შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბიჭი (თავი 1)


19-05-2022, 20:54
ავტორი sabrina
ნანახია 6 249

ფარდებიდან მზის სხივი თვალებში მანათებს და ვცდილობ ძილი შევიტრიალო.ვინ გაცდის ემატება მაღვიძარას შერეული ხმაც.
-ნუცი დედი ადექი-ტკბილი სიტყვით ცდილობს დედა ჩემს გაღვიძებას, მას მერე რაც მამა გარდაიცვალა უფრო თბილი გახდა -დაგაგვიანდება და მერე არ იწუწუნო!!!
-გავიღვიძე-დასამტკიცებლად საბნიდან ფეხი გამოვყავი.
-გეტყობა შვილო, ესე გააგრძელე და ნახევარ საათში უკვე ფეხზე იქნები- დამცინის-რას აიჩემე ეს მუშაობა , ხომ ხედავ სწავლაც რამხელა დროს გართმევს, საღამოს მაინც დაისვენე.
-კარგი რა დედა, ნახევარი საქართველო ესე მუშაობს, რაღა მე შევეწირები.
უკვე მოწესრიგებული მესიჯს ვუგზავნი ჩემ გადარეულ დაქალს სად უნდა შემხვდეს და მოწესრიგებული კუთვნილი ყავისთვის მოდუდღუნე დედას ვაკითხავ სამზარეულოში. ოცწუთიანი ყავის დაგემოვნების შემდეგ მივემართები ჩემი საამაყო პროფესიის შესასწავლად.უნივერსიტეტთან უკვე მეორე ჯუჯღუნა მეგებება.
-სად ხარ აქამდე , იმ არანორმალურმა იცი რა მითხრა-გაკვირვებული ვუყურებ , ვხვდები ვისზეც იძახის,მაგრამ გაოცებულ სახეს ვირგებ და კითხვის ნიშნიან თვალებს ვანათებ- რა და მე მელოდებოდი პატარაო?წარმომიდგენია? თითქოს მეტი საქმე არ მქონდეს, იმაში ვეშლები ალბათ, რა ქვია?
-თაკო?
-ხო , ეგ ბუჩქი - და ასე ცოფების ყრით შევდივართ უნივერსიტეტში.
მართალია არ გვიჭირს, მაგრამ მარტო დედაჩემის ხელფასი რამდენს უნდა გვაწვდის.კი ჩხუბობს მაგრამ მირჩევნია ეს ერთი წელიც სანამ სწავლას დავამთავრებ დედას მივეხმარო.სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო დროებით, საკმაოდ პრესტიჟულ რესტორანში მუშაობა მიმტანად , აბა არაკვალიფიცირებული დიზაინერი ვის რაში სჭირდება, მერე სტაჟირებას გავივლი და გეგმები ისეთი მაქვს მტერსაც შეშურდება.
დაღლილი დღის შემდეგ ჩემს დროებით სამუშაოს მივადექი.კაკი და ლილე უკვე გვარიდან წაკინკლავებულები დამხვდნენ, თუმცა მე მარტო ლატე მედგა თვალწინ .
- კაკი, მიშველე გაჭირვებულ სტუდენტს რამე..
-ლატე ხო -არც ისე მხიარულად გამოუვიდა ,თუმცა მე არაფერ შუაში ვარ , ლილეს დამსახურებაა რომელიც ვითომ უდარდელად ემსახურება ერთ-ერთ მაგიდას.
ბარის მაგიდასთან ვჯდები და ჩემი სამუშაოს დაწყებამდე დარჩენილ წუთები ყავის სმით გამყავს.
-ბატონი თამაზი პენსიაზე გადის და მისი შვილი უდგება თურმე ბიზნესს სათავეში.
-მართლა? არადა სულაც არაა ბებერი !შვილი ჰყავს ალბათ უსაქმური და ცდილობს საქმეში ჩართოს-უღიმღამოთ ვწევ ტუჩებს, ზოგს როგორ უმართლებს.
-არვიცი როგორია , მეც არ ვიცნობ.თუმცა ხვალ ყველა ერთად გავიცნობთ ბატონი თამაზის დაბადების დღეა და თან ალბათ ვიხილავთ ჩვენს მომავალ უფროსს.
- კარგი ხვალინდელზე დღეს არ ვინერვიულებ-ბარის სკამიდან ვდგები და იწყება ჩემი სამუშაო საათებიც.
რომ ვთქვა მძიმე სამუშაოათქო მოვიტყვილები თუმცა უნივერსიტეტის შემდეგ ნამდვილად დამღლელია.შაბათი დღის იმედი მქონდა და რა? ბატონი თამაზი უნდა გავაცილოთ.ნუ ამ კაცს რას ვერჩი მისი განებივრებული პირმშო უფრო მაშინებს , როგორც ყველა ესეც მამიკოს ბიჭი იქნება.
დილიდან თავზე საყრელად გვაქვს საქმე, ვინ ჭურჭლის მრეცხავია, ვინ მიმტანი და ბარმენი რას გაიგებ.ფეხზე მერამდენედ დამაბიჯეს აღარ მახსოვს, უკვე ნერვები ყელში მაქვს არც ეგეთი უგრძნობი და დაწყნარებული ნერვების პატრონი ვარ.ვიღაც ისე შემასკდა ყველა ჭიქა ჩაიფშვნა. ესღა მაკლდა:
- მიდი გადამიარე, არ მოგერიდოს!- ჯერ ასწიე თავი დაინახე ვინ არის ხომ შეიძლება , მაგრამ არა, თავი რატომ უნდა შევიწუხო.
-მე მეუბმებით? - ბოხი ხმის პატრონისკენ ვწევ თავს, ღმერთო ბავშვობიდან ვოცნებობდი მწვანე თვალები მქონოდა.ქერა მე ვარ და ამას რატომ აქვს მწვანე თვალები?
- ვინმე სხვა დამეჯახა და ვერ ვხედავ? ამას მე არ ავანაზღაურებ!- კატეგორიულ ტონს არ ვკარგავ.
-კარგი , მაგრამ სამაგიეროდ შენ მოასუფთავებ- თვალს მიკრავს და თავაწეული მიემართება მეორე სართულისკენ.აშკარად სწორი წარმოდგენა მქონდა მამიკოს ბიჭებზე, ნუ თუ თვალებს არ ჩავთვლით.
საღამო კარგად დაიწყო, მე და ლილე ხუთ მაგიდას ვემსახურებოდით, აქედან ერთი ბატონი თამაზის იყო , მეორე მამიკოს ბიჭების .
- ერთი მარტინი და სამი ვისკი
-და ერთიც ცეკვა -ამატებს ერთი მამიკოს ბიჭთაგანი , ლილეს და კაკის ერთი ფერი ედებათ.სანამ სიტუაცია დაიძაბა ჩემ გრძელ ცხვირს ვყოფ და ბოღმას ვანთხევ
-ჩვენ აქ ვმუშაობთ ,ცეკვის შესაკვეთად სტრიპტიზ ბარებია-ვუჭრი მკვახედ და ლილეს ხელზე ვექაჩები .
- თუ მომინდა შენც გაცეკვებ-დამცინავად მიკრავს თვალს ქერა იდიოტი და კიდეც ხვდება თავის შეკვეთილი ვისკი სახეში, მეტის ღირსი ხარ.
სანამ კიდევ რამეს მეტყვის გარეთ გამოვრბივარ იქ რომ არ ვიტირო.ცრემლები ღაპაღუპით მდის .არა კი არ ვნანობ , მართლა ღირსი იყო,უბრალოდ მე არ უნდა ავარდნილიყავი მის სიტყვებზე, აი რას ვნანობ.უეცრად ვიღაცის ხელი მატრიალებს და მწვანეთვალება განრისხებული მიყურებს.ალბათ გონია ბოდიშს მოვუხდი.
-რა საქციელი იყო?
-ჩემი თუ იმ შენი გათამამებული ძმაკაცის?
- გოგო რომ ხარ ხომ არ გავიწყდება , თავშეკავება არავის უსწავლებია?
-თუ გგონია რომ ვნანობ, ან გავიქცევი და ბოდიშს მოვუხდი ძალიან ცდებით.
-მე სხვა რამეს გეუბნები და ნუ ტირი სულ დაგიწითლდა ტუჩები.
-აა, ეხლა ჩემი ტუჩების ფერი არ მოგწონს?
- პირიქით-ირონიულად იღიმის.
-დამცინი? - გაოცებისგან თვალებს ვჭყიტავ.
-არა , ხაზს ვუსვამ. ნუ მიწვევ!
- მე გიწვევ? წადით საძმაკაცო გელოდებათ.
-შენ სამუშაო მაგრამ რატომღაც აქ დახარჯა და სტუმარს ეჭორავები.
-ჯერ ეს ერთი, დიდი ალბათობით ყოფილი სამუშაო და მერე მეორე შენ ვინ გეკითხება?-თავს მაღლა ვწევ და ტუჩებს ვბზიკავ.
- ჯერ ეს ერთი,არავის გაუნთავისუფლებიხარ, მეორეც გითხარი ნუ მიწვევთქო - არც ის ჩამორჩა მაგრამ....მოიცა...რატომ ვერ ვსუნთქავ? ეს რა მკოცნის? ამისთვის ვინახავდი 21 წელი ჩემ პირველ კოცნას?ეს ნორმალურია? ან მე ვარ ნორმალური ? გაიწევა და გავარტყავ. გეგმა კი დავსახე მაგრამ როდის წავიდა არ გამიგია.
რამოდენიმე წუთიანი დაშტერებული დგომის შემდეგ შევბრუნდი დარბაზში და ჩემი პირველი კოცნის ავტორი ბატონ თამაზთან ერთად დგას რესტორნის სცენაზე და ღმერთო ჩემო ის არის...
-გაიცანით , ჩემი ვაჟი ალექსანდრე ხეცურიანი - ის კი დგას ამაყად და მიღების, მაგრამ მე როგორ გავიპარო რომ არ შემამჩნიონ.



№1 სტუმარი

ახალ თავს როდის დადებ?

 


№2  offline წევრი Marikagogolqdze

Llკარგი დასაწყისია. მაგრამ პატარაა

 


№3  offline წევრი sabrina

ახალ თავს როდის დადებ?

დღეს დაიდება????

Marikagogolqdze
Llკარგი დასაწყისია. მაგრამ პატარაა

პირველი ცდა იყო , დღეს მინდა ორი თავის ატვირთვა , ერთი უკვე ავტვირთე ვნახოთ როდის გამოჩნდება.

 


№4 სტუმარი სტუმარი sabrina

dzalian magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent