შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილის მიღმა ( თავი პირველი)


1-06-2022, 16:50
ავტორი Taso_Tasuna
ნანახია 10 379

მოგესალმებით,
პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჩემი პირველი ნაშრომია , რომელიც ახლახანს დავიწყე, ძალიან მინდა შთაბეჭდილებები გამიზიაროთ და მითხრათ ღირს თუ არა გაგრძელება, მე ჩემი მხრივ ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ. მაშ ასე... იმედი მაქვს მოგეწონებათ.
------------------------------------------------------------------------------------
ტასო
საფლავთან ჩამუხლული იჯდა და თითქოს ლოცულობსო, სანთელს ხელს აფარებდა რომ სიოს არ ჩაექრო, მეორე ხელით კი მიწას ნაზი მოძრაობებით ეხებოდა და ქვიშის ფანტელებს აქეთ იქით ანაწილებდა. ერთადერთი ადგილი იყო სადაც ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა და თავისთვის გართულიყო ფიქრებში, წამოდგა და იქვე საფლავის ჩამოსაჯდომზე დაიხარა, ფეხები ოდნავ გაშალა და მკლავებით დაეყრდნო, ფიქრებში წასულს თვალები ცრემლებისგან აუწითლდა და ღაწვებიც დაუსველდა, რამდენჯერმა ხელის მსუბუქი მოძრაობით მოიშორა ცრემლი ლოყიდან და ფიქრებში გაერთო. თავადაც არ იცოდა ერთი ფიქრიდან მეორეზე რომ დახტებოდა ხოლმე რას ნიშნავდა, ერთ რამეზე ვერ კონცენტრირდებოდა და მოსვენება დაეკარგა.

დიტო
ქალაქგარეთ საქმეზე გასულები დიდი ხნის ნაცნობს გადაეყარნენ რომელიც ომში დაღუპული ძმის საფლავზე უნდა წასულიყო, რომელსაც 2008 წლის ომი რომ არა , 39 წელი შეუსრულდებოდა. ბიჭებმაც ეს გაიგეს თუ არა რაღა თქმა უნდა თავადაც გაყვნენ, სასაფლაოს შესასვლელთან ჩაბურული მინებით რამდენიმე სამთავრობო მანქანა შეჩერდა და სადღაც 15 მდე ადამიანი გადმოლაგდა, ჩუმი დინჯი ნაბიჯებით გაეშურნენ სასაფლაოსკენ და ავთოს ძმის საფლავს მიადგნენ, ირგვლივ სიჩუმე იყო და მხოლოდ მწერების ზუზუნი ისმოდა , ზოგჯერ კი ნიავისგან შერხეული ფოთლების ხმა, ირგვლივ მიმოიხედეს მამაკაცებმა და თითქოს რაღაცით ნაცნობი სილუეტი მოლანდეს , რომელიც ზურგით იჯდა და სახით უყურებდა ახალგაზრდა ბიჭის გამოსახულებას, მხრებში მოკუნტულიყო და თითქოს ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. გოგოს ზურგი თითქოს დაჟინებულმა მზერამ აუწვა, მაგრამ რადაც არ უნდა დასჯდომოდა ახლა ამ მდგომარეობაში უკან არ მიიხედებოდა. გაუნძრევლად იჯდა ძმის საფლავთან და საკუთარ ფიქრებთან განმარტოებული.
- რამდენი ახალგაზრდაა დაღუპული _ ამოოხრით და თან რაღაც ამოუცნობი მიზნით იკითხა დიმიტრიმ და მზერა ავთოს ძმისა და მის მოპირდაპირედ მყოფი ახალგაზრდა ბიჭის საფლავს მოავლო.
- ხო , ეგ ბავშვიც სადღაც ათი წელია გარდაიცვალა, ვიცნობ ამ ოჯახს, ეს მგონი დაა , მასაც ვიცნობ შორიდან , ამოილაპარაკა ავთომ.
- წყლისთვის ჭურჭელი დაგვიწყებია , საუბარში ჩაერთო ირაკლი,
- იცი , ეგერ იმ ბავშვს მგონი ცარიელი ბოთლი აქვს, თუ არ სჭირდება გამოვართმევ , დიმიტრიმ მზერა ისევ საინტერესო სილუეტს მიაპყრო და მისკენ დაიძრა.
გვერდიდან მიაპყრო გოგონას მზერა, და კარგად დააკვირდა, ნაცნობი სილუეტი იყო , კი ის იყო , რატომღაც გული უგრძნობდა რომ ის იყო, არადა არ ელოდა საიდან სად, ბოლო ერთ თვეში საოცრად შეცვლილიყო და გალამაზებულიყო, დააკვირდა რამდენიმე წამს და ხმა არ ამოუღია, გოგონა არც განძრეულა და არც გვერდით მდგომი მამაკაცი შეუნიშნავს, თავჩაქინდრული სადღაც ფიქრებში წასულიყო.
- გამარჯობა- რთულად წარმოთქვა მამაკაცმა
გოგონა შეკრთა და უცნობი კაცისკენ გაიხედა, არ ელოდა , მაშინვე იცნო უკვე ბევრჯერ ნანახი მამაკაცი რომელსაც შორიდან ცნობდა.
- გამარჯობა, - დაბნეულმა და გაკვირვებულმა მიუბრუნა სალამი მამაკაცს
- ბოდიში რომ მყუდროება დაგირღვიეთ - მშვიდად მიუგო მამაკაცმა და იგრძნო რომ გოგოს თვალწინ პირველად დაიბნა ასე, უბრალოდ ვერ ხვდებოდა რამ დააბნია, იქნებ იმან რომ პირველად დაინახა აქამდე ნაცნობი ძლიერი ბავშვის სახეზე ტირილისგან ჩასიებული თვალები და ის ტკივილი , რომელიც აქამდე არასდროს დაენახა, აკვირდებოდა თითქოს აქამდე კარგად ნაცნობი ბავშვის სილუეტს , უდარდელის , მხიარულის გათამამებული გოგოს უკან საოცრად ძლიერ გოგოს ხედავდა, წამებში ის ნათელი ფერები რომელიც აქამდე მისი და მისი მეგობრების წარმოდგენაში გოგონას ცხოვრებას ახლდა, უცბად სევდიანი, ნაცრისფერი ბინდის ფერებში გაეხვია.
- არაფერია , უბრალოდ....
- უბრალოდ გაგიკვირდათ ჩემი დანახვა - გაეცინა კაცს - მეგობრის ძმის საფლავს მოვაკითხეთ და თავი მეზობელი საფლავისკენ გაატრიალა - გოგონამაც უკან მოიხედა და სადღც 15 მდე მამაკაცს მოჰკრა თვალი, რამდენიმე კი კარგად ნაცნობი სახე იყო, რამდენიმემ დაჟინებული სახე მიაპყრო გოგოს, ტასომ სწრაფად გამოაბრუნა თავი
- გასაგებია , რამით შემიძლია დაგეხმაროთ ?
- ეს ბოთლი თუ არ გჭირდება რომ ავიღოთ
- რა თქმა უნდა , - გოგონამ ბოთლი გაუწოდა.
- ძმაა ?- ბოთლი გამოართვა მამაკაცმა , და ახალგაზრდა ბიჭის გამოსახულებაზე ანიშნა
- დიახ , სცადა თავის გაკონტროლება ტასომ ისე რომ ხმაში ბზარი არ შეჰპარვოდა.
- მარტო ხარ ? - ირგვლივ მიმოიხედა მამაკაცმა
- ერთადერთი ადგილია , სადაც მშვიდად განმარტოება შემიძლია. - ნაძალადევი ღიმილით გაუღიმა მამაკაცს
- ანუ ერთადერთი ადგილია სადაც ნამდვილი ხარ - ღიმილით უთხრა მამაკაცმა და გოგოს დაჟინებით ჩააცქერდა,
- შეიძლება ასეც ითქვას _ სიტყვის თქმა ძლივს მოასწრო რომ კიდევ ორი ნაცნობი სილუეტი მიუახლოვდა და ხელი გაუწოდეს,
- გამარჯობა, მგონი აქამდეც ბევრჯერ შევხვედრივართ , მაგრამ აქ ყველაზე ნაკლებას ველოდით შენს ნახვას , იმედია ცუდად არაფერს გამიგებთ, მხოლოდ შესანდობარს ვიტყვით და წავალთ , - სწრაფად ამოილაპარაკა მამაკაცმა და ერთმანეთს ღვინით სავსე ჭიქები მიუჭახუნეს,- დიტო ატყობდა რომ ყველაზე ნაკლებად მოსწონდა ტასოს ახლა ამ მდგომარეობაში ყოფნა ამ მამაკაცების თვალწინ და სცადა რომ გასცლოდა.
- ტასო , გამოკვეთა გოგოს სახელი მამაკაცმა , არც გოგოს გაჰკვირვებია რომ მისი სახელი უკვე იცოდნენ- რა სახარბიელო ადგილი ეს არის , მაგრამ მაინც გვესიამოვნა შენთან მოულოდნელად შეხვედრა , ჩვენ დაგტოვებთ , და იმედია კიდევ შევხვდებით
- მადლობა ჩემთვისაც.
მამაკაცები ტასოს მოშორდნენ, გოგო კვლავ ჩაიმუხლა საფლავთან, რამდენიმე ძირი ბალახი მოწყვიტა და ქაღალდის შეფუთვაში გაახვია, შემდეგ დაკუჭა და იქვე ნაგვისთვის განკუთვნინ ცელოფანში ჩააგდო, წამოდგა , მიმოიხედა, ფოტოსთან მივიდა და ხელი გადაუსვა მონატრებულ სილუეტს რომელიც წლებია ასე ცივად ელოდებოდნენ , თითქოს ემშვიდობებაო. - დიტო თვალს არ აშორებდა ტასოს და არცერთი მისი მოძრაობა არ გამოჰპარვია მხედველობიდან, დაჟინებული მზერით აკვირდებოდა და მასში თითქოს რაღაც ამოუცნობს ეძებდა. რაღაცნაირად სული აუფორიაქა ამ სანახაობამ , მოსვენება დააკარგინა, ჭიასავით შეუჩნდა და მუცელში პეპლები გაუჩინა, ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, ათასჯერ ნანახი გოგოს სილუეტიდან , მხოლოდ თვალებჩაწითლებული, უბებდასიებული, ნესტოებაწითლებული, ხმაში ბზარშეპარული, სევდიანი და ყველაზე ლამაზად მომღიმარი ტასოდან ნაძალადევ ღიმილიანი ტასო დაამახსოვრდა, რომელიც მუდმივად თვალებში უტრიალებდა.
ტასო წამოდგა, ნაგვის შეფუთვა, ჩანთა და ტელეფონი აიღო და თავჩაქინდრულმა სცადა იქაურობას გასცლოდა, არ გამომშვიდობება ალბათ უზრდელობა იქნებოდა და ის ის იყო დამსვიდობება დააპირა მამაკაცებთან რომ ირაკლის ხმა მისწვდა მის ყურთასმენას
- ტასო , მარტო ხართ ხო ?
- დიახ , და ნახვამდის.
- არა არა მოიცა, ჩვენი მძღოლი გაგიყვანს, - გიაკო მიდი ტასო წაიყვანე რა , მარტოა ბავშვი
- არა , არა რას ამბობთ,
- მე გავიყვან , იყავი გიაკო, დიტომ ჭიქა იქვე ჩამოსდო და გოგონასკენ გაიწია,
- არ არის საჭირო , მანქანით ვარ . მადლობა ყველაფრისთვის , სცადა მყარი ხმით ეთქვა მამაკაცებისთვის და ჩქარა გასცლოდა ამ ადგილს მაგრამ დიტოც წამოეწია და მომღიმარად შეხედა
- მაშინ მანქანამდე მიგაცილებ.
- მადლობა , მაგრამ არ არის საჭირო.
- ძალიან გენატრება ხოლმე ?
ტასო კითხვამ დააბნია , და თან უცბად ტკივილისგან ბურთი გაეჩხირა, ვერ საუბრობდა, ეს ის ადგილი იყო სადაც იმისთვის მოდიოდა მარტო რომ ემოციებისგან დაცლილიყო , თუმცა დღეს არ გაუმართლა , ახლა ორმაგად დაიმუხტა გრძნობებისგან და სადაც იყო ვულკანივით ამოფეთქავდა ეს ემოციები, უკანასკნელი ძალებით სცადა რომ მტკიცე ყოფილიყო
- ყოველ ჯერზე როცა მახსენდება, ზუსტად ისეთივე განცდაა რაც პირველად, ზუსტად ისევე ირევიან ემოციები და შინაგანი შიშები როგორც მაშინ, დიდი დრო გავიდა მაგრამ ვერაფერი შეიცვალა, ყველაფერი ძალიან ცხადად მახსოვს. ვერც მაშინ და ვერც ახლა ემოციებისგან ვერ ვთავისუფლდებოდი, ახლა კი უბრალოდ კარგი თავშესაფარია თავგზააბნეული ადამიანისთვის ეს ადგილი , მითუმეტეს როცა არავინ გახლავს თან და მარტო ხარ , თუმცა მგონი დღეს არ გამიმართლა _ ბოლოს კვლავ ღიმილი მიაყოლა თავის სიტყვებს
- მგონი დარდსაც ღიმილით გაურბიხარ
- ღიმილი ისევე გეხმარება ზოგჯერ როგორც ცრემლები
- ღიმილი უფრო მეტად გიხდება ვიდრე სხვა ყველაფერი - მამაკაცი თვალს არ აშორებდა გოგოს ჩაწითლებულ უბეებს და მისგან წამოსულ თითოეულ სიტყვას უსმენდა, გოგო კი ცდილობდა უბრაოლოდ გაქცეოდა ამ მზერას.
- რაც არ უნდა იყოს , ყველას რაღაც სტკივა და საკუთარი ემოციებით არავინ უნდა დაამძიმო, მოკლედ მადლობა ყურადღებისთის, და დროებით )
- კარგად ტასო .
დაემშვიდობა მამაკაცი და მისი მზერა კვლავ ტასოს გაჰყვა.
ძმაკაცებს მალევე მიუბრუნდა
- რა პატარა ბიჭივით აცუნდრუკდი - სიცილით ჩუმათ ჩასჩურჩულა ირაკლიმ
- გავაცილე უბრალოდ რა იყო
- ხო რავი არაფერი, „ პადრუგა“_ს გარეშე მგონი პირველად ვნახეთ )
- ალბათ ასე უნდოდა
- მარტო ყოფნა უნდოდა , ჩვენ კიდევ ჯოგად მოვედით აქ და ეგეც არ გეყოთ თავზე დაადექით, ვერ ხედავდით ბავშვი რა დღეში იყო ამის დედა ვატირე , სახე ახეული ქონდა და თვალები ჩასიებული ტირილისგან და ვერცერთი ვერ მიხვდით რომ დაგენებებინათ თავი და თავზე დაადექით ლონდრეებივით, - რატომღაც გაღიზიანდა დავითი
- აუ მართალია ესჩემისა რა , ეგ კი ვეღარ მოვტვინე ამოილაპარაკა ირაკლიმ და უმისამართოდ გაუშეშდა მზერა.
- აი ადამიანს რომ შეხედავ ხომ იცი, და რაღაც შთაბეჭდილება გექმნება , აი რომ წარმოიდგენ რომ ასეთიაო, ამ გოგოს ღიმილის და სიცილის გარდა არაფერი მახსოვს მართლა , და აი გაიხედავ და ვაბშე სხვა ტიპშა გხვდება .ცვეტში მაგრად შემეცოდა რა. - დაამთავრა დავითმა .
- თქვენ საიდან იცნობთ, პირველად ამოიღო ტასოზე ხმა ავთომ.
- ერთ ბარში დადის ხშირად მეგობრებთან ერთად , და იქ გვყავს არაერთხელ ნანახი რა , კარგი ბავშვია , მხიარული და საყვარელი გოგოა, ყველას ევასება რა
- ხო , კარგი ბავშვია და კარგი ოჯახიც ყავს. გაიღიმა ავთომ , დათო მართალია მყუდროება დავურღვიეთ.
მალევე გადაიტანეს ბიჭებმა ყურადღება სხვა თემაზე და დიდი ხანი აღარც იქ გაჩერებულან,
მანქანებში ჩასხდომისად , დიტოს მზერა ისევ იქ გაიქცა სადაც ტასოს მანქანა ეყენა და ისევ ის პატარა უსუსური და თანაც ძალიან ძლიერი გოგო გაახსენდა წეღან რომ ნახა სასაფლაოზე.



№1 სტუმარი Natia

Damaonteresa da txovna ikneba ro gaagrdzelo...ak bevri iwyebs da agar amtavrebs rac cudia...

 


№2 სტუმარი ნი-კე

საინტერესოდ დაიწყე..აუცილებლად გააგრძელე და რაც მთავარია მალმალე დადე ახალი თავები,რომ ლოდინი მოსაბეზრებელი არ იყოს.წარმატებები..

 


№3  offline წევრი Lela1313

კარგი დაწყებაა

 


№4  offline წევრი Taso_Tasuna

Natia
Damaonteresa da txovna ikneba ro gaagrdzelo...ak bevri iwyebs da agar amtavrebs rac cudia...

უდიდესი მოტივაციაა თქვენი სიტყვები, დღესვე დავდებ ახალ თავს ) მიყვარხართ <3

ნი-კე
საინტერესოდ დაიწყე..აუცილებლად გააგრძელე და რაც მთავარია მალმალე დადე ახალი თავები,რომ ლოდინი მოსაბეზრებელი არ იყოს.წარმატებები..


უდიდესი მოტივაციაა თქვენი სიტყვები, დღესვე დავდებ ახალ თავს ) მიყვარხართ <3

Lela1313
კარგი დაწყებაა


უდიდესი მოტივაციაა თქვენი სიტყვები, დღესვე დავდებ ახალ თავს ) მიყვარხართ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent