ტკივილი რომელიც გვასახიჩრებს.!(5-6-7-8 თავი)
ცხოვრება უმოწყალოდ ძლიერ დარტყმებს გაყენებს, ხშირად კი ამის მოგერიება სრულიად უდანაშაულო გოგონებს უწევს. ადამიანი ხარ, უბრალოდ არსება რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გეგმავ წლებს. ბედნიერებისგან ხანდახან გულიც კი გისკდება მაგრამ, მოვარდნილი უბედურება ისე გატყდება თავს... მოულოდნელად, შენი ცხოვრება სამუდამოდ მთავრდება! რამდენიმე დღეა უკვე სახლში რაც დაბრუნდა. არანაირი კონტაქტი მშობლებთან, ერთი-ორ სიტყვას თუ მიუგდებდნენ, ისიც უსიტყვოდ ხან თავს უქნევდა, ხანაც უხმოდ ემორჩილებოდა. გაუსაძლისი გახდა არსებობა საკუთარ სახლში. სტკენდა დედის უემოციო გამოხედვა, მამის ცივი მზერა და საყვედურნარევი ხმა. მისი ცხოვრება რუტინას დაუბრუნდა, ოღონდ ისეთს არა აქამდე რომ ჰქონდა. ჩამწყდარი თვალებით დადის ახლა სკოლაში და გულის გასკდომამდე ეშინია მისი ამბავის გავრცელების. წერეთლისკენ დაჟინებულ მზერას ანა იგერიებს და არ უშვებს მის შორიახლოს არავის. -თებე..-ფიქრებში წასული კლასელის ხმამ დააბრუნდა. მის მერხზე იყო ნახევარი ტანით ჩამომჯდარი, შავი როლინგი უფრო ძველი ბიჭის იმიჯს სძენდა. -გისმენ. -შენზე რაღაც გავიგე..-დამცინავი ტონი გაერია ხმაში.-სადაც იმათ მიეცი ჩვენ რამით ნაკლებები ვართ?-საიდანღაც კლასელის უკან რამდენიმე თანაკლასელიც გამოჩნდა სიცილით. ჯიბიდან დაკუჭული ხუთ ლარიანი ამოიღო, მაგიდაზე გაასწორა და ხელისგულით გოგოსკენ გაასრიალა.-აიღე ფული და კაი მი**ტი ჩგვირტყი..-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, მასწავლებლისკენ გაექცა მზერა რომელსაც თითქოს არ ესმოდა მათი საუბარი. ცალი თვალი ბავშვებისკენ ჰქონდა გამოქცეული მაგრამ სულაც არ ადარდებდა ეს ამბავი. წერეთელი ფეხზე წამოდგა, მაგიდაზე დაგდებული ფული ხელში აიღო და ნაკუწებად ქცეული იქვე ფეხებთად დაუყარა. უსიტყვოდ აპირებდა კლასიდან გასვლას. მკლავში ვიღაცამ წაავლო ხელი, ისეთ შეგრძენა დაეუფლა თითოს ცხელი შანთით დაშანთეს და აყვირებულმა გაინთვისუფლა მკლავი. -არ მომეკარო.. გესმის არ მომეკარო თორემ მოგკლავ.-ჩასისხლიანებული თვალებით შეყვირა და სირბილით დატოვა ჯერ კლასი, შემდეგ სკოლის ტერიტორია.გარბის და ცდილობს საკუთრ თავსაც გაექცეს, ცრემლის ნასახი აღარ აქვს, სულში სიცარიელე უფრო იმატებს და ცოცხალ გვამს ემსგავსება. რომ იგრძნო მთელ ქუჩაზე მარტო ყოფნა, მხოლოდ მაშინ გამოუშვა ემოციები და იქვე მუხლებით დაემხო ქვიან ასფალტზე მთელი ხმით ყვიროდა, გაუგებარ ხმას გამოსცემს და ბორეტებისგან ანთავისუფლებს სხეულს. ძარღვებით სავსე ხელებს ყელზე იხვევს და ძლიერად უჭერს, თითოს საკუთარი თავის დახრჩობას ლამობს. ბგერებს გამოსცემს, ახლა უკვე მომუჭლ მტევნებს ძლიერად უშენს საკუთრ წვივებს. -მეზიზღები, მძულხარ ასეთი უსუსური.. უბადრუკო, საცოდავო.. მეზიზღები..-ყვირილს არ წყვეტს, ფრჩხილებით ჩაეჭიდა ქვიან მასას მთელი ძალით შეკრა მტევნები. გადათელილ და სიკვდილის ზღვარზე მყოფ ადამიანს გავდა. *** საღამოს ოთახიდან გავიდა, სამზარეულოში შესვლა ძლივს გაბედა. -რაღაცის თმა მინდა.-ჩამწყდარი ხმით დაიწყო ლაპარაკი. -გისმენ.-არც კი შემობრუნებული მაკა მისკენ. -შეგიძლია დირექტორს და დამრიგებელს დაელაპარაკო, არ მინდა სკოლაში სიარული.თან არდადეგები დაიწყება ერთ კვირაში. -რატო გრცხვენია?-ნიშნის მოგებით ჰკითხა შვილს და თეძოზე დაიდო მტევანი. -არა. უბრალოდ თქვენს სახელს ვუფრთხილდები, უკვე გაფუჭბული კიდევ არ გავფუჭდე. -ზიზღთ უთხრა.-მოკლედ შენი გადასაწყვეტია მე გთხოვე. - ღრმად ჩაისუნთქა დაბინძრებული ჰაერი და კვლავ ოთახში დაბრუნდა. იმ დღის მერე სკოლაშიც არ გამოჩენილა. *** ისევ ახალი წელი... ჩვეულებისამებრ ოჯახებში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. მამაკაცებს აივანზე თამბაქოს წევით გაჰყავთ დრო, ქალები კი სუფრის გაშლით არიან დაკავებულები. თითქოს და ბედნიერ გარემოს მხოლოდ ერთი სული ამძმებდა, მისი უბედურება ისე იყო მოდებული კედლებს რომ ვერავინ შეძლებდა გახარებას. თებეა წერეთელი იჯდა ჩაბნელებულ ოთახში, კბილებით ეჭირა ბალიში და ტკივილის ბგერებს გამოცემდა. კუთხეში საცოდავად არის მიყუჟული ტელეფონში თაბაგარის გამოსახულება უყურებს, თვითონ კი ხმის დამორჩილებას ცდილობს. გაღებული კარიდან შემოდის მისაღებში აბრდღვიალებული ჭაღის სინათლე და უკუნითს ნახევრად ანათებს. -გამოდი. -არ მინდა. -მარილიანი სითხით დასველებული სახე მოიმშრალა და ტელეფონიც დამალა. -გეყოს თვითგვემა და გამოდი. -არ შემეშვები? რა გინდა რაა?! თავი დამანებეთ, სანამ ბოლოს არ მომიღებთ მანამ არ მოისვენებთ?!. არ მინდა თქვენთან ყოფნა! - ნერვებიც უკვე დაზიანებული ჰქონდა, უძილო ღამეებმა და შიშში გატარებულმა დღეებმა თავისი ქნა და პატარა წვრილმანსაც კი შეეძლო მისი მწყობრიდან გამოყვანა. ერთიანად იღვიძებდა აგრესია მაში და დამალვასაც აღარ ცდილობდა. -კარგი.-ეს იყო და ეს. ისევ სიბნელე.. სიჩუმეშ გამეფებული სასოწარკვეთილი კივილი... სანუგეშოდ ტელეფონში კვლავ გაანათა თბაგარის მომღმარი სახე და ნატიფი, ძალიან გამხდარი თითები ტუჩებთან გადაატარა. -ნეტა იცოდე შენი კოცნის კვალი როგორ მინათბს ამ ბნელ არსებას.ბედნიერების სხივი ხარ ჩემ დამპალ ცხოვრებაში.. -დაიჩურჩულა, ათრთოლებული მტევანი ბაგეებს შეახო მაგრამ საკუთარმა სიბინძრემ ლამის გული აურია. -ზედემტად ბიძური ხარ თებეა წერეთელო მისთვის.! ვისაც შეეხები ყველას დააბინძრებ ამიტომ დაეტიე შენს ტტყავში და იცხოვრე ამ სისაძაგლეში!-ზიზღსგან ზედა ტუჩი აეპრიხა. ფეხზე წვალებით წამოდგა, გაშლილ საწოლში ფრთხილად შეწვა და საბანი თავზე გადაიფარა. უკვე თვეებია წამლების გარეშე არ დაუძნია. სიზმრების შიშით თვალებს ვერ ხუჭავდა. მაგრამ ახალ წელს ყველაფერს დაივიწყებს და შეცვლილი ცხოვრებით განაგრძობს არსებობას. რამდენიმე წუთი აკლდა ახალი ცხოვრების დასაწყებად. სიზმრებშიც უნდა გაუმკლავდეს მის ჯალათებს თორემ ასე ცხოვრება გაუჭრდება, ასე ყველაფრის გარეშე სიცოცხლეე ძალიან რთული იქნება. ქუთუთოები ერთმანეთს ძლიერად მიაკრო და სიბნელეში მთელი გონებით გადაეშა. *** სამი საათით ადრე გერმანიაში, ქალაქ ბერლინში Alexaderplatz-ის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის აივანზე იდაყვებით არის დაყრდნობილი თბაგარი და სულაც არ აქცევს ყურადღბას ოთახში შეკრებილ მის მეგობრებს. თლილ თითებს შორის მოქცეულ სიგარეტის ღერს უგულოდ ათამაშებს და დაბინდული მზერით უსასრულობაში იყურება, იქ ეძებს დემნას თებეს. სიბნელეში ვარსკვავებით მოჭედილ ცაზე თითქოს მის ლამაზ ღიმილს უყურებს და გულში საოცრად მტკივნეულს, სიცარიელეს უკვე ვეღარ უმკლავდება. საკუთრ თავზე ეშლება ნერვები როგორ გამოიჭირეს, თავი შეაყვარს და მერე ასე უსინდისოდ მოექცნენ. ნერვებს აყოლილმა სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩაასრისა და თავად სასმლით სავსე ჭიქა ერთი მოყუდებით გამოცალა. სახით ფანჯრისკენ შეტრიალდა და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა. თვალებში ჩამდგარ ცრემლს არავითარ შემთხვევაში არ მისცა გასაქანი. -მინდოდა სამუდამოდ მეყურებინა შენი ლამაზი თაფლისფერი თვალებისთვის. სიკვდილამდე მინდოდა ჩემს თვალებში შენი დანახვა. ჯანდაბას შენ თავს დემნას თებე. დღეიდან გაქრები ჩემი გონებიდან. მეხსიერებიდანაცც ამოგში შენც და შენს ღიმილსაც ასე რომ გადავყავდი ჭკუიდან. ჯანდაბა დემნა საშინლად გაები. საბედისწერო ქალი გახდა შენთვის თებე წერეთელი. -საფეთქელი ხელით მოისრისა.-ამ ცხოვრების დედას შე**ცი. -გაშლილი მტევანი დაუშნა რკინის მყარ ზედაპირს.-აი ამ დედააფეთქებულ გულს ასე გაგიჟებით რომ უყვარხარ, ამოვიგლიჯავ და მაინც შევძლებ შენს დავიწყებას.! -ძლიერად მოიჭირა მტევანი მკერდზე თითქოს მართლაც შეეძლო მფეთქავი ორგანოს გაწირვა.პირობა მისცა ვარსკვლავებთან მომღიმარ თებეს და გასართობად შევიდა ხალხით სავსე ოთხში.! *** დროის გასვლასთან ერთად ოდნავადაც არ შემსუბუქებულა წერეთლის ცხორება, უფრო ღრმად იძირებოდა ჭაობში და თავის დაღწევას არც კი ცდილობდა.ზაფხულის ცხელი დღეები იდგა, სიცხის ალში იყო გახვეული მთლი ქალაქი. შავებით მოსილი სხეული და თმა მუდამ კუდად შეკრული. თვალები? ტვალები უძირო სევდით სავსე, მუდამ აწყლიანებული და გარშემო სიშავეებით. გამოცდებიც დასრულდა ახლა მხოლოდ შედეგებს ელოდება რომ ამ დეწყევლილი სახლიდან გაიქცეს სადმე შორს. -იცოდე ამ კარიდან თუ გახვალ სამუდამოდ მოკვდები ჩვენთვის.-ქმარს მოსცილდა და თებესკენ წაიწია. -ადამიანი ერთხელ კვდება მაკა, მე კი დიდიხნის წინ მოვკვდი თქვენთივს და საკუთრი თვისთვისაც. -არანაირი გულის წყვეტა არ გამოუწვევია დედის ცრემლს რომელიც შეუმჩნევლად და დაუკითხავად ჩამოუგორდა სახეზე, როგორც ყოველთვის გაუნძრევლად იდგა მიხეილი.- მშვიდობით მამა. -ფართოდ გახსნილ კარგი ერთი ჩანთით გაუჩინარდა. ეზოში ჩასულს ანა დახვდა წინ და უკან მოსიარულე, ხელები ზურგს უკან წაეღო და განერვიულებული სახით ბოლთას სცემა. ამ სანახაობაზე ოდნავ გაეღიმა და მეგობარს მიუახლოვდა. -რა იყო ანი ასე რა განერვიულებს. -გვერდით დაუდგა იაკობიძეს და პირველი თვითნ დაიწყო მოძრაობა. -რავი მეთქი არ გიშვებდნენ. -იმათ უკვე აღარავინ ეკითხებათ. დღეიდან ჩემი თავის პატრონი თავად ვარ. -მშრალი, დამსკდარი ტუჩები ენის წვერით დაისველა და მოძრავ ავტომობილს ხელი დაუქნია. -ანი რაღაცის თხოვნა მინდა. -გისმენ კუს.. -ანი..-წარბ აწეულმა გახედა დაქალს. -კარგი თებეა გისმენ.-თვალები აატრიალა და სმენად იქცა. -სოციალურ ქსელში შედი და მათხოვე. -თითები ლამის დაიმტვრია ნერვიულობისგან. უსიტყვოდ გახსნა იაკობიძემ სოციალური ქსელი და მიაწოდა წერეთელს. მალევე აკრიფა საყვარელი სახეი და გვარი მაგრამ ნაცნობი ვერავინ ნახა. -ვერ ვპოულობ. -მაჩვენე აბა.-ტელეფო გამოართვა და თვითონაც დიდი წვალების შემდეგ მოწყენილმა ამოხედა.-ან გაუქმებული აქვს დაბლოკილი ვყავარ. მაგრამ რადგანაც არ მიცნობს და არ იცის შენი დაქალი რომ ვარ ალბათ უფრო გაუქმებული აქვს. -კაი. მადლობა.-ცივად უთხრა და ფანჯარაში მორბენალ ხეებს გახედა. *** ერთ-ერთი გარეუბანში, არაფრით გამორჩეულ კორპუსში, ხის თეთრი, ალაგ-ალაგ ჩამოვარდნილი საღებავებიან კარის წინ დგას. ფრთხილად შეაღო და ახალი ცხოვრების დასაწყიში შეაბიჯა. სულაც არ ახარებდა ეს ფაქტი, თითქოს ახლა უფრო მშვიდად უნდა გრძნობდეს თავს. მაგრამ არა ეს დასაწყისიც კი თავის წარსულს ახსენებს და ძლივს შეხორცებულ სულის ჭრილობებს უხსნის. მკაცრი მზერით გადახედა დაახლოებით 15 მეტრ კვადრატიან სახლს. შესასვლელიდანვე იწყებოდა საძინებელი, ერთი კედელი ჰყოფდა სამზარეულოსან და იქვე სააბლაზანოც იყო ჩაკვეხებული. თეთრ ფერებში გაწყობილი მაგრამ, მაინც ბნელი სახლია. -დასაწყისისთვის არაუშავრს.-საწოლზე მიაგდო ჩანთა და სამზარეულოს ფანჯარა გახსნა. -ბროწეულის წვენით ხომ არ ავღნიშნოთ შენი ახალსახლობა?-ღიმილით შეაპარა იაკობიძემ. -უკვე დიდები ვართ, შეგვიძლია ნამდვილი სასმლით ავღნიშნოთ. -მშვენიერი, მე ჩავალ დაბლა მაღაზია შევნიშნე, ამოვიტან საჭირო რაღაცეებს. შენ მანამდე შეეგუე ახალ გარემოს.-მხიარულად წამოდგა ფეხზე იაკობიძე.თებეაც თავის ქნევით დაეთანხმა და სევდა ჩამდგარი თვალებით მოავლო მზერა გარემოს. „გაგიჭრდება, ძალიან გაგიჭრდება ახალი ცხოვრების დაწყება! მაგრამ შეძლებ, ყველას ჯინაზე ფეხზე დადგები და შექმნი რამე ღირებულს.! „-ნერწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში და რამდენიმე ხელი ტანსაცმელი საწოლის გვერდით არსებულ, ერთ კარიან კარადაში შეაწყო. დიდი დრო არ დასჭრვებია მოსაწყობად, ძველი სახლიდან არც არაფერი წამოუღია. გარეთ უკვე სიბნელე იყო, ორ კაციან მაგიდასთან რომ ისხდნენ. ღვინის ბოთლი თითქმის ჩაცლილი, მაგიდის კუთხეში დგას. შუბლით არის დაყრდნობილი გაშლილ მტევანს და ამღვრეული თვალებით უყურებს ქაღალდის ჭიქას. -რატომ გადაწყვიტე ფილოლოგიურზე ჩაბარება?-სიჩუმე ანამ დაარღვია. -მინდა მასწავლებელი ვიყო. ბავშვებს ნამდვილი ცხოვრება, რომ ვასწავლო. თან არ მინდა ზრდასრულებთან ურთიერთობა. მივხვდი ჩემ როლს ამ ცხოვრებაში.ანა..-წამით გაჩერდა.-ხვდები მაინც საიდან სად გადმომისროლა ცხოვრებამ?!-სიმწრით გაეღიმა და ბოლო ყლუპიც გამოცალა. -წინა წელს, რას ვიფიქრებდი ასეთი დღეები თუ მექნებოდა.წინა ზაფხულზე მე და შენ თავზე ვიმხობდით ყველაფერს. ის არ დამავიწყდება შენ ძმას, როგორ ვაგლიჯავდით ნერვებს.ახლად გარეცხილ მანქანას რო ვუსვრიდით.. -მაგას რა დამავიწყებს პირველად გაგვიშვეც ჩვენებმა მარტო დასასვენებლად. არა მერე კი მოგვიჩინეს შპიონი ბატონი გიორგის სახით მაგრამ მაინც ჩვენ ნებაზე ვიყავით.. -გაეცინათ.თითქოს სადღც გავიგე ბავშვური სილაღის ნოტები, მკრთალად მაგრამ მაინც მბჟუტავდა. -კაი იყო.. - ყველაზე მეტად იცი ვის დაკარგვას განვიცდი?-უცებ მოექუფრა სახე. -ვის? -დემნას დაკარგვას. ღმერთო როგორ მიჭრს ამასთან შეგუება..- ხელის გულებით მოიწმინდა ჯერ არ ჩამოვარდნილი ცრემლები. -უნდა მიმხვდარიყო.! უნდა ეკითხა შენთვის და ასე ადვილად არ უნდა დაეთმე.-გაბრაზებით გაიქნია თავი. -და რისთვის უნდა ებრძნოლა ანა? გვამისთვის რომელიც ვერასდროს შეძლებს კაცის შეხებას?! -ნუ ამართლებ, ისე წავიდა ვერც კი შეამჩნია დასიებული ყბა, გახეთქილი ტუჩები. უნდა ეგრძნო.. საყვარელი ადამიანის ტკივილი უნდა ეგრძნო.!-მტკიცედ საუბრობდა იაკობიძე,თავის თავიდან გამომდინარე და თვალებში ვერ უყურებს მეგობარს. -კარგია რომ ვერ იგრძნო, ისე უფრო გამიჭრდებოდა მისი გაშვება. დემნას შეხებაზე ზიზღი რომ მეგრძნო ანა მოვკვდებოდი. ათასჯერ მოვკვდებოდი ერთ წამში. -დრო გავა, შეძლებ დავიწყებას. -რის დავიწყებას? -იმ დღის.. -არა ანა, მე ტკივილმა ისე დამასახიჩრა, რომ სამი სიცოცხლეც არ მეყოფა ამის დასავიწყებლად.ღმერთო ანა მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ ჯოჯოხეთში ცხოვრებას. -როგორც ჩანს სასმელი მოქმედებს და პირველად იწყებს მის შეგრძნებებზე მეგობართან საუბარს. -ღამე ვზივარ და მომენტალურად ვითიშები, ვწყდები რეალობას და სადღაც დაკარგულ სამყაროში, ხანაც ჯოჯოხეტურ ადგილზე ვხვდები. არ ვიცი რა ხდება ჩემ თავს.. ვერ ვშველი, თვეებია მშვიდად არ მიძინია მაგრამ წამლებსაც შევეშვი. ასე მგონია უგრძნობი ადამიანი გავხდი, ემოციებს ვერ გამოვხატავ. მგონი მართლა მოვკვდი. -თებე, ნეტა შემეძლოს ამ ტკივილის ოდნავ მაინც გაყუჩება. -ტკივილი აღარ არსებობს! ის იქ დარჩა იმ ბნელ სარდაფში მკვადრ თებესთნ ერთად.!- ამღვრეული თვალებით ფანჯარაში გაიხედა, მოელვარე მთვარეს შეხედა და ოდნავ შესამჩნევლად გაუღიმა, ის ხომ მისი სიყვარულის თვალის ფერს გავდა. *** პირველად დარჩა მარტო სახლში, უფრო სწორად უცხო გარემოში. ტანსაცმლიანი დაჯდა საწოლზე და ფეხები აიკეცა. აკანკალებული ქვედა ბაგე კბილებით დაიჭირა. თვალდახუჭული ბედნიერ წარსულში გადაეშვა. სათითაოდ იხსენებდა დემნას დღეებს, მასთან ერთად გატარებულ მომენტებს, მიმოწერას იმ საყვარელ თამაშს თებეს ასე, რომ ახალისებდა. უცებ სიბნელეში ცივმა ხელებმა მომღიმარი სახე დაუჭირა. ხმაც კი გაიგო მისი, სიკვდილივით ცივი ბგერები ჰქონდა. მერე ისევ ის სუნი, სიკვდილის სუნი ეცა.. ცხვირის ნესტოები აუწვა და საკუთრი თავიც დაინახა. ერთი, უგონოდ იწვა სველ ასფალტზე და მეორე, რომელიც სხეულს შორდებოდა დიდი მონდომებით. აი უკვე გამჭირვალე თებეა წერეთელი დაჰყურებს მის ნაწილს და მიდის... გარბის უსასრულობაში... ყვირილი, ოფლთან შერწყმული ცრემლები და აკანკალებული სხეული. -დამშვიდდი, თებე დაწყნარდი.-შეშინებულმა აანთო სინათლე და მივარდა მეგობარს. -მე აქ ვარ. -ანააა. მე მოვკვდი, კიდევ მოვკვდი..-ყვირილით შემოხვია ყელზე ხელები იაკობიძეს. -და კიდევ უამრავჯერ მოვკვდები.!-ცოცხლად გრძნობდა სულის და სხეულის განშორებას. ის ნამდვილად განიცდიდა იმ მომენტს რასაც ჩვენ გარდაცვალებას ვუწოდებთ. „ისუნთქე, ამოისუნთქე ამის დედა ვატირეე..“-საკუთარ თავს ევედრება და ჩაბჟირებულს ამოსუნთვას სთხოვს. „კიდევ ერთხელ უნდა შეძლო ამოსუნთქვა.!“ -თებე, ძაან მაშინებ. გთხოვ დამშვიდდი რაა.-თმაზე ეფერება და გაფართოებული თვალებით კედელს არის მიშტერებული.-ისუნთქე , ღრმად ისუნთქე და დამშვიდდები. -ფრთხილად შეუშვა ხელიი, ორ ნაბიჟში სამზარეულოში იყო, ონკანიდან წყალი ჩამოასხა და ისტერიკაში ჩავარდნილ მეგობარს მიაწოდა.-აი დალიე. გთხოვ რა თებე, გთხოვ დამშვიდდი. -გაბზარული ხმით ევედრება და ცდილობს გონზე მოიყვანოს. -აი ასე ჩემო ლამაზო.-ცრემლებისგან დასველებულ სახეზე მიკრული თმები ხელის კანკალით გადაუწია და ბაგეებთან მიუტანა ჭიქა. -აი ასე თებე, ღრმად ისუნთქე.-თვითნაც ღრმად დაიწყო სუნთქა და ასე აიყოლია თებეც. იატაკზე დადო ქაღალდის ჭიქა და კვლავ მიიხუტა გულზე. მალევე გაყუჩდა წერეთელი. ძილი შეიბრუნა, სამაგიეროდ ახლა ანას არ მიკარებია . მთელი ღამე ცრემლების ღვრაში გაატარა და სლკუნის ჩახშობას პირზე აფარებული ხელებით ცდილობდა. *** ხმაურმა, უფრო სწორად რომ ვთქვათ ჩუმმა ხმაურმა გააღვიძა იაკობიძე. სამზარეულოში ტრიალებდა წერეთელი. იმ წუთბში ყველაზე ძლიერ ადამიანად ეჩვენა მეგობარი, ცოტას კი არ შეუძლია ასეთი მძიმე ღამის შემდეგ ფეხზე გამართული იდგეს და სახეზე არანაირი კვალი ეტყობოდეს.სიამაყით გაეღიმა, თვალების ფშვნეტით წამოდგა. -გაგაღვიძე? -გვერდულად გამოხედა თებეამ. -არა, ჩემით გამეღვიძა. -ბოდიში, გუშინ შეგაშინე...-არაფერი უპასუხია იაკობიძეს, ფრთხილად მიუახლოვდა და ძლიერად მოხვია ხელები, შუბლზე აკოცა. -ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ. ვამაყობ შენით. ყოველთვის იქნება ჩემი ოცნება შენნაირი გავხდე. ძლიერი და მებრძოლი.-ლოყაზე აკოცა და ისე შევიდა სააბაზანოშ არაფრის თქმა დააცადა მეგობარს. *** შემოდგომაც დადგა, თავისი ცეცხლოვანი ფერებით აავსო სამყარო. წერეთლის სულს ოდნავ მალამოდ მოედო საყვარელი სეზონის დადგომა. უნივერსიტეტიდან გამოსული ფეხით დაუყვებოდა ფოთლებით სავსე ქუჩას, ლამაზ შარფს ყელზე, მხრებზე შემოიხვევს და ასე ჩუმად დაუყვება გრძელ გზას სახმალდე. „უშენოდ ჩავქრი.. გაწყდა მთვარი ძაფები თებეს დემნა.. იმის თქმაც კი ვერ მოვასწარი რომ მიყვარხარ. მიყვარხარ დაუსრულებლად.. რა ვუთქხარი ამ გულს კიდევ რომ შერჩა იმედი..-სევდიანად გაეღმა ფიქრებზე და ტაბიძის ხიდი გადაკვეთა, იქვე ლამპიონთან გაჩერდა, გაყინული თითები ჩასჭიდა შავ მოაჯირს. –„ ცხოვრებას უშენოდ როგორ გავიტან?“- მძმედ ამოისუნთქა და ქარს გაატანა კიდევ ერთი ტკივილი.. რომელიც არასდროს გაქრება. გულის ღმა კუნჭლში დაიდებს ბინას და ერთი ფიქრიც კი შეძლებს მის გაღვიძებას. ნაბიჯს აუჩქარა და იქვე გაჩერებულ სამარშუტო ტაქსში ავიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო სახლამდე ფეხით რომ არ მივიდა. ახლა რომ ვაკვირდები ძალიან გაიზარდა ამ რამდენიმე თვეში. თითქმის ერთი წელი გავიდა იმ ამბდან მაგრამ, მის სახე რამდნიმე წელი ერთდორულად დაეტყო. ნაზი ნაკვთბი გაუმკაცრდა და ახლა ვეღარ იტყოდით რომ საყვარელი იყო.მხოლოდ დიდი სილამაზე იკითხებოდა მის სახეზე ტკივილთან ერთად. სასწაულია, მისი თაფლისფერი თვალები სასიკვდილოდ ლამაზია და ამავდროულად მსოფლიოში ყველაზე დიდ სევდას ატარებს. ვუყურებ.. ხშირად ვუყურებ ამ ლამაზ სფეროებს და ვერაფერს ვკითხულო. მხოლოდ სულის სიცარიელე ჩანს და ნაიარევები რომლებიც დროს გაუძლებენ და არ შეხორცდებიან.! სხეულს ქალურობა დაეტყო, მაგრამ უხეშ ბნელ ნაჭრებშია დამალული. ეს სილამაზე არავისთვის არაა ხელმისაწვდომი. ამ სილამაზეს ადრე ალბათ გამოამზეურებდა მაგრამ ახლა, დახურული კოფტებით იფარება. მუქი წაბლისფერი, უფრო კონიაკისფერი თმა, კი მუდამ კუდად შეკრული კეფაზე. ასე მგონია ყველაფერს გაურბის ეს გოგო რაც კი წარსულს ახსენებს. რთულიია, აი ახლა წერის დროსაც კი მიჭირს იმის წარმოდგენა რამდენად მძიმედ სუნთქავს ძილის დროს. როგორ უჭირს, ყველაფრის გარეშე ყოფნა. ასე დარჩენილს მუდამ ერთი სადარდებელი აქვს, ცხოვრებაში აღარასდროს გადაეკვეთოს დენმა თაბაგარს.! როგორ აღელვებს ეს სახელი და გვარი რომ იცოდეთ. სხეულში ისარივით იჭრება და სისხლისგან დაცლილ ორგანოებს მეწამულ ფერებად აფერადებს. არტერიებში ისე სწრაფად იწყებს სისხლი მოძრაობას ლამის უსკდება კიდეც. სწორედ ამის ეშინია, ჭკუიდან გადასულმა მისი სურვილით არ შეუშვას ეს ბიჭი გაუბედურებულ ცხოვრებაში... ვაიდა იქ მხოლოდ ზიზღი იგრძნოს? მისმა ოდნავმა შეხებამ გულის რევა რომ გამოიწვიოს?! რა უნდა ქნას? როგორ უნდა შეიზიზღოს ის კაცი რომელიც ასე თვგადაკლულს უყვარს?! არა ამას ყველაფერი ურჩევნია. დიახ თანაახმა მთელი დარჩენილი წლები ჯოჯოხეთურ მონატრებაში გაატაროს, გონებაში ასჯერ დახატოს შეცვლილი, გაზრდილი თაბაგარი. წლებთან ერთად ეს მოგონებაც დააბეროს და უკვე ღრმა სიბერეში მის მოჩვენებასთნ ერთად დალიოს სული.! *** ტელეფონის ხმამ ერთიანად მოსწყვიტა წიგნებს. -გისმენ. -როგორ ხარ თებეა? -ტანში ცივად დაუარა მამის მონატრებულმა ხმამ. -კარგად..-ემოციურმა ფონმა იმატა. -დაბრუნდი სახლში! -ეს თხოვნაა? -არა მოთხოვნაა.! ბოლომდე გვჭრი თავს.-ერთ პირი იფიქრა მიხვდენნ მათ დანაშაულსო, ახლა მონატრებისგან გულგახეთქილები ურეკავენ შვილს და სახლში დაბრუნბას თხოვდნენ.. მაგრამ! ძალიან დიდი მაგრამ... -ვინ გჭრით თავს? თქვენ შვილი არ გყავთ თავი რომ მოგეჭრათ.. ხომ არ დაგავიწყდათ?!-ცხელმა ცრემლებმა გზა გაიკვალეს და ლოყები დაუთუთქეს. -ნოემბერი მოდის, წლისთავის გადახდა არ დაგავიწყდეს.! მამა.! -ბოლო სიტყვა კბილებში გამოსცრა და ტელეფონი ისე გათიშა არც კი დააცადა ხმის ამოღება კაცს.აკანკალებულ ტუჩს კბილებით იჭერს, ცდილობს, მთელი ძალით უნდა რომ არ იტიროს. მათ გამო არ იტიროს, მაგრამ არ გამოსდის. მთელი ძალით ისვრის მაგიდიდან წიგნებს და ბოლო ხმაზე იწყებს ყვირილს. ალბათ ყველაზე მეტად მამამ გაუცურუა იმედები, ასე ამიტომაც განიცდის ამ ზარს. მთელი ბავშვობა შეუდარებელი ეგონა, რომ გეკითხრათ რისი გეშინიაო პატარე თებეა წერეთელი პასუხს ვერ გაგცემდათ, რადგან მიხეილი ედგა მუდამ გვერდში. პირველად სიბნელის შიში რომ იგრძნო, მამამ შეიყვანა ყველაზე ბნელ ოთახში. დაანახა, რომ მის გვერდით არის და წარმოსახვიდან გადმოსულ მონსტრებს ისე გაუმკლავდა არც ერთი მადგანი არ მიუშვა პატარა თებეასთან და ზუსტად ასე დააძლევინა ყველა დაბრკოლება. ახლა? ახლა რა ხდება მის თავს?! პირველმა მიხეილმა ჰკრა ხელი და ზუსტად იმ შიშისთვის გაიმეტა რომელსაც მარტო ვერ დაძლევს. -ეს როგორ გამიკეთეთ.. როგორ გამწირეთ ასე. ასე არაადამიანურად როგორ მომექეცით..რატომ არ შემიბრალეთ ასეთი ტკივილისთვის. -ცრემლებს აყოლებს სიტყვებს და ხმით სლუკუნებს. –გავუძლებ.! აი თქვენს ჯინაზე გავუძლებ ყველა განსაცდელს..-მუჭით მოიწმინდა ცრემლები და სამზარეულოსკენ წავიდა. კიდევ ერთი ფინჯანი ყავა დაისხა, იატაკიდან აკრიფა ყველა კონსპექტი და განაგრძო კითხვა. *** დრო გადიოდა, დღეები ერთმანეთის მონაცვლეობით იკარგებიან სიბნელეში, პირველი ზამთაარიც დადგა ახალ ეტაპზე. 15 კვადრატულ მეტრ სახლში,საახალწლო განწყობა არ იგრძნობოდა, კი ცადა წერეთელმა სახლის გახალისება მაგრამ 50 სმ-იანი ნაძვისხე,ვერ მოახერხებდა ამხელა აურის გაქრობას. -თებე არ გინდა ჩემთან ერთად შეხვდე ახალწელს? ჩემებმა მთხოვეს დამეპატიჟე. -ანა, აბა თვალებში შემომხედე და ისე მითხარი რომ შენებმა გთხოვეს..-სანტა კლაუსიან ჭიქას ძლიერად შემოხვია იაკობიძემ თითები. -კაი არ უთხოვიათ, მაგრამ ხომ იცი რომ გაუხარდებათ შენი ნახვა.. -არ მინდა დაძაბულობის შექმნა. თან ხომ იცი არ მიყვარს ახალი წელი. -მშვიდი ტემბრით ცდილობდა აეხსნა მეგობრისთვის სიტუცია, მაგრამ გულს სიღრმეში.. აი იქ სადაც ძალიან სიბნელეა და ბავშვობის თებეაა გამოკეტილი.. ხო სწორედ იქ ძალიან უნდა განწყობა ჰქონდეს. უნდა ისევ უხაროდეს თორმეტი საათის დადგომა. -არ მინდა რამის დაძალება, მაგრამ უკვე მგონია რომ საკუთრ თავს ძალით ტანჯავ.! დროა დაიბრუნო ცხოვრების ხალისი. ვიცი.. მთელი არსებით ვიგებ შენს მდგომარეობას, მაგრამ ასე თვითგემა არაფერს გამოასწორებს. ცოდო ხარ ასეთი ცხოვრებისთვის ჯერ მხოლო 18 წლის ხარ და საერთოდ არ გავხარ გოგოს. თებეა დროა უკვე გამოხვიდე ცცხოვრების ასპარესზე. -ანა სჯობს გაჩუმდე, იმას ნუ მეუბნები რაც არ იცი.-ფახზე წამოდგა, მეგობარს მისი გაღიზიანებული სახე რომ არ დაენახა.-თუ დაიღალე ჩემთან ურთერთობით, გზა ხსნილი გაქვს და ფართო. შეგიძლია წახვიდე. -ამაყად გასწორდა წელში, არ შეუხედავს იაკობიძისთვის ისე დაასრულა საუბარი. -ამას როგორ მეუბნები? -ცრემლები გადმოყარა იაკობიძემ.-მე არ დამიმსახურებია ასეთი ლაპარაკი შენგან. არც ის მითქვამს რომ დავიღალე. უბრალოდ... -არ მაინტერესებს არაფერი! შეგიძლია წახვიდე. -ცუდად მექცევი თებე...-თავის ქნევით წამოდგა, გასასვლელ კარებს მიუხლოვდა კიდევ ერთხელ გამოხედა მეგობარს რომელიც ფანჯარასთან დგას. ხელები გულზე აქვს გადაჯვარედინებული და იყურება უემოციოდ. უხმოდ გაიხურა კარები. *** მისი ცხოვრება უკვე აღარაფერს გავდა, მოჩვენებითი სიმშვიდე ღამე ბორკილებს აიწყვეტდა და ქარიშხალივით დაატყდებოდა თავს. როგორ გგონიათ ემოციებისგან, ბედნიერი მომენტებისგან დაცლილი ადამიანის ცხოვრება როგორი იქნებოდა?! სუსხიანი ზამთარი.. დეკემკერი ბოლო დღეებს ითვლიდა, გარეთ იმისდა მიუხედავად რომ შუადღის ოთხი საათი სრულდებოდა მაინც შებინდებული იყო. უნივერსიტეტის კიბეებზე მშვიდი ნაბიჯით ჩამოდის წერეთელი და ცალ მხარზე მძიმე ჩანთა ჰკიდია. -თებე, ერთი წუთით მოიცადე რა..-კიბეებზევე დაეწია მისი ჯგუფელი. ლუკა ამაღლობელი საკმაო პოპილარობით სარგებლობდა უნივერსიტეტში. ყველა მორიდებით ესაუბრებოდა, გოგოები კი მხოლოდ მისი ღიმილის დამსახურებისთივს უამრავ რამეს აკეთებდნან. რატომღაც ამაღლობელის ყურადღება, არაფით გამორჩეულმა ძალიან სადა გოგონამ მიიპყრო. ლექციიების განმავლობაში დიდი ინტერესით აკვირდებოდა წინ, პირველ მერხზე მჯდარ წერეთელს და მის გაცრეცილ სახეს დეტალებში სწავლობდა.-უჰ ძლივს დაგეწიე. წამო რა სადმე დავსხდეთ საქმე მაქვს შენთან. -აქვე ვერ მეტყვი?- -კაი რა თებე..-მიხვდა წერეთელი აზრს არ შეიცვლიდა ამიტომ დანებდა.-კაი ჰო წამო მაშინ ეზოში გავიდეთ, საერთოდ არ მინდა ყველამ მოისმინოს ჩვენი ლაპარაკი. -ამაღლობელი დაწინაურდა, უკან აედევნა თებეაც და თავზე ფუნფულა ქუდი დაიხურა. საკმაოდ ციოდა გარეთ. ლუკამ მყუდრო, ხალხისგან ცარიელი ადგილი მოძებნა და სკამზე ჩამოჯდა. ფეხზე, მის წინ მდგარ მზერა გაყინულ წერეთლს მომღიმარმა ახედა. გაყინული თითბით სიგარეტის ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან და თლეხ, ფერდაკარგულ ბაგეებს შორის მოიქცია. -ლუკა გისმენ! -კაი ჰო ნუ ბრაზობ ტო..მოკლედ თებე.. -თებეა..! -კბილებში გამოსცრა მისი სახელი და მზერა ბიჭდან იქვე მოღუღნე მტრედზე გადაიტანა. -„კაროჩე“ რა.. თებეა ძალიან მომწონხარ.! -ვსოო.. არ დაასრულო რა. -ხელით გააჩერა ამაღლობელი და ზურგი აქცია. -დამასრულებინე ლაპარაკი.-გაღიზიანებულმა წინ გადაუკეტა გზა. -ეს დედა აფეთქებული იქნებ რას გეუბნები.აი ამხელა უნივერსიტეტში სადააც დაახლოებით ათასამდე გოგო სწავლობს, მარტო შენ მომწონხარ. არ მიიღო ეს ჩვეულებრივ გრძნობად. ცხოვრებაში პირველად დავფიქრდი.-ნერვიულად დააბიჟებდა და ცდილობდა სწრაფად და ლამაზად ეთქვა სათქმელი.-ჰო პირველად დავფიქრდი მომავალზე, ცოლზე შვილებზე.. არ ვატ*აკებ, შეიძლება ერთ თვეში არ მოხდეს მაგრამ მინდა შენთან ერთად რამე სერიოზული ვცადო-შუბლშეკრულ წერეთელს გაფართოებული თვალებით უყურებს და ელოდება რამე ემოციას. -ლუკა ძალიან დიდი სისულელეა ამ გრძნობებზე ჩემთან ლაპარაკი.. საერთოდ არ მაქვს გეგმაში გათხოვება და მერე ვიღაცისთვის შვლების ჩენა. ნახვამდის. -ინანებ იცოდე! -უკვე ოდნავ მოშორებულ წერეთლს დააწია უკან სიტყვები.. -ამ შეურაწყოფას არ გაპატიებ.! -მიჩვეული ვარ არაკაცულ შურისძიებას.! -არც კი გამოუხედავს უკან თქვა და დინჯი, მძიმე ნაბიჯით განაგრძო სახლისკენ წასვლა. დასვენების ორი დღე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ორშბათს სასწავლებელში მისულ თებეა წერეთელს ახალი ჯოჯოხეთი დახვდა. უცნაურ მზერას არ აშორებდნენ ზოგი ნაცნობ, ზოგიც კი უბრალოდ კაი საჭორაო თემის ადრესატს. თავიდან როგორც ყოველთვის არც ახლა მიუქცევია ყურადღება, მისი ჩავლის დროს გაბმულ ჩურჩულს.გრძელ დერეფანს მიუყვება.. ცდილობს დინჯი ნაბიჯი არ აურიოს და კვლავ რიტმულად გააგრძელოს სვლა. გვამის ფერი მარმარილოს ბოძის გარშემო რამდენიმე ახალგაზრდა იყო შეკრებილი. სიცილის შეკავებას არც-ერთი ცდილობდა და თავხედურ მზერას არ აშორებდნენ წერეთელს. -რა?-ნერვებ გაწყვეტილი ელვის სისწრაფით შემობრუნდა თანაკურსელებისკენ.. -„უმწიკვლო“-ერთ-ერთს გადმოსცდა ბაგეებიდან და ამაზე ყველამ ერთდროულად ატეხა სიცილი. -რა თქვი?- თვალები გამომცდელად მოჭუტა, მტევანი მუშტად შეკვრა და მათკენ გაემართა. -რა იყო შენ არ თქვი უწიკვლო ვარო? რა გაგიკვირდა?! - სად ვთქვი? ან ვისთან.. -ოჰ დაიდებილა თავი ახლა.. მე ვიყავი ლუკას რომ ეუბნებოდა უმწიკვლო ვარ და სხვანაირად გავერთოთო.. -უცნაურ მიმიკებს იღებდა ყველაზე აქტიური ახალგაზრდა „ქალბატონი“.. აქამდე სარივით დაჭიმული სხეული, წამებში მოუდუნდა წერეთლს. მერამდენედ?!. კიდევ რამდენჯერ მოუწევს ამხელა ბურთის გადაგდება სასულეში. თაფლისფერი თვალები მლაშე სითხემ დაფარა... თვალის დაუხამხამებლად აქცია ზურგი და დაბლარული გამოსახუებით, ვარაუდით დატოვა შენობა. სიმწრის ცრემლებ სულში იღვრიდა და მერამდენჯერ კვდებოდა ერთი და იმავე ტკივილით უკვე მეც კი გამიჭირდა დათვლა. ქურთუკის საყელო ყელთან გაისწორა, ცხვირი მთელი მონდომებით დამალა ნაქსოვ შარფში და გულმკვარმა დაიწყო სიარული მთელ ქალაქში. დადის, თითქოს და უნდა იგრძნოს სხვისი არსებობა მაგრამ უკვე იმ ზღვარს არის გაცდენილი სადაც საკუთრსაც ვეღარ გრძნობს. რომელი მართალი გოგო მოითმენდა ასეთ ბრალდებას?! ხო აი მეც მადნ ვარ.! არც ერთი! მთებს გადადგამდნენ, შეუძლებელს შეძლებდნენ და საკუთრ სიმართლეს თეთრზე შავით დაამტკიცებდნენ.! დიახ ამას ყველა ჩვეულებრიბი გოგო გააკეთბდა, სხვის გასაგონრად იყვირებდა სიმართლეს.. სხვის დასანახად გააკეთებდა ყველაფერს და მბრალდებელს, ბრალდებულის ადგილას დასვავდა, ასევე საკუთრი ხელით გამოუტანდა განაჩენს.მაგრამ ეს ისტორია არაა ჩვეულებრივ გოგონებზე. მე გიყვებით ყველაზე სუსტ ადამიანზე რომელმაც საკუთრი ღირსება ვერც პოლიციასთნ, შემდეგ ვერც მშობლებთან ვერ დაიცვა.! მომენტებში, აი ღამე ძილის წინ ყურში მხოლოდ ეგოს ხმა რომ ჩაესმის, სწორედ იმ მომენტებში ესმის ბგერები რომელიც მას სდებენ ყველაფერში ბრალს. ხომ ხედავთ მეორე“მე“-ც კი ვერ დაიმორჩლა და მას სთხოვთ ასე სხვის დასანახად დაიცვას ღირსება?! აი ის ღირსება რომელიც ერთ წლის წინ ბინძურმა ხელებმა გამოგლიჯეს? სამწუხაროდ ჯერ ყველაზე კარრგ მასწავლებელს... ცხოვრებას არ დაუსრულებია გაკვეთილი და არც მისი მოსწავლის, თებეა წერეთლისგან არ გამოუთლია ძლიერი ქალი! *** ასე უგზო-უკვლოდ სიარულში ნაცნობ კორპუს მიადგა, რამდენიმე სართულს მზერა მოავლო და მეგობრის სახლის ფანჯარაში არსებულმა სინათლემ იმედი მისცა. ხმით ამოისუნთქა და ფილტვებიდან ამოსულმა ორთქლმა ზამთრის ცივი ჰაერი გაკვეთა. მაღაზიაში ბავშვობის დროინდელი ბროწეულის ალკოჰოლი იყიდა, არც კი დაფიქრებია საფულეში დარჩენილ ხურდებს ისე გადაიხადა თანხა და კიბეებიც აირბინა. მოუთენლად დარეკა ზარი, ფეხების ბაკუნით ელოდა თეთრი კარის გაღბას. აი ისიც.. ზღურბლზე თბილ სპორტულებში გამოწყობილი მეგობარი დაინახა. -რა აზრის ხარ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ალკოჰოლით დათრობაზე?-სახეზე ნაყიდი ბროწეულის წვენი აიფარა. თბილი ხელის შეხება იგრძნო გაყინულ თითებზე და შემდეგ გამხდარი მკლავები ყელის გარშემო. -მომენატრე..-თბილი ცხვირის ხახუნი გულში დარჩენილ ნაპერწკლებს აღვივებდა. -მაპატიე რაა.. -არ მწყენია.. გეფიცები შენ თავს არაფერი მწყენია..-ხელებში მოიქცია თებეას სახე და გამხდარი, აწითლებული ლოყები მონდომებით დაუკოცნა.-წამო შევიდეთ. -მოიცა ანა.. შენები სახლში არიან? -მხოლოდ გიო. -ანაა..-სახელი გაწელა, თვალები ზღურბლთან არსებულ პატარა ნოხს გაუშტერა. -უნდა გადალახო.. აი ხელი ჩამჭიდე. გაგიზიარებ ძალებს.. როგორც ბავშვობაში, ხან მე მოგცემ სიცოცხლის გაგრძელების ძალას, ხანაც შენ. -მადლობა ჩემ დამპალ ცხოვრებაში არსებობისთვი.. -იმედიანად ჩახედა თვალებში და იაკობიძესთნ ერთად შევიდა თბილ, სიყვარულით სავსე სახლში. - გიო, ნახე ვინ მოვიდა.- სანამ უფროსმა იაკობიძემ გამოიხედა ოთხიდან მანამ, ქურთკი და ჩანთ გამოართვა მორიდებით მდგარ წერეთლს. -ვინ.. არარსებობს.! ჩემი პატარაა თებეე..-მხიარულად გამოემართა წერეთლისკენ და ძლიერად ჩაიკრა გულში, შიშისგან შეხტა მაგრამ მჭიდროდ მოხვევულ ხელებს ვერ დაუძვრა. გაფართოებული გუგებით უყურებდა ანას და ასი გრძნობის ომს ერდროულად უმკლავდებოდა. -კაი, კაი. არ დამიხრჩო ბავშვი..-ისევ იაკობიძე მიუხვდა შიშებს და გაანთვისუფლა ძმისგან.. სამივე პატარა, შუშის მაგიდის გარშემო დასხდნენ, იაკობიძეებს შორის იყო მოქცეული თებე და გაბადრული სახით უყურებდა და ძმას. *** წლები მთელი მონდომებით გაიპარა თებეა წერეთლის ცხოვრებიდან. უკვე ზრდასრული ქალი,გამოხედვაც როგორ შეცვლია თურმე, ისეთი აღარ არის! მისი გამოხედვა მკაცრი და თავდაჯერებულია. განთლება ხომ ბევრ რამეს ცვლის ჩვენს ცხოვრებაში. როგორც ქალბატონი ანა იტყოდა უკვე დამსახურებული პედაგოგია და მეორე დაწყებით კლასი ჰყავს სადამრიგებლოდ. ნაზი ღიმილით შეაღებს ხოლმე რკინის მძიმე კარს და ჰაეროვანი ნაბიჯით მიიწევს 2ბ კლასისკენ. ატმისფერი თხელი სარაფანა აცვია ღილებით შეკრული და მის წელს ლამაზი ამავე ფერის ქამარი საოცრად ჰკვეთს. კონიაკისფერი თმები კი მთლი სინაზით ჩაწნილი წელს სისათუთით ეხება. ღმერთმა არ დაიშურა ქალის ყველა ღისრება მისთვის. ეს ბროლივით ყელი და გამოკვეთილი ლავიწი კაცს გონებას დაგაკარგინებს. მაგრად რად გინდა, მისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი და იმხელა უფსკრულს აჩენს იმ მამაკაცისკენ, ყველანაირ ბრძოლის სურვილს კაგრავენ. -გამარჯობა ქალბატონო თებეა.-ფრთხილად მიაკაკუნა ხის მასალაზე, მასზე რამდენიმე წლით დიდმა ქალბატონმა და ღია კარში დაუკითხავად შევიდა.-შეგიძლიათ ეს დასვენება დამითმოთ? -გამარჯობა ქალბატონო ქეთი, კი მობრძანდით.-მერხის წინ სკამი გამოუწია და დაჯდომა შესთვაზა. -ბექა.. ბექა მე და შენ რაზე ვილაპარაკეთ?-კუთხეში მდგარ პატარა ხუჭუჭა ბიჭისკენ გაექცა ყურადღება, მანაც მალევე შეწყვიტა კლასელი გოგონას წვალება და თავდახრილი გაჩერდა. -რომ გრძნობები სხვანაირად გამოვხატო მას.. -ენის ბორძიკით წარმოთქვა და მორიდებით გახედა თანატოლ გოგონას.-ბოდიში კესო.. -მათ შემხედვარე მხიარულად ჩაეცინათ უფროსებს. -ბოდიში ქეთი, აბა გისმენთ. -დიდი ხანია შენს კლასს ვაკვირდები. იცი შენებური აღზრდის ხერხი გაქვს და მაოცებს. -ვერ მივხვდი რას გულისხმობთ.. - თქვენი გაშვებული კლასი, ყოველთვის მოწესრიგებულობით გამოირჩევა. სხვანაირი სიტყვა-პასუხი აქვთ ბავშვებს. მათ კლასსში არანაირი ბულინგის შემთხვევა არ ყოფილა და ვიცი ეს თქვენი დამსახურებაა მხოლოდ. ისიც კი შეძელით რომ გადარეული გოგავა პატივცემულოთი საუბრობს სულ. -და ამაში რა არის გასაკვირი ქეთი. ჩვენი პედაგოგების მოვალეობაც ხომ ესა?! მე მინდა ყველა ბავშვი ვინც იყო, არის და იქნება ჯანსაღად მოაზროვნეები, ზრდილობიანები და რაც მთავარია მართალი ადამიანები იყვენენ. აქედანვე თუ არ დავიწყეთ მათი სწორედ აღზრდა... სიდიდეში ისეთ რამეს გააკეთებენ, რაც მხოლოდ მის ცხოვრებას კი არა უბრალო გამვლელის ცხოვრებას დაანგრევს. მე არ მინდა რომელიმე ჩემი მოსწავლე ცუდი პიროვნება გახდეს..-აღელვებით ესაუბრებოდა სკოლის ფსიქოლოგს.- ისინი სარკეებივით არიანს, რასაც დაანახებ იმას აირეკლავენ. -ხოდა ზუსტად ეს მაოცებ თებეა შენში.. მმ იქნებ სადმე შევხვდეთ? მშვიდ გარემოში დავსხდეთ შემოთავაზებაც მაქვს. რაღაც ეჭვები და არ მინდა ამ მოკლე დროში გითხრა, შენ კი არასწორად გაიგო. -ფეხზე წამოდგა, პატარა ფურცელი მაგიდაზე გაასრიალა და თებეას დახედა.-როცა გეცლება დამირეკე და შევხვდეთ. -კარგით ქეთი, თუ ასეთი მნიშვნელოვანია იყოს ასე..-ფურცელი ჩანთაში ჩადო და ღიმილით გააცილა ქალი. -ჩემო პატარებო აბა ყველამ დაიკავეთ თქვენი ადგილები, ზარი დაირეკა..-თბილად მიმართა ათამდე პატარა ადამიანს და დაფის წინ ბედნიერი ღიმილით გაჩერდა. *** ინტერესი კლავს, ალბათ უფრო ამის გამო დასთანხმდა ქალბატონ ქეთის შეხვედრაზე. სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა დანიშნულების ადგილისკენ. მთელი მონდომებით ცდილობდა მალე მიეღწია რომ ეს ქალური ინტერესი დაეკმაყოფილებინა და უაზროდ არ მოეშალა ნერვები ათას ვერსიაზე რომელიც ლამაზ გონებას უტვირთავდა. -აქეთ..-ხელის ქნევით დაანახა ქეთი ორჯონიკიძემ თავი.-გამიხარდა რომ დამირეკე.. -ისე მესაუბრე კლასსში, რომ არ დამერეკა ალბათ ათასი ვერსია მომიღბდა ბოლოს.-უხერხულად გაიცინა და კომფორტულ სკამზე ჩამოჯდა. -შეუკვეთავ რამეს.-სიჩუმე მიმტანმა დაარღვია. -მე ბროწეულის წვენი მინდა მხოლოდ.-მენიუ უკან გაუწონდა. - კარგი ერთი ბროწეულის და ერთი ფორთოხლის წვენი თუ შეიძლება. -ახლავე მოგართმევთ.-თავის ქნევით მოშორდა მაგიდას ახალგაზრდა ბიჭი. -ქეთი მოდი საქმეზე გადავიდეთ. -ჰო, ჰო. წიგნის დაწერა მინდა... სკოლის გარდა უამრავი ქალი თუ გოგონა მაკითხავს ერთი დიდი საერთო ტრაგედიით. მოკლედ ახლობლისგან... შემთხვევით გავიგე შენი წარსულის ამბავი.-მაშინვე ფერი გადაუვიდა წერეთელს სახიდან.-დამშვიდდი თებეა შენი სურვილის გარეშე არაფერი მოხდება. -შენ გინდა რომ მე ყველაფერი გავიხსენო და მოგიყვე. ლამაზად შეფუთავ ცოტა რომნტიკას შეურევ და შექმნი კარგად გაყიდვად წიგნს? -მე რეალური ამბავი მჭირდება. ეს არ იქმნება იმისთვის რომ შემოსავალი გამეზარდოს. მას იმ ქალებისთვის ვაკეთებ ვისაც ჯერ კიდე არ აქვს ძალა ძალადობა ამხილოს. -არა, არ გამომივი ქეთი. ჩემი ამბავი ვერ დაგეხმარება.. -ფეხზე აპირებდა წამოდგომას, ქალის ხელმა რომ შეაჩერა. -წარმოიდგინე შენი რეალური გრძნობები, ემოციები, განცდები გადმოტანილი ფურცელზე და იმის აღწერა ყველაფრის მიუხედავად როგორ იბრძოდი.-სევდიანად გაეღიმა. -არ ვიცი ქეთი.. იმდენი წელი გავიდა.. რას გატყუებ ყველაფერი გუშინდელი დღესავით მახსოვს. ყველაფერს ისევ ცოცხლად განვიცდი ყოველ დილით. მეორდება და მეორდება თითქოს რაღაც დროში ვარ გაჭედილი. -დამიჯერე ყველაფრის გახსენება, მოყოლა მხოლოდ შენ კი არა უამრავ ქალს მისცემს ბრძოლის ძალას. -ქეთი მე არ მიბრძოლია.. -დღეს შენ რომ ცოცხალი ხარ და ბავშვებს გულწრფელად უღიმი, ეს უკვე ბრძოლის მოგებას ნიშნავს თებეა. შენი ისტორია ყველაფერ მოიცავს. -კი მაგრამ საიდან იცი ეს ყველაფერი? -შენი სამეზობლოდან. -აჰ გასაგებია.. -მწარედ ჩაეცინა. -არ გაძალებ არაფერს. დაფიქრდი და თუ მზად იქნები ყველაფრის გასახსენებლად იცი როგორც უნდა მომძებნო.- თბილი ღიმილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს და სახლისკენ გზა მარტომ განარძნო წერეთლმა. ტელეფონი ამოაძვრინა ჩანთიდან და სწრაფად აკრიფა ტექსტი. „ანუკი, როცა მოიცლი ეგრე ჩემთან გამოდი. რაღაც ხდება და შენი რჩევა სასიკვდილოდ მჭირდება..“ „ეს რა სიტყვა ისწავლე გოგო.. რა სასიკვდილოდ.. „-მაალევე მოუვიდა პასუხი. „ახლა დამიმთვრდა პროცესი და პირდაპირ შენთან გამოვალ..იცოდე რამე უნდა მაჭამო..“ „კაი.“ სახლის კარი სწრაფად შეაღო და ზურგს უკან მიიკეტა. პროდუქტები სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო და მსოფლიოში ყველაზე გაუმაძღარი ადამიანისთვის შეუდგა საჭმლის კეთბას. თან თორმეტ ფურცლიან რვეულებში ლამაზად და მონდომებულად ჩაწერილ დავალებებს ადევნებდა თვალეს. წითელი კალმით ასწორებდა შეცდომებს და შენიშვნებსაც სწორი სიტყვებით უწერდა. სამზარეულოს შუაში თეთრ მაცივარზე უამრავი ნახატი იყო მაგნიტებით დამაგრებული, სადაც ძლივს დაწერილი „მასწავლებელო მიყვარხართ“, „თებე მასწ ძალიან მიყვარხარ.“ და ყველა პერსონაჟ ფერად პრინცესას გავდნენ.. მოულოდნელად კარები ხმაურით იღება და საოცრად ძლიერი ენერგია შემოდის პატარა, მყუდრო სახლში. შავი ტანზე მომდგარ შარვალში და თეთრი ატლასის პერანგში გამოწყობილი ეს გოგო ხომ სრული შოკია. თმა კეფასთან შეკრული კოსით და ლამაზი გამოხედვით. მოდით და თქვით რომელ დამნაშვეს თუ უდანაშაულოს არ მოუნდება ასეთი ადვოკატის ყოლას.. -ღმერთო ესენი შემიწირავენ მე..-მისაღებში მიაგდო ჩანთა და შიშველი ტერფებით „შებლაყუნდა“ სამზარეულოშ.-თებე ისე მშია იცოდე შენ შეგჭამ.. -მმოწყვეტით დაეშვა სკამზე. -10 წუთი მოგიწევს ლოდინი.. -უიმე..-ფეხები ჰაერში ააფართხალა და მოწყენიმა გახედა დაქალს.-შენ რა გჭირს რა რჩევა გინდა. -დღეს ჩვენი სკოლის ფსიქოლოგი დამადგა.. დიდი კი არაა ასე 30 წლამდე ქალი იქნება. -აი.. როგორ მაინტერესებს რამდენი წლისაა.-თვალები გადაატრიალა. -ჩემი ამბის დაწერა უნდა.. - ვათთ?-წამოიყვირა და თვალები ფართოდ გაახილა.- და საერთოდ საიდან იცის? -სამეზობლოდან.. -გაეცინა. -მაგათი ენა ჭარტალა დედები მოვ**ან. -ფუუ, უზრდელო.. ჰო მოკლედ წიგნის დაწერა უნდა. იმ ქალებისთვის ვინც ჯერ კიდე ძალადობის მსხვერპლია და საზოგადოების გამო ეშინიათ ხმის ამოღება. -გინდა გითხრა? -ჰოო.! -კარგს აკეთებს ეს ქალი. მიდი ეგ წიგნი მოცხეთ, მე ფონდს გავაკეთბ და ესეთ ქალებს უფასოდ გავუწევ ადვოკატის მომსახურებას. -ანა ხვდები რას ამბობ?!-თვალები ცრემლებით აევსო. -ყველაზე მაგარი იქნება თებე.. დაფიქრდი დაეხმარები მათ ვისაც გვერდში არავინ ჰყავს. წარმოიდგინე ქალი რომელზეც იძალადეს და მხოლიდ იმის გამო ვერ იღებს ხმას რომ ეშინია ქილიკის იმ ფრაზების რაც ჩვენ უამრავჯერ მოვისმინეთ. როდემდე უნდა ეგონოთ რომ ძალადობა ქალის ბრალია.. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გათენდეს ამ უბადრუკ ქვეყანაში თებე.. შენ იმდენად ძლიერი ხარ ვიცი შეძლებ.! იმ დაწყევლილ წლებს გაიხსენებ და უამრავ ქალს დაუძლეველ ძალას მისცემ და მერე ხომ იცი ქალები როგორები ვართ..-მხრებში იყო ჩაფრენილი და მთელი ენთუზმიით ესაუბრებოდა გაჩუმებულ წერეთელს.გონს მოსული უკვე ცნობილ ნომერს კრეფდა ტელეფონზე. -გისმენ თებეა. -ქეთი მხოლოდ ერთი პირობით დაგთანხმდები.. -გისმენ თებეა..-ხმაში აღელვება დაეტყო.. -შენი წგნის ნამდვილობას მხოლოდ მაშინ დაიჯერებენ თუ ყველაფერი სიზუსტით იქნება გადატანილი. -შენ გინდა რომ სახელებიც იგივე დარჩეს? -ყველაფერი ნამდვილი იქნაბა.. -კი მაგრამ თებე ამით ხომ..-ნერვილად წარმოთქვა ორჯონიკიძემ. -ამით ყველას ყველაფერს დავუმტკიცებ. ყველაზე მეტად მათ ვატკენ ვინც ასე გამწირა სასიკვდილოდ.. -ობოლი ცრემლი დაედინა ნაზ სახეზე. -როგორც გინდა საყვარელო. როცა მზად იქნები დავიწყოთ. -ნახვამდის.-ტელეფონი გათიშე მისაღებში ჩუმად მდგარ მეგობარს მიუახლოვდა იაკობიძე. ფანჯრიდან იყურებობა და ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს კვლავ უფსკრული ითრევს.-ამით მასაც ვატკენ. -ვის თებე? -თებეას დემნას..-გულმა რითმი გამოტოვა ამ სახელის გაგონებისას. წლებია არ უხსენებია. შიგნით, სადღაც ძალიან ღრმა სიბნელეში ინახავდა მასზე მოგონებებს და საკუთარ თავს უკვრძალავდა ფიქრს. -შენ რა ისევ გიყვარს? -ნუ გიკვირს ან... თებეს დემნა არასდროს დასრულდება, სანამ მე ცოცხალი ვარ. -მხოლოდ ამ სიყვარულისთვის იმსახურებ საუკეთესოს.. ამხელა გრძნობისთვის... -ანი დამპირდი.. თუ მე პირველი მოვკვდები და ორივე ცოცხლები იქნებით.. მოძებნი და ეტყვი რომ სიგიჟის ზღავარამდე მიყვარდა.-ატირებული შემოუბრუნა იაკობიძეს.. -უთხარი რომ ჩემი ნებით არ დამიკარგავს.. -არა თებე.. ღმერთი ამას არ დაუშვებს, ცხოვრება მის გარეშე არ დასრულდება. -ღმერთმა უკვე დაუშვა ის რაც დასაშვები არ იყო.. ამიტომ მე მისი იმედი აღარ მაქვს.-ცრემლი უხეშად მოიშორა სახიდან და სამზარეულოსკენ წავიდა.-მგონი მგელივით გშიოდა. *** მთელი ძალით დახურა სქელ ყდიანი წიგნი. შეუმჩნეველს ამჩნევდა ყველაგან და განადგუებული აკვირდებოდა ყდაზე გამოსახულ ქალს. ჩასისხლიანებული თვალებით ოთახს წრეებს ურტყავს და სულის შემკვრელ ტკივილს გრძნობდა გულში. ეზიზღბა ყველა კაცი, ვინც მისი საყვარელი ქალის უბედურებაში იოტისოდენა წვლილი მაინც მიუძღვის, საკუთრი თვის ჩათვლით. წაკითხულს ათასჯერ ატრიალებს გონებაში და კიდევ ვერ იჯერებს, რომ ეს მართლა მის ცხოვრებაში ხდება. ერთ ხანს გაუნძრევლად იდგა და უყურებდა მაგიდაზე მიგდებულ წიგნს სათურით „ტკივილი რომელიც გვასახიჩრებს.“ -ამის გადატანა როგორ შეძელი.?-კედელთან ჩაკეცილს სუსტად წამოცდა.-მე სად ვიყავი.. მე რომელსაც უნდა დამეცვა ჩემი ქალი.. ჩემიი.. ჩემი..-იმეორებს ამ ერთ სიტყვას და მთელი ძალით იშენს მუშტებს მკერდზე.-როგორ მოვიდეე. შენამდე რა ნამუუსით მოვიდე..სიგიჟის ზღვარამდე არა?? რა ვქნა ახლა მე რომ ამ ზღვარსაც გადავცდი თებეე.ამ ცხოვრების დედაც.. ამ ცხოვრების დედა მოვ**ან სადაც შენ ჩემი ქალი არ ხარ. ამ ცხოვრების დედას შე**ცი სადაც შენ გულნატკენი ხარ თებეა.!-მთელი ხმით ყვირის.ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლები და მდივანის ნომერი აკრიფა. -გისმეთ ბატონო დემნა. -ანა იაკობიძის ნომერი სასწრაფოდ. -მოვძებნი და შეტყობინებით გამოგიგზავნით.-სწრაფად გაუთიშა ტელეფონი და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. -ჯანდაბა, ყველაფერს მის თვალებში ვხედავდი. ვხედავდი! ის არასდროს დამტოვებდა! დემნას თებე ასე არ წავიდოდა..მისი სულის ტკივილს ვხედავდი. ვგრძნობდი როგორი ნაწყენი იყო,ყველაფერს ვხედავდი მაგრამ იმდენად ნაგავი ვარ რომ, არაფერი დავიჯერე.. გულს არ ვენდე და საკუთარი თავმოყვარეობის გამო ამ ტკივილში მარტო დავტონე.. ჯანდაბა შენ თავს დემნა.ისე ვიყავი საკუთარი ტკივილით დაბრმავებული..- ყელზე დაბერილი ძარღვები თავისუფლად სუნთქვის უფლებას არ აძლევს და ფილტვებს სტკენს. -მისი სულის ტანჯვა ვერ შევამჩნიე..-გამწარებულმა დაიწყო ყვირილი და მთელი ოთახი ნაომარ ველს დაამსგავს. რთულია როცა წარსული მწარედ გასკდება შუბლზე, დაუნდობლად გირტყავს სიმართელე რომელსაც მაშინაც კი ვერ დაიჯერებდი თუ საკუთარი თვალით დაინახავდი. ესაა ცხოვრება. მწარე მაგრამ სამართლიანი. ჩვენ უბრალო ადამიანები მისი მარიონეტები ვართ და შავი ძაფებით ისე გვმართავს თითქოს და მართლა ხისგან გამოთლილი თოჯინები ვიყოთ. არ გვინდობს არც ტკვივილისგან და ყველაზე მწარე რეალობასაც სახეში გვაჯახებს. ხიბლიც ხომ ამაშია ცხოვრების?! ყველაზე დაუნდობელია მაგრამ ჩვენ მაინც ძალიან გვიყვარს ის.! *** (რამდენიმე კვირით ადრე.) დაღლილი, ფიზიკურად დაღლილს არ ვგულისმობ.! ფსიქოლოგიურად დაღლილი ავიდა ბორტზე, რომელიც ასრულებდა ფრენას ბერლინი-თბილისის მიმართულებით. არ ვიცი რატომ გადაწყვიტა თბილისში დაბრუნება თაბაგარმა მაგრამ, დედის თხოვნით მაინც დაუბრუნდა ფესვებს. უჭირს იმ ჰაერის ჩასუნთქვა, რომელიც მის დიდ მონატრებასაც ეკუთვნის. გეგონათ ასე იოლად გაქრებოდა დემნას თებეა? იმის და მიუხედავად, რომ მთელი მონდომებით ცდილობდა ქალის დავიწყება, მაინც არ გამოუვიდა.. მის აჩრდილს შეეგუა და მასთან ერთად განაგრძო ცხოვრება. ყველა ქალის თვალებშ იმ ყავისფერებს ეძებდა.. მისეულს. ყველა ალერსში თებეს კუთვნილ სითბოს დებდა. დამძიმებული ქუთუთოები ფრთხილად გაახილა და უკვე სამშობლოს თავზე გადაფრენილ თვითმფრინავიდან გადაიხედა. არ გაუჭირდა მოწყობა. საკმაოდ პრესტიჟული სკოლა და უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული ბატონ დემნას და მისი კვალიფიკაციის მიხედვით ძალიან სასურველი კადრი აღმოჩნდა სახელმწიფოსთვის. **** მახარებს თქვენი კომენტარრები, ბოდიში ცოტა დავიგვიანე მაგრამ იმედია ამ დიდი თავით გამოვისყიდი. <3 მადლობა წინასწარ თქვენი ემოციების გაზიარებისთვის .<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.