სიცილში აჰყვა. -წამო წავიდეთ..-სულის შებერვით ჩააქრო სანთელი, ძლიერ მტევანში მოიქცია წერეთლის სუსტი ხელი და ცივი გამოქვაბულივით ადგილიდან გამოვიდნენ. -გავისეირნოთ და მერე სადმე მშვიდ გარემოში დავლიოთ ჩაი.. -კაი.-ბედნიერმა ახედა ორი თავით მაღალ ბიჭს. -დემნა.-გააჩერა თაბაგარი. -რა იყო პატარავ.. -მაბედნიერებს თებეს დემნა.! -გაბრწყინებული თვალებით უთხრა. -სამყაროს მიფერადებ დემნას თებე.! -შუბლზე ნაზად აოცა გოგოს და გზას გაუყვნენ. *** 10 დღის განმავლობაში რომელიც თაბაგარს ჰქონდა საქართველოში დროის გასატარებლად მხოლოდ ორჯერ შეხვდა საყვარელ ქალს. ქართული ტრადიციიდან გამომდინარე თითქმის ყოველ დღე ნათესაობას ხვდებოდა და უკვე ზრდასრული კაცივით დღეს სუფრებთან ატარებდა. უამრავჯერ ისმენდა ერთი და იგივე ფრაზას რომ ძალიან გავდა ცხონებულ მამამის და უსურვებდნენ მისნაირი მართალი ცხოვრებით ცხოვრებას. მერე ხუმრობითაც ეუბნებოდნენ, რომ გერმანელი რძალი არ უნდოდათ ოჯახში და ვინმე კაი ქართველი, ქართული ტრადიციებით აღზრდილი ქალიშვილი ენახა და დაბრუნებოდა სამშობლოს. *** თბილისის ტერიტორიას გასცდენ დაქალები, იაკობიძის ძმის მანქანაშ ისხდნენ ორივე უკანა სავარძელში და ეშმაკურად აციმციმებული თვალებით უყურებდნენ გზას. წყნეთის ერთერთ გადასახვევთა გადაუხვია ავტომობილმა და მალევე გაჩერდა. -იცოდეთ არაფერი გგააფუჭთ. -ძმაო, როდის იყო.. -აპ.. ეგეთ ლაპარაკი და თავის გაკრავება არ იყოს რა. -თვალები გადაატრიალა უფროსმა იაკობიძემ და საბარგულიდან პროდუქტებით დატვირთული პარკები გადმოაწყო.სიცილით შევიდნენ სახლში.რამდენიმე საათში მოეწყვნენ კომფორტულად, კარები საგულდაგულოდ ჩაკეტეს და მუსიკებიც ხმამაღლა ჩართეს. ღვინის ბოკლებში ბროწეულის წვენი დაისხეს და ერთანეთს ხმაურით მიუკაკუნეს. -მოდი ჩემო დაო ამ ყველაზე ძლიერი ალკოჰოლით ჩვენ ბედნიერ დღეებს გაუმარჯოს.-აკისკისდა ანა და მჟავე ბროწეული სითხე ოსტატურად დააგემოვნა. -ანნ ძალიან ბედნიერი ვარ.-თითქოს მთვრალი თვალებით გახედა მეგობარს და ხალათით ბუხრის წინ ჩამოჯდა. -მმმ კუს ასე გადაგრია ჩვენი ჩიტის კოცნამ?-გვერდით მიუჯდა იაკობიძე და მზერა ცეცხლიდან წერეთლისკენ გადაიტანა. -ასეთი არაფერი მიგრძვნია. აი ფეხის თითდან რომ შემოძვრა რაღაც, ბოლომდე ამოძვრა და ტვინშ ამიფეთქდა. -თვალები დახუჭა და თაბაგარის გამოხედვა გაიხსნეა კოცნამდე..-მმ მინდაა. -თებე ეს მართლა ალკოჰოლი ხომ არაა?-ეჭვისთვალით დახედა ჭიქებს. -მგონი დავთვერი. -თქვა და ხმით ახითხითდა. სახლის სიმყუდროვეს ორი მხიარული და ბავშვური სიცილი არღვევდა. თბილ ხალიჩაზე იწვნენ, ჭერში იყუებოდნენ და ოცნებობდნე. -ეჰ თებეა შენ კი მოგაკითხა პრინცმა მაგრამ მე?-ქვედა ტუჩი საყვარლად გადმოატრიალა და დრამატული სახით გახედა დაქალს. -შენიც გამოჩნდება სად წავა.. აცადე ცხოვრებით ტკბობა თორე გიპოვის და გაუმწარებ სიცოცხლეს. -მხარი გაჰკრა. -თებე... ახლა რომ წავა შენი ბიჭი მერე რას იზამ?-ჩაფიქრებული წამოჯდა წერეთელი და თვალი ცეცხლის ნაპერწკლებს გაუშტერა. -ახლა ნამდვილად აღარ დამავიწყდება. დაველოდები..-დადუმდა.-ან მეთვითონ წავალ მასთან. არ ვიცი ჯერ რა იქნება მაგრამ არასდროს.! არასდროს დავკარგავ. -ანუ იმასაც უშვებ რომ გერმანიაში წახვიდე? -არ ვიცი ანი, გააჩნია ჩვენი ურთიერთობა როგორ შეიცვლება, ჯერ მხოლოდ ორჯერ ვნახე. მე ჩემ გრძნობებში დარწმუნებული ვარ.! ახლა მხოლოდ მას ველოდები, როგორ განავითარებს ურთიერთობას. -მერე მეც გამაცანი. იქნებ ვინკე კაი ძმაკაცი ჰყავდეს.-სიტუაციის განმუხტვა სცადა იაკობიძემ. -ეგოსიტო, ყველაფრისგან სარგებელს ეძებ. -მიყვარხარ ძალიან ხომ იცი.!-მხარზე ჩამოადო თავი ანამ.-შენი ბედნიერება საკუთარივით მიხარია. -გაშლილი წვივები ერთმანეთზე გადაედო და მხიარულად ამოძრავებდა. -ანა არ მიყვარს ეს სიყვარულის ახსნები და ნუ მაიძლებ საკუთარი თავი გავყიდო. -უხ შე უტიფარო ქალო, იმ ბიჭს ხომ უხსნი სიყვარულს, დაქალისთვის ერთი თბილი სიტყვა არ გემეტება.-ქოქოლა დააყარა და სიცილით ერთი, ორი საჯდომზეც მისცხო. -კაი ჰო, ჯანდაბას შენც მიყვარხარ. - მე ც ვარ გოგოო. ვაიმე დღეს ცოცხალი არ გადარჩები. -სირბილით აედევნა წერეთლს და ოთახში შეყვა. მხიარულად გაატარეს მეორე საღამოც, ფილმის ყურებაში, ხალისსში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის სიყვარულში. *** -ძალიან დამღალეს.-აივანზე გადაყუდებული ბორძიკით ამბობდა სიტყვებს. -რამ დაგღალა სმამ თუ ჭამამ?-სიცილით ჩასძახა ტელეფონში თბაგარს. -ორივემ და უშენობამ. მომენატრე უკვე, აქ ვარ და ნორმალურად ვერ გნახე რა.-ბუზღნს აგრძელებდა. -რას ვიზამთ დემნა ჩემს გარდა უამრავი ადამიანია ვისაც შენი ნახვა უხარია. -თებე ნუ ხარ რა ასეთი.. -როგორ აბა? -აი ნუ შეგიძლია ჩემი სხვისთვის დათობა.-მძიმედ ამოისუნთქა თაბაგარმა, სიგარეტის კვამლი ჯერ ფილტვებში ჩაუშვა და შემდეგ გახსნილი გაბეებიდან გამოუშვა. -წუწუნა ხარ. როდის მიდიხარ უკან? -ზეგ თებე, არდადეგები მთავრდება. მისმინე რა უნდა გითხრა. -გისმენ აბა.. -მოკლედ ხვალ დილით 6 საათზე ჩვენს ადგილას მოდი. -რა ამბავია 6 საათი.. -თებე გააცნობიერე რომ ზეგ დილით გამთნიისას მივდივარ და ბოლოს სურვილი შემისრულე. მოკლედ დილით იქ დაგელოდები, მოდი და მერე მთელი დღე ჩემთან იყავი. უნდა მოგისიყვარულო. აბა აამის დედა ვატირე შენს სანახავად ჩამოვედი და ყველა ვნახე შენს გარდა. -კაი დემნა ხვალ მოვალ დილით იქ.. -გახარებულმა ცქმუტვა დაიწყო. -დაგელოდები! რამდენიც არ უნდა დაიგვიანო დაგელოდები მაგრამ, ასეც არ გამწირო რა თან უკვე ძალიან ცივა გარეთ. -კაი დემნა არ დავაგვიანებ. წადი ახლა დაიძინე და დილით გნახავ.. -ჯერ ჯადოსნური სიტყვა მითხარი. -გკოცნი თებეს დემნა. -მეც გკოცნი პატარა.-გაბადრულმა გათიშა ტელეფონი.. *** დილის 5 საათი იქნებოდა ბედნიერმა რომ გაახილა თვალები, ჩუმად დადიოდა სახლში რომ მშობლები არ გაეღვიძა. მუხლს ოდნავ აცდენილი ტყავის ქვედაბოლო ჩაიცვა ლამაზი ნაქსოვი, თბილი ჯემპრით. ბანტიანი წინდები და თბილი ბათინკები მოირგო, ნაცრისფერი მანტოთო დატოვა სახლი ბედნიერმა... მაგრამ არც თვითონ თებე წერეთლი ჩანს ამის მერე და არც მისი კვალი.! *** ექვსი საათი: დათქმულ ადგილს მივიდა თაბაგარი, თბილი პლედები ლამაზად დააწყო იქვე და რამდენიმე სანთელიც აანთო გასანათბლად. შვიდი საათი: უკვე მოუსვენრად დაიწყო წინდა და უკან სიარული. ცხრა საათი: მოღუშული, მოწყენილი იჯდა ქვებზე.ბოლომდე სჯეროდა რომ გოგოს ჩაეძინა და მაგიტომ ვერ შეძლო მისვლა. ტელეფონს ხელს არ უშვებდა. უწყვეტ რეჟიმში რეკავდა წერეთლის ნომერზე მაგრამ მისი ნერვების საუბედუროდ არავინ არ პასუხობდა. თორმეტი საათი: ბნელ გამოქვაბულს მზის სხივებიც მისწვდა და ჩათვლემილ თაბაგარს გამოეღვიძა, აფორიაქებულმა დაავლო ხელი ძირს ჩამოვარდნილ ტელეფონს მაგრამ არც ნარეკი დახვდა და არც შეტყობინებებზე პასუხი. უგულოდ შეუბერა სული ნახევრად ჩამწვარ სანთლებს. მაგრამ წასვლა მაინც ვერ გაბედა. თხუთმეტი საათი: „დემნას თებე. მცდი თუ რა იყო? გამოჩნდი მაინც და მითხარი როდემდე მომიწევს ლოდინი?“ -ვერ რისკავდა უხეშად მიწერას, მაგრამ ნერვების ბოლო ძაფებიც წყდებოდა. თვრამეტი საათი: „პირისპირ ვერ გავბედე ამის თქმა, აღარანაირი კავშირი არ მინდა შენთან მქონდეს! დამივიწყე დემნა, სამუდამოდ დამივიწყე!„-გულის ცემა შეწყდა. ნერვილად ამოაძვრინა სიგარეტის ღერი, ტუჩებს შორის მოიქცია და აწყლიანებული თვალებით გაუკიდა ცეცხლი. აკანკალებული თითბით ჩაავლო ღერს და ძლიერად მოქაჩა ნაფაზი. ნერვებს აჰყვა, ვერ გაუძლო ასე გადავლას საყვარელი ადამიანისგან და ბოლო ნერვის დაბოლოებაც გაწყდა. მხრები აუკანკალდა და გულით ატირდა. სახეზე გაშლილი მტევანი აიფარა. ცალი ხელის შუა და საჩვენებელი თითს შორის ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ეჭირა და სუნთქვებს შორის ფილტვებს ამ შხამით წამლავდა. *** შუადღის საათები იდგა, აცრემლიანებული თვალებით დადიოდა წერეთლის ოჯახის დიასახლისი სახლში. -ვაიმე ანა სად გაქრა ჩემი შვილი. -იქვე მჯდარ გოგოს მიუბრუნდა. -არ ვიცი მაკა დეიდა. არაფერი უთქვამს ჩემთვის. თორემ ხომ გეტყოდით.-ნერვილად იმტვრევდა ხელებს ანა. -ეს კაცი სადღა გაქრა მოვიდეს რომ იმან მაინც გაარკვიოს რა ხდება ჩვენ თავს. - უღონოდ ჩამოჯდა სავარძელზე და მავედრებელი მზერა მიაპყრო იაკობიძეს. *** (რამდენიმე საათით ადრე) სადარბაზოდან გასულს იქვე ეზოში ბიჭების ჯგუფი დახვდა. „ბირჟა“ დილის საათებშიც გამაგრებული იყო, დახვავებული სასმლის ბოთლებიც იმას ადასტურებდნენ რომ კარგად მთვრალები იყვნენ. ჯაშუშური მზერით შეათვალიერა წერეთელმა და ნაბიჯსაც აუჩქარა.ზურგს უკან სტვენის და ფეხის ხმა ერთდროულად მოესმა. არ შეიმჩნია და თავაუწევლად გააგრძელა გზა, წინ ერთ-ერთი მათგანი რომ გადაუდგა. -საით მიდიხარ პატარა..-შიშისგან ხმა არ ამოუღია გვერდის ავლა სცადა მაგრამ, მკლავში წაავლო ხელი წერეთელს და ისევ საწყის ადგილზე დააბრუნა. -დიდი ბოდიში მაგრამ სამსახურში მაგვიანდება.-ხმის კანკალით გასცა პასუხი და ისევ აპირებდა ადგილიდან დაძვრას უკნიდან პირზე, რომ ააფარეს ხელი და ჰაერში ბუმბულივით აწიეს. მკლავების გარშემო შემოხვეულ ხელებს ვერ იშორებდა. გაფართოებული, შეშინებული თვალებით უყურებდა მოსალოდნენ საფრთხეს. არ იცის სად მაგრამ, ძალიან ბინძურ ადგილას ჩაიყვანეს. კედელთან უხეშად მიაგდეს როგორც ნივთი და გარშემო წრე შეკვრეს. -მდაა.. როგორი შეფუთული ხარ, აბა მოდი ვნახოთ რას მალავ აქ.-უხეშად შემოაძარცვეს მანტო და ზედა სამოსი. მოშიშვლებულ მკერდზე აიფარა აკანკალებული ხელები. -რასაც გეტყვი იმას გააკეთბ თუ გინდა აქედან მთელი გახვიდე.-ლოყებში წაავლო ხელი და ძლიერად მოუჭრა.ლოყაზე გაუხახუნა ცხვირის წვერი და გოგოს სურნელი შეისუნტქა. -მგონი დღეს კარგად გავერთობით.-უკნიდან ერთერთის ხმა გაიგო და ახლა მზერა იქით გადაიტანა. თავს ცოფიანივით ატრიალებდა რომ მის ჩამუხლულის კოცნები აერიდებინა, ის კი ჟინმორეული ხვნეშოდა.ხმაურიანად კოცნიდა ყელზე, მოშიშვლებულ მკერდძე ყბის ძვალზე. -გთხოვთ..-შიშისგან ამოიტირა მოშიშვლებულ მხრებზე თითები შემოიხვია. მის წინ ჩამუხლულს მავედრებელი თვალებით მიაშტერდა და ცრემლებიც გადმოსცვივდა.-გთხოვ, არაფერი დამიშავო რა.. გემუდარები... გევედრები ნუ გამიმეტებ ამ ტკივილისთვის.-ხმადაბლა ლუღლუღებდა, ამღვრეულ თვალებს არ აშორებდ ნაცრისფერთალება კაცს. -მიდი ტაბლეტები მომეცი..-წერეთლისთვს არ მოუშორებია მზერა, უკან მდგომს ცივი ხმით უბრძანა.ახლად ამოსულ წვერში მკაფიოდ მოჩანდა თხელი, ფერ დაკარგული ტუჩები საიდანაც სასმლის ოხშივარი ამოდიოდა და ზედ სახეზე აფრქვევდა მსხვერპლს.- ჭკვიანი გოგოა დაგვიჯერებს.. -ნუ გამიმეტებ...- მთელი, სამარესედონა ვედრება იყო ჩატენილი ამ სიტყვაში. სამწუხაროდ მთვრალ და არეულ გონებას არაფერი ესმოდა. -გამიშვი...- ხმით აქვითინდა როცა იგრძნო რეალური საფრთხე. სიმწრისგან ტუჩებს იკვნეტდა. -მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ მოგვინდება პატარა ბ**ო.-დამცინავად დახედა, ძალით გააღებინა პირი და ტაბლეტები ჩაუდო.-მიდი გადაყლაპე..-გაბრაზებულმა უყვირა და ცხვირზე თითბი მოუჭირა რომ უფრო მარტივად დამორჩილებოდა. ხველებით ლამის მოკვდა. ძლიერად ჩაავლო სიცივისგან გაუხეშებული ხელი მტევანში და ნესტიან ასფალტზე საკუთარი თითებით მიალურსმლა. აწამეს.. მოკლეს.. ცოცხლად დამარხეს.. ყველა ძვალი გადაუტეხეს ერთად.. არეული კადრებით ხედავდა როგორ უმოწყალოდ ძალადობდენ, შენელებულად გრძნობდა ყველა მიყენებულ ტკივილს, უსულოდ მიგდებულს ცივ ასფალტზე როგორ უფათურებდნენ ხელებს და ართმევდენ ყველაფერს. ყოველ შეხებას ცოცხლად, ათიათასად უფრო მტკივნეულად განიცდიდა, გონებით ებრძოდა ხელებს იქნევდა ბოლო ხმაზე ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა. -ღმერთო ჩემო... ღმერთო ჩემო... რატომ მიმატოვე!-მზის სხივი მოსწვდა დაბნელებულ სარდაფს და კედლის პატარა მონაკვეთი გაანათა. შიშისებური თვალებით უყურებდა ამ სინათლეს და ყურებში საკუთარ ხმას უსემდა. ბოლომდე გამოიყენეს მისი სუფთა სხეული, გათელეს დააბინძურეს. არანაირი შეცოდება , სიბრალული! სულში ჩააფურთხეს! თითქოს მასზე ნადირობდნენ. ჯერ ხვნეშით,უხეშად დაუკოცნიდნენ სხეულს შემდგენ კი უმოწყალოდ ურტყამდნენ. ზევიდან დასცქეროდა სანახაობით ნასიამოვნები მოძალადე, შარვლის ელვას იკრავს და ირონიულ მზერას არ აშორებს. მუხლებს მტევნებით დაეყრდნო, უკვე მერამდენედ შეისწავლა ნაჯიჯგნი სხეული. -იმედია არასდროს დაგავიწყდები.!-სასმლის სუნს ამოაყოლა სიტყვები და მსუბუქი ხელის დარტყმით წერეთლის უსულოდ მიდებულ სხეულს თავს მდებარეობა შეუცვალა, გვერდით გადაიფურთხა და უპატრონოდ დატოვა. *** გვამივით გაშეშებული იწვა ნესტიან ასფალტზე, სუსტად სუნთქავდა. სიმწრისგან ყელზე კარგად მოუჩანდა მოძრავი არტერია გახეთქვას რომ ლამობდა. ატკიებული სხეული დაძრა და ახლა იმ ემბრიონს დაემსგავს, დედის საშვილოსნოში უსაფრთხოდ რომ ცხოვრობს. გაშლილ მკავზე ჩამოდო შუბლი. და კიდევ ერთხელ დაარღვია სამარისებული სიჩუმე სულის სიკვდილმა. -ღმერთო ჩემო... ღმერთო ჩემო... რატომ მიმატოვე! - დამსკდარი ტუჩები ნელა აამოძრავა.გახელილი თვალებიდან კენტად მოწყდა ცრემლი, ისე ძლიერად დაეცა საფარზე რომ ნგრევის ხმა ჰქონდა. სულის კივილი არღვევდა სიჩუმეს. დამწყვდეული მხეცივით აწყდებოდა კედლებს და ბოლო ხმაზე ითხოვდა შველას. სხეული კი ეგდო ბინძური,გათელილი და სასიცოცხლო ნიშნებიც არსად ჩანდა. თვალები ნელა დაეხუჭა.. ყურებში წუილი.. სიბნელე.. შთანთქმული არსებობა.! (თავი 4) აღარსად იყო ბედნიერება, სიხარული ლაღი თებე წერეთელი რომელიც შეყვარებულის სანახავად მიიჩქაროდა. ახლა მხოლოდ ცხოვრებაზე გაბოროტებული, დამახინჯებული სულის პატრონი იყო. დასისხლიანებული მუხლები მოუჩანდა მანტოს შიგნიდან, აჩეჩილი თმები და სახეზე შემხმარი სისხლი უფრო შემზარავს ხდიდა. -მიშველეთ.-საპატრულო პოლიციის შენობაში შევიდა. -რა დაგემართათ გოგონა. -ჩემზე... -ამოილაპრაკა და ვერც კი მიხვდა ისე ჩაიკეცა, ბოლო ძალები აქამდე მოსასვლელად გამოიყენა. ბურუსში ჩაძირულს ქალის ნაზი ხმა ჩაესმა, დამძიმებულ ქუთუთუებს ერთმანეთს ვერ აშორებს. ზიზღით ავსებდა ყველა შეხება. -გოგონი, აბა ეცადე თვალები გაახილო.-ბურუსში ქალის ლანდი გამოკვეთა. - ჩემი ხმა თუ გესმის, თავი დამიქნიე ხო?! -საუბარს არ წყვეტს ნაზი ხმა, წერეთელიც ემორჩილება და სუსტად უქნევს თავს. -შოკურ მდგომარეობაშია აშკარად...- ახლა ვიღაცისკენ შეტრიალდა. ნელ-ნელა რეალურ სამყაროს დაუბრუნდა თებეას გონება და ლანდები რომლებიც აქამდე დაბლარული იყო გამოიკვეთა. მის გარშემო თეთრი კედლები იყო, ნიშადურის სუნი უწვავდა ცხვირს.ფრთხილად მოავლო თვალი ოთახს და იქვე ფანჯრის რაფასთან მდგარ კაცზე გაუშეშდა მზერა. ერთი ამოიკვნესა და შიშისგან კვლავ გონება დაკარგა. *** თვალები ცივი მეტალის შეგრძნებამ გაახელინა, ფრთხილად წამოსწია თავი და სულაც არ აღმოჩნდა იქ სადაც პირველად გონზე მოვიდა. -სად ვარ..რა ხდებაა.-აყვირდა მაშინვე და კარებს მიაწყდა. -დამშვიდდით განყოფილებაში ხარ.-შუა ხნის მამაკაცი შემოვიდა ხმაურზე ოთხში. -თქვენს მშობლებს დავურეკეთ გზაში არიან და მოდიან. ახლა კი თქვენი ადგილი დაიკავეთ.-გაუკვირდა, კაცს ხმაში უცნაური აგრესია ემჩნეოდა. დამცინავი მზერა სულ უფრო აშინებდა ისედაც უკვე განადგურებულ წერეთელს.-აბა გისმენ... რამე გაქვს მოსაყოლი? ჰა ახლა დიდხან უნდა იჯდე ჩუმად?! - დეტექტივის უხეშმა ბგერებმა შეაშინა. -იცით დილით გარეთ გამოვედი.. -სიკვდილად უჯდებოდა ამ ამბის გახსენება მაგრამ უნდა მოეთმინდა, ყველა მისი ჭრილობა უნდდა შეახორცოს და იბრძოლოს სულის თავისუფლებისთვის. -ისინი იქვე იყვნენ, რომ დამინახეს მომვარდნენ დაა. -ხმა გაუწყდათ. -გიხ**არეს?-ცალყბად გაეღიმა და საქაღალდე გადაფურცლა.დამცინავმა ტონმა ზიზღით ააკანკალა წერეთელი.-ეხლა მისმინე გოგო!-როგორც კი საქმეზე გადავიდა, სიმსუქნისგან გაწითლებული, ამაზრზენად მომღიმარი ლოყები მალევე დასერიოზულდა.მთელი ტანით წამოიწია წინ.-ჯერ ახალგაზრდა ხარ, სულ რაღაც 17 წლის. არამგონია ასე გინდოდეს სახელის შერცხვენა. ხომ იცი საქართველოში ცხოვრობ, ეს ლაქა სამმუდამოდ დაეტყობა შენც ცხოვრებას. მთელი დარჩენილი წლები მოგიწევს ამ სირცხვილში ყოფნა შენ და შენს პატრონს. -ხმაურით დახურა დოსიე და ბოტოტა, პატარა თითები ისე ძლირად შეახეთქა მეტალის მაგიდას წერეთელი შეხტა.- მოდი ახლა წყალს დაგალევინებ და მშობლებთან ერთად გაგიშვებ სახლში. შენთვისვე სჯობს დაივიწყო ეს ამბავი! -არა! - სათქმელი შუაზე გაუწყდა. კარებში მისი მშობლები დაინახა. -დედა, მამა. -ხმით ატირდა და ისე ჩაეხუტა დედას როგორც მაშინ , ღრმა ბავშობაში იცოდა, ნატკენი მუხლების მოსაშუშებლად. ადრე ხელებს შემოხვევდა ატირებ შვილს, გულში თბილად ჩაიხუტებდა ხოლმე ქალბატონი მაკა, მაგრამ ახლა ცივად შეხვდა გადათელილ წერეთელს. -დედა..-მკლავები მოაშორა მის საყრდენს და გაფითრებულმა გახედა. -მობრძანდით. ალბათ გაგარკვევდათ რაშიც არის საქმე ჩემი თანაშემწე! დაბრძანდით და მოისმინეთ თქვენი ქალიშვილის ნაამბობი.-„ქალიშვილი“ ირონიული ხმით წარმოთქვა.- მესმის ქალია და დიდად ჭკუა არ მოეკითხება ასეთ საკითხებში, მაგრამ იმედია თქვენ მაინც მოიქცევით გონიერად ბატონო.. -მიხეილი.-სახელი შეაშველა გამომძიებელს. -დიახ, ბატონო მიხეილ.-სიგარეტის ღერი ამოაძვრინა, ტუჩებს შორის მოიქცია და ის პაუზა რომელიც წერეთლის ოჯახს სიკვდილად უჯდებოდა უფრო გაახანგძლივა.- ჯერ ხომ უნდა გავიგოთ სინამდვლეში რა მოხდა?! -დაგუბებული ბოლი სიტყვებთან ერთად ამოუშვა და ოჯახს სათითაოდ გახედა.მდუმარედ იდგა უფროსი წერეთელი, იმედგაცრუებული უყურებდა თვალებში მის შვილს და ტკივილი ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა. -ძალიან მაინტერესებს დილის ხუთ საათზე რას აკეთებდა პატიოსანი გოგო ქუჩაში, ან მის ტელეფონზე რატომ არ არის არც ერთი ზარი შესული თქვენი... მშობლების ნომრიდან? -რეებს ლაპარაკობთ...-ფეხზე წამოიჭრა „ბრალდებული“. -გაჩუმდი შენ!-ეს ხმა მაკასი იყო. საყვედურით, ზიზღით გაჟღენთილი სიტყვები. -დამშვიდდით. დადანაშაულება კარგად იცით, პოლიციაში ჩივილი არ გავიწყდებათ, მაგრამ მოდით იმაზეც დავფიქრდეთ ამ ახალგაზრდა გოგოებს ბოლო პერიოდში რა გჭირთ?!რატომ დადიან გამთენიისას ქუჩა-ქუჩა, რატომ იღებენ ნარკოტიკებს... - მათ ძალით დამალევინეს.-ტირილნარევი კვნესა აღმოხდა. - მაგას ყველაფერს გამოძიება დაადგენს თუ რათქმაუნდა გენდომებათ...-ცალყბად ჩაიცინა და ამით ყველაფერი ნათელი გახადა გოგონას მშობლებისთვის.-კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არავინ არ იცის რა მოხდა იქ! -რა მოხდა?-გამწარებულმა წამოიყვირა, სათითაოდ გადახედა სამივე „ადამიანს“ .- ცხოველებივით მექცეოდნენ. ლეშის მჭამელი სვავებივით დამესივნენ და დამგლიჯეს. ცოცხლად ამათალეს ყველაფერი, სხეული გამიფატრეს, სული ამომხადეს და რა ხდებაო? ყველა ღირსება, ყველა სასიცოხლო გრძნობა წამართვეს, გამომგლიჯეს მომავალი და რა მოხდაო? ზედ შემაწმინდეს თავისი სიბინძურე და იქვე ისე მიმაგდეს თითქოს ადამიანი კი არა უბრალოდ ძველი ნივთი ვყოფილიყავი და რა მოხდაო? თქვენ.. თქვენ საერთოდ არ გინდათ მათი დასჯა.. მამა გესმის? გამაუპატიურეს და შენ დგახარ უმოქმედოდდ, შვილი ცოცხლად დაგიმარხეს და ხმას არ იღებ? მამა ამოიღე ხმა, გადამეფარე.. დამიცავი და ნატკენ გულზე სული შემიბერე..შენ არ იყავი რომ ამბობდი ყველას მოვკლავ ვინც ოდნავ მაინც გაწყენინებსო?! ახლა კი არ მაწყენინეს მამა, შვილი მოგიკლეს! -პერანგზე წაავლო ორივე ხელი და გაქვავებული კაცი ძლივს შეარხია. -მამაა გესმის? რატომ არაფერს ამბობ. შენი შვილი ვარ გესმის? შენი პატარა თებე ვარ მამა.-ხმით ტიროდა და გამეტებით ურტყავდა ხელებს, ბოლოს ძალა გამოეცალა და იქვე მუხლებით ჩაიკეცა. გადახეხილი ადგილები აეწვა, მაგრამ ახლა სულაც არ ადარდებდა სხეულზე არსებული იარები! წამებში მოუწია სასტიკ რეალობასთან შუბლით შეტაკება. სულ რამდენიმე საათში გადაიტანა ქალისთვის ყველაზე მძიმე ხვედრი. და სრულიად მარტო აღმოჩნდა ბოროტებასთან, იმ წარსუიდან გადმომავალ მითებთან სადაც ძალადობა იმის ბრალია, რომ ქალი ხარ. სადაც სირცხვილია მოთხოვნა... შენზე მოძალადე კაცები დაისაჯონ! -შენი თებე დაიცავი. შენი თებე.. -კაცის ქცევას წინ ყოველთვის ქალის ამორალური საქციელი უძღვის!- გველივით ამოისისინა ბატონმა გამომძიებელმა ნახევრად მკვდარი მშობლების წინ და სიტუაციის გასამწვავებლად მაგიდაზე ძლიერად დააკაკუნა თითი.-მოკლედ...ეს ამბავი ამ ოთახს არ უნდა გასცდეს! გასაგებია?-დაჟინებით იყო მიშტერებული მიხეილს. -თუ რათქმაუნდა არ გინდათ თქვენი უპატიოსნესი შვილის ცხოვრებაში დაიწყოს ჯოჯოხეთი.მეზობლები, ნათესავების ჭორაობა, სასამართლოებზე სირბილი... და რაც მთავარია ვეღარ გათხოვდეს ვერასოდეს. მგონი საჭირო აღარაა კიდევ გავაგრძელო იმ მიზეზების ჩამოთვლა რის გამოც სჟობს ეს დღე სიზმრად ჩათვალოთ.- დერეფნამდე მიაცია ოჯახი, ხელები ჯიბეებში ჩაილაგა და მშვიდი გამომეტყველებით გახედა იქვე მდგარ კოლეგას. -მეორედ შენს ჩა*მულს აღარ გავწმინდავ! მიხედე საქმეს, არ იჩივლებენ.-ამაყად წარმოთქვა და საკუთარ კაბინეტში მოსასვენებლად შევიდა. *** ხმის ამოუღებლად მივიდნენ ავტოსადგმოთან, ცრემლებით დაბინდული მხედველობის მიუხედავად მაინც მიაგნო საკუთრ ადგილს თებეამ დ მდუმარედ მოთავსდა. მაშინვე ჩამოუწია ფანჯარას და გარედან შემოსული სუსხიანი ჰაერი ღრმად შეისუნთქა. თითქოს წინასწარ იცოდა რაც ელოდა მშობლებისგან, გონებაც შეამზადა ამ ყველაზე მძიმე შედეგის მისაღებად. -როგორ გაბედე იქ მისვლა.-დედის საყვენურნარევი ხმა ყურს ძლივს მისწვდა. -როგორ არ იფიქრე ჩვენზე. და საერთოდ იმ დილაუთნია სად მიბრძანდებოდი.? -მეგობარი უნდა მენახა. -ასე ჩაცმულს? -სრულიად საკმარისი აღმოჩდა დედის კულტის ჩამოსაშლელად. მის წინ პატარა ნაწილაკებივით დაიშალა მაკა.-უთავმოყვარეო. შენი თავი ხომ გაიუბედურე ჩვენც თვზე ლაფი დაგვასხი.- უსმენდა ქალს და ვერ იჯერებდა რომ ასეთ მოსტრთან რამე კავშირი თუ ჰქონდა. *** ჩაკეტილ კარს უკან შემოესმა დედის ხმა, მკაცრად ითხოვდა კარის გაღებას. -თავი დაანებეთ თქვენს უღირს შვილს. შემეშვით.-ნერვებ მოშლილმა იყვირა და ფანჯარა ფართოდ გახსნა. სუნთქვა უჭირდა, ლამის მთელი ტანით გადაყურებულს, მაინც უჭირდა. უჰაერობისგან დარჩენილი ფილტვები ტკიოდა, ყველა შინაგანი ორგანო დასერილი ჰქონდა, ვეღარ უძლებდა სულის სიკვდილს. კბილებით იყო ჩაფრენილი სულს და ბოლო ძალებით იმორჩილებდა სხეული რომ არ დაეტოვებინა. არეული მზერით იქვე მიგდებულ ჩანთას დახედა, ტელეფონი მოიძია და უამრავ შეტყობინებაში ის ერთი მოძებნა. საძირკველ მოშლილი სახლივით იდგა სარკის წინ ტელეფონით ხელში, ერთი სულის შებერვით რომ ჩამოიშლებოდა. აამოძრავა თითები და დასასრულის დეპეშა გაუგზავნა იმ ერთადერთ სიცოცხლის ძაფს რომელიც ახლა საკუთარი ხელით გაწყვიტა. ყველას გვიჩნდება მარადიული კითხვა, რატომ შორდებიან ადამიანები ერთმანეთს ტრაგედიის შემდეგ? ტკივილის არსიც ხომ სწორედ ეს არის?! ადამიანების ნაწილი ერთმანეთს გადაჯაჭვოს და მანიწილიც სამუდამოდ დააშოროს. საკუთარმა ანარეკლმა იმეხელა ზიზღი მოჰგვარა ააკანკალდა და საწოლთან ჩაიკეცა. ჩუმი ღრიალით ცდილობდა სხეულში დამწყვდეული მცეხის გამოშვებას. მხედველობის ბიდნზე ჰქონდა გადაკრული მისი ცივი თვალები. ის ნაცრისფერი მზერა რომელიც სულში ჩაუძვრა და სხეულთან ერთად წაბილწა. გაახსენდა ყოველი დარტყმა, ყოველი მათი შეხება და დაზიანებული ადგილებიც თავიდან აეწვა. ვერ იგებს რა უფრო მტკივნეულია მისთვის, ხუხულასავით დანგრეული ცხოვრება თუ მშობლების გარდაცვალება. გონებიდან არ ამოსდის მამის საყვედურნარევი გამოხედვა. არაფერი უთქვამს, მთელი დღის მანძილზე კრინტიც არ დაუძრავს, მაგრამ მისი გამოხევდა იმაზე მეტს ეუბნებოდა თებეას ვიდრე სიტყებს შეეძლო. ისე გაწირეს საკუთარი სისხლი და ხორცი თავლიც არ დაუხამხამებიათ. მომაკვდავს ერთ ჭრილობაზეც კი არ მოუარეს. მთელი კედელი სარკით იყო დაფარული, უცნაურმა სიჩუმემ ჩაანაცვლა ტირილის ხმა, ანარეკლიდან შუშის თვლალებით უყურებდა წერეთელს ვიღაც. -ისუნთქე... შენ აუცულებლად იქნები კარგად! შეშინებული ხარ ვიცი, განადგურებული და შეიძლება გარდაცვლილიც კი ხარ. მაგრამ ისუნთქე..! აუტანელია, მაგრამ ისუნთქე და გპირდები შენ კარგად იქნები! -თებე მე ვარ.-დახურული კარის მეორე მხრიდან მეგობრის ხმა მალამოდ მოედო გულს. -თებე გავიგე.. -ანი მიშველე რაა. ვერ ვსუნთქავ.. დავკარგე ყველაფერი, წამართვეს გესმის..საკუთარი თებე წამართვეს. უსულგულოდ დამაგდეს იმ ნაგავსაყრელზე და ხელი არც დედამ და მამამ გამომიწოდა.-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ტიროდა და მთელი ძალით ეკვროდა მასზე ოდანვ დაბალ გოგოს. -დავკარგე ყველა და ყველაფერი. დემნაც დავკარგე.. რომელი ტკივილი მტკივა ვეღარ ვხვდები. ერთი ხელის მოსმით დამენგრა ცხოვრება თავზე. -სლუკუნით აღმოხვდა და იაკობიძესთან ერთად დაჯდა იატაკზე. -მე ვარ თებე შენთან. მე ვერ დამკარგავ. მაპატიე თებე მათ მაგივრად მაპატიე გთხოვ... -ანი რა გავაკეთო? როგორ ვიცხოვრო ამათთან. ?იცი რეები მელაპარაკეს.. ჭკუიდან შემშალ მაკამ შეგვარცხვინეო.. მე? ანი მე შევარცხვინე? ჩემი ნებით ვქენი? მატკინეს. იმ მოძალადეებმა სხეული მატკინეს და ამათმა სული დამიჩეხეს. მონსტრები არიან, უგულო ცხოველები არიან. -დამშვიდდი თებე, რთულია მაგრამ დამშვიდდი გთხოვ რა. წამოდი ჩემთან.. -ჰო წამიყვანე, მომაშორე ამ ბუდეს.-მხარში ამოიყეანა ანამ და წერეთელთან ერთად მისაღებში გავიდა. დაძაბული სიტუაცია იყო ოთახში, ფანჯარასთნ იდგა მიხეილი ტუჩებთან სიგარეთი ჰქონდა მიტანილი და მძიმედ ეწეოდა. სავარძელში კი მაკა იყო მოკალათბული ხელებში ჩაერგო თავი და ფეხის ხმაზე ნელა ამოიხედა. -მაკა დეიდა. დღეს ჩემთან წამოვა თებე. მგონი ასე აჯობებს. -არავითარ შემთხვევაში. დაეტევა სახლში და შენთანაც არ ექნება კონტაქტი.-ყვირილით დაიწყო ლაპარაკი და ფეხზე წამოდგა. -კი მაგრამ... -არავითარი მაგრამ, შენც ისევე გაგაუბედურებს როგორც საკუთარი თავი მოსპო. -მძიმედ შემობრუნდა ბატონი წერეთელი ოთახისკენ. შვილს ცივი მზერით უყურებდა. -თებე შედი ოთახში.-გაისმა მკაცრი მამაკაცის ხმა და ტონმა შეაკრთო სამივე ქალი. -თქვენ სულ გაგიჟდით? რა დაგემართათ მაკა დეიდაა, დილით თქვენ არ იძახდით ოღონდ ცოცხალი იყოს და ჯანადაბას ყველას და ყველაფერსო? ღმერთო რა ჯოჯოხეთია.-საერთოდ არ ფიქრობდა ტონის შერჩევას, მეგობარს გადაეფარა და მისი მტევანი ძლიერად მოიქცია ხელში. -საერთოდ აქ რაზეა საუბარი, თქვენ რა მართლა თებეს ადანაშაულებთ? -ათრთოლებული ხმით, საკმაოდ მაღალ ტონალობაში ესაუბრებოდა ორ პიროვნებას რომელთაც ადრე თვალებში მორიდებით უყურებდა. -თებე დღეს ჩემთან წამოვა, დამშვიდეება და იმედია თქვენც მოხვალთ გონზე. -შენ არ გესმის მე რა ვთქვი. არსად არ წამოვა ეს.-„ეს“ გაგონებაზე უარესად დაუარა ზიზღის ჟრუანტელმა სხეულში თებეს. სუნთქვა შეკრული იდგა შუა ოთახში. -ახლავე პოლიციაში დავრეკავ და ვნახავთ აქ რაც მოხდება. თქვენ მართლა ღვთისგან მიტოვებულ ქვეყანაში ხომ არ გგონიათ რომ ცხოვრობთ? განახებთ როგორ უნდა შვილთან მოქცევა. -ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან.-ან ახლავე მოდის თებე ჩემთან ან არადა ვრეკავ.- დასანახად აკრიფა სამი ციფრი.უხმოდ იდგა ორივე მშობელი და გაცეცხლებული თვალებით უყურებდნენ ამ ორ პატარა გოგონას. მე კი სიამაყით ვიდექი იქვე და ვივსებოდი ბედნიერებით, ჩემს თვალწინ სასწაული ხდებოდა, თითქოს უსუსური გოგოები ახლა ყველაზე დიდი გმირები გახდნენ, რომელებიც ერთმანეთისთვის დედამიწას აუჯანყდებოდნენ და არათანაბარ ბრძოლაში ომს მოიგებდნენ.! გამწარებული დაბრუნდა წერეთლის ოთახში ანა, პატარა ჩანთაში ჩაყარა ნივთები, ცრემლები ღვარღვარით ცვიოდა ლამაზი შავი თვალებიდან. -თებე მივდივართ.-გაქვავებულ გოგოს მაჯაში სტაცა ხელი და გასასვლელისკენ გაიყოლა. კიდევ ერთხელ გამოხედა მშობლებს. თაფლისფერ თვალებში ზიზღის მეტს ვერაფერს დაინახავდით, ეული უბედურების ცრემლი კიდევ ერთხელ დაღვარა და ანა იაკობიძესთან ერთად დატოვა სახლი. -ანა..-შუა გზაში გაჩერდა. -თებე წამოდი. -ღმერთო ანა, თურმე მხოლოდ შენ ხარ რეალური.. -სახე ხელებში ჩარგო და ჩაიმუხლა. ხმით ატირდა. -ნუ ტირი თებე, მათ გამო ნუ.. -მათ გამო კი არა...-ჩაეცინა.- ჩემი უბადრუკი ცხოვრების გამო ვტირი. თურმე შესაძლებელია მშობლებსაც არ უყვარდე. -ადექი წავიდეთ.-ძლიერად ჩასჭიდა ხელი და ტაქსი გააჩერა. მთელი გზა არცერთს არ ამოუღა ხმა. მდუმარედ ტიროდნენ, წერეთლს მეგობრის კალთაში ედო თავი და უჩუმრად სდიოდა ცრემლები, ანა კი ფანჯარას არ აშორებდა მზერას, თვალს არ ახამხამებდა ცრემლი რომ არ გადმოვარდნოდა. ტაქსისტი კი გაოცებული მზერით წინა სარკიდან უყურებდა ორივეს. -მოვედით.-არ უნდოდა ამ სიჩუმის დარღვევა, მაგრამ უკვე დიდი ხანი იყო ავტომობილი გაჩერებული. *** რამდენიმე დღის წინ მხიარული, ანეთბული თვალებით შემოაღეს აგარაკის კარი. გარემოს სიხარულის ხმები აცოცხლებდა, ახლა კი ჩამქვრალი სფეროებით მდუმარედ იდგა სახლი. ჩანთა იქვე შესასვლეთან დააგდო იაკობიძემ და წინ წასულ მეგობარს სევდიანი მზერა მიაპყრო, უთქმელად გაამზადა ორი ფინჯანი ჩაი, კენკრით და ლიმონით როგორიც წერეთელს უყვარდა. ბუხარიც ააგიზგიზა და გაქვავებულ მეგობარს ლამაზი ფინჯანი მიაწოდა. -ისეთია შენ რომ გიყვარს. -გაცოფებული წამოხტა ფეხზე თებე და ბუხარში შეასხა მთელი სითხე. -ეს თებეს უყვარდა. ახლა კი აღარაფერი უყვარს ძველი ცხოვრებიდან. -თებე.. -აღარანაირი თებე აღარ არსებობს. -ხმაურით დადგა მაგიდაზე ჭიქა და ძველ პოზიციას დაუბრუნდა. -ღმერთო როგორი მკვდარი ვარ.-ამოიხრიალა და ცეცხლს გაუსწორა მზერა. -ანა აღარაფერს ვგრძნობ. -ხმაც კი შეცვლილი ჰქონდა, საერთოდ აღარ ჩანდა 17 წლის თებე წერეთელი. მისი მზერიდან სულ სხვა ადამიანი იყურება. - როგორ გამწირა ცხოვრებამ!-გაშტერებული თავლებით უემოციოდ უყურებდა ერთ წერტილს. -დრო გავვა.. -არაა. არსებობს ტკივილი რომელსაც დრო კურნავს.. ეს უბრალოდ.. -დიახ არსებობს ტკივილი რომელსაც დრო შველის, აშუშებს მაგრამ არის „ტკივილი რომელიც გვასახიჩრებს“ .-უბრალოდ არასდროს გაქრება. -მე ოთახში ვიქნები.-ჩუმად თქვა, იცოდა ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა უშველიდა მისმეგობარს და გაეცალა. „-დემნა.- სახელი რომელიც ბოლომდე ანგრევდა.-თებეს დემნა.. როგორ გამწირეს, ასე როგორ გამიმეტეს შენთან მოსასვლელი პირი რომ არ დამიტოვეს. ასეთი ბინძური როგორ მოგიახლოვდდე, რა სინდისით უნდა აგკიდო ჩემი ჯვარი. ღმერთო მიყვარდა.. მიყვარდა გესმისს..“-ამოიყვირა და ატკიაბულ მკერდძე მტევანი მიიჭირა. -გესმის? მთელი არსებით მიყვარდა, ცხოვრება მასთან მინდოდა. მისი შვილების დედობა მინდოდა. რა გამიკეთე.. ეს რა დამმართე, რა დაგიშავე ასე რომ გამწირე და სიცოცხლის მიზეზიც კი არ დამიტოვე. რის გამო? გამეცი ხმა! რის გამო დავიმსახურე ეს რისხა.?“ -მსუბუქი ჩურჩულით საუბრობდა, ცეცხლზე მიშტერებული თვალებით უემოციო ადამიანს მიამსგავსებდით. *** საათზე მეტია რაც ცხელი ჭავლის ქვეშ დგას. სხეულს ვერ ეხება, მხოლოდ შემხმარ სისხის იშორებს და ყოველი თითის მოხვედრა, ფილმის კადრებივით ატრიალებს დილით მომხდარს. ისე უმოწყალოდ ასკდება ეს მოგონება გონებას, ისე დაუნდობლად ახსენებს თავს რრომ არა მისი ადამიანური სიძლიერე დილით ალბათ უსიცოცხლო სხეულსაც ვიპოვნიდნენ სადღაც მიკარგულში. სველი თმით ზის სავარძელში, ვერ გადაეწყვიტა უნდა წასულიყო თუ არა აეროპორტში. მთელი გულით უნდა ბოლოჯერ ნახოს დემნა თაბაგარი, უკანასკნელად ჩაეხედოს თვალებში და უთხრას რომ სიცოცხლის ბოლომდე ეყვარება. უთხრას რა, მის წინ გაიფიქროს და იმის იმედით გააგრძელოს ცხოვრება, რომ თაბაგარი მის თვალებში ყოველ სიტყვას დაინახავს. შიშის მიუხედავ მაინც გაბედა და წავიდა. სიბნელის სიცოცხლეზე მეტად ეშინია, პატარა ხმაზეც კი გონებაში ის კადრები ტრიალდება, მაგრამ დაჟინებული ნაბიჯით მიიწევს გზისკენ. როგორც იქნა ლოდინის შემდეგ გამოჩნდა ტტაქსი. მთლი გზა აეროპორტამდე საუკუნდ ექცა. თავს ვერ პატიობდა ამ სისუტეს, სიყვარულის გამოც კი. სცხვენოდა მისი თავის და არ ემეტებოდა თაბაგარისთვის. გულის ძლიერი ხმა ყურებში ესმის, აკანკალებულ ხელებს ძლიერად იმტვრევს და დახეთქილ ტუჩებს კბილებს უმოწყალოდ ასობს. თანხა გაუწოდა მძღოლს, ფრთხილი ნაბიჟით შევიდა შუშიან შენობაში, იქვე პოლიციას მიადგა. -უკაცრავად ხომ არ იცით სად ვიკითხო ფრენების განრიგი?-გაპარული ხმით ჰკითხა ოდანვ ხანში შესულ კაცს. -საინფორმაციო მაგიდა იქით მხარეს არის, მიბრძანდით და გოგონები დაგეხმარებიან.-მისდა გასაკვირად თბილი ტონი უეცნაურა. მითითბული ადგილისკენ წავიდა. -გამარჯობა, მაინტერესებს ბერლინის რეისი როდის არის ? -ახლავე... -მონიტორს დახედა რამდენიმე წამი და ისევ ღმილით მიუბრუნდა დაბნეულ გოგოს.-დაახლოებით 40 წუთში უნდა დაიწყოს რეგისტრაცია თუ არაფერი შეცვალა. -დიდი მადლობა.-ნაძალადევად გაუღიმა და იქვე რკინის სკამზე ჩამოჯდა, მუხლს იდაყვით დაეყრდნო და გაშლილ მტევანს ნიკაპი ჩამოადო. უაზროდ გაუშტერდა მოპირკეთებულ მეთლახზე თვალი, ფიქრებით კვლავ მთელი დღის ამბები ატრიალა. -შენ აქ რა გინდა?.-ცივი, ზიზღნარევი ხმა მოესმა გვერდიდან, ჯერ კარგა ხანს მის ფებეხს უყურა, ვერ გაბედა მაღლა ახედვა.-რა იყო ენა გადაყლაპე? -დემნა, იციი..-ფეხზე წამოდგა და აწითლებული თვალებით ახედა თაბაგარს. -ჰა გისმენ? ბოლო ბოლო გაბედე პირისპირ იმის თქმა რომ მაგრად მეკაიფებოდი?! -ჩემოდანი იქვე მიდო, ხელები გულზე გადაიჯვარედინა და აალებული თვალებით დაჰყურებდა თებეს. -აქ იმისთვის მოვედი რომ მეთქვა..-გამშრალი ტუჩები ენის წვერით დაისველა და ტუჩის კუთხეში დილის ნაიარევი ოდნავ აეწვა. -მინდა გითხრა რომ დემნას თებე დასრულდა. -მაინც ვერ წარმოიდგენდა თუ ასე გაუჭრდებოდა იმედგაცრუებული თვალების დანახვა. -ასევე თებეს დემნაც.- უყვირა , ხელი უხეშად ჩაავლო ჩემოდანის სახელურს, მხარი ძლიერად გაჰკრა გოგოს და გზა ისე გააგრძელა. „მშვიდობით, თებეს დემნა არასდროს დასრულდება! „-გულში ამოიტირა და ბოლომდე უყურა როგორ მოსწყდა მიწას მისი სიყვარული. სახლში მისულს აწრიალებული ანა დახვდა. -გოგო გაგიჟდი გული გამისკდა. -დემნა გავაცილე.-უემოციოდ უთხრა და სამზარეულოშ შევიდა. -უთხარი, აუხსენი რატომაც ვერ მიხვედი? -ხომ იცი რომ ამას არასდროს ვეტყვი. მისგან იგივე რომ დავინახო რაც ჩემებმა გააკეთეს, მართლა მოვკვდები. -მადუღარა წყლით აავსო და გაზქურაზე შემოდო. -მხოლოდ ის ვუთხარი რომ დემნას თებე დასრულდა. -თებე..რატომ მოატყუე? -და რა იყო ტყუილი?-ირონიით იყო გაჟღენთილი მისი ნათქვამი.-რა ახლა შენ ცოცხალი გგონივარ? რახან ვსუნთქავ და დავდივარ გგონია ვცოცხლობ? ამას არსებობა ქვვია. ვიარსებებ იქამდე სანამ სანატრელი სიკვდილი არ მოვა. -ფინჯანში ორი კოვზი ყავა ჩაყარა. -ასე გული გაგისკდება, რა ამბავია.-ყავაზე მიუთითა. -არ უნდა დამეძინოს. -ფინჯანი წყლით აავსო და გაყინული თითები გარშემო შემოაწყო. -ახლა რა აპირებ.? -დავბრუნდები სახლში, გამოცდებს ჩავაბარებ და მერე რამე სამსახურს ვნახავ ქირის ფული რომ ვიხადო. ასე დავემშვიდობები იმ უცხო ხალხს რომელიც დღეს სახლში დამხვდება. -გაქვაებული ხმით ლაპარაკობდა ანას თვალს არ აშორებდა. -მე შენთან ვარ ხომ იცი.! -არ ვიცი მთელი ცხოვრების მანძილზე როგორ გადაგიხდი მადლობას. მაგრამ იცოდე კბილებით გამოვაცლი ყელს იმას ვინც შენ წყენინებას მოინდომებს.-საერთოდ არ გავდა 17 წლის გოგოს საუბარს, ასე მეგონა ვიღაც 50 წლის ქალი ზის აქ და ის საუბრობსო. ორივეს გვტკიოდა თებეა წერეთლის გარდასახვა. *** ჩემო საყვარლებო და უთბილესებო, მადლობა იმისთვის რომ გახსოვართ და გაგიხარდათ ჩემი დაბრუნდება. იმედია არ გაგიცრუებს იმედებს და მოგეწონებათ ახალი თავები... მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებას და დიდი იმედი მაქვს არ დაიზარებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.