შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა შენამდე [თავი მე-3]


22-04-2022, 17:19
ავტორი L.G-25
ნანახია 1 207

არალეგალების აფეთქების საქმეზე ახალს ვერაფერს იგებდნენ, ასევე იყო სხვა საქმეებიც, ყველა მკვლელობა ან ნარკოტიკული საქმე ბოლოს გაუხსნელი რჩებოდა და სარდაფში ღრმად ინახებოდა. სანდროს აღიზიანებდა ის ფაქტი რომ მისმა მოსვლამ მაინც ვერაფერი შეცვალა,გაუხსნელი საქმეების გორა უფრო და უფრო იზრდებოდა, ამ ყველაფრის გამოსასწორებლად სანდრომ გადაწყვიტა ამჯერად არაკანონიერად ემოქმედა და ცოტნეზე მტკიცებულებები არალეგალურად მოეპოვებინა.
სანდრო:-დათო მინდა ამ საღამოს შეგხვდე.
-დღეს ხომ კვირა არ არის?!
-ვიცი რომ არ არის, უბრალოდ რაღაც მოვიფიქრე და ამის შენთან განხილვა მინდა.
-კარგი შევეცდები გნახო.
-კარგი შეხვედრამდე, ლოკაციას მოგვიანებით მოგწერ.
-კარგი, შეხვედრამდე.
დათომ ტელეფონი გათიშა, მისაღებ ოთახში დივანზე იჯდა, თავი უკან გადაწია და ღრმად ამოისუნთქა.
ცოტნე:-რაიყო ვის სანახავად წასვლას აპირებ?
-რა?
უცბათ დათო ფეხზე წამოდგა და დამნაშავესავით თვალების ცეცება დაიწყო, თავის გასამართლებელ მიზეზებს ეძებდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა.
ცოტნე:-ასე რატმ ანერვიულდი, რამე ხდება რაც არ ვიცი?
-არა არაფერი ხდება, გეფიცებით.
-კარგი ასე ნუ იბნევი, თორემ მართლა ვიფიქრებ რომ რამე ხდება. ისე ძალიან სასაცილო ხარ როცა ნერვიულობ.
-მე უბრალოდ მეგობარს ველაპარაკებოდი.
-მაშინ რაღა განერვიულებდა, მეგობრის ყოლას ხომ არ დაგიშლიდი. ლამაზი მეგობარია?
-რა? არა ის მართლა მეგობარია.
-კარგი კარგი.
აქ ცოტნემ თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა.
ცოტნე:-რადგან მოყოლა არ გინდა მაშ ეგრე იყოს. ახლა ჩემ რესტორანში წავიდეთ რაღაც საქმე მაქვს.
-კარგით.
ცოტნე რესტორნის ერთ-ერთ მაგიდაზე ფანჯარასთან ახლოს დაჯდა და საბუთების გდამოწმებას შეუდგა. უეცრად რესტორანში სანდრო შემოვარდა, განრისხებული იყო, დათოს გაუკვირდა დილით ტელეფონზე საუბრისას მშვიდად იყო და ასე უცბად რამ გააბრაზა. სანდრო ცოტნეს მივარდა და ყვირილი დაუწყო.
-მაინც დაგიჭერ, ვიცი რომ შენ ხარ დაამნაშავე და ამას დავამტკიცებ. ისე არ მოვკვდები რომ შენი სახე ციხის გისოსებში არ ვნახო.
დათო სანდროს მკლავში წვდა და გააჩერა.
დათო:-ბოდიშით ბატონო, მაგრამ გასვლა უნდა გთხოვოთ, გთხოვთ დატოვეთ რესტორნის ტერიტორია და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
-ხელი გამიშვი. ეს არ შეგრჩება .
ცოტნე:-დათო ხელი გაუშვი ბატონ სანდროს, მიეცი საშუალება ამიხსნას თუ რამ შეაწუხა.
დათომ სანდროს ხელი გაუშვა, ის შედარებით მშვიდი ჩანდა, თუმცა მისი თვალები ისევ გაცეცხლებული იყო.
ცოტნე:-ამჯერად რაში მდებთ ბრალს?
-თქვენი მძღოლი ვიპოვნეთ.
-მართლა? სად იყო? დიდი ხანია რაც არ გამოჩენილა, მითხრა რომ ოჯახში ჰქონდა პრობლემები ამიტომ დროებით გავუშვი, თუმცა არ მეგონა ამდენი ხანი თუ დაჭირდებოდა.
-სად იყო და მდინარეში.
-რას გულისხმობთ?
-მისი ცხედარი მდინარის ფსკერზე იყო.
-ღმერთო ჩემო, საწყალი კაცი მას ხომ ოჯახი ყავდა. მკვლელი ვინ არის?
-ვიცი რომ შენ მოკალი და ნუ თვალთმაქცობ.
-მიუხედავად თქვენდამი დიდი პატივისცემსა ასეთ საუბარს ვერ ავიტან, მე არავინ მომიკლავს.
-ვიცი ვინც ხარ და ამას დავამტკიცებ.
თქვა სანდრომ და რესტორნიდან ისევე სწრაფად გავიდა როგორც შემოვიდა.სანამ გავიდოდა ცოტნეს მოაძახა.
-დაკითხვაზე მოგიწევს მოსვლა დღეს, ასე რომ გელოდები.
-კარგით ბატონო სანდრო მოვალ.
ცოტნე მართლა შეწუხებული ჩანდა, დათო კი გაოცებული მიშტერებოდა ამ სიტუაციას. რაღაც დრო ასე იდგნენ შემდეგ დათომ ცოტნეს შეხედა და მშვიდად კითხა.
-თქვენ რატომ გაბრალებთ მძღოლის მკვლელობას?
-არ ვიცი, მგონი მას ძალიან არ მოვწონვარ ან პოპულარბა უნდა ჩემი განადგურებით, ვინ იცის რის გამო ვძულვარ ასე ძალიან.
-მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს?!
-ალბათ აქვს კიდეც, მაგრამ მე არ ვიცი აჯობებს მას თუ კითხავ.
-მე? მას? არა მას არც კი ვიცნობ, თანაც ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმე მხოლოდ თქვენი დაცვაა.
-შენ საუკეთესო დაცვა ხარ ვინც კი მყოლია, გული დამწყდება თუ დაგკარგავ.
-მე ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ სერ.
-თუ ასეა მიხარია.
ეს თქვა ცოტნემ და ჩაიღიმა, შემდეგ ისევ მაგიდასთან დაჯდა და მუშაობა გააგრძელა. დათო ანერვიუებული იყო ჯერ კიდევ ვერ გაერკვია ვინ დასდევდა, ამასთან სანდროც უცნაურად იქცეოდა, თითქოს მათი გეგმა იშლებოდა და ყველაფერი წყობიდან გამოდიოდა.
განყოფილებაშიც ყვველაფერი ირეოდა, უამრავ მკვდარს პოულობდნენ, მაგრამ მკვლელს ვერავინ აგნებდა, ცხედრები ადრეც ბევრი იყო თუმცა, რაც სანდრო მოვიდა ცხედრებმა მოიმატეს, თითქოს ვიღაცა განგებ ცდილობდა სანდროს გაღიზიანებას, ამ გზით და ეს გამოსდიოდა კიდეც.
ცოტნე განყოფილებაში მოვიდა, შემოვიდა თუ არა ყველა გაჩუმდა და მას მიაშტერდა, ემა და ნინიც შესასველთან იდგნენ, ცოტნემ ისინი შეამჩნია და გაუღმა.
ცოტნე:-აი ისევ შევხვდით ქალბატონებო.
ემას და ნინის ხმა არ გაუღიათ, გაბრაზებულები მიშტერებოდნენ. ცოტნემ დერეფანი გაიარა და დასაკითხ ოთახში შეიყვანეს, მალე მასთან სანდრო შევიდა.
სანდრო:-რამდენი ხანია რაც თქვენ მძღოლთან არ გისაბრიათ?
-მას შემდეგ რაც დასვენების დღეები აიღო.
-რისთვის დაჭირდა დასვენების დღეების აღება?
-მითხრა რომ ოჯახში პრობლემები ჰქონდა.
-და უბრალოდ დაუჯერეთ და გაუშვით?
-კი, მე მას ვენდობოდი.
-მის მკვლელობასთან რა გაკავშირებთ?
-არაფერი.
-ვიცი რომ რაღაც გაკავშირებთ და მე ამას გავიგებ.
-თუ მეტი კითხვა აღარ გაქვთ წავალ, ჩემი საქმეებიც ბლომად მაქვს.
-ეს დაკითხვა უბრალოდ ფორმალობა იყო, მაგრამ მე შენ მაინც დაგიჭერ.
-წარმატებები.... საქმის გახსნაში.
ცოტნემ განყოფილება მალევე დატოვა, სანდრო დილით უფრო გაბრაზებული ჩანდა, ახლა თითქოს უფრო წყნარად იყო
კახა:-სანდრო წამოდი მე და შენ სასაუბრო გვაქვს.
-კარგით ბატონო კახა.
განყოფილებიდან გამოვიდნენ და ერთ ძველ ბარში წავიდნენ, სანდრო ირგვლივ იყურებოდა, ყველაფერი დანგრევის პირას იყო, თუმცა მყუდრო ადგილი ჩანდა. სანდროს ვერ გაეგო კახამ აქ რისთვის მოიყვანა, კუთხეში ერთ პაატარა მაგიდას მიუსხდნენ. კახამ ორივეს მაგივრად შეუკვეთა ლუდი.
კახა:-სანდრო ხომ იცი შვილივით გიყურებ, შენ მე ჩემს ახალგაზრდობას მახსენებ, მაშინ მეც ვცდილობდი ყველაფერი იდეალურად გამეკეთებინა, მაგრამ ცხოვრება უცნაური რამაა, რაც უფრო ძლიერად ცდილობ მით მეტად არ გამოგდის არაფერი, შენ ზედმეტად აწვები საქმეს, ზედმეტად სწრაფად გინდა ყველაფერი რომ მოხდეს, ასე არ გამოვა დროს საშვალება მიეცი გზა თვითონ გაჩვენოს. ადრე ჩემი სისწრაფის გამო ბევრი გავაფუჭე, ბევრის ცხოვრება დავანგრიე, ნუ დამემსგავსები მე მომთმენი იყავი.
-გასაგებია.
-მხოლოდ გაგება საკმარისი არ არის, დამპირდი რომ არ იჩქარებ და მარტო არ გააგრძელებ ბრძოლას, ნუ ცდილობ გამოეყო ჯგუფს, პირიქით გახდი ჯგუფის მნშვნელოვანი ნაწილი, რადგან როცა გაიმარჯვებ მარტო აღნიშვნა მოსაწყენია.
-გპირდებით.
-კარგია, ახლა კი დავლიოთ.
კახა და სანდრო იქ ცოტახანს კიდევ დარჩნენ. განყოფილებაში დაბრუნებისას სანდროს მთელი ჯგუფი შესასვლელში დახვდა, ერთად იცინოდნენ, მათთან სანდროც მივიდა, უსმენდა და ეღიმებოდა, უკვირდა ამდენი არეულობის შემდეგ სიცილი კიდევ როგორ შეეძლოთ.
მოულოდნელად განყოფილების კარი გაიღო და შუახნის მაღალი კაცი შემოვიდა, საკმაოდ ძლიერი ჩანდა თავის ასაკთან შედარებით. უველა მოტრიალდა და უცნობს უყურებდა, ვერ გაეგოთ რა უნდოდა ან ვინ იყო, ერთადერთი ვისაც არ გაკვირვებია ემა იყო, მისი თვალები ბრაზით აივსო, კაცს მიშტერებოდა, თითქოს ელოდა რამეს როდის იტყოდა, რომ მაშინვე მივარდნოდა და დაერტყა. კაცმაც ემას შეხედა და მისკენ წავიდა, თუმცა ემამ უკან დაიხია. ახლა ყველას ყურადღება ემასკენ გადაერთო, დიდი გაუგებრობა ტრიალებდა მათ გონებაში.უცნობმა კაცმა გაიღიმა და ემას თბილი ხმით უთხრა.
-როგორ ხარ ჩემო კარგო?
ემა:-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
ემას ემოციების კონტროლი უჭირდა, მთელი ზიზღი სახეზე და ხმაზეც ეტყობოდა.
-მე აქ შენ სანახავად მოვედი, მომენატრე.
ემას ამის გაგონებაზე ირონიულად ჩაეცინა და უფრო მეტად გაბრაზდა.
-მოგენატრე?! რას ბოდავ შენ მე სახლიდან გამაგდე და ახლა მოდიხარ იმისთვის რომ კარგი მამის როლი ითამაშო.
-შვილო მე მართლა ვწუხვარ რაც იმ ღამით მოხდა.
-შენ სულ გაგიჟებულხარ, ამდენი წლის მერე მხოლოდ ახლა გაანალიზე შენი შცდომები.
-მინდა რომ თავიდან დავიწყოთ.
-არაფერსაც არ დავიწყებთ თავიდან. გახსოვს ის ღამე, როდესაც სახლიდან გამაგდე, მე მაშინ მხოლოდ 12 წლის ვიყავი, გარეთ ზამთარი იყო ციოდა, შენ კი შენი 12 წლის შვილი ღამით სიბნელეში ფეხსაცმლის გარეშ ზაფხულოს თხელი კაბით გააგდე და ეს რისთვის გააკეთე, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი გამომუშავებული ფულით სასმელი არ გიყიდე. შენ მე მხოლოდ 12-ს ვიყავი,შენ კი ჩემი თავი ბნელ ქუჩებს მიუგდე საჭმელად, შეშინებული მარტო დავდიოდი. მას მერე ამდენი წელი გავიდა და ახლა ნანობ ამას.შენ მე მიმაგდე, მაგრამ ახლა შემომხედე, მე ის სუსტი ბავშვი აღარ ვარ, შენ მე ვეღარ შემეხები.
-ჩემო პატარა დამშვიდდი მე აქ მხოლოდ შენთან შესარიგებლად მოვედი.
-არ მჭირდება შენი მონანიება, აქედან გაეთრიე.
ემამ მამამისისკენ გაიწია დარტყმას აპირებდა, მაგრამ სანდრომ ხელი მოკიდა და გააჩერა. ემა განრისხებული იყო, ის კაცი კი უჩვეულოდ წყნარად იდგა.
-ემა ჩემო კარგო მე მინდა რომ კარგი მამა გავხდე, მაშინ ამისთვის მზა არ ვიყავი ახლა კი ყველაფერი შეგვიძლია შევცვალოთ, მე ავად ვარ მკურნალობისთვის ფული არ მაქვს, მაგრამ მე და შენ ერთად ვიშოვით ფულს და შემდეგ შვძლებთ სამუდამოდ ბედნიერად ვიცხოვროთ.
-ჰაჰ, ღმერთო ჩემო რა ხარ, აქ მხოლოდ ფულისთვის მოხვედი შენ არაკაცო, ჩემი ცხოვრებიდან გაქრი და აღარასდროს დაბრუნდე.
ემამ კაცს მკლავში ხელი მოკიდა და გარეთ გააგდო.
ემა:-ადრე შენ მომიხურე კარი ახლა კი ჩემი ჯერია.
-ჩემო პატარა ამას ნუ გამიკეთებ.
ემას აღარაფერი უთქვამს. ყველა მას უყურებდა ელოდნენ, რომ რამეს იტყოდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია ბრბო გაარღვია და განყოფილების უკანა გასასვლელისკენ წავიდა, არავინ განძრეულა მხოლოდ სანდრო გაჰყვა უკან ემას.ემა განყოფილების უკან კედელთან ჩაიცუცა და თავი მუხლებში ჩარგო, სანდრო ფრთხილად მიუახლოვდა და გვერდით მიწაზე ჩამოუჯდა. ცოტა ხანს ორივე ჩუმად იყო, შემდეგ სანდრომ ემას შეხედა და საუბარი დაიწყო.
სანდრო:-მამაჩემი ომის ვეტერანი იყო, სულ სვავდა ფხიზელი არც მახსოვს, ხანდახან გაგიჟდებოდა ხოლმე და დედაჩემს ურტყავდა, როცა ეს ხდებოდა მე და ჩემი პატარა ძმა ტანსაცმლის კარადაში ვიმალებოდით, ყველაფერი რომ დასრულდებოდა დედა მოდიოდა ხოლმე და გავყავდით, ერთ დღეს როცა კარადაში ვიმალებოდით დედა აღარ მოვიდა ჩვენს გამოსაყვანად, შემდეგ გავიგე რომ გაიქცა, ვერ გაუძლო ამდენ ტკივლის, მას არ ვადანაშაულებ მიხარია რომ თავს უშველა.
-შენ ძმა გყავს? ახლა სად არის?
-არ ვიცი.
-ეგ როგორ?
-როცა დედა წავიდა საცემი აღარავინ დარჩა და ჯავრის ჩვენზე გადმონთხევა დაიწყო, ყოველთვის მე მცემდა ვცდილობდი ჩემ ძმას არ მიკარებოდა, ერთ დღეს სახლში რომ დავბრუნდი ის ნაცემი დამხვდა, მამასთან საჩხუბრად შესულმა დედა დავინახე, ის და მამა რაღაცაზე ჩხუბობდნენ, შემდეგ ოთახიდან გამოვიდნენ დედამ ჩემ ძმას ხელი მოკიდა და წაიყვანა, მას შემდეგ არცერთი მინახავს. როგორც შემდეგ გავიგე შვილების წაყვანა უნდოდა, მაგრამ მამამ ორივეს წაყვანის უფლება არ მისცა და დედამაც ჩემი ძმა აარჩია წასაყვანად.ცემა არც მას შემდეგ შემწყდარა პირიქით უფრო გაძლიერდა, ღამეებს იმაზე ფიქრში ვატარებდი თუ რატომ აარჩია დედამ ის და რატომ დამტოვა მე, პასუხი ვერ ვიპოვნე, თუმცა ახლა მიხარია რომ ის წაიყვანა, რადგან ჩვენ ორს შორის ის იმსახურებდა ბედნიერებას.არავინ იმსაურებს ისეთ მამებს როგორებიც ჩენები არიან.
-ერთხელ მამაჩემს ჩემი გაყიდვა უნდოდა ვიღაც მოძალადეზე.
-მამაჩემს კი ჩემი დაწვა უნდოდა, რადგან ლუდი დავუქციე.
-ორივეს არ გაგვიმართლა.
-არა ემა ჩვენ ორივეს გაგვიმართლა, რადგან ასეთი მშობლები რომ არ გვყოლოდა დღეს ჩენ აქ არ ვიქნებოდით, მე იმისთვის ვცოცხლობ რომ არავინ გადაიტანოს ის რაც მე გადავიტანე.
-აი მე კი არ ვიცი რისთვის ვცოცხლობ.
-ჰოდა სასწრაფოდ ძებნა დაიწყე.
-მოვძებნი..... სანდრო არასდროს გიფიქრია მამაშენის მოკვლაზე ან რაიმე ტკივილის მისთვის მიყენებაზე.
-კი მაგრამ იმდენ ნარკოტიკს იღებდა არამგონია მისმა სხეულმა ტკივილი კიდევ იგრძნოს.
-ჰო მგონი ჩემიც ვერ იგრძნობს.
-წამოდი საქმე გავაგრძელოთ და ცუდი ბიჭები დვიჭიროთ. როცა დღევანდელ დღეს მოვრჩებით მე და შენ დასალევად წავიდეთ.
-კარგი აზრია.
ჩაიღიმა ემამ ფეხზე წამოხტა და სანდროსთან ერთად განყოფილებაში დაბრუნდა.იმ დღემ ჩეულებრივად ჩაიარა, ცოტნეს მძღოლის საქმეზე ახალს ვერაფერს პოულობდნენ და სხვა საქმეებივით მასაც თაროზე შემოდება ელოდა. საღამოს ის და ემა ბარში დასალევად წავიდნენ.
ემა:-მეგონა სხვებიც ჩვენთან ერთად წამოვიდოდნენ.
-სხვებისთვის არ მითქვამს, აქ მამებზე საწუწუნო მარტო მე და შენ გვაქვს.
-ჰეჰეჰე ეგ მართალია, მაშ დავლიოთ.
ლუდის ბაკლები ერთმანეთს მიუჭახუნეს და სმა დაიწყეს.
ემა:-იცი ის დღე საშინელი იყო როცა მამამ გამომაგდო, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ ეგ ჩემი ნათელი ცხოვრების დასაწყისად მეჩვენება.
-მართლა ღამით გამოგაგდო?!
-ჰო
ემამ ამაზე სიცილი დაიწყო და სანდროს მიეყრდნო.
ემა:-მახსოვს იანვარი იყო გარეთ ძალიან ციოდა, მამაჩემი ტანსაცმელს არასდროს მყიდულობდა, წლების მანძილზე ნაგავში ნაპოვნი თხელი კაბა მეცვა, იმ დღესაც ეგ მეცვა, მახსოვს ზედ გვირილები ეხატა, ძალიან მომწონდა. იმ ღამეს მამაჩემი მთვრალი მოვიდა და ლუდი მომთხოვა, მაგრამ მე ჩემი ფულით ლუდის ნაცვლად საჭმელი ვიყიდე და ამაზე გაბრაზდა თმაში მწვდა და მთელი ძალით მომიქნია, კედელს მიმანარცხა, მგონი შუბლიდან სისხლიც წამომივიდა მაგრამ იმ მომენტში ეს ნაკლებად მადარდებდა, შემდეგ ქამარი მოიხსნა და ხელებში იქამდე მირტყა სანამ სისხლი არ წამომივიდა, ამ ყველაფრით რომ დაიღალა გარრეთ გამომაგდო, ფეხშიშველი ვიდექი კართან და მან კარი მომიხურა, არ ვიცოდი რა მექნა კარზე ვუკაკუნე და პატიება ვთხოვე, მაგრამ ამ ბრახუნზე უფრო გაბრაზდა და სანამ რამე უარეს მიზავდა იქიდან გავიქეცი, ბნელ ქუჩებში შეშინებული დავდიოდი, მციოდა და არ ვიცოდი რა მექნა, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა ახლა კარგად ვარ.
-ამ ყველაფრის მერე პოლიციელი გახდი ეს სასწაულია.
-ჰო სასწაულები ნამდვილად ხდება და ჩემმა სასწაულმა დროულად გამინათა გზა. ახლა ბედნიერი ვარ, მაგრამ ბედნიერება ქვიშასავითაა, ხანდახან ხელს წაავლებ მაგრამ ხელიდან გისხლტება.
-ჩვენ ორივემ შევძელით ჩვენი ბედნიერების ქვიშიშ ერთი მარცვლის დაჭერა.
-მართალია. სანდრ არასდროს გიფიქრია შენი ძმის მოძებნაზე.
-ხანდახან, მაგრამ ვფიქრობ ჯობს ყველაფერი ისე დავტოვო როგორც არის, ახლა ის სადღაც ბედნიერია და ჩემი მის ცხოვრებაში გამოჩენა არასამართლიანია.
-არასამართლიანი ისაა დედაშენმა რომ ეგრე დაგტოვა.
-ვინ იცის იქნებ მიზეზი ჰქონდა.
-არ მადარებს ბავშვის ეგრე მიტოვება არასწორია, თუ არ შეგიძლია ბავშვზე ზრუნვა მაშინ არც უნდა გააჩინო.
-ეგ მართალია.
-ჩვენი მშობლები არ იმსახურებდნენ მშობლობას.
-დედაშენი სად არის?
-არ ვიცი არასდროს მინახავ.
-ცუდია.
-არც ისე.იცი ნელ-ნელა ვაანალიზებ რომ მე და შენ ერთმანეთის კარგად გვესმის.
-მართალია, ამას ვინ იფიქრებდა რომ ჩენ ერთმანეთს გავუგებდით.
-აბა, თავიდან რომ დაგინახე ვიფიქრე ეს მდიდარი მამიკოს ბიჭი ჩვენ უფროსად ფულის გამო დანიშნეს მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა რომ შევცდი.
-ჰაჰა მდიდარი მამიკოს ბიჭი?!
-ჰო მგონი ეგ სახელი შენ ყველაზე ნაკლებად შეგეფერება.
-ეგრე რატომ იფიქრე ჩემზე?
-კარგი რა ეგრე ვინ არ იფიქრებდა, ისე ლამაზად გაცვია ისეთი ამაყი სახით დადიხარ, რომ რთულია სხვანაირად იფიქრო.
-მე კი ვფიქრობდი რომ პატარა ჭირვეული გოგონა იყავი.
-და აზრი რამ შეგაცვლევინა?
-არც არაფერმა, ისევ ასე ვფიქრობ.
-ჰეიი..
ემამ ლოყები დაბერა და განაწყენებული სახე მიიღო, ამაზე სანდროს უფრო მეტად გაეცინა, ემამ კი სანდროს ასეთი სიცილის დანახვაზე თავი ვეღარ შეიკავა და მანაც გაიცინა.
ემა:-მგონი ახლა შენი ნამდვილი სიცილი პირველად ვნახე.
-ხო სიცილი ჩემი საქმე არ არის.
ემა:-უფრო ხშირად უნდა გაიცინო გიხდება. ახლა კი ჩვენ დამეგობრებას გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს.
იქ საღამოს 9 საათამდე ისხდნენ, შემდეგ სანდრომ ემა სახლამდე მიაცილა და დათოსთან შესახვედრად წავიდა, როგორც დილით დაგეგმეს. დათო უკვე დანიშნულ ადგილზე დახვდა, სანდრო შევიდა თუ არა ეგრევე ეცა და ჩხუბი დაუწყო.
-დღეს დილით მოვარდნა რას ნიშნავდა, დაგავიწყდა რომ მისია გვაქვს შენ კი შენი იმპულსური ხასიათით ყველაფერს შლი. ან ახლა რას მომშტერებიხარ ამ საცოდავი სახით, მოიცა შენ რა დალიე?! სულ გამოშტერდი დილით ეს ამბები დაატრიალე ახლა კი სვავ და იცინი, ნერვებს საშინლად მიშლი.
დათომ სანდროსკენ გაიწია, მაგრამ სანდრომ დათოს ორივე ხელი დაუჭირა, თავისკენ მიზიდა თვალებში ჩახედა და გადაიხარხარა.
სანდრო:-დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.
დათოს ხელები გაუშვა და საწოლზე დაწვა, დათო გაოცებული მიშტერებოდა სანდროს, ცოტა აკლდა რომ მისთვის რამე ესროლა.
დათო:-შენი არ მესმის.
-არაუშავს სამაგიეროდ ემას ესმის.
-იმ პატარა გოგოს.
-ხო მაგას.
-რას ყ*ეობ, პატარა ლაწირაკივით რას დაგორაობ ამ ლოგინზე ან რას ბოდავ.
-მე და ემა დავმეგობრდით, აღმოჩნდა რომ ბევრი საერთო გვაქვს.
-მაინც რა?
-ჩვენ ორივეს ნაგავი მშობლები გვყავს, ამაზე ბევრი ვისაუბრთ ერთად დავლიეთ, ჩვენ ახლა მეგობრები ვართ.
-აჰა ანუ ახლა ის გახდა შენი მეგობარი.
-ჰო.
-ჰოს განახებ მე შენ .
-ახლა რა გაბრაზებს?
-მე ვინ ვარ, მე ვარ შენი მეგობარი.
-კარგი რა შენთვითონ არ მითხარი ახალი მეგობრები გაიჩინეო.
-მართალია მე გითხარი, მაგრამ ეს ფაქტი მაინც მაღიზიანებს.
-ნუ ღელავ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ... ახლა დამშვიდდი?
-კი ცოტათი. ახლა კი ის ამიხსენი რაც დღეს გააკეთე!
-რა გავაკეთე?
-შენ ცოტნეს მოუვარდი და გიჟივით უყვირე და ახლა მეკითხები თუ რა გააკეთე?!
-აა ეგ, მე უბრალოდ ძალიან გავღიზიანდი.
-იცოდე შენი გაღიზიანებები გეგმას ჩაშლის, თუ ისე მოხდება რამე მსგავსი იცოდე წამლების სმას ისევ დაგაწყებინებ.
-წამლები არ მინდა.
-ვიცი მაგრამ ადრე გიშველა და თუ შენს ნერვებს კიდევ დაე*ძრევა წამლებს დალევ.
-არის სერ.
-ნუ ლაზღანდარაობ, დალია ბიჭმა და კარგ ხასიათზეა.
-დაწყნარდი, შემდეგში მე და შენ დავლიოთ.
-შენნაირ ფსიქოპატთან?! არა მადლობა.
-ნუ ხარ უხეში.
-მორჩი ყ*ე ბაზარს და მითხარი რისთვის დამიბარე ასე მოულოდნელად.
-მე ახალი გეგმა მქონდა და მინდოდა ამაზე შენთან მესაუბრა.
-რა გეგმა?! მითხარი.
-ვიფიქრე რადგან პატიოსნური თამაშით ვერ ვიგებთ იქნებ არასამართლიანად გვეთამაშა.
-როგორ?
-სანდროს ოფისის გტეხვას ვგეგმავდი, იქნებ იქ რამე ვნახოთ რაც გამოგვადგება. ვიცი ახლა იტყვი რომ იდიოტი ვარ და ასე არ შეიძლება...
-არა ეს ძალიან ცუდი გეგმაც არ არის, მაგრამ არ მგონია რომ ოფისში რამე ჰქონდეს, ვფიქრობ სახლში თავის ოთახში უფრო დამალავს რამეს.
-შენ რა ახლა დამეთანხმე.
-ჰო რა გიკვირს.
-უბრალოდ შენ ჩემი იდეები არასდროს მოგწონდა.
-ყველას ტვინი ვითარდება, ალბათ შენიც განვითარდა.
-იცი რომ განყოფილებაში ყველა ისე მხედავს, როგორც განათლებულ და ჭკვიან ახალგაზრდას.
-ჰო იმიტომ რომ არ გიცნობენ.
-მგონი ცოტნესთან ცხოვრებამ გაგაფუჭა სულ მწარე რაღაცებს მეუბნები.
-სანამ მწარე წიხლი მოგხვდა სისუელეებს მორჩი... ღმერთო ჩემო იმედი მაქვს მეტჯერ აღარ დალევ, მთვრალი შენ საშინელება ხარ.
-მე და ემა კარგად გავერთეთ, ამიტომ კიდევ ბევრჯერ დავლევ.
-მაგ გოგომ სულ გაგაფუჭა, ანდა სულ მასზე რატომ საუბრობ შენ რა მოგწონს?!
-არა ჩვენ მეგობრები ვართ.
-კარგი როგორც იტყვი. რაზე ისაუბრეთ?
-ძირითადად მშობლებზე.
-ანუ მასაც ცუდი მშობლები ჰყავს?
-ჰო ასეა.
-და მისი მშობლები შეამოწმე ვინ არიან.
-არა მაგრამ მამამისი განყოფილებაში მოვიდა, ძალიან საზიზღარი ვინმე ჩანდა.
-ისინი უნდა შეამოწმო.
-რატომ?
-სანდრო ნუთუ არ გესმის, მისნაირი მშობლების ყოლა იმას ნიშნავს რომ შესაძლოა მის მშობლებს ცუდი კონტაქტებიც ჰქონდეთ, იქნებ ცოტნესთანაც მოხდა რამენაირი გადაკვეთა, იქნებ რამე ინფორმაციას ფლობდნენ.
-არვიცი არვიცი, მაგრამ რადგან ასე ითხოვ შევამოწმებ.
-შეამოწმე და გამაგებინე.
-ცოტნესთან რა ხდრბა, რამე უცნაური არაფერი უქნია?
-არა დღეს მთელი დღეა მშვიდადაა, ზედმეტად მშვიდადაც კი.
-იმ ყველაფრის შემდეგ რაც დილით გავაკეთე მშვიდად როგორაა?
-არვიცი, მაგრამ ის ვიცი რომ სიმშვიდის გამო ვერ დავაკავებთ, ამიტომ ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გუშინ მის კაბინეტში შესვლა ვცადე მაგრამ არ გამომივიდა, ხოდა როცა წასულები ვიქნებით ამას თქვენ უკეთ გააკეთებთ.
-მართალია, ჯგუფთან ერთად დავგეგმავ ყველაფერს და შენც გაგაგებინებ.
-კარგი... სანდრო თავს მიხედე დღევანდელი მოვარდნის შემდეგ შეიძლება ცოტნე გადაგემტეროს.
-ჩემზე ნუ ღელავ შენ თავზე იდარდე მის სახლში გძინავს.
-ის მე არაფერს დამიშავებს.
-რა დარწმუნებული ხარ...
სანდროს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ტელეფონის ხმა გაისმა, სანდროს ტომი ურეკავდა, უცბად აღელდა ასე გვიან ვერ ხვდებოდა რატომ ურეკავდა, სწრაფად უპასუხა.
-გისმენ ტომ, რამე მოხდა.
ტომი ღრმად სუნთქვდა, ნერვიული ხმით ძლივს ამოღერღა სიტყვები.
-სერ ბატონი კააახაა.
-რა დაემართა კახას?
-ის.. ის საავადმყოფოშია.
-რა დაემართა, მანდ რა უნდა?
-მე... მე.... არ... არ ვიცი.
-რას ქვია არ იცი რა დაემართა.
-ის დოზის გადაჭარბებით იპოვნეს თავის მანქნაში და სასწრაფოს დაურეკეს.
-სავაადმყოფოს ლოკაცია გამომიგზავნე მალე მოვალ.
-კარგით....
-და ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება, მალე მოვალ.
-კარგით გელოდებით.
სანდრომ გათიშა და მაშინვე წამოდგა, წასასვლელად მოემზადა, დათო გაშტერებული მიჩერებოდა.
-სანნდრო რამე მოხდა?
-კახა, ჩვენი განყოფილების უფროსი სავაადმყოფოშია უნდა წავიდე. მოგვიანებით ყველაფერს გაგაგებინებ.
-კარგი წადი იჩქარე.
-შეხვედრამდე.
-ნახვამდის.
სანდრო სწრაფად გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა, დათო კი საწოლზე წამოწვა და გადაწყვიტა ცოტახანს იქ დარჩენილიყო.
სანდრო მალე მივიდა საავდმყოფოში, ტომი შესასვლელში დახვდა, როგორც კი სანდრო დაინახა მაშინვე მისკენ წავიდა, სახეზე ეტყობოდა რომ ძალიან ღელავდა.
სანდრო:- ნუღელავ ტომ ყველაფერს მოვაგვარებ, წამოდი ექიმს დაველაპარაკოთ.
ორივ ექიმთან მივიდა, კახას ამბის გასარკვევად.
ექიმი:-ბატონი კახა დოზის გადაჭარბებით შემოიყვანეს, ზუსტად ვერ გეტყვით გადარჩება თუ არა, ბოლო 24 საათი კრიტიკული იქნება, თუ მისი სხეული გაუძლებს გადარჩება, თუმცა რომც გადარჩეს ამხელა დოზა მაინც დაუტოვებს კვალს.
ტომ:-ბატონო სანდრო აუხსენით, რომ ეს სისულელეა, ჩვენ ხომ ვიცით რომ ბატონი კახა ნარკოტიკს არ იღებდა.
-დაწყნარდი ტომ, კახა როცა გაიღვიძებს ყველაფერს გავარკვევთ.
-თქვენ ხომ არ გჯერათ ამის?!
-რა თქმა უნდა, არ მჯერა ვიცი რომ ნარკოტიკს არ მიიღებდა.
ექიმი:-როოგორც კი სიახლე იქნება შეგატყობინებთ და იქნებ ოჯახს დაუკავშირდეთ, მათი ხელმოწერა დაგვჭირდება.
სანდრო:-კარგით შევატყობინებ.
ექიმი წავიდა, ტომი და სანდრო მოსაცდელში დარჩნენ, სანდრომ მაშინვე ტელეფონი ამოიღო და კახას ცოლს დაურეკა. ამ ამბით ყველა გაოცებული იყო, არავის ჯეროდა რომ კახამ ნარკოტიკი მიიღო, ის მიეღო რის განადგურებასაც ცდილობდა?! ეს ხომ სისულელეა.
დათო სანდროს ზარს ელოდა, თუმცა რომ აღარ დარეკა წასვლა დააპირა, მანქანა შორს ყავდა დაყენებული, ამიტომ ფეხიით მიდიოდა ბნელ ქუჩებში, ქალაქის ამ ნაწილში განათება იშვიათადაა, სიარულისას ისევ იგრძნო რომ ვიღაც მოყვებოდა. უკვე კვირეებია რაც რძნობდა რომ ვიღაც დაყვებოდა.ქარმა დაუბერა, გარემო ამ ყველაფერს უფრო საშისს ხდიდა და დათოც შიშმა აიტანა, გაჩერდა და უკან მოიხედა.
დათო:-არის აქ ვინმე? ვიცი რომ აქ ხარ გამოდი!
ხმა არავინ გასცა, ისე ბნელოდა რომ რთული გასარჩევი იყო ვინმე იყო თუ არა მის უკან. დათოს არ უნდოდა სანდრო ამ ამბით შეეწუხებინა, მაგრამ ახლა იმდენად შეეშინა რომ გადაწყვიტა სანდროსთვის დაერეკა.
ავტო მოპასუხე:- მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან, გთხოვთ დატოვოთ შეტყობინება ხმოვანი სიგნალის შემდეგ.
-ჰეი სანდრო დათო ვარ, ვიცი ახლა დაკავებული ხარ, მაგრამ ვფიქრობ რაღაც ცუდი ხდება, გთხოვ მალე დამირეკე მე მეშინია და ახლა ძალიან მჭირდები.
დათომ ყურმილი დაკიდა და შეშინებულმა მიმოიხედა, შემდეგ კი კანკალით ერთი ნაბიჯი წინ გადადგა, უცბად კი ყინულივით ცივი ხმა მოესმა ზურგიდან.
-არადა მომწნდი, რას ვიზავთ.
დათო:-შენ?!
სანდრომ მთელი ღამე სავაადმყოფოში გაატარა, თუმცა კახას ჯანმრთელობა არ გამოკეთებულა, მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ელოდა როდის გაიღვიძებდა კახა. დილით ემა მოვიდა.
ემა:-სანდრო სახლში წადი კახასთან მე დავრჩები.
-არა იყოს მინდა რომ დავრჩე.
-ახლავე ადექი და წადი ნუ მეწინააღმდეგები, ყარხარ დაიბანე და დაიძინე.
-კარგი კარგი წავალ.
სანდრო სახლში წავიდა იბანავა და ლოგინზე წამოწვა, ტელეფონი შეამოწმა, დათოს შეტყობინების მოსმენისთანავე მასთან დარეკვა სცადა, თუმცა არავინ პასუხობდა, ამან უფრო აანერვიულა მაშინვე ფეხზე წამოდგა და ცოტნესთან წასვლას აპირებდა. აზრი არ ჰქონა გეგმა ჩაიშლებოდა თუ არა, ახლა მისთვის მთავარი დათოს პოვნა იყო. ცოტნეს სახლს რომ მიუახლოვდა ტელეფონზე რეკვის ხმა გაიგონა.
-გისმენ, დათო შენ ხარ.
-არა ტომი ვარ ბატონო სანდრო.
-გისმენ ტომ რა მოხდა?
-დღეს გარე უბანში ვიღავ იპოვნეს მკვდარი, საბუთები არ აქვს, ამბობენ წერილი უჭირავს ხელში და ზედ თვენი სახელი აწერია, მთხოვეს გადმომეცა რომ სასწრაფოდ მიხვიდეთ.
-გარდაცვლილი კაცია?
-კი.
-ახლავე მივდივარ.
სანდრომ მანქნა მოატრიალა და სასწრაფოდ გარეუბანში წავიდა.
სანდრო:-ღმერთო გთხოვ დათო არ იყოს, გთხოვ.ის თუ მოკვდება მარტო რა უნდა ვქნა.
სანდრო ადგილზე მალევე მივიდა, იქ უკვე კრიმინალისტები და პოლიცია მისული იყო. სანდრო ცხედრისკენ წავიდა, ზეწარი ჰქონდა გადაფარებული და სახე არ უჩანდა, მასთან ახლოს მისვლის ეშინოდა. ცხედრას ხელი უჩანდა, სანდრომ ხელზე დათოს სამაჯური შეამჩნია, ეს სამაჯურები ერთმანეთს ბავშობაში აჩუქეს სამუდამო მეგობრობის ნიშნად, ამის დანახვაზე სანდროს ცრემლები წამოუვიდა, ადგილზე გაიყინა და შიშით ვეღარ ინძრეოდა.
სანდრო:- მინდა ცხედრის სახე ვნახო!
-კი განახებთ, მაგრამ ჯერ იქნებ წერილი გაგეხსნათ, ჩვენ არ გავხსენით არ გვინოდოდა თქვენ გარეშე გვენახა.
-კი გავხსნი, მაგრამ ჯერ სახე მანახეთ, ეს უნდა ვნახო.
-კარგით როგორც იტვით.
კრიმინალისტმა ზეწარი გადახადა ცხედარს, სანდრო გაოცებული დაჰყურებდა ცხედარს, ცრემლები ახლა უფრომ სწრაფად სდიოდა თავის ბროლის სახეზე, ვეღარ გაუძლო და მუხლებში მოიკეცა, ძირს მუხლებით დაეცა, თავი ხელებში ჩარგო და უფრო ხმამაღლა დაიწყო ტირილი. ყველა გაოცებული უყურებდა სანდროს, არავის ეგონა ამ ყინულის კაცს რამე თუ აატირებდა, მაგრამ ერთ დღეს ხომ ყველა ყინული იწყებს ლღობას.არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერი ხარ სუსტი წერტილი ყველას აქვს. არაფერია სამუდამო, მათ შორის არც ძალა, ერთ დროს რომი დაუმარცხებელი ეგონათ მაგრამ მაინც დამარცხდა. ეს სამყარო ლამაზოა, მაგრამ ის ყოველთვის ეცდება რომ ნამსხვრევებად გაქციოს, ნუ ეწინააღმდეგები მას, რადგან ის ვინც მდინარის საპირისპიროდ ცურვას იწყებს საბოლოოდ მაინც კვდება და იმავე გუბეში ხვდება სადაც დანარჩენები, არავის ძალუძს მდინარის სათავემდე ასვლა. სანდრომ ცადა რომ სამყარო გადაერჩინა, მაგრამ ამასობაში ის დაკარგა რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მეგობარი, ამიტომ ნუ იქნები გმირი, მაშინ როცა შენთვის საყვარელი ადამიანის დაცვაც კი არ შეგიძლია. სანდროს შეეძლო დათოს გადარჩენა სხვებზე რომ არ ეფიქრა, მაგრამ მან სხვების გადარჩენა არჩია დათოს გადარჩენს. დათო ყოველთვის სანდროს გვერდით იყო როცა მას ჭირდებოდა, მაგრამ როცა დათოს დაჭირდა სანდრო მან ის მარტო დატოვა შიშთან. სანდრო ვეღარაფერზე ფიქრობდა, ხვდებოდა რომ შეცდომა დაუშვა და ნანობდა, მაგრამ ეს უკვე ძალიან გვიანი იყო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent