ჩემი ბიჭი ( თავი 8,9)
ვინც კითხულობთ და აზრს მიზიარებთ ყველას დიდი მადლობა.რაც შეეხება პატარა თავებს, არ მინდა ისეთი თავი გამომივიდეს რომ უბრალოდ სიდიდე ჰქონდეს და აზრი იწელებოდეს.ანუ რაღაც მომენტამდე მივდივარ და მეტს ვერ ვწერ, მაპატიეთ .მირჩევნია ყოველ დღე დავდო , მაგრამ თუ თქვენ არ გინდათ მაშინ ორ დღეში ერთხელ დავდებ და თავების სიდიდეც გაიზრდება.კიდევ ერთხელ მადლობა რომ კითხულობთ. :) გერმანიაში ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე.როგორ აეწყო, რა შემეშალა ,რატომ მაინც და მაინც მე. დიდხანს ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ალექსანდრესთვის შვილის შესახებ .მერე მამაჩემი გამახსენდა და გამახსენდა რა დრო გავიარე.როგორ მტკიოდა და როგორ მტკივა ეხლაც .დედას რომ იგივე დამართნოდა და მამას ჩემი არსებობა ვერ გაეგო რას ვეტყოდი ? ალბათ ვუსაყვედურებდი , რომ მამის გარეშე დამტოვა.შვილები მშობლების შეცდომებზე პასუხს არ უნდა აგებდნენ.სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება და სიმართლის თქმა. ასე მეც მშვიდად ვიქნები და ჩემ შვილთანაც მართალი .ამიტომ დღევანდელი გადმოსახედიდან მაინც ვფიქრობ რომ კარგი ვქენირომ ალექსანდრე ს ვუთხაეი, თანაც საბედნიეროდ ბავვზე უარი არ უთქვამს. მეორე დილით სამშობიაროს მისამართი და დრო მივწერე.მეც მოვწესრიგდი და სახლიდან გავედი. უკვე ოთხჯერ ვარ ნამყოფი ეხოზე, მაგრამ ასე არადროს მინერვიულია, გიგისთან ერთად ბევრად ადვილი იქნებოდა . შორიდანვე ვამჩნევ,შესასვლელთან დგას და სიგარეტს ეწევა.გული რამისაა საგულედან ამომივარდეს.ერთი ღრმა ჩასუნთქვა გავაკეთე და ალექსანდრესკენ დავიძარი. -დილა მშვიდობისა - როგორ ხარ? კარგად გამოიყურები- ესე თავიდანვე რომ დაგეწყო ურთიერთობა კარგი იქნებოდა , ეხლა მირჩევნია დისტანცია დავიცვა. -შევიდეთ!-გვერდს ვუვლი და მიმღებში ჩემი რიგის ნომერს ვიღებ . -გამარჯობა ბატონო ლევან - ბატონო ნამდვილად არ ეთქმის მშვენიერი ბიჭია.ალექსანდრე იძაბება მადლობა ჰიგი, მისი მეგობარია. - დაბრძანდით-სკამისკენ გვითითებს- მერამდენე თვეში ხართ? . -მეექვსეშია- ალექსანდრე მასწრებს პასუხუს გაცემას. -რამე ჩივილები აქვს თქვენს მეუღლეს?-ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი , დარიგებულივით დაუსვა კითხვა ექიმმა.მეც გავჩუმდი და დაველოდე პასუხს.რაც არ იცის რას იტყვის .ცოტა ხანს ვაცლი დამუნჯებულს და .... -ჩემი მეუღლე არ არის-ვუხსნი ექიმს. მოკლედ ვუხსნი განვლილ ექვს თვეს ბატონ ლევანს .ხოო, ესეთი დადუმებული ალექსანდრე პირველად ვნახე. - კარგი მაშინ ეხოზე შედით და მერე პასუხით დაგელოდებით. კაბინეტიდან გამოსული პირდაპირ შევდივარ ეხოზე , რა თქმა უნდა მარტო არა.ექიმი ჩვეულ პროცედურას გადის , მუცელზე სპეციალურ გელს მისმევს და იწყებს გასინჯვას.ჩემს პატარასაც უკვე კარგად ეტყობა ნაკვთები, გვეუბნება წონას ზომას და რთავს გულის ხმას.ისე მინდა ალექსანდრეს შევხედო რომ ვერ ვითმენ.რამ გადარია ამხელა კაცი, თავთან მიდგას და ეკრანს მიშტერებია და იცინის. - სქესი იცით ალბათ ხომ? -არა- ერთ ხმაში ვპასუხობთ, ეს ერთადერთია რაც მისი შვილის შესახებ იცოდა. -არ გინდათ გაიგოთ? - ალექსანდრეს ვუყურებ მაინტერესებს უნდა თუ არა ბედნიერი ღიმილით მიქნევს თავს. -გილოცავთ,გოგოა- ჩემი ფერია , ვიცოდი ვგრძნობდი .თვალთან სისველეს ვგრძნობ და მერე როგორ ქრება ჩემი თვალიდან ცრემლი. - გელოდებით უკვე 36 კვირაზე.- ექიმი ამთავრებს და ჩვენც პასუხებით და ფოტოთი ხელში ვბრუნდებით გინეკოლოგის კაბინეტში.ლევანიც გვაძლევს დანიშნულებას, ძირითადად კვება და ორი ვიტამინია.გარეთ გამოსული ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ალექსანდრესკენ ვბუნდები .ღმერთო ჯერ არ დაბადებულმა ბავშვმა გააბედნიერა და მე რატომ ვერ შევძელი. - შემდეგი ვიზიტის დროს და ანალიზის პასუხს გაგაგებინებ. -ჩაჯექი , სახლში მიგიყვან. -სახლში არ მივდივარ. -მაშინ იქ წაგიყვან სადაც მიდიხარ. -ნუ შეწუხდები-იქვე მდგომ ტაქსების გაჩერებაზე ვანიშნებ - ნუცა მე ვალდებული ვარ მოგიაროთ -შენ ვალდებული ხარ შენ შვილს მოუარო, მე არაფერ შუში ვარ-მხრებს ვიჩეჩავ და ტაქისკენ ვიღებ გეზს. -ნუცა!- ვტრიალდები- შეგიძლია ბავშვის ფოტო მომცე?-ჩანთიდან ვიღებ კონვერტს და ვაწვდი.სინამდვილეში როგორი ხარ ალექსანდრე? ეს კითხვა უკვე იმდენჯერ გამიჩნდა.ვერ ვგებულობ როდისაა გულწრფელი და როდის თამაშობს. -შეხვედრამდე, ხელს ვიქნევ და ტაქსში ვჯდები. გერმანიაში ფირმას სადაც ვმუშაობდი თბილისში ფილიალი აქვს.სანამ შევძლებ უნდა ვიმუშაო.თან რადგან სქესი უკვე ვიცი მინდა რაღაც ნივთები მშობიარობამდე მოვაგროვო.ასე რომ დროა საქმეს შევუდგე. *** ალექსანდრე ბავშვობიდან ფუფუნებაში იზრდებოდა.ყველაფერი კარგად მიდიოდა ჰყავდა მოსიყვარულე დედ-მამა და პატარა და კესო.ათი წლის იყო დედამ კიდევ ერთი შვილის გაჩენა რომ გადაწყვიტა , ყველა ბედნიერი იყო ახალი სიცოცხლის მოლოდინში როცა უეცრად გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.დიაგნოზი ანევრიზმა იყო , ერთი კვირა აპარატზე იყო შეერთებული , შემდეგ იყო ბევრი ძალიან ბევრი შავი დღე.იყო კესო რომელიც მუდამ დედას ეძებდა.თამაზმა მაშინ შეძლო და შვილებისთვის ფეხზე დადგა.უზრუნველი მომავალი ჰქონდა მაგრამ თან კარგად სწავლობდა კიდეც .ბიზნესის მართვა დაამთავრა და მხოლოდ მაგისტრატურა გაიარა საზღვარგარეთ.უკან დაბრუნებულმა კი დედას ოცნება აუხდინა და სასტუმრის მშენებლობა დაიწყო.ჯაბას და სანდროს სკოლიდან ემეგობრებოდა .განსაკუთრებით ჯაბას, იმ ძმასავით ჰყავდა რომლის გაჩენა დედამ ვერ მოასწრო. - ყველანი სახლში ხართ?-ბედნიერი შეაღო სახლის კარები. -აქ რა გინდა ამ დროს ალექსანდრე? - დაგავიწყდა ალბათ ჩემი სახლიც როა არა კესო?! -ცუდად რატომ იგებ ? - მოიღუშა კესო. - გეხუმრე კეს- თავზე აკოცა - მოკლედ ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის.შვილი მეყოლება .-საზეიმო ხმით წარმოთქვა. -რას ნიშნავს შვილი გეყოლება?ცოლი მოგყავს? -გაოცებული წამოიყვირა კესომ- ვინარის ? როდის გაგვაცნობ? -ცოლი არა კესო და უკვე იცნობ -მცირეხნიანი პაუზის შემდეგ დაამატა- ნუცა არის ჩემი შვილის დედა. -რესტორანში რომ მუშაობდა ქერათმიანი .ჩვენ ნუცაზეა საუბარი? -დააზუსტა ბატონმა თამაზმა. - კი მამა, მინდოდა თქვენც გცოდნოდათ- ვიცი ბევრი კითხვა გაგიჩნდათ, მაგრამ უნდა წავიდე,საქმეები მაქვს. - მოიცა, ცოლად რატომ არ მოგყავს? -კითხვა დააწია კესომ -არ მომყვება- თქვა და გარეთ გავიდა. გული უნდა გადაეყოლებინა რამეზე . ჯაბას და სანდროს დაურეკა და კლუბში წავიდნენ. - მაგარი გოგოა-ახალი ამბის მისმენით გაოცებულმა ჯაბამ ემოცია ვერ დამალა. -ეხლა რას აპირებ-საუბარში სანდროც ჩაერთო- იქნებ ერთად ცხოვრება გეცადათ. -ვერ გაიგე რა მოგიყევით, არაო არ მინდა შენთან რამე საერთო მქონდესო. -შენი ვერ გავიგე, ოჯახი არ მინდაო შენ არ იძახდი? აბა რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის შე* ემა? - ვიძახდი ერთია და უკვე ჩემ შვილის დედა როა ეგ მეორე-თავი ხელებში ჩარგო- კარგი, გვიანია გართობის ხასიათზეც არ ვარ, მე წავედი. - მამა ხდება ,სერიოზულდება ნელ-ნელა- მხარი გაკრა სანდრომ ჯაბას. - აბა, მომესწრო ბიჭი -გაეკრიჭა ჯაბაც. -წავედი თქვენი თავი არ მაქვს, სამსახურში არ დააგვიანოთ ხვალ. - მე რა , ჯაბამ იკითხოს- მხარზე მიარტყა ხელი- კაი გაძლება მოგცეს ძმაო. მანქანაში კონვერტიდან სურათის ამოღება გადაწყვიტა,კონვერტში კი სურათთან ერთად ნუცას წამლების რეცეპტი დახვდა.აფთიაქთან გააჩერა , წამლები იყიდა და ნუცასთან წავიდა. მიზეზი უნდოდა და მიეცა კიდეც. არ აღიარებდა მაგრამ ნუცა მისთვის მაგნიტივით იყო. სადარბაზოში შევიდა და ნუცას კარებზე ზარი დარეკა.კარები მალევე გაიღო თუმცა უთხრეს რომ ნუცა იქ აღარ ცხოვრობდა.მისამართის მიცემაზე უარი უთხრეს, ნუცას ურეკავდა , მაგრამ ისიც ტელეფონს არ პასუხობდა.ამიტომ,მისამართის გასაგებად ანდროსთან დარეკვა გადაწყვიტა. -ანდრო როგორ ხართ ? -ზრდილობიანათ მოიკითხა წყვილი. -კარგად ბატონო ალექსანდრე-ხო მშვიდობაა. - კი ანდრო, ნუცასთან საქმე მაქვს .ძველ მისამართზე მივედი და აქ არ დამხვდა. მოკლედ მისი სახლის მისამართი მჭირდება . -კარგი გადმოგიგზავნით მისამართს-დაბნეულმა უპასუხა- ისე მანდვე გადავიდა.ბატონო ალექსანდრე რამე ხდება? - პირადი საქმე მაქვს- ცოტა ხნის პაუზის შემდეგ მაინც ჰკითხა- ანდრო ბინა გაყიდა? -არა , როგორც ვიცი დედამისის ოპერაციის გამო ერთი წლით დააგირავა. - მადლობა დახმარებისთვის-ტელეფონი გათიშა, ანდროს გამოგზავნილ მესიჯს დაელოდა და ნუცასთან წავიდა. **** სამსახურიდან დაბრუნებული ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი , წყალი გადამევლო და დამეძინა. მართალია ჩემი პრინცესა არ მაწუხებს , მაგრამ მაინც ადვილად ვიღლები.წონაშიც მოვიმატე , იმედია ბუშტივით არ გავიბერები.აბაზანიდან ახალი გამოსული ვიყავი ტელეფონზე კესომ რომ დამირეკა. - როგორ ხარ კესო?-დავასწარი მოკითხავა.მართლა მიხარია ამ გოგოს ხმის გაგონება .მოსიარულე პოზიტივია. - ნუცაა, რატომ არ მითხარი ძმისშვილი თუ მეყოლებოდა?- ამას ნამდვილად არ ველოდი . ანუ მოუყვა? ნეტა რა უთხრა? - იცი როგორ მიხარია! - რავიცი კეს , ცოტა უხერხული სიტუაცია იყო ამიტომ ალექსანდრეს თვითონ უნდა გადაეწყვიტა. - შენი ნახვა მინდა , ბევრი რაღაც მაინტერესებს.შევხვდეთ რა ხვალ? - კარგი სამსახურის შემდეგ ვნახოთ კესო თუ გვიანობამდე არ მომიწია დარჩენა-ამ ლაპარაკში კარზე ზარი დარეკეს და ინსტიქტურად ისე გავაღე ვერც გავიაზრე- ალექსანდრე? აქ რა გინდა? -ჩემი ძმაა მანდ? -ხო , კესო .ხვალ შეგეხმიანები კარგი? -კარგი , გკოცნი გაოცებული ვუყურებდი კარებში დაყუდებულ სილუეტს, რომელიც რატომღაც კმაყოფილი სახით მათვალიერებდა. -აქ რა გინდა? - შენ რა ყველას უღებ კარს როცა ამ ფორმაში ხარ? -თვალები ფეხრბიდან თავამდე ისე ამაყოლა, გეფიცებით მისი მწვანეების შეხება ვიგრძენი.ეხლა გამახსენდა რომ შიშველ სხეულზე ისეთი მოკლე ატლასის ხალათი მეცვა უკანალს ძლივს ფარავდა.ინსტიქტურად მოვიჭირე ქამარი და ირონიულმა ღიმილმაც არ დააყოვნა. -წამლები მოგიტანე- წამლის პაკეტი თვალთან ამიფრიალა- არ შემომიშვებ? -საჭირო არ იყო თვითონ ვიყიდდი- გვერდით გავიწი რომ შემოსულოყო. -ვერ იყიდდი, რეცეპტი კონვერტში იდო - ნიშნისმოგებით მითხრა. --არაუშავს ლევანს დავურეკავდი - მეც არ დავაკელი.კარგად შევამჩნიე დღეს როგორ არ ესიამოვნა ექიმი ბიჭი რომ აღმოჩნდა. - ბატონი ლევანი ! -ხაზი ბატონს გაუსვა-რ ათქმა უნდა არ დაგზარდებოდა - რათქმაუნდა არ დამზარდა .ძალიან ყურადღებიანია- მეტი ეფექტისთვის მთელი ტექსტი გაფომებით მივაფარე სახეში- ანალიზების პასუხი მომწერა ეხლახანს-ესეც შენ გამომიწვიე?ხოდა მიიღე- მეტი თუ არაფერია მეძინება და იქნებ დამტოვო. - ექიმს რომ ემესიჯებოდი მაშინ არ გეძინებოდა? - მგონი ძაან შეიჭერი როლებში და რაღაც გავიწყდება. შენ მარტო ბავშვს უნდა მიაქციო ყურადღება.ჩემი პირადი შენ არ გეხება. - გაგიკვირდება და ბატონი ლევანი ჩემი შვილის ექიმია. -უფრო სწორედ შენი შვილის დედის -დავუკონკრეტე- გინეკოლოგია, ამიტომაც ჩვენ შვილსაც უვლის, ახლა კი დამტოვე თუ შეიძლება.ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება. -კარგი, ბატონ ლევანს ჩემს ნომერსაც ჩავაწერინებ, ჩემი შვილის მოვლა რომ გავუადვილო- უკვე ნერვებს მიშლის-ტკბილი ძილი ნუცი. - ნუცა, ნუცა მქვია- კარებში გასულს მივაძახე. - არ გაცივდე სახლში შედი ნუცი - ეს რა დამცინის? საიდან მომაგნო? რა უნდა ეხლა ესე უნდა მაკითხოს როცა გაუხარდება? ლოგიბნში შევწექი და ბალიშს ჩავეხუტე. ერთი კვირაა ისე გავიდა არ შემხმიანებია.ერთ დილას კი ჩემმა გირამ დამირეკა ბინა დავცალე , საბუთებზე ხელის მოწერა დარჩა და იქნებ დღესვე შევხვდეთო .თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა და დაწვრილებით გამოვკითხე.როგორც გაირკვა ალექსანდრემ ბინის თანხა გადაიხადა და ახალი ბინის მოძებნაშიც დაეხმარა.ვინ სთხოვა? უნდა დამიმტკიცოს რა შეუძლია? თავი საშინლად დამცირებულად ვიგრძენი.გავემზადე და ოფისში წავედი. თავი 9 პირველი რაც თვალში მომხვდა მისი მდივნის მაგიდა იყო სადაც ანჩო აღარ იჯდა.გამახსენდა ჩემი ბოლო ვიზიტი როგორ დამამცირა და ისედაც გაგიჟებულმა კარზე არც დამიკაკუნებია ისე შევაღე .მგონი ცუდი ჩანაფიქრი იყო , კაბინეტში მორიგი სასიყვარულო სცენის მაგივრად ოფისის რამოდენიმე თანამშრომელი იჯდა , მისი აღმატებულება კი გაცხარებით უხსნიდა რაღაცას .ინსტიქტურად ყველამ ჩემსკენ გამოიხედა. - უკაცრავად-შემრცხვა, მართლა ქაჯივით მოვიქეცი- ბატონო ალექსანდრე თქვენთან საქმე მაქვს. კესოსთან დაგელოდები! -მალე მოვრჩებით - ამიხსნა და თანამშრომლებს მიუბრუნდა. კესო თავის ოთახში არ დამხვდა , დავურეკე და გზაში ვარ მალე მოვალო.კესოს ოთახში ისევ იდგა ჩემი მაგიდა , აქ თითქოს არაფერი შეცვლილა, მიყვარდა ჩემი ოთახი.ახალ სასტუმროს აშენებენ ალბათ , რადგან დაფაზე ნახაზიათსართულიანი სასტუმროსნახაზია მიმაგრებული.როგორც მივხვდი ზღბისპირა სასტმრო შენდებოდა.მის შესწავლაში გავერთე, წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა.ჩემი რომ ყოფილიყო როგორ მოვაწყობდი, რას დავამატებდი და ფიქრებში ისე გავერთე ალექსანდრეს შემოსვლა არც გამიგია. -რამეს შეცვლიდი? -სერიოზულად შემეშინდა. - ვაიმე, გული გამიხეთქე- გულზე ხელი დავიდე შეშინებულმა. - რას ვიზავთ, შენნაიარი ეფექტური შემოსვლები არ მაქვს-ტუჩის კუთხე ჩატეხა. -სამაგიეროდ ჩუმად უგვარებ ადამიანებს, იმას რასაც შენ აკეთებ ისევ ,,ეფექტუტად" შემოსვლა ჯობია- თითებით სიტყვას ბრჭყალებში ვსვავ. - რა გინდა ნუცი? რაზე ჩხუბობ?-ისეთი სახე მიიღო , უდანაშაულო კრავს ჰგავს . -რას ჰქვია რა მინდა? ვინ მოგცა ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება?როდის გთხოვე დახმარება?- უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. - ტონს დაუწიე!- არც მან დააკლო ტონი თავის ნათქვამს- ხომ არ გავიწყდება სად ვართ? ოფისი ოჯახური გარჩევებისთვის არ არის. - რომელი ოჯახი? აბა ოჯახი?- ხელები გავშალე-სად ხედავს ოჯახს ადამიანო , სად? -ნუცა ნუ ყვირითქო- კიდევ ერთხელ გამაფრთხილა- დაჯექი და ნორმალურ ტონზე , მითხრი რა დანაშაული ჩავიდინე?!-ოთახში მდგომ დივანზე მიმანიშნა. - აჰა დავჯექი-ისიც იქვე ჩამოჯდა - ვინ გთხოვა ბინის ფულის გადახდა?ან საერთოდ საიდან გაიგე? - არავის უთხოვია და კიდევ მე ჩემი წყაროები მაქვს . - და ეს გაძლევს უფლებას ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო? მე და შენ ხომ ვილაპარაკეთ? შენ მხოლოდ ჩემი შვილის მამა ხარ და მხოლოდ მასთან დაკავშირებულ საქმეში შეგიძლია ჩარევა.შენი ამ ქცევით კიდევ ერთხელ დამიმტკიცე , რომ ჩემზე მაღლა დგახარ ფინანსებით .კედევ ერთხელ დამამცირე... - აღარ გააგრძელო!!- ჩამუქებული მწვანეები კიდევ უფრო გაუმუქდა- სწორედაც რომ ბავშვზე ვზრუნავ. რამდენ ხანს აპირებ მუშაობას? შენი აზრით ერთი თვე მაინც გაძლებ სამუშაოდან წამოსული ქირაც იხადო და ბავშვსაც მოუარო? შემოგთავაზებდი ჩემთან გადმოსვლას, მაგრამ ვხვდები არ დამთანხმდები. - რა თქმა უნდა არც გადმოვალ.სახლობანას თამაშს არ ვაპირებ, მაგრამ... - რა მაგრამ ? რა გავაკეთე ისეთი რომ ესე გადარეული შემოვარდი.ჯერ ეს ერთი შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, მერე მეორე მეთვითონ ვაპირებდი დღეს მოსვლას და ახსნას რატო გავაკეთე, მაგრამ დამასწრო იმ შენმა პიტალო მდგმურმა. - შენ კიდევ ერთხელ დამამცირე. კიდევ ერთხელ მანახე რომ რასაც გინდა იმას გააკეთებ და როგორც გინდა ისე მომექცევი- ცრემლები ვეღარ შევიკავე. -ნუცა ნუ მინერვიულებ ბავშვს!-შეცვლილი ხმით მითხრა- თუ ეს დაგამშვიდებს, მაშინ გარიგება ჩემთან დადე. როცა მოაგროვებ მე გადამიხადე ბინის ფული.ჩათვალე რომ გასესხე, ესე გაწყობს? - უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ ჩარეულიყავი- შემოთავაზება მომეწონა თუმცა ფარ-ხმალს მაინც არ ვყრიდი. - დედაშენისთვისაც ძნელი იქნება იქ სადაც ოც წელზე მეტი გაატარა გვერდიდან უყუროს. -შეგვეძლო ამ თემაზე ჯერ გველაპარაკა და მერე მოგვეგვარებინა -შეგვეძლო, მაგრამ არ დამთანხმდებოდი- მართალი იყო, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი. -კარგი თუ უკვე მოვრჩით წამოდი სახლში გაგიყვან.არ შემეწინააღმდეგო!ასეთ მდგომარეობაში მარტო არ გაგიშვებ- რომ მიხვდა უარის თქმას ვაპირებდი დაამატა- ბავშვი ისედაც ანერვიულე და კომფორტულად მაინც მიხვალთ სახლში. კესოს ოთახში საიდანღაც მარწყვის სუნი ტრიალებდა. უკვე მეშვიდე თვეში ვარ და ესე არასდროს მომნდომებია რამე.თვალებით ვეძებდი სად იდო .რომ ვერ ვიპოვე ცრემლები წამსკდა. - ეხლა რა დავაშავე ნუცა? - ისეთი საწყალი სახით შემომხედა უფრო ვუმატე ტირილს.ეხლა მოუნდა ამ ჰორმონებს გაგიჟება. -შენ არაფერი? შენი შვილი მაბრაზებს? - გაკვირვებული მისმენდა. - ბავშვმა რა დააშავა ? გირტყავს? -არა-სლუკინით ვთქვი- მარწყვი მოუნდა. ესეც მამიკოს გოგო იქნება თავიდანვე ეტყობა. უნდა რომ თავის ჭკუაზე მატროს. ცოტა ხანს გაკვირვებულმა მიყურა და მერე სიცილი აუტყდა. -რა გაცინებს? რამე სასაცილო ვთქვი? -ფეხზე წამოვხტი და მეტი ეფექტისთვის ხელში ჩანთა დავიჭირე- მივდივარ და არ გამომყვე. - კარგი ხო , ნუ ბრაზობ- ჯერ კიდევ გაცინებული გამომყვა- წამოდით ბავშვებო მარწყვი ვიშოვოთ. - არ მინდა , მეთვითონ ვიყიდი-ცხვირი ავწიე და გავიარე.ხმაც არ ამოუღია ისე წამომყვა- რას მომყვები? -კარგი ნუცა, უკვე დამღალე.მარკეტში ჩავიდეთ .მარწყვს ვუყიდი ჩემს შვილს, შენ არა და სახლში მივიყვან ისევ ჩემს შვილს.შეიძლება?-დამცინის, რა თქმა უნდა .მაგრამ მეც ემოციებისგან დაღლილი ვთანხმდები. მანქანაში ჩავჯექით და სახლში მისვლამდე მარწყვის ყიდვაც არ დავიწყებია.კორპუსთან გამიჩერა მშრალად დავემშვიდობე და მანქანიდან ჩამოვედი.სადარბაზიმოსთან ლევანი შემხვდა. -გამარჯობა ,ბატონო ლევან -ნუცა? შენ აქ ცხოვრობ? - გაკვირვებულმა მკითხა. - კი დროებით , თქვენც აქ... - არა , მეგობარი ცხოვრობს ჩემი აქ,მისი ცოლია ორსულად. რაღაც ვერ იყო კარგად და მოვინახულე-ჩამაბარა დღის ამბები- გამიხარდა რომ გნახე, აქ ხშირად ვარ და შევხვდებით. - სამწუხაროა მაგრამ ვერ შეხვდებით -ჩემი ჩანთით ხელში დაგვადგა ალექსანდრე თავზე-ხვალიდან სხვაგან გადადის საცხოვრებლად. გამარჯობა ექიმო. - ეჭვიანობს? - გამარჯობა და ნახვამდის-ექიმმაც არ დააკლო უხეში ტონი და გაგვეცალა. - რა საქციელია? პატარა ბავშვი ხარ? - მე მეუბნები? შენი ასაკი გახსოვს? - ის ჩემი ექიმია!- უკვე ნერვები მეშლებოდა. - და ჩემი შვილისაც- ნიშნის მოგებით ჩამიკრა თვალი- აღარ ადიხარ სახლში? -ჩანთა გამოვგლიჯე და სახლში ავტრიალდი. მეორე დღეს ხელი მოვაწერე საბუთებს და ჩემს მონატრებულ დაქალთან წავედი.ელესთან ლაპარაკი ჩემთვის თერაპიასავით იყო. - მოვიდა ჩემი გაბუშტული გოგო- კარებიდანვე დაიწყო. - როგორ ხარ გადარჩენილო? - ნუ გამახსენებ , ვისკი არავინ მიხსენოს.პირველი ღამე საერთოდ არ მქონია. ლოთი ქალივით დამეძინა- ხო ამან რაღაც ახალი ხომ უნდა მოიფიქროს - მეორე დილით ყვავილები ნაცვლად მინერალური წყალი დამხვადა-წარმოვიდგინე რა სახით გაიღვიძებდა და გულიანად გამეცინა. - შენ ხომ ყველაფერი სასწაული უნდა დაგემართოს, სამაგიეროდ მეორე ღამე ხომ გქონდა? - მესამე ღამე მქონდა . მეორე დღეს ლოგინიდან ვერ ვდგებოდი ისეთი პახმელია მქონდა. -ვაიმე, გაჩერდი ელე ცუდად ვარ. - კარგი ხო , მორჩი ჩემს დაცინვას და მომიყევი რა ხდება ახალი, ტელეფონით მიფუჩეჩებული ამბები არ მიყვარს ხომ იცი- მეც მეტი რა მინდოდა .მთელი დღე ლაპარაკში გავატარეთ. მეორე დღეს უკვე ჩემს მშობლიურ სახლს დავუბრუნდი, კესოსთანაც ვერ მოვახერხე ლაპარაკი, ჯერ მე ა რ მეცალა ,მერე თვითონ იყო მივლინებაში წასული.ახალი სასტუმროსთვის ავეჯი იტალიიდან უნდა ჩამოეტანათ.მერე კი სახლში მესტუმრა .ნაწილობრივ მოვუყევი როგორ აეწყო ჩემი და ალექსანდრეს ურთიერთობა თუმცა ჯაბასთან საუბარი და მასთან დაკავშირებული ამბები დავუმალე.არ მინდოდა ვინმეს შევცოდებოდი.ამიტომ ვუთხარი რომ ერთმანეთი რადგან არ გვიყვარდა ოჯახის შექმნაც არ იყო საჭირო. - იქნებ მაინც გეცადათ ნუცა? არ არის ალექსანდრე ეგეთი უჟმური როგორიც ჩანს .ბავშვის გამო მაინც. - არა კესო, ბავშვის გამო მასთან ოჯახს ვერ შევქმნი.სწორად გამიგე გთხოვ. - მამასაც უნდა შენი ნახვა , დამაბარა თუ რამე დასჭირდება მე დამირეკოსო. -ჩემგან მადლობა გადაეცი- გამიხარდა რომ ასე კარგად მიიღეს ჩემი ორსულობა. -წავედი მე ნუცი, თუ რამე დარეკე კარგი? - დამემშვიდობა და წავიდა. ალექსანდრე ხშირად რეკავდა , მკითხულობდა რამე ხომ არ მჭირდებოდა.რამოდენიმეჯერ სახლშიც ამოვიდა ,, ბავშვის სანახავად". მეც სამსახურს თავი დავანებე უკვე მეცხრე თვეში ვიყავი, დედაც დაბრუნდა და ჩემი ბოლო ვიზიტის დროც მოვიდა.მთელი ეს დრო ლევანიც მეხმიანებოდა , კითხულობდა როგორ მიდიოდა ორსულობა, თუმცა ჩვენი საუბარი არასდროს გაცდენია ექიმის და პაციენტის ურთიერთობას . -თუ მზად ხარ ქვევით გელოდები -ალექსანდრემ დამირეკა და მეც ჩავედი. - არ იყო საჭირო აქ მოკითხვა - რატომ? შენით მიბაჯბაჯდებოდი? - სულაც არ ვარ დიდი - წარბები შევკარი. -არა რას ამბობ, უბრალოდ საყვარლად ხარ გაბერილი- ცხვირზე ხელი დამკრა პატარა ბავშვივით. ხანდახან ისე იქცევა მინდა ჩავეხუტო, მაგრამ არ შემიძლია.ჩემ თავს ხშირად ვუმეორებ რომ არ ვუყვარვარ, ზღვარი უნდა დავიცვა მასთან ურთიერთობაში.ღვთის წყალობით ჩემი პრინცესა კარგადაა და მზადაა ამ ქვეყნად მოევლინოს.ეხოდან მორიგ ფოტოს გვჩუქნიან , უკვე ისე ჩანს ყველა ნაკვთი კარგად ეტყობა როგორი იქნება.ჩემი შვილი ულამაზესია, თუ ყველა დედას გონია მისი შვილი ყველაზე ლამაზი?ექიმთან შევდივართ , ბატონი ლევანიც მიხსნის რა დროს უნდა მივიდე სამშობიაროში , რა სიმპტომებით უნდა მივხვდე რომ უკვე მეწყება მშობიარობა.ალექსანდრე დუმს , ბავშვის ფოტოს უყურებს და ვხვდები რომ ყველაფერს გულისყურით ისმენს . ბოლოს სურათს ფოტოს უღებს და ისე მაწვდის.მეღიმება მის ამ საქციელზე. - ნუცა თუ არ დაიღალე არ გინდა მაღაზიებში გავიაროთ? -კაბინეტიდან გამოსვლისას ამბობს. - რა გვინდა მაღაზიებში? - გაკვირვებული ვუბრუნებ კითხვას. -ბავშვისთვის რაღაცეების ყიდვა მინდა, მაგრამ არ მინდა მარტომ შევარჩიო. -არ არის საჭირო , მე თვითონ ვუყიდი. - ნუცი არ დაიწყო რა , მართლა ვცდილობ არ გაგაბრაზო.ყველაფერში მოგყვები .რით ვერ დავიმსახურე შენი პატიება.გავიგე რომ ს*ვით მოვიქეცი , მაგრამ მგონი ხვდები რომ ჩემთვის სულ ერთი არ ხართ- ამას მართლა ვხვდები , მაგრამ ძალიან მიჭირს ვინმეს ვაპატიო ჩემი შელახული თავმოყვარეობა, მითუმეტეს ჩემი შვილის მამას. -კარგი გავიდეთ, ოღონდ ჯერ მშია.- მართლა მშია და რა გავაკეთო.ჩემს გაბრწყინებულ მწვანეებს მანათებს და იქვე კაფეში შევდივართ.ვსადილობთ და მაღაზიების დასალაშქრად მივდივართ.ელესგან განსხვავებით ვგიჟდები შოპინგზე, თუმცა ბავშვისთვის მეც არაფერი მაქვს ჯერ ნაყიდი .მარტო ელეს ნაჩუქარი პირველი ვარდისფერი ბოდე და პატარა ფაჩუჩები მაქვს , რომელიც თაფლობოს თვის დროს იყიდა იტალიაში. -მგონი საწოლით უნდა დავიწყოთ!- ჩაფიქრებული ვამბობ და ვიწყებთ საწოლის შერჩევას.საწოლს მალევე ვარჩევთ, თუმცა საწოლის შემდეგ ეტლის ჯერი დგება .აქ ცოტა რთულადაა საქმე. -არ მინდა ეს, მუქი ფერია - ვეჯუჯღუნები . -ყველაფერს ვარდისფერს ხომ არ ვუყიდით.რა დაუწუნე სალათისფერს. -რაღაცნაირია ბიჭის ფერია - მერე უცებ გონება მინათდება თუ ჰორმონებია და მე მგონია ასე?-ბიჭი გინდოდა რომ ყოფილიყო არა?რა თქმა უნდა ბიჭი გინდოდა!ყველა კაცი ერთნაირია.სხვამ გაგიჩინოს ბიჭი - თვალები ცრემლებით მევსება. -ოღონ ეხლა არ იტირო ნუცი და ყველაფერი ვარდისფერი ვიყიდით თუ გინდა-რაღა დროსია უკვე გულით ვბღავი.რა ჯანდაბაა ეს მე არ ვარ .ვეღარ ვჩერდები- რა გატირებს ნუცა? მოდის და მეხუტება. ნეტავ უცოდე როგორ მიწვევ. - თავი დამანებე , იყიდე და დაელოდე ბიჭს ვინც გაგიჩენს იმას დაახვედრე-უკან ვიწევი და მაღაზიიდან გამოვდივარ. - იყოს დაგელოდები ? -რას დაელოდები? -ბიჭს როდის გამიჩენ? -კი როგორ არა. -დიდხანს მოგიწევს ლოდინი! -არაუშავს, არსად მეჩქარება. ეტლი ვერ ვიყიდეთ სამაგიეროდ ტანასცმელები და სხვა საჭირო ნივთები ვიყიდეთ მშვიდად ,ალბათ იმიტომ რომ ალექსანდრე ხმას იშვიათად იღებდა. კურიერს სახლის მისამართი ჩავაწერინეთ და ვამოვედით . -ჩაჯექი და მოვალ -გასაღები მომაწოდა. თვითონ უკან შეტრიალდა მაღაზიაში და მალევე გამოვიდა. სახლში ისეთი დაღლილო მივედი მთელი დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი .კი ვამბობ ძაან არ მომიმატიათქო ,მაგრამ მთელი თორმეტი კილო მაქვს მომატებული.ფეხებიც მიმძიმდება და დიდხანს სიარულიც აღარ შემიძლია. მეორე დღეს კურიერი რეკავს და ჩვენი შეძენილი ნივთები ამოაქვს . რაღაც უფრო მეტია ვიდრე ვიყიდეთ . ვათვალიერებ და ორი ეტლია . ვარდისფერიც და სალათისფერიც .კმაყოფილი მეღიმება და მესიჯიც არ იგვიანებს. ,, მინდა ჩემი ყველა შვილის დედა შენ იყო ნუცი" . გილოცავთ , დამოუკიდებლობის დღეს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.