შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბიჭი(თავი 2)


20-05-2022, 10:56
ავტორი sabrina
ნანახია 4 471

რამდენი ხანი ვიდექი ასე გაოცებული სახით ვერ გეტყვით, თუმცა ის კარგად დავინახე როგორ დამცინავი სახით მიყურებდა აწ უკვე ჩემი ბოსი.ღმერთო ესეთი რა შეგცოდე.
- ნუცი როგორ ხარ -კაკი გაკვირვებული შემეგება-შენ საძებნელად მოვდიოდი. რა გითხრა იმ ს*ირმა? შენ რა იტირე?
-ეგ არაფერი, შენ ის მითხარი ეს ალექსანდრე დღეიდან სულ აქ იქნება???
- როგორც ვიცი არა,სასტუმროების ქსელიც აქვთ და ალბათ აქაც შემოივლის ხოლმე. რაიყო რამე გაწყენინა?- გაწყენინა ირიბად ნათქვამი გამოდის
- არა არაფერია.კარგი საქმეს მივხედოთ , ოღონდ იმ მაგიდასთან აღარ მივალ.
-უკვე სხვა ემსახურება , მაგაზე არ ინერვიულო- თბილად შემომღიმა კაკიმ და მიბრუნდა ბარში.
საღამო როგორ იქნა დასასრულს მიუახლოვდა , დამღლელი დღე გამოდგა .ფეხზე ძლივს ვიდექით , მე და ლილე ბარის დახლზე ვიყავით პირდაპირი მნიშვნელობით ჩამოკიდებულები. ხალხიც უკვე თითქმის დაიცალა და ჩვენც გამოსაცვლელისკენ ავიღეთ გეზი.
-ნუცი გარეთ დაგელოდებით, გაგიყვანთ - ისე მომაძახა უცებ გავიფიქრე ,, მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო" და ჩამეცინა.მშვენიერი ბიჭია რას აწვალებს ეს ხუჭუჭა ვერ ვხვდები.
- ნუცი გაგიყვანთ!!!-დაბრეცილი ტუჩებით გამოაჯავრა კაკი ლილემ.
- ბიჭმა პატივი გცემთ სახლამდე მიგიყვანთო, ეხლა რაღა არ მოგეწონა -სიცილით მივუბრუნდი-თან ეტყობა მოსწონხარ.
- რომ მოვწონდე იტყოდა , ლილე გაგიყვანო მაგრამ რას უნდა ელოდე ხეპრე, მარტო ბოთლების ბზრიალი იცის,ჟანგლიორი- ჩვეული პოზა დაიჭირა, ცხვირი მაღლა.
-აცადე??? დააცადე , სულ ეჩხუბები როდის გითხრას
-შენ სულ მის მხარეს ხარ
-მე ორივეს მხარეს ვარ.ქორწილში ვიტყვი სიძე-პატრძლის მხრიდან ვართქო.
-ეგ მომწონხარს ვერ ამბობს და ქორწილში ყავარჯნებით მივალთ დიდი ალბათობით.
გამოსვლისას გამახსენდა როგორც ყოველთვის ტელეფონის სატენი დამრჩა, ბავშვებს ვთხოვე დალოდება და უკან მივტრიალდი. გამოსვლისას კართან ჩემი აწ უკვე ბოსიც მიდიოდა თავის საძმოსთან ერთად , რომ დამინახა ჩამორჩა თავის საძმაკაცოს და გამომცდელად შემომხედა.
-რა იყო ბატონო ალექსანდრე რამის თქმა გინდოდათ?
-კი ბოდიში უნდა მომეხადა-რაო??? -ნასვამი ვარ და თავი ვერ გავაკონტროლე, არ უნდა მეკოცნა.
ღმერთო ჩემო ეს კაცი დამცინის? ასე უპარდონოდ წამართვა პირველი კოცნა და ნასვამი ვარო??
- ხო და ეცადეთ იშვიათად დალიოთ, იქნებ სულაც არ სიამოვნებთ თქვენი კოცნა.
-მართალი ხარ!ჭკვიანად!- დამარიგა და წავიდა.
ეს რა იყო ?!
გამწარებული ჩავჯექი კაკის მანქანაში სადაც უკვე ომი ჰქონდათ გაჩაღებული ჩემს მეგზურებს, მაგრამ რომ დამინახეს ისეთი სახით და სისწრაფით შევხტი მანქანაში იმის მერე ჩემს იქ ყოფნაში ხმა არ ამოუღიათ და მერე იმედია მშვიდობით მიიყვანდა ლილეს სახლში.
ჩემი მოუსვენარი დედიკო ფეხზე დამხვდა , რამდენჯერ ვთხოვე არ დამელოდო გვიან მოვალთქო , მაგრამ როგორც ჩანს მაინც ვერ მოისვენა. მოკლედ მოვუყევი დღის ამბები , რა თქმა უნდა ჩემი თავგადასავლის გარეშე და ბედნიერი ჩავეხუტე ჩემს ლოგინს.დილით ისედაც ჩემი გადარეული დაქალი მოვიდოდა და ძილს ვინ მაცლიდა.ჩემ გიჟ დაქალს მივწერე მოკლედ ხვალ გნახავთქო და გადავეშვი სიზმრების სამყაროში.
კარგია წინასწარ რომ იცი დილა როგორც დაიწყება, გადარეული ელე დამახტა თავზე, ერთი სული ჰქონდა გაეგო რა მოხდა.მეც დაწვრილებით მოვუყევი გუშინდელი ჩემი თავგადასავალი.
-ეს ხალხი გამაგიჟებს! ყველაფერს სიმთვრალეს როგორ აბრალებენ?კაცი მოკლა-მთვრალი ვიყავიო, იჩხუბა- მთვრალი ვიყავიო , ეხლა კოცნას დაემატა .რა თქმა უნდა აბა რას იტყოდა გამაგიჟეო ხომ არ გეტყოდა , პერო ჩამოუვარდებოდა-აქაქანდა ელე.
ეს გოგო ბავშვობიდან ესეთია .ვეუბნები ვინმე გჭირდება დაგამშვიდოსთქო, მაგრამ უშვებს ახლოს ვინმეს?!-ეხლა რას აპირებ
?ისევ იქ უნდა იმუშავო და რამდენჯერაც ეგ დალევს გაცემა და გაკოცებს?
- კარგი რა .ვერ გაიგე რა ვთქვი , პატიება მთხოვა თან როგორც ვიცი ჩემთვის ვერ მოიცლის , მარტო რესტორანი არ აქვს.
- ყველა კაცი ერთნაირია-დასვა წერტილი-შენ ის მითხარი მზად გაქვს ხვალინდელი პროექტისთვის?
-ვაი, ეგ ვის გაახსენდა, მონახაზი მაქვს მარტო გაკეთებული.
-ხო და მიდი დაამთავრე თან საბუთებიც შესაგროვებელი გვაქვს, ხომ არ დაგავიწყდა .
-რა დამავიწყებს პარიზი მელის- ეიფელი მოვხატე ხელით.
-ხო, რას ამბობ შენც სულ შენ გელის, მაგის სანახავად ჩადიხარ ?
-იქიდან ფეხს არ მოვიცვლი ეიფელის გარეშე, მარტო ლექციების მოსასმენად არ შემივსია მე განაცხადი.
-მთავარია მივდივართ-ტაში შემოკრა გაბწყინებულმა.
მე და ელე ბავშვობიდან ერთად მოვდივართ .ორი სართულით დაბლა ცხოვრობს.მახსოვს ბიჭებს როგორ ვუმწარებდით სიცოცხლეს.ერთადერთი ბიჭი ჩვენ ვისთანაც ვმეგობრობდით გიგი იყო, ისიც ალბათ იმიტომ რომ როცა გამწარებული ბავშვები საცემრად მოგვსდევდნენ, გიგი აჩერებდა და ეუბნებოდა:საცემები არიან მაგრამ გოგოს ბიჭმა ხელი როგორ უნდა დაარტყასო.ესეც ნათელა დეიდას დამსახურება იყო, ესე აღზარდა და რა ექნა.ეხლა გერმანიაშია, ექიმი უნდა გახდეს ბიჭი.
-მიდი დაამთავრე პროექტი და ეკას დაბადების დღისთვის მოემზადე, მთელი კურსი დაუპატოჟებია გოგოს და არქიტექტორების კურსიც არ დაავიწყდა.ოქროს დაბადების დღე მაქვსო-აკისკისდა .
-მაგასაც ოქროს მონეტები არ შეაბან რას ამბობ-ავყევი მეც.
მალევე დავხატე ჩემი თვალით დანახული ოცნების სახლი თავის დიზაინით და ჩემი პროექტიც მზად არის .საღამოსთვის მოვემზადე , ოქრო ვერა მაგრამ ვერცხლის პანდორას სამაჯური კი შევურჩიეთ მე და ელემ ეკას.ჩემს სიმაღლეს ერთი სართული დავამატე , ეგღა მაკლია ვინმემ ზევიდან დამხედოს და ქუსლების კაკუნით წავედით დუეტში კლუბისკენ.
როგორც ყოველთვის აქაც დავაგვიანეთ, ჩვენ რა ტაქსი მოხვდა საცობში.
- ეს ბუჩქი ნახე, რა უნდა ამას დიზაინზე, მოდას ახლოს არ უნდა ჩაუაროს- აქაქანდა თიკუნას დანახვაზე ელე.
- გამარჯობათ გოგოებო.
-როგორ ხარ ანდრო? - თავაზიანობას არ ვკარგავ ,მაგრამ გაცდის?
- თიკუნას თუ ეძებ ვიღაც ბიჭს მიარბენინებდა საპირფარეშოსკენ - დაგესლა , ვსიო დაეწყო.
-მართლა ? სამწუხაროა არაუშავს დროებით შენით ჩავანაცვლებ - იმანაც არ დააკლო და გაიყვანა ვითომ გაძალიანებული ელენიკო საცეკვაოდ.
თქვი ამატკია ა მუსიკის გიგუნმა და ტერასაზე გავედი, ლამაზია ღამე თბილისი. მიყვარს ღამე და განათებული ჩემი ქალაქი, ტაძრებით დამშვენებული.მანქანების ხმაურიც კი მიყვარს ჩემს ქალაქში.უცებ ქვევით ვიყურები და ღმერთო ჩემო !ამას აქ რა უნდა? ორ გოგოსთან და ერთ-ერთ მამიკოს ბიჭთან ერთად ჩემი მწვანეთვალება ბოსიც შემოდის.ხო ხელი კარგად შემოხვიე, ფეხი არაფერს წამოკრას. ისე ავნერვიულდი თითქოს შეყვარებული გამომეჭიროს ღალატში.რა ჩემი საქმეა ვისთან ერთადაც უნდა იმასთან იაროს.
-სად ხარ გოგო, ერთი საათია გეძებ .დამატეხა ფეხები იმ იდიოტმა,ორმოცდაოთხი აქვს მგონი ფეხი - თავის ამპლუაშია ელე-რამ დაგაშტერა, არ მისმენ?
-ჩემი ბოსია აქ?
-სად?-თვალებით დაუწყო ძებნა.
-ეხლა შემოვიდა , გოგოსთან ერთადაა .
-დალევს ეხლა,დაიკმაყოფილებს აშლილ ჰორმონებს და იტყვის მერე მთვრალი ვიყავიო.რით ვერ ამოვიდა დამანახე.
-მაცადე და თუ არ გაჩუმდები ამის მერე არაფერს მოგიყვები.არც კი იცნობ.
-კარგი ხო-ამოიბუზღუნა.
ცოტა ხანში დავინახე როგორ ამოვიდნენ და კუთხის მაგიდასთან დასხდნენ. ელემ პირველად შეაქო ვიღაც , ეს კაცი გეტყოდა შემთხვევით გაკოცე აბა რაო.იხუმრა ვითომ თავის ჭკუით.მეც შევედი და შევუერთდი გოგოებს .კურსზე ძირითადად გოგოები იყვნენ , თუმცა მომავალი არქიტექტორი ბიჭებიც მრავლად ჰყავდა დაპატიჟებული ეკას.რამოდენიმეს მართლა კარგად ვიცნობდი და კარგადაც გავერთე.ჩემი ბოსი ისეთ ადგილას იჯდა სავარაუდოდ ვერც დამინახავდა.მეც მარტო შემოსვლისას მოვკარი თვალი.გვიანი იყო უკვე ტაქსი გამოვიძახეთ და წამოსვლას ვაპირებდით ალექსანდრე რომ მომიახლოვდა, ყურში ჩამჩურჩულა ჭკვიანად იყავიო და თავის ღამის სამეგობროსთან ერთად დატოვა კლუბი.
ერთი კვირაა უნივერსიტეტში არ ამომისუნთქია , ყველამ ეხლა მოგვცა ჩასაბარებლად პროექტები თან ერთ-ერთი თან გამარჯვებული პროექტის პატრონი ტენდერში გამარჯვებულ სასტუმროს დიზაინში მიიღებდა მონაწილეობას .ეს ყველასთვის დიდი შანსი იყო, ფაქტიურად სამუშაოზე აყავდი. უკვე გათიშული დავდივარ, ბატონი ალექსანდრეც არსად ჩანს .
-კაკი ლატე ვისკით- გავძახე გამოცდების დასრულებით გაბედნიერებულმა კაკის.
-ალკოჰოლიკი ხარ? რა დროს ვისკია? - ამას აქ რა უნდა.
-საღამო მშვიდობის ბატონო ალექსანდრე.
-საღამო მშვიდობისა, მოგროვდით ყველა და ჩემთან ამოდით, საახალწლო კარნავალი უნდა დავგეგმოთ ახალი წლის ღამისთვის. ფხიზლებმა! - ბოლოს მაინც მომშხამა, მაინც რატომ აქვს იმას და არა მე მწვანე თვალები.დარწმუნებული ვარ არც უოცნებია, ჩემგან განსხვავებით.
შევიკრიბეთ თავის გეგმა გაგვაცნო და ხუთ დღეში ახალი წლის ღამეს სახლის მაგივრად კარნავალზე გავატარებდით.
დედას მარტო დატოვება ნამდვილად არ მინდოდა. ბედად მამიდამ დაურეკა და ძალიან სთხოვა მარტო არ დამტოვო ჩამოდი სოფელში ამ ახალ წელსო.ჩემთან ელე დარჩებოდა და ესე აღმოვჩნდი ახალ წელს ნიღბით კარნავალზე.
ყველაფერი კარგად დაიწყო, ჯადოსნურ ღამეს ჰგავდა ,თანამედროვე თუმცა მაინც იდულამალი.მიყვარს ახალი წელი, სახლშიც დეკემბრის დასაწყისში უკვე ვაწყობ ნაძვის ხეს, ვრთავ ჩემს ოთახს და ხელოვნურ ბუხარსაც ვანთებ, არ ათბობს თუმცა ლამაზ ელფერს სძენს სახლს. რესტორანში კი მხოლოდ ეხლა კარნავლისთვის მორთეს ნაძვი.საქმე ძირითადად არ გვქონდა .სულ ახალგაზრდები იყვნენ, არც ჩვეულებრივი მაგიდები და სკამები, არც ტრადიციული სადღეგრძელოები და საცივი იყო საჭირო , უფრო ევროპული საღამო იყო მზა საკვებით , სპეციალურად მოწვეული სტუმრებით, კოქტეილებით და ბევრი ცეკვით რომ შემოიფარგლებოდა.რამოდენიმე მიმტანი ბიჭიც დაამატეს .ერთ-ერთს აშკარად მოვეწონე, მთელი დღე თვალებს მიჟუჟუნებდა , არც ჰქონდა რამე დასაწუნი,მაღალი , ხორბლისფერი კანი და მოკლედ მშვენიერი ბიჭი იყო ჩვენი ლევანი.თუმცა არც მე ვარ უშნო, არასდროს მითქვამს ძალიან ლამაზი ვართქო , მაგრამ თაყვანისმცემლების სიმრავლეს ნამდვილად არ ვუჩივი.როგორც ჩემი ელე იტყოდა დიდძუძუებიანი შხვართი ვარ, ნუ თუ სამი ზომა დიდ მკერდად ითვლება.ნუ მეგობრებს ყოველთვის დიდი წარმოდგენა აქვთ დაქალებზე თუმცა მე ელესნაირი გოგო მართლა იშვიათად მინახავს.
საღამო უკვე ტემპში შედიოდა , ყველას ეტყობოდა სასმლის კვალი მათ შორის მეც რომელიც სამ ჭიქაზე უკვე კარგად ვარ.ჩემი საღამოს კავალერი ლევანი იყო.მაგრამ უკვე ვხვდებოდი ზედმეტად მეკრობოდა არადა არც ეგეთი ნაზი მელოდია ჟღერდა .ბართან კაკის მოსაძებნად გავიხედე , მინდოდა მენიშნებინა მომაშორეთქო, მაგრამ კაკის მაგივრად ალექსანდრე შემრჩა ბარის მაგიდასთან ხელები გადაეჯვარედინებინა და ისეთი თვალებით მიყურებდა მივხვდი ერთი სული ჰქონდა ლევანი გაეგლიჯა.ამ მზერას კარგად ვგრძნობ , მეც ესე ვარ ზუსტად საერთოდ რომ არ მიმჩნევს და საღამოობით მის ღამის პარტნიორებთან ერთად რომ ტოვებს რესტორანს.ფიქრი დამთავრებული არ მქონდა რომ დავინახე მძიმე მოზომილი ნაბიჯებით როგორ დაიძრა ჩვენსკენ.
-ლევან , დავიღალე -თავაზიანად ვთხოვე ხელების მოშორება,თან
საკუთარი ხელების მოშორებაც არ დამვიწყებია მისი კისრიდან.
-კარგი რა, ახალი წელი ეხლა დაიწყო.თუ გინდა სხვაგან გავაგრძელოთ-ესღა მაკლდა, რატომ მეგონა კარგი ბიჭი იყო.მართალია ელე ყველა ბიჭი ერთი ადგილით ფიქრობს.
- ბიჭი!!! სულ ორჯერ გეცეკვე , თავში ხომ არ აგივარდა?!-უკვე ნერვებზე გამეთამაშა.
- რატომ იცით ესე თავის დაფასებები? - არა როდი მივეცი ასე ფიქრის საბაბი ვერ ვხვდები.კიდევ უფრო მიმიკრა ახლოს.
-გითხრეს მგონი გასაგებად,აორთქლდი.-აი ვის მიყვებიან თავის დაუფასებლად, ვგიჟდები ამ ხმაზე-ხელი მომკიდა დაისეთი ძალით გამომგლიჯა ლეოს ხელებიდან, კარგი ბიჭი იყო და გაძალიანებულიყო. ვერც მივხვდი , როგორ აღმოვჩნდი აივანზე.
-შენ მგონი ჩემ დალევაზე გქონდა პრობლემა!-ირონია არ მოაკლო სიტყვებს.
-ვინმეს ვეცი და ვაკოცე?
-მარტო კოცნა რა მოსატანია, ისე გიფათურა ხელები.
-უკაცრავად, ჯერ ეს ერთი ჩემი სხეულია და ვისაც მინდა იმას ვაფათურებინებ ხელებს , თუმცა არც მთვრალი ვარ და არც არავის უფათურებია ხელები.
-ალბათ კარგად ვერ მოქმედებს და ვერ იგრძენი, შორიდან კარგად ჩანდა მისი ხელები შენს ტანზე-ღმერთო ამ კაცს მოვკლავ.
-თქვენი თქვენი თანამშრომლების პირადიც გეხებათ?-ტუჩები დავბრიცე და წამეი დაიმსახურა მისი ყურადღებაც ჩემმა ტუჩებმა.
-წინაზეც გითხრი ნუ მიწვევ მეთქი და ხო კიდევ აღარ დალიო, უკვე კარგად ხარ. -თვალი ჩამიკრა და ისე გაიარა ვითომც არაფერი.არა რამდენჯერ უნდა დამტოვოს ესე დამცირებული.რამდენსაც მინდა იმდენს დავლევ.ხოდა ჩემო კარგებო ეს ჯინიანობა დაგვღუპავს ზუსტად, მეც თავი შეურაცხყოფილად ჩავთვალე და ვისკს გავუსინჯე გემო .
მერე?? მერე მახსოვს.... ხელები რომელიც მთელ ტანს იპყრობდა ....ჰორმონები რომელიც ფეხის თითებიდან იწყებოდა და ტვინში ფეიერვერკს აწყობდა .თვალები რომელიც მითრევდნენ და ხმა რომელიც მეუბნებოდა როგორი სასურველი ვიყავი მისთვის.ბოლოს რაც მახსოვს იყო ხედი უზარმაზარი ფანჯრებიდან და ჩემი განათებული ქალაქი.



№1  offline წევრი Marikagogolqdze

და დაჺაააამ
მგონი ვიღაცა შარშია????

 


№2 სტუმარი სტუმარი Nestani

Imedia gagzelebas male dadebt ???? martla sharshia vigaca

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent