შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბიჭი (თავი 11)


28-05-2022, 15:51
ავტორი sabrina
ნანახია 4 252

მართალია ჩემი ოცნებები და რეალობა რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, თუმცა ვგრძნობდი რომ ალექსანდრეს ბავშვი უკვე სიგიჟემდე უყვარდა.
ამას ყველა მის გამოხედვაში ვგრძნობდი, იმასაც ვხვდებოდი ჩემთან მიმართებაში უფრო თბილი და ყურადღებიანი იყო, თუმცა იმ ზღვარს არ სცილდებოდა, რომელიც დაწესებული მქონდა.
ხუთი დღის განმავლობაში სამშობიაროში მიღების საათებზე ისეთი ამბავი იყო , ვინ ვის ასწრებდა ამოსვლას უკვე ვეღარ ვხდებოდი.გამოწერის დღეს კი რატომღაც ალექსანდრე საერთოდ არ გამოჩენილა.
გიგიმ მოგვაკითხა სახლში წაგვიყვანა.ულამაზესი დახვედრა მოუწყვეს ჩემს პრინცესას.ამ გიჟებს ბავშვის საწოლიც კი გაუფორმებიათ.მალევე კესოც მოვიდა, კარგ ხასიათზე ნამდვილად არ ჩანდა.
-რახდება კესო , სადაა ალექსანდრე? -ვკითხე როცა მარტო დავრჩით ოთახში.
-წუხელ ბათუმის სასტუმროს ცეცხლე გაუჩნდა.
-დიდია ზარალი?
- ზარალი ჯერ არ ვიცით, მაგრამ დაცვის ორი წევრი, საავადმყოფოში წევს დამწვრობით.ღამე ალექსი და ჯაბა წავიდნენ,მამას ვერც ვეუბნებით.
- ეხლა რა იქნება?
- ჯერ მთავარია გავიგოთ რომ ყველანი კარგად არიან,
დანარჩენს სადაზღვეო მოაგვარებს, ცოტა დროში გაიწელება სასტუმროს გახსნა.
- ყველაფერი მოგვარდება, აი ნახავ .
-უნდა წავიდე ნუცა, საღამოს დაგირეკავ .ოფისშიც ბევრი საქმეა-წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
- როგორც კი რამეს გაიგებ გამაგებინე ,კარგი?
- კი, შენ მაგაზე არ ინერვიულო .
ცოტა ხანში ელესაც ანდრომ მოაკითხა.ძლივს დაითანხმა სახლში წასვლაზე, ბავშვს ვერ ცილდებოდა.თანაც იმდენჯერ შევიდა სააბაზანოში თავის მართლებით მოწამლული ვარო, საღამოს დედას ტესტი დავაბარე.ვიცოდი ჯერ ბავშვს არ აპირებდნენ და თავს იცავდნენ , მაგრამ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.მგონი ჩემი გიჟის ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი იწყებოდა.
უკვე დაწოლას ვაპირებდი მესინჯერში ალექსმა რომ დარეკა.
-კამერა ჩართე რა ნუცა?
- უკვე ვწვებოდი ალექსანდრე
- კარგი რა, რა უნდა ვნახო ისეთი რაც არ მინახავს- იცინე ხო, ორივეჯერ მთვრალი ვიყავი კაი სტაჟიანი ლოთივით.ხალათი შემოვიცვი და კამერა ჩავურთე.
- რას მიმალავდი? - ტუჩი ჩატეხა.
- როგორაა სასტუმროში საქმე?
-სამზარეულოში ელექტროობას გაუჩნდა ცეცხლი, თავიდან არის გასაკეთებელი.ბიჭები კარგად არიან ხელების დამწვრობა აქვთ მარტო.ინვენტარის გადარჩენას ცდილობდნენ.თქვენ რას შვებით?
-არაფერს, უკვე სძინავს ბავშვს.
-დამანახე რა!უკვე მენატრებით-მინდოდა მეთქვა ჩვენცთქო მაგრამ ჩემს მეორე მეს ვერ ვაჯობე , რომელიც ჯერ კიდევ გაცოფებული იყო მასზე.
-მალე ჩამოხვალ და ნახავ-ჩემ პასუხზე ჩაიცინა- კარგი ვეცდები მალე მოვრჩე.რამე თუ დაგჭირდა დამირეკე ან კესოს უთხარი და მოგიტანს.
-როგორმე გავიტანთ თავს...
- უჩემოდ ხომ? ამის თქმა გინდოდა ნუცა? რომ არ
გჭირდები ? - მართლა ცუდად გამომივიდა , თან მართლა ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდა.
-უბრალოდ გითხარი, რომ მე თვითონ შევძლებ მივხედო შენს აქ არყოფნაშითქო.
- გავიგე ნუცა!ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯზე მახვადრებ რა ახვარიც ვარ, გავიგე უკვე და ვერ მატყობ ეს დედამო*ნული რომ ვცდილობ?! რა გავაკეთო მეტი?
- მეტი არაფერი არაა საჭირო. ჩვენ ხომ უკვე ვილაპარაკეთ რომ შენ მხოლოდ ბავშვს....
- ეგ გინდა ნუცა? მარტო ბავშვთან მქონდეს კონტაქტი? მართლა ეგ გინდა? - გაჩუმებული ვუსმენდი -კარგი როგორც გინდა!-ტელეფონი გამითიშა.
ათი წუთი მაინც იქნება რაც ტელეფონი გათიშა , მე კიდევ ისევ ისე ვზივარ ტელეფონით ხელში და ვიაზრებ რა მოხდა. რა იქნება მერე? თითქოს ყველაფერი გამოსწორდა და ისევ არ მიშვებს ჩემი მეორე მე. ზოგჯერ ვფიქრობ რომელი ნუცა უფრო საშინელია ჩემში.
მეორე დღეს ძალით შევაგდე ელე აბაზანაში ტესტის გასაკეთებლად.გამოსვლა რომ დააგვიანდა ჯერ დავუძახე მერე დავემუქრე და როგორც იქნა თვალცრემლიანმა გამიღო კარები.ჩემი ელე დედობისთვის ემზადებოდა.
- რა გატირებს სულელო- გადავეხვიე
- არ მეგონა ესე თუ შესაძლებელი იყო. ნეტა წამლებს რომ ვსვავდი რამე ხომ არ დავუშავე?
-არამგონია, მაგრამ მაინც გადაამოწმეთ.
-ანდროს ვეტყვი რომ მოვა, ეხლა შეხვედრაზეა.ხო გაუხარდება? - ისეთი სასაცილო სახე მიიღო გამეცინა.
-აბა რა იქნება, არ იცნობ როგორია? რეებზე ფიქრობ.
- ხო, მაგრამ ერთი წელი კიდე არ გვინდოდა და იქნებ....
- შეწყვიტე ფიქრი! - ჩემთვის რომ ესე გუშინ ვინმეს ეთქვა გაჩუმდიო კარგი იქნებოდა.
- შენ რა გჭირს დღეს ? რაღაც სულ ჯუჯღუნებ?- მოყოლის შემდეგ თვალებ დაქაჩული მიყურებდა- მგონი უკვე ზედმეტი მოგდის.
- მე მან დამამცირა და გონია ესე ადვილად ვაპატიებ?
- ადვილად? ადამიანო რამის ფეხ-ქვეშ გაგეგოს.ყველაფერს აკეთებს რომ აპატიო.რომ გენახა როგორ გეფერებოდა მანქანაში დენა რომ დაგეწყო ან რა სახით იჯდა მთელი ღამე საავადმყოფოში, მართლა შემეცოდა.
-ეგ იმიტომ რომ მაგის ჩხუბის გამო დამეწყო დენა და ბავშვზე ნერვიულობდა-იხტიბარი არ გავიტეხე.
-ხო არა? კი ხარ ღირსი ვიღაც გაიჩინოს და მართლა მარტო ბავშვს მიაქციოს ყურადღება.
- შენ როდის მერე ხარ ალექსანდრეს მხარეს, დაგავიწყდა რა გამიკეთა?
- კარგად მახსოვს რაც გაგიკეთა , მაგრამ ისიც მახსოვს შენ რა გაუკეთე.იმასაც ვხედავ როგორ ცდილობს გამოსწორდეს, შენ რატომ ვერ ხედავ? არ მითხრა არ მიყვარსო, მაინც არ დაგიჯერებ.
- რა თქმა უნდა არ მიყვარს, ნუ თვალებს თუ არ ჩავთვლით.ან მე რა გავუკეთე?
-გეყოფა ნუცა! ბავშვი დაუმელე მთელი ექვსი თვე.
-იმიტომ რომ დამამცირა და გამომიყენა
- ბოდიშიც მოგუხადა ნუცა.ნუ კარგი არ გიყვარს,მაგრამ არც არაფერს გრძნობ? ნუ მატყუებ , ეგრე მე ანდროს ვატყუებდი.
- სხვა სალაპარაკო თემა არ გაქვს? ხო მართლა მაგისტრატურას წელს ამთავრებ ხო? -თემის გადატანა გადავწყვიტე.
- ხო, მაგიტომ ვიკავებდით თავს ბავშვზე.არაუშავს რამდენი ორსულია იცი ჩვენს ჯგუფში? მაგათ თუ შეძლეს ესეიგი მეც შევძლებ.
-შეძლებ აბა რა შენ ხო ჭვიანი გოგო მყავხარ
ელე საღამომდე დარჩა ჩემთან , ბავშვს ვაბანავებდით , დედაჩემი კი ვიდეოს უღებდა.
- ვის ემესიჯები დე? - მაიკო იცინოდა და ისე წერდა.
-ალექსანდრეს.ვიდეო გადავუგზავნე- თბილად შემომღიმა.იპოვა ბიჭმა ვისაც უყვარს .
მეორე დღეს ელენეც აღარ გამოსულა , გინეკოლოგთან იყვნენ წასულები.საშიში არაფერი იყო.პატარა წერტილი დედას მუცელში იწყებდა ცხოვრებას.
იმ დღის მერე ალექსანდრეს აღარ დაურეკია. სანამ ჩამოვიდოდა მაიკოს ურეკავდა და ის ანახებდა ბავშვს.მისი ხმაც კი მენატრებოდა .უკვე ორი კვირა იყო გასული რაც არ მყავდა ნანახი.ბავშვი აღრიცხვაზე ასაყვანად მყავდა წაყვანილი. დედა შეუძლოდ ვარო და მარტო მომიწია წაყვანა.პედიატრის კაბინეტში ვიყავი რომ შემოვიდა.ისეთი მონატრებული მყავდა რამის მე ვეცი, მან კი ვითომც არაფერი ისე ამიარა გვერდი და ბავშვთან მივიდა.პედიატრს გაეცნო და უსმენდა რა რჩევებს გვაძლევდა .გამოსვლისას თვითონ აიყვანა ნიცა ხელში და გამოვედით საავადმყოფოდან. ცოტა ხანს ეფერა მერე ტაქსს დაუქნია ხელი მისამართი უკარნახა და მანიშნა ჩაჯექიო.აი მაშინ კი გავიხსენე როგორი იყო თავიდან , ცივი და ამპარტავანი.ესე გრძელდებოდა მთელი თვე.მეც დეკრეტული დამიმთავრდა და დრო იყო სამსახურში დავბრუნებულიყავი.
ბავშვის დატოვება არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, თან ცოტა გულს გადავაყოლებდი , თორემ მარტო ალექსანდრეზე ფიქრი არაფერს მიშველიდა.
ერთ დილით ჩემი უფროსის კაბინეტში დამიბარეს.
-გისმენთ ბატონო ლადო-სავარძელზე მიმანიშნა დაჯექიო
- მოკლედ , შენი პროექტი ნახეს , სტუდენტობის დროს გაკეთებული.კერძო პირს უნდა შენი გემოვნებით გარემონტდეს მისი სახლი და შეირჩეს ავეჯიც.
- სად მდებარეობს სახლი-გამიხარდა , ეს დამატებით შემოსავალს ნიშნავდა ჩემთვის.ისედაც სახლის ვალი გასასტუმრებელი მქონდა.
-ლისზე, ტბასთან ახლოს .ორსართულიანი სახლია დიდი ეზოთი .რამოდენიმე თანამშრომელს დაგახმარ.კლიენტთან კონტაქტი მე მექნება, როგორც ვიცი ეჭვიანი ცოლი ჰყავს .
-გასაგებია-რამდენი არანორმალურია ქვეყანაზე.
-მაისში უნდა ჩაბარდეს ასე რომ ორი თვე გაქვს დრო .ეზოს ცოლი მიხედავს შენ მარტო სახლი გევალება.
ბედნიერი გამოვედი კაბინეტიდან.საღამოს ორ ჩემს თანამშრომელთან ერთად წავედით სახლის სანახავად.უზარმაზარი ჭიშკარი გაგვიღო დაცვამ და მართლა წარმოვიდგინე ჩემი ოცნების სახლი.დიდი ორსართულიანი სახლი, ტერასით და აუზით.
-რა ბედნიერი იქნება ამ სახლის დიქსახლისი!- ჩემი ფიქრები გააჟღერა ეკამ.
- აბა , ზოგს რა ბედი აქვს -აყვა ლელაც .
- გეყოფათ ჭორაობა, დაცვამ არ გაგვიგოს ისედაც ეჭვიანი ცოლი ყოლია.
-ამის პატრონის ცოლი ეჭვიანი იქნება აბა რა-სიცილი ატეხეს
- როგორი დასაკარგია ამხელა ქონება !
***
ალექსანდრე ბავშვს მარტო მაშინ ნახულობდა როცა მე სამუშაოზე ვიყავი, კესომ ბევრჯერ მკითხა ესეთი რა მოხდაო. მისთვის რა უნდა მეთქვა მე თვითონაც ვერ მივხვდი ორ წუთში როგორ მოვახერხეთ ერთმანეთის გულის ტკენა.სახლის კარი გავაღე და ოთახში უნდა შევსულიყავი რომ გავიგე როგორ ემუდარებოდა ალექსანდრე ნიცას დაიძინეო.
- არ გიჯერებს?
-რატომ არ მიკვირს,ნეტა ვის ჰგავს?
- მოვწესრიგდები და დავაძინებ.
- იყოს, მივხედავ როგორმე.დედაშენს წნევა ჰქონდა და ჩაეძინა, ჭამე ჯერ დაგელოდები.
- მერე შევჭამ.
-ერთი სული გაქვს როდის წავალ არა?
-მე ეგ არ მითქვამს!
-მაგრამ გაიფიქრე!
- არც გამიფიქრებია.რატომ იქცევი ესე
-როგორ? -ისე გაიოცა თითქოს ვერ მიხვდა.
- როგორც იქცევი, რომ არ მნახო ისეთ დროს მოდიხარ , როცა იცი სახლში არ ვარ.თავს მარიდებ.
- შენ გინდოდა ნუცა ესე.
- მე არ მითქვამს შენი ნახვა არ მინდათქო?
- ხო უბრალოდ ჩემს გარეშეც კარგად ხარ.
- არც შენ გამოიყურები ცუდად-ბავშვი გამოვართვი და სამზარეულოში გავედი.
-კარგი ესე არაფერი გამოვა , მეც დავიღალე ამდენი ხვეწნით.
- გეყოფა ალექსანდრე! ისე გამოდის, რომ თითქოს მე ვარ ყველაფერში დამნაშავე.
-არა რატო, პირიქით მე მივქარე ბევრი.ის ზღვარი არ უნდა დამერღვია რაც დამიწესე.აქამდეც იმიტომ დავრჩი ბავშვის ნათლობა მინდა მალე გავაკეთოთ და მინდოდა მეკითხა შენ რა აზრის ხარ?
- კი , მგონი დროა უკვე მოვნათლოთ.
- შენ მოაგვარებ ?თუ ნებას დამრთავ რომ მე მივხედო!
-ნებას გრთავ-გამეცინა-მისმინე ალექსანდრე არ მინდა ცუდი ურთიერთობა გვქონდეს.ვიცი ცუდად გამომივიდა და შეწყვიტე ჩემი დასჯა .
- მე შენ არ გსჯი.
-კი მეც მსჯი და თავსაც ისჯი .ბავშვს ნორმალური გარემო და მოსიყვარულე მშობლები სჭიდება გვერდით.ასე ხომ არ ვიქნებით სულ?!
- მე ვცდილობ ნუცა,შენ არ მიშვებ ახლოს.საერთოდ არ მენდობი? ამდენი ხანი გავიდა , წელიწადზე მეტია მიცნობ და საერთოდ არაფერი?ხომ იცი რომ ჩემთვის მარტო ნიცას დედა არ ხარ? ხომ ხვდები ნუცი რომ მე შენ მჭირდები , რატომ მკრავ ხელს ?
-ხელს არ გკრავ უბრალოდ ...მიჭირს ისევ გენდო ....თან ბავშვს დაეძინა და მომეხმარე დავაწვინო- თემის გადატანა ვცადე.
ბავშვი საწოლში ჩავაწვინე და სამზარეულოში გავედი.
- ყავა გინდა?
- კი , მიდი შენ ჭამე მე თვითონ მოვიდუღებ.-ისე ვფუსფუსებდით შორიდან მართლა ოჯახს ვგავდიდ ,დამღლელი სამუშაოს შემდეგ რომ ბრუნდებიან სახლში.
- რა პროექტია?
-ოცნების სახლი-გამეცინა- სხვის სახლზე უნდა ავისრულო ჩემი ოცნება, მაგრამ არაუშავს, ზოგი საერთოდ ვერ იხდენს.
-ხოო ,საინტერესო იქნება.
- კი, თან ტბასთან ახლოსაა , ულამაზესი ადგილია .ცოლი ყოლია საწყალს გიჟი-ამის თქმა და ხველების ატეხვა ერთი იყო... ყავა გადასცდა, უცებ დავარტყი ზურგში ხელი.
-რა დაგემართა?
- რას ნიშნავს გიჟი ცოლი ჰყოლია? -დაჭყიტა ჩემი მწვანეები.
- ეჭვიანიაო და.... ეგენი ნორმალურები არ არიან ...წესით.კაცს ვერ დავეკონტაქტებით იმიტომ რომ ცოლი იეჭვიანებს, წარმოგიდნენია?მაშინ თვითონ გააკეთოს!-გაბრაზებული მივაყარე.
- ხო , ეგეც მართალია.ჩემს სახლს შენ გაგაკეთებინებ.
-ბავშვის ოთახს მაინც - გამეცინა.ავხედე და უცებ დამამუნჯა მისმა მწვანეებმა.
-ნათლობაზე ვერ მოგეხმარები , ბევრი საქმე მაქვს.
-თვითონ მივხედავ , ერთ კვირაში გაწყობს ?
- კი მამაო ნახე და ბარბარეს ეკლესიაში გავაკეთოთ ნათლობა.
-გინდა სამებაში გავაკეთოთ?
- რავიცი როგორც გინდათ , ამ ერთხელ პასიური ვიქნები - გამეცინა.
-წავედი მე ,ხვალ გნახავთ გადამკოცნა და წავიდა.
ვგრძნობდი როგორ დავმშვიდდი ყველაფრის მიუხედავად მის გარეშე თითქოს რაღაც მძიმედ მაწვა გულზე და თავისუფლად ვერ ვსუნთქავდი .ვხვდებოდი დიდ ადგილს იჭერდა ჩემს გულში და მეშინოდა, მეშინოდა იმედები ისევ არ გამცრუებოდა.ამიტომ საყრდენად მაინც ვერ ვიყენებდი.



№1  offline წევრი Lela1313

რატომღაც ვფიქრობ სახლი ალექსანდრესია. საყვარლები არიან????

 


№2  offline წევრი sabrina

Lela1313
რატომღაც ვფიქრობ სახლი ალექსანდრესია. საყვარლები არიან????

რაღა დაგიმალო და მეც მასე მგონია????????

 


№3 სტუმარი ნი-კე

მეც ვფიქრობ რომ სახლი ალექსანდრესია და იმიტომ აკეთებ ნებს ნუცას თავისი გემოვნებით

 


№4 სტუმარი ნი-კე

დღეს აღარ დადებ??

 


№5  offline წევრი sabrina

ნი-კე
დღეს აღარ დადებ??

ავტვირთე უკვე , გამოჩნდება მალე იმედია♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent