მე, მანიაკი და თვითმარქვია გამომძიებელი ( 1 )
დილაუთენია ტელეფონის ზარმა გამაღვიძა და ისეთი ეროტიული სიზმარი გამაწყვეტინა შუა გზაზე რომ სიმწრისგან ლამის ვიტირე, გაცოფებულმა დავხედე ეკრანს, ვინ იქნებოდა თუ არა უსაქმური მაკა. - ახლა რაღა ჯანდაბა გინდა, -ღრენით ვუპასუხე და შიშველი ფეხები გადმოვალაგე საწოლიდან - რა უნდა მინდოდეს ხომ არ დაგავიწყდა რომ დღეს ლიკუნას დაბადების დღეა. დაეჭვებულმა შევხედე საათს, აშკარად დილის რვას აჩვენებდა, არანორმალური ამ დილაუთენია მხოლოდ იმიტომ დამირეკა რომ ის დაბადების დღე შეეხსენებინა რომელიც ისედაც მახსოვდა, წამოვდექი გულიანად გავიზმორე და ამოვიხვნეშე. - გინდა გითხრა ახლა რას აკეთებ, -სადღაც შორიდან მომესმა მაკას ხმა და ტელეფონი უფრო ახლოს მივიტანე ყურთან, ან ამ უპატრონოს, რამდენიმეჯერ ასფალტზე დახეთქებულს და მრავალ ჭირვარამ გამოვლილს ჭირდა რამე და ან აშკარად მე მქონდა სმენის პრობლემა, გამწარებულმა გავაქნიე თავი, სმენის პრობლემაღა მაკლდა ამ ოცდაერთი წლის ასაკში. - მიდი აბა მითხარი რას ვაკეთებ, -არ ვაწყენინე მაკას. - დგახარ ქვედა საცვლის და იმ თეთრი, ჩრჩილის თუ რაღაც ჯანდაბის მიერ ნახევრად შეჭმული მაისურის ამარა სარკის წინ, იზმორები, გაბურძგნილი და თვალებდასიებული და თან გულში მაგინებ, ხომ ასეა? -გულიანად ჩაიხითხითა და გააგრძელა, - მიდი ჩაიცვი დაემსგავსე ადამიანს და გავიაროთ რომელიმე სავაჭრო ცენტრში, ლიკუნას საჩუქარი ვუყიდოთ, ჩვენთვისაც შევარჩიოთ რამე. - აუ კარგი რა, რაც მაქვს იმით წამოვალ არ მაქვს ახლა არაფრის თავი და არც ზედმეტად დასახარჯი ფული მაქვს ხომ იცი რომ ვაგროვებ. - შენთვის არ უთქვამს რომ სახლში გადახდა გადაიფიქრა და კლუბში აღნიშნავს? - მართლა? -წინასწარ წარმოვიდგინე ჩაბნელებული გარემო, ხმამაღალი მუსიკა, უამრავი ხალხი, ერთმანეთში არეული სუნამოს, ოფლის და სასმლის სუნი, წარმოვიდგინე და ტანში გამცრა... - მიდი, მიდი გაემზადე ნახევარ საათში შენთან ვიქნები, -პასუხს არ დალოდებია ისე გათიშა და დამტოვა ასე საგონებელში ჩავარდნილი, კარზე რომ ბრახუნი გაისმა მაშინღა შევამჩნიე რომ მისაღებში დივანზე ისეთ მდგომარეობაში ვიჯექი როგორ მდგომარეობაშიც საწოლიდან ავდექი, ვერაფრით გავიხსენე საძინებლიდან აქამდე როგორ გამოვედი და ახლა რატომ ვიჯექი ჯერ კიდევ გაბურძგნილი და პირდაღებული, ღრმად ჩავისუნთქე და გამოსაფხიზლებლად ლოყაში ისე მწარედ შემოვირტყი ხელი რომ სიმწრისგან დავიღმუვლე და თვალებიდან ნაპერწკლების ყრით გავვარდი კარის გასაღებად. - რას აკეთებ გოგო გაგიჟდი? -შეიცხადა მაკამ როგორც კი დამინახა, -ატყობ რომ შიშველი ხარ? ვინმემ რომ დაგინახოს მერე რას შვრები? - ვინ უნდა დამინახოს, ერთადერთი მეზობელი მყავს რომელიც სანამ მზე არ ჩავა მანამდე არ იღვიძებს ბომბი რომ შეუგდო მაინც. - აჰა ესე იგი მეზობელიც გყავს? მეგონა ეს ბინა ცარიელი იყო. თვალებმოჭუტულმა შევხედე მუქ შინდისფრად შეღებილ კარს, უკვე ერთი თვეა რაც ჩემი მეზობელია და ჯერ ვერ გავარკვიე, ვინ არის და რას წარმოადგენს, კაცმა რომ თქვას ბევრი არც მიწვალია მისი ვინაობის დაგენისთვის, ერთი ჩვეულებრივი უინტერესო ვინმე ჩანდა, კარი ბოლომდე გავაღე და მაკა შევიპატიჟე, -მოდი რაღას ელოდები. ის იყო მაკა შემოვიდა რომ ჩემი ბინის მოპირდაპირედ მდებარე ბინის კარი გაიღო და წელსზემოთ შიშველი ვამპირი ვასიკო გამოვიდა თავის ქექვით, ჩემი ბედის რა ვთქვა, რაღა ახლა გაიღვიძა ასე ადრე, კაცისშვილს არ უნახია დღისით მზისით, ვიდექით ასე პირდაღებულები, მე მის მადისაღმძვრელ მუცლის პრესს და ფართო მხრებს ვერ ვაშორებდი თვალს ის კი ჩემს შიშველ, არცთუ ისე ურიგო ფეხებს, შავ სექსუალურ საცვალს და უზარმაზარი ნახვრეტების მქონე მოკლე მაისურს, ვუყურებდით ერთმანეთს და ენის წვერით ვილოკავდით ტუჩის კუთხეებში ჩამოღვრილ ნერწყვს, აშკარად ვცდებოდი, შიშველი ვასიკო ნამდვილად საინტერესო ვინმე ჩანდა. - ვასო, -ყურისწამღებად იკივლა მის ზურგს უკან მდგომმა ქერათმიანმა ქალმა, რომელიც რატომღაც აქამდე არ შემიმჩნევია. - ინა, -ყურში ჩამყვირა მაკამ, მხარში მწვდა, თითქმის ძალით შემათრია სახლში და კარი გამეტებით მიაჯახუნა ჩემს ზურგსუკან, ღიმილით მივეყრდენი კედელს. - აი კიდევ რომ იღიმის რა, შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ, -ქოთქოთებდა მაკა და ისეთი თვალებით მიყურებდა რომ ვერ გადამეწყვიტა გამეცინა თუ დაბნეული და დარცხვენილი გოგოს როლი მეთამაშა, ბოლოს ვეღარ მოვითმინე, მისაღებში შევვარდი, ხალიჩაზე გულაღმა გავგორდი და გულიანად ავხარხარდი. - დაინახე ჩვენს ვასიკოს რა სახე ჰქონდა? - არც შენ გქონდა ნაკლები, -მაკა ჩემს გვერდით წამოგორდა და თვითონაც აუტყდა სიცილი. - ჰოო, ნახე რა მაგარი სხეული ჰქონია მაგ უჯიშო ვამპირს? არადა მაგარი უცნაური ვინმეა, ღამღამობით დაბოდიალობს ხოლმე სულ სადღაც და თან ისეთი აჩაჩულ-დაჩაჩული... - ფრთხილად იყავი ის ქერათმიანი ისე გიყურებდა არ გამიკვირდება რომ მოგივარდეს და ერთი გემრიელად გაგჩეჩოს, ჩემს ვასოს ასე რატომ უყურებდიო. - მგონი ზედმეტი მომივიდა არა? -წამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, -მაპატიე, თვითონაც არ ვიცი ასე რატომ ვიქცევი ხოლმე უბრალოდ ხანდახან თავს ვერ ვერევი. - ჰორმონების ბრალია, -დაასკვნა მაკამ და წამოდგა. - ეგ რა შუაშია? - შუაში კი არა თავშია, უკვე ოცდაერთი წლის ხარ, ულამაზესი, სექსუალური ქალი ხარ ინა, შეიგნე ბოლოს და ბოლოს რომ ბავშვი აღარ ხარ და ვიღაც გჭირდება გვერდით ვისთანაც ენერგიას დახარჯავ და შენს ფანტაზიებს აიხდენ, არ მესმის ასე როგორ ძლებ. - შენ და ლიკუნა თუ ყოველ თვე იცვლით ბიჭებს ეს იმას არ ნიშნავს რომ მეც ასე უნდა მოვიქცე, -ჩავიბურტყუნე, წამოვხტი და გაცოფებული ტყაპატყუპით წავედი საძინებლისკენ. - ჰო შეგიძლია ასე ასკეტური ცხოვრება გააგრძელო, წელსზემოთ შიშველი მეზობლის დანახვაზე ნერწყვები ყლაპო, ფსიქიკა დაიზიანო და ძილში გაათავო ხოლმე, რა გჭირს? იძახი რამდენიმე წელი გათხოვებას არ ვაპირებო და როდემდე აპირებ ასე ყოფნას? - აუ ტვინს ნუ მიბურღავ რა, არ შემიძლია ასე უბრალოდ ავდგე და ვიღაცასთან დავწვე მხოლოდ იმიტომ რომ ჰორმონები დავიმშვიდო, არ გეგონოს რომ მაინცდამაინც სიყვარულს და სამუდამო ურთიერთობას ვეძებ, უბრალოდ მინდა რომ რაღაც გრძნობა მაინც მქონდეს იმის მიმართ ვისთანაც პირველად მექნება სექსი, თანაც სადღაც ჯანდაბაში ჩემი გულისთვის გადახვეწილ ჩემს მშობლებს რომლებიც ასე მენდობიან იმედს ვერ გავუცრუებ. - სერიოზულად? -მაკამ გულიანად გადაიხარხარა და ჩემს საწოლზე გულაღმა გაიშხლართა, -ვიღაცამ რომ გისმინოს საცოდავი გოგო ეგონები ვისი მშობლებიც ემიგრანტები არიან და ქანცის გაწყვეტამდე მუშაობენ რომ საყვარელ შვილს სწავლის საფასური გამოუგზავნონ, საკმარისი ფული გაქვს, დარწმუნებული ვარ მამაშენი მშვენივრად გრძნობს თავს თავის მეორე ცოლთან ელენასთან ერთად მოსკოვში, დედაშენმა კი ამ დილით ატვირთა ჯორჯთან ერთად ბორა ბორაზე გადაღებული უახლესი ფოტოები, ორივე თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და მათ ნუ აბრალებ შენს უხასიათობას და სულელურ პრინციპებს. უხერხულად გავიღიმე და აბურდული თმა მოვიქექე, ხანდახან არც თუ ისე სასიამოვნოა როცა საუკეთესო მეგობარი საუკეთესოდ იცნობს შენს არარსებულ ოჯახს, თანაც თუ ეს მეგობარი მაკასნაირი პირდაპირი და დაუფიქრებელი არსებაა, ისე მომახლის ხოლმე ყველაფერს არც კი ფიქრობს იმაზე რომ შეიძლება გული მატკინოს, თუმცა შეიძლება ფიქრობს კიდეც და იცის რომ უკვე დიდი ხანია აღარ მაინტერესებს რას იფიქრებენ ან რას გააკეთებენ ჩემი მშობლები, რომლებიც რეგულარულად მიგზავნიან ფულს და თვეში ორჯერ ან სამჯერ მირეკავენ, მამა უკვე თერთმეტი თვეა თვალით არ მინახავს, დედა კი ექვსი თვე ხდება რაც ინგლისელ ჯორჯს გაყვა ცოლად რომელიც კაცმა არ იცის საიდან გამოჩხრიკა და ახლა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ, მე კი ვცხოვრობ მარტოდმარტო თბილისის ცენტრში სამოთახიან კომფორტულად მოწყობილ ბინაში, მყავს ერთი მოცუცქნული ავტომობილი რომელსაც თითქმის საერთოდ არ ვიყენებ, ვსწავლობ უნივერსიტეტში, მაქვს მცირეოდენი დანაზოგი და დიდი გეგმები სამომავლოდ... - რაზე ფიქრობ? ისევ ზედმეტი მომივიდა არა? -მაკა წამოიწია და დამნაშავე ხბოს თვალები შემომანათა. - არა, შენ რა შუაში ხარ, ჩემს ბედოვლათ მშობლებზე ვფიქრობდი, ახლა ჩავიცვამ და გავიდეთ თორემ მართლა ვერ მოვასწრებთ საღამომდე საჩუქრის ყიდვას და მერე მომზადებას, -გრძელი წაბლისფერი თმა კეფაზე შევიკარი, ჯინსის მოკლე შორტი და ნაცრისფერი ჭრელი ნახატებით გაფორმებული მაისური ჩავიცვი. - ლიფს ისევ არ იცვავ? - რომელი სამი ზომა მკერდი მე მაქვს რომ ლიფი მჭირდებოდეს, -კმაყოფილმა შევათვალიერე საკუთარი თავი სარკეში, მუქი ხორბლისფერი კანი მქონდა, დიდი თაფლისფერი თვალები, ვარდისფერი ტუჩები და საყვარელი ფოსოები ლოყებზე. - ნეტავ შენნაირი სხეული მქონდეს, -მაკა გვერდით ამომიდგა და უკმაყოფილოდ ამოიოხრა, მრგვალი და გამოკვეთილი ფორმები აქვს, მადისაღმძვრელი საჯდომი, წვრილი წელი და ფუმფულა მკერდი, რომ იცოდეს რამდენჯერ მინატრია მისნაირი მკერდი მქონოდა, ასეა ყოველთვის ის გვინდა რაც არ გვაქვს და ვერადროს ვაფასებთ საკუთარს. - - - - - - - - - - - - - მეჩვენება თუ ეს ტიპი ჩვენ გვითვალთვალებს, -ეჭვით გადავხედე ჩვენგან რამდენიმე მაგიდის გამოტოვებით მჯდარ ახალგაზრდა მამაკაცს რომელსაც მიუხედავად იმისა რომ სავაჭრო ცენტრში ვიყავით კეპი ეხურა და შავი სათვალე ეკეთა. - საიდან შეატყვე რომ გვითვალთვალებს? -მაკამ უინტერესოდ გადახედა და ისევ თავის შოკოლადის ნამცხვარს მიუბრუნდა. - საიდან და დღეს უკვე რამდენჯერმე შევამჩნიე, სულ ჩვენს გვერდით ტრიალებს, ასეთი დამთხვევების არ მჯერა, თანაც ქუდი ახურავს და შავი სათვალე უკეთია, საეჭვოდ არ გეჩვენება? - რაღაცეები ნუ გელანდება რა, იქნებ უსინათლოა და იმიტომ უკეთია სათვალე ან სულაც მოსწონს და იმიტომ, ყველაფერს კუდს ნუ გამოაბავ ხოლმე. - ისიც მელანდება რომ ჯერ ქუჩაში შეგვხვდა სამჯერ სხვადასხვა ადგილზე, მერე პარკინგზე და ახლა აქ დაბოდიალობს ჩვენთან ერთად? - ალბათ მანიაკია, დაგვდევს რომ გაგვიტაცოს და გვაწამოს. - ჰო შენ იხუმრე და მგონი მართლა მანიაკია, -კაცი კიდევ ერთხელ შევათვალიერე დაკვირვებით და უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა მთელ სხეულში, ისე იჯდა მხოლოდ მის პროფილს ვხედავდი, სადღაც სივრცეში იყურებოდა და მშვიდად სვავდა ყავას თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ თვალს არ მაშორებდა. - მოდი წავიდეთ რა აქედან, ვიყიდოთ ის საჩუქარი და მოვრჩეთ, -წამოვდექი და მაკაც წამოვაყენე, მთელი გზა დაფეთებული ვიყურებოდი უკან თუმცა მამაკაცი აღარსად შემიმჩნევია, მშვიდად მივედით სახლამდე, ერთად მოვემზადეთ და მაკას ბიჭმა დაგვირეკა თუ არა ჩანთა და გასაღები ავიღე და კარი გავიხურეთ, ის იყო ლიფტის ღილაკს მივაჭირე რომ ზურგს უკნიდან დაბალი სასიამოვნო ხმა მომესმა. - საღამო მშვიდობის, კარის მეზობელო. ნელ-ნელა შევბრუნდი ამ ხმის პატრონისკენ და ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე სირცხვილისგან, ჩემს წინ ვამპირი ვასიკო იდგა და ყურებამდე გაღიმებული მიყურებდა, თვალს ვერ ვაშორებდი მის მწვანე თვალებს და მუქ ყავისფერ უწესრიგოდ აჩეჩილ თმებს, ურცხვად ამათვალიერა ქვემოდან ზემოთ და მზერა ჩემს რატომღაც ნერვიულად ათრთოლებულ ტუჩებზე შეუჩერდა. - გიხდება ჩაცმა, -ჩახლეჩილი ხმით მითხრა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. - მე იგივეს ვერ ვიტყოდი შენზე, -ვუთხარი პირველივე რაღაც რაც პირზე მომადგა. - რააა? -აშკარად არ ელოდა, ლიფტმა და მაკას სწრაფმა რეაქციამ გადამარჩინა, სწრაფად შემტენა ჩემმა მეგობარმა კაბინაში, გაშტერებული ვუყურებდი უცნაურად მომღიმარ ვასიკოს სანამ კარი არ დაიკეტა. - - - - - - - - - - ღამის თორმეტის ნახევარი იყო, რამდენიმე ჭიქა მქონდა დალეული და საერთოდ აღარ მაწუხებდა არც ხმაური, არც სხვადასხვა სასმლის და სუნამოს სუნი და არც მაკას და მისი გულისსწორი ლევანის ერთმანეთზე გადახლართული სხეულები, ახლა ჩემთვის ყველაფერი ფერადი და სასიამოვნო იყო, ლიკუნა თავის ბიჭთან ერთად ცეკვავდა, დანარჩენებიც შეძლებისდაგვარად ერთობოდნენ, მხოლოდ მე ვიჯექი მარტო, სასმელს ვწრუპავდი და დროდადრო მომაბეზრებელ იდიოტებს ვიცილებდი თავიდან, ის იყო სასმლის ასაღებად წავედი ბარისკენ რომ ის შევამჩნიე, თავიდან მეგონა რომ მომეჩვენა მაგრამ არა, საკმაოდ კარგი მახსოვრობა მქონდა, მისი აღნაგობა, თმა, პროფილი, დაძარღვული მკლავები და გრძელი თითები, ეს ნამდვილად აღარ არის დამთხვევა, ეს კაცი მე და მაკას დილიდან გვითვალთვალებდა და ახლა აუცილებლად უნდა გამერკვია რა ხდებოდა, ახლაც ისე იქცეოდა ვითომ არაფერ შუაში არ იყო, იჯდა მშვიდად ბართან და საერთოდ არ გვიყურებდა ისე წრუპავდა სასმელს, იმ განსხვავებით რომ ამჯერად არც ქუდი ეხურა და არც შავი სათვალე ეკეთა, ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი და მის გვერდით ჩამოვჯექი, ყურადღებაც კი არ მომაქცია. - გამარჯობა, -ჩავილაპარაკე და ყურადღებით შევათვალიერე, იქნებოდა დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის, საკმაოდ სიმპათიური, მოკლედ შეჭრილი შავი თმით, მკვეთრად გამოკვეთილი სახის ნაკვთებით, შემომხედა შავი თვალებით და ისე რომ არ უპასუხია ყურადღება ისევ სასმლით სავსე ჭიქაზე გადაიტანა. - თქვენ გელაპარაკებით, ბევრი მიკიბვ-მოკიბვა არ მიყვარს ასე რომ პირდაპირ გეტყვით, ვიცი რომ მთელი დღეა მე და ჩემს მეგობარს გვითვალთვალებთ, ვინ ხართ და რა გინდათ ჩვენგან, -პირდაპირ მივახალე და ახლა მოუთმენლად ველოდი პასუხს, ისევ შემომხედა და ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა. - ვერ ვხვდები რას მეუბნებით მაგრამ უარს არ ვიტყოდი თქვენთან ერთად დალევაზე, მე გეპატიჟებით. - სულელი გგონივართ? -ვატყობდი როგორ ვკარგავდი მოთმინებას. - არა რას ბრძანებთ, პირიქით ვფიქრობ რომ ძალიან ჭკვიანი ქალბატონი ბრძანდებით, გთხოვთ მხოლოდ ერთი ჭიქა დალიეთ ჩემთან ერთად და გპირდებით ყველა კითხვაზე გიპასუხებთ. მიყურებდა დიდი შავი თვალებით, მიღიმოდა და ისეთი მიამიტი და გულწრფელი ჩანდა რომ უარი ვერ ვუთხარი, სულელი ვარ, ნამდვილი სულელი, ტყუილად არ მეუბნებოდა ხოლმე ლიკუნა რომ ჩემი მიმნდობი ხასიათი ერთ დღესაც დამღუპავდა, საიდან უნდა მცოდნოდა რომ ეს ერთი დღე ზუსტად დღეს იქნებოდა... - - - - - ეს ჩემი პირველი ისტორიაა, საცდელი თავია, ასე რომ გთხოვთ ძალიან მკაცრად ნუ განმსჯით, თუკი თქვენს მოწონებას დაიმსახურებს ვეცდები მეორე თავი შედარებით დიდი გამოვიდეს :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.