ჩემი ბიჭი (თავი 4,5)
ორ საათში უკვე კახეთში ვიყავი და მისი სილამაზით ვტკბებოდი.მეგონა რამე თანამედროვე სასტუმროს დამხვდებოდა , თუმცა აშკარად შევცდი. ოჯახური გარემო უფრო იგრძნობოდა ვიდრე თანამედროვეობის პიკი.ოთხ სართულიანი სასტუმრო , სადა ფერის კედლებით, ძველებური ორნამენტებით ,თუმცა ეზოში რამოდენიმე თანამედროვე კოტეჯიცაა. რაც მთავარია სასტუმრო ტყეს უერთდება , ცოტა მოშორებით კი ხელოვნური ტბაა.მოკლედ რომ ვთქვა ამ უგრძნობ ადამიანს თავისთვის სამოთხე დედამიწაზე მოუწყვია,ალბათ გულმა უგრძნო რომ სამოთხეს იქ არავინ აღირსებდა. -მოგწონს?? - ამაყად მეკითხება -სამოთხეა დედამიწაზე-აღფრთოვანებას ვერ ვმალავ-აქ უნდა დავრჩეთ? - კი , კოტეჯები დასრულებულია შეგვიძლია იქ დავრჩეთ-მეუბნება და ერთ-ერთი კოტეჯისკენ მაცილებს. ცოტა ხანში კარზე კაკუნია -მობრძანდით. - არ გშია? წამო ვისადილოთ - ქურთუკს ვიცვამ და სასტუმროს უკანა შესასვლელთან მდებარე სამზარეულოში შევდივარ. -მოვედით ნუნუ დეიდა რით გაგვახარებთ. -ალექს , შვილო როდის ჩამოხვედი -თბილად ეხუტება მოხუცი. -ერთი საათია, ძალიან გვშია გვაჭამე რა - პატარა ბავშვივით ეჯუჯღუნება, ისიც ისე თბილად ექცევა , ნეტა დაანახა ნუნუს სამსახურში მის დანახვაზე ხალხი როგორი დაზაფრულია.თურმე ღიმილიც შესძლებია და თბილად მოქცევაც. - ავეჯის ნაწილი სამი საათისთვის ჩამოვა , მანამდე შეგვიძლია გავიაროთ ქალაქში. სუვენირები და დეკორაციული სივრცე მინდა იყოს.ძველი ტრადიციული სასმისებით და სხვადასხვა აქსესუარებით. -კარგი ჩანაფიქრია,მისაღების მარჯვნივ დიდი სივრცეა , შეგვიძლია მანდ გავაკეთოთ თაროები და იქ განვალაგოთ . -ვნახოთ როგორ მოაწყობ, დიზაინერი შენ ხარ.თუ დაამთავრე გავიდეთ-მეც უხმოდ ვდგები და გავდივარ. რამოდენიმე მაღაზია მოვიარეთ, ეკლესიაშიც ვიყავით.იქ კაკო პაპა შეგვხვდა რომელმაც მთელი გულით მიგვიპატიჟა თავისთან .როგორც აღმოჩნდა ვაჟბატონს ბავშვობა აქ გაუტარებია, ეს მისი დედულეთია.ამიტომ ყველა იცნობს და გვერდით უდგას. შუადღისას უკვე ავეჯის ნაწილიც ჩამოვიდის.რაც მოასწრეს დავალაგეთ, თუმცა ეს მხოლოდ საძინებლების ავეჯი იყო, მისაღების ავეჯის ნაწილი ხვალ უნდა ჩამოსულიყო. მანამდე კი კაკო პაპასთან უნდა წავსულიყავით. სწორედ ასეთი სტუმართ-მასპინძლობა მიყვარს საქართველოში.სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლი ამაყად ხვდებოდა კაკო პაპას სტუმრებს და აგემოვნებინებდა მის ნახელავებს.მართლაც კარგი დრო გავატარეთ თავს ისე ვგრძნობდი როგორც საკუთარ ოჯახში. მათი ქალიშვილებიც გავიცანი ლიკა და ლანა , ორივე ექიმი იყო.ერთი პედიატრი მეორე თერაპევტი. სწავლა თბილისში დაამთავრეს,თუმცა იქ დარჩენა არ მოისურვეს და ეხლა საკუთარ სოფელს ემსახურებიან.კაცები სვამდნენ, მეც მომიწია სამი ჭიქის დალევა.კარგად დაღამებული იყო სასტუმროსკენ რომ წამოვედით.ცოტა ხანს ჩუმად ვიარეთ მერე სიჩუმე ჩემმა ბოსმა დაარღვია: -მოგწონს არა? - ვის არ მოეწონება , ულამაზესია.სულ მინდოდა კახეთის დათვალიერება, განსაკუთრებით სიღნაღის - გულწრფელად გავუნდე საიდუმლო. - კახეთის ტურს ვერ დაგპირდები ,ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ, თუმცა აქვე ჩემი სოფელია იქ ავიდეთ ხვალ. - იცოდე სიტყვაზე გიჭერ ბოსს!- ფართოდ გავუღიმე- ხვალ სიმთვრალეს არ დააბრალო. -ანდროსთან რა ურთიერთობა გაქვს?-ხო , ასეთ პირდაპირ კითხვას არ ველოდი , მაგრამ ვფიქრობ დასამალიც არაფერია. - ჩემი შეიძლება ითქვას ....- ჩავფიქრდი-მომავალი სასიძოა,მგონი ჩემი დაქალი უყვარს. -ხოო??- კმაყოფილმა გამომხედა, მინდოდა მეც მეკითხა ანჩოზე თუმცა გაჩუმება გადავწყვიტე- იცი რა? მინდა კარგად გავიცნოდ ერთმანეთი. -რა გაიტერესებთ? - მაგალითად რა მოგწონს - მთვარე, ვარსვლავები და თბილისი.მგონია მის გარდა ვერცერთ ქალაქში ვერ ვიცხოვრებდი, ჩემი ჯერია? - ტუჩის კუთხე ჩატეხა და მომლოდინე სახით შემომხედა. -რამდენი წლის ხარ??- კითხვის დასმა დამთავრებული არ მქონდა ისეთი ხარხარი ატეხა შემრცხვა.რა იყო სასაცილო?!ამ კაცთან ყველაფერი პირველი გამოვცადე და ასაკიც არ ვიცი.სულის მოთქმის შემდეგ მიპასუხა. -ოცდაათის, საყვარელი ფერია ნაცრისფერი, საყვარელი მომღერალი გაინტერესებს??? - დამცინის? -რა ვთქვი სასაცილო? - უკვე სერიოზულად ვბრაზდები. -ვითომ მეგობრობის დღიურს ვავსებთ ,ისე მკითხე მივხვდი შემდეგი კითხვები რაც იქნებოდა - ერთი კარგად შევუბღვირე და სასტუმრომდე ხმა არ ამომიღია ისე მივედით. - კარგია რომ მოვედით, შეგიძლია მარტომ გააგრძელო სიცილი. - კარგი პატარა-დაიხარა და შუბლზე მაკოცა-ხოო, ეს რაღაც ახალია . დებილი ვგონივარ? - არ ვარ მე პატარა. - ძილინებისა პატარა-თვალი ჩამიკრა და თავისი კოტეჯისკენ გასწია. ეხლა გავხდი პატარა? მაშინ არ ვიყავი სასტუმროში რომ წამიყვანა?? ვის რას ვეუბნები , რას მივყვებოდი ?მეც კარგი შტერი ვარ. - მეორე დილით ტბის პირას გაშლილ მაგიდასთან დამხვდა, სპორტული მაისური რამისაა ზედ შემოასკდეს ,თუ მე მგონია რომ დაკუნთულია და უბრალოდ პატარა აქვს ? უკვე აღარაფერში ვარ დარწმუნებული ,რეალობის აღქმას მაკარგვინებს. ტელეფონის ხმას მოვყავარ გონზე. - ხო დე გისმენ -როგორ ხარ დედი? -კარგად დე,შენ როგორ ხარ?წნევა ხომ არ გქონია კიდე? - წამოსვლის წინ დღეს ისე შემაშინა, როგორც კი ჩავალ ექიმთან უნდა მოვიყვანო. -არა დედი,ყველაფერი კარგადაა, ამ საღამოს მოდიხარ ხო დედა ? - კი დე , ამ საღამოს გნახავ.- ვამთავრებ საუბარს და ვხედავ როგორ მიყურებს , ღმერთო არ არის საჭირო შემიყვარდეს. -ვისადილოდ და სოფელში აგიყვან-ჩემს გაოცებულ სახეს არ იმჩნევს - ხომ შეგპირდი დაგათვალიერებინეთქო - არ მეგონა მართლა თუ წავიდოდით-ბედნიერი ვსაუზმობ ნამდვილ სამოთხეში და სოფელი ანაგას დასათვალიერებლად მივდივარ. გზად ბოდბის მონასტერში შევიარეთ, ულამაზესია .ოდესმე აქ კიდევ ამოვალ და ალბათ მთელი დღით დავრჩები იმდენი რამეა სანახავი.მარტო ეზო აქვს ისეთი ლამაზმანების, ზაფხულში რა იქნება წარმომიდგენია.მალევე სოფელ ანაგასაც მივუახლოვდით. -აი იქ -ხელით მანიშნებს ერთ -ერთ მთაზე სადაც მომცრო ეკლესიის სილუეტი ჩანს- მთავარანგელოზის ეკესიაა. გინდა მოგიყვე როგორ მისი დაარსების ლეგენდა?- მეც მორჩილი ბვშვივით ვუქნევ თავს. - გლეხები ყანას მკიდნენ. იქვე დიდ ქვაბში სადილი მზადდებოდა. ხორცის ხარშვის დროს, ქვაბში დიდი გველი ჩამძვრალა. როდესაც მუშები სადილად უნდა დამსხდარიყვნენ, ციდან მოფრენილა ერთი ყვავი და ქვაბში ჩავარდნილა . ყვავის ნახარშს ვერ შეჭამდნენ, ამიტომ ქვაბი გადმოუპირქვავებიათ და შიგ ჩახარშული გველი უნახავთ. ყვავმა თავი გაწირა და ხალხი მოწამვლისგან იხსნა. გლეხებმა ეს ამბავი სასწაულად მიიჩნიეს და ამის ნიშნად ამ ადგილას ეკლესიის მშენებლობა დაუწყიათ. ამ დროს მოფრენილა აუარება ყვავი და მშენებლობის გაგრძელების საშუალება არ მიუცია მათთვის. ამბობენ, ყვავებს იქვე მთავარანგელოზის ხატი აუღიათ და სხვა ადგილზე წაუბრძანებიათო. მშენებლებს ეს უფლის ნებად ჩაუთვლიათ და ყვავების მიერ დაბრძანებული ხატის ადგილას მთავარანგელოზის ეკლესია აუშენებიათ. - საოცარია, გჯერა ლეგენდების? - ყველა სოფლის სახელი რომელიმე ლეგენდისგან გამომდინარეობს, ან ვინმეს საპატივცემულოდ ჰქვია.რავიცი, არასდროს მიფიქრია ამაზე , ალბათ მაინც მჯერა. - ეხლა სად მივდივართ მთავარანგელოზის ეკლესიაში? - გინდა ჯერ იქ მივიდეთ , მერე ჩემთან ავიდეთ , თან სახლს დავხედავ და უკან დავბრუნდეთ თორემ ავეჯიც მოტანილი ექნებათ შუა დღისთვის. ეკლესია დავათვალიერეთ. პატარა მწვანეში ჩაფლული სილამაზე იყო ჩემს წინ.ბერებიც ვნახეთ დაგვლოცეს ჩვენც მოვილოცეთ და ხეცურიანის სახლისკენ ავიღეთ გეზი. წარმოვიდგინე ზაფხულობით აქ რა კარგად დავისვენებდი ჩვენს შვილებთან ერთად და მთელ ტანზე ეკლებმა დამაყარა.არა რა ოცნება მაინც ხომ მაქვს ულიმიტო, რაზეც მინდა იმაზე ვიოცნებებ! -ნუცი სახლში შემოდი-უკვე ღია კარებიდან ისე შინაურულად გამომძახა ხელზე მე თვითონ ვიპწკინე. - მოგწონს?- გარედან არ ეტყობოდა მაგრამ შიგნით ოცდამეერთე საუკუნე ნამდვილად იდგა- კი ძალიან. -ზაფხულში კარგი დასასვენებელია- დამაჭირა მაზოლზე ფეხი. -კი კარგი იქნება -ამოგიყვან ზაფხულშიც- აი ისევ , უკვე მისი ცოლი და ორი შვილის დედა ვარ. - როგორც ჩანს ზაფხულამდე ლოდინი აღარ მოგვიწევს-გარეთ ისე უცებ დაიწყო წვიმა- ჩვენი ქალაქში წასვლის შანსი ნულს ჩაცდა.ბონუსად შუქიც წავიდა და თანამედროვე სახლის ფონზე გათბობის გარეშეც დავრჩით.რა ესაქმება კონდიციონერს სოფელში , დადგი ფეჩი შე დალოცვილო , მაგრამ არა პერო ჩამოუვარდება. კარგა ხანს ველოდეთ წვიმის გადაღებას,მაგრამ არც ის აპირებდა დანებებას. დედა და ელე გავაფრთხილე დღეს რომ ვერ ჩავიდოდი.ალექსანდრეც თავის საქმეებს აგვარებდა ტელეფონით. -ავეჯს მისაღები დატოვებენ, ეს ღამე აქ უნდა დავრჩეთ, სხვა გზა არ გვაქვს. ძალიან მოგვშივდა , უკვე საღამო იყო, აქ კი სექტემბრის შემდეგ როგორც მომახსენა არავინ ყოფილა.გაგვიმართლა და ერთ კარადაში მაკარონის შეფუთვა ვნახეთ, გაზზე მოვამზადე და მისაღებში ორი თეფშით გავედი. -ან ერთმანეთი უნდა გავათბოთ ან ღვინომ გაგვათბოს - ბედნიერი მითამაშებს ღვინოს ცხვირწინ- ღვინო რად მინდა ადამიანო მშია, მაკარონი გამაძღობს?? -იყოს , პლედიც კარგად მათბობს. -კარგი რა ოცდაათის მე ვარ თუ შენ? - შენ მე ამ წამს მე მოხუცი მიწოდე? -იმის თქმა გინდა რომ მე მოხუცი ვარ???-ეს რა აქეთ მეჩხუბება?! - მე ეგ არ მითქვამს -ზუსტად ეგ თქვი, კარგი არაუშავს , პატრა შენც მეყოფი.ნუ ვიჩხუბებთ , ეს დრო გამოვიყენოთ და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ, სასმელი გულახდილობაში დაგვეხმარება-თვალს მიკრავს და ხალიჩაზე მეპატიჟება. რომანტიული ატმოსფეროა რას ერჩი , ტელეფონის ფანრებით განათებული ოთახი და ხალიჩაზე ორი მშიერი ლოთი, ნუ ნახევრად მშიერი. -ვინ დაიწყებს? -მე - დავასწარი და ისე ჩაიცინა მივხვდი ისევ გაიფიქრა პატარააო თუმცა ეგ არ მადარდებდა,ბედიერი ვიწყებ კითხვის მოძიებას თავში- მოდი იცი რა ვქნათ?! წინადადება გავაგრძელოთ, ანუ ერთი იწყებს მეორე ამთავრებს . -არვიცი არასდროს მითამაშია ეგეთი რამ , ვცადოთ დრო გვაქვს- ჭიქებს ავსებს და ამატებს- თითო კითხვა ერთი ჭიქაა- დამცინის ჭიქას მაღლა ვწევ და ვიწყებ - მამაშენმა ბიზნესი იმიტომ გადმოგაბარა რომ .... -დაიღალა და დასვენება უნდოდა, საკმაოდ რთული ცხოვრება გამოიარა და დრო იყო დაესვენა -ამბობს და მე მიყურებს ,პასუხი დამაკმაყოფილებელია, ესეც ერთი ჭიქა. -რესტორნიდან იმიტომ წამოხვედი რომ..... -არ მინდოდა იქ მენახე -ანჩო იმიტომ დაგყავს თან რომ შენი.... -მდივანია ნუცი , უბრალოდ მდივანი - ჭიქას წევს და სვავს - სასტუმროდან იმიტომ გამოიპარე რომ..... -კიდევ ერთი ბოდიში არ მომესმინა შენგან. -აქ იმიტომ ვართ რომ.... -უკვე გითხარი .მინდა ერთმანეთი უკეთესად გავიცნოდ. - მოიცა, წასვლა შეგვეძლო და არ წახვედით?-გაშტერებული ვუყურებ. -სანამ ახალი დაწყებული იყო , რა თქმა უნდა- იცინის, ანუ გამოდის ჩემი გაცნობა მართლა უნდა? უკვე მომწონს ეს თამაში, თუმცა ბოთლიც ჩაიცალა და მეც უკვე კარგად ვარ , მეტის დალევა აღარ მინდა. - მგონი ჯობია დავწვეთ- ფეხზე ვდგებით და უეცრად ყველაფერი ტრიალებს, თავბრუ მეხვევა.ალექსანდრე ხელს მხვევს წელზე , რომ არ წავიქცე. წესით ეხლა უნდა დამცინოს , მაგრამ ახლოს მიიზიდავს.ეს უკვე თამაში აღარაა. კისერთან მის სუნთქვას ვგრძნობ,მისი თითები კი ჯერ ტუჩებზე მერე კი თმებში მიცურავენ და ტუჩებზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ. -შენთან მინდა ნუცი- ისეთი ხმით მეუბება მგონია ჭიანჭველები მთელს ტანზე დარბიან , მისი თითები სხეულზე დაცოცავენ, მისი ტუჩემი ჩემს ტუჩებს პოულობენ .არვიცი ამას მარტო ვნება თუ ჰქვია?! მისი კოცნის სურვილი მკლავს .მთელი ორგანიზმი ერთად იღვიძებს და უკვე ნაცნობი ემოციებით ვივსები.ისევ მისი თითები.არვიცი როგორ ახერხებს , მაგრამ მგონია მთელ ტანს, ყველა უჯრედს ერთად ეხება.მერე ბევრი სიშიშვლე მეფდება ოთახში და ჩვენი სხეულების ერთი მთლიანობა ხდება და აი ისევ ვხდები მისი უკვე მეორე ღამის პარტნიორი. მაღვიძარას ხმა მამლის ხმამ ჩაანაცვლა, ნელა ვახელ თვალებს და გუშინდელი მოვლენების გააზრებას ვიწყებ.თუმცა ამჯერად არსად გაქცევას არ ვაპირებ. ისედაც ვინ გიშვებს, მთელი ტანი ოკუპირებული აქვს ვაჟბატონს.ალბათ ჰგონია ისევ გავიქცევი, მშიშარა. ვიწყებ თავის დახსნის ოპერაციას, კისერი თითქმის განთავისუფლებულია, რომ ოკუპანტი ახელს თვალს და იბრუნებს ტერიტორიებს . - ალექსანდრე გამიშვი , უნდა ავდგე - ვიწყებ ბუზღუნს -რატომ? ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ , ისევ წასვლა არაა სავალდებულო- ისევ ეს ირონიული ჩაცინება, რომელიც მე ესე მაბრუებს. - არსად არ გავრბივარ - არც მე მიჭირს პასუხის გაცემა-მაგრამ წასვლის დრო გვაქვს, დღეს მართლა უნდა დავბრუნდე სახლში .შენც უნდა ადგე, სასტუმროს საქმეც არ დაგვიმთავრებია. დილით მისი თვალები უფრო მუქია, ხმა უფრო ბოხი. -საით პატარა? -უნდა ავდგეთ, ბევრი საქმე გვაქვს.სასუმროს საქმეც მოსაგვარებელია-ამის თქმა და ჩემი ტუჩების დაპყრობა ერთია.გასაგიჟებელი კოცნა იცისთქო ვიტყოდი , რომ ვიცოდე სხვას როგორ გამოსდის, მაგრამ მე რეალობას მწყვიტავს. - რომ ბუზღუნებ ტუჩებს ბუშტავ და თავის შეკავება მიჭირს.ეცადე ხალხთან ეგრე არ იბუზღუნო-მაფრთხილებს და საწოლიდან მაყენებს. ვემზადებით, სახლს კეტავს და არვიცი აქ ისევ დავბრუნდები თუ არა, მაგრამ ჩემი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ამ სახლში დაიწერა. ერთ საათში უკვე სასტუმროს განლაგებაზე ვჭობთ .დეკორატიული კუთხისთვის თაროების ზომებს ვიღებთ და ვუკვეთავთ.ტელეფონზე ელე მირეკავს. -რას შვები აღარ ბრუნდები? ანდრომ მითხრა კესო არ წასულაო,რატომ არ მითხრი მანდ მარტო რომ იყავით-როდის მერე ლაპარაკობენ ეს და ანდრო ? -ამოისუნთქე ადამიანო, კესოს სხვა საქმე გამოუჩნდა და ვერ წამოვიდა.ანდროსთან როდის ლაპარაკობ ხოლმე? რამე გამოვტოვე? -რაღაც არ ხარ მაგ ამბით უკმაყოფილო, ხმაზე გეტყობა-ჩემ კითხვას გვერდს უვლის ესეიგი მართლა რაღაც გამოვტოვე-რა ჩაიდინე ?- დეტექტორია ეს გოგო -როდის ჩამოდიხარ მოსაყოლი მეც მაქვს . -ისეთი არაფერი, დღეს ჩამოვდივართ.აქედან ვერ გელაპარაკები. -რომ ჩამოხვალ მერე ვილაპარაკოთ. -ჩაალაგე? -ალექსანდე შემოდის კოტეჯში. -კი , უკვე მზად ვარ.-ჩემ ჩანთას იღებს და მანქანაში ვჯდებით. ვტოვებთ კახეთს და ფუქრისგან უკვე რამისაა თავი გამისკდეს , რა იქნება მომავალში? თავი 5 ოცი წუთია ხმას არცერთი არ ვიღებთ.ჯობია თბილისში ჩასვლამდე ვისაუბროთ.ისევ მე ვიღებ ჩემს თავზე ინიციატივას. -ალექსანდრე, რა იქნება მერე. -არვიცი ნუცი, დრო გვიჩვენებს. -არ მინდა გაურკვევლობაში ვიცით, ჩემთვის პირველი მარტო ღამის პარტნიორი კი არა ზოგადად პირველი მამაკაცი ხარ.ანუ აქამდე შეყვარებულიც კი არ მყოლია.ხვდები რას ვამბობ? -არც ბაღში?-იხუმრა ბიჭმა. -არ ვხუმრობ!მე შენი მორიგი გასართობი ან საყვარელი ვერ ვიქნები, ვისთანაც როცა მოგინდება მაშინ დაიკმაყოფილებ ჰორმონებს. -მე შენ მართლა მომწონხარ ნუცი.ვერ გეტყვი რა იქნება მომავალში, ვანგა არ ვარ .ნუცა ათი წლის ცოლ-ქმარიც შეიძლება დაშორდეს. -ანუ შეხვედრები იქნება? -იქნება ნუცი იქნება-ისე მიყვარს ეს ღიმილი, რაღაც თბილს და ამოუცნობს რომ გაგრძნობინებს. სადარბაზოსთან მტოვებს და მიდის.მეც ჩემ მონატრებული სახლში ავდივარ.ცოტა ხანი ვიხსენებ და ელეს ვურეკავ -ჩამოხვედი? -კი სახლში ვარ -ამის თქმა და ჩემი გადარეულიც ამოსვლა ერთია. -რატომ არ მითხარი? -კარგად შენ როგორ ხარ? მეც მომენატრე-ყურადღებას არ ვაქცევ მის კითხვას. -ხო კაი , მეც მომენატრა ჩემი დიდ ძუძუებიანი ქალი- მეხუტება და რამისაა დამახრჩოს -კარგი ხო, ამდენი ხანის არ ვყოფილვარ წასული. -დაიწყე ჰე-ვეღარ ითმენს და მეც ბედნიერი ვუყვები ჩემსთავგადასავალს, თუმცა ვატყობ რომ არ მოწონს ჩვენი უკვე მეორე ღამის ამბავი, ალბათ ისიც ფიქრობს რომ სერიოზულად არ აღმიქვავს, მეც ხომ ზუსტად ამის მეშინია.არ მინდა ვინმეს გასართობ სათამაშოდ ვიქცე. -ანუ გითხრა რომ მოსწონხარ? - ხო რაღაც მაგდაგვარი.ვნახოთ რა იქნება .ეხლა შენ მითხარი შენთან რა ხდება , სად ნახე ანდრო? -სად ვნახავდი?! -გაიკვირვა გოგომ-უნივერსიტეტში. -მერე თქვი ადამიანო, მე ხომ მოგიყევი. -ხო კარგი.მოკლედ დათა გახსოვს? ჩვენი უბნები იყო ადრე, მეგობარს მიაკითხა ხოდა ეზოში შემხვდა, ვიდექით კულტურულად ვსაუბრობდით, უცებ ვიღაცა მეცა გადამკოცნა და ხელ გადახვეული გაეცნო დათოს ,მისი შეყვარებული ვარო .წარმოგიდგენია?-რომ წარმოვიდგინე მაგ დროს ელეს სახე მართლა გულიანად გამეცინა.- იქ ხომ არ დავიწყებდი ჩხუბს ხოდა , როგორც კი წავიდა დათო ერთი გულიანი ვთხლიშე იმ კმაყოფილ სახეში. -ვაიმე ელე-უკვე ვხოხავდი, რა მომენტები მაქვს გამოტოვებული. -მეორე დღეს აქ დამხვდა კორპუსთან , წამო გაგიყვანო .მაგას წავყვებოდი? აუარე გვერდი და წავედი ჩემი მწვანე ტაქსით- ავტობუსს მოიხსენიებს ესე-გამოსვლისას მითხრა სერიოზული საქმე მაქვს ნუცა ეხებაო, დამპალი .ზუსტად იცოდა რომ გავყვებოდი.მაშინ მითხრა შენზე, მაგრამ კესოს უთქვამს ალექსანდრემ მითხრა საჭირო არაა შენი წამოსვლაო. -ანუ რა გამოდის, რომ არ წამოიყვანა მარტო რომ ვყოფილიყავით? -ასე გამოდის, მოისმინეს ნუცა .მგონი მართლა სერიოზულად მოსწონხარ . -არვიცი, ვნახოთ რა გამოვა. -ხო, მგონია დრო გჭირდებათ.-ერთი ამოისუნთქა და ისევ გააგრძელა-ბოლო არ გაინტერესებს?მითხრა ძალიან მომწონხარ და მინდა ერთმანეთს შანსი მივცეთო, ხომ იცი მეც მომწონს ეგ არანორმალური და როგორც კი ვუთხარი კარგითქო მეცა და მაკოცა მაგ იმბიცილმა.-მეტი მართლა აღარ შემეძლო .ამ ორ ადამიანზე ერთი კომედიური ჟანრის ფილმი გამოვიდოდა. -ხო ცოცხალია , ჩემო ანდრო-მოვიკითხე მაინც , იმედი მქონდა არ მოკლავდა - კი ცოცხალი იყო რომ გადმოვიდა მაგრამ, ხაჩირავაწ წიგნი ხო იცი რა მძიმეა? -თავი დავუქნიე , მაგის თრევით გამოჩნდა ხერხემლის გამრუდება-ხოდა იმ კმაყოფილ სახეში მოხვდა მეორედაც იმ დღეს .ხო კარგად იქნება? - ისეთი საწყალი სახე მიიღო ტელეფონს ვეცი და გადავრეკე ანდროსთან . -გოგო ნორმალური ხარ შენ , გაკოცა ადამიანო ხომ არ მოუკლიხარ. -ეგ მერე მეც ვიფიქრე, მაგრამ იმსტიქტურად ჩავარტყი თორემ მართლა მომეწონა კოცნა. -რათ უნდა იმ საწყალი შენნაირი არაადეკვატური ადამიანი.როგორ მეცოდება-საწყალი სახე მივიღე. -არც ეგეთი დაუცველია ნუ გეშინია.არ უნდა ეთქვა? -რა უნდა ეთქვა?! ეხლა მოემზადე უნდა გაკოცო და წიგნი არ ჩამარტყაო? -ხო რავიცი , გიო სულ მეკითხებოდა შეიძლება გაკოცოო? -მოდი შევთანხმდეთ რომ ეგ შენი ყოფილი იყო დებილი. -ნუ ცოტა კი იყო მოდებული. -მაგას ცოტა ერქვა? ათჯერ გამაცანი , ჯერ მარტო სკლეროზი ჰქონდა კაცს .სახელებს ეგ ვერ იმახსოვრებდა და გვარებს. -ხო კარგი ნუ გაასწორეს მიწასთან პატარები ვიყავით მაშინ.შენ ის მითხარი ორ კვირაში უნდა გვაქვს ფრენა და სამსახურში რას იზავ , ერთი თვით გამოგიშვებენ? -კესის ველაპარაკე წასვლამდე და არ იქნება პრობლემაო.წასვლამდე დედაც უნდა წავიყვანო ექიმთან რაღაც ფერიც არ მომწონს თან სულ დაღლილი ვარო წუწუნებს. -ხო ნელი დეიდას ვკითხოთ ეცოდინება ვისთან უნდა მიიყვანო. მეორე დღეს დედა ექიმთან წავიყვანე , ანალიზები აუღეს და მე სამსახურში გავტრიალდი. ამ შუშის კედელს ჟალუზები თუ ქონდა რატომ არ ვიცოდი? -მოხვედი ელე? აბა როგორ მოგეწონა კახეთი? -კარგი იყო .სასტუმრო მართლა ზღაპრული გამოდის -ხო ეგ ადგილი მეც ძალიან მომწონს , ორი წელი აკეთებდა მაგ სასტუმროს ჩემი ძმა და სახელი ჯერ კიდევ ვერ მოუფიქრა. -შენი ძმას სასტუმროები ეხლა არ გადმოაბარა ბატონმა თამაზმა? -ხო , მაგრამ ეგ პირადად ალექსანდრესია.დედას დაღუპვის შემდეგ სულ მანდ ატარებდა თავისუფალ დროს, სახლიც თვითონ გააკეთებინა ისე მოაწყო გარედან არაფრიფ არ განსხვავდებოდეს სხვა სახლებიდან შიგნით კი თავისთვის კომფორტი აქვს შექმნილი.მარტო დედას ოთახი არ გაურემონტებია. -არ ვიცოდი დედა თუ დაღუპული გყავდათ, ძალიან ვწუხვარ. -ხო უკვე თითქმის ხუთი წელია-სახეზე ისეთი ტკივილი ეწერა გულით ვუთანაგრძნე, მეც ხომ ვიცოდი რა იყო მშობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მთელი დღე თვალი არ მომიკრავს ალექსანდრესთვის. არც თვითონ მოუკითხივარ ამიტომ ვიფიქრე წასვლისას გავუვლითქო .ჩემი ნივთები მოვაწესრიგე ქურთუკი ჩავიცვი და გვერდით ალექსანდრეს სანახავად დავაპირე შესვლა მაგრამ ადგილზე გავქვავდი.ჯაბას დალექსანდრეს ხმა გამოდიოდა : - ვერ გავიგე თუ ოჯახის შექმნა არ გინდა აბა რატომ წაიყვანე შე*მა? -რა ოჯახი!? არ მიცნობდე მაინც.ისე გამოვიდა რომ მისი სიმთვრალით ვისარგებლე და ....აუ კაროჩე , ხო აზრზე ხარ მეც მყავს და , ნუცა მამაც კი არ ყავს .მომწონს მაგრამ ცოლი ჩემთვის ისეთია ხო ხვდები რეებს მახსნევინებ რა -კარგი იმ ერთხელ გავიგე მაგრამ ეხლა რა გინდოდა? -აუ , რა გამიტრაკე რა.რა უნდა მდომოდა, როგორც ქალი მომწონს და მიზიდავს. რაღაცნაირია ბავშვური. -ეხლა რას აპირებ ?ესე ს*რივით ხომ არ მიატოვებ? -არა , რატომ შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს .ხომ იცი მე და სიყვარული სხვადასხვა განზომილებაა. მეტი აღარც მომისმენია,ისიც საკმარისი იყო რაც მოვისმინე იმისთვის რომ გამეგო მისთვის უბრალოდ გასართობი ვიყავი.ქალი რომელიც იზიდავდა, დროებითი ქალი.მე კიდე უკვე მასზე ფიქრის გარდა არაფერი მახსოვდა .ელესთვუსაც კი არ მომიყოლია, ჩემი თავმოყვარეობა იმ დონეზე შეილახა შემრცხვა ბავშვობის დაქალისთვისაც კი მომეყოლა.გადავწყვიტე აქ დამემთავრებინა მასზე ფიქრიც და მე დაესწრო მისთვის ერთხელ მაინც ბოლო სიტყვის თქმა. მეორე დღეს უნივესიტეტის მერე საავადმყოფოში შევიარე, დედას ანალიზის პასუხები მქონდა წამოსაღები და ექიმის უნდა მენახა.დედას ჩიყვი აღმოაჩნდა საკმაოდ გადიდებული , რომელიც უკვე გულზეც აისახებოდა .ხშირად უხდებოდა გული ცუდად .ამას ანემია დაერთო და ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა უკვე ალექსანდრესთან დაკავშირებული პრობლემები. ერთი კვირა ისე გავიდა ყველანაირად თავს ვარიდებდი სამსახურში ყოფნის დროს მასთან შეხვედრას.ერთი კვირის შემდეგ უკვე თვითონ შემოვიდა ჩემთან კესოს უთხრა რომ საქმე ქონდა და იძულებული ვიყავი წავყოლოდი.თავის მანქანაში ჩამსვა და მომიტრიალდა. -სადმე გავიდეთ თი აქ ვისაუბროთ?-წესით მე უნდა ვიყო გაბრაზებული. -არ არის საჭირო, აქვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ -კარგი, არ მეტყვი რა გჭირს და რატომ არ მპასუხობ ზარებზე? -არ მცალია და არც მინდა . -რას ნიშნავს არც გინდა? პატარა ბავშვს ვგავარ? როგორ გგონია მე გამოგეკიდები? - არა თქვენ ვერ გამიგეთ, მე თქვენთან სხვა თანამშრომლის და უფროსის ურთიერთობის გარდა სხვა ურთიერთობა არ მსურს. - კარგი ერთი ! ეგ როდის გადაწყვიტე?¹ -ერთი კვირაა.თუ შეიძლება დაივიწყეთ რაც მოხდა და ნუ მაიძულებთ უკვე მეორედ თქვენი მიზეზით დავტოვო სამსახური.არ მაქვს საქმე ისე როგორც თქვენ , ჩემით ვცდილობ კარიერა ავიწყო და ძალიან გთხოვთ ხელს ნუ შემიშლით.-როვორც ჩანს არ ელოდა ჩემგან მსგავს საუბარს და ცოტა ხანს თვალმოუშორებლად მიყურებდა .მერე ძალიან მარტივად სახე დაილაგა კარები გამიღო და უსიტყვოთ მიმახვედრა რომ ბოლო სიტყვა მაინც მან თქვა.გული დამწყდა , მაიც არ მეგონა ესე იოლად თუ გამიშვებდა, ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა რომ არაფერს განიცდიდა ჩემს მიმართ. ერთ კვირაში უკვე პარიზში ვიყავით მე და ელე და ლექციებს ვესწრებოდით.ჩემდა გასაკვირად იმის მერე ანდრო და ელენეს ურთიერთობა ჰარმონიულად მიიწევდა წინ. -ნუცა პაკეტი აფთიაქში როგორ ვიკითხო ფრანგულად ეგ ინგლისურიდან არ ვიცი როგორაა- ჩაფიქრებულმა მკითხა -რავიცი გოგო , უთხარი ოლვეისი მინდათქო და ეგ ყველგან ერთნაირი სახელით არააა? -აუ ,წამლები რა .შენც არ გაქვს?- აი აქ კი გაანათა რაღაცას. -ვაიმე ელე, მე თვეზე მეტია არ მაქვს! -პანიკის გარეშე ნუცი, შენ აქ დამელოდე მე ეხლავე მოვალ. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიჯექით ტესტების პასუხებით ხელში , წარმოდგენაც არ მქონდა რა იქნებოდა მომავალში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.