ფიქრებით დიალოგი თავი 19
.... - რაღაცეები გასარკვევი გაქვთ, თქვა აჩიმ როცა ყველაფერი მოისმინა თითქოს რაღაც იცოდა თუმცა თავად ხმას არ იღებდა, - რას ნიშნავს გასარკვევი გვაქ ვფიქრობ ყველაფერი იმ დღეს გაირკვა, მე ჩემი ცხოვრება მაქვს! მას თავისი, წარმატებებს ვუსურვებ, გამიხარდა რომ გნახე, ვთქვი ბოლოს, და მის არეულ მზერას დავაკვირდი თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ არ ამბობდა მეც დაბნეული ვიყავი, ყველა მისი სიტყვა საეჭვო იყო ისე საუბრობდა, ზოგჯელ ვეჭვობდი რომ მე ვიყავი დამნაშავე, თუმცა სრულად არაფერს ამბობდა რაც დამაბნეველი იყო, - ალექსანდრეს უნდა შეხვდე, უნდა მოგვარდეთ, რეალურად ყველაფერი სხვანაირად იყო, ერთმანეთს ადანაშაულებთ და რეალურად ორივეს ბრალია, საუბრობდა ისევ და მეტად ვიბნეოდი, - არ მინდა მასზე საუბარი აჩი ის დრო მორჩა აღარ არსებობს, - როგორც გინდა, მე არაფერს გეტყვით დაგელოდებით თავად მოგვარდით, თქვა ისევ და მოხრილმა მეგის გადახედა, მეგიც დაძაბულად შეიშმუშნა და თოკოს მეტად ახლოს მიუჯდა, - ვიცოდით რო გოგა მოკლეს ნუ რამდენიმე თვეა რაც გავიგეთ, მარა შენ ვაფშე გამქრალი გვეგონე, გამომხედა ისევ ჩუმად ვიყავი ან რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი არეული ვიყავი, - მე დაგტოვებთ, თქვა და წამოდგა, მეც და მეგიც მასთან ერთად წამოვდექით, კარებამდე მივყევი და მობრუნებული ავათვალიერე, - მომენატრე, აჩი, ვუთხარი წყნარად თუმცა მორიდება ხმას მიკანკალებდა, რაც არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაზე გულწრფელი სიტყვები იყო რაც კი მას ვუთხარი, არ მინდოდა მასთან ურთიერთობა დაკარგულიყო, უხმოდ გადმოდგა ნაბიჯები და უკვე მოახლოებული ზევიდან თბილი მზერით დამყურებდა, - მეც მომენატრე ანი, თქვა და ხელები წყნარად მომხვია, მესიამოვნა რომ ჩემზე აღარ ბრაზობდა თითქოს იმედი მომეცა რომ გზაში უბრალოდ გვერძე ავლით და თავის დაკვრით არ შემოვიფარგლებოდით, მეც მოვხვიე ხელები და მივხვდი როგორც მენატრებოდა, - ჭკვიანად, მოშორების მერე ლოყაზე ნაზად მიჩქმიტა და მანქანაში მოთავსებული ადგილს მოწყდა,...... ტელეფონის ბზუილი მაღვიძებს და თვალებს მოფშვნეტის მერე მძიმედ ვახელ მეგის გადავხედე რომელიც ბზუილზე უსიამოვნოდ შეიშმუშნა, საათს დავხედე ჯერ რვა საათიც არ იყო - დიახ, - ქალბატონო ანი, თქვა თუმცა თან კითხვის ნიშნით წარმოთქვა სახელი - დიახ მე ვარ, - რაღაც დოკუმენტები მოიტანეს ასევე თქვენი მოთხოვნით დეენემის პასუხი მესამე დღეა დღეს, გაგების მერე სწრაფად წამოვიწიე, თვალებ გაფართოებული - უკვე შენ გაქვს? აღელვებული ხმით ვუთხარი - კი კი უკვე მე მაქვს - დამელოდე, სწრაფად ვთქვი არ დავლოდებივარ გავუთიშე სწრაფად გადმოვხტი საწოლიდან და იმაზე სწრაფად მოვწესრიგდი ვიდრე ოდესმე, ჩანთანც ავიღე და უნდა გავსულიყავი მეგიმ ნამძინარევი ხმით წამოყო თავი, - სად მიდიხარ? - სამსახურშიი, სწრაფად ვაკოცე და გავვარდი,.... - დათოოო მაჩვენე კაბინეტში შევარდნილმა ჩანთა მაგიდაზე მივაგდე, და დათოს მოწოდებული ქაღალდის პარკი გამოვართვი, - როგორც ფიქრობდი ზუსტად მასეა, ერთის ჩადენილია, აშკარად ყველაფერი იცის მათზე როდის რას გააკეთებენ , სად წავლენ და ასე შემდეგ, რაც შეეხება დანით დაჭრილებზე დანა შენ რომ იპოვე, ზუსტად იგივენაირი დანით იყო მოკლული თემური, ლევანის მკვლელობაც დადგმულია, - ჯანდაბააა უნდა ვიპოვოოოოო! ამოვიკნავლე და საბუთები მაგიდაზე დავყარე, მთელი დღე ვცდილობდი რამე გამეგო, თუმცა ვღიზიანდებოდი დამნაშავის სიჭკვიანეზეე არცერთი და არანაირიი სამხილი არ იყო მაოცებდა მისი გონება, გალილეოც შემომიერთდა და ცოტა მეჩხუბა მის გარეშე რომ წავედი, შესვენებაზე ფლორას ველაპარაკე მითითებები მომცა და გუშინდელზე დამელაპარაკა, დაძაბული გავუთიშე, რთული დღე არ მქონია თუმცა ძალიან ბევრი რამ განვიხილეთ, წამოსვლის დროს გზაში საბა შემთხვევით შეგვეჩეხა და საუბარში ჩაგვერთო, - შენიი მოგებული საქმეებიი ვნახე ძაან მაგარი იყო, უცებ გამიკვირდა საიდან გაიგო ჩემი მოგებული საქმეები და კითხვის ნიშნის თვალებით შევხედე - ნაცნობია ადვოკატი და თქვა რომ ახალი ადვოკატი შეემატათ, და იქ ვნახე, ღიმილით მითხრა, - გასაგებია, და ვის იცნობ რა ქვია, - შენ არ იცნობ, თქვა და გზას გახედა, - აბა ის საიდან მიცნობს, - სიახლეები სწრაფად ვრცელდება, ღიმილით გამომხედა ისევ მეც გამეცინა და ჩემ ამღერებულ ტელეფონს ვუპასუხე, - გისმენ დათო, - ანი მომისმინე, აქოშინებული ხმით საუბრობდა, თითქოს სადმე გარბოდა, - რა ხმა გაქვსს? ვიკითხე და გავჩერდი როცა უკვე პოლიციის მანქანის გამაყრუებელი ზარები ისმოდა, - ახალიი მკვლელობააა, მისამართს მოგწერ, უნდა წავიდე, სწრაფად მომაყარა სიტყვები და სანამ რამეს ვეტყოდი გათიშა გული ამიჩქარდა და ახლა ანთებულ წვანე შუქნიშანზე ზებრაზე გადავაჭერი თუმცა გამოქანებული შავი BMW რომ მოქროდა, გაქცევაც ვერ მოვასწარი უკვე უნდა დამტაკებოდა ძლიერმა მუხრუჭმა მოიცვა გზა თვალები გავახილე, და სხეული შევიმოწმე მანქანა დამუხრუჭებული იყო და იქიდან რომ ნაცნობი მძღოლი გადმოვიდა, მუხლებში ძალა დავკარგე და უნდა წავქცეულიყავი გალილეო რომ მომვარდა და დამიჭირა, - ფრთხილაად კარგად ხარ?! მეკითხებოდა თუმცა ჩემ ყურთასმენას მისი არცერთი სიტყვა არ წვდებოდა ღრმად ვსუნთქავდი მეგონა ჰაერი აღარ იყო ჰაერი ფილტვებს არ წვდებოდა, - ანი რა გჭირს, მითხრა და ძლივს წამომაყენა ფეხზე დავდექი თუმცა ასე მეგონა მალე გავტყდებოდი, მანქანიდან ალექსანდრე იყო გადმოსული მანქანის კარებს არ შორდებოდა, ბაგეებ დაშორებული მიყურებდა, შეშინებული უცნაური მზერით თითქოს მოჩვენება ნახა, საბაც სწრაფად მომვარდა - სად მიიჩქარის ნეტა! კარგად ხარ, მხრებში ჩამავლო, ხელი, და ალექსანდრეს გახედა - ძმაო რა დაგემართა, წარბებ შეხრილმა გახედა ალექსანდრეს რომელიც ღრმად სუნთქავდა და ჩემსავით დუმდა, გამიწყდა ყველანაირი ფიქრი სიტყვა სმენა ყველაფერი გაქრა ჩემში,.... ალექსანდრე ხედავდა ქალს რომელსაც ორი მამაკაცი იჭერდა, თუმცა არ ესმოდა საბას ხმა რომელიც მას ესაუბრებოდა, გაოცებული იყო საკუთარ თვალებს არ უჯერებდა ეს არ იყო ის ვისაც ადრე ხედავდა, მას მიამსგავსა თუ ის იყო ვერაფერი გაეგო, - ლექსო! ბიჭო! უყვირა საბამ როცა საერთო ვერაფერი ვერ გააგებინა, - გასკდნენ მანქანები! თქვა საბამ და ალექსანდრესაც სწრაფად მოესმა მანქანების გამაყრუებელი სიგნალი, არაფერი უთქვამს სწრაფად ჩაჯდა მანქანა დაძრა და სწრაფად მოწყდა ადგილს, მამქანა დაპროგრამებულივით მიყავდა, წინ სანახაობა ედგა მის წინ ქალი იდგა, ეს არ იყო ის ვისაც იცნობდა, წინანდელს არაფერი არ უგავდა, ის მეტად მშვენიერი და საუცხოო იყო ვიდრე უწინ, მაშინ თითქოს რაღაც აკლდა თითქოს დაუმთავრებელი იყო, ახლა?.... ახლა ის სრული ნაწარმოები იყო, უნაკლო, საოცარი, ალექსანდრეს ახსოვდა მშვენიერი ქარაფშუტა ქალიშვილი, ახლა სრულიად გაფურჩქვნილ-გაშლილი ქალი ნახა, სიგნალმა გამოაფხიზლა, თავი გააქნია, გამოსაფხიზლებლად და დაატორმუზა, - ავცდი მაგის დედაშევე*ი ხელი საჭეს დაარტყა როცა მიხვდა რო დანიშნულების ადგილს აცდა, და მანქანა სწრაფად მოატრიალა რამაც მომავალი მანქანების სიგნალი მოყვა........ სხეული მითრთოდა ყვიროდა გული ბორგავდა, მეშინოდა ვკანკალებდი მისი სილუეტი ჯერ ისევ წინ მედგა, სრულიად განსხვავებული იყო ყველა ნაკვთი უკეთესობისკენ შეცვლოდა და მეტად მომხიბვლელად ანათებდნენ მწვანე თვალები, გული მკერდიდან ამოვარდნილი იყო და უკვე სადღაც შორს ფეთქავდა ახლაღა შევამჩნიე რომ ვკანკალებდი, - გინდა საავადმყოფოში წავიდეთ, მითხრა საბამ და მეც სამყაროს ნაწილობრივ დავუბრუნდი, - არა დათომ გამომიგზავნა უნდა წავიდე, ააბნეულად ვსაუბრობდი ტელეფონი მოვძებდნე და უკვე 10 წუთის გამოგზავნილ მესიჯს ჩავაშტერდი, - სად მიდიხარრ? მკითხა გალილეომ როცა წინ წავედი, - ახალი მკვლელობააა ვთქვი და მომავალი ტაქსი გავაჩერე, - მეც მოგყვები, სწრაფად თქვა და მეორე მხრიდან ჩაჯდა - მეე ჩემი მანქანით წამოვალ, თავი დავუქნიე მძღოლს მისამართი ვუთხარი და მანაც მანქანა დაძრა, დაძაბული ვიყავი ვერ გავიგე რაზე უნდა მეფიქრა, სიკვდილამდე მონატრებულ თვალებზე რომელიც რამდენიმე წუთის წინ ვნახე თუ მკვლელობაზე? რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი.... მძღოლმა მანქანა პოლიციისს მანქანებთან გააჩერა და მეც უცებ გადმოვხტი, დათოსკენ წავედი, რომელმაც შემამჩნია და ჩემსკენ დაიძრა, - რაა ჯანდაბაა მოხდა?! - ნაცნობი დანაა გამოყენებული, აქ კამერები არაა, თავდასხმა იყო აშკარად მგონი მაგრად გვეკაიფება ვიღაც, ჩვენ არა მაგრამ მას კი, თქვა და სხვაგან გაიხედა, მეც მის მზერას გავაყოლე თვალი, გულმა ისევ ბაგა-ბუგი ატეხა როცა ალექსანდრე დაინახა კედელს ხელებით ეყრდნობოდა და კედელს ფეხს ურტყავდა - ყველა მკვდარი მისი ნაცნობია, - ვიღაცას მასთან აქ პრობლემა, მეც დავუდასტურე, და ალექსანდრეს გავხედე ვეცადე მყარად დავმდგარიყავი, და ახლა საქმეზე ვკონცერტრირებულიყავი ვცდილობდი შიში დამემალა რისი მეშინოდა ვერც მე ვხვდებოდი, ცხედარი გადაჰქონდათ აჩიც სწრაფად მივარდა ალექსანდრეს და რაღაცაზე საუბრობდნენ, მიწევდა მათკენ მისვლა თუმცა სიკვდილამდე არ მინდოდა, ფეხები არ მემორჩილებოდნენ, მინდოდა უფროსს დავლაპარაკებოდი, გალილეოსთან ერთად წავედი უფროსისკენ რომელიც აჩისთან და ალექსანდრესთან ახლოს იდგა, შემამჩნიეს და ალექსანდრეს ცივი მზერა როცა მომხვდა სიცივისგან გამცრა თვალებით იყურებოდა სიძულვილი სიცივე, ყველაფერი ცუდი ერთდროულად, ყელში ბურთი გამეჩხირა, არასდროს მეგონა საყვარელი ადამიანისგან საყვარელი თვალებისგან ყველაფერს რაც ახლა ვიგრძენი ვერასდროს ვიგრძნობდი ყველასგან ერთდროულად იმ გრძნობას რაც ახლა ვიგრძენი, მძიმე და გახშირებული სუნთქვის გამო შიშისგან გული ძლიერად მიცემდა და მკერდი შესამჩნევად ადი ჩამიდიოდა, - გაკვეთ..... სიტყვა არ დამასრულებინა ნაცნობმა დავიწყებულმა ხმამ, და მეც ხმა გამიწყდა როცა ჩვენსკენ ცივი გაცეცხლებული მზერით წამოიწია, - ეს ვინ არი! იკითხა და უფროსმაც სწრაფად მიუგო, - მომისმინე სულ ყ*ეზე რა უფლებები აქვს და არა ეს საქმეში არ გარიო! თქვა და თითს დაჭიმული იშვერდა ჩემსკენ, გული შიშისგან ამოგლეჯვაზე მქონდა, - ალექს, წამოიწია აჩი თუმცა ალექსანდრემ ხელი კრა ისე რომ არც გაუხედავს მისკენ გადავარდნილს სწრაფად გავხედე და ხელით მაჩვენა კარგად ვარო, აი მეკიი მთელ სხეულში დანებს ვგრძნობდი, - შენ ვერ გადაწყვეტ მე რა საქმეში გავერევი როცა მაქვს უფლება! ამოვიღე ძლივს ხმა, - მოდი ტ*აკი დააყენე და სხვა რამე აკეთე შენ საქმეს მიხედე არავინ გაგემაზოს! ჩემ საქმეს მე მივხედავ! ცივი მზერით მიცრიდა სიტყვებს ნაწილი ვერც კი გავიგე რა მითხრა ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა ვერაფერი გავიგე, ხმა გამიწყდა ვერ ვხვდებოდი რა პასუხი დამებრუნებინა, პასუხს დაელოდა თუმცა ენა ვერ ამოვიდგი მანაც ზურგი მაქცია და სვლა დაიწყო - ჩემი საქმე აქაა! და საერთოდ არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ ან რა გინდა! თუ დამაცდი ჩემ საქმეს თავად მივხედავ დახმარების გარეშე! და ისიც უცებ მოტრიალდა, - შენ ვერ წაიყვან ამ საქმეს! - მე არა მაგრამ,.... - მაგრამ არა, უბრალოდ ჩუმად იყავი, შეტრიალდი და წადი, დაბალი ტონით ცინიზმით თითქოს დამცინავი ხმით მიცრიდა სიტყვებს, ხმა ვეღარ ამოვიღე და ისიც წავიდა სწრაფად წამოვედი მანამ კიდევ რამის თქმა მოუმდა და მის ცივ მზერას ისევ წავაწყდებოდი გამოვიქეცი, ეს არ იყო ის ალექსანდრე, ის მხოლოდ გარეგნულად არ იყო შეცვლილი, თითქოს მის მწვანე თვალებში შავი ფერით მოჩანდა ყველაფერი სიძულვილს აფრქვევდა ყველა მისი გამოხედვა, ქუთუთოებს მძიმედ ვაჭერდი ერთმანეთს აჩის ხმა გავიგე თითქოს გააჩერაა და მეც ამოვისუნთქე, საბაც მალე მოვიდა გვერდში მედგა და ალექსანდრეს მკვლელი მზერა არ მოუშორებია მისთვის მეგონა ძმაკაცობდნენ თუმცა როცა ალექსანდრე მას ესაუბრებოდა ეტყობოდა რომ თავს ძალას ატანდა რომ ადამიანურად ესაუბრა მასთან...... სახლში დაბრუნების მერე შხაპის ქვეშ ვცდილობდი გამოვფხიზლებულიყავი, ვეცადე, ძალა მომეკრიბა, და არ ვიცი რამდენად გამომდიოდა ეს მეგის მოვუყევი ყველაფერი თუმცა ვერაფერი თქვა საერთოდ ვერაფერი, ფლორასაც მოვუყევი როცა დავურეკე მეგონა ბევრ რჩევას მომცემდა როგორც ყოველთვის თუმცა ჩუმად იყო ხმას არც ის იღებდა მე კი მთელ სხეულში ნემსებს ვგრძნობდი, მთელი ღამე ვბორგავდი ვერ ვიძინებდი თავიდან არ ამომდიოდა მისი თვალები რეაქცია ჩემი ნახვის დროს და უცებადი შეცვლა გაყინული სიძულვილით სავსე მზერა, და საერთოდ კიდევ ის მეცინიზმებოდა?! იდიოტი!.... გამთენიისას ჩამეძინა, და დილით აღარც არავის და არაფერს გავუღვიძებივარ...... თავად გავიღვიძე 12 სრულდებოდა, თვალებ გაფართოებული წამოვხტი და ტელეფონს მივვარდი შიშით რომ უფროსის ზარი არ გამომეტოვებინა, თუმცა გალილეოს და დათოს გამოტოვებული ზარები შემხვდა, მოწესრიგების მერე ოთახში გავფრატუნდი დედა იჯდა დივანზე, და კარტოფილს არჩევდა, მეც ლოყაზე ვაკოცე, სამზარეულოში დაჭრილი კიტრის საინი ავიღე და ხმაურიანი ჭამით გავედი ოთახში, - არ უნდა გამაღვიძოოთ იქნებ და რა მოხდა, - ვიფიქრე გუშინ ძაალიან დაღლილი იყავი და ძილში დაისვენებდი, მითხრა დედამ და გაიკრიჭა, - რა გჭირდა გუშინ არ მომიყვები? წარბის აწევით გამომხედა დივანზე ფეხებ აკეცილს - უბრალოდ მკვლელობა მოხდა და დავიღალე, მხოლოდ ეგ იყო? - სხვა რა უნდა ყოფილიყო? მხრების აჩეჩვით გავხედე და ნერწყვი ყელში მძიმედ გადავაგორე, - ემოციები, უცნაური ფერები სახეზე, ჩაფიქრებულობა, სრულიად სხვა ადამიანი შემოხვედი გუშინ, - გადაღლილობის ბრალი იყო, გავიმეორე ისევ, და ტელევიზორს გავხედე,..... გვიან წასულმა მე დათომ და გალილეომ ბევრი რამ განვიხილეთ დატვირთული დღეები გველოდა, ეს ასე არ უნდა დარჩენილიყო არა მხოლოდ გარკვეული ხალხის მკვლელობის გამო ის ასე ყველას დახოცავდა, ალექსანდრეს ჩათვლით, კომპანიის დერეფანში სალაროსთან ვიდექი რაღაცეების გარკვევის მიზნით დახმარება გვჭირდებოდა, მოლარეს ველოდებოდი როდის მომაწოდებდა, საჭირო ნივთებს მოაჯირს ვიღაც ძლიერად მივარდა, შევხტი და უკვე შეშინებულმა გავხედე ალექსანდრეს რომელიც მოლარეს უყურებდა, - საქმე ვის გადაეცა? მიახალა თუმცა მოლარე ტელეფონზე საუბრობდა, - საქმე გალილეომ აიღო, გავეცი პასუხი და როცა მოლარე მიხვდა რომ არ სჭირდებოდა ტელეფონზე ზარის გაწყვეტა უკან დაიხია და საუბარი დირექტორთან განაგრძო, - ვისაც ვკითხე პასუხი მისგანაც შეიძლებოდა მარა კაი, თვალების ტრიალით წამოიწია, და ჩემსკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა მეც ინსტიქტურად ამიჩქარდა გული და უკან დავიხიე, - ხოდა გალიაა თუ ჩემი ყ*ე დანა უნდა მომცეს, სად ინახავენ თუ სად აქვთ - ბევრი მოგინდა! არ აქვს არანაირი უფლება , მას აცადე, ვუთხარი და ვეცადე მყარად დავმდგარიყავი რადგან მისი ცივი მზერა საფლავს მითხრიდა, მისგან წამოსული სურნელი კი ფილტვებს ერთმანეთში ხლართავდა, - მოდი ეს ლამაზი ტ*აკი დააყენე, და რაც გკითხე იმაზე გამეცი პასუხი! თქვა და ამათვალიერა რაზეც უხერხულად შევიშმუშნე, - ან თავად გავიგებ! თქვა და ისევ ამათვალიერა, - ადვოკატო! თქვა ჩემსკენ გადმოწეულმა და გვერდი ამიარა, მისი ხმა გონებაში ექოდ გაისმა და ჩავლისგან წამოსულმა ნიავმა უცნაურ გრძნობებში გამხვია, დღე ისე უცებ გავიდა ვერც კი მივხვდი, დაღლილი მოვდიოდით სახლში მე და გალილეო და გზაში ნაყინით ვიგრილებდით თავს, - დღეს ერთი ბიჭი უნდა მოსულიყო შენთან.... დავიწყე გაუბედავად, - ვიზე ამბობ? - მწვანე მუქი თვალები რომ აქვს მუდამ რომ ჩხუბობს, ავუხწერე და მანაც გაიცინა, - მოგწონს ხო, დააყოლა სიცილს და მეც ხმა წამით გამიწყდა, - ეგ რა შუაში უბრალოდ დღეს დანა უნდოდა და ამიტომ ვიკითხე, - ხო იყო მოსული ლამის ზედ დაგვაყარა ყველაფერი უფროსი ლამის ფანჯრიდან ისროლა, თავისას მაინც მიაღწია - რა?! გაატანეთ? გაგიჟდი?! წამოვიყვირე ქუჩაში, - არა არა დაწყნარდი უბრალოდ ნახა ფოტო გადაიღო და წავიდა, მემგონი მაფიოზია, გაიცინა ბოლოს და მეც უკვე დაწყნარებულმა გავხედე გზას,.... თუმცა რაღაც არ მასვენებდა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც უნდა გამომრჩენოდა მახსოვდა დრო თუმცა ვერ ვხვდებოდი რის დრო, - რა სახე გაქვს გამომხედა გალილეომ და ახლაღა მივხვდი კოპებშეკრული რომ მივდიოდი - არა უბრალოდ " უსასრულობა" ზე ვფიქრობდი, რამდენ რამეს აკეთებს აზრზე ხარ? თვითმკვლელობას რომ ატენიდნენ ლამის ნერვები დამაწყდა ის ორი პოლიციელი , უბრალოდ მაგარი საცემია, საიდან გამახსენდა უსასრულობა არ ვიცი მაგრამ აშკარად ძალიან მოქმედებდა ჩემზე, - რატომ ფიქრობ იმათზეე, უგუნურები იყვნენ ზარმაცები რომელსაც ეზარებათ ყველაფერი, ხელის ჩაქნევით თქვა თუმცა ჩემი ფიქრები უკან არ ბრუნდებოდა, - გონებას ნუ იღლი, მისი თქმა და ჩემი წამონთება ერთი იყო, - ის ორიიი ახლა, ჯანდაბა! საათი ნახე, სწრაფად ვუთხარი და მანაც დაბნეულმა მითხრა თერთმეტს აკლია თხუთმეტიო მეც სწრაფადდ ავიქნიე ხელი ტაქსის გასაჩერებლად თუმცა გზის მეორე მხრიდან მომავალმა აჩიმ გააჩერა და თან დამისიგნალა, მეც ძლივ ძლივობით სწრაფად გადავჭერი გზა , - სად გარბიხარ? - აჩი ის პოლიციელები ზაზას მითითებებს ასრულებდნენ ამიტომ მალავდნენ წინა მკვლელობების დანას, - კაი დაჯექი და წავიდეთ, მითხრა და მეც მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი გალილეო რომ გამახსენდა - სახლში ხომ წახვალ გზა ხომ გახსოვს, მივყვირე და მანაც ხელები რომ გაშალა გაკვირვების მიზნით ყურადღება აღარ მიმიქცევია და მანქანაში მოვთავსდი,...... დაცარიელებულ შენობაში გასახდელში ანათებდა შუქი და მისახვედრი იყო რომ ვიღაც სახურავზე იყო,.... - ორივემ გავიყოთ და მორჩა, ძირს მუხლებით დაყრდნობილები ფულს ითვლიდნენ - რამდენია? სწრაფად ყოფდნენ ფულს, მათი პოვნით ბედნიერმა ხელში მოთავსებული ფული ავაცალე - რას აკეთებ! წამოხტა ერთი და ჩემსკენ წამოიწია, აჩიმ ხელი დაუქნია და გაეკრიჭა, - ამ ბინძური ფულის სუნიი სად მოდიოდა იცით?! ვუთხარი და ფული აჩის მივეცი, - თქვენ საქმეს მიხედეთ! და მოშორდით აქედან, ახლა აჩისკენ წავიდა მეორე და ფულით სავსე ხელისკენ ხელი წაიღო თუმცა აჩიმ მეორე მხარეს გაწია, ახლა იმ ადგილს წვდა თუმცა აჩიმ ისევ გამოაძვრინა ხელი, - მომეცი მეთქი, თქვა და ხელს უნდა დაწვდენოდა, აჩიმ ფული მოისროლა და ჰაერში გაფანტა, - ოხ შენი! თქვა და გაფანტული ფულის გროვება დაიწყო, - არ მეგონა ზაზა თუ ასეთი სანდო პარტნიორი აღმოჩნდებოდა, საქმეს როგორც კი მორჩით გადაგიხადეს, წყნარი ტონით თქვა აჩიმ, და პატარა ჩანთა ძირიდან აიღო სადაც კიდევ ბევრი ფული იყო, ერთ-ერთი ისევ წამოდგა - ბევრია? კითხა აჩიმ ამოხედვით, ისიც ჩანთისკენ გაექანა თუმცა აჩი გაიწია მისთვის არ მიუცია , და ჩანთაში ქექვა დაიწყო ვითომ ფულს ითვლიდა, - შენიი!.... დაუმთავრებელი სიტყვები წარმოთქვა კაცმა და აჩის ხელი მოუქნია, აჩიც გადაიწია და მოხერხებულად აიცილა მოქნეული მუშტი, - დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ? კითხა ისევ წყნარი ხმით, და ჩანთა გადმომიგდო, - შე ნაბი*ვარო! გამოცრა კაცმა და მუშტი გაუქანა თუმცა ამჯერად აჩის აღარ აუცილებია, მუშტი დაუკავა, მეორე ხელი მოუქანა და ამოტრიალების მერე, მკლავი ლამის მოტეხა, კაცის ღრიალი გამაყრუებლად ისმოდა მეორე რათქმაუნდა დასახმარებლად გამოიქცა თუმცა ჯობდა არ მოსულიყო აჩი თითქმის ადგილიდან არ ინძრეოდა, წყნარად და მშვიდი სახით უსწორდებოდა 'პოლიციელებს' დაჭერილი ყავდა ცალი ხელით ცალი ხელით კი მუშტს სახეში თავაზობდა, ბოლო დარტყმის მერე გადააგდო და ხელები გაიბერტყა, ზურგში მცირედ ჩაარტყა ქვა და უკვე მითიშულებს გადახედა, შემდეგ კი მე გამომხედა, - გაღიარებ, ღიმილით მითხრა, და ახლოს მოსულმა ლოყაზე ნაზად მიჩქმიტა,..... მშენებარე კორპუსის 18 ღია სართულზე ვიყავით წინ კი ორ ერთმანეთზე მიბმულ ბორბლებიან სკამზე ერთმანეთზე ზურგით მიკოჭილი, პოლიციელები დასისხლიანებული სახით ჯერ ისევ მითიშულები ისხდნენ, - რამდენი ხანიი გააბეს ძილი ნახე რაა!! უკვე ბუზღუნებდა აჩი და ერთი შემორტყმით ორივე წამოაფხიზლა, სიბნელეში ირგვლივ თვალის ცეცება დაიწყეს ' ჰა რა არი სად ვართ რა ხდება' ' ფუ შენი დაბმული ვარ' დაბმულები ვართ' ახლა რა ვქნა' - რა უმსგავსობააა, 'ახლა რა ვქნა' 'დაბმული ვარ' ამასთან როგორ პარტნიორობდი საკუთარი თავის გარდა ყველა ყ*ეზე კიდია! თავის გაქნევით თქვა აჩიმ და ტელეფონს უპასუხა, - ხო? -........ - არა მშენებარე კორპუსში ვარ' - ...... - მისმინე ღრიალი არ დაიწყო ანი ვნახე სადღაც მიდიოდა კაროჩეე, ნაცნობი ხალხი გამოიჭირა, თქვა აჩიმ და დუმილის შემდეგ გათიშა, 10 წუთი ვდუმდით ხმას არავინ იღებდა მაგრამ მალევე დუმილი დაარღვიეს, - პოლიციელები ვართ დაგავიწყდა! - მართლა? და პოლიციის სიტყვებს ვასრულებ, შემიძლია ის გავაკეთო რაც მინდა, ვთქვი მათკენ ნელი ნაბიჯებით წავედი და მათთან მისულმა სკამები დავატრიალე, - გააჩერეე! აყვირდნენ და მეც უარესად ვატრიალებდი, უკვე ისეთი ხმები ისმოდა რომ გული უნდა არეოდათ ამიტომ სწრაფად გამოვეცალე და ტრიალ ტრიალში სკამი გადასავარდნისკენ მიიწევდა, - არა არა გააჩერე გააჩერე! აყვირდნენ და სკამიც უკვე შენელდა, - ისე ასე ცეკვა ცეკვაში კარგ ჩიტს დაიჭერთ გავუღიმე ორივეს და გადასავარდნისკენ წავედი ჩახედვით არაფერი ჩანდა ამიტომ იქითა ნაპირიდან მოზრდილი ქვა ავიღე, - დაახლოებით, ორი სამი ბიძგის მერე, გავიმეორე, და მცირე სიარულის ხმები რომ ისმოდა მივხვდი რომ ალექსანდრე მოვიდა ამას სანთებელის თავის გახსნა დახურვის ხმები ექოდ ისმოდა და დაძაბულ ხმას ქმნიდა, თუმცა ვეცადე ყურადღება არ გამფანტვოდა, და ქვა ძირს ჩავაგდე, რამდენიმე წამი ველოდე და დავარდნის ხმა რომ გავიგე თან შევიფერე, - უფ დიდხანს მიფრინავდა, ხო? ბოლოს მათ გავხედე და ალექსანდრეც გამოჩნდა, - რა ჯანდაბა გინდა! - თქვენთან პატარა თხოვნა მაქვს, ისევ კრეჭვით წავედი მათკენ, თუმცა საუბრის დაწყების მერე სრულიად დავსერიოზულდი - მკველობების საქმის მასალები, საწყობები ასევე ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის და გაკვეთის დასკვნები! ერთი სიტყვით ყველაფერი! ვთქვი და თვალი მოსულ ალექსანდრესკენ გამექცა რომელიც მოაჯირს მიეყრდნო ერთი ფეხი მეორეს წინ დადო და ასანთის რკინის თავსახურს ისევ წყნარად აწვალებდა, - თვითმკვლელობაზე დავწერეთ შესაბამისი მოხსნებები, - რა ადვილად აყალბებთ საქმეს თქვენით გაოცებული ვარ, ვთქვი ისევ და გულში მათი გაგლეჯვა მინდოდა, - თუ არ გაქვთ მოიპოვეთ, წყნარად ამოიღო ხმა ალექსანდრემ და სანთებელას დახედა, - ვერ ვიზამთ გამოძიებას კაპიტნის გარეშე ვერ დავიწყებთ, აღელვებული ხმით ყვიროდა, და კისერ მოტრიალებული ძლივს ხედავდა ალექსანდრეს, - ვააა, წყნარად გაწელა სიტყვა და წამოწეულმა სკამს ძლიერად დაარტყა ფეხი, სკამიც გორაობით წავიდა გადასავარდნისკენ - არა გეხვეწები გამოვიძიებთ! მართლა, - დიახ დიახ! დაუდასტურა მეორემ, - კაროჩე საქმის ყველა მასალა მომიტანეთ და სამსახურიდან გაა*ვით ისევ წყნარად თქვა, და მათ მიუახლოვდა - მშიერები ხო არ დავრჩებით! - ერთი ბიძგი დარჩა, თქვა ისევ - საქმის მასალებს, დილის შვიდ საათამდე მოგვაწვდით, ზედმეტი თუ მოგივათ თქვენით კორუქციასთან ბრძოლის დეპარტამნეტი დაინტერესდება, ჩავერიე მე და გაწეული ალექსანდრეს ადგილი დავიკავე, - ხო მაგრამ, თქვა და მეც სკამს ფეხი დავარტყი, თუმცა ჩემმა ძალამ მთლად ვერ გადააგდო მაგრამ ერთ ბიძგში ნამდვილად ფრენას დაიწყებდნენ - არა არა წამოვალთ! გპირდებით! აწიოკდნენ ისევ - ჩვენი ფული? წამოიწია მეორე უცოდველი ხმით, - ოოოო, თქვენი შემოწირული თანხა კარგ საქმეს მოხმარდება, წამოიწია ღიმილით აჩი, - შემოწირული? რა? ბურდღუნებდნენ მე კი სიცილს ძლივს ვიკავებდი სიტყვა შემოწირულზე და აჩის ღიმილით გავხედე,..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.