შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრებით დიალოგი თავი 23 დასასრული


10-05-2022, 11:55
ავტორი Ana iko
ნანახია 2 280

დასასრული, გამარჯობა, ორჯელ წამეშალა ამიტომ დავაგვიანე, დიდი თავია და ბოლო, უღრმესი მადლობა რომ კითხულობდით, და ბარემ კითხვა მაქვს, ეს მოთხრობა სრულად დავდო?...
...........
- როცა გეუბნებიან და თან გიმტკიცებენ რთულია არ დაიჯერო თუნდაც ის პატარა ნაწილი რაც გითხრეს....
ისე წყნარი ხმით საუბრობდა ისეთი მშვიდი და თბილი იყო რომ მეგონა პირველად ვნახე მთელი ამ დროის მანძილზე, ვხვდებოდი რომ ძველი ალექსანდრე ბრუნდებოდა, მსიამოვნებდა, უზომოდ მომწონდა მასთან სიახლოვე სიწყნარეს და სიმშვიდეს ვგრძნობდი
- მერე შენი გაქრობა კარგს არაფერს მაფიქრებინებდა,
- იმ დროს ჩემთან მოდიოდი?
დავუსვი მის გვერდით მჯომმა დივანზე ფეხებაკეცილ პოზაში მასზე მიხუტებულმა კითხვა,
- ჰო ჩანთა საბუთები ვაფშე ყველაფერი მზად მქონდა,
თქვა და ცოტახნით ორივე ვდუმდით, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, უბრალოდ მის გულისცემას ვუსმენდი და ვწყნარდებოდი, მისგან წამოსული სითბო და სურნელი ერთდროულად, სასიამოვნო გრძნობას იწვევდა ჩემში,
- რამოდენიმე თვე მთელ საქართველოში გეძებდით მე აჩი და მეგი, მარა იმენა აღარ იყავი, ლამის მიწების თხრა დავიწყეთ,
ისევ წყნარად განაგრძო საუბარი და მასზე მიხუტებულს მის მკერდზე თავ მიდებულს მისი ხმა ორმაგად მესმოდა რაც მსიამოვნებდა,
- მერე გავიგე რო გოგა დატყდა და შენც მასთან იყავი, ეს მხოლოდ მე ვიცოდი, თუმცა შენი ძებნა აღარ დამიწყია ვიფიქრე, რომ........
ვიფიქრე რომ იმ დღის მერე ბედნიერი იყავი,
თქვა და ღრმად ამოისუნთქა მეც მას ავხედე და მაშინ დამხედა მანაც
- არ მეგონა ასე ადვილად თუ ვიქნებოდით ისევ ასე,
გამიცინა და შუბლზე მაკოცა,
- ანუ ისევ ფიქრობდი ჩემთან რამეს?
ცალწარბის აწევით ვკითხე, და მოვშორდი, და ნიშნისმოგებით შევხედე,
- ჰო, აუ ნუ მშორდები რა,
ამოთქვა და ისევ მასზე მიმიხუტა, რაზეც გამეღიმა, მისი უცებადი შეცვლა, როგორც ჩვენი ურთიერთობის საოცრად წამში დალაგება, ისე მიკვირდა,
- ჰო მაგრამ უნდა წავიდე,
ისევ მოვშორდი და შუშის მაგიდაზე მისი ტელეფონი ჩავრთე რომ საათი მენახა,
- აჰ თან ძაან გვიანია და ნიამ მოგწერა,
დავამატე ჩაცინვით როცა ჩემ თვალს მისი ცრემლებიანი სმაილები მოხვდა თვალში სევდიანი წერილის შემდეგ,
- ნიას დედაც მოვ*ყან, ჯერ ადრეა რა,
საყვარელი ჯუჯღუნით ამიყვანა, ხელში და მის კალთაში დამაბრუნა, საოცრად მიუჩვეველი და გამაკვირვებელი ქცევა იყო, უხერხულად შევიშმუშნე თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მისი შეხება არ მსიამოვნებდა,
- უნდა წავიდე,
ვთქვი ისევ და წამოვდექი,
- მართლა გვიანია ინერვიულებენ და თან უკვე ვისაუბრეთ,
დავაყოლე და ნერვიულად მოვისვი კისერზე, ხელი,
- კაი რა გაეწყობა კარგად,
მხრები აიჩეჩა და ნაღვლიანი სახით შემოიდო ცალი ფეხის ტერფი მეორე ფეხის მუხლზე,
ანუ? დაიცა არ დგება? კარებამდეც არ გამომყვება? ოხ ეს..... ეს ნამუსგარეცხილი! ძველი ცინჯზმით სავსე ალექსანდრეს ასე უცებ დაბრუნება შეიძლება?!
გავბრაზდი თუმცა ვეცადე არ შემემჩნია, ჩანთა ავიღე, ალექსანდრეს ჩაღიმება ჩემს თვალებს არ გამორჩენია,
- კარგი კარგად,
გავიღიმე მეც და ჩანთით ხელში რამდენიმე წამი კიდევ დაველოდე ვიფიქრე რომ ადგებოდა, თუმცა თავიც არ შეუწუხებია ტელეფონს გადაწვდა დივანზეც მოხერხებულად გადაწვა და მესიჯი გახსნა, მეც მოვტრიალდი და ამაყად წამოვედი,
- კარგადდ, ნიაკოს იმედები არ გაუცრუო ალექს,
მივაძახე თან ჩამეღიმა და წყნარად გამოვედი სახლიდან თუმცა ეზოში გრძნობებმა შემომიტია და ბუზღუნით გამოვედი ეზოდან, ' რა დონის იდიოტია, არც კი გამომხედა, გამოყოლაზე და გაყვანაზე რომ არაფერი ვთქვათ, ნამუსგარეცხილი იდიოტი! ასეთ დროს მარტო მიშვებს?!'
ქუჩას ფეხით წყნარად დავუყევი და თან გულში ვლანძღავდი, მანქანების ჩავლა ჩამოვლას ყურადღებას არ ვაქცევდი და განსაკუთრებით იმას რომელმაც მანქანა შეანელა ჩემ სიარულს ააყოლა, და ჩემ მხარეს შუშა ჩაწია,
- ჰეი ლამაზო ასეთ დროს შენნაირი გოგო ფეხით არ უნდა მიდიოდეს დაჯექი გაგიყვან,
გამომყვირა ცინიკური ხმით და ხმაში გარეული ღიმილით მძღოლმა,
- გაიარე! არ დაგაგვიანდეს!
უხეშად ვთქვი და გაბრაზებული თვალებით შევხედე მანქანაში დახრილ მომღიმარ ალექსანდრეს რომელიც დახრილი ცდილობდა დავენახე ცალი ხელი კი საჭეზე ეკიდა,
- კაი მაშიიინ,
თქვა ცალი ხელი ნიკაპთან მიიდო ვითომ ფიქრობდა და მანქანა ადგილზე გააშეშა, მეც გზა განვაგრძე, მალევე დამეწია ისევ ნაცნობი ცინიზმით
- ლამაზო მოდი არ გინდა გაჩვენო,...
თქვა და მეც გავშეშდი თვალები გამიდიდდა, გაფართოებული თვალებით რომ გავხედე სიცილი აუტყდა, სწრაფად დავავლე იქვე ახლოს დაგდებულ ქვას ხელი და საყვარლად ახარხარებული ალექსანდრეს მანქანას დავუმიზნე,
- კაი, კაი, ბოდიში, ბოდიში,
სიცილითვე ხელების აწევით იცინოდა უკვე სიცილისგან საყვარლად გაწითლებული, და კისერზე ვენებ დაბერილი გახედავდა ხოლმე გზას,
- მართლა ნამუსგარეცხილო!
ისევ გაბრაზებული გაკვირვებული ხმით დავუბრიალე თვალები, და ისიც ძლივს შედარებით დაწყნარებული ისევ თავიდან ახარხარდა, ნეტა რამ გააბედნიერა ასე სწრაფად,
- ნეტა რამ?
გავიგე ხმა და გაკვირვებულმა გავხედე,
- რა?
უცებ გაკვირვებისგან წამოსული სიტყვებიც ამოყვა, ჩემს ბაგეებს,
- ნეტა რამ გაგაჯიუტათქო, დაჯექი გაგიყვან თორე უკან რომ ძია მოგყვება, დაგიჭერს და რამეს მიქარავს,
თვალები მიფართოვდებოდა მის საუბარზე მგონი სულ აღარ აქვს არანაირი ზრდილობა და ნამუსი,
- დალაგებული ხარ ალექს? რეებს იძახი?!
ისევ გაბრაზებულმა გავხედე,
- დაჯექი!
გაიმეორა და მის უკან მანქანაც მას ისე ნელა მოყვებოდა ალბათ მალე გადმოუხტებოდა, რამოდენიმეჯელ დაუსიგნალა, ალექსანდრე არადა არ მიდოდა, მართლა მეგონა რომ მალე შარს ატეხავდა მის უკან მანქანის მძღოლი,
- მოდი პატარავ,
ფეხი რომ გაბრაზებულმა დავარტყი, მიწას მიმიხვდა ალექსანდრე და უკვე გახსნილი სახით, კომფორტულად მოეწყო ადგილას, მეც გაბრაზებულმა გამოვაღე კარი და სწრაფად მოვთავსდი, მაშინვე ისე სწრაფად მოწყვიტა ადგილს მანქანა უცებ წამოვიკივლე,
- გაგიჟდი?!
- ა უკაცრავად დამავიწყდა რომ მანდილოსანი მიზის გვერდით,
ღიმილით გამომხედა და ისე ძალით იღიმოდა მეგონა პირი გაეხეოდა, რაზეც ჩამეცინა, და გზას გავხედე,......
- წავედი ბაი ბაი,
გააჩერა თუ არა მაშინვე გადავედი მანქანიდან და ხტუნვით წავედი კარებისკენ, თუმცა ალექსანდრეც გადმოვიდა,
- მოიცა,
უცებ მის ხმაზე გავჩერდი და მას გავხედე,
- არ უნდა დამემშვიდობო?
ნიშნის მოგებით გამომხედა,
- მე უკვე დაგემშვიდობე,
ვთქვი და შევტრიალდი
- კაი რა ხვალამდე დიდი დროა,
მან გადმოდგა ნაბიჯი და უცებ შევტრიალდი, ტუჩებ გამოწეული რომ მოიწევდა ჩემკენ
- აპ!... სულ რომ ორი წელი კიდევ არ მნახო, მანდ დარჩი, ალექსანდრე!
სწრაფად გავაჩერე და შევტრიალდი მისი ჩაცინვის ხმა გავიგე, და მეც ხტუნაობა მომინდა თუმცა ჯერ მხედავდა, სწრაფად შევედი კარებში პატარა ბილიკი გავიარე და სანამ სახლში შევიდოდი ბედნიერი ავხტუნავდი, ათასნაირ გრძნობას ვგრძნობდი, ღიმილს ვერ ვიშორებდი, ასე უცებ მოგვარდა ყველაფერიი? როგორ არ მჯერა, გავიფიქრე და სახლის კარი შევაღე თან ვეცადე სახის მიმიკა დამელაგებინა,
- სად იყავი გოგო,
წამოვარდა მეგი, დივნიდან
- რაიყო რა მოხდა,
მეც გაკვირვებულმა გადავხედე წამოწეულ დედას,
- ძალიან დაგაგვიანდა,და ტელეფონი სად გაქ!
ხმა გაუმაკცრდა დედას
- ჰო დე უბრალოდ ბევრი საქმე მქონდა,
ვთქვი თუმცა ღიმილს ვერ ვაკავებდი, რაზეც მეგი უცნაური სახით მათვალიერებდა,
- რა იყო რომ გაწელა შუა ღამემდეე,
დივანზე გადაწვა დედა,
- რავი ცოტა ცუდი არ გითხრათ გალილეომ?
- ჰო ჰო გვითხრა ცოტა რამე,
ჩაერთო მეგი, და ჩემსკენ ახლოს მოიწია
- სად მუშაობდი?
მაცდურად გადმომიჩურჩულა,
- აუ დეე ძაან დავიღალე და მოდი დავიძინოთ კაი,
ავწუწუნდი და დედაც ისე მიყურებდა ჩემი ცოდვით აშკარად იწვოდა, ლოყაზე ვაკოცე და დავემშვიდობე, ოთახში შესულს რათქმაუნდა მეგი დამაცხრა მშიერი ლომივით,
- სად იყავი,
საწოლზე უნდა დავწოლილიყავი თუმცა მეგი ახტა და სწრაფად მომახალა,
- უნდა დავიძინო სამსახურში ვიყავითქო ხომ ვთქვი დავიღალე დღეს მართლა,
ამოვიწუწუნე და საწოლიდან ჩამოვაგდე, ჩუმად და წყნარად იდგა, მეც ჩემ ადგილას მოხერხებულად დავწექი და თვალები დავხუჭე,
- დღეს ალექსანდრე იყო მოსული თურმე ისიც გეძებდა,
თქვა და იმხელაზე წამოვფრინდი ლამის ამოვყირავდი, თუმცა გამახსენდა რომ ალექსანდრე ვერ მოვიდოდა რადგან მე ვიყავი მასთან და მანამდე ის ისეთებს აკეთებდა ჩემი დრო ნამდვილად არ ექნებოდა,
- ვათ რას ბოდიალობ?
- რას ვბოდიალობ ალექსანდრე გეძებდაა, თქვა რომ სალაპარაკო გქონდათ,
მთელ სხეულში დამიარა, ვერ ვხვდებოდი დღის რომელ ნაწილზე ამბობდა,
- რომელზე?
- რავი ერთი საათის წინ,
რა ერთი საათის წინ მთელი ხუთი საათია მასთან ერთად ვიყავი,
- ოო ვერ ხარ შენ
ვთქვი და ისევ დავწექი,
- გოგოო არ გესმის მოსული იყოთქო და რაღაც მომცა, მიეციო,
თქვა და აქ უკვე მისი სისულელის დამტკიცება შემეძლო
- ჯერ ერთი ალექსანდრეს, თუ რამის მოცემა უნდოდა მნახავდა და პირადად მოცემდა და მერე მეორე, აქ ვერ მოვიდოდა რადგან ერთად ვიყავით,
დავულაგე სიტყვები და ისიც ახტა, მეც გაოცებულმა შევხედე
- ხომ გამოგიჭირე!
სწრაფად ამოხტა საწოლზე და ხმა გაიმკაცრა,
- რა გინდოდა მასთან!?
დასვა კითხვა და თვალებში მაშტერდებოდა, მე კი მისი რეაქციების გადამკიდე მოყოლა მეზარებოდა,
- ოო დამაძინე რა,
გადავტრიალდი თუმცა ვინ გასვენებს ზედ დამაწვა და მოყევი მოყევის გაიძახოდა,
- რა პატარა ბავშვივით იქცევი რომელსაც ზღაპრის მოყოლა უნდა!
გავბრაზდი მეც, და ზურგზე დავწექი
- მაშინ მოყევი,
თქვა და მეც ბუზრუნით ვუთხარი კაითქო მოკლედ მოვუყევი ყველაფერი, და მისი ქცევები სიტყვებს მაწყვეტინებდა,
- ანუ ვსო მორჩა ისევ ერთად ხართ! არ მჯერა ისევ ერთი გუნდი ვხდებით,
სადღაც გაურკვევლად იყურებოდა და ბედნიერი იღიმოდა,
- ხუმროობ უნდა ავღნიშნოთ,
შემანჯღრია, და მეც გამეცინა,
- ვაიმე მეგუშ დღეს ერთი სიკვდილი მოვკვდი და მოდი დავიძინებ და ხვალ ავღნიშნოთ კაი?
- აუ რა ხვაალ
ყურებ ჩამოყრილი ჩამოჯდა, და მოწყენილმა ამოთქვა,
- ხო ხვალ მიდი დაიძინე და ბარემ მათთან ერთად ავღნიშნოთ,
იმედით ვთქვი რომ დაიძინებდა,
- ოო ეგ უკვე მომწონს,
თქვა და ადგილზე შეხტა........
- დედააა, ჩემი ჩანთა სადააა?
ვკივი სახლში როცა ჩემი ჩანთა ვერსად ვნახე, და სამსახურში მაგვიანდებოდა, სადაც წესით ადრე უნდა მივსულიყავი,
- ზედააა თაროზეე,
გამომყვირა ოთახიდან და მეც სწრაფად მოვნახე, გალილეოსთან ერთად წავედი, უფრო სწორად გავიქეცი, სამსახურში, რეალურად გალილეოს გამოძიებულ საქმეებს ვამთავრებდით, და ასეც მოხდა ჩვენი დაგვიანება მთავარ გმირს არ შეუმჩნევია, ამიტომ საყვედურებს გადავრჩით და საქმეს შევუდექით, ხალხი მოდიოდა, ყველანაირი კამათის მოგვარებას ვცდილობდი და ისე ვუშვებდი ყველას, ზოგი ისეთი არეულ დარეული იყო ერთმანეთის წეწვა პუტვა დაიწყეს გაშველების დროს ხომ გაგიგიათ ,გამშველებელს მეტი მუშტი მოხვედრიაო, ზუსტად მასე მოხდა და მეც გამჩეჩეს....
- ააჰ!
მაგიდაზე ხელები დავარტყი და ამოვიხვნეშე, გალილეომაც მიმხვდარმა ღიმილით ამოყო თავი საბუთებიდან,
- დავიღალე უკვე, ვინმე ნორმალურიი მაინც მოვიდეს ვა!
ისევ ბუზღუნით საშინლად დაღლილმა ვთქვი და გაჩეჩილ თმაზე ხელი ისე მოვისვი კიდევ უარესად ავიჩეჩე, და თავი მაგიდაზე დაღლილმა დავდე, კიდევ კარების ხმა გავიგე, და უკვე ტირილი მინდოდა,
- ამდენ დებილს გაძლება უნდა,
გავიგე ნაცნობი ხმა და სწრაფად ავწიე თავი,
- ალექს?
უცებ გაკვირვებულმა იგივე სახით მყოფ ალექსანდრეს შევხედე რომელიც მკლავს იბერტყავდა, აშკარად გზაში ის წყვილი შეხვდა რომელმაც გამპუტეს,
- აჰ ალექს
უკვე ბედნიერი გავსწორდი რომ კიდევ ვინმე გიჟის ატანა არ მიწევდა,
- რახდება? მშვიდობაა?
ვიკითხე და ფეხზე წამოვდექი, ალექსანდრემ გალილეოს ხელი ჩამოართვა და ჩემს მაგიდაზე ჩამოჯდა,
- ხო მშვიდობაა,
წყნარად თქვა და მეც მის ზურგს უკან , ჩემ რბილ სკამზე, დავეშვი,
- მკვლელის მოშორების დრო არარი?
წყნარი ხმით თქვა სამუშაო მაგიდაზე მჯდომი წყნარად შემოტრიალდა სანამ პასუხს ელოდებოდა და საბუთები აიღო თან წვალება დაუწყო,
- კი ნამდვილად,
მეც უცებ დავეთანხმე ნამდვილად მოსაშორებელია, მოიცა რა?! რომ გავიაზრე მაგიდას ხელები დავარტყი და სწრაფად წამოვდექი,
- რა თქვი?!
გაოცებულმა უფრო გაბრაზებულმა ვთქვი და მაგიდას შემოვუარე, ალექსანდრეს წინ დავდექი და თვალებში ანერვიულებულმა შევხედე,
- რა იგულისხმე?
ისევ გავიმეორე იმავე ტონით, რაზეც მიხვდა რომ ნამდვილად იმოქმედა მისმა სიტყვებმა,
- მისმინე...
წყნარად დაიწყო და მაგიდიდან ჩამოვიდა,
- ხო გისმენ ალექს!
თავის გაქნევით ვთქვი და უკან დავიწიე, გალილეო გვიყურებდა თუმცა მისთვის სამწუხაროდ არაფერი ესმოდა,
- ერთადერთი გზაა რომ მოვიშოროთ და ხალხის სიკვდილიანობა შევაჩეროთ,
წყნარად მითხრა თუმცა აშკარად ეცადა რაღაც ემოცია ჩაედო სიტყვაში,
- ერთადერთი გზა? სასამართლოს მივანდოთ ეგ საქმე, მაგ ერთ გზაში გინდა თავად გახდე მკვლელი?!
უარესად გავღიზიანდი და ავნერვიულდი,
- ხო ხედავ რომ დამამტკიცებელი საბუთი გამქრალია, ვერ ვპოულობთ არარი! რითი აპირებ მაგის ციხეში ჩასმას?
მასაც შეეტყო გაბრაზება
- რამეს ვიზამთ, მთელ ცხოვრებას ინგრევ? საღად აზროვნება სულ დაკარგე? ყველაფერს ცივი გონებით ნუ უყურებ!
ტონს ავუწიე და გალილეოც წამოდგა,
- თუ ფიქრობ მის გვამს ისე გადამალავ და მკვლელობის დამამტკიცებელ საბუთებს ისე გააქრობ რომ ვერ გიპოვიან ცდები! და მითუმეტეს იმას თუ გგონია რომ მაგ შენი დოხუია ფულით რამეს მოაგვარებ!
განვაგრძე ისევ ჩხუბი და ისიც ცდილობდა საკუთარი თავი დაეწყნარებინა რომ ისევ ადამიანურად ესაუბრა,
- რამე გეგმა გაქ?
ისევ წყნარად თქვა
- მოვიფიქრებ! აუ რატო გინდა ყოველთვის დამაგლიჯო ნერვებიი!
იმდენად ავღელვდი მეგონა გაჯიუტდებოდა, და მის მოკვლას გადაწყვეტდა, ლამის ნევროზი ავიკიდე,
- ხო შეგეძლო ჯერ რამე მოგეფიქრებინა?!
განვაგრძე აჩუყებული გულით და თავზე ხელი მოვისვი, ღრმად ვსუნთქავდი, და თან ნერვები მეშლებოდა ასე ჩქარა რომ მოქმედებდა მისი სიტყვები ჩემზე,
- კაი, დაწყნარდი, და ერთად მოვიფიქროთ რამე თუ არა და....
დაიწყო ისევ და მეც ისევ წამოვენთე,
- თუ არა რა?!
ვთქვი და ჩემსკენ წამოსულს ხელი ვკარი,
- რა თუ არა ალექს?!
უარესად გავღიზიანდი და მანაც ჩაიცინა,
- კაი ვსო მოდი მოვგვარდებით,
წყნარად თქვა და მოახლოვებულმა თმა გამიშალა,
- არც კი გაიფიქრო ალექსანდრე!
მკაცრად ვუთხარი თან მისი შეხება მესიამოვნა, მანაც ჩაიცინა და თავი წყნარად დააქნია ,კაიო, თმა თითებით შემისწორა და მხრებზე გადამიყარა, უარესად მომიახლოვდა ხელები მომხვია, რომ ჩემთვის თმა შეეკრა და დახრილს თავი ჩემ
კისერთან იმდენად ახლოს ჰქონდა მისი სუნთქვა კანზე მეფრქვეოდა რაზეც ერთიანად მცრიდა, ერთი სული მქონდა როდის შეკრავდა რომ მომშორებოდა, მრცხვენოდა გამომეხატა ის ემოცია რასაც ახლა ვგრძნობდი, თმის შეკვრა დაასრულა თუმცა მაშინვე არ მომშორებია, ვხვდებოდი რომ ისეთ რამეს გააკეთებდა რაც უხერხულობაში ჩამაგდებდა, ამიტომ რათქამუნდა ისევ ფიქრებით თუ დავაიმედებდი ჩემ თავს,
'არა რა' ' არაფერი არ ქნა ალექს' ვფიქრობდი და მისი ცხვირის წვერი რომ გამეხახუნა კისერზე სუნთქვა გამიხშირდა, ისე ფრთხილად მეხებოდა, მთელ სხეულში დახორკლილი ვიყავი, უკვე ცხელი ტუჩებიც მალევე ვიგრძენი კისერზე და დახორკვლასთან ერთად თვალები უნებურად დამეხუჭა, წელზე წავლებული ხელებით სწრაფად ამიკრო სხეულზე და მეც სწრაფად მივადე ხელები მკერდზე,
- რას აკეთებ? სამსახურში ვართ! რამეს იფიქრებენ
- იფიქრონ,
თქვა და ყვრიმალზე მომაკრო ტუჩები, კარების სწრაფად გაღებაზე სწრაფად მოვშორდი ალექსანდრეს თუმცა წელზე მოკიდებული ხელებით ადგილზე დამაბრუნა და ინერციით ისევ მას ავეკარი, და დათოც სრულად შემოვიდა ოთახში,
- აუ ალექსანდრეე! გამიშვი!
ისევ დაბალხმაზე ვთქვი და უხერხულად მყოფმა თვალები დავხუჭე,
- ცუდ დროს შემოვედი?
იკითხა, გალილეოს გახედა და შემდეგ ჩვენ,
- ნწ,
ჩემ კისერზევე თქვა შემომატრიალა და უკნიდან მიმიხუტა,
- არა რახდება?
გაუმეორა კითხვა და თან შეხედა,
- წეღანდელი კლიენტის საბუთები მოვიტანე,
თქვა და ალექსანდრეს ჩემზე მოხვეულ ხელს დახედა,
- აა მადლობა დათო,
გავუღიმე და საბუთების გამორთმევა გამოვიყენე მიზეზად რომ ალექსანდრეს მოვშორებოდი,
- მოგვარდნენ ჰო,
- აუ არ ვიცი სასამართლომდე არ გვინდაო და რავი თვითონ უნდა მოიგვარონ დანარჩენი,
მხრის აჩეჩვით ვთქვი, და ჩემ სკამს დავუბრუნდი, ალექსანდრეც ჩემ წინ დაჯდა,
ცოტახნით ყველა დავდუმდით მე კი ვფიქრობდი თუ როგორ შეგვეძლო საბას მოშორება,
- მაქვს შემოთავაზებები,
სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია,
- რა?
წამოყო თავი დათომ როცა ვერ მიხვდა რაზე იყო საუბარი
- თქვიი, და მერე ავუხსნი
მეც სწრაფად ვუთხარი და ალექსანდრეს ცინიკურ ღიმილზე მივხვდი რომ რაღაც სამაიმუნო იყო........
- დათოო მოვრჩი მეე,
ვთქვი და ფეხზე წამოვდექი,
გალილეომ უცებ ამომხედა და მასაც ვუთხარი რომ ჩემი სახლში წასვლის დრო იყო
- მოვალ მეც,
- კარგი, წარმატებები ბიჭებო,
მეც ვთქვი და ჩანთა ავიღე,
- ან...
შემოკლებული სახელით დამიძახა დათომ და მეც კარებთან მისულმა გავხედე,
- ვიცი რომ ალექსანდრესთან კონტაქტი გექნება თუ რამეში დავჭირდი დამირეკე კარგი?
მითხრა და მეც ღიმილით დავუქნიე თავი, ერთ დროს ერთმანეთს ვერ იტანდნენ ახლა კი, ერთმანეთს გვერდში უდგანან, მართლაც შენობა დავტოვე თუ არა ტაქსში მოვთავსდი და ალექსანდრესთვის უნდა დამერეკა თუმცა ნინას ზარმა მომასწრო,
- გისმენნ,
ვუპასუხე სწრაფად და მიკვირდა ნინა რომ მირეკავდა,
- რაშვები ანიჩკა,
დემეტრეს ხმა გაისმა ტელეფონში,
- სახლში მივდიოდი, დემეტრიუს, რა ხდება ხო მშვიდობა,
- ჰო პროსტა რაღაც ეხოოზეო რაა ვართო ნინამ და სოფო ყავს ალექსანდრესს და უშველე რაა ჩემთან სახლში არიან,
მითხრა თან ტელეფონში ნინას ხმაც ისმოდა როგორ კარნახობდა სიტყვებს დემეტრეს,
- ბავშვი ალექსანდრეს დაუტოვეთ?
თვალები გამიფართოვდა,
- მოგვიწია,
თქვა და წარმოვიდგინე როგორ იკრიჭებოდა,
- ვაიმე, კაი წავალ,
გავიცინე და ისე ვუთხარი,
- კაიი ბავშვი არ მიტიროთ,
დაამატა, მკაცრად და მეც სიცილით გავთიშე, არა ბავშვი ალექსანდრეს როგორ უნდა დაუტოვონ? იმედია იარაღით არ ათამაშებს ან რაღაც მაგდაგვარით, გავიფიქრე მძღოლს მისამართი შევაცვლევინე, და ალექსანდრეს გადავურეკე, რამდენიმე წამის მერე გამაგონა და ისეთი ხმა ქონდა თითქოს ვიღაც მოსდევდა,
- რა გჭირს ბიძიკოო?
დავუსვი კითხვა, მისი ქოშინით ნათქვამი 'ვაიმე ანის' მერე
- ჩემთან მოდიხარ ბეიბ?
- არა შენთან რა მინდა
მისი ტკბილი სიტყვა უცებ ჩავანაცვლე უხეში სიტყვით
- მოხვალ იცოდე,
ღიმილნარევი ხმით თქვა და მეც ღიმილს ვერ ვაკავებდი,
- იცი რა ძია? ბავშვს მიხედე არ იტიროს,
ღიმილს ვერ ვიკავებდი და მძღოლი ისეთი თვალებით გადმომხედავდა, მგონი ჰგონია რომ სასიყვარულო რომანი ვიღაც ძიასთან მაქვს,
- დროზე მოდი თორე წუწუნებს,
თვითონაც აჯუჯღუნდა და ტელეფონის მაღალი ხმის გამო მძღოლსაც თავისუფლად ესმოდა, ხმა მინდოდა რამე ისეთი მეთქვა რომ მისი არასწორი ფიქრები გამეფანტა,
- შენმა დამ როგორ დაგიტოვა ბავშვიი, რანაირადდ
ამოვიწუწუნე ისე, და თან ვთიშავდი,
- ეე გოგო შენ ხო არ გინდა გცემო? ანუ რას იძახი, ჩემ დისშვილს ვერ მოვუვლი?!
სანამ გავთიშავდი სწრაფად თქვა და მეც გამეღიმა ვსო წესით მძღოლს ფიქრები სწორად უნდა გაეგრძელებინა,
- დიახაც!
გავიცინე, და გზას გავხედე,
- ალექსს უკვე მალე მოვალ, სოფოს მიხედე,
ვთქვი როცა მის შესახვევში შევუხვიეთ,
- აქ მოგხედავ,
მანაც დაამატა და მეც სიცილით გავთიშე, გზას ვაკვირდებოდი, რომ სადმე არასწორად არ შესულიყო,
- აი იმ კარებთან გააჩერეთ,
უკვე მიახლოვებულებმა ადგილი ვაჩვენე, და მანაც უცნაურად გამომხედა, მეც ენაზე ვიკბინე როცა გამახსენდა რომ მისთვის ნაცნობი ადგილი იყო, უფრო სწორად თითქმის ყველასთვის, მძიმედ შევხედე მძღოლს,
- ააქ?
გაიმეორა კითხვა, როცა ადგილს მიუახლოვდა,
- დიახ,
დაბალხმაზე გავიმეორე,
- ანუ აქ?
ისევ გაიმეორა და მეც ბრაზი მაწვებოდა, რათ უნდა ამდენი კითხვაა, მერე რა მოხდა,
- დიახ აქ!
უკვე მტკიცედ ხმამაღლა ვუთხარი და მანაც გააჩერა,
თანხა მივეცი, და სწრაფად გადმოვედი მანქანიდან,
- ქალბატონო ხურდა,
მითხრა კაცმა და ჩაწეული შუშიდან გამოჩნდა რომელიც ხურდებს ეძებდა,
- დაიტოვეთ,
ვთქვი და კარებისკენ წავედი,
' მალე დაძრააას ვაა' ვბუზღუნებდი და ვცდილობდი ნელა წავსულიყავი, იდგა და არაფერსაც არ აკეთებდა, რომ გავხედე თითქოს რაღაცას ეძებდა მეც ლოდინით დავიღალე და ეზოში შევედი,
კარებზე დავაკაკუნე, და დაველოდე როდის გამიღებდა, თუმცა შავ-თეთრ ფორმაში გამოწყობილმა ქალმა გამიღო და ვინ გნებავთო დააყოლა,
- გამარჯობა, იცით ალექსანდრესთან ვარ,
წყნარად და თბილად ვუთხარი ქალს და ატირებული ბავშვის ხმა რომ ისმოდა ოთახიდან გულის უარესად მიიწევდა, სახლისკენ, ქალმა ამათვალიერა, და ჩემკენ მოიწია
- იცით ახლა ბავშვთანაა, და გაფრთხილებთ, მხოლოდ მის დას ექცევა თბილად, თუ გულჩვილი ხარ ჯობია მარტო, არ ნახო,
მითხრა და გვერდზე გაიწია რომ შევეშვი, ეს რა სიტრიპაჩეა, თუ სასიკეთოდ გამაფრთხილა, ან რათ უნდა ამდენი საუბარი, ბავშვი რომ ტირის არ უნდა რომ დაეხმაროს? შეხედულებაზე აშკარად ახალგაზრდა ქალი იყო, მეც გაკვირვებული შევედი, მანაც დაკეტა კარები და უკან გამომყვა, იმდენი ოთახი იყო ვერ მივხვდი საით უნდა წავსულიყავი, და ქალს შევხედე ისიც წინ გამიძღვა,
ოთახში ალექსანდრე ხელში აყვანილი ჰაერში აგდებით ცდილობდა ბავშვის დაწყნარებას, თუმცა არ გამოდიოდა, ქალი ჩემ წინ დადგა, და შორიდანვე მორიდებით დაუძახა,
- ბატონო ალექსანდრე, სტუმარი გყავთ,
თქვა და ალექსმაც ბავშვი ჰაერში აშვერილმა გამოიხედა,
- მოხვედიიი,
თქვა და ბავშვი ჩამოწია მეც სანახაობის მერე გამეცინა და მათკენ წავედი,
- სოფოოო,
მეც ვთქვი და ბავშვისკენ ხელები გავიშვირე,
- რატო ტირიხარ გოგო,
ალექსანდრეს გამოვართვი, ბავშვის სათამაშო ავიღე და გავაქნიე რამაც ხმა გამოსცა,
- აქ რა გვაქვს?
მის სათამაშოებს დავხედე და ახლა იქ მოთავსებული, დათუნია ავიღე რომელიც ხელის ძლიერად დაჭერას ყვიროდა, მეც დავაჭირე და ხმა რომ გამოსცა ვითომ შიშისგან ბავშვიანად შევხტი,
- ჰი, დედა შემეშინდა,
პატარაც უკვე დაწყნარებული, იყურებოდა, და სათამაშოსკენ რომ გადმოიწია მეც მას მივეცი, ისიც ხელს აჭერდა და ხმაზე რომ ვხტებოდი უკვე გულიანად იცინოდა, ამ ჭრიჭინა სათამაშოთი რომ დაიღალა ძირს იწევდა და მეც რბილად სათამაშოების შუაში მოწყობილ ადგილას ჩავსვი სათამაშოებიც მივეცი, და უკვე თავისთვის ერთობოდა, მეც წამოვდექი და ალექსანდრეს გავხედე რომელიც დიდ გასაბერ მწვანე სავარძელში ნავარდობდა ფეხები იქით-აქეთ გადაეშალა, და ერთმანეთში ახლართული ხელები გულზე დაედო, და იღიმოდა
- რაზე მესპორებოდი?
ღიმილით ვკითხე და დოინჯი შემოვირტყი,
- ახალი დაწყებული ქონდა ტირილი თორე, შენ გარეშეც შევძლებდი დაწყნარებას,
თქვა და თავი ამაყად აწია,
- ანუ წავიდე?
საჩვენებელი თითი კარებისკენ გავიშვირე და თან ნაბიჯი გადავდგი,
- არა რა წახვიდე,
უცებ წამოდგა და ზურგიდან მომეხვია, ხელში აყვანილი ჩემიანად ჩაეშვა, რბილ სავარძელში, და ყვრიმალზე ხმაურიანად მაკოცა, მიხაროდა ისევ იგივე, ურთიერთობა ჩვენ შორის და ვხვდებოდი რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, სოფომ სათამაშო ააგდო და მეც ისევ უცებ წამოვვარდი, რომ მიმეწოდებინა,
- ესეც?
როცა სხვაგანაც გაიშვირა ხელი , იმ სათამაშოზე მივუთითე, მის ვითომ საუბარზე მეცინებოდა, და ხო მეთქი თან ვეთანხმებოდი,
ისევ თავის სტიქიაში რომ წავიდა, ისევ წამოვდექი, ალექსანდრემ მოდი ჩემთანო და მეც მის მუხლებზე მოვკალათდი, თან კისერზე ხელები მოვხვიე,
- ჯერ ისევ უცნაურად ვარ, უჩვეულოდ ვარ, ალბათ არ მჯერა,
წყნარად შემითვალიერა სახე და თმა ყურსუკან ნაზად გადამიტარა,
- ვერ ვიჯერებ რომ ისევ ხარ, ისევ ჩემი ხარ,
ისევ თქვა და წყნარად ატარებდა თითებს ჩემს შამოშლილ თმაზე, მეც მის წყნარად მოსაუბრე ბაგეებს ვაკვირდებოდი და სიტყვა 'ჩემი ხარ' ს გაგონების მერე სასიამოვნოდ დამიარა მის სახეს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი მისი ყველა ნაკვთი შემესწავლა,
- ისევ გეხები,
თქვა და მეც მას მივეხუტე მის კისერში ჩავრგე თავი და თან ნაზად შევახე ბაგეები, რაზეც ვენები დაებერა, და რომ მიხვდა რომ გამოწვეული გრძნობა ვერ დამალა მეც ჩამეღიმა თავი ოდნავ ჩახარა და ჩაიცინა,
- დამცინი?
მკითხა და დამხედა, მეც თავი მცირედ დავუქნიე,
- შენ ვის დაცინიხარ გოგო!
მითხრა და ხელები დამიჭირა მთლიანად გამაკავა და ყელში კოცნა დამიწყო, და იმდენად ცუდად აკეთებდა ამ ყველაფერს მთელ სხეულში დახორკლილი ვიყავი მაციებდა ცუდად მხდიდა,
- არა კაი ალექს არ დაგცინი გეყოო,
სიცილით ვამბობდი და თავს მხრებისკენ ვწევდი რომ ვეღარ შემხებოდა, ხელები მთლიანად დახორკლილი მქონდა, ბავშვიც გაოგნებული იყურებოდა, და ჩემ ხმამაღალ თხოვნაზე ქალი შემოვიდა ხო მშვიდობააო, თუმცა თვალები იმხელა გაუხდა, ლამის დაცვივდა,
- აუუ კაიი ცუდად ვარრ,
ამოვიწუწუნე უკვე და მანაც ხელები გამიშვა,
- ოხხხ!
გაბრაზებულმა დავხედე მკლავებს და ერთმანეთში ავხლართე, რომ არ შეემჩნია თუმცა ამით უფრო მივიქციე ყურადღება და მანაც ჩემი მკლავი ხელებში მოიქცია,
- სერიოზულადდ? რა არი ეეს?
ხმამაღალი სიცილით ატრიალებდა ჩემ მკლავს და მეც გაბრაზებულმა გამოვწიე,
- ნუ იცინი მაღიზიანებს,
კოპებ შეკრულმა ვუთხარი, და წამოდგომა ვცადე,
- ასე ვმოქმედებ ბეიბ?
სიცილითვე გამაკავა და ხელები ძლიერად მომხვია, საერთოდ არაფერი მითქვამს უბრალოდ მივეხუტე და მისი სასიამოვნოდ გამაბრუებელი სურნელით ავივსე ფილტვები,.... წყნარად ვიჯექით სოფოც თავის ადგილზე საყვარლად დაღოღავდა, ალექსანდრე კი ჩემ თითებს აწვალებდა, ჩემი ტელეფონი რომ ახმაურდა მესენჯერის ზარზე თითქოს მივხვდი კიდეც ვინც იყო, წამოვდექი და ტელეფონი ავიღე თუ არა ისევ ალექსანდრეს დავუბრუნდი,
' ეუფ ახლა რატოო ფლორაა,'
გავიფიქრე და უნდა გამეთიშა,
- რატო არა უპასუხე,
მითხრა და მეც მას გავხედე,
- ისეევ გესმიისს?
სახეზე მოვკიდე ცალი ხელი, და ბედნიერმა ვუთხარი, მასაც გაეცინა, ჩემ თითებს ხელი მოკიდა და აკოცა
- კი, იმდენ სისულელეს ფიქრობდი, ორიდღის განმავლობაში სიცილს ვიკავებდი,
თქვა სიცილით და მეც დავეჭყანე, ფლორას ვუპასუხე, და გვერდულად რომ ვიჯექი მხოლოდ მე ვჩანდი,
- ქალოოოოოო!
იკივლა და ტელეფონი ალექსანდრეს მხარეს ახლოს იყო, უცებ იმხელაზე გაწია თავი, ლამის სიცილი ამიტყდა თუმცა მთლად ვერ შევიკავე,
- რა გაკივლებბსს,
ვუთხარი და ალექსანდრეს დამანჭულ სახეზე ისევ ვიცინოდი,
- სად იყავიი რატო არ დარეკე ორი დღეა არ რეკავ! ასე უნდა გადაგდება?!
ჩხუბობდა, და თან მზერა ქონდა ' მე შენ განახებ' მაცადე,
- გეფიცებიი იმდენიი რამე მოხდა, შენ კი არა საკუთარი სახელი არ მახსოვდა,
გავიმართლე თავი ხელის აწევით,
- დაფრქვი დაწვრილებით და ვაი შენი ტყავი თუ მანდ არფერი იყო შენი სახელის დამავიწყებელი,
თითის ქნევით მითხრა და მეც ისევ გამეცინა, ალექსანდრეც იღიმოდა მის კივილით ჩხუბზე და მუქარაზე, უცებ სოფომ წამოიტირა და მეც უცებ წამოვვარდი, ბავშვს მივვარდი და ტელეფონი ისე მივაგდე რომ ბავშვი ნახევრად ჩანდა,
- რამე იტკინე ჩემო პატარა?
ვუთხარი და ხელზე ვაკოცე, მერე მივხვდი რომ ეს ყველაფერი ალექსანდრეს ხმით უფრო ვთქვი და მას სიცილით გავხედე, რომელიც უკვე იცინოდა, ფეხზე წამოდგა და ჩვენკენ წამოვიდა,
- რაა არი გოგო, შვილი გყავს?!
იკივლა და კამერას რომ შევხედე ისე ახლოს იყო კამერასთან და იმხელა თვალებით, უცებ პირზე ხელი ავიფარე და მოვტრიალდი რომ ჩემი გაგუდული სიცილი არ გაეგო, ალექსანდრეც ჩუმად მოხრილი იგუდებოდა სიცილით, ეს უბრალოდ ხასიათის ბრალი იყო, იმდენად კარგ ხასიათზე ვიყავით, ყველაფერზე ადვილად ვიგუდებოდით სიცილით,
- შენნ სულ გაგირეკიაა,
სიცილით ავიღე ტელეფონი და კამერაში ალექსანდრეც უცებ გამოჩნდა,
- ვინ იყო, ის ვინ იყო,
პანიკებში იყო, და მეც ვსერიოზულდებოდი,
- კარგი რა იყოო რა გჭირსს რა პანიკებში ხარ,
ვუთხარი და სოფო ვანახე,
- ესსს არისს....
დავიწყე და გავიჭედე, ალექსანდრეს ავხედე მიკარნახეთქო მანაც ბავშვი ხელში აიყვანა, და თავად თქვა
- შეყვარებულის დის შვილი,
იტალიურად თქვა ალექსანდრემაც და ფლორამ თვალები კიდევ უფრო გაადიდა,
- ეს რაა ხმამ დამაადნოოო!
უკვე დაბალხმაზე თქვა და მეც გამეცინა,
- შეყვარებულიო? ვიინ გოგო!
ისევ დაიწყო , და მეც სოფოს და ალექსანდრესკენ შევატრიალე კამერა, ალექსანდრემაც თვალიჩაუკრა, ფლორას,
- ეს?....ეს ისაა? მაგის გამო რო არ ჩადიოდი?
თქვა და მეც მინდოდააა ენა მომეჭრა მისთვის,
' პირადული არაფერი, ამასთან ერთად ვცხოვრობდი, და ვუთხარი რომ შენი ნახვა არ მინდოდა' გავიფიქრე ისევ
- ფლორა საყვარელო ამ თემაზე სხვა დროს ხო არ გვესაუბრა?
- კიდე შეატრიალეე რაა ოღონდ არ თქვა რო მე გთხოვე,
მითხრა და მეც სიცილი დავიწყე ისე შევატრიე ტელეფონი,
- დედაააა რა სიმპათიურია, თან რა ახალგაზრდა აუუ მაგის ტანის აზრზე ვარ, რანაირი წარმომედგინაა შენ ხო აზრზე არ ხარ,
დაიქოქა და მგონი გაჩუმებას არც ფიქრობდა, დავიჯერო ვერ ხვდება რომ ესმიის? წეღან ხო ამოიღო ხმა
- ბავშვიიი გაკვდებათ ორივეს,
განაგრძო ისევ,
- ქალოო რეებს ბოდიალობ ესმის,
მეც თვალების ბრიალით ვუთხარი, და წამით სიჩუმემ დაისადგურა,
- რო ესმის ვიცი მარა სიტყვებიც ესმის?
შეწუხებული სახით უმისამართოდ აცეცებდა თვალებს,
- ხო ესმის, ჩვენზე ბევრად მაღალი დონისაა,
სიცით გავხედე და მანაც ვითომ ჩაიცინა თუმცა დაჭყანვას უფრო გავდა,
- სერიოზულაად? აქამდე რატო არ თქვი! რეები აღარ ვთქვი,
- მე გითხარი გაჩუმდი თქო და...
მხრების აჩეჩვით ვთქვი, და უცებ ერთმა აზრმა დამარტყა,
- არ მოგენატრე?
- თან როგორ,
- ხოდაა ახლა უნდა გაგითიშო და....
სანამ სიტყვა დავასრულე ნინას მუცელი გამოჩნდა ოთახში და ორი ნაბიჯის მერე ნინა, მას დემეტრე მოყვა,
- ააა თანნ მშობლებს ბავშვი გაახსენდათ წავედი დაგირეკავ,
სწრაფად მივახალე და კაიო რო თქვა გავთიშე, ხელებ გაშლილს ძლივს ჩავეხუტე, და მერე დემეტრეს მივადექი,
- რა ქენითთ?
ვიკითხე თუმცა ნინა ისე მოფერებით წავიდა სოფოსკენ რომ ხმა ვეღარ ამოვიღე,
- რავი ჯიგრულად დაძვრება იქ,
დემეტრებ გამცა პასუხი,
და რბილად ჩაეშვა სავარძელში დამჯდარი არ იყო ალექსანდრემ წამოაგდო, და თვითონ ჩაეშვა,
- ანიი ვინნ დარეკაა იციიი?
შემოტრიალდა ბავშვიანად ნინა გახარებული,
- ვინ?
ვკითხე მეც და მანაც უცებ გამცა პასუხი,
- ლეონორამმ, შენზე ვუთხარიი, და რამდენი იტირა იციი? ნეტავ ვახსოვარ კიდეოო,
მითხრა და ტელეფონი მომაწოდა,
- მიდი დაურეკეე უბრალოდ დაენახე,
მითხრა და მეც ბედნიერმა გამოვართვი ტელეფონი,
- მანამ სანამ დაურეკავ ერთ თვეშიო, მონტენეგროს ტურიაო ჩვენთანო ისევ, არ გინდაათ ჩავიდეთ,
დაამატა ნინამ და მეც ავხტი,
- აუუუ მაგას ვფიქრობდი და მინდოდა მეთქვა მარა მონტენეგრო არ მქონდა გეგმაში,
- მართლაა? გოგო დემეტრე აჯუჯღუნდა ისევ ერთი და იმავე ადგილას მოსაბეზრებელიაო,
ვერ გადამირჩები, გავხედე, მეც დემეტრეს,
- კაი რა ძაან მაგარი მოგონებები გვაქ იქ
ვთქვი შრეკის კატის თვალებით
- თან ფლორასაც იქ ჩავიყვანნ, მომენატრა გაგაცნობთ, თან ლეონორას ვნახავთ,
- ოო ანი,
- გთხოოვ რა,
ისევ კნუტის თვალები შევხედე, და ისიც წამით დუმდა,
- კაი მარა დიდხანს არა იმედია,
ჯუჯღუნით თქვა,
- არაა დიდხანს არაა ერთი კვირა,
ვთქვი გაკრეჭილმა, და ლეონორასთან დავრეკე, რამოდენიმე ზარის შემდეგ, გვიპასუხა თუმცა აშკარად არ ეცალა,
- გამარჯობა,
თვალის მოკვრით დამხედა და აშკარად ვერ მიცნო,
- როგორრ ხარ? ლეონორ,
ვკითხე ღიმილით, და უკვე თავიდან დახედა ტელეფონის ეკრანს, ცოტახნით დუმდა, და გაკვირვებული მიყურებდა,
- არ ისმის?
ვთქვი ღიმილით და თავზე ალექსანდრე დამადგა, კამერაშიც რომ გამოჩნდა ლეონორამ მაშინ აიფარა პირზე ხელი, მისი მხრიდან ხმაური გამოდიოდა, აშკარად არ ეცალა,
- არ მჯერა,
სიტყვები გამოკვეთა,
- ანი შენ ხარ?
აკანკალებული ხმით დასვა კითხვა,
- მე ვარ,
ვთქვი და მანაც ისევ აიფარა პირზე ხელი და უცნაური მიმართულებით გაიხედა,
- აააა არ მჯერააა,
დაბალხმაზე თქვა და თვალები რომ ამოუწითლდა მივხვდი რომ ტირილს იწყებდა,
- როგორ ხარ?
კითხვა დავუსვი თუმცა ის ხმას ვერ იღებდა, მეც მის საყვარელ გულჩვილობაზე მეცინებოდა,
- ტირიის?
ნინამ დამისვა კითხვა და მეც მას გავხედე ჰო მეთქი,
- რა სიგულჩვილეა,
დემეტრემაც დააყოლა ღიმილით,
- როგორი სხვანაირი ხარ,
ამოიღო ძლივს ხმა დაბალხმაზე,
- უფრო ქალური ხარ,
ისევ განაგრძო და ცრემლებს იწმენდდა,
- შენი ამბავი ისე მაინტერესებს, უნდა მომიყვე ანი, რატომ დამივიწყე?
დაბალი ნაწყენი ხმით საუბრობდა,
- ახსნა დამიჯერე მაქვს საყვარელო , არ დამვიწყებიხარ უბრალოდ ვერ დაგიკავშირდი,
თბილად ვუთხარი,
- როდის ამიხსნი და როდის იზამ ისე რომ შენგან აღარ მეწყინოს დავიწყება,
ნამდვილად ხმაზე ეტყობოდა წყენა, რაც თავს ცუდად მაგრძნობინებდა,
- რავი, გინდა ჩამოვიდეთ? ჩემი ამბების დამამტკიცებელ საბუთთან ფლორასთან ერთად?
თქმა და მისი სახის შეცვლა ერთი იყო,
- ანუ?
- რა ანუ? არ გინდა რომ გნახო,
მეც მისი შეცვლით გამხიარებულმა დავუსვი კითხვა,
- არ მეხუმრება? ალექს,
დაუსვა კითხვა ალექსანდრეს რომელიც ჩემს უკან ჩემ თმას აწვალებდა,
- წეღან მაგაზე ლაპარაკობდნენ ანუ მართლა დაგეგმეს,
მხრების აჩეჩვით თქვა,
- არ მჯერა, ისე როგორც შენი აქ ნახვა, ისე ჩამოსვლა,
ხმაში მხიარულება შეეტყო,
და მას უძახოდნენ მანაც პასუხი გაცა და მალევე, ისევ ჩვენ დაგვიბრუნდა,
- ისს ადგილებიი არ უნდა დავაკავო! იგივე ოთახებში უნდა შეგიშვათ,
ისევ ბედნიერმა თქვა და წარმომიდგენია მის სხეულში პეპლები როგორც ჩემსაში ბედნიერებისგან,
- იცოდე არ მომატყუო!
- არა გეფიცები მართლა უზომოდ მინდა შენი ნახვა,
მეც ვუთხარი, და ალექსანდრეს გავაყოლე თვალი, რომელიც გავიდა,
ლეონორას, ისევ დაუძახეს,
- ლეონორ წადიი, დაგირეკავ მერე, თან ვიღაცას გაგაცნობ, გაერთიანებული ზარით კაი,
ვუთხარი როცა უკვე რეალურად აღარ ასვენებდნენ
- აუუ არ მაცდიან, ისევ არ დაიკარგოო, გელოდებიი,
მითხრა სწრაფად და ჰაეროვანი კოცნები გამომიგზავნა მეც ანალოგიურად, და მანაც გათიშა, ტელეფონის დაბრუნების მერე ცოტა ვისაუბრეთ, და უკვე მოსაღამოვებული რომ იყო მალევე დავემშვიდობე, ალექსი ისევ გარეთ იყო, და რომ გავედი ეზოში ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა, მასთან ახლოს არ ვიყავი ამიტომ უბრალოდ გავიფიქრე რომ მივდიოდი, და მანაც სწრაფად გამოიხედა, ჩემკენ წამოვიდა და თან რაღაც სწრაფად თქვა და გათიშა,
- მიდიხარ?
უკვე მოსულმა მითხრა,
- ჰო გვიანია თან დავიღალე, შენ?
- უკვე დროა,
მითხრა და მეც რომ მივხვდი რისი დროც იყო ცოტა შემეშინდა,
- ალექს ფრთხილად კარგი, დამირეკე გთხოვ,
- კარგი ჩემო პატარა,
თბილ სიტყვებთან ერთად მომხვია ხელები, და მეც თვალებ დახუჭული გავიტრუნე მის მკლავებში, სახლში გამიყვანა, და თავად წავიდა, საქმე რომ აღარ მქონდა, ფლორას დავურეკე, მარტო ორი საათი ვუყვებოდი ყველაფერს რაც კი მოხდა, მალევე მოგზაურობა შევთავაზე და ცოტა რამ მონტენეგროზეც მოვუყევი, ზარი ლეონორასთან გავაერთიანე, და ერთმანეთი, თარგმნით გავაცანი დავიტანჯე, უკვე რომ კარგად გაიცნეს ერთმანეთი, სწრაფად საუბრობდნენ და ძლივს ვასწრებდი თარგმანს,.......
.........
დაღლილი უსასრულობის თავმჯომარე, ლიფტით სახლის ოთახშივე, ავიდა,
- რა მოსაბეზრებელია ეს მარტო ყოფნა,
ღიმილითვე ამოთქვა მაღალ შუშის ტუმბოზე მდგარი, Château Mouton-Rothschild-ი ღვინო აუჩქარებლად აიღო თუმცა, საკუთარი სახელი რომ გაიგო, ოთახში ნაცნობი ადამიანისგან, ადგილზე გაშეშდა, უკან დენდარტყმულივით მოიხედა, და ოთახში რომ ალექსანდრე სრულდა შემოვიდა, თვალები გაუფართოვდა, ღვინო ადგილზე დააბრუნდა და გასწორდა,
- ვა ალექსანდრე,
ამოთქვა, თუმცა გაკვირვება ეტყობოდა მის ხმას,
- კეთილი იყოს,
დაამატა როცა ალექსანდრე მის წინ შორი-ახლოს გაჩერდა, თუმცა მთლად არ გაამართლა სიტყვებმა, ალექსანდრემ ხელში მოთავსებული იარაღი მისი მიმართულებით აღმართა, თან გადატენა რამაც დამძაბველი ხმა გამოსცა, საბამაც ინსტიქტურად მაღლა ნელა აწია ხელები,
- ალექს ძმაო,
ამოთქვა თუმცა ალექსანდრეს უემოციო სახე ჰქონდა,
- დაიჩოქე,
წყნარად თქვა ,
- ვერ გავიგე რა ხდება,
ჩაცინებით თქვა თუმცა მთელი სხეული დაჭიმული ქონდა,
- დაიჩოქე მიდი,
კიდევ ერთხელ წყნარად გაიმეორა, და საბაც ნელ ნელა ხელებ აწეული დაიჩოქა,
- არ ამიხსნი რა ხდება?
თან იკითხა, ალექსანდრეც მას მიუახლოვდა და იარაღი ახლოდან დაუმიზნა, საბას ისეთი თვალები ქონდა იმდენად წყლიანი თვალები ჰქონდა იეჭვებდი რომ ის არაფერში იყო დამნაშავე,
- უსასრულობის თავმჯდომარე,
წყნარად ამოთქვა ალექსანდრემ
- მოდი გეყოფა,
დააყოლა ღიმილით, წამით საბამ უყურა თუმცა გამოხედვა სრულიად შეეცვალა, თვალები დაძაბულობისგან უწითლდებოდა, და ისეთი გამოხედვა მიიღო მანიაკს გავდა,
- ჯაანდაბა!
ამოილაპარაკა დაჭიმულმა, და მზერა ალექსანდრეს მწვანე თვალებს მიაპყრო,
- გამომიჭირე,...... როგორ მიხვდი,
წყნარად დასვა კითხვა,
- შეიძლება ცეცხლი დამალო, მაგრამ კვამლს ვერ დამალავ,
ალექსანდრემაც წყნარად დააყოლა,
- ამის დედაც, არადა ვინტილიატორი ჩართული მქონდა,
მწარე ჩაცინება დააყოლა და იატაკს დახედა, მალევე ისევ ალექსანდრეს ახედა, და ალექსანდრეც სასხლეტს თითს ნელა აჭერდა, გასროლის ხმა გაისმა,....თუმცა საბა ისევ ცოცხალი იყო, კისერი მთლიანად დაჭიმვოდა კბილებს ერთმანეთზე აჭერდა და აწყლიანებული თვალები ჩაწითლებოდა,
- ამ ერთში არ ყოფილა,
ჩაიცინა ალექსანდრემ,
- წარმოიდგინე რამდენი ვინმე გყავს ნატანჯი,
ჩაიღიმა ალექსანდრემ და მამაკაცს დახედა,
- შენც მყავდი გეგმაში , მამაშენის მერე, თუმცა შევცდი, პირველი შენ უნდა ჩამეძაღლებინე,
დაჭიმულობისგან უკვე კანკალებდა მთლიან სხეულზე ეტყობოდა ბრაზისგან და დაძაბულობისგან როგორ იწვოდა,
- დანარჩენს რას ერჩოდი?!
წყნარად დაუსვა კითხვა, ალექსანდრემ,
- ყველა ის უნდა მოკვდეს ვინც შენთვის რამეს წარმოადგენს!
გამოცრა, საბამ და ლამის ვენები გაუსკდა დაჭიმულობისგან,
- ვაახ,
ჩაიცინა ალექსანდრემ,
- შეგიძლია ბოლოჯერ ილოცო,
დაამატა დასერიოზულებულმა, საბას ბოლი ასდიოდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, იარაღს ხელი მძიმედ წაავლო და ლულა შუბლზე მიიბჯინა,
- დროზე მომკალი შე ნაბი*ვარო!
გამოცრა კანკალით ჩაწითლებული თვალებით,
- როგორც იტყვი,
წყნარად დააყოლა ალექსანდრემ, საბა იარაღს უყურებდა, როცა ალექსანდრე სასხლეტს თითს აწვებოდა თვალები ძლიერად დახუჭა, სამი......ორი.......
ერთი.... და იარაღის ხმამაც დაიჭექა,....
- აჰ... ააააა... მომაშორეთ!
შიშისგან ძლივს ამოთქვა სიტყვები საბამ და იატაკზე ხოხვით უკან უკან პანიკაში მყოფი ხმებით დაიწია,
- ბატონო ალექსანდრე! ეს ცარიელი ვაზნა იყო და გთხოვ ნუ გვაიძულებთ შემდეგი ნამდვილი ტყვია ვისროლოთ!
ოთახი რამოდენიმე ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული მამაკაცი შემოვარდა, და იარაღს ალექსანდრეს უმიზნებდნენ,
- მკვლელია ეს ნაბი*ჭვარი!
ესაა უსასრულობის რეალური თავმჯომარე,!
გაღიზიანებულმა იყვირა ალექსანდრემ და ისევ დაუმიზნა საბას იარაღი,
- რა გჭირს ძმაო! არ ვარ მე არ ვარ! ის ვინც გგონივარ!
ყვიროდა საბა და ღმად სუნთქავდა,
- ბატონო ალექსანდრე გთხოვთ, ჩვენ გავარკვევთ,
დაძაბულმა თქვა კაცმა და უკან მდგომებს ანიშნებდა რომ არ უნდა ესროლათ,
- უნდა მოკვდეს ამისი!
შუბლზე მიადო ლულა ისევ უკვე ვენებ დაბერილმა ალექსანდრემ,
- მოდი მესროლე, კაცი ხარ! ბოლო ბოლო! გეყოფა გამბედაობა,?
ცრიდა საბა ალექსანდრეს გასაგონად,
- ნუ გვაიძულებთ ვისროლოთ!
ისევ მკაცრად გაიმეორა კაცმა,
- გთხოვთ მოგვანდოთ! იარაღი დაუშვით!
იმეორებდა ისევ ალექსანდრე დაჭიმული უკვე აპირებდა სროლას, თუმცა შეიფურთხა, და იარაღი დაუშვა, მაშინვე ჩამოართვეს იარაღი პოლიცილებთან თავად მივიდა, და მანაც სწრაფად გაუკეთეს ბორკილები, იარაღი პარკში ჩააგდეს რამოდენიმე საბასთან მივიდა ალექსანდრე კი შენობიდან გაიყვანეს, გზაზე გამოსვლისთანავე შეამჩნია შორიახლოს მანქანას მიყუდებული საქმეში ჩარეული აჩი რომელმაც პოლიციას გამოუძახა, ალექსანდრემ მას გახედა და აჩიმაც თითებით იარაღის ფორმა გააკეთა, 'ბუჰჰჰ' არარსებული ტყვია ალექსანდრეს ესროლა, და სიცილით ჩაჯდა მანქანაში,.....
......
როცა ყველაფერი გამაგებინეს სწრაფად წავედი განყოფილებაში რათქმაუნდა ბორკილებით დაბმულ ალექსანდრეს გვერდით ვიჯექი როგორც მისი ადვოკატი და ჩვენს წინ მდგარ, მამაკაცს ვუყურებდი,
- ბატონო ალექსანდრე თქვენი
იარაღი ყალბი აღმოჩნდა როგორც ტყვიები,
ყალბი შეფუთული იარაღი მაგიდაზე დააგდო კაცმა,
- დიახ ყალბი ნივთების შეგროვების ჰობი აქვს,
ვთქვი და ძლივს შევიკავე სიცილი, ალექსანდრესთან ერთად,
- მან მხოლოდ იარაღის ტარების შესახებ, კანონის მეთერთმეტე პუნქტი დაარღვია, ცეცხლ სასროლი იარაღის იმიტირებული ასლი ქონდა, ეს მხოლოდ დაშინებააა და არა მკვლელობის მცდელობა,
ვსაუბრობდი და ალექსანდრეც ღიმილით მეთანხმებოდა ყველა სიტყვაზე,
- ნამდვილად აპირებდით მის მოკვლას?
თქვა კაცმა და ალექსანდრეს გაუსწორა მზერა, საუბარი უნდა დამეწყო თუმცა ალექსანდრემ დამასწრო,
- თუ ამაზე,..... გიპასუხებ, გამანთავისუფლებ?
დაუსვა კითხვა კაცმა უცნაური სახით შეხედა, ალექსანდრემაც ჩაიცინა
- თუ გამიშვებ ამით ბევრს მოიგებ,
- ჩემ დასარწმუნებლად ეს საკმარისი არაა,
თქვა კაცმა და სკამზე ჩამოჯდა,
- უსასრულობის თავმჯომარის გამოჭერა არ გინდოდათ?
თქვა ალექსანდრემ და შავი ჟაკეტის გულის ჯიბისკენ წაიღი ხელი,
- ხელი დაწიე!
მკაცრად თქვა კაცმა,
- დაწყნარდი,
გაიცინა ალექსანდრემ და ჯიბიდან ჩამწერი ამოიღო რომელიც ჯერ კიდევ ჩართული იყო,
- თვით აღიარება ხომ ჭრის არა?
ჩაიცინა და ჩამწერი, მაგიდაზე კაცს წინ დაუდო.......
........
- ხუმროოობბბ? გამოვიდაა არ მჯერა,
შენობის წინ ვიდექით და ვხტუნავდი,
- კარგად ხარ?
მას შევხედე და შევათვალიერე,
- მე ცუდად როგორ უნდა ვიყო?
თვალის ჩაკვრით მითხრა დაიხარა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა, მომავალ აჩის გავხედე, და უკვე მოსული ალექსანდრეს ხელის ჩამორთმევასთან ერთად მხრით მიჯახებით მიესალმა,
- აბა? რა ქენით,
- გამოვიდა აჩიი,
ისევ ავხტი, და აჩიც სიცილით მაკვირდებოდა,
- ზუსტად მოვიდნენ, საღოლ კარგ დროს დარეკე,
ისევ დაარტყეს ხელები ერთმანეთს,....
........
ანი სახლში აჩიმ გაიყვანა, ალექსანდრეს დაურეკეს, წამოსვლის დროს, გზაზე უკვე უბნის შემოსახვევში მეგი დალანდა რომელსაც სირბილით თოკო დაეწია, აჩიმაც კისერი გაატკაცუნა
- დადაამ,
ამოილაპარაკა 'გველური' ღიმილით და გაზს მიაწვა, მოშორებით გააჩერა და მანქანიდან სწრაფად გადახტა, უკვე მოახლოვებულებს მეგის საუბარით მიუახლოვდა,
- პატარავ რატო დააგვიანე,
კითხა და უკვე რომ მიუახლოვდა დაიხარა და ქალს ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა, რაზეც მეგის თვალები გაუფართოვდა,
- ვერ მხედავ!
ხელი ძლიერად კრა, თოკომ და აჩიც ინერციით რამდენიმე ნაბიჯით უკან გადავარდა,
- ხო ხედავ რო ვსაუბრობთ!
აშკარად გაღიზიანებული, გადმოვიდა მაშინვე შეტევაზე,
მეგი სწრაფად ჩადგა მათ შუაში რომ აღარ გაეგრძელებინათ,
- გეყოფა თოკო, არაა შენი საქმე,
- არ არი?! ანუ თავად აძლევ უფლებას შეგეხოს?!
გზაშივე მაღალხმაზე ჩხუბობდა თოკო,
- და შენ რა! ...რა გინდა?!
- რა მინდა? სერიოზულად მეკითხები?! ოთხი დღის წინ შეყვარებულები ვიყავით,
დღეს რა ჯანდაბა შეიცვალა?!
ყვიროდა თან ხელებს ნერვოზულად აყოლებდა,
- შენ თავად არ თქვი რომ თუ მას გავყვებოდი, ყველაფერი მორჩებოდა?!
მეგიც გაბრაზებული ცდილობდა ხმა ეკონტროლებინა, აჩი კი დაბნეულობისგან კეფას ისრესდა, ესეთი ამბები გეგმაში არ ქონდა,....
- ხო მაგრამ, ასე შეხების უფლება არ აქვს!
განაგრძო უარესად და ხელი ჩაჭიდა, მეგიმ ღრმად შეისუნთქა ჰაერი და მისი ხელი მოიშორა,
- იცი რა?! და რა იცი რომ იმ ღამეს არაფერი მომხდარა!?
კითხა და მამაკაცსაც სახეზე ფერი გადაუვიდა, აჩის კი თვალები შუბლზე აუვიდა მეგის სითამამეზე და თან ცალყბად ჩაღიმებული ცდილობდა ძალიან არ შეემჩნია ის ფაქტი რომ მეგის სიტყვები 'გაუსწორდა'
- მეგი რას ამბობ ხვდები?!
ხმა ჩაწყვეტილმა უთხრა თოკომ,
- მასთან რამე გაკავშირებს?
ისევ წყნარად თითქმის გაუფერულებულმა თქვა,
- იქნებ!?
მეგიმაც წარბების აწევით მტკიცედ თქვა, და თოკოს თვალები თვალებში გაუყარა,
- მასთან გინდა?
- იქნებ!
ისევ მტკიცედ თქვა, და თოკომ უკან უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი მთლიანად ჩამოიშალა, მთლიანად შეეცვალა გუნება საერთოდ აღარ სურდა ლაპარაკი, უბრალოდ შეტრიალდა და წავიდა, წყნარად დატოვა ადგილი და მალევე სულ ამოეფარა თვალს, ახლაღა მიხვდა მეგი რომ უზომოდ აწყენინა, რაზეც ტირილი მოუნდა, და აჩის შეუტრიალდა, აჩი ისევ ღიმილს იკავებდა და საუბარი უნდა დაეწყო მეგიმ სახეში სილა რომ უთავაზა, აჩის უცებ კოპები შეეკრა, და ფიქრებში, მეგის ეცა, თუმცა სიწყნარე შეინარჩუნა, და ქალს დახედა,
- შენი ბრალია! საერთოდ ვინ მოქცა უფლება შემხებოდი!
გზაშივე დაბალხმაზე გამოუცრა და აჩისაც საუბარი უნდა დაეწყო, თუმცა ისევ სხეში მწარე გრძნობამ შეაჩერა მისი სიტყვები, ამჯერად მისი ფიქრები, რეალობაში აასრულა, ქალი კისერში ძლიერად ჩავლებული ხელით მისკენ მიწია და ტუჩებზე დააცხრა,
მეგიც უცებ იდაყვებით ხელებით მუშტებით ყველაფერი გააკეთა რომ მოეშორებინა თუმცა თვითონ აჩიმ უშვა ხელი, უთქმელად კოპებ შეკრულმა მეგიმ ისევ გაარტყა სილა, ამჯერად აჩიმ ხელები გაუკავა, და უარესად მტკინვეული ჩავლებით მიიზიდა ქალი თავისკენ, მეგიც ცდილობდა თავი დაეღწია, აჩისგან თუმცა მისი ძალა საკმარისზე ნახევარიც არ იყო, აჩიმ ისევ თავად უშვა ხელი მეგის,
- აჩი,
ამოტირებული ხმა უფრო აღმოხდა მოშორების დროს მეგის და ვერ გაეგო ხელი ტუჩებზე აეფარებინა თუ კისერზე ჯერ ისევ მტკინვეულად დარჩენილი აჩის თითების ნაკვალევისთვის წაევლო,
- რა!
კითხა ჯერ ისევ კოპებ შეკრულმა აჩიმ თვალებ ამღვრეულ თან გაბრაზებული უცოდველი გამოხედვით მყოფ ქალს,
- ახლა უკვე თავისუფლად შემეძლო!
თქვა და თან ღრმად სუნთქავდა,
- წეღან სიყვარულში გამომიტყდი ლამაზო,
ლაპარაკშივე გადაისვა თმაზე ხელი, და ბედნიერი გვერდული ჩაღიმებაც თან დააყოლა,
- ჩვენი გრძნობები ორ მხრივია პატარავ,
გვერდული ღიმილით საუბარშივე ნაზად წაავლო ხელები ყვრიმალებზე მისკენ მიიწია და დაბნეულ ქალს შუბლზე შუბლი მიადო,......
.......
დილით თითქმის უკვე როგორც ყოველდღე ტელეფონის ზარი მაღვიძებს ჯერ საათს დავხედე და 12 რომ იწყებოდა თავში ხელი წამოვირტყი, თან სწრაფად წანოვდექი, და ვუპასუხე
- არ მითხრა რო გძინავს,
მომახალა მაშინვე დათომ ,
- არა ახლა აღარ, რახდება
მეც სწრაფად გავეცი პასუხი და მისი ბედნიერი ხმა რაღაც კარგს მანიშნებდა
- უნამუსო ვიყოო ასე ჩქარა არ ველოდიი,
დააყოლა და მეც სახე გამეხსნა,
- ოთხ კედელშიიაა აზრზეე ხაარრ, ახლა კიდევ უნდა ვაღიარებინოთთ დაა ციხეე არ აცდებაა,
ყვიროდა დათო, მე კი მიკვირდა,
- ასე ჩქარა რანაირად? როგორ მოხდა ეგ?
მიკვირდა თან მიხაროდა,
- გალილეო მანდ არის?
ვკითხე და მანაც რომ დამიდასტურა, არც გამკვირვებია,
- ამას იმხელა წვლილი მიუძღვის, რომ შენ არც კი იციიი,
მთელი ღამე აქ ვიყავით მე ალექსანდრე, და დემეტრე, შემიძლია უარესად გაგახარო,
- მიდიი დროზე აღარ შემიძლია ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს,
ანერვიულებული ვსაუბრობდი თან გიჟივით ვიცმევდი,
- დანაზე ანაბეჭდებიი ემთხვევა, ამას პლიუს ფეხის ნაბიჯებზე ლევანის ნაკვალები ემთხვევაა, როგორც მაგის დამმხმარე, დააააა თარაა მთავარი,
სიტყვებს რომ წელავდა ცუდად ვხდებოდი
- დროზეეე,
- მათი დაკავების ორდერი გვაქ,
თქვა და მეც ვიკივლე,
- ვათთ,
ასე მოკლე დროშიიი? უჩემოდდ გააკეთეთ? რატო არ შემატყობინეთ,
- საბამ შემთხვევით ჩაიშვა საკუთარი თავი,
ბოროტულად იცინოდა და ვხვდებოდი რომ ისე უხაროდა მალე ფრთებს გამოისხავდა,
- საქმე ნილანას გადაეცა ოღონდ და მისი იმედი კი გვაქ ისე,
დააყოლა, და მეც უკვე ჩაცმული გავვარდი, ოთახიდან
- დედააა დღესს მაგარი დღეაა,
მას მივვარდი ხელებზე ხელები ჩავავლე და მასთან ერთად დავტრიალდი, თან ლოყაზე ვაკოცე, და გავრბოდი თუმცა
- უი დათოო მალე მოვალ კაი,
სწრაფად ჩავყვირე და გავთიშე გამახსენდა რომ უნდა მოვწესრიგებულიყავი, სულ რაღაც 15 წუთში მზად ვიყავი, დედას დავემშვიდობე სახლსაც და ეზოსაც, გარეთ გავედი თუ არა ალექსანდრე მანქანას მიყუდებული დიდი ალბათობით მე მელოდებოდა, და მეც მასთან ხტუნვით მივედი,
- სალამი,
სწრაფად მისალმებასთან ერთად ფეხის წვერებზე ავიწიე და ბაგეებზე მოწყვეტით ვაკოცე, მასაც ჩაეცინა, მის ხელს ხელი ჩავჭიდე და დავტრიალდი,
- თარაა, კარგი ამბები შექმენი ალექსსს,
გავეკრიჭე და მანქანაში მოვთავსდი, ......
........
საბა ვნახე, დროებით საკანში, და მეც თავიდანვე ბედნიერმა ავათვალიერე,
- რა მოსაბეზრებელია ეგ რაღაც, მალე სულ ახალთ-ახალ ლამაზ ფორმას ჩაგაცმევენ,
ღიმილით ვუთხარი და ისეთი თვალებით ამომხედა სიცილი კიდევ უფრო მომინდა,
- ყოველთვის მინდოდა ეგ ტანსაცმელი ზედ შემომეხია სამწუხაროა ვერ მოვასწარი,
დანანებით ამოილაპარაკა და მეც ზიზღით გამეცინა,
- ავადმყოფი ხარ, გეფიცები,
გავიცინე, და ისევ ავათვალიერე,
- თუ რამე დაგჭირდა, შეგიძლია სოროში ვირთხებს უთხრა, ზოგადად ძალიან თავაზიანები არიან,
საუბარშივე წამოვედი და დასარულს კარები გამოვიკეტე,....
........
ერთი თვის შემდეგ ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით ისევ ისინი ვინც აქამდე და კიდევ დამატებით, ჩვენი ცხოვრება ზღაპარს გავდა რომელიც ბედნიერად დასრულდა, ეს ჩემი ფანტაზია არ იყო, ნამდვილად ზღაპრულად დასრულდა, ყველას მოგვიწია დროებით ჩვენში რაღაც შეგვეცვალა, თუმცა მალევე გამოსწორდა, დრო, ზოგჯელ უსამართლოდ გვექცევა და ცდილობს გაგვანადგუროს, მთავარია ჩვენ ისევ ვიბრძოლოთ, ვერასდროს წარმოვიდგენდი ჩვენი პატარა 'სასტავი' თუ ოჯახს შეადგენდა, სიყვარულით სავსე წყვილები არიან ჩემს ირგვლივ მეგი და აჩი რომელიც ყოველთვის კამათობენ ერთმანეთზე ცუდს ვერ ათქმევინებ, ლილია და გიოც დაგვიბრუნდა რათქმაუნდა, მთავარი წყვილი შვილთან ერთად გართობას ცდილობს მეგობრობენ ისინი ვისაც ერთმანეთის არ ესმით თუმცა ხელ-კავით მიხუტებულები თუ ზიან ნაცნობ ადგილას ნაცნობ აუზზე ერთად არიან, ბედნიერება გამოიყურება ასე სიყვარულით სავსე წყვილები, არემარეს მათი სიცილი რომ მოიცავს, და გუნდი რომელსაც ოჯახი ქვია,.....
ბაღში ისევ მარტო ვიჯექი შადრევნის უკან მხოლოდ მოგონებები თუ ტრიალებდა ჩემს გონებაში, სასიამოვნოდ, ყველა ადგილი თითოეულ მოგონებას აღვიძებდა ჩემში,
კარების ხმა რომ გავიგე, სწრაფად გავიხედე, შადრევნის გვერდიდან თუმცა ვერავინ დავინახე, გასწორებას ვაპირებდი ჩემ წინ ჩაცუცქული ალექსანდრეს დანახვისას კი შევხტი,
- მშიშარა,
ამოილაპარაკა და ახლოს მოიწია,
- რაღაც უნდა გაკლდეს,
თქვა და ფეხზე ხელი დამისვა რაზეც გამაცია
- უი
თქვა და ფეხზე დამხედა სამაჯური ლიზას სამაჯური ისევ არ მეკეთა, არადა ისედაც ახალი გაკეთებული მქონდა სანამ თბილისს დავტოვებდი გავიკეთე, და ისევ დავიბრუნე ლიზა მოგონებებში, ახლა კი ისევ არ იყო ადგილზე,
- აუუუუუ ალექსს!
ისე უცებ შემეცვალა სახე ტირილის დაწყებაც არ გამიჭირდებოდა,
- ამას ეძებ?
ღიმილით გაშალა ხელის გული, და სამაჯური რომ ვნახე თვალები გამიბრწყინდა,
- ამით აუზში აღარ ჩახვიდე,
სიცილით თქვა და სამაჯური ფეხზე ნაზად გამიკეთა თან გვერდით, მომიჯდა, და ხელი მომხვია, მეც მას მივეხუტე, და მის სასიამოვნო სურნელზე თვალები დავხუჭე,
- ჩემი პატარა ხარ,
საყვარელი ხმით თქვა და თავზე მაკოცა მეც მას ავხედე, და ახლა ტუცებზე მაკოცა მოწყვეტით,
- ვინ ხარ რომ ასე მეხები!
ღიმილით ვითომ მკაცრად ვთქვი,
- ვინ დაა,....
გაწელა სიტყვა და ბოლოს დააყოლა,
- ვინ და შენი საქმრო!.......

სრულად დავდო? მადლობაა......



№1  offline წევრი Ana iko

პირველი მე თუ არ დავაკომენტარე, რაღაც ჭირსსს!

 


№2 სტუმარი სტუმარი ნიკა

გოგოო სრულად უნდა დადო აბა რა უნდა ქნა , რა მაგარია ვერ აგიღწერ, იდეალურია ,ფანტასტიკურია ბოლო თავი ხო ვაფშე ფეიერვერკია, ანი მიყვარხარ იმიტომ რომ ეს გაგვიზიარეეეეე. იცი როგორ მომეწონა? ვერ ავღწერ გავრეკავ ახლა. მართლა ოღონდ. კაროჩე იმენა ძერსკობააა და შენ ვაფშე საოცრება ხარ

 


№3  offline წევრი Ana iko

სტუმარი ნიკა
გოგოო სრულად უნდა დადო აბა რა უნდა ქნა , რა მაგარია ვერ აგიღწერ, იდეალურია ,ფანტასტიკურია ბოლო თავი ხო ვაფშე ფეიერვერკია, ანი მიყვარხარ იმიტომ რომ ეს გაგვიზიარეეეეე. იცი როგორ მომეწონა? ვერ ავღწერ გავრეკავ ახლა. მართლა ოღონდ. კაროჩე იმენა ძერსკობააა და შენ ვაფშე საოცრება ხარ

ძალიან ძალიაან დიდი მადლობაა❤️❤️ ძალიან დიდ სტიმულს მაძლევ❤️ მეც მიყვარხარ, დაა რავიი ვფიქრობ მალე ახალ ისტორიიას დავდებ, მადლობა შენ❤️????

 


№4 სტუმარი სტუმარი კეკე

ანი ყოჩაღ!! სასწაული ხარ

 


№5  offline წევრი Ana iko

სტუმარი კეკე
ანი ყოჩაღ!! სასწაული ხარ

უღრმესი მადლობა საყვარელო, და მადლიბა რომ კითხულობდიი❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი თამარი

მოკლედ დიდი ხნნია რაც ამ რომანს ვადევნებ თვალს ხოდა პირველივე თავიდნა ჩამითრიე ანუშკები. იმედები არ გამიცრუვდა პირიქით აი არ ვიცი გადამრიე რა. სულ იმ იმედით შემოვიდოდი რომ ახალ თავს ვნახავდი ამ ნაწარმოებისას და დასასრული რომ დაწერე გული მეტკინაა. თავი არ მოგვანატრო ახალი ისტორიებს ველი ბევრი ალექსანდრეს მსგავსი პერსონაჟით. მიყვარხარ ძლიერ ????

 


№7  offline წევრი Ana iko

სტუმარი თამარი
მოკლედ დიდი ხნნია რაც ამ რომანს ვადევნებ თვალს ხოდა პირველივე თავიდნა ჩამითრიე ანუშკები. იმედები არ გამიცრუვდა პირიქით აი არ ვიცი გადამრიე რა. სულ იმ იმედით შემოვიდოდი რომ ახალ თავს ვნახავდი ამ ნაწარმოებისას და დასასრული რომ დაწერე გული მეტკინაა. თავი არ მოგვანატრო ახალი ისტორიებს ველი ბევრი ალექსანდრეს მსგავსი პერსონაჟით. მიყვარხარ ძლიერ ????

აუუ იცი როგორ მახარეებთ❤️❤️❤️ უღრმესიიი მადლობაა❤️❤️ მეცც ძალიან მიყვარხართ❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი Nestani

Magaria iyo momecona zalian sainteresi soacari nacarmoebi.. me agaridasadrulit madloba warmatebebi ????????????

 


№9  offline წევრი Ana iko

სტუმარი Nestani
Magaria iyo momecona zalian sainteresi soacari nacarmoebi.. me agaridasadrulit madloba warmatebebi ????????????

უღრმესი მადლობა თქვენ, რომ კითხულობდით, ასევე შეფასებებისთვის, ძალიან სტიმული მეძლეოდა, მადლობაა❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent