შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბიჭი( თავი 10)


27-05-2022, 12:49
ავტორი sabrina
ნანახია 3 964

საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა.ცხოვრებისეულ გაკვეთილებს სანამ ამ სამყაროში ვართ ვერავინ გავექცევით .თუმცა დროის უკან დაბრუნება ჯერ ვერავინ შეძლო.
მშობიარობის ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ არ მინდოდა ჩემი შიშები ვინმესთვის გამეზიარებინა .ზუსტად აქ ვუშვებთ შეცდომას.უნდა ვისაუბროთ ჩვენს შიშებზე, რადგან ეს ყველაფერი ძალას გვართმევს და დეპრესია გვიბყრობს.ჩემმა არეულმა გონებამ ისე შემიბყრო სულ საწოლში წოლა მინდოდა, ელეც კი ვერ მაიძულებდა გარეთ გასვლას.
ერთ დილას კი გიგი დამადგა თავზე.ეს ერთადერთი სასიხარულო მოვლენა იყო როცა სიამოვნებით ავდექი და საღამოს გიგის ჩამოსვლის აღსანიშნავ სუფრაზეც მოვხვდი.
ნელი დეიდა თავზე დაგვფუსფუსებდა , ხუთი წლის უნახავი შვილის ნახვით.მართალია ყოველ დზრე ესაუბრებოდა მაგრამ მისი შეხების შეხება რომ შეგიძლია მაინც სხვა გრძნობაა.მიუხედავად იმისა რომ ჩემი ფერია სულ ჩემთანაა , ერთი სული მაქვს როდის შევძლებ მის ხელში აყვანას.
ელეც ანდროსთან ერთად მოვიდა და ასე დაიწყო საღამოს ქეიფი.აქ მხოლოდ გიგის უახლოესი მეგობრები და ნათესავები იყვნენ .ცოტა ხანში ჩემდა გასაოცად ლევანიც აქ აღმოჩნდა. აქამდე ყოველთვის დისტანციას იცავდა , ჩვეულებრივი ექიმის და პაციენტის ურთიერთობა გვქონდა, ამიტომ ჩემთვის მისი აქ ყოფნა დისკომფორტს არ ქმნიდა.ეხლაც თბილად მომიკითხა და ჩემს გვერდით დაჯდა.
- ნუცი ნახე რა სახით გიყურებს-გაკრეჭილმა ჩამჩურჩულა ელემ- მგონი მოსწონხარ.
-რამდენი დალიე ელე? მეტი აღარ გინდა უკვე ბოდვ დაიწყე. -ოო რა უჟმური გახდი.მგონი დავიღუპე და ალექსანდრეს ემსგავსები .მართალი ყოფილან ჩვენი წინაპრები ხარი ხართან რომ დააბაო.... - მერე დაფიქრდა-ხო მართლა როდის ჩემოდის შენი ბიჭი?
- ჩემი ბიჭი არაა!! ამ დღეებში უნდა ჩამოვიდეს.- დაბარებულივით ტელოფონზე მესიჯი მომივიდა 20 წუთში მოვალ არ დაიძინოო.
დედაჩემს ისე მოსწონდა ალექსანდრე , რომ მე მსაყვედურიბდა, რა არ მოგწონს ნახე რა ბიჭიაო და როგორი ყურადღებიანიო.რატომ არ მოეწონებოდა, ისე თავაზიანად ექცეოდა მაიკოს მეც მშურდა უკვე. ათი დღით იყოწასული ბათუმში, ზღვის სეზონის დაწყებამდე უნდა დაესრულრბინათ სასტუმრო,ამიტომ მხოლოდ ტელეფონით მეკონტაქტებოდა.
- ნუცა საით?- ჩემი ადგომა არ გამოპარვია გიგის.
- ალექსანდრე მოვიდა , უნდა ვნახო და შემოვალ.
- შემოიყვანე სირცხვილია, გავიცნობთ თან.
ალექსანდრე მანქანასთან იდგა
რომ დამინახა სახე გაებადრა, გადამეხვია და მუცელს დაუწყო ფერება.მგონი მართალია რომ ამბობენ გოგოებს მამები უფრო უყვართო .როგორც კი მის შეხებას გრძნობს მაშინვე იწყებს ხელ-ფეხის ქნევას.
- კიდევ უფრო გაბერილხარ- სასაცილოდ ამათვალიერა .
- ხო უკვე მოძრაობაც მიჭირს.გიგი ჩამოვიდა , სტუმრები ყავს და მთხოვა შენც შემეყვანე.-იცოდა გიგი ვინც იყო და გერმანიშიც რომ მასთან ერთად ვიყავი.
- ძალიან დაღლილი ვარ ეხლა ჩამოვედი , სახლშიც არ მივსულვარ ჯერ, თან არავის ვიცნობ.
- ანდრო , ელენე და ლევანიც იქაა- ავუხსენი სიტუაცია.
- ლევანი იქ საიდან?- კარგი რა ისევ ლევანის თემა, რა არ მოსწონს ამ ბიჭში ვერ ვხვდები.
- გიგის კლასელის ძმაა.
-ეხლა გასაგებია! კარგი ცოტა ხნით შემოვალ -ხელით მანიშნა წინ წადიო და ესე მოვხვდით ყველანი ერთ სუფრასთან .თავაზიანად მიესალმა ყველას, გიგის გავაცანი და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.
-ტელეფონზე მესიჯი მომივიდა , ელე ნახე აქეთ იქით მაიმუნი, შუაშია თაიგული - და საიცილის სმაილები.ანდრომაც ვერ უშველა ამ გოგოს.
- ყველამ თავის მაიმუნს მიხედოს- მივწერე მეც ენაგადმოგდებულ სმაილთან ერთად.
ცოტა ხნის მერე მოსაწევად ბიჭებიაივანზე გავიდნენ. ალექსანდრეც მათ გაყვა, მე და ელე კი ყავის მოსადუღებლად შევეფით სამზარეულოში.ნელი დეიდა დაღლილი იყო და უკვე იწვა.
- ნუცა აბაზანაში შევალ რა მგონი რაღაცამ მაწყინა- სამზარეულოდან გასვლისას მომაძახა.ყავას მივუბრუნდი ,როცა ლავანის ხმა გაისმა.
-სამზარეულოში ფუსფუსი გიხდება-რაღაც არ მომეწონა.
- მადლობა, ეხლავე გამოვიტან ყავას- ვიცოდი ალექსანდრე აივანზე იყო, სამზარეულოს და მისაღებს კი საერთო აივანი ჰქონდა.
- არ იჩქარო- სკამზე ჩამოჯდა- ნუცა ვიცი შენ და ალექსანდრე ერთად არ ხარ. იმასაც ვხვდები ერთმანეთი არ გიყვართ- არც იმდენი დაულევია რომ ბოდავდეს.რა ამის საქმეა ერთად ვართ თუ არა- მინდა ბავშვის გაჩენის შემდეგ ერთმანეთს შანსი მივცეთ-ეს სულ გაჰიჟდა ხო-იცი რომ მოწონხარ .ბიჭს როცა მოსწონს ყველა გოგო ხვდება - დაამატა როცა ჩემი გაკვირვებული სახე დაინახა- იმასაც ვხვდები შენც მოგწონვარ.
- ბატონო ლევან, არ ვიცი თქვენ რას გრძნობთ მაგრამ ჩემს გრძნობებში ნამდვილად ცდებით- წამოდგა და ახლოს მოიწია
- ვითომ?!გინდა დამაჯერო რომ არ გინდა ჩემთან?- უკვე ვგრძნობდი როგორ დამიწყო მუცელმა ჭრა
-ბატონო ლევან მგონი ზედმეტი მოგდით თუ შეიძლება გაიწიეთ - თან ხელებით გაწევა დავუპირე
- არა,ბატონ ლევანს არ ესმის და აბა აქეთ მოიწიე ახლოდან მინდა აგიხსნა- ალექსანდრემ მხრზე დაკრა ხელი და აივანზე გასვა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით .
კარების მიხურვა და დარტყმის ხმა ერთი იყო.ბიჭებიც უცებ მივარდნენ გასაშველებლად.ვერავინ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა , უბრალოდ ცდილობდნენ გაეშველებინათ.სამზარეულოს ვეჭიდებოდი რომ არ წავქცეულიყავი , ვხვდებოდი გონებას ვკარგავდი.ხმაურზე
ელეც გამოვიდა აბაზანიდან
- ნუცა რა ხდება? ნუცა რა გჭირს მის შეშინებულ თვალებს გავაყოლე ჩემებიც და დავინახე როგორ წითლდებოდა ჩემი ცისფერი შარვალი .გავიგე როგორ გამოგლიჯა აივნის კარები და დაიძახა ნუცაა ცუდადო. ბუნდოვნად ვხედავდი ალექსანდრეს სახეს და გონებაც დავკარგე.
ალექსმა ნუცა ხელში აიყვანა და კიბეებზე დაეშვა. ანდრომ წინ გადაასწრო საჭესთან მე დავჯდებიო მიაძახა. ელე გვერდით მიუჯდა, გიგი კი უკან მიყვებოდა მანქანას.
- ნუცი გამოფხიზლდი რა - თვალები დაუკოცნა ალექსანდრემ, თითებით სახეზე ეფერებოდა-რამე რომ დაემართოს დედას მოვ*ავ იმ ს*რს.მოუნდა ნაბიჭვარს ცოლ-შვილი , ჯერ კიდევ არ მიცნობს -ალესანდრე უკვე შეშლილი სახით ღრიალებდა-
ანდრო ჯაბას დაურეკე რა ?!
- მივიდეთ და დავრეკავ
- ანდრო ცოტა ჩქარა რა - ტირილით შეეხვეწა ელე- ოღონდ ყველაფერი კარგად იყოს -თავისთვის ბუტბუტებდა.
- კარგად იქნება ნუ ნერვიულობ- ხელი ჩაკიდა გასამხნევებლად ელენეს.
მალევე მივიდნენ ყველაზე ახლო მდებარე სამშობიაროში . ხელში აყვანილი შეიყვანა ალექსანდრემ ნუცა მიმღებში თან ყვიროდა მიშველეთ, გადამირჩინეთო.მაშინვე შეიყვანეს საოპერაციოში .დერეფანში ჯაბა და კესოც გამოჩნდნენ .
- როგორაა , რა თქვა ექიმმა - კესო ალექსანდრეს მივარდა.
-არ გამოსულა, უკვე ნახევარი საათია არაფერი ვიცით ამის დედაც- კედელს მუშტი მიარტყა და გარეთ გავარდა .ჯაბა და ანდროც უკან მიყვნენ.
-რა მოხდა? რა დაემართა ასე უცებ ?
- ლევანის დედადას რომ მო*ან ეგ მოხდა. , თავიდანვე მივხვდი რა ს*იც იყო.
- იჩხუბეთ და იმიტომ გახდა ნუცა ცუდად ?
- მერე მოგიყვები რა ჯაბა ,ძმურად გამიგე ეხლა მაგის მოყოლის თავიც არ მაქვს.
-წარბი გაქვს გახეთქილი
- დაიკიდე, წამო შევიდეთ.
ერთ საათში ექიმი გამოვიდა , ყველა ერთად დადუმდნენ და ექიმს ისე უყურებდნენ გეგონება მის სახეზე წაკითხვას შეძლებდნენ .
- მეუღლე რომელია?- იკითხა ექიმმა
- მე ვარ.როგორაა ნუცა? - ბავშვი არც უხსენებია.
- საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ბავშვი კარგადაა.თქვენი მეუღლე კი ცოტა ხანს რეანიმაციაში დარჩება , ბევრი სისხლი დაკარგა.მისი მდგომარეობა საყურადღებოა.არსებობს საშიშროება სისხლდენის გამეორების, ამიტომ აჯობებს დილამდე რეანიმაციაში დავტოვოთ.გილოცავთ გოგოს მამა გახდით.
- მადლობა-ძლივს ამოთქვა .
- ბავშვის ნახვა დღესვე შეგიძლიათ- დასძინა ექიმმა.
-ნუცასთან ერთად ვნახავ-მოსაცდელის სკამზე დაჯდა.
-მადლობა ექიმო -კესო უფრო ფხიზლად იყო, მისი ძმისგან განსხვავებით - ესე არ შეიძლება , წამო ბავშვი ვნახოთ-ალექსანდრეს მიუბრუნდა- მამა გახდი, ბავშვი გელოდება.
-კესო წადი და ნახე თუ გინდა , მე მერე ვნახავ.
-როგორც გინდა.
იმ ღამეს ყველანი იქ დარჩნენ , მარტო ელენემ და კესომ ნახეს ბავშვი.დილით უთხრეს საფრთხემ ჩაიარაო და პალატაში გადაიყვანეს ნუცა.
ალექსანდრე რომ შევიდა ნუცას ჯერ კიდევ ეძინა, თეთრი ფერი დასდებოდა , ტუჩებიც აღარ ჰქონდა ისეთი სისხლიფერი ალექსს რაც ესე იზიდავდა , ქერა თმები ბალიშზე იყო მოფენილი და მშვიდად ეძინა.ალექსანდრემ სკამი იქვე საწოლთან მისწია და ხელზე ფერება დაუწყო.
- როგორ შემაშინე ნუცი-ცოტა ხანში ნუცამ გამოფხიზლება დაიწყო .
თავიდან ვერ მიხვდა სად იყო და რა ხდებოდა .მერე გონება დაძაბა და გუშინდელის გახსენება დაიწყო.
- ბავშვი სადაა ალექს -შეშინებულმა მოიკითხა.
- კარგადაა ნუცი, შემოიყვანენ ცოტა ხანში-დაამშვიდა ალექსანდრემაც.
-ნახე? როგორია? -ცრემლები წამოუვიდა
-გელოდებოდი- ცრემლები მოწმინდა ნუცას - ერთად ვნახოთ ჩვენი შემოქმედება-გაუღიმა და შუბლზე მიაკრო ტუჩები-ცხოვრებაში ესე არ შემშინებია ნუცა, არავის გამო არ ღირს ესე ინერვიულო.
-წარბი გაქვს გახეთქილი - ტუჩები დაბრიცა ისე როგორ ალექსანდრეს უყვარდა.
- არაუშავს , არ მტკივა ნუცი .
- ექიმს ანახე ინფექცია არ შეგეჭრას
- კარგი ვანახებ , ეხლა გავალ სხვებსაც უნდათ შემოსვლა.
-დედას უთხარით?
- არა სავარაუდოდ ჯერ კიდევ სძინავს.ელენე დაურეკავს ცოტა ხანში- წამოდგა-გავალ ექიმს ვეტყი რომ გაიღვიძე.
გამოვიდა თუ არა ყველანი შემოესივნენ.გოგოები კი მაშინვე შიგნით შეალაგდნენ , ულოცავდნენ და ეფერებოდნენ.
- გინდა ბავშვის სურათი განახო? - ელემ ტელეფონი მოიმარჯვა
-არა ალესანდრეს დაველოდები.
-რანაირები ხართ რა !
-იმანაც არ ნახა უშენოდ - კესომ სიცილით დაამატა -რო კითხოთ არ უყვართ ერთმანეთი გვრიტებს.
-გავიდეთ მაშინ, თორემ ბავშვს უკვე შემოუყვანენ და ნახონ ბატონო ერთად
- ნუ ბუზღუნებ, ელე -გაეცინა ნუცასაც- სამაგიეროდ შენ პირველმა ნახე.
- დიახაც ნათლიას ფერია , იცი რა ლამაზია?
- სახელს რას არქმევთ? - იკითხა კესომ
-ჯერ ვნახო და მერე შევარჩევთ რა მოუხდება
- რა უცნაური ხალხი ხართ, ცხრა თვის განმავლობაში სავარაუდო სახელები მაინც რანაირად არ იცით- ფეხზე წამოდგა და ესე ბუზღუნით გავიდა გარეთ.
ცოტა ხანში ექთანმა ბავშვი საწოლით შემოუგორა ახლად გამოჩეკილ მშობლებს.ისეთი პატარა იყო სულ წითელი და თავზე თმის ნასახი არ ეტყობოდა.ექთანმა ბავშვი ალექსანდრეს ჩაუწვინა ხელში მან კი ნუცას ფრთხილად გადასცა.ისეთი გულის ამაჩუყებელი სანახაობა იყო , სიტყვების გარეშე რომ ლაპარაკობდნენ .
-ნახევარ საათში ჭამის დრო აქვს და ცოტა ხნით გავიყვან- ექთანმა გააფრთხილა.
- მე არ შეიძლება რომ გამოვკვებო?ანუ ძუძუ რომ ვაჭამო- დაუკონკრეტა ნუცამ .
- დღეს არა , ხვალიდან შეგიძლიათ-ექთანი გავიდა და ნუცამ ალექსანდრეს გახედა რომელიც თვალს ვერ აშორებდა პატარა ქალს.
- რა ლამაზი და ციცქნაა არა? - როგორც იქნა ხმა ამოიღო და ნუცას გაბრწყინებულ თვალებში ჩახედა.
- მგონი მწვანე თვალები აქვს
- ჩემი თვალები მოგწონს ნუცი? - არ დააყოვნა ჩამჭრელმა კითხვამაც .
- რა დავარქვათ ? - კითხვას ოსტატურად აარიდა თავი.
- ცხრა თვე შენ ატარე, ამდენს გაუძელი და რაც შენ გინდა ის დაარქვი ?
- კარგი, მე მაყვალა მინდა .დავარქვათ?- ამაყად წარმოთქვა ნუცამ
- კარგი რა ნუცა რა მაყვალა, ბავშვი არ გეცოდება? - შეშინებული შეხედა
- აბა რაც გინდა ის დაარქვიო და - სიცილი აუტყდა ნუცას
- რავიცი რამე უცხო და საყვარელი სახელი შევურჩიოთ.ყველას რომ არ ერქვას ისეთი .მაგალითად ლილია , კესანე ,ნიცა
- ნუცა და ნიცა ლამაზია - გაეღიმა ნუცას .
სახელი შერჩეული იყო .პატარა ქალბატონი ნიცა ხეცურიანი ხალდათ.



№1 სტუმარი ნი-კე

საყვარლობა თავი იყო ძალიან..

 


№2  offline წევრი Lela1313

გული გამითბა????????????

 


№3  offline წევრი sabrina

ნი-კე
საყვარლობა თავი იყო ძალიან..

მადლობა♡♡

Lela1313
გული გამითბა????????????

♡♡♡♡

 


№4 სტუმარი სტუმარი ლია

ძალიან საყვარელი ისტორიაა…ვისიამოვნე????ერთი რაც არ მომეწონა მაყვალას სირცხვილთან გაიგივებას არა და ნუცას კი ჯობია მაყვალა????????????წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent