იმ საღამოს წვიმდა (თავი 8)
წვეულება ჩვეულ რიტმში მიედინებოდა.ამჯერად სახლში გადაწყვიტეს სტუმრების მოწვევა.მეორე სართულის ვრცელი მისაღები კი ამის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლეოდა.დემეტრეს ხელი ჩაეკიდა შავთმიანი გოგოსთვის და ყველას შეყვარებულის სტატუსით აცნობდა.გაბრწყინებული ნინუცაც ღიმილით აჯილდოვებდა დემეს მეგობრებს. -ხომ არ მოიწყინე?-თორნიკემაც არ დააყოვნა. -სულაც არა.უბრალოდ გაკვირვებული ვარ.დემეტრეს ასე ოფიციალურად ჯერ არავინ წარუდგენია ჩვენთვის. -დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები.-ამ სიტყვებზე თავით ფეხებამდე ამათვალიერა.მწვანე კაბა,რომელიც ახლა ჩემ სხეულს ფარავდა,ბოლო შენაძენი იყო ლონდონში.წინ დაფარულ,ნაზ ქსოვილს ზურგი მთლიანად ამოღებული ჰქონდა. -და როდის არ გამოვიყურები კარგად?! -ეგეც მართალია. ამ დროს ჩემი ყურადღება კატომ მიიქცია,რომელიც ახლახანს შემოსულ მოსეს ეხვეოდა.დემეტრეს ხელი ჩამოართვა.თან თვალს არ გვაშორებდა.გაოცებამ თანდათან გადამიარა და გაღიმებული მივუბრუნდი თორნიკეს. -აბა,რაზე შევჩერდით?-ჩემი კითხვა უპასუხოდ დარჩა.ამას კი ისეთი რამ მოჰყვა,წარმოდგენაც რომ გამიჭირდებოდა.მოსეს მოახლოება ვერც კი შევნიშნე.მაგრამ მხოლოდ მე როდი ვყოფილვარ მისი ყურადღების ობიექტი. -მოსე?-აღტაცებულმა შესძახა თორნიკემ და ერთმანეთს ძველი ძმაკაცებივით გადაეხვივნენ.-ჩამოსვალს თუ აპირებდი არ უნდა გეთქვა?! -უცბად გადავწყვიტე. პირდაღებული შევყურებდი ორივეს.ყველაფერი წყალში ჩამეყარა.რომელ ეჭვიანობაზეა საუბარი... -თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ?-ჯერ თორნიკეს გადავხედე,მერე მოსეს. -კლასელები,კურსელები...ერთად მოვდივართ რა.-მიპასუხა თორნიკემ.-მოსე,გაიცანი ეს... -ვიცნობ,ვიცნობ.-ახლა მე მომიბრუნდა გამარჯვებულის ღიმილით-რაო,რუსუდან,გეგმა ჩაგეშალა? -კარგი...თვენ ისაუბრეთ.მე გავალ.-თორნიკეს თვალი გავაყოლე და კვლავ ჩემს წინ მდგარს მივუბრუნდი. -უმარტივესი როლის თამაშიც არ გამომგდის,წითურო.ხელოვნური ღიმილით აპირებდი თორნიკეზე თავდასხმას და გეგონა მე სიბრაზისგან ადგილს ვეღარ ვიპოვიდი?! -შემეშვი! -ასე ადვილად არ გამოვა ეგ საქმე.წამოდი!-მაჯაში ხელი ჩამავლო და სულ მალე საცეკვაო მოედნის შუაგულში აღმოვჩნდით. -რას აკეთებ?-ვცდილობდი ხელი გამენთავისუფლებინა,მაგრამ ნურას უკაცრავად. -შენი აზრით?-ხელები წელზე მომხვია და ძლიერად მიმიზიდა.-შეშინებული სახე ნუ გაქვს.უნდა ვიცეკვოთ.თან შესაფერისი მუსიკაც ჩაირთო. მის მოძრაობებს ვაყოლებდი ტანს.მთელ სხეულში საოცარი სითბო მეღვრებოდა.სულ მცირე მოახლოებაც კი საკმარისი იყო და ჩემში ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. -კარგად ვიცი,რუსუდან,რომ ბოლოს მაინც ჩემთან იქნები.სულ ტყუილად აჭიანურებ.მოვა დრო და მოგიწევს რაღაცის თხოვნა.-ხელებს ჩემს შიშველ ზურგზე დაასრიალებდა. -კიდევ რა იცი? -ბევრი რამ.მაგალითად ის რომ ძალიან სექსუალური ხარ. -ეგ მეც ვიცი. -კარგია რომ იცი.ახლა კი წამოდი გარეთ გავიდეთ,თორემ სადაცაა სიყვარულის ცეცხლში გაეხვევი.კარგად იგრძნობა როგორ დაგცხა. ვერანდაზე,მოაჯირს დავყრდნობოდი.მოსე კი ერთი მილიმეტრითაც არ მშორდებოდა.მისი ტუჩები ახლა ჩემი ყელის დალაშქვრით იყვნენ დაკავებულნი.შემდეგ მთელი სახე დამიკოცნა.ბაგეებს კი უტიფრად უვლიდა გვერდს.სუნთქვა აღარ შმეძლო.ასე მეგონა ვერც ამოვისუნთქებდი თუ არ... -მაკოცე.-ხმაში მუდარაც გავურიე. -ზუსტად მაგას ვაკეთებ. -ჯანდაბა...მოსე,კარგად იცი რასაც გეუბნები. -გაგაფრთხილე,რომ თხოვნა მოგიწევდა.უბრალოდ არ მეგონა ეს ასე სწრაფად თუ მოხდებოდა. -თხოვნა არც მჭირდება.-გაგულისებულმა მივაძახე.თავი წამოვაწევინე და მოწყურებული დავეწაფე მის სისხლისფერ ტუჩებს.გაეცინა და ისიც ამყვა კოცნაში. -დიდი შეცდომა დაუშვი,რუსუდან.ახლა ჩემგან გაქცევაზე ფიქრიც არ გაბედო.-მეუბნება,მას შემდეგ რაც ერთმანეთს მოვწყდით. -ისევ შენთვის.გატყობ ამ შეცდომამ დიდად გასიამოვნა. -არა მარტო მე.-მის თვალებში ჩემს ანარეკლს ვხედავდი.მოსემ გამიღიმა და განაგრძო: -იცი როგორ მიყვარს შენი აბრჭყვიალებული თვალები?!თიტქოს ვარსკვლავები გიციმციმებს.და ასე მხოლოდ ჩემ დანახვაზე გემართება. -ასეთი დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი. -დარწმუნებული ვარ.თან როგორ...მარტო თვალები კი არა,ჩემს დანახვაზე შენში ყველაფერი იცვლება.სახე გინათდება.მოგიახლოვდები თუ არა ეგ მადისმაღძვრელი სხეული მთლიანად გითრთის.ეს კი საშინლად აღმაგზნებს.-ამ სიტყვებზე ჩამეღიმა.-თვალებით მხოლოდ იმას მთხოვ რომ შენი გემრიელი ტუჩები დავაგემოვნო.ისეთი მგრძნობიარე ხარ, რომ ამ ყველაფრის შემჩნევა არც ისე ძნელია.პატარ საოცრება ხარ,რუსუდან.საოცრება,რომელმაც მთლიანად მომიცვა და არ ვაპირებ მის გარეშე ერთი წუთიც კი გავლიო. მისი სიტყვები მალამოსავით ედებოდა გულს.დროის შეჩერება მინდოდა.სამუდამოდ... -არაფერს მეტყვი? -ახლა შევალთ,დემეს დავემშვიდობებით და შემდეგ სახლში წამიყვან. იმ ღამეს ბედნიერებით სავსეს ჩამეძინა.დიდი ხანია ასეთი რამ არ მიგვრძნია.ვიცოდი რომ ამ ქვეყნად არსებობდა ადამიანი,რომელიც მთელ ჩემს არსებას დაეპატრონა.ის წივევდა ჩემში ღიმილს,სიხარულს.ახლა მხოლოდ ერთი რამ მსურდა.მინდოდა ეს ლამაზი ზღაპარი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო.დიახ,ზღაპარი.განა ზღაპრებში არ ხვდებიან ორიგინალურად მომავალი წყვილები ერთმანეთს.მოსე მართალი იყო.ჩვენი გზები მაშინ გადაიკვეთა,როცა სასტუმროში შევეჯახე. -მოსე,გაჩერდი! თავში არაფერი ჩამდის.-ხალიჩაზე ვიჯექი და მაგიდაზე დახვავებულ ფურცლებს დავყურებდი.დღეს ჩვეულებას ვუღალატე და ოთახში გამოკეტვის ნაცვლად,კომპანიონთან ერთად ვცდილობდი ერთიდაიგივე წინადადების დამახსოვრებას.სხვა გზა არ დამიტოვა.სახლში მომადგა და ეტყობოდა წასვლას არ აპირებდა.გამიმართლა დედაჩემმა ერთი დღით წასვლა რომ გადაწყვიტა.როგორც ამბობდა დრო იყო საკუთარი თავისთვისაც მიეხედა.ამიტომ სახლი საღამომდე ჩემს განაკარგულებაში იყო.მე კი იმის მაგივრად რომ გამოცდისთვის მომზადებულიყავი,ვცდილობდი ყურადრება არ მიმექცია მოსეს თითებისთვის,ჩემი მაისურის ქვეშ რომ დაასრიალებდა. -ეს იურისტობა რამ გადაგაწყვეტინა? -ყველას კი არ ჰყავს ბიზნესმენი მამა,მისი საქმე რომ გადაიბაროს. -ასე ნუ ამბობ.სტუდენტი მეც ვიყავი ბიზნესის ფაკულტეტზე. -მიდი მომიყევი შენი სტუდენტობის წლებზე. -სწავლას მორჩი? -მერე გავაგრძელებ.მომიყვები?-აჟიტირებული მივუბრუნდი. -მაინც რა გაინტერესებს? -გოგოები გეპრანჭებოდნენ? -აი თურმე რა.-გაეცინა.-კი. -ასეც ვიცოდი.წარმომიდგენია როგორ დაგდევდნენ კუდში. -ამოვწურეთ? -კი.ახლა ვისწავლი. -კარგი.უბრალოდ კონცენტრაცია მოახდინე იმაზე რასაც კითხულობ.-ისე დამიწყო დარიგება თითქოს პირველკლასელს ელაპარაკებოდა. -გამარჯობა...ეგ უშენოდაც ვიცი.მაშინ ხელების ფათურს მოეშვი. -კარგი.-ორივე ხელი დანებების ნიშნად ასწია და წამოდგა.-ყავას მოგიმზადებ. ახლა კი მთლიანად სასწავლ მასალაზე გადავერთე და თავი მანამ არ ამიწევია,სანამ ბოლო წინადადებაც არ ჩავამთავრე. -ჩამაბარებ?-მოსეს იქ ყოფნა ახლაღა შევნიშე.დივანზე ჩამოჯდა და ღიმილით მომაჩერდა. -მეხუმრები?ახლა არაფრის თავი არ მაქვს. -მაშინ ჩემთან მოდი.-ხელი გამომიწოდა.არ ვიცი რატომ შევყოყმანდი,მაგრამ...-რუსუდან,მოდი-მეთქი. ხელები მჭიდროდ მომხვია და მუხლებზე დამისვა.სახე მის კისერში ჩავრგე.მისი სიახლოვეს თან საოცარი სიმშვიდე მოსდევდა.უჩუმრად ვისხედით და ორივე ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით.თუმცა ჰარმონიის შენარჩუნება დიდხანს ვერ მოვახერხეთ.მალე ჩემს ყურთასმენას კარის საკეტის ხმა მისწვდა.დაფეთებული წამოვვარდი. -ჩქარა წამოდი.-მოსეს ხელი ჩავკიდე და ჩემს ოთახში შევიყვანე.გამიმართლა ოთახი მისაღებთან ახლოს რომ მქონდა.კარი სწრაფად დავხურე და ახსნა დავიწყე: -დედაჩემი მოვიდა.ასე მალე არ ველოდი. -მერე დამალვა რა საჭიროა. -ახლა ახსნის თავი არ მაქვს.თანაც დედაჩემი ამ ამბავს ასე ადვილად არ მიიღებს. -რა ამბავს,რუსუდან? -მოსე,გთხოვ აქ დამელოდე.რამეს მოვიფიქრებ. -კარგი.-ჩაილაპრაკა და საწოლზე ჩამოჯდა. უკან დაბრუნებულს დედსთნ ერთად კატოც დამხვდა.გულზე მომეშვა.ვიცოდი დეიდაშვილი დახმარებაზე უარს არ მეტყოდა. -როგორ ხარ,ძვირფასო?დავიჯერო იმდენს სწავლობდი რომ ერთი წუთითაც ვერ შევეხმიანე? -მოსე ოთახშია.-მოვასწარი და მანამ ჩავჩურჩულე, სანამ მეხვეოდა. კატოს სახეზე ათასმა ემოციამ გადაურბინა.ბოლოს ეშმაკურად გამიღიმა და თავი დამიქნია. -დედა,რამდენი რამ გიყიდია.-ახლა ქეთევანს მივუბრუნდი გაღიმებული. -ეს შენი ოთახისთვის ვიყიდე.შევიტან და მოვალ. -დეიდა,მოდი აივანზე გავიდეთ.-კატო როგორც ყოველთვის ფორმაში იყო.-დიდი ხანია არ გადამიხედავს. -ჩემო ლამაზო,მარტოც მიაგნებ.მეც მალე მოვალ. -ვერ მივაგნებ.-ხელი ჩასჭიდა და სწრაფად გაიყვანა. 'მადლობა'-ჩავიჩურჩულე და მოსეს დავუბრუნდი. -რა გაცინებს?სწრაფად წამოდი. -რატომ?აქაც მშვენივრად ვერთობი. -გართობა მერე იყოს. სადარბაზოში გასული შემობრუნდა და ღია კარში მდგარს მომაჩერდა: -სასაცილო სანახავი იყავი შენი ჭკუით უჩუმრად რომ მომიძღოდი. -ახლა წადი.ხვალ დაგირეკავ. -ასე ადვილად ვერ გამაგდებ.-წელზე ხელი მომხვია.გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი სადარბაზოს ცივ კედელზე მიყუდებული.კარი ხელის კვრით დახურა და მაშინვე ბაგეებზე დამეწაფა.შეუკავებელი კვნესა აღმომხდა და კოცნაში ავყევი.ნაზი კოცნა მომთხოვნში გადაიზარდა.ხელები მისი ლურჯი ზედის ქვეშ შევაცურე და შიშველ ზურგზე ავასრიალე.ვცდილობდი ხელუხლებელი არაფერი დამრჩენოდა.ბოლოს ერთამნეთს ჟანგბადის მარაგის შესავსებად მოვწყდით.მაისური ჩამომიწია და აჩეჩილ თმაზე ხელი ჩამომისვა. -სახლში შედი.გაგრძელება სხვა,უფრო მოსახერხებელ ადგილასაც შეიძლება.-მოწყვეტით მაკოცა და კიბეებზე დაეშვა.მას შემდეგ რაც სუნთქვა დავარეგულირე,სახლში შევედი და კატოს შევეფეთე. -მაშ,ერთობოდი გოგო?საინტერესოა ხვალ გამოცდაზე რას დაწერ.არ მგონია თემა შენი და მოსეს ვნებები იყოს. მის სიტყვებს ღიმილით შევხვდი და მისაღებისკენ გავემართე. მას შემდეგ ერთმა კვირამ განვლო.ამ დროის განმავლობაში მოსე სულ ორჯერ ვნახე.ისიც რამდენიმე წუთით.საქმეების გადამკიდე თავისუფალი დრო აღარ რჩებოდა.ერთ საღამოს დეიდასთან ვაპირებდი წასვლას.სახლიდან გასულს კი სიურპრიზი დამხვდა.მოსე მანქანიდან გადმოვიდა და კარი გამიღო. -დარეკვა აღარ დამჭირდა.-ფართოდ გამიღიმა და მძღოლის ადგილი დაიკავა. -სად მივდივართ? -ნაცნობ ადგილას. ქურთუკი გავიხადე და დივანზე მჯდარი მოსესკენ გავემართე.მანაც ძლიერად შემომაჭდო ხელები და ბოლოს მონატრებული კოცნაც მაჩუქა.მისი მაისურის ბოლოს წავეტანე. -რუსუდან...-მოსეს ხმა გამაფრთხილებლად ჟღერდა. -გაჩუმდი და უბრალოდ მომეფერე. თავზემოთ გადავაძვრე მაისური და მის დაკუნთულ სხეულს მივეკარი.მან კი ხელში ამიტაცა.ნაცნობ საძინებელში აღმოვჩნდით.ფრთხილად დამაწვინა და თავად ზემოდან მომექცა.ნელი ტემპით მიიწევდა წინ.ყელს მანამ მიკოცნიდა სანამ არ დამიწითლდა.შემდეგ მისი ტუჩები აწ უკვე შიშველ მკერდზე აღმოჩნდა.ვნებების მორევში გადავეშვი და ვცდილობდი ალერსში არ ჩამოვრჩენილიყავი.პირველ ბიძგზე ობოლი ცრემლი წამომივიდა,რომელიც კვლავ მისმა ტუჩებმა გააქრო.მისივე ბაგეები ახშობდა ჩემს შეუკავებელ კვნესას.მას შემდეგ რაც ფინიშს მივაღწიეთ,ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა.მომჩვარულ სხეულს ძილის მეტი არაფერი სურდა.თავი მოსეს მკერდზე დავდე და მალევე ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.