შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიეთ არსებობა...


30-07-2019, 23:13
ავტორი shmagidzia
ნანახია 2 955

ბავშვობიდან მიყვარს ცოტა მავნებლობა,
ბოლო ფინიში კი ოთხი ფიცარია,
ღმერთმა მაპატია ჩემი არსებობა,
მათაც მაპატიონ გვერდით ვინც არიან.

უკვე მემჩნევა რომ ყველამ გადამღალეთ,
იცი მლიქვნელი ვარ მგონი არც ასეთი,
მიდით ბოლო მჭიდი სწრაფად დამაცალეთ,
თავი უფრო მტკივა ვიდრე აფხაზეთი.

ჩემი უძილობა ისევ უდრის ას ბალს,
წამით მომენატრა ჩუმი მამაჩემი,
გალაკტიონივით ვუმზერ მწიფე ასფალტს,
(ბედი ისეთი მაქვს მაინც გადავრჩები)

ბევრმა რა ხანია მიწა დამაყარა,
აღარ მეღიმება იცი? გეფიცები
უკვე ამ ცხოვრებამ ისე გადამღალა,
ზოგჯერ მგონია რომ მართლა შევიცვლები.

იქნებ სიხარულით მკვდრებში მიმათვლიდა,
ახლო ძმაკაცი ან ვინმე მისეული,
დღემდე მოვდიოდი ჩემი სიმართლით და
ვალში არავისთან ყოფნას მიჩვეული.

წლები სიბერემდე მაინც არ მეყოფა,
და რაც არ ჩერდება დროის ისარია,
ღმერთმა მაპატია ჩემი არსებობა,
მათაც მაპატიონ გვერდით ვინც არიან.



№1 სტუმარი MARİAMİ TCHANTURİA

კარგით მაპატიეთ დაივიწყეთ მაგრამ ვინ დაწერა რომ თქვენ არ გაქთო უფლებნა რომ ნახოთო ტექსტი ეს ვერ გამიგია

 


№2 სტუმარი Mariami Tchanturia

არ შვება არასწორი ავტორıაო მეუბნება

 


№3 სტუმარი Mariami Tchanturia

ვრე მიგიხვდი ეს რა სიტყვაააა

კაი ბატონო თუ ესე გინდა იყავი მანდ ცემს ნაირ მეგობარს არსად იპვი ეს დაიმახსოვრე

 


№4 სტუმარი Mariami Tchanturia

რა მოგივიდა

 


№5 სტუმარი Mariami Tchanturia

35 წლის ვარ და შენ

 


№6 სტუმარი mariami tchanturia

კაი მომეშვი

გამანებე თავი ყვეელაზე კარგ მეგობარს ვიპოვი შენზე კარგს ტაანაც მე გორელი გოგო ვარ და ყველა მეგობარს ვიპოვი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent