შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცასა და მიწას შორის ( 10 )


3-05-2022, 17:45
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 524

გამოვფხიზლდი თუმცა თვალების გახელა მიჭირდა, პირი გამშრალი მქონდა და კიდურები გაშეშებული, პირველი რაც გამახსენდა ის იყო რომ დაჭრილი ვიყავი მაგრამ ჩემდა გასაკვირად ტკივილს ვერ ვგრძნობდი, ასე თვალდახუჭული ვიწექი და ვცდილობდი გამეხსენებინა რა მოხდა, ბუნდოვნად მახსოვს როგორ ამიტაცა დანიელმა ხელში და როგორ აიჭრა ცაში ჩემთან ერთად, სანამ იქაურობას მოვშორდებოდით დავინახე როგორ გაჩერდა საშინელი სისწრაფით მომავალი ავტომობილი რომელსაც კაილი მართავდა, ტაქსის კარი გამოგლიჯა, სოფი გადმოიყვანა და ხელში აიტაცა, მერე აღარაფერი მახსოვს, მთლიანად მივნებდი დანიელის ძლიერ მკლავებს და წყვდიადს რომელსაც ჩემი შთანთქმა სურდა...
როგორც იქნა შევძელი და ქუთუთოები ერთმანეთს დავაშორე, ხელების ამოძრავება ვცადე და გამიხარდა რომ შევძელი, პირველი რაც გავაკეთე იყო ის რომ მაისური ავიწიე და მარცხენა ფერდზე არსებულ ჭრილობას შევეხე, შეხვეული არ მქონდა, არც ტკივილი მიგრძვნია, ჭრილობის მაგივრად როგორც ჩანდა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწიბურები იყო დარჩენილი, ეს შეუძლებელია მახსოვს რომ საშინლად მეწვოდა და სისხლი მომდიოდა, ნეტავ რამდენ ხანს მეძინა? ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი, ახლაღა მომესმა მშვიდი ფშვინვა, გაჭირვებით წამოვჯექი და სახე გამებადრა როცა ჩემს გვერდით მძინარი დანიელი დავინახე, გულაღმა იწვა წელზევით შიშველი, თეძოზე მომდგარი თხელი, ნაცრისფერი სპორტული შარვალი ეცვა, ერთი ხელი მუცელზე ედო ხოლო მეორე უღონოდ ჰქონდა გადაკიდებული საწოლიდან, მისი თმები უწესრიგოდ იყო გაფანტული ბალიშზე ხოლო სახეზე უზომო დაღლილობა ეწერა, იმით გულმოცემული რომ აშკარად ღრმად ეძინა ურცხვად ვათვალიერებდი მის უზადო სხეულს, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ამ ნახევრად შიშველ სრულყოფილებას პირველად ვხედავდი, ფრთხილად შევეხე სახეზე მკერდზე და მუცელზე ჩამოვუყევი და მარცხენა ფერდთან შევჩერდი, ნაიარევთან რომელიც აქამდე არ ჰქონია, ამაში დარწმუნებული ვიყავი, ზუსტად იქ ჰქონდა სადაც მე, მსგავსი ჭრილობა... მაისური ავიწიე და კიდევ ერთხელ დავაკვირდი ჩემს ჭრილობას, იდენტური იყო, ეს რას უნდა ნიშნავდეს?
- დილა მშვიდობის ძილისგუდა, -ძილისგან დაბოხებული ხმით მომესალმა და მოულოდნელობისგან ერთ ადგილზე შევხტი, ფეხმორთხმით დაჯდა ჩემს წინ, ჩემი ხელები ხელებში მოიქცია და დაკვირვებით შემათვალიერა.
- კარგად გამოიყურები, გამოძინება მოგიხდა, როგორ ხარ თავს კარგად გრძნობ? -ნაძალადევად მიღიმოდა, ჩემს მდგომარეობაზე ღელავდა მაგრამ თვითონ კარგად ნამდვილად არ იყო, თვალები დავხუჭე რომ უკეთ უკეთ მომეხდინა კონცენტრაცია და მისი განცდები და გრძნობები გამეთავისებინა, ვიცოდი რომ ამის გაკეთება შემეძლო, მე მისი მეორე ნახევარი ვიყავი,
- რას აკეთებ? -თითქოს შორიდან მომესმა მისი ხმა, ყურადღება არ მიმიქცევია ისე ჩავიძირე მისი გრძნობების მორევში, შიში, ტკივილი, დანაშაულის გრძნობა, დანაშაულის გრძნობა კიდევ უფრო და უფრო მეტი დანაშაულის გრძნობა, თვალები გავახილე, მუხლებზე ავაცოცდი, კალთაში მოვკალათდი და შუბლით მხარზე მივეყრდენი, ერთხანს დაძაბული იჯდა მერე მოდუნდა, თითები თმებში შემიცურა და ნაზად მოფერება დამიწყო,
- არ მინდა თავი დამნაშავედ იგრძნო, შენ არაფერ შუაში ხარ გესმის დანიელ? -ძლივსგასაგონად ვჩურჩულებდი და სხეულზე ვეკვროდი.
- საოცარია, ჩემი ფიქრების და გრძნობების წაკითხვას ახერხებ, მე კი... მე ერთადერთი რამ უნდა გამეკეთებინა და ისიც ვერ შევძელი ვერ დაგიცავი, შენ რომ რამე მოგსვლოდა...
- ჰო მაგრამ არაფერი მომსვლია, დროულად მოხვედი და ჩემი გადარჩენა შეძელი.
- ჰმ, გადარჩენა არა? -მწარედ ჩაიცინა, მაიძულა რომ მოვშორებოდი, მაისური ამიწია და მოღუშული სახით დამხედა იარაზე, -იცი ეს რა არის? ჩემი უყურადღებობის შედეგია, იმდენად დამაბრმავა ბრაზმა დემონების მიმართ შენი გატაცების გამო რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ დაგჭრეს.
- გეყოფა დანიელ, -უნებურად ვიყვირე და ისეთი საყვარლად დამრგვალებული გაკვირვებული თვალებით შემომხედა რომ თავი ვერ შევიკავე და გავიღიმე, -საკმარისია თავის დადანაშაულება, კარგად ვარ არაფერი მჭირს, ვერ ვხვდები ასე რატომ ღელავ?
ერთხანს უხმოდ მიყურებდა, მერე სახე ხელებში ჩარგო, ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა დამშვიდებულიყო.
- მაპატიე რომ გუშინ მარტო დაგტოვე, მე და კაილი ძალიან გვიან მივხვდით რომ ის ყველაფერი რაც გუშინ მოხდა კარგად მოფიქრებული გეგმა იყო შენს გასატაცებლად, ჩემი სახლიდან გატყუება, შემდეგ კაილის ჩამოცილება, გუშინ უამრავი შეცდომა დავუშვი, ისიც კი გვიან შევამჩნიე რომ დაჭრილი იყავი, დემონის შხამი უკვე თითქმის მთელს ორგანიზმში გქონდა მოდებული, კიდევ რამდენიმე წუთი რომ დამეგვიანა...
- თუ ასე მძიმედ ვიყავი როგორ მოხდა და თავს ასე არაჩვეულებრივად ვგრძნობ, ახლა არ მითხრა რომ რამდენიმე თვე კომაში ვიყავი, იქნებ სულაც რამდენიმე წელი, -შეშფოთებულმა მიმოვიხედე ირგვლივ, -სარკე მჭირდება დანიელ,
- სარკე რად გინდა?
- უნდა ვნახო ნაოჭები ხომ არ გამიჩნდა, -სრულიად სერიოზულად ვუთხარი, პანიკური სიცილი აუტყდა, ისე გულიანად იცინოდა მეც კი ამიყოლია,
- დამშვიდდი, მხოლოდ ერთი ღამე გეძინა, -მითხრა როგორც კი დამშვიდდა და ნაზად მომეფერა სახეზე,
-ჰო და რაც შეეხება შენს გარეგნობას ისეთივე არაჩვეულებრივია როგორიც გუშინ იყო და რამდენი წელიც არ უნდა გეძინოს შენს გარეგნობაში არაფერი შეიცვლება, ვხედავ როგორ უყურებ ჩემს იარას ალბათ გაინტერესებს როგორ მოხდა რომ ასე მალე გამოჯანმრთელდი და თან ერთნაირი იარები გვაქვს, პარტნიორების და მითუმეტეს ერთმანეთის მეორე ნახევრების კავშირზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი, რადგან ძალიან მძიმედ იყავი და შხამს შენს სხეულში მარტო ვერ გაუმკლავდებოდი, ამიტომ შენი ჭრილობა, ტკივილი, შხამი გავიზიარე რომ ერთად არ გაგვჭირვებოდა ამ ყველაფრის გადატანა, მაგრამ როცა ასეთ რამეს ვაკეთებთ ჭრილობის შემთხვევაში სხეულზე ზუსტად ისეთი კვალი გვრჩება როგორიც ჩვენს პარტნიორს აქვს და სწრაფად მოშუშებას რაც შეეხება ეს ჩვენთვის სრულიად ბუნებრივია, ადამიანებისგან განსხვავებით მალე ვიღდგენთ ძალებს, რამდენიმე დღეში ამ ჭრილობიდან მხოლოდ ძლივსშესამჩნევი კვალი დაგვრჩება.
პირდაღებული ვუსმენდი, ისე უბრალოდ საუბრობდა ამ ყველაფერზე თითქოს ჩემს გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაეგდო, მოჯადოებულივით შევცქეროდი თვალებში და პირველად ვხვდებოდი რისთვის ღირდა ცხოვრება, ხელები კისერზე მოვხვიე ჩემსკენ მოვიზიდე და ნაზად შევეხე ტუჩებზე, თვალები დახუჭა და ამოიგმინა, წელზე ხელი მომხვია და კოცნა უფრო მომთხოვნი და უხეში გახადა, ჯანდაბა ეს წარმოუდგენლად სასიამოვნო იყო, მაისური გადამაძრო და ბალიშებზე გადამაწვინა, დაბინდული მზერით დამყურებდა და ღრმად სუნთქავდა.
- თავს მართლა კარგად გრძნობ? -შემეკითხა ჩახლეჩილი ხმით და მივხვდი როგორი დაძაბული ელოდა პასუხს, გამეღიმა ფეხები წელზე შემოვხვიე და მოვიზიდე, საპასუხო ღიმილიც მივიღე და ცოტა ხანში მთელს ოთახს ჩვენი ვნებიანი ხმები ავსებდა, ცეცხლოვანი მზერით მიყურებდა ქვემოდან როცა მის თითებში თითებახლართული ვმოძრაობდი და მისი ნეტარი სახის დანახვისას მეც სიამოვნებისგან ვიშლებოდი...
- ნამდვილი ქალღმერთი ხარ, -ერთი ხელით ჩემი მკერდი მოიქცია მუჭში, მეორე ხელი თეძოზე მომიჭირა, თავი უკან გადავაგდე და სიამოვნების ტალღებს მივნებდი რომლებიც წალეკვას გვიქადდნენ.
- - - - - - - -
მის მკერდზე თავმიდებული ვიწექი, არავისზე და არაფერზე არ შემეძლო ფიქრი, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი მისი ღვთაებრივი სურნელი და გრილი თითების ნაზი შეხება იყო ჩემს სხეულზე...
- როგორ ფიქრობ დანი იმიტომ გვაქვს ასეთი მაგარი სექსი რომ ერთმანეთის მეორე ნახევრები ვართ?
-ვკითხე და მერეღა მივხვდი რა სულელური კითხვა დავუსვი, მე მის გარდა არავინ მყოლია მას კი ალბათ უამრავი გოგო ჰყავდა და საერთოდაც იქნებ თვითონ არც ფიქრობს ასე, ოჰ ამის, სირცხვილისგან სახე გამიხურდა...
- ჩემი პატარა სულელი გოგო, სასირცხვილო არაფერი გვაქვს, -წამოიწია და თავზე მაკოცა,
-არაჩვეულებრივი ხარ და რასაც შენთან ვგრძნობ არასდროს არავისთან მიგრძვნია, ის რაც ჩვენს შორისაა არ არის უბრალოდ სექსი, შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ და ეს ასმაგად სასიამოვნოა ჩემთვის, ნამდვილი სასწაული ხარ და არასდროს იფიქრო რომ გატყუებ და იგივეს არ განვიცდი რასაც შენ.
- მართლა ასე ფიქრობ? -საცოდავად ამოვიკნავლე.
- ამას არ უნდა მეკითხებოდე, მშვენივრად გეხერხება ჩემი გრძნობების წაკითხვა, როგორ ფიქრობ გატყუებ?
- არა არა მატყუებ, -ამოვიოხრე და მკერდი კოცნებით დავუფარე, ელვისსისწრაფით მომექცა ზემოდან და ისეთი თბილი მზერით ჩამხედა თვალებში რომ ლამის ხელებში ჩავადნი.
- ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ ჯერ ბევრი რამ გაქვს სასწავლი ანა, ჩემს ნდობასაც ისწავლი, ჩვენი კავშირის და შენი უნარების უკეთ გამოყენებასაც, თავის დაცვასაც და ბრძოლასაც...
დანიელი მართალი იყო მე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცოდი, უამრავი რაღაც მქონდა სასწავლი, აუცილებლად რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყო წვრთნა, რაღაც რაღაცეები რომ მცოდნოდა იქნებ დემონებისგან თავის დაღწევა არ გამჭირვებოდა და მე და სოფისაც აღარ მოგვიწევდა...
- სოფი, სოფი სად არის, როგორ არის? -ახლაღა გამახსენდა და მაშინვე ავფორიაქდი, -მე როგორი მეგობარი ვარ მხოლოდ ახლა გამახსენდა.
- დამშვიდდი სოფი კარგად არის, გუშინ კაილმა მოიყვანა ჩვენთან და ახლა ქვემოთ არის ბიჭებთან და სონიასთან ერთად, მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს.
- ოოჰ, კარგია რომ ჩემს გამო არაფერი დაუშავდა, -შვებით ამოვისუნთქე და საკმაოდ გვიან მივხვდი თუ რა მითხრა დანიელმა, -მოიცა როგორ თუ ბიჭებთან ერთად არის, თქვენ რა ყველაფერი უთხარით?
- არაფერი გვითქვამს, მშვენივრად ეხერხებათ თავის მოჩვენება და ჩვეულებრივი ადამიანის როლის თამაში როცა საჭიროა, უბრალოდ შენი მეგობარი ზედმეტად ჭკვიანია იმისთვის რომ დიდხანს დაიჯეროს თითქოს არაფერი უცნაური არ ხდებოდეს მის გარშემო, თანაც კაილი მაფიქრებს.
- შენც მიხვდი? როცა კაილთან ერთად კაფეში ვიჯექი და სოფი შემოვიდა ისე უცნაურად უყურებდა, სოფიც დანახვისთანავე გაგიჟდა მასზე, რომ არ ვიცოდე რომ ადამიანებსა და თქვენს შორის, ანუ ჩვენს შორის
კავშირი შეუძლებელია ვიფიქრებდი რომ...
- იფიქრებდი რომ მათ შორის სულიერი კავშირია და პარტნიორები არიან არა? -ღიმილით დააბოლოვა ჩემი არეულ-დარეული წინადადება.
- ჰო ასე ვიფიქრებდი მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია?
- შეუძლებელი არ არის მაგრამ იშვიათობაა და ძალიან საშიშია.
- საშიში რატომ ან ვისთვის?
- სოფისთვის, მოიცადე ასეთი სახე ნუ გაქვს მაცადე აგიხსნა, მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად ადამიანებს ძალიან ვგავართ, მათგან ყველანაირად განვსხვავდებით, ჩვენთან ახლო კავშირისას მითუმეტეს თუ სექსუალური ურთიერთობა აქვთ ადამიანები ენერგიას კარგავენ იფიტებიან და საბოლოოდ სიცოცხლეს ემშვიდობებიან, ჩვენს ძალას და ენერგიას ვერ უძლებენ რასაც მაშინ გამოვყოფთ როცა ობიექტი სექსუალურად გვიზიდავს და გვაინტერესებს, ეს ყველაფერი მათ ნელ-ნელა და მტკივნეულად ანადგურებს ფიზიკურადაც და სულიერადაც, ამიტომაც ყოველთვის ვერიდებოდით ადამიანებთან ასეთი სახის ხანგრძლივ ურთიერთობებს, სონია და სანი არც არასდროს შემიმჩნევია ადამიანებთან ერთად თუმცა უნდა გითხრა რომ კრისი და ლევინი არასდროს ამბობენ უარს ერთჯერად გართობებზე, ერთჯერადი ურთიერთობები როგორც წესი არავისთვის არ არის სახიფათო, კაილს რაც შეეხება მას არცთუ ისე კარგი მოგონებები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით...
- შენ დანიელ? საკუთარ თავზე არაფერს ამბობ.
- გინდა ჩემს სექსუალურ პარტნიორებზე მოგიყვე? სერიოზულად?
- რატომ გიკვირს? მინდა რომ შენს შესახებ ყველაფერი ვიცოდე, მაინტერესებს გქონდა თუ არა სერიოზული ურთიერთობები, -ყველანაირად ვეცადე ხმაში აღელვება არ შემტყობოდა და პასუხის მოლოდინში გავიყურსე, დანიელმა ჩაიცინა და შიშველ ზურგზე ამიტარა თითები, ამოვიკრუტუნე და უფრო მაგრად მივეტმასნე.
- როგორ გგონია შემიძლია შენთან ერთად ვიწვე საწოლში შიშველი და წარსულზე ვიფიქრო? მაპატიე მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ, ახლა ჯობია კაილზე და სოფიზე გადავერთოთ და იმაზე ვიფიქროთ მათ დასახმარებლად რისი გაკეთება შეიძლება.
- კარგი ასე იყოს, ფიქრობ რომ რამე სერიოზულია? იქნებ უბრალოდ წამიერი გატაცებაა და ცოტა ხანში გადაუაროთ?
- ასე არ ვფიქრობ, მე მშვენივრად ვიგრძენი თუ რაოდენ ძლიერი მიზიდულობაა მათ შორის, იმედია გაუმართლებთ და იმ უიშვიათეს წყვილებს შორის აღმოჩნდებიან რომლებმაც შეძლეს ერთად ცხოვრება.
- ანუ მაინც არსებობს რაღაც შანსი?
- ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, უბრალოდ სიტუაციას დავაკვირდეთ კარგი? დარწმუნებული იყავი რომ კაილი რაც არ უნდა მოხდეს არასოდეს გააკეთებს რამეს რაც სოფის დააზიანებს, მას ნამდვილად რკინის მოთმინება აქვს.
- სოფი კი აშკარად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მისი მოთმინება გამოცადოს, -მხიარულად გადავიკისკისე და წამოვჯექი, -კაფეში რომ შეხვდნენ ისეთი სასაცილოები იყვნენ რომ გენახა როგორი დაბღვერილი უყურებდა კაილი...
სიტყვა გამიწყდა როცა დანიელის თვალებს გადავაწყდი, უნებურად მოვილოკე გამშრალი ტუჩები, ხარბი მშიერი მზერით მათვალიერებდა, შიშველი ვიჯექი მის წინ, უწესრიგოდ ჩამოყრილი თმიდან ილანდებოდა ჩემი მკერდი და საალერსოდ იწვევდა, ჟრუანტელმა დამიარა და სურვილისგან ავცახცახდი როცა წელზე ხელი მომხვია და ბალიშებზე გადამაწვინა...
- - - - - - -
- როგორც იქნა გვეღირსა, გვიკადრე და ჩამობრძანდი ქალბატონო, -სოფიმ დამინახა თუ არა მისაღებში შესული ჩემსკენ გამოექანა და ჩამეხუტა, -როგორ ხარ? ამდენ ხანს რატომ გეძინა? შენი ნახვა მინდოდა მაგრამ სონიამ მითხრა რომ დასვენება გჭირდებოდა და არ შემეწუხებინე, მართლა კარგად ხარ? -ერთბაშად მომაყარა და თავიდან ფეხებამდე დაკვირვებით შემათვალიერა.
- კარგად ვარ დამშვიდდი, -ძლივს მოვახერხე რომ ორიოდე სიტყვა მეც მეთქვა, -შენ როგორ ხარ?
- მე არაჩვეულებრივად, შენი მეგობრები გავიცანი და ყველა ძალიან მომეწონა, არაჩვეულებრივები არიან, რასაც იმ უჟმურზე ვერ ვიტყვი, -ოთახის შორეულ კუთხეში მდგარ რბილ სავარძელში მჯდომ კაილზე მანიშნა რომელიც არავის და არაფერს არ აქცევდა ყურადღებას და სადღაც სივრცეში იყურებოდა თვალგაშტერებული, დანიელს გადავხედე სოფის უსმენდა და ღიმილს ძლივს იკავებდა.
- ჩვენც მიგვიშვი რომ მოვიკითხოთ, -კრისმა სოფი ძალით გასწია გვერდზე და ის და ლევინი ერთდროულად გადამეხვივნენ, სონია და სანიც შემოგვიერთდნენ.
- გეყოფათ ასე გამგუდავთ, -დავიწუწუნე და კაილისკენ გავაპარე მზერა, -თვალი გამისწორა სევდიანად გამიღიმა და თავი დამიკრა, დანიელმა როგორც იქნა მოახერხა ყველას დარწმუნება რომ კარგად ვიყავი, მერე ბიჭებს და სონიას ანიშნა გამომყევით საქმე მაქვსო, როგორც კი მარტო დავრჩით მაგიდაზე მდგარი ხილით სავსე მოჩუქურთმებული ხის ჯამიდან უზარმაზარი წითელი ვაშლი ავიღე, სოფის ხელი ჩავჭიდე და ბაღში გავიყვანე.
- წამოდი გავისეირნოთ, აქაურობას დაგათვალიერებინებ და თან მკითხე რაც გინდა.
- როგორ მიხვდი რომ შენთან უამრავი კითხვა მაქვს? -პატარა მეამიტი ბავშვივით შემომღიმა.
- სახეზე გეტყობა.
- მართლა? -თითები ლოყებზე შემოიწყო და ჩაფიქრდა, -არც კი ვიცი საიდან უნდა დავიწყო, როცა ნიუ იორკში გაგიცანი სულ მარტო იყავი, არავინ გყავდა, არავისთან მეგობრობდი, ბოლოს როცა როგორც იქნა ურთიერთობა ავაწყვეთ უბრალოდ გაქრი ისე თითქოს მიწამ გიყო პირი, მერე კი რომში გიპოვე და აღმოჩნდა რომ თურმე ამ ღმერთკაცებთან ერთად ცხოვრობ.
- ღმერთკაცებთან? -სიცილი ვერ შევიკავე.
- ჰოო არაჩვეულებრივები არიან, როგორ ახერხებენ რომ ასეთი სრულყოფილები იყვნენ, -სოფი აღფრთოვანებული საუბრობდა და დროდა დრო ხელებს იშველიებდა რომ გრძნობები უკეთ გადმოეცა, -კაილი რომ დავინახე ვიფიქრე რომ ციდან დედამიწაზე პირადად ჩემთვის ჩამოსული ღმერთი იყო, შენ ვერ წარმოიდგენ რა ვიგრძენი, მთელი ჩემი ცხოვრება თითქოს ამოტრიალდა და მივხვდი თურმე რატომ ვცხოვრობ ამქვეყნად, იმიტომ დავიბადე რომ მას შევხვედროდი, დარწმუნებული ვარ ისიც ასე ფიქრობს მაგრამ რატომღაც თავს მარიდებს.
- კაილს თავისი მიზეზები აქვს სოფი ოღონდ მე ნურაფერს მკითხავ თუ სურვილი ექნება თვითონ აგიხსნის ყველაფერს, -ვუთხარი და რატომღაც მეგონა რომ გააპროტესტებდა თუმცა არაფერი უთქვამს, ერთხანს დუმდა მერე კი ეშმაკურად აციმციმებული თვალებით და ღიმილით მომიბრუნდა.
- დანიელზე რას მეტყვი, როგორ უძლებ მის მომხიბვლელობას?
- ვინ გითხრა რომ ვუძლებ? -უდარდელად ჩავილაპარაკე, იქვე ბალახზე წამოვწექი გულაღმა, ხელები თავქვეშ ამოვიდე და მოკრიალებულ ზეცას ავხედე, სოფიც ჩემს გვერდით წამოგორდა.
- რას გულისხმობ? ანუ თქვენ ერთად ხართ? ხომ ხვდები რას ვგულისხმობ?
- ჰო ერთად ვართ და ის მართლაც არაჩვეულებრივია, ჩემი მეორე ნახევარია, სულის ნაწილი და ცხოვრების აზრი, არც კი ვიცი ამდენი ხანი მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი.
- გისმენ და ცოტათი მშურს შენი, მეც მინდა ასეთი რამ განვიცადო, უბრალოდ ცოტათი მეშინია.
- გეშინია? რისი? -წამოვჯექი და ზემოდან დავხედე, იწვა, თხელი თითებით თვალებს იფარავდა მზისგან, ქარა თმა უწესრიგოდ ჰქონდა ბალახზე გაშლილი და ნერვიულად იწვალებდა ქვედა ტუჩს კბილებით, არა, ნამდვილად არ მემეტებოდა ასეთი ორომტრიალისთვის... თითქოს იგრძნო რომ ვუყურებდი წამოიწია და ჩემს წინ ფეხმორთხმით დაჯდა.
- დიდი ხანია მათ იცნობ? -ასე უბრალოდ მკითხა და მეც გადავწყვიტე რომ ნამდვილად იმსახურებდა ცოტაოდენ სიმართლეს.
- მათ ჯერ კიდევ მანამდე ვიცნობდი სანამ დავიბადებოდი, არ მინდა იფიქრო რომ შევიშალე ან რამეს ვიგონებ, რეინკარნაციის გჯერა?
- სულაც არ მგონია რომ რამეს იგონებ, -ისე მშვიდად მიყურებდა ცოტა არ იყოს დავიბენი, -გუშინ საღამოს როცა იმ დემონმა გაგვიტაცა, ჰო, ვიცი რომ დემონი იყო, მართალია მთლიანად პარალიზებული ვიყავი და განძრევის თავი არ მქონდა მაგრამ ყველაფერს ვხედავდი და ვგრძნობდი, მანქანიდან გიყურებდით, დავინახე დანიელი როგორ დაეშვა ციდან ფრთებგაშლილი, როგორ გაანადგურა ის არსებები, შენც გხედავდი ხელებიდან ცეცხლი გადმოგდიოდა შეშლილი სახე გქონდა, ისიც კი ვერ იგრძენი როგორ დაგჭრეს, ყველაფერი დავინახე, მინდოდა მეყვირა, მინდოდა გამეფრთხილებინე და პირიდან ხმა არ ამომდიოდა, გეფიცები ამაზე საშინლად თავი არასოდეს მიგრძვნია, -ამოიოხრა და მზერა ამარიდა, საოცარი იყო, ასეთ რეაქციას არ ველოდი, იმის მაგივრად რომ უკანმოუხედავად გაქცეულიყო აქედან იმაზე წუხდა რომ ვერ გამაფრთხილა.
- დარწმუნებული ხარ რომ იმ ყველაფრის მერე რაც დაინახე კარგად ხარ? -დაეჭვებულმა ვკითხე.
- ფიქრობ რომ შევიშალე? -გულიანად გადაიკისკისა, -ძალიან კარგად ვარ, დღეს მთელი დღე ვხალისობდი, იცი როგორ ცდილობდნენ რომ თავი ისე მოეჩვენებინათ თითქოს ნორმალური ადამიანები არიან, მეც არაფერს ვიმჩნევდი, კარგი რა ისე ნუ მიყურებ თითქოს რაღაც სასწაულს ვამბობდე, გუშინ როცა კაილმა ხელში ამიტაცა მკერდზე მიმიხუტა და ჩამჩურჩულებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, პირველად ვიგრძენი თავი ცოცხლად, პირველად ვიგრძენი რომ ცხოვრება მშვენიერია და ამ ყველაფრის დაკარგვა არ მინდა იმ საზიზღარი დემონების გამო.
- არ ვიცი რა გითხრა, -დაბნეულმა ავიჩეჩე თმები და ვცადე რომ გამეღიმა, -რატომ ხარ ასე დარწმუნებული რომ ჩვენ იმ დემონებზე უარესები არ ვართ.
- დანიელს ფრთები აქვს ანა, როგორ შეიძლება დემონზე უარესი იყოს, -ისე გულუბრყვილოდ თქვა რომ ამჯერად უკვე გულიანად გამეცინა.
- რატომ დამცინი, კარგი რა მართლა ასე ვფიქრობ, ზეციდან რომ დაეშვა ანგელოზსს გავდა, მითხარი მართლა ანგელოზია?
- მთლად ასეც არ ვიტყოდი, შეიძლება არის კიდეც ანგელოზი ოღონდ არა ტრადიციული რელიგიური გაგებით, არ ვიცი ჯერჯერობით მეც არ ვარ ყველაფერში გარკვეული, ნელ-ნელა ერთად ვისწავლით ყველაფერს.
- ანუ თანახმა ხარ რომ თქვენთან ერთად ვიცხოვრო? ცოტა ხნით მაინც, -ხმაში დაუფარავი სიხარული შეეპარა და ადგილზე აცმუკდა.
- ვფიქრობ რომ უნდა დარჩე, ერთადერთი რაც მაეჭვებდა შენი რეაქცია იყო როცა გაიგებდი რომ ადამიანები არ ვართ მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა, მამაცი ხარ და ჭკვიანი, მიხარია რომ მეგობრები ვართ.
- მართლა ასე თვლი? -თვალები აუციმციმდა.
- რათქმაუნდა ასე ვთვლი, -ღიმილით შევხედე და რატომღაც ვიგრძენი რომ ჩემთან ჩახუტება უნდოდა და ვერ ბედავდა, უცნაური გრძნობა იყო, ნუთუ ადამიანთა გრძნობების გაგებაც შემეძლო? ბევრი აღარ მიფიქრია ხელები გავშალე და ისიც მაშინვე ჩამეხუტა.
- ხელს ხომ არ გიშლით? -სონიას ხმამ გვაიძულა რომ ერთმანეთს მოვშორებოდით, თავზე გვადგა და გვიღიმოდა.
- გსმენია ჩახუტების თერაპიის შესახებ? -კითხა სოფიმ და როცა მაღლა აწეული წარბი დაინახა თავი გადააქნია, -გასაგებია, ესე იგი არ გსმენია, ჰოდა მოდი ჩაგვეხუტე, სონიამ უცნაურად ჩაიღიმა მაგრამ უარი არ უთქვამს, ჩვენს გვერდით ჩაიმუხლა და მკლავები შემოგვხვია.
- - - - - - -
- ესე იგი ყველაფერი იცოდი და მთელი დილა ჩვენზე ხალისობდი არა? -ლევინმა მოღუშულმა ჩაარჭო ხილის საჭრელი დანა ვაშლში და ისეთი სახით შეხედა სოფის რომ სოფი შეშინებული მომეკრა მხარზე, მის მოპირდაპირედ მჯდარ კაილს ჩაეცინა და შემწვარ კარტოფილს გადაწვდა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ არავის შეემჩნია თუ როგორ ართობდა ეს სიტუაცია.
- დამშვიდდი სოფი მისი ნუ გეშინია, უბრალოდ ხუმრობს, -ჩავჩურჩულე და ლევინს დავუბღვირე.
- რაღაც არ ეტყობა რომ ხუმრობდეს, -სანიმ კრის თვალი ჩაუკრა და მობუზულ სოფის გაუღიმა, -მაგრამ მე შენსკენ ვარ თუ გინდა ერთად ვაჩვენოთ სეირი ლევინს, მაინც ერთი სული მაქვს როდის მივბეგვავ.
- ბოლოს როდის მიბეგვე ვინმე? ალბათ სამასი ან ოთხასი წლის წინ, რაღაც არ მახსენდება, -ლევინმა ირონიულად ჩაიცინა.
- აშკარად ვიღაცამ უნდა ასწავლოს ჭკუა ლევინს თორემ ამ ბოლო დროს ძალიან გათავხედდა, -დანიელმა ნაძალადევი სერიოზულობით გადახედა სუფრასთან მყოფთ, მერე მე მომიბრუნდა და თვალი ჩამიკრა.
- მართლა ხუმრობენ? -ჩამჩურჩულა სოფიმ აცახცახებული ხმით.
- შენ რა სულელო მართლა დაიჯერე რომ ვინმე რამეს დაგიშავებს? ჯობია ყურაღებას ნუ მიაქცევ და ჭამე რამე, კარგი კვება და ენერგია გჭირდება რომ ამ უკბილო ხუმრობებს გაუძლო, -ლევინს ენა გამოვუყავი და მისი ხარხარისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, სოფის თეფშზე სალათი და კარტოფილი გადმოვუღე და ვაიძულე რომ ჭამა დაეწყო, დანიელმა მაგიდის ქვეშ გამამხნევებლად მომიჭირა ხელზე ხელი, როგორც იქნა სოფი მიხვდა რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდა და სადილმაც ასე თუ ისე მხიარულად ჩაიარა ერთი ეგ იყო რომ კაილი ყველანაირად ცდილობდა მისთვის თავი აერიდებინა.
- ვერანდაზე ყავას ვსვავდით მე სოფი და სონია როცა კაილი დაგვადგა თავზე, -მიდი გამოიცვალე და ჩამოდი სავარჯიშო მოედანზე გელოდები გამომიცხადა პიდაპირ.
- ანუ ვარჯიშს ვიწყებთ, -შესამჩნევად ავღელდი.
- ჰო ჯობია რაც შეიძლება მალე დავიწყოთ.
- შეიძლება რომ მეც წამოვიდე და გიყუროთ? -სოფი გვერდით ამომიდგა და ქვემოდან ახედა კაილს მოღუშულ სახეში.
- ვერ წამოხვალ ანას ხელს შეუშლი, -მოკლედ მოუჭრა.
- აუ წამოვიდეს რა ძალიან გთხოვ, -ლამის შევევედრე როცა ანას სახეს შევხედე, ცოტაც და ატირდებოდა ისეთი სახე ჰქონდა.
- კარგი რა კაილ, დიდი ამბავი უბრალოდ დაჯდება და გიყურებთ, -თითქოს არსაიდან გამოჩენილმა დანიელმა წელზე ხელი მომხვია და ლოყაზე მომაკრო თბილი ტუჩები, -ივარჯიშეთ ოღონდ იცოდე ჩემი გოგო არ გადაღალო ამაღამ ენერგია დასჭირდება.
- რა ხდება ასეთი? -გაკვირვებულმა შევხედე.
- ამაღამ დაუვიწყარი ექსკურსია უნდა მოგიწყო, ამაღამ შენი ყველა ილუზია დაიმსხვრევა და მთელი თავისი სიმახინჯეებითა და მშვენიერებებით დაინახავ რეალურ სამყაროს...



არ მინდა სოფი მოკვდეს :(კაილმე იმდენი უბედურება გადაიტანა ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას kissing_heart ისე კი ყოჩაღ სოფის კარგად გაასულელა ბავშვები smile

ანაზე და დანიელზე სათქმელი რაღაა, საოცრებები არიან. relaxed ანუ მეწყვილეებს შეუძლიათ ერთმანეთის ტკივილის გაზიარება. საინტერესოა კიდევ რა უნარებს ფლობენ? ან ანას რა უნარები ექნება? ეჭვი მაქვს ფრენასაც შეძლებს blush
ველოდები შემდეგ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent