შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ აისი დასასრული


11-05-2022, 01:31
ავტორი n-strovet
ნანახია 2 202

თვალებს ნელ-ნელა ვახელ, ჯერ კიდევ ვერ მოვედი აზრზე და გარემოსაც ვერ აღვიქვამ. უბრალოდ, ვცდილობ წამოვდგე და ჰაერი ჩავისუნთქო, რომელიც ასე მჭირდება.
ფრთხილად წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი, დიდი ხნის წვალების შემდეგ გავაღე, ჩემს წინ კი შავი გისოსები გამოჩნდა,რომელიც ძალიან მიშლიდა ხელს, რომ ხედი სრულიად აღედგინა ჩემს გონებეეას. თვალები მოვიფშვნიტე მეგონა, რომ ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი და მეჩვენებოდა, მაგრამ შევცდი.
ახლა უკვე,როდესაც გონს მოვედი გული ამიჩქარდა,ჩემს ორგანიზმში ადრენალინმა იმატა,ხელები კი შიშისგან გამიყინა. გამოვბრუნდი და ოთახს მოვავლე თვალი, ეს ნამდვილად არ იყო ჩემი ოთახი ამას გისოსების დანახვის შემდეგ მივდი. საკმაოდ გემოვნებიანად და მინიმალისტურად მოწყობილი. მანამ სანამ კარებთან მივიდოდი მინდოდა ბოლომდე გამეაზრებინა ეს გარემო. სიმართლე გითხრათ მეშინოდა სახელურის ჩამაოწერის არ ვიცოდი, რა დამხვდებოდა მის იქეთ, რა ან ვინ. შესაძლოია საერთოდ არ ასებოდაბდა ჩემთვის კარებს იქეთ სამყარო და ამ ოთხ კედელში ვიყავი გამომწყვდეული. კომოდის მივუახლოვდი და სარკეში საკუთარ ანარეკლს ჩავხედე. საღამური მეცვა,ატლასის. აშკარად ვიღაცამ გამომიცვალა და ისე დამაწვინა. მაკიაჟიც კი მოშორებული და თმა დავარცხნილი მქონდა დიდი ალბათობით ის ვინმაც გამიტაცა, როგორც მისი თოჯინა ისე ვყავდი. ფეხაკრებით წავედი კარებისაკენ და შევეცადე,რაც შეიძლება უხმაუროდ ჩამომეწია კარების სახელური. ჩემგან გასაოცრად ღია დამხვდა. ჩემი შიშველი ფეხი ცივ იატაკს შეეხო და ოდნავ ჭრიალის ხმაც გამოსცა. გზა განვაგრძე დაახლოებით მესამე სართულზე ვიყავი წინ მდივანი და მაგიდა იყო მარცხნივ და მარჯვნივ კი გრძელი კოლიდორი იშლებოდა, სახლი ხის ფერში იყო მოწყობილი.
ყველაფერი ხის და პრიალა, აქა-იქ თუ გამოერეოდა კრემისფერი და შავი დიზაინი. ვერ გადავწყვიტე ქვემოთ ჩავსულიყავი თუ ოთახებში დამეძებნა ჩემთვის ხელსაყრელი ნივთი ან სამხილი იმისა მივხვედრილიყავი ვის ან რატო ვყავდი ამ სასახლეში დამწყვდეული. ქვეთ სართულზე ჩასვლა გადავიფიქრე იქნებ ვინმე ჩემს გაღვიძებას ელოდა და მელოდებოდა? სტანდარტულად ყველანი ხო გასასვლელისაკენ გარბის, რათა თავი დააღწიონ და ეს ყველაფერი უშედეგოა? გადავწყვიტე უზარმაზარ სახლში კაბინეტი მომეძებნა ან ისეთი ოთახი, სადაც ტელეფონი ან რაიმე ინტერნეტთან დაკავშირებული,თუნდა კომპიუტერი მაინც ყოფილიყო გარე სამყაროსთან კონტაქტზე, რომ გავსულიყავი. აზრი არ ჰქონდა დერეფნებში სიატულს თითქოს სასტუმრო ყოფილიყო ერთ მხარეს ხუთი ოთახი მაინც იყო. ოთახებში ჩემთვის სასარგებლო არაფერი არ დამხვდებოდა და დროის კარგვაც იქნებოდა. გადავწყვიტე მაღლა კაბინეტის მსგავსი მომეძებნა. მე თუ ასეთი სახლი მექნებოდა სპეციალურად ჩემთვის ერთ სართულს გამოვყოფდი, სადაც ვიმუშავებდი. ჩემს ლოგიკას მივენდე და კიბეებზე ავედი. გაგიგონიათ გამოთქმა “გული ხელით მიჭირავსო?” ზუსტად ეგრე ვიყავი მეც ორივე ხელები გულზე მქონდა მიბრჯენილი და ვცდილობდი პანიკას,შიშს და ნერვებს არ ავყოლოდი. ჩემი ფიქრები გამართლდა, ზედა სართულზე, მხოლოდ,ერთი უზარმაზარი ოთახის ხის კარები გამოჩნდა, რომელიც შუაში იყო და გადმოყურებდა მთელს ხედ. სწრაფად ავირბინე ჩემს იმდროისთვის ერთადერთ იმედთან. ყურადღებით მოვათვალიერე გარემო და სახელური ჩამოვწიე.
‘“მადლობა ღმერთს,რომ ამ სახლში კარების ჩაკეტვის კულტურა არ არსებობს”. ჩამოვწიე,კარები გავაღე და შევედი კიდეც. იქვე შუქი ჩავრთე,საკმაოდ ბნელოდა, თვალები მოვავლე ძველ სტილში ასევე ხესა და ქვაში გაკეთებულ კაბინეტს მზერა მაგიდისაკენ გადავიტანე წინ კი ისეთი რამ დამხვდა ყველაფერი გადამავიწყდა. უზარმაზარი ჩემი ფოტო მოჩუქურთმებულ ჩარჩოში. ფოტო ერთ-ერთ წვეულებაზე არის გადაღებული. სწორი იქნება “პაპარაცულად” გადაღებული. ეს იყო ინგლისში, მანამ სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი და დათას შევხვდებოდი. გაოცებულმა ფოტოსკენ დავიძარი, მაგიდაზე რამდენიმე ჩარჩოში ჩასმული ფოტო იდო ჩემსკენ ჩემოვაბრუნდა და ისევ ჩემი თავი დამხვდა, ერთის გარდა ყველანი ისე იყო გადაღებული, რომ საერთოდ წარმოდგენაც კი არ მქონდა. ზოგი ქუჩაში ზოგი კიდევ რესტორანში მეგობრებთან ერთად.
-მანიაკი-აღშფოთებულმა წარმოვთქვი და დავიწყე ტელეფონის ძებნა-რანაირი კაბინეტია, სახლის ტელეფონიც კი არ დგას. უჯრებში ვიქექებოდი და ისევ ფოტოები ვნახე ჩაყრილი ამ ჯერად პარიზში გადაღებული, დათა კი ყველგან ჩამოჭრილი-ეს რა ჯანდაბაა?
-ეგ ყველაზე საძულველი დღეებია ჩემს ცხოვრებაში-გაისმა ბოხი ხმა ოთახში, შიშისგან კი ფოტოები ქვემოთ დამეყარა-ფრთხილად რაიმე არ დაიშავო-ჩემსკენ წამოიწია მე კი მოვუარე და გავიქეცი-ოხხ-მხოლოდ ეს მისწვდა ჩემს ყურთასმენას.
გავრბოდი, მაგრამ სად არ ვიცი, ამჯერად ქვემოთ ჩავედი და შევეცადე გარეთ გასასვლელი კარი მეპოვნა.
მესმონა მისი ნაბიჯების ხმა, ნელ-ნელა უფრო, რომ უჩქარებდა ბოლოდ კი მისი ხელი ჩემს წელს მოეხვია და ჰაერში ამიტაცა. ბეჭზე გადამიგდო და იქსევ ზემოთ დაიწყო ასვლა. ვყვიროლი,ხელ-ფეხს ვაქნევდი,როგორაც შემეძლო წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ უშედეგოდ. ოთახში დამაბრუნდა და საწოლზე რასაც ქვია დამაგდო თავად კი ზემოდან მომექცა.
-არ მინდა უხეშად ვჩანდე შენს თვალში, ნუ მაიძულობ ძალა გამოვიყენო და ისე დავიწყო ჩვენი ურთიერთობა-თითები ასრიალა ჩემს ფეხზე
-არ შემეხო-დავიყვირე და სახეში გავარტყი. კარგად დავაკვირდი,როგორ შეეცადა ნერვების გაკონტროლებას და სილის გაწნის დაიგნორებას. მალევე მომშორდა სმოკინგი გაისწორა და გამიღიმა.
-მე ზურა ვარ,როდესაც ადეკვატურად მოიქცევი მაშინ გავცემ ყველა კითხვას პასუხს, რაც შენ გაწუხებს, ალბათ, კარს ხედავ ოთახში ერთი აბაზანის მეორე კი გარდერობისაა ყველა ის საჭირო ნივთი, რაც შეიძლება შენ დაგჭირდეს არის აქ. ასე,რომ მოწესრიგდი და ჩამოდი ვისადილოთ, შემდეგ კი ვისაუბროთ-ფართოდ გამიღიმა და ოთახი დატოვა.
-ღმერთო შენ მიშვლე-ამოვიკვნესე და სახეზე ხელები ავიფარე.
…..
-იქნებ ისევ გაიქცა-უდარდელად შეხედა დიმიტრიმ ღამენათევ დათას,რომელსაც წაშლილი ჰქონდა სახე.
-რატომ?-მხოლოდ ეს კითხვა დასვა დათამ და ინტერესიანი თვალებით შეხედა-რატო უნდა გაქცეულიყო, ვის ან რას უნდა გაქცეოდა?
-დიმიტრი შეეშვი-საქმეში ჩაერთო ლადო-რა დარწმუნებული ხარ,რომ საფრთხეში არის იქნებ და მეგობარ მამაკაცთან ერთად წავიდა ქალაგარეთ?
-თქვენ მართლა ვერ მიხვდით ჯერ კიდევ, რომ მელისა და დათა ისევ ერთად არიან?-გაკვირვება ვერ დამალა ლუკამ-მოვიტანე კამერის ჩანაწერი-ლეპტოპი გახსნა და მაგიდაზე დადო-აი, აქ ვიღაც მამაკაცი,რომელსაც სახე არ უჩანს მელისას მიუახლოვდა და ესაუბრება. მელისას სახეს დააკვირდით-თითი ეკრანს მიადო და გამოსახულება გაადიდა-რაღაც ისეთი უთხრა, რითაც მისი სახე შეეცვალა და მასთან ერთად წასვლაზე დათახმდა
-მელისა ჭკვიანი გოგოა, უცნობს ეგრე არ გაყვებოდა-გიორგიმ ლუკას გახედა, შემდეგ კი გამოსახულებას უფრო კარგად დააკვირდა
-მაგას ვამბობ,რაღაც უთხრა. მელისას რეაქციაც კარგად ჩანს, ორი ვარიანტი მაქვს-სავარძელში გასწორდა-ერთი შენ გიკავშირდება დათა-მისკენ გაიხედა-როგორც მელისას თანმხლებისაგან გავიგე “მეგობრის” ანუ შენს მოსაძებნად წამოვიდა, რათა წასვლის შესახებ ეცნობინებინა გასასვლელში კი ვიღაც მამაკაცი დახვდა..იქნებ შენს შესახებ უთხრა, რაღაც მაგალითად,რაიმე შეგემთხვა, იჩხუბე,ცუდად ხარ,ქალთან ერთად ხარ, ათასი რამე შეიძლება ამიტომ გამოხატა რეაქცია მელისამ და გაყვა. მაგრამ აქ არის მეორე ვარიანტი თუ კარგად დავაკვირდებით მელისას სახეზე გაბრაზება არ ეტყობა. უფრო, რაიმეს განცდაა ან შენზე უთხრა რაღაც შეგემთხვა ან ვინმე ისეთზე, რომელიც მის ემოციებზე იმოქმედა.
-ისტორია მეორდება….ისევ მელისას ვეძებთ,მაგრამ ამჯერად მართლა დაიკარგა.
-და საქმეს მამაჩემის ნაცვლად მე გავუძღვები-ლუკამ ნიშნისმოგებით უპასუხა
-მელისას დედას ვესაუბრე,არაფერი არ იცის-დათამ დაიწყო საუბარი-ეს კაცი, ვინ არის საერთოდ…რა ინტერესი ამოძრავებს ვერაფერს ვხვდები.
-ამ მამაკაცმა კარგად იცოდა არა მარტო რესტორნის, არამედ ქუჩის კამერებიც-მომდევნო ხედზე გადართო ნიკამ-დააკვირდით,ცილინდრიდან, როგორ ჩუმად იხედება კამერების განლაგებას აკვირდება, მაგრამ ისე, რომ ოდნავ მაინც არ გამოუჩნდეს სახე-თუ მელისა იმიტომ გაიტაცეს, რომ მილიარდელი ქალია. ზარს ყოველწამს ველოდებით გამოსასყიდის სანაცვლოდ.
-და თუ არ დარეკეს?-სახე დაეძაბა დათას
-მაშინ მას პირადი მოტივი ამოძრავებს მელისა მიმართებაში.
…………..
ვუყურობდი ჩემს წინ მჯდარ უცნობს,რომელიც მშვიდად და აუღელვებლად მიირთმევს თავის ულუფას შიგადაშიგ კი ღვინოს წრუპავდა. ამ დღეს ელოდა, როგორც ჩანს არაფერი არ დაუშურებია ზღაპრული სუფრა აქვს გაშლილი და რომანტიკული გარემოც შექმნილი. დროთა განმავლობაში ჩემსკენ გამოაპარებდა თვალს, თუმცა არაფერს მეუბნება. ველოდებოდი, როდის დაასრულებდა ჭამას და გამცემდა იმ კითხებზე პასუხს,რომელიც თვალის გახელის შემდეგ აწუხებდა ჩემს გონებას.
-ჭამე,შემდეგ ვისაუბროთ-თეფშზე მანიშნა.
-არ მინდა!-მოკლედ მოვუჭერი
-მაშ მოგიწევს ყურება,როგორ მივირთმევ,რადგან სანამ არ დავასრულებ მანამ საუბარს არ ვაპირებ-კიდევ ერთხელ აიღო ჭიქა ხელის მარტივი ჟესტიკულაციით ჩემსკენ გამოწია “გაგიმარჯოს” და მოსვა.
ჩემი მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსებოდა, ის კი ყოველი ლუკმით ტკბებოდა და უსასრულოდ წელავდა დასრულებას. არ მაინტერესებდა მისი რეაქცია თუ ჩემი მოკვლა სურდა დავეხმარებოდი და დავუჩქარებდი ამ პროცესში. ძალა მოვიკრიბე,ფეხზე ავდექი მასთან მივედი,თეფში ხელში ავიღე და იატაკზე მოვისროლე.
-ვფიქრობ,უკვე დაასრულე და შევძლებთ საუბარს-ირონიულად გავუღიმე
შევამჩნიე გაბრაზება, როგორ გადაიტანა ხელში არსებულ ჩანგალსა და დანაზე,რომელიც მთელი ძალით მუჭებს უჭერდა.
ჩემს ადგილს დავუბრუნდი და დაველოდე მოუთმნელად პასუხს.
-თავნება გოგო ხარ,უხეში და ჯიუტი-დაიწყო საუბარი-ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჩემი ქალი-ამაყად წარმოთქვა. მე კი ვერ გავიგე, რას გულისხმობდა სიტყვა “ჩემში”-მე ზურა ხვედელიძე ვარ-ღრმად ჩაისუნთქა-მეგონა უფრო ადვილი იქნებოდა-გაიცინა-ჩვენი ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ პატარა და უსუსური გოგონა იყავი. როგორც კი დაგინახე ეგრევე მივხვდი, რომ შენ უნდა ყოფილიყავი ქალი, რომელსაც ჩემს თავს სრულიად მივუძღვნიდი. სამწუხაროდ უბედურება დაგვემართა ის ა@@არი დათა ჩადგა ჩვენს შორის. როგორ ვიბრძოლე ჩვენთვის,მაგრამ…-თავი დანანებით გააქნია-მაშინ, როდსაც მისგან წახვედი მივხვდი,რომ ეს ნიშანი იყო,რომ ისევ შენთან მოვსულიყავი,მებრძოლა და გამეხადე ჩემი. ყოველ დღე შენზე ვფიქრობდი. მიყურებ და ვერ მიხსენებ,მაგრამ მინდა გითხრა, რომ მე ყოვლთვის შენს გვერდით ვიყავი,ყველგან წვეულებებზე,ივენთებზე,მოგზაურობაში ყოველთვის შენს გვერდით, მაგრამ ვერასდროს მამჩნევდი. მიზნად დავისახე, რომ შენი ღირსი გავმხდარიყავი. ფული ისედაც არ მაკლდა,მაგრამ შენს გამო მეტი მოვინდომე. ნაკვეთი ვიყიდე აქ და აი,სასახლე აგიშენე. ეს ის სახლია, სადაც ჩვენ ბედნიერად ვიცხოვრებთ, შვილებთან ერთად-თბილად გაიღიმა.
-თქვენ ფსიქიკურად აშლილი ხართ-ტირილნარევი ხმით ამოვილაპარაკე-მე მინდა,რომ ადგეთ და უკან დამაბრუნოთ-ვეხადე თავაზიანად მიმემართა.
-მგონი, ვერ გაიგე კკარგად ჩემი საუბარი-ფეხზე წამოდგა-ეს არის ჩვენი სახლი და ჩვენ ამიერიდან აქ უნდა ვიცხოვროთ.
-ავადმყოფი ხარ-ზიზღით ამოვილაპარაკე და გასასვლელისაკენ გავიქეცი. უკან გამომეკიდა და იქვე დამიჭირა.
კედელზე მიმაყრდნო და ხელები ზემოთ ამიწია.
-რა კარგი სურნელი გაქვს..მოითმინე და გარეთაც გახვალ..აქედან გასასვლელს თუ ეძებ არ არსებობს. მთელი ეზოც, რომ შემოირბინო ვერ გაიქცევი-ყბაში ხელი დამავლო და მის სახეს გაუსწორა-მოემზადე ჩვენი ისტორია ახლა იწყება-ფართოდ გამიღიმა, შემდეგ კი უხეშად დამეწაფა ბაგეებზე.
…………..
-ზურაბი?შეუძლებელია-ნერვული სიცილით წარმოთქვა ლადომ
-მაშინ უნდა მომეკლა ეგ ნაბიჭ@არი, როდესაც შუბლზე იარაღი დავადე,მაგრამ მაშინ გაიღვიძა მორალმა თვენში და მომ@@ანით ტვინი-გამწარებულმა დაიღრიალა და იქვე მაგიდასთან მდგარი სკამს დაწვდა და კედელს მიახეთქა.
-დარწმუნებული ხარ ლუკა?-გიორგიმ იმედიანი თვალები შეანათა ძმაკაც
-მხოლოდ მასზე გავედით…ვიზუალური მსგავსება, მანქანის ნომერი ყველაფერი ემთხვევა..სამწუხაროდ, ჭკუა იხმარა იმ დედა მო@@ულმა და მაგისტრალთან ახლოს მიაგდო-დანანებით წარმოთქვა ლუკამ.
-გასაგებია- დათამ თავი დააქნია და ფეხზე წამოდგა,გასასვლა დააპირა-არ ვაპირებ დაველოდო პოლიციას, მეც დაგეხმარები ლუკა,ძმაო, მაგრამ ჩემებურად-გაუღიმა და ბეჭზე ხელი დაარტყა. მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ წავიდა იქ კი მელანო დახვდა, რომელიც ნერვულად დადიოდა მისაღებ ოთახში.უხმოდ შევიდა დათა,არ უნდოდა კიდევ დაძაბული საუბარი,უბრალოდ იმ ნივთების ასაღებად მოვიდა,რომელიც სჭირდებოდა. შეეცადა, რაც შეიძლება სწრაფად აერა გვერდი დედასთვის, მაგრამ მელანოს ხმა მის ყურებს კიბეს დასაწყისში მიწვდა და აიძულა გაჩერებულიყო.
-არც კი მომესალმები?-გულდაწყვეტით იკითხა და ნელ-ნელა შვილისაკენ დაიძრა-მთელი ღამე შენზე ნერვიულობაში გავატარე და შენ არც კი მომესალმები და არ მეტყვი დედა კარგად ვარო?-ნელ-ნელა აუწია ტონს
-დედა გთხოვ-მხოლოდ ეს უთხრა და კიბეებზე ასვლა განაგრძო
-არ დამისრულებია-შეაჩერა-თუ შეიძლება,როდესაც გესაუბრები ზურგით არ იდგე-დედის თხოვნა გაითვალისწინა და მისკენ შებრუნდა-რომ გითხრა, სად იყავი რა აზრი აქვს ან მომატყუებ, უკეთეს შემთხვევაში კი არაფერს მეტყვი. ამიტომაც აღარ გაგირთულებ და პირდაპირ გკითხავ იმას, რაც მართლა მაინტერესებს. მელისაზე ახალი არაფერია?-მისმა კითხვამ დათაში გაკვირვება გამოიწვია ისე,რომ ვერც კი შეძლო მისი დაფარვა-დიდი ხანია მივხვდი,რომ ისევ ერთად ხართ. ჩემი შვილი ხარ და რაც არ უნდა დამიმალო მაინც ვერ გამომაპარებ იმას,რაც შენს თავს ხდება. სიმართლეს გეტყვი არც გამკვირვებია მას შემდეგ,რაც ის უკან დაბრუნდა და პირველად შეხვდით ერთმანეთს შენ სულ სხვაგან იყავი ფიქრებში. ერთ მშვენიერ დღეს კი ის დათა დაბრუნდა, რომელიც 16 წლისას იყო და მივხვდი, რომ მელისა და შენ ისევ ერთად იყავით.
-დედა,გთხოვ,თუ ლექცია უნდა წამიკითხო ყველაზე ცუდი დრო შეარჩიე
-ლექცია რაზე თქვენს დაშორებაზე? მე დედა ვარ დათა, დედა! ვხედავდე ჩემი შვილის ასეთ სახეს-ცივს, გაფითრებულ, გაგიჟებულ,უძინარ და ტკივილიან სახეს და გესაუბრო იმაზე, რომ მელისასთან არ უნდა იყო?. არა, თუ თქვენ ისევ ერთმანეთს დაუბრუნდით აქ უკვე მესამე პირი ზედმეტია. მელისას დედასთან ვიყავი,ლიზასთან წასული. განადგურებული კარებს კეტავდა იმ დროს მივუსწარი, მინდოდა დამემშვიდებინა და ჩემი წვლილი შსემეტანა ამ უბედურებაში,მაგრამ არ ეცალა ჩემთვის, საავადმყოფოში მიდიოდა ძალიან ცუდად ყოფილა თემური სიკვდილს ებრძვის.
-ვიცი
-არ დაგაყოვნებ, არც იმას მეტყვი, სად მიდიხარ, მაგრამ ფრთხილად იყავი ვერ გადავიტან რაიმე, რომ დაგემართოს.
-ვერც ლიზა ვერ გადაიტანს მელანოს რაიმე რომ დაემართოს-უკმაყოფილოდ ამოთქვა დათამ
-ყველა დედას საკუთარი შილი უყვარს-უთხრა ნიშნისმოგებით-მელისაზე კი ვილოცებ,რომ კარგად იყოს და უვნებელი დაგიბრუნდეს-ნაზად გაუღიმა და დატოვა იქაურობა.
დათას ბევრი არც უფიქრია სწრაფად აირბინა თავის ოთახში კარადიდან სპორტული ტანისამოსი გამოიღო,სწრაფად ჩაიცვა და კაბინეტისაკენ დაიძრა.
კაბინეტში კარადაში ჩაშენებული ქეისი გააღო და იქედან იარაღი და ტყვიები გამოიღო. შეამოაწმა იარაღი და ზურგსუკან მოითავსა ტყვიებსაც ხელი დახვია და ქურთუკში ჩაიყარა. იქვე სანადირო დანა აიღო და თავის პატარა ტოფსიკით ფეხის წვივზე დაიმაგრა და შარვლის ტოტით გადაფარა. მანქანის გასაღები აიღო,არც დამშვიდობებია მელანოს ისე გაეშურა მელისას საძებნელად.
“ამჯერად შუბლის გახვრეტას ვერ გადაურჩები, ბატონო ზურაბ”-იარაღი გადატენა და მის გვერდის სავარძელზე მოათავსა.
……
-კანონს გინდათ რომ გადავახდტე?-გაბრაზებულმა ამოიჩურჩულა ლუკამ
-შენ შეგიძლია აქ იყო,მაგრამ ჩვენ მივდივართ-ვითომც არაფერი განუმარტა დემეტრემ-ხომ იცი,რომ ჩვენ ასე არ გავჩერდებით, კავშირები ყველგან გვყავს. ზურაბის ძაღლებს დავადგებით და სულს ამოვხდით წამებაში მანამ სანამ მელისას კვალზე არ დაგვაყენებენ.
-ხო, დმეტრე, განყოფილება ის ადგილი სადაც შენი “უწყინარი” გეგმა უნდა გააჟღერო-დაუღრინა ლუკამ-არზრი არ აქვს თქვენთან კამათს, ჯობს ნაწილებად დავიყოთ. მე შიგნით ვიქნები და თუ რამეს გავიგებ თქვენც გეტყვით.
მოილაპარაკეს ლუკა პოლიციელებთან ერთად დანარჩენი ბიჭები კი დათასთან ერთად განაწილდებოდნენ და ისე დაიწყებდნენ მელისას ძებნას.
მაგისტრალთან შეიკრიბნენ, იქ, სადაც ზურაბმა მისი მანქანა მიატოვა.
ავტომობილზე მაპი გაშალეს და დაიწყეს იმ ადგილების მონიშვნა, სადაც ზურაბის ერთგული ქვეშემდგომები ცხოვრობდნენ, თან გეგმას ადგენდნენ. ყველაზე რთულ ნაწილს დათა საკუთარ თავზე იღებდა.
თითქმის ყველაფერი მოგვარებული იყო, როდესაც მანქანის შუქმა თვალები მოჭრათ და დაინახეს ჰამერის მარკის მანქანა, როგორ გააჩრდა მათ წინ.
მძღოლის ადგილიდან კი მელისას ძმა გადმოვიდა.
-უჩემოდ აპირებდით იმ არაკაცისთვის ყელის გამოჭრას?-კოპებშეყრილი გადახედა ბიჭებს
-დემე, ვიცი, რომ ძალიან გინდა ჩვენთან ერთად,მაგრამ შენ დედას ჭირდები-პასუხი გასცა ლადომ
-მისმინე,მე საავადმყოფოში მგლოვიარე დედაჩემი დავტოვე,რომელიც ვეღარ გაუგია შვილი იგლოვოს თუ ქმარი, რომელის გულც ფაქტიურად არც კი ფეთქავს და ხელოვნურ სუნთქვაზე ყავთ შეერთებული,რათა ძალით აცოცხლონ. და ყველაზე კარგი მომენტია იმისათვის, რომ ის არაკაცი ვიპოვნო და ჩემი ოჯახის გამწაებისთვის ავჩეხო.
-კარგი,თავდაცვისთვის რაიმე იარაღი გაქვს-საქმეზე გადავიდა დათა.
-მეღადავებით?-გაიცინა მანქანის საბარგული გამოაღო, რომელშიც ლამაზად ჰქონდა მოთავსებული სხვადასხვა ცეცხსასროლი იარაღები, თოკი, დანები, ბრონისჟიილეტიდაც კი მათს შორის-ეს ორი ყუთი ტყვიებით მაქვს სავსე.
-საიდან ესენი-მალხაზიმ გაკვირვებით იკითხა-შენ მართლა გყავს ზემოთ ვიღაც?
-აიღეთ თუ რაიმე გჭირდებათ და დავიძრათ-მანქანის საბარგულს მიუბრუნდა დემე.
………..
უკვე მესამე დღე იყო გასული,რაც ამ სახლში მოვედი და ისევ იგივე სცენარი მეორედებოდა. გადაწყვიტა მანამ სანამ ადაპტაციას არ გავივლიდი არაფერს მოიმოქმედებდა და შორიდან დამაკვირდებოდა,თუმცა ერთი წესი ყოველთვის იყო მასთან ერთად უნდა მევახშმა,რაც,რა თქმა უნდა, გავაპროტესტე მაგიდასთან ძალის გამოყონებით მივყავდი, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი ვგებოდი და ოთახში გავრბოდი. თვალებს ვხუჭავდი ჩემი მუცლის ხმასა და მოთხოვნებზე,რომელიც გამწარებული საჭმელს ითხოვდა.
დღესაც სავახშმოდ მომიხმო,რაც კვლავ გავაპროტესტე. ამჯერად კი არა მარტო ძალით გადაწყვიტა ჩემი ქვემოთ ჩაყვანა, საღამოს კაბა მომცა და გამაფრთხილად 5 წუთში ჩამეცვა. არც მასთან ერთად ვახშამს და არც ძვირადღირებულ წითელი აბრეშუმის კაბის ჩაცმასაც არ ვაპირებდი. ხუთი წუთის შემდეგ ისევ ისე დავხვდი,როგორც დამტოვა. თავად გადაწყვიტა მოქმედება და ძალით გადაწყვიტა ამ კაბის ჩემზე მორგება. დიდი ძლაისხმევისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მან მომერია. ჩემზე არსებული ტანისამოსი პირდაპირი მნიშვნელობით შემომახია და ძალით ჩამაცვა კაბა. შემდეგ მაღალქუსლიანებიც მომარგო და ფეხზე წამომაყენა.
-ნუ მაიძულებ მაკიაჟი და თმაც მე გაგიკეთო-გაბრაზებუმა მითხრა
-გიჟი ხარ!-მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე კიდევ ერთი სიტყვაც და ძლივს შეკავებული ცრემლები აღარც დამეკითხებოდა, ისე გადმოლახავდნენ თვალებს და ჩამოსრიალდებოდნენ ლოყაზე.
-ნუ კარგი, რადგან შენსას არ იშლი-ხელი მომკიდა და უხეშად დამსვა სავარძელში. არც იცოდა, რას აკეთებდა სავარცხელი აიღო ხელში და თმების დავარცხნა დამიწყო. ჭიდაობიდან აწეწილი თმებს, როდესაც შეეხო სავაარცხელი მეგონა,რომ თითო ღერ თმას მაცლლიდნენ ამიტომ დავთანხმდი და თავად გავისწორე თმები. წითელი პომადა აიღო და ჩემს წინ დადგა-ჯობს,რომ არ შემეწინააღმდეგო-გამაფრთხილა და ნიკაბი დამიჭირა, თუმცა მაინც შევეცადე წინააღმდეგობის გაწევა და ვიგრძენი,როგორ გასცდა ტუჩის საზღვრებს ტუჩსაცხი და როგორ გადავიდა ნიკაპსა და ლოყაზე-მშვენიერია-გაიღიმა ხელი მომკიდა და ქვემოთ ჩამიყვანა. იმის გამო, რომ გარეთ წვიმდა და რომანტიკის ამინდი გახლდათ, გადაწყვიტა მთელი ქვედა სართული სანთლებით გაენათებინა სასადილო ოთახი კი აბრეშუმის თეთრი ბილიკითა და ვარდის ფურცლებით იყო მორთული. ჯერ მე დამსვა შემდეგ კი თავად დაჯდა ჩემს წინ. ჩვენს შორის დაახლოებით ოთხი მეტრი იყო დისტანცია. -მანამ სანამ ჩვენი კერძი მომაზადდება და მოგვიტანენ მინდა, ერთი სადღგრძელო შევსვა-ღვინის ჭიქა ხელში აიღო.- ამ ჭიქით,ჩვენს მომავალს გაუმარჯოს,რომელიც დაუვიწყარი და სამარადისო იქნება. გაგვიმარჯოს ჩვენ და ჩვენს სიყვარულს და იმედია სულ მალე ეს სახლი აღარ იქნება ასეთი ცარიელი და ბავშვების ჟრიამული გაგვიხალისებს ყოველ არაჩვეულებრივ დღეს-ჩემს მუცელზე გადაიტანა მზერა, მე კი მის თითოეულ სიტყვაზე ზიზღის შეგრძნება მემატებოდა-გაუმარჯოს-ღრმად ჩაისუნთქა და ერთიანად გამოცალა. შემდეგ კი ისევ შეავსო ჭიქა-სიყვარულო,ვიცი,რომ სასმელთან არ მეგობრობ, მაგრამ ეს სადღეგრძელო,როგორ არ უნდა დალიო?-მეამიტი თვალებით შემომხედა
-არ მინდა!-მოკლედ მოვუჭრი
-კარგი,დაძაბული ხარ არაუშავს,ვინ არ ყოფილა. ოჯახი იმისთვის არის, რომ დაგეხმაროს,გვერდით დაგიდგეს და ერთად მოვაგვაროთ პრობლემები.
-იცი რა, დავიღალე! შეგიძლია მარტო განაგრძო ეს თამაში-ნერვებმა მიმტყუნა და ყვირილით გავაგებინე ჩემი პოზიცია ფეხზე წამოვდექი და წასლა დავაპირე,მაგრამ მისმა ღრიალმა შემაჩერა.
-უკან დაბრუნდი!-იმის მიუხედავად, რომ საშიში ინტონაცია ჰქონდა მაინც არ მივბრუნდი მისკენ და ნაბიჯები გავნარგრძე ოთახისაკენ-შენ მაიძულე-გავიგონე მისი ხმა და რაღაც ნივთის დალეწვაც მოყვა წამის მეასედში.
ოთახში შევედი და მთელი ნაგროვები ემოცია ერთიანად ამოვიღე, უფლება მივეცი ცრემლებს ედინა. საწოლთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე.
-დათა,გთხოვ მიშვლელე…….მჭირდები-თავი მუხლებზე დავდე და მთვარეს დავაკვირდი,რომელიც უჩვეულოდ ბნელი და “მკვვდარი” იყო. ცრემლები იმის ნაცვლად,რომ ნელ-ნელა დაცლილიყო უფრო და უფრო ემატებოდა და არ ჩერდებოდა. სიჩუმე კი კარების შემოგლეჯვამ დაარღვია. სწრაფად გავიხედე კარებისაკენ და დავინახე გაცეცხლებული ზურაბი,რომელიც წამისმეასედში ჩემთან მოვიდა მაჯაში მწვდა ხელი და ოთახიდან გამათრია-რა…რას აკეთებ?-ვერც კი მოვედი არზრზე რა ხდებოდა ჩემს თავს. არაფერი მიპასუხა, ისევ სასადილო ოთხში ჩამიყვანა,უხეშად დამაჯინა უკან ამომიდგა და თოკის შემოჭერა დამიწყო-ეს რა არის…თქვენ…შენ სულ გადაირიე?-პანიკამ შემომიტია და ვერ გავიგე, რა უნდა მომექმედებინა.
-რაც უფრო ბევრს იყვირებ და გამიძალიანდები, მით უფრო მოვუჭერ ამ თოკებს-ეს თქვა და მომიჭირა თან საკმაოდ ძლიერად-ეს იმისთვის,რომ უმადური ხარ და ასეთ შესანიშნაობას არ მიფასებ-ჩემს დაბმას მორჩა და ოდნავ მოშორებით დადგა-მგონი კარგია ახლა შენი სუსტი მაჯები უნდა გავაჩეროთ-სკამის ერთ სახელურზე ერთი და მეორეზე მეორე ხელი მიმიბა,მაგრად მოუჭირა და მისკენ მიმაბრუნა სკამიანად-არ მივესალმები ძალადობას,ამიტომ შევეცადოთ ერთმანეთს გავუგოთ და პატივი ვცეთ. ხომ გაიგე ჩემო სიყვარულო?-თვალები შემომანათა და ჩემს ბაგეებს დაწვდა-ამყევი-გაბრაზებით მითხრა და უფრო ძლიერად და მოთხოვნად დამიწყო კოცნა. ერთადერთი რისი გაკეთებაც შევძელი ტუჩზე ვუკმინე საკმაოდ მწარედ. ისე რომ ვიგრძენი, როგორ მომეცხო მისი ტუჩიდან გამომავალი ბლანტი სითხე და დენდარტყმულივით, როგორ მომშორა. გასწორდა და ხელი მოისვა,როდესაც დარწმუნდა, რომ სისხლი სდიოდა მთელი ძალით გამაწნა სილა აქ კი ემოციების ზღვამ იფეთქა და ცრემლების მეორე ტალღა დაიწყო-შენ მაიძულე!-მთელი ძალით მიღრიალა და თავის ადგილი დაიკავა.
ცოტახანში ჩემგან გასაკვირად შუახნის ქალი შემოდის და კერძს გვიდებს წინ. მხოლოდ მაშინ შევწყვიტე ტირილი და იმედის მარცვალი კვლავ გამოჩნდა ჩემს გონებასა და გულში. იქნებ და დამხმარებოდა აქედან გაქცევაში, ეს ქალი ჩემი ერთდერთი იმედი იყო. არც შემომხედა ისე დადო თეფში ჩემს წინ. თავი დაგვიქნია ნიშანს დაელოდა და უთქმელად დაგვტოვა.
-მე როგორ ვჭამო?-ძლივს გასაგონად ამოვილაპარაკე.
-მე გაჭმევ…დამელოდე-მხოლოდ ეს მითხრა და ისევ ღვინო მოსვა.
გადავწყვიტე მეჭამა და მოვძლიერებულიყავი,რადგან თუ აქედან გასვლა მინდოდა ძალა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რაც დამეხმარებოდა.
…………………….
სასტუმრო “ტოპჰაუსთან” გააჩერა რეინჯროვერის მარკის ჯიპი. დათამ ფარები ჩააქრო და დააკვირდა მოშორებით სასტუმროს,რომელიდანაც დაბალი შუქი გამოდიოდა და სამარისებული სიჩუმე იყო. სიგარეტს გაუკიდა და ფანჯარა ჩამოწია მშვიდად ეწეოდა და ელოდებოდა თავის ჯერს. სასტუმროდან მზერა იარაღზე გადაიტანა, ხელში აიღო და შეამოწმა რამნედან მზად იყო ცეცხლის გასახსნელად. მის წინ მაღალი კაცის სილუეტი გამოჩნდა,რომელიც მისკენ მიერმართებოდა. როდესაც მანქანას მიუახლოვდა მეტად ხილვადი გამოჩნდა შავი ჩრდილი, რომელიც ჯიბეში ხელებჩაწყობილი და კაპიუშონ გადაფარებულიყო. დათას მიუახლოვდა ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს.
-პერიმეტრი გასუფთავებულია,შენი ჯერია-ბოხი ხმით ჩაილაპარაკა.
-მალხალზ,ძმა ხარ!-გადაულაპარაკა და ნაპას ღრმად დაარტყა. მალხაზი კი იქაურობას გაეცალა.
სიგარეტის ნამწვავი ფანჯრიდან მოიშორა და იარაღს დაწვდა. სასტუმროს უკანა კარს მიუახლოვდა და სამჯერ გამაფრთხილებლად მიაკაკუნა. რამდენიმე წამში კარები გაიღო და დათაც შევიდა, წინ კი დაცვის ფორმაში გამოწყობილი გიორგი დახვდა.
-ხომ გითხარი, შენს ცოლ-შვილთან დარჩი-მეთქი?-შეუღრინა დათამ
-იარე თუ ძმა ხარ-ხელი აუქნია გიორგიმ და კარები დაკეტა-გამომყევი ისე, რომ არფერი შეგეტყოს. უთქმელად გაყვა მეგობარს და გაიარა უზარმაზარი სასტუმროს ჰოლი, ლიპტით მეოთხე სართულზე ავიდა და ხელმარჯვნივ მეორე კარკს მიადგა-ესაა…შენ შიგნით მოაგვაარე სიტუაცია, მე თუ რამე გარეთ ვიყომარებ.
-წარმატებები-გაუცინა და მხარზე ხალი დაკრა-შენი დროც მოვა ზურაბ-კბილებში გამოსცრა და კარი ფეხის კვრით შეანგრია,რამაც რამდენიმე ქალის კივილი მოყვა-ოპა,ოპა, ოპა-იარაღით ხელში შევიდა ოთახში-ქალბატონებო წვეულება დასრულდა-იარაღით კარებისკენ ანიშნა. ისისნიც სწრაფად გაიქცნენ საწოლზე კი საცვალში გამოწყობილი ღიპიანი მამაკცი დარჩა,რომელიც შეშინებული იყურებოდა-ვაი ვაი, ვაი, რა ოხერი,რაღაც არის შიში, არა?-გაიცინა და იარაღი დაუმიზნა-რამდენი ეგეთი სახე გაქვთ ნანახი,როდესაც ხალხს ძარცვავდით და ნულზე დაგყავდათ?...ჰმ…ბევრი!-ნელი ნაბიჯებით მას მუახლოვდა-მშვენივრად მოითბეთ სხვისი ფულითა და სისხლით ხელი,ასეთი სასტუმროც კი გახსენით…მშვენიერი,მაგრამ ახლა ამაზე სალაპარაკოდ ნამდვილად არ მოვსულვარ-შუბლზე დაადო იარაღი და სახე დაასერიოზულა-სად არის ზურაბი?
-რაო მაჭავარინი, ქალი აგახიეს და გეწვის @@აკი?-გაიცინა
-დემურა,ისეთ მდგომარეობაში ხარ სასაცილოდ,ნამდვილად,არ გაქვთ საქმე-გაბრაზებულმა ფეხი კრა და იატაკზე გადმოაგდო-კარგი, მოგვიწევს ძალის გამოყენება-იარაღი შეინახა და მუჭებით განაგრძო საქმის მოგვარება. იმის გამო, რომ საკმაოდ ნასვამი და მოწეულშიც იყო ვერც კი უწევდა ნორმანულად წინააღმდეგებოას, მხოლოდ უმისამართოდ იქნევდა ხელებს ბოლოს კი სავარძელში ჩააგდო, მუხლი კი სასქესო ორგანოსთან მიაჭირა-თუ არ გინდა კვერცხები აქვე გაგიხეთქო, თქვი სად ჯანდაბაშია ზურაბი-ყელზე ხელი მოუჭირა და მთელი ძალით დაუღრიალა ყურთან
-უჩემოდ დაიწყე მხიარულება?-ოთახში შემოვიდა ლადო-დემური,დემო,დემკა..შენს მეგობრებთან ერთად ვერთობოდი,თუმცა ხეირიანები არ აღმოჩნდნენ და ახლა თქვეთან გადმოვინაცვლე-მხიარულად დაუჯდა გვერდით-ოჰ @@ერებში მუხლი?...ძანლიან მტკივნეული იქნევა-ვითომ ძალიან წუხდა
-კიდევ ბევრჯერ გაგიმეორო კითხვა?-დაუღრიალა დათამ
-არ ვიცი, დათა მართლა-აკანკალებული ხმით უთხრა
-თავად მთხოვა-ლადოსკენ გაიხედა-შენც ხომ ხარ მომსწრე?-უთხრა და იარაღიანი ხელი ბარძაყზე გადაიტანა.
-ითხოვს-წააქეზა ლადომ და იქვე იარაღის გასროლამაც არ დააყოვნა,რამაც მამაკაცის ღრიალი მოყვა.
-შემდეგი @@ერებში იქნება და ბოლოს შუბლში-დაუღიალა და სახეში მუჭი დაარტყა.
-იმათ მე მივხედავ-იარაღი ამოიღო ლადომ და გარეთ გავარდა, საიდანაც გიორგის გინება ისმოდა.
რაც უფრო აყოვნებდა პასუხის გაცემას მით უფრო მწარდებოდა დათა, ხან სახეში ხანაც დაჭრილ ადგილას აჭრდა ფეხს.
-გეყოს…მაჭავარიანი, შენი დედაც და ზურაბის დედაც…გეყოს გეტყვი-ძლივს ამოთქვა და გასისხლიანებული სახეზე ხელი მოისვა-ზუსტად არ ვიცი…არ გვეუბნებოდა არაფერს, მაგრამ ორ ადგილას დადიოდა ყველაზე ხშირად..ერთი…ჯანდაბა!...ქოშიგორაზე ან ბაზალეთზე შეიძლება იყოს…ზუსტად არ ვიცი, შესაძლებელი საქართველოში არცაა და წაიყვანა…თვენი დედაც, არაფერი არ ვიცი.
-ზუტი მისამართი მჭიდება-დაუღრიალა და ყელში მიაბჯინა იარაღი
-არ ვიცი,სულ რომ წამებით მომკლა ვერ გეტყვი, არავის არ ეუბნებოდა.
-ამოღერღე!-კიდევ ერთხელ უღრიალა
-ჯანდაბა არ ვიცი-მუდარით უთხრა დათამაც მხრები აიჩეჩა, რაღა გაეწყობაო და იარაღი შუბლზე მიაბრჯინა თან გადატენა-არა…ვიტო…მოიცა ვიტოს ეცოდინება-ამოიღნავლა-არ მომკლა, ვიტო ნახე მას ეცოდინება, მისი მარჯვენა ხელია არაფერს უმალავს.
-სად შეიძლება მისი ნახვა
-ჩვენს ოფიში რჩება ხოლმე თუ არადა საგარეჯოში ცხოვრობს,მაგრამ მისი ზუსტი მისამართი არ ვიცი. გეფიცები არ ვიცი, თორემ გეტყოდი-პანიკაში ჩავარდა.
დათამაც მიხვდა ,რომ აზრი აღარქონდა მასთან ჭიდილს მან, რაც იცოდა უკვე თვქა.
-რაღა გაეწყობა-მხრები აიჩეჩა იარაღი კი თავში ჩაარტყა და გათიშა-მომბეზრდა შენი ქვითინის მოსმენა.
……….
დაახლოებით ხუთი დღე იქნებოდა, რაც ამ სახლში ვიყავი გამოწყვდეული. მზარეულთან რამდენჯერმე კონტაქტის დამყარება ვცადე, მაგრამ თავიდან მომიშორა. ზურაბიც არ მტოვებდა არასოდეს მარტო და ჩემი აქედან გასვლის იმედიც ნელ-ნელა მეწურებოდა. დილით ოთახიდან გამოვედი უჩვეულოდ სიწყნარე იყო მივხვდი,რომ სახლში არ იყო ამიტომ სასწრაფოდ სამზარეულოში ჩავედი მზარეული, რომ მენახა.
-გამარჯობა-მოფუსფუსე ფუმფულა ქალს მივესალმე,რომელმაც თბილად გამიღიმა და თავის საქმე განაგრძო-მე მელისა მქვია თქვენ?-იქვე ბართან ჩამოვჯექი.
-დაჯი-მოკლედ მომიჭრა-გაზეთები მოიტანა ჭაბუკიმ და თუ გინდათ გადაიკითხეთ-მიმანიშნა იქვე დახლზე დადებულს გაზეთზე. იმის გამო, რომ არანაირი წყარო არ მქონდა გარეთ საკონტაქტოდ ამიტომ მხოლოდ გაზეთით შემეძლო გამეგო, თუ რა ხდებოდა გარე სამყაროში.
კითხვა დავიწყე თუმცა არაფერი სასარგებლო არ ეწერა, უხასიათოდ გადავდევი გაზეთი და მეორე ავიღე, თან ფეხზე ავდექი წყალის დასალევად. წყლით სავსე ჭიქა ავიღე და თან გაზეთის კითხვა დავიწყე. არც დამჭირდა სხვა გვერდის ნახვა, როგორც კი დავხედე ეგრევე ამოვიკითხე სტატია,რომელის წაკითვხვასა და გაგებას სიკვდილი მერჩივნა.ახალი ამბავი კი გვაცნობებდა “გარდაიცვალა ქართველი ბიზნეს ლედის, მელისა ჯიქიას მამა თემურ ჯიქია. იგი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გუშინ ღამით საავადმყოფოში გარდაიცვალა.” მთელს ტანში გამცრა,ვიგრძენი, როგორ გამიცივდა კიდურები და დამიბნელდა თვალებში. წყლით სავსე ჭიქა ხელიდან გამივარდა და დაჯის ყურადღებაც მივიპყარი,რომელმაც დაფეთებული მომვარდა და მეკითხებოდა რა მოხდა,თუმცა მისი ხმა უკვე ნელ-ნელა იკარგებოდა და გამოსახულებაც შავი ფერის ხდებოდა ბოლოს კი ყველაფერი გაშავდა.
…………
დილის ექვსი საათი იქნებოდა,როდესაც მელანო ბინის კორპუს მიადგა ფეხით აიარა რამდენიმე სართული და კარგად ნაცნობ კარებს მიადგა. გაუბედავად დააკაკუნა, დაახლოებით ორი წუთი ელოდა, შემდეგ კი შეშინებულმა და ამავდროულად მორიდებულმა შეაღო სახლის კარები. როგორც კი შევიდა დაინახა სასტუმრო ოთახში შავი სასახლე, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კარგად მოესმა ქალის ქვითინი,რომელიც სასახლეზე ჩახუტებული ქმარს დაქვითინებდა. ვერც გაიგონა ისე მიუახლოვდა მელანო და მხრებზე დაადო ხელი.
-ლიზ…დაწყნარდი შენ ეხლა უნდა გამაგრდე-დასჩურჩულა ყურთან ახლოს.ლიზიმ ხმამაღლა ქვითინი შეწყვიტა და ქალს ახედა,რომელიც მისმგავსად შავებში ჩაცმული და თვალებ დაწითლებული იყო-ვიცი რა ტკივილიც არის ქმრის დაკარგა-ხელი მოკიდა და იქვე დააჯინა-უნდა გამაგრდე..შვილებისთვის
-არც კი ვიცი,მელანო, ვეღარ გავიგე, ქმარი ვიგლოვო თუ შვილი. ერთი კვირაა თითქმის, რაც მისგან არაფერი არ ისმის, რა უქნა იმ მანიაკმა….რაც მე ღმერთს ვევედრებოდი…არა…არცერთი ჩემი თხოვნა არ შეისმინა, მე მაინც წავეყვანე ამ ქვეყნიდან. აღარ შემიძლია ,აქეთ ქმარს იქეთ უნახავ შვილს ვგლოვობ..არ მძინავს…არ ვჭამ..დემემ ორი დღის წინ,რომ დამირეკა მას შემდეგ არაფერი მსმენია თავგამოდებული ეძებს თავის დას
-ვიცი,ლიზ…სწორედ მათ გამო უნდა გამაგრდე. მელისა,როდესაც დაბრუნდება რთულ მდგომარეობაში იქნება, ჩვენნ უნდა დავეხმაროთ..მეც არ მსმენია დათასგან არაფერი თორემ არ დაგიმავდი. ჩვენ მელისას ვჭირდებით-ხელი მაგრად ჩასჭირდა ხელმზე.
……………..
როგორც კი თვალები გავახილე ეგრევე ზურაბის შეშინებული თვალები შემეჩეხა,რომელიც სრულიად დაკარგოდა ფერი სახეზე.
-როგორ შემაშინა ჩემო სიცოცხლე-გახარებულმა მთელი სახე დამიკოცნა
-მამა…-მხოლოდ ამის თქმა შევძელი და ტირილი ამიტყდა
-ვიცი,ვიზიარებ ჩემო სიყვარულო,ერთადერთო მეც ძალიან მეტკინა გული-განაგრძობდა ჩემი სახის დათვალიერებას ტუჩებით
-წამიყვანე დედასთან….გთხოვ-მთელი გულით ვთხოვე და იმედიანი თვალებით შევავედრე
-აუცილებლად წაგიყვან და შეძლებ მამას გამომშვიდობებას-დამიქნია თავი
-წავიდეთ მაშ-სწრაფად წამოვიწიე საწოლიდან და წამოდგომა დავაპირე, თუმცა შემაჩერა
-დღეს არა,ამის დროც მოვა.
მას შემდეგ ბევრი ვიტირე და ვიყვირე, რომ გამეგებინებინა, თუ რა რთული და საშინელება იყო ეს ჩემთვის,რომ მე აუცილებლად ჩემს ოჯახთან უნდა ვყოფილიყავი. იმის მაგივრად, რომ ჩემს მდგომარეობაში შესულიყო ჩემი კოცნა სცადა “დამშვიდების” მიზნით. ბაგეებზე დამაცხრა ისე, რომ თავის გაწევის საშუალებაც არ მომცა. როგორ მეზიზღებოდა მისი ამარზენი საქციელით. კონცაში ავყევი მხოლოდ იმიტომ,რომ ზურგიდან იარაღი ამომძრო და წამერთმია. თითოეულ დეტალზე, სადაც ხელს მკიდებდა გულს მირევდა და თავს ძლივს ვიკავებდი.
რომ ვიაზრებდი,რომ მამაჩემი ეხლა ცივ სასახლეში ესვენა, დედა დასტიროდა ცოცხალმკვდარი და მე აქ რას ვაკეთებდი სრულიად ამოლარულად წარმოვიდგენდი საკუთარ თავს. როგორც იქნა მოდუნდა და შემეძლო მისთვის იარაღის წართმევა. სწრაფად წამოვდექი და მისი მიმართულებით მივატრიალე.
-ეხლა ადგები და კარებს გამიღებ, სახლში დამაბრუნებ.
-მელისა მომეცი იარაღი-მშვიდად მითხრა, მაგრამ კარგად ამოვიკითხე გაბრაზებული ბგერები მის სიტყვებში.
იმის მიუხედავად, რომ იარაღი გადავტენე და პირდაპირ თავში დავუმიზნე, მაინც არ ნებდებოდა და ნელი ნაბიჯებით ჩემსკენ მოიწევდა. სახე არც კი შეცვლია მანამ სანამ იარაღის ლულა საფეთქელზე არ მივადე, აქ კი თავად ჩევარდა პანიკაში.-სისულელე არ გააკეთო! უბრალოდ მომეცი.
იმ მომენტში იმდენად არარაობად ვგრძნობდი თავს და უსუსურად არც კი დავფიქრებულვარ, რა მოყვებოდა ჩემს სიკვდილს. როგორ იქნებოდა დედა,ჩემი ძმა ან დათა.
ყველაზე მეტად კი დედა,რომელიც ძლივს დაბრუნებულ შვილს კვლავ დაკარგავდა, ამჯერად კი სამუდამოდ. მზად ვიყავი ცხელ ტყვიას ჩემი საფეთქელი დაეხვიტა და იქვე დამთავრეულიყო ჩემი ჯოჯოხეთი. ამას ვაკეთებდი, კიდეც, რომ არა მისი სწრაფი რეაგირებადა ტყვიის ჰაერში გავარდნა.
სასწრაფოდ წამართვვა იარაღი მე კი მოწყვეტით დავეცი ძირს და მოთქმა დავიწყე.
-შენს თავს დააბრალე-მხოლოდ ეს მითხრა, ოთახის კარი მაგრად გაიჯახუნა და წავიდა.
………….
დღეები დღეებს მიზდევდა ლუკა პოლიციის რაზმთან ერთად დათა კი მეგობრებთად და დემესთან ერთად თავგამოდებით ეძებდა ვიტოს,,რომელიც ერთადერთი იმედიღა დარჩენილიიყო მელისასთან მისასვლელად. როგორც აღმოჩნდა ის ქვეეყანაში არ იმყოფებოდა და მომავალი ორი კვირა, არც გეგმავდა უკან ჩამოსვლას. დათას პეტერბურგშიდაც ყავდა ნაცნობები და ამჯერაად ისინი ჩაუდგნენ მის ძებნას სათავეში, თუმცა თუ აქ უბრალოდ მარჯვენა ხელი იყო, საზღვრებს გარეთ მისი სტატუსი იზრდებოდა და მთავარი კაცი გახლდათ ,რომელიც უამრავი დაცვა დაჰყვებოდა თან.
რაც შეეხება მელისას იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე მანამ იყო. თუ ადრე ჯოჯოხეთს უწოდებდა იქ ცხოვრებას, ზურაბმა იმ საქციელის გამო მელისა დასაჯა საგულდაგულოდ აშენებულ სარდაბფში,რომელიც კანცლერს უფრო გავდა, მელისა იქ გადააცხოვრა და ყოველ დღე მის ალერს შემდეგ კი უპასუხო კოცნის გამო ცემასაც იტანდა. რაც უფრო აბრაზებდა მით უფრო მცირდებოდა მის საკანში შუქი და საკვებიც.
ერთ დღესაც მთვარლმა გადაწყვიტა მელისას მონახულება, ამჯერად თოკით ესტუმრა და იქვე მიაბა. ორსაათიანი ლექცია ჩაუტარა მათ არარსებულ სიყვარულზე, შემდეგ გაათავისუფლა და კოცნა დაუწყო. კვლავ ცივ უარი მიიღო და ისევ სცემა მელისა,თუმცა განსხვავება იმაში იყო,რომ ამჯერად ვერ მოზომა და სასტიკაად გაუსწორდა.
მეორე დღს დაჯიმ შემოუტანა საჭმელი, როდესაც ამ დგომარობაში დაინაღა თვალები აემღვა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მელისას არც იმ დღეს და არც მომდევნო ორი დღე არაფერზე დაუკარებია ხელი.
როდესაც ცოტა მოძლიერდა კვლავ შემოუტანა საკვები და ტკივილ გამაყუჩებლები.
-ეს გამომატანეს თქვენთან-თვალებში არც შეუხედავს ისე უთხრა. უცებ დადო და გასვლას აპირებდა,მაგრამ მელისას ხელმა შეაჩერა.
-მოიცადე-გაჭირვებით წამოდგა ფეხზე-გთხოვ, არ გახვიდე სულ ორ წუთს წაგართმევ მეტს არა-მანაც დაუჯერა და გაჩერდა,თუმცა თვალებში არ უყურებდა.-ვერ მიყურე არა? ასეთი ბინძური,გამოფიტული, გაძვალტყავებული ქალის დანახვა,რომელის სხეულზეც უამრავი ჩალურჯება და ჩაქცევაა არც სხვას არ მოუნდებოდა.
-მე უნდა წავიდე-ხელი გააშვებიდა და გასასვლელად მოემზადა,თუმცა მელისამ კვლავ შეაჩერა
-დაჯი,მისმინე, შვილი გყავს?-პასუხის ნიშნად თავი დააქნია-გოგონა?-კვლავ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად-ნუთუ ოდნავ მაინც არ გებრალები,შენი გოგონა წარმოიდგინე ჩემს ნაცვლად,როგორ შეგიძია უბრალოდ თვალები დახუჭო ამ ყველაფერზე თვალები, ნუთუ გიღირს ის ფული, რასაც იღებ ამ ყველაფრად?
-წამლები მიიღეთ დროულად, ფურცელზე ყველაფერი წერია-თვი გაითავისუფლა და სწრაფად გავიდა გარეთ, მას შემდეგ მხოლოდ კარებიდან აწვდიდა საჭმელს.
…………..
-რაო?-ინტერესით კითხრა დიმიტრმა
-ბაზალეთისაკნე დავიძარით-თავით ანიშნა დათამ, რომელიც არანაკლებ გამოფიტული ამდენი ნერვიულობითა და ღამის თევებით
-დარწმუნებული ხარ?-ინტერესით კითხა ლადომ
-სამი თითი მოვაჭერი იმ @ლეს, რომ გამეგო ნაბ@ვარის ადგილმდებარეობა-უხეშად მიარტყა მანქანის კარებს და მანქანა დაქოქა
ლადოც მის გვერდით მოთავსდა და დანარჩენ ბიჭებს ანიშნა, რომ გაყოლოდათ. კოორდინატები უკარნახა და მანაც ჯიპიესზე სასწრაფოდ იპოვა.
-დიდი გზა გველის წინ-ამოილაპარაკა და დათამაც თავი დაუქნია-მისმინე,ლუკას გავაგებინებ, რომ ისიც მოვიდეს თავის თანამშრომლებთან ერთად.
-გააგებინე….გააგებინე, თუმცა რამდენად ცოცხალი დახვდება ბატონი ზურაბი ამას ვერ გეტყვი.
…………………
სარდაფის კარები გაიღო და ზურაბიც გამოჩნდა, რომელის ერთ ხელში ორი ჭიქა მეორეში კი ღვინის ბოთლი ეჭირა. იქვე პატარა სკამზე დადო ეს ყოველივე და მელისას გახედა,რომლიც კუთხეში აწურული იყო და ტიროდა. მათან მიახლოება უნდოდა და დამშვიდება,თუმცა ვერ შეძლო. ისევ იქ იდგა, სადაც თავდაპირველად. სიტყვასაც კი ვერ ამბობდა თვალსაც კი არიდებდა.
-ბოდიში მინდა მოგიხადო-ხმაჩამწყდარმა დაიწყო საუბარი-გუშინ…ემოციები ვერ მოვთოკე და ისე ჩანდა თითქოს შენი გაუპატიურება მინდოდა
მელისამ თავი აწია და ზიზღიანი თვალებით შეხედა.-მაპატიე,ვერ გავიაზრე, რომ ეს შენ არ გინდოდა და მე გამიჭირდა გაჩერება.
-რა თქვი-წართმეული ხმით ძლივ გასაგონად ამოილაპარაკა-დაცვა, რომ არა შენ, მე გამაუპატიურებდი!-რაც შეეძლო მთელი ხმით დაიხავლა.-ეს დალურჯებები,სისხლი ცხვირზე,რომელიც ერთი საათიც კი არაა, რაც შემახმა,ჩემი ხმა,განწირულმა კივილმა,რომ შეიწირა და ეს შუაზე გადაგლეჯილი ტანისამოსი და საცვალი არაფერს არ გეუბნება? ამის შემდეგ, როგორ მეუბნები, რომ არ აპირებდი ძალის გამოყენებას. დაცვა რომ არა, მას რომ არ დაეძახებინა…ღმერთო.
-მე ძალიან მიყვარხარ…პატიებას ვითხოვ ყველაფრისთვის-თავი ქვემოთ დახარა
-შენი სიყვარული რაში გამოიხატება იმაში რადაც მაქციე?შემომხედე და კარგად დამაკვირდი ამ დგომარეობაში ვისაც ჩააგდებ იმისგან სიყვარულს კი არა ერთი გრამ მოწყალებასაც ნუ მოითხოვ…ძალის გამოყენებით,ცემით დაბმით, სიბინძურეში და სიბნელეში გამომწყვდევით ვერაფერს, გარდა სიძულვილისა ვერ მიიღებ. და თუ შენ გინდოდა შენზე გავგიჟებოდი ამას მიაღწიე,მაგრამ არა,როგორც სიყვარულთ.საშუალება რომ მქონდეს ისე გაგიხვრეტდი მაგ ტვინს ხელიც კი არ ამიკანკალდებოდა
-მესმის…ამიტომ მინდა რომ…-დაცვის სასოწარკვეთილმა ხმამ შეაწყვეტინა ზურაბს საუბარი. მასთან მივიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა,რის შეედეგადაც მისი სახის გამომეტყველების შეცვლა მოჰყვა და სწაფად ადგილის დატოვება.
…….
მაშინ როდესაც მელისა კარებს ეჯაჯგურებოდა და ცდილობდა, როგორმე გასულიყო იქედან სამი სართულით ზემოთ ეზოში გაცხარებული ომი მიდიოდა. სროლის დროს დათა ბეჭში დაიჭრა, მაგრამ მაინც არ დაემორჩილა ბრძანებას. გაჩერებულ ბრძოლაში შევარდა და ზურაბს დაედევნა. ლუკამ, როდესაც თვალი მოკრა დათას ეგრევე უკან გაჰყვა, დიდხანს ეძებდა ბოლოს კი სახლის უკან ხესთან მიგდებული ზურაბი დაინახა დათა კი თავზე ადგას ერთადერთი, რისი დაყვირებაც ზურამმა შეძლო “ჯოჯოხეთში შევხდებით” იყო, შემდეგ კი დათას საბედისწერო ტყვიამ სამუდამოდ დაადუმა.
ლუკა სასწრაფოდ მივარდა მასთან და დათას იარაღი გამოგლიჯა ხელიდან, შემდეგ კი ზურაბისკენ გაიხედა, რომელსაც შუბლი გახვრეტოდა იქედან კი ბლანტი წითელი სითხე მოსდიოდა.
-მელისა სად არის?-იკითხა
-მითხრა, რომ დამარხა და მიწაში განისვენებს-ძლივს ამოილაპარაკა
-სისულელეა, სახლში მოძებნე მე კი ამას მივხედავ, პოლიცია არ დაგვადგეს.-ხელი კრა ძმაკაც და გამოაფხიზლა-რას უცდი ეძებე მელისა!
დათაც გონს მოვიდა და სასწრაფოდ სახლში შევარდა მთელი ოთახები სართულების მიხედვით გადაჩხრიკა, თუმცა მელისა ვერსად იპოვნა მხოლოდ ის კაბა ნახა, რომელიც იმ საღამოს ეცვა ბოლოს, როდესაც ნახა.
-ამის დედაც…მელისა-მთელ ხმაზე იღრიალა და კვლავ დაიწყო ოთახებში სირბილი
-ვერსად ვერ იპოვნე?-ქვნეშით შეეკითხა მალხაზმა.პასუხად კი უარი მიიღო-ჩვენც მთელი სახლი გადავაბრუნეთ და ვერსად ვიპოოვნეთ
-არ უნდა მოგეკლა-უსაყვედურა ლუკამ-ვაწამებდი და ვათქმევინებდი
-შენი აზრით, მთელი ნახევარი საათი რა დედისტ@@ას ვაკეთებდი იქ?-გაცხარებულმა ლუკას დაეტაკა და საყელოთინ დაიჭირა.
-მელისას ნახვა თუ გინდათ გამომყევით-უკნიდან მოესმად ქალის ხმა-იარაღი საჭირო არ არის-ლადოს მიმართულებით გააჟღრა ეს სიტვყვები-გამმომყევით.
მართლაც, საიდუმლლო გასასვლელიდან ჩაიყვანა სარდაფში და უზარმაზარ რკინის კარებს მიადგა-აი გასაღები-გაუწოდა დათას. აქ არის მელისა, მას ძაიან სჭირდები-მანაც სწრაფად გამოართვა და კარები გააღო. შიგნით,როდესაც შევიდა ვენებ გადაჭრილი მელისა დახვდა,რომელსაც ღვნის ბოთლი გაუტეხავს და ორივე ხელი გადაუჩეხავს.
-არა, მელისა-იქვე ჩაიკეცებოდა, რომ არა კედელი,როდესაც სისხლის გუბეში დაწოლილი მელისა დაინახა. მასთან დაუყოვნებლივ მივიდა და ტანზე გაიხადა. მაისური ნაჭრებად აქცია და ვენებზე გადაუჭირა-ფერია გაახილე თვალები, არ დამტოვო გთხოვ-დათას სიტყვებმა თითქოს ძალა მისცა და გაჭირვებით გაახილა თვალები.
-დათა…-ძლივდ გახსნა ტუჩები.
-სასწრაფოს გამოვუძახოთ-ლუკამ ტელეფონი ამოიღო
-დრო არ გვაქვს, უახლოვეს საავადმყოფოში თავად უნდა მივიყვანოთ-გულზე აიკრა მელისა და გასასვლელისკენ ძაიყვანა. მანქანის უკანა სავარძელში მასთან ერთად მოთავსდა და საავადმყოფომდე მისი ხელები არ გაუშვია-იცოცხლე ჩემო პატარა…ნუ გამწირა ასეთი ტკივილისათვის, იცოცხლე.
………………..
საავდმყოფოში ყველანი შეკრებილები ელოდებოდნენ,როდის გამოვიდოდა ექიმი და ეტყოდათ,რომ ყველაფერი სტაბილურად იყო. მელანო და ლიზი ჩუმად ტიროდნენ და ვერც კი იღებდნენ ხმას ბიჭები კი უბრალოდ უემოციოდ იჯდნენ და ვერ აზროვნებდნენ იმდენად შოკში იყოვენ იქ ნანახი სცენითა და მელისას მდგომარეობით. დათაც იქვე იდგა და უბრალოდ ერთ წერტილს მიშტერებოდა.
-მელისა ჯიქია ახლობლები თქვენ ხართ?-თეთხალათიანმა შუახნის მამაკაცმა იკითხა
-ჩემი მეუღლეა-მშრალად ამოილაპარაკა დათამ
-ღმერთო დათა შენი მეუღლეა?..არ ვიცოდი-მაშინვე იცნო კოლეგა-მდგომარეობა სტაბილურია, ფსიქოლოგები ჩავთეთ საქმეში, დიდი სტრესი აქვს და პოლიციაც, რა თქმა უნდა მოვა და დაკითხავს ამისთვის კი მზად უნდა იყოს-რაც შეეხება მეორე ამბავს-დაღონებით დაიწყო საუბარი ექიმმა-ვიზიარებ დათა..
-რა..რას იზიარებთ?-ეგრევე წამოიჭრა ლიზი
-ალბათ, როგორი ტკივილები გადაიტანა საწყალმა გოგონამ…სამწუხაროდ დაბშვი ვერ შეინარჩუნა, რამდენიმე დღის წინ მოეშალა მუცელი,როგორც ჩანს. მელისა სამი თვის ფეხმძიმე გახლდათ.
……………….
ამ ამბის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მართლაც ძლიან გამიჭირდა რეალურ ცხოვრებას დავბრუნებულიყავი და იმ შიშსა და ტკივილში არ მეცხოვრა, რაც იმ ამბის ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა.
მენტალურ პრობლემებთან ბრძოლა ფსიქოლოგთან ერთდ დავიწყე. იმისათვის, რომ მე, ისევ მე გავმხდარიყავი, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა მყოლოდა და სხვა არავინ. დათას ვუთხარი, რომ ვშორდებოდი და ოდესმე ისევ გამოვჩნდებოდი მის ცხოვრებაში და თუ მისი გული ისევ თავისუფალი იქნებოდა იქნებ, შეგვძლებოდა ნორმანული ურთიერთობა. მეგობრებსაც კი იშვიათად ვეკონტაქტებოდი, მხოლოდ დედასა და დემეს თვეში ერთხე ვნახავდი ხოლმე. ბრაინი ყველაფერში გვერდში მედგა და მეხმარეოდა, თუმცა სამუშაო არ მივატოვე. ეს ის იყო, რაც მე მჭირდებოდა. ერთი წელი არსად არ გამოვჩენილვარ. სახლიდან ვმუშაობდი ცოტას და ბევრს ვფიქრობდი. ბოლოს შრილანკაზე წავედი, მთელი სამი თვე იქ გავატარა და ყოველ წუთს საკუთარ ცხოვრებაზე ვფიიქრობდი, ვიაზრებდი იმ ყველაფერს, რაც აქამდე იყო ჩემს ცხოვრებაში. ისიც ვიცოდი,რომ დათას გული სამუდამოდ დავასახიჩრე და ისე მივაგდე, როგორც პირველად. მეშინოდა დედაჩემისთვის იმის კითხვა ,როგორ იყო, ან ვინმე ყავდა თუ არა. ვერ გადავიტანდი დადებით პასუხს. ამიტომ ვცდილობდი ჩემს გონებაში ჩამეხატა ის, როგორც მე მინდოდა ყოფილიყო. წლინახევრის შემდეგ უკან დავბრუნდი გაცოცხლებული და გაბრწყინებული. თითქოს ახალი მელისა დაიბადაო.როგორც კი საქართველოში დავბრუნდი ეგრევე დათას მივადექი.
ის მელოდებოდა…მთელი ამ დროის განმავლობაში, სახლს აპროექტებდა იმისათვის, რომ ჩვენ ერთად გვეცხოვრა. საბოლოოდ ჩავჭიდე ხელი და აღარ გავუშვი. გავხვდი ის, რაც მინდოდა. მყავდა გვერდით ისინი, ვინც მე მჭირდებოდა და მინდოდა. უზარმაზარი სამეგობრო წრე და ოჯახი, რომლებსაც გულით ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვიყავი.დავიწყე აქტიურად საუბარი ჩემს პრობლემებზე და იმაზე თუ, როგორ ვებრძოდი ამ ყველაფერს. მოყევი ისტორია და მაგალითი გავხდი იმ ქალების, რომლებიც ძალადობის მსხვერპლია, არ აქვს მნიშვნელობა ეს ფიზიკური იქნება თუ ფსიქოლოგიური. უამრა ტრენინგებზე მიმიწვიეს სასაუბროდ,რომ გავხმდარიყავი იმ სასოწარკვეთილი ქალების იმედი, რომელიც თვლიდნენ,რომ ცხოვრებამ გაწირა.
როგორც კი საშუალება მეცემოდა მადლობას ვუხდიდი ჩემ საყვარელ ადამიანებს,ვიხსენებდი მამის მიერ დატოვებულ ტკივის და განსაკუთრებით ვემადლიერებოდი და ვესიყვარულებოდი დათას,რომელის გარეშეც ფაქტიურად აღარ ვარსებობდი.
თუ შემეკითხებით რაიმეს ვნანობ თუ არა ამ ცხოვრებაში გეტყვით,რომ არა. სიანანული არაფერს შეცვლის უკვე წარსულში დატოვებულ საქმეს, თუ შეცვლა გინდათ ამას მომავალშიც მშვენივრად გააკეთებთ,მაგრამ გული სიღრმეში, როდესაც დავფიქრდები, ალბათ, იმ წლებს შევამცირებდი,რაც დათას გარეშე გავატარე. მართალია პიროვნულად ამ წლებმა ორივე გაგვზარდა და გაგვხადა ისინი ვინც ახლა ვართ,მაგრამ მისი დაფასება და მისი სიყვარული ბოლო წლებში უფრო გავიაზრე და დავაფასე. რომ შემეძლოს ჩემი ისტორიის თავად დაწერა,უკან დაბრუნება და ყველაფრია აუცილებლად შეცვაა.ერთადერთი, რასაც არასოდეს შევცვლიდი მოტაცების ღამეა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან მტკიოდა და მტანჯავდა, კვლავ ისევ ისე დავტოვებდი.
იმის გმაო, რომ ვეღარ ვფეხმძიმდებოდი თავიდან ერთი ბიჭუნა, შემდეგ კი ორი ტყუპი გოგონები ავიყვანეთ შვილად და ამაზედაც ღიად ვისაუბრე.
აღმოჩნდა, რომ ძალიან ფრთხილი დედა ვარ , დათა კი საუკეთესო მამა.
მის 42-ე უიბილელეზე გადავწყვიტე გრანდიოზული დაბადების დღე გადამეხადა, სადაც ყველა მისი და ამავდროულად ჩემი საყვარელი ადამიანები შეიკრიბებოდნენ. ოჯახისწევრები,მეგობრები თავისი მეუღლეებითა და შვილებით. მაშინ, როდესაც ყველანი ცოტა შეზახორშდნენ და გახურდა წვეულება გადავწყვიტე დათასთვის საჩუქარი გადამეცა. პატარა შვი ყუთი გაადავეცი, რაშიც ორსულობის ტესტი იდო. დიახ,საბოლოოდ ღმერთმა დამასაჩუქრა და ორი ანგელოზი თაია და თებე გვაჩუქა. ალბათ,ეს ყვეელაზე კარგი დასასრულია ზღაპრის, რაც კი შეიძლება ოდესმე ინატროს ადამიანმა. ჩვენი ცხოვრება ნამდვილად გავდა ზღაპარს,ჩვენი ყოველი დღე სიყვარულით იწყებოდა და სიყვარულით მთავრდებოდა.
-სამუდამოდ?-ზუსტად ისეთი სიყვარულის თვალებით მიყურებდა, როგორც თექვსმეტი წლის ასაკში.
-სამუდამოდ-დინჯად დავუქნიე თავი და მის მაგეებს დავწვდი.
ჩვენი ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ვაპირებთ კიდევ ბევრი ბედნიერი მოგონებები შევქმნათ და გავაკეთოდ ის, რაც წლების წინ უნდა გაგვეკეთებინა. მელანო ხშირად მოდის და ბავშვები მიჰყავს, მათ გარეშე ვეღარ ძლებს. ჩვენთა საცხოვრებლად არ გადმოდის, ამიტომ ბევრი თავისუფალი დრო გვერჩება სიგიჟეების ჩასადენად. ის წყენებიც კი გავიქრეთ, რაც ადრე გვქონდა სხვაგვარად ვერ ვიქნებოდით ბედნიერები ჩვენ ვისწაავლეთ ერთმანეთის პატივისცემა,პატიება. როგორც პოლ ბოსე იტყოდა “პატიება წარსულს ვერ შეცვლის,მაგრამ მომავალს გააფართოერებს”.
დასასრული.
...........
პირველ რიგში ბოდიში. ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დამედო ეს დასასრული,მაგრამ პირადი პრობლემების გამო, თითქმის ერთი თვე გალოდინეთ.იმედია, მაპატიებთ <3
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და მიფასებთ. ვიმედოვნებ,იმედები არ გაგიცრუეთ და კარგი თავი შეგიქმენით. ♥♥♥



№1 სტუმარი სტუმარი Nestani

Zalian momewona saintereso sasimovno casakitxi iyo bevri itanjes wyvilma tavianti siyvarulistvis me since ertad darchnen zalian gamixarda kargi dasasruli iyo,ise ROM gagegzelebina wavikitxavdi kidev zalian shemiyvarda es istoria madloba warmatebebi ????????????

Imedia axal nacarmoebs dadebt????????

 


№2  offline წევრი n-strovet

სტუმარი Nestani
Zalian momewona saintereso sasimovno casakitxi iyo bevri itanjes wyvilma tavianti siyvarulistvis me since ertad darchnen zalian gamixarda kargi dasasruli iyo,ise ROM gagegzelebina wavikitxavdi kidev zalian shemiyvarda es istoria madloba warmatebebi ????????????

Imedia axal nacarmoebs dadebt????????

ძალიან დიდი მადლობა.შევეცდები, მალე დაგიბრუნდეთ სიახლით heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent