ჩემო ჭიამაია ! (თავი პირველი)
სადღაც სიბნელეში ვწევარ,ხელ-ფეხ შეკრული,თვალებს ამაოდ აქეთ-იქით ვაცეცებ თუმცა არსაიდან მოჩანს სინათლის ერთი სხივი მაინც.მეშინია,მცივა,არ ვიცი რა ხდება ან სად ვარ,ბოლოს რაც მახსოვს კეფის არეში ძლიერი ტკივილია. -ალბათ დაბნეული ხარ ელენე,ვიღაცის ხმა მომესმა სიბნელიდან და თვალების ცეცება იმ მხარეს დავიწყე საიდანაც საუბარი ისმოდა. -რომელი ხარ? ოდნავ ხმა წართმეულმა ვიკითხე და პასუხის მოლოდინში ისევ იქით გავიხედე საიანაც პირველად გავიგე ახალგაზრდა ბიჭის ბოხი ბარიტონი. -არ მიცნობ,მაგრამ შენ თუ გინდა ერთმანეთი გავიცნოთ,ცოტას მე მოგიყვები ჩემს თავზე,ცოტა შენ მომიყევი შენზე და ვინ იცის შეიძლება დავმეგობრდეთ კიდეც. -არ მინდა,მოკლედ მოვუჭერი და ჩამოსული ცრემლის მოსაშორებლად თვალები ორჯერ სწრაფად დავახამხამე. -რატომ? აგრძელებდა ბიჭი,მისი ნაბიჯები და ხმა ოთახში ექოდ ისმოდა,გავიგე ნელ-ნელა ჩემსკენ როგორ დაიწყო მოძრაობა -კარგი,მაშინ მე დაგახასიათებთ მთელს ოჯახს გინდა? ხმას აუწია ბიჭმა,ჩემგან პასუხი რომ ვერ მოისმინა, სახე ახლოს მომიტანა და მთელი ხმით მიყვირა -მიპასუხე გინდაა? შეშინებულს,ცრემლები გადმომცვივდა და აკანკალებულმა ვუპასუხე -კი მინდა -მშვენიერი,ძველი ხმის ტემბრს დაუბრუნდა ბიჭი. -მოდი ყველაზე უფროსებით დავიწყოთ გიგო და ნანა,ბებია და ბაბუა,როგორი საყვარლები არიან არა?სიბერის წლებს,ტკბილად მშვიდად ატარებენ დაჩაზე,მცხეთაში.წელიწადში ორჯერ მოგზაურობენ,მეტი რათ უნდათ არა?უზრუნველი სიბერე,საინტერესოა ვისგან აქვს მთელი აბაშიძეების ოჯახს სიმდიდრე? კარგი ყველაზე საინტერესო ბოლოში მოვიტოვოთ,მშობლებზე გადავიდეთ,მაკა და გიორგი,ვითომ მოსიყვარულე დედ-მამა სინამდვილეში კიდევ შვილის დაბადებისდღეც რომ არ ახსოვთ,ისეთი ხალხია,გიორგი მატყუარა,ბევრი ადამიანი გაუცურებია ცხოვრებაში და იმათი ფულით არსებობს ახლა,მაკა მოღალატე,რომემაც საკუთარ ქმარს ორჯერ სხვა კაცთან უღალატა,თუმცა რასაც ვერ დაუკარგავ სამი საამაყო შვილი გააჩინა და გაზარდა,მისი აზრით საამაყო რა თქმა უნდა.უფროსი ერეკლე,რომელიც ყელამდე ვალებში იხრჩობა,იმდენი აქვს წაგებული ტოტალიზატორში,შუათანა დათა რომელიც ბინძური საქმეებითაა დაკავებული,ვის გამოც ახლა აქ ხარ და ბოლოს რა თქმა უნდა უმცროსი ქალიშვილი ელენე,ერთადერთი და განუმეორებელი,ლამაზი,შრომისმოყვარე გოგონა.ცოტახნით გაჩერდა,თითქოს გაანალიზების უფლებას მაძლევდა შემდეგ კი ისევ გააგრძელა, - იცოდი ელენე,ასეთი საამაყო ოჯახი რომ გყავდა? -არა,მოკლედ მოვუჭერი და ჩემს ფიქრებში წავედი.შეუძლებელია რომ სიმართლეს ამბობდეს,მისი არცერთი სიტყვის დაჯერებას არ ვაპირებ რადგან,მე ვიცნობ მათ და ვიცი რომ მსგავს არასდროს არაფერს იკადრებენ. -ახლა მთავარი სიახლისთვის მოემზადე ელენე,დარწმუნებული ვარ ამის გაგები შემდეგ მთელი ცხოვრება ჩამოგენგრევა თავზე,მაგრამ მე რა? მეც მასე დამინგრია შენმა ოჯახმა ცხოვრება. -ელენეეე,მოულოდნელად ნაცნობი ხმა გავიგე,გულში სითბო ჩამეღვარა და მაშინვე ვუპასუხე -ერეკლე,მიშველე აქ ვარ,რამდენადაც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე,მივხვდი რომ ის ბიჭი აქ უკვე აღარ იყო -ელენე,აქ ვართ არ შეგეშინდეს დაიკო,ახლავე ჩემო ლამაზო,ერთიდაიგივეს ბურტყნებებდა სამი ბიჭს ხმა,როგორც იქნა ხელ-ფეხი გამიხსნეს წამომაყენეს და ფანარი მომანათეს. -წამოდი ნუ გეშინია,ხელში ამიყვანა რომელიღაცამ და გარეთ გამიყვანა,მზე იმდეად აჭერდა,რომ სინათლემ თვალი მომჭრა -დიდი მადლობა დამიანე,მეგობარს ხელიდან დავუსხლტი და ფეხზე დავდექი. -როგორ შეგვაშინე ნეტა იცოდე,თავზე მაკოცა დათამ -კარგად ვარ,ცივად მოვიშორე ჩემი ძმა და ოდნავ მოშორებით დავდექი,ეს საქციელი არავის გამოპარვია,ერთმანეთ დაეჭვებით გადახედეს ბოლოს კი ირაკლიმ თქვა -კარგით,სახლში წავიდეთ და მშვიდად ვილაპარაკოთ მაშინ -მე დამიანესთან ჩავჯდები,ისევ მოკლედ მოვუჭერი და მაშნვე შავ აუდის მანქანში ჩავხტი.დამიანეც წამებში მოუჯდა საჭეს,მანქანა დაძრა და ადგილს წამებში მოვწყდით.თავს ვერ ვიკავებდი ისე მინდოდა ტირილი,ყვირილი.გაურკვევლობის გრძნობა მტანჯავდა,ფიქრებს მირევდა იმ ბიჭის ნათქვამი. -ელე,რამე ხომ არ დაგიშავეს? შეპარვით მკითხა დამიანემ -კი,დავინახე სახე როგორ გაეყინა,როგორ გადაყლაპა ნერწყვი მძიმედ მანამ სანამ ჩემი პასუხი არ დავუზუსტე -სიმართლე მითხრეს ჩემს ოჯახზე,ფიქრები ამირიეს,გული გამიტეხეს,თავი სულელად მაგრძნობინეს კიდევ?კიდევ რა გითხრა? ტირილით მივუგე ბიჭს და თავი ხელებში ჩავრგე. -მე..მე არ ვიცი,არ ვიცნობ იმ ადამიანებს ვიზეც მომიყვნენ ათასი სიბინძურე,არ მინდა ეს სიმართლე რომ იყოს დამიანე,ამას ვერ გადავიტან -მომიყვები რა გითხრეს,მშვიდად მკითხა ბიჭმა,ცალი ხელით კი თავზე მეფერებოდა -სახლში არ მინდა,ირაკლისთან და დათასთან არ მინდა,გთხოვ სხვაგან წამიყვანე -კარგი წაგიყვან,ოღონდ დამშვიდდი ცრემლები მოვიწმინდე და ფანჯარაში ყურება განვაგრძე.ვუყურებდი ხეებს,რომლებიც წამის მეასედში იცვლებოდნენ,ვუყურებდი შუქნიშნებზე გაჩერებულ მანქანებს,მომღიმარ ადამიანებს,ვხვდებოდი რომ იმ ბიჭის ნათქვამი რეალური იყო,ჩემს გონებაში სხვადასხვა მოგონებებს ერთმანეთს ვუკავშირებდი,ვხვდებოდი ახლა,ყველაფერს ვხვდებოდი,ღმერთო როგორი სულელი ვიყავი ამ ყველაფერს რომ ვერ ვხედავდი? მართლა ასეთი ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი ცხოვრებას? დედამ ეს მამას როგორ გაუკეთა? როგორ შეეძლო მამასთვის ეღალატა?ის ხომ ასეთი საყვარელი,ერთგული,თბილი და მოსიყვარულე იყო,მაგრამ მამამ როგორ წაართვა ყველაფერი სხვას? ჩემი ძმები როგორ გაერივნენ ათას სიბინძურეში? ან ის ხალხი ვინ იყო ვინც ასეთ მდგომარეობაში დამტოვა? ღმერთო,რამდენი კითხვის ნიშანია ჩემს თავში,არ მინდა,მინდა რომ არაფერი ვიცოდე,მინდა რომ ძველებურად ვარდისფერი სათვალეები გავიკეთო და ცხოვრება ისევ ფერადი და ნათელი გახდეს. -ელე,მოვედით, დამიანეს თბილა ხმამ ოდნავ დამამშვიდა -სად ვართ? -ჩემთან სახლში,გადმოდი ჭიამაია,გამიღიმა და ხელი გამომიწოდა,დამიანე ბავშობიდან ჭიაიმაიას ან ელე-ს მეძახდა,მისი დაძახებული ჩემი სახელი სულ სხვანაირად ჟღერდა,მიყვარდა ასე რომ მომმართავდა,თავს განსხვავებულად ვგრძნობდი. -ნაის ვეტყვი ორი ჩაი მოგვიმზადოს,შენ მანამდე სასტუმრო ოთახში დამელოდე,დავინახე როგორ ამოიღო ტელეფონი,ალბათ ჩემს ძმებს წერდა რამეს,თუმცა იმის ენერგია აღარ მქონდა,რომ რამე მეთქვა მისთვის.სასტუმრო ოთახში დავჯექი,მუხლებზე ბალიში დავიდე და თავი ჩავრგე. -ბავშობაშიც ასე იქცეოდი,როცა გაბრაზებული იყავი და არავის დანახვა არ გინდოდა ხოლმე,ღიმილით გამომიწოდა ფინჯანი -მადლობა,მეც ვცადე გამეღიმა,მაგრამ მგონი არ გამომივიდა. -მომიყევი ელე რა ხდება შენს თავში ახლა,ბალიშს მიეყრდნო და მომლოდინე მზერა მომაპყრო,მეც ავდექი და ყველაფერი მოვუყევი დედაზე და მამაზე,ჩემს ძმებზე,ბაბუაზე და ბებიაზე,დამიიანე ყურადღებით მისმენდა,არცერთი ჩემი სიტყვა როგორც აღმოჩნდა მისთვის ახალი არაფერი იყო ჩემი სიტყვებიდან,როცა დავასრულე დამის თვალებში ჩავხედე,მის მწვანე თვალებში გაურკვევლობა,სინანული და გულისწყვეტა შევამჩნიე. -შენც იცოდი,დანანებით ჩავილაპარაკე და სხვა მხარეს გავიხედე -ელე,მე არ მქონდა უფლება ამის თქმის,მე უბრალოდ თქვენი მეგობარი ვარ რომელმაც ყველას საიდუმლო უნდა შეინახოს ჩუმად,სადაც მივდივარ რასაც ვხედავ ყველაფერს ვივიწყებ -რატომ? ვეღარ მოვითმინე და დავუყვირე, - მე მაინც რატომ არ მითხარი? გამოდის რომ თქვენ ყველამ ყველაფერი იცოდით და მე არავინ არაფერი მითხარით ? შენ მაინც რატომ არ მითხარი დამიანე -შენთვის რატომ უნდა მეთქვა ? წამოენთო ისიც -რა განსაკუთრებული სტატუსი გაქვს ჩემთვის? ამ სიტყვება მომცელა,კიდევ ერთი იმედგაცრუება ვიგემე დღეს -მართალი ხარ არავინ,არავისთვის არავინ ვარ,უკან აღარც გამომიხედავს ისე გავვარდი სახლიდან,მივრბოდი უმისამართოდ,გაზაფხულის თბილი ჰაერი სახეში მეცემოდა,მანქანების სიგნალს ჩემი ყურადღება გადაქონდა,სირბილისგან დაღლილი ბოლოს ერთ პარკში ჩამოვჯექი.ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ ბავშვები ბურთს,მათი სიხალისე,ბედნიერება მინდოდა გადმომდებოდა,თუმცა ჩემი ფიქრები ხან იმ ბიჭის ნათქვამს სწვდებოდა ხან კიდევ დამიანეს სიტყვებს.ალბათ იტყვით რაში გაინტერესებს შენი ძმის მეგობარი რა პაუსხს გაგცემდაო,მაგრამ დამი ჩემთვისს ბევრს ნიშნავს,მისი ნათქვამ ერთ სიტყვასაც კი შეუძლია შეცვალოს ჩემი მთელი ცხოვრება.იცით ჭიამაიას რატომ მეძახის?ბავშობაში უკითხავს ჩემთვის ალბათ ასე სამი ოთხი წლის რომ ვიყავი რა უნდა გამოხვიდეო და მე მიპასუხია ჭიამაია თქო,მაშინ ამაზე ბევრი უცინიათ,მაგრამ რატომღაც დამიანეს ეს გულში ჩარჩა და მას შემდეგ ჭიამაიას მეძახის.არ ვიცი დამიანეს შეუძლია რთულ მომენტებში გამაცინოს,თავი მის გვერდით ყველაზე უსაფრთხოდ მაგრძნობინოს,მაგრამ წამში მის ნათვამს მთელი ჩმი ცხოვრების ჩამოშლა შეუძლია. და მაინც რა არის სიმართლე? ვინ არის ის ბიჭი და როგორ უნდა მოვიქცე ახლა ? იმედია პასუხებს მალე ვიპოვი,რადგან თითოეული წამი რომელიც ჩემთვის ძალიან მძიმეა. გამარჯობა მეგობრბეო,იმედი მაქვს ცოტა ცოტა დაგაინტერესეთ ამ მოთხრობით,როგო შეაფასებდით თქვენ? დამიწერეთ ორი სიტყვით,გამახარებთ ძალიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.