შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილები 1970-დან II (UNCHAINED MELODY/თავი 3)


26-05-2022, 04:53
ავტორი ტესსა
ნანახია 9 174





“აბა”, - ჩარლი ჯორჯის წითელ დივანზე ჩამოჯდა, - “ჩემი აზრით უკვე დროა მას
ნამდვილი მიზეზი გაუმხილო, თუ რატომაც ხარ აქ”, - მიუგო ქლეის.

“როცა ბოლოს გადავამოწმე, მას ჩემი არ ესმოდა!” - აღნიშნა ქლეიმ.

ჩარლიმ მის ამ პასუხზე თვალები გადაატრიალა, - “კარგი, კარგი.” - და ხელები ჰაერში
დანებების ნიშნად ასწია, - “ჯორჯ..”


ჯორჯმა დივნისკენ გაიხედა. ხელ-ფეხი ერთიანად უთრთოდა.




“ძვირფასეულობის საცავი?” - გაკვირვებულმა იკითხა ჯორჯმა.

“ხო. და ჩვენ არც ფიზიკური მტკიცებულება გვაქვს თუ ვინ დაგესხა თავს, თუმცა ჩვენი
აზრით საკუთარი თავის დაცვას უნდა შეუდგე. ამ კვირაში ამ სახლში აღარ დარჩე, ანდაც
აპლიკაცია დააყენო. არ ვიცი, ნებისმიერი რამ.” - სწრაფად ახსნა ჩარლიმ.

“Რა დარწმუნებული ხარ რომ მაგის გამო იყვნენ აქ?”

Ჩარლიმ თავი მიატრიალა, იქ სადაც წესით დრიმი უნდა მჯდარიყო ალბათ, - “ნუ, ის ამბობს რომ 100%-ით დარწმუნებული ვერ იქნება, თუმცა თითქმის იცის რომ მიზეზი
სწორედ სარდაფია.”

“Მაგრამ, ის ტერიტორია რომელიც შენ ახსენე, სადაც სარდაფია,” - ჩაილაპარაკა ჯორჯმა სკეფტიკურად, - “ის ხომ რემონტის დროს მთლიანად ამოივსო, არა? თანაც მე კარგად შევამოწმე და უბრალოდ შანსი არ არის მანდ ადგილი იყოს.”

Ჩარლიმ შოკური მზერა მიიღო, - “დარწმუნებული ხარ?”

ჯორჯმა თავი დაუკრა, - “დამიჯერე, იქ არაფერია რისი წაღებაც შეუძლიათ.”

Ჩარლიმ გამგებიანად დაუკრა თავი, ისედაც აღარ უნდოდა ამ ყველაფრის ნაწილი
ყოფილიყო.
“ესეიგი, მობილურში სექურით ნოთიპიკაცია მათ გამო მომივიდა.” - კვლავ ალაპარაკდა
ჯორჯი და აპლიკაციის ისტორია ჩარლის ანახა. მანაც გამოართვა.

“რაიმე კადრები თუ იყო?”

“არა.” - მიუგო ჯორჯმა იმედგაცრუებული ტონით, - “ვიდეო ზუსტად იქიდან არის
მოჭრილი, როცა შემოსვლას იწყებენ.”

“ქლეი ამბობს რომ უკეთესი იქნება თუ მეგობრის სახლში დარჩები”,

ნაგ წამს ჯორჯიც ზუსტად ამაზე ფიქრობდა, - “ვფიქრობ ასე ვიზამ. ვინაიდან და რადგანაც პოლიციის გამოძახება ამ მომენტში ვერანაირად დამეხმარება. ვფიქრობ მე შემიძლია დავრჩე…” - ჯორჯმა დრიმის ადგილას მორცხვად გაიხედა, - “ვილბურის- სახლში…”

Ჩარლიმ უცნაური ღიმილით ჩაიღიმა, - “ანუ ეს იმას ნიშნავს რომ შემიძლია წავიდე.” -

თუმცა მალევე წამიერად აკანკალდა, - “რა ჯანდაბა გინდა?” - შესძახა ჰაერს ზუსტად მის
გვერდით. ჯორჯი კვლავ პირდაღებული შეჰყურებდა ჩარლისა და დრიმის “კამათს” და
კიდევ ვერ გაეგო თუ როგორ იყო შესაძლებელი ასეთი ფენომენი მომხდარიყო.
ცოტა ხანში ჩარლიმ კვლავაც ჯორჯისაკენ იბრუნა პირი, - “მან თქვა რომ ძალიან წუხს და…” - შემდეგ დრიმისკენ მიტრიალდა, მერე კი ისევ ჯორჯს მიუბრუნდა, - “და ის ამბობს…
ღამე მშვიდობის, არასწორო ნომერო!”


დასანანი კი ის იყო რომ ამ სიტყვებს ისე წარმოთქვამდა, გარტყმაში არ იყო თუ რამხელა
ჯადოსნური დანიშნულების მატარებელნი იყვნენ ისინი.


ჯორჯი თითქოს ადგილზე მიიყინა და წუთების განმავლობაში ენასაც კი ვერ ატრიალებდა
ხმის ამოსაღებად. Ხოლო, როდესაც საბოლოოდ შეძლო და გონს მოეგო, მზერა ისევ იმ
ადგილისკენ გაექცა, სადაც დრიმი უნდა მდგარიყო;

“ღამე მშვიდობის, მოხუცო კაცო!”


Მართალია დრო… ძალიან შეუმჩნევლად, თუმცა ნელა მიიზლაზვნებოდა და ამ ორს შორის ჩამოყალიბებული ძველი ტკივილნარევი იარებიც ნელ-ნელა მარტივდებოდნენ, მაგრამ ის რაც არსებობდა, კვლავაც იარსებებდა. ეს არასოდეს გაქრებოდა. და ეს ის იყო რაც ორივე მათგანმა დანამდვილებით იცოდა.






“და ახლა რა… სულ ასე უნდა მდიო?” - წამოიძახა გაღიზიანებულმა ჩარლიმ და ქლეის
შეუღრინა, რომელიც ზუსტად მის გვერდით მიაბიჯებდა.
Ქლეიმ უმაღლესი გრაციოზულობით დაუკრა თავი, - “მოვიწყინე. თანაც მე ვერ
ვაკონტროლებ როდის დავბრუნდე მკვდრების სამყაროში და როდის ვიყო აქ.”
“აი მე კიდევ უკვე სახლში მივდივარ.”

ქლეიმ თავი მოიქექა, - “სახლი? შენ რა, ქალაქის ცენტრში ცხოვრობ?”
Ჩარლიმ მძიმედ ამოიოხრა, - “ნუ, გააჩნია. Მე ფილზე ვარ დამოკიდებული. იქ ვცხოვრობ,
სადაც ვმუშაობ.”
“აა, სწორედ ამიტომ ძარცვავ ხალხს?” - ქლეიმ წარბები შეკრა, - “ანუ მასე აპარტამენტის
ყიდვას შეძლებ?”
“მასე ნუ მესაუბრები, გამოდის რომ მართლა საშინელი ადამიანი ვარ!”
“ანუ, არ ფიქრობ რომ რასაც აკეთებ საშინელებაა?”
“Რა თქმა უნდა ვფიქრობ, შენ გგონია ამაზე ბევრი არ მიფიქრია? თუ როგორ ვიღებ
საცხოვრებლად სამყოფ ლუკმა-პურის ფულს, ხალხისგან, რომელთაც გონიათ რომ
გარდაცვლილ ახლობლებს ესაუბრებიან?”
“Რა ვიცი, ემოციურ ფსიქოფატს დაგიძახებდი, მინიმუმ ნაძირალად რომ გეგრძნო თავი.” - საბოლოოდ ქლეიმ კამათი გაათანაბრა, - “მაშინ რატომ არ ცდილობ რაიმე სხვა სამსახურის
შოვნას?”
“ვინ გითხრა რომ არ ვცდილობ?” - ჩარლი დაიმანჭა, - “უბრალოდ არავის ვუნდივარ.”

მის საბოლოო პასუხზე მდუმარება ჩამოვარდა. Საბოლოოდ ქალაქის ცენტრამდეც
გააღწიეს. Უმან დრიმმა ორ ძველ შენობას შორის მყოფი ნოსტალგიური, ნაცნობი ადგილი
დალანდა.
“ჰეი ჩარლი!”
“გისმენ კასპერ”
“Შეიძლება იქ შევიდეთ?” - ჰკითხა ქლეიმ თავაზიანად, ხმაში მუდარა გარეული ტონით და კარისკენ ანიშნა. Ჩარლი სადაც იყო პროტესტს გამოთქვამდა, თუმცა შენობაში მაინც შეაბიჯა და საოცრად მშვენიერი, ცოცხალი და წმინდა სურნელი იგრძნო.
“Ეს რა ადგილია?” - ჩაეკითხა დრიმს, სანამ ერთმა კაცმა არ შეამჩნია იგი.
“გამარჯობათ. “ - მიესალმა მოხუცი კაცი, - “არ იცით სად ხართ? არადა, შემიძლია დავიფიცო რომ ჩემმა ქალიშვილმა საბოლოოდ შეაკეთა წარწერა გარეთ.” - მიუგო კაცმა, რადგან ეგონა ჩარლი მას ესაუბრებოდა.

“უკაცრავად, ეს… ყვავილების მაღაზიაა?”

მოხუცმა კაცმა უსწრაფესად დაუკრა კვერი და მკრთალად ჩაიღიმა, - “დიახ, დიახ, მაგრამ აქ სხვა ნივთებსაც ვყიდით. Შემიძლია რამეში დაგეხმაროთ, სერ?”
Ჩარლი საპასუხოდ დრიმისკენ შებრუნდა, თუმცა დრიმი მეორე მხარეს ყვავილის თესლებს შესცქეროდა.

“არაა, არაფერია, უბრალოდ აქაურობის დათვალიერება მინდოდა.”

Მოხუცმა კაცმა კვლავ გაიღიმა, - “კარგით მაშინ. თუ მაინც დაგჭირდათ რამე, აქვე ვიქნები. Ჩემი სახელია კარლი."

“აქ რა ჯანდაბა გვინდა?” - ჩაეკითხა ჩარლი დრიმს, როგორც კი მოხუცი კაცი
თვალთახედვის არეს მოსცილდა, - “პლიუს მაგას მყიდველებიც კი არ არიან!”
დრიმმა წარბები შეკრა, - “როგორ არ არიან, აი ის ქალბატონი, ვერ ხედავ?” - და მარცხნივ მიანიშნა.

“Სად?”


გასაოცრად ჩარლიმ იმ გოგონას სხეულში გაიარა.




ის მოჩვენება იყო.



“ოჰ!” - წამოიკივლა მან, - “ეს ძალიან ხშირად ხდება ჩემს თავს, არა?” - ჰკითხა დრიმს,
რომელსაც ისიც კი ვერ გაეაზრებინა რომ გოგონა მას ესაუბრებოდა.
“ვინ ხარ?” - კითხვითვე უპასუხა დრიმმა, გოგონამ კი კეთილშობულურად გაიღიმა.
“არავინ განსაკუთრებული, უბრალოდ აქ შემთხვევით მოვხვდი.” - უპასუხა გოგონამ და
ჩარლის გადაავლო მზერა, - “ის რა, ცოცხალია?”
“Ხო, ის მედიუმია.” - აუხსნა დრიმმა.
“Მართლა? და შენ შეგიძლია მას ესაუბრო?”
ქლეი დაეთანხმა, - “კი. და ის მე მხედავს, რაზეც იგივეს შენზე ვერ ვიტყოდით, რაღაც
გაურკვეველი მიზეზების გამო.”
გოგონას პასუხი არ გაუცია.
“აბა, რატომ მოხვედი აქ?” - ჰკითხა ხელმეორედ ქლეიმ და ის თბილი, მშვენიერი ღიმილი
გოგონას სახეზე უმალ დაბრუნდა.
“უბრალოდ აქაურ ყვავილებზე ვგიჟდები!” - უპასუხა მან, - “ისინი მშვენიერები არიან.”
“უკაცრავად ამაზე, მაგრამ სხვა ადგილი არ არსებობს ყვავილების სანახავად მთელს
პლანეტაზე და იმის იქით?” - ჩააცივდა დრიმი ორაზროვნად. გოგონას ამაზე გაეცინა.
“ეს ადგილი განსაკუთრებულია.” - თქვა მან და წითელ ვარდს მოეფერა, - “სიცოცხლეში მათ ვერ ვაფასებდი, სამაგიეროდ ახლა შემიძლია.”


ქლეიმ ზუსტად იცოდა ეს გრძნობა. იცოდა თუ რას ნიშნავდა ყვავილის დაფასება. Მან ხომ ეს ძალიან, ძალიან დიდი ხნის უკან, 1970-ში ისწავლა!


იგი შეჰყურებდა, თუ როგორ ნაზად და მედიდურად ეხებოდა გოგონა ვარდს, და
აინტერესებდა თუ რა იყო ასეთი განსაკუთრებული ამ ადგილში, - “და რატომ არ შეგეძლო?”
ახალგაზრდა ქალბატონმა მელოდიურად გადაიხარხარა, - “ვიცი ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ…” - და ქლეის მიუახლოვდა, - “მე ალერგიული ვიყავი."





პ.ს მეგობრებოოო, ძალიან მომენატრეთ! დავბრუნდი, სამწუხაროდ უკანასკნელი თავით, როგორც დაგპირდით, თუმცა მეც ვიცი რომ ეს თავი დიდი არაფერი არ იყო. ეს გოგონა კი კარლის გარდაცვლილი ცოლის მოჩვენება აღმოჩნდა როგორც მიხვდით, მაგრამ ამათთან რა შუაშია მაინც ვერ გავიგე... :) მოკლედ, გაგრძელება როდის გამოვა ღმერთმა იცის. იმედია ის წერის ჭია არ შემიჩნდება და მეთვითონ არ გავაგრძელებ. დროებიიიით (და ერთი რჩევა ჩემგან; ერთ მშვენიერ საღამოს უეცრად ძველმა ტელეფონმა თუ დაგირეკათ, აუცილებლად დაკიდეთ ყურმილი:დდდდ)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent