შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელია!(7)


1-06-2022, 21:38
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 4 674

სამასწავლებლოში იჯდა სალომემ რომ დაუძახა . მაშინვე შეწყდა საუბრი და ყურადღების ცენტრიც შეიცვალა
_რა ხდება სალო?
_მას, ეზოში უნდა გამომყვეთ ...
_ისევ ჩხუბობენ? ამჯერად ვინ _ჩუმად უთხრა და სწრაფად მიჰყვა გოგონას
_არავინ ჩხუბობს მშვიდად იყავით
_აბა რა ხდება , მასწავლებელთან აქვს ვინმეს პრობლემა?
_არც ეგ ... ვიღაც მოვიდა და გელოდებათ
_ჟურნალისტები? მოსეს ვერ პოულობენ და დაგვარბიეს? როდის აპირებს საუბარს ?
_ დიდი ალბათობით იანვარში ჩავწერთ ერთ კარგ რეპორტაჟს ... მოვიფიქრებ როგორ დავიყოლიო და იქნებ რამე ისეთი გავაკეთებინო რომელიმე გადაცემაშიც მიიწვიონ
_დარწმუნებული ვარ შეძლებ ... იქნებ მენეჯერი გახდე და არა ჟურნალისტი. შენ და მოსე ერთად კარგი გუნდი ხართ
_ცუდი აზრი არ არის, მაგრამ მირჩევნია ვიმოგზაურო და სხვადასხვა სპორტის სახეობებს გავეცნო სპორცმენებითურთ
_მაინც ვერ გავიგე სად მივდივართ ... _ეზოში იყვნენ უკვე , გოგონა კი გასასვლელისაკენ მიდიოდა მანამ სანამ სესილიამაც არ შენიშნა ნაცნობი ფიგურა და წამში არ მოსწყდა ადგილს
_დაბრუნდიიი ... ღმერთოოო რა კარგიაა _ თორნიკეს ყელზე შემოჰხვია ხელები, მთელი ძალით მოეხვია და რამდენჯერმე ლოყაზე აკოცა სანამ ეს უკანასკნელი გაბადრული სახით იდგა
_სიურპრიზი , პატარავ
_ვგიჟდები შენში რომანტიკოსი რომ იღვიძებს და მაბედნიერებს...
_აი ეს ერთი გადავიტანოთ და დიდი ხნით უშენოდ არსად წავალ, გპირდები _ ქალის სახე თითებსშორის მოიქცია და ტუჩებზე შეეხო
_მომნატრებიხარ _ ქალმა ჩურჩულით უთხრა და მანქანის სავარძელზე მოთავსებულ უდიდეს თაიგულს მზერა გაუსწორა_ეს უკვე რომანტიზმის ზედოზირებაა , ძვირფასო
_სახლში არ წავიდეთ ? მითხარი , რომ კარგ დროს მოვედი და გაკვეთილები აღარ გაქვს
-წამოვალ, თორემ მთელი სკოლის მდედრობითი ნაწილი ჩვენ გვიყურებს და ვინმემ არ მომტაცოს შენი თავი
-არავის დავნებდები, ხომ გჯერა
-მოტაცებულს ვეღარ დაგიბრუნებ ასე რომ სჯობს დაგიცვა ...
-რა ზარმაცი ქალი ხარ ჩემ დასაცავად თითსაც არ გაატოკებ - მანქანის კარი გაუღო , თაიგული გადასცა და კოცნაც დაიმსახურა .
_როდის ჩამოფრინდი
-დილით ... სახლში მივედი , ცოტა დავისვენე და წამოვედი _ ქალისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა - ჩემთან მინდა იყო , სულ
_როდის ბრუნდები უკან? ქალაქში დავბრუნდები , იქედან ვივლი ...
-სესილია მხოლოდ ეს კვირა არ მიგულისხმია _ქალი ყვავილებს დაჰყურებდა , სურნელით ტკბებოდა და არც უფიქრია მსგავს სერიოზულ თემას თუ შეეხებოდა კაცი ისე გაიოცე, მგონი აზრი არ აქვს საუბრის გაგრძელებას მე კი ისე დამაკლდა შენი გარემოცვა მივხვდი, რომ შეყვარებულობის სტატუსის შეცვლა მჭირდებოდა
_ქორწინებისთვის მზად არ ვარ ... ყველაფერი ისედაც აირია ჩემს ცხოვრებაში და მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ თუ დარწმუნებული არ ვიქნები
_თითქოს მე ვიღებდე მარტივად გადაწყვეტილებებს ...
_გგონია ჩვენი სიყვარული და ურთიერთგაგება საკმარისი იქნება?
_მე ვიცი რომ მჭირდები, მინდიხარ, მიყვარხარ და შენამდე არავინ მყოლია ისეთი ვინც სულიერ კომფორტს შემიქმნის
_მე რომ კარგი გოგო ვარ და შენ რომ კარგი ბიჭი ხარ ეგ ვიცით
_სესილია , მაგ ღიმილით და თვალების ციმციმით მეუბნები უარს , ხომ?
_საკუთარ თავში გარკვევა მჭირდება... აქ ჩამოსვლის შემდეგ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სამყაროს არ ვიცნობ და არაფრისთვის ვარ მზად
_შენ თუ აპირებ ადამიანის ყველა სახე შეიცნო ვერასდროს დავქორწინდებით და მხოლოდ ამ სოფლის შესწავლა არ დაგაკმაყოფილებს. ხალხს ვერ შეცვლი, შენს ჩარჩოებში ვერ გადაიყვან და ყველანი სწორი გზით ვერ ივლიან
_ შენ ოდესმე გიცდია ბრალდებულისთვის გაგეგო? მის ადგილას წარმოგედგინა თავი და მიგეცა მეორე შანსი? არა ! იმიტომ რომ დანაშაულის იქეთ ვერაფერს ხედავ
_შენ არ იცი მე რა გამიკეთებია და რა არა ... ამიტომ არ გვინდა ამაზე საუბარი. დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი შენ კი დროულად უნდა დაბრუნდე სახლში , დამიბრუნდე მე
_შენგან არ წავსულვარ , იცი შენ ეს
_დარწმუნებული ხარ?
_რას გულისხმობ
_აქ ჩამოსვლამდე მუხლებზე მდგომს რომ მეთხოვა ცოლობა ხომ დამთანხმდებოდი
_ახლა არ დგახარ მუხლებზე, ბეჭედსაც ვერ ვხედავ
_იმიტომ რომ ვიცოდი არ დამთანხმდებოდი ან მხოლოდ უხერხულობის გამო იტყოდი თანხმობას
_გამოდის მაშინაც არ ვიქნებოდი დარწმუნებული და შეცდომა აგარიდე თავიდან
_საკუთარ თავს შეცდომას უწოდებ , ეს შენ არ ხარ!
_ყველა შეცდომაა ვინც შენი ცხოვრების ქალი არ არის... აი მე კი უნიკალირი მოვლენა ვარ _ფართოდ გაუღიმა, მისკენ გადაიხარა და ლოყაზწ აკოცა _ მშვიდად ვარ
_ფარი ვარ თუ სიყვარული ვეღარ გავიგე
_შენ ხარ შენ
-ყოველთვის იცი რა უნდა მიპასუხო,რომ არც გამაბრაზო და არც თავი დაიწვა
-იურისტის შეყვარებულობის პლიუსები, ძვირფასო- გადაიხარა ,მოეხვია და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა- ნუ გავართულებთ, გთხოოვ

სკოლაში ჭორების ქარიშხალი დატრიალდა, ყველა სხვადასხვა ამბავს ყვებოდა მათ წყვილზე, შეხვედრაზე,თორნიკეს ვინაობაზე და სტატუსზეც. ამაღლობელი კვლავ დისტანციის დაცვას ცდილობდა, ბრაზს ვერ ივიწყებდა ,ყველა არგუმენტს ებღაუჭებოდა ქალი გონებიდან რომ გაექრო,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთხელ დაინახავდა ,უბრალოდ თვალს მოჰკრავდა ან ხმას გაიგებდა ,უბრალოდ მის სახელს მოისმენდა და თავიდან ჩნდებოდა ყველა შეგრძნება.

..............
მორიგი მატჩი ტარდებოდა ამჯერად სკოლის დარბაზში , როგორც ფინალისტ გუნდს ფინალის ჩატარების უფლება მისცეს და რამდენიმე სკოლიდან იყვნენ ბავშვები. მონაწილეები, გულშემატკივრები ყველანი ერთმანეთში ირეოდნენ და ნამდვილი ქაოსი სუფევდა. მასწავლებლებიც ჩვეულებისამებრ დაუსრულებლად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, განიხილავდნენ უამრავ ახალ სახეს და არავინ დატოვეს ისეთი ვის ოჯახსაც არ იცნობდნენ
_ასე ყველა წყალწაღებულები როგორ არიან... მაგარი გოგოები ვართო თუ რა ჰგონიათ ნეტა. გაკვამლული იყო მთელი ტუალეტი . იტყვი რამეს და ძველმოდური ხარო
_სიგარეტს ვინ დაეძებს...ვინ ვისთანაა, ვინ ვის აბავს და კერავს, ვინ ვის ელაპარაკება ახლა ვერ გაიგებ
_სიმართლე თუ გინდა მაგ გოგოები აქ იმ ჩვენი ჩემპიონის გამო მოვიდნენ ... ან კიდე გამგებლის ბიჭი მოსწონთ თორემ როდის იყო თავს იკლავდნენ სხვა სკოლებში 10 ბავშვი არ ესწრებოდა თამაშს და ახლა გაგიჟდნენ ერთიანად?
_ამაღლობელი მგონია სტურუების გოგოსთანაა ძალიან ახლოს ... _ჩაიქირქილა ვითომ ჩუმად ისე კი მაგიდის მეორე ბოლოში მჯდომ სესილიასაც ესმოდა
_ეგ რომელია?
_მაღალი, ლამაზი გოგო ... ტვინი არააქ თავში თორემ კაცს ასე ხელში როგორ ჩავუვარდები თავმოყვარე ქალი.
_ისე ლაპარაკობთ თითქოს ძველ დროს არავინ არავისთან იყო
_იყო კი ბატონო, დაორსულდებოდნენ მერე და ნახევარ სოფელს მასე ყავდა ქალი მოყვანილი. ბ.ზობით იწყებდნენ და ამთავრებდნენ... 10 რომ გავიხსენო ახლა 8 გავარდნილი იქნება სახლიდან და ის ორი კიდე სახლშია მარა დებილი ქმარი ყავს და არ იკლებს კაცებს ისედაც. ახლა თავისუფლებააო დედა, ვისაც რა უნდა იმას შვება ... ხოდა ახლა მოსე ფიზიკურად მშვენიერი კაი ბიჭია რაღა სხვას მიაფერებიებს . დამენებე ერთი თავი , მეშინია ვინმე უბედური არ მომიყვანოს ჩემმა შვილმა და არ დავეძებ მეტს არაფერს . ყველამ თავისი საქმე იცის , ღმერთმა უშველოს _მოსეს ბევრი მეგობარი ჰყავს და იქნებ ის გოგოც ნაცნობია და თქვენ აქ განიკითხავთ
_გაჩერდი ერთი... მეგობრები ჰყავს კლასელები მაგას , მართლა მეგობარი რასაც ქვია და დანარჩდნები მეგობრობისგან ძალიან შორს არიან ყველანი ... წავედი გაკვეთილზე მაგვიანდება, ამაღლობელის გოგოები ვერ ჩაატარებენ ჩემს ნაცვლად გაკვეთილს
ჭორი ამჯერად სიმართლე აღმოჩნდა და სულ მალე საკუთარი თვალით ნახა დამადასტურებელი კადრები ოთახის კარი შემთხვევით ,რომ შეაღო და იქ მოსე დაუხვდა უცნობ გოგონასთან ერთად . ნახევრად შიშველი მერხზე მიყრდნობილი სიამოვნებისგან შეცვლილი სახით დაჰყურებდა გოგონას, რომლის თმებშიც ჰქონდა თითები შეცურებული ის კი მეტად დელიკატური საქმით იყო დაკავებული
_რა ჯანდაბაა _ წამსვე მიბრუნდა და კარი მიხურა . დერეფანში მაინცადამაინც მაშინ გამოჩნდა ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლები , რომელთაც რაიონის ვერცერთ ჭორს გამოაპარებდით.
_გაკვეთილი არ გაქვს სესილიკო?
_არა, მატჩის დაწყებამდე დრო მაქვს... თქვენ არ დაესწრებით ალბათ ხომ
_ვაიმე მაგ ველურების ჯგროში დავჯდები ? ორი წიგნი არ აქვთ წაკითხული და ბურთის გაგორება უხარიათ
_ამ ჩვენს დირექტორსაც რომ მეტი არაფერი უნდა... ბიბლიოთეკაში წიგნები არაა და ფული დარბაზზე მიახარჯა
_მოსეს გამო გაარემონტეს ეს სკოლა. იმიტო ეგება ფეხქვეშ თორე ვინ აძლევს რაიონის სკოლას ფულს და ვინ აკეთებს ერთად ამდენ რამეს
_შენ მანდ რას აკეთებ ... ეგ ოთახი ცარიელია . ორი ძველი მერხია სულ მგონი... ვეუბნები გაიტანეთთქო და არა
_ვინ შედის და ვინ გამოდის ვერ გაიგებ . დაკეტეთქო ვამბობ არავის ესმის
_ხო მე მშვიდ ადგილს ვეძებდი, გარეთ ხმაურია და ვერ ვსაუბრობ _კარის სახელურს ხელს არ უშვებდა , წარმოდგენა არ უნდოდა მათ რომ გაეღოთ რა მოხდებოდა
_მიდი, მიდი ელაპარაკე შეყვარებულს ... მონატრებული გეყოლება _ ორივემ გაიცინა და გზა განაგრძო. მანამ იდგა კართან სანამ ორივე სხვადასხვა კლასში არ შევიდა და კარიც არ დაიხურა. მერე დააკაკუნა, სახელური ჩამოსწია და სულ ოდნავ გააღო _ამაღლობელი შიგნიდან ჩაკეტე ხოლმე კარი და სკოლას ნუ გადააქცევ სასტუმროს ნომრად - იმდენი რამე უნდოდა მიეხალებინა,მაგრამ მაქსიმალურად ეცადა თავის კონტროლს.
_საჭირო აღარაა ... _ უკვე ჩაცმული იყო კარი ფართოდ გააღო და წინ გოგო გაუშვა
-სენქ იუ _ სესილიას გაუღიმა და მოსეს ისე მოეხვია თითქოს იქ არავინ იყო სხვა- საღამოს მოგწერ და გამომიარე
_დღეს არა, ხვალ ...დაიწყებოდა თამაში, წადი _გოგოს აშკარად უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა _მასწავლებელო
_შეყვარებული ბევრს ჰყავს , მაგრამ სკოლის კედლებში , გაკვეთილების პროცესში , როცა უამრავი ბავშვი დარბის აქ
_ცარიელი ოთახის კარები უფრო ფრთხილად გააღეთ ხოლმე და მსგავსი ინციდენტები აღარ შეგემთხვევათ
_სანამ მე ვარ პასუხისმგებელი შენზე როგორც მოსწავლეზე -თითქოს იპოვნა გამოსავალი საკუთარი მღელვარების ასახსნელად, მაგრამ არ გამოუვიდა
_თქვენ ჩემს ქმედებებზე პასუხისმგებელი არასდროს იქნებით ! არ იღელვოთ საკუთარ სტატუსზე
_რა საინტერესო იქნებოდა მარინას რომ გაეღო კარი ჩემს ნაცვლად
_მეტს იყვირებდა იმიტომ რომ მ.ნეტი არასდროს გაუკეთებია და ცოდვად თვლის კაცისთვის სიამოვნების მინიჭებას. მადლობა თქვენს შეყვარებულს არაფერი რომ არ გაკვირვებთ და ისტერიკა არ გაქვთ
_როგორ? _ გაოგნებული იყო , მოსეს კი ისევ ურეაქციო გამომეტყველება ჰქონდა
_ხვალ გაკვეთილს ვერ დავესწრები...მომდევნოზე დავწერ.
..................
დეას თამაში არ უნდოდა ენახა , კაფეტერიას შეაფარა თავი და იქაც ვაჩეს კლასელებს გადააწყდა. ვიდეო ქოლით საუბრობდნენ , მაგიდა ისე აარჩია მათ სიახლოვეს რომ მოხვედრილიყო და საუბარი მოესმინა. ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა ბიჭებთან მისი დიალოგი
_როგორმე თვითონ გადავწყვეტ რა ვჭამო და რამდენი , რა ვაკეთო გაშეშებულმა და რა არა ნუ შ.მეცით ყველამ ერთად. რა იყოთ გამგებელმა დაგამუშავათ და მისი ტექსტებით მელაპარაკებით? ჩემთან ლაპარაკს სჯობს წესიერად ითამაშოთ , ამაღლობელი რომ დაილეწა და ვერ თამაშობდა არ იყო ვითომ საკმარისი... დედას შ.ვეცი რა დროს დამტვრევა იყო
_რა ს.რივით იქცევი შე ჩემა ვის უბრაზდები ნეტა... პროფესიონალები იმტვრევიან და ყველა დეპრესიაში რო ჩავარდეს ფეხბურთი ვეღარ გვიყურებია . რას ატრ.კებ მართლა და მართლა
_არ გესმით და ვერც გაგაგებინებთ რა მინდა ამიტომ უბრალოდ შემეშვით ყველა ერთად . რას ვითხოვ ასეთ განსაკუთრებულს, დამანებეთ თავი და მადროვეთ ჩემთვის მარტო ყოფნა. თუ წააგეთ არც დამირეკოთ, თუ მოიგებთ მხოლოდ მაშინ დამიკავშირდით
_კაი გადროვებთ და მასწავლებლებზე რა გადაწყვიტე
_რომელთან დადის სახლში მასწავლებლები შუაღამეს ... ყველას ათასი მოსწავლე ჰყავს. შვილები ,ქმრები და მე რადგან მამაჩემის შვილი ვარ ყველაფერი უნდა დაიკიდონ და აქ მამეცადინონ უფლისწულივით? არ მიცნობთ თქვენ თუ რა ჯანდაბა გემართებათ . ჩემი ძმაკაცები ხართ თუ მამაჩემის ვერ გავიგე
_რა შუაშია მამაშენი მარტო როგორ ისწავლი ამდენ რამეს
_ როგორც აქამდე ისე. ვზივარ და ვკითხულობ . თემებს დავწერ ელ ვერსიას ჩავუგდებ და გაასწორებს რა პრობლემაა ... ნუ მაგიჟებთ, მეზარება ლაპარაკი
_კი არ გეზარება ისე ხარ გამოფიტული ვერც ლაპარაკობ შე საწყალო . ისევ თუ ვერ იძინებ რამე წამალი მაინც დალიე , დაებაზრე ექიმს
_ ვთიშავ და არ დამირეკოთ. ვინც აპირებდა ხვალ მოსვლას უთხარით დამანებონ თავი , მამაჩემის ნახვა თუ უნდათ კაბინეტში დაადგნენ. მე ისედაც ვიცი ვის როგორ ვაღელვებ
_აუ ვაფშე გაუბერა ამან რა
-კიდე კარგადაა ტო , სულ დვიჟენიობს და ახლა რა გააჩერებს დაწოლილს თან ფინალის დროს. ყველაფერზე ერთად ნერვიულობს და აჭრილია _ ერთიანად წამოიშალნენ და გავიდნენ დეა კი ამ ახალი ინფორმაცით დამძიმებული დადიოდა სანამ ამაღლობელთან საუბრის საშუალება არ მიეცა
_ვაჩეს ჰყავს ისეთი მეგობარი მისი მეცადინეობა რომ შეძლოს ?
_რისი სწავლება , არ იცი როგორი მეგობრები ჰყავს? ან ამ სკოლაში ვინაა შენს გარდა ისეთი ვაჩეს რამე რომ ასწავლოს, ან გაუბედოს ვაფშე იმის თქმა მე გამეცადინებო
_მე რა შუაში ვარ ... მე როგორ
_შუაში თუ არ ხარ საერთოდ გაეშვი ფიქრსაც და დაიკიდე რაა
_მოსეე...სესილია ვერ დაგვეხმარება?
_გგონიასესილია მაგასთან სახლში წავა და რამეს ასწავლის იმის მერე რაც ილაპარაკა? ან რომც წავიდეს მე უფლებას მივცემ?
_შენ აკონტროლებ როდის ,სად და ვისთან ივლის?თქვენთან საერთოდ რა ხდება
_პატარავ, ჩემო ლამაზო და მშვენიერო შენ თავს ჩვენზე ფიქრით ნუ გადაიღლი. გადაწყვიტე ვაჩეს დახმარება გინდა თუ არა
_არაფერი მინდა, როგორც იქნა არსადაა და მშვიდად ვარ
_ვხედავ როგორი მშვიდიც ხარ
_უკვე შენც მაბრაზებ
_ისე ვერ როგორც ის და ლომკა გაქვს
_მაზოხისტს ვგავარ? იდიოტს? სულელს ? პრობლემების მოყვარულს?
_მე ვიცი ვისაც ჰგავხარ, მაგრამ რომ გითხრა გამიგიჟდები ამიტომ ჩუმად ვარ . მითხარი რა შემიძლია და გავაკეთებ , შემიძლია რამე ვაჩესთან? ვინმეს შეუძლია ? გიპასუხო? არავის შეუძლია შენს გარდა
....................
თორნიკესთან ერთად ატარებდა მთელ თავისუფალ დროს, ძირითადად მეგობრების გარემოცვაში. გიორგობიანი ყველას მონატრებული ჰყავდა და სამსახურში დაბრუნებამდე აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობდა. სად აღმოჩნდებოდა დღის ბოლოს არც იცოდა, თითქოს განგებ აჭიანურებდა საუბარს შემდეგ კი ყველაფერი ერთბაშად უამბო
-ისე რატომ მიყურებ თითქოს ყველაფერი იცოდი
-არაფერი ვიცოდი . შოკი მაქვს ... კვლავ არ ჰგავხარ საკუთარ თავს . მგონია ,რომ ერთბაშად გაიზარდე და ნებისმიერი რამ შეგიძლია გაბედო
-შენ არ ამბობდი უნდა გარისკოო?
-ვამბობდი და ახლაც ვიტყვი
-არ მოგწონვარ ასეთი? არც კი ვიცი ,შევიცვალე?
-მე შენ სულ მომწონდი, სანამ შემიყვარდებოდი მანამ მომწონდა უბრალოდ სესილია და ახლა ის ძალა გაქვს ,რომელიც აქამდე არ გამოგიხატავს
-აჭარბებ...მე ძალიან შემეშინდა, ვიტირე კიდეც სახლი თავდაყირა რომ დამხვდა . გაქცევა მინდოდა
-მაგრამ შენი არჩევანი გააკეთე და 17 წლის სულელი ბავშვი ციხიდან დაიხსენი
-მოსე ისე იცავდა
-მოსეს ნუ აბრალებ, შენ ხარ ასეთი . ადამიანების დახმარების სურვილით სავსე ...ახლა რას უპირებ იმ ბიჭს , მოგიტანა გეგმა? რაო რა მინდაო
-რაღაცები უნდა გავარკვიოო, სახლი მოაწესრიგა, ბავშვებიც სულ სხვაგვარად გამოიყურებიან თუმცა ეგ სანდროს დამსახურება უფრო მგონია
-შეყვარებულთან ერთად ვზივარ და მშობლების მსხვერპლ ბავშვებზე ვსაუბრობ...
-შენ არ ამბობ თავიდანვე სწორად რომ აღეზარდათ, ვინმეს ესწავლებინა, აზრზე მოეყვანა ეს ხალხი ამდენი ავადმყოფი არ მოხვდებოდა სასამართლოშიო?
-ხოდა მეც დაგეხმარები, მეტი რა გავაკეთო ... სანდროსაც დავეხმარები სამსახურის ამბავზე თუ სადმე მივა და უარს ეტყვიან ისე ,რომ ვერც გაიგებს . სხვა რამე თუ შემეძლება და მიიღებენ ჩემგან ხომ იცი უკან არ დავიხევ . გითხრას რა უნდა ისწავლოს და კურსების ამბავსაც მოვაგვარებ. მშობლებს მეურვეობა თუ უნდათ რომ ჩამოერთვათ გავარკვევ ყველაფერს, დავრეკავ ყველგან სადაც საჭიროა . შენ უბრალოდ გაარკვიე რა სჭირდებათ ბავშვებს
-ამიტომ გიყვები ყველაფერს, ვგიჟდები უჟმური სახით რომ აკეთებ სიკეთეს ... მე ისიც ვიცი ბევრს რომ ეხმარები ჩუმ -ჩუმად და არაფერს ამბობ - კაცს ჩაეხუტა და თავი მკერდზე მიადო . არაფერი ესმოდა, გიორგობიანს მშვიდი გულისცემა ჰქონდა და სესილიაც ასე მოდუნებული ეუბნებოდა ყველაფერს რასაც გეგმავდა. მხოლოდ მოსეზე არ ამბობდა ბევრს არაფერს, დეტალებს არ ახსენებდა ,მაგრამ გახსენებისას ყველაფერს ორმაგად განიცდიდა.
............
ცხოვრებაში პირველად არ ფიქრობდა "რას იტყვის ხალხი" უბრალოდ გაიარა მანძილი, დააიგნორა გიგაურების გაკვირვებული გამომეტყველება და პირდაპირ საძინებელში შეიჭრა .
_ხომ მეუბნებოდი შენთვის ყველაფერს გავაკეთებო
_ახლა რა უნდა გავაკეთო , აქამდე სად გქონდა თხოვნები
_თქვი და სიტყვას არ ასრულებ? სულ ესაა შენი სიყვარული ? რომეო , ერთი ფეხი გაქვს მოტეხილი ორივე ხომ არა
_რა გინდა ,დეა
_მეცადინეობა ... ფიზიკაში _ სკამი საწოლთან დადგა, ჩანთიდან ფიზიკის წიგნი და რვეული ამოიღო, ბიჭს მუცელზე დაადო . ქურთუკი გაიხადა , ზედა გაისწორა და წარბები მაღლა აზიდა_დავიწყოთ
_რა გესიზმრა , შენ არ იყავი კრუნჩხვები რომ დაგეწყო მე რომ უფრო მაღალი ქულა ავიღე ? ჩაწყობილი გქონდაო არ მითხარი?
_მე მსგავსი არაფერი მითქვამს
_მითხარი თანაც პირში მომახალე ჩხუბის დროს და ახლა მეუბნები შენ მამეცადინეო? მასწავლებელი სად გყავს
_რამდენ კითხვას მისვამ , ვერ გავიგე უარს მეუბნები?
_შენ კომუნისტ მასწავლებელს ჩა ვხდი_თქო როდის გეუბნებოდი ... ახლა გაჩვენებ რომ არაფერი იცი
_ვნახოთ ვინ რა იცის...მშია და გამგებელს ოჯახში რამე მოეპოვება ? _ ისეთი სახით უყურებდა ვაჩეს აზროვნება არ შეეძლო თორემ მარტივად გაშიფრავდა ყველაფერს . ისეთი საყვარელი იყო ტელეფონი რომ აიღო და ქვემოთ მყოფებს დაურეკა. ყველაფერი უთხრა რაც კი დეას უყვარდა . ისე იყო დაღლილი ერთი ამოცანა შეცდომით ამოხსნა და ლამის გაგიჟდა
_რა ჯანდაბაა ... წყალი მომაწოდე რა _ წერდა და თან შლიდა. არეულ თმაზე ისვამდა ხელს, ფეხიც სტკიოდა, მაგრამ საქმეზე გადართული ვერ აღიქვამდა . სანამ დეა წყალს ასხამდა მისი რვეული აიღო, წინა გვერდებზე გადაშალა და წამსვე გაუნათდდა გონება
_ კიდე რამე ხომ არ გინდა _ჭიქა მიაწოდა და ზემოდან დახედა _ბარემ ვდგავარ
_ყოჩაღ , შესანიშნავად გცოდნია თამაში . არ ველოდი , გამაკვირვე
_რატომ იღრინები
_შენ მე სულელი გგონივარ?
_ძირითადად კი , ზოგჯერ გამოანათებ ხოლმე
_დეა ნუ მაცოფებ
_რა გინდაა ? ამოცანა ვერ ამოხსენი და მიხვდი მე რომ უფრო ჭკვიანი ვარ ვიდრე შენ? შეილახა შენი კაცური თავმოყვარეობა , ნეარდერტალელო ? ქალებსაც შეგვიძლია აზროვნება და კაცურო საგნების ფლობა ?
_აქ რატომ ხარ უნდა ისწავლო თუ უნდა მასწავლო ... მე საცოდავს, რომელიც პროგრამას ჩამოვრჩები იმიტომ რომ ფეხბურთის სულელურ მატჩს შევწირე ფეხი
_რა წუწუნა ვინმე ხარ, თითქოს ფეხი მოგჭრეს... ნეტა ვისაც უფრო დიდი პრობლემები აქვთ იმათ რა უნდა თქვან. პატარა ნებიერა ვაჩიკო დისკომფორტს განიცდის, ცოტა ხნით ოთახში ყოფნა მოუხდება და დვიჟეიებს ვერ განაგრძობს, მანქანით ვერ ივლის აღმა_დაღმა, თავის იდიოტ გოგოებს ვერ წაათრევს სადღაც ჯანდაბაში, ფეხბურთს ვერ ითამაშებს განუვითარებელ პრიმატებთან და უბანს მოაკლდება . გავლენა არ შეგისუსტდდეს , როგორ მებრალები
_აქ რატომ ხარ _მეთქი, დეა _ არ წამოეგო გოგოს ანკესზე , ამჯერად პასუხი სჭირდებოდა
_ნუ მიყვირი _თქო რამდენჯერ უნდა გითხრა? _სკამზე დაბრუნდა და სარკეში ჩაიხედა _ თმა ამეჩეჩა ისევ _ თვალები აატრიალა, კოსა დაშალა და თავის დამასაჟება დაიწყო _ თავი ამატკიე , მასწავლებლადაც არ გამოდგები
-შენ გამოდგები და გავცვალოთ როლები?- უყურებდა მის მკლავებს, თეთრ მაჯებს და თითებს თმაში რომ დააცურებდა. ალისფერი თმები მხრებზე ეფინებოდა , სურნელი შორიდან მოდიოდა და აღარაფერი უნდოდა მისი ახლოს შეგრძნების გარდა .ყველაფერზე თანახმა იყო , თავის გასულელებაზეც კი , თამაშში ჩაერთო , როცა მაგიდაზე ვახშამი გაჩნდა და დეამ ისე დაიწყო ჭამა თითქოს თვითონაც შიმშილობდა. მერე დააკვირდა და გამხდარი ეჩვენა, ფერმკრთალი იყო _შენ რა შიმშილობდი?
_უგემრიელესია , ნახე _ ჩანგლით ლუკმა პირთან რომ მიუტანა და საწოლზე ჩამოჯდა ვაჩეს წინააღმდეგობის სურვილი საბოლოოდ გაუქრა. არც კითხვებზე პასუხები სჭირდებოდა, არც აღიარების მოსმენა _ ხელები გაქვს მოტეხილი თუ ფეხი ვერ გავიგე მე რატომ გაჭმევ _ რომ შეიტყუა მერე მიახალა და თეფში მიაჩეჩა _უცებ ჭამე, ამდენი დრო არ მაქვს . სახლში უნდა დავბრუნდე და ვიმეცადინო
_ჯერ ადრეა , თქვი რომ მათემატიკა გაორმაგებულად გამეცადინებთ იმიტომ რომ პროგრამა გაართულეს _ დაგვიანების მიზეზი შეაპარა და პასუხს დაელოდა
_ქალბატონი ნესტანი ყოველ დღე გვიბარებს , არ იცოდი? _ისე განაცხადა თითქოს მართალს ამბობდა
_ხოო? გამოდის მათემატიკაც უნდა გამეცადინო , თანაც ყოველ დღე _ ისე უნდოდა ჩახუტებოდა, სული ეხუთებოდა, თან ეღიმებოდა თეფშებს რომ უცვლიდა და სხვადასხვა კერძს აწოდებდა , ცოტაც და გული გაუსკდებოდა სურვილისგან . აზრებარეულს ათასი კითხვა ჰქონდა ლოგიკური პასუხებით, მაგრამ მაინც დანამდვილებით არაფერი იცოდა და ეს კიდევ უფრო ართულებდა ყველაფერს. გოგონამ მოულოდნელად რომ განაცხადა წასვლის დროაო, ყველაფერი ელვის სისწრაფით ჩაალაგა, დაიხარა და ლოყაზე აკოცა ეს წამი საუკუნოდ დაღცა. მთელი ღამე ცდილობდა გაეხსენებინა როდის აკოცა მანამდე დეამ, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა
…………..
_სანდრო , გამარჯობა ... დიდი ხანია მელოდები?
_გამარჯობა. დიდ დროს არ წაგართმევთ . ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ
_სახლში შევიდეთ
_ეს ფული ნამდვილად თქვენ მიეცით ჩემს ძმას? _მაგიდაზე დადო ფული და ქალს მზერა გაუსწორა
_კიტამ არ გითხრათ , რომ საქმის წამოწყებას აპირებს?
_მითხრა , მაგრამ ფული როგორ მიეცით ... რა გითხრათ , როგორ დაგარწმუნათ
_მე დავარწმუნე რომ უნდა მოეფიქრებინა რაიმე ბიზნესი რაც გაუჩენდა საკუთარ შემოსავალს... წარნიდგინა გეგმა და მეც ვასესხე ცოტაოდენი ფული
_ეს არ არის ცოტა და რომ დახარჯავს მერე უკან ვეღარ დაგიბრუნებთ . იმაზე თუ გიფიქრიათ მამაჩვენი რას იზამს ამ ფულზე რომ გაიგებს , ან შემოსავალი რომ ექნება
_შენთვის ოდესმე ფული წაურთმევია მამას? ამის ნებას აძლევდი?
_არასდროს !
_და რატომ არ აძლევ კიტას საკუთარი ქონების დაცვის საშუალებას? ეს უბრალოდ შანსია , გამოწვევაა რომელსაც ან გადალახავს და დაიჯერებს საკუთარ შესაძლებლობებს ან
_ან თქვენთან ვალში იქნება
_არა , თუ ახლა არ გამოუვა სხვა გზას იპოვნის . ჩვენ გვიყვარს როცა ვიბრძვით, თუ დაიწყებ მერრ გაჩერება და ისევ დამორჩილება გიჭირს
_თქვენ რატომ გჯერათ ასე ჩემი ძმის
_შენ რატომ არ გჯერა ამზე იფიქრე... საკუთარ ძალებში თუ ხარ დარწმუნებული ის რატომ ვერ შეძლებს
_იმიტომ რომ პრინციპები არ აქვს და უპრინციპო კაცი , რომელიც არაკაცობას აწვება ვერასდროს იქნება ძლიერი
_შენ მას განაჩენი მარტივად გამოუტანე, ისე ექცევი როგორც ბრბო თქვენ , ყველას ერთად
_და თქვენ, მოსემ გთხოვათ ?ის ლაპარაკობს სულ მსგავსად , კიტას ყოველთვის იცავდა. ეგაა მაგის სტილი, ყველაში ეძებს რაღაც კარგს და სანამ ბოლომდე არ ამოწურავს მანამდე სჯერა , რომ რაღაც გამოუვა
_მოსეს არაფერი უთქვამს, იმ დღის შემდეგ ნორმალურად არც გვისაუბრია
_და მაინც ერთ აზრზე ხართ ... უცნაურია, როგორ განსხვავდებით და მაინც ერთ აზრზე ხართ
_ეს უბრალოდ დამთხვევაა
_დამთხვევების არ მჯერა. რახან თქვენი გეგმა ეს არის, მე ხელს არ შეგიშლით . ვნახოთ რა გამოვა
_დაეხმარე , მარტოს ნუ დატოვებ !
_თქვენც იგივეს გეტყვით
_მე? სხვა რა შემიძლია კიტასთვის ან ბავშვებისთვის მითხარი და
_მე მოსე ვიგულისხმე... მისთვის შეგიძლიათ ღმერთი გახდეთ თუ უბრალოდ დაინახავთ



№1 სტუმარი სტუმარი სოფი

აუ, რა კარგია. ვაᲩესა და დეაზე Შეყვარებული ვარ ოფიციალურად.

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სოფი
აუ, რა კარგია. ვაᲩესა და დეაზე Შეყვარებული ვარ ოფიციალურად.

smile სიყვარული უკვე კარგია

 


№3  offline წევრი natuwi21

ველიი ვაჩეს და დასს ♡ და საერთოდ ყველას ველი ყკვე ყველა პერსონაჟი მიყვარს ♡♡

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

natuwi21
ველიი ვაჩეს და დასს ♡ და საერთოდ ყველას ველი ყკვე ყველა პერსონაჟი მიყვარს ♡♡

აუ ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ♡♡♡♡

 


№5  offline წევრი Marikagogolqdze

მარტო აქ თუ წაიკითხავ.წრფელ და ნამდვილ სიყვარულს . ხელშეუხებელს..
ვაჩე და დეა♥️
.მოსე და სესილია.
აი თომო ცოტქ საშიში ვინმე ჩანს

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

Marikagogolqdze
მარტო აქ თუ წაიკითხავ.წრფელ და ნამდვილ სიყვარულს . ხელშეუხებელს..
ვაჩე და დეა♥️
.მოსე და სესილია.
აი თომო ცოტქ საშიში ვინმე ჩანს

საშიში ვინაა არ ვიცი არც არავინ დამიჯერეთ ეს ისტორია მინიმალური დაძაბულობით წავა

 


№7  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

ვაᲩეს დავᲭმუᲭნი მეᲗქი

რანაირი სიყვარელია არ ᲨემიᲫლია

დაფიქრდეს და გაიაზროს რასაც ნიᲨნავს დეას მოქმედებები
სასწრაფოდ

Თორნკის მოწონებას ვიწყებ
ოᲦონდ არა სესილიასᲗან

არ ვიცი
ერᲗი ᲨეხედვიᲗ კარგები არიან მაგრამ არ აქვᲗ ის რაᲦაც რაც წყვილს უნდა ქონდეს

სესილიას აბსოლუტურად არ უყვარს
უბრალოდ კომფორტის ზონაა მისᲗვის Თორნიკე რაც არაა საკმარისი რეალუეად რა

ფარი ხარო
რა ფარი?

პატივს ცემს და მოსწონს როგორც პიროვნება
ეგაა სულ

მოსესია სესილია
აი დონᲗ ქეარ

Თორნიკეს მკერდზე ედო Თავი და მოსეზე ფიქრობდა

მგონი ყველაფერი გასაგებია

Ძალიან დამაკლდა მოსე და სესო ისე

სანდრო Ძალიან საინტერესო პერსონაა და იცი როგორც ველი მისი ხაზის განვიᲗარებას

კიტასი მჯერა მე
მინდა სანდრომაც დაიჯეროს

კარგი ხარ როგორც ყოველᲗვის

Შემდეგამდე

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე
მარიამ.

ვაᲩეს დავᲭმუᲭნი მეᲗქი

რანაირი სიყვარელია არ ᲨემიᲫლია

დაფიქრდეს და გაიაზროს რასაც ნიᲨნავს დეას მოქმედებები
სასწრაფოდ

Თორნკის მოწონებას ვიწყებ
ოᲦონდ არა სესილიასᲗან

არ ვიცი
ერᲗი ᲨეხედვიᲗ კარგები არიან მაგრამ არ აქვᲗ ის რაᲦაც რაც წყვილს უნდა ქონდეს

სესილიას აბსოლუტურად არ უყვარს
უბრალოდ კომფორტის ზონაა მისᲗვის Თორნიკე რაც არაა საკმარისი რეალუეად რა

ფარი ხარო
რა ფარი?

პატივს ცემს და მოსწონს როგორც პიროვნება
ეგაა სულ

მოსესია სესილია
აი დონᲗ ქეარ

Თორნიკეს მკერდზე ედო Თავი და მოსეზე ფიქრობდა

მგონი ყველაფერი გასაგებია

Ძალიან დამაკლდა მოსე და სესო ისე

სანდრო Ძალიან საინტერესო პერსონაა და იცი როგორც ველი მისი ხაზის განვიᲗარებას

კიტასი მჯერა მე
მინდა სანდრომაც დაიჯეროს

კარგი ხარ როგორც ყოველᲗვის

Შემდეგამდე



მიყვარს ყველა დეტალი რომ გასაგებზე გასაგებია შენთვის ♡
შემდეგამდე ♡

 


№9  offline წევრი ana tuki

საუკეთესო ხარ❤
მოსე და სესილია
ვაჩე და დეა.
მოკლედ რა წყვილები გვყავს.

შემდეგსაც ორ დღეში დადებ?

 


№10 სტუმარი სტუმარი მარია

ძალიან კარგი იყოო როგორც იქნა დეა ნელნელა ძლიერდება და მისი გრძნობების გამოხატვას ახერხებს რავქნა ეს წყვილი კოდევ არმეყო მეტი მინდა სესილიაზე რავთქვა ვერ გადამიწყვეტია რომელი უფრო მომწონს თორნიკე თუ მოსე ორივე ისეთი კარგია აი მანდ ჩიხში ვარ ნამდვილად ასე მგონია რომ ისტორიას ცოტა ცეცხლი აკლია არვიცი შეილება მე მომეჩვენა ასე ნუ მოკლედ მთლიანობაში ვისიამოვნე <3 იმედია მალე დადებ შემდეგ თავს თორე ვეღარ ვძლებ მათ გარეშე

 


№11 სტუმარი სტუმარი katokato

gamarjobat.ar miyvars komentaris cera da rom ar damecera ubralod agar shemedzlo.shemidzlia vtqva rom ertxel ki ara ramderjerme maqvs gadakitxuli tqveni romanebi.saocrad cer yvela tqveni gmiri gansxvavebuli da gamorcheulia.clebis cin agmogachinet da mogyvebit.saitze rom vxedav tqvens links ukve vici rom sasiamovno cutebi melis cin.bevrisgan garchevt radgan arc ertxel ar migitovebiat tqveni romani shua gzaze.carmatebebi tqven da madloba beri lamazi cutebistvis tqven.????????????????xo am romans rac sheexebaa ubralod ar myofnis erti amosuntqvit vkitxulob da meree ????????xelaxla vkitxulob.velodebi ertianad rodis dadebt.????????????????

 


№12  offline წევრი OKI ME

მოსეც რომ მომწონს და ამავდროულად თორნიკეც ახლა რა ვქნა? ((( ვერც ერთს რომ ვერ გამოვყოფ? ოოო, დამიმატე ახლა ახალი საფიქრალი რაა. :დდდდ

დეა რა სისაყვარლეააა :დდდ დააშტერა ვაჩე ჩვეულებრივად :დდდ მგონი გამგებლის ოჯახი ბოლოს ძეგლს დაუდგავს :დდ უჰ, ესენი ნამეტანი კაი წყვილი ჩანან ❤️❤️ ისე ახლა ნამეტიც ნუ დამიჩაგრავს დეაკო ჩემ ბიჭს :დდდ

სანდროს და კიტას ამბავი მაინტერესებს ძალიან. ვნახოთ ერთი კიტას ბიზნესის საქმე როგორ წავა. ჯერ თავისი თავის უნდა ირწმუნოს და დაიჯეროს რომ სხვებმაც ამ შემთხვევაში სანდრომაც დაიჯეროს, ირწმუნოს კიტას შესაძლებლობების.

თორნიკე, ვერ ამოვხსენი მომწონს თუ არა.
უფრო სწორად მომწონს მაგრამ ვცდილობ რამე მინუსი დავუნახო რომ "გავაპრავო" სესილიას და მოსეს წყვილი :დდდ არადა არაა ცუდი ბიჭი ეს ოხერი. უყურე შენ, ამხელა პროკურორ კაცში რამხელა რომანტიზმი იმალებიდა? :დდდ როგორ დავიწუნო? დასაწუნიც რომ არ აქვს არაფერი. :დდ ნამუსიც კარგი საქონელია ბოლოს და ბოლოს, ტყუილი რანაირად ვთქვა :დდდ მოკლედ ერთი ვიცი თორნიკეზე დაზუზტებით. განვმეორდები და კვლავ ვიტყვი რომ ნამდვილად კარგი მეგობარია სესილიასთვის. არ მახსოვს ისე ეს წინა კომენტარებში დავწერე თუ უბრალოდ ჩემთვის გავიფიქრე :დდდ ამ ორს მეგობრებად უფრი ვხედავ ვიდრე შეყვარებულებად.. საბოლოოდ კი მივედი იმ დასკვნამდე რომ ჩემს აქ მკითხაობას ჯობს შემდეგ თავებს დაველოდო :დდდ

ნუ, მასწავლებლების უმეტესი ნაწილი რომ მაღიზიანებს, ნერვებს მიშლის და ასე შემდეგ მაგათზე ბევრს აღარ გავაგრძელებ. ყველაფერზე ლაპარაკს ასწრებენ სასწავლო თემის გარდა. (((

ჰოდაა, აბა მომავალ შეხვედრამდეე და წარმატებები ❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

ana tuki
საუკეთესო ხარ❤
მოსე და სესილია
ვაჩე და დეა.
მოკლედ რა წყვილები გვყავს.

შემდეგსაც ორ დღეში დადებ?


არ ვიცი ვნახოთ თუ დავწერ ახალ თავებს ისე რო დამრჩეს მარაგში დავდებ ხვალაც ან ზეგ აუცილებლად

სტუმარი მარია
ძალიან კარგი იყოო როგორც იქნა დეა ნელნელა ძლიერდება და მისი გრძნობების გამოხატვას ახერხებს რავქნა ეს წყვილი კოდევ არმეყო მეტი მინდა სესილიაზე რავთქვა ვერ გადამიწყვეტია რომელი უფრო მომწონს თორნიკე თუ მოსე ორივე ისეთი კარგია აი მანდ ჩიხში ვარ ნამდვილად ასე მგონია რომ ისტორიას ცოტა ცეცხლი აკლია არვიცი შეილება მე მომეჩვენა ასე ნუ მოკლედ მთლიანობაში ვისიამოვნე <3 იმედია მალე დადებ შემდეგ თავს თორე ვეღარ ვძლებ მათ გარეშე


თორნიკე მოგვწონს თუ მოსე ჩვენზე არაა დამოკიდებული სესილიაზეა ამჯერად და მის ურთიერთობებზე თორემ მე კი ვიცი როგორც მარიამს ვინ მირჩევნია ♡♡♡♡♡
დეა და ვაჩე ყველა თავში იქნებიან უბრალოდ მეტს ვერ ვწერ სხვებსაც უნსა დავუთმო დრო არასაინტერესო რონ არ გახდეეს , ალბათ ძალიან მოგწონთ და იმიტო არ გეყოთ და მიხარია უზომოოოდ ♡♡♡
ხვალ ტუ არა მაქსიმუმ ზეგ დავდებ

სტუმარი katokato
gamarjobat.ar miyvars komentaris cera da rom ar damecera ubralod agar shemedzlo.shemidzlia vtqva rom ertxel ki ara ramderjerme maqvs gadakitxuli tqveni romanebi.saocrad cer yvela tqveni gmiri gansxvavebuli da gamorcheulia.clebis cin agmogachinet da mogyvebit.saitze rom vxedav tqvens links ukve vici rom sasiamovno cutebi melis cin.bevrisgan garchevt radgan arc ertxel ar migitovebiat tqveni romani shua gzaze.carmatebebi tqven da madloba beri lamazi cutebistvis tqven.????????????????xo am romans rac sheexebaa ubralod ar myofnis erti amosuntqvit vkitxulob da meree ????????xelaxla vkitxulob.velodebi ertianad rodis dadebt.????????????????

აიბარ ვიცი რა ვთქვა ისე ძალიან მიხარია ძველი მკითხველის გამოჩენა რომელიც წლებია მომყვება ერთგულად . უზომოდ ბედნიერი ვარ როცა ვხვდები რომ კვლავ ვწერ საინტერესო ამბებს და მომყვებით კვლავ ♡♡♡♡ მადლობა დიდი

Megioki
მოსეც რომ მომწონს და ამავდროულად თორნიკეც ახლა რა ვქნა? ((( ვერც ერთს რომ ვერ გამოვყოფ? ოოო, დამიმატე ახლა ახალი საფიქრალი რაა. :დდდდ

დეა რა სისაყვარლეააა :დდდ დააშტერა ვაჩე ჩვეულებრივად :დდდ მგონი გამგებლის ოჯახი ბოლოს ძეგლს დაუდგავს :დდ უჰ, ესენი ნამეტანი კაი წყვილი ჩანან ❤️❤️ ისე ახლა ნამეტიც ნუ დამიჩაგრავს დეაკო ჩემ ბიჭს :დდდ

სანდროს და კიტას ამბავი მაინტერესებს ძალიან. ვნახოთ ერთი კიტას ბიზნესის საქმე როგორ წავა. ჯერ თავისი თავის უნდა ირწმუნოს და დაიჯეროს რომ სხვებმაც ამ შემთხვევაში სანდრომაც დაიჯეროს, ირწმუნოს კიტას შესაძლებლობების.

თორნიკე, ვერ ამოვხსენი მომწონს თუ არა.
უფრო სწორად მომწონს მაგრამ ვცდილობ რამე მინუსი დავუნახო რომ "გავაპრავო" სესილიას და მოსეს წყვილი :დდდ არადა არაა ცუდი ბიჭი ეს ოხერი. უყურე შენ, ამხელა პროკურორ კაცში რამხელა რომანტიზმი იმალებიდა? :დდდ როგორ დავიწუნო? დასაწუნიც რომ არ აქვს არაფერი. :დდ ნამუსიც კარგი საქონელია ბოლოს და ბოლოს, ტყუილი რანაირად ვთქვა :დდდ მოკლედ ერთი ვიცი თორნიკეზე დაზუზტებით. განვმეორდები და კვლავ ვიტყვი რომ ნამდვილად კარგი მეგობარია სესილიასთვის. არ მახსოვს ისე ეს წინა კომენტარებში დავწერე თუ უბრალოდ ჩემთვის გავიფიქრე :დდდ ამ ორს მეგობრებად უფრი ვხედავ ვიდრე შეყვარებულებად.. საბოლოოდ კი მივედი იმ დასკვნამდე რომ ჩემს აქ მკითხაობას ჯობს შემდეგ თავებს დაველოდო :დდდ

ნუ, მასწავლებლების უმეტესი ნაწილი რომ მაღიზიანებს, ნერვებს მიშლის და ასე შემდეგ მაგათზე ბევრს აღარ გავაგრძელებ. ყველაფერზე ლაპარაკს ასწრებენ სასწავლო თემის გარდა. (((

ჰოდაა, აბა მომავალ შეხვედრამდეე და წარმატებები ❤️❤️❤️


სანამ სამკუთხედს შევქმნიდი აქ რომელიც ისე ძალიან არ მიყვარს მანამ ვიცოდი რომ თუ დავწერდი ორივე გმირი იქნებოდა ღირსეული იმიტომ რომ არ მგონია სიყვარული პლიუსების გამო ჩნდებოდეს . მოკლედ თორნიკე უკეთესია თუ მოსე ამას მნიშვნელობა არააქვს სესილია ამ შემთხვევაში გრძნობებით იხელმძღვანელებს .
მასწავლებლები კიდევ გაგვახარებენ ხშირ ხშირად
სანდროს და კიტას ამბავს მოკლედ შევეხები ალბათ ზუსტად არ ვიცი ვფიქრობ ჯანაშიების თემაზე

 


№14 სტუმარი თამუნე

მე მაქ უფლება
გაქო
გადიდო
მიყვარდე
და გამოვხატავდე
არ ვიცი რა მინდა თორნიკესგან
დეას გაუგე ვერ გაუგე
თან მესმის
თან არა
დეას შტერი ,გიჟი ,თავნება და მომწონს
მოსე კაცების კაცია
ვაჩე ნახე გამახსენდა
ჩემი ასაკი
არაფერ შუაშია
ქალბატონი ძან განსაცდელშია
მიყვარხარ
ჩემი პატარა დიდი გონებით

დეა და ვაჩე ძალიან საღვარლები არიან, მოსე და სესილიაც მინდა უფრო მეტი, უფრო მეტი გადაკვეთით და უფრო გულაფანცხალებულები ❤❤ კიტხვას, რომ ვიწყებ ისეთი საინტერესოა ჩამითრევს და უცებ დამთავრდება, შევედი აზარტში და ფაფუ :დ ვიცი, რომ დიდი თავებია და წერა ადვილი არაა მაგრამ მაინც არ მყოფნის და ლა ვქნა :( ❤ ველი შემდეგს სულით გულით ❤❤

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

თამუნე
მე მაქ უფლება
გაქო
გადიდო
მიყვარდე
და გამოვხატავდე
არ ვიცი რა მინდა თორნიკესგან
დეას გაუგე ვერ გაუგე
თან მესმის
თან არა
დეას შტერი ,გიჟი ,თავნება და მომწონს
მოსე კაცების კაცია
ვაჩე ნახე გამახსენდა
ჩემი ასაკი
არაფერ შუაშია
ქალბატონი ძან განსაცდელშია
მიყვარხარ
ჩემი პატარა დიდი გონებით

დემოკრატი ვარ სულით და ხორცით იცი ვერაფერს ავკრძალავ და აწვები შენსას ხო? :დ
თორნიკე გიყვარს შენ მაინც რა საშენო ასაკის ეგაა და საჩემოც გავიყოთ როგორმე რა ვქნა მეტი ისევ მე თუ გიპოვნი კაცს თორე სხვა გზა სხვა ხსნა არა არს ქვეყანასა ზედა

 


№16 სტუმარი სტუმარი ბარბარე

დეა და ვაჩე ძალიან საღვარლები არიან, მოსე და სესილიაც მინდა უფრო მეტი, უფრო მეტი გადაკვეთით და უფრო გულაფანცხალებულები ❤❤ კიტხვას, რომ ვიწყებ ისეთი საინტერესოა ჩამითრევს და უცებ დამთავრდება, შევედი აზარტში და ფაფუ :დ ვიცი, რომ დიდი თავებია და წერა ადვილი არაა მაგრამ მაინც არ მყოფნის და ლა ვქნა :( ❤ ველი შემდეგს სულით გულით ❤ ეს ჩემი კომენწარია უბრალოს წაღან სხვისი სახელით გამომეგზავნა შემთხვევით :დ

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ბარბარე
დეა და ვაჩე ძალიან საღვარლები არიან, მოსე და სესილიაც მინდა უფრო მეტი, უფრო მეტი გადაკვეთით და უფრო გულაფანცხალებულები ❤❤ კიტხვას, რომ ვიწყებ ისეთი საინტერესოა ჩამითრევს და უცებ დამთავრდება, შევედი აზარტში და ფაფუ :დ ვიცი, რომ დიდი თავებია და წერა ადვილი არაა მაგრამ მაინც არ მყოფნის და ლა ვქნა :( ❤ ველი შემდეგს სულით გულით ❤ ეს ჩემი კომენწარია უბრალოს წაღან სხვისი სახელით გამომეგზავნა შემთხვევით :დ

არაჩვეულებრივია რომ არ გყოფნის ♡♡♡♡ ე.ი კარგი გამოდის
მომდევნო თავი უფრო საინტერესო იქნება მგონი

 


№18  offline წევრი თ. ა.

აუ რა ტკბილი თავი იყო. მთელი დღე საგიჟეთი მქონდა ახლა ვნახე და ჩავიკითხე. მიყვარს რა უკვე ყველა ამ ისტორიიდან. ვაჩე და დეა უსაყვარლესები არიან❤️ თორნიკეც მომწონს მაგრამ მოსეც რომ მომწონს რა გავაკეთო. ამიტომ შენ გენდობი მარიამ მიყვარს შენეული გაგრძელება და დასასრულები.

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

თ. ა.
აუ რა ტკბილი თავი იყო. მთელი დღე საგიჟეთი მქონდა ახლა ვნახე და ჩავიკითხე. მიყვარს რა უკვე ყველა ამ ისტორიიდან. ვაჩე და დეა უსაყვარლესები არიან❤️ თორნიკეც მომწონს მაგრამ მოსეც რომ მომწონს რა გავაკეთო. ამიტომ შენ გენდობი მარიამ მიყვარს შენეული გაგრძელება და დასასრულები.

მოკლედ ამ სამყაროში თქვენ მენდობიით მმხოლოდ და ვაი თუ ვერ გამოვიდა კარგი მერე რა გვეშველება
ძალიავ ვეცდები რომ საინტერსო გახდეს და მუხტი არ დაიკარგოს პირიქით გაძLიერდეს

 


№20  offline წევრი Crazy dreamer

როგორ მომენატრა თქვენი ისტორიის წაკითხვა მინიმალური დაძაბულობით და ყველა რაღაცნაირად კარგი რომაა ისეთის.
ძალიან რომ დაიხვეწეთ ამ წლების განმავლობაში როგორც ავტორი ეს მახარებს ძალიან.
ერთი შეკითხვა მაქვს მხოლოდ, თქვენს ისტორიებში გმირები ხშირად ექიმები არიან და თავად ამ პროფესიასთან გაქვთ შეხება?

 


№21  offline წევრი Mariammmo

მარიაამმმმ <3 ახლა, ერთიანად წავიკითხე ყველა თავი და ჯერ როგორ გამიხარდა შენი გამიჩენა და მერე ასეთი ამბით ^_^

როგორი თემატიკაა და მაინც არ მეგულება ამ გვერდზე ადამიანი, რომელიც შენზე კარგად მოგვაწვდის ამ ამბავს <3

მე, როგორც ყოველთვის, დაუკმაყოფილებელი ვარ რაოდენობით, თუმცაღა რამხელაც არ უნდა იყოს ეს შედეგი მექნება :D შემიძლია დაუსრულებლად ვიიკითხო <3

კი მითქვამს შენთვის მილიარდჯერ როგორ მიყვარს შენი მოთხრიბები, გმირები, პირველ რიგში შენ! <3
საუკეთესო ხარ <3

პ.ს. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ჩემს საყვარელ მოთხრობას დაგვიბრუნებ <3

 


№22  offline წევრი sofi_sofiaa13

ვაჩეზედა დეაზე ვფრრეენნნნ ცოტააა ძააან და სესილიასთან და მოსესთან რახდება რით ვერ გაერკვია ეს გოგო აუ რა მინდააა ეს წყვილი ერთადდდ
--------------------
ფეფო

 


№23 სტუმარი Ana-maria

მოსე და სესილია -ნამდვილად მინდა ეს წყვილი შედგეს,სესილიამ დაინახოს მოსე,მაგრამ თორნიკეს გმირზეც მეფიქრება."უჟმურ"პროკურორს უყვარს სესლია,მაგრამ სესილიას მგონი მხოლოდ მოსწონს. მოკლედ ის ქიმია აკლიათ,რომელიც მოსეს
და სესილიას შორის არის.
ჯანაშიები საინტერესო პერსონაჟები არიან. ასევე შემდგარი წყვილია ვაჩე და დეა (ოღონდ ჯერ ბოლომდე ვერ ხვდებიან).მოკლედ,იმდენად კარგი ისტორიაა,მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავებს. წარმატებები

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

Crazy dreamer
როგორ მომენატრა თქვენი ისტორიის წაკითხვა მინიმალური დაძაბულობით და ყველა რაღაცნაირად კარგი რომაა ისეთის.
ძალიან რომ დაიხვეწეთ ამ წლების განმავლობაში როგორც ავტორი ეს მახარებს ძალიან.
ერთი შეკითხვა მაქვს მხოლოდ, თქვენს ისტორიებში გმირები ხშირად ექიმები არიან და თავად ამ პროფესიასთან გაქვთ შეხება?

მაქვს მაგრამ ნეტა არ მქონდეს სიტუაციაა.

ძალიან მიხარია ეს ჩემი ძველი სტილი რომ მოგწონთ და მსუბუქად საკითხავი გამოდის ისე როგორც ჩემთვის წერის პროცესში.
მადლობა აზრის გაზიარებისთვის♡♡♡♡

Mariammmo
მარიაამმმმ <3 ახლა, ერთიანად წავიკითხე ყველა თავი და ჯერ როგორ გამიხარდა შენი გამიჩენა და მერე ასეთი ამბით ^_^

როგორი თემატიკაა და მაინც არ მეგულება ამ გვერდზე ადამიანი, რომელიც შენზე კარგად მოგვაწვდის ამ ამბავს <3

მე, როგორც ყოველთვის, დაუკმაყოფილებელი ვარ რაოდენობით, თუმცაღა რამხელაც არ უნდა იყოს ეს შედეგი მექნება :D შემიძლია დაუსრულებლად ვიიკითხო <3

კი მითქვამს შენთვის მილიარდჯერ როგორ მიყვარს შენი მოთხრიბები, გმირები, პირველ რიგში შენ! <3
საუკეთესო ხარ <3

პ.ს. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ჩემს საყვარელ მოთხრობას დაგვიბრუნებ <3


კარგია რომ დაბრუნდი და დასრულებამდე წაიკითხე იმედია ხშირად გამიზიარებ შენს აზრებს გმირებთან და განვითარებულ მოვლენენთან დაკავშირებით . ისტორია ჯერ კიდევ კარგახანს არ დასრულდება და დრო კი გვექნება ♡♡♡♡
რადგან გეცოტავება მოცულობა ამდენი თაცის ერთად წაკითხვის შემდეგ ე.ი კარგად მივდივარ და მიხარია
მადლობაა რომ დაიწყე და მადლობა რომ აქ ხარ და გამიზიარე შენი აზრი ♡♡♡♡

sofi_sofiaa13
ვაჩეზედა დეაზე ვფრრეენნნნ ცოტააა ძააან და სესილიასთან და მოსესთან რახდება რით ვერ გაერკვია ეს გოგო აუ რა მინდააა ეს წყვილი ერთადდდ

მიხარია ვაჩე და დეა რომ მოგწონს და ეგ ორი წლებია "ომობენ"ნუ ვაჩე წამობს და ახლა კიდე ვერ დალაგდებიან კარგახანს და სესილია თვეებია იცნობს მოსეს მე ჩემ ლოგიკას მივყვები და არ შემიძლია მეტად დავაჩქარო მოვლენები . თორემ რა პრობლემაა მომდევნო თავშივე ვათქმევინებ მოსესთვის მიყვარხარ ვსო მივხვდი როგორღაც რო სხვა არავინ მონდაო და დავასრულებ ისტორიასაც "ჭირი იქა ლხინი აქა .ქატო იქა ფქვილი აქა " :დ
ვწუხვარ ჯერ კიდე დაგაწყვეტს ნერვებს მარტო სესილია კი არა დეაც :დ

Ana-maria
მოსე და სესილია -ნამდვილად მინდა ეს წყვილი შედგეს,სესილიამ დაინახოს მოსე,მაგრამ თორნიკეს გმირზეც მეფიქრება."უჟმურ"პროკურორს უყვარს სესლია,მაგრამ სესილიას მგონი მხოლოდ მოსწონს. მოკლედ ის ქიმია აკლიათ,რომელიც მოსეს
და სესილიას შორის არის.
ჯანაშიები საინტერესო პერსონაჟები არიან. ასევე შემდგარი წყვილია ვაჩე და დეა (ოღონდ ჯერ ბოლომდე ვერ ხვდებიან).მოკლედ,იმდენად კარგი ისტორიაა,მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავებს. წარმატებები

ვაჩეს და დეას ამბებს ჯერ ვერ დავალაგებ ბოლომდე სამწუხაროთ თუმცა ხო ის ნამდვილად ნათელია ორმხრივი გრძნობა რომ აკავშირებთ .
სესილიას და თორნიკეს ამბებს უფრო მალე გავარკვევ, მაგრამ ეს მოსესთან მის ურთიერთობაზე ჯერ კიდევ არ აისახება და იმედია ძალიან გრძელი ისტორია არ გამოვა ♡♡♡
უღრმესი მადლობა ♡♡ რომ კითხულობთ და თქვენს აზრს მიზიარებთ

 


№25  offline წევრი ირო

შენი ყველა ისტორია განსხვავებული და ერთნაირია.ერთნაირში ემოციას და მუხტს ვგულისხმობ,წერისას ასე როგორ გამოგდის რომ არც ერთ თავში არ გაქვს მინელებული რომელიმე ადამიანის განცდები და გრძნობები.ყოველთვის როდესაც შემომაკლდება საკითხავი შენს ნებისმიერ ისტორიას შემიძლია დავუბრუნდე გადავიკითხო ვიხალისო,მოვიწყინო და ვინერვიულო.აქ არ ვიცი მოვლენებს რას უზავ და რას მოიფიქრებ მაგრამ ვიცი რომ სასწაული დასასრული ექნება იმედია ჯერ არ აპირებ რომ დაამთავრო.ყველა შენ იატორია მინდა რომ დაუსრულებლად გაგრძელდეს.

 


№26 სტუმარი ანისია

როდის იქნება ახალი?

 


№27 სტუმარი ..

სასწაული ხარ!! სასწაულია შენი ყველა პერსონაჟი და არასდროს იფიქრო, რომ ეს ან სხვა ისტორია იმედს გაუცრუებს ვინმეს!
ეგეთი რამე არ გვახსოვს ჩვენ ;დ
ვაჩეს სიყვარული მიყვარს<33333
მინდა,მინდააა დაუსრულებლად ეს ისტორია (ბევრი მოვინდომე)

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

ანისია
როდის იქნება ახალი?

ალბათ ზეგ ♡

ირო
შენი ყველა ისტორია განსხვავებული და ერთნაირია.ერთნაირში ემოციას და მუხტს ვგულისხმობ,წერისას ასე როგორ გამოგდის რომ არც ერთ თავში არ გაქვს მინელებული რომელიმე ადამიანის განცდები და გრძნობები.ყოველთვის როდესაც შემომაკლდება საკითხავი შენს ნებისმიერ ისტორიას შემიძლია დავუბრუნდე გადავიკითხო ვიხალისო,მოვიწყინო და ვინერვიულო.აქ არ ვიცი მოვლენებს რას უზავ და რას მოიფიქრებ მაგრამ ვიცი რომ სასწაული დასასრული ექნება იმედია ჯერ არ აპირებ რომ დაამთავრო.ყველა შენ იატორია მინდა რომ დაუსრულებლად გაგრძელდეს.


მიხარია შენი გამოჩენა ♡♡♡
დაუსრულებლად მთლად ვერ მაგრამ იმდენხანს გაგრძელდება ბევრს მოსწყინდება კიდეც
მაქსიმალურად ვეცდები ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდეს ♡♡♡♡

..
სასწაული ხარ!! სასწაულია შენი ყველა პერსონაჟი და არასდროს იფიქრო, რომ ეს ან სხვა ისტორია იმედს გაუცრუებს ვინმეს!
ეგეთი რამე არ გვახსოვს ჩვენ ;დ
ვაჩეს სიყვარული მიყვარს<33333
მინდა,მინდააა დაუსრულებლად ეს ისტორია (ბევრი მოვინდომე)

დიდხანს გაგრძელდება ასე როოომ იცოდეთ მერე არ იწუწუნოთ რით ვერ დაასრულეო
მართლა ძალიან მინდა კარგი გამოვიდეს და ვნახოთ ♡♡♡♡
მადლობა დიდიი

 


№29  offline წევრი ირო

ვცდილობ მწერლები ვის შემოქმედებასაც ვკითხულობ კომენტარის გარეშე არ დავტოვო.ყველა ადამიანს თავის საქმეში ჭირდება სტიმული და ასევეა მწერლებიც თუ მკითხველი არ იქნება,არგამოვხატავთ ჩვენს აზრს.მაშინ ყველას და ყველაფერს აზრი ეკარგება.დროის არ ქონის გამო საკუთარ თავზე ვბრაზობ და ვამბობ რომ წერს და კითხულობ ხომ კარგია კითხვის დრო რომ გაქვს,ორი სიტყვის დაწერის დროც უნდა გამონახოთქო.ვცდილოიბ უყურადღებოდ არ დამრჩეთ,როცა მკითხველი დაგვიანების გამო საყვედურობს მწერალს,უწერს როდის იქნება შემდეგი თავი იქ ცოტა ისიც უნდა დაიწეროს რა მოგვეწონა და რა არა.ვისურვებდი შენი წიგნები მქონოდა და ვიცი რომ ამ სურვილების სიაში მარტო არ ვიქნებოდი.

 


№30  offline წევრი რუსკიმარუსია

შეხედე შენ ამ ჩვენ პროკურორს როგორი რომანტიკოსი ბიჭი ყოფილა❤️ სესილისი არ ვიცი და მე დავდნი❤️ თან როგორი კეთილი და საყვარელი ყოფილა. რაღაცით მოსე და ეგ გვანან ერთმანეთს ორივე ჩუმად უყვარს სიკეთის კეთება და ნაკლებად აინტერესებთ რას იტყვიან მათზე. ❤️ ხოდა ამ ორიდა ვეღარ ვარჩევ ვინ და რომელი მინდა, ხომ შეიძლება რომელიმეს რამე უარყოფითი ქონდეს და გავლანძღო?
ვაი მე, ვაჩე რა საყვარელია❤️ მეც კი გამიფართოვდა თვალები დეას ბოლო ქმედებაზე და ვაჩეს კაი რა დაემართებოდა ❤️ ჩვენი გოგო ნელ-ნელა ფხიზლდება, მაგრამ ვაჩე ასე მარტივად არ დანებდება :დ თან მგონია დეა რაღაცას ისევ არასწორად გაიგებს და აურევს ძველებურად :(
სანდროს მოვკლავ, რა უნდა, რატომ არ ჯერა კიტასი? კი მესმის, რომ ცოტა რთულია ისეთი ადამიანის ნდობა, რომელიც ერთი და იგივე შეცდომას ორჯერ უშვებს მაგრამ ახლა სიმართლე იცის და მხარი დაუჭიროს ძმას.
აუ, გეხვეწები ამ ერთხელ გამოიყენოს სესილიმ თორნიკეს პროკურორობა და ჯანაშიები მოსვას თავის ადგილას. ასე მგონია თოკო ჩუმადაც გააკეთებს ამ საქმეს- თქო მაგრამ მაინც ❤️
მარიკო, ჩემო, ოქროსხელება და პოზიტიურო გოგო რომელიმე პერსონაჟი არიე თორე ცოდო ვართ აქ ხალხი, ვეღარ ვიგებთ ვინ მოგვწონდეს და ვინა არ :დ
შემდეგამდე, მარიამო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent