შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმით შეცვლილი ცხოვრება (თავი 4)


6-05-2022, 08:40
ავტორი Rozanjela
ნანახია 10 078

-ახლავე გააჩერე მანქანა-დავუყვირე
იგი ხმას არ მცემდა, რულს ხელებს უჭერდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა.
მე კი ფანჯარაში გავიხედე,ჩამოვწიე, გრილმა ჰაერმა სასიამოვნოდ დამიარა სახეზე,შემდეგ მას შევხედე
-სად მივდივართ - არ გამოუხედავს, ისევ გზას გაჰყურებდა, მკაცრი ცივი მზერით - გააჩერე ეს დაწყევლილი მანქანა, თუ ღმერთი გწამს - დავუყვირე, მოულოდნელად შემომხედა, და მანქანა გააჩერა. კარის სახელურს დავწვდი, ჩაკეტილი იყო, მას შევხედე, გამიღო, მანქანიდან გადავედი, და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, ხელები გადავაჯვარედინე და წყნარი ხმით დავიწყე
-აბა?
ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, თითებში მოიქცია, და მოუკიდა, იმ წამს ეს ყველაფერი კინოს გავდა, მოკიდების მანერაც კი სხვანაირი ჰქონდა.თხელ თითებში მოექცია სიგარეტი, და მე დამაკვირდა. უსიამოვნოდ შევიშმუშნე.
კოლოფი გამომიწოდა, სიგარეტი ტუჩებში მოვიქციე, ათრთოლებულ ტუჩებში, მომიახლოვდა მომიკიდა, და გაიწია. ღრმა ნაპასი დავარტყი
-რა გინდა? - გულწრფელად ვკითხე - ცოტა ხანი მიყურა, ჩაიცინა და მიპასუხა
-საფრთხეში ხარ, იცი მაინც რამდენი გეძებს იმისთვის რომ მოგკლას? - დაუსერიოზულდა სახე
-და შენ რა?
-ეგ შენ არ გეხება მე რა
-როგორ თუ არ მეხება
-არ გეხება - სიგარეტის ნამწვი იქვე მდგარ ნაგვის ურნაში ჩააგდო, და მანქანისკენ მიმავალმა გამომძახა - მანქანაში ჩაჯექი, მეტჯერ არ გავიმეორებ - მანქანაში ჩავჯექი
აზრი არ ჰქონდა საუბარს, კითხვებს, შეუვალი იყო. გზაში არცერთს ამოგვიღია ხმა, დაუსრულებელი სიჩუმე კი მაშინ მორჩა როცა მანქანა სახლის წინ გაჩერდა, მანქანიდან გადავიდა, ჩემს კართან მოვიდა გამოაღო
-გადმოდი - ბრძანებლური ტონით მითხრა
-არა, არც ვიცი სად ვართ, სახლში წამიყვანე, არ მჭირდება…
-მაკრინე! - დაიყვირა - გადმოდი
-უკვე გითხარი რომ არა - ვუყვირე, და წინ გავიხედე
უცებ ხელი წამავლო, მომიჭირა მანქანიდან გადმომიყვანა და სახლში შემიყვანა.
-დაჯექი! - მითხრა მკაცრად და ახლოს მდგომ სავარძელზე მანიშნა
-შენ რა შენს, ფინიებში ხომ არ გერევი, არ მაინტერესებს მიზეზები, ახლავე წამიყვანე სახლში! - ფეხზე ვიდექი და ველაპარაკებოდი
უცბად ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, სადაც ქეთო ჩანდა, იღიმებოდა, და ტელეფონზე ლაპარაკობდა
-ქეთო…ნაძირალა , მას რომ თითი დააკარო იცოდე… - მასთან მივვარდი
-რას მიზამ?
-მას არ გაეკარო
-ერთი ბრძანება, ერთი დარეკვა და სიცოცხლეს წავართმევ
-რა გინდა?
-შენ!
-რა?
-ჩემი ცოლი გახდები
-არა
-არ შეგიძლია არას თქმა - და ტელეფონი ცხვირ წინ ამიფრიალა
-შენ…შენ მას არაფერს დაუშავებ
-ისეთი როგორი ნაძირალაც და ც ვარ რატომ არ დავუშავებ?
-შენი ცოლი არ გავხდები! - დავუყვირე
-მოგიწევს - მკაცრი და სერიოზული სახე ჰქონდა, როგორც ჩვეოდა ხოლმე. ფეხებიდან ძალა მეცლებოდა, ფეხზე მდგარი ძვლივს ვიკავებდი თავს არ ჩავკეცილიყავი. არ მჯეროდა რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა, გამოსავალი არ იყო, ქეთოს ჩემს გამო მოკლავდნენ, ამის გააზრებისასაც კი დამაჟრიალა.
ყველა გზა ჩაკეტილი იყო, ერთადერთი გზა თანხმობა იყო…მხოლოდ ეს…
-კარგი… - მტკიცე ხმით ვთქვი
-ვერ გავიგე - ახლოს მოიწია, ღიმილი დასთამაშებდა
-თანახმა ვარ!
-კარგი, ახლა მე გავდივარ, შეეცადე არ მოიწყინო… - ირონიული სახით მითხრა. კარები გაიხურა წავედი.
სახლში მივიხედ-მოვიხედე, კიბე დავინახე თუ არა, მისკენ მიმავალ გზას გავუყევი, სახლი ვინტაჟურ სტილში იყო მოწყობილი, გემოვნებიანად, გამეღიმა იქვე მდგომ კომოდზე მდგარ საკრავზე, მის გვერდით კი ლამაზად დაწყობილ ფირებზე, გვერდი ავუარე საკრავს, კიბესთან მდგომმა, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი გავიხადე, რომელიც ძალიან მღლიდა, იქვე მივყარე, და ფეხშიშველა ავუყევი კიბეებს.
მეორე სართულზე, ოთხი ოთახი იყო, ისიც ისეთივე სტილში როგორც პირველი სართული, ერთ - ერთში ავედი, საწოლზე დავეშვი, და ჭერს შევყურე, ხელები სახეზე ჩამოვისვი.
ფიქრებისგან და ემოციურად დაღლილმა, დავიძინე.
რომ გავიღვიძე, საღამო იყო, საწოლიდან არ ავდექი, ისევ ჭერს ვუყურებდი და ვფიქრობდი შესაძლებელი იყო თუ არა დაღწევა?
ფეხის ხმა რომ გავიგონე უსიამოვნოდ შევიშმუშნე, საწოლზე წამოვჯექი
ოთახში შემოვიდა, იქვე მდგარი სკამი გამოწია მისკენ შეიბრუნა და უკუღმა დაჯდა, სკამის ზურგს ხელები ჩამოადო, და შემომხედა, თვალებით, რომელსაც ეხლა დავაკვირდი, შავი თვალები ჰქონდა, უბრალოდ მიყურებდა, ხმას არ ირებდა, მის თითებს კიდევ ერთხელ დავაკვირდი, არა თითის კიდეში, სამკუთხედი ეხატა.
-ტანსაცმელი მჭირდება - ვუთხარი დაბალი ხმით ისე რომ მზერა ავარიდე
-ოთახშია - მანიშნა ორ ჩემოდანზე რომელიც ოთახში იდო
-გადი უნდა მოვწესრიგდე! - ვუთხარი და საწოლიდან ავდექი
-საუბარი არ დაგვიმთავრებია- მკლავზე ხელი მომიჭირა
-მე დავამთავრე - ხელს დავეჯაჯგურე, ის კი ცივი გამოხედვით მიყურებდა თვალებში - გამიშვი! - გამოვცერი
-დაჯექი - თვალები დამიბრიალა, და საწოლზე დამაგდო, ზემოდან ჯიბეებ ხელებჩაწყობილი მიყურებდა.
-დღეიდან სამსახურში არ ივლი
-ბოდიში?!
-სამსახხურში არ ივლი!
-ვივლი! - ხელები თმაში შეიცურა, გადაიწია,და შემომხედა
-თუ ვამბობ ესე იგი ასეა საჭირო! მესამეჯერ აღარ გავიმეორებ, ახლა კი დაისვენე - მითხრა და გავიდა.
სააბაზანოში შევედი, ცხელი წყლის ქვეშ ვიდექი, და ვფიქრობდი, აქამდე როგორ მოვედი? დიდი ხანი ვიყავი დუშის ქვეშ.
სააბაზანოდან გამოსუმა ჩემოდანი გავხსენი, ერთ - ერთი სარაფანი გადავიცვი, და ფეხშიშველი გავედი, კიბეები ჩავირბინე, როცა ირგვლივ მოვიხედე იქ არ იყო. წავიდა? სად? ამ ფიქრების გასაქრობათ თავი გავაქნიე, საკრავთან მივედი, ფირებიდან ერთ - ერთი ამოვარჩიე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თიტქმის ყველა მეც მქონდა სახლში. სახლზე ქეთო გამახსენდა, ტელფონი არ მქონდა, უნდა დამერეკა
-ღმერთმა დასწყევლოს… - სავარძელში ოვკალათდი და დავიწყე მისი ლოდინი.
ნახევარ საათში, კი იგი კიბეებიდან ჩამოვიდა, სახლში იყო…
-ტელფონი მჭირდება - მასთან მივვარდი
-რატომ? - მკითხა გვერდი ამიარა და სამზარეულოში გავიდა, მეც გავყევი
-უნდა დავრეკო
-ქალბატონი ქეთევანი კარგადაა ადვოკატო ნუ ნერვიულობ - მითხრა და მეორე სართულზე ავიდა.
ოთახში ავედი, დაწოლილი ვიყავი კარების ხმა რომ გავიგე, თვალები გავახილე, “ალბათ გავიდა” “მაგრამ სად?” “რაში მაინტერესებს”
დილით რომ გავიღვიძე აივანზე გავედი, ლამაზად მოწყობილი იყო, სიგარეტის კოლოფი და ასანთი რომ დავლანდე მაგიდაზე, სწრაფად დავსწვდი მოვუკიდე და გავაბოლე. სიგარეტი მეხმარებოდა დამშვიდებაში, აივნის მოაჯირს დავეყრდენი, და ქვემოთ დავიხედე, მანქანის კარი გაიღო და დიმა გადმოვიდა, ნელი დინჯი ნაბიჯებით მოდიოდა სახლისკენ.
ნახევარ წუთში კი კარები გაიღო და ოტახში შემოვიდა, შემდეგ კი რომ დამლანდა აივანზე გამოვიდა, მანაც მოუკიდა სიგარეტს და ნახევარი წუთის შემდეგ თქვა.
-სარამოსთვის მოემზადე, ხელი უნდა მოვაწეროთ
-დღეს?
-პრობლემა გაქვს?
-კი
სიგარეტი საფერფლეში ჩააჭყლიტა მომიახლოვდა
-ქალბატონო ადვოკატო, ყველაფერი გადაწყვეტილია, თქვენს საქციელებს შედეგები მოყვება, ამიტომ ფრთხილად - და გამეცალა.
მე კი გახევებული ვშევედი ოტახში, საწოლზე დავჯექი, ვიგრძენი ეული ცრემლი სახეზე, ჩქარა მოვიწმინდე და ღრმად ამოვისუნთქე


შევეცადე მალე დამედო, ბოდიში იმისთვის რომ პატარა თავია,მადლობა რომ კითხულობთ!



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან საინტერესოდ განვითარდა. მომწონს ორივე პერსონაჟი და ვიცი როგორი გაგრძელებაც არ უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი იქნება. ერთადერთი ძალიან პატარა თავია და უფრო თუ გაზრდი უფრო კარგი წასაკითხი იქნება. ველი შემდეგ თავს!

 


№2  offline წევრი Rozanjela

სტუმარი მარიამი
ძალიან საინტერესოდ განვითარდა. მომწონს ორივე პერსონაჟი და ვიცი როგორი გაგრძელებაც არ უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი იქნება. ერთადერთი ძალიან პატარა თავია და უფრო თუ გაზრდი უფრო კარგი წასაკითხი იქნება. ველი შემდეგ თავს!

მადლობა რომ აზრი გამიზიარეთ. შვეცდები მალე და დიდი დავდო.

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

საინტერესოა. ახლა წავიკითხე ოთხივე თავი. დიდი იმედი მაქვს არ შეწყდება ისტორია და ბოლომდე მიიყვან. პაწაწუნა თავებსაც თუ გაზრდი, უფრო მიიზიდავ მკითხველსაც♥️

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

საინტერესოა ნამდვილად იმედი მაქვვს გააგრძელებთ წერას

 


№5  offline წევრი Rozanjela

სტუმარი ქეთა
საინტერესოა. ახლა წავიკითხე ოთხივე თავი. დიდი იმედი მაქვს არ შეწყდება ისტორია და ბოლომდე მიიყვან. პაწაწუნა თავებსაც თუ გაზრდი, უფრო მიიზიდავ მკითხველსაც♥️

მადლობა რომ კითხულობთ, ყველანაირად შევეცდები იმდები არ გაგიცრუოთ!

Crazy dreamer
საინტერესოა ნამდვილად იმედი მაქვვს გააგრძელებთ წერას

მადლობა რომ აზრი გამიზიარეთ! მადლობა რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent