შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელია! {2}


25-05-2022, 22:57
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 4 654

პირობის შესრულება სურდა თუ რაიმე სხვა ინტერესი ამოძრავებდა ვერ გეტყვით,მაგრამ ფაქტია ერთ მშვიდ საღამოს თავად განახორციელა ზარი სესილიას ნომერზე
-გისმენთ- მისგან განსხვავებით მასწავლებელმა დიდხანს არ ალოდინა, მალევე უპასუხა
-ჩემი ნომერი უნდა ჩაიწეროთ , პატივცემულო მასწავლებელო
-ვერ მივხვდი ვინ მესაუბრება და იქნებ დამიკონკრეტოთ?
-მოსე ვარ , ამაღლობელი ...თქვენი სადამრიგებლოდან - თვალები აატრიალა და ისე უპასუხა - ვიდეო ქოლით საუბარს თუ შეძლებთ უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ არ დამბლოკავთ ეგეც არ იქნება ურიგო
-მოსე ახლა დაკავებული ვარ, სახლში არ ვიმყოფები ჩვენი შეფასების სისტემაზე შესათანხმებლად თუ მირეკავ შეგიძლია სკოლაში მოხვიდე
-სკოლაში რომ მოვალ უკვე მზად უნდა ვიყო და ზუსტად ვიცოდე რამდენი დრო დამჭირდება- ხმები შეამჩნია, ვიღაც ეძახდა და გაბრაზდა კიდეც. არ მოსწონდა სესილიას წარმოდგენა შეყვარებულის გარემოცვაში
-კარგი ,მაშინ ამ ღამით ვისაუბროთ...თუ პრობლემა არ გექნება, რა თქმა უნდა
-დამირეკეთ, ან მომწერეთ... გელოდებით ! - გაუთიშა და ბრაზმორეულმა მოისროლა მობილური საწოლის მიმართულებით - ნეტავ რა მოიგონე, რა დროს სკოლაა იმდენი საქმეა- თავზე ხელი გადაისვა და თმები აიჩეჩა- უგემოვნო ქალი, იმასთან საერთოდ რა ესაქმება . ნეტა შენ რა გადარდებს , თითქოს პრობლემები არ გქონდეს . არ ქნა მოსე, არ გაბედო ახალი თავისტკივილი არ გჭირდება- საკუთარ თავს ესაუბრებოდა და მოწოლილ ფიქრებთან ბრძოლას ცდილობდა სანამ სესილია მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე არ ატარებდა დროს , შეყვარებულის გარემოცვაში იმყოფებოდა, ყველა იცნობდა თირნიკე გიორგობიანს, საერთო წრე ჰყავდათ და ერთმანეთის ახლობლებთან კონტქტიც არ უჭირდათ. კომფორტის ზონა ჰქონდა წყვილს, მშვიდი , უპრობლემო
-ამ დროს ვინ გირეკავდა? ხო ყველაფერი რიგზეა- დაბრუნებულს მოეხვია და ლოყაზე აკოცა . ნასვამი იყო,მაგრამ იმდენად,რომ მხოლოდ უფრო მიმზიდველად ციმციმებდნენ მისი ცისფერი თვალები
-მოსწავლე იყო, უნდა შევუთანხმდე სწავლის პროგრამასთან დაკავშირებით - ბიჭს ლოყაზე მოეფერა და ცხვირი შეჭმუხნა- ეს ვარცხნილობა არ მომწონს, გაბერებს
-რა გავაკეთო გადაპარსული თავით ვერ ვივლი , ზედმეტად ხულიგნური იერი მაქვს მერე
-მაშინ გაიზარდე, ასე არ გიხდება...არ მესექსუალურები- გაიცინა და წამწამების ფახუნით ახედა
-ჩემი სექსუალურობის ხარისხს ვარცნილობა ამდაბლებს? მე მელოტიც სიმპათიური ვიქნები
-არ გამელოტდდები ...კარგიი რაა, ხო არ გამელოტდდები და ღიპი ხომ არ გექნება?
-ჩემო საყვარელოო, ვგიჟდები რომ დალევ და ასე ბუზღუნებ - ლოყაზე უჩქმიტა და მერე ხმაურით აკოცა- თვითონ ბავშვივით ხარ, რა გინდა ამ სკოლაში
-ისევ იწყებ?
-კარგიი , ჩხუბი არ გვინდა ...გაკოცებ და შემირიგდი- ყელში აკოცა და თითებზე მოეფერება განაგრძო . იდილია მეგობრებმა დაურღვიეს, საცეკვაოდ წაიყვანეს ორივე და შემდეგ დანარჩენებთან ერთად განაგრძეს გართობა.
სახლში თორნიკემ მიიყვანა , ბინაში დარჩენა მოუხდებოდა, სხვა გზა არ ჰქონდა ამიტომაც ნელა აუყვა გზას მეოთხე სართულამდე. რატომ გადაწყვიტა ფეხით ასვლა თავადაც არ იცოდა, გზაში კიდევ უფრო იმოქმედა სასმელმა, დაღლილობამ და ისიც დაავიწყდა ღამის თორმეტს კარგახნის გადაცდნელი რომ იყო და ამ დროს თანაც ამ მდგომარეობაში მოსწავლესთან დარეკვაზე ცუდი აზრი არ არსებობდა. მონდომებული მასწავლებლის როლი მოირგო, ბლოკნოტი აიღო , დივანზე დაეშვა, წელს ქვემოთ სამოსი მოიშორა წელს ზემოთ კი კვლავ ლამაზი პერანგით იჯდა,რომელიც სულ რაღაც ორ ღილზე იყო შეხსნილი . თმაზე ხელი გადაისვა, დარწმუნდა პედაგოგის იერი მაქვსო და დარეკა კიდეც
-უცებ გავიაროთ, დიდი დრო არ მაქვს - ბლოკნოტში ცარიელი ფურცელი იპოვნა და წერა დაიწყო- პირველ რიგში მითხარი რომელ რიცხვებში მოხვალ, რომ მზად დაგახვედრო საკითხები. საერთოდ როგორ გირჩევნიაზეპირად თუ წერით
-მე სიმართლე გითხრათ ღამის ორ საათზე მირჩევნიამთლიანად შიშველს გხედავდეთ ვიდრე მხოლოდ მაგიდაზე შემოწყობილ ფეხებს თანაც ტელეფონს ისე ამოძრავებთ მხოლოდ ფეხები არ ჩანს და ესეც გამოცდის ნაირსახეობაა თუ - ბიჭის ხმა რომ გაიგო და ეკრანს დახედა შემდეგ გაიაზრა კამერა საითაც იყო შებრუნებული ტელეფონი საერთოდ გაუვარდა - აი ახლა მთლიანად ჩანხართ და ხო, ეს ნამდვილად გამოცდას ჰგავს ...ოღონდ ვერ ვხვდები რა გინდათ ზუსტად. მეც გავიხადო?
-ღმერთო ჩემოო... ეს რა სითავხედეა . როგორ , შენ რა მართლა გაიხადე?- ტელეფონი რომ აიღო და ბიჭი წელს ზემოთ შიშველი დაუხვდა სახეზე ნამდვილად ბროწეულისფერი დაედო
-თქვენ წარმოიდგინეთ ამ დროს ვწვები... ჩვენ , სპორცმენებს ძილი გვჭირდება თუ ვინმე , მშვენიერი ქალი არ გამოგვეცხადება ნახევრად შიშველი და არ აგვირევს სულსა და ხორცს
-რა სირცხვილია, ღმერთო ეს რა დამემართა
-კარგით, დამშვიდდით...მე უბრალოდ ვხუმრობ. არ გვინდა ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად დამძიმება, ჩავთვალოთ რომ ახლა დავიწყეთ საუბარი . ნუ ღელავთ , მე არ ვარ ის კაცი მსგავსი გაუგებრბობები თქვენს წინააღმდეგ რომ გამოიყენოს. არაფერს ვიფიქრებ იმაზე მეტს რაც არის- უცნაური იყო ბავშვი რომ ამშვიდებდა, განა ასეთი მარტივი იყო? სულ აერია გონება
-ეს მონაკვეთი გონებიდან უნდა წაშალო! -კატეგორიული ჰქონდა ტონი ბიჭს კი ღიმილს ჰგვრიდა
-ვერ წავშლი,მაგრამ ჩემი გონების მემორის ვერავინ შიფრავს, ვფიცავ ვერავინ დაჰაკავს მთავარია ძილისწინ არ ამომიგდოს და შფოთვები არ დამჩემდეს
-გეყოს უკვე, მე ხომ დავივიწყე გინებასთან დაკავშირებული გაუგებრობა
-ცუდად დაგივიწყებიათ ...საქმეზე გადავიდეთ . ჩაინიშნეთ რიცხვები - დასერიოზულდა, თარიღები უკარნახა ზუსტად არ იცოდა ,მაგრამ მიახლოებითი რიცხვები აარჩიეს და შემდეგ ფორმატზეც ისაუბრეს . ამჯერად ბიჭმა გათიშა,ისე რომ პირვანდელ ინციდენტზე აღარაფერი უთქვამს. ქალი კი გულისცემას ვერ იმშვიდებდა, მთელი ღამე არ დაეძინა, ათასი ფიქრი უტრიალებდა, მოსეს არ ენდობოდა, ფიქრობდა დილით უკვე ყველას ეცოდინებაო, იქნებ ფოტოების გადაღებაც მოასწროო, თავს ილანძღავდა,იდანაშაულებდა და ათასი საშინელი გაგრძელება, მათივე გამოსავლებით მოფიქრებული ჰქონდა სკოლაში წასვლამდე.

....................
მოსემ სიტყვა შეასრულა, მოიქცა ღირსეულად და არათუ სხვებთან გაუვრცელებია ინფორმაცია არამედ თავადაც არაფერი უთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით. დათქმულ დროს მივიდა , დაწერა და დროზე ადრე ჩააბარა ფურცელი
-ასეთი იდიოტის შთაბეჭდილებას თუ ვტოვებდი არ მეგონა, აშკარად გაკლიათ პედაგოგიური გამოცდილება, მასწავლებელო - მხოლოდ ეს უთხრა, საყვედურნარევი ტონით და წავიდა - საღამოს დრო მექნება, მოგწერთ და თუ შეგეძლებათ საუბარი ზეპირად მკითხეთ რაიმე მასალასთან შესაბამისი - ისევ ჩუმად საუბრობდა, არავის აგებინებდა დიალოგის თემას
-გამოცდილებას აშკარად ავიმაღლებ თქვენთან ურთიერთობის შემდეგ, აქ გატარებული ერთი თვე ერთ წელს უდრის
-თქვენ ჯერ კიდევ არ იცით ჩვენთან ურთიერთობის პლიუსები- ორაზროვანი იყო ამჯერად მისი ტონი - წავედი , ჭკვიანად და ის საქმე მოაგვარეთ - ბიჭებს უთხრა , დეას თავზე აკოცა დანანრჩენებს ხელი დაუქნიადა წავიდა შემდეგ ვიზიტამდე ,რომელიც ამჯერად დაუგეგმავი იყო და სკოლებს შორის სპორტულ შეჯიბრს ეხებოდა. ვის გამოიძახებდნენ თუ არა მთავარ ძალას , როგორც აღმოჩნდა ფეხბურთსაც სწყალობდა , ბიჭებთან ერთად ვარჯიშობდა სკოლის მოედანზე ნახევარი გოგონებისა კი ფანჯრის რაფებზე ისხდნენ ბეღურებივით ,მეორე ნახევარი უბრალოდ ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ
-არ გადაცვივდეთ მანდედან
-აუუ მააას, ჩვენ არ ჩავალთ საგულშემატკივროდ?
-ხვალ მეგონა,თარიღი ამერია როგორც სჩანს
-თქვენი გაკვეთილია ბოლო და თუ დავესწრებით მეორე ტაიმს მივუსწრებთ
-წინასწარ გინდათ შემაბათ რო გავაცდინო გაკვეთილი და თქვენთან ერთად ვუყურო ფეხბურთს?
-უგულშემატკივროთ თქვენს მოსწავლეებს, ნახევრი ჩვენები არიან, მეორე ნახევარია ბე კლასი
-ერთ გუნდში როგორ თამაშობენ რა საინტერესოა
-ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია , მაას ...ამ პრინციპით გიგაური და ამაღლობელიც კი ერთიანდებიან. ფეხბურთის ძალა
-ცხვარი და მგელი ერთად ძოვენ ბალახს- დეამ ჩაილაპარაკა და ფანჯარას პირველი მოშორდა.
………………..
გაკვეთილის ჩასატარებლად შესულს ბიჭები არ დახვდა , გოგონები კი მოუსვენრად ცქმუტავდნენ კლასში რომ შევიდა
_ხვალ დარჩებით , ერთი გაკვეთილით ზედმეტს ჩავატარებ ! ახლა კი წავედით, თორემ უკან მოგვიწევს დგომა და ვერაფერს დავინახავთ . იმათ უფრო მეტი ქომაგი ხომ არ უნდა ჰყავდეთ ჩვენს მოედანზე
_აუუ მაააას საუკეთესო ხააართ _ერთხმად წამოიძახეს , წამოცვივდნენ და სესილიას მოეხვივნენ.
_კარგით, კარგით ასე ვეღარ ვისუნთქებ... ჩუმად უნდა ჩახვიდეთ თორემ ხომ იცით საყვედური მომხვდება . ძალიან არ მოვწონვარ ინგლისურის მეორე მასწავლებელს
_თვითონ უნდოდა ყველა გაკვეთილის დატოვება და იმიტომ ... სწერვა , 73 წლისაა და კიდევ არ ეშვება სკოლას _ თვალები აატრიალა ნინამ და კიდევ მოეხვია ქალს _თქვენ ხართ უკარგესი ...
_ეგრე საუბარი არ შეიძლება , უხერხულია. მხოლოდ სალაპარაკოს ნუ მივცემთ , გთხოვთ . ახლა კი წადით და მეც ჩამოვალ 5 წუთში _ბავშვები წავიდნენ, თავად კი ამღერებულ მობილურს უპასუხა _გისმენ ,თო
_ამხელა სახელიდან ერთ მარცვალს რომ ტოვებ ... რას შვები ქალბატონო მასწავლებელო, რომელ საათზე ჩამობრძანდებით ქალაქში ?
_დღეს ვერ წამოვალ , გვიანი იქნება მატჩი რომ დასრულდება და თან ხომ იცი როგორ დავიღლები . აქ დავრჩები , პარასკევს წამოვალ
_მოიცა მთელი კვირა მანდ აპირებ ყოფნას? კარგიი რა განა რა საქმე გაქვს ამდენი, 4 საათზე უკვე თავისუფალი ხარ , ეგეც მაქსიმუმ
_უკაცრავად , რომ ყველანი თქვენსავით დაკავებულები არ ვართ ბატონო პროკურორო
_ნუ მიბრაზდები ... მე მენატრები და შენ კიდევ რაღაც სულელურ ფეხბურთის მატჩზე რჩები მე კიდევ ორი წლის წინ ელ კლასიკოზე მიმყავდი და უარი მითხარი . ამ ერთ თვეში შეგიყვარდა სპორტის ყველა სახეობა?
_ორი წლის წინ შეყვარებულებიც არ გვერქვა სად გამოგყოლოდი, თანაც მიშოს უფრო უნდოდა იქ წამოსვლა ვიდრე მე . გულშემატკივარი ვარ ბავშვების და არა რომელიმე კლუბის, განსხვავებას მართლა ვერ ხედავ?
_ბავშვებს ნუ ეძახი ამხელა კაცებს ... მართლა ასაკიანი პედაგოგი ხომ არ გგონია თავი . ზუსტად ვიცი ნახევარზე მეტს მოსწონხარ და რომ მიუშვა ჩალიჩს დაგიწყებენ
_ საკუთარი გამოცდილებით ნუ საუბრობ
_ღმერთოო რატომ გითხარი საერთოდ , როგორი ქალი ხარ ყველაფერს ჩემს წინააღმდეგ ატრიალებ თანაც ის ქალი კერძოდ მამზადებდა , სკოლაში არ მასწავლიდა და მე ნუ მადარებ ვიღაც ბავშვებს
_ჩემი აქ გადმოსვლა სხვა თუ არაფერი ამის გამო ღირდა , შენი ეს დამალული სახე რომ დამენახა
_რა დამალული სახე, ბრაზობ? შენ რა მართლა ბრაზობ? როდის მერე შეგიყვარდა ასე ეგ ხალხი , თვალები რომ დაგიბრმავდა და სიმართლეს ვერ აღიქვამ
_თამაში უკვე დაიწყო, უნდა წავიდე. თავად დაგირეკავ დრო როცა მექნება
_სესილია, პატარავ კარგი რაა . სესოო _გაუთიშა, მობილური ჯიბეში ჩაიდო და რამდენიმე წუთის შემდეგ არც გახსენებია თორნიკესთან საუბარი. როგორც აღმოჩნდა გუნდის წამყვანი მოთამაშე გიგაური იყო, კაპიტნობა მხოლოდ გამგებლის შვილის სტატუსის გამო არ ჰქონდა, თითქოს ამის დასამტკიცებლად ცდილობდა ყველაზე მეტს და გამოსდიოდა კიდეც. მოსესთან ერთად თამაში ნამდვილად არ უჭირდა. ბავშვებს აკვირდებოდა უეცრად ჩხუბი რომ დაიწყო, ყველაზე გასაკვირი კი მოსე გახლდათ გამშველებლის ამპლუაში. გიგაური კი მეორე გუნდის კაპიტანს აგინებდა და ძლივს აჩერებდნენ, მისი კლასელი ბალახზე ეგდო და ფეხის ტკივილს ითამაშებდა თუ ნამდვილად სტკიოდა ვერ გეტყვით. ყველაფერი წამებში აირია, მოსე თამაშგარე აღმოჩნდა და გიგაურს ხელი მოხვდა. აი იქ კი უკვე ფეხბურთი გადაიზარდა შერეულ ორთაბრძოლაში, რომელშიც მოთამაშეებთან ერთად გულშემატკივარიც ჩაერთო და რამდენიმე წამი შოკისგან ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა. სპორტის მასწავლებლებიც კი თვითონ ჩხუბობდნენ , დირექტორის ხმა კი არავის ესმოდა . არც კი უფიქრია ისე მივარდა ერთ_ერთ ბავშვს სასტვენი გამოართვა , მაღალ ადგილზე დადგა და მთელი ძალითა და ღონით ჩაჰბერა. დახუჭული თვალები რომ გაახილა ყველა მისკენ იყურებოდა, რაღაც უნდა ეთქვა
_1 წუთს გაძლევთ დასამშვიდებლად თორემ შემდეგ ჩავრთავ ლაივს და ყველა ნახავს ამ ცხოველურ ქცევას, ყველას მშობელი, ყველას მეგობარი, პოლიციელები მათ შორის , დაიწყება გამოძიება მაგ ჩალურჯებულუ ცხვირ_პირის საქმეზე და მერე გაარჩიეთ ვინ ვის დაადო ხელი, ვინ ვინ ჩაუშვა და არ ჩაუშვა _ სიტყვები ისე თქვა არც ამოუსუნთქავს _ ნუ მიყურებთ , თამაშის წესები არ ვიცი , მსაჯმა უნდა გადაწყვიტოს გაგრძელება როგორი იქნება _ბეტონის უზარმაზარი კონსტრუქციიდან ჩამოხტა , თმაზე ხელი გადაისვა , სათვალე მოირგო და ყველას მზერა დააიგნორა.
რა თქმა უნდა არავის სურდა პოლიციელების ჩარევა, არც ვინმეს დასმენა და არც მშობლების წნეხის ქვეშ გადასვლა.
_გგონიააქ დაასრულე ეს ამბავი? დაუსვტვინა გოგომ და მორჩა ... ველურები არიან, ოთხმოცდაათიანები გიკვირდათ და ესენი სულ რაზბორკებს არ აწყობენ? ისინი აზრიანად მაინც ჩხუბობდნენ და ამათ ოღონდ ის დაამტკიცებინე რომ მაგარი ბიჭია და კაცს სისხლისგან ისე დაცლის თვალს არ დაახამხამებს. ველურები ესენი, გაკვეთილი ვერ ჩავატარე კაცო,ნახევარი კლასი ფანჯარაში იყო იქედან ყვიროდნენ ,ბავშვებს უნდა აყურებინო როგორ წყვიტავენ ერთმანეთს მასწავლებლებიც? ხისთავიანი ხალხისგან მეტს რას უნდა ელოდე, აწევენ ორ გირას ეს გლუვტვინიანები და მორჩაა , მასწავლებელია ეგეც და მეეც? სირცხვილი და თავის მოჭრა. ადრე ვინ გაბედავდა ამას, ახლა ამის დირექტორობა დირექტორობაა? გუშინ მოსულმა გოგომ გააჩერა ყველა და თვითონ ძლივს გავიდა ეზოში , ეჭვი მაქვს სეირის საყურებლად იყო ისიც უყვარს მაგას მასეთი ჩხუბები. მაგის ბავშვობა მაინც არ ვიცოდე, სულ დალეწილი ჰქონდა თავ_პირი და დირექტორია დღეს. გამგებელი კიდე ციხეში თუ არ წავიდოდა რას ვიფიქრებდი მაგას რომ ვასწავლიდი, რაც მამაა ის შვილი. მეფე ჰგონიათავი , ერთი რო მოვა ახალი მთავრობა და მაგის მამა გააბუნძულებენ მერე ვისი ტრ.კით გამეჭიმება გაკვეთილზე, თვითონ ხო მომშორდა შარშან ახლა მაგის ბიძაშვილი როდის მომცილდება ერთი , ორივე ძმებს ვასწავლიდი ახლა მაგათი შვილები მიშრობენ სისხლს . ვაი ჩემი ცოდვა, მშვიდი სიბერე რო არ მაღირსა ღმერთმა თორემ ამათ უნდა ვუყურებდე? ეს ცინგლიანი უტვინო ბავშვები უნდა მეუფროსებოდნენ? ვერც დაარტყამ, ვერც უყვირებ , იქეთ რო მოგკლას კაცი არაა პატრონი _ ფიზიკის მასწავლებელი არ ცხრებოდა, მთელი კვირა განიხილავდნენ ჩხუბის ამბავს ხან ვის ადანაშაულებდნენ ხანაც ვის . ბევრისგან აღშფოთებაც კი მიიღო, ბავშვებს პოლიციაში დარეკვით დაემუქრეო, მერე სკოლას და დირექტორს რას უპირებდი რომ გაიგებდნენ ასეთი ამბავი ვერ შევაჩერეთო. ბრალდებებიც კი მიიღო, რაც სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა.
სახლში ისეთი დაქანცული დაბრუნდა ტანსაცმლის ჩაცმაც კი დაეზარა. ძველი თეთრი ვანა სურნელივანი ქაფით დაიფარა , დაჭიმული სხეული მოუდუნდა , კეფის ქვეშ დაკეცილი პირსახოცი ამოიდო და თვალები დახუჭა. ჩხუბის კადრები უტრიალებდა გონებაში, შემდეგ საკუთარი მოქმედება და ისევ ვერ ხვდებოდა რა იყო სწორი საქციელი. დირექტორის მადლობა საერთოდ სასაცილოდ ეჩვენებოდა, მთელი ეს ქაოსი, უწესრიგობა და უკანონობა , რომელსაც უნდა შეჩვეოდა. იქნებ ქალაქში დავბრუნდეო გაიფიქრა და წამსვე გაახსენდა ყველაფერი რაც მისი მოსწავლეობის დროს ხდებოდა . ახლა სულ სხვა მხარეს იყო, ამჯერად სამასწავლებლოში გაჟღერებულ აზრებსაც ისმენდა და იქნებ ამიტომ ეჩვენებოდა ამდენად გულისამრევად ყველაფერი . ბავშვებს ვერ ადანაშაულებდა იმდენად რამდენადაც მასწავლებლებს რომლებსაც ჭორაობის გარდა არაფერი აღელვებდათ, ყველაფერზე ფიქრობდნენ და საუბრობდნენ მოსწავლეების განათლების გარდა. არ უნდოდა თავადაც მათ რიგებში მოხვედრილიყო, ამიტომ ერჩივნა ბავშვებთან ემუშავა, მათზე მცირედი დადებითი გავლენა მაინც მოეხდინა და სხვა თუ არაფერი კარგი მოგონებები მაინც დაეგროვებინა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში.
_მასწავლებელოო ... სესილია სად ხართ? _ ლამის დაიხრჩო მოსეს ხმა რომ გაიგო, კართან მოახლოებული ნაბიჯები და ჩამოწეული სახელური _აქა ხართ? _ არ გამოჩენილა, სულ ოდნავ შეაღო კარი თან აკაკუნებდა
_არ შემოხვიდე!
_არ შემოვდივარ, დამშვიდდით . მისაღებში დაგელოდებით , სულ ხუთი წუთის საქმე მაქვს
_ ახლავე გამოვალ , იმედია მშვიდობაა და ისევ არ იჩხუბეთ
_თქვენ რომელი ქურდი ხართ მოსარიგებლად რომ მოვსულიყავით
_თითქოს მე რომ არა დაასრულებდით იმ ჩხუბს _ წყალი უცებ გადაივლო , წამებში გაიმშრალა , თმა სამაგრით შეიკრა , ხალათი მოიცვა და ისე გავიდა _ აბა? რამ მოგიყვანა აქ
_ასეთი სტუმართმოყვარეც ნუ იქნები _ ინსტიქტურად მოავლო მზერა მთელს სხეულზე და თავზე ხელი გადაისვა _რა მინდოდა მეთქვა , რაღაც მინდა რომ შეინახოთ. თქვენთან იყოს, აქ ორშაბათამდე. სხვას ვერავის დავუტოვებ _ქაღალდის პატარა ყუთი ეჭირა , მაგიდაზე დადო და უკან გადადგა ნაბიჯი
_ერთი წუთით, რას მიტოვებ ხომ უნდა ვიცოდე
_კარგიით რაა, არაფერი არალეგალური
_და მაინცადამაინც ჩემთან რატომ ტოვებ
_თქვენ ზედმეტ კითხვებს არ დასვამთ, ვიცი რომ არც ნახავთ და მითუმეტეს არც გაყიდით ჩემს დაბრუნებამდე ... დაიტოვებთ?
_კარგი , მაგრამ შენ სად მიდიხარ. პარასკევს ხომ წერა გვაქვს
_ ხო ეგ უნდა გადავდოთ, მივდივარ რაღაც საქმეები მაქვს და ორშაბათს დავწერ თუ შეიძლება
_კარგი , იყოს ორშაბათს
_ნახვამდის . გმადლობთ . მაპატიეთ რომ ხელი შეგიშალეთ
_რა ჯანდაბაა ... _ ბიჭმა შებრუნებაც ვერ მოასწრო ისე შევიდა თორნიკე და ქალის დანახვისას სულ მთლად შეეცვალა განწყობა- სესილია - მანძილი შემოსასვლელი კარიდან წამში დაფარა და მოსესთვის არც შეუხედავს ისე აესვეტა წინ ქალს- სახლშიც ამეცადინებ ბავშვებს და არ ვიცი ?
-დაძაბვა საჭირო არ არის , რამდენიმე წამიანი საქმე მქონდა და უკვე მივდივარ . ეჭვიანობით თავს ნუ აატკივებთ ქალს
-რა თქვი ? ეჭვიანობით ? ვისზე უნდა ვიეჭვიანო შვილო, შენზე ? - მოსეს ირონიულად გაუღიმა და ბიჭს მშვიდი გამომეტყველება მოენგრა - საქმე დასრულებული გქონიადა შეგიძლია წახვიდე, კარი იქეთაა
-შენს ადგილას ასეთი ამპარტავანი არ ვიქნებოდი, ძიაკაცო ... - თვალი ჩაუკრა და მთელი ტანით სესილიასკენ შებრუნდა- უკაცრავად რომ შეგაწუხეთ, გმადლობთ დახმარებისთვის , ორშაბათამდე შეგეხმიანებით - რატომ მივიდა, მოხვია ხელი და ლოყაზე აკოცა არ იცოდა, მაგრამ ეს რომ გააკეთა და ქალის სურნელი სახლიდან გასულსაც გაჰყვა ფაქტი იყო. მიაბიჯებდა და გულისცემის ხმის გარდა არაფერი ესმოდა, სისხლი უდუღდა ძარღვებში , ეზოსთან გაჩერებულ ძვირადღირებულ მანქანას თვალი შეავლო და ფეხით გაუყვა გზას.
-ეს თავხედი ლაწირაკი . ძიაკაცოო გაიგონე რა მითხრა?
-აქ რას აკეთებ თორნიკე?
-რა ხდება ხელი ხომ არ შეგიშალე მოსწავლის მეცადინეობაში ... რა ფორმაში ხარ იაზრებ ? სახლში შემოსვლა როგორ გაბედა საერთოდ- თმიდან ჩამოსული წყალი ხალათამდე აღწევდა, წინა მხარე სველი ჰქონდა, ძ.ძუსთავები იმდენად მკვეთრად ჩანდა თხელი ნაჭრის მიუხედავად,რომ კაცმა თვალი ძლივს მოაშორა- მე არასდროს მიმართლებს ისე რომ ამ ფორმაში დამხვდე , ალბათ იმიტომ რომ გაუფრთხილებლად იშვიათად მოვდივარ, აქ კიდევ უტაქტო ხალხი ცხოვრობს აშკარად
-აქ იმისთვის ჩამოხვედი ,რომ აქაურები შეურაცხყო?
-აი ისევ იწყებ...ამხელა გზა იმიტომ გამოვიარე, რომ მომენატრე და შენ სტრესის გაქარწ....ბის ნაცვლად მიმატებ - თვალები დააწვრილა, ისეთი მიმზიდველი ხმა ჰქონდა, იმდენად ახლოს მიიზიდა ქალისთვის წესით გონება უნდა აერია,მაგრამ ის მალევე დაუსხლტა
-ზედმეტად შიშველი ვარ
-კოცნისთვის ზედმეტად შიშველი არ არსებობს
-მე და შენ მგონი შევთანხმდით , რომ შენს საყვარლობას არ ვაპირებ
-მართლა სექსუალურ დისფუნქციას დამმართებ რა... შენთან არ შეიძლება, სხვასთან ხომ საერთოდ... ქორწინებამდე არაო, ქორწილიც არაო
-ცოლად მხოლოდ იმიტომ გამოგყვე,რომ შენ ცხოვრებაში ს.ქსის ნაკლებობაა?
-რაც მამაშენი გამაცანი და ოფიციალურად შეყვარებულები გვქვია ნაკლებობა კი არა ს.ქსი საერთოდ აღარაა ჩემს ცხოვრებაში
- რა გავაკეთო გინდა გავიხადო?
-მე მესწერვება და თავის მძ.რეველ მოსწავლეებს არა
-ნუ საუბრობ მათზე ასე აგდებით , როცა არცერთს იცნობ, არაფერი იცი მათ შესახებ
- შენი აზრით დიდხნიანი ნაცნობობა მჭირდება იმათი სიფათების გასაშიფრად? ცოტახანში თვითონ შეგაწუხებს ის აი აქ რო იყო წეხან და მერე თავი აგტკივდება იმაზე ფიქრით,როგორ მოიშორო ისე,რომ შენი რეპუტაცია არ შეილახოს და ვიღაცა სკოლის კაიბიჭმა არ შეგიქმნას პრობლემები-სკამზე დაჯდა და მრგვალ ხის მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო
-შენ ყველაზე მეტად ის გაღელვებს ასაკზე რომ მიგითითა და უკვე ვფიქრობ,რომ კომპლექსი გიჩნდება
-თითქოს მართლა მოხუცი ვიყო...არა შენ კი დამაბერებ ისეთი ტემპით ვავითარებთ ურთიერთობას,მაგრამ ჩემი ასაკი ნამდვილად არ არის ბევრი და თანაც მე შესაშურად გამოვიყურები
-შესაშურად რომ გამოიყურები იმიტომაც ხარ ჩემი შეყვარებული, თორემ
-აჰ ანუ გარეგნობის გამო მხოლოდ ხომ?
-შენი ხასიათი რომ მაგიჟებს იცი
-სიმართლე გწყინს ჩემო პატარავ ,რა ვქნა პატარა ხარ ჯერ კიდევ და არ იცი ადამიანები რა უმსგავსო ქმნილებები არიან
-იმედია კიდევ დიდხანს არ შევიტყობ იმაზე მეტს ვიდრე ვიცი ... შენ კი შენი სამსახურის გამო ხარ ასეთი
-როგორი ასეთი
-ყველასა და ყველაფრის მიმართ ეჭვებით სავსე, ნდობა სულ არ შეგიძლია
- საკუთარ თავსაც ვერ ენდობი ბოლომდე, როდის რა მოხდება არავინ იცის ...
-გამოდის მეც არ მენდობი?
-მე შენ მიყვარხარ - ოთახიდან გამოსულს მოეხვია, ყელზე ხელი შეუცურა და სველ თმაში თითები ახლართა- ჩემი სუსტი წერტილი ხარ და ღმერთმა არ ქნას შენში ეჭვი შევიტანო
-ასე რომ მიყურებ მაშინებ
-მცირე დოზით შიშსაც არაუშავს, ტონუსში გვამყოფებს...მეც მეშინია, რომ გიღალატო მიმატოვებ- ჩაიცინა და ქალის გრილ ტუჩებს წაეტანა .
..............
-ეს რა ყუთია?
-მოსემ დამიტოვა, ორშაბათამდე- მშვიდად უპასუხა და ვახშმის მზადება განაგრძო
-სერიოზულად? ბიჭი მოვიდა ყუთი დაგიტოვა და შენც მიიღე?
-ყუთია, ნაღმი ხომ არა...
-და შენ იმდენად ახლო მეგობარი ხარ,რომ სხვას ვერავის დაუტოვა?
-ბავშვებს ჩემს მიმართ ნდობა აქვთ
-და შენ წამითაც არ დაუშვი,რომ შეიძლება ყუთში რამე არაკანონიერია?
-რა არაკანონიერი თუ ღმერთი გწამს სპორცმენია, ვიღაც ქუჩისბიჭი კი არა
-თუ არ მოიხმარს ვერ გაყიდის ხომ? ღმერთოო ეს გოგო ასეთი მიამიტი როგორაა - შეკვრა ამოიღო და ქაღალდი შემოაცალა
-რას აკეთებ... როგორ შეიძლება
-მადროვე და ვნახოთ რა არის -ისე შებრუნდა რომ ქალი ვეღარ წვდებოდა- ყელსაბამია? - ორშაბათს მომიტანეო თუ საჩუქარი მოგართვა და მე მიმალავ. რა მაგარია ეე , უკვე გაბავს და შენ აქ ახალი ნაბანავები , დაბერილი ძუძ.ებით ხვდები - მაგიდაზე დააგდო შეკვრა და გაკვირვებულ ქალს შეუღრინა- შეიძლება გაგიჟდეს კაცი
-მე შენ გასაგებად გითხარი, ორშაბათს უნდა მივუტანო-თქო, ალბათ ძვირფასია და თან ვერ წაიღებდა. შენ კი შეკვრა გახსენი და ახლა საჩუქარი უნდა მისცეს შეფუთვის გარეშე ... ეჭვიანობის შემოტევები დაიოკე, არ ვაპირებ უნდობლობის ატანას და ჩემი სიტყვების მტკიცებას- გაბრაზდა, თანაც ისე რომ ამჯერად ნამდვილად არ ჰგავდა საყვარელ გოგონას.
-არ ჯდება ლოგიკაში ის რასაც მიყვები ...გუშინ გაცნობილ მასწავლებელთან არ მიაქვთ შეყვარებულების საჩუქრები
-ჩემი საქმე არ არის რა ჯდება და რა არა შენს ლოგიკაში. მე დეტექტივი არ ვარ, მასწავლებელი ვარ და ვცდილობ ბავშვებს დავეხნიაისედაც რთული პერიოდის გადატანაში. შენ არ გესმის, ვინმესთვის ცხოვრების შემსუბუქება რომ შეგძლებოდა პროკურორი არ გახდებოდი
-დიდი ბოდიში ყველა ნაბიჭვარს თავზე ხელს რომ არ ვუსვამ და იმდენი ხნით ვაშვებინებ ციხეში რამდენსაც იმსახურებენ ! სკოლაში რო არ აპრავებდეთ მაგათ დანაშაულებს ამდენი ავადმყოფი არ დაიზრდებოდა, ყველაფერი იქედან მოდის პატარა ჩხუბებს რომ ხელს აფარებენ სკოლებში ... შენი რამდენიმე მოსწავლე დავინახე გზაში, სახეები ისე ჰქონდათ დაშუპებული დავიჯერო ყველა ოქტაგონზე იბრძვის ?
-სად მიდიოდნენ
-არ ვიცი , უნდა მეკითხა?იქნებ მე უნდა წამეყვანა
- ფეხბურთის თამაშის დროს იჩხუბეს და იმედია გაგრძელებას არ აპირებენ - შეწუხებულმა შეჭმუხნა წარბები
-და მერე ჩემზე ბრაზდები... რატომ არ დარეკე 112 -ზე და რატომ არ გააშველა პოლიციამ
-პოლიციამ კი არა ისეთი ამბავი იყო მე ძლივს მოვიფიქრე როგორ გამეჩერებინა
-მომესმა? - წამოიწია და ტელეფონი ააცალა ქალს- გადადე ეს და მომიყევი რა გააკეთე?
-მადროვე მივწერო ბავშვებს მართლა ჩხუბს არ აპირებდნენ , მოსე მიდიოდა და მაგათ ვინ გააშველებს
-ა დაჟე, მოსე აშველებს? ეს რა ცამდის ამაღლებული ტიპი ყოფილა
-შენ წარმოიდგინე არავინ უცემია, მხოლოდ გაჩერებას ცდილობდა...ამდენ გიჟში ერთი იყო ნორმალური და რას გახდებოდა- რამდენიმე შეტყობინება გაგზავნა, გოგონებს მისწერა, იმათ მუდამ ჰქონდათ ინფორმაცია , ბიჭები მართალც არ ჩანდნენ . რამდენიმე წუთის შემდეგ გაირკვა,რომ ნამდვილად აპირებდნენ შეხვედრას
-სად ხვდებიან გაიგონ და გავუშვებ ბიჭებს
-ვინ ბიჭებს , შეიშალე? გინდა ბავშვები ციხეში გაუშვან?
-გოგო რას მეუბნები, აბა იჩხუბონ დანები ატრიალონ და არაფერი? ეე რა მაგარიაა პოლიციაში დარეკვა ბ.ზობაა , სესილი მას?
-გეყოფაა, ჩემი ბავშვები ხულიგნები არ არიან
-რას მეუბნები, სულ შენს ხელში არიან გამოზრდილები, შენ ეგ არ შეგეშლება, მორჩა გენდობი. მაშინ ისინი ყოფილან ცუდი ბიჭები , ტუტუცები ამ ბატკნებს რამე არ დაუშაონ
-ნუ მეცინიკოსები ხედავ რომ ვღელავ?
-რა ვქნა , რა გავაკეთო წაგიყვანო და მე ვთქვა ქურდული სიტყვა?
-შენ არა, ის იტყვის - უცებ გაჩერდა, მოსეს ნომერი იპოვნა და დაურეკა- მოსე , წახვედი სოფლიდან უკვე?
-ხო, ახლა გავედი, რა ხდება ასეთი ანერვიულებული ხმა რატომ გაქვს...იმედია მაგ იდიოტმა არ გაჭედა
-არა, არა სულ სხვა რამეა...გავიგე,რომ ბიჭები იმათთან შესახვედრად მიდიან. ზუსტად არ ვიცი სად, თეკუნას დაქალია იმ სკოლელის და ,ზუსტად არ ვიცი დეტალები,მაგრამ ფაქტია მალე ისევ იჩხუბებენ უკვე თუ არ დაიწყეს . რა გავაკეთო, სად შეიძლება იყვნენ
-ოხ მე მაგათი იდიოტი დედა მ.ვტყან ... სანამ ერთმანეთზე არ გადავაბამ მანამ არ გაჩერდებიან- ამოიოხრა და აშკარად წამოდგა- გააჩერეთ რა ...ჩავდივარ. შენ არ ინერვიულო , მოვაგვარებ ჩემი ხოდებით
-ნუ მანანებინებ,რომ დაგირეკე ... მითხარი სად იქნებიან
-და რას გააკეთებ წამოხვალ და ისევ დაუსტვენ?
-სასაცილოა?
-ნუ ბრაზობ თორემ ისეთი საყვარელი ხარ მართლა წავართმევ შენს თავს მაგ როჟას
-მოსე, თუ არ მეტყვი რას აპირებ პოლიცია უნდა ჩავაყენო საქმის კურსში
-არ გინდა, მესმის საჭირო გეჩვენება, მაგრამ მართლა არ არის. დანაც არ ექნება არავის გეფიცები, კარგი ბიჭები არიან, უბრალოდ შეუგნებლები და არ ღირს ცემა-ტყეპის გამო . დამიჯერე, კარგი? ერთი საათი მომეცი, თუ არ გიპასუხებ ან არ დაგირეკავ მაშინ ლოკაცია გექნება და პოლიცია გამოუშვი
-მომეცი მობილური - ჯერ ითმენდა, მერე ვეღარ გაუძლო- რა თემაა , ვინ რას ითხოვს
-შენთვის აჩოტების ჩაბარების დრო არ მაქვს ... საყვარელ ქალს თუ ცოტას დაამშვიდებ ცუდი არ იქნება, ხომ ხედავ ნევრიულობს და შენი ძაღლური ჩართვები არ სჭირდება ბატონო პროკურორო- იცოდა ვინც იყო, რთული გასაგები არ ყოფილა, გოგონებმა რესტორანში შეხვედრისთანავე გაარკვიეს და იმაზე მეტ ინფორმაციას ფლობდა ვიდრე უნდა ჰქონოდა.
-გამითიშა. ლაწირაკი, ჰგონიაამდენ სისხლადუღებულ, ტვინგათიშულს გააჩერებს და საქმეს მოაგვარებს? ერთმანეთს რომ აჩეხავენ და ცოდვად დააწვება მერე ნახოს სინდისის ქენჯნა - სიგარეტის ღერი ამოძვრინა კოლოფიდან და სწრაფად მოუკიდა -რას ვაკეთებ შენ გამო, დანაშაულს ჩავდივარ ჩვეულებრივად
-ერთ საათში დამირეკავს ვიცი
-ერთი საათი ასეთი გარჩევების დროს იცი რა დიდი დროა? ყველაფრის გაწმენდას ასწრებენ, ერთმანეთსაც აჩეხავენ და ვინ სად გაიქცევა კაცმა არ იცის თან კამერები არსადაა
-შენ ახლა პროკურორის ბუნება გეძალება თუ ის თინეიჯერი ქუჩურ გარჩევებში რომ იღებდა მონაწილეობას
-თომას ენას ამოვგლეჯ ერთხელაც იქნება... არა რა ეს ბავშვობის ძმაკაცები შეყვარებულს არ უნდა გააცნო
-ვინმე დაგიფრთხო ჩემამდე?
-ვინც არ მოსწონდა ყველა
-ვერ წარმომიდგენიხარ ბაბულიკა - პერანგის საყელო გაუსწორა და მუდამ კლასიკურ ფორმაში მყოფს მზერა მოავლო- რატომ არასდროს მეუბნები როგორ გადაწყვიტე პროკურორობა
-ოდესმე მოგიყვები... ახლა იმ ბავშვების ამბავს მოვაგვარებ
-იცოდე თუ დაიჭერენ აღარასდროს დაგელაპარაკები !
-მაგარია, ბავშვების გამო ჩემზე უარს ამბობ
-ბავშვების არა, საკუთარი თავის ... ჩემი სიტყვისა და დამოკიდებულების, რომელსაც ვერ გადააბიჯებ
-არავის დაიჭერენ, პირობას გაძლევ უბრალოდ საჭიროების შემთხვევაში ჩაერევიან ... შენი ბავშვების მონაცემები მითხარი - ამოიოხრა და საქმეს შეუდგა. რამდენიმე ადგილას გადარეკა სესილიამ ვერაფერი გაიგო ისე საუბრობდა- ერთს არ მაკოცებ? უკანონო საქმიანობისთვის? - ყავის ფინჯნით დაბრუნებულს ხელი მოხვია და ფეხებსშორის მოიმწყვდია
-რა მოიმოქმედე თუ გამარკვევ
-იპოვეს, მივლენ და შორიდან დააკვირდებიან , თუ რაიმე მაინც მოხდება ყველას დაიჭერენ და დაზარალებულებსაც მიხედავენ ... სხვა ფიზიკურად არაფერი შემიძლია
-გმადლობ , საუკეთესო ხარ - ლოყაზე აკოცა , მაგრამ კაცმა ისე შეკრა წარბები ისევ ტუჩებთან გადაინაცვლა
................
სხვა გზა არ ჰქონდა , არ უყვარდა როდესაც ადამიანებს დახმარებას სთხოვდა,მაგრამ ის დღე გამონაკლისი იყო. თუ იქვე არ დასრულდებოდა ყველაფერი შემდეგი შეხვედრა ნამდვილად მსხვერპლით დასრულდებოდა იმდენად ღრმად შეტოპა ორივე მხარემ. ქუჩაში იდგა მანქანა მის ფეხებთან რომ გაჩერდა და წამიც არ შეყოვნებულა ისე დაიკავა მძღოლის გვერდით ადგილი
-გამგებლის ბავშვიც იქაა?
-ხო, მაგრამ აზრზე არაა . გ.ნდონა ბიძაშვილმა გარია და ახლა პრინციპულად არ გაჩერდება
-არ ჰგავს თ.სლ მამამისს?
-მამა არ ვიცი და თვითონ ნამდვილად არაა ისე წყალწაღებული როგორიც ჩანს...
- ამბობენ სპორი აქვთ ამაღლობელს და გიგაურსო?
-ერთმანეთში გავერკვევით, არასწორ ვინმეს ვერ დავაჩაგვრინებ . ყველაფერი სულ იმის გამოა, რომ ბიძაშვილს იცავს თორემ იცის მე რომ მართალი ვარ
-შენ საიდან გაიგე ?
-გოგოებისგან ... ესენი ჩუმად რას გაკეთებენ, წაიტრაბახეს როგორც სჩანს, ან შიშისგან იფს.ვენ და წინასწარ დატოვეს ინფორმაცია
-პოლიცია ხო არ დაგვადგება, ხომ იცი ახალი გამოსული ვარ და მაგ ლაწირაკების გამო ნუ შემაბრუნებ
-არ მოვა !
-ვნახოთ , ვნახოთ რამდენად სანდოა შენი გოგო- ჩუმად თქვა და მანქანა შეკრებილი ბრბოს ახლოს გააჩერა. როგორც კი გადავიდა მაშინვე ყურადღება მიიქცია , მოსემ კი უცნაური შვება იგრძნო როცა მიხვდა, რომ დროულად მივიდა. არაფრის მოსმენა არ სურდა, უკვე იცოდა, რომ მოაგვარა, სესილიასთან შეტყობინება გაგზავნა და მობილური ჯიბეში დააბრუნა. ქალის აღელვებული ხმა იმ დრომდე არ აძლევდა მოსვენებას, შემდეგ კი თითქოს მხრებიდან ტვირთი მოშორდა.
...................
-მომწერა, ყველაფერი მოაგვარა- შვებით ამოისუნთქა და წამსვე აცნობა თორნიკეს
-მეც მომწერეს ვინ მოაგვარა ... ეგ შენი ბავშვი იმაზე მეტად საშიშია ვიდრე აქამდე ვფიქრობდი და ძალიან გთხოვ თავი შორს დაიჭირე. შენი მოვალეობაა ასწავლო ინგლისური, გამოსასწორებელი კოლონიის დირექტორი არ ხარ ,არც მათი მშობელი
-ამბობ ,რომ მასწავლებელმა ბავშვების სულიერ მდგომარეობაზე არ უნდა იმოქმედოს?
-ზედმეტს ცდილობ, აქ მხოლოდ 4 თვით ხარ, ნახევარი დრო თითქმის გავიდა და გთხოვ ისეთ შარში ნუ გაეხვევი,რომ მერე სანანებელი გაგიხდეს
-წინასწარ ვერაფერს დაგპირდები, როდესაც ვიცი რომ ვჭირდები და დახმარება შემიძლია მხოლოდ ჩემი კომფორტის გამო არ გავჩერდები
-შენი შეცვლა შეუძლებელია ,ხომ?
-არც უნდა ცდილობდე, მაგრამ ოდესმე დანებდები
-ვნახოთ ,მთავარია მიწაზე ისე არ დაგანარცხოს რეალობამ,რომ წამოდგომა გაგიჭირდეს მე კი სულ შენს გვერდით ვიქნები - მოეხვია ,თავზე აკოცა და წავიდა.
სესილიას კი ამ დამღლელი დღის ბოლოს თვალზე რული მაინც არ ეკარებოდა, არადა ენერგია საერთოდ აღარ ჰქონდა . ცხელი ღამე იყო, ჰაერი თითქოს ერთიანად ამოტუმბეს, სიოც არ იძვროდა , სავსე მთვარე ფანჯრიდან ჩანდა და შორიახლოდან ჩიტების ხმა ისმოდა მოულოდნელად მოსულმა შეტყობინებამ რომ გაიჟღერა
-მადლობა გადაეცი ბატონ პროკურორს . იმედია ღირსეულად მოიქცევა და ცოტა ხნის შემდეგ არ ამოქექავს ამ საქმეს.
-თორნიკე კარგი ადამიანია
-მაგრამ საკუთარი საქმის პროფესიონალი ისევე როგორც შენ და თქვენ ორნი ერთნი ვერასდროს გახდებით
-სჯობს ყველამ ჩვენ ჩვენი ადგილი ვიცოდეთ და ზედმეტი არ მოგვივიდეს
-დამელოდეთ, ჩემი ადგილი თქვენს ცხოვრებაში შეუცვლელი იქნება !
.................
მეორე დღეს ყველა გარჩევაზე საუბრობდა, არავინ იცოდა დეტალები, მოგონილი ამბებით ავსებდნენ ისტორიას და ყველგან ისმოდა ჭორები. რამდენიმე დღის შემდეგ ახალი თემა გაჩნდა და აღარავის ახსოვდა ფეხბურთის ჩაშლილი მატჩი .ორშაბათს დაპირებისამებრ გადასცა სასაჩუქრე ყუთი მოსეს
-მოსე, რაღაც უნდა გითხრა
-გახსნა და გითხრათ ნარკოტიკი აქვს დამალულიო? - ჩაიცინა და შეკვრას ჩახედა, ახალი შეფუთვა ჰქონდა - ნუ ღელავთ , ვიცი თქვენ რომ არ გახსნიდით. გმადლობთ დახმარებისთვის - ზურგი აქცია და სწრაფად აირბინა მეორე სართულზე ამავალი კიბე .
სესილიას არ დაუნახავს,როგორ გადასცა ყელსაბამი მოსემ დეას, გოგონას ყელს რომ ამშვენებდა ახალი სამკაული შემდეგ ამოიცნო ნანახი ნივთი . დეას ხშირად ეხებოდა ხელით ფერადი თვლებით პეპელას და ეღიმებოდა . მოსე კი ჩვეულებრივზე დიდხანს დარჩა იმ დღეს. ბიჭებთან ერთად დაჯდა როგორც კი წერა დაასრულა და ამჯერადაც დამაკმაყოფილებელი შედეგი მიიღო.
-მასწავლებელო , ხვალ დაბადების დღე მაქვს სკოლაში არ მოვალ ...ქალაქში მივდივარ ნათესავებთან ერთად შემდეგ რესტორანში დავსხდებით გოგონები და თუ დრო და სურვილი გექნებათ შემოგვიერთდდით, გთხოვთ - ბოლო გაკვეთილის დასრულების შემდეგ უთხრა დეამ და მორცხვად გაუღიმა აშკარად ეუხერხულებოდა
-აუცილებლად მოვალ ცოტა ხნით , გმადლობ ძვირფასო ... სრულწლოვანი ხდები ალბათ ხომ
-არაა, იცით მე პატარა ვიყავი სკოლაში რომ შემიყვანეს და ხვალამდე ისევ თექვსმეტის ვარ
-იმიტომაც ხარ ასეთი საყვარელი - მოსწონდა ეს გოგო . თავისი ბავშვური, წრფელი ხასიათით და ციმციმა ჭრელი თვალებით
-გავიქეცი ,ნახვამდის
-ნახვამდის ,დეა -გოგონას მზერა გააყოლა შემდეგ კი სამასწავლებლოში გადაინაცვლა.
.............
_დეა , დამელოდე ორი წუთი ... _სირბილით წამოეწია ბიჭი სკოლის ეზოში მიმავალ გოგონას _ მანქანა უკან მყავს გაჩერებული , გამოვალ და მე გაგიყვან სახლში
_საჭირო არაა, გმადლობ. დღეს შესანიშნავი ამინდია , ფეხით გავივლი
_კარგი რა , შენ ისევ ღელავ რომ შემაწუხებ? დრო მაქვს , სულ ათი წუთი სჭირდება ... მართვის მოწმობაც ხომ ავიღე , ვეღარ მეტყვი უნებართვოდ ატარებ და დანაშაულს სჩადიხარო
_გილოცავ გამოცდის ჩაბარებას , მაგრამ მართლა ფეხით მირჩევნიაწავიდე _ გოგონა სახეშიც არ უყურებდა, თვალებს აქეთ _იქით აცეცებდა , ვაჩე მალევე მიხვდა რატომ იქცეოდა ასე , ქუჩაში მდგომ მოსეს უყურებდა და მისკენ გაურბოდა აზრები .წამსვე გაუქრა მშვიდი გამომეტყველება, ტვინში მცირე აფეთქებებს გრძნობდა, ბრაზი მთელს სხეულს შხამივით ედებოდა და ხასიათიც ეცვლებოდა .უცებ ჩაავლო მაჯაში ხელი , ისეთ ადგილას აიძულა დგომა სკოლის ფანჯრებიდან მომზირალი ვერცერთი ჭორიკანა , რომ ვერ შენიშნავდათ
_ასე მიუსაფარი ძაღლივით როდემდე უნდა მექცეოდე ! ხან მომყვები, ხან არა, ხან მელაპარაკები _ხან არა , ხან იღებ საჩუქარს ხან არა , ხან გჭირდები და ხანაც ისე ჩამივლი გვერდს გამარჯობასაც არ მეტყვი და თავს ისე მაგრძნობინებ თითქოს უჩინარი ვარ ... რა გინდა მითხარი , რა არ გინდა ეგეც მითხარი
_ვერ ვხვდები რაზე ვსაუბრობთ ... ხელი გამიშვი უხერხულია, იფიქრებენ რომ ვჩხუბობთ
_შენ კონკრეტულად ვისი აზრები გაინტერესებს ... სხვები კი არ იფიქრებენ რომ ვჩხუბობთ იფიქრებენ , რომ ერთად ვართ და აი ის კი ვინც შენ გადარდებს და გაღელვებს სულ ს.რზე რას იფიქრებს , მაგრამ შენ ... შენ რატომ გიყვარს ასე ძალიან . მითხარი ბოლოს და ბოლოს რა აქვს იმ მათხოვარს ისეთი ჩემში რომ ვერ პოულობ, მე რომ ვერ გავიღებ შენთვის
_ხელს მიჭერ და მტკენ, რაღაც არარეალურზე საუბრობ , გაურკვეველ პასუხებს მთხოვ და გეყოფა ნუ მანანებინებ მანქანაში ორჯერ ჩაჯდომას ისედაც დიდხანს ვიფიქრე მიღირდა თუ არა, ვფიქრობდი კიდეც რომ დამაყვედრიდი, რომ რაღაც ნიშნად მიიღებდი იმ ყვავილების გამორთმევასაც და სწორედ ამიტომ ვიკავებდი თავს. თუ ადამიანურად გესაუბრები მიგაჩნიარომ გეფლირტავები ? ღმერთო როგორი უხერხულია ეს საუბარი თანაც აქ , უამრავი ადამიანის წინ ... ასე ნუ მექცევი ხელი გამიშვი და საერთოდ დისტანცია დაიცავი ჩემგან . ნუ ითხოვ რაღაცებს ისე თითქოს შენი საკუთრება ვიყო იმის გამო , რომ ერთხელ გაგიღიმე . ასეთი მდაბიო ნუ იქნები ...
_ის რომ გიღიმის და გეფერება ხომ გიჩნდება იმედები , შესანიშნავად გესმის ჩემი. ეს ყელსაბამიც მან გაჩუქა, ისე ანათებდი ლამის ჩამოდნი, მე რომ მოგიტანე სამაჯური არც კი გინახავს ისე მითხარი უარი ...
-ახლა დაბადების დღე მაქვს და მაშინ არაფერი ხდებოდა, როგორ უნდა ამეღო საჩუქარი . ვერ ხედავ რამხელა განსხვავებაა შენსა და მას შორის? შენ მზღუდავ, შენ თავად არ გინდა ვიმეგობროთ თავადაც არ იცი რა გინდა მე კი მეგობრობის გარდა არაფერი შემიძლია . გეყოფა სულელური დასკვნების გაკეთება
-რა სასაცილოა მე შენზე ვგიჟდები შენ კი მასზე ხარ ჩაციკლული ... კარგად იფიქრო სჯობს თორემ მერე არჩევანის უფლებას არ მოგცემ
_შენ ჩემზე კი არა, ზოგადად გიჟდები და რაღაცები გეჩვენება _წამოწითლდა, დაბნეული იყო, რცხვენოდა და ათასი ემოცია უჩნდებოდა , მაგრამ მაინც ცდილობდა არ დანებებულიყო
_როგორი ხარ , იმენა ყველაფერი სახეზე გაწერია და კიდევ რომ არ ამბობ
_და შენ რას მეუბნები , შენ
_მე რას გეუბნები ? მე რას გეუბნები ამდენი თვეა ვერ მიხვდი ? _ისე აუწია ხმას ყველამ მათკენ გაიხედა , უკვე ჩუმად აღარ აპარებდნენ მზერას _ რა , რა იყოთ საქმე გამოგელიათ ცინგლიანებო? იქეთ წადით , დროზეე _ ბავშვებს შეუღრინა და დეას კიდევ მოუჭირა ხელზე,როგორც კი მანძილს შემაცირებდა მაშინვე უშვებდა,რომ არ ეტკინა _ ნუ მიდიხარ, არ დამისრულებია
_მე კი ვფიქრობ რომ დაასრულე... სანამ მთელი პედ. კოლექტივი დაგინახავთ და დეაზე ჭორაობას დაიწყებს შეწყვიტე _ მოსე მივიდა, ხელი გააშვებინა და გოგო თავისკენ მიიზიდა, მის წინ დადგა და ბიჭს მკერდზე ხელი ჰკრა
_მოხვედი ? რა საყვარელი ხარ ... შენი ნაშა დღეს არ დამინახავს , კარგადაა? თუ ისე აწვალე , რომ ცუდადააა...რა იყო ააცდინე?_სულ სხვა თემაზე გადავიდა, დეა არც კი გახსენებია მოსეს მას მერე . ისე ჰკრა ხელი
_ენას ამოგგლეჯ_თქო ხომ გაგაფრთხილე , შენი ბიძაშვილის ბედს გაიზიარებ ?
_გიღირს იმ შედეგად რასაც მიიღებ? მოდი კიდევ დამარტყი , სულ ეს იყო ? _ გოგოს კივილიც არ შეეძლო, პირზე ხელები აიფარა და აწყლიანებულუ თვალებით უყურებდა ორივეს
_გემუდარებით ... ნუ იქცევით ასე. მოსე წავიდეთ, გთხოვ _ჩქარა ამბობდა სიტყვებს, ბიჭს მკლავზე უჭერდა ორივე ხელს და ამაოდ ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას
_შენ წადი, მასზე აღარ იფიქრო ენას ამოვგლეჯ, ხელებს დავამტვრევ და ვეღარ შეგაწუხებს
_შენა და ეს მუქარები აღარ მოგბეზრდა? შენ კი შეგიძლია წახვიდე , მანქანაში დამელოდო და მერე მე წაგიყვან იქ სადაც მიდიხარ
_სად წაიყვან... გინდა ყველამ მასზე ილაპარაკოს? როგორ დადის გამგებლის შვილის მანქანით ... კიდევ რა გინდა თქვან,შენი გოგო რომ არის და არავინ მიეკაროს? ეგოისტო ,გასართობი გამოგელია?
_მოკეტე _ხელი გააშვებინა , ძალის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა მითუმეტეს როცა გამწარებული იყო . დეას თითების შეხება მოსეს მკლავზე კი ცეცხლისთვისაც საკმარისი იყო, მაშინ როცა თავად არასდროს აძლევდა წამით შეხების უფლებასაც კი მითუმეტეს პირიქით არასდროს უცდია _ შენ არაფერი გესაქმება ჩემი და დეას ცხოვრებაში
_ყველგან მესაქმება სადაც შენნაირ არასწორს დავინახავ ... სხვა ვინმე იპოვნე სათამაშოდ მამიკოს ბიჭო _ დეას ინსტიქტურად ჩაკიდა ხელი და სცადა იქედან წაეყვანა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა სახეში მოხვედრილმა მუშტმა აიძულა, ისეთი ძალით დაარტყა გიგაურმა, რომ წაბარბაცდა . მხერდველობა აერია , დეას წამოკივლების ხმაც ბუნდოვნად ესმოდა, გონებაში ხარშავდა ყველაფერს სანამ ცხვირზე ხელი მიიდო და სისხლიან თითებს შეავლო მზერა. სიგიჟემდე უნდოდა მთელი ძალით შეეტია, ბოლოს და ბოლოს დაესრულებინა ეს სულელური დაპირისპირება , მაგრამ არ შეეძლო.უფლება არ ჰქონდა საკუთარი ძალა ოქტაგონს გარეთ გამოეყენებინა
_გელოდები ... დამარტყი თორემ გეფიცები არ გავჩერდები და სინდისიც არ შემაწუხებს ისე მიგინგრევ სახეს . დამარტყი _მეთქი _მკერდზე ჰკრა ხელები, იწვევდა
_გინდა აქ გცემო და მთელმა სკოლამ დაინახოს როგორ წაგიყვანს სასწრაფო? მოდი ჯერ დავრეკოთ ხომ? არ მინდა ერთადერთი შვილი მოვუკლა ქალს, შენზე ამოსდით მზეცა და მთვარეც
_რას იზამ ყველა შენსავით უპატრონო, დედისგან მიტოვებულიც არ იქნება. ზოგჯერ ჩემნაირებთანაც მოგიწევს ჩხუბი და თუ გაქვს გამბედაობა ამოიღე შენი ბრაზი, შური რომელიც გაქვს . იმიტომ ცდილობ სულ ამაზე მიმითითო, ძალიანაც გინდა მამაჩემის შვილი იყო და შეგიმსუბუქდეს ცხოვრება , მაგრამ მამაშენის თრევა თვითონ გიწევს _ არ ყვიროდნენ,შიგადაშიგ თუ აუწევდნენ ხმას, მაგრამ სიტყვები ისრებივით ხვდებოდნენ ნერვებს და ნაპერწკლების გასაჩენად ნამდვილად საკმარისზე მეტი იყო
_გთხოვთ, ასე ნუ იქცევით ... არ შემიძლია , ჩემზე არცერთი ფიქრობთ? თითქოს ჩემ გამო ჩხუბობთ , ყველა იფიქრებს გოგო ვერ გაიყვესო და სინამდვილეში უბრალოდ ერთმანეთს ვერ იტანთ ორი სულელი ხარივით დაეტაკეთ და მე შუაში მომიმწყვდიეთ უსუსური წიწილასავით. ეგოისტები ხართ, სულელები და განუვითარებლები . შენ საერთოდ არ მინდა რომ მომიახლოვდე შენ კი შეწყვიტე ჩემს ცხოვრებაში უმიზეზოდ ჩარევა, მიზეზი თუ გაგიჩნდება შემდეგ ვისაუბროთ _ ბოლოს მოსეს მიმართა, ღრმად ჩაისუნთქა , ათრთებული თითები სახეზე ჩამოისვა და ამღვრეული მზერა მხოლოდ ამ უკანასკნელის სისხლმდენ ცხვირზე შეაჩერა წამით, გიგაურისკენ არც გაუხედავს , ისე დააიგნირა მისი არსებობა თითქოს იქ არც არავინ იყო. გავიდა თუ არა დაინახა უჩვეულოდ ბევრი მოსწავლე , რომელსაც მაინცადამაინც იმ დროს მოსურვებია ეზოში ყოფნა. მასწავლებლები ფანჯრებთან იდგნენ, გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო. არავინ არაფერს აკეთებდა, ასე გაჩერება კი არ შეეძლო. ჭორიკნების ჯგუფებს გვერდი აუარა, ეცადა ცრემლებიც შეეკავებინა და ყურადღებაც არ მიექცია, მაგრამ ხომ იცოდა განხილვის საგანი თავად იქნებოდა. მაქსიმალურად მშვიდად მიაბიჯებდა, ისე როგორც სჩვეოდა და არაფერს იმჩნევდა სანამ სესილია არ იპოვნა
_გამარჯობა მას , რა კარგია ისევ რომ ხართ სკოლაში ... ვიფიქრე წასული იქნებოდით და არც კი ვიცი სხვა ვინ დამეხმარებოდა თუ არა თქვენ. დირექტორი როცა არ არის ამათ სიტყვის თქმაც კი არ უნდათ, სანახაობით ტკბებიან , ეშინიათ ვაჩე გიგაურის , მეორე ნაწილი მოსეს საქმეშიც არ ერევა .
_რა ხდება, ჟურნალებს ვამოწმებდი არაფერი მესმის დამშვიდდი და ამიხსენი
_ვაჩე და მოსე ჩხუბობენ , შენობის გვერდით ძველი დარბაზის ნანგრევებკსკენ .მე ვერ გავაჩერე , ამიტომ გაცლა ვარჩიე. თქვენს გარდა ვერავინ გაბედავს ჩარევას და გთხოვთ ან ერთი დაარწმუნეთ ან მეორე
_ეს ბავშვები გამაგიჟებენ, ოდესმე ხომ უნდა წამოვიდეს თაობა რომელი სისულელეების გამო არ დაიწყებს ხელჩართულ ომს და ოდესმე ინტელექტუალურ დონეზე გადაწყვეტენ პრობლემებს _ გოგონასგან განსხვავებით მან ვერც კი გაიაზრა მაყურებლები მის მოქმედებასაც რომ მიადევნებდნენ თვალს, სირბილით დაფარა მანძილი და მიწაზე გართხმულ სისაურზე ზემოდან მოქცეულ ამაღლობელს პირდაპირ მკლავში წვდა _რა ჯანდაბას აკეთებთ ... შეიშალეთ? ეს რა ცხოველობაა _როგორც კი დაინახა ორივეს ჭრილობები მაშინ კიდევ უფრო გაბრაზდა, არ ელოდა მდგომარეობის ასე დამძიმებას _თქვენ რა გაგიჟდით? სკოლის ეზოში , გაკვეთილების მსვლელობისას , სცემთ ერთმანეთს ...გაუშვი მოსე _ ბიჭს აშკარად დაბინდული ჰქონდა გონება , ქალის დანახვამაც ვერ იმოქმედა სანამ არ შეუღრინა. ისე უყურებდა თითქოს ჰიპნოზს უკეთებდა
_აი ისევ მოვიდა და გაჩერებს... რა საყვარლები ხართ ერთად, პირდაპირ გული მოჩუყდება . ბავშვივით მის ჭკუაზე დადიხარ ? დედასაც ხომ არ ეძახი ხოლმე ... შენზე უფროსი ქალი ხო იმიტო გევასება, რომ დედობრივი ზრუნვა რას ნიშნავს არ იცი _ გააგიჟა, მანამდე თუ მხოლოდ გაჩერებას ცდილობდა ახლა გაშლილი ხელი ისე გაარტყა სახეში რამდენჯერმე ,რომ გონება დააკარგვინა ბიჭს . უნდოდა კიდევ გაეგრძელებინა , მაგრამ თავს მოერია, ყელში უჭერდა ბრაზი
_შენი დედაც... მაინც მომიგო. დედას შ.ვეცი _ ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, შეშუპებული ცხვირი, აწითლებული ლოყა და მაინც ის აცოფებდა რომ ბიჭს დაარტყა.
-ვაჩე ... ღმერთო -დეა მანამდე თუ კივილით ხვდებოდა ყველა დარტყმას ახლა ხმა სულ მთლად დაეკარგა . ისე დაეშვა ბიჭთან და მისი თავი მუხლებზე გადაიტანა თითქოს აქამდე სულ მასზე ღელავდა _ რა გააკეთე, ხომ გთხოვდი არ გინდა_თქო _ მოსეს ახედა . გაორება ჰქონდა, ვერ ხვდებოდა რა უნდოდა. _ გამოფხიზლდი რა, ვაჩე- გაყინული თითები სახეზე შეახო, მერე საძილე არტერიაზე გადავიდა და ძლიერი ფეთქვა რომ იგრძნო ამოისუნთქა _ვაჩე, ჩემი არ გესმის? ნუ მაშინებ ...- სესილიაც იქვე იყო, რაღაცებს ეუბნებოდა, ბიჭებიც მოვიდნენ, მოსეც ახლოს იდგა არსად წასულა და მაინც ვერაფერს აღიქვამდა, მხოლოდ ვაჩეს დახუჭულ თვალებს უყურებდა და ელოდა როდის გაუსწორებდა კვლავ თავის მხუთავ ღამისფერებს. არც კი იცოდა რატომ ახსოვდა მათი ფერი, ხომ არასდროს უყურებდა სახეში, მზერას არიდებდა , ზედმეტად არ უახლოვდებოდა. ან რატომ ადარდებდა ის და არა მოსე , რომელსაც მეტი დაზიანება ჰქონდა . რატომ გაუღიმა გონს მოსულს, რატომ მოეფერა და რატომ აკოცა ლოყაზე , რა უხაროდა ასე ძალიან . მოსეს ხელის შეხების საშუალება რატომ არ მისცა, უარი რატომ უთხრა გაყოლაზე , რატომ არავის მოუსმინა, რატომ გაიქცა, ვის გაურბოდა მათ თუ საკუთარ უჩვეულო გრძნობებს.
...........
-სად მიგყავთ- მოსეს მკლავში წვდა და შეაჩერა
-კარგადაა ნუ ღელავ
-დამცინი? ვისთან შედარებითაა კარგად, იმათთან ვისაც ბრძოლის მოგებისას ემშვიდობები?
-გიგაურო, გადმოენძ.რიე და უთხარი რომ კარგად ხარ თორემ გაგიბაზრდა ერთ დარტყმაში რომ ეცემი თავწაცლილი ქათამივით- ამოიოხრა და მანქანის მინაზე მიაკაკუნა. იქედან მხოლოდ აწეული ხელი და გაშლილი შუათითი გამოჩნდა- ხომაა ღირსი მოვტეხო და უკან გავთხარო... ყელშია უკვე - ქალისკენ არ იხედებოდა, ჩუმად ჩაილაპარაკა და მერე შეწუხებული სახით მიუბრუნდა- რა გავაკეთოთ? არ წავიდეთ და ჩხუბი განვაგრძოთ?
-თუ წახვალთ და სხვაგან განაგრძობთ
-რატო გგონივარ ვიღაც შენძრ.ული ბავშვი? ასე რო ვჩხუბობდეთ მე და ეს ერთმანეთი დიდი ხნის დახოცილი გვეყოლებოდა
-ძმაკაცებიც ხომ არ ხართ შემთხვევით, რომლებსაც ერთი გოგო უყვართ და ხან ჩხუბობენ და ხან არა
-აზრზე არ ხართ , გეფიცებით ... ამიტომ უბრალოდ დამშვიდდით და დაუბრუნდით გაკვეთილებს. პირობას გაძლევთ პრობლემები არ შეგექმნებათ ჩვენს გამო, არასდროს
-გგონიასტატუსზზე ვფიქრობ და იმაზე ვინმემ არ მისაყვედუროს?
-ვიცი ჩვენზე ღელავთ , ამიტომ გელაპარაკებით ამდენს
-გამოხვალ თუ წავიდეთ ...
-მოვდივარ - ბიჭებს გასძახა და ზემოდან დახედა- მიშვებთ, ხომ მასწავლებელო
-დამცინი?
-ცოტას...სულ , სულ ცოტას
-სკოლა კი არა ჯოჯოხეთია და ერთი კი არა ათობით ეშმაკი ბუდობს - გამწარებულმა თქვა ,ზურგი აქცია და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა სკოლისაკენ. ბიჭის მზერას გრძნობდა და ისიც ზუსტად იცოდა ,რომ იცინოდა,მაგრამ უკან არ მიუხედავს.



№1 სტუმარი სტუმარი გურანდა

ოჰო საინტერესო წყვილი ვაჩე და დეა, აუ მოსე უფრო მომწონს სესილიასთვის და რა გავაკეთო ????????

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი გურანდა
ოჰო საინტერესო წყვილი ვაჩე და დეა, აუ მოსე უფრო მომწონს სესილიასთვის და რა გავაკეთო ????????

არც არაფერიი ყველაფერს მე გავაკეთეებ და თქვენ მგონი ნაწყენი არ დარჩებიით smile
heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი Lusi

აუ მალე დადეთ კიდე რაა

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Lusi
აუ მალე დადეთ კიდე რაა

ხვალ დავდებ ალბათ

 


№5 სტუმარი სტუმარი თამთა

,,ქორწინებამდე არაო, ქორწილიც არაო " ჰა ჰა ჰა საწყალი თოკუნა
ოხ მარიამ მარიამ ისეთი დილემის წინაშე ვართ რომ..... ნეტა რომელი რომელთან უფრო მირჩევნია?! რაღაც მომენტში თორნიკეც არ ჩანს ცუდი ბიჭი ჯერჯერობით ჩემი სიმპათიები დაიმსახურა ვფიქრობ გულწრფელად უყვარს და თან როგორი ერთგულია ამათი დაშორების ამბავი საკმაოდ მტკივნეული იქნება მათთვის თუ არა ჩემთვის მაინც ???? მოსეც არ იქნება ცუდი მეწყვილე მაგრამ რატომღაც უფრო კარგ მეგობრებად აღვიქვამ სესილის და მოსეს წყვილს (ჩემი მოკრძალებული აზრი ) ვაჩემ კი ღირსეულად დაიმსახურა დეა გოგო ❤️ მოკლედ ვენდობი შენს მუზას და კუბიდონურ უნარს ძალიან ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები .....

 


№6 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ვგრნობ დეა და ვაჩე ერთმანეთისთვისაა შექმილი❤ სესილი და მოსეს წყვილი თანდათან ვითარდება და იფურჩქნევა ❤საინტერესოდ მიდიან ❤ ველოდები შემხეგს ❤

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამთა
,,ქორწინებამდე არაო, ქორწილიც არაო " ჰა ჰა ჰა საწყალი თოკუნა
ოხ მარიამ მარიამ ისეთი დილემის წინაშე ვართ რომ..... ნეტა რომელი რომელთან უფრო მირჩევნია?! რაღაც მომენტში თორნიკეც არ ჩანს ცუდი ბიჭი ჯერჯერობით ჩემი სიმპათიები დაიმსახურა ვფიქრობ გულწრფელად უყვარს და თან როგორი ერთგულია ამათი დაშორების ამბავი საკმაოდ მტკივნეული იქნება მათთვის თუ არა ჩემთვის მაინც ???? მოსეც არ იქნება ცუდი მეწყვილე მაგრამ რატომღაც უფრო კარგ მეგობრებად აღვიქვამ სესილის და მოსეს წყვილს (ჩემი მოკრძალებული აზრი ) ვაჩემ კი ღირსეულად დაიმსახურა დეა გოგო ❤️ მოკლედ ვენდობი შენს მუზას და კუბიდონურ უნარს ძალიან ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები .....

დრო გვიჩვენებს როგორ განვითარდება მოვლენებიი ისე კი ძალიან მიხარია თორნიკეს მიმართ პოზიტიურად განწყობილი მკითხველი რომ ხაარ
ვაჩეს და დეას ამბები ჯერ კიდევ წინ არის და მგონია რომ მოგეწონებათ ჩემი ვაჩე და აპატიებთ წარსულ შეცდომებს

სტუმარი ბარბარე
ვგრნობ დეა და ვაჩე ერთმანეთისთვისაა შექმილი❤ სესილი და მოსეს წყვილი თანდათან ვითარდება და იფურჩქნევა ❤საინტერესოდ მიდიან ❤ ველოდები შემხეგს ❤

იმდენი რამე მაქვს კიდევ დასაწერი რომ არ ვიცი როდის მოვასწრებ
ძალიიან მიხარია ვაჩეს და დეას ამბებმა რომ დაგაინტერესათ
heart_eyes heart_eyes

 


№8  offline წევრი duchi_duchi

აუუუ რა გაძლებს ხვალამდეეეე.ყველა შენს შექმნილ კაც პერსონაჟზე რატო ვგიჟდები მეტყვის ვინმეე?

 


№9  offline წევრი Maia G.

დეა და ვაჩე აშკარად უკვე წყვილია, სესილი და მოსე ვფიქრობ უფრო იმეგობრებენ,რავიცი აბა,ვნახოთ... თორნიკე მომწონს რაღაცნაირად,ვფიქრობ კარგი ტიპია ისეც და ასეც.მოკლედ მომწონს და ველი ახალ თავს♥️

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

duchi_duchi
აუუუ რა გაძლებს ხვალამდეეეე.ყველა შენს შექმნილ კაც პერსონაჟზე რატო ვგიჟდები მეტყვის ვინმეე?

smile არ ვიციი ვერაფერს ვიტყვი
რომ ვკითხულობ მეც ყველა მიყვარს და გაორება კი არა გახუთება მაქ და სულიც მეხუთება

Maia G.
დეა და ვაჩე აშკარად უკვე წყვილია, სესილი და მოსე ვფიქრობ უფრო იმეგობრებენ,რავიცი აბა,ვნახოთ... თორნიკე მომწონს რაღაცნაირად,ვფიქრობ კარგი ტიპია ისეც და ასეც.მოკლედ მომწონს და ველი ახალ თავს♥️

ვნახოთ , ვნახოთ მეგობრობა რამდენად გამოუვათ მოსეს და სესილიას
დეა და ვაჩე გაშიფრულები არიან აშკარად,მაგრამ სანამ წყვილს უწოდებენ საკუთარ თავს მანამ ბევრი რამ მოხდებაა

 


№11 სტუმარი სტუმარი ხოსე

ახლა ძაან აბდაუბდა გამომივა მაგრამ ოკ ???? აი რომ შემობოდიალდები, ასქროლბოდიალებ, ჩასქროლბოფიალებ, რაღაც გინდა, მოიწყინე, სათაურებს კითხულობ ასე მოწყენილი და უცებ სათაურის ქვეშ ნიკს ე მანდ იწყება ???? ხოდა რა მინდოდა მეთქვა ახლა, არადა თავის მხრივ თორნიკეც არაა ცუდი ტიპი, რაღაც მხრივ მართალიცაა, ისეც ხდება ხოლმე როგორც ამბობს, ისიც ღირსეულად ქნა რომ არ ჩარია პოლიცია და პირობა შეასრულა თან დააზღვია ახალგაზრდები არაფერი დაეშავებიმათ, არ იცნობს არ ენდობა ვერ გაამტყუნებ ???? ჯერჯერობით არაა ცუდი ტიპი, მე სულ შენს გვერდით ვიქნებიო და ასეთი თორნიკე ცოტა მეცოდება გულისტკენისთვის :-( მაგრაამ დანარჩენი სულ მაგრაამ ???? და როგორც თქვი შენ იზამ მაგრამს და ჩვენ არ გვეწყინება და ეგ იქნება ზუსტად შენი ჯადოქრობა, თორემ ჩვენ ჯერ მეგობრებად ვხედავთ სესო მოსეს???? რატომღაც მგონია მოსე და ვაჩე დამეგობრდებიან, ან უკვე არიან მეგობრები, ან იყვნენ და მერე რაღაც უაზრობის გამო აყვნენ ერთმანეთს, თითქოს რაღცაც სწყინთ ერთმანეთის და არ საუბრობენ, ჩხუბით გამოხატავენ. მოკლედ ტომი ჯერივით არიან თითქოს, სულ ჩხუბობენ მაგრამ ვერ ძლებენ უერთმანეთოდ ???????????? რავი შეიძლება ვცდები და მე რო მიმდა ისე ვხედავ. ???? აუ ძიაკაცო კარგი იყო ???? კიდე რაღაც მაგრამ არ მახსოვს გვიანია და სკლეროზა ტვინი უფრო სკლეროზად მუშაობს ????????❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№12  offline წევრი რუსკიმარუსია

თორნიკემ ამრია :) ამ თავში სრიად სხვანაირი თორნიკე იყო. იუმორის გრძნობაც ქონია, თუნმე ნუ იტყვით და დიდი ხულიგანი ვინმეც ყოფილა თავის დროზე :) აშკარაა სესილია მართლა უყვარს ❤ ეს გოგო კიდევ ტანჯავს. ქორწილამდე არაო და არც ქორწილზე თანხმდება. საწყალი თოკო. ეს ამხელა პროკურორი კაცი რამხელა გამოცდის წინაშეა :დ ისე საინტერესოა რატომ გახდა პროკურორი. ზოგადად ცოტა მეტი გვიამბე თორნიკეზე. მომეწინა ამ თავში ეს ბიჭი❤
ვაჩეს და მოსეს ჩხუბის მიზეზი გაგებული და ვფიქრობ აღმოფხვრილიცაა.მაგრამ ვაჩეს მეთოდი არ მომეწონა, არასწორად მოიქცა. მოსეს ოჯახს არ უნდა შეხებოდა. აშკარაა მოსე თავადაც ძალიან განიცდის რაც მის ოჯახში ხდება და მგონი მაგიტომაცაა თავს რომ იკავებდა ოქტაგონს გარეთ ჩხუბით. ბებიას ვერ იმეტებდა ახალი სადარდებელისთვის..კარგი ბიჭია მოსე❤
მგონი ამ ჩხუბის შემდეგ ეს ორი დამეგობრდება და დეაც გაერკვევა გრძნობებში.
მოსე და სესილი როგორც წყვილი ვერ წარმოვიდგინე. ესენი კარგი მეგობრები უფრო იქნებიან ვიდრე წყვილი. ასე მგონია, რომ მოსეს ხასიათიდან გამომდინარე სხვანაირად ვერ იქნებიან.
საერთოდაც თუ თორნიკე და მოსე უაზრო ქიშპობას მოეშვებიან და მშვიდად ისაუბრებენ კარგად გაუგებენ ერთმანეთს.
ბოლო კარგი იყო, არასოდეს შემიდარებია სკოლა ჯოჯოხეთისთვის :დ
შემდეგამდე, მარიამო❤

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
თორნიკემ ამრია :) ამ თავში სრიად სხვანაირი თორნიკე იყო. იუმორის გრძნობაც ქონია, თუნმე ნუ იტყვით და დიდი ხულიგანი ვინმეც ყოფილა თავის დროზე :) აშკარაა სესილია მართლა უყვარს ❤ ეს გოგო კიდევ ტანჯავს. ქორწილამდე არაო და არც ქორწილზე თანხმდება. საწყალი თოკო. ეს ამხელა პროკურორი კაცი რამხელა გამოცდის წინაშეა :დ ისე საინტერესოა რატომ გახდა პროკურორი. ზოგადად ცოტა მეტი გვიამბე თორნიკეზე. მომეწინა ამ თავში ეს ბიჭი❤
ვაჩეს და მოსეს ჩხუბის მიზეზი გაგებული და ვფიქრობ აღმოფხვრილიცაა.მაგრამ ვაჩეს მეთოდი არ მომეწონა, არასწორად მოიქცა. მოსეს ოჯახს არ უნდა შეხებოდა. აშკარაა მოსე თავადაც ძალიან განიცდის რაც მის ოჯახში ხდება და მგონი მაგიტომაცაა თავს რომ იკავებდა ოქტაგონს გარეთ ჩხუბით. ბებიას ვერ იმეტებდა ახალი სადარდებელისთვის..კარგი ბიჭია მოსე❤
მგონი ამ ჩხუბის შემდეგ ეს ორი დამეგობრდება და დეაც გაერკვევა გრძნობებში.
მოსე და სესილი როგორც წყვილი ვერ წარმოვიდგინე. ესენი კარგი მეგობრები უფრო იქნებიან ვიდრე წყვილი. ასე მგონია, რომ მოსეს ხასიათიდან გამომდინარე სხვანაირად ვერ იქნებიან.
საერთოდაც თუ თორნიკე და მოსე უაზრო ქიშპობას მოეშვებიან და მშვიდად ისაუბრებენ კარგად გაუგებენ ერთმანეთს.
ბოლო კარგი იყო, არასოდეს შემიდარებია სკოლა ჯოჯოხეთისთვის :დ
შემდეგამდე, მარიამო❤

ბოლოს მე ვიყავი , ჩემთვის სულ ჯოჯოხეთი იყო არის და იქნება !
სესილიას კი შეუყვარდება მე რა ვიცი უიმედო ვარ მაგ ამბავში
აი მოსეს და სესილიას ამბავზე შემდეგ ვნახოთ რა აზრის იქნებით ჯერ მეც არ ვიცი ... რომ არ ველოდი ისეთი აზრები გაქვთ სულ მაკვკრვებთ მოკლედ რაა
თორნიკე კარგი კაცია, მაგრაამ სესილიასთვისაა თუ ვინმეს სხვისთვის ეგ არ ვიციიი
ვნახოთ ვნახოოთ ♡♡♡

 


№14 სტუმარი ანისია

"შეუძლებელია" მარიამ შენი აქ ისევ ხილვა

 


№15  offline წევრი Gvantsa_g

თორნიკე სწორი ტიპი ჩანს, თუმცა მგონია რომ სესიალიასთვის არაა ???? მოსემ სწორად უთხრა “თქვენ ორმი ერთნი ვერ გახდებითო” - ასე ვფიქრობ მეც.
სესიალიას და მოსეს წყვილი კი საინტერესო იქნებოდა ❤️

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

ანისია
"შეუძლებელია" მარიამ შენი აქ ისევ ხილვა

შესაძლებელი ყოფილა

Gvantsa_g
თორნიკე სწორი ტიპი ჩანს, თუმცა მგონია რომ სესიალიასთვის არაა ???? მოსემ სწორად უთხრა “თქვენ ორმი ერთნი ვერ გახდებითო” - ასე ვფიქრობ მეც.
სესიალიას და მოსეს წყვილი კი საინტერესო იქნებოდა ❤️

ჯერ არაფერს ვიტყვი კიდევ ვერ მივედი საბოლოო დასკვნამდე და არც დამიწერია ჯერ გადამწყვეტი მომენტი . გამორიცხული არაფერია ერთი რამ ვიცი ზუსტად ამ ორს შორიც ცუდი და კარგი ტიპი არიქნებიან და არავინ გადაიქცევა მონსტრად სესილიას არჩევანი რომ გაუმარტივდებს ♡♡♡♡

 


№17  offline წევრი თ. ა.

ყველა მომწონს ამ ისტორიაში, ჯერჯერობით ვაკვირდები ისეა. ვაჩეც კარგია, თორნიკეც და თვით მოსეც. დეა საყვარელი გოგო ჩანს მაგრამ ჯერ არ ვიცით სესილიას მიმართ მოსეს გრძნობების გაგების მერე რას იზამს. ნუ მე ვფიქრობ, რომ სესილია უყვარს.
საინტერესოა ძალიან.
მიყვარს უკვე ყველა

 


№18 სტუმარი სტუმარი ხოსე

გათენდა მოვედი ველი ახალ თავს :დ ვაჩე ძალიან ცუდი ტიპის როლს თამაშობს რატომღაც და მგონია ასეთი ცუდი სულაც არ იქნება :-)

 


№19  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

ხო იცი როგორც გამეხარდა რომ დაბრუნდი

ხალისიანი და მსუბუქი ისტორია იქნება როგორც ვატყობ

მომენატრე ასეᲗი

მე Თორნიკეს მხარეს კატეგორიულად არ ვარ
არ მაინტერესებს

ᲨეიᲫლებს ცუდი ტიპი არაა მაგრამ ცუდი ვაიბები დამიტოვა
Ჩემი ბრალი არაა

არც უყვარს სესილიას ფლიზ

აქეᲗ Ჩემი მოსე მომწონს Ძალიან

და ვაᲩე
ცოტა ქაჯია და Ძააან მალე ვარდება
აგრესიულია და ვერ აკონტროლებს ემოციებს მაგრამ აქ ყველაფერი მოსულა და მივიწონებ

ვიცი ცუდი ტიპი არაა და მალე ვნახავᲗ

აუ მოსე Ძაან საყვარელია რა

სესილიასᲗან უნდა იყოს
არ მაინტერესებს

დეას და ვაᲩეს ვისურვებდი ოᲦონდ დაოკდეს ბატონი ცოტა და ნორმალურად დაელაპარაკოს და არა ასე ქაჯივიᲗ
იდიოტი

მომწონს ხო იცი

გამეხარდი Ძალიან

Შემდეგამდე

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე
მარიამ.

ხო იცი როგორც გამეხარდა რომ დაბრუნდი

ხალისიანი და მსუბუქი ისტორია იქნება როგორც ვატყობ

მომენატრე ასეᲗი

მე Თორნიკეს მხარეს კატეგორიულად არ ვარ
არ მაინტერესებს

ᲨეიᲫლებს ცუდი ტიპი არაა მაგრამ ცუდი ვაიბები დამიტოვა
Ჩემი ბრალი არაა

არც უყვარს სესილიას ფლიზ

აქეᲗ Ჩემი მოსე მომწონს Ძალიან

და ვაᲩე
ცოტა ქაჯია და Ძააან მალე ვარდება
აგრესიულია და ვერ აკონტროლებს ემოციებს მაგრამ აქ ყველაფერი მოსულა და მივიწონებ

ვიცი ცუდი ტიპი არაა და მალე ვნახავᲗ

აუ მოსე Ძაან საყვარელია რა

სესილიასᲗან უნდა იყოს
არ მაინტერესებს

დეას და ვაᲩეს ვისურვებდი ოᲦონდ დაოკდეს ბატონი ცოტა და ნორმალურად დაელაპარაკოს და არა ასე ქაჯივიᲗ
იდიოტი

მომწონს ხო იცი

გამეხარდი Ძალიან

Შემდეგამდე



ვაფრენ ამ შეგრძნებაზე რომ ვწერ, ვტვირთავ და წინასწარ ვიცით ორივემ მერე რა იქნება შენც რომ ხვდები ვინ გაკარგდება და ელოდები როდის იქნება გადამწყვეტი მომენტი
ვაჩეს ამბები მაქსიმუმ ორი თავის შემდეგ უკვე დალაგებული იქნება და მჯერაა ჩემსავით შეიყვარებ მაგ ბიჭს

თორნიკეზე აღარაფერს ვიტყვი ხო?
მოსე შეუძლებლის მთავარი შემძლებია და სესილიასთან როგორც არ უნდა წარიმართოს ურთიერთობა ეგ ბიჭი მაინც თავის სიმაღლეზე იქნება

შემდეგამდე ♡

სტუმარი ხოსე
გათენდა მოვედი ველი ახალ თავს :დ ვაჩე ძალიან ცუდი ტიპის როლს თამაშობს რატომღაც და მგონია ასეთი ცუდი სულაც არ იქნება :-)

მიხარია შენი გამოჩენაა
ვნახოთ აბა როგორ მოგეწონება ეს ისტორია ♡♡♡

თ. ა.
ყველა მომწონს ამ ისტორიაში, ჯერჯერობით ვაკვირდები ისეა. ვაჩეც კარგია, თორნიკეც და თვით მოსეც. დეა საყვარელი გოგო ჩანს მაგრამ ჯერ არ ვიცით სესილიას მიმართ მოსეს გრძნობების გაგების მერე რას იზამს. ნუ მე ვფიქრობ, რომ სესილია უყვარს.
საინტერესოა ძალიან.
მიყვარს უკვე ყველა

ბიჭები უფრო მოგეწონება და კიდე გამოჩნდენა ერთი ორი ♡
დეას რაც შეეხება მალევე გაირკვევა მისი პერსონაჟის ხასიათი , სურვილები და დამოკიდებულება მოსეს მიმართ
♡♡♡♡

 


№21  offline წევრი katerinna

რატომ მგონია რომ თორნიკესთვის სესილიაზე არანაკლებ კარგი გოგო გამოჩნდება? ????
ძალიან გელოდები მე ❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი ანანო

,,ყველა გზა შენთან მოდის მარიამ”, ,,ვალსი ლურჯ ფონზე”-მსგავსი მოთხრობები თუ იცით მითხარით,ძააან ძაან მომწონს მსგავსი სტილის.

P.s არ დაგეზაროთ

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

katerinna
რატომ მგონია რომ თორნიკესთვის სესილიაზე არანაკლებ კარგი გოგო გამოჩნდება? ????
ძალიან გელოდები მე ❤️

თუ მუზა შთამაგონებს გამოჩნდება
♡♡♡♡ გამირცხულია არასდროს არაფერიაა

 


№24 სტუმარი სტუმარი თამო

მეორეჯერ წავიკითხე კიდევ ეს თავი.იმდენი რამის დაწერა მინდა რომ საიდან დავიწყო არ ვიცი.ძალიან მომწოსნ მოვკენების განვითარება.მომწონს ყველა ნუ განსაკუთრებით სესილია და ბატონი მოსე.სულ არ გავს სკოლის მოსწავლეს ისეთი დინჯი ჩანს აი რაღაც სხვანაირი კატეგორია რომელმაც უფრო იცის სად როგორ მოიქცეს და იმპულსებს ნაკლებად ყვება ნუ ყოველთვის არა მაგრამ ასე ვფიქრობ.მომწონს მისი ქცევები ასევე მისი ლაპარაკოც სესიალასთან განსკაუთრებით ეს მომენტი როცა ეუბნება როცა ბრაზდები ისეთის საყვარელი ხარო მართლა წავართმევ შენს თავსო.თითქოს თორნიკეა მოსწავლე და მოსე დიდი კაცი.ქცევებში ასეჩანს.რაც შეეხება თორნიკეს ვე რმივაკუთვნებ ჯერჯერობით ცუდი ბიჭების სიას მისიც კარგად მესმის ენატრება შეყვარებული და ეჭვიანობს.ფეთქებადი ბატონი თორნიკე და ქორწილამდე არაო ქორწილიც არაო დავიჯერო პატიოსანი კაცია?ვნახოთ რას გვიმზადებ მარიამო.აი ამ სოტყვებში კი რასაც თორნიკე ამბობს
"მე შენ მიყვარხარ - ოთახიდან გამოსულს მოეხვია, ყელზე ხელი შეუცურა და სველ თმაში თითები ახლართა- ჩემი სუსტი წერტილი ხარ და ღმერთმა არ ქნას შენში ეჭვი შევიტანო
-ასე რომ მიყურებ მაშინებ
-მცირე დოზით შიშსაც არაუშავს, ტონუსში გვამყოფებს...მეც მეშინია, რომ გიღალატო მიმატოვებ" ამ სიტყვრბში რაღაც არ მომეწონა თორნიკესგან.მოკლედ ველი ახალს თავს.

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
მეორეჯერ წავიკითხე კიდევ ეს თავი.იმდენი რამის დაწერა მინდა რომ საიდან დავიწყო არ ვიცი.ძალიან მომწოსნ მოვკენების განვითარება.მომწონს ყველა ნუ განსაკუთრებით სესილია და ბატონი მოსე.სულ არ გავს სკოლის მოსწავლეს ისეთი დინჯი ჩანს აი რაღაც სხვანაირი კატეგორია რომელმაც უფრო იცის სად როგორ მოიქცეს და იმპულსებს ნაკლებად ყვება ნუ ყოველთვის არა მაგრამ ასე ვფიქრობ.მომწონს მისი ქცევები ასევე მისი ლაპარაკოც სესიალასთან განსკაუთრებით ეს მომენტი როცა ეუბნება როცა ბრაზდები ისეთის საყვარელი ხარო მართლა წავართმევ შენს თავსო.თითქოს თორნიკეა მოსწავლე და მოსე დიდი კაცი.ქცევებში ასეჩანს.რაც შეეხება თორნიკეს ვე რმივაკუთვნებ ჯერჯერობით ცუდი ბიჭების სიას მისიც კარგად მესმის ენატრება შეყვარებული და ეჭვიანობს.ფეთქებადი ბატონი თორნიკე და ქორწილამდე არაო ქორწილიც არაო დავიჯერო პატიოსანი კაცია?ვნახოთ რას გვიმზადებ მარიამო.აი ამ სოტყვებში კი რასაც თორნიკე ამბობს
"მე შენ მიყვარხარ - ოთახიდან გამოსულს მოეხვია, ყელზე ხელი შეუცურა და სველ თმაში თითები ახლართა- ჩემი სუსტი წერტილი ხარ და ღმერთმა არ ქნას შენში ეჭვი შევიტანო
-ასე რომ მიყურებ მაშინებ
-მცირე დოზით შიშსაც არაუშავს, ტონუსში გვამყოფებს...მეც მეშინია, რომ გიღალატო მიმატოვებ" ამ სიტყვრბში რაღაც არ მომეწონა თორნიკესგან.მოკლედ ველი ახალს თავს.

ფემიციდი ჩვნს ქვეყანაში იმ დოზითაა აქაც ვერ შემოვიყვან მითუმეტეს ამ ისტორიაში და სხვა დროს ვნახოთ ,ააფერს გამოვრიცხავ . თორნიკე მხოლოდ კაცია რომელსაც რაღაც დოზით უყვარს სესილია, აფასებს და პატივს სცემს . ბევრი არ მინდა წინასწარ ვისაუბრო ამ ისტორიაში ისეთი არაფერი მოხდება.

 


№26 სტუმარი სტუმარი თამო

ხოო შემეტყო გარშემო მოვლენების გავლენა კომენტარშიც.ახალი თავით გელოდები.

 


№27  offline წევრი Marikagogolqdze

სასწაულია. თოენიკეს ასაკიც მიუთითეთ რა
39 წლამდეამგონი, მაგრამ ოსე იქცევა თითქოს 50 წლისააა
.მოსწ მეცოდება. ძალიან კარგი ადამიანი ჩანს. ნამდვილი კაცი

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

Marikagogolqdze
სასწაულია. თოენიკეს ასაკიც მიუთითეთ რა
39 წლამდეამგონი, მაგრამ ოსე იქცევა თითქოს 50 წლისააა
.მოსწ მეცოდება. ძალიან კარგი ადამიანი ჩანს. ნამდვილი კაცი

პატარა ბიჭი არაა და რავი ისე იქცევა როგორც იქცევა ყველას სხვადასხვანაირი ხასიათი აქვს

სტუმარი თამო
ხოო შემეტყო გარშემო მოვლენების გავლენა კომენტარშიც.ახალი თავით გელოდები.

დავდებ დღეს

 


№29  offline წევრი sofi_sofiaa13

ღმერთმააანიიი
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent