შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბიჭი (თავი 6)


24-05-2022, 02:00
ავტორი sabrina
ნანახია 12 559

ეხლა რა იქნება ? ათასჯერ მაინც გავიმეორე თავში.ელეც კი რომელიც წუთში ას სიტყვას ამბობს დუმს.თავი ფილმის მთავარი გმირი მგონია.როგორ ავუხსნა ავადმყოფ დედას, თუ უბრალოდ აქვე დავამთავრო?!
-ნუცა , რა უნდა ქნა ?-ნეტა ვიცოდე.
-არვიცი ელე, ჩემი კარიერა ეხლა იდგავს ფეხს, დედა ავადაა .ამ შემთხვევაში ყველაზე ლოგიკური გამოსავალი მაინც აბორტია.
-ნუცა ბავშვს მამაც ყავს.
-მამა რომელსაც არც დედა უყვარს და არც შვილი და ოჯახი სჭირდება.- ელეს გაოცებულ სახეს რომ ვხედავ მახსენდება რომ არ მომიყოლია როგორ გათელეს ჩემი თავმოყვარეობა.
- რატომ არაფერი მითხარი? თავი ვინ ჰგონია?! პირველად გეთანხმები მართლაც რომ მამიკოს ბიჭია ეგ შენი ალექსანდრე.ნეტა ანდროს რა მოსწონს, სულ მის ქებაშია.
-არვიცი ელე, ყველაზე ნაკლებად ეხლა ალექსანდრე მადარდებს- ვდგები და საწოლისკენ მივდივარ- უნდა დავიძინო.ერთი დღე არაფერს შეცვლის.
კარგი , რომ გაიღვიძებ მომწერე და შემოვალ-ელეც თავოს ნომერში გადის.
-ცრემლები თავისით მომდის.მართალი ნათქვამია ,, გაჭირვებულ ადამიანს ქვა აღმართშც დაეწევაო", ჩემი ცხოვრება სულ უკან მიდის.საერთოდ რატომ შევხვდი.რა გამოცდაა ესეთი დაუსრულებელი.დილით ელე შემოვიდა
- როგორ ხარ ნუც?
- ნორმალურად , თბილისში რომ ჩავალთ ექიმთან მივალ.
- გადაწყვიტე მოიშორო?
- არვიცი ვნახოთ . მე თვითონ გაორებული ვარ .რომ დავიტოვო მერე? დედას მივხედო თუ ბავშვს.ვინ იმუშავებს ელე , სხვა თუ არაფერი არსებობა ხო გვინდა?
- მესმის შენი, ხომ იცი ყველაფერში შენს გვერდით ვარ, მაგრამ ნუცა ის ბავშვია , მე ვიქნები უფასო ძიძა.ხან შენ მოუვლი ხან მე , იქნებ დაფიქრდე.
- მაიკომ რომ გაიგოს მოკვდება-ფიქრისგან რამისაა თავი გამისკდეს.
-ალექსანდრეს დაელაპარაკე , ოჯახი არ უნდა მაგრამ ბავშვიც არ ენდომება? ან ჯესოს რომ ვუთხრათ.
-არანაირი ალექსანდრე აღარ მიხსენო.სხვა სამსახური უნდა ვიშოვო, სხვა გზა არ მაქვს .
- ყველაფერი კარგად იქნება , აი ნახავ ნუცი- ხანდახან ისეთი თბილია , ამ გოგიში ორი ელენე ცხოვრობს.
ჩვენი პარიზში ვიზიტი ისეთი მხიარული არ აღმოჩნდა როგორსაც ველოდით მაგრამ , ტრენინგები კარგად გავიარე, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში.
უკან დაბრუნებულმა ბევრი ვიფიქრე ექიმთანაც გავიარე კონსულტაცია.ნაყოფი თითქმის ორი თვის იყო, ის ჩემში იზრდებოდა და მას სიცოცხლის უფლება ჰქონდა.ამიტომ გადავაბიჯე ჩემს თავმოყვარეობას და გადავწყვიტე ალექსანდრეს დავლაპარაკებოდი.
-დაბრუნდი ნუცა?-მხიარულად შემეგება კესო- იცი რამდენი საქმეა .სასტუმრო იხსნება კახეთში , როგორც იქნა .-რა კარგია ვიღაც მაინც რომ არის კარგ ხასიათზე.
- შემი ძმა ოფისშია?
-კი, წესით კაბინეტში უნდა იყოს
-გავალ მაშინ დაველაპარაკები
-რამე მოხდა- გაოცებული სახე მიიღო კესომ
- ისეთი არაფერი , გამოვალ და გეტყვი- ნაძალადევად გავიღიმე და კაბინეტისკენ წავედი.
მდივანი ადგილზე არ დსმხვდა ამიტომ ერთხელ დავაკაკუნე და ინსტიქტურად შევაღე კარები.აი ისიც მდივანი რომელიც საყვარლის ფუნქციას კარგად ითავსებს მაგიდაზეა გადაწოლილი.ალექსანდრეს კი ვნებუანი სახე შეშლილი სახით ეცვლება .
-შემოსვლის ნება დაგრთე??
-არა, მაპატიეთ მაგრამ საქმე მქონდა-ისე მინდა ის უზარმაზარი ლარნაკი მაგიდასთან რომ დევს გადავამტვრიო ზედ ორივეს, რომ უკვე ხელები მეფხანება.
- თუ მიხვდი მეც მაქვს საქმე - დაიბრუნა ირონია, რო. გეკითხა ,,ანჩო მხოლიდ მდივანია ნუცი".
- მე სერიოზული საქმე მაქვს!
-კარგი მაშინ შენ ჩაანაცვლე, მე პრობლემა არ მაქვს !- და ამას უნდა გავუჩინო ბავშვი? მთელი ეს დრო ფეხი-ფეხ გადადებული ანჩო მაგიდაზე დასკუპებული იჯდა და სანახაობით ტკბებოდა.ეს უკვე მართლა ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა .
ავიღე ჩემი ნივთები კაბინეტიდან და სახლში წამოვედი.რაღაც სხვა უნდა მომეფიქრებინა, ალექსანდე ხეცურიანი ვერასდროს გაიგებდა შვილის არსებობის შესახებ.
სახლში მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა , როგორმე უნდა ამეხსნა დედასთვის ჩემი ამბავი ისე რომ ცუდად არ გამხდარიყო.ერთი თვეა მკურნალობს ,მაგრამ მაინც სულ სუსტადაა.
- დედა!კარებიდან დავიძახე თუმცა ხელში ელე შემრჩა.სახეც შეშინებული ჰქონდა.
-რა მოხდა ელე?
-ეხლა უნდა დამერეკა შენთვის.შენ სანახავად ამოვედი და დედაშენი გულწასული დამხვდა , საავადმყოფოში გადაიყვანეს ნელი დეიდაც იქაა. მე შენ გელოდებოდი -მუხლები მიკანკალებს , ოღონდ დედაც არ წამართვა ღმერთო.
დედა უკცე პალატაში იწვა მაგრამ ეძინა, ამიტომ ექიმის ნახვა გადავწყვიტე.
-მკურნალობას არ ემორჩილება, ლიმფური ჯირკვალი მაინც ზრდაში მიდის.
-და რა უნდა ვქნათ.
-საოპერაციოა,რაც მალე გაკეთდება მით უფრო მალე ჩადგება ფორმაში.
გადავწყვიტე საღამოს გიგისთვის დამერეკა, ოთხი წელია სწავლობს და ის უფრო კარგად მირჩევდა რა შეუძლებოდა ჰამეკეთებინა.
-არ მინდა შეგეშინდეს ნუც ,მაგრამ მგონი ჯობია აქ წამოიყვანო.-ანალიზის პასუხების მერე მითხრა გიგიმ.-აქ ერთი ნაცნობი პროფესორია, უკვე ვესაუბრე .შეძლებს რომ მიგვიღოს.
-კარგი გიგი, ვეცდები მალე მოვაგვარო დედას საბუთები და წამივალთ.
- გელოდებით ნუც , გკოცნი.
საბუთებს მოვაგვარებ მაგრამ ფულზე რა ვქნა? გამახსენდა ორი დღის წინ ჩემი მეზობელი ახლობლისთვის გირით ბინას რომ ეძებდა, ერთი წლით დავაგირავებდი და დედა ვერც გაიგებდა. ისევ თავის სახლშუ დაბრუნდებოდა, მაგ დროში მეც ვიმუშავებდი.
იმ ოჯახს ვესაუბრე ვინც უნდა გადმოსულიყო, გირაობა გავაფორმეთ და ჩვენი გაფრენის დღის შემდეგ შევიდოდნენ საცხოვრებლად.ესე უეცრად გადაწყდა, ჩვენი წასვლა გერმანიაში.
გაფრენის წინა დღეს ტელეფონზე ზარი შემოვიდა , არც დამიხედია ისე ავიღე ტელეფონი .
- ქვევით ჩამოდი გელოდები-რამდენი რამ გადამატანინა, რამდენი დამცირება მაგრამ მის ხმაზე მაინც მთელი ჩემი სხეული აჯანყებას მიწყობს.არ მინდოდა გაურკვევლობას დავეტანჯე ამოტომ , ისევ მის მანქანაში აღმოვჩნდი.
-გისმენ?
-ბოდიში, მართლა უკანასკნელი ს*რივით მოვიქეცი!- უი მიხვდა!ეგეც რაღაცას ნიშნავს.
-მიპატიებია და მშვიდობით-მანქანიდან გადასცლას ვაპირებდი ხელი რომ დამუჭირა.
-მოიცა,რას ნიშნავს მშვიდობით?
- მივდივარ-სახეზე გაოცება დაეტყო-საქართველოდან მივდივარ .
- რა? რატომ?
- ეგ შენ არ გეხება.
-კარგი, რა საქმე გქონდა ?
-აღარაფერი, უკვე აზრი არ აქვს.
-აზრი ყველაფერს აქვს-უცებ გავიფიქრე მართლა ხომ არ მეთქვათქო ,მაგრამ მივხვდი არ ღირდა.
-მშვიდობით ალექსანდრე -ხელი გავაშვებინე და მანქანიდან გადავედი.
-აბა თბილისის გარეშე ვერ ვიცხოვრებო? - მივტრიალდი და კარგად ჩავიბეჭდე მისი მწვანე და ჩემი საოცნებო თვლები.გამეცინა და პირველი რაც გავუფიქრე ის იყო , ნეტა ჩვენს შვილს თუ გამოყვება მისი თვალებითქო.მივხვდი უკვე შვილი ვუწოდე , უკვე დედა იღვიძებდა ჩემში და ამან გამაბედნიერა.
-თურმე შემძლებია!-გვუღიმე და წამოვედი .








პ.ს . ვინც კითხულობთ ყველას მადლობა მინდა მოგიხადოთ.ვერასდროს ვიფიქრებდი რამეს თუ დავწერდი.აქ წლებია მარტო საკითხავად შემოვდიოდი. ყველას აზრი ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და რომ არ დაგაღალატოთ ამიტომ ეხლა 01: 58 ვტვირთავ ამ თავს იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

მომეწონა ძალიან საინტერესოა. მესმის ნუცასიც მაგრამ ალექსანდრესთვის შვილის დამალვა არაა კარგი აზრი. ახალ თავს ველი.. გთხოვ თავების მოცულობა გაზარდე....

 


№2 სტუმარი ნი-კე

♥️♥️♥️მალე დადე ახალი

 


№3  offline წევრი Marikagogolqdze

კარგია.მაგრამ თავები გაზარდე რა

 


№4 სტუმარი N

Zalian kargia Tavi iyo ar vetanxmebi aleqsandres nair dampal adamians tu shvili daumales eq araferi ufro cudad moeqca gogos gadauara yvela nairad gadartobad ndomebia turme zalian gavbrazdi aleqsandres velodebi axal tavs ???? madloba warmatebebi ????????????

 


№5 სტუმარი ნი-კე

ცოტა მალე დადე რა ახალი თავი♥️♥️

 


№6 სტუმარი marina

magaria veli gagrdzelebas bravo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent