შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილები 1970-დან II (UNCHAINED MELODY/ თავი 2)


23-10-2021, 21:34
ავტორი ტესსა
ნანახია 797

---

დრიმი დროსთან ერთად, ნელ-ნელა სწავლობდა თუ როგორ უნდა ეცხოვრა ამ ორ პარალელურ სამყაროში ერთდროულად და ძალზედ ამაყობდა საკუთარი თავით მაშინაც კი, როდესაც მისი მცდელობები არაფრის მაქნისი ან წარუმატებელი აღმოჩნდებოდა ხოლმე. რაც მთავარი იყო ახლა მას მიზეზი გააჩნდა. იმედი, რომელსაც ასე ძალიან ებღაუჭებოდა. შეეძლო კვლავაც ეარსება(თუმდაც ნახევრად) სამყაროში, რომელშიც ერთ დროს ცხოვრობდა და რომელიც ასე ძლიერ უყვარდა.
ჯორჯზე ნერვიულობა ყოველი დღის ყოველ წუთს და წამს ბოლოს უღებდა და აიძულებდა ეს დრო მის სახლთან წარუმატებლად გაეტარებინა. ყველაფერი უშედეგო იყო. მთელი რიგი ეს მცდელობები არ იყო საკმარისი იმის დასადგენად რომ ის უსაფრთხოდ იყო.
ამ მომენტში დრიმი რეპლიკის*(შემდგომი სიცოცხლე) იმ ძველი ბიბლიოთეკის წინ იჯდა, რომელიც მისი ვაჟისათვის დეივისთვის(ტექნო) შეიძინა. მას სურდა თვალი მოევლო თუ რას საქმიანობდა იგი. რამდენიმე უაზრო მცდელობის შემდეგ გაუაზრებლად მოხვდა რეალური სამყაროს ქალაქის ცენტრში. უნებურად იგრძნო სხეულში სითბო როგორ შეუსახლდა და იქაურობა მთლიანად როგორ მოიცვა. დრიმმა თავი კვლავაც ცოცხლად იგრძნო. რომც შესძლებოდა ვერც კი აღწერდა თითოეულ იმ ემოციასა თუ შეგრძნებას რასაც იმ მომენტში განიცდიდა.
მაგრამ ბიბლიოთეკის კარი დახურული დახვდა და ხმამაღალი ოხვრა აღმოხდა. ჯერ კიდევ არ ყოფილა სამკარისად ძლიერი და გამოცდილი რომ რეალურ სამყაროში ნივთები სხვისი დახმარების გარეშე გადაეადგილებინა, ამიტომაც იძულებული იყო დალოდებოდა ვინმე სხვას თუ როდის გააღებდა კარს. ეს ადგილი ხომ ისედაც არ ყოფილა ადვილად მისაგნები და ამის გამო მხოლოდ ძირითადი, ერთეული კლიენტები სტუმრობდნენ ხოლმე. როგორც კი დარწმუნდა რომ ასე უბრალოდ დგომით არაფერი გამოდიოდა და მისი დრო იწურებოდა, გადაწყვიტა ფეხით ცოტა გაევლო. ქალაქის ცენტრი ბიჭს იმაზე მეტ მოგონებებს უღვიძებდა ვიდრე ამის წარმოდგენა იყო ოდესმე შესაძლებელი. ეს მოგონებები მის თავში ღამის შავბნელი მოჩვენებებივით დაძრწოდნენ და უსიამოვნო განცდებს უტოვებდნენ სულში. დაწყებული 'FLOREAN FORTESCUE'-ს ნაყინის გემოთი, გაგრძელებული აქაური ჩაით, რომლის არომატიც ყოველთვის უტოვებდა თავისუფლების შეგრძნებებს და დამთავრებული...







მედიუმით!




დრიმს თვალები კინაღამ შუბლზე აუვიდა როგორც კი გააცნობიერა! ბავშვობაში ის და საპნაპი მშობლებისგან დაუკითხავად ქალაქის ცენტრში მოდიოდნენ და ისეთ უცნაურ ადგილებში იპარებოდნენ სადაც შესვლის უფლებას არ რთავდნენ. მაგალითად საშინელებათა მაღაზიებში, მაგრამ ერთი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ქლეის. ადგილი სადაც მედიუმებს შეეძლოთ კავშირი დაემყარებინათ გარდაცვლილებთან, ესაუბრათ მათთან და საყვარელი ადამიანების დანაბარები გადაეცათ რეალური სამყაროდან. ბავშვობაში ისინი ყოველთვის უბრძანებდნენ ხოლმე ერთმანეთს რომ შესულიყვნენ ამ ადგილას და მოჩვენებების სახელები ეყვირათ, მაგრამ რეალურად ამის ჩადენის ორივეს საშინლად ეშინოდათ. მათ ხომ ყველაფერი შეისწავლეს იმის შესახებ თუ ვინ იყო, ანდაც საერთოდ რას ნიშნავდა სიტყვა 'მედიუმი', ამის შემდეგ კი მშობლებთან იმის საკითხავად წავიდნენ შეეძლოთ თუ არა შიგნით შესვლა, თუმცა დრიმის დედა ყოველთვის ასეთ პასუხს უბრუნებდა ბავშვს:
"ისინი მხოლოდ და მხოლოდ თაღლითები არიან ქლეი! ფულს რაღაც ერთი-ორი სულელური სიტყვის სანაცვლოდ გამოგტაცებენ ეს არის და ეს."
როგორც კი ბოლომდე გაერკვნენ რომ ეს ყველაფერი ყალბი იყო, ქალაქის ცენტრის მასეთ ადგილებში სიარული საბოლოოდ შეწყვიტეს. მაგრამ ახლა? როდესაც ქლეი თავადვე იყო მკვდარი და სასოწარკვეთილი ყოველ შემთხვევაში რაღაც უნდა ეცადა მაინც. მან სწრაფად გაირბინა მანძილი იგივე ადგილას მისაღწევად, იმის მოლოდინში რომ მაღაზია თავის ადგილას დახვდებოდა და მართლაც მალევე შენიშნა წარწერა:

'მე შემიძლია ვესაუბრო თქვენს საყვარელ ადამიანებს, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან - 80 დოლარი ნახევარ საათიანი სეანსის სანაცვლოდ'



დრიმს თვალები გაუფართოვდა. მხოლოდ ნახევარი საათისთვის ეს საშინლად მაღალი ფასი იყო. რაც დედამისის ძველ თეორიას ამართლებდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამოძალვას ემსახურებოდა საცოდავი, დანებებას პირას მყოფი ხალხისაგან. თუმცა ამისდა მიუხედავად, დრიმმა(მადლობა ღმერთს)ისედაც ღია კარში შეაბიჯა. შიგნით მან დაინახა მაგიდასთან მჯდომი კაცი მის პირდაპირ კი ქალი რომელიც ცრემლებში იხრჩვებოდა. ძნელი მისახვედრი აღარ იყო თუ მათგან რომელს ერქვა მედიუმი და რომელს კლიენტი. მედიუმმა კაცმა მტირალ ქალს ხელებზე თავისი ხელები ჩაჰკიდა და ალაპარაკდა:

"და თქვენს ქმარს უნდა იცოდეთ თუ როგორ ძლიერ უყვარხართ და როგორ დანანებით ენატრება თქვენთან ერთად შობის დღესასწაულის აღნიშვნები."

ქალმა ჩაისუნთქა, - "მაგრამ ის ხომ ებრაელი იყო, არასდროს აუღნიშნავს შობა!" - და სკეპტიკურად გადახედა მედიუმს, რომელმაც სწრაფადვე სცადა თავის გადარჩენა.

"ერთი წუთით, შესაძლოა ეს მე გავიგე რაღაც ცუდად." - ჩაასწორა 'მედიუმმა', - "მგონი მან თქვა hanukkah* (ებრაული დღესასწაული)"


ამის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა კვლავ დაწყნარება დაიწყო და ტირილი გააგრძელა, - "გთხოვთ, უთხარით რომ ძალიან მიყვარს, მეც და ჩვენს ბავშვებსაც."

კაცმა მარცხნივ გაიხედა და თვალებ დახუჭულმა ისე დაიჩურჩულა, თითქოს ისეთ ვიღაცას ელაპარაკებოდა ვინც რეალურად ახლა იქ არ იყო (ან უბრალოდ არ ჩანდა) - "შენს ცოლს, - სინტიასა და თქვენს შვილებს ძალიან უყვარხარ."


დრიმმა თვალები დაჭყიტა. მაინც რა სისულელე იყო! ოთახში მათთან ერთად სხვა მოჩვენებაც რომ მდგარიყო დრიმი მის დანახვას ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეძლებდა. ის ახლა საბოლოოდ დარწმუნდა ამ ყოველივე რიტუალების მტკნარ სიცრუეში და მგლოვიარე ქალის გამო თავი ძალზედ საშინლად და დამწუხრებულად იგრძნო.

"უღრმესი მადლობა, ჩარლი." - მიუგო ქალმა სახელად სინტიამ, - "ახლა თავს შედარებით უკეთ ვგრძნობ. მე დახურვა მჭირდებოდა."

"მიხარია თუ მართლაც ასეა." - გაუღიმა ჩარლიმ, - "გვერდით კუთხეში შეგიძლიათ თქვენი საფასურის დაფარვა."


დრიმს სიმწრის სიცილით გაეცინა. ეს კაცი ყველაზე დიდი თაღლითი იყო ფლორიდაში მცხოვრები მედიუმების (ან ვითომ მედიუმების) ისტორიაში. წარმოდგენაც არ უნდოდა თუ მაინც რამდენი საწყალი ადამიანი გაასულელა ამ თავისი ჩვეულებრივი მსახიობობით და მაინც რამდენს დასტყუა ფული. ის საკუთარი თვალებით უყურებდა როგორ უხდიდა ქალი ფულს ჩარლის ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, სანამ კიდევ ერთხელ გადაუხდიდა მადლობას და თვალცრემლიანი გაეცლებოდა იქაურობას. ამის შემდეგ როგორც კი ჩარლი დარწმუნდა რომ ქალი აღარ დაბრუნდებოდა, მალევე მიესვენა დივანზე, ბანკნოტები კმაყოფილმა გადათვალა და თავისთვის ჩაილაპარაკა, - "ოჰ, როგორი ტრაგედიაა!" - და ნაგლურმა, სარკასტულმა ღიმილმა მისი ბოროტულად ჩაბნელებული სახე წამიერად გააბრწყინა.
დრიმს ნებისყოფა არ ეყო და კიდევ ერთხელ წამოიყვირა, - "როგორი წარმოუდგენელი თაღლითობაა, ეს კაცი დასპეცებული ქურდია, ნაძირალაა!"
უმალ ჩარლი დივანზე შეხტა და თვალები გაუფართოვდა, - "რა? ვინ? ვინ თქვა ეს? ახლა ლანჩისთვის ვიკეტებით, თუ შეიძლება მოგვიანებით შემოგვიარეთ!"

დრიმი საშინლად აღელდა. ნუთუ იყო იმისი ალბათობა რომ ამ კაცს მისი ხმა გაეგონა? კი მაგრამ როგორ?

"მე ვთქვი რომ, " - დრიმმა ხმას უფრო მეტი თავდაჯერებულობით აუწია, - "დასპეცებული ქურდი და ნაძირალა ხარ!"

ჩარლი წამოენთო, - "თუ ბედავ იმდენს რომ ჩემი გარდაცვლილი თაობის ნიჭს შეურაცხყოფა მიაყენო, მაშინ გამოჩნდი, მაჩვენე შენი თავი!" - და ოთახს გაშმაგებულმა თვალი იმ იმედით მოავლო რომ ვინმე გამოჩნდებოდა.
"ეს მართლა თაობებია გრძელდება? თუ ესეც სამსახიობო კურსებიდან დაიზეპირე?" - დრიმი გამოწვევას მწვავედ ჩაება, როგორც კი უფრო მიუახლოვდა ჩარლის.
ჩარლის შიშისგან კინაღამ გული გაუსკდა, - "სად ხარ?"
"პირდაპირ შენს წინ!" - თქვა დრიმმა და მეორე მხარეს გადაინაცვლა, - "ახლა კი შენს გვერდით."
ჩარლი აკანკალდა, - "გეყო ხუმრობა, დამენახე!" - შეჰყვირა ბოლო ხმაზე.
"დაგენახო? მაგრამ ისედაც გენახვები! ვერ გრძნობ? ახლახანს ხელი შეგახე.
"შენ რა.. ვერ იქნები... შენ..."
"მოჩვენება?" - ჩაიხითხითა დრიმმა, - "კი მაგრამ, რატომ გიკვირს? მე მეგონა ჩემნაირი ხალხის დანახვა შენი სამუშაო იყო. რა, შევცდი?"
"რრ...რა თქმა უნდა არა, ეს მართლაც ჩემი საქმეა!" - ძლივს მოატრიალა ჩარლიმ ენა, - "ღმერთო ჩემო, დედაჩემი ხედავდა მოჩვენებებს. ეს ნიჭი მან დამიტოვა. კი მაგრამ, მე რა მართლა..? უფრო სწორად, ხო, რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა ხშირად მსტუმრობენ ისეთი მოჩვენებები, როგორიც შენ ხარ." - მან სიტყვა დაასრულა, შემდეგ ჩაახველა და ყელი ჩაიწმინდა.
"ჰმმ..." - გაეცინა აზარტში შესულ დრიმს, - "ჩემი სახელია ქლეი და შენი დახმარება მჭირდება."
"და შეგიძლია ერთი მიზეზი მაინც დამისახელო მაინც რატომ უნდა დაგეხმარო?" - ჩარლი წამიერად გადაიქცა სიკვდილამდე შეშინებულიდან, მამაც პიროვნებად. თუმცა დრიმი ამისთვისაც მზად იყო.
"ოჰ, მაგრამ მოგიწევს. შენ გგონია გამიჭირდება გდიო ყველგან სადაც წახვალ, შენი დღის თითოეული წუთის თითოეულ წამს დაწვრილებით ვუცქირო, სიზმრებში გეახლო და ცხოვრება გაგიმწარო, გავხდე შენი საკუთარი დემონი, რომელიც ყოველ ღამე საწოლის ქვეშ იდებს ბინას და სამუდამოდ ჩავახშო შენი თავისუფლება..."
"კარგი, კარგი!" - ჩარლიმ დანებების ნიშნად ორივე ხელი ჰაერში აღმართა, - "კარგი მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს რომელიღაცა ხრიკი და საცდელი ექსპერიმენტი არაა იმის გასაგებად რომ ვთაღლითობ..."
"ანუ, გამოდის რომ თაღლითობ."
ჩარლი ცოტა ხანს დადუმდა, - "მომისმინე, ვინც არ უნდა იყო, ის ადამიანები ცუდად იყვნენ, გასაგებია? თანაც ეს ერთადერთი საქმიანობაა რისი გაკეთებაც შემიძლია და გთხოვ უბრალოდ საიდუმლოდ შეინახო, კარგი?"
"ნუ..." - მიუგო დრიმმა, - "ისედაც მკვდარმა ადამიანმა, მაინც ვის უნდა ვუთხრა?"
"კარგი არგუმენტია." - აღნიშნა ჩარლიმ, - "ახლა შეგვიძლია სადაც გინდა იქ წავიდეთ რომ ეს საქმე რაც შეიძლება მალე დავასრულოთ და თავი დამანებო, გთხოვ?"
"და მოიცა... საერთოდ მხედავ?" - ჩაეკითხა დრიმი ინტერესით იმისდა გათვალისწინებით რომ პასუხი ისედაც იცოდა.
"არა, ვერ გხედავ... შენ თქვი რომ ქლეი გქვია ხო?" - ჩარლიმ უეცრად შეჰყვირა როცა მისი სახელი ხმამაღლა წარმოთქვა.
"რა? რა არის?"
ჩარლი წამიერად მიუახლოვდა, მის ანარეკლში ხელი გაატარა და ისევ უკან გაიწია, - "შენ, შენ!"
"რა მე?"
"შენ!"
"ანუ ახლა მხედავ?"
"კი, კი, მე..." - ჩარლიმ კინაღამ გულის შეტევა მიიღო.
"ოჰ, ჯანდაბა! ახლა ამის გამო გული არ წაიყვანო, იცოდე მჭირდები!"
"კარგი, მაგრამ," - ძლივს ამოისუნთქა ჩარლიმ, - "აღარ ამოღერღავ მაინც რაში გჭირდები?"
მალევე დრიმმა ტრიუმფის ნიშნად ჩაიღიმა, - "მინდა რომ ეს მისამართი ჩაიწერო..."





_______







ჯორჯი დივანზე ჩამომჯდარიყო, ხელში ნაყინის ჭიქით და უაზროდ მიშტერებოდა კედელს. ზუსტად ის დრო იყო როცა წესით დრიმს მისთვის უნდა დაერეკა, თუმცა ახლა აღარაფერი დარჩენილიყო რასაც უნდა დალოდებოდა. მისი შარვალი ტალახისაგან იყო დალაქული ყვავილებზე მოვლის პროცესში. სწორედ ისე, როგორც დაჰპირდა.

ამ ყოველივეზე ფიქრისას, მას ისევ ტირილი უნდებოდა. ისევ და ისევ და ამ სინანულისა და მწარე მგრძნობელობების ეკლებიან წრედს არადა არ უჩანდა დასასრული რამდენი დროც არ უნდა გასულიყო. თუმცა ისეთი შეგრძნება დაუფლებოდა, თითქოს ყველა მისი ცრემლი უკვე გახარჯული იყო. ახლა უკვე ტირილიც აღარ შეეძლო. სადაც იყო დასაძინებლად წავიდოდა რომ კარზე ზარის ხმა მოესმა. ჯორჯმა იცოდა რომ ვილბური ამ დროს მუშაობდა, ასე რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ უნდა ყოფილიყო. კარები უინტერესოდ გამოხსნა და მალევე მოკრა თვალი უცნობ კაცს მის ზღურბლზე, - "ამმ, გამარჯობა?"
უცნობმა კაცმა ჯორჯს უცნაურად გაუღიმა, - "გამარჯობა.შემიძლია.შემოვიდე?" - ჩაუმარცვლა წინადადება.
"მაგრამ, ვინ ბრძანდებით?" - ჯორჯს სახელურზე ხელი დასახურად შემორჩენოდა იმ შემთხვევაში თუ ეს უცნობი საშიში პიროვნება აღოჩნდებოდა.
"მე ჩარლი ვარ და აქ თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი."
"და კონკრეტულად რაზე სალაპარაკოდ?" - ჯორჯი მთლიანად ეჭვებში ჩავარდნილიყო.
ჩარლიმ მარცხენა მხარეს გაიხედა და თავის თავს დასჩურჩულა, მერე კი ჯორჯს მიუბრუნდა, - "ქლეი სუთზე უნდა გელაპარაკო."
ჯორჯმა ამ სახელის გაგონებაზე თვალები დანანებით დახუჭა, - "და რისთვის?"
"მე მას ვესაუბრე."
"ისევე როგორც მე." - დაიჩურჩულა ტკივილმოწოლილი ხმით ჯორჯმა, - "მაგრამ ჩემთან რატომ გსურთ მასზე ლაპარაკი?"
"ახლა ის მოჩვენებაა და ჩემთან მხოლოდ იმის სათქმელად მოვიდა რომ გამეფრთხილებინე, შენ საფრთხეში ხარ." - სწრაფად ჩაილაპარაკა ჩარლიმ და როგორც კი ნათქვამი გაიაზრა სახე ხელებში ჩარგო.
ახლა ჯორჯს უკვე სრული საბაბი გააჩნდა და კარის დაკეტვა განიზრახა მაგრამ უეცრად რაღაცამ შეაკავა. ეს ვერ იქნებოდა ჩარლი, ასეთ შემთვევაში ხომ მის ხელებს დაინახავდა.
"გთხოვთ სერ" - მიუგო ჯორჯმა აღელვებით, - "მე უნდა წავიდე."
"ისევე როგორც მე, მაგრამ ეს მოჩვენება ზედმეტად დაჟინებულია!" - ჩარლიმ მარცხნივ გაიხედა, მერე ისევ ჯორჯს შეევედრა - "გთხოვთ, ნება მომეცით დაგელაპარაკოთ."
"ამ მომენტში მასთან საუბრის სურვილი არ მაქვს!" - ჯორჯმა საბოლოოდ თქვა, - "ახლა კი თქვენის ნებართვით."
"მოიცადე, არასწორო ნომერო!"
ჯორჯი ადგილზე გაშეშდა, - "რ..რა?"
"ეს მე კი არა, მან დაგიძახა ასე და... რა?" - ჩარლი ისევ მარცხენა მხარეს მიბრუნდა, - "წარმოდგენა არ მაქვს ეგ რას ნიშნავს-კარგი..." - და ისევ ჯორჯს შეხედა, - "და რომ ღია მწვანე ხელის პრინტერებია შენს კედელზე. ის მან 1972-ში... უფროსწორად, ბოდიში 1970-ში და შენ 2020-ში და მე, არ ვიცი ის... ნუ მიყვირი მე ხომ ვცდილობ, ქლეი!"
შეშინებულმა ჯორჯმა უკან დახევა დაიწყო და საბოლოოდ დააპირა კარის მოჯახუნება.

"ყვავილები!" - წამოიძახა უმალ ჩარლიმ, - "მან შენ ყვავილები გამოგიგზავნა. კალენდულები, რომლებსაც გარეთ ზრდი."
"მაგას ისედაც ყველა დაინახავდა."
ჩარლიმ ბრაზიანი გამომეტყველება დაიჭირა ისევ მის მარცხენა მხარეს, - "არაუშავს." - და ჯორჯს გადახედა, - "ერთხელ ჭადრაკის შეჯიბრში იმ გოგოს წინააღმდეგ იყავი რომელიც ოთხი წელი მოგწონდა."
ახლა ჯორჯმა პირი დააღო. თითქოს ეს ყოველივე საკმარისი არგუმენტები არ ყოფილიყო ჩარლის სიმართლის დასაზუსტებლად. ეს ამბავი მას მხოლოდ ერთი პიროვნებისთვის ჰქონდა ნათქვამი ამ პლანეტაზე! თუმცა ამ ყოველივეს დასაჯერებლად მაინც არ იყო მზად.

"რა ჰქვია იმ გოგოს?"

ჩარლი მარცხენა მხარეს მიტრიალდა და დაიჩურჩულა, - "ის იმდენ კითხვებს სვამს, ღმერთო ჩემო. მისი სახელია ანდრეა."

ჯორჯი ახლა მამაცურად მიუახლოვდა სიცარიელეს ჩარლის მარცხენა მხარეს. ძალიან ნელა, მაგრამ უკვე 100%-ით დარწმუნებით, - "დ...დრიმ?"

ჩარლიმ ჯორჯს თვალი თვალში გაუყარა - "ის ამბობს რომ მისი სახელი დრიმი კი არა მოხუცი კაცია!"









_______




ოთახში წარმოუდგენელი დაძაბულობა და სიჩუმე მდუმარებდა. სანამ ჩარლი დივანზე კვლავ იმ უცნაური გამომეტყველებითა და ღიმილით იჯდა, კიდევ ნათლად იყო შესამჩნევი ჯორჯის რწმენაში შეპარული ბზარები. ცოტახანში ჩარლი ალაპარაკდა, - "აბა..." - და შეამჩნია რომ ჯორჯს დიალოგის გაბმა საერთოდ არ სდომებია, მაგრამ მაინც გააგრძელა, - "საიდან იცნობთ თქვენ ორნი ერთმანეთს?"

ჯორჯმა თვალები დახუჭა. მუცელში წარმოუდგენელი გვრემა იგრძნო. ნელ-ნელა მისი ის სკეპტიციზმი გაუჩინარებას იწყებდა, როგორც კი ახსენდებოდა ყველა დაუჯერებელი ფაქტი რაც მას თავზე დაატყდა წარსულში. წინა წლის იმ სატელეფონო ზარებთან შედარებით მოჩვენებების ამბავი ახლა არარსებულ ფაქტად ნამდვილად აღარ მიაჩნდა.

"სად არის?" - ჯორჯმა როგორც იქნა გაბედა კითხვა დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ, ისე თითქოს ჩარლის შეკითხვა არც გაუგონია. შემდეგ მისი თვალები ჩარლის მზერას იქამდე გაჰყვა სანამ ზუსტად მის გვერდით არ შეჩერდებოდა დივანზე.
"სწორედ შენს გვერდით."
ამის გაგონებაზე ჯორჯი ოდნავ მიბრუნდა და ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. სუნთქვა გაუხშირდა და მოგონებებში გადაჩეხილს თვალებზე უამრავი ცრემლები მოასკდა. თავის შეკავება შეუძლებელი იყო.
"ის გთხოვს რომ არ იტირო." - ჩარლიმ მისი დაწყნარება სცადა მაგრამ აზრი არ ჰქონდა.
ჯორჯი მარცხენა მხარეს მიტრიალდა.
"მეორე მხარეს." - დაუკონკრეტა ჩარლიმ.
"ოჰ!" - აღმოხდა ჯორჯს როგორც კი მხარი იბრუნა, - "მე მართლა არ ვიცი... არ ვიცი რა უნდა ვთქვა დრიმ." - მიუგო სიცარიელეს.
"ის ამბობს რომ არ ხარ ვალდებული რამე უთხრა. და ალბათ არც მოგინდებოდა სანამ აქ ეს გამაღიზიანებელი არსება გვისმ-ჰეიი! მე არ გისმენთ, შენც კარგად იცი რომ სხვა გზა არ მქონდა! უბრალოდ არ დამიტოვე..." - ჩარლი მოჩვენებასთან გმირულ ბრძოლაში ჩაება.
ახლა ჯორჯს კინაღამ გაეღიმა. მთელი ამ წლების განვლისა და თავად სიკვდილის შემდეგაც კი დრიმი ისევ ისეთი იუმორის პატრონი რჩებოდა. სწორედ ისეთი როგორიც თავად შეუყვარდა.
"სხვათაშორის სრული პირადული სივრცე ვერასოდეს გეღირსებათ თქვენ ორს იმის და გათვალისწინებით რომ ახლა მე ვარ თქვენი კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება!"
ჯორჯმა ჩარლის გაგების ნიშნად დაუქნია თავი, - "არც კი ვიცი ეს ყველაფერი საერთოდ როგორ მუშაობს."
"დამიჯერებ თუ გეტყვი რომ არც მე?" - უპასუხა ჩარლიმ, რამაც კიდევ ერთხელ შეძლო ჯორჯის გაოცება.
"მე მეგონა 'მოჩვენებებთან საუბარი' შენი სამუშაო იყო."
"ნუ, ფაქტიურად ასეც არის მაგრამ... შენ მოკეტე! ჯორჯ, ის მე დამცინის. ალბათ ყველაზე საზიზღარი მიცვალებულია ვინც საერთოდ არსებობს!"
"ნამდვილად მასავით ჟღერს!" - ჩაილაპარაკა ჯორჯმა და ახლა მეტი სიმშვიდით გაიღიმა.
"მან გკითხა რას უნდა ნიშნავდეს ეგ, ჯორჯ."
"ოჰ, დამიჯერე, მან უჩემოდაც მშვენივრად იცის რაც ვიგულისხმე."
"წარმომიდგენია ეს ყველაფერი როგორი შოკის მომგვრელი უნდა იყოს შენთვის." - მიუგო ჩარლიმ ჯორჯს და სიცილი ვეღარ შეიკავა.
"არ თქვა... ამაზე უცნაური ამბებიც გამომიცდია."
"კი მაგრამ, ამაზე უცნაური რამე არსებობს საერთოდ? სულ დავიბენი..."
ჯორჯს მთელი გულით გაეღიმა, - "წარმოდგენა არ გაქვს!"
ჩარლიმ თვალები ჯორჯიდან დრიმზე გადაიტანა და თქვა, - "ვხვდები ეს რაღაც თქვენ ორს შორის ხუმრობა უნდა იყოს, რისი ნაწილიც მე აშკარად არ ვარ, იმის და გათვალისწინებით რომ იმ ყველაფერზე რაც შენ თქვი ქლეიმ გაცინება მოახერხა."
ჯორჯმა გულში ხელახლა იგრძნო მწარე ტკივილი როგორც კი გაიაზრა რომ მას ჯერ კიდევ გააჩნდა შესაძლებლობა რომ დრიმი გაეცინებინა.
"ასეთი მნიშვნელოვანი რა არის მეორე სართულზე?" - იკითხა ჩარლიმ უცებ.
"ჰმ?"
"ამ ძლიერ დაჟინებულ და ჯიუტ მოჩვენებას მაღლა ასვლა სურს. მაგრამ რომ მომცილდეს ისევ თავის სამყაროში დაბრუნდება ასე რომ ასვლა ჩემს გარეშე არ შეუძლია" - აუხსნა ჩარლიმ.
"იქ მხოლოდ ჩემი საძინებელია," - უპასუხა ჯორჯმა, - "მაგრამ მშვენივრად ვიცი რატომაც უნდა ასვლა." - და თავის და უნებურად საგრძნობლად მოულბა ხმა.
"ანუ შემიძლია მეც ამოვიდე? ის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მემუდარება. ძალიან გთხოვ, უკვე ვეღარ ვუძლებ."
ჯორჯმა ცოტა ხანი ყოყმანში გალია, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდა და ჩარლი საფეხურებამდე მიაცილა. ჩარლიმ გაიღიმა, მზერა გადაიტანა და ჯორჯს საფეხურებზე აჰყვა. მეორე სართულზე მან თვალი მოჰკრა ძველ, ვინტაჟური სტილის ყვავილებიან კედელს, იატაკზე მიმოფანტულ ტანსაცმელს და ხელის პრინტერებს.
ჩარლიმ ხელის პრინტერებზე ანიშნა, - "ეს რა რაიმე მხატვრული პროექტია?" - ჩაეკითხა ხუმრობით.
"რა თქმა უნდა!" - მიუგო ჯორჯმა და მალევე დაასკვნა რომ ცხოვრებაში პირველად ხდებოდა ისე რომ ის და დრიმი ამ ოთახში ერთიდა იგივე დროს იმყოფებოდნენ. ეს აზრი კი მას ნამსხვრევებად შლიდა.
"და ახლა ის ჩემს გაგდებას ცდილობს!" - წამოიძახა ჩრლიმ, - "თავადაც ხომ ხვდები რომ ჩემგან ძალიან ბევრს ითხოვ, ქლეი. სხვა შენს ადგილას მადლიერი მაინც იქნებოდა!"
"მე მეგონა მას შენგან შორს გაჩერება არ შეეძლო." - ხმამაღლა გაიფიქრა ჯორჯმა და ჩარლიმაც იმ წამსვე აუბა მხარი.
"ის მეუბნება რომ კარს უკან დაგელოდოთ. არ ვიცი, ვერ ვხვდები მაინც რის გაკეთებას აპირებს. ჩემს გარეშე ხომ მაინც ვერ გაესაუბრები, მაგრამ კარგი." - მან ხელები აწია, ოთახიდან გავიდა და კარი ხმამაღლა მოხურა.

ჯორჯს მოუსვენრობა დაეწყო. შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და ფეხი ნერვულად აუთამაშდა. როგორც კი საბოლოოდ მიხვდა რომ დრიმს თავისუფლად შეეძლო მისი ყოველი სიტყვის გაგონება დანახვასთან ერთად, მაშინვე აღმოხდა ხმამაღლა, - "ხედავ?" - და ოთახის კუთხეზე ანიშნა, სადაც კაბელ გადაჭრილი ძველი ტელეფონი ეგდო. - "აი რა ჩაიდინე შენ!"
ჯორჯმა ცოტახანს მოიცადა, მერე კი ისევ ალაპარაკდა, - "არ გადანაშაულებ. ყველაფერი მშვენივრად გავიგე. გავიგე რატომაც გააკეთე ეს. მაგრამ შენი დროის განაწილება უბრალოდ საშინელი იყო დრიმ!"


--


"ვიცი..." - უპასუხა დრიმმა თბილად. ჯორჯს არ ესმოდა მისი ხმა, თუმცა ყველაფერი რაც მას სურდა მხოლოდ და მხოლოდ ახსნა იყო.
დრიმი ტელეფონის კაბელს მიაშტერდა და მის გონებას არ ტოვებდა წამების წინ გაგონილი, - "აი რა ჩაიდინე შენ!"

აი რა ჩაიდინა მან! მან გაუაზრებლად გაანადგურა ჯორჯი ორჯერ! ორჯერ ერთიდა იგივე დროს. ამ საქციელზე მეტად დრიმი სხვა არაფერს ნანობდა.


ჯორჯი კვლავ ალაპარაკდა და დრიმი მისკენ მიბრუნდა, - "ვისურვებდი მთელი ის დრო მცოდნოდა რომ ვილბური შენი ვაჟი იყო. ასე ისიც მეცოდინებოდა რომ ბოლოს მაინც დაბრუნდებოდი და არ მექნებოდა იმ იმედგაცრუების შეგრძნება რომ შენ ჩემს სანახავად აღარასოდეს დაბრუნდი. ეს აზრი დღე და ღამე ბოლოს მიღებდა. იმაზე ფიქრი რომ შესაძლოა რაღაც დროის მერე ან თვითონ 1970-შივე მოკვდი და მაგიტომ ვერ მნახე არ იყო უარესი ვიდრე იმის გაფიქრებისა რომ ეს მე თავად მოგეცი საბაბი რომ დაგევიწყებინე. რომ მცოდნოდა ასე აღარ ვიფიქრებდი... " - ჯორჯს ცრემლები წამოსკდა, - "ასე იმ მთელი რიგი გულის ტკივილისგან მიხსნიდი დრიმ..."

დრიმი კვლავაც აგრძელებდა ჯორჯისთვის პასუხების გაცემას, - "ვაღიარებ, ვაღიარებ ჯორჯ, მართლა შემეძლო უკეთესად მოვქცეულიყავი."
"შეგეძლო უკეთესად მოქცეულიყავი!" - თქვა ჯორჯმა ზუსტად იგივე დროს და დრიმი გაოცდა. ეგონა რომ ჯორჯსაც ესმოდა მისი, მაგრამ არა! ისინი როგორღაც კვლავაც იყვნენ ერთმანეთთან ისე დაკავშირებულები რომ ერთდროულად ეთქვათ ერთიდაიგივე სიტყვები! ეს ნამდვილი სასწაული იყო...

დრიმმა ოთახში ქაოსურად მიმოსვლა და იქაურობის უკეთესად შესწავლა დაიწყო. ფოტო ჯორჯის მაგიდაზე ისევ იმ მხარეს იდგა. მან ინატრა რომ მისი შემოტრიალების საშუალება ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლებდა. მალევე იქვე დროის კაფსულას მოჰკრა თვალი და ხელახლა იგრძნო გულში სიმძიმე და პატივისცემა ჯორჯის მიმართ იმის გამო რომ ამდენი ხნის შემდეგაც ინახავდა ამ ნივთებს. ქლეიმ ოთახში იქამდე იარა, სანამ ძირს დავარდნილ ბეიზბოლის ბარათს არ გადააწყდებოდა. სწორედ იმას რომელიც ჯორჯს დროის კაფსულით აჩუქა. დრიმს გაეღიმა და მის ასაღებად ისე დაიხარა რომ სულ დავიწყებოდა რომ სულაც არ შეეძლო. ბარათი უეცრად იატაკზე გაიშალა და ჯორჯმა თვალები გააყოლა. დრიმს თვალები გაუფართოვდა და ბარათის გორგალს იმის მცდელობაში გაყვა რომ როგორც იქნა ხელში აიღებდა მერე თვალები დახუჭა და თუმცა არაფერს მოელოდა, მალევე გორგალი მის თითებთან გაჩერდა.

"დრიმ?" - ჯორჯმა შეჰყვირა. დრიმს კვლავ არ ესმოდა თუ როგორ გამოუვიდა ყოველივე მაგრამ ეს კვლავაც შეძლო, მართალია მცირედი, მაგრამ მან საგანი გაამოძრავა!
ჯორჯი გაშლილ ბარათს მიჰყვებოდა და მალე აღმოაჩინა სადაც გაჩერდა მისი ბოლო. ეს ნათელი იყო.




ხელის პრინტერები.




ჯორჯი წამოდგა და კედელს მიუახლოვდა. ხელი შეახო პრინტერს რომელიც ერთ დროს თავადვე დაატყო კედელს დრიმის ნაჩუქარი მწვანე საღებავით. და ის იდგა თავისი ხელის ანაბეჭდთან ისევე როგორც დრიმი. სწორედ იგივენაირად როგორც მაშინ, დაშორებულნი დროით, ახლა კი... ახლა სიკვდილით! ეს შეუძლებლობა მათ შორის ყოველთვის იდგებოდა, ამაზე უახლოესი არაფრის გაკეთება შეეძლოთ. საერთოდ არაფრის... და სწორედ ეს იყო მათი ბედისწერა!




პ.ს გააიზ, დაგიბრუნდით არდადეგებიდან. სულ ეს იყო რისი თარგმნაც დღეს შევძელი. სამწუხაროდ ეს უკანასკნელი თავია (ამის გარდა კიდევ ცოტაღა დარჩა მაგრამ არ ვიცი მაგასაც შემოგთავაზებთ თუ არა, არ მინდა სულელურად დავამთავრო თხრობა) მოკლედ შევეცდები დღეიდან ვიაქტიურო. მადლობა რომ კითხულობდით და კარგ დღეს გისურვებთ :)



№1 სტუმარი სტუმარი Indiram

უმაგრესიააააააა,ისე გამიხარდა რომდავინახეეეეე დადებულიი.მადლობააააა.გაგრძელე რააააა,გთხოვ.????

 


№2  offline წევრი ტესსა

სტუმარი Indiram
უმაგრესიააააააა,ისე გამიხარდა რომდავინახეეეეე დადებულიი.მადლობააააა.გაგრძელე რააააა,გთხოვ.????

ამის გარდა ძალიან ცოტაღაა დარჩენილი (მოგვიანებით ვთარგმნი) და როგორც გავიგე ავტორი აღარც აპირებს გაგრძელებას და ვფიქრობდი მე ხომ არ გამეგრძელებინა, მაგრამ არ ვიცი მასე ხომ მივისაკუთრებ... თან კიდევ ველოდები იქნებ გააგრძელოს. ვნახოთ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent