შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უდაბნოსავითაა. თავი 12 დასასრული.


18-04-2022, 15:42
ავტორი zia-maria
ნანახია 2 456

შაკო კიდევ უფრი ცივი და შეუვალი გახდა, როილამ ამჯერადაც შეატყო შვილს ცვლილება და გული ტკიოდა, ვერ გაბედა კითხვები დაესვა მხოლოდ აკვირდებოდა მის მოქმედებას, მის საუბარს და მის ურთიერთობას ნენეს მიმართ.
-ყველაფერმა დაკარგა აზრი რადგან შენთან ურთიერთობას ვერ ვახერხებ, გამირბიხარ და უშენოდ თითქოს სამყარო დაიცალა, დაცარიელდა ჩემთვის. დადგა შაბათი დღე, ნენე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა,  სტუმრებს ხვდებოდნენ და ღიმილიანი სახით იღებდნენ მილოცვებს, მაგრამ ნენე მოულოდნელად დაიძაბა, ფერიც შეეცვალა და შაკოს დასანახად ღიმილით მიეგება დაგვიანებულ სტუმარს.
-შაკო დამაგვიანდა რთული დღე მქონდა, მაგრამ  მოუსვლელობაც არ შემეძლო.
-მთავარია რომ აქ ხარ. უთხრა შაკომ და ნენესთან მივიდა ორივე.
-ნენე ეს ნია არის, ნია ექიმი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და არა მარტო მეგობარი ჩემი ბავშვობა.
-დარწმუნებული ვარ ერთ დღეს გავიხსენებ. ინა უეცრად შეცბა და ნენეს მიაჩერდა, შაკომ შეამჩნია ინას ცვლილება და შეშფოთებულმა კითხა.
-რა მოხდა, ცუდად ხარ?
-არა, არა კარგად ვარ. შეეცადა მშვიდად ყოფილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა ერთიანად ცახცახებდა, დასამშვიდებლად შამპანიურის ჭიქა აიღო და სულმოუთქმელად დაცალა. დარბაზში მყოფი საზოგადოება მოათვალიერა და ნაცნობებს მიესალმა, ბოლოს აღმოჩნდა რომ ნენესთან იდგა და საკმაოდ მოშორებული იყო ორივე ხალხისგან.
-მომენატრე მეგობარო. ინა ბრაზისაგან ცახცახებდა და ნენესკენ შებრუნდა.
-რა გინდა ნენესგან, არ ვიცი ისევ რა ჩაიფიქრე, მაგრამ სულ შეუმნეველი ვერ იქნები ანა. ნაგავი ხარ და მეტი არაფერი, შენ არავინ ხარ და ნენეს ვერც კი შეგადარებ.
-გაჩუმდი..............
-ვკანკალებ და იცი რატომ? შენ ჩემს გვერდით იყავი დღეც და ღამეც და როგორ შევცდი, როგორ ვერ გაგიცანი, შენ წარმოდგენაც არ გაქვს ნენე რამხელა ჩირაღდანია შაკოსთვის და შენ ნენეს ვერც კი მიუახლოვდები, შენ ნენეს ვერასოდეს დაამარცხებ. წლები რომ იცხოვრო შაკოს გვერდით დაიმახსოვრე, შაკო მხოლოდ ნენეზე ფიქრობს და არა შენზე.
-რა ჰქონდა ასეთი განსაკუთრებული ნენეს.
-შენგან განსხვავებით მას სული ჰქონდა და ახლა ვხვდები რატომ შეაჩერა შაკომ მასზე არჩევანი, ის ყოველთვს პირველი იქნება შაკოს ცხოვრებაში.
-გაჩუმდი............
-როგორ შეძელი და ნენეს რამე დაუშავე, სად არის ნენე, სად მიატოვე.
-ჩუმად ილაპარაკე......
-ყველაფერ სიცუდესთან ერთად შაკოს ნენეს სახით გამოეცხადე, შენ ვინ ხარ და რა ადამიანი ხარ. გეგმა შეიმუშავე, მაგრამ ვერ გათვალე რომ შესაძლებელი იყო ვინმეს გადაერჩინა.
-არა, ნენე აღარ არსებობს, არც ის ვიცი რა დაემართა.
-სწორედ ეს უნდა გაშინებდეს, აქამდე თუ ჩუმად არის და თავისუფლად ხარ დაფიქრდი ტკივილით და ცრემლით დაბრუნებულ შენს სიყვარულს ერთ მშვენიერ დღეს ისევ დაემშვიდობები და მერე ვის დაადანაშაულებ.
-ეს არასოდეს არ  მოხდება და თუ ნენე ცოცხალია შაკო მას ვერასოდეს ვერ იპოვის, არ დაუშვებ რომ ისინი ერთმანეთს შეხვდეს, ეს არ მოხდება.
-სიყვარულმა არა შენ ეგოისტობამ და შურმა დაგაბრმავა და ტვინი აგირია, მაგრამ არც სიძულვილმა ჩამორჩა უკან, რადგან ეს ორი გრძნობა ერთმანეთში გააერთიანე და გააკეთე ის რაც გინდოდა.
-სიყვარული და ვნება შაკოს მიმართ ჩემზე ძლიერია, დამიმონა ამ გრძნობამ და ყველაფერი გავაკეთე მასთან ყოფნისთვის.
-შენ ავად ხარ, შენ მკურნალობა გჭირდება.
-შენ არ იცი რა ძნელია მარტოობა, არ იცი როგორ დაასრულო დღე არ იცი როგორ ამოწურო საათები.
-გთხოვ გონს მოხვიდე, გაიგე სად არის ნენე და დაუბრუნე შაკოს. სიბინძურის ჭაობში იძირები და ჯერ კიდევ შეიძლება გამოასწორო ჩადენილი დანაშაული.
-დრო მჭირდება, დრო მომეცი და ყველაფერი დადგება თავის ადგილზე.
-ერთი წელი გავიდა და არ არის საკმარისი ნენეს დასასჯელად ან რას ემართლები მას როცა შენ თავად ხარ დამნაშავე. თავად დააყენე შენი ცხოვრება თავდაყირა, მაგრამ ვერ მომატყუილე ჩემსავით შენ აქ არავინ გიცნობს. ვერც შაკომ გაგიცნო რადგან წარმოდგენაც არ ქონდა თუ ოდესმე ვინმეს დაუშავებდი და ვინმეს ატკენდი, მაგრამ მწარედ შეცდა. ვერ აიტანე შაკოს ბედნიერება ნენეს გვერდით, ეს არის სიმართლე რომელიც შენ არ გინდა გაიგო და დაიჯერო, აღიარო, მაგრამ ბრმაც კი მიხვდება შენს ეჭვიანობას.
-ინა წლებია მიცნობ და იცი რომ ბოროტი არ ვარ როგორც შენ ამბობ, ვიხრჩობი......
-ვიცი, ვიცი სიყვარულია ყველაფერში დამნაშავე. იცი რას გეტყვი, ანა სარკის უკან ნუ დადგები საწკის წინ დადაექი და კარგად დააკვირდი შენს სახეს, გგონია ნენეს ჰგავხარ? ნენეს სულ სხვა სხივი ჰქონდა და მისი ღიმილით ატყვევებდა ყველას. დროა გამოფხიზლდე და სიბნელიდან გამოხვიდე და თუ უფრო ღრმად შეხვალ სიბნელეში სინათლეს ვერასოდეს ვერ ნახავ, ასე რამ შეგცვალა და რატომ გაბოროტდი ანა.
-შენ ჩემი საერთოდ არ გესმის.
-მართალია არ მესმის, რადგან არ მჯერა დავიჯერო რაც გააკეთე. ყველაზე მართებული იცი რა არის? შენ შენში ეძებე რა გაუკეთე საკუთარ თავს, შენში ეძებე დამნაშავე და შენი თავის მტერი თავად შენ ხარ.
-არ ვიცოდი თუ ასე ძალიან გეზიზღებოდი.
-რას ამბობ, ხვდები რა დაუნახავი ხარ? შოკირებული ვარ, გგონია დასრულდა ყველაფერი და გაიმარჯვე? თავშიც გითხარი შენ ძალიან ავად ხარ, მოიხსენი შურისძიების ბორკილები და მშვიდად ისუნთქებ. დამიჯერე ბევრად კარგად იქნები. ასე როგორ დაეცი ანა რომ ნენეს სახით დაუბრუნდი შაკოს და ეს როგორ გააკეთე.
-არ ყოფილა რთული.
-არ ყოფილა რთული? გაოცებული იდგა ინა და შეშინებული უსმენდა ანას.
   

-ჩვენს ტყვეს რა ვუყოთ, აქ დავტოვოთ?
-რას გულისხმობ.
-გოგოს ყველგან ეძებენ და ასევე მანქანას.
-მანქანა სადმე გზაზე მიატოვეთ.
-გოგოს კიდევ დიდი ხნით ვერ დატოვებ ქოხში, მას ვიღაც იპოვის.
-არ უნდა იცოცხლოს, მე მისი სიცოცხლე არ მჭირდება ის გზიდან ცოცხალიც და მკვდარიც უნდა ჩამოვიშორო, მაგრამ დარწმუნდით რომ მოკვდა. საქმეს რომ მორჩებით, ეს ადგილი დატოვეთ და ქოხს ცეცხლი წაუკიდეთ ჩემი ნომერი დაივიწყეთ, ის მოხუციც მოიშირეთ და გააქრეთ სამხილები და როცა დამჭირდებით მე თავად გიპოვით.  ტელეფონი გათიშა და კლინიკის კიბეებიც ჩქარა აირბინა, იქვე თეთრხალათიანს შეეკითხა.
-ექიმი ხვიჩა მელოდება, სად არის მისი კაბინეტი.
-თქვენს უკან არის ექიმი ხვიჩას კაბინეტი. ექთანს გაუღიმა და კარისკენ შებრუნდა ღრმად ამოისუნთქა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-არ გპასუხობთ? ექიმი კაბინეტშია კლინიკად არ გასულა. ექთანმა კარი შეაღო და ექიმს უთხრა.
-ექიმო თქვენთან არიან.
-ელისო დღევანდელი ვიზიტი დასრულდა, უკვე გავდივარ.
-მე ვიზიტი არ მჭირდება აქ მოსასვლელად. ექიმმა ელისოს გვერდით მდგარ ქალს შეხედა, სათვალე მოიხსნა და ღიმილით თქვა.
-ანა, ანა არაბული. რამდენი წლით დამაბრუნე უკან ჩემო ანა. კარგია რომ მოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ..............
-მჭირდები ხვიჩა.
-შენს სახეს ოპერაცია არ ჭირდება, არც იმას ვფიქრობ ეკონომიურად გაგიჭირდა და ამიტომ გაგახსენდი ჩემო ანა სხვა რით შემიძლია შენი დახმარება.
-სწორად პირველი რაც გაიფიქრე, ოპერაცია მჭირდება და სხვა ადამიანი უნდა გავხდე. ჩემო მეგობარო აი ასე უნდა გარდამქმნა. ფოტო ამოიღო ჩანთიდან და ხვიჩას გაუწოდა, მაგრამ ექიმმა გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ოპერაცია.
-შეუძლებელია.
-რატომ.
-შეუძლებელია ანა ეს გავაკეთო, ვინ არის ფოტოზე გამოსახული გოგონა.
-ჩემი დაუძინებელი მტერი, მაგრამ ის ცოცხალი აღარ არის.
-დაუჯერებელია, რომ შენ ზიხარ ჩემს წინ ახლა და ოპერაციაზე ვსაუბრობთ. როცა ოპერაციისათვის ემზადებიან თვეები სჭირდება ოპერაციის წინა პროცედურებს, ეს ადვილი არ არის ანა.
-თუ მოინდომებ ყველაფერი შესაძლებელია.
-საშიში ხარ,შენ თავიდან საშიში იყავი და ეს მე აღმოვაჩინე შენში პირველმა.
-ამიტომ გადექი გვერძე?
-მიყვარს სიცოცხლე და ეს იყო მიზეზი ჩემი გვერძე გადგომის.
-ხვიჩა.............
-განრისხებული ხარ და გინდა შენი მრისხანება ამ გოგონაზე გადმოიტანო, რატომ აკეთებ ამას. კარგი მე დაგთანხმდი და გავაკეთე ოპერაცია, მაგრამ გოგონა სად არის, შენ მოკალი?
-მე არ მომიკლავს, მაგრამ ცოცხალი ჩემი ბრძანებით არ არის რადგან მან მე სიყვარული წამართვა და სიყვარულის უდაბნოში ფრთებგაშლილმა იარა ეს ბედნიერება კი ბოლომდე არავის არ შერჩება. როდის დაიწყებ, დრო არ მაქვს......
-ანა ძალიან რთულ მდგომარეობაში მაყენებ.
-როდის ხვიჩა. ექიმმა ანას თვალებში დაბუდებულ სიბრაზეს შეხედა და შეეშინდა, ამიტომ დაფიქრებულმა თქვა.
-რამდენიმე ანალიზი უნდა გაიკეთო, მაგრამ მე კიდევ გირჩევ, რომ კარგად დაფიქრდე. ანა ეს ადამიანი თუ ცოვხალია მისი სახით ცხოვრება გაგიჭირდება, ვფიქრობ ხვდები რომ ეს ნიღაბი არ არის, როცა მოგბეზრდება მოიხსნა და შენი სახე შენი ცხოვრებით დაიბრუნო. შენ გინდა გახდე სხვა ადამიანი, დაკარგავ შენს საკუთარ სახეს, დაკარგავ შენც ცხოვრებას და მთელი ცხოვრება ამ გოგოს ჩრდილში უნდა იყო.
-ყველაფერზე ვიფიქრე და გაანალიზებული მაქვს, რომ ამიერიდან სხვისი სახელით უნდა ვიცხოვრო. მიყვარს, ძალიან მიყვარს და მის გამო წავედი ყველაფერზე. დავასრულე ჩემი კარიერა რომელსაც ასე ძალიან უფრთხილდებოდი და ანა არაბული აღარ იარსებებს ის  ყველასთვის მოკვდა.
-მასაც თუ ასე ძალიან უყვარხარ ამ გოგოს სახით ცხოვრება რატომ გჭირდება, წლები შეალიე შენს კარიერას, ცოდნას, გამოცდილებას. ექიმობა ხომ შენი ოცნება იყო, ანა ასე ადვილად თმობ ამ ყველაფერს?
-ყველაფერს ვდებ გვერძე და უკან არ დავიხევ, რადგან მის გვერდით რომ ვიყო მხოლოდ ესაა ერთადერთი გამოსავალი.
-მე შევეცადე შენი გადაფიქრება, მაგრამ შენ უკვე ყველაფერზე გაქვს ნაფიქრი და სხვა რა გითხრა, დაელოდე ჩემს ზარს. კლინიკა დატოვა, ჯერ კიდევ მარტის სუსხი იდგა ქუჩებში, საყელო აიწია და ცას ახედა.
-მე მაბარია ჩემი წარსული, ვერ ვგრძნობ აწმყოს და ალბათ ოდესმე დავიჯერებ მომავლის არსებობას. მიყვარხარ, რაც უფრო შორს იყავი ჩემგან მით უფრო ძლიერდებოდა შენდამი სიყვარული და იმედს არ ვკარგავ, მე შენთან მოვალ, მე შენთან დავბრუნდები.
-ინა დავბრუნდი შაკოს ცხოვრებაში, მაგრამ მე მის თვალებში სითბოს ვერ ვხედავ.
-რა გგონია შაკო ვერ გრძნობს რომ მის გვერდით ნენე დგას, მაგრამ ნენესგან ძალიან განსხვავებული ხარ? ბექა თვალს არ აშორებდა ინას და ნენეს, შაკოს საეჭვოდ მოეჩვენა მოულოდნელად ინას ცუდად გახდომა.  ბექას ტელეფონზე ნაცნობი ნომერი დაფიქსირდა და შედარებით მშვიდი ადგილიდან უპასუხა, მან შაკოს შეხედა და შაკომაც მასთან მივიდა.
-რა მოხდა, ფერი შეგეცვალა ცუდი ამბავია?
-რობერტი საწოლში მკვდარი იპოვეს.
-რობერტი? შეუძლებლია ბექა.
-ვიღაცამ გაიგო რომ დაგვეხმარა და გააჩუმეს.
-სწორედ რომ გააჩუმეს რობერტიც და სანდროც.
-დიდი ხანია თვალს ვადევნებ ინას და ნენეს და ვერ გავიგე საუბრობენ თუ კამათობენ.
-დაგენიძლავები რომ კამათობენ, მაგრამ........შაკო გაოცებული უყურებდა დარბაზში შემოსულ რამდენიმე პოლიციელს და ბექას უთხრა.
-პოლიცია რატომ მოვიდა, იცი რამე?
-არაფერი ვიცი, მაგრამ რასაც ვფიქრობ თუ ის არის მაშინ სიმართლეს მალე გავარკვევთ.
-ბოდიში ასეთ დროს რომ გაწუხებთ, მაგრამ ინფორმაცია შემოვიდა, რომ თქვენი მეუღლე არ არის ის პიროვნება ვინც თქვენ გგონიათ.
-რა თქვით, ვერ გავიგე. გაოცებული უყურებდა შაკო მის წინ მდგარ პოლიციელს და შემდეგ ნენეს გახედა, რომელთანაც მარი მივიდა და უთხრა.
-უბერავს სიო და დამათრობელ სურნელთან ერთად მოაქვს წარსულში შთანთქმული მოგონებები.
-ვერ გავიგე...........
-ძალიან, ძალიან გავხარ ჩემს ქალიშვილს. ნენეს ფერი დაეკარგა, მაგრამ ღიმილით უთხრა მარის.
-მართლა, გავიცნობდი.
-ახლა დავრწმუნდი, თურმე ორეულები მართლა არსებობენ. გაიცნობთ, მალე  დაბრუნდება და პირადად გაგაცნობთ, მაგრამ ერთი განსხვავება გაქვთ.
-რა განსხვავება. დაინტერესდა ნენე და მარი ძალიან ახლოს მივიდა მასთან.
-ხმით ვერ დაემსგავსე ნამდვილ ნენეს, ასევე დაგვიწყებია რამოდენიმე ტატუს გაკეთება და მიკვირს ეს შაკომ როგორ ვერ შენიშნა. მარიმ გამარჯვებულის ღიმილით შეხედა მის წინ მდგარ სახე გაფითრებულ ნენეს (ანას) და დაინახა ნენე შაკოს უყურებდა რომელიც პოლიციელს ელაპარაკებოდა. როილა იდგა და მათ საუბარს ყველაფერს ისმენდა, ერთიანად ცახცახებდა როცა შაკოსთან მივიდა და პოლიცილის ნათქვამი გაიგონა.
-თქვენ იცნობდით ექიმ ანა არაბულს.
-კი ვიცნობ, ის რა .............
-ქ-ნმა ექიმა განზრახულად მოკლა საკუთარი დედა და დედის მეუღლე ბ-ნი დემეტრე ცაგარეიშვილი რომელიც თქვენი მამაა.
-შაკო რას ამბობს, შაკო ეს ტყუილი ინფორმაციაა.
-დედა, დედა ნუ მაშინებ.
-ნენე იპოვე შვილო, შენი ნენე. როილას ნელა-ნელა თვალს დაუბნელდა, სხეული დაუმძიმდა და შაკოს ხმა უფრო და უფრო შორიდან ესმოდა. გულზე ჩაავლო ხელი შაკოს თვალი გაუსწორა და უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ თვალებით უთხრა ,,ფრთხილად იყავი'' და გამოეთიშა სამყაროს. როილა ყრუ სიბნელეში აღმოჩნდა, შაკო სახე შეშლილი იდგა და მის მკლავებში გათიშულ დედას უყურებდა, ინამ პირველადი დახმარება გაუკეთა და შაკოს უყვირა.
-გამოფხიზლდი, სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ. სასწრაფო რამდენიმე წუთში უკვე ადგილზე იყო და როილა საავადმყოფოში გადაიყვანეს, შაკომ ნერვები ვეღარ დააკავა და საშინელი ხმით იღრიალა.
-დედაააააა. ინამ შეხედა ანას რომელიც ძალიან შეშინებული იყო, მაგრამ აჩქარებული ნაბიჯით მივიდა შაკოსთან და შაკომ ისეთი თვალებით შეხედა რომ არა ბექა ადგილზე მოკლავდა.
-რისი თქმა უნდოდა დედას, მას რაღაც უნდოდა ეთქვა.
-წამოაყენეთ და არ არის საჭირო ამდენი ხალხის შემოსევა, მას ჰაერი მიეცით.ნაცნობი ხმა შემოესმა შაკოს და ცრემლით სავსე თვალებით შეხედა მასთან სულ ალოს მდგარ მარის. მარი მივიდა შაკოსთან და ტირილნარევი ხმით უთხრა.
-ცხოვრება ზოგჯერ ისეთი ცარიელია არავისგან არაფერს არ ელი და ხარ დაცლილი დარდისგან. არ იჩქარო შვილო, ცხოვრება ძალიან, ძალიან სასტიკია და დარწმუნებული ვარ ყველა მკაცრად აგებს პასუხს თავის დანაშაულზე. ნენემ მარის შეხედა და თვალებში ჩახედა, იგრძნო რომ ეს ქალი მისი აღსასრული იყო და პირველი რაც გაიფიქრა.
-ვინ ხარ, ნენე რატომ ახსენე. არ ჰქონდა ფიქრის თავი, გულის მხარეში წვა იგრძნო და ვერანდაზე გავიდა. არ ელოდა საღამოს ასეთი დასასრული თუ ექნებოდა, მისი ფიქრები მარის გარშემო ტრიალებდა. ბექამ პოლიციელებს რამდენიმე სიტყვა უთხრა და თავად მივიდა ნენესთან.
-მიკვირს და ჩემს თავზე ვბრაზდები.
-რატომ ბრაზდები ან რა გიკვირს.
-ყველა გაგვასულელე და არასოდეს არ დაფიქრებულხარ, რომ თვალებს ვერსად ვერ გაექცევი?
-რა ჭირს ჩემს თვალებს?
-შენი თვალებში ამოუცნობი სამყარო იმალება და თავადაც ასეთი ამოუცნობი ხარ.
-ვერ გავიგე ბექა რისი თქმა გინდა.
-თავს ისულელებ, ერთი წელია ჩვენს გვერდით ხარ ნენეს სახელს და სახეს ამოფარებული და ჩვენ ეს ვერ დავინახეთ. იფიქრე მუდამ შეუმჩნეველი დარჩებოდი, მაგრამ ბევრი რამ ვერ გათვალე.
-რა ვერ გავთვალე?
-საკუთარი მშობლების მკვლელს პოლიცია ყველგან მიაგნებს, ამიტომაც მოვიდა რომ წაგიყვანოს და საბოლოოდ გაიმარჯვებს სიმართლე, რომელსაც შენ ასე მალავ.
-შეცდომაა, თქვენ ცრუ ინფორმაცია მოგაწოდეს. ანამ ნაბიჯი უკან გადადგა და ვერანდიდან ქვემოთ ჩაიხედა,მაგრამ არა ჯერ მზად არ არის სიკვდილისთვის.
-რაო ანა ხომ არ იფიქრე, უკვე გვიან არის რძალო. აქედან უკვე ვეღარსად წახვალ, ისინი ჩემს ნიშანს ელოდებიან.
-მე ქალი ვარ რომელიც საკუთარი ბედნიერებისთვის იბრძვის. ინა გააფრთებული მივარდა ანას და უყვირა.
-მკვლელი ხარ, იმდენად მოულოდნელი იყო როილა დეიდასთვის რაც გაიგონა შესაძლებელია გულმა ვერ გაუძლოს. დანებდი და აღიარე სიმართლე დასრულდა შენი ბრძოლა ცხოვრების ტალღებთან, შეხედე სადამდე მიგიყვანა შენმა შურმა და ეგოისტობამ. შენ ადამიანად წოდებული სატანა ხარ, რომელიც დაიღალე მარტოობით და სხვებს უმწარებ ცხოვრებას. ბექა და ლაშა უსმენდა ინას და ლაშამ შეეცადა მის დამშვიდებას.
-დამშვიდდი ინა.
-შენ აღარ ხარ ის ანა ვისთანაც მე ვმეგობრობდი, შენ დაივიწყე როგორ ეხმარებოდი გაჭირვებულ პაციენტებს, სითბოს და სიყვარულს ჩუქნიდი მათ, მაგრამ შენ ვერასოდეს გაიგებ ნამდვილ და წრფელ სიყვარულს. შენ თავად არ იცი ვინ ხარ, ვერასოდეს გაიგებ შენს ნამდვილ მეს. ანამ მის აკანკალებულ ხელებს შეხედა, ლაშას ხელში სიგარეტს შეხედა და მოულოდნელად გამოართვა რადგან ძალიან უნდოდა ნიკოტინის შესუნთქვა. ღრმა ნაპასი დაარტყა და ასევე ღრმად შეისუნთქა კვამლი კი რგოლებად გაიშალა მის სახესთან, ანას სახეს ეალერსებოდა და კოცნიდა სიგარეტის თეთრი კვამლი და თვალები ცრემლით აევსო. შეხედა მისკენ მომავალ პოლიციელებს, ხელები მაგრად ჩასჭირა ვერანდას და ვერ გაიგო როგორ გადაეშვა უსასრულობაში. გაოცებული უყურებდა როგორ მიფრნავდა ანა თეთრი კაბით და სახეზე ღიმილით, სხეული კი მისი დინებას მიყვებოდა. შაკომ შეხედა ყველაფერს, მაგრამ ურეაქციოდ მივიდა ვერანდასთან და ქვემოთ ჩაიხედა სადაც ანას სხეული სისხლში იწვა. ინა რამდენიმე დღე საავადმყოფოში არ გამოჩენილა, საქმეს დაუბრუნდა, მაგრამ ძალიან შეცვლილი, ინა ანასთან პირისპირ შეხვედრამ და საუბარმა ძალიან შეცვალა, მან რამდენჯერმე შენიშვნაც კი მიიღო.
-ინა რა გჭირს, გაკვირდები ეს დღეებია და გამოთიშული დადიხარ, ასეთ მდგომარეობაში შესაძლებელია დიდი შეცდომა დაუშვა.
-მეგობრისგან ზარს ველოდები და ვნერვიულობ. ინამ საავადმყოფოში მედიის საშუალებით გაიგო რაც მოხდა მისი წასვლის შემდეგ და ტელეფონი აიღო ხელში, მაგრამ  შემდეგ ხალათი გაიხადა და შაკოსთან წავიდა. უამრავი ხალხი ირეოდა შაკოს გვერდით, თავად შაკო ქანდაკებასავით იჯდა სავარელში და მისი სხეული უამრავ ნაწილებად იყო დამსხვრეული. თვალები მისი სიცოცხლე დაკარგული იყო, ვერ შეძლო მასთან ახლოს მისვლა, ვერ მიუახლოვდა, მაგრამ სული აეწვა და ეგონა ხმით ატირდებოდა, ვერც ეს შეძლო.
-ინა გელოდი და დარწმუნებული ვიყავი ბოლო ხმაზე იღრიალებდი. ვერაფერი უთხრა, პასუხი ვერ დაუბრუნა მეგობარს, ის მედგრად იდგა შაკოს წინ და გრძნობებს ებრძოდა შინაგანად.
-ცოცხალია, ორივე ცოცხალია შაკო გესმის? როილა დეიდა გადარჩა, ის იბრძოლებს და დაგვიბრუნდება. უსიცოცხლო თვალებით შეხედა საბას და როილას პალატის კარს მიუახლოვდა.
-დამიბრუნდი, დედა გთხოვ დამიბრუნდი და გპირდები ყველაფერს გავარკვევ და არავის ვაპატიებ სულ პატარა შეცდომასაც კი. შემდეგ საბას მიუბრუნდა და უთხრა.
-ნენეს ნახვა მინდა. უხმოდ მიიყვანა ნენეს ოთახის კართან და ჩურჩულით უთხრა საბას.
-მარტო შევალ.  ნელი, უხმო და ჩუმი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს და ჩურჩულით თქვა.
-რატომ, რატომ არ შეეცადე ჩემთან დალაპარაკებას. რატომ იჩქარე სიკვდილთან შეხვედრა გგონია სწორი და გათვლილი ნაბიჯი გაგადგი? საკუთარი თავის რწმენა და თვითდაჯერებულობა დავკარგე, გაახილე თვალი. ვეღარ გაუძლო და ფეხზე წამოდგა, იდგა და შორიდან უყურებდა საწოლზე მწოლიარე ქალს, ქალს რომელიც არც კი იცოდა ზუსტად ვინ იყო. დატოვა ოთახი და ისევ როილასთან მივიდა, მისი ხელი ხელში დაიჭირა და ცრელმორეულმა უთხრა.
-დედა გაახილე თვალები და გამომხედე შენი საოცარი გამოხედვით და შემხედე როგორ ვარ, შენ ხომ ერთი შეხედვით მცნობდი. გამათბე დედა შენი გამოხედვით, რაგან ძალიან მცივა. მარტის სუსხმა შეაღწია სხეულში და  ერთიანად გამყინა. დე მაგრძნობინე რომ ჩემი გესმის, მე აქ ვარ შენთან შენს გვერდით. ბექა გარეთ ელოდა შაკოს და გაახსენდა ინას ნახვა აქვე შეეძლო და მასთან წავიდა, მაგრამ ინა კაბინეტში არ დახვდა, მაინც შევიდა და დაელოდა, რამდენიმე წუთში  კარის ხმა გაიგონა და მინის ანარეკლში შეხედა ინას გაოცებულ თვალებს და წყნარად თქვა.
-რამდენიმე დღეა რთული დღეები გვაქვს და ამინდიც ჩვენს ნერვებზე თამაშობს.
-ბექა..............
-ინა რამდენი წელია რაც ერთმანეთს ვიცნობთ და ასე თუ ისე ერთმანეთის ხასიათები ვიცით. ისიც იცი რომ პირდაპირი ადამიანი ვარ და აქ რატომ ვარ ვფიქრობ ამის ახსნა არ დამჭირდება.
-არ ვიცოდი, გეფიცები არ ვიცოდი და წარმოდგენა არ მაქვს თუ ასეთ რამეს ჩაიდენდა. დამიჯერე ბექა მე დღემდე შოკში ვარ და რამდენჯერმე შენიშვნაც მივიღე ჩემი დაბნეულობით.
-შენც იმას ფიქრობ და გრძნობ რასაც მე, ხომ ასეა.
-ასეა, ქალი რომელიც ნენეს სახით იდგა თქვენს გვერდით ის ნენე არ არის, ის სხვა ქალია.........
-შენ იცანი და მეც მაშინ დავრწმუნდი, რომ ის ანაა.
-ყველა მოგვატყუა, მან ნენეს ნიღაბი გაიკეთა და ასე ცხოვრობდა თქვენთან ერთად. ბექას სიცილი აუვარდა და ინა გაოცებული უყურებდა.
-რატომ იცინი, სასაცილოდ ავხსენი და არც არავინ დაიჯერებს ჩემს სიტყვებს, მაგრამ...............
-სიმწრის სიცილია ჩემო ინა სიმწრის სიცილი. ვიცოდი, ვეჭვობდი, მაგრამ ფაქტები არ მქონდა და ახლა როცა რელობა შენ დამანახე იმ დღეს გამიჭირდება შაკოს უთხრა რომ დარწმუნებით ვიცი სიმართლე.
-ბექა სად არის ნენე და რა ბედი ეწია მას, ცოცხალია თუ.....
-არ ვიცი, მეც ამერია ტვინში ყველაფერი სად უნდა ვეძებო ეს გოგო. შაკო როგორ შეხვდება ამ ამბავს.
-მაგრამ მან სიმართლე უნდა იცოდეს............
-გაიგებს, მაგრამ მოგვიანებით.
-მე რა გავაკეთო, გავაფრთხილე ერთხელ და არ დაიჯერა ანა ცუდს ვერ გააკეთებსო ახლა კი რომ დამირეკოს როგორც მაშინ და შეხვედრა მთხოვოს რა უთხრა, სიმართლე დავუმალო?
-ჯერ არა, ჯერ არ უნდა გაიგოს.  შაკომ დატოვა როილას პალატა და იქვე მდგარ საბას შეხედა.
-როგორია დედას ანალიზები.
-გულის იფაქტი განვითარდა იმ დღეს, დაველოდოთ, მაგრამ აქ ლოდინს აზრი არ აქვს, მას შენი არ ესმის, ის მხოლოდ აპარატით სუნთქავს.
-ვიცი, ვიცი მეგობარო. შაკო წავიდა და სახლში მისულმა დედას ნივთებს შეეხო, შემდეგ კი თქვა.
-დაბრუნდება, თქვენი დიასახლისი დაგიბრუნდებათ და თქვენც აქ დახვდებით ხელუხლებლად. ვერ გაჩერდა, თითქოს როილას ხმა სახლის ყველა კუთხიდან ესმოდა ,,ფრთხილად იყავი'', ,,ფრთხიად იყავი''. კომპანიაში წავიდა და დღეები გადაბმულად მუშაობდა, სესიებზე დადიოდა, შეხვედრები ჰქონდა სხვა და სხვა ქვეყნის პარტნიორებთან საბას და ლუკას ტელეფონით ეკონტაქტებოდა როილას ამბის გასაგებად, ბექას და ლაშას კი კომპანიის აუცილებელ საქმეებზე უკავშირდებოდა.
-შალვა როდის დაბრუნდები აქაც გვჭირდები.
-არ ვიცი ლაშა აქაც სერიოზული პრობლემებია და კიდევ რამოდენიმე თვე ვსაჭიროებ აქ ყოფნას, მაგრამ შევეცდები უახლოეს მომავალში დავბრუნდე. დრო ძალიან სწრაფად გავიდა და ერთ წელიწადში დაბრუნებული შაკო როილას სანახავად წავიდა და მის სიტყვაზე ,,დედა მე დავბრუნდი'' როილას ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე და მიხვდა ყველა რომ როილას მათი ხმა ესმოდა, მაგრამ უძრავად იყო. შაკომ ნენეს ოთახში შევიდა და შორი ახლოს იდგა საწოლთან.
-ღონისძიბამდე რამდენიმე საათით ადრე მითხარი, შაკო სიყვარული სასიამოვნო გრძნობა არისო, მაგრამ არ გეთანხმები, სიყვარული ჯოჯოხეთია და ყველა სიბოროტით სავსე ადამიანი ჯოჯოხეთში მოხვდება. საავადმყოფოდან პირდაპირ კომპანიაში წავიდა, ერთ წლიანი შუალედის შემდეგ ლად მოულოდნელად დაბრუნებულ შაკოს მარიც ღიმილით შეხვდა და მოიკითხა შაკო.
-როგორც მხედავთ მე კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ.
-კარგია რომ დაბრუნდი და მეც მოვედი დღეს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ. დიდი ფიქრი არ დამჭირვებია მიმეღო გადაწყვეტილება და ეს დღეც დადგა.
-რა მოხდა ბიზნესიდან მიდიხარ თუ პენსიაში გადიხარ.
-რამდენიმე თვეში ჩემი ნენე დაბრუნდება და დროა დავისვენო გზა კი ახალგაზრდებს დაუთმო.
-გასაგებია, იმედია ჩვენთან ერთად მუშაობა მოსაწყენი არ იყო თქვენთვის.
-არა, ამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია, მაგრამ ჯამრთელობასაც უნდა მივხედო სანამ თავს ასაკიც შემახსენებს.
-თავად უკეთ იცით, როგორც თქვენს ჯამრთელობას უნდა ჩვენც ისე გავაკეთოთ. მარი ბოლო თვეებში თავს სუსტად გრძნობდა და ნენემაც დაბრუნება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, პატარა უკვე 2 წლის იყო.
-დროა დაბრუნდე, ნენე შენ აქ ხარ საჭირო და აქ უნდა იყო.
-მეც დაბრუნებაზე ვფიქრობ ბოლო კვირაა და დროა დავბრუნდე. ნენემ რამდენიმე დღეში ყველა საბუთი მოაგროვა და  გამგზავრების დღეც დადგა. გული უფრიალებდა როცა თვითმფრინავი დაეშვა და წამიერად ცრემლიც კი გაუჩნდა თვალზე, მისი თვალები და გული დიდ ტკივილს გადმოსცემდა, მაგრამ როცა ფეხი დადგა მიწაზე ნიავის ჩურჩული იგრძნო დაბრუნება რომ მიულოცა პირველმა. გაახსენდა როგორ დატოვა ყველა და ყველაფერი.
-დრო მოვიდა ერთმანეთს პირის-პირ შევხვდეთ და მინდა თავად დაინახო ეს წლები რა ძნელი იყო უშენოდ. ჩემი შენდამი გრძნობები გულში დავმარხე, ამიტომ გამიქვავდა მკერდი და სუნთქვაც მიძნელდება. მოულოდნელი იყო მარისთვის ნენეს დაბრუნება და დილის 7სთ-ზე კარზე ზარის ხმამ შეაშფოთა, მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ გააღო კარი ნენეს პატარა ხელში ეჭირა მძინარე და ღიმილით უყურებდა კარში მდგარ გაოცებულ მარის.
-არ შემოგვიშვებ? მარი დაიბნა და ნენეს დიდი სიფრთხილით გამოართვა ბავშვი და თავის საწოლში ჩააწვინა ფრთხილად შემდეგ კი ნენეს მოეხვია.
-უნდა გცემო, რატომ არ გამაფრთხილე.
-ასე უფრო უკეთესი იყო მოსვლა.
-ჰოდა ყველაფერი გადაიბარე სასწრაფოდ მე ჩემს შვილიშვილს ზღაპრები უნდა წავუკითხო
-დავლაგდებით და შემდეგ ვესტუმრებით დიდ კომპანიას, რამდენიმე დღეში უკვე მზად იყო ყველას წინაშე წარმდგარიყო და მარის მოულოდნელი განცხადება ბიზნესიდან წასვლაზე შაკოს გარდა ყველასთვის შოკი იყო, მაგრამ თვით შაკოც შოკირებული დარჩა როცა მარიმ ყველას ნენე წარუდგინა.
-დამშვიდდით, მე მივდივარ ბიზნესიდან, მაგრამ ჩემს ადგილს  ჩემი ნენე დაიკავებს და ის თქვენს გვერდით იქნება. შეშფოთებული და დაბნეული დარო შაკოს უყურებდა და სიტყვას ვერ ამბობდა.
-დარო რა მოხდა, ცუდად ხარ?
-მე, მე, მე, სტუმარია თქვენთან. მარის ჩაეცინა და ისე დადგა შაკოს თვალს ადევნებდა.
-შემოვიდეს სტუმარი, დარო უთხარი მობრძანდეს.................
-მოგესალმებით. ნენე ყველას მიესალმა და ბოლოს თვალი შაკოს გაუსწორა. გამჭოლი მზერა ჰქონდა ნენეს, შაკომ თითქოს მიხვდა რომ ნენეს მზერის მიღმა კიყო რაღაც იდუმალი და ამოუცნობი. შაკომ რაც გაიფიქრა სრული სიმართლე იყო,  რადგან ამ თვალების მიღმა მართლაც იყო რაღაც ძალიან, ძალიან ლამაზი და ძალიან პირადული, მათი პირადული.
-ჩემი ქალიშვილი ნენე. თითქოს ყველა დამუნჯდა, შაკოს გულში კი სიჩუმე კიოდა გარეთ კი ქარის შლეგი ღრიალი კედლებს ეხეთქებოდა, ნენეს გონება ძველ ლამაზ მოგონებებში ჩაიკარგა და მის წინ ძალიან ბევრი ლამაზი მოგონება გაიშალა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და ღიმილით თქვა.
-ყველას გიცნობთ გადმოცემით და ახლა კი შესაძლებლობა მაქვს ახლოდან გაგიცნოთ. შაკომ ბექას შეხედა და უთხრა.
-სიზმარში ვარ თუ ეს ყველაფერი ცხადია და არ მძინავს.
-ახლა ხარ რეალურ სამყაროში და იმედია სულ მალე ყველა ცუდი დავიწყებას მიეცემა.
-ჩემი კაბინეტი?
-დროებით ამ კაბინეტში იქნებით...........
-აქ ვიმუშავებ თქვენთან ერთად?
-გეშინიათ?
-არა, რატომ უნდა მეშინოდეს ან უნდა მეშინოდეს?
-სანამ თქვენი კაბინეტი იქნება მზად აქ იქნებით და თუ წინააღმდეგი ხართ გარეთ ჩემი მდივანის გვერდი რომ ცარიელი მაგიდაა იქ მოთავსდით. ნენე სიბრაზემ მოიცვა, იქვე ცარიელი მაგიდა იდგა შაკოს მაგიდასთან ახლოს და თავისი ნივთები ხმაურით დაალაგა, მარი კი ყურადღებით აკვირდებოდა ორივეს და ხარობდა მათი სიყვარული ჯერ კიდევ ცოცხლობდა. მზის ოქროსფერ სიკაშკაშეს, შეუმჩნევლად შეეპარა წყლისფერი და გაწვიმდა, შავი ერთიანი კაბა კოხტად ადგა ტანზე და კაბაში გამოკვეთილმა მისმა სავსე მკერდმა შაკოს ყურადღება მიიპყრო მკერდის ღართან შავი წერტილი შენიშნა, სწორედ ის წერტილი მას რომ აგიჟებდა და თვალთ დაუბნელდა. ტკივილი, სიბნელე, ცრემლები და ჭრილობები, გული სისხლშია და სუნთქვა უჭირს მონატრებისგან. შეწყვეტილ დროს მხოლოდ სიმართლე განკურნავს, ეს დღეც მალე დადგება.
-დაგიბრუნდება შენი ბედნიერება, ბედნიერება რომელიც მოგპარეს ისევ შენთან იქნება და შენ კვლავ ივლი ბედნიერი სიყვარულის უდაბნოში, მე კი მშვიდად ვიქნები შენ რომ ბედნიერს შეგხედავ და ამდენი ტკივილის შემდეგ დროა დასრულდეს თქვენი ტანჯვა. მარის გაახსენდა როგორ რთულ მდგომარეობაში იპოვა ნენე და თვალზე ცრემლი მოადგა.

სიბნელეს შავი საქორწინო კაბა ჩაუცვამს და ცბიერი ღიმილით ცეკვავს, თავად კი ნერვიულად დააბიჯებს და ექიმის გამოჩენას ელოდება. დაინახა ექიმი და მისკენ წავიდა.
-როგორ არის, გოგონა როგორ არის.
-რთული მდგომარეობაა და უფრო ცუდი ისაა რომ ის ორსულადაა.
-ორსულადაა და მასში ახალი სიცოცხლეა, მით უფრო ის უნდა გადარჩეს, გოგონა უნდა გადარჩეს.
-მესმის თქვენი ექიმო, მაგრამ..............
-არ მინდა თქვენგან გავიგონო ეს სიტყვა, გასაგებია? ორივე უნდა გადავარჩინოთ და გადავარჩენთ.
-შეუძლებელია................
-გადავარჩენთ, მეც ვიქნები ოპერაციაზე  თქვენს გვერდით.
-თქვენთან ერთად ოპერაციაზე შესვლა ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ექიმო.
-მაშინ წავედით, მოვემზადოთ.
-ექიმო მარი ვინ არის პაციენტი თქვენი ასე რომ განიცდით.
-ჩემი შვილია, გვიან ნაპოვნი შვილი. გაქვს კიდევ შეკითხვები?
-არა, მაპატიეთ. მარიმ მოემზადა და სხვა ექიმთან ერთად შევიდა საოპერაციოში და სიამოვნებით აივსო, მისმა ცხოვრებამ ამ კედლებში გაიარა  და რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია მის ხელებს. საკაცეზე მწოლიარე გოგონას მიუახლოვდა და ყურში უჩურჩულა.
-გადაგარჩენ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები შვილო. შუბლზე აკოცა გოგონას და წელში გასწორდა, თავი მაღლა ასწია ამაყად გადახედა იქ მყოფთ და თქვა.
-იწყება ოპერაცია, მზად ხართ?
-მზად ვართ თქვენთან ერთად ვიყოთ მარი ექიმო. რამდენიმე საათი მიმდინარეობდა ოპერაცია და ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და დაღლილი ხმით თქვა.
-დასრულდა, თქვენ მითხარით რომ ოპერაციას გააკეთებდით იმ შემთხვევაში თუ საშვილოსნოს ამოკვეთავდით, მაგრამ შეხედეთ, თუ დაუკვირდებით და ყურადღებით იქნებით შესაძლებელი არის გააკეთოთ ყველაფერი სწორად და არცერთი არ დაზიანდეს, არც დედა და არც შვილი.
-გადავარჩინეთ, ჩვენ ორივე გადავარჩინეთ.
-დაიმახსოვრეთ, სანამ საღი თვალით არ შეხედავთ თუ რასთან გაქვთ საქმე, დასკვნის გამოტანას ნუ იჩქარებთ.
-დიახ, ორივე გადარჩა. პაციენტი ცალკე და განსაკუთრებულ პალატაში მოათავსეთ, მასზე მე ვიზრუნებ პირადად. ექიმებში და მედ პერსონალში ჩურჩული და მითქმა-მოთქმა დაიწყო, მარის უცნაურად უყურებდა თვით საავადმყოფოს მთავარი ექიმიც, მაგრამ თქმით არაფერი უთხრა, ერთ დილით კი გაბრაზებულმა შეაღო მისი კაბინეტის კარი და უთხრა.
-რა მითქმა-მოთქმა მოაწყვე მთელ საავადმყოფოში, ვხედავ დაგავიწყდა როგორ მოხვდი და ვისით მოხვდი ამ სკამზე, რომ მოვინდომო დღესვე დატოვებ შენს თანამდებობას და დავბრუნდები ჩემს ადგილზე.
-რატომ ბრაზობ, ვინ რა გითხრა არ ვიცი, მაგრამ ძალიან გვიან ხომ არ გაგახსენდა რომ შვილი გყავს.
-ვინ ხარ შენ ჩემს პირადულს რომ შეეხო, შეგეშინდა ვინ გადაიხდის გადასახადს, მაგრამ დამშვიდდი ყველაფერს გადავიხდი, მაგრამ შენც გადაიხდი და თან ძალიან მწარედ.
-რას გულისხმობ, მარი.................... მარიმ კარი გაიკეტა და ტელეფონი ამოიღო გადარეკა და სამი სიტყვა უთხრა.
-მთავარ ექიმს შეცვლი.............
-რატომ?
-შეცვლა არაა საკმარისი, ამ საავადმყოფოდან გაუშვებ,
-კარგი, როგორც გავიგე ძალიან გაგაბრაზა.
-მარი მომისმინე............ მარიმ ხელი აუწია ექიმს არ მომიახლოვდეო და წავიდა, მაგრამ ისევ მოესმა მისი სახელი.
-მარი ექიმო კარგია რომ აქ გიპოვეთ, ანალიზების პასუხები მოვიდა.
-მადლობა, თავად ვნახავ. ქაღალდები გამოართვა და პალატაში შევიდა, გოგონას ისევ ეძინა და შვებით ამოისუნთქა. საჩქაროდ ჩანთა იქვე დადო და ქაღალდები მაგიდაზე გაშალა, ღიმილით გასწორდა წელში და გოგონას შეხედა.
-ყველაფერი კარგად არის ჩემო გოგო, ახლა მხოლოდ შენს გამოღვიებას დაველოდები და გავიგებ ვინ ხარ ან რა გქვია. წიგნი გაშალა და კითხულობდა, გოგონას მოუსვენრობა დაეტყო და წამოდგა შუბლზე დადენილი ოფლი მოწმინდა და ჩურჩულით უთხრა.
-აქ ვარ, დამშვიდდი შვილო.
-არ მომიახლოვდე, არ მოხვიდე ახლოს.
-აქ ვერავინ ვერ გავნებს, ასე სასტიკად ვინ მოგექცა.
-სად ვარ............... მარიმ შეხედა შეშინებულ გოგონას და ღიმილით უთხრა.
-საიმედო ხელში ხარ შვილო. ყველაფერს დაბურულად ხედავდა, მაგრამ უცნობის ღიმილმა დაამშვიდა.
-დამშვიდდი, საშიშროებამ გაიარა და ორივე კარგად ხართ.
-ორივე? გაოცებულმა შეხედა მარის.
-ორსულად ხარ, შენში ახალი სიცოცხლეა. მუცელზე დაიდო შეხვეული ხელი და თვალები ცრემლით აევსო.
-გახსოვს ვინ ხარ, რა შეგემთხვა, ასე ვინ მოგექცა.
-ყველაფერი მახსოვს და ალბად ვერც ვერასოდეს დავივიწყებ.
-სახელი რა გქვია.
-ნენე, ნენე ძიძიგური და ნენეს ყველაფერი ახსოვს.
-მაგრამ ექიმებმა უნდა იცოდეს, რომ არაფერი არ გახსოვს.
-რატომ?
-ვინც ასე მოგექცა შენ სასიკვდილოდ გაგიმეტა და თუ გაიგებს რომ ცოცხალი ხარ როგორ გგონია, არ შეეცდება ისევ შენს მოკვლას?
-არა, არ მინდა გაიგოს რომ გადავრჩი.
-ჰოდა ასე, შენ ამნეზია გაქვს და ექიმიც ასე ჩაწერს, სახლში კი ვისაუბროთ ყველაფერზე.
-თქვენთან წამიყვანთ?
-გაქვს სადმე წასასვლრლი?
-არა, სულ მარტო ვარ.
-უკვე აღარ ხარ მარტო, ჩვენ სამნი ვართ და ძლიერებიც.
-მე სახელი ნენე დაგარქვი თუმცა არ ვიცოდი თუ მართლა ნენე იყავი, გვარი კი დიდებაშვილია.
-კარგია რომ გვარი სხვა არის. რამდენიმე დღეში ნენე მარის დახმარებით წამოდგა და ოთახში რამდენიმე ნაბიჯიც გაიარა, ერთ საღამოს კი მარის ზოგადად მოუყვა რაც გადახდა და თვალცრემლიანმა დაასრულა თავისი ამბის თხრობა.
-გიყვარს, შეუძლებელია არ გიყვარდეს ასეთი თბილი და მოსიყვარულე ადამიანი.
-რომ გაიგოს გადავრჩი და ცოცხალი ვარ მეც და შაკოსაც საშინელებას დაგვმართებს.
-არა, არ დაუშვებ სატანა მოგვიახლოვდეს, სტილს შეიცვლი და გვარი სხვა გაქვს.
-ის ეშმაკია მიცნობს.
-გიცნოს, ბიზნესში ჩაერთვები ჩემო ლამაზო და ძლიერი იქნები
-როგორ, მე ხომ ხალხში ვერ გამოვჩნდები.
-ჯერ გამოჯამრთელდი და მერე გაგანდობ ჩემს გეგმებს, მხოლოდ დრო უნდა გავიდეს ერთი წელი მაინც.
-რამდენი ოცნება მქონდა ოცნება რომელიც ცრემლებმა ჩაანაცვლა, ბნელით არის მოცული ჩემი ისტორია და დარწმუნებული ვარ ბევრი არც დაიჯერებს ჩემს მონაყოლს.
-კიდევ რაღაც დიდი გამოიარე და გულს ბოლომდე არ მიხსნი.
-არ ღირს გავიხსენო, რადგან ყველაფრის გახსენება ტკივილს უფრო ზრდის.
-რატომ, ასეთი რა შეგემთხვა შვილო.
-გულში არის მიძინებული და არ მინდა გავაღვიძო, თუმცა ამ ტკივილით ვიცხოვრებ ამიერიდან.
-შენ მართალი ხარ, ბევრი ტკივილი ვიგემე მეც ცხოვრებისგან, წარსულით ვცხოვრობ და ვერ ავაწყვე ჩემი ცხოვრება. არ მინდა შენც იგივე გაიმეორო, არ მინდა ცხოვრებაში შენც მარტო დარჩე.
-არ ვიქნები მარტო, ორსულად ვარ.
-ვიცი, მაგრამ გაგიჭირდება შვილის მარტო გაზრდა. რთულია მარტო ცხოვრება, 18 წლიდან ვარ ცხოვრების ომში და დღეს 60 წლის ვარ, იცი როგორ დავდექი ასე მყარად ფეხზე? ბავშვობიდან მიტაცებდა თოჯინების კეთება სწორედ ამ თოჯინებმა შემიქმნა ეპოქა. სპეციალობით ექიმი ვარ და ჩემს დაღლილობას თოჯინების კეთება მიხსნიდა. მე შენს გვერდით ვარ, ჩვენ ერთად გავზრდით პატარას, უფალს ყველაფერი გათვლილი აქვს და შენი ცხოვრება ერთ დღეს მზის სხივებით გაბრწყინდება.
-მინდა ძლიერი ვიყო როგორც თქვენ ხართ, მინდა ძალიან მყარად დავდგე ფეხზე. მომეხმარე, გთხოვ მომეხმარე რომ ეს შიში დავძლიო და უშიშრად გავაგრელო ცხოვრება.
-დრო საუკეთესო ექიმია შვილო და არასდროს იგრძნო თავი მარტოსულად, იცოდე მარტოობა ძნელია, მაგრამ სწორედ მარტოობა გაგხდის ძლიერს. დრო რომ გავიდეს და არ იფიქრო წარსულზე სამუშაო გჭირდება, რამე მსუბუქი სამუშაო და ასე დროც სწრაფად გავა. თუ მხოლოდ იტირებ დაიმახსოვრე რომ შედეგი კარგი არ იქნება და შენში არსებულ ნაყოფსაც ავნებ.
-არა, არა, ეს არ მოხდება აქ ჩემი შაკუნა მყავს, მხოლოდ ეს დამრჩა და ჩემი პატარას გამო გავაგრძელებ სიცოცხლეს.
-დაივიწყე ყველაფერი რაც იყო და ცხოვრება გააგრძელე, მწარედ გადაიხდის შენი ცრემლებისთვის, დრო მიეცი და ნახავ ყველა დაინახავს მის ნამდვილ სახეს.
-დამნაშავე ვარ...............
-უფრო სწორად შოკში ხარ, დანაშაულის გრძნობა მე შენს ადგილზე არ მექნებოდა, ბრაზი კი, მაგრამ არც ჩემი ბრაზით ვავნებდი არავის. მეც ჩუმად ვიყავი წლების მანძილზე, სიმართლეც გაირკვა, მაგრამ მე მაინც მარტო დავრჩი, რადგან ის უკვე აღარ იყო ცოცხალი ვინც მე მიყვარდა და უყვარდი. შენ ჩემზე ძლიერი ხარ, რადგან შენ პატარა გყავს და სწორედ ეს პატარა დაგაკავშირებს ისევ მასთან. რაც გაიარე მას შემდეგ და რას გრძნობ ახლა ეს ნორმალურია, დეპრესია კი ძალიან ცუდია, ამიტომ უნდა გახვიდე სახლიდან.
-ვფიქრობ ჩვენი შეხვედრა არ იყო შემთხვევით.
-მეც ვიფიქრე ამაზე და დასკვმა გავაკეთე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებოდით და უფალმა მაპოვნინა შენი თავი. დრო მოვა დაიბრუნებ შენს ბედნიერებას. მარი ისე გამოეთიშა სამყაროს სულ დაავიწყდა სად იყო და ის ნენეს ხმამ გამოაფხიზლა.
-გისმენ, კი კარგად ვარ და არ ინერვიულო.
-ვერ ვითმენ ისე ძალიან მინდა შენი ნახვა, ნენე ძალიან ცუდად ვარ ახლა და აქამდე როგორ ვიყავი უშენოდ არ მახსოვს.
-იცი რაც მიყვარს.............
-მისამართი მომწერე მოვალ და გნახავ. ნენემ მარის თვალი ჩაუკრა და მიხვდა მარი ნენე გიორგის ელაპარაკებოდა, შაკო კი გაბრაზდა და ჩურჩულით თქვა.
-სიყვარულობანა და ბოინფრენდებთან შეხვედრა კომპანიის გარეთ, აქ ვმუშაობთ. ნენემ ტელეფონი გათიშა და შაკოს მიუბრუნდა.
-ვინ გგონია შენი თავი, შემთხვევით სამყაროს მეფე ხომ არა? შაკო არ ელოდა ნენესგან გამოწვევას და არ შეიმჩნია გაკვირვება, ნელა-ნელა ყველა გავიდა კაბინეტიდან და როცა აღმოაჩინა ნენემ ის შაკოსთან ერთად მარტო დარჩა უნდიდა უკან დაეხია, მაგრამ პირიქით, თავი მაღლა ასწია და შაკოს თვალებში შეხედა.
-აქ ერთი წუთით არ გავჩერდები, მივდივარ. ნენემ ჩანთა აიღო და უკვე კართან იყო მისული შაკომ მკლავში რომ ჩაავლო ხელი და ოთახის შუა გულში შემოაბრზიალა, კარი კი შიგნიდან ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
-გინდა წახვიდე?
-დიახ მინდა წავიდე, არ მინდა აქ ვიყო.
-წადი, მაგრამ იცოდე ცხოვრებას აგირევ.
-ჩემს ცხოვრებას იმაზე მეტად ვერ არევ რაც არეულია. სუნთქვა შეკრული იდგა და თვალებში უყურებდა, მათ შორის სიჩუმის ფარდა დაეშვა. გვიან ღამემდე იჯდა და ჩუმად მუშაობდა, შაკომ საათს დახედა და ფეხზე წამოდგა, კარი გააღო და ნენეს უთხრა.
-შეგიძლია წაბრძანდე.
-უხეში, უტაქტო, სადისტი. ჩურჩულებდა თავისით და ჩანთაში თავის ნივთებს  გაბრაზებული ყრიდა, შაკომ შეხედა და კარში გასვლამდე ჩაილაპარაკა.
-მეტიჩარა, განებივრებული გოგო. კარგად დაბინდებული იყო ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა და ტაქსს ელოდა. თავბრუსხვევა იგრძნო, რადგან სიბრაზისგან არაფერი უჭამია და არეული ნაბიჯით წავიდა გაჩერებაზე.  მოულოდნელად მის ფეხებთან მანქანა გაჩერდა და შაკოს ხმაც გაიგონა.
-დაჯექი წაგიყვან.
-არ მჭირდება, თავად წავალ.
-ხვეწნას არ დაგიწყებ, აქ ტაქსები არ დადის და დიდხანს მოგიწევს ლოდინი.
-მოთმენა შემიძლია, გამოივლის დაგვიანებული მგზავრი..............
-დაგვიანეული მგზავრი გაგიჩერებს და ვინ იცის სად წაგიყვანს.
-ყველა უსისხლო და ცივსისხლიანი არ არის, არსებობენ ადამიანები ვისაც ოდნავი გულისხმიერება მაინც შეუძლიათ.
-ბოლოჯერ გეუბნები, დაჯექი.
-მიბრძანდი, ჩემს გამო ნუ ინერვიულებთ. შაკო ადგილიდან მოწყდა და წავიდა, ნენემ თვალი გააყოლა და  ცრელმორეულმა თქვა.
-ასე როგორ შეიცვალე, ნუთუ მართლა ასეთი ცივი გახდი. ერთი საათის ლოდინის შემდეგ ტაქსი გააჩერა და წავიდა. გაბრაზებული დაბრუნდა სახლში ჩანთა დივანზე მიაგდო და სახლში არსებული სიჩუმით მიხვდა რომ ძინავდათ. ცრემლი მოერია და სავარძელში ჩაჯდა, თვალები დახუჭა და მოგონებებში წავიდა, მაგრამ მარი დაუჯდა გვერდით და უთხრა.
-როგორ ჩაიარა დღემ.
-საშინლად, არ ვიცი ხვალ წავალ თუ არა.
-წახვალ ხვალაც და წახვალ ზეგაც.......
-არ ვარ დარწმუნებული.
-დარწმუნებული რომ არ იყო ახლა მასზე არ იფიქრებდი.
-მასზე არ ვფიქრობ, ვფიქრობ ასე როგორ შეიცვალა.
-ის მისმა ცხოვრებამ შეცვალა, შენ კი ჯერ კიდევ იწვი და იფერფლები მისი სიყვარულით.
-მიყვარს, მისი სურნელი დღეს ისევ შევისუნთქე და ლამის გავეცი თავი. არ შემიძლია მასთან ასე ახლოს და ასე შორს ვიყო.
-მოითმინე, შენ შეგიძლია მოითმინო.
-რა დავაშავე, ასე რატომ მომექცა ცხოვრება.
-ნუ ნერვიულობ და ნუ ბობოქრობ როცა მასთან ხარ.
-უცნაურად მიყურებდა დღეს, ფიქრობ ეჭვი შეეპარა?
-შენც არ დაუხარე თავი, ძალიან საყვარლები იყავით ორივე. ჩუმად გულში ტიროდი დღეს სიხარულისგან მის სიახლოვეს, ცდილობდი ცრემლის დამალვას, მაგრამ დამშვიდდი შენი ცრემლები ჩემს გარდა არავის დაუნახია. ყველაზე საშინელი გრძნობა ბრაზია, ბრაზობდა ნენეზე და აღმოაჩინა რომ ერთიანად კანკალებდა, არც დაფიქრებულა ბექას დაურეკა. ბექაც შეშინებული რამდენიმე წუთში შაკოსთან იყო.
-რა მოხდა, რა სახე გაქვს.
-ცუდად ვარ, გული შიგნიდან მღრღნის.
-რატო ხარ გაბრაზებული აღარ იტყვი?
-ჯიუტია, ტაქსით წავიდა ამ დროს.
-გააბრაზე?
-მან შეძლო ჩემი გაბრაზება, როგორ შემომიბრუნდა და შემომეპასუხა დაინახე?
-შაკო...............
-მეტიჩარა გოგო.  ,,ამ კაბინეტში უნდა გავჩერდე''? შაკომ ნენეს დასცინა და მისი პაროდია გააკეთა, რაზედაც ბექამ გულიანად გაიცინა.
-ვაიმეეეე, რამდენი ხანია ასე არ მიცინია. ზედმეტად ხომ არ შეიჭერი როლში.
-უკვე მაგიჟებს და მისი კაბინეტის გაკეთება უნდა დავაჩქარებინო, არ ვიცი როდემდე გაუძლებ მის ყოფნას ჩემს გვერდით.
-მარტო მიატოვე ღამით ქუჩაში?
-ნაცნობ ტაქს დაურეკე და მოვიდა, მეც უკან გავყევი და გავიგე სადაც ცხოვრობს.ნენე მეორე დღეს არ მისულა კომპანიაში, შაკო მოუსვენრად იყო და თვალი ნენეს მაგიდისკენ გაურბოდა, ვეღარ მოითმინა და სოფოს დაურეკა.
-რა ხდება, შენი ხმა არ მომწონს.
-არ ვიცი რა ხდება, უცნაური შეგრძნება მაქვს სოფო.
-შენ რა გითხრა მეც უცნაურად ვარ, იმას ფიქრობ რასაც მე?
-გადაუმოწმებლად ვერაფერს ვიტყვით და კარგი დაველოდოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ ვცდები.
-შაკო მეც მინდა არ ვცდებოდე. რამდენიმე დღე ნენე არ გამოჩნილა, შაკოს მოთმინება უკვე ზღვარს გადასცდა და გადაწყვიტა სახლში მისულიყო, მაგრამ კარი გაიღო და ნენე ფერმკრთალი, თითქოს დასუსტებული მიუჯდა თავის სამუშაო მაგიდას, შაკოს კი ჩურჩულით მიესალმა.
-დილა მშვიდობის, ვიფიქრე ჩემი კაბინეტი მზად დამხვდებოდა.
-მე კი ვიფიქრე აღარ დაბრუნდებოდი და მაგიდის გატანაც უბრძანე დღეს.
-მოვიდნენ და გაიტანონ სად არიან აქამდე. პრობლემები გაქვს და შხამს ჩემზე ანთხევ? შაკო ფეხზე წამოდგა, მაგრამ ტელეფონი ახმაურდა და დაროს ხმაც გაიგონა.
-შაკო უპასუხე ორი დღეა ცდილობენ შენთან დაკავშირებას.
-არ სცალია საქმეებშია ჩაფლული. თქვა ნენემ და შაკომ გაბრაზებულმა გახედა, ახლოს მივიდა მასთან და უთხრა.
-პირი მაშინ გააღე როცა რამეს შეგეკითხებიან, გასაგებია? უეცრად კარი გაიღო და დარო შეშინებული უყურებდა ნენეს შემდეგ შაკოს გახედა და თითქმის ტირილით უთხრა................
-დარო რა ხდება, რა მოხდა.
-შაკო უნდა წავიდე.
-მშვიდობა გაქვს? ხელი მოკიდა აკანკალებულ და შეშინებულ დაროს და დაბნეულ ნენეს უყვირა.
-რა გაშტერებს წყალი მოიტანე. ნენემ წყალი მიაწოდა, ჰაერიც დაუნიავა და შაკომ გახუმრებას შეეცადა.
-რა მოგივიდა, ამ ასაკში სიყვარული გეწვია თუ ჯამრთელობამ გიმტყუნა ჩემო დარო.
-შაკო ცუდად ვარ და ასეთ დროსაც შეგიძლია გამაცინო.
-კარგია, შევძელი შენი გაცინება.
-დღეს უჩემოდ უნდა იყოთ, უნდა წავიდე.
-თქვი სად მიდიხარ, ერთი საათია იძახი უნდა წავიდე, უნდა წავიდე, მაგრამ სად მიდიხარ არ ამბობ და მკითხავი არ ვარ რომ გამოვიცნო.
-ჩემს პატარას სიცხე აქვს და წამლები უნდა მივუტანო.
-კარგი, დღეს წახვალ და არ ინერვიულო შენს ადგილზე ნენე იმუშავებს. ნენემ შაკოს შეხედა და დაეთანხმა.
-აქ მაინც ვიხრჩობი, ჩემთვის უკეთესი არის ამ კაბინეტიდან შორს ვიყო.
-მე წაგიყვან. უთხრა დაროს და ხელკავით გაიყვანა ოთახიდან, დარომ კი ნენეს ჩუმად უთხრა.
-მხოლოდ ერთი დღე მოითმინე. შაკომ გაიგონა და ჩაიცინა, ყური აარიდა დაროს სიტყვებს და უხმოდ მიყვებოდა გვერდით, მაგრამ მოულოდნელად დარომ შაკოს მიუბრუნდა და უყვირა.
-რატომ ეჩხუბები და რატომ ეკამათები.
-საწამლავი ენა აქვს დარო.
-არა, არ ამბობს სწორს. შენ ვერ აიტანე რომ შემოგეპასუხა, რადგან არ ხარ მიჩვეული შეპასუხებას, ესაა შენი კამათის მიზეზი.
-მიზეზები ბევრია ჩემო დარო, მაგრამ მალე გავარკვევთ ყველაფერს. შაკომ დაროს თვალი ჩაუკრა და ტელეფონი ამოიღო.
-გისმენთ ოფისი........
-ვიცი რომ მისმენ, ჩემს მაგიდაზე სამი საქაღალდე დევს, გადმოიღე და სამივეს თარგმნა ჭირდება.
-სხვა სასჯელი ვერ მოიფიქრე?
-არ გაქვს დრო 6 სთ-ზე მზად უნდა იყოს სამივე საქაღალდე, უნდა გადავაგზავნო.
-ვერ გიტან............
-ვერც მე................ დარო აკვირდებოდა შაკოს და მისდა შეუმჩნევლად ჩაიცინა, მაგრამ სერიოზული სახე მიიღო და კითხა.
-საავადმყოფოდან რა ისმის, როგორ არის.
-დედა უკეთესობისკენ მიდის და ძალიან მიხარია, მეორეს კი დრო უნდაო ექიმებმა და ველოდებით როდის დადგება ეს დრო. ყველა დღე ერთი და იგივე ხდება და ცხოვრება ერთფეროვანი გახდა დარო.
-ძნელია როცა მოლოდინზე ხარ დამოკიდებული.
-სიმართლე რომ გითხრა დარო უკვე იმედიც აღარ მაქვს, როცა სირთულეს წავაწყდებოდი რაღაც გამოსავალი ყოველთვის იყო, ახლა კი რაც უფრო გადის დრო იმედიც იკარგება.
-აქ გააჩერე, წამლებს ვიყიდი აფთიაქში და აქედან მე წავალ.
-აღარ გინდა ჩემი გაყოლა?
-არა, არა დაბრუნდი უკან აქედან მე წავალ. დარო დაემშვიდობა შაკოს და აფთიაქში შევიდა, შაკო კი კომპანიაში დაბრუნდა, მაგრამ დარომ რომ დარწმუნდა შაკო წავიდა ტაქსი გააჩერა და შეტყობინებაში მიწერილ მისამარზე წავიდა.
-აქ არის ქალბატონო მოვედით.
-მადლობა. დარომ თანხა გადაიხადა და ერთ-ერთ სახლის კარზე დააკაკუნა, კარი სახე მომღიმარმა მარიმ გააღო და სტუმარი სახლში შეიპატიჟა, მაგრამ ტელეფონის ხმა გაიგონა და სამზარეულოში გავიდა.
-გისმენ შვილო როგორ ხარ, რამე მოხდა?
-არა, არა უბრალოდ მინდოდა შენი ხმა გამეგონა, რას აკეთებთ?
-შენი ხმა არ მომწონს, ნამდვილად კარგად ხარ?
-კარგად ვარ, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და შესაძლებელია დღეს დამაგვიანდეს.
-უფროსთან როგორ ხარ ან ერთად ერთ კაბინეტში როგორ მოეწყეთ.
-შეცვლილია, ძალიან განსხვავდება იმ შაკოსგან მე რომ ვიცნობდი.
-რამდენად განსხვავებულია, დავიჯერო ვერ გიცნო?
-არ ვიცი, მაგრამ ძალიან უტაქტო და ცივსისხლიანია გამხდარი..
-ნუ მოიშლი ნერვებს, ყურადღება არ მიაქციო.
-კარგი, დროებით.
-დროებით შვილო. ნენეს უნდოდა ყავა მოემზადებინა და ფინჯანი უნდა ჩამოეღო მოულოდნელად შაკომ რომ დაუძახა.
-რას აკეთებ.................
-შენ რას აკეთებ, გული გამისკდა........... გულზე ხელი მიიდო და შიშისაგან ცახცახებდა.
-ძალიან გულსუსტი ყოფილხარ, რამდენი გადათარგმნე აქ არავინ გიშლის ნერვებს და იმედი მაქვს დათქმულ დროზე მზად იქნება. ნენე ჩუმად იყო და ყურადღებას არ აქცევდა შაკოს, შაკომ ჩაიღიმა და კაბინეტში შევიდა ერთ სათში ნენეს დაუძახა.
-გისმენთ..............
-ეს ორი საქაღალდე მეხუთეზე აიტანე და სოფოს გადაეცი.
-სოფო არ არის...........
-როგორ თუ არ არის, სად არის.
-წავიდა, აქ უფროსიც და უმცროსიც თავის ჭკუაზე დადის ყველა და რატომ გაგიკვირდა სოფოს წასვლა, მხოლოდ მე ვარ დატვირთული. შაკომ საათს შეხედა და ტელეფონზე დარეკა.
-სად ხარ, იმედი მაქვს ისევ აქ ხარ რადგან შენი საქმე არ დაგისრულებია.
-დავასრულე და საქაღალდე მაგდაზე დაგიდე.
-იმ საქაღალდეს ახლა ნენე ასწორებს.
-რას ასწორებს, მე გასწორებული დაგიტოვე.
-სოფო შეცდომებით არის სავსე შენი საქაღალდე.
-რაღაც შეცდომაა, სხვა საქაღალდე ნახე ნამდვილად.
-დაბრუნდი შენს ადგილზე...... მკაცრი იყო შაკოს ხმა და სოფოს არც კი მოუსმინა, ტელეფონი გათიშა და ნენეს უთხრა.
-აქ რომ დამათენდეს თავზე  ვერცერთი ვერ წახვალთ აქედან სამნამ საქმეს არ მორჩებით. ნენე უხმოდ შებრუნდა, რამდენიმე წუთში სოფომ  შეაღო შაკოს კაბინეტის კარი და გაბრაზებულმა უთხრა.
-მგონი მართლა თავში აგივარდა შენ უფროსობა, სად არის შეცდომები.
-ხმა გააკონტროლე როცა მე მელაპარაკები და აგერ შენი მოტანილი საქაღალდე რომელიც შენ მოიტანე, ნახევარი ნენემ გაასწორა ახლა დაჯექი და შენ გადაიკითხე დაშვებულ შეცდომებს თავად მიხვდები. შაკო ფანჯარასთან მივიდა და ცას ახედა, ჯერ კიდევ სწვდებოდა ფანჯრებს მზის სხივები, კარი ღია იყო და მუშაობაში გართულ ნენეს თვალს არ აშორებდა. არც აღელვება, არც სინანული, მხოლოდ გრძნობები მოეძალა თვალები დახუჭა და ჩურჩულით თქვა.
-რა გჭირს და რა გემართება გულო. ფერმკრთალი სავარძელში ჩაჯდა და თვალები დახუჭა, არ იცის რამდენი ხანი იყო ასე, მაგიდაზე საქაღალდის დარტყმის ხმა გაიგონა და თვალები ნელა ნელა გაახილა, მის წინ ნენე იდგა.
-თუ რამე გაწუხებს ექიმები არსებობენ აქ დასასვენებელი ადგილი არ არის, ვმუშაობთ. დუმილი და სულის შემძვრელი სიჩუმე შაკოს ტელეფონის ხმამ დაარღვია და რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა ისე რომ ნენესთვის თვალი არ მოუშორებია, მაგრამ ნენემ შეხედა როგორ შეეცვალა სახე და ფეხზე წამოდგა თუ არა გასაღებს დაავლო ხელი და მხოლოდ ერთი სიტყვა სთქვა.
-მოვდივარ. ვერ გაიგო რა მოხდა და თავის ადგილს დაუბრუნდა ჩაფიქრებული. დაღამდა ისევ იქ იჯდა და გამალებით წერდა, შუაღამე იყო როცა ტელეფონმა დაურეკა და მუშაობა შეწყვიტა.
-სად ხარ, იცი რომელი საათია?
-ვიცი რომ გვიან არის და ალბად დილამდე აქ ვიქნები
-რამე შეჭამე?
-შევჭამე, დაწექი და დაისვენე ჩემზე ნუ ინერვიულებ. კარგად გათენებული იყო მესამე საქაღალდე რომ გაშალა, მაგრამ შაკო მიუახლოვდა და ცხელი ყავა თავისი ფუნთუშით დაუდო მაგიდაზე. ნენემ შეხედა უძილობისგან დაწითლებული თვალებით და უთხრა.
-დანაშაული გინდა გამოისყიდო?
-არ მეგონა აქ თუ დამხვდებოდი, მაგრამ მაინც წამოვიღე.
-უპასუხისმგებლო არ ვარ, სამუშაოს დავასრულებ და წავალ.
-აქამდეც უნდა წასულიყავი, მაგრამ აქ ხარ.
-კარგად ხარ?
-რატომ მეკითხები, ცუდად გამოვიყურები?
-გუშინ ისე გაიქეცი ნამდვილად რაღაც სერიოზული მოხდა.
-მოხდა, ძალიან სერიოზული რამ მოხდა.
-რადგან შენს სახეზე სიხარულს ვერ ვხედავ არც ისე კარგი რამ უნდა მომხადრიყო.
-დედაჩემი გუშინ პირველად დადგა ფეხზე და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
-კარგია, გამოჯამრთელდება და კარგად იქნება.
-ახლა ნენეს მდგომარეობა მაწუხებს და სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს, მაგრამ.................
-ვწუხვარ, რთული სიტუაციაა, მაგრამ ალბად უნდა მიიღო გადაწყვეტილება.
-წადი სახლში დაისვენე.
-მერე საქაღალდე, დღეს ხომ უნდა გააგზავნო.
-მოიცდის. გაბრაზებულმა შეხედა და უკვე მისგან წასული შაკო დაგესლა.
-მოიცდის, უსისხლო და ცივსისხლიანი ხარ, თუ მოიცდიდა მთელი ღამე აქ გამათენებინე.
-გავიგონე რაც თქვი ნენე.
-რომ გაგეგონა მეც იმიტომ ვთქვი.
-არ გინდა წასვლა?
-არ მივდივარ, რა სასჯელს მოიფიქრებ დღეს?
-ეს სასჯელი არ არის, ეს სამუშაოა და რადგან წასვლა არ გინდა ეს ერთი საქაღალდეც შენ გელოდება. კიდევ ერთი სქელი საღალდე დაუდო მაგიდაზე და ღიმილით დაბრუნდა კაბინეტში, ტელეფონზე კი დაროს დაურეკა.
-მოვდივარ შაკო.......
-არ წამოხვიდე, დღეს განთავისუფლებ რადგან ძალიან კარგად გაართვა თავი შენს საქმეს ახალმა, ასე რომ დაისვენე დღესაც.
-შაკო ზედმეტი ხომ არ მოგდის, ზღვარი იცოდე.
-არა, ვიცი რასაც ვაკეთებ დარო.
-კარგი შენ უკეთ იცი. დარომ ტელეფონი გათიშა და ჩაფიქრდა.
-როცა გაიგებ რომ ნენე შენი ნენეა მინდა შენს გვერდით ვიყო, როგორ დაიტანჯეთ ორივე. შემდეგბ გაიღიმა და გაახსენდა მარისთან მისვლით რა დიდი სიხარული განიცადა, ცრემლი მოერია და თქვა.
-შაკოს ბავშვობა, შენ მამას ასლი ხარ პატარავ.
-მე ბუთი მაქს, დედამ მიკიდა. შემდეგ მარის სიტყვებზე დაფიქრდა და მიხვდა, რომ სიკეთე არასდროს იკარგება.
-ნენემ ძალიან მძიმე და რთული წლები გაიარა, როცა მისი ორსულობის შესახებ გავიგეთ გადავწყვიტე აქედან შორს ყოფილიყო რომ მშვიდად მოვლენილიყო ჩვენი პატარა, მაგრამ ის ტკივილი რაც მას გულში აქვს ძნელად დასავიწყებელია.
-ვერ ვიჯერებ რომ მათ ასეთი ისტორია გადახდათ თავს, ვერ ვიჯერებ, მაგრამ მიხარია, რომ  მათი სიყვარული ჯერ კიდევ ცოცხლობს და ჯერ კიდევ აქვს ბრძოლის ძალა. მადლობა რომ მითხარი ეს ყველაფერი. ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ მისი გული და სული ნენეს გარშემო ტრიალებდა, ნენე კი ისევ თავაუღებლად მუშაობდა და უეცრად ჩამობნელდა, ცა ელავს და ბობოქრობს. შავი ღრუბლები ზლაზვნით მიმოდიან ცაზე, ქარმა კი ქუჩები შემოიარა და ყველაფერი ახვეტა მიწიდან. თავის ტკივილს გრძნობდა და ტკივილიც ნელა ნელა გაძლიერდა, მარწუხივით შემოხვია ხელები თავს და ლამის ბოლო ხმაზე ააყვირა ტკივილმა. არ შეიმჩნია ტკივილი, როგორც იქნა დახურა საქაღალდეც და არც გაუხედია შაკოს კაბინეტისკენ თავისი პიჯაკი ჩაიცვა და უხმოდ წავიდა, გასასვლელში დაცვის ბიჭებს დაემშვიდობა და უკვე ბნელ ქუჩას გაუყვა. პიჯაკის საყელო აიწია და კაშნეც შემოიხვია, ქარი კი გაყვირის ბოლო ხმაზე და გარშემო უვლის. მიდის და გვერდით შიში მიყვება, სამყარო უკვე დასაძინებლად ემზადება, მაგრამ მიდის წინ მიიწევს და სიბნელეს თავისი გულმკერდით აპობს. შეამჩნია უკან მანქანის ფარები რამდენჯერმე ანათდა და ჩარქა, უკან არ მიიხედა ნაბიჯს აუჩქარა და როგორც იქნა ტაქსიც გაჩერდა მის ფეხებთან.
-ისევ თქვენ?
-გვიან ღამემდე ვმუშაობ დაო.
-კარგია რომ თქვენ ხართ, თითქოს აქ მელოდებოდით იცოდით რომ გვიან შემხვდებოდით.
-ბევრჯერ შემხვედრია თქვენსავით დაგვიანებული მგზავრი, მეც ხომ მშვიდად ვიქნები როცა ვინმეს სამშვიდობოს მივიყვან.
-ნამდვილად.
-მოვედით დაო. ნენემ მძღოლს გაუღიმა და გადავიდა, ჩანთაში გასაღებს ეძებდა, რომ ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო და ადგილზე გაშეშდა. შეშისაგან გაუჭირდა შებრუნება, მაგრამ ძალა მოიკრიბა და შებრუნდა, ხელი მომზადებული ჰქონდა, რომ მის წინ გაბრაზებული შაკო დახვდა.
-ნორმალური ხარ?
-ეს კითხვა შენ უნდა დაგისვა, შენ ხარ ნორმალური?
-მე რას მერჩი, რატომ არ უნდა ვიყო ნორმალური. ნიშანი მოგეცი რომ გელოდებოდი, შენ კი გვერდი ამიარე და ბნელ ქუჩებში დადიხარ, შენი ჭკუით კუკუ-მალობანას მეთამაშები, აზროვნებ?
-შენ რომ აზროვნებდე ორი ღამე არ დამტოვებდი რაღაც უაზრო სტატიების სათარგმნად, მე უკვე სახლში ვარ და შეგიძლიათ მშვიდად წაბრძანდეთ ძალიან გვიან არის სახლში დაგპატიჟოთ ჩაიზე. ნენე სახლში შევიდა და შაკოს ცხვირის წინ მიუხურა კარი, შაკომ კი ხელი კედელს მიარტყა და გაბრაზებული წავიდა, ნენე კი კარს შიგნიდან მიეყრდნო და ხმით ატირდა.
-შენთან მინდა, გული მხოლოდ შენსკენ მოდის მიჭირს მისი შეჩერება, მაგრამ მე მხოლოდ ოცნებებში შემიძლია შენთან ერთად ყოფნა. შუქი არ აანთო, მაგრამ სიბნელეში მარი შეამჩნია და მისკენ წავიდა, გულში ჩაეკრა და ხმით ამოთქვა გულის სათქმელი.
-ვილ აგატილა დედიტო. პატარა მსუქანი ხელებით შეეხო დედას ცრემლიან თვალებს და გულში ჩაიკრა შვილი.
-არაფერს შეჭამ?
-არა, არაფერი მინდა.
-მაშინ დაიძინეთ, ორი ღამის უძილარი ხარ შვილო.წყვდიადი ნელა-ნელა გაიფანტა, ჩუმად და დამნაშავისავით მიიპარება ღამე და ღრუბლებში იფანტება შავი უსიცოცხლო ცა. ნელა ნელა მზეც ამოვიდა და წყვდიადზე გაიმარჯვა დღემ და ისიც ისევ უძილარი ფანჯარასთან დგას მშვიდი, მას ხომ ცხელი ყავა ამშვიდებს და ახლაც სწორედ ცხელ ყავას აგემოვნებს. მოემზადა, როგორც ყოველთვის სარკეში ახლაც დიდხანს დაჰყო და როცა დარწმუნდა წასასვლელად მზად არის დინჯი ნაბიჯებით დატოვა სახლი, კართან მისულმა კი კიდევ ერთხელ მოათვალიერა სახლი თვალებით და წავიდა. კომპანიაში შევიდა თუ არა გულმა აჩქარებულად დაიწყო ფეთქვა და გულზე დაიდო ხელი.
-რა გჭირს, ცუდად ხარ?
-ლაშა ცუდ ხასიათზე ვარ და მიფრთხილდი დღეს.
-ამ ბოლო დროს  ძალიან ხშირად ხარ ცუდ ხასიათზე უფროსო, რა ხდება შენს თავს.
-ნენე მოვიდა?
-არა, არ მოსულა.
-არ მოსულა? შეშფოთებულმა შეხედა ლაშას და უსიტყვოდ დაშორდა, მთელი დღე მოუსვენრად იყო, რამდენჯერმე აიღო ტელეფონი ხელში, მაგრამ მიზეზი არ ჰქონდა და არც ის იცოდა რა ეთქვა და ნერვიულად გადი-გამოდიოდა. კარი გაიღო და ორი ფინჯანი ყავა შემოიტანა დარომ და უთხრა.
-სალაპარაკო გვაქვს. შაკომ შეხედა დაროს და შემდეგ კარისკენ გაიხედა.
-არავინ არის, მხოლოდ მე და შენ ვართ და მინდა სერიოზულ თემაზე დაგელაპარაკო, რადგან არ შემიძლია ჩუმად ვიყო.
-რა მოხდა, დარო..............
-დაჯექი და ნუ მიყურებ გაოცებული, დღესაც არაფლით გამორჩეული ვარ სხვა დღეებთან, მაგრამ გუშინდელთან შედარებით დღეს მართლა გამორჩეული დღე არის. გუშინ მზე ანათებდა შუადღემდე, შემდეგ კი წვიმა და ქარიშხალი დაიწყო. წვიმიან დღეს ყველაფერი გაცრეცილი გეჩვენება და თავს უსიამოვნოდ გრძნობ, მე კი სიმსუბუქეს ვგრძნობ, თავისუფლებას და გამოღვიძებას. შაკო დროა გაიღვიძო, გაიღვიძე შვილო და შენს გარშემო რა ხდება აღიქვი რეალურად ეს ყველაფერი.
-რა გინდა დარო მოდი პირდაპირ მითხარი, რადგან ვერ გავიგე რის თქმას ცდილობ. შენ რაღაც გაწუხებს, რადგან ასე უბრალოდ ჰაერზე არ ისვრი სიტყვებს.
-გინდა პირდაპირ გითხრა ჩემი სათქმელი?
-ყველაფერი თქვი რისი თქმაც გინდა, გისმენ.
-აღარ შემიძლია სიჩუმე, რადგან ვიხრჩობი ადამიანო, ვიხრჩობიიიი.ცრემლმა დაუნამა თვალები დაროს და შაკო შეშფოთდა, ფეხზე წამოდგა, მაგრამ დაროს ხმამ ის უცებ დააბრუნა თავის სავარელში.
-დაჯექი და კითხვას დაგისვამ, ამ კითხვაზე კი გულწრფელად მიპასუხე.
-დარო შენ კარგად არ ხარ, შენ ნერვოზი გაქვს?
-ნევროზიანი შენ ხარ რადგან ვერაფერს ვერ ხვდები, ვინ არის ნენე.
-რომელი ნენე აქ რომ არის ნენე თუ იქ რომ წევს იმ ნენეს გულისხმობ.
-საკუთარი გულის ხმა რომლის ხსენებაზე ან შეხედვაზე გესმის შაკო.
-დარო.............
-საკუთარი გულის შეკავება გიჭირს როგორც კი ნენეს შეხედავ, არ შემეკითხო რომელ ნენეზე ვამბობ, ახალ ნენეზე შაკო, ახალ ნენეზე რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღეა რომ არის აქ. შენი ნენე შაკო ის შენი ნენე არის დაგიბრუნდა და სად იყო ან რა შეემთხვა ამას თავად მოგიყვება. წამები გაჩერდა, საათის ისრებმა სვლა შეაჩერეს აღმავლობისკენ და თითქოს ხმა დაეკარგა, იჯდა და დაროს უყურებდა.
-წლებია ელოდები ამ ქალს და სწორედ ის ქალი დაგიბრუნდა ვინც შენთვის დაიბადა და შენ ის ქალი ახლაც სიგიჟემდე გიყვარს. არ თქვა რატომ არაფერი გითხრა, რატომ არ გითხრა რა შემთხვა, ის თუ ჩუმად იყო მხოლოდ იმიტომ რომ შენ გიცავდა, შენ გიფრთხილდბოდა შორიდანაც კი.
-რას ამბობ, დარო რა სიზმარი ნახე ან რა დალიე.
-შენი გული მას ელოდება, შენ კი ის გელოდება. მითხარი სათქმელი პირდაპირ მითხარიო და მეც გითხარი რასაც ვგრძნობდი. იმ დღეს აქედან რომ წავედი იცი სად ვიყავი? მარისთან მივედი, მან მომწერა რომ სერიოზული სალაპარაკო ჰქონდა და მომიყვა როგორ მდგომარეობაში იპოვა ნენე რა გააკეთა მისთვის და რომ მარი არა ნენე ვერ გადარჩებოდა. სისხლი აუვარდა თავში და ექოსავით ესმოდა დაროს სიტყვები თითქოს გონებაც იმეორებდა რომ კარგად დამახსოვრებოდა,   ,,შენი ნენე დაგიბუნდა შაკო, შენი ნენე.''
-რა სულელი ვარ, რა სასაცილო ვარ. თქვა და გულიანად გადაიხარხარა, ვერცერთმა გაიგო სოფო როდის შემოვიდა და დაროს გაოცებულმა კითხა.
-დარო რას ამბობ, რაც თქვი სიმართლეა?  დარომ ყავა მოსვა და უხმოდ დაუქნია თავი სოფოს და ორივეს თვალში ცრემლი იყო.
-იმ დღეს ცუდად გავხდი, მაგრამ სახლში რომ მივედი უფრო ცუდად ვიყავი.
-ნენე, ჩემი ნენე მივდივარ უნდა ვნახო. სოფომ ყველაფერი მიატოვა და ნენესთან წავიდა, მისამართი დაროსგან გაიგო და აკანკალებული ხელით მისცა ზარი და ნენე გაოცებული უყურებდა კარში მდგარ ატირებულ სოფოს და მის უკან მდგარ ბექას.
-ვგრძნობდი, რაღაც ძალა შენსკენ მექაჩებოდა, მაგრამ ჩემს თავს ვებრძოდი და მინდოდა დავრწმუნებულიყავი. სოფო და ნენე ერთმანეთს გადაეხვია, ბექა უყურებდა ორ მეგობარს და თავად იგრძნო ნენეს მონატრება და გულში ჩაიკრა ნენე.
-სახლში შემოდით. გზა დაუთმო ორივეს ნენემ და ორივე გაოცებული უყურებდა მათ წინ იარაღით ხელში მდგარ პატარას რომელიც შაკოს ასლი იყო.
-ეს, ეს, ეს, ნენე შაკოს შვილია?
-არ გავს მამას?
-გაგიჟდება, ჭკუიდან გადავა.
-როგორ გავს, ჩემს წინ დაპატარავებული შაკო დგას. სოფომ ხელში აიყვანა პატარა და ბექას წარბებშეკრულმა გახედა.
-შენ არ მოეწონე, ნახე როგორ გიყურებს. იცინოდა ნენე და ბექაც აყვა.
-მამამას გავს, მასავით შეუვალი იქნება.
-ყველაფრით მას გავს, მე არაფლით დამემსგავსა.
-ნენე ვწუხვარ რაც გადაიტანე, მაგრამ უნდა მოყვე რა მოხდა იმ დღეს.
-აქეთ მოდით ჩამოვსხდეთ და რა მოგაწოდოთ, რას დალევთ.
-წყალი, უბრალო წყალი. თქვა სოფომ და ცრემლები ყელში ახრჩობდა პატარა რომ უყურებდა. მარიმ ხელით ანიშნა ნენეს მე მოვიტანო და ნენემ მეგობრებს სევდიანად უთხრა.
-საიდან დავიწყო, თქვენც გახსოვთ რა გადავიტანე ორჯერ სიკვდილს გადავრჩი, მცემეს კიდეც და ვფიქრობ ჩემი ცხოვრება დადმული თეატრი არის, მაგრამ რეალური თეატრი ტრაგიკული ეპიზოდებით. იმ დღეს მახსოვს თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და ვერანდაზე გავედი რადგან დარბაზში ძალიან ცხელოდა, ბუნდად მახსოვს ვიღაცამ პირზე ამაფარა თეთრი რაღაც და მეც გავითიშე, არ ვიცი რა მოხდა, ვინ იყო ვინც წამიყვანა, მაგრამ თვალი რომ გავახილე სადღაც მთის წვერზე ვიყავით ხის ქოხში სკამზე მიბმული და ჩემს წინ სავარძელში ანა იჯდა. ხელები შეკრული მქონდა, გაბრაზებულმა მცემა რამდენჯერ გაგაფრთხილე და მაინც ხარ შაკოსთანო. ვიღაც მოხუცი მოდიოდა და თბილი კერძი მოჰქონდა, ხელებს მიხსნიდა რომ მეჭამა, წყალიც მოჰქონდა. ერთ საღამოს სამი მამაკაცი მოვიდა და სამივემ იქამდე მცემა სანამ არ გავითიშე, თვალი რომ გავახილე საავადმყოფოში ვიწექი. სწორედ იმ დღეს გავიგე რომ ორსულად ვიყავი და როგორ გადარჩა ჩემი პატარა დღემდე მიკვირს.
-შაკო რამდენიმე კვირა სიკვდილს ებრძოდა, შენზე ძებნა კი გრძელდებოდა და გიპოვეს კიდეც.
-ის იპოვეს ვინც ჩემი სახით და სახელით შაკოს დაუბრუნდა.
-ქოხში გიპოვეს სკამზე მიბმული დასისხლიანებული იმავე კაბაში, შენს გვერდით ასევე მოხუცის გვამი იყო და ვიღაც მონადირემ გიპოვათ. მოულოდნელად ნენე შეშინებული ფეხზე წამოდგა და შეხედა კარი ღია იყო, გარეთ გავიდა ყვირილით.
-სად ხარ შვილო, შაკუნა. გაშეშდა, დაიბნა და თვალი რომ გაახილა შაკოს ძლიერ მკლავებში იცავდნენ ძირს დაცემისგან. გაოცებული უყურებდა ნენეს თითქოს არ სჯეროდა რომ სწორედ ეს იყო მისი ნენე და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და ორივეს ცრემლით ჰქონდა სავსე თვალები. შაკომ თმები გადაუწია ცალი ხელით, ნელა ნელა დაიხარა და ნენეს შეეხო ბაგეებზე და ნენემ გაიგონა მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები.
-შენ ხარ, შენ ჩემი ნენე ხარ. ნენემ სახეზე დაუსვა ხელი და ჩუმად უთხრა.
-სახლში არ შემოხვალ?
-შემოვალ, შემოვალ სახლში რადგან ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. ნენე შევიდა სახლში, შაკომ კარი დაკეტა და გაოცებული უყურებდა როცა კოპებ შეყრილი დაინახა პატარა კაცი.
-ჩენ ქომ თქი უცოს ალ დაპარაკოო, ჩენ ვიჩ ეპარალკები, ვინ ალის ეს ძია. შაკომ ნენეს შეხედა და პატარასთან მივიდა.
-გამარჯობა, მე შაკო ვარ.
-მეც ჩაკო ვალ.
-გვარი არ იცი რა გვარი ხარ?
-ცაგალაჩილი ვალ, ჩაკო ცაგალაჩილი. შაკომ ნენეს შეხედა და თვალებზე ცრემლი ჩამოუგორდა, ნენემაც მასთან ჩაუმუხლა და ცრემლი მოწმინდა.
-რეალობაა, შენს წინ შენი შვილი დგას და ახლა დაფიქრდი, ვინ იყო აქამდე შენს გვერდით.
-ეს, ეს ყველაფერი ანას მოწყობილი იყო?
-არ ვიცი გახსოვს თუ არა ერთხელ გითხარი ბექაც იქ იყო, რომ ის არ გაჩერდებოდა, მაგრამ რა მითხარი გახსოვს, ვერ გაბედავს ვერაფერსო და მეც გავჩუმდი, მაგრამ სიჩუმეს რა მოყვა თავადაც ხედავთ.
-დრო გავიდა, მაგრამ კვალიც დატოვა სულში ღრმა იარებად.
-ნუთუ დავიჯერო ვერაფერს ხვდებოდი?
-წარმოიდგინე და მივხვდი, რამდენიმე თვის შემდეგ რომ ის ნენე არ იყო და ჩემს გვერდით ანა ცხოვრობდა ნენეს სახით, მან კი მიხვდა რომ სხვაობა შევამჩნიე.
-ყველაფერი გააკეთა მან რომ ნენეს სახე მიეღო.
-როცა თვალი გაახილა საავადმყოფოში ის არიყო ნენეს გამოხედვა, ნენე მისი გამოხედვით მიხმობდა, მეძახდა და თვალებით მეუბნებოდა რომ უნდოდი, ვენატრებოდი. ერთ დილით სააბაზანოშიც შევხედე, მას ზურგზე ის ხალი არ ჰქონდა როგორც ნენეს. ასევე მარჯვენა ხელის ნეკა თითზე სამი პატარა ვარსკვლავი აღარ მომხვდა თვალში. ბექას დაველაპარაკე ჩემს ეჭვებზე და მასთან შეთანხმებით ავყევით თამაშში.
-ყველაფერი დასრულდა, ახლა ყველამ ვიცით რომ ნამდვილი ნენე შენ ხარ და სიმართლეს ფარდა აეხადა.
-გახსოვს რა გითხარი როცა ნენე საავადყოფოში იყო ,,შეყვარებული ქალის შურისძიება საშინელებაა'' არისთო, მან ამ სახით იძია შური. მან უამრავი ადამიანი დახოცა შაკო და თავად თავისი გეგმის მიხედვით ნენეს სახით დაგიბრუნდა.
-ბექა დამეხმარე და მითხარი როგორ მოვიქცე, ასეთი დანაშაული მას არ ეპატიება, რა გავაკეთო, უნდა გავაცხადო.
-ანა რთულ მდგომარეობაშია,პირველად არ მაქვს პასუხი და არ ვიცი რა გიპასუხო.
-სანამ ჯერ კიდევ ნენეს ვიპოვიდით საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ  ფეხით მინდოდა გამევლო და ერთ ქუჩაზე ხიდთან ახლოს მათხოვარი იჯდა მეც მის საპირისპიროდ დავჯექი, თვალი თვალში გამიყარა მათხოვარმა ეგონა ადგილს ვართმევდი. ხელი მქონდა გაწვდილი განა იმიტომ რომ ვიღაცისგან ფულს ველოდებოდი, უბრალოდ მოხდა ისე რომ ხელი დამრჩა გაწვდილი და ვიღაცამ ხურდა ფული დამიდო ხელზე და ასე გრძელდებოდა საღამომდე. იქვე ორი ახალგაზრდა წყვილი იდგა და ჩემზე იცინოდა, მათხოვარი კი შურით მიყურებდა. მე პირველად შემშურდა ცხოვრებაში და ვისი, მე  მათხოვრის შემშურდა. რატომო იკითხავთ,  მე იმ ადამიანის წინაშე ფრთებდამტვრეული ვიდექი და ჩემს პეშვში არსებულმა ხურდამ მის პეშვში გადაინაცვლა. მიხვდა რომ ძალიან მიჭირდა და ხელი მომკიდა, მან თავის ბინაში წამიყვანა და სამი დღე ვიყავი მასთან. მას ცხოვრებამ მწარედ მოექცა და მითხრა.
-,,რაღაც ძალიან დიდი ტკივილია შენს გულზე, მაგრამ ძლიერი უნდა იყო რომ ძლიერ ტკივილს გაუძლოო''.
-ნენე რამდენი ტკივილი და ცრემლი გამოვიარეთ დღეს აქ ერთმანეთს რომ  შევხვედროდით. შაკომ მარის შეხედა და ღიმილით უთხრა.
-ჩვენი ბიზნეს-პარტნიორობა არ ყოფილა შემთხვევითობა, ყველაფერი თავიდან იცოდი.
-ვიცოდი არ ვუარყოფ, ნენე როცა ვიპოვე ჩემი განვლილი წლები წინ დამიდგა, ყველაფერი გავაკეთე რომ ის გადამერჩინა, როცა პატარა ავიყვანე ხელში ნენეს უთხარი. სწორედ ეს იქნება ვინც თქვენ ერთმანეთს გაპოვნინებს და ისევ ერთად იქნებითმეთქი. ნენემ არ მომცა საშუალება პოლიცია ჩამერია საქმეში და რატომ,  შენ გაგიფრთხილდა. ანას რომ გაეგო ნენე ცოცხალი იყო ყველაფერს გააკეთებდა და მოძებნიდა, ამიტომ ის შორს გავამგზავრე და მე თქვენთან დავიწყე მუშაობა. არ ვიცი რა გითხრათ, ის ახლა ავადაა და ვერაფერს გებულობს, მაგრამ ვიცი რომ ასეთი დანაშაული უპატიებელია მის გეგმას ხომ ძალიან ბევრი სიცოცხლე შეეწირა, ისე როგორც ნენეს ბიძაშვილი რობერტი.
-რობერტის შესახებ თქვენ როგორ გაიგეთ.
-მეც მყავს ჩემი ხალხი და წლებია შენს ცხოვრებას თვალს ვადევნებ, ვამაყობ შენით და მიხარია რომ ნენემ სწორი ადამიანი შეარჩია.
-რომ გითხრა ის შენი მამიკო არისთქო, რას ეტყვი მამას, გაუბრაზდები? ნენე პატარას ელაპარაკებოდა და თან შაკოს უყურებდა.
-უკე ჩეთან მოიდა, აქადე ჩად იყო?
-ის აქ იყო ჩვენს სახლში, ჩვენ ვიყავით შორს მე და შენ, მაგრამ უკვე დავბრუნდით. შაკოს ცრემლი ჰქონდა თვალებზე და თავისი პატარა ხელებით მოწმინდა მამას ცრემლი და ნენეს უთხრა.
-დე ტილის, ლატომ ტილი?
-სიხარული ცრემლით გამოვხატე პატარავ.
-დედა გიყალს?
-დედა ყოველთვის მიყვარდა და ყოველთვცის იყავით ჩემს ოცნებებში. შაკომ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და თქვა.
-საბა მირეკავს, უნდა უპასუხო.
-გისმენ საბა.....................
-მოვდივარ. ფეხზე წამოდგა და ნენეს შეხედა და თქვა.
-მივდივარ და დედასთანაც შევივლი, ახალი ამბავი უნდა ვახარო. ტელეფონით ფოტო გადაუღო ჯერ პატარას, შემდეგ ნენეს ბავშვთან ერთდ და წავიდა. მიდიოდა მტკიცე და გაბედული ნაბიჯებით, განწყობა უცნაური და გაყინული მზერით, ასევე გაბრაზებული გულით რომელიც მის სხეულში ძალიან ძლიერად ფეთქავდა სიბრაზისგან. სითბოს ითხოვდა, სულ პაწაწინა სითბოს რომელიც მხოლოდ ტკივილით იყო სავსე. საავადმყოფოში შაკოს ყველა სცნობდა და სევდიანი ღიმილით ესალმებოდნენ, ისიც თავის დაკვრით უბრუნებდა ყველას სალამს და გზას აგრძელედა. ნაბიჯი შეაჩერა, ნელა ნელა შეაღო პალატის კარი და საწოლს მიუახლოვდა. სიჩუმე იყო პალატაში და თავადაც ფიქრებში ჩაეფლო, ხელზე შეხება იგრძნო და თვალი გაახილა ექიმი დაინახა და ფეხზე წამოდგა.
-რას მეტყვი ექიმო.
-ახალს ვერაფერს, დროა გადაწყვეტილება მიიღო.
-არა, მან უნდა იცოცხლოს.
-შაკო რა გჭირს.
-ძალიან ბევრ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი საბა ექიმო.
-მაგრამ ის ხომ.........................
-რა მჭირს, სად ვარ. საბამ შაკოს შეხედა გაოცებულმა და ანას მიუახლოვდა.
-საავადმყოფოში ხარ, ეს თქვენი მეუღლე არის. უთხრა საბან და ანას გაუღიმა.
-თავი მტკივა, საშინლად მტკივა.
-ტკივილ გამაყუჩებელი გაუკეთეთ. უთხრა იქვე მყოფ ექთანს და შაკოს შეხედა.
-სასწაულია მისი გამოღვიძება, მაგრამ თავში მიზეზი აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ მისი ტვინის უჯრედების უმეტესობა მკვდარია და ძნელია მან აღიდგინოს ვინ არის.
-მას არც წარსული ახსოვს?
-ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ წარსული უფრო უნდა ახსოვდეს ვიდრე მისი ცხოვრების ბოლო პერიოდი საავადმყოფოში მოხვედრამდე. ვფიქრობ უკეთესია თუ დღეს არ ნახავ, მას ისევ ძინავს. გავიდეს რამდენიმე  დღე და უკეთესია თუ მოგვიანებით მოხვალ.შაკო წავიდა და იგრძნო როგორი დამძიმებული იყო მისი სხეული, თითქოს ძალით მიათრევდა სხეულს და დაღლილი, ძალა გამოცლილი მივიდა როილასთან.
-როგორ ხარ დედა, დღეს უკეთესად გამოიყურები.
-დ,დღეს კა, კარგად ვარ.
-მიხარია რომ ცდილობ ფეხზე დადგე, მე სასიხარულო ამბავი მაქვს შენთვის. თვალებით უთხრა რა მოხდაო და შაკომ ტელეფონით აჩვენა პატარას ფოტო და მის რეაქციას დააკვირდა, როილამ კი გაოცებულმა შეხედა და შაკოს ღიმილით მაინც ვერ მიხვდა რა ხდებოდა.
-შენი შვილიშვილია დედა პატარა შაკო გვყავს.
-ნენე, ნენე და, და, დაბრუნდა.
-დაბრუნდა დედა, ჩემი ნენე დაბრუნდა.
-ვი, ვიცოდი მე ვიცოდი რომ ის, ის, ის არ იყო ნენე. თქვა და ანერვიულდა, ხელებმა კანკალი დაუწყო და შაკოს შეეშინდა.
-დამშვიდდი, გთხოვ დამშვიდდი უკვე ვეღარაფერს დაგვიშავებს ვერც გაბედავს ჩვენთან მოახლოებას.
-მმმმმ, მმმმმმ,მკვლელია. მმმმმ, მამაშენის მმმმ, მკვლელია.
-ვიცი, ვიცი დედა და ამიტომ დაისაჯა ასე მწარედ, ყველა მისი დანაშაულისთვის თავისი სიცოცხლით გადაიხადა. როილა დამშვიდდა და შაკოს შეხედა.
-მმმ, მომიყვანე ნენე.
-მოვიყვან, ორივეს მოგიყვან და ამიერიდან ერთად ვიცხოვრებთ. შაკომ როილას მომვლელს დაელაპარაკა და გაიგო რომ დღითი დღე როილა უკეთესად იყო, მონდომებული იყო და  ცდილობდა ნაბიჯების გადადგმას ეს კი უკვე როილას ჯამრთელობისთვის კიდევ უფრო წინ წაწეული ნაბიჯი იყო. უკვე უნდა წასულიყო რომ უცხო ნომერი ურეკავდა, ამიტომ სერიოზულად უპასუხა.
-გისმენთ. ნენეს ხმა გაიგონა და ბედნიერებისგან აივსო, ტელეფონს ხმა აუწია და როილასთან მივიდა.
-გისმენთ, ვინ ხართ?
-მე ვალ ჩაკო, ჩახჩი ალ მოხალ?
-მოვალ საყვარელო, ჩემო პატარავ რა მოგიტანო.
-ჩოტოლადი, ჩუმად ჭამოთ, კალქი?
-კარგი, დედას არ ვაჭამოთ?
-ჩოტა, ბელი მე ინდა. როილა სიხარულისგან ვეღარ ითმენდა და სასწრაფოდ უნდოდა ნენეს და პატარას ნახვა.
-შაკო არ ვიცი როგორ დარეკა შენს ნომერზე, მაგრამ არ ვიცი რა უთხარი და უკვე კართან დგას.
-მოვდივარ. შაკო დედას დაემშვიდობა და ნენეს უთხრა.
-დრომ და სიშორემ გრძნობები უფრო ძლიერი გახადა, ნენე გელოდები.
-აბა მოვდივარო?
-მოვალ კიდევაც, მაგრამ ჯერ შენ გელოდები.
-სად, ჩვენს საოცნებო ქოხში?
-ის ადგილი ისევ ისე დგას ხელუხლებელი სადაც მე ამ წლების ხშირი სტუმარი ვიყავი და შენს მოლოდინში ჩემი გულის სათქმელს ჩვენს იდუმალ ტყეს გაუმხელ, რომელიც პასუხად ტოტებს ააშრიალებს და ბანს მომცემს. აქ ჩვენი ცხოვრების და ჩვენი სიყვარულის ლამაზი ლანდები აირეკლება და წარმოიდგინე არც არაფერი არ შეცვლილა. ისევ ისე დგას ჩვენი ქოხი და ჩვენი მოხუცი მეტყევეც აქ არის ჩვენს მოლოდინში.
-მახსოვს მისი სიტყვებიც ,,შვილებო ნამდვილ სიყვარულს სიკვდილი არ უწერია, თუნდაც შეძლონ და ცხოვრების უკუღმართმა გზებმა თქვენ დაგაშოროთ, თქვენში იცოცხლებს თქვენი სიყვარული. დროს არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გავა, ნამდვილი სიყვარულით როცა შეგიყვარდებათ დრო ვერ ჩააქრობს თქვენში გაჩენილ ცეცხლს და თქვენს გულში იცოცხლებს, რადგან სიყვარულს უკვდავების სახელი ჰქვია და სიყვარული უდაბნოსავითაა''.
-ნამდვილად, სიყვარული უდაბნოსავითაა და მინდა დღეს მარტოებმა გავატაროთ ჩვენს უდაბნოში.
-წამოვიყვანო?
-არა, დღეს შენთან მინდა ვიყო, მხოლოდ მე და შენ. ნენემ თვალები დახუჭა და ბედნიერებისაგან ცრემლები მოაწვა.
-წადი ნუ ალოდინებ. შაკო უკვე ელოდა და ლოდინისგან ყოველი წამი უსასრულოდ ეჩვენებოდა, სხეული აუთრთოლდა როცა მისკენ მომავალი  სახე ბედნიერი და გაღიმებული ნენე დაინახა. ხელები გაშალა და უხმოდ მიიზიდა მისკენ, წელზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა.
-შეწყვიტე ყველაფერზე ფიქრი, დაივიწყე ყველა ტკივილი და დატკბი ამ წუთებით. ყოველთვის მჯეროდა რომ გრძნობების მართვა შემეძლო, მაგრამ უკვე ვეღარ ვაკონტროლებ ჩემს თავს რაც გამოჩნდი ისევ, ან როგორ უნდა შევაკავო გრძნობა როცა ისევ ჩემთან ხარ და ჩემს მკლავებში ხარ. ბედნიერების რამდენიმე საათი ერთად გაატარეს, შემდეგ როგორც დაპირდა პატარა ჩოკოლადიც მიუტანა და ნენეს ჩუმად მისცა, თუმცა არ იცოდა რომ შოკოლადი ალერგიას აძლევდა.
-ჩაიცვით, მივდივართ.
-სად მივდივართ. გაოცებულმა შეხედა ნენემ შაკოს. შაკომ შეხედა რომ მარიმ მოიწყინა და თქვა.
-მარი ყველა მივდივართ, დღეს დედამ გაიგო რომ დაბრუნდი და უნდა რომ გნახოს. არ ელოდა როილა ისევ შაკოს, მაგრამ ნენეს დანახვაზე ხმით ატირდა და ნენეს გულში იკრავდა, ბედნიერი იყო როცა ნენემ საწოლიდან წამოაყენა და შეხედა მამა შვილი როგორ თამაშობდა სახლი მათი ბედნიერი კისკისით აივსო.
-ძა, ძალიან ბედნიერი ვარ ნენე.
-მიხარია რომ თქვენი ჯამრთელობა უკეთესობისკენ მიდის. როილა მართლაც დღითი დღე უკეთ ხდებოდა და სულ მალე დამოუკიდებლადაც დადგა ფეხზე რაც ყველას უხაროდა, მაგრამ ნენე და პატარა ჯერ კიდევ მარისთან ერთად ცხოვრობდა. რამდენიმე დღემ გაიარა და შაკომ საავადმყოფოში წავიდა, ანა შეშინებული უყურებდა შაკოს.
-შეგაშინე?
-ვერ გიცანი, ვინ ხარ.
-ვერ მიცანი?
-ასე რატომ მიყურებ, ვერ გიცანი და ეს დაუჯერებელია? მე ხომ არაფერი მახსოვს და არ ვიცი ვინ ხართ.
-სამაგიეროდ ყველამ იცის შენ ვინ ხარ და რა გააკეთე.
-რა გავაკეთე, ასე რატომ მიყურებ.
-ჩემს გვერდით ცხოვრობდი და რა უცხო ყოფილხარ ჩემთვის.
-მე ყოველთვის ვამაყობდი შენით.
-როგორ ამაყობდი თუ ვერ მიცანი ვინ ვარ.
-ვიცი ვინ ხარ, გამახსენდი შენ ხომ ჩემი......................
-არ გააგრძელო, შენ არ გიყვარდი ანა ეს შენი ახირება იყო რომელსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
-გინდა მითხრა რომ ჩვენ არც წარსული გვაქვს და არც მომავალი გვექნება?
-შენთან გატარებული წარსულის გახსენებაც არ მინდა, მით უმეტეს მომავალის. ერთადერთი რაც მინდა ისაა რაც შეიძლება შორს ვიყო შენგან, უიმედო სიყვარულმა გაგაბოროტა
-მართალი ხარ, ზღვის ტალღებივით შემომიტია იბობოქრა ჩემში და ბევრი სისულელე ჩავიდინე. ძნელია ცალმხრივი სიყვარული ისე როგორც უიმედო სიყვარული, ეს ტანჯვად ჩამრჩა გულში და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ხანჯლად მესო გულზე შენი ბედნიერებისგან ანთებული თვალები და მეტკინა, მეტკინა შენი ბედნიერება რადგან მე ვერასოდეს ვერ ვიქნებოდი შენთან ასე ბედნიერი და არასოდეს შემომხედავდი ისე როგორც ნენეს უყურებდი. მისი სახელით მოვედი შენთან, მაგრამ მიმიხვდი თუმცა არაფერი თქვი მე კი ჩემს ცხოვრებას შენს გვერდით უიმედო სიყვარულით და ყალბი ღიმილით ვაგრძელებდი. რაც დრო გადიოდა უფრო მტკივნეული ხდებოდა  შენთან დაშორება და როცა ისევ დავბრუნდი აღმოჩნდა რომ შენ ჩემს მიმართ აღარაფერს არ გრძნობდი, მხოლოდ ზიზღი დავინახე შენს თვალებში და შემეშინდა.
-როგორ ჩაბნელებულა შენი ტვინი და გონება, საინტერესოა ახლა რას ფიქრობს შენი დაავადებული ტვინი და რა გეგმებს ხლართავს, მაგრამ შენი ცხოვრება შენს ხელთაა, რაც გინდა ის გააკეთე სხვის ცხოვრებას ნუ წამლავ.
-შემომიბრუნდა ცოდვები და ყველაფერი თავდაყირა დადგა, დავბრმავდი, რაც მინდოდა მხოლოდ მას ვხედავდი და ვიხრჩობოდი ჩემთვის გულში ბოღმისგან.
-დიდი, ძალიან დიდი ტკივილი მომაყენე მიუხედავად ამისა მე არ მიმიტოვებიხარ დღეს კი მოვედი დაგემშვიდობო და დროა შენი ნამდვილი სახელით გააგრძელო ცხოვრება, ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყო ანა. შემიყვარდი, პირველად რომ გაგიცანი ვთქვი ჩემი გახდებოდი და გახდი კიდეც, შენთან ოჯახის შექმნაც მინდოდა, მაგრამ თავად დააშავე და თავად დაანგრიე ბედნიერება.
-უზარმაზარი ტკივილი მოგაყენე, ვერ შეგინარჩუნე და ვერ დაგაფასე, ვაღიარებ რომ დავაშავე...............
-არაფერი მახსოვსო, მაგრამ ყველაფერი კარგად გახსოვს.
-რაც მახსოვს საკმარისია და შენს თვალებში დანახული ზიზღიც დამსახურებულია. არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში მხოლოდ შენ დარჩი.
-ბევრჯერ ინატრებ უკან დაუბრუნდე შენს ცხოვრებას, მაგრამ ამ სახით როცა სარკეში ჩაიხედავ ყოველთვის გაგახსენდება შენი ბინძური საქმეები და ის ხალხი ვინც ამ შენს გეგმას შესწირე. მიაღწიე შენსას და ამით რა გააკეთე გარდა იმისა, რომ მხოლოდ შენ იყავი კმაყოფილი, მაგრამ როგორც ხედავ არაფერია სამუდამო და ყველაფერი ქრება. შიში გქონდა დამარცხების, მაგრამ მაინც დამარცხდი იცი რატომ? ძლიერი სიყვარულის ჩაქრობა არავის შეუძლია, ჯერ არ დაბადებულა ადამიანი სიყვარული დაამარცხოს.
-მრავალფეროვნება ყველას ჭირდება...........
-ადამიანის სიცოცხლის ფასად? ყველაფერი იკადრე და რა დაგრჩა გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა ძალიან ბევრჯერ შეეჩეხე სინამდვილეს, არასოდეს გაუსწორე თვალი შენს ქმედებებს სადღაც სივრცეში იხედებოდი ახლა კი ჩაიხედე სარკეში და რას ხედავ ან ვის ხედავ ბოლო სიტყვა თავად თქვი. რატომ ვერ მიყურებ, ნუთუ გრცხვენია? არა, შენ სირცხვილის გრძნობა არ გაქვს და არც სიტყვის შემობრუნების უფლება გაქვს.
-მომისმინე. მშვიდად და ნელა სუნთქავდა ანა და დამტვრეული ხელის აწევას შეეცადა, საბამ შაკოს შეხედა და უთხრა.
-საკმარისია, მან ის მისი დანაშაულისთვის თავისივე სიცოცხლით გადაიხდის, მას დიდი დრო აღარ აქვს იცოცხლოს. შაკომ საბას შეხედა და ანას მიუბრუნდა.
-მშვიდობით ანა. უთხრა და საავადმყოფო დატოვა ისეთივე მტკიცე და გაბედული ნაბიჯებით როგორც შევიდა. გზიდან სოფოს დაურეკა და უთხრა.
-შაბათისთვის რა გეგმა გვაქვს სოფო.
-შეხვდრა რამდენიმე პარტნიორთან.
-რატომ ხდება რომ მნიშვნელოვან შეხვედრებს შაბათ დღეს გეგმავ.
-შენ რიცხვს ასახელებ და ეს რიცხვები შაბათ დღეს ხვდება ყოველთვის და მე რა გავაკეთო.
-გამორიცხულია, არანაირი შეხვედრები შაბათს და ყველაფერი გადადე შაბათს დიდი დღეა სოფო.
-რას გულისხმობ, რას ამბობ.
-შაბათს ქორწილია ჩემი და ნენესი.
-ხუმრობ.......................
-არა, არ ვხუმრობ, უკვე დროა ჩვენც ვიყოთ ბედნიერები ერთად და გავშალოთ ხელები...........
-სიყვარულის უდაბნოში...
-მართალი ხარ სიყვარული უდაბნოსავითაა.
-მოსაწვევებს გავამზადებ, დღესვე დავიწყებ მზადებას. შაკომ ტელეფონი გათიშა და ლაშას სანახავად წავიდა.
-როგორ მოხდა ამ მხარეს რომ აღმოჩნდი შალვა უფროსო, მზე გინდა ჩააცილო?
-მიხარია რომ შენ დამხვდი აქ და ირონიას მოვეშვათ ბევრჯერ გითხარი. იცი რომელ სართულზე ვართ?
-მეშვიდე თუ მეექვსე, რატომ მეკითხები?
-სული არ დაგყვება ძირს, მაგრამ ცოდო ხარ შენი სილამაზე უნდა ჩაგყვეს მიწაში.
-გაგიხმეს ენა............ თქვა ლაშამ და მაღლიდან გადაიხედა.
-ფრთხილად, შაბათს ქორწილი არ ჩამიშალო.
-რა, რა ქორწილი. გაოცებული უყურებდა შაკოს და მიხვდა რომ ლაშამ არაფერი არ იცოდა, მაგრამ როცა მოუყვა გაშეშებული იდგა.
-შაკო ეს სიმართლეა და ნენე ახლა სრულიად ჯამრთელია პატარასთან ერთად?
-სიმართლეა და დროა წერტილი დაესვას ამ საქმეს. გულის ფრიალით ელოდა ყველა შაბათ დღეს და შაკომ მეგობრეს შეხედა და თქვა.
-საბას დააგვიანდა, აი მირეკავს ალბად საცობში მოხვდა. შაკომ ტელეფონს უპასუხა და ნენეს შეხედა.
-როდის.
-ერთი საათის წინ გარდაიცვალა.
-არ მოდიხარ?
-მოვდივარ, უკვე ახლოს ვარ. შაკომ ტელეფონი გათიშა და ნენეს ხელი ჩაჰკიდა, შეხედა საბაც შემოუერთადათ.
- ჩვენ დაგვაშორეს და შენს თვალებს უამრავ ხალხში ვეძებდი, გაგვიხსნეს ძლიერად ჩაკიდებული ხელები და ჩემგან შორს წაგიყვანეს. არ დაინდეს ჩვენი ძლიერი გრძნობები და იმ დღეს მიღებული ჭრილობით ვცხოვრობ დღემდე, მაგრამ დღეიდან ის ღრმა ჭრილობა ამოივსება.
-ერთად ვუმკუნალებთ ჩვენს ჭრილობებს და ამიერიდან ვერავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და ორივეს თვალებში იმალებოდა დიდი სევდა. გაუჭირდათ გრძნობების კონტროლი და მონატრებული ბაგეები ერთმანეთს შეერწყმა, ვერ მოერია და ვერ ჩააქრო წლებმა ვნება, ვერ მოკლა სიყვარული რადგან სიყვარული უდაბნოსავითაა.



№1 სტუმარი ელა1

კარგი დასასრული იყო

 


№2  offline მოდერი zia-maria

ელა1
კარგი დასასრული იყო

heart_eyes მადლობთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent