შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცასა და მიწას შორის ( 15 )


14-05-2022, 21:07
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 277

გაოცებული? ეს ზედმეტად მსუბუქი სიტყვაა იმ ემოციის აღსაწერად რასაც ვგრძნობდი როცა ჩემს ათრთოლებულ თითებში მოქცეულ გამჭვირვალე მინისგან დამზადებულ ცილინდრისმაგვარ ჭურჭელს ვუყურებდი რომელიც უცნაურად გამჭვირვალე და დროდადრო ნაცრისფრად და ცისფრად მოციალე ენერგიით იყო სავსე, ჭურჭელი ახლოს მივიტანე სახესთან და თვალებგაფართოებული დავაკვირდი მოუსვენრად მოძრავ ნათებას, თითქოს იგრძნო ჩემი სიახლოვე, მინის კედელს აეკრო და აციმციმდა, მერე დაიშალა და სხვადასხვა ფორმების მიღება დაიწყო თავი გვერდზე გადავხარე, ისიც იმ გვერდზე მოგროვდა ჭურჭელში თითქოს ჩემს მოძრაობებს აკვირდებოდა და იმეორებდა, წამით თვალი მოვაშორე და დარბაზს გავხედე, თვალუწვდენელი, სართულებად დაყოფილი სივრცე, ამდაგვარი ჭურჭლით იყო სავსე, უამრავი ჩემთვის უცნობი მოწყობილობა, გულისგამაწვრილებლად ზუზუნებდა და ხმაურობდა, ჩვენს გარშემო ყველაფერი მოძრაობდა, დარბაზის ჭერიდან რამდენიმე სინათლის სვეტი ეშვებოდა, სვეტებიდან ზუსტად იმდაგვარი ენერგია როგორიც ხელში მეჭირა, ცარიელ ჭურჭლებში გროვდებოდა და ილუქებოდა, შემდეგ ჭურჭლები დარბაზის მეორე მხარეს ხვდებოდა და რამდენიმე სხვადასხვა ადგილზე ნაწილდებოდა, შემდეგ სათითაოდ პატარა დახურულ კაბინებში შედიოდა იქიდან კი რამდენიმე წუთის შემდეგ დაცლილი გამოდიოდა და ისევ თავიდან იწყებოდა დაუსრულებელი წრე, მოკლედ ყველაფერი მთლიანად ავტომატიზირებული იყო, როგორც ჩვეულებრივ ქარხანაში სადაც ტომატ პასტას ან თევზის კონსერვს ამზადებენ, ჰმ, საკუთარ სულელურ ფიქრებზე მწარედ გამეცინა როგორ შემეძლო ეს სასწაული ხელში რომ მეჭირა თევზის კონსერვისთვის შემედარებინა...
- კარგად ხარ? -დანიელის ხმა ჩამესმა და მხარზე შეხება ვიგრძენი, მოულოდნელობისგან შევხტი და ჭურჭელი რომელიც აქამდე მაგრად მქონდა ჩაბღუჯული თითებიდან გამიცურდა, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე, სუნთქვაშეკრული ვუყურებდი როგორ მიექანებოდა სპილოსძვლისფერი ქვით მოპირკეთებული იატაკისკენ, მსხვრევის ხმის გაგონებისას თვალები მოვჭუტე და ვცადე ამომესუნთქა, წყლის გარეშე დარჩენილი თევზივით ვაფჩენდი პირს და ვუყურებდი როგორ ამოიჭრა ნამსხვრევებიდან გათავისუფლებული ენერგია, ერთხანს ჩემს ცხვირწინ ფარფატებდა, მერე ზემოთ აიჭრა აელვარდა, გაიფანტა და უბრალოდ გაქრა.
- ამოისუნთქე, ანა ყველაფერი რიგზეა უბრალოდ ისუნთქე, -დანიელს ხმაში შეშფოთება ეტყობოდა, წარმოდგენაც კი არ მინდოდა ახლა როგორ გამოვიყურებოდი, ალბათ შეშლილს ვგავდი, ახლა ამწუთას ასეც იყო, შეშლილი ვიყავი, ვეღარ ვაზროვნებდი...
- რა გავაკეთე? დანიელ მითხარ ახლა რა გავაკეთე? -ამოვიკვნესე და ხელით ნამსხვრევებზე ვანიშნე, წარბები შეჭმუხნა და შეეცადა რაც შეიძლებოდა მშვიდად ეთქვა.
- ამ ყველაფერს ასეთ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ, უბრალოდ გატყდა, ეს შეიძლებოდა ყველას მოსვლოდა.
- რას ნიშნავს უბრალოდ გატყდა? ისე მეუბნები თითქოს საყვავილე ან ყავის ჭიქა გამეტეხოს.
- ვწუხვარ ანა, ხანდახან მავიწყდება რომ შენ დედამიწაზე დაიბადე და გაიზარდე, შენთვის ამ ყველაფერს სხვა მნიშვნელობა აქვს, ჩვენთვის კი ჩვეულებრივი პროცესია.
- სად წავიდა?
- არსად არ წასულა, უბრალოდ გაქრა.
- როგორ თუ გაქრა, როგორ თუ გაქრა? შენ მითხარი რომ...
- რომ ეს ის ენერგიაა რასაც ადამიანები სულს უწოდებენ...
- დამშვიდდი ანა უბრალოდ სადღაც ვიღაც აღარ დაიბადება, -არ ვიცი სონიამ რატომ იფიქრა რომ ამის ცოდნა დამამშვიდებდა, უხეშად მოვიშორე დანიელის ხელი და პირდაპირ იატაკზე ჩავჯექი.
- რისი თქმა გინდათ რომ ვიღაც მოვკალი?
- ვინც არ დაბადებულა იმას ვერ მოკლავდი, -სრულიად მშვიდად ჩაილაპარაკა დანიელმა და ჩემს გვერდით ჩაიმუხლა, -შენ არავინ მოგიკლავს, მართალია სული იყო მაგრამ სხეულის გარეშე არაფერს ნიშნავდა, ასევეა სხეულიც, სულის გარეშე ის არაფერია, მათი შერწყმის შედეგად კი ვიღებთ ადამიანებს, აი ადამიანი რომ უმიზეზოდ მოგეკლა მაშინ შეიძლებოდა გედარდა...
მიუხედავად იმისა რომ ძალიან თბილი და მგრძნობიარე იყო მაინც ვფიქრობდი რომ დანიელი ვერასოდეს მიხვდებოდა რას განვიცდიდი ახლა, ვერც დანარჩენები რომლებიც სრულიად ცივი და უმეტყველო სახეებით იყურებოდნენ ირგვლივ, ჩემს თვალწინ მთელი სამყარო რამდენიმე წუთში ჩამოიშალა, ცოტა ხნის წინ ხელში სული მეჭირა რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა ახალი სიცოცხლე დაბადებულიყო, მაგრამ მე ის გავანადგურე, უბრალოდ მისი ჭურჭელი გავტეხე და მორჩა, აი ასე ადვილად, ჩემს გამო სადღაც ვიღაც აღარ დაიბადებოდა, თუმცა თუ აქაურობას შევხედავდით ეს ამ წუთას ყველაზე ნაკლები პრობლემა უნდა ყოფილიყო ჩემთვის, -მუჭებით მოვიწმინდე აწყლიანებული თვალები და წამოვდექი, დანიელი ისე მოულოდნელად ჩამეხუტა რომ სუნთქვა შემეკრა.
- მაპატიე, მაპატიე გთხოვ, -ძლივსგასაგონად ჩამჩურჩულა.
- პატიებას რისთვის მთხოვ?
- იმისთვის რომ გაიძულე ეს ყველაფერი გენახა, მართლა გგონია რომ ვერ ვხვდები რას გრძნობ? ხომ არ დაგავიწყდა რომ ჩემი მეორე ნახევარი ხარ? შეიძლება შენსავით არ ვფიქრობდე მაგრამ შენს განცდებს მეც განვიცდი და შენი ტკივილი მტკივა.
- ძნელია დანი, ძალიან ძნელი, მშვენივრად იცი სად და როგორ გავიზარდე, რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა ვიყო, მაინც მეძნელება ამ ყველაფრის გააზრება, -ამოვისლუკუნე და ცხვირი მაისურზე გავუხახუნე.
- გეთქვა და ცხვირსახოცს მოგცემდი, -ჩაიბურტყუნა და მაინც მოახერხა რომ გავეღიმებინე, კიდევ ერთხელ მოვიწმინდე თვალები და რამდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე.
- მოდი გავაგრძელოთ, -გამოვაცხადე და დანარჩენებს გადავხედე რომლებიც ინტერესით შემომყურებდნენ და აშკარად არ ელოდნენ რომ ასე ადვილად დავწყნარდებოდი, დანიელმა ხელი ჩამკიდა, ნამსხვრევებს გადააბიჯა და თან წამიყოლა, გზადაგზა კი მოყოლას აგრძელებდა.
- დედამიწაზე სულ თორმეტი ასეთი ადგილია, მაგრამ ეს ყველაზე დიდია, აქაურობაც და დანარჩენებიც მამაშენის შექმნილია, ეს არის დედამიწის გული...
- გინდა თქვა რომ ვიღაცის დაბადება არდაბადება და სიცოცხლე იმაზეა დამოკიდებული ამ ქარხანაში ენერგია შეიქმნება თუ არა?
- ასე მარტივად ნუ შეხედავ, ენერგია ყოველთვის საკმარისზე მეტია, ჩვენი სამყაროდან აქ დაუმუშავებელი სუფთა ენერგია მოდის რომელსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია სანამ მთელ რიგ ეტაპებს არ გაივლის...
- ეტაპებში რა იგულისხმება?
- აქაური გარემოს და პლიუს ტექნოლოგიების დახმარებით ასე ვთქვათ მისი სახეცვლილება ხდება, მერე იყოფა და ნაწილდება.
- ანუ თქვენ წყვეტთ ვინ სად და როდის უნდა დაიბადოს? ვინ იქნება ბედნიერი ან უბედური? ვინ დაიბადება უსიერ ჯუნგლებში, მექსიკის ღარიბ სოფელში ან ამერიკაში მილიარდერების ოჯახში? ამ ყველაფერს თქვენ წყვეტთ?
- შენ წარმოიდგინე არა, ასე არ ხდება, მამაშენი ასეთი რამის წინააღმდეგი იყო, ყველაფერი შემთხვევით ხდება, აქედან სრულყოფილი იდენტური ენერგია გადის შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით ნაწილდება, ადამიანები უბრალოდ იბადებიან, ზოგი სოფელში, ზოგი ქალაქში და ზოგიც ტყეში, ძალიან ბევრი რამ ახდენს იმაზე გავლენას თუ როგორი დაიბადება ადამიანი, ჯანმრთელი თუ ავადმყოფი, ჭკვიანი თუ არც ისე ჭკვიანი, ისინი უბრალოდ იბადებიან, იბადებიან იმიტომ რომ უნდა დაიბადონ, უნდა იცხოვრონ და შემდეგ გარდაიცვალონ რომ უკან დააბრუნონ ვალი...
მშვიდად და წყნარად საუბრობდა დანიელი, ცდილობდა მომთმენი ყოფილიყო თუმცა იმდენად უემოციოდ საუბრობდა ამ ჩემთვის მეტად მტკივნეულ საკითხზე რომ უნებურად ვგრძნობდი გულისტკივილს, ვიცი რომ ისიც გრძნობდა ჩემს გრძნობებს თუმცა მეც ვგრძნობდი რომ ადამიანთა ბედზე მეტად ის აინტერესებდა მე როგორ გავითავისებდი ამ ყველაფერს...
- რა ვალზე საუბრობ? -ნაძალადევი ღიმილით ვკითხე.
- ენერგია რაც მათ გადაეცემათ და რასაც სულს ეძახიან საბოლოოდ უკან უნდა დააბრუნონ, წარმოიდგინე სპირტიანი სასმელი რომელსაც მუხის კასრში ათავსებენ იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ფერი არომატი და გემოვნური თვისებები მიიღოს.
- ჰმ, ამ შემთხვევაში კასრი ადამიანია? უბრალო ჭურჭელი.
- მაპატიე ახლა ცოტა არეული მაქვს გონება და უფრო ხატოვანი შედარება ვერ მოვიფიქრე, -სრულიად სერიოზულად მომიბოდიშა და განაგრძო...
ენერგია გადამუშავებული გამდიდრებული სახით ბრუნდება ჩვენს სამყაროში, სადაც მას სხვადასხვა მიზნით იყენებენ, ეს ჩვენი სამყაროს არსებობისთვის აუცილებლობაა და ამიტომაც უწყვეტი წრეა, დროდადრო მთელი პლანეტის გასუფთავება და ხელახლა სიცოცხლის დაწყებაც ჩვეულებრივი ამბავია, საჭიროების შემთხვევაში მამაშენი ასეც იქცეოდა ხოლმე თუმცა ყოველთვის სძულდა ეს პროცესი.
- ესე იგი ასე უბრალოდ ერთი ხელის მოსმით მთავრდება ყველაფერი? სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ არ არსებობს?
- ნუთუ მართლა გჯეროდა ამის? -სევდიანი ღიმილით შემომხედა და თავზე ხელი გადამისვა, -ის ქვეყანა, სამოთხე, ჯოჯოხეთი, კარგი რა ანა... ეს მხოლოდ ადამიანთა დასამორჩილებლად და დედამიწაზე წესრიგის შესაქმნელად მოგონებული ზღაპრებია.
რელიგიური ზღაპრების არასდროს მჯეროდა, მაგრამ ასე პირდაპირ სახეში გარტყმული მწარე სილასავით მოხლილი სიმართლე ძნელი მოსასმენი იყო.
- ესე იგი ბებიაჩემი ჯოჯოხეთში არ მოხვდება? არც კი ვიცი ეს კარგია თუ არა, -მხრები ავიჩეჩე და მუშტები მაგრად შევკარი როცა წარმოვიდგინე რომ ის უბრალოდ მოკვდებოდა და გაქრებოდა მე კი სამუდამოდ დამრჩებოდა გონების ბნელ კუნჭულში შენახული საშინელი მოგონებები, რომელთა მთავარი გმირიც ის იყო, თავისი ცრურწმენებით და სიძულვილით სავსე ტვინით, უნებურად ამომიტივტივდა გონებაში ჩემი მონასტერში ცხოვრებიდან და იქაური სწავლებიდან ტვინში ჩარჩენილი ერთერთი რამ, მამა პაისი ათონელის სიტყვები:
‘‘მე ჭკუიდან შევიშლებოდი ამქვეყნიური უსამართლობისგან, რომ არ ვიცოდე, რომ უკანასკნელი სიტყვა ღმერთს ეკუთვნის’’
ნეტავ მეც თუ დამამშვიდებდა იმის რწმენა რომ ბებიაჩემი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მოხვდებოდა და იმისთვის რაც დამიშავა ცეცხლში დაიხრუკებოდა, ნეტავ ამშვიდებთ ადამიანებს ამის ცოდნა? იმის ცოდნა რომ როცა იქნება ყველას მიეზღვება საკუთარი ცოდვებისთვის, ან იმის ცოდნა რომ მათი საყვარელი ადამიანები სადღაც იმ ქვეყნად ბედნიერად ცხოვრობენ სამოთხეში, განა მათთან შეხვედრის მოლოდინში არ ატარებენ ცხოვრებას? რამდენ ადამიანს გადაუფიქრებია თვითმკვლელობა იმის გამო რომ საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის შანსის დაკარგვის შეშინებიათ, რამდენ ადამიანს უთქვამს დანაშაულის ჩადენაზე უარი იმის გამო რომ ჯოჯოხეთში მოხვედრის შეშინებია... ჯანდაბა რა უაზრობაა, რა გამოდის რომ ეს ყველაფერი სიცრუეა მაგრამ აუცილებლობა...
- რაზე ფიქრობ? -დანიელის ხმამ გამომარკვია და ახლაღა შევამჩნიე რომ შუა კორიდორში ვიდექი გაშეშებული და თვალებდაჭყეტილი უაზროდ ვიყურებოდი სივრცეში, ამ ყველაფერს ორი მხარე ჰქონდა, ორი მხარე და ჩემთვის უკვე ძალიან ზედმეტი იყო, აწყლიანებული თვალებით შევხედე, მერე მის ზურს უკან მდგომთ მოვავლე თვალი უცნაური ტკივილნარევი სიბრალულით და თანაგრძნობით სავსე მზერით რომ შემომცქეროდნენ.
- ამ ყველაფერს რა აზრი აქვს დანიელ? -ხელები გავშალე და ცრემლებს უფლება მივეცი რომ ჯებირები გაერღვიათ და ღაწვებზე ჩამოღვრილიყვნენ,
- ამ ყველაფერს რა აზრი აქვს შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ, -ხმამაღლა ვიყვირე და თმებში ნერვიულად შევიცურე თითები, ჩემში ამდენ ხანს ნაგროვებმა და რის ვაივაგლახით შეკავებულმა ემოციამ ერთბაშად ამოხეთქა და ვეღარ შევძელი გაჩუმება, -ჯანდაბაშიც წასულხართ ყველა, ამ ყველაფრის შემდეგ არ გაბედოთ და არ მითხრათ რომ გრძნობები გაგაჩნიათ, არ შემეხო დანიელ, არ შემიძლია ახლა არა, -შევეცადე მისი მკლავები მომეშორებინა მაგრამ არ დამანება ერთი ხელით ხელები ზურგს უკან გამიკავა, მეორე ხელით კი მხრებზე მომეხვია და მთელი ძალით მიმიხუტა მკერდზე, მისმა შეხებამ და სურნელმა ნელ-ნელა მომადუნა.
- ღრმად ისუნთქე ანა, ღრმად ისუნთქე და ეცადე დამშვიდდე, ბრაზს უფლებას ნუ მისცემ საღად აზროვნებაში ხელი შეგიშალოს, -ჩამჩურჩულებდა და ფრთხილად მეალერსებოდა თმებზე და სახეზე, ახლა უკვე აღარ მიჭერდა ძალით, პირიქით მე ვეკვროდი და ვეხუტებოდი, სუნთქვა დამირეგულირდა, უკვე აღარ ვტიროდი, ბოლო ცრემლები მომწმინდა გრილი თითებით და გამიღიმა.
- კარგად ხარ?
- მაპატიე, ცოტა ხნის წინ ძალიან გავცხარდი და ვერც კი ვხვდებოდი რას ვამბობდი, მაპატიეთ, -ახლა დანარჩენებს მივუბრუნდი, -ჩემდა უნებურად შეურაცხყოფა მოგაყენეთ, მე... მე უბრალოდ... ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძნელია...
- შენი მესმის ანა, -სონია მომიახლოვდა და მომეხვია, -მართალი იყავი როცა თქვი რომ გრძნობები არ გაგვაჩნია, შენ სხვა ხარ, ძალიან თბილი და მგრძნობიარე მე კი ხანდახან ისიც კი მიკვირს რომ გაღიმება შემიძლია.
- დედამიწა და ადამიანები რომ არა ალბათ დიდი ხნის წინ გაგვიქვავდებოდა გულები, გადის წლები და ხვდები რომ არაფერს აქვს აზრი მერე კი ნელ-ნელა გრძნობ როგორ გიქვავდება გული და გიჩლუნგდება გრძნობები, -კაილმა თმაზე ნაზად გადამისვა ხელი, -მამაშენს ზუსტად ამიტომ უყვარდა აქაურობა, ადამიანები და მათი ქმნილებები, აქაური კულტურა, მუსიკა, ხელოვნება, ცხოვრების სტილი დადებითად მოქმედებს ჩვენზე...
- ფაქტიურად დედამიწა ერთი დიდი სანატორიუმია სულიერად დაავადებულთათვის, -ჩამეცინა და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი დარბაზს.
- კარგი შედარებაა, ეს მართლაც ასეა და აქაურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, -დანიელმა ხელი ჩამკიდა და გამომცდელად ჩამხედა თვალებში, -ახლა კი რაკი დამშვიდდი ერთი რამ მინდა გითხრა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, აზადმა უკვე იცის რომ აქ ვართ და რამდენიმე წუთში ჩვენს წასაყვანად მოვა, ჩვენს სამყაროში წაგვიყვანს, გადაწყვეტილებების მიღების და ცვლილებების დრო მოვიდა, აზადთან მარტო დარჩენა მოგიწევს და მინდა იცოდე რომ ის უბადლო ოსტატია იმის რომ თეთრი შავად შავი კი თეთრად მოგაჩვენოს, შეუძლია შენს აზროვნებაზე და ცნობიერებაზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ შენ ამის უფლებას არ მისცემ ხომ ასეა? არ დაივიწყო წვრთნები, გთხოვ არ დაივიწყო ბოლო რამდენიმე კვირა, სანამ რამეს გადაწყვეტ...
- აზადს ხომ მხოლოდ მე ვჭირდები, დანარჩენები აქ რატომ არიან?
- საამისოდ აქვთ მიზეზები, შენ არ მკითხავ რატომ წინასწარ არ მოგიყევი ყველაფერი და რატომ ვაძლევ აზადს ასე უბრალოდ შენი წაყვანის უფლებას?
- ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა, მომიწევს ყველაფერს თვალი გავუსწორო, მე შენ გენდობი დანიელ, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ ასე?
- რომ ვიცოდე თუნდაც მცირეოდენი საფრთხე გემუქრება გეფიცები არ დავუშვებდი რომ წაეყვანე, იმისთვის რომ უხეცესებთან ყოველგვარი მსხვერპლის და დანაკარგის გარეშე მივაღწიოთ რათა მემკვიდრეობა გადმოგცენ და გაკურთხონ, ამისთვის თვითონ აზადმა უნდა წარგადგინოს მათ წინაშე, აზადი კი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს თუ...
საუბარი ჩემთვის უკვე ნაცნობმა ნაბიჯის ხმამ შეგვაწყვეტინა, შევბრუნდი, ჩვენსკენ მცველებით გარშემორტყმული აზადი მოდიოდა, მხრებში ამაყად გამართული და ცინიკური ღიმილით, თვალს არ მაშორებდა, არც კი შეიმჩნია რომ კაილიც იქ იყო, გვერდი აუქცია და პირდაპირ ჩვენთან მოვიდა.
- ღირდა კი ეს მსხვერპლი ამად? -ცივი ხმით მიმართა დანიელს, -რაც არ უნდა გქონოდა ჩაფიქრებული ალბათ ახლა ხვდები რომ სისულელე იყო, აქედან გაღწევას როგორ აპირებდით? მიუხედავად იმისა რომ იცოდით ეს ადგილი თქვენს ძალებს ზღუდავდა ანა მაინც მოიყვანეთ აქ და ხელში ჩამიგდეთ, მეგონა ის შენთვის მნიშვნელოვანი იყო...
- შენ ამის შესახებ არაფერი გითქვამს დანიელ, არასდროს არაფერს მეუბნები, ყოველთვის მატყუებ, ასე რატომ მექცევი, რატომ? -მკერდზე უღონოდ დავუშინე მუშტები და მისი ტკივილით სავსე თვალების დანახვისას ვინატრე რომ ჩემი საქციელი სწორად გაეგო, მართალია დანიელმა ვერ დაასრულა მაგრამ მივხვდი რა შემთხვევაში წარმადგენდა აზადი უხუცესებთან და ახლა ისღა დამრჩენოდა მეთამაშა რომ დანიელის საქციელის გამო იმედგაცრუებული და გულნატკენი ვიყავი, ბიჭებს და სონიას გადავხედე რომლებიც შესაშური სიმშვიდით ელოდნენ როდის მოარგებდნენ ბორკილებს, აზადმა თვალით ანიშნა რომ დანიელისთვისაც შეეკრათ ხელები და მერე მე მომიბრუნდა.
- მე შენ გაფრთხილებდი მის შესახებ.
- მოკეტე, -შევუღრინე და თავჩაღუნულ დანიელს უემოციოდ შევავლე მზერა, -ის რომ მატყუარაა ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ არ ხარ მატყუარა და შენი ნდობა შემიძლია, ისინი უბრალოდ მიყენებდნენ, -ბიჭებსა და სონიაზე ვანიშნე ხელით და გული ჩამწყდა როცა იმედგაცრუება შევნიშნე მათ თვალებში, -მაგრამ არ დავუშვებ რომ შენც მათსავით მომატყუო და გამომიყენო.
- მოვა დრო და მიხვდები რომ ერთადერთი ვისაც შეგიძლია ენდო მე ვარ, -დათაფლული ხმით მითხრა და ხელით მანიშნა კარისკენ, -გთხოვთ,
- მე არ დამადებთ ბორკილებს? -გავიკვირვე.
- საჭირო არ არის, აქედან ვერსად გაიქცევი და მითუმეტეს იმის შემდეგ აღარ გექნება ჩემგან გაქცევის სურვილი როცა დანიელის შესახებ სიმართლეს მოგიყვები, -თვალი შევავლე დანიელს დავინახე როგორი დაჭიმული ჰქონდა ყბები და ძლივს იკავებდა თავს, მეტი დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, თავი ამაყად ავწიე და კარისკენ წავედი.
- - - - - - - -
- ერთხელ უკვე ვიმგზავრე ასეთი ხომალდით, -რატომღაც ხმამაღლა ჩავილაპარაკე და არ გამომპარვია როგორ ჩაიღიმა აზადმა.
- ვიფიქრე რომ შენთვის საინტერესო იქნებოდა ჩვენი სამყაროს დედაქალაქის ზემოდან დათვალიერება, ულამაზესი ადგილია, რათქმაუნდა შეგვეძლო პორტალის გამოყენება მაგრამ ეს საერთოდ არ იქნებოდა საინტერესო და სასიამოვნო, -ჩემსკენ დაიხარა, ღვედები შემიკრა და საკმარისზე მეტხანს დაყოვნდა, ლოყით ლოყაზე მეხებოდა და ხარბად ისუნთქავდა ჩემს სურნელს, ყველანაირად ვეცადე რომ ზიზღი არ შემტყობოდა და სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
- იცი რომ დანიელი მიყვარს ხომ ასეა?
- ვიცი, -მოკლედ მომიჭრა და ჩემს გვერდით სავარძელში მოკალათდა.
- მათ რას უპირებ, სად არიან?
- ისინი ჩემს მცველებთან ერთად წამოვლენ დედაქალაქში, მათთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ თუმცა წესით ეს არ უნდა გაინტერესებდეს, ისინი უბრალოდ გიყენებდნენ, გატყუებდნენ და თავს გაჩვენებდნენ რომ შენი მეგობრები არიან.
- ყველაფერი ასე მარტივად არ არის, იმედია არ ფიქრობ რომ რაკი დანიელზე გავბრაზდი გადამიყვარდა კიდეც, ეს ასე არ ხდება.
- რათქმაუნდა ასე არ ვფიქრობ მაგრამ მისი ნამდვილი გეგმების შესახებ რომ გაიგებ, მერწმუნე მისკენ გახედვაც კი აღარ მოგინდება.
- მეტყვი ბოლოს და ბოლოს რას გულისხმობ, არამგონია ისეთი რამ მითხრა რაც მის თავს შემაძულებს, ამას უბრალოდ ვერ შეძლებ.
- მოიცადე და ამის დროც მოვა, ახლა კი შეხედე, -მინის კედლისკენ მიმითითა საიდანაც საოცარი სანახაობა იშლებოდა, აღფრთოვანებული შევყურებდი ულამაზეს შენობებს, ქუჩებს, უცნაურ მწვანე მცენარეებს...
- მოგწონს? -საოცრად თბილი ხმით მკითხა, ყურებამდე გაღიმებულმა შევხედე და მის თვალებში გაელვებული ნაპერწკლის დანახვისას რატომღაც გავიფიქრე რომ იქნებ მასშიც იყო რაღაც ისეთი დარჩენილი რის გამოც შემეძლო მეცადა და...
- ჯანდაბა ანა რა სისულელეებზე ფიქრობ, არ დაგავიწყდეს რა გითხრა დანიელმა, ის გამოცდილი მანიპულატორია, -მესიამოვნა როცა მივხვდი რომ ჩემი ქვეცნობიერი ჯერ კიდევ მედგრად იცავდა საკუთარ პოზიციებს, თვალები დავხუჭე და თავი გადავაქნიე რომ როგორმე სულელური აზრები გამომებერტყა, ახლა მხოლოდ დანიელზე და ჩემს მეგობრებზე უნდა მეფიქრა, მხოლოდ მათზე, აზადზე წარმოდგენის შესაქმნელად კი ისიც კმაროდა რომ ჩემი ღვიძლი ბიძა იყო და მიუხედავად ამისა ერთი სული ჰქონდა როდის ჩამიწვენდა საწოლში.
- ულამაზესია, აქაურობა მართლაც ძალიან ლამაზია, -ჩავილაპარაკე და ვიგრძენი მთელი დღის დაღლილობამ როგორ ერთბაშად შემომიტია, ახლა ერთადერთი რაც მინდოდა თბილი და რბილი საწოლი იყო, შევამჩნიე როგორ გავცდით ქალაქს და ახლა უკვე მწვანე მდელოების თავზე მივფრინავდით, მერე მსუბუქად დავეშვით, აზადმა ღვედები შემხსნა და ხელი გამომიწოდა რომ ავეყენებინე, გამოწვდილი ხელისთვის არც შემიხედავს წამოვდექი თუმცა თავბრუ დამეხვა მაგრამ წაქცევა ვერ მოვასწარი, ხელში ამიტაცა და ასე წამიყვანა გასასვლელისკენ, მერე კი ერთადერთი რაც მახსოვს მისი ზედმეტი სიახლოვისგან მოგვრილი უსიამოვნო შეგრძნება იყო.
- - - - - - - - -
თვალი რომ გავახილე პირველი რაც დავინახე ჩემს საწოლთან მდგარ ტუმბოზე მოთავსებული ვარდისფერი ყვავილების უზარმაზარი თაიგული იყო, განიერ სასიამოვნოდ რბილ საწოლში ვიწექი რომელზეც თხელი ჰაეროვანი თეთრეული იყო გადაკრული, წამოვჯექი, თმა დაშლილი მქონდა და მოკლე თითქმის გამჭვირვალე პენუარი მეცვა, დიდი და ნათელი ოთახი დაკვირვებით მოვათვალიერე, კედლები და ჭერი ღია ფერებში იყო გადაწყვეტილი ჩემს პირდაპირ თხელი ფარდებით დაფარული მინის კედელი ჩანდა, ნამდვილად არ მეგონა რომ აზადი მიწისქვეშეთში მდებარე საპყრობილეში გამამწესებდა მაგრამ ასეთ კომფორტსაც არ მოველოდი, იქვე საწოლზე მიფენილი გრძელი თხელი ხალათი ავიღე შემოვიცვი, კედელთან მივედი და ფარდა გადავწიე, ვერანდაზე გასასვლელი კარი ძალდატანების გარეშე უხმაუროდ გაიღო, ქვის მოაჯირს დავეყრდენი და სიამოვნებით შევისუნთქე ყვავილთა და სხვადასხვა მცენარეთა სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი ჰაერი, ეს შენობა სადაც ახლა ვიყავი აშკარად ქალაქიდან მოშორებით მდებარეობდა, მხოლოდ ბუნდოვნად ვარჩევდი შენობათა კონტურებს, ვათვალიერებდი გარემოს და ჩემს გონებაში ნელ-ნელა უფრო და უფრო მკვეთრად ცოცხლდებოდა მოგონებები რომლებიც ჩემი იყო და თან არც იყო, მე კარგად ვიყავი, ძალიან კარგად, თუმცა დანიელი... მას ვერ ვგრძნობდი და ეს მაშფოთებდა, მინდოდა რომ მეგრძნო მაგრამ ვერ ვგრძნობდი...
- დილა მშვიდობის, -მომესმა ზურგს უკნიდან და მივტრიალდი, ღია კარში აზადი იდგა და ანთებული თვალებით შემომცქეროდა, დღეს განსხვავებულად გამოიყურებოდა, უბრალო მაისური და შარვალი ეცვა და სულაც არ ჰგავდა მრისხანე ბოროტ ძიას.
- დილა მშვიდობის? -სალამი დავუბრუნე და არც კი მიცდია რომ გამეღიმა ვიცოდი ვერ მოვახერხებდი.
- წამოდი ვისაუზმოთ და შემდეგ სალაპარაკო გვაქვს, -გვერდზე გადგა რომ გავეტარებინე, კრიჭაშეკრული შევედი საძინებელში.
- როდემდე აპირებ ამ წარმოდგენის გაგრძელებას აზად, -რაც შემეძლო მშვიდად ვკითხე.
- რას გულისხმობ? -როგორც ყოველთვის ჩემზე მეტად მშვიდი იყო.
- ამ ყველაფერს ვგულისხმობ, -ხელები გავშალე და მწარედ გამეღიმა, -რა გინდა მითხარი, იქნებ ყველაფერზე ახლავე და ღიად ვისაუბროთ გაურკვევლობამ დამღალა.
- დაჯექი, -საწოლზე მიმითითა და მერე თვითონაც გვერდით მომიჯდა, -მშვენივრად იცი შენგან რაც მინდა მაგრამ ცხოველი არ ვარ რომ ეს ყველაფერი ძალით მივიღო, მინდა რომ შენც გინდოდეს ჩემთან ერთად ყოფნა.
ვუსმენდი და ვხვდებოდი, იმას რომ მისი ძმისშვილი ვიყავი მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა სხვანაირადაც არა მგონია რომ შეეგნო რამე.
- ამაზე უკვე ვისაუბრეთ და გითხარი რომ დანიელი მიყვარს, რატომ არ გინდა გაიგო, შეუძლებელია ასე უბრალოდ გადავიყვარო.
- მართალი ხარ მაგრამ როცა ვისაუბრებთ და მასზე ყველაფერს გაიგებ, შენ თვითონ მომცემ შანსს და ცოლობაზეც დამთანხმდები, -ისეთმა დარწმუნებულმა თქვა ლამის მეც დავიჯერე რომ მართლაც ასე მოხდებოდა, ლოყაზე ნაზად მომეფერა, წამოდგა და კარისკენ წავიდა, გასვლამდე კიდევ ერთხელ მობრუნდა ჩემსკენ.
- ჩაიცვი და ჩამოდი, საუზმეზე გელოდები.



იმედია დანიელი და დანარჩენები ანას საქციელს სწორად გაიგებენ და არ გაბრაზდებიან.
აზადი ამ დონის ავადმყოფი როგორ არის ვერ ვხვდები :( ან რა უნდა უთხრას ანას ისეთი დანიელზე რომ შეაძულოს და ეჭვი შეეპაროს მასში. აშკარად არის რაღაც რაც დანიელმა ანას დაუმალა და არ უნდა დაემალა. მგონი დანარჩენებმაც იციან ეს საიდუმლი და ამას აზადი სათავისოდ იყენებს. ვფიქრობ აზადმა ისეთი რამ იცის რაც ცოტა ხნით ანას დააეჭვებს კიდეც.

და კიდევ იმედი მაქვს ანა დანარჩენებთან ერთად მოახერხებს და დედამიწაზე სიცოცხლე არ გაქრება :(

ველიდები შემდეგს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent