შეუძლებელია! (5)
დეას ცხოვრებაში დადგა პერიოდი , როდესაც ვაჩე უბრალოდ აღარ არსებობდა. მისალმებაც კი ისეთივე მოკლე და არაფრისმთქმელი გაუხდა როგორიც გოგონას ჰქონდა, სკოლაში უფრო იშვიათად ჩნდებოდა, აღარ ცდილობდა გადარბენაზე ყოფნას და განაგრძობდა აბიტურიენტობას საყვარელი ქალისგან შორს. ყველაფერი იმ დღეს აირია მისი მათემატიკის მასწავლებელი, რომ ავად გახდა და მოსწავლეების მიღებაზე უარ თქვა . ერთადერთი საუკეთესო ვარიანტი კი ვაჩეს მამიდა გახლდათ , რომელიც ქორწინებაში არ იმყოფებოდა და გიგაურების მთელ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ლექტორი, რომელსაც სულ ერთი ჯგუფი ჰყავდა და ინ ჯგუფში მოხვედრა დასაწყისშივე შეუძლებლად მიაჩნდა ახლა კი სხვა გზა არ ჰქონდა. სასოწარკვეთილს ყელში ცრემლები ებჯინებოდა ვაჩეს სახლის კარს რომ მიუახლოვდა თანაც ბიცოლასთან ერთად , დედაც არ ახლდა ოჯახში ყველაზე წარმატებული კადრი პედაგოგი ბიცოლა აღმოჩნდა , რომელიც ამტკიცებდა, რომ მოაგვარებდა . არ ენდობოდა, იცოდა ქალს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა და წინასწარ რცხვენოდა იმ კრახის რომელსაც განიცდიდა. პირველად იყო ასე ახლოს , პირველად შეაბიჯა შავი მაღალი ღობის მიღმა ეზოში და სახლიც მთლიანად დაინახა. ლამის გონება დაკარგა ეზოში მჯდომი გიგაურის დანახვისას. ლეპტოპი და წიგნები მაგიდაზე გაეშალა, აშკარად შესვენების დრო ჰქონდა , სიგარეტს ეწეოდა და ფეხებთან გაწოლილ ძაღლს ეფერებოდა, რომელმაც უცხო სტუმრები პირველმა შენიშნა და ყეფით წამოიმართა. ვაჩე მასპინძლის ამპლუაში არ შეგებებია, ერთხელ გახედა გოგონას და კვლავ ტუჩებსშორის მოიქცია სიგარეტის ღერი სამაგიეროდ ქალი მიუძღვოდათ წინ, რომელიც დამხმარე იყო , დამხმარე რომელიც ბიცოლას მეზობელი აღმოჩნდა და დეასთვის ნათელი გახდა ქალი ვისი საშუალებით აპირებდა დაკავშირებას. _ახლახანს მოვიდა, ვახშმამდე რამდენიმე წუთი დარჩათ ...სულ ერთად უყვართ ჭამა და მანამდე მოვასწროთ. დიდი კუდაბზიკა ქალია ხომ იცი ,ყველას თავის ჭკუაზე დაატარებს რაც თავი მახსოვს _ჩუმად და სწრაფ_სწრაფად ლაპარაკობდა ქალი . ჭარბწონიანი იყო და მძიმედ მიაბიჯებდა, უკვ ქოშინებდა, მაგრამ ლაპარაკს მაინც აგრძელებდა , ბევრი რამ თქვა თითქოს უნდოდა ეჩვენებინა რამხელა საქმეს აკეთებდა და მანამ არ გაჩერდა სანამ ქალბატონმა ლიამ არ უთხრა ეს საქმე გამოვიდოდეს და პატივისცემას არ დაგივიწყებთ ხომ იცნობ ჩემს მაზლსო. კი იუარა რას ამბობ რა სალაპარაკოაო , მაგრამ გამომეტყველებაზე ეტყობოდა კმაყოფილება. რაც უფრო მეტ მანძილს გადიოდნენ დეა სულ უფრო მეტად ცუდად ხდებოდა , დროც თითქოს საუკუნოდ გაიწელა. გაქცევა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო, საკუთარი მომავლისთვის სჭირდებოდა ამ ქალთან მოხვედრა და ცდის გარეშე უკან ვერ დაიხევდა . _ვიცი, ველოდი ...მოვიდნენ _ ოთახიდან სიტყვები მკვეთრად გაისმა და დეას მთელს ტანში დაუარა ტალღამ, რომელსაც ახსნა ვერ უპოვნა რაღაც სიმშვიდის, იმედის, ძალის მანიშნებელი იყო . ვაჩე ეზოში დატოვა, მაგრამ უკვე გრძნობდა მის სიახლოვეს, თითქოს ზურგს უკან ჰყავდა და ძალას აძლევდა. _მობრძანდით, თამილა შეგიძლია დაგვტოვო _დეას უღიმოდა , მაგრამ აშკარად არ იყო ეს მისი ჩვეული გამომეტყველება _ბოდიშს გიხდით ასეთ დროს რომ გაწუხებთ, მაგრამ ჩემი ძვირფასი გოგონა _ვიცი ქალბატონო , ჩვენ ვიცნობთ დეას _ და ეს იყო ელექტროშოკზე ძლიერი დარტყმა, რომელიც ერთდროულად გმუხტავდა და თან გასუსტებდა . ბიცოლას გაფართოებულ თვალებს ხედავდა, ქალბატონი ნესტანის მზერა არ შორდებოდა და მისი ეს უცნაური ღიმილიც რომელიც ვერ დაადგინა გულწრფელი იყო თუ არა _ ჩემმა ძვირფასმა ვაჩემ შუამდგომლობა გაგიწია, მესაუბრა შენს მიღწევებზე , თუ ყველაფერი სიმართლე იყო და არა უბრალოდ მოლაპარაკებისთვის საჭირო ყალბი არგუმენტები , ბედნიერიც ვიქნები შენნაირ მოსწავლესთან მუშაობით. ახლა ძალიან ცოტა დრო მაქვს, ვაჩეს დაუკავშირდი დღესვე რომ ხვალამდე მეცადინეობა მოასწრო , ის გეტყვის განრიგის შესახებაც . თამილა გაგაცილებთ _ ლიას სიტყვის თქმაც არ ადროვა, არც კითხვები დაუსვამს , არც პასუხებს დალოდებია ყველაფერი თქვა რაც სურდა რომ გოგონასთვის შეეტყობინებინა და დაასრულა. ლია მაინც არ გაჩერდა, აშკარად ქალთან დაახლოების სურვილი არ ასვენებდა, საკუთარ თავზე უთხრა სად მუშაობდა და ვინ იყო , როგორი მადლიერი გახლდათ , მაგრამ ქალმა ისე გახედა სიტყვა გზაში გაუწყდა . _ხედავ შეენ? თავხედი, თავი ვინ ჰგონია. აქაოდა ლექტორია , მომჯდარია ამხელა სახლში , შინაბერა დედაკაცი... აბა არ მყოლოდა 4 შვილი გასაზრდელი ამას დამატებული მსხვილფეხი და წვრილფეხი, დედამთილი, მამამთილი , ქმარი , ჭირი და ლხინი თუ არ ვიქნებოდი მეც დაწყებითების კათედრაზე. ტუტუცი, ამპარტავანი , სწერვა _ მიდიოდა , სიტყვებს აყრიდა და ისე ჩუმად ლაპარაკობდა ვერავინ გაიგებდა. დეას კი მისი ხმა მხოლოდ ფონად ესმოდა ახმაურებულუ გულისცემის შემდეგ. ვაჩე ეზოში აღარ დახვდა, არ იცოდა ფას გააკეთებდა იქ რომ დაენახა, მაგრამ მოსვენებ კი დაეკარგა. სახლში დაბრუნების შემდეგაც ლიას ქოთქოთს ისმენდა. 5 წუთიანი ამბავი ისტორიად აქცია, იჯდა სამზარეულოში მაკასთა ერთად და უყვებოდა ყველაფერს _ გამოდის საქმე შენ კი არა ვაჩემ გაგვიკეთა _ნია ყავის ფინჯნით ხელში იყო ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი და სიცილით ადევნებდა თვალს მოსაუბრე დედასა და ბიცოლას _ საქმე ვაჩემ კი არა შენმა დამ გააკეთა... ასეთი ლამაზი, მშვენიერი, ნაზი , კეკლუცი და ჭკვიანი რომაა _ განგებ რომ თქვა ბოლოს ჭკვიანი ეს უკვე დიდი მინიშნება იყო მაკასთვის, მაგრამ არ შეიმჩნია რძლის გესლიანი ქვეტექსტი _როგორცაა, ჩვენ მადლიერები ვართ ასე საკუთარი შვილებივით რომ გიყვარს ჩემები და ისე ცდილობ ყველაფერს მათ დასახმარებლად _ოჰ რა სალაოარაკოა ერთი არ ვართ? ისე მიყვარს ყველანი, ჩემებს ვერაფერი ვასწავლე . იმ ვირებს წიგნის გარდა ყველაფერი უნდათ... მაინც ყველა ბიჭი როგორ გავაჩინე შენ კიდე გოგოებით დაიწყე და კიდეც არიან წიგნზე შეყვარებულები _ლუკაც ოქროს მედალოსანი იქნება , ისე სწავლობს ... რა უცნაურია პედაგოგმა რომ ვერ მიიყვანე წიგნთან ბავშვები და 10 კლასდამთავრებულმა დედაჩემმა ყველანი განათლებულები გაგვზარდა _ნია არ წყვეტდდა ირონიულ ჩართვებს და აგიჟებდა ქალს . მისი საყვარელი ქცევა გახლდათ ეს უკანასკნელი, ყველას თავის ადგილას მოსმა _ეჰ მაკა ისე კარგად სწავლობდა თურმე სკოალში, მისი ნიშნების ფურცელი მაქვს ნანახი გიჟ მამაშენს რომ არ მოეტაცებინა ვინ იცის დღეს სად იქნებოდა, მაგრამ ასეაა შეუყვარდა და ყველაფერი აირია. ვინ იცის ვის როდის გაუჩნდება თავში ოფოფები და მერე კაცის და წიგნი ერთად ხელში ვის გაუგია _ხელშიც იღებ ლიაკოო? გასაკვირიც არაა 4 ვაჟი და პლუს ქმარი მუდამ 20 წლის ბიჭივით რომ დააბიჯებს. არ გვეტყვით ქმრის სიგამხდრის საიდუმლოს? სხვა რა ვარჯიშებს უკეთებ, გაგვიზიარე გასათხოვარ გოგონებს _ ეს იყო ბოლო წერტილი როცა მაკაც გაგიჟდა, დეამაც ვეღარ გაუძლო და ოთახი დატოვა. ისევ სუნთქვა ეკვროდა , იქაურობა კლავდა ისე როგორც არასდროს. მობილური რომ აიღო და მესენჯერში ვაჩეს წერილების ძიება დაიწყო ინსტიქტურად წაიკითხა ყველა უპასუხო შეტყობინება , რომელიც ბიჭმა დაუტოვა დ ათავად დააიგნორა, ასეთი იმდენი იყო სქროლვაც კი დიდ დროს წაიღებდა. _" შენი ნახვა მინდა , გთხოვ "თვალებში უკვე ცრემლების გუბურები ჰქონდა , ტექსტი რომ აკრიბა და გააგზავნა ტირილიც დაიწყო . _"მადლობა საჭირო არ არის. მამიდას არაფერი უნდა ეთქვა , მაგრამ არ შეუძლია ისე მოქცევა როგორც ვთხოვ ხოლმე _მეცადინეობების შესახებ ინფორმაცია ერთ შეტყობინებად გაუგზავნა და სხვა სიტყვაც არ მიუწერია დეას ტირილისგან თვალები რომ დაუსივდა, ძალა გამოეცალა და ცრემლიც დაუშრა შემდეგ დაიწყო მეცადინეობა. შუაღამემდე გააგრძელა, ისე მოინდომა როგორც არასდროს , მზად იყო რომ დაიძინა , მათემატიკის გარდა უამრავი საქმე ჰქონდა, მაგრამ მაინც ძილიც გაუტეხა ნესტანთან , ვაჩეს სახლში სიარულის ამბავმა. გიგაური სკოლაში არ იყო, ასე ფიქრობდა სანამ მისი მანქანა არ დაინახა და შემდეგ ცდილობდა სადმე გადაჰყროდა, არ იცოდა რას ეტყოდა ან გააკეთებდა, მაგრამ ყველგან რომ დაეძებდა ფაქტია მას კი შესანიშნავად გამოსდიოდა თავის არიდება _ცუდი ამინდია დღეს, ინგლისურის მასწავლებელი იმდენად შორსაა გზაში გაიყინები . მადლობის გადახდა თუ გინდა უბრალოდ გამოგივლი და მათემატიკაზე ჩემთან ერთად წამოხვალ _ მოულოდნელად გაჩნა, იმდენად მოულოდნელად რომ დეამ მისი ნათქვამის გააზრებაც ვერ მოასწრო _თანახმა ხარ თუ არა , რომ ვიცოდე _თანახმა ვარ, მაგრამ _კარგი , მეჩქარება , ნახვამდის ... ქოლგა სულ ნუ გავიწყდება _ ხელში მიაჩეჩა სულ ახალი ჭრელი ქოლგა და ამჯერად მართლა წავიდა. დეას კი ისევ ტირილი მოუნდა, თავადაც არ იცოდა რა სჭირდა, მაგრამ ხელები ექავებოდა ისე უნდოდა გაქცეულიყო, დაწეოდა და მაგრად მოეხვია მკლავები,კიდევ მოესმინა ახლიდან მისი რითმდარღვეული გულიაცემა. ინგლისურის მასწავლებელმა იმდენი დავალება მისცა უკვე გაბრუებული იყო რომ გამოვიდა და აღარც ახსოვდა შეთანხმება სანამ ძლიერ წვიმაში მოყოლილს ფეხებთან არ გაუჩერა გიგაურმა მანქანა. პირველად ჩაჯდა ულაპარაკოდ, წინ დაიკავა ადგილი , გაყინულს სითბო ესიამოვნა და შენდეგ ნაცნობმა სურნელმა დაახვია თავბრუ. ღვედიც არ ჰქონდა შეკრული ისე განაგრძო სვლა ბიჭმა _ უხახვოა _ ქაღალდის შეფუთვით ჯერ კიდევ თბილი ლობიანი მიაწოდა _გმადლობ , მაგრამ მე _პარკში კოლაა და სნიკერსიც _გზას უყურებდა , შემდეგ მობილურზე დაურეკეს და დეამაც დაინახა განათებულ ეკრანზე გოგოს სახელი . რამდენჯერმე გაუთიშა, მაგრამ არ მოისვენა და ბოლოს უპასუხა , სრულიად სხვა კაცი საუბრობდა თითქოს , უხეში და უტაქტო_რომ გითიშავ ზნაჩიტ არ მცლია ხო? _გნახავო ხო მითხარი და როდიიის _ სიტყვა გამაღიზიანებლად გაწელა და დეამ წარმოიდგინა კიდეც მისი დაბრეცილი ტუჩები. ღებინების შეგრძნება გაუჩნდა. ლობიანი უკან პარკში ჩააგდო და თავი გვერდზე შეაბრუნა. არადა საშინლად უნდოდა, შიოდა და ენერგიაც სჭირდებოდა, მაგრამ მომენტალურად გაღიზიანდა _ხვალ გნახავ , დაგირეკავ მე თვითონ _ პასუხს არ დალოდებია ისე გაუთიშა და მერე პარკს დახედა _ ხომ გითხარი ლობიოს ხახვი არ აქვს _სპეციალურად გააკეთებინე, არ დაგეზარა და კაცმა რომ გკითხოს შემეშვი. ახლა საერთოდ შენს სახლში ვივლი, გადასარევი ამბავია ხომ? იდეალურად დაემთხვა _ეჩხუბებოდა, მადლობის მაგიერ უბრაზდებოდა _ მეტად როგორ დაგანებო, აქედან სექტემბრამდე ვერ წავალ, შემდეგ თავისთავად სტუდენტი გავხდები და გავქრები სამუდამოდ შენი თვალთახედვიდან. რა პრობლემაა ჭამო არ მესმის ? მოწამლული გგონიათუ რა , არ მოგიტაცებ ნუ ღელავ... დასრულდა_თქო გითხარი და მორჩა , დაიჯერე ! ეს უბრალოდ ადამიანური ჟესტია და მეტი არაფერი , ექიმური მაწვება წინასწარ , პიტენციურ გონდაკარგულ პაციენტს გხედავ_ ბოლოს ჩუმად ჩაილაპარაკა და სვლა შეანელა , შემხვედრი მძღოლი გიჟივით ატარებდა, ინსტიქტურად გასწია ხელი გოგოსკენ და ღვედთან ერთად მკლავიც შემოჰხვია _ ცხვირ_პირი გაქვს მისანგრევი , დრო რომ მქონდეს _ უსიგნალებდა და ჩაწეული ფანჯრიდან ემუქრებოდა ნაცნობ ბიჭს, რომელიც აშკარად არ ჩანდა ფხიზელი _ვაა ვაჩუნაა გაიჩითაა ეეე ... მოსაწევი არ გინდა? დაგპატიჟებთ _ფანჯრიდან ლამის გადმოძვრა უკან მჯდომი .დეამ ვერ დაინახა ვაჩემ რა ანიშნა ან რა უთხრა ტუჩების მოძრაობით ,მაგრამ ბიჭის პასუხი კი გაიგო _იზვინიი ბრატ ... დავაი დაგაზე გავედით _ მძღოლს უკნიდან დაჰკრა ხელი და კიდევ უფრო სწრაფად გაიჭრნენ წინ. ვაჩე ისევ საშუალო სიჩქარით მიდიოდა , არ ავიწყდებოდა ძველი შემთხვევა როდესაც მსგავს ცუდ ამინდში ჩქარა მართავდა დეა საშინლად ეჩხუბა _მგონი გაფერხებ _ რა არ ასვენებდა ვერ ხვდებოდა _ რომ არ ვკაიფობ არ იცი? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ... მამიდას არ უყვარს რომ ვაცდენ მის მეცადიობებს და ასმაგ დავალებას მაძლევს ასე რომ შენ გამო არ ვყოვნდები , მხოლოდ ცოდნის ასამაღლებლად _სამედიცინოზე ჩაბარება როდის გადაწყვიტე აბა კადეტების აკადემიაში თუ რაღაც მსგავსში აპირებდი ? _სამხედრო ექიმი გავხდები , შენ არ იღელვო ჩემ მიზნებს არ ვუხვევ ... იმათ არა, რომელიც მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული და არა ვინმე სხვაზე _ბოლოს დაამატა და აუხვია კიდეც სახლისკენ მიმავალ ბოლო შესახვევში _ჭამე , თორემ ვერ გაუძლებ 4 საათი არ გაგიშვებს _რამდენი? -გაციებულია უკვე... გადმოდი , თორემ დავაგვიანებთ_საათის ნახვაც ვერ მოასწრო დეამ, მანქანიდან გადავიდა და კარი დახურა , თავზე აწვიმდა სანამ ბიჭი ქოლგით არ დაუდგა გვერდით _ ქოლგა ისევ გავიწყდება ...აქეთ წამოდი - წამით შეეხო ზურგზე ხელით, ახლოს იყო და გოგოს წონასწორობას ურღვევდა. _აბა ეზოში მეორე შენობაა და იქო? _უბრალოდ გამომყევი, თუ გეშინია და დანარჩენებს დაელოდე, 15 წუთში მოვლენ _ ქოლგა ხელში მიაჩეჩა და წინ წავიდა . _თავის დანებება მტრად გადაქცევას და ჩხუბს ნიშნავს? _ასეთი ვარ ჩვეულებრივ მოკვდავებთან და თუ არ გინდა იყო გამორჩეული შეეგუე ჩემს ტონალობას _ მიახალა და გაეღიმა თავისზე დაბალი როგორ ცდილობდა ქოლგის ისე დაჭერას, რომ ბიჭისთვისაც დაეფარებინა _ ციცქნა ხარ _შენ ხარ უზარმაზარი _ წარბები შეკრა და მერე დაინახა როგორ გადაიხარა ბიჭი საკოცნელად. სხვა დროს აუცილებლად ეცდებოდა გაწევას, ახლა კი კოცნა იმიტომ არ შედგა რომ ბიჭმა თავად დაიხია უკან. _მანდ დაჯექი და დამელოდე ხუთი წუთი _ სამზარულოში როგორ აღმოჩნდა ვერც გაიაზრა. იჯდა და დამფრთხალი უყურებდა როგორ ამზადებდა ვაჩე რაღაც კერძს უსწრაფესად. მხოლოდ მის ზურგს ხედავდა, არც უცდია სხვა რამეების დანახვა თორემ მიხვდებოდა რასაც ამზადებდა -მგონი მოვიდნენ სხვებიც ... ჩვენი სკოლიდან ვინმე არის? -აქაური არავინაა . არ გაგიკვირდეს ყველა ბიჭია და ყველა სხვადასხვა ადგილიდანაა -ყველა ბიჭი რატომ -მამიდაჩემი უცნაური ქალია, ვერ იტანს უპასუხისმგებლო ხალხს ... მხოლოდ ცოდნით ვერ გაუქაჩავ რა, ყოფაქცევასაც აქცევს ყურადღებას . სამი მიიღო და გაუშვა , ერთ-ორს მგონი კიდე მოიშორებს - რაღაცებს ჭრიდა და თან ლაპარაკობდა. დეას ყურადღება გაუფანტა, მის ყველა მოქმედებას აკვირდებოდა -მერე ეგეთი ქალი შენ ქცევებს როგორ ხვდება -ის მხოლოდ მის სივრცეს აკონტროლებს და მე სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს , დეა ... თუმცა მე ხომ ნიშნებს მამაჩემის გამო მიწერენ- ბიჭის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ ზუსტად იცოდა როგორი გამომეტყველებაც ექნებოდა- ჩაის რამდენი შაქრით დალევ?- ჩაიდანი უკვე კიოდა და გათიშა, კარადიდან ლამაზი ჭიქა გამოიღო -მე არასდროს მითქვამს, რომ ნიშნებს -შესანიშნავად ვიცი რაც გითქვამს და არ მინდა ამაზე საუბარი ...შაქარზე გკითხე -სამი- საშინლად აფორიაქდა, ვაითუ ტყუილი უთხრესო . თავადაც არ იცოდა რატომ უნდოდა აეხსნა , რატომ აღელვებდა მისი აზრი -მიირთვი- მხოლოდ ბიჭს უყურებდა და მაგიდაზე არც კი დაუხედავს მხოლოდ შემდეგ გადაიტანა მზერა შევსებულ ოთხკუთხედ სივრცეზე და საშინლად შერცხვა - არაფერი თქვა, უბრალოდ რამე ჭამე 10 წუთი გვაქვს , არ იჩქარო -შეგიძლია მითხრა საპირფარეშო საით არის - ყელში ბურთი გაჩნდა, უზარმაზარი ბურთი რომელიც მალე გასკდებოდა და ცრემლებად დაიღვრებოდა. ყველაფერი იყო რაც უყვარდა და სულელი უნდა ყოფილიყო ეს რომ დამთხვევად ჩაეთვალა. არც ზედმეტად ლამაზი ფინჯანი გამორჩენია, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თავად იყიდა და მისი იყო . ბიჭს მიჰყვებოდა ,კართან იდგნენ უკვე მკლავზე რომ შეეხო -კარგად ხარ ? - ვერაფერი უპასუხა, თავით ანიშნა კიო და სწრაფად შევიდა სააბაზანოში. კარი გადაკეტა, წყალი მოუშვა და ცრემლებმაც იწყეს დენა. მთელი სხეული უთრთოდა, ვერ ჩერდებოდა და არც იცოდა ასე რატომ აღელდა. პიკი იყო ძლივს დამშვიდებული გარეთ რომ გავიდა და არც მეტი არც ნაკლები ბატონი თომა საუბარი მოისმინა -არ მოსულა? აბა დღეიდან ივლისო? ვერ დაწერა მამიდაშენის გამოცდა ? აუ რანაირი ქალია რა მარტივი ვერ მისცა რამე? ხომ გითხარი მე დაველაპარაკები-თქო -სამსახურში რატომ არ ხარ, არაფერია გასაკეთებელი? -ნუ მეიაზვები ბიჭო -გითხარი ჭორებს ნუ უსმენ-თქო და რატომ არ გესმის არ ვიცი -ჭორებს და ჭორიკნებს არ გავკარი? მე შენ გიყურებ , ვიცი გიყვარს და რო გავიცნო ვინ უყვარს ჩემს შვილს რა იქნება? გამაგებინე გამოცდა ვერ ჩააბარა და არ მიიღო? -უგამოცდოდ მიიღო ,გამოცდაზე ვანერვიულებდი ? მოვუყომარე ნესტანს ... -რა შელოცვას უკეთებ ამ ჩემს დას ასეთს, მე რო რამეს ვთხოვ ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს და შენ გამო გოგო მიიღო უგამოცდოდ თან ამ დროს? -ნუ გშურს ... აუ მამა წადი რა , მიხედე საქმეებს, სულელი კი არაა რომ დაგინახავს მიხვდება და შერცხვება. გაიგე, არ მოვწონვარ, არ ვუყვარვარ და არაფერი გვაქვს ნუ გააქცევ გთხოვ, ნესტანთან თუ არ ივლის მაღალ ქულას ვერ მიიღებს , იცოდე გამოცდაზე ვაფშე არ გავალ რამე რომ გააკეთოთ რომელიმემ ისეთი, რომ დეას დისკომფორტი შეექმნას. მოვა და წავა ისე როგორც ყველა -შენ შვილო ნორმალური არ ხარ ხო? წუხელ შუაღამეს გავარდი და ათასი რამე მოიტანე, ჩვეულებრივად თუ ექცევი რა შეფ-პოვარივით ტრიალებ აქ -წადი უკვე, გამოვა მალე -მეც მაგარი ვარ შენ ჭკუაზე დავდივარ ამხელა კაცი ... დაიმალა, ისე დადგა რომ კაცს არ შეუმჩნევია. იდგა და ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა , ბოლოს ისევ საკუთარ თავზე იფიქრა, მიზანზე რომელიც ჰქონდა და რომლის მისაღწევადაც იქ ყოფნა სჭირდებოდა . მდუმარედ შევიდა, ჩანთა აიღო და ბიჭისთვის ზედაც არ შეუხედავს ისე გავიდა -არაფერი ჭამე, ჯერ ადრეა...არ ჩამოსულა ნესტანი -გმადლობ - მხოლოდ თავი მიაბრუნა მისკენ და მზერა გაუსწორა - მე თხოვნა მაქვს ერთი და თუ შეძლებ -მითხარი - ისე აენთო თვალები წამსვე ნებისმიერი რამის გასაკეთებლად იყო მზად -მათემატიკის გარდა არ მინდა რამეზე ვისაუბროთ ...-იცოდა თვალები სულ მთლად ამღვრეული ჰქონდა, ისიც იცოდა ვაჩე რომ გრძნობდა და განგებ არ აშორებდა მზერას , შედეგადაც მიიღო ის რაც სურდა -გასაგებია ... - უმეტყველო გაუხდა გამომეტყველება, წინ გადაასწრო და პირველი შევიდა კაბინეტში. ბიჭები ახალ მოსწავლეს ინტერესით ელოდნენ , სულ ათნი იყვნენ, დიდი მრგვალი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ და დეას უყურებდნენ ,მას კი არცერთი აინტერესებდა. -მე დეა მქვია, დღეიდან თქვენთან ერთად განვაგრძობ მეცადინეობას- ერთადერთი წინადადება თქვა ისიც ისეთი სახითა და ტონალობით ,რომ ყველას ანიშიშნა ზედმეტი ქმედებებისგან თავი შეეკავებინათ. ცარიელი ადგილი დაიკავა , ბიჭების სახელები მოისმინა და ნესტანიც გამოჩნდა -დეას სილამაზე ყურადღებას ნუ გაგიფანტავთ,თორემ ყველას გაგიშვებთ და მხოლოდ მას დავიტოვებ- შემოსვლისთანავე თქვა ქალმა და გოგონას ანიშნა ჩემს გვერდით გადმოჯექიო, ისიც დაემორჩილა, დაჯდა და მაშინვე ქალის გაოგნება გამოიწვია -სანამ დავალებებს განიხილავთ მინდა გამოცდა დავწერო... ყველაფერი აქაა რაც გუშინ დამავალეთ- რვეული გაუწოდა და ამაყად ასწია თავი , საკუთარ თავში დარწმუნებული იყო,მაგრამ მაინც გული ისე სწრაფად უცემდა ამხელა გამბედაობის გამო ყოველწამს ეგონა გავითიშებიო -ახლა ამის დრო არ არის, ვერ მოასწრებ ... საჭირო რომ ყოფილიყო მე -პრობლემა არ არის, რამდენსაც მოვასწრებ ქულაც იმდენი მექნება - კალამი აიღო, თითი დააჭირა და ანიშნა მზად ვარო -კარგი, იყოს ისე როგორც ამბობ- ვაჩე რაღაცას ანიშნებდა, აშკარად კანში ვეღარ ეტეოდა, მაგრამ ქალს დეა ისე მოსწონდა გაბრწყინებული დაჰყურებდა და მასზე იყო დანარჩენი დროც გადართული. თავად დეას რვეულიდან კითხულობდა, დანარჩენები კი საუბრობდნენ, ხმაური იყო , ამდენი კაცი ერთად და მათში ვაჩეს ხმა საერთოდ არ ისმოდა, მხოლოდ მზერას გრძნობდა მის ღრმა ჩასუნთქვებსაც კი აღიქვამდა როგორღაც . ზუსტად იცოდა აფეთქების ზღვარზე იყოს, ხელები ექავებოდა ისე უნდოდა მკლავში წვდომოდა და იქედან წაეყვანა ,მაგრამ თავს იკავებდა. იმ დღესაც და შემდეგაც სიტყვა აღარ უთქვამს, მაგრამ მზერა არ ქრებოდა, ყველგან გრძნობდა სადაც მიდიოდა. .................. ბიჭების დამშვიდება ვერ მოახერხა, ჩურჩულებდნენ და ქაოსს ქმნიდნენ. გოგონებიც მოუსვენრად იყვნენ, ცდილობდა საგაკვეთილო პროცესის გაგრძელებას, მაგრამ მოთმინებამ უმტყუნა , წერა შეწყვიტა , დაფას მოშორდა და სკამი ხმაურით გასწია მაგიდიდან ოთახის ცენტრისაკენ -რადგან არ უსმენთ მოდი ხმამაღლა ისაუბრეთ , გავარკვიოთ რა ხდება და შემდეგ ყველანი მომისმენთ -აუ მაას , სორიი -5 წუთი გაქვთ ...დროულად ჩამოაყალიბეთ პრობლემაა -შუაღამესაა მოსეს ბრძოლა , სადმე ერთად გვინდა შევიკრიბოთ მე გადავიღებდი და ისედაც ცალ-ცალკე ყორებას მუღამი არ აქვს . ერთხელ ვცადეთ და ნერვები დაგვაწყდა . არც ვიცით სად შევიკრიბოთ... ზოგს მოხუცები ჰყავს სახლში, ზოგი შორსაა ,ზოგთან ტელევიზორის პრობლემაა და ვფიქრობთ რა ვქნათ -ჩემთან მოდით , მშობლებიც გააფრთხილეთ ოღონდ ... მე გაგიყვანთ გოგონებს სახლებში . ან დარჩით ბარემ , როგორც მოხერხდება - წამიც არ უფიქრია , ბავშვები კი ისე გაახარა ხუთი წუთი მათ შეძახილებს უსმენდა -იმენნა ჯიგარი ხართ მას -ზემასწი ხართ მასწ - ბევრი მივარდა და მოეხვია კიდეც , ისეთი ხმაური იყო ცოტაც და მასწავლებლები შეუვარდებოდნენ -უსასწაულეს კადრებს გადავიღეებთ... ჟურნალისტიკაზე რომც ვერ მოვხვდე პირდაპირ დავიწყებ მუშაობას . ნახევარს მაინც სულ სხვა დიპლომი აქვს - სალომე თავის ფიქრებში იყო - ხომ მოხვალ შენც ... როგორც გამორჩეული გოგო მეგობარი უნდა გადაგიღო -ლუკას ვეტყვი და წამომიყვანს, მაინც აპირებდა გათენებას -ჩურჩულიი შეწყვიტეეთ, გოგონებოო ...მორჩა ათამდე ვითვლი , მობილიზდით და ვაგრძელებთ- ისევ აიღო ცარცი ,დაფაზე დააკაკუნა ,თვლა დაიწყო შემდეგ კი ყველანი ჩართო საგაკვეთილო პროცესში. უალკოჰოლო, გამაგრილებელი სასმელები სასუსნავებთან ერთად თავად დაახვედრა ბავშვებს ,მაგრამ ლუდის ბოთლების შეკვრით მიმავალი ბიჭები რომ დაინახა წარბები შეკრა. რა უნდა ექნა , ნახევარზე მეტი უკვე სრულწლოვანი იყო და თანაც სხვა სასმელი არ ჰქონდათ და ამიტომ გზა გაუთავისუფლა. ბრძოლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დაიწყეს მზადება, სკამები , სავარძლები, დივანი , ყველაფერი აითვისეს . სახლი ერთიანად გაივსო და ახმაურდა. თავად ხის სავარძელში იჯდა , ყავის დიდი ჭიქით და მოსესთან ბოლო შეხვედრას იხსენებდა. ფიქრობდა არ ვუყურებო, მაგრამ არ გამოუვიდა, ინტერესმა სძლია . ეკრანზე რომ გამოჩნდა ყველაფერი ისე დაიმუხტა გულშემატკივარი რომც არ ყოფილიყავი მაინც შეუერთდდებოდი მათ გულწრფელ ერთობას. ყველამ იცოდა როგორი რთული ბრძოლა ელოდა წინ ამაღლობელს , მაგრამ სესილიას ვერ წარმოედგინა მსგავს კადრებს თუ ნახავდა. პირვლივე რაუნდში შეტევაზე თითქმის არ გადასულა, თავდაცვის პოზიციაში ყოფნა მოუხდა , იგერიებდა , მაგრამ ბევრჯერ მოხვდა და სესილიას სისხლის დანახვისთანავე შეეცვალა ემოციები . გამარჯვებაზე მეტად მის მდგომარეობაზე ღელავდა სხვები კი ისე უყურებდნენ თითქოს ამ დარტყმებს მათი მეგობარი არ იღებდა , ანდაც ტკივილს ვერ განიცდიდა -საშინელებაა...როგორც არ უნდა ვეცადო მშვიდად ვერ ვუყურებ- დეას ხმა რომ გაიგო და მისკენ გაიხედა, შეწუხებული სახით იჯდა, გეგონებოდათ მალე იტირებსო - მეორე რაუნდში თუ შეტევაზე ვერ გადავა მე გავალ , არ შემიძლია ვერ ვუყურებ როგორ სცემს ვიღაც ცხოველი -ქუჩაში ხო არ ჩხუბობს დეა? სპორტია ასეთი -ნახე თვალი როგორ აქვს...მგონი ვეღარც ხედავს, ისე უცებ როგორ შეუშუპდა -გაიყვანეთ ეს აქედან...ასე მაღონებს სახლშიც . იტირებს ახლაც , მე რო მცემონ გეფიცებით წარბი არ შეუტოკდება. მოსეეე, ბრატ ხედავ როგორ უყვარხარ? - ლუკა კამერისკენ იყურებოდა და თან ეკრანს არ აშორებდა თვალს -დაიწყო ... - დაიწყო , მაგრამ ისევ ვერ მოახერხა ისეთი დარტყმის განხორციელება უპირატესობა თავისკენ რომ გადაეწია. არ ეცემოდა, მაგრამ სულ კუთხეში იყო მიმწყვდეული და იმდენ დარტყმას იღებდა ბიჭები უკვე თავს ძლივს იკავებდნენ გინება რომ არ დაეწყოთ -ოოხ შენიი ... როგორ უნდა მოიშოროს , მაგრამ არ გამოგივა ჯიგაროო შენი გამოცდილება თუ არ დაიხიოს აგერ ნახე სესილია ადგილს იყო მიჯაჭვული, მტელი სხეული დაჭიმული ჰქონდა თითქოს თავად ელოდა ვინმეს თავდასხმას ბიჭები კი უკვე ნერვიულობისგან წრეებს ურტყამდნენ ოთახს. ხან ვინ წამოიყვირდებდა ხან ვინ. ყველაფერი კი სულ ერთ წამში მოხდა, როცა დამარცხების საშიშროება ყველაზე მძაფრად იგრძნეს -ახრჩოობს - ძლივს ამოთქვა და თვალებგაფართოებულმა შეხედა ეკრანს -მახრჩობელას აკეთებს ეს ნაბ.ზარიი ...გუდაავს , გუდაავს - კანში ვეღარ ეტეოდნენ ბიჭები , საბამ სავარძელს დასცხო მუშტები, საშინელება იყო უყურებდნენ და ვერაფერს აკეთებდნენ -ითიშება? - დეას უკვე ნამდვილად ტირილის ნოტები ჰქონდა ხმაში , წამი საუკუნედ იქცა . ყველანი გატყდნენ თითქოს სესილიას ხმამ რომ გაკვეთა ჰაერი და სამუდამოდ აღიბეჭდა კადრებში -არ დანებდება... გამორიცხულია ! ხელს არ დაარტყამ , არც გონებას დაკარგავ მანდ არ დამარცხდები - თითქოს გააგონებდა ისე მტკიცედ ამბობდა სიტყვებს -გამოძვრა, მოატყუაა ...მოატყუააა - ბევრმა თვალიც ვერ მიადევნა ისე დაიხსნა კაცის მკლავებიდან თავი და მერე რაუნდიც დასრულდა , ემოციები კი ისეთი იყო გამარჯვების აღნიშვნას ჰგავდა . ყვიროდნენ , დახტოდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ -ხელი ტკივა... ფეხსაც ვერ დგამდა კარგად , მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს - ჩუმად ეუბნებოდა კესო სალომეს - ცხვირიდან სისხლდენა თუ არ გაუჩერდება გაიყვანენ -მოიგებს ! - დეა ბიჭს მხოლოდ მაშინ უყურებდა როცა დრო გადიოდა და ისვენებდა -დაღლილია და ტრამვირებული - სესილიამ უპასუხა და ეცადა გაეგო რა იყო გოგოს დამშვიდების მიზეზი -მოსეა , როცა გვგონიარომ ჩიხშია ,მაშინ აკეთებს სვლას ... ნახეთ მისი მზერა და დატკბით . ზუსტად ისაა , ამაღლობელი - მეეჭვება ეს დიალოგი კამერას დაეფიქსირებინა, მაგრამ სესილიას გონებაში კი დაილექა დეასა და მოსეს კავშირის მტკიცებულებად. -დაგლეჯს ... - ისმოდა ეს და მსგავსი შეძახილები როცა რაუნდი მოსეს შეტევით დაიწყო. ამჯერად კუთხეში მეტოქე მოიმწყვდია და თავდაცვის საშუალებაც მალევე წაართვა, შემდეგ იყო გადამწყვეტი დარტყმა და გამარჯვება ,რომელსაც მოჰყვა ხმაური, ამ ხმაურში კი ერთი იჯდა ისევ ისე და ახმაურებული გულისცემის ფონზე უყურებდა ამაღლობელის რეაქციებს. არც სხვებივით ღრიალებდა, არც ყვიროდა, მაღლა აიხედა, ღრმად ჩაისუნთქა ,პირჯვარი გადაიწერა , გულზე მუშტი მიირტყა , გულშემატკვრებს გახედა და შემდეგ დამარცხებულ მოწინააღმდეგეს მოეხვია. ხმა არავის ესმოდა, არავინ იცოდა რა უთხრა, მხოლოდ ჟესტები ჩანდა ,გამარჯვების ნიშნად მაღლა აწეული ხელები და დროშა, რომელიც მწვრთნელმა მოახვია . კამერამ გადაღება შეწყვიტა, ხმაურიც მინელდა და ემოციებიც ნელ-ნელა დაცხრა. სესილია კი ახლა გრძნობდა ყველაფერს ერთად . მოულოდნელად დაავიწყდა მასწავლებელი რომ იყო და თორნიკეს ნაჩუქარი ღვინის ბოთლი დადგა მაგიდის ცენტრში -მგონი არაფერი დაშავდება თითო ჭიქით რომ ავღნიშნოთ გამარჯვება -თქვენ აღარ ხუმროობთ მაას... -მგონი რაღაც რეალითი შოუს მონაწილეები ვართ , სამყაროს ტოპ მასწავლებელი -არ უნდა გაგეხსენებინა ჩემი სტატუსი , ძვირფასო საბაა... - ბოთლი აიღო და ბიჭს გაუღიმა -კაი შე ჩემა რა გინდოდა -ხუმრობს ბიჭო, ეგეთი თ.სლი იუმორი აქ რა ვერ მოწვი შენ კიდე ვიღაცა კორჩაგინელებს კი არ გავს ,იმენა ძერსკია -ღმერთოო ,დროულად მოიტანე ჭიქები კესო თორემ გააგიჟებენ ესენი მასწს- სალომემ წამოიყვირა და კარადასთან მდგომ გოგონას თავადაც მიეხმარა -შევავსოთ - შევავსოთ - საბამ ჭიქები აავსო და ყველამ სესილიას გახედა- სადღეგრძელო თქვენზეა მასწ -გამარჯვებისთვის დაბადებულ , მოსეს გაუმარჯოს -ჭიქა მაღლა ასწია და სულმოუთქმელად დაცალა -გაუმარჯოოს მოსეეეს - ყველამ თითო-თითო ჭიქა დალია, სალომემ ტელეფონი გამოიყენა ამჯერად და კადრები ფარულად,მაგრამ მაინც შეინახა. ყველანი წავიდნენ, დარჩა მარტო სავსე ემოციებით და აჩქარებული გულისცემით. სხვა ვერაფერზე ფიქრობდა, მობილური რომ აიღო ყველგან ვიდეოები იყო, სალომე მუშაობას არ წყვეტდდა. რამდენჯერმე ნახა ბოლო მომენტი და გული ისევ ისე ძლიერ აუძგერდა. ფიქრობდა მიეწერა თუ არა , უამრავი ადამიანი ულოცავდა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ბევრი კითხულობდა . ვერ დაიძინა , საწოლში ტრიალებდა და ერთი სოციალური ქსელიდან მეორეზე გადადიოდა, ვიდეო კი ვირუსულად ვრცელდებოდა , ყველგან იყო ბრძოლის კადრებთან ერთად გულშემატკივრების ემოციებიც. მერე ერთდროულად ორი ზარი დაფიქსირდა, თორნიკე და მოსე ურეკავდნენ , ნახევრად მძინარემ ამაღლობლის სახელი რომ დაინახა წამსვე უპასუხა , ვიდეოქოლი რომ იყო ამაზეც არ უფიქრია, საწოლში იჯდა და ელოდა როდის დაინახავდა მის სახეს -ხომ გითხარი, არ უყურო-თქო ... შენ კი სახლში მოგიწყვია შეკრება , მასწავლებელო სულ არ უფრთხილდები თავს -ამას მეუბნები შენ მეე? ექიმებმა სარკე ვერ მოგიტანეს? - მილოცვაც კი დაავიწყდა , საყვედურს თავდასხმით უპასუხა- ღმერთო ჩემო, ახლა კიდევ უფრო ცუდად გამოიყურები -გმადლობთ, კომპლიმენტად მივიღებ- კლინიკაში იყო აშკარად, მხარი გადახვეული ჰქონდა . თვალი ისე იყო შეშუპებული ვერც ახელდა, წარბზე ნაკერი ედო -მე შენს ადგილას პროფესიას შევიცვლიდი -მე შენს ადგილას შეყვარებულს შევიცვლიდი -არადა იმდენჯერ მოგხვდა ვიფიქრე თავხედობის კოეფიციენტი შეგერყეოდა, მაგრამ მომატებულა -როგორ თქვი ? არ დავნებდები და არ დავმარცხდები -სალომე არასდროს ისვენებს? შენი პოპულარობის 50% მისი დამსახურებაა. რომ დაბრუნდები ფრთხილად იყავი გზად პაპარაცები აგეკიდებიან -ნუ ღელავ, რამდენი გოგოც არ უნდა დაიქრაშოს მე მაინც შენ მევასები -სულ მინდოდა მოსწავლეს ეთქვა რომ „ვევასები“ , გმადლობ რომ ამ დღესაც მოვესწარი -კი გაგისწორდება,რომ გითხრა მიყვარხარ-თქო ,მაგრამ ჯერ არ ვაპირებ . სანამ სხვისი ხარ არაფერი გამოვა! -რა კარგია,რომ აღნიშნე ... სხვისი ვარ -უნდა აირჩიო რა გინდა , მისი იყო თუ ჩემს მთელ არსებაში - ისე უყურებდა , ამ მდგომარეობაშიც კი სულს უფორიაქებდა. საუბარი ისევე მოულოდნელად დაასრულა როგორც დაიწყო. სესილიას კი ძილი ესტუმრა ისე,რომ თორნიკეს ზარი არც გახსენებია. .................... -რა უცნაურია მე რომ ვპოულობ დროს შენთან საუბრისთვის და შენ ,პედაგოგი ვერ მპასუხობ ვერც ზარებზე და ვერც შეტყობინებებზე -აჭარბებ, მხოლოდ ერთხელ ვერ გიპსუხე -მოსწავლის გამარჯვებას აღნიშნავდი...ფანკლუბი მანდ მოაწყვე და როგორ მიპასუხებდი -ნახე? -ყველა ბრძოლას არ ვუყურებ , ბავშვებისთვის დრო არ მაქვს -შენ რა ეჭვიანობ? -მიზეზი მაქვს , სესილია? -მე რომ ღალატი მეზიზღება იმედია გახსოვს -ეგ როგორ გავიგო... მოგწონს ,მაგრამ რადგან მოღალატე არ ხარ ამიტომ ებრძვი სურვილებს?- თითქოს ქალის დამალული აზრების გაშიფვრაც შეეძლო - მიპასუხებ თუ ჯერ კიდევ არ იცი რა ხდება შენს თავს -რა უნდა ხდებოდეს...სასაცილოა , მე რა ბავშვი ვარ? -მე რომ არ ვარ ზუსტად ვიცი და ასევე დარწუნებული ხარ შენც? -ვკამათობთ თუ მეჩვენება -გასაოცარი პედაგოგობის სურვილს იმდენად ნუ აყვები ,რომ მეორე უკიდურესობაში გადავარდე -როგორმე თავად დავაბალანსებ საკუთარ ქმედებებს -იმედია,თუმცა მეეჭვება...ბოლო თვეებია ზედმეტად მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იღებ . ისედაც არ ჰგავხარ საკუთარ თავს და არც კი ვიცი რა სიურპრიზს მოგვიმზადებ -მოგიმზადებთ ვის, შენ და ჩემს მშობლებს? -თუნდაც...ბოლოს როდის ესაუბრე? -დაკავებულები არიან -ზედმეტია უკვე, დროა შეწყვიტო ჯიუტი ბავშვივით მოქცევა. საკმარისად არ გააგრძელე აჯანყება? დაბრუნდი ქალაქში და იკმარე ეს ექსტრემალური გამოცდილება -მე შენ ხომ გაგაფრთხილე მანიპულირებას ნუ ეცდები-თქო. ჩემი ცხოვრებაა და როგორმე თავად გადავწყვეტ რამდენხანს ვიყო გაბრაზებული, ნაწყენი თუ ამბოხებული. საერთოდ იმაზე გიფიქრია ,რომ ეს ამბოხება კი არაა ისაა რაც სულ მინდოდა? -შენი თავისუფლება სოფელში წასვლით თუ შემოიფარგლებოდა არ მეგონა... როგორი მარტივი ოცნებები გაქვს ამ განვითარებული სამყაროს პირობებში გასაოცარია პირდაპირ -შენი ირონიაც მუდამ მაოცებს, მიყვარს, მესექსუალურება ,მაგრამ ახლა რატომღაც მაღიზიანებ -შემიწირავ ! -ახლა უნდა მეუბნებოდე, რომ მოგენატრე ... შენ კი ისეთ ამბებზე მესაუბრები მსტრესავ -შენ არაფერი გეტყობა ჩემი მონატრების თორემ მე რომ მენატრები ფაქტია... როგორც კი შემოვედი სახლში მაშინვე დაგირეკე -ვგიჟდები ბავშვივით რომ იბუტები და თან არ აღიარებ -ვინ არ პასუხობს შეყვარებულს, რომელიც შუაღამეს ურეკავს სხვა ქვეყნიდან -მე რომ არავის ვგავარ ? -საკმარისად არ გენატრები და არ გაღელვებ -თორნიკე -ყოველ დღე ვრწმუნდები,რომ ეს განშორება ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს ვინ იცის იქნებ თორნიკე იმაზე მეტს ხვდებოდა ვიდრე თავად სესილია . იმას ხედავდა რისი დანახვაც ქალს არ სურდა, ან უბრალოდ გრძნობდა,რომ საკმარისი არ იყო ის რაც ქალთან აკავშირებდა. 6............... დაბრუნდა,მაგრამ არსად ჩანდა ვიდეოც მხოლოდ ერთი იყო აეროპორტში ბიჭები დახვდნენ და იქაც ნორმალურად არ ჩანდა. ყველა დუმდა, არავინ არაფერს ამბობდა , ნორმალურად არც დადიოდნენ სკოლაში ყველა რეპეტიტორთან იყო ანდაც პირად საქმეებს აგვარებდნენ , დირექტორიც კარგახანს არ იჩენდა ყურადღებას. უმცროსკლასელების მომზადება დაიწყო, ჯგუფი გააკეთა და უფასოდ ამეცადინებდა ყველას ვისაც სწავლის სურვილი ჰქონდა . ბევრი ნიჭიერი ბავშვი აღმოაჩინა ,რომელსაც ოჯახური მდგომარეობა არ უწყობდა ხელს. ბიჭები განსაკუთრებით იჩაგრებოდნენ, როგორც კი წამოიზრდებოდნენ უამრავ საქმეს ავალებდნენ . სულ უფრო მეტად შორდებოდნენ წიგნს და უახლოვდებოდნენ ქუჩას. სულ სამ კლასს ასწავლიდა, მაგრამ მეზობლებიც გაიცნო, მოსწავლეების და-ძმებიც და შეიძლება ითქვას რომ მალევე აღმოაჩინა ბევრი არასწორი ჩვეულება, რომელთანაც ბრძოლის სურვილი გაუჩნდა. -ჯანაშიებზე რას იტყვით ბელა მასწავლებელო? - ერთ დღეს ჰკითხა ქართულის მასწავლებელს ,რომელიც თითქმის ყველა კლასს ასწავლიდა ახლა ან წინა წლებში მაინც -უნიჭიერესები არიან, მაგათმა მამამ და დედამ არ გაიხაროს მაგ ბავშვების ცოდვით. არა მაინც რანაირად გამოუვიდათ ასეთი ლამაზი და ჭკვიანი ბავშვები ამ ორ იმბეცილს . რას გაუგებ ამ ღმერთსაც, ისეთ ხალხს არ ჰყავს შვილები ხელისგულზე რომ დაისვამდნენ ბავშვს და მაგათ ,მაგ გათახსირებულებს ექვსი ჰყავთ -ვისზე ლაპარაკობ ასე გაბრაზებული ბელა - კითხვის დასმა რომ საკმარისი იყო მთელი ინფორმაციის მისაღებად უკვე იცოდა და არ გაჰკვირვებია მალე ამ ოჯახის შესახებ ყველაფერი რომ მოისმინა . -ჯანაშიებზე მკითხა ... შენ უფროსსაც ასწავლიდი ხო? -ბიჭსაც და გოგოსაც . რა ნიჭიერი იყოო , თუ მისმენდა მიყვებოდა იქვე და ახსოვდა სულ. რომელი ათოსანი შეედრებოდა, დავსვი ერთხელ ვამეცადინე რაღაც კონკურსი იყო ოქროს ხანაზე... წავიდა დანარჩენებთან ერთად და მოიგეს. ამან უპასუხა ყველაზე მეტ კითხვას, რომ დაიჭირეს ისე მეწყინა, ისე მეწყინა მეტი რო არ შეიძლება -გამოსულა მემგონი ... ბავშვები ლაპარაკობდნენ აღარ მომისმენია. გოგო სადაა? -მე რა ვიცი , რაც გათხოვდა და გამოთხოვდა იმის მერე აღარ გამიგია არაფერი -ვის გააყოლა იმ ჩათლახმა ქალმა, ვიღაცა ბებერ კაცს შეტენა ეს ანგელოზივით გოგო იმას ის დააკავებდა? ურტყამსო ამბობდნენ, 18 წლის ბავშვი რომ მოგყავს ცოლად რას ელოდები მისგან. ისიც საქონელი ... ეს პატარა გოგო იმაზე უკეთესია კიდე, მეშინია წინასწარ -რისი გეშინიათ ? მე ვასწავლი და საოცარი წინსვლა აქვს. კითხვაც იცის უკვე, სიტყვებსაც უცებ სწავლობს და -ეჰ შვილო, ვინ დააცდის სწავლას. დაეთრევა დედამისი ათას უბედურ ადგილას წაიყვანს ერთხელ მაგასაც და მორჩა მერე. -ერთი წუთით , ვერ ვხვდები პროსტიტუციაზე ვსაუბრობთ ახლა თუ მე ვაჭარბებ -ჩვენ იმ უფროსი გოგოს ამბავზე რომ დავწერეთ განცხადება, პოლიციელებს გავაგებინეთ ასეა და ასე მიხედეთ ამ ბავშვებს-თქო ბოლოს არაფერი გამოვიდა მაინც. ვერაფერი დაამტკიცეს, აწივლდნენ აკვლდნენ. სახლში მოგვივარდნენ, ჩემი ქმარი რომ არ ყოფილიყო ის დამპალი კაცი მომკლავდა ალბათ. მე რა უნდა ვქნა, პოლიციამ ვითომ არ იცის ვინ რას აკეთებს ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო და ამ საწყალ ბავშვებსაც უყვართ ეს დედა და მამა რა იცის ბავშვმა . წამოიზრდებიან ახლა ესენიც და რა ვიცი რა ელოდებათ. ციხეში იყო მაშინ სანდრო, თორემ ასე მგონია დედამისს ამდენს არ გააბედინებდა და გადარჩებოდა ის გოგოც,როგორ მწყდება გული ღმერთო - არ ვიცი თქვენ რას აპირებთ, მაგრამ მე ამ ბავშვების ცხოვრების არევას არავის დავანებებ -ისე შენი შეყვარებულია თუ ვინცაა , პროკურორიაო გავიგე და იქნება კი გირჩიოს რამე -რა უნდა ურჩიოს ქალო რა... სად წაიყვანებენ მერე. სადღაც ვიღაც უპატრონო ბავშვებთან, იქ ვისი ვისაშია ვერ გაიგებ, ან მასწვალებელი ვინ ყავთ ან ჭკუის დამრიგებელი. დედ-მამისგან მოშორებულები სულ გადაირევიან. ნიჭიერი და ლამაზი კმარა მარტო? მაგათ სისხლში აქვთ ან უნდა იქურდონ ან იბ.ზონ მორჩა . ყველას კი ვერ გახდი წესიერს -ეს რა დასკვნებია ქალბატონო იზო -აგერ ნახავ დედა ჩემი გამოცდილება აჯობებს თუ შენი მეოცნებეობა. დახარჯავ ენერგიას და შენ მოგპარონ შეიძლება სხვას კი არა... მასეთებს მადლიერების გრძნობა კი არააქვთ -დავიჯერო თქვენ ვინმეს სიკეთე გაუკეთეთ და არ დაგიფასათ? -ეს რა ტონია ძვირფასო... შენ აქ ახლა მოხვედი, საერთოდ ბავშვი ხარ თვითონ და მე იმდენი მინახავს -გამოცდილებას ვერ დავეყრდნობი, ერთი ადამიანიც რომ განსხვავებული იყოს შანსი უნდა მისცე და ეცადო სწორ გზაზე დააყენო . მასწავლებლობა ჩემთვის ასე ჩანს და არა მხოლოდ ისტორიისა და მათემატიკის სწავლებაში- როგორ არ ცდილობდა შეჩვეოდა ამ ადამიანებს და მათ ხედვებს,მაგრამ ბოლოს მაინც ეცლებოდა მოთმინების ფიალა . დერეფანში გასულს ბავშვები შემოეხვივნენ, მათი წრფელი სიყვარული ნამდვილად ყველაფერს ერჩია. იყვნენ ისეთებიც მათ მშობლებს რომ არ მოსწონდათ, მაგრამ ბავშვებს შეაყვარა თავი და არც ადარდებდა სხვა რამ. დაღლასაც ვერ გრძნობდა, არადა იმდენი ენერგია სჭირდებოდა მათ დაინტერესებას, სულ ახალ-ახალ ტამაშებს იგონებდა და ისე ასწავლიდა. საუბრობდნენ ბევრ თემაზე, უსმენდა მათ ბავშვურ პრობლემებს, ბევრს იცინოდა , ერთობოდა და პასუხისმგებლობასაც იღებდა თითოეულ მათგანზე . მუდამ უმასპინძლდებოდა ტკბილეულით, წვენებითა და ორცხობილებით ახალისებდა შესვენების დროს . მაინც როგორი მარტივი იყო პატარების გახარება , მათი კეთილგანწყობის მოპოვება. სახლის დეკორაციებიც კი შეცვალა , ერთი ოთახი მთლიანად გადააკეთა , სულ რაღაც სამზადისში იყო, მუდამ მათზე ფიქრობდა. -ანასტასია სად არის ბავშვებო? - გოგონა რომ ვერ შენიშნა მაშინვე მოიკითხა , ბოლო დროს სულ მათზე ეფიქრებოდა. -სკოლაშიც არ დადის... არ ვიცით რატომ. დამრიგებელი იყო მისული და გამოვუშვებო დედამისმა,მაგრამ კიდე არ მოსულა - წამსვე უთხრა ყველაფერი მისმა კლასელმა , ბავშვებსაც კი ატყობდა სიბრალულს, რომელიც არც კი იცოდნენ რას გულისხმობდა,მაგრამ მშობლების გავლენის ქვეშ იყვნენ და იმას იმეორებდნენ რასაც ისინი , ხშირად ზუსტად იგივე სიტყვებით საუბრობდნენ, არაბავშვურად- მისი ძმა ციხიდან გამოვიდა , სულ ჩხუბობენ და სად ეცლებათ ანასტასიასთვის. საჭმელებს აკეთებინებს ალბათ დედამისი ისევ , ადრე კი დაიწვა ... მაკოს დედამ მიუტანა წამალი და არ დააჩნდა -ხო მასწავლებელო, დედაჩემი აკეთებს წამალს ... ბებიამ ასწავლა და იმან უშველა. ამბობდა მანამდე ძალიან მტკიოდაო, დედიკო თვითონ მიდიოდა ბინტების გამოსაცვლელად მეც მივყვებოდი ხოლმე . დედამ ტანსაცმელებიც მიუტანა ,მაგრამ ის დედამისი არ ურეცხავს და სულ დასვრილი აცვია -იმიტო ჰყავს ტილები ... მეც გადმომადო , დედაჩემმა ძლივს მომაშორა- მესამე ჩაერთო და ყველა ერთხმად აკისკისდდა - ნუ იცინიხართ , თქვენც ხო გყავდათ და იქექებოდით მაიმუნებივით - გაბრაზდა გოგონა , ვერ მიხვდა ცუდი რა თქვა როცა სიმართლეს ყვებოდა -კარგით ბავშვებო ახლა მეცადინეობა განვაგრძოთ ხომ? -აუუ მაას დავიღალეთ... წავალთ რაა -წადით, გეძინებათ უკვე გატყობთ თამაშიც აღარ გინდათ -შოკოლადი მას? -ნუ ხარ ბიჭო ღორმუცელა - გვერდით მჯდომმა გოგომ ხელი მიარტყა- იქნებ არააქ -მაქვს და მოგიტანთ, გმადლობ გიო რომ შემახსენე- ბიჭს მოეფერა და მერე ყველას დაურიგა თითო -თითო შოკოლადი- დილით და საღამოს ხომ იხეხავთ კბილებს? -კიიი - ერთხმად შესძახეს და მერე პეპლებივით წაფარფატდდნენ. ბევრი იფიქრა, ბოლოს კი ჯანაშიების სახლის წინ აღმოჩნდა. სახელმწიფოს მიერ აშენებულ პატარა ხის კოტეჯში ცხოვრობდნენ, სულ ახალი დადგმული იყო ეს სახლი ,მაგრამ მოუვლელობა გარედანვე ეტყობოდა, ჭუჭყიანი ფანჯრების მიღმა ვერაფერს დაინახავდით, ეზოშიც უამრავი ნივთი უადგილოდ ეყარა ვერ იფიქრებდით თუ იქ ცხრა ადამიანი ცხოვრობდა. ყველა ბავშვს არც იცნობდა მიუხედავად იმისა, რომ ყველანი სკოლის მოსწავლეები იყვნენ . მოულოდნელად გამოჩნდნენ ბავშვები, მეზობელი ეზოდან გადმოირბინეს, უკან პატარა ლეკვი მოჰყვებოდათ, ერთ-ერთმა ხელში აიტაცა და ქალის წინ გაცერდნენ -შენ ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებელი არ ხარ?- ჭრელი ცისფერი თვალები ჰქონდა ბიჭს , პატარა იყო, მაგრამ დიდ კაცად აქცევდნენ . ქერა თმა მოზრდილი ჰქონდა, აშკარად დიდი ხნის წინ იბანავა, ჭუჭყიანი ხელები და კოჟრები ,რომელიც მუშაობის შედეგზე მიუთითებდა არადა ჯერ ისეთი პატარა იყო- აქ რა გინდა? შენ ანასტასიას არ ასწავლი თუ პეტრეს -ორივეს ვასწავლი, შენ რომელ კლასში ხარ? -მე უკვე დიდი ვარ , მერვეში ვარ ...- გვერდით მდგომ პატარას ძაღლი ხელიდან აართვა და ძირს დასვა- დაანებე თავი თორემ კიდე დაგკბენს , არ უნდა ხელში რა ვერ გაიგე - ხელი წამოარტყა და ძაღლიც გააგდო-მისი პეტრეს დაუძახე -ანასტასია არ არის? სახლში მხოლოდ თქვენ ხართ? -ხო და კიდე პატარები, იმათ ძინავთ ... ანასტასია აძინებდა . თუ შემოხვალ სახლში ,წამო - ისე ელაპარაკებოდა თითქოს თანატოლები იყვნენ -წამოვალ ,რატომაც არა -გაასწორებდა ჩვენ კლასსაც შენ რომ ასწავლიდე... ის ბებრუხანა არ მევასება . შენზე ამბობენ კარგი გოგოაო -შენ ხომ სკოლაში მაინც არ დადიხარ და რა მნიშვნელობა აქვს ვინ ასწავლის შენს კლასელებს- გადაწყვიტა თავადაც ისე ესაუბრა როგორც მოზრდილთან და არა ბავშვთან -ეგეც მართალია , ბაზარი არაა - პატარა კიბე აირბინა , აივანზეც არეულობა იყო ძველი სათამაშოები , ჭუჭყიანი ფეხსაცმელები და ბოთლები ეყარა . კარი გააღო და პირველი შევიდა-შემობრძანდი , აქ დაჯექი - ხის სკამი გაათავისუფლა და წინ გამოსწია . ავეჯიც ახალი იყო, აშკარად ყველაფერი აჩუქეს ,მაგრამ ერთხელაც არ ჰქონდათ დალაგებული ,ჭუჭყი და არეულობა სუფევდა ირგვლივ -ანასტასიააა გამოდიი გოგო შენი მასწავლებელია მოსულიი- ერთ -ერთი კარი გააღო და პირველი პატარა ბავში გამოიქცა, პირში სოსკითა და ხელში სათამაშო დათვით . ზემოთ ნაქსოვი ზედა ეცვა ქვემოთ კი სულ შიშველი იყო -ვერ ვაძინებ მე და დამანებეთ თავი ... შია , აჭამე რამე -მე რა ვაჭამო გოგო , მოვა სანდრო და მოიტანს რამეს- ჩუმად ლაპარაკობდნენ ,მაგრამ მაინც ესმოდა სესილიას. იმ წამს მიხვდა, რომ ასე ხელცარიელი არ უნდა მისულიყო ბავშვებთან და თავი დამნაშავედ იგრძნო - გამოდი ახლა ქალი გელოდება ,მიდი დაელაპარაკე და არაფერი თქვა ზედმეტი -მასწავლებელოო თქვენ ხაართ? მე მანანა დამრიგებელი მეგონეეთ- გოგონამ როგორც კი შეხედა მაშინვე გაიქცა და მოეხვია , სესილია კი მის გადახვეულ ხელს უყურებდა, ბინტი ჭუჭყიანი იყო და რაღაც მალამოც ეცხო -ხელზე რა გჭირს ტასუნა? -დამეწვა მასწავლებელო, მტკიოდა და მაგიტო არ მოვდიოდი სკოლაში. თან ძალიან სიცივე იყო, დავსველდებოდი -როგორ დაიწვი -წყალი გადამესხა მასწავლებელო... ისე მტკიოდააა , ახლა აღარ მტკივა. სანდრომ კარგი წამალი მომიტანა , იმ ქალს უთქვამს არ დააჩნდება თუ წაუსვამთოო -დედა სახლში როდის მოდის... ის უვლის ჭრილობას თუ შენი რომელიმე ძმა -ჩემი უფროსი და მასწავლებელო, შენ არ იცი...სკოლაში აღარ დადის შარშან მეცხრე დაამთავარა. ხო არ გამიბრაზდი მასწავლებელო რომ არ მოვედი? პეტრეც არ წამოვიდა მერე , ზარმაცია ხო იცი -არაუშავს, მთავარია კარგად იყოთ და მე მერეც აგიხსნი ყველაფერს - სახეზე მოეფერა და გულში ჩაიკრა. თმები დაუვარცხნელად ჰქონდა შეკრული, თხელი შარვალი და დიდი ზედა ეცვა , ფეხზე კი ძველისძველი, ჭუჭყიანი ფეხსაცმელი- რამე ხომ არ გინდა რომ მითხრა- ჩუმად ჩასჩურჩულა და მერე მზერა გაუსწორა -ყავა მოგიდუღო მასწავლებელო? -ჩემო პატარაა- გაეცინა და კიდევ ჩაეხუტა- არ მინდა ყავა..შენ მითხარი რა გინდა და მოგიტანთ საღამოს -არაფერი მასწავლებელო - სკოლაში იარე, კარგი? პეტრეც წამოიყვანე -ორშაბათს მოვალთ - თავი მკერდზე მიადო ქალს და უცნაურად ღრმად ჩაისუნთქა, სულ ასე იქცეოდა სესილია რომ ეხუტებოდა . ხელს კი რატომღაც არასდროს ხვევდა , სულ ისე ხელებჩამოშვებული იდგა -წვიმა თუ იქნება მე გამოგივლით ... რომელიმე შენი ძმის ან დის ნომერი ჩამაწერინე და შენც ზარი შემოუშვი, როცა რამე გენდომება კიდევ აპირებდა ლაპარაკის გაგრძელებას , პეტრეც გამოჩნდა კიდევ ერთ ბავშვთან ერთად, უკვე ვეღარ არცევდა ნანახი ჰყავდა თუ სხვა იყო, თითქმის თანაყოლები იყვნენ პატარები კი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს . უნდოდა ეკითხა ტყუპები ხომ არ არიანო , კარი რომ გაიღო და მაღალი, გამხდარი სილუეტი გამოჩნდა. გარეთ უკვე წვიმდა, ისიც დასველებულიყო... გადაპარსულ თავზე წამოფარებული კაპიუშონი გადაიძრო, ქურთუკი გინებით მოიშორა და პარკები ბავშვებს მიაჩეჩა,რომლებიც წამსვე მასთან გაჩნდნენ -ნელა ... ნელაა ბიჭო კვერცხებია არ დაამტვრიოთ. საბა მიხედე - ქალი ჯერ კიდევ არ ჰყავდა შემჩნეული , ერთ-ერთი პატარა ხელში აიყვანა და ლოყაზე ხმაურით აკოცა -ეს სანდროა, ჩვენი სულ სულ სულ უფროსი ძმა ... სანდროო ეს ჩვენი ინგლისურის მასწავლებელია მე და პეტრეს რომ გვასწავლის ის . სიმღერა რომ გიმღერე გახსოვს? სესილია მასწავლებელმა მასწავლა - ბიჭს სწრაფად უთხრა და უცნაურად დამფრთხალი ეჩვენა ამ დროს, მისი პატარა გული აშკარად სწრაფად ცემდა -გამარჯობა ... თქვენ ხართ ის მასწავლებელი ვის სახლშიც დადიან ? -დიახ, გამარჯობა -სასიამოვნოა. სხვანაირს გელოდით , ასეთი ახალგაზრდაც არ მეგონეთ - ხელი გაუწოდა და სესილიამაც წამსვე შეაგება. სახეზე შრამი ჰქონდა, თავზეც ეტყობოდა ჭრილობის კვალი , უცნაურად გამხდარი იყო ,მაგრამ სუსტიაო მაინც ვერ იტყოდით. ძალა ჰქონდა , რომელიც ვერ გეტყვით საიდან მოდიოდა, თითქოს საშიში ჩანდა,მაგრამ სესილიას შიში ნამდვილად არ უგრძვნია. ვერც მის ასაკს დაადგენდით მარტივად, თითქოს დიდი იყო და თან არა - გმადლობთ ბავშვებს რომ ასწავლით , ორივეს ძალიან უყვარხართ -მიხარია თუ ნამდვილად ვუყვარვარ ... პეტრეს ალბათ იმდენად არა - ბიჭს გადახედა , რომელიც კარადაზე დადებულ პარკებში იქექებოდა, პურს და სოსისს ჭამდა ისე რომ სულ არ აღელვებდა დანარჩენები -მასწავლებელოო მეც მიყვარხარ, მართლა...ეს ინგლისური არ მიყვარს და რა ვქნა -სავსე ჰქონდა პირი,მაგრამ მაინც წამსვე გააპროტესტა ქალის ნათქვამი -რას შვები ბიჭო... მოხარშვა უნდა მაგას -ოო დედა ასეც გვაჭმევს - პეტრეს პასუხი აშკარად არ მოეწონა სანდროს, სახეზე ხელი ჩამოისვა და წამოსასროლად გამზადებული სიტყვები როგორღაც გააჩერა. -მე დაგტოვებთ...ვიმედოვნებ ბავშვების ჩემთან მოსვლის წინააღმდეგი არ ხართ -მოვლენ აუცილებლად, მე გაძლევთ პირობას . მადლობა კიდევ ერთხელ - გააცილა, კიბეზე იდგა და იმ სახლისთვის სრულიად შეუფერებლად გამოიყურებოდა, თითქოს სხვაგან იყო, სხვა იყო თავისი ნაცრისფერი თვალებით ამბობდა ბევრს, მაგრამ მისი წაკითხვა სესილიასთვის შეუძლებელი გახლდათ . ………. ჯანაშიები შაბათის მეცადინეობაზე გაზრდილი რაოდენობით მივიდნენ და ორშაბათსაც სკოლაში იმაზე მეტნი გამოცხადდნენ ვიდრე ჩვეულებრივ. ბევრი ბავშვი ჰყავდა ირგვლივ, ყველასთვის თანაბარი ყურადღება უნდიდა დაეთმო, ენერგია თითქმის აღარ ჰქონდა ამიტომ სამასწავლებლოში ჩვეულებრივზე დიდხანს დაჯდა, რაც უკვე ნიშნავდა ახალი ჭორების მოსმენას _მოვიდნენ ეს ველურები და დააყენეს გაკვეთილი თავდაყირა... რა კარგი იყო რომ არ დადიოდნენ ახლა რა ეტაკათ კი, მაგრამ _ჯანაშიაზე ამბობ? ჩემთანაც მოვიდა ... რა გააჩერებს გაკვეთილზე , აიყოლია სხვებიც _შენიშვნასაც რომ ვერ მისცემ? თავხედი ლაწირაკი ... რა დრო დადგაა , თავზე დაგვასხდნენ და სიტყვასაც ვერ ვეუბნებით . ჩხუბი ატეხა კაცო შუა გაკვეთილზე,მაგათ გაშველებას მოვანდომე 10 წუთი. ისედაც ვერაფერს ვასწრებ _სანდროს გამოექცნენ ეტყობა ... გამობრძანდა ციხიდან და მიემატათ კიდე ერთი არანორმალური _ახალი ტანსაცმელი აცვიათ და დაბანილებიც მოვიდნენ . ჩვენმა ძმამ გვიყიდაო ბავშვებთან ამბობდა პეტრე და ნეტა საიდან მოიტანა ასე უცებ ეგეც ახლა იმ დღესვე არ დაესაქმებინათ _სახლში გაჩერების უნდა გეშინოდეს აწი... თვითონ ხო არის , მაგრამ ძმაკაცები? გახსოვს სკოლაში რომ იყო რა ხალხი აკითხავდა? _რა დამავიწყებს ... მე ვიყავი მაგის კლასის დამრიგებელი. ოოხ რა ტვინიი აქვს და რა გზას დაადგაა . ამიტოა წრე მნიშვნელოვანი, გადაეყარა უზნეო ხალხს თორემ ეგ ისეთია რომ ესწავლა ნებისმიერ რამეს გააკეთებდა _ისეთი ლაპარაკი იცის გეგონება ლოთების და ბ.ზების კი არა ფილოსოფოსების შთამომავალიაო _გაგაბრუებს , ეჭვი შეგეპარება ეს ცუდ საქმეს როგორ გააკეთებსო . ეშმაკია ნამდვილი ... უჩხუბიათ, დაუხოცავთ ლამის ერთმანეთი . ჩემი მეჯვარე მაგათი კარის მეზობელია , ისე ურტყამდა რომელიღაცა ძმასო გვეგონა მოკლავდაო. ვერც გავეკარეთ ვერავინ , სულელია რა ვიცი რას გვიზამს სადაც ერთხელ იჯდა მეორედ რა ჭკუა დაუშლისო . ბავშვები ტიროდნენ თურმე , იყო ერთი ამბავი იმიტოა დღეს ყველა სკოლაში, გამოქცეულები არიან ალბათ _დედა გოგო ნეტა ის ანასტასიაც მაგან ხო არ დაწვა ... არ იღებს ხმას , იმდენჯერ ვკითხე და მდუღარე გადამესხაო . რანაირად გადაისხი_თქო რომ ჩავეძიე ჩაის ვიკეთებდი და გამივარდაო , ხან ფეხი ამისრიალდა და დავეციო ყველას სხვადასხვა ამბავს უყვება . ტყუილის მოფიქრება იცოცხლე არ უჭირთ _კაი ქალო ბავშვს რანაირად დაწვავდა _რა ვიცი მე იქნებ ჩხუბობდნენ და დაეტაკა იცი? ძალით დაწვა_თქო მაგას კი არ ვამბობ _ჯანაშიები არ ვიცი და იმ ჭყონიას რას უშვები, კუდაბზიკა დედამისი რომ იკლავს თავს უწერ ათს თუ გადაგყავს რვაზე... საუბარი კიდევ გაგრძელდა, მაგრამ სესილიას მთელი დღე მხოლოდ ჯანაშიებზე ეფიქრებოდა. სხვა ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა რომ ვაჩეს დალაპარაკებოდა _ხუთი წუთი დამითმე _გისმენთ _სანდრო ჯანაშიაზე რას მეტყვი _მოსეს ძმაკაცია ეგ , ამაღლობელს კითხეთ და გიპასუხებთ რა კაცია სანდრო ჯანაშია _ხედავ სადმე მოსეს? მე ვერა ... ამიტომ გეკითხები შენ _ჭორები მოსმენილი გექნებათ, მე ვერაფერს გეტყვით იმის გარდა , რომ მოსეს ბავშვობის მეგობარია და როგორც ვიცი ციხეშიც არ დაუტოვებია უყურადღებოდ. ჭორაობას ვერ დავიწყებ, თქვენის ნებართვით დაგტოვებთ არ ელოდა ამაღლობელს თუ ასეთი მეგობარი ეყოლებოდა . ჯანაშიაზე ვერაფერს ჰკითხავდა რადგანაც თავად მისი მდგომარეობა იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ . -ბიჭები როდის მოვლენ ვინმემ იცით? იქნებ შევთანხმდეთ და კვირაში ორი-სამი დღე მაინც იაროთ . გასაგებია, რომ რეპეტიტორებთან ემზადებით ,მაგრამ სკოლიდან არ მიიღეთ ის ცოდნა რაც გაქვთ? -მოვლენ მას , ხომ დაგპირდნენ ... ახლა რაღაც საქმეებზე დარბიან -შენც გარბიხარ გატყობ- ჩანთით ხელში მდგომი აათვალიერა და წარბები მაღლა აზიდა -აუ ხოო, ქართულზე ვაგვიანებ -ამ მასწავლებლებს გაკვეთილები არ აქვთ? რომელი საათია - მაჯაზე მორგებულ საათს დახედა და თვალები აატრიალა - მიდი წადი, არ დააგვიანო -მეც გავდივარ -როგორც სჩანს შენ რჩები მხოლოდ -დიახ, ისტორიაში საკონტროლო მაქვს დასაწერი და ჯერ არც მეჩქარება სადმე - ბავშვების გასვლას დაელოდა და შემდეგ შეხედა სესილიას- მას, ერთი კითხვა მაქვს -გისმენ , დეა რამე პრობლემა ხომ არაა რომელიმე მასწავლებელთან -არა, ყველაფერი რიგზეა ...მოსეზე მინდოდა მეკითხა. ნახეთ დაბრუნების შემდეგ? -სკოლაში როგორც ვიცი არ მოსულა , ამიტომ არაფერი ვიცი. შენც არ გაქვს ინფორმაცია? -ერთხელ მელაპარაკა მხოლოდ, გამოჯანმრთელებამდე მარტო მინდა ყოფნაო, მერე მივხედავ ყველაფერს ჯერ არ მინდა ვინმემ შემაწუხოსო,სალომეც გააფრთხილა არავინ დამაკავშიროო, არადა ინტერვიუ უნდოდათ ისე გავრცელდა ვიდეოები ,წესით შანსს უნდა იყენებდეს ის კი ჩაიკეტა. ისიც არ მითხრა სად ცხოვრობს , მხოლოდ ის ვიცი,რომ სახლის პოვნამდე 1მეგობართანაა . ასეთთან ვისთან ცხოვრობს მისვლა რომ ამიკრძალა ვერ ვხვდები,თუმცა იმდენ ვინმეს იცნობს არაფერი მიკვირს. ბიჭებსაც არ ხვდება და ვიფიქრე თქვენ დაგიკავშირდებოდათ... -ჩვენ ერთხელაც არ გვისაუბრია... ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაკვეთილებზე დასწრებას ვერ მოვთხოვდი მითუმეტეს ამ ვითარებაში ,როდესაც სხვებიც არ არიან. იმედია მალე დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს. -ვფიქრობ გაუჭირდება...ტრამვები შეაფერხებენ მის გეგმებს და ბრძლის გარეშე ცხოვრება გაურთულდება დეა მართალი იყო,მაგრამ სესილიას ვერც წარმოედგინა რამდენად რთული გადასატანი იყო მოსესთვის ბრძოლის შემდგომი პერიოდი , მთელი დრო რასაც უმოძრაოდ ატარებდა სხვის სახლში შეხიზნული, პატარა ბავშვივით მეგობრის მზრუნველობის ქვეშ ,სრულიად უმოქმედოდ. -რა ხდება სოფელში -ბიძაშენს ყველა მეზობელმა დაადო ... ბიცოლაშენს დაუწყია რაღაცაზე ჩხუბი, ღობეზე თუ რაღაც სისულელეზე და საერთოდ ჩაკეტილები არიან -სოფო ნახე შენ ისევ?- თავი ოდნავ წამოსწია და ბიჭს ეჭვისთვალით გახედა -შემთხვევით შემხვდა -მერამდენე შემთხვევითობაა... თავი დაანებე -მე კი დანებებული მაქვს, მაგრამ არ დადის მაგ ორზე კარგი ამბები -რაო სოფელმა, მოკლე კაბიანი გოგოები დაინახეს და ბ.ზები არიანო? -ჭორაობას ვერ დავიწყებ ახლა...ადგები და თვითონ გაიგებ ყველაფერს რა მართალია და რა არა -მე კიდე კარგახანს ვერ გავალ აქედან ... მითხარი ბარემ. ვინმე აეკიდა რომელიმეს? -არც თვითონ აკლებენ ...შენს სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ. ბიჭებიც უფრო დასტოინად იქნებოდნენ -კარგი , ნამიოკებით ლაპარაკის თავი არ მაქვს. მე ვერავის აღვზრდი, მაგათთან საქმის დაჭერა არ მინდა -თავად გჯერა რასაც ამბობ? -გეყოფა-მეთქი...ეგ რა არი, რა მოიტანე -საჭმელია , შენ რო უნდა ჭამო რატო გავიწყდება -ბინაზე რა ხდება ... -ფასზე ვებაზრებით დავაკლებინებთ რა ისე რო ყიდვა შეძლო -ყიდვას რანაირად შევძლებ... მერე არაფერი დამრჩება და მე როდისღა გავალ ,მოვიგებ თუ არა ეგეც ვინ იცის -დაყენდი რა, ჩვენ რისთვის ვართ ... მოგცემთ ,მერე მოიგებ და დაგვიბრუნებ ისე ,რომ არც არაფერს გააკეთებ . ახლაც იმდენი ჰქონდა დადებული ჩემ არანორმალურ ძმას, რომ წაგეგო სახლ-კარს მაყიდინებდა ეგ ჩემისა -ბინის ყიდვა თუ გინდათ იყიდეთ...მე მხოლოდ დაქირავება შემიძლია ამ ეტაპზე -ატრ.კებ ,მაგრამ არაუშავს...მოხვალ ნელ-ნელა ხოდზე -სხვა რა ხდება - სუფრას დახედა და ზანტად დაიწყო ჭამა,ისიც იმიტომ რომ ბიჭს არაფერი ეთქვა. -რავი, სხვა არაფერი ... შენი ბიჭები ფორიაქობენ, ნახვა გვინდაო -არ უთხარი საქმეებს მიხედეთ-თქო? -კი ვუთხარი .რაღა დარჩა მოგხსნიან მაგ სახვევებს და წახვალ სკოლაშიც , ნახავ საყვარელ პედაგოგებს -არ ვაპირებ სანამ სახე ახეული მაქვს -კომპლექსიანი როჟა ხარ რა, დიდი ამბავი ოქტაგონზე იყავი თუ ქუჩის ხულიგნებმა გცემეს და გიტყდება შე ჩემა -ტვინს ტყნ.ვ შენი ლექციებით ... მეძინება -სულ როგორ გეძინება შე ჩემა, მაგდებ ოთახიდან და მერე რას შვები ნეტა . მარტო რო ხარ სულ -მშვიდად მინდა ვიყო, უამრავი რამ მაქვს მოსაფიქრებელი და ფიქრს დრო სჭირდება,მარტო ყოფნაც და სიმშვიდეც - მე კი წავალ,ბაზარი არაა ,მაგრამ შენ ასე დიდხანს თუ დარჩები დეპრესიას აიკიდებ ვინ იცის იქნებ,მართლაც ახდენილიყო ბიჭის სიტყვები,რომ არა სესილიას თავს დამტყდარი ინციდენტი რამაც მოსე აიძულა თავშესაფრად ქცეული სახლიდან გასულიყო. სახლში დაბრუნებულ სესილიას ფანჯარა ჩამტვრეული დაუხვდა, კარიც ღია იყო და შესვლისთანავე მიხვდა, რომ გაქურდეს. ირგვლი ყველაფერი არეული იყო, რამდენიმე ოთახი გაიარა და შემდეგ გაიგო მეორე სართულიდან მომავალი ხმა, შეეშინდა,იმდენად რომ დაყვირებაც ვერ მოახერხა, დადუმებული იდგა და შემდეგ უყურებდა როგორ გადმოხტა ზემოდან ვიღაც , ეზოში გაქცეულ ქურდს უყურებდა,მაგრამ ვერაფერს აკეთებდა . ტელეფონის ვიბრაცია იგრძნო და ინსტიქტურად უპასუხა -მასწავლებელო , მოკლე თხოვნა მაქვს ... მინდა ჩემი ბიძაშვილები -გამქურდეს, მოსე - სიტყვები ძლივს გადააბა ერთმანეთს და მერე ატირდა- ყველაფერი განადგურებულია... ბებიას ნივთები ,ღმერთოო -არაფერი გაკეთო,დამშვიდდი ...მოვდივარ ,მისმენ?- საუბრის თავიც არ ჰქონდა ახლა კი საწოლიდან სასწრაფოდ წამოდგა, ჩაიცვა და ეზოში დატოვებული მანქანის გასაღებიც პირველად აიღო. არაფერზე ფიქრობდა სესილიას გარდა- მელაპარაკე , აქ ვარ ... რა წაიღეს -სამკაულები ... -საძინებელში იდგა და გადმონგრეულ კარადას უყურებდა. არსად იყო ზარდახშა რომელშიც საყვარელ ნივთებს ინახავდა- ბებოს დატოვებული სამკაულებიც აქ მქონდა... გავგიჟდები . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.