მე ისევ ისე...
წამად იღვრება ჩემს ძვლებში ეს დრო ფიფქად იქცევა ნაღვენთი ცრემლი უშენობისგან დღეს რომ კიდევ ვარ მოწმობს ამაზე ღაწვებიც, სველი უბერავს ქარი დაფოთლილ იებს მიაფრქვევს სურნელს შენს საფლავს, სიტყვებს უშენობისგან არ დავყრი ხელებს ...უშენობისგან ვუმღერებ წვიმებს მიწაზე ფეთქავს დაჭრილი გული მიწაც კი ცრემლად იღვრება თითქოს და რომც შემევლო სულ ერთხელ თვალი ქარიშხალს არა... ექროლა სიოს რომ შემახედა სულ ერთი თვალით მიწის მაგივრად ცა იწვიმებდა რომ დამანახა სულ ერთი წამით საფლავის ქვაც ხომ არ იტირებდა ნელ-ნელა დნება ჩემს კანზე ცრემლი მოდის, მოღელავს, მოანგრევს ლანდებს მეც ისევ მხოლოდ ამ გზას ვუმღერი დათოვლილ სახლებს, დაფოთლილ ქუჩებს ვუმღერი ტკბილად, ახლა_ერთ ხმაში ვუმღერი ჩუმად რომ არ გაიგოს ხმა იკარგება ბოლომდე ჩემში მაინც ხომ ვმღერი, ხმაც რომ არ იყოს მოღელავს წვიმა სამარის ქავაზე მოღელავს წვიმა ახლა ჩემს კანზეც ნეტავ სიკვდილი მოვიდეს კარზე როგორც აქ ჩაქრა მზე, ჩაქრეს ცაზეც მხოლოდ წამით და მერე განათდეს მხოლოდ წამით და მე გავიყინო მინდა უბრალოდ ის ერთი გაჩნდეს და მე უბრალოდ მას შევეყინო ვწევარ უწყვეტად სამარის ქვასთან ვწევარ უწყვეტად წივმა და ქარში და თუ ერთხელაც გამოიდარებს მე ისევ ისე ვიწვები ნამში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.