შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვეფხვისფერთვალება" (სრულად)


14-05-2022, 21:59
ავტორი ტერიკო74
ნანახია 11 590

შემთხვევით შევხვდი. აუარება ხალხში მაინც და მაინც ჩემზე შეაჩერა ვეფხვისფერი თვალები, მიზანში ამომიღო და ჩემსკენ წამოვიდა.შევცბი.წამიერად გავუსწორე მზერა და აჩქარებული ნაბიჯით შევერიე ხალხის ტალღას. რამოდენიმეჯერ უკან მივიხედე,ისიც უკან მომყვებოდა აჩქარებული ნაბიჯით. შიშმა ამიტანა და ინსტიქტურად შევჩერდი.ზურგსუკან მისი მოახლოვება ვიგრძენი და გავშეშდი.
- ნუ გეშინია,- ყურთან მიჩურჩულა.
-რა გინდა,ვინ ხარ?!-სწრაფად შევტრიალდი და მისი თვალების დანახვისას, დაჭიმული სხეული უარესად დამეჭიმა.
- ჩვენ ერთად ვიყავით,ცუდია,რომ ვერ მიცანი,- ვეფხვისფერ თვალებში სევდა ჩაუდგა.
-ბატონო?- გაკვირვებულმა შევხედე.-სად ვიყავით?
- წინა ცხოვრებაში,- მშვიდად მიპასუხა.
-რომელ ცხოვრებაში?!
-მაშინ არიადნა გერქვა,სიცოცხლის ბოლომდე მიყვარდი და მის შემდეგაც.. ზუსტად ვიცოდი,რომ ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს,- გამიღიმა და ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო.გველნაკბენივით გადავხტი უკან. აშკარად არ მომეჩვენა საღ ჭკუაზე,თუმცა მისი სიმშვიდით აღსასვსე ხმამ და გამომეტყველებამ დამაბნია.
- სამწუხაროა,-დანანებით ჩაილაპარაკა და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი.
-ჩვენ შვილი გვყავდა,ალექსანდრე..-მითხრა და
შეტრიალდა.
ადგილიდან კარგა ხანს ვერ დავიძარი,ვიდექი ფიქრს უნარწართმეული.მობილურის ზარი,რომ არა,ალბათ კიდევ ვერ მოვიდოდი გონს.
ვაჟა მირეკავდა.
გეზი ტროლეიბუსის გაჩერებისკენ ავიღე.
იგვიანებდა მოსვლას ტრანსპორტი,წარა-მარა მაჯის საათზე ვიყურებოდი,სახლში მეჩქარებოდა,ვაჟა უნდა წამეყვანა ვარჯიშზე. უჩემოდ უჭირდა სიარული.ექვსი თვის წინ დაკარგა მხედველობა ტრავმის გამო.ავარიაში მოყვა და ორივე თვალი შუშის ნამსხვრევებით გაევსო.ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად,მხედველობა მაინც ვერ აღუდგა. ვაჟა დაბრმავდა, საშინელ დეპრესიაში ჩავარდა და ჩამიყოლა მეც.მზად ვიყავი მიმეცა ჩემი თვალი,იმდენად მიყვარდა,უკან არაფერზე დავიხევდი.ვერაფრით დავითანხმე. სასტიკი უარი განაცხადა,ისევ დონორს დაველოდები,ჩემს გამო არ ღირს ამხელა მსხვერპლის გაღებაო.

***
სანამ ვაჟა ვარჯიშობდა,დროის გასაყვანად მაღაზიების ვიტრინებს დავუყევი,თან დილით მომხდარზე ვფიქრობდი.
-ძალიან გიყვარს?-ზურგსუკან მომესმა ვეფხვისფერთვალებას ხმა.
აღარ შემშინებია.ღიმილით შევტრიალდი.
-მითვალთვალებ?
- ყოველთვის,- არ დაუმალავს.
-რატომ ამომიჩემე?
- იმიტომ,რომ ჩემი ხარ..
-უცნაურია,-თავი გავაქნიე. არა,გიჟს ნამდვილად არ ჰგავდა,უფრო მისტიურ არსებასთან მქონდა საქმე.
-უცნაური ის არის,რომ ოდნავაც ვერ მიგრძენი,საწყენია..არასდროს გიფიქრია,რომ ოდესღაც შვილიც გყავდა?- დაკვირვებით დამიწყო თვალიერება,უნდოდა ჩემს სახეზე ამოეკითხა მისთვის სასურველი პასუხი.
ბავშვები კი ძალიან მიყვარდა,თუმცა ის,რომ ოდესღაც დედა ვიყავი,არც კი მიფიქრია და მიგრძვნია.
-არა, მე არ მჯერა წინა ცხოვრების,-მკვახედ მივახალე და გზა განვაგრძე.
-მე ვიზრუნებ,რომ დაიჯერო,გაგახსენებ ყველაფერს,-მუქარასავით მომესმა მისი ხმა.ადგილზე შევდექი.
-არიადნა,შენ მე მეკუთვნი!- დამიყვირა.
გამვლელებმა ცნობისმოყვარედ შემოგვხედეს. სიბრაზემ წამომიარა,მისკენ შევტრიალდი და აფოფრილი ავესვეტე ცხვირწინ.
-არ გაბედო!მეორედ არ გაბედო და გზაზე არ გადამეღობო შენი სისულელეებით,თორემ ..
-ვერანაირი მუქარა,არიადნა,ვერაფერი შეაჩერებს ამას,მე ამ ცხოვრებაშიც უნდა გიყურო!- მითხრა და წავიდა.

-არიადნა..-ჩუმად ჩავილაპარაკე და ჩავფიქრდი. არაფერს მეუბნებოდა ეს სახელი.არც ჩემს სანაცნობოში ერქვა ვინმეს.
-არა,ნამდვილად აფრენს!-დავასკვენი და სავარჯიშო დარბაზისკენ დავიძარი.

***
ვაჟა დღითიდღე უარესდებოდა.ვარჯიშზეც უარი განაცხადა. მეც მეჩხუბა,წადი სახლიდან,არ მჭირდება არავის შეცოდება,მომცილდით ყველა-ო. რატომღაც ეგონა,რომ მისი მდგომარეობის გამო ვერ ვტოვებდი. არადა,სიგიჟემდე მიყვარდა,სულ,რომ მოვეკალი მისგან ვერ წავიდოდი.
-ცოტაც მოვითმინოთ, დონორი გამოჩნდება,- ახლოს მივუჯექი და ხელზე ხელი დავადე.
- წადი!- კბილებში გამოსცრა ვაჟამ და ხელი უხეშად ამიქნია.
ვეცადე წყენა არ შეემჩნია, თვალს მოწოლილი ცრემლი სიმწრით გადავყლაპე და წამოვდექი.
-საჭმელს გაგიმზადებ,- ვთქვი და სამზარეულოსკენ წავედი.
- ვერ გაიგე,რა გითხარი?!- ისე დაიღრიალა,შიშისგან ტანში გამცრა.
-ვაჟა?!- გაოცებულმა შევხედე.
- წადი,მომშორდი! არ გესმის?! ვეღარ გიტან აღარ მიყვარხარ,აღარ!- შეშლილივით წამოხტა,ჯერ სკამს დაეჯახა,შემდეგ მაგიდას,არ შეჩერებულა,კარადას ისე მიაწყდა, წამოვიკივლე.
- ვაჟა,გთხოვ!- ვეცადე შევხებოდი.ისე გაავდა,კარადის თაროზე რაც ხელში ხვდებოდა,უმისამართოდ ისროდა.
- მეშინია,რას აკეთებ?!- დავუყვირე სასოწარკვეთილმა.
- რატომ არ მიდიხარ? რატომ?! ვეღარ გიტან,მომშორდი! - ხელით მომძებნა და მთელი ძალით მომიქნია მუშტი. კიდევ კარგი მკლავში მომხვდა,თუმცა ძალიან მეტკინა.
- გაგიჟდი?!-ტირილი ამივარდა.
- აღარ დაგინახო ამ სახლში მოსული! - ისევ დამიღრიალა და გამწარებული ისევ კარადას ეცა.
აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.ასეთ მდგომარეობაში პირველად ვუყურებდი ვაჟას.
-გთხოვ,დაწყნარდი..გთხოვ..- ვეცადე მოვხვეოდი. არ დამანება,ხელი ისე ძლიერად მკრა ,რომ არა კედელი,ალბათ ძირს დავეცემოდი.
- რამ გადაგრია?! ყველაფერს მოვერევით,ნუ მექცევი ასე,- ტირილით ვუთხარი.
- წადი და აღარასდროს მოხვიდე!
მართლაც წავედი,უფრო სწორად გავიქეცი.

ქუჩაში ისეთი არეული ნაბიჯით მივდიოდი,რამოდენიმე გამვლელმა მკითხა კიდეც,ხომ არაფერი მიჭირდა.თავის გაქნევით ვპასუხობდი,თუმცა ცრემლიან თვალებს ვერ ვმალავდი.
- არიადნა! - ნაცნობ ხმაზე ნაბიჯი შევანელე.
- მომეცი ხელი,- გვერდში ამომიდგა და ხელი ჩამკიდა.
- რატომ გადამეკიდე,რა გინდა?- გადაღლილი სახით შევხედე.
- წამომყევი..
- სად?- შემცბარმა გამოვტაცე ჩემი ხელი.
- მენდე,ნუ გეშინია,- თბილად მითხრა და ისევ ჩემს ხელს ჩაებღაუჭა. როგორც თოკებზე გამობმული თოჯინა,ისე დავყევი მის სურვილს. გონება დაბინდული მივყვებოდი ვეფხვისფერთვალებას,ოღონდ სად,არ ვიცოდი.

თეთრი ჭიშკარი რომ გაიღო,ჩემს წინ არნახული სილამაზე გადაიშალა. ხეებით და ყვავილნარით მოფენილი ეზო. უცებ ისეთი სიმშვიდე დამეუფლა, თავადაც გამიკვირდა.
-შემოდი,- გამიღიმა და ეზოს შუაგულში დამაყენა.
-ეს ყველაფერი შენთვის შევქმენი,არიადნა,-მითხრა და ბედნიერი ღიმილი აუთამაშდა პირზე.
- მაშინებ,- უცებ გამოვერკვიე და კარისკენ გავიწიე.
- ჩემი არასდროს შეგეშინდეს, მე შენ გეკუთვნი და შენ მე,- მკლავზე წამავლო ხელი და თავისკენ მიმიზიდა.ისე ახლოს აღმოვჩნდი მასთან და ისე ახლოდან დავინახე მისი უცნაური ფერის თვალები, ადგილზე გავშეშდი.
- ეს თვალები შენია.. ეს თვალები მუდამ თან გამოგყვება,- მითხრა და სახლისკენ წამიყვანა.
უარესად გავოგნდი,როდესაც შიგნით შევედი. საუკუნე ვერ გამოვიცანი, იმდენად უცხო და ანტიკვარული ავეჯი იდგა.
უძველეს პატეფონი მშვიდ ნოტებს ღვრიდა. მოჩუქურთმებულ გრძელ ხის მაგიდაზე შანდლები ეწყო და ზედ სანთლები ციმციმებდნენ. კედლებზე ძველებურ ჩარჩოებში ჩასმული ნახატი პორტრეტები იმზირებოდნენ. თვალი მოვატარე და შევცბი. ერთ-ერთ ნახატში ჩემი თავი ვიცანი,უცნაურ კაბაში შემოსილი,თმაც უცხოდ დახვეული.
- შენ ხარ,- ღიმილით მომიახლოვდა და წელზე ხელი მომხვია.
- შეუძლებელია!- წამოვიძახე და უკან- უკან დავიხიე.
- ეს ჩვენი ალექსანდრეა,- გვერდით ნახატზე პატარა ბიჭუნა იყო,მასაც ვეფხვისფერი თვალები ჰქონდა. გაოგნებული ვუყურებდი და ვგრძნობდი,რომ სადაცაა გავგიჟდებოდი.
-აქ კი ყველა ერთად ვართ,- ოთახის მეორე კედელზე მანიშნა. გაკვირვებისგან პირი დავაღე.
- ეს შეუძლებელია! რისთვის გააკეთე ეს ყველაფერი,რის მიღწევას ცდილობ?! - სიბრაზისგან სახე ამელეწა.
- ჩშშ.. დამშვიდდი,- მითხრა და რაღაც სურნელოვანი სითხე მომაწოდა ბოკალით. თვითონაც ისეთივე ბოკალი მოიმარჯვა და მსუბუქად მომიჭახუნა.
- იცი,არიადნა.. ცოტა დრო გავა და ეს ყველაფერი განმეორდება,რაც იყო უწინ,ამას მიხვდები და შიშის ნაცვლად ბედნიერად იგრძნობ თავს.. შესვი ცოტა, ვარდის ნაყენია,არ გავნებს.
ბოკალს დავაშტერდი,ვერ ვწყვეტდი,დამელია თუ არა.
- მიდი, ეს მაცოცხლებელი სითხეა.

ცოტა მოვსვი,გემო მესიამოვნა და კიდევ დავეწაფე.
ერთი ის მახსოვს ,თუ როგორ დატრიალდნენ კედლები ნახატებიანად და შემდეგ სადღაც ბურანში გადავეშვი.

გონს როცა მოვედი, საწოლზე ვიწექი,სრულიად შიშველი. გვერდით ვეფხვისფერთვალება ხელზე თავდაყრდნობილი მიყურებდა. ისიც შიშველი იყო. შიშმა და სიბრაზემ ერთიანად ამიშალა სხეული.

- რატომ?! - დავუყვირე და მუშტები დავუშინე.
- არიადნა..არიადნა..- ხელები გამიკავა და ზემოდან მომექცა.
- გამიშვი! გამიშვი.. შენ ავად ხარ, შეშლილი ხარ!- მთელი ძალით ვიკლაკნებოდი და ვცდილობდი მისგან თავი დამეხსნა.
- აზრი აღარ აქვს,უკვე მოხდა.. ალექსანდრე დაიბადება.. - მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა.

უკვე სრულიად დარწმუნებული ვიყავი ,რომ შეურაცხადთან მქონდა საქმე. ან,როგორ ვენდე და გამოვყვევი,ჩემს თავზე ვბრაზობდი.თუმცა მის ძლიერ მკლავებში ისე ვყავდი მომწყვდეული,ვერსად გავექეცი. ძალა გამომეცალა იმდენ ჭიდილში და ღონემიხდილი დავნებდი. ისე ფაქიზად მექცეოდა,თითქოს ფაიფურის თოჯინა ვყოფილიყავი და ეშინოდა არ დავეზიანებინე.
- რამდენ ხანს ველოდი ამ დღეს,შენ ხომ არ იცი? - მიჩურჩულა ყურთან და ჩემს სხეულს შეუერთდა.
ჩემდა გასაკვირად,ზიზღიც კი არ გამჩენია. რაღაც მომენტში ნაცნობ სხეულადაც მივიღე და ინსტიქტურად მოვხვიე მკლავები.
- მიცანი..ზუსტად ვიცი,რომ მიცანი და მიგრძენი,- კმაყოფილმა მითხრა და უფრო მონდომებით დამიწყო მოფერება.
აღარ გავძალიანებივარ.
პირიქით,ნებაზე მივუშვი და ნეტარების მორევში გადავეშვი.

***
საღამოს პირზე წამომიყვანა და ზუსტად იქ დამტოვა,საიდანაც წამიყვანა.
-არიადნა, არ მეძებო,მე თვითონ მოვალ,როცა საჭირო იქნება,- მითხრა წასვლისას და შუბლზე მეამბორა.

სახლში ვერ მივიდოდი,მეგონა ვაჟა ყველაფერს მიხვდებოდა.ერთის მხრივ დანაშაულის გრძნობა მჭამდა და მანადგურებდა,მეორეს მხრივ რაღაც ამოუცნობი სიამოვნება მეუფლებოდა.
" მგონი გავგიჟდი" გავიფიქრე და გეზი დედაჩემის სახლისკენ ავიღე.

დედა რაღაც უცნაურად შემეგება. თითქოს შიში ედგა თვალებში. ტუჩებს იკვნეტდა დაძაბული.
- მოხვედი,ირი?- ნაძალადევად გამიღიმა.
- ხომ მშვიდობაა?- გაკვირვებულმა შევხედე.
- მოდი,საქმე მაქვს შენთან,- ღრმად ჩაისუნთქა და მაგიდას მიუჯდა.
- დაჯექი,- მის პირისპირ სკამზე მანიშნა.
- აღარ იტყვი რა მოხდა?- ჩამოვჯექი აფორიაქებული.
- მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, დღე და ღამე კოშმარები მაწუხებს და თავს არ მანებებს, მიჭირს,მაგრამ სიმართლე როდესღაც უნდა გაიგო,- თქვა დაზაფრული ხმით და ჩემსკენ გაყვითლებული ფურცელი გამოაჩოჩა.
- ეს რა არის? რა უცნაურად საუბრობ,დედა? რა სიმართლე?
- წაიკითხე..- მითხრა და თავი ჩაქინდრა.
" არიადნა დიმიტრიადი..
დაბადების წელი &&&
მამა - სტავროს დიმიტრიადის.
დედა- ათინა რიგა.."

თვალთ დამიბნელდა და სუნთქვა გამიხშირდა.
- დედა,ეს რა არის?- ვკითხე ხმისკანკალით,თუნცა მთელი სხეულით ვძაგძაგებდი.

- შენი დაბადების მოწმობა,- თქვა და ატირდა.
- რას მეუბნები?!- გაოგნებულმა შევხედე.
დაჯერება გამიჭირდა.
- მაპატიე,ირი..
- მე ნაშვილები ვარ?- ფეხზე წამოვდექი და დედასთან მივედი.
- მაპატიე,რომ აქამდე არ გითხარი,- განაგდურებული ხმა ჰქონდა.
შემეცოდა.
ძალა მოვიკრიბე,რომ რაც შეიძლება მშვიდად მეკითხა.
- და ახლა რატომ გადაწყვიტე თქმა?
- არ მომასვენა..ძილში,თუ ცხადში მაძალებდა რომ მეთქვა შენთვის.
- ვინ არ მოგასვენა?
-არ ვიცი ვინ არის.. უცნაური ფერის თვალები აქვს, თითქმის ყოველდღე მოდის და დაჟინებით მთხოვს,რომ გითხრა სიმართლე..რომ არიადნა გქვია.
- ვეფხვისფერთვალება?- გაოგნებულმა ჩავილაპარაკე.
- ჰო,რა ზუსტად თქვი,ირი.. მასეთი თვალები აქვს,მასეთი..- შეშინებული წამოდგა დედა.
- და მან საიდან იცოდა? ვინაა?- ლამის ჭკუიდან გადავედი.
- არ ვიცი.. ერთი რაც მითხრა,ის არის,რომ მე წინა ცხოვრებიდან ვარო.. მგონი ვერაა კარგად.. მეშინია,აღარ შემიძლია!- დედა ჩამეხუტა და აქვითინდა.
მთელი ძალით ვიკრავდი გულზე და თავზე ვკოცნიდი. ვერაფრით ვიჯერებდი,რომ ჩემი ბიოლოგიური დედა არ იყო. არასდროს მიგრძვნია მსგავსი.
ბევრი კითხვები დამიგროვდა და ტალღასავით მომაწყდა. დედა იმდენად შეშინებული იყო, გადავწყვიტე იმ დღეს თავი შემეკავებინა.
ერთი დღისთვის ნამეტანი იყო ამდენი ემოცია.ჯერ ვაჟა,მერე ის წინა ცხოვრებიდან და ახლა დედა.. განცალკევება ვამჯობინე ,რომ ყველაფერი გადამეხარშა გონებაში.. ის იყო ლოგინზე წამოვწექი,რომ დედა აფორიაქებული შემოვარდა.
- ვაჟა წაქცეულა, მთვრალია, ფეხზე ვერ აყენებენ, გულომ დარეკა.
- ღმერთო!- დავიძახე და ფეთიანივით წამოვხტი.
გზა არ მახსოვს,როგორ გავლიე. გიჟივით გავრბოდი. გული ყელში მქონდა ამოსული,ფეხებშიც ძალა მეცლებოდა. ნერვულმა ფონმა თავისი ქნა.ზედ სახლის კართან ჩავიკეცე.
მეზობლებმა მომასულიერეს,ვინღას ახსოვდა ვაჟა,რომელიც დაჭრილი ხარივით ღმუოდა იატაკზე და დრო და დრო ჩემს სახელს ყვიროდა.
ცივმა წყალმა,რომელიც გამეტებით მასხეს სახეზე, ცოტა მომაცოცხლა. მეზობლებს ვთხოვე,მარტო დავეტოვებინეთ.

ვაჟას გვერდით დავწექი იატაკზე და მთელი ძალით ჩავეხუტე.
- მოხვედი? მოხვედი,ხომ? - ლუღლუღებდა და მთელ სხეულს ხელით მისინჯავდა.
- მოვედი..შენთან ვარ.. არასდროს მიგატოვებ..- ავტირდი და სახე დავუკოცნე.
- მაპატიე,ირი..მაპატიე..- პატარა ბავშვივით აზლუქუნდა.
- გაჩუმდი..დამშვიდდი..- წამოვდექი და ვაჟაც რის ვაი- ვაგლახით წამოვაყენე ფეხზე. საწოლამდე მივიყვანე და მასთან ერთად დავწექი.
- ჩემთან იყავი,არ დამტოვო,- მკლავი მომხვია.
-არასდროს,- ვუთხარი და მის მკერდზე გავინაბე.

***
დილით ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. კლინიკიდან ვაჟას ექიმი რეკავდა, გახარებული ხმით.
- დონორი გამოჩნდა,სასწრაფოდ მოდით კლინიკაში!
ყურმილი ხელში გამიშეშდა, იმდენად მოულოდნელი იყო.
-დონორი?- ძლივს ამოვთქვი.
- დიახ..დიახ.. მოსალოცი ამბავია, გელოდებით!
- ვაჟა! ვაჟააა!- მეგონა ფრთები გამომესხა,ისე შევფრინდი ოთახში.
- ვაჟა,დონორი გამოჩნდა! ღმერთო,არ მჯერა..ვაჟა?!
- რას ამბობ,ირი? - ხელის ცეცებით დამიწყო ძებნა.
-კლინიკიდან დარეკეს, ჩქარა,ადექი!- სიხარულისგან აღარ ვიცოდი,რა გამეკეთებინა.ხან ვტიროდი,ხან ვიცინოდი და ვხტუნაობდი.
- მადლობა,უფალო!- ვაჟამ აკანკალებული ხელით გადაიწერა პირჯვარი და ცრემლები წასკდა.

***
- ორივე თვალი?- ერთდროულად დავაღეთ პირი მე და ვაჟამ.
- დიახ,ორივე.. ეს არ ვიცი,რა არის,მგონი ღმერთის სასწაულია..გაგიმართლათ,- ექიმიც არანაკლებ გაკვირვებული ჩანდა.
- კი მაგრამ,ვინაა დონორი,რა დაემართა?- ინტერესით მივაჩერდი.
- ინკოგნიტოდ სურს დარჩენა და მის ნებას პატივი უნდა ვცეთ.თუმცა, მძიმე დაავადება აქვს, დიდხანს ვერ გასტანს და უნდა,რომ სიცოცხლე კეთილი საქმით დააბოლოვოს. ისე,არ ვიცი,საიდან იცოდა ვაჟას მდგომარეობა, მხოლოდ მისთვის აპირებს მხედველობის გადაცემას,უცნაური კი ჩანს,- ჩაფიქრებულმა თქვა.
- მარტო ჩემთვის?- ვაჟას ხმა აუთრთოლდა.
-კი,ასე წერია მის თხოვნაში.
გაოგნებულები კარგა ხანს ვერ ვიღებდით ხმას. ჩემი ფიქრები ლამის მთელ დედამიწას გადასწვდა,ვინ უნდა ყოფილიყო ასეთი კეთილმოსურნე,რომ ვაჟასთვის თავისი ორივე თვალი დაეთმო,ვერაფრით ვხსნიდი.

***
ოპერაციის დღე ორ კვირაში ჩაინიშნა. ძალიან განვიცდიდი,როგორ ჩაივლიდა ყველაფერი.ვაჟა ჩემზე უარესად იყო..
დედაჩემი ოპერაციის დღეს მოვიდა კლინიკაში,თანაგრძნობით მომიჭირა ხელი და გამამხნევა.
- ირი, ღმერთს მიენდე..არ ინერვიულო,- მითხრა და აცრემლებული თვალები დამიკოცნა. გული უარესად ამომიჯდა.
- მადლობა,დე,- ვუთხარი სლუკუნით და მოვეხვიე.

ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა. მოთმინების ძაფი მიწყდებოდა. ნერვიულობისაგან ხან ტუჩები დავიკვნიტე,ხან თითები.

ექიმის გამოჩენამ გული ამიჩქარა. სწრაფად წავედი მისკენ და სანამ რამეს ვეტყოდი,დამასწრო.
- გილოცავთ! ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა,პაციენტს ჯერ სძინავს..რეანიმაციაში გადავიყვანთ. სანერვიულო არაფერია.
სიხარულისგან სიტყვაც ვერ დავძარი, სულელივით ვიღიმოდი.
- ხვალ მობრძანდით,დღეს მაინც ვერ შეგიშვებთ.
ერთი რაც მოვიმოქმედე,ექიმის ხელს ხელი ვტაცე და ვაკოცე.
- არა..არა..- იუხერხულა და ხელი უკან გასწია.
- მადლობა,- ვუთხარი და დედასკენ წავედი.

მეორე დღეს დილიდანვე გავეშურე კლინიკაში. შენობას რომ მივუახლოვდი, მარჯვენა მხარეს, კუთხეში რკინის კარი გაიღო და საკაცეზე,თეთრ ზეწარში გადახვეული ადამიანი გამოასვენეს და იქვე დამკრძალავი ბიუროს ფურგონში მიუჩინეს ადგილი.
სახე შემეცვალა." რაღა ახლა შევესწარი"გავიფიქრე და სწრაფი ნაბიჯით წავედი მთვარ შესასვლელისკენ.
- დღეს პალატაში გადავიყვანთ და შეძლებთ მეუღლის ნახვას,- ღიმილით მითხრა ექიმმა.
- გუშინ იმდენად დაბნეული ვიყავი,წესიერად მადლობაც ვერ გადაგიხადეთ,- მოვუბოდიშე.
- ეგ არაფერია,მესმის თქვენი.
- იცით,ექიმო.. სულ იმ ადამიანზე ვფიქრობ,ვინც ამხელა სიხარული მოგვანიჭა..ფაქტობრივად ახლიდან დაიბადა ვაჟა.. ძალიან მინდა მისი ნახვა,გთხოვთ..- მუდარით შევხედე.
თავი დანანებით გაიქნია ექიმმა და ჩემსკენ გადმოიწია.
- სამწუხაროდ.. სამწუხაროდ ის ადამიანი წუხელ გარდაიცვალა..
- ვაიმე..- პირზე ავიფარე ხელი.
- ასეა..სამწუხაროდ ასეა..დათვლილი იყო მისი დღეები..
- წეღან.. იქ,გარეთ.. მანქანაში შეასვენეს ვიღაც..- ხმა ამიკანკალდა.
- კი,ეგ იყო.
- ღმერთო.. უნდა ვიცოდე ვინ იყო,დაკრძალვაზე უნდა მივიდე,აუცილებლად..
- მას საზღვარგარეთ დაკრძალავენ,ასეთია მისი ანდერძი..მეტს ვერაფერს გეტყვით.
- სახელი მაინც მითხარით,ექიმო..გთხოვთ..ლოცვებში მოვიხსენიებ.
- იოანე.

მოსაცდელში ვიჯექი და ველოდი როდის გადაყვანდნენ პალატაში ვაჟას,თან იოანეზე ვფიქრობდი,თვალწინ მედგა მისი უსიცოცხლო, საკაცეზე დასვენებული სხეული.
" ნეტავ,ვინ იყო ის ღვთისნიერი ადამიანი? რატომ მაინც და მაინც ვაჟა და არა სხვა? საიდან იცნობდა? რატომ დაიჩქარა სიკვდილი?რატომ არ მოისურვა გამოჩენა? " - ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა.
კიდევ კარგი შემატყობინეს,ვაჟა უკვე პალატაშია და შეგიძლიათ ნახოთო. უცებ გადამავიწყდა ყველა ფიქრი და სიხარულით გავიქეცი კიბისკენ.

თვალებახვეული იწვა. სახეზე სიყვითლე დაჰკრავდა.
- ირი?- ჩემი შესვლა იგრძნო და ხელები გაშალა.
- ვაჟა..მეტირება..- ვუთხარი ტირილნარევი სიცილით და ფრთხილად ჩამოვუჯექი საწოლზე.
- რა გატირებს,სულელო?- გაეღიმა და ჩემი სახე მოძებნა.
- როგორ დაგტანჯე..- ამოიოხრა.
- არა..არა.. ეგ მეორედ არ მითხრა..მიყვარხარ.
- უშენოდ არ ვიცი,როგორ ვიცოცხლებდი..მადლობა,რომ ხარ..მადლობა,რომ მიძლებ.

***
რვა დღეში თვალებზე სახვევები უნდა მოეხსნათ ვაჟასთვის. ისე განვიცდიდი და ველოდი,რომ ჩემს გაურკვეველ წარმოშობაზე და ბიოლოგიურ მშობლებზე დედასთან არ მისაუბრია. მომავლისთვის გადავდე ეს საკითხი.მთავარი ჯერ ვაჟას ჯანმრთელობა იყო. ჩემდა გასაკვირად არც ვეფხვისფერთვალება გამოჩენილა. მისი ასე გაუჩინარება უცნაურად მეჩვენებოდა,თუმცა მიხაროდა კიდეც,რომ რაც მალე დავივიწყებდი იმ დღეს, უკეთესი იქნებოდა ჩემთვის. დრო და დრო მაინც მახსენდებოდა მისი მოფერება,მოწყურებულივით რომ დამეუფლა და მეც ყველაფრის ნება რომ მივეცი..დღემდე არ ვიცი,რატომ მოვიქეცი ასე?!

***
პალატაში მე,დედაჩემი, ორი ექიმი და ერთი ექთანი მოუთმენლად ველოდით როდის გაახელდა ვაჟა თვალებს.
- ნუ იძაბები,მშვიდად.. ნელნელა გახსენი ქუთუთოები,არ იჩქარო,- უკარნახა ექიმმა. გული ამიჩქარდა.
ვაჟამ ფრთხილად შეარხია წამწამები და ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა. ვიწრო ჭრილიდან ნაცნობმა თვალის ფერმა გაიელვა და შევცბი.
" მეჩვენება" გავიფიქრე და საწოლის თავს მოვუჭირე თითები.
- მშვენიერია..მშვენიერია.. აბა,უკეთესად გაახილე თვალები?! - ორივე ექიმი კმაყოფილებისგან იღიმოდნენ.
ვაჟამ თვალები თუ არა, პირზე ძლიერად მივიჭირე ხელი,რომ ჩემი გაოგნებისგან გამოწვეული ხმა დამეხშო.
დედაჩემს გავხედე,ფერდაკარგული იდგა.
ვაჟას თვალები ვეფხვისფრად ელავდნენ.
- ვერაფერს ვხედავ!- შიშით წამოიძახა ვაჟამ.
- დამშვიდდი..- ექიმმა პატარა ფანარი აანთო და თვალწინ გაუტარა.- რას ხედავ?
- ოდნავ,რაღაც სინათლეს,- ვაჟა მოუსვენრობამ შეიპყრო. თვალებს უაზროდ ატრიალებდა,ისევ სინათლეს ეძებდა.
- გილოცავთ! - ერთხმად უთხრეს ექიმებმა.
-ეს დასაწყისია, რამოდენიმე დღეში აღდგება მხედველობა,მოთმინება გვმართებს.

მე გაქვავებული ვიდექი და ვაჟას თვალებს თავზარდაცემული ვუყურებდი.
" წარმოუდგენელია! არ არსებობს! ნუთუ ის არის?! ღმერთო?!" - ყელში სპაზმი მომაწვა და ისეთი ხველა ამიტყდა,ოთახიდან გავვარდი.უკან მომყვა დედაჩემიც.
-ირი..ირი?! ის თვალებია,რომ გითხარი.. ამ თვალებს მილიონში გამოვარჩევ,ნამდვილად ისაა..- ჩემზე არანაკლებ დაბნეული იყო დედაც.
- არ ვიცი..მგონია,რომ ჭკუიდან ვიშლები!- თავზე წავივლე ხელები.
- ვინ არის,იცნობ? - დედამ შემაჯანჯღარა.
- უნდა გამომყვე,ახლავე!- მხრებში ვეცი დედაჩემს.
- სად,ირი? რა ხდება,გამაგებინებ?
- გეტყვი ყველაფერს, მადროვე,- ვუთხარი და ისევ პალატაში შევედი.
ვაჟასთან სიმშვიდის თამაშმა მომიწია.
ექიმმა აგვიხსმა,რომ ასე უცებ არ ხდება მხედველობის დაბრუნება,დრო არის საჭირო და ყველაფერი რიგზე იქნებაო.
ცოტა ხანს დავყავი ვაჟასთან. მერე მოვიმიზეზე დედას ერთ ადგილას უნდა გავყვე და ისევ მოვბრნდები- მეთქი.
დედას ჩავავლე ხელი და ლამის სირბილით წავიყვანე.
- ირი,სად მიგყავარ,ამიხსენი,გამისკდა გული!
- უნდა დავრწმუნდე..უნდა დავრწმუნდე!- გიჟივით ვიმეორებდი.
ტაქსის თეთრ ჭიშკართან გავაჩერებინე.
-აქ რა გვინდა,ირი?- დედამ ირგვლივ მიმოიხედა. მე პირდაპირ ჭიშკარს დავეჯაჯგურე,თუმცა დაკეტილი იყო.
- იოანე! - დავიძახე ხმამაღლა.
გზის მოპირდაპირე ეზოდან ხანშიშესული ქალი გამოვიდა და ინტერესით შეგვათვალიერა.
- იოანე გარდაიცვალა,ცხრა დღის წინ.. თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე?- ენა დამება.- მე არიადნა ვარ,- რატომ წამოვროშე ეს სახელი,არ ვიცი.
-არიადნა? ახლა გიცანით,- სახე გაებადრა ქალს.
- საიდან მიცანით?- თვალები ვჭყიტე.
- იოანემ მაჩვენა თქვენი სურათები,თუმცა იმ ნახატზე უკეთესად ხართ..მოითმინეთ,ერთი წუთით,- თქვა და სახლში შებრუნდა.
მე სახტად დარჩენილს და ენა გადაყლაპულს განძრევა გამიჭირდა.
- ნუ გადამრიე,ირი? ვინაა იოანე,საიდან იცნობდი?- დედამ ისევ შემაჯანჯღარა.
- ვეფხვისფერთვალება,დედა.. ვაჟას აჩუქა თავისი მზეები..მე ვუყვარდი და იმიტომ,- ნიკაპი ამიკანკალდა.
- სად გაიცანი,ირი?!
- წინა ცხოვრებაში გამიცნო,დედა.
- გაგიჟდი,შვილო?!- დედამ უკან გადადგა ნაბიჯი.
- მგონი..მეც არ ვიცი,რა ხდება ჩემს თავს,- საწყლად შევხედე.

ხანშიშესული ქალი გამოვიდა და პატარა თეთრი კონვერტი გადმომცა.
- ეს იოანემ დაგიტოვათ,- თქვა და კარი მოგვიხურა.
კონვერტს დავაშტერდი.გახსნას ვერ ვბედავდი.
- წაიკითხე,იქნებ რა წერია?- დედას ცნობისმოყვარეობამ სძლია.
გავხსენი.
" არიადნა, თუ ამ წერილს კითხულობ,ესე იგი ყველაფერს მიხვდი.ან კი როგორ ვერ მიხვდებოდი,როდესაც ჩემს თვალებს დაინახავდი .
ჰო,ძვირფასო.. მე ვერ დავუშვებდი,რომ შენთვის არ მეყურებინა მთელი ცხოვრება. ჩემი თვალები გაგიღიმებენ ყოველ დღე და კოცნისას ჩემი თვალები ნეტარებით შემოგხედავენ. გითხარი,შენ ჩემი ხარ და მე შენი.
ყოველთვის მიყვარდი სიგიჟემდე და შენც ასევე გიყვარდი.გული მწყდება,რომ ვერ მიცანი.თუმცა,იმ დღეს შენს სხეულს რომ ვეკვროდი,ვიგრძენი რომ შენში წამიერად გაცოცხლდა იმ ცხოვრებაში განცდილი სიამოვნება.ამიტომ მიმიშვი და ჩემად იქეცი ბოლომდე.
მადლობა,რომ სიკვდილის წინ ისე არ გამიშვი,რომ არ შემეგრძნო შენი სურნელი,რომელიც დამიჯერე თან წავიყოლე. ვიცი, ისევ შევხვდებით ერთმანეთს,რომელიღაც დროში და იმედია,მაშინ მიცნობ.თუმცა,რომც ვერ მიცნო,ისევ ჩემი სხეულით გაგიღვიძებ წარსულს და ისევ ჩვენი სიყვარულის ნაყოფით ვიბედნიერებთ.
ჰო,ნუ გიკვირს..
გითხარი, ალექსანდრე ისევ დაიბადება- 15 მაისს.დაიმახსოვრე. ეს ასე იქნება.ამას მალე გაიგებ.
შენ იქნები პატარა ვეფხვისფერთვალებას დედა.
გაუფრთხილდი მას.
ეს სახლი,რომლის ჭიშკართანაც დგახარ,ალექსანდრესია.
საბუთებს და გასაღებს მოგაწვდიან,როდესაც ჩვენი ბიჭი დაიბადება.

გკოცნით ორივეს.
მიყვარხართ.

/იოანე/ "

წერილი ხელიდან გამივარდა და იქვე,მიწაზე ჩავჯექი.
- ირი,ვინ იყო ეგ კაცი? ვინ ალექსანდრე,ორსულად ხარ?- დედა დაბნეული უყურებდა წერილს. დამალვას აზრი არ ჰქონდა. ყველაფერი მოვუყევი.
- ღმერთო,ჩემო ,- დედას ცოტა დააკლდა რომ არ წაქცეულიყო. თეთრ ჭიშკარს შუბლით მიეყრდნო და ატირდა.
- შენ ნუღარ მიმატებ,გთხოვ!- წამოვდექი და მასთან მივედი.
- ვაჟას რას ეტყვი,მართლა ორსულად რომ იყო? ან ეს ყველაფერი როგორ უნდა ატარო,ეს ტვირთია,მძიმე ტვირთი!
- არ მიღალატია,დედა!
- ირი,აზროვნებ? ხვდები რას მეუბნები?
- არ ვიცი..ვერ ვიგებ.. იმას კი ვგრძნობ,რომ ეს ღალატი არ იყო..ეს უნდა მომხდარიყო დედა!
- წამოდი სახლში!- ხელი ბრაზიანად ჩამავლო.
- ვაჟასთან უნდა მივიდე.
- მოგვიანებით მიხვალ! წამოდი, ცოტა უნდა დაისვენო,შეშლილის სახე გაქვს!

***
ბინდდებოდა,ვაჟასთან რომ მივედი. თვალდახუჭული იწვა.მეგონა,რომ ეძინა.ფეხაკრეფით შევედი.
- ირი?!- თვალები გაახილა და გაიღიმა.
გულში ჩხვლეტა ვიგრძენი. ვეფხვები უაზროდ იმზირებოდნენ.
- ჰო,მოვედი,- ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
- მეგონა აღარ მოხვიდოდი,- ცოტა წყენა გაურია ხმაში.
- მეგი იყო ცუდად,- დედას დავაბრალე.
- რა სჭირს?
- ხომ იცი,მაგის ამბავი..განიცადა შენზე და წნევამ აუწია.
- რამოდენიმე დღეში დაგინახავ, ერთი სული მაქვს, უწინდებურად ჩაგხედო თვალებში,- მითხრა და თავისკენ მიმიზიდა.
- ლამაზი ფერია? - მკითხა და ქუთუთოები დაქაჩა.
ლამის სუნთქვა გამიჩერდა.ისე ახლოს ვუყურებდი ნაცნობ თვალებს.
- რატომ გაჩუმდი?
- ძალიან ლამაზი ფერია,- ძლივს ამოვღერღე.
- რა ფერია?
- ვეფხვისფერი.
-ოჰო.. ეგ რანაირია?- გაეცინა ვაჟას.
- ზუსტად,როგორიც ვეფხვია..ღია თაფლისფერს მუქი ზოლები დასდევს.
-რა უცნაურია.. პირველად მესმის ასეთი ფერის თვალი.
- განსხვავებული იქნები ყველასგან,- ჩავეხუტე და მის კისერში ჩავრგე ცხვირი.

***
რამოდენიმე დღეში მხედველობა მოემატა ვაჟას. ბუნდოვნად,მაგრამ მაინც ხედავდა და დამოუკიდებლადაც გადაადგილდებოდა. მეც მივეჩვიე მის თვალებს და ცოტა ხალისი დამიბრუნდა. უფრო სწორად "მისი" თვალები შემიყვარდა. ვბედავდი და ვკოცნიდი კიდეც,რაზეც ვაჟას ეცინებოდა.ჩემზე მეტად შენ გიხარიაო.
სახლში გამოწერეს და ოჯახურ გარემოში გადავერთეთ.მისთვის დაძაბვა არ შეიძლებოდა,შეძლებისდაგვარად ვუფრთხილდებოდი და ვცდილობდი ბოლომდე გამოჯანმრთელებულიყო.

ერთ საღამოს დედაჩემი გამოვიდა ჩვენთან.ცოტა საქმეში წაგეხმარებიო. დრო იყო,ვაჟასაც გაეგო ჩემი შვილობის ამბავი და მეც გამეგო ვინ იყვნენ ჩემი ბიოლოგიური მშობლები.
საუბარი მძიმე გამოვიდა. როგორც აღმოჩნდა ჩემი მშობლები საქართველოში მაცხოვრებელი ბერძნები იყვნენ. მე როცა დავიბადე,დედას მოატყუეს,რომ გარდავიცვალე და სარფიანადაც გამყიდეს. ამის შემდეგ, საბერძნეთში წასულან საცხოვრებლად დედა და მამა. მეგიმ მითხრა, სულ ვეძებდი იმ ქალს, რომ მეთქვა შენი შვილი ცოცხალია და მე ვზრდიო. ვერსად მივაკვლიე და დავანებე თავიო. დღემდე გულში ხინჯად მაქვს და გამუდმებით განვიცდიო.

-არიადნა? - ვაჟამ გაოცებულმა შემომხედა. უცებ ,მეგონა იოანემ დამიძახა,ისე შევკრთი.
- ჰო,მისი დაბადების სახელი არიადნაა,- დანანებით ჩაილაპარაკა დედამ.
-ლამაზი სახელია,-გამიღიმა ვაჟამ.-არიადნას დაგიძახებ,მოგწონს?

-მომწონს,- ვთქვი და სახეზე ალმური მომედო. ვაჟას გამოხედვაში იოანეს ვუყურებდი.

- დედა,ხომ არ გეწყინება,რომ მოვძებნო ისინი?- ვერ ვთქვი მშობლები- მეთქი.
- პირიქით,გამიხარდება კიდეც..იქნებ და გყავს,ან ძმა,ხომ უნდა იცოდე?!
გამიხარდა.
ვაჟა შემპირდა ,როცა ბოლომდე გამოვკეთდები, ყველანაირად ვეცდები დაგეხმარო და მათი ასავალ-დასავალი გავიგოთო.

დაძაბული საღამო მხიარულებაში და მომავლის იმედში გადავიტანეთ.

***
ზუსტად ერთ კვირაში საშინელი გულისრევები დამეწყო. მაშინვე მივხვდი.თუმცა სანამ ვაჟას ვეტყოდი, გადამოწმება გადავწყვიტე. მეგის ჩავავლე ხელი და ექიმთან წავედი.
ჩემი ეჭვები გამართლდა, ექვსი კვირის ორსული ვიყავი. როგორც გადავითვალე მშობიარობა მაისში მიწევდა. დარწმუნებული ვიყავი,რომ იოანეს შვილი მყავდა მუცლად.
- ვაჟას რას ეტყვი? - დედას სიხარულის ნაცვლად შიში გაუკრთა.
- სიმართლეს!
- ირი?!
- ჰო,დედა.. სჯობია სიმართლე იცოდეს,ვიდრე მთელი ცხოვრება სინდისმა შემჭამოს!
- არ გაპატიებს.
- ავუხსნი..ვიცი,მაპატიებს..მას იოანეს თვალები აქვს და იმ თვალებს ძალიან ვუყვარვარ!-ვთქვი გადაწყვეტილად და სახლისკენ გავეშურე.

***

თბილისი-ათენის თვითმფრინავი ღრუბლებს ზემოდან მოექცა და ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ.
- დედა..დედა.. ნახე მამა პირს რომ იპარსავს,იმ ქაფს არ ჰგავს?- ალექსანდრემ აღტაცებით წამოიძახა.
- ჰო,დედი,ჰგავს,- გამეცინა.
ვაჟას თვალები დაეხუჭა. მაინც და მაინც ვერ წყალობდა თვითმფრინავს. მეგი ჩვენს უკან იჯდა,სახეზე აწითლებულიყო.აშკარად წნევა ჰქონდა.
- მა..მა..ნახე,შენი საპარსი ქაფივითაა,- ვერ ისვენებდა ალექსანდრე.
-არიადნა,უთხარი ბავშვს,ნუ მანჯღრევს.
ვაჟას ტრაგიკულ გამოხედვაზე სიცილი ამიტყდა.
- ასე ძალიან გეშინია?
- ჰაერში ვართ,გოგო! - თვალები დამიბრიალა.
- რა სასაცილო ხარ,ვაჟა..ალექსანდრემ როგორ უნდა გაჯობოს?- ავკისკისდი.
- მშვიდობით ჩავფრინდეთ და შენ გაჩვენებ დაცინვას,- ვაჟასაც გაეცინა.

მშვიდობით ჩავფრინდით. მიუხედავად იმისა,რომ პირველად ვიყავი ჩემი ფესვების სამშობლოში, თავი უცხოდ არ მიგრძვნია.
აეროპორტში ჩემი და-ძმა დაგვხვდნენ.სამწუხაროდ ჩემი ბიოლოგიური მშობლები ცოცხლები აღარ იყვნენ.
ენით აღუწერელი იყო ის გრძნობა,როდესაც გულში ჩამიხუტეს. ვტიროდით ყველა და ერთმანეთს ვეფერებოდით. ენის ბარიერი ინგლისური ენით გადავლახეთ.
ალექსანდრემ ჩემი სასიხარულო დღე არ გამორჩეთო, ამაყად დასჭექა.
- ხვალ თხუთმეტი მაისია,ჩემი დაბადების დღეა და დიდი ტორტი მინდა!
- ტორტიც იქნება და საჩუქრებიც!- ჩემმა ძმამ ხელში აიტაცა და ვეფხვისფერთვალებიანი სახე დაუკოცნა.
-კოპიო მამამისია,- ჩემს დას გაეცინა.
- კი,ძალიან მგავს,- ვაჟამ სიყვარულით გახედა შვილს.

***
საფლავთან ვიდექი და ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა. თურმე როგორ ვგავდი მამას. ჩემსავით შავი თვალ-წარბი ჰქონდა და ის ოდნავი ღიმილიც. გული მომეწურა. ბევრი ვეფერე და ვესაუბრე. მეგი ბოდიშებს უხდიდა დედაჩემს,რომ ცოცხალს ვერ გააგებინა მისი შვილის ამბავი. ალექსანდრეს ვერაფრით გაეგო,როგორ მყავდა ორი დედა და ორი მამა.
- ჯერ პატარა ხარ, გაიზრდები და მიხვდები,- თავზე გადავუსვი ხელი.
- მეც მინდა ორი მამა! - აბუზღუნდა.
ვაჟას შევხედე,თვალები აწყლიანებოდა.

-კიდევ კარგი ალექსანდრე მყავს,- ჩუმად მითხრა.
-მადლობა,ღმერთს,- ვთქვი და წამიერმა ფიქრებმა ახლო წარსულში გადამისროლეს. ალექსანდრეს შემდეგ,კიდევ გვინდოდა შვილი,თუმცა როგორც აღმოჩნდა,ვაჟას არ შეეძლო ჰყოლოდა. თუკი სადმე კლინიკა არსებობდა,ყველა შემოვიარეთ,პასუხი ერთი და იგივე იყო. ვაჟამ ძალიან განიცადა,თუმცა ღმერთს მადლობას წირავდა,რომ იმ არსაიდან მოსულმა ადამიანმა ორი სიცოცხლე აჩუქა. მიუხედავად ასე მომხდარი ამბისა, ჩემთვის ერთი საყვედურიც არ უთქვამს.
მხოლოდ ერთი თვით გაუჩინარდა. მაშინ ვიფიქრე,რომ მიმატოვა. მისი მესმოდა,რთული იყო ამ ყველაფრის გაგება.თუმცა დაბრუნდა და აქეთ ბოდიში მომიხადა,მაპატიე,რომ განერვიულეო.

- წავიდეთ, ხვალ დიდი დღეა,ალექსანდრეს დღეობისთვის მოვემზადოთ,- ჩემმა დამ მკლავი გამომდო.
ალექსანდრე წინ გაიქცა და ერთ-ერთი საფლავის უკან დაგვემალა.კიდევ კარგი ვაჟამ დაინახა,თორემ გული გამისკდებოდა. ასე იცოდა დამალვა. ერთხელ მთელი დღე გვაძებნინა თავი,პოლიციაც კი გამოვიძახეთ. ბოლოს გამოძვრა სამალავიდან ხითხითით.

-ალექსანდრე! ხომ გაგაფრთხილე?!-მეც მის მიმართულებით წავედი და უცებ ადგილზე შევდექი. საფლავის ქვიდან ვეფხვისფერი თვალები მიმზერდნენ.

- რა წერია,აქ?- დავუყვირე ჩემს დას.
- " იოანის სოლომოს" რა ხდება?- გაკვირვებულმა მკითხა.
ვაჟასკენ გავაპარე მზერა. გაქვავებული იდგა და მის თვალებს უყურებდა.
- დე,ვინ არის ეს კაცი,ჩემი და მამასნაირი თვალები რომ აქვს?- ალექსანდრე ქვასთან ახლოს მივიდა და სურათს ხელით შეეხო.
-ღმერთო! -მხოლოდ ეს აღმომხდა და მუხლებზე დავეცი.

სამი წყვილი ვეფხვისფერი თვალი ჩემსკენ იმზირებოდნენ.

დასასრული



№1  offline წევრი ლილა ნესი

ნამდვილი საოცრება იყო, პირდაღებული და თვალცრემლიანი ვზივარ არ ვაზვიადებ

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ტერიკო წარმატებები შენ ზებუნებრივი ნიჭის ადამიანო.უძლიერესი მწერალი ხარ.სიტყვა,წინადადება ,შინაარსობრივადადაც და ლექსიკური მარაგით მდიდარია.საოცარი შინაარსი მოიტანე ჩემამდე,მკსტიკა თუ სინამდვილე.უძლიერესია,სულის ამათრთორებელი.თან რომ გჯერევს და თან რომ არა.რა ნიჭი გაქვს ასეთი❓.როგორი მდიდარი და როგორი დიდი ხარ.ვკითხულობ და ემოციას ვერ ვმალავ,.წაარმატებები‼

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ლილა ნესი
ნამდვილი საოცრება იყო, პირდაღებული და თვალცრემლიანი ვზივარ არ ვაზვიადებ

ლილა,დიდი მადლობა ♡♡♡

სტუმარი nancho
ტერიკო წარმატებები შენ ზებუნებრივი ნიჭის ადამიანო.უძლიერესი მწერალი ხარ.სიტყვა,წინადადება ,შინაარსობრივადადაც და ლექსიკური მარაგით მდიდარია.საოცარი შინაარსი მოიტანე ჩემამდე,მკსტიკა თუ სინამდვილე.უძლიერესია,სულის ამათრთორებელი.თან რომ გჯერევს და თან რომ არა.რა ნიჭი გაქვს ასეთი❓.როგორი მდიდარი და როგორი დიდი ხარ.ვკითხულობ და ემოციას ვერ ვმალავ,.წაარმატებები‼

ნანჩო,ჩემო საყვარელო ,უღრმესი მადლობა ♡♡♡
ასევე მადლობა ყველა მკითხველს ♡♡♡

 


№4 სტუმარი სტუმარი Elizabeth

ყველაზე საოცარი, ყველაზე უცხო და ყველაზე, ყველაზე... არც კი ვიცი როგორ ავღწერო, ზღვა ემოციები და შესანიშნავი სიუჟეტი. მადლობა, რომ ასეთი კარგი მოთხრობა გაგვიზიარე მკითხველებს heart_eyes

 


№5 სტუმარი kati

უკვე მერამდენედ დამამუნჯეთ და გამაოგნეთ.საოცარი იყო!!!

 


№6 სტუმარი Keira.კირა

გაღმერთებ!❤️

 


№7 სტუმარი Daldinidaldoni

ყოველ ჯერზე შეგიძლია მკითხველის გაოცება.. ძალიან კარგი იყო ძალიან..

 


№8  offline წევრი teko❤️❤️❤️

Enit augwereli siamovnebaa tqveni istoriebis kitxva erti maqvs xolme bolomde rodis wavikitxav tan ar minda rom damtavrdes male ???? umagresi mwerali xar madloba tqven rom gvaxarebt yovel jerze❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი კრავაი

ვინ ხართ ასეთი სევდანარევი სიყვარულის ისტორიების მთხზველი და ჩვენამდე მომტანი?! მიყვარს თქვენი შემოქმედება❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი თეა

არაჩვეულებრივია❤❤❤

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი Elizabeth
ყველაზე საოცარი, ყველაზე უცხო და ყველაზე, ყველაზე... არც კი ვიცი როგორ ავღწერო, ზღვა ემოციები და შესანიშნავი სიუჟეტი. მადლობა, რომ ასეთი კარგი მოთხრობა გაგვიზიარე მკითხველებს heart_eyes

kati
უკვე მერამდენედ დამამუნჯეთ და გამაოგნეთ.საოცარი იყო!!!

Keira.კირა
გაღმერთებ!❤️

Daldinidaldoni
ყოველ ჯერზე შეგიძლია მკითხველის გაოცება.. ძალიან კარგი იყო ძალიან..

teko❤️❤️❤️
Enit augwereli siamovnebaa tqveni istoriebis kitxva erti maqvs xolme bolomde rodis wavikitxav tan ar minda rom damtavrdes male ???? umagresi mwerali xar madloba tqven rom gvaxarebt yovel jerze❤️❤️❤️

სტუმარი კრავაი
ვინ ხართ ასეთი სევდანარევი სიყვარულის ისტორიების მთხზველი და ჩვენამდე მომტანი?! მიყვარს თქვენი შემოქმედება❤️

სტუმარი თეა
არაჩვეულებრივია❤❤❤


უღრმესი მადლობა,ჩემო ყოველთვის ყურადღებიანო და სიყვარულით სავსეებო ♡♡♡ გფარავდეთ უფალი ♡

 


№12  offline წევრი beshqen

შენ ხარ შეუდარებლად დახვეწილი,ფაქიზი სულის მართლა მწერალი,ყოველი შენი ნაწარმოები არის უმშვენიერესი,კითხულობ,კითხულობ და მორაკრაკებს წყაროს ანკარა წყალივით,მადლობა რომ არსებობ ნინა kissing_heart

 


№13 სტუმარი stumari

ყოჩაღ ნინა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent