შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, მანიაკი და თვითმარქვია გამომძიებელი ( 6 )


31-05-2022, 20:53
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 10 417

საჭესთან ვიჯექი, დილის მზე თვალებში მაჭყიტებდა თუმცა მაინც ჯიუტად არ ვაშორებდი თვალს ალაგ-ალაგ სუროთი და ხვიარა ვარდებით დაფარულ ქვის გალავანს რომლის შიგნითაც სიმწვანეში ჩაფლული ორსართულიანი წითელი აგურით ნაშენები სახლი იყო მოქცეული და ვფიქრობდი, ღირდა კი ამ ყველაფრის გაკეთება? ღირდა, ნამდვილად ღირდა, მხოლოდ ჩემთვის ან ვასიკოსთვის არა, ნატასთვის ღირდა რომლის თვალები აგერ უკვე ერთი კვირა იყო გონებიდან არ ამომდიოდა, გიგას სახლის პოვნა არ გამჭირვებია, იმ დღეს რესტორანში თიკუნამ მითხრა სადაც ცხოვრობდნენ, მართლაც რომ ოცნების სახლი იყო, შენიღბვაც ასეთი უნდა, ის ყველაფერი რომ არა რაც დამემართა, რეიკის არსებობას უფრო ვირწმუნებდი ვიდრე იმას რომ გიგასნაირი კაცი შესაძლოა ასეთი ზნედაცემული და სულით ავადმყოფი ყოფილიყო, სიმპათიურია, ფაქტიურად იდეალური, მშვენიერი მეუღლე ყავს, სახლი აქვს, სამსახური, მეგობრები ყავს, უკვე ორი დღეა კუდში დავყვები და არც გართობას იკლებს და არც სტუმრებს, ის საცოდავი გოგო კი კაცმა არ იცის რომელ ჯურღმულში ყავს ჩაკეტილი...

ისევ აზუზუნდა ტელეფონი, ისე გავთიშე რომ არც კი დამიხედავს იმის გასაგებად თუ ვინ იყო, ალბათ ისევ ვასიკო იქნებოდა თუმცა ახლა მისი ბოდიშების მოსასმენად ნამდვილად არ მეცალა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც ჩემი თვალით დავინახე წინა ღამით როგორ ახრჩობდა დარდს სასმელში გიგასთან ერთად, ვიცოდი რომ მეძებდა, ჩემს ბინაში აღარ ვრჩებოდი, ბიძამისს დაველაპარაკე თუ არა იმდღესვე ლიკუნას მშობლებს მისი ბინის გასაღები გამოვართვი და იქ გადავედი, იმ დღიდანვე დავყვები კუდში გიგას, თითქმის ერთი კვირა გავიდა რაც ვუთვალთვალებ, თუმცა ჯერ ვერაფერი გავარკვიე, საეჭვო არაფერი შემიმჩნევია, ვასიკოს ბიძისგანაც ახალი არაფერი ისმის სდანდარტული პასუხების გარდა.
- ხელს ნუ გვიშლი ინა,
- მოთმინება გმართებს ინა,
- სახლიდან გარეთ არ გამოხვიდე ინა,
- სულ ცოტაც და დავიჭერთ,
- სამხილებს ვაგროვებთ,
- ფაქტზე უნდა ავიყვანოთ და ბლა ბლა ბლა...
შეიძლება ბევრს ვერაფერს ვაკეთებდი და მართლაც ხელს ვუშლიდი გამოძიებას მაგრამ ჩემს თავს ნატას ადგილზე რომ წარმოვიდგენდი ხოლმე, საშინლად ცუდად ვხვდებოდი, იყო სადღაც ჯანდაბაში გამოკეტილი, ყველას მკვდარი ეგონო და ნელ-ნელა კვდებოდეს იმის იმედი შენში რომ როდისმე მოგაგნებენ და ამ ჯოჯოხეთიდან დაგიხსნიან, ალბათ რა საშინელებაა...

მზემ იმდენად შემაწუხა რომ სახეზე კეპი ჩამოვიფხატე, დაღლილობამ თავისი გაიტანა, ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა, კარზე მობრახუნებამ შემაკრთო და თვალები დავაჭყიტე, საათს დავხედე, თითქმის ოთხი საათი გასულა რაც მძინავს, ეს როგორ დამემართა, გიგა ამასობაში ახალი მსხვერპლის გატაცებასაც კი მოასწრებდა, მინა ჩავწიე და მოღუშული მივაშტერდი ათიოდე წლის ხუჭუჭთმიან ბიჭუნას რომელსაც ბურთი ჩაებღუჯა და შეშინებული მიცქერდა დიდი შავი თვალებით.
- მოდი აქ, -თითით მოვიხმე და თან გაღიმება ვცადე რომ არ შეშინებოდა, ფრთხილად მომიახლოვდა და მანქანისგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა.
- ბოდიში დეიდა არ მინდოდა, შემთხვევით მომიხვდა, ბიჭები ფეხბურთს ვთამაშობდით და... -მორცხვად გაიღიმა და ქუჩის კუთხეში შექუჩებული ყაჩაღანებისკენ მანიშნა რომლებიც გაფაციცებული გვადევნებდნენ თვალს და ელოდნენ რა მოხდებოდა, ‘’დეიდა’’ არ შევიმჩნიე და კეპი უფრო მაგრად ჩამოვიფხატე.
- დღეს დიდი ხანია აქ თამაშობთ?
- კი, კარგახანია აქ ვართ, -გაკვირვებულმა მიპასუხა, აშკარად ელოდა რომ ვიწივლებდი, ვიკივლებდი და გამოვლანძღავდი, მერე კი შეიძლებოდა სულაც მშობლებთან წამეთრია ყურით, ჩემი მეზობელი ნაზიკო გამახსენდა რომლის გამოც მთელი ბავშვობა გამწარებული გვქონდა უბნის ბავშვებს და გამეღიმა.
- იმ სახლს ხომ ხედავ? -გიგას სახლზე ვანიშნე, მანაც უხმოდ დამიქნია თავი.
- დღეს იმ სახლიდან გამოსული ვინმე ხომ არ დაგინახავთ?
- კი როგორ არა, კარგა ხნის წინ გამოვიდნენ, ის ბიჭი მაგარი მანქანა რომ ყავს, ლამაზ გოგოსთან ერთად გამოვიდა და სადღაც წავიდნენ.
ანუ თიკუნასთან ერთად გავიდა სახლიდან, ნეტავ ახლა სადღა წაბრძანდა ეს უწესიერესი ოჯახის კაცი, ეს იდეალური მატყუარა, სხვა რაღა დამრჩენია უნდა დაველოდო, ჯიბიდან ოცლარიანი ამოვაძვრინე და ბიჭუნას გავუწოდე.
- გამომართვი, შენ და შენმა მეგობრებმა ნაყინი იყიდეთ, აქვე ქუჩის კუთხეში ძალიან გემრიელი ჩამოსასხმელი ნაყინი იყიდება.
- მართლა? -საყვარლად გაოცებულმა მკითხა.
- ჰო მართლა, -კიდევ ერთხელ გავუღიმე.
გაუბედავად მომიახლოვდა და ფული ჩამომართვა, ერთხანს ასე მორცხვად იდგა, მერე დიდი მადლობა დეიდაო მომაძახა და გახარებულმა მოკურცხლა, მის ყურებაში გართულს კინაღამ გამომეპარა როგორ გაჩერდა გიგის მანქანა ჭიშკართან, მოთვალთვალის პოზიცია მივიღე და მოვემზადე, პირველი თვითონ გადმოაბიჯა და ყურებამდე გაღიმებულმა გამოაღო უკანა კარი საიდანაც თიკუნა გადმოვიდა ხელში საბავშვო კალათით, ორივეს სახე უბრწყინავდათ და აშკარად ძალიან ბედნიერები იყვნენ, ეს როგორ? ნეტავ ვისი ბავშვი იყო? მათ ხომ შვილი არ ჰყავდათ, ნუთუ იშვილეს? ახლა უკვე სრულყოფილ ოჯახს გავდნენ, ნეტავ თიკუნა რას გააკეთებს როცა ყველაფერი გაირკვევა, წარმოდგენაც კი არმინდა რას იგრძნობს...
- - - - - - - -
მეორე დილით გამიმართლა, გიგა ჩვეულებისამებრ სამსახურში წავიდა, მაგრამ მანამდე თიკუნა ბავშვთან და საშუალო ასაკის ჭაღარათმიან ქალთან ერთად სავაჭრო ცენტრში დატოვა, როგორც კი გიგა სამსახურში დავიგულე და დავრწმუნდი რომ იქიდან რამდენიმე საათი ვერ გამოვიდოდა, მაშინვე სავაჭრო ცენტრს მივაშურე, თიკუნას მოძებნა არ გამჭირვებია ერთ-ერთ სათამაშოების მაღაზიაში მივაგენი, ბავშვი მის თანმხლებ ქალბატონს ეჭირა ხელში თვითონ კი სათამაშოებს არჩევდა, ჩემი დანახვისას გულწრფელი სიხარული გამოესახა სახეზე, მეც ისე გავიკვირვე ვითომ მართლაც შემთხვევით შევხვდი.
- ძალიან გამიხარდა შენი ნახვა ინა, ცუდია რომ იმ დღის შემდეგ ერთმანეთს ვეღარ შევხვდით, გიგასგან გავიგე რომ შენ და ვასიკო ერთმანეთს დაშორდით.
- მთლად ასეც ვერ ვიტყოდი, უბრალოდ ცოტა ხნით შესვენება ავიღეთ, -უგემურად გავიღიმე და რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის და ჯიშის ფუმფულა ვარდისფერი ცხოველი ხელში შევატრიალე, თიკუნა მიხვდა რომ ამ თემაზე საუბარი არ მსიამოვნებდა და მაშინვე სხვა რამეზე გადაიტანა ყურადღება.
- აქ რას აკეთებ? შენც სათამაშოებს არჩევ?
- ჰო ჩემი მეგობრის ბავშვისთვის ვარჩევ საჩუქარს, დაბადების დღე აქვს, მეც ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, ეს პატარა ვინ არის? არ გამაცნობთ? -ბავშვისკენ შევბრუნდი და როგორც კი თვალებში ჩავხედე ერთ ადგილზე გავშეშდი, პირი გამიშრა და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, ერთი წამით თვალები მაგრად დავხუჭე და მერე ისევ გავახილე, მაგრამ ეს პატარა საოცრება არსად არ გამქრალა...
- გაიცანი ინა ეს ჩემი ბიჭია, უტა დავარქვით, საყვარელია არა, -აშკარად ვერ შეამჩნია ჩემი აღელვება, ბავშვს ნაზად მოწმინდა ტუჩებზე მომდგარი ნერწყვი და სახეზე მოეფერა.
- კი მაგრამ შენ ხომ მითხარი რომ შვილი არ გყავთ, ეს როგორ...
- ვიშვილეთ, დღეს დილით წამოვიყვანეთ ბავშვთა სახლიდან, ეს ქალბატონი ნანაა მისი ძიძა, გიგა ისე განიცდიდა რომ შვილი არ გვყავდა... ხომ იცი საქართველოში როგორი ძნელია ბავშვის აყვანა, იმდენი პროცედურებია გასავლელი, მაგრამ ბედად გიგას ნაცნობი დაგვეხმარა და ახლა ეს საოცრება ჩვენთან არის...
ისეთი ბედნიერი იყო თიკუნა, ისეთი აღფრთოვანებული ამ ახალი მდგომარეობით და მე მაინც არ მესმოდა როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი სულელი, როგორ შეეძლო ეს არანორმალური მსგავსება ვერ შეემჩნია, ბავშვი გიგას ზუსტი ასლი იყო ნატასნაირი მწვანე თვალებით...
- - - - - - - -
უკვე ბინდდებოდა, ვიჯექი მანქანაში ჩვეულებისამებრ შენიღბული, გიგას სამსახურის მოპირდაპირე მხარეს, კარს თვალს არ ვაშორებდი და საკუთარ თითებს მთელი ძალით ვკბენდი თუმცა ვერაფერს ვგრძნობდი, სიბრაზის, გულისტკივილის და სასოწარკვეთის გარდა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, მინა ჩავწიე თუმცა მაინც ვერ მოვახერხე ნორმალურად ჩასუნთქვა, გადმოვედი, ცალი ხელით მანქანაზე დავეყრდენი და იმ ნაბიჭვრის ოფისის ფანჯრებს თვალი შევავლე, უკვე ყველაფერი გასაგები იყო, სულელი და ბრმა უნდა ვყოფილიყავი რომ ეს ყველაფერი ვერ დამენახა და ერთმანეთთან ვერ დამეკავშირებინა, თუმცა უკვე ჩემს ძალებს აღემატებოდა მისი არაადამიანობის გააზრება, გოგო გაიტაცა, დიდი ალბათობით მასზე იძალადა, დააფეხმძიმა, არავინ იცის სად ყავს გამოკეტილი ორი წელი და ახლა უკვე ბავშვიც წაართვა, ღმერთო ჩემო საკუთარი შვილი, საკუთარ ცოლს როგორც ნაშვილები ბავშვი ისე შეატყუა, კაცმა არ იცის ახლა ნატა რა მდგომარეობაშია, ლოყებზე დაუკითხავად ჩამომეღვარა ცრემლები, თვალები დავხუჭე და უკონტროლო, პანიკური სიცილი ამიტყდა, გიჟივით ვხარხარებდი, საერთოდ არ მაინტერესებდა რომ გამვლელ გამომვლელები უცნაურად მიყურებდნენ, ერთმანეთს ჩემზე ანიშნებდნენ და ჩურჩულებდნენ, როგორც კი ცოტა სული მოვითქვი ჩემს ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა გონება ისე მქონდა გაფანტული არც დამიხედავს ვინ იყო, ვუპასუხე...
- ინა... ინა ძალიან გთხოვ არ გამითიშო, სალაპარაკო გვაქვს, -ნაცნობი ხმის გაგონებისას ტანში გამცრა და მთლად მოღვენთილი ჩავიკეცე ასფალტზე...
- ინა აუცილებლად უნდა გნახო, გთხოვ მითხარი სად ხარ და მოვალ, -აღელვებული იყო, სწრაფად საუბრობდა თითქოს ცდილობდა ყველაფრის თქმა მოესწრო სანამ გავუთიშავდი, მინდოდა მეპასუხა, მინდოდა მეთქვა როგორ მიყვარდა და მენატრებოდა, უწყლოდ დარჩენილი თევზივით ვაფჩენდი პირს მაგრამ ჩემს თავს ვერაფრით ვაიძულე რომ მისთვის პასუხი გამეცა...
- ბიძაჩემს ველაპარაკე, ყველაფერი მომიყვა, გთხოვ ინა, ბოდიში მინდა მოგიხადო, არ ვიცი რას აკეთებ მაგრამ არ მინდა რომ ამ საქმეში ჩაერიო, მე და ბიძაჩემი ყველაფერს მივხედავთ, მითხარი სად ხარ...
ბედად ფეხზე წამოვდექი და დავინახე როგორ ჩაჯდა გიგა ავტომობილში, მეც სასწრაფოდ მივუჯექი საჭეს და ძრავი ჩავრთე.
- აუცილებლად ვილაპარაკებთ ოღონდ ახლა არა, -ჩამწყდარი ხმით მოკლედ მოვუჭერი და გავთიშე, კარგა ხანს მივყვებოდი გიგას უკან, გზაში რამდენჯერმე შეჩერდა სხვადასხვა ადგილას, აფთიაქთან, მარკეტთან, საცხობთან, გამიკვირდა როცა ერთ-ერთ მიყრუებულ გარეუბანში შევიდა, აქა-იქ კანტი კუნტად ჩანდა სახლები, ძლივს მბჟუტავი ლამპიონები მისტიკურ ელფერს სძენდნენ იქაურობას, როგორც კი დავინახე რომ სვლა შეანელა, ძრავი გამოვრთე და გავჩერდი, ჩემგან საკმაოდ მოშორებით, პატარა ძველ სახლთან შეჩერდა რომელსაც გარს ძველისძველი გვერდზე საცოდავად გადახრილი ღობე ერტყა, მანქანიდან გადმოვიდა და სავსე პაკეტებით დატვირთული სწრაფი ნაბიჯით შევიდა ეზოში, უკან მივყევი, ღობესთან მივიპარე და იქაურობა მოვათვალიერე, ხმა არ ისმოდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იყო გამეფებული, აშკარად არ უნდა მქონოდა ძაღლის შიში, ფრთხილად შევაღე ჭიშკარი, რამდენიმე მეტრი სირბილით დავფარე და სახლის კედელს ავეკარი, იქაურობა ჩაბნელებული იყო, სახლიდან მცირედი სინათლეც კი არ გამოდიოდა, ის იყო იმ რამდენიმე მორყეულ კიბეზე უნდა ავპარულიყავი რომელსაც შესასვლელთან მივყავდი რომ კარის ხმა გავიგე და შევდექი, უფრო საიმედოდ ამოვეფარე სახლის კუთხეს, სახლიდან გიგა გამოვიდა, ხმაურით ჩამოირბინა კიბეებზე, ირგვლივ მიმოიხედა, სწრაფი ნაბიჯით გავიდა ეზოდან, საჭეს მიუჯდა და წავიდა, დიდხანს ვიდექი გაუნძრევლად, მინდოდა იმაში დავრწმუნებულიყავი რომ არ დაბრუნდებოდა, ბოლოს როგორც იქნა გავბედე, კიბეზე წელში ოთხად მოხრილი ავიპარე და საკეტს წავეტანე, რა თქმა უნდა დაკეტილი აღმოჩნდა, აი ახლა გამომადგებოდა ის რასაც მამაჩემი მასწავლიდა ხოლმე როცა ჩემთვის ეცალა, გაგიკვირდებათ და გიჟდებოდა რთულ საკეტებზე და უკუნეთ ღამეში ბოდიალზე, მისთვის და უკვე ჩემთვისაც ასეთი მარტივი საკეტის გაღება საბავშვო გასართობი იყო და სიბნელისაც მისი წყალობით არ მეშინოდა, ახლა რომ ვუფიქრდები არასდროს არ ყოფილა ცუდი ადამიანი უბრალოდ მოწოდებით მამა არ იყო მაგრამ მეგობრობა შეეძლო, უცნაურმა მონატრებამ შემომიტია და აჩქარებულ გულზე ხელი მივიჭირე, ამ აბდაუბდა სიტუაციას თავს დავაღწევ თუ არა აუცილებლად უნდა დავურეკო, გადავწყვიტე, გახალისებულმა ამოვაძვრინე ჯიბიდან მრავალპირიანი დანა და როცა გისოსებს უკან მოქცეულ კარის მინაში საკუთარი თავი დავლანდე გამეღიმა...

ნეტავ ახლა რას იტყოდნენ ჩემი მშობლები ასე რომ დავენახე, შუაღამისას, ჯაშუშივით ჩაცმული, ხელში დანით, როგორ შევდივარ უნებართვოდ სხვის საკუთრებაში, ნეტავ რა რეაქცია ექნებოდათ, ან საერთოდ თუ ექნებოდათ? მამა საქციელს მომიწონებდა, თვალს ჩამიკრავდა და გამამახნევებდა, დედა კი გულშეღონებულის როლს ითამაშებდა და ჯორჯის მკერდზე მიკრული იწუწუნებდა თუ რა ცუდად აღზრდილი და როგორი ველური ქალიშვილი ჰყავდა, ვასიკო? ნეტავ ის რას იტყოდა...

საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი გაიღო, უხმაუროდ შევსხლტი შიგ და ზურგსუკან მივხურე, შევედი თუ არა საშინელმა სინესტის და სიძველის სუნმა შემიღიტინა ნესტოებში და უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, ფაქტიურად ვერაფერს ვხედავდი მაგრამ ახლა ფანარს ნამდვილად ვერ გამოვიყენებდი, ბავშვობაში როცა ფილმებს ვუყურებდი ყოველთვის მიკვირდა ხოლმე სახლში უნებართვოდ შეპარული ადამიანები რატომ დადიოდნენ წინ და უკან გაბრდღვიალებული ფანრებით, სულ მალე სიბნელეს თვალი შევაჩვიე და იქაურობის დათვალიერებაც დავიწყე, რამდენიმე წუთში მოვრჩი დათვალიერებას, სახლი სულ ერთი სართული იყო, მისაღებისგან, სამზარეულოსგან, აბაზანისგან და ერთი საძინებლისგან შედგებოდა, რბილ ავეჯს შალითები ჰქონდა გადაკრული, სამზარეულოს მაგიდაზე თითის სისქის მტვერი იდო, მაცივარი ცარიელი იყო და არ მუშაობდა, არც საძინებელს ეტყობოდა რამე რომ იქ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვინმეს ეძინა, არადა აქ რამდენიმე სხვადასხვა პაკეტით შემოვიდა, სად წაიღო ის საჭმელი, წამლები და სხვა რაღაცეები რაც გზაში შეიძინა, ნეტავ რაშია საქმე?

ჩამოვჯექი რომ მშვიდად მეფიქრა ამ ყველაფერზე, რა შეიძლება რომ ხდებოდეს? ყველა ფილმი გავიხსენე რაც კი ასეთ თემებზე მქონდა ნანახი და დავასკვენი რომ აქ სადღაც საიდუმლო ოთახი ან სულაც სარდაფი უნდა ყოფილიყო, შეიძლება ახლა ზუსტად იმ სარდაფის ჭერზე დავაბიჯებდი რომელშიც ნატა ჰყავდა გამოკეტილი, სათითაოდ დავათვალიერე ყოველი კუთხე-კუნჭული, კედლების და იატაკის ყოველი სანტიმეტრი გავსინჯე მაგრამ ვერაფერს მივაგენი, ორიოდე საათის უშედეგო ძიების შემდეგ ღონემიხდილი მივეყრდენი მისაღების ერთ-ერთ კუთხეში მდგარ ჭურჭლის კარადას, როცა კარადა დაიძრა და გვერდზე გაჩოჩდა თავიდან ვიფიქრე რომ დაღლილობისგან ყველაფერი მეჩვენებოდა და კარადა კი არა მე ვმოძრაობდი და სადაცაა იატაკზე გავიშხლართებოდი მაგრამ როცა კარადის უკან საკმაოდ მოზრდილმა კარის მაგვარმა ხვრელმა დააღო პირი გაკვირვებისგან დავუსტვინე, ესეც ასე როგორც იქნა მივაგენი, ახლა იმაზე უნდა მეზრუნა რომ ჩემი შესვლის შემდეგ ეს ფარული კარი ისევ არ დახურულიყო და შიგნით არ მოვემწყვდიე, იქვე მდგარი დაბალი კომოდი ძლივსძლივობით გავახოხე იატაკზე და კარადასა და კედელს შორის საიმედოდ ჩავჭედე მერე კი მოხერხებულად გადავევლე ზედ და მორყეულ ხის კიბეზე დავეშვი, ისეთი სიბნელე იყო თვალთან თითს ვერ მიიტანდი, ფანარი ავანთე და იქაურობა მოვათვალიერე, რამდენიმე კვადრატ ფილაქნით მოპირკეთებულ იატაკზე ვიდექი და ჩემს წინ უზარმაზარი რკინით ნაჭედი კარი ჩანდა რომელიც გაგიკვირდებათ და ურდულით იყო ჩაკეტილი, გამიხარდა კიდეც რომ დავინახე რომ სხვა არანაირი საკეტი არ ჰქონდა, ახლა ნამდვილად არ მქონდა იმის დრო რომ მის გაღებაზე მეწვალა...

კარს ფრთხილად მივუახლოვდი და მივაყურადე, რამდენიმე წუთი გასუსული ვუსმენდი მაგრამ ჩქამიც კი არ ისმოდა, შეიძლება შიგნით მართლაც არავინ არის ან უბრალოდ ეს კედლები და კარი ხმაგაუმტარია, ფრთხილად წავავლე აცახცახებული თითები ურდულს მაგრამ მაშინვე ჩამოვუშვი, საქმე ის იყო შემეძლო კი იმ ყველაფერთან გამკლავება რასაც შიგნით შეიძლებოდა გადავწყდომოდი, რამდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, მთელი გამბედაობა მოვიკრიბე და ურდული ავწიე, საკმაოდ მძიმე იყო, გაჭირვებით გამოვაღე კარი რომელიც საკმაოდ უხმაუროდ გაცურდა გვერდზე, ჩარჩო შევამოწმე, მისი ჩაკეტვის საშიშროება ნამდვილად არ არსებობდა, გაბედულად შევაბიჯე სუსტი შუქით განათებულ ოთახში, ინსტიქტურად მოვაფათურე მარჯვენა ხელი კედელზე და როგორც კი ჩამრთველი ვიპოვე თითი დავაჭირე, იქაურობას უცნაური მუქი ყვითელი შუქი მოეფინა, გაოცებული ვათვალიერებდი საკმაოდ კომფორტულად მოწყობილ ორმოციოდე კვადრატ ოთახს და ოთახის ერთ-ერთ კედელთან მდგარ უზარმაზარ საწოლზე საცოდავად მოკუნტულ, სპორტულ შარვალსა და ზედაში გამოწყობილ გამხდარ გრძელთმიან არსებას რომელსაც ეძინა და ძილში შფოთავდა, ოთახი რბილი ავეჯით იყო სავსე თუმცა მაცივრის გარდა სხვა ტექნიკა არსად ჩანდა, ის პატარა კარი რომელიც საწოლის პირდაპირ მდებარე კედელზე ჩანდა ალბათ სააბაზანოში გადიოდა, ფანჯარა არსად იყო, ალბათ რაღაც სპეციალური ვენტილაციის სისტემა იყო სადმე დამონტაჟებული სხვა შემთხვევაში ნატა ამ ჯურღმულში აქამდე გაიგუდებოდა, ერთ-ერთ კედელთან საბავშვო საწოლი იდგა, სათამაშოებით და სხვადასხვა ნივთებით სავსე, თუმცა ბავშვი არსად ჩანდა, ამან უფრო მეტად გაამყარა ჩემი ეჭვები, არ მინდოდა ნატა შემეშინებინა ამიტომ ფეხაკრეფით მივუახლოვდი, საწოლთან ჩავიმუხლე და ფრთხილად შევეხე სახეზე, უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა, ახლა მხარზე შევეხე და შევანჯღრიე...
- ნატა უნდა გაიღვიძო გთხოვ, -ხმადაბლა ჩავჩურჩულე და თავზე ხელი გადავუსვი, მაშინვე თვალები ჭყიტა წამოხტა, საწოლის თავს აეკრა და შეშინებული მომაშტერდა, ისე მიყურებდა აშკარად ან სიზმარში ეგონა თავი ან ფიქრობდა რომ მოჩვენება ვიყავი.
- შენ ნატა ხარ არა? მე ინა ვარ როგორც იქნა გიპოვნე, -შევეცადე ხმაში რაც შეიძლება მეტი სითბო ჩამექსოვა რომ ჩემი არ შეშინებოდა, -ადექი აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდეთ სანამ გიგა მოსულა.
- მართლა აქ ხარ? არ მეჩვენები? -ძლივს ამოიხრიალა, თხელი თითები კანკალით წამოიღო ჩემი სახისკენ და ფრთხილად შემეხო ლოყაზე, მერე ისე რომ საერთოდ არ ველოდებოდი მეცა და ჩამეხუტა, ერთხანს მაგრად მხვევდა ხელებს მერე ისევ მომშორდა და გიჟივით დაიყო სიცილი, მწვანე თვალები არაბუნებრივად უელავდა და ხელებს უმიზნოდ აქნევდა ჰაერში, სუნთქვაშეკრული ვუყურებდი, აშკარად არ ჰქონდა ფსიქიკა წესრიგში, ან კი როგორ ექნებოდა, ველოდი რომ დაწყნარებულიყო, როგორც იქნა გაჩუმდა და ეჭვით სავსე თვალებით შემომხედა.
- ესე იგი მიპოვეთ? შენ ვინ ხარ? არ გიცნობ.
- შენი ძმის ვასიკოს მეგობარი ვარ, -შევამჩნიე ვასიკოს ხსენებისას როგორ გაუბრწყინდა და გაუთბა თვალები და უფრო გულმოცემულმა გავაგრძელე, -იცი რომ დღემდე არ შეუწყვეტიათ შენი ძებნა? ისიც გეძებს და ბიძაშენიც, მეც გეძებდი და აი მოგაგენი კიდეც, ახლა ადექი და წამოდი, სწრაფად, ბევრი დრო არ გვაქვს.
- ღმერთო ჩემო როგორც იქნა, როგორც იქნა იმ მანიაკს, იმ შეშლილს თავს დავაღწევ, ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა და წამოხტა თუმცა მალევე გაფითრებული დაეშვა საწოლზე...
- მე... მე არ შემიძლია ვერ წამოვალ, -საცოდავად ამოილუღლუღა, თავზე ხელები მოიჭირა და წინ და უკან რწევა დაიწყო, ვუყურებდი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ფრთხილად შევეხე მხარზე, თავი ასწია და ცრემლებდაგუბებული თვალებით შემომხედა.
- გიჟი გგონივარ არა? შეშლილი და არანორმალური, შეიძლება ვარ კიდეც მართლა მიკვირს აქამდე როგორ ვარ ცოცხალი, გამიტაცა გესმის? იმ ადამიანმა გამიტაცა რომელსაც ჩემს მეორე ძმად ვთვლიდი, რომლის თვალწინაც გავიზარდე და რომელზეც ხანდახან ვფიქრობდი რომ ვასიკოზე მეტად მიყვარდა, აქ მომიყვანა, ჩემზე იძალადა, გამაუპატიურა, ცხოველივით გამომკეტა და რაღაც საშინელებების გაკეთებას მაიძულებდა, რამდენჯერმე ვცადე თუმცა ყოველთვის ახერხებდა ჩემს გადარჩენას და მერე უარესად მექცეოდა, ყველაზე საშინელი კი იცი რა არის? თავი დამნაშავედ არ მიაჩნია, რაც არ უნდა გააკეთოს სინდისი და დანაშაულის შეგრძნება არასოდეს აწუხებს, პირველი რამდენიმე თვე დამამაშვიდებელი წამლების ზემოქმედების ქვეშ გავატარე, თითქმის ყოველდღე მოდიოდა და ძალადობდა ჩემზე, მერე დავფეხმძიმდი და არ ვიცი როგორ გითხრა, არ ვიცი როგორ შევძელი მაგრამ ჯერ კიდევ მუცელში ყოფნისას შემიყვარდა ჩემი პატარა, გიგაც შეიცვალა როცა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო, უფრო თბილი და დამთმობი გახდა თუმცა ახლა უკვე ბავშვით მაშანტაჟებდა, აქ ვიმშობიარე, ამ საწოლზე სრულიად მარტო, ვერ აღგიწერ რა ვიგრძენი როცა ხელში ავიყვანე და გულზე მივიკარი, მან გადამატანინა ის ყველაფერი რისი წარმოდგენაც კი ბოლოს მოუღებს ადამიანს, მე კი ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, ჩემი ბიჭი მაძლევდა ცხოვრების ძალას, ახლა კი წაიყვანა გესმის? ჩემი პატარა წაიყვანა, მეუბნება რომ თუკი მისგან გაქცევას კიდევ ერთხელ შევეცდები ვეღარასოდეს ვნახავ...
- ვუსმენდი, მთელი სხეული მიცახცახებდა და ლოყებიდან ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები, ის სულ რაღაც ოცი წლის იყო და უკვე რამდენი რამ ჰქონდა გადატანილი, თითქმის ჭკუიდან იყო შეშლილი, მუჭებით მოვიწმინდე ცრემლები და ვაიძულე რომ ჩემთვის თვალი გაესწორებინა.
- მე შენი პატარა ვნახე ნატა, კარგად არის და არაფერი უჭირს, დარწმუნებული ვარ გიგა არაფერს დაუშავებს, ახლა კი ადექი და წამომყევი...
- მართლა ნახე? -შემაწყვეტინა და თვალები უცნაური ცეცხლით აენთო, კარგად არის?
უსიტყვოდ დავუქნიე თავი და თითქმის ძალით წამოვაყენე საწოლიდან, შებარბაცდა მერე კი მთელი ძალით ჩამეხუტა და ხმამაღლა აქვითინდა, შემდეგ უცბად შეწყვიტა ტირილი და სახეზე უცნაური მხიარული ღიმილი მოეფინა.
- ლამაზია არა? ხომ ლამაზია?
- ჰო ძალიან ლამაზია, -თმაზე ხელი ჩამოვუსვი და თბილად გავუღიმე.
- წამოდი წავიდეთ.
სახე რომ შეეცვალა ვიფიქრე რომ კიდევ ერთი პანიკური შეტევა ჰქონდა, მაგრამ როცა ჩემს ზურგსუკან გაუშტერდა მზერა, თვალები შიშით აევსო და აცახცახდა მივხვდი რომ ცუდად იყო საქმე, ნელ-ნელა შევტრიალდი, კარის ჩარჩოზე გიგა იყო მიყრდნობილი და ისევ იმ საყვარელი უცოდველი ღიმილით იღიმოდა.
- სად აპირებ წასვლას პატარა ქალბატონო, ასე მალე მტოვებ? ჯერ ხომ ახლა მოხვედი, -მზერა გამისწორა, დათაფლული ხმით ჩაილაპარაკა და ჩვენსკენ ნაბიჯი გადმოდგა...



№1 სტუმარი One

Kargi exla)) nu raaris es? Dagvinde adamiano))
Dzalian kargi roa ukve gitkhari mgoni))
Ai moutmenlad veli))

 


№2  offline წევრი ვიპნი

არ გამიკვირდება ცოლიც რო ყავდეს გარეული ამ საქმეში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent