შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„მალული ტრფობა“ თავი მესამე


20-05-2022, 10:37
ავტორი აიშე
ნანახია 821

ალბათ ამ ჩანახატმა თქვენში სხვადასხვა გრძნობა გამოიწვია. მოწონება, არ მოწონება,კრიტიკა, ბევრმაც კი საკუთარი თავი იცნო, დაგაფიქრათ, მიგახვედრათ. მე, ამ ისტორიიდან მხოლოდ ის მივხდი, რომ კარგახანია ასეთი სიყვარული აღარ მინახავს. სად გაქრა არვიცი, მაგრამ, იმედს ვიტოვებ ისევ ეყვარება ვიღაცას ვიღაც ასეთი გრძნობით.
აიშეგიული და ბარიში ჩემი ბებია და ბაბუაა იყვნენ. თურქეთიდან საქართველოში გადმოსულან საცხოვრებლად და აქაური გვარიც მიუღიათ, ცდილობდნენ ამ ფესვების გამტკიცებას და მიწაში ღრმად გამაგრებას, გამოუვიდათ კიდეც. დღემდე ვარსებობთ მათი შთამომავალნი. ბებია აიშეგიული დაწყებითების მასწავლებელი გახლდათ მეც ამ გზას ვადგავარ ახლა, ვსწავლობ. მინდა ზუსტად ისეთი კარგი მასწავლებელი ვიყო. ბაბუა ბარიში საზღვაო სანაოსნო სამსახურში მსახურობდა და წარმატებით იყო მისი ცხოვრება სავსე. ასე არაფრისგან ყველაფერი შექმნეს.
მათი სიყვარულიც მალულად დაიწყო და ეს უკვე წერილებში, წინა ორ თავში იხილეთ. საქართველოში გადმოსახლების შემდეგ თურმე მათ სახელებად ალისა და ნინოს ეძახდნენ. ყველამ იცოდა მათი წრფელი სიყვარულის შესახებ, როცა აქ საფუძვლიანად დამკვიდრდნენ, და თავიანთი ხელით ააშენეს მათი ბუდე ბებია ფეხმძიმედ გამხდარა. იცოდა რომ ბიჭი უნდა ჰყოლოდათ. თხუთმეტი აგვისტოს ცხელ დღეს მშობიარობა დაეწყო თურმე ბებიას. როცა ბავშვი დაიბადა ძლიერი ტკივილი გაუგრძელდა ისევ. ბებია ქალიშეშინდა, ეგონა რაღაც მოხდა და ხუთი წუთის შუალედში გაჩნდა მეორე ტყუპი ბიჭი. სიხარული რომელიც ბებიას და ბაბუას გაუორმაგდათ. ცისფერთვალება ბიჭები და მათ უძღვნიდნენ მთელს დროსა და თავს სანამ მესამე გოგოც არ გაჩნდა ბიჭების გაჩენიდან ზუსტად ოთხი წლის თავზე. ახლა ყველაფერი რადიკალურად შემობრუნდა და გოგოს დაუთმეს მეტად დრო. პრინცესა და უფლისწულები ასე იყვნენ ცნობილები. თურმე ულამაზესი ბავშვობა ჰქონიათ. მე იმ ბიჭის შვილი ვარ ხუთი წუთის შემდეგ რომ მოევლინა ქვეყანას. წერილები ძველ სკივრში ვიპოვე, ბებია ყველაფერს ინახავდა, ან რატომ უნდა გადაეგდო ასეთი სიყვარულის წერილები. ბებია და ბაბუა ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალნენ. მიხარია, რომ ისინი ბედნიერად გაფრინდნენ სხვა ქვეყანაში და მჯერა, რომ იქაც ბუდეს აშენებენ მომავალში მათთან წასასვლელ სულებს, წმინდა ბილიკი, რომ დაახვედრონ. არმინდა თავი შეგაწყინოთ, მაგრამ, ისე ვერ ვიცხოვრებდი ეს ამბავი მხოლოდ გულით, რომ მეტარებინა. ბებია აიშეგიულისა და ბაბუა ბარიშის სამარადისო ხსოვნისთვის. თქვენი მერცხლები თქვენს ბუდეში ისევ დაფრთხიან...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent