შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მანიაკი და თვითმარქვია გამომძიებელი ( 3 )


26-05-2022, 21:53
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 1 962

- უკეთ ხარ? -თბილი მზრუნველი ხმით მკითხა, ხელში წყლით სავსე ჭიქა მომაჩეჩა, ჩემს წინ ჩაიმუხლა, გამიღიმა და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მომწმინდა კაცმა არ იცის სიცილისგან თუ ტირილისგან ღაწვებზე ჩამოღვრილი ცრემლები, სახეზე ხელები ავიფარე და ამოვიოხრე, გავიგონე როგორ ამოიოხრა მანაც, წამოდგა და ისევ თავის სავარძელს დაუბრუნდა.
- შეგიძლია მომიყვე რა მოხდა? -მისი თბილი ტონი არ შეცვლილა, თვალი გავუსწორე, რაღაცნაირად უცნაურად მიყურებდა, თვალები სხვადასხვა გრძნობების ნაზავით ჰქონდა სავსე, ცნობისმოყვარეობა, გაურკვევლობა, თანაგრძნობა და ოღონდაც ეს არა...
- გეცოდები? -წამომცდა უნებურად და გამეღიმა როცა დავინახე როგორ აწია მარცხენა წარბი.
- სახალისოდ გაქვს საქმე? -შემომიბრუნა კითხვა და მაგიდაზე ნერვიულად აათამაშა გრძელი თითები.
- რა მეტყობა ახლა მე ხალისის, -ხელები გავშალე და გულიანად გამეცინა.
- მართლა ყველაფერი რიგზე გაქვს? -ისე მკითხა რომ მივხვდი ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი ეპარებოდა თუმცა არ მწყენია მე თვითონ მეპარებოდა ეჭვი და მასაც რომ შეპარვოდა დიდი ამბავი.
- უცნაური ვინმე ხარ, -ფეხი ფეხზე გადავიდე კომფორტულად მოვეწყვე და სალაპარაკოდ მოვემზადე.
- რას გულისხმობ? -ვატყობდი ძლივს იკავებდა ღიმილს და დიდ ძალისხმევად უჯდებოდა სერიოზული სახის შენარჩუნება.
- წესით ახლა არ უნდა დამკითხო?
წამოიწია, მაგიდას ხელებით დაეყრდო, ერთხანს თვალმოუშორებლად მიყურებდა და უხმოდ იკვნეტდა ტუჩს, მერე თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო ისევ იგივე პოზიციას დაუბრუნდა.
- ვიფიქრე დამშვიდებისთვის და გონების მოკრებისთვის დროს მოგცემდი, ბოლოს და ბოლოს კარის მეზობლები ვართ, მაგრამ თუ სიკეთეს ვერ ხვდები მიდი დაიწყე და თავიდან ბოლომდე მომიყევი რა მოხდა.
- ჯერ ტელეფონი მათხოვე რომ მეგობრებს დავურეკო, -ხელი გავუწოდე მანაც მაშინვე გამომიწოდა, ასეც ვიცოდი, ლიკუნა და მაკა ერთად იყვნენ და უკვე რამდენჯერმე გამოტირებულიც ვყავდი ორივეს, თვალებმოჭუტული ვისმენდი ჯერ სიხარულის გამომხატველ ლუღლუღს და მერე მუქარას რომ მათი ასე შეშინებისთვის დამახრჩობდნენ და გამანადგურებდნენ, როგორც იქნა ორივე დავამშვიდე და დავპირდი რომ ცოტა ხანში ისევ დავურეკავდი, მერე კი ტელეფონი გადავდე და ისევ გავჩუმდი.
- დაიწყებ თუ არა ბოლოს და ბოლოს, -აშკარად ვატყობდი რომ მოთმინება ელეოდა.
- ასე უბრალოდ დავიწყო და მოგიყვე?
- აბა როგორ უნდა მომიყვე? დამსწრეები გჭირდება რომლებიც შენი ყოველი წინადადების შემდეგ ტაშს დაუკრავენ? -ისეთი ცინიკური იყო ცოტა არ იყოს და გავბრაზდი, მართალია ჩემი კარის მეზობელი იყო და თანაც ძალიან სიმპათიური მაგრამ ახლა პოლიციის განყოფილებაში ვიყავით სადაც მე მსხვერპლი ვიყავი ის კი გამომძიებელი და არანაირი უფლება არ ჰქონდა ასე მომქცეოდა, მგონი ძალიან დიდხანს ვფიქრობდი მის ირონიულ ტონზე, როცა მიხვდა რომ ხმის ამოღებას არ ვაპირებდი, ისევ ტკბილი ენით სცადა ხვრელიდან გველის ამოყვანა.
- ვიცი რასაც გულისხმობ, ყველაფერს ოფიციალურ სახეს მივცემთ უბრალოდ ახლა მინდა რომ ყველაფერი დაწვრილებით მომიყვე რათა სიტუაციაში გავერკვე და შენი დახმარება შევძლო.
- ესე იგი იმის გამო რომ პოლიციელი დავჭერი ჩემს გაციმბირებას არ აპირებ? -დაეჭვებულმა ვკითხე, ჩაეღიმა და აციმციმებული მწვანე თვალები შემომანათა.
- სანამ აქ შემოვიდოდი ის ოფიცრები გამოვკითხე და აშკარაა რომ შეცდომა დაუშვეს, ვინ ვინ და მე მაინც მშვენივრად ვიცი რომ არც გათხოვილი ხარ და არც ფსიქიკურად დაავადებული, ასე უბრალოდ არაფრად ჩააგდეს შენი სიტყვები და მხოლოდ იმ მოძალადის სიტყვებზე დაყრდნობით ცალსახად გადაწყვიტეს რომ ის ამბობდა მართალს და მასთან გტოვებდნენ, ისინი უფრო იმსახურებენ სასჯელს ვიდრე შენ, ჭკვიანურად მოიქეცი და იმ სიტუაციიდან გამომდინარე რა სიტუაციაშიც იყავი ის რაც გააკეთე იმ მომენტისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო...
პირდაღებული ვუსმენდი, იმდენად დაუჯერებლად მეჩვენებოდა ის რომ ასე კარგად ესმოდა ყველაფერი ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი, ვინ იფიქრებდა რომ ჩემს მეზობელ ვასიკოს როდესმე ისე შევხედავდი როგორც ზეციდან სპეციალურად ჩემთვის ჩამოსულ ღმერთს, ერთი წუთითაც კი აღარ მიყოყმანია, ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვუყევი, როგორ ვიგრძენი რომ გვითვალთვალებდა როგორ მივედი მასთან სალაპარაკოდ ბართან, როგორ გამეღვიძა მის საძინებელში ბორკილებით დაბმულს, ყურადღებით მისმენდა და ცდილობდა ემოციები არ შეტყობოდა თუმცა არ გამომპარვია, მისი მაგრად შეკრული მუშტები და დაჭიმული სხეული, მაინც ვაგრძელებდი მოყოლას და მხოლოდ მაშინ შევჩერდი როცა დავინახე როგორ გაუფართოვდა გაოცებისგან თვალები, ოჰ შენი, არც კი დავფიქრებულვარ ისე გადავედი გახდის ეპიზოდზე, პირდაღებული მიყურებდა და თვალებს საყვარლად ახამხამებდა...
- მომესმა თუ რამდენიმე წამის წინ მართლა მითხარი რომ გამტაცებელს უზარმაზარი ჰქონდა,
-ჩახლეჩილი ხმით მკითხა.
- მგონი არ მოგესმა, -საცოდავად ამოვიკნავლე და სირცხვილისგან გახურებულ და დიდი ალბათობით გვარიანად აწითლებულ ლოყებზე ავიფარე ხელები, ესღა მაკლდა ალბათ რა საძაგლობას აღარ იფიქრებს ჩემზე, თუმცა რატომ უნდა იფიქროს? ან რატომ არ უნდა იფიქროს...
- რასთან შედარებით უზარმაზარი? -მომესმა და იმდენად გავოცდი რომ კიდევ ერთი დაუფიქრებელი პასუხი გავეცი.
- რასთან და სხვა პენისებთან შედარებით, -პირზე ხელი ავიფარე მაგრამ უკვე გვიან იყო, ხომ გაგიგიათ, სიტყვა რომ გაფრენილი ტყვიასავით არის, უკან ვეღარ დააბრუნებ, მოჭუტული თვალებით შევხედე, ჩემდა გასაკვირად იღიმოდა...
- პოლნოებს უყურებ ხოლმე პატალავ? -ენის მოჩლექით, მოგუდული ხმით მითხრა და სიცილი აუტყდა, ისე გულიანად იცინოდა მეც ვერ შევიკავე ღიმილი, ბოლოს როგორც იქნა დაწყნარდა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
- მაპატიე მაგრამ სასაცილო იყო და რა მექნა, -ხელები გაშალა და ისე საყვარლად შემომხედა რომ გაბრაზებული რომ ვყოფილიყავი მაშინვე გადამივლიდა გაბრაზება.
- ჯობია საქმეს მივხედოთ, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მოძალადე გაიქცა და ჯერჯერობით არავინ არ იცის სად არის...
- აბა იმ პუტკუნას რა ეგონა რომ მართლა მანქანით გამოგვყვებოდა უკან? -ახლა უკვე ნამდვილად გაბრაზებულმა შევაწყვეტინე.
- რა დიდ გულზე ხარ, ბოლოს და ბოლოს პოლიციელი დაჭერი, -არც ის ჩამომრჩა და სიტყვის განსამტკიცებლად ხელიც კი დაარტყა მაგიდაზე.
- მერე ვისი ბრალი იყო თუ დავჭერი? საიდან მოგყავთ ეს პოლიციელები? გაგებაში არ არიან საკუთარი საქმის, კაცმა ერთი უთხრათ რომ ჩემი გიჟი ცოლიაო და მაშინვე დაუჯერეს, თავში აზრად არ მოსვლიათ მისი სიტყვების გადამოწმება, კაცური სოლიდარობა გამოუცხადეს, ასე უბრალოდ მანიაკის ხელში მტოვებდნენ რომელიც კაცმა არ იცის რას მიპირებდა
- მგონი უკვე ვიცით რასაც გიპირებდა, -შემაწყვეტინა და ახლა მე დავსცხე ხელი მაგიდაზე, -შენ რა დამცინი? საერთოდ რანაირი გამომძიებელი ხარ, ზიხარ აქ და უცნაურ შეკითხვებს მისვამ, ეგღა მაკლია იმ პოლიციელის დაჭრაში დამადანაშაულოთ როცა თვითონ არის დამნაშავე მე მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას ვცდილობდი რადგან ისინი თავის მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებენ...
- დამშვიდდი? -მკითხა უკვე მაშინ როცა ლაპარაკი შევწყვიტე და სუნთქვააჩქარებული მივეყრდენი სავარძლის საზურგეს, შევხედე, დაჟინებით მიყურებდა და არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ თვალებში ისეთი ეშმაკური ნაპერწკლები უციმციმებდა აშკარად რაღაც უცნაურს გეგმავდა.
- მოდი ახლა აგიხსნი რისი გაკეთება შეგვიძლია, რაკი მოძალადე გარეთ თავისუფლად დადის და იქიდან გამომდინარე რაც გითხრა ირკვევა რომ დიდი ხანია გითვალთვალებს, დიდი ალბათობით შენი საცხოვრებელი ადგილიც ეცოდინება, ასე რომ სახლში ვეღარ დაბრუნდები.
- დაცვის პროგრამა, -წამოვიძახე რატომღაც გამხიარულებულმა და გამეღიმა.
- რა დაცვის პროგრამა? -ისე შემომხედა აშკარად ვერ მიხვდა რა ვუთხარი, ეს მართლაც რანაირი გამომძიებელი იყო თუ დაცვის პროგრამაზე არ ჰქონდა წარმოდგენა.
- რა დაცვის პროგრამა და ის ფილმებში რომ არის, დანაშაულის მოწმეს სახელს, გვარს, გარეგნობას უცვლიან და მერე სხვა შტატში ან სხვა ქვეყანაში მალავენ, თუმცა რა მიხარია, უცბად დამავიწყდა საქართველოში რომ ვარ, თქვენ დიდი დიდი ხაშურამდე ჩამიყვანოთ, ქერად თმაშეღებილი, ვიღაც ლამზირია ლაბაძის სახელით და გვარით, -თავი გადავაქნიე და ამოვიოხრე, არადა რა სახალისო იქნებოდა...
- ქერა თმა არ მოგიხდება, -გამომიცხადა ბატონმა ვასიკომ სრულიად სერიოზულად და ისეთი მზერა ამატარა სხეულზე რომ უცბად დამცხა და უხერხულად ავწრიალდი ახლაღა დავფიქრდი იმაზე რომ ჩვენი საუბარი თანდათან გამომძიებლის და დაზარალებულის საუბარს სცდებოდა და უფრო და უფრო ემსგავსებოდა, ერთმანეთზე გაბრაზებული შეყვარებულების საუბარს, ის იყო ამ ყველაფრის გაპროტესტება დავაპირე რომ კარი დაუკაკუნებლად გაიღო და ვიღაც შემოვიდა, ოდნავ შევტრიალდი რომ დამენახა ვინ იყო, კარში მაღალი, გამხდარი, ოდნავ თმაშევერცხლილი ორმოცდახუთიოდე წლის მამაკაცი იდგა და გაოცებულ მზერას არ მაშორებდა.
- აქ რა ხდება ვასო? -იკითხა და მისკენ წავიდა, ვასიკოს სახე შეეცვალა, მომეჩვენა თითქოს ახლად შემოსულს რაღაცას ანიშნებდა, ფეხზე წამოიჭრა და მის წინ აისვეტა.
- ორი წუთით გარეთ გამოდი ნოდარ შენთან საქმე მაქვს, -თითქმის მუდარით მიმართა მამაკაცს რომელმაც შუბლი შეჭმუხნა და ცალი წარბი ასწია თუმცა ისე გაყვა არაფერი უთქვამს, რამდენიმე წუთში დაბრუნდნენ უკან, იმ სავარძელში რომელშიც აქამდე ვასიკო იჯდა ახლა ბატონ ნოდარად წოდებული მამაკაცი ჩაეშვა, ვასიკომ კი ჩემს წინ ჩაიმუხლა და ჩემი თითები ხელში მოიქცია.
- ინა მე აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, შენს ჩვენებას ბატონი ნოდარი ჩაიწერს და ყველაფერს გააკეთებს რაც საჭიროა იმისთვის რომ შენი გამტაცებელი დააკავონ, დაახლოებით ნახევარ საათში მოვრჩები ჩემს საქმეს და დავბრუნდები, სახლში მე წაგიყვან.
- სახლში? აკი დაცვის პროგრამაო? -საცოდავად ამოვიკრუსუნე, იმის წარმოდგენაზეც კი ცუდად გავხდი რომ შეიძლებოდა ისევ იმ მანიაკის ხელში აღმოვჩენილიყავი.
- მერე ვინ გითხრა რომ შენს სახლში მიმყავხარ? -გაეღიმა და ბატონ ნოდარს გადახედა, რომელმაც როგორც იქნა ინება ხმის ამოღება.
- დღეიდან ჩვენი მთავარი გამომძიებელი იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე, ახლა კი ვასო მარტო დაგვტოვეთ რომ დაზარალებულს ჩვენება ჩამოვართვა, ხელი მობეზრებულმა აიქნია და ვასიკოსაც აღარაფერი უთქვამს წამოდგა და უხმაუროდ გაიხურა კარი, ვუყურებდი ბატონ ნოდარს და რაღაცნაირად კმაყოფილიც კი ვიყავი რომ ვასიკოს მაგივრად ის იჯდა ჩემს წინ, მართლაც ყველაფერმა ისე ჩაიარა როგორც უნდა ჩაევლო, ჩვენებას ხელი მოვაწერე, რათქმაუნდა პოლიციელის დაჭრაშიც არავის დავუდანაშაულებივარ, დაკითხვა დაახლოებით ორმოცი წუთი გაგრძელდა, ყველაფერი მორჩა და კაბინეტის კარი გავაღე თუ არა ნაცნობ მწვანე თვალებს შევეჩეხე.
- რაღაცეები მოგიტანე, -ხელში ღიმილით შეათამაშა ქაღალდის პაკეტი.
- რა საჭირო იყო? -მოვიღუშე.
- საჭირო იყო, -ჩაილაპარაკა და პაკეტიდან თხელი კაპიუშონიანი მოსაცმელი და დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელი ამოიღო, ჩემი პროტესტის მიუხედავად იქვე ჩამაცვა თავისი ხელით, მერე ხელი ჩამკიდა და არაფრის თქმა არ დამაცადა ისე გამიყვანა განყოფილებიდან, ავტომობილის კარი გამიღო და ჩაჯდომაში დამეხმარა, როცა თვითონაც ჩემს გვერდით მოთავსდა მომიტრიალდა და ასე უბრალოდ მკითხა...
- მენდობი?
- გენდობი, -ისე ვუპასუხე რომ არც კი დავფიქრებულვარ და ჩემი პასუხი ნამდვილად არ იყო ტყუილი, დავინახე როგორ გაუნათა სახე თბილმა ღიმილმა.
- მიხარია რომ ასეა, დღეიდან სანამ იმ მოძალადეს არ დაიჭერენ შენს უსაფრთხოებაზე მე ვიზრუნებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ უსაფრთხოდ იყო.
- სად მივდივართ? იქნებ სანამ სადმე წავიდოდით სახლში შემეარა რომ ნივთები ამეღო, -ჩავილაპარაკე, დავამთქნარე და თვალები დავხუჭე.
- გეძინება არა? -ხმაზე შევატყვე როგორ საყვარლად იღიმოდა, -ეცადე დაიძინო და დაისვენო, ყველაფერს მე მივხედავ შენ ხომ მითხარი რომ მენდობი, მართლაც შეგიძლია მენდო და ყველაფერში გქონდეს ჩემი იმედი...
მისი მონოტონური თბილი და ტკბილი ხმა ნელ-ნელა მაბრუებდა და ძილის საუფლოსკენ მიმიძღოდა, ალბათ ვერასდროს ვისწავლი ჭკუას, ვასიკოც რომ მანიაკი აღმოჩნდეს მერე რაღა უნდა ვქნა, ისე სიმპათიურ მანიაკებში კი მიმართლებს, გამეღიმა თუმცა დამძიმებული თვალების გახელა ვეღარ მოვახერხე, ბოლო რაც ვიგრძენი ჩემს სახეზე მოსეირნე გრილი თითები იყო და საბოლოოდ გავითიშე.
- - - - - - - - - - -
ბურგერი მესიზმრა, უზარმაზარი, წვნიანი და სურნელოვანი, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარი მაგიდის შუაგულში იდო, თითქოს მეპატიჟებოდა რომ ამეღო და დამეგემოვნებინა, მინდოდა მივსულიყავი მაგრამ როგორც კი ნაბიჯს გადავადგავდი ბურგერი დაპატარავებას იწყებდა, ვჩქარობდი რომ მიმეღწია მაგრამ მაგიდამდე მისულს ხელში ცარიელი თეფში მრჩებოდა, მერე ისევ უკან ვიხევდი ისიც ისევ იზრდებოდა დიდდებოდა და ასე იწყებოდა კოშმარი თავიდან, დაუსრულებლად...
გაცოფებულმა გავახილე თვალები, თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი, მერეღა გამახსენდა დაცვის პროგრამა და შვებით ამოვისუნთქე, საწოლში წამოვჯექი და ოთახი ყურადღებით მოვათვალიერე, საკმაოდ განიერ რბილ საწოლში ვიწექი, კედლები თეთრ ვარდისფრად იყო შეღებილი, ფარდებიც ამავე ფერის, ფერადი რბილი ავეჯი და უზარმაზარი მაკიაჟის მაგიდა რომელიც სუნამოებით კრემებით და კაცმა არ უწყის კიდევ რითი იყო სავსე ცხადყოფდა რომ აქაურობა მდედრობითო სქესის წარმომადგენელს ეკუთვნოდა, წამოვდექი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე, იასამნისფერი შორტი და მაისური მეცვა, ჯანდაბა ალბათ მან გამომიცვალა, ის არ მეყოფოდა მანიაკი რომ მიფათურებდა ხელებს, ახლა ვასიკოც დამემატა, მუცელმა უცნაური ხმები რომ გამოსცა ახლაღა მივხვდი რომ ჩემი კოშმარები შიმშილის და საძინებლის ოდნავ შეღებული კარიდან შემოსული მადისაღმძვრელი სურნელის ბრალი იყო, მართალია სახლში არა ბურგერის არამედ ვანილის სუნი იდგა მაგრამ ამასაც არა უშავდა, წელამდე ჩამოშლილი გაწეწილი თმები შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე და ფრთხილად გამოვაღე კარი.
სამზარეულოს პოვნა არ გამჭირვებია, ახლა კი ვიდექი და ღიმილით ვუცქერდი საჭმლის მომზადებაში გართულ გამომძიებელს, ისიც ჩემსავით ფეხშიშველი იყო, გრძელი სპორტული შარვალი და მოკლემკლავიანი საყელომოღეღილი ცისფერი მაისური ეცვა, თმა საყვარლად ჰქონდა აჩეჩილი და ხელში ოსტატურად ატრიალებდა ტაფას.
- დიდხანს უნდა მიყურო ასე? -არ შემობრუნებულა ისე მითხრა და ჩემმა ლოყებმაც არ დააყოვნა აწითლება.
- არ ვიცოდი ბლინების გაკეთება თუ გეხერხებოდა, -როგორც ყოველთვის ახლაც სისულელე წამომცდა.
- საიდან უნდა გცოდნოდა, -მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთი ბლინი დააგდო თეფშზე მოთავსებულ გორაზე, მერე კი მაგიდისკენ მიმითითა.
- დაჯექი და ერთად ვივახშმოთ.
- ვახშამი? -ახლაღა შევამჩნიე რომ ფანჯრებიდან უკუნეთი ღამე მიმზერდა, ნუთუ ამდენი ხანი მეძინა?
- საღამოს ათი საათია, -თითქოს ჩემს კითხვას გასცა პასუხი, -გვიანია, ასე რომ შეგვიძლია მსუბუქად ბლინებით და ჩაით დავნაყრდეთ, მოდი მოდი ნუ გერიდება, -სკამი გამომიწია, ჩაი დამისხა და თეფშზე ორი ცალი ბლინი დამიდო.
- იქნებ ახლა მაინც მითხრა სად ვართ? -მადიანად ვილუკმებოდი და თან ცნობისმოყვარეობით სავსე მზერას არ ვაშორებდი.
- ვერ გეტყვი, ეს დაცვის პროგრამის წესებს ეწინააღმდეგება, -უცნაურად ჩაეღიმა, ჩაი მოსვა და უდარდელად მიეყრდნო საზურგეს.
- რას ნიშნავს წესებს ეწინააღმდეგება?
- შეიძლება ისე რომ თვითონაც არ გინდოდეს შენი ადგილსამყოფლის მდებარეობა წამოგცდეს, მაგალითად მეგობრებთან ტელეფონით საუბრისას, უკეთესი იქნება თუ არ გეცოდინება სად ხარ.
- ასე როდემდე უნდა გაგრძელსეს?
- ნუ გეშინია იმ ტიპს მალე დაიჭერენ, მე ყველაფერს დაწვრილებით გაგაგებინებ ხოლმე.
- აქ მარტო უნდა ვიყო?
- წესების თანახმად შენთან ვიღაც უნდა დარჩეს რომ დაგიცვას, შემიძლია მოვითხოვო რომ ვინმე მოგამაგრონ.
- ეს აუცილებელია?
- აუცილებელია, -დამიდასტურა და მეც უსიამოვნოდ შევიშმუშნე, ახლა იმაზე ფიქრიც კი არ მინდოდა რომ ვიღაც უცხო ადამიანთან ერთად მომიწევდა ცხოვრება, ვასიკოს თვალი გავუსწორე რომელიც უცნაური მოლოდინით სავსე მზერით შემომცქეროდა.
- იქნებ შენ დარჩე ჩემთან ერთად, თუკი რათქმაუნდა შენთვის პრობლემა არ იქნება ხომ გესმის, ოჯახი ან ცოლი, ან...
- დავრჩები, -მოლკედ მომიჭრა და როცა დაინახა როგორ ამოვისუნთქე შვებით, გაეღიმა.
- უცნაური ვინმე ხარ ინა, პატარა ბავშვივით მიმნდობი, გულუბრყვილო და საყვარელი, ჰო და თუ ასე ძალიან გაინტერესებს ცოლი არ მყავს.
ის იყო უნდა მეპასუხა რომ მისმა ტელეფონმა დარეკა, ორი წუთით გავალო მითხრა აივანზე გავიდა და კარი გაიხურა, სახე მაგიდაზე დაყრდნობილ ხელებზე ჩამოვდე და დავფიქრდი, მართლაც რომ ზედმეტად მიმნდობი ვარ, მერე რა რომ ჩემი მეზობელია და თან გამომძიებელი ასე ძალიან რატომ ვენდობი, არის მასში რაღაც ისეთი რაც მისკენ მიზიდავს და მეუბნება რომ უკანასკნელი ვისიც შეიძლება მეშინოდეს ისაა, არ მჯერა რომ ცოტა ხნის წინ თითქმის შევეხვეწე ჩემთან ერთად დარჩენილიყო, არადა მართლა რა დიდი სიამოვნებით გავატარებდი ღამეს მასთან ჩახუტებული...
- გამოფხიზლდი ინა, გამოფხიზლდი, -ხმამაღლა ვუთხარი ჩემს თავს და ერთი გვარიანადაც ვიჩქმიტე მკლავზე რომ ასეთ სისულელეებზე აღარ მეფიქრა, კარზე კაკუნმა შემაწყვეტინა თვითგვემა, აივანს გავხედე, ვასიკო ვიღაცას ისეთი გაცხარებული ესაუბრებოდა აშკარად ვერ მოიცლიდა კარის გასღებად, წამოვდექი და შემოსასვლელისკენ წავედი, როგორც ყოველთვის ახლაც არ გამხსენებია რომ სათვალთვალოში გამეხედა ან მეკითხა ვინ იყო პირდაპირ გამოვაღე კარი, ჩემს წინ მაღალი გრძელფეხება ქერათმიანი ქალი იდგა რომელიც რატომღაც ძალიან მეცნობოდა.
- შენ? შენ აქ რას აკეთებ, -იკივლა და ალბათ უარეს რამესაც გააკეთებდა მაგრამ ხელის აწევით გავაჩერე, აშკარად ისეთი გაცოფებული სახე მქონდა რომ როცა გვერდზე გავწიე არ შემწინააღმდეგებია, ვიდექი, ვუყურებდი ჩემი ბინის კარს და ვერ გადამეწყვიტა, მეცინა, მეტირა თუ ვასიკოს ბინაში შევბრუნებულიყავი და საშინელი წამებით მომეკლა...



№1 სტუმარი One

Dzaan vikhalise, ai dzaan))
Da yvelaze metad rac momwons da unda avghnishno: pasukhismgebloba, rom dapirebul tavebs droulad tvurtavt.
Chemi pativiscema tqven,mokled aq var❤️

 


№2  offline წევრი Koala°

აიი ჯერ ხო საოცარი წერის მანერაა და პირველი ისტორიის კვალობაზე საოცრად კარგია, მერე მალმალე რომ ამზადებ და დიდხანს ლოდინი არ გვიწევს❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Lucien Vanserra

One
Dzaan vikhalise, ai dzaan))
Da yvelaze metad rac momwons da unda avghnishno: pasukhismgebloba, rom dapirebul tavebs droulad tvurtavt.
Chemi pativiscema tqven,mokled aq var❤️


უღრმესი მადლობა <3

Koala°
აიი ჯერ ხო საოცარი წერის მანერაა და პირველი ისტორიის კვალობაზე საოცრად კარგია, მერე მალმალე რომ ამზადებ და დიდხანს ლოდინი არ გვიწევს❤️❤️❤️


მადლობა ❤️
მე აქაურობის ხშირი სტუმარი ვარ და თვითონაც ისე მეშლება ნერვები როცა აგვიანებენ ხოლმე მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ იგივეს blush

 


№4  offline წევრი Dream_catcher

ლუშიენ, ნიკი დავინახე და უცბად მომინდა მეკითხა...
რა ვითარებაა შემოდგომის, ღამის და გაზაფხულის სამეფოში??
აი ნახევარძმები, ჯურიენი და ფერა მომიკითხე
იქამდე შენს ისტორისაც წავიკითხავ????????

 


№5  offline წევრი Lucien Vanserra

Dream_catcher
ლუშიენ, ნიკი დავინახე და უცბად მომინდა მეკითხა...
რა ვითარებაა შემოდგომის, ღამის და გაზაფხულის სამეფოში??
აი ნახევარძმები, ჯურიენი და ფერა მომიკითხე
იქამდე შენს ისტორისაც წავიკითხავ????????


ამჟამად გაზაფხულის სამეფოს ლორდთან ცოტა არეული მაქვს ურთიერთობა და ღამის სამეფოს ვაფარებ თავს blush
ვერც კი წარმოვიდგენდი რომ რისი ასეთი სტუმართმოყვარე იქნებოდა wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent