შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი შანსი


8-06-2022, 18:29
ავტორი sabrina
ნანახია 22 015

აწმყო





-დე, ტელეფონზე ლენა ნათლია რეკავს-თავზე დამახდა ჩემი პატარა.
- ხო ლენ ,გისმენ- ნახევრად მძინარემ ვუპასუხე.
-სოფო არ ინერვიულო, რაღაც მოხდა და .... - მცირე პაუზის შემდეგ როგორც იქნა თქვა-ჩამოვიდა.გუშინ ჩვენთან იყო მოსული ბავშვის სანახავად.სოფო დამპირდი რომ არ ინერვიულებ!
-ვეცდები ლენა-უკვე მთელი ტანი მიკანკალებდა- დაიძინე მიდი უკვე გვიანია, თან მიასაც ეძინება.
- კარგი სოფო ხვალ გამოვალ .
- გელიდებით- კოცნის იმიტაცია გავაკეთე და მიას მივუბრუნდი.მალევე დავაძინე და ფიქრებში გადავეშვი.
ნეტა თუ მიხვდება? მიას თვალები და სახის ნაკვთები ისე უგავს მამამისს ძნელია მსგავსება ვერ დაინახო , თუმცა მაშინ გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, თან ისე რომ არავინ იცოდა მისი ასავალ-დასავალი.


წარსული



მიყვარს გაზაფხული.ბუნება და ცივი ზამთრის შემდეგ სითბოს შემოპარება.თითქოს ჩემი გუნებაც გაზაფხულთან ერთად იღვიძებს.დილით ჩიტები გაღვიძებენ, ღამე ჭრიჭინები გაცილებენ ძილის სამყაროში.მიყვარდა სოფელში ყოფნა , ამ დროს ბუნება საოცარია .ჩემი ბავშვობა რაჭაში გავატარე სანამ ჩემი მოხუცები ცოცხლები იყვნენ, დედამ 10 წლის დამტოვა და სამუშაოდ წავიდა, თუმცა იქ დაოჯახდა და მე უკვე ნაკლებად ვადარდებ .მხოლოდ ინტერნეტით შემოიფარგლება ჩვენი ურთიერთობა. ადრე ჩავყავდი ხოლმე, ეხლა უკვე ჩემი პატარა ძმაც გაჩნდა და ჩემთვის ვეღარ იცლის, მხოლოდ მატერიალური დახმარება დარჩა დედა-შვილობის მაგივრად.იმედია დროზე ვიშოვი სამსახურს და დახმარებაც აღარ დამჭირდებ.ძლივს გადავაგორე ეკონომიკის კურსის 4 წელი,თუმცა სამუშაოს დაწყება ისეთი ადვილი არ აღმოჩნდა როგორც წარმომედგინა. ყველა გამოცდილებას ითხოვს.რამდენ ოფისში გავაგზავნე სივი აღარც მახსოვს, თუმცა ჩემი გასაუბრება უკვე წინასწარ ვიცი რომ გამოცდილების არ ქონის გამო ისევ უარი იქნება.დღესაც მივდივარ გასაუბრებაზე და უკვე წინასწარ ვიცი რაც მოხდება.
ყველაზე მეტად ქუსლებზე დგომას ვერ ვიტან,მაგრამ როცა ღმერთმა შენთვის მეტი სიმაღლე არ გაიმეტა ჯობია ხელოვნურად მოვიმატო 8 სანტიმეტრი, თანაც იმიჯსაც შემიცვლის.პირველად გასაუბრებაზე მისვლა გასაუბრების გარეშე დამთავრდა, უფროსმა ძლივს დამიჭირა და მერე ფეხის ტრამვით ერთი თვე გაშოტილი ვიწექი სახლში.
-ისევ ქუსლები?- თავზე ხელი შემოირტყა ჩემმა დაქალმა
-რა ვქნა ლენა , შენნაირად ფეხები კისრიდან არ მეწყება.
-კარგი ერთი , მაგიტომ არ დაგსდევდა ნახევარი კურსი არა?
- ოოო , მაცადე საქმიანი იმიჯის შექმნა.
- კარგი ხო.-აბუზღუნდა- სამსახურში მივდივარ,დამირეკე რას გეტყვიან...იცოდე ბოლო ცდაა თუ ვერ დაიწყებ ეკონომისტად მუშაობას ჩემს უფროსს დაველაპარაკები და ჩემთან მდივნის ვაკანსიაზე მოხვალ გასაუბრებაზე.
- გასაგებია უფროსო- ჩესტი ავუღე.მართალია, როდემდე ვუყურო დედაჩემს და როდემდე ვიყო უმუშევარი.
იმდენჯერ მომიწია ამ ფეხსაცმლით გასაუბრებაზე წასვლა , უკვე მშვენივრად დავდივარ.მთავარია ეხლა მომცენ შანსი.
ოფისი სადაც დამიბარეს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო ფირმაა.მისი უჟმური უფროსის შესახებ ლეგენდები დადის, იმედია გასაუბრება მასთან არ მომიწევს.გეგონოს.....
- გამარჯობა გასაუბრების თაობაზე მოვედი- თავაზიანად გავუღიმე მიმღებში დაცვას.
- მეოცე სართულზე , ბატონ დემეტრესთან ახვალთ.
დიდად ისედაც არ მიყვარს ლიფტები და ეს რა მოიგონეს გარედან გაკეთება, სანამ ავალ გული გამისკდება.ლიფტთან ბიჭი დავინახე...
-ერთი წუთით დამელოდეთ-ვკივი ბოლო ხმაზე, იქნებ მარტო არ მომიწიოს ლიფტში ყოფნა.მგონი ჯობდა მარტო ვყოფილიყავი.ლიფტში ისეთი აპოლონია ეხლა ის მაქვს სადარდებელი მეოცე სართულამდე რა გაძლებს.
- ახალი ხართ? - ღმერთო ყველაფერს ერთს რატომ აძლევ, ისეთი ხმა აქვს მარტო მის გამო უნდა ამიყვანონ სამსახურში.
- იმედია- ვეცადე მომხიბვლელად გამეღიმა, იმედია მართლა ეგრე გავიღიმე და დებილი ბავშვის იერი არ მაქვს- გასაუბრებაზე ვარ ბატონ დემეტრესთან....ისე როგორი კაცია?
- ჩვეულებრივი - აიჩეჩა მხრები,ძუნწი... სიტყვებსაც ვერ იმეტებს.
- ამბობენ უჟმუ...მკაცრიაო- გადავაკეთე იმწამსვე.ცალყბათ ჩაიცინა და ტელეფონს უპასუხა.სიტყვაძუნწია სოფი არ გამოგადგება?!ისე დამაჯერებლად ვუთხარი ჩემს თავს თითქოს კალთებს მახევდა.
როგორც იქნა გაჩერდა შუშებიანი ყუთი.მეც ბედნიერი გამოვედი და იქვე მდგომ გოგოსთან მივედი.
-გამარჯობა, გასაუბრებაზე ვარ ბატონ დემეტრესთან.
- დაბრძანდით- იქვე დივანზე მიმითითა- ათ წუთში მიგიღებთ.
ოფისი გემოვნებიანად და მდიდრულადაა მოწყობილი.კი ვიცი რომ აქ არ მიმიღებენ მაგრამ ლენას მოხუცი უფრისის მდივნობა სულაც არ მინდა. ათი არა მაგრამ ოცი წუთის მერე მიმითითა მიმღებში მჯდომმა გოგონამ კაბინეტისკენ.
კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე...
-შემოდით- მე კი შევედი მაგრამ..
- ბატონ დემეტრესთან ვარ-დავაკონკრეტე, იმედია ეს ის არ არის რაც მე მგონია
- ვიცი-არც ისე თბილად ჟღერს მისი ხმა- მე ვარ ,დაჯექი - ღმერთო მიშველე.
- მე სოფიო დარასელიძე ვარ
- ვიცი- მართლა უჟმურია- სივში გამოგრჩათ ალბათ თქვენი ყოფილი სამსახურის მითითება-ჩემი სივის შესწავლით დაკავებულმა ქვევიდან ამომხედა.
- არ გამომრჩენია-საცოდავად ამოვუწკმუტუნე-ერთი წელიც არაა რაც უნივერსიტეტი დავამთავრე .სამუშაო სტაჟი არ მაქვს.
-გასაგებია.ჩვენ ეკონომისტი გვჭირდება და არა სტაჟიორი.
-გასაგებია!-უკვე ნერვები მეშლებოდა,ყველა ერთნაირი ტექსტით გისტუმრებს, ამის გაფიქრებაზე ჩამეცინა-ყველას ერთი და იგივე გჭირდევბათ! ახალგაზრდა და ათ წლიაანი სტაჟით .
- ორიც საკმარისი იქნებოდა- ეს რა? მე დამცინის?
-თუ შანსი არავინ მომცა საიდან მექნება სტაჟი?!- ხელები ფართეთ გავშალე.მგონი უხეშად გამომივიდა მაგრამ ღირსია.წამოვდექი და სანამ გამომიშვებდა მე თვითონ გადავწყვიტე ამაყად გამოვსულიყავი-კარგად ბრძანდებოდეთ.
- ერთი წუთით- მე მითხრა? - ეკონომისტად ვერ გამუშავებ , მაგრამ მდივნის კვაკანსია გვაქვს.აქ გიწერიათ რომ უცხო ენებს კარგად ფლობთ?
- მე ეკონომისტი ვარ!
-თქვენ ეკონომიური ფაკულტეტის გამოუცდელი კურსდამთავრებული ხართ!-ირონიულად შემომხედა
-კი მაგრამ მე....
- გამოსაცდელი ვადით აგიყვან, მდივნად იმუშავებ და შეთავსებით ფირმის საბუთებს გადაამოწმებ.ვნახოთ როგორი ეკონომისტი დადგება თქვენგან- ტუჩი ჩატეხა-სამი თვე , სამ თვეში უნდა დამიმტკიცო რომ ღირს შენი აყვანა სამსახურში.ხომ გინდოდა შანსი?!ხოდა გამოიყენე.
დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია, ლენას უფროსის მდივნობას ისევ ეს მერჩივნა, თან სტაჟირებას გავივლიდი .
-თანახმა ვარ!- კმაყოფილმა შემომხედა და ტელეფონს დასწვდა ...
-მაიკო შემოდი.- გასცა ბრძსნება და კარებში ულამაზესი ორსულიც გამოჩნდა- ეს გოგონა შენი შემცვლელი იქნება, აუხსენი ყველაფერი.
-ეხლავე ბატონო დემეტრე-ისე გაუხარდა, აშკარად ერთი სული აქვს როდის წავა აქედან.მერე მე მომიბრუნდა-წამომყევით.
იქვე პატარა მყუდრო კაბინეტში შემიყვანა და დაიწყო ჩემთვის ყველაფრის ახსნა.მაიკო დეკრეტში გადიოდა ამიტომ სამი თვე მისი შემცვლელი ვიქნებოდი.
საღამომდე ოფისში ვიყავი, ლენასთვისაც არ დამირეკავს.ამიტომ ლიფტში შესვლისთანავე ტელეფონი მოვიმარჯვე
- რა ქენი ? -გაისმა ორი ზარის შემდეგ
- ამიყვანეს-მივახალე გახარებულმა.
- ვაიმე რა კარგია-მხიარულად ჩამძახა ტელეფონში-ანუ უკვე სტაჟიანი ეკონომისტი იქნები?-გადაიკისკისა
- მდივანი- სახე დავჭყანე- გამოსაცდელი ვადით.
- მდივნობა თუ გინდოდა ბესარიონთან არ გაწყებინებდი მუშაობას? -ლიფტის კარი გაიღო და გასასვლელისკენ წავედი.
- შენი ბესარიონის მდივნობას მირჩევნია ისევ ამ უჟმურის მდივანი ვიყო, თანაც სტაჟირებას გავივლი პარალელურად-სიცილი ამიტყდა-წავედი სახლში ვილაპარაკოთ.
- კარგი ხო.იცოდე საჭმელი დამახვედრე დღეს შენი ჯერია- კოცნის იმიტაცია გააკეთა და გამითიშა.
- დღეს უკვე მეორედ მიწოდე უჟმური!- ეს აქ საიდან გაჩნდა, ავტობუსით მიდის სახლში? კარგად მოვათვალიერე იქაურიბა , ოფისის წინ ნამდვილად გაჩერებაა-მგონი ვიჩქარე თქვენი აყვანა სამსახურში-თვალი ჩამიკრა და ახლახან გაჩერებულ მანქანაში უკანა სავარძელზე დაჯდა.
რატო ენა არ მოგტყდება სოფი, რა გალაპარაკებს .იძახე ეხლა უჟმური.სახლამდე ვლანძღე ჩემი თავი.ლენას მოკლედ მოვუყევი ჩემი კრახის შესახებ და ბატონ ბესარიონთან გავგზავნე დილით დასალაპარაკებლად.ყავა ავიდუღე და აივანზე სარწეველა სავარძელზე მოვკალათდი, როცა ჩემი მყუდროება მაიკოს ზარმა დაარღვია უფროსი გკითხულობს სამსახურში გამოცხადდესო მომახსენა.რა გამოდის რომ არ დავუთხოვივარ? სწრაფად გავემზადე და სამსხაურისკენ წავედი, გზაში ლენას მივწერე და პირველივე ტაქსიში ჩავხტი.ოფისში მისულმა პირველი უფროსის კაბინეტისკენ წავედი, კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და ნებართვის მიღების შემდეგ შევედი.
- ბატონო დემეტრე- დავიწყე ბლუყუნით- ბოდიშს გიხდით გუშინდელი ჩემი უტაქტო საუბრის გამო.
- ბოდიში მიღებულია-ქვევიდან ამომხედა-დღის გეგმა უნდა შევადგინოთ და მოწესრიგდი და ისე შემოდი-ჩანთაზე მიმანიშნა.
დღის გეგმა შევადგინეთ საღამოს შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული, მანამდე კი ამ შეხვედრის საბუთები მქონდა გადასათარგმნი და მოსაწესრიგებელი.მთელი დღე თავი არ ამიწევია ისე ვმუშაობდი, საღამოს კაბინეტში დამიბარა, პარტნიორი კომპანიიდან უნდა მოსულიყვნენ და შეხვედრას მეც უნდა დავსწრებოდი.კარები გაიღო და ღმერთო ჩემო ამას აქ რა უნდა? ოთახში ჩემი კურსელი და ლენას ოცნების პრინცი მამასთან ერთად შემოვიდა.კარგია როცა მამა კომპანიის მეპატრონე გყავს, დაამთავრებ თუ არა სწავლას ადგილი გარანტირებული გაქვს.ჩემსას კი არ ჰგავს არავინ რომ არ იცის ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ.ბებიას თუ არ ჩავთვლით, თამამად შეიძლება ითქვას რომ ოჯახში ნამდვილად არ გამიმართლა.
-სოფი!!-ჩემსკენ წამოვიდა და მეგობრულად გადამეხვია.ბანკეტის შემდეგ არ მინახავს- აქ დაიწყე მუშაობა?როგორი შეცვლილი ხარ?!- მომაყარა კითხვები.ხო ჯინსის და ბოტასის გარეშე ნამდვილად ქალს ვგავარ.
-კი აქ ვმუშაობ- შემრცხვა მეთქვა მდივანი ვართქო...-სტაჟიორი ვარ ფირმაში-მუდარის თვალებით შევხედე დემეტრეს, რომელმაც აშკარად მიმიხვდა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
აი მერე დემეტრეც რომ გულთბილად გადაეხვია დათოს მამას და ოჯახი მოიკითხა მივხვდი რა შარშიც ვიყავი.როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ბიზნეს პარტნიორები კი არა დათოს და დემეტრეს მამა პარტნიორები ყოფილან , თუმცა დემეტრე ჩვენზე გაცილებით უფროსი იყო.
- გამოდის რომ ,,ემ გრუფთან“ უნდა შევწყვიტოთ ხელშეკრულება- თათბირის დროს იკითხა ბატონმა ზურაბმა.
- ბევრი დარღვევაა.არ მინდა მათ გამო ჩემს კომპანიას სახელი გაუტყდეს!თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად არ ვენდობი, ფირმაში უხარისხო მასალა შემოიტანეს.
- კონტრაქტს ესე ადვილად ვერ შევწყვეტთ- ჩაფიქრდა ბატონი ზურაბი.
- მაშინ მოგვიწევს მათი ორი წლის ხარჯთაღრიცხვა შევამოწმოთ.
- კარგი აზრია...
- მე და სოფი შევამოწმებთ-გაიჯგიმა დათო.
- მე წინააღმდეგი არ ვარ-დაეთანხმა ბატონი ზურაბი.ჩემმა ბოსმა ჩაფიქრებული შემომხედა , ღირს თუ არაო დაფიქრდა ალბათ.
- სოფი ძალიან ჭკვიანია,ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი იყო კურსზე-დათოც თითქოს მიუხვდა უნდობლობას.
- კარგი, ოღონდ როგორც კი რამეს ნახავთ საეჭვოს მაშინვე ჩაგვაყენეთ საქმის კურსში.
შეხვედრამ კიდევ ერთი საათი გასტანა .მერე ერთმანეთს დაემშვიდობნენ და კაბინეტიდან გავიდნენ.
-როგორც მივხვდი,დათო შენი კურსელი იყო?!-ნიშნისმოგებით მკითხა უჟმყურმა ჩვეული ურეაქციო სახით როგორც კი მარტო დავრჩით.
-დიახ , ჩემი კურსელი იყო.მადლობა რომ არ თქვით მდივანიაო-კმაყოფილმა ამომხედა-რამეს ხომ არ ინებებთ?
-არა, დღეს თავისუფალი ხარ.ხვალიდან ემ გრუფის საბუთებს ამოიტან არქივიდან და დაიწყებ შესწავლას.დიდი დრო არ გვაქვს, მყარი მტკიცებულებები უნდა იპოვნოთ.
-მაშინ წავალ და დილიდან არქივით დავიწყებ.ხვალამდე ბატონო დემეტრე-დავემშვიდობე და ოთახი დავტოვე.მერე ჩემი ნივთები მოვაწესრიგედა წასასვლელად მოვემზადე.ლიფტთან დათოს შევეჩეხე-არ წახვედი?- გაოცებული სახით ვკითხე.
- დამავიწყდა მეკითხა. ხვალ ჩვენთან მოხვალ ოფისში თუ აქ უნდა ვიმუშაოთ? -ხელი გადამხვია და გასასვლელისგენ წავედით - მომენატრე ეეე, ის შენი გიჟი დაქალი სადაა ჩემზე რომ გიჟდებოდა?!- სიცილით მოიკითხა ლენა.
- ისიც მუშაობს, მარკეტების ქსელის მენეჯერია- ჩავუკაკლე ლენას ამბები, ამ ლაპარში უკვე ოფისიც დავტოვეთ.
- შენი ნომერი ჩამაწერინე რომ დამჭირდე!- ტელეფონი მოიმარჯვა-სხვა ნომერი მაქვს და ძველი ნომრები წამეშალა-ნომრები გავცვალეთ და გაჩერებისკენ წავედი.
ჩემს ავტობუსს ორი წუთი ეწერა და მეც უკვე ისეთი დაღლილი ვიყავი ერთი სული მქონდა სახლამდე მიმეღწია.
-გაგიყვან-გაჩერებაა თუ შეხვედრების ადგილი?!ისეთი ხმით მითხრა დემეტრემ , ბრძანებას უფრო გავდა.
- არ შეწუხდეთ, ავტობუსი ორ წუთში მოვა
-არ ვწუხდები. გზად შენი ბინა უნდა გავიარო მაინც- ამან საიდან იცის სად ვცხოვრობ?...აჰ,სივი, რა თქმა უნდა...-დღეს თავისუფალი ხარ- მძღოლს მიუტრიალდა. მანქანის გასაღები აიღო და საჭეს მიუჯდა , მეც არ დავვიწყებივარ და ჩვეული ჟესტით მანიშნა ჩაჯექიო...
-არ იყო საჭირო....- მანქანაში ჩაჯდომისთანავე ვუთხარი
-რა ურთიერთობა გაქვს დათოსთან?
- რა ურთიერთობა უნდა მქონდეს?- გავიოცე-კურსელები ვიყავით და ვმეგობრობდით.
-ხვალიდან ჩემს ოფისში იმუშავებთ. მინდა მარტო საქმეზე იფიქრო.პირადი ურთიერთობები და მეგობრები მხოლოდ ოფისის გარეთ.- ყველაფერ სიკეთესთან ერმთად მესაკუთრეა.
- გასაგებია!ფიქრობთ რომ თავს ვერ გავართმევ?-მეორედ მიმანიშნა რომ არ სჯერა ჩემი.
-ვფიქრობ რომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმო საქმეს!ამ ფირმასთან კონტრაქტი სასწრაფოდ უნდა შევწყვიტოთ, ამიტომ მჭირდება სრულად იყო კონცენტრირებული სამუშაოზე, თუ ხვდები რომ ვერ შეძლებ ,მითხარი მთავარ ეკონომისტს გადავაბარებ.
-შევძლებ!-ძალიან გავბრაზდი. ანუ რა გამოდის რომ საერთოდ არ სჯერა ჩემი? კარგი შანსია რომ დავუმტკიცო რა შემიძლია.
კორპუსთან ჩამომსვა და ისე წავიდა ნახვამდის თქმაც დაენანა.სახლამდე ძლივს ავედი.კარებში ჩემი სულიერი და შემომეგება.
- მოხვედი სოფი?
- კი ლენა, ისეთი დაღლილი ვარ ფერხზე ძლივს ვდგავარ- შევლასლასდი სამზარეულოში- აუ იცი ვისთან ერთად უნდა ვიმუშაო?
- ზევსთან?-ჩართო გოგომ იუმორი.
- ნუ ზოგიერთისთვის ზევსიცაა- გადავიხარხარე დათოს გახსენებაზე-დათოსთან, შენ რომ მოგწონდა ჩვენი კურსელი-კითხვისნიშნიანი თვალებით შემომხედა- თავს ნუ იშტერებ! იცოდე აღარ მოგიყვები!- დავემუქრე და მეტი ეფექტისთვის წარბიც ავწიე
- ხო კარგი, გამახსენდა .მოყევი!- რა უცებ დამნებდა , არ გეკადრება ლენა.
- მოკლედ ჩემი უჟმურის ბიზნეს პარტნიორია, ნუ ეგ არა მამამისი.რა ნიშვნელობა აქვს, ხოდა ხვალიდან ერთად უნდა ვიპოვოთ თაღლითი- ჩემი თავი დეტექტივად წარმოვიდგინე.
- შეიცვალა? თუ ისევ ისეთია?-თავი მაცივარს მიაყრდნო,დასცხა ალბათ.
- ეხლა ნუ ჩამადნები ხელში.
- არ მიკითხა?-სიცილი ამიტყდა მისი მოკითხვა რომ გამახსენდა-რა თქვა? დროზე სოფი სანამ ეს ცხელი წვნიანი გამოგიქანე ქვაბით.
- შენი დაქალი როგორაა, ჩემზე რომ გიჟდებოდაო- მეც მივახალე და ლენასაც აუვიდა ბოლი.
- ეგ , ეგ…. იმბიცილი.რატომ უნდა მომწონებოდა ეგ….მუტანტი, საერთოდ საიდან დაასკვნა რომ მომწონდა? ჰა?
- მე რავიცი ლენა? მე ხომ არ ვეტყოდი!-თვალები მოჭუტა და დაკვირვებით შემომხედა- გოგოოო!ნორმალური ხარ?
- კარგი ხო, ვინ უთხრა ნეტა?
- ვის უნდა ეთქვა ადამიანო?!მის დანახვაზე მუნჯდებოდი და წითლდებოდი.თქმა რად უნდოდა? -დემონსტრაციულად გავშალე ხელები.
- ჯანდაბა !ტონალური უნდა წავისვა ხოლმე.-დადო დასკვნა.
- ხო , ეგრე ქენი.აღარ გაკეთდა? მოვკვდი მშიერი.
- ვსიო მზადაა- გემრიელად ვივახშმეთ და დავუბრუნდით ჩვენს ოთახებს.
ლენა ჩემთვის ის დაა რომელი არასდროს მყოლია.რაღაცით ჰგავს ჩვენი ისტორიები ერთმანეთს , თუმცა ლენას ბევრად რთული წარსული აქვს.ბავშვთა სახლში იზრდებოდა, დედ-მამა ავტო კატასტროფაში გარდაეცვალა და ბებიამ ვერ აიღო მასზე პატრონობა.18 წლისამ იმდენი ქნა ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა ეკონომიკურ ფაკულტეტზე.რომ შეხედავ უფრო რუსს ან უკრაინელს გავს.ბებიას გარდაცვალების შემდეგ სოფლის სახლი გაყიდა და სწორედ მაგ დროს გავიცანი ,როცა ორივე ბინას ვეძებდით. ამიტომ ერთად ვიგირავეთ ბინა , სადაც უკვე ხუთი წელია ვცხოვრობთ.ერთმანეთს ის დანაკლისი შევუვსეთ რასაც ოჯახი ქვია.
დილით ჩვეულელი თავის მოვლის რიტუალი ჩავიტარე და გავეშურე სამსახურისკენ.მოტივირებული ვიყავი, უნდა დამემტკიცებინა, რომ ჩემი საქმე კარგად ვიცოდი და რომ მეც შემეძლო ვყოფილოყავი წარმატებული ჩემს საქმეში.
მისვლისთანავე არქივში ჩავედი და თუ რამე ორი წლის დოკუმენტაცია არსებობდა ყველაფერი მოვაგროვე.კომპიუტერში შეიძლებოდა რაღაც არასწორად შეეყვანათ ამიტომ ხარჯთაღრიცხვა თავიდან უნდა გამეკეთებინა.იმდენი ფაილი იყო მარტო ვერ ამოვიტანდი, დაცვის ბიჭვს ვთხოვე დამმხმარებოდა.უკვე კაბინეტთან ვიყავი დათო რომ შემეჩეხა.
- მომეშველე დათო!-საწყალი ხმით ამოვიხავლე.
- სოფო შენ ხარ? სად ხარ?
- რა კარგ ხასიათზე ხარ, დროზე სანამ დამიცვივდა.
- კარგი ხო - საბუთები გამომართვა და ჩემს ოთახში შევედით.
დათო საკმაოდ კარგი სპეციალისტი იყო,ბევრი რამ ჩემზე უკეთ იცოდა.მთელი დღე თავი არ აგვიწევია.
-აქ რაღაც არ ემთხვევა- ჩაფიქრებულმა ვუთხარი- უყურე პროდუქტის ფასი სხვაა.
- ხო, მაგრამ თანხა ზუსტადაა დასმული
- თანხა კი ჯდება,მაგრამ შეკვეთილი მაღალ ფასიანი მასალაა 2 ტონა, ამათ ნაკლებ ფასიანი მასალა აქვს შემოტანი
-მერე მიღებულიც 2 ტონაა?ვერ ვხვდები სოფი.
-უყურე -ყიდვის ოქმზე მივუთითე-რეალურად სამი ტონა იყიდა, მაგრამ ორი ტონა შეიტანა მშენებლობაზე.
-ესეიგი გავიგეთ როგორ მოქმედებს.
-ხო მაგრამ რანაირად ? მარტო ამას ვერ შეძლებდა .ვიღაც ეხმარება საწყობიდან!
- რა უნდა ვქნათ?- კითხვისნიშნიანი თვალები მომაპყრო-როგორ გავიგოთ ვინ ეხმარება.
- აი ეგ არვიცი- ჩავფიქრდი, რადგან კი გავიგეთ მისი თაღლითობა და კონტრაქტსაც ადვილად შევწყვეტდით, მაგრამ საწყობში რჩებოდა ვიღაც ვისაციგივეს გაკეთება ყოველთვის შეეძლო- მოდი დემეტრესაც ვუთხრათ .
-კარგი, მაგრამ ეხლა თავის ყოფილი ცოლი ჰყავს - რაღაც ცუდად გამკრა გულზე.ვერც კი წარმოვიდგენდი ცოლი თუ ჰყავდა.
- ცოლი ჰყავს?
-ყავდა, ვერ ვხვდები სად იპოვა, საშინელი ხასიათები აქვს. ოფიცუალურად ყავს , მაგრამ სამი წელია ერთად აღარ არიან.
-რატომ არ შორდება?
-წილის სთხოვს ბიზნესიდან, საქორწინო ხელშეკრულება აქვთ და როგორც მამაჩემისგან ვიცი თუ არ უღალატია ანას მაშინ ფირმის 40 პროცენტი მის ხელშია, არადა მაგიტომ გაშორდა იცის რომ ღალატობს, მოკლედ ვერ უმტკიცებს რა?
- კაცი აპოლონია, ამას რომელი ნორმალური უღალატებდა?- წამომცდა გაოცებულს
- რაო სოფი?!ხოარ მოვგწონს ჩვენი დემე?-გადაიხარხარა
- ხასიათიც რომ ისეთი ქონდეს როგორც ვიზუალი- ავყევი მეც, თან ყავის მოდუღება დავიწყე.
- რა დაუწუნე მის ხასიათს-სავარძელზე გადაწვა და ფეხები მაგიდაზე შემოალაგა.ნებივრობს ბიჭი.
- სიმპატიურია მაგრამ უჟმური ეგ შენი დემე-ყავა დავასხი და ...
- უკვე მესამედ მიწოდე უჟმური, მეოთხედ გაგანთავისუფლებ უფროსის შეურაცყოფისთვის- კარებზე მიყრდნობილმა მიპასუხა.
- სხვა რამე ვიგულისხმე- ის დროა მე თვითონ გავრბოდე, დათოს გავხედე რომელიც უკვე ჩაბჟირებამდე იყო მისული.
-კარგი რა დემე, ვხუმრობდით- შემეშველა თუ რა ქნა ეხლა ამან- აღიარე რომ მართკა არ გაქვს კარგი ხასიათი, თან უჟმური რომ გაიგე სიმპატიურიაო ეგეც ხომ გაიგე
- გეყოფა! - რამის ვიკივლე, ჩაუკაკლა ყველაფერი ჩამშვებმა.რა მოსაწონი ეს იყო? ლენას მოვკლავ.
-ანუ ჭორაობთ თან უფროსზე- ირონიულად შემომხედა.
- არ ვჭორაობთ!უკვე ვიპოვნეთ რაც გჭირდებოდათ-არანაკლებ ირონიით ვუპასუხე.
ყველაფერი ვაჩვენეთ და საღამომდე განვიხილავდით ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო საწყობში თაღლითური სქემის მონაწილე.ბოლოს მენეჯერ ქალზე შევჩერდით, და მეორე დღისთვის გეგმა დავსახეთ.დათოს უნდა შეება როგორც ეს მალხაზმა გააკეთა და ვითომ თავის ფირმისთვის იგივე სქემით უნდა შეეძინა სამშენებლო მასალა.
- დღეისთვის საკმარისია, იმედია მალე ვიპოვნით და გავწყვეთ მასთან კონტრაქტს- ფეხზე წამოდგა და კაბინეტი მძიმე ნაბიჯებით დატოვა.
- მოგკლავ დათო-სიცილის მეორე შეტევა დაეწყო.
- კარგი რა, არც ეგეთი უჟმურია თან იუმორის გრძნობაც აქვს.
- კი და თან ეხლა იცის რომ მომწონს , იდიოტო.რა საჭირო იყო?!
- დაწყნარდი ფისო- დასამშვიდებლად წყალი მომაწოდა- წამო სახლში წაგიყვან.
- მაგით გინდა შენი დანაშაული გამოისყიდო? -წარბაწეულმა გავხედე.
-თუ გინდა შოკოლადს გიყიდი
-არ მიყვარს მე შოკოლადი- ტუჩები დავბრიცე.
- დემესაც არ უყვარს და იმიტომ დადის ისე უჟმური სახით- მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო- ვაიმე სოფი რვა წლის მერე შენც ეგეთი უჟმური გახდები- ამის თქმა და მომდევნო ტალღამ არ დააყოვნა.
- ჩემით წავალ!ლენა უნდა მოვკლა, კაცის შერჩევა არ იცუს ეგეც კაი ბოთეა-ჩანთა მოვიკიდე და კაბინეტიდან ცხვირაწეული გავედი.
- რა დამიწუნე- ბუნძულით წამომყვა უკან.
- შემეშვი დათო, არ ვარ შენ ხასიათზე- მართლა მოშხამულ ხასიათზე ვიყავი უკვე.არც თვითონ გამომკიდებია უკან.
მეორე დღიდან ისევ მოვირგე მდივნის სტატუსი და შევუდექი ჩემს საქმიანობას.დათო საწყობის მენეჯერთან ჯაშუშათ იყო წასული და ამბავს ველოდებოდით.უკან მოსულმა კი შოკირებული შემოვარდა ჩემს ოთახში.
- ვინმე მოგსდევს?
- ჯერ არა , მაგრამ.... გამორუცხული არაფერია- როგორც იქნა ამოთქვა.
- რა ხდება აღარ იტყვი?
- ცოტა ხანს ველაპარაკე თითქმის უკვე მოგვარებული მქონდა და მისმა მეგობარმა მოაკითხა.თუ გამოიცნობ ვინ იყო მისი მეგობარი?- კითხვისნიშნიანი თვალებით შევხედე, რისი გამომცნობი ვიყავი- მართალია , საიდან მიხვდები .ანა იყო მოსული
- ანა?
- დემეტრეს ცოლი.ხვდები რა ხდება??- რა მიხვედრა მაგას უნდოდა , დემეტრეს ძარცვავდნენ.
- რა უნდა ვქნათ? - მართლა ვეღარ მივხვდი რა სჯობდა, გვეთქვა დემეტრესთვის თუ არა- მოდი ჯერ გავარკვიოთ, იქნებ დამთხვევაა და არც თვითონაც არ იცის რა ხდება.
- იმას უფრო იოლად დამაჯერებ იმ ჟღართმიანმა თეკუნამ უფრო არ იცოდეს, ვიდრე ანამ.შენ არ იცნობ და არ იცი ვინაა.
- შენ ხომ იცნობ და ... მოიცააა , იქ გნახა??
- არა , მდივანმა რომ უთხრა მოვიდაო მე საპირფარეშოში გავედი- თავის თავით კმაყოფილმა მისი საყვარელი პოზა დაიკავა.
- რამდენჯერ უნდა გითხრა, ჩამოსწიე ეს ფეხები მაგიდიდან.
- შენც კარგი უჟმური ხარ- სახე მოჭყანა- წავედი მე ხვალ მივაკითხავ ჩემ თეკუნას.იქნებ ყავაზეც წამომყვეს.- უკვე კარებთან იყო მისული რომ შემოტრიალდა- ლანას არ უთხრა პაემანზე სხვებს რომ დავატარებ.
- ლანას უკვე ჰყავს სატრფო- საიდან მოვიფიქრე, სახეზე შეახმა მედიდური ღიმილი.
- რას ნიშნავს სატრფო ყავს? ასე უცებ დამივიწყა?
- რამხელა წარმოდგენა გაქვს დათუნა საკუთარ თავზე.ვინ დატოვებდა შხვართივით გოგოს მარტო.
- მატყუებ- გაეცინა- აბა უცებ მითხარი ვინაა და რა ქვია?
- ბესო მისი უფროსია- ეს კი დავაბრეხვე მაგრამ ერთი სული მქონდა წასულიყო კარგად რო. გადამეხარხარა.
- ჯერ ამ თეკუნას მოვუვლი და მერე ვანახებ ბესოს.მომინდომა გოგომ შეყვარებული - თავისთვის უფრო ჩაიმბურტყუნა და გავიდა .
ორი წუთი გავძელი და ისეთი ხარხარი ამიტყდა ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა.როგორი ლამაზი წყვილი იქნებოდნენ ლანა და სამოცდაათი წლის მისი ბესარიონი.
- ხო კარგად ხარ?- ამ კაცმა დაკაკუნება ვერ ისწავლა
- კი , კი.რამე გინდოდათ?
- დათო სადაა?
- წავიდა უკვე.
- რა გაარკვია.იყო საწყობში მისული?
- კი იყო და ხვალ კიდე უნდა მივიდეს. ჯერ ვერაფერი გაიგო და ამიტომ აღარ შემოვიდა- ჩემებური ვერსია მოვუყევი.
- შენ აღარ ამთავრებ? წამო გაგიყვანო.- იყოს ჩემით წავალ
- ჩემთან ერთად რატომ არ მოდიხარ?რას მიწუნებ ... ხასიათის გარდა
- არა , უბრალოდ არ მინდა სხვებმა იჭორაონ, თან ცოლიც გყავთ და...
- აჰ , ეხლა გასაგებია - კარები გაიხურა და გავიდა.ეს კი წავიდა მაგრამ ამ წვიმაში მე რანაირად მივალ სახლამდე ისიც არ ვიცი.
გაჩერებაზე მისულმა დავრწმუნდი რომ ბედი საერთოდ არ მაქვს, ტაბლოზე მთელი ოცი წუთი ეწერა.ეხლა მოუნდათ ამათაც გაჩერების დემონტაჟი.ქოლგა მოვიმარჯვე , მაგრამ რომელ მხარესაც დაუბერავდა ქარი იქიდან მასხავდა წვიმა.წინ დემეტრეს მანქანა გაჩერდა შუშა ჩამოწია და საწყალი სახით ამათვალიერა.ახლა ოღონდ წაყვანა შემომთავაზოს და ცოლი კი არა სატანა ყავდეს თუ უნდა .
-შემოგთავაზებდი წაყვანას , ხო გახსოვს ცოლი მაყავს- დანანებით გააქნია თავი და წავიდა
- ყოფილი ცოლი -ჩემთვის ჩავიბურტყუნე და ლანას დავურეკე- ტაიქოლდი და ლიმონი გამიმზადე , არ ვარ კარგად.



№1 სტუმარი ნი-კე

ახალი ისტორით დაგვიბრუნდით..მომეწონა ძალიან დასაწყისი..ველოდები ახალ თავს..წარმატებები..

 


№2  offline წევრი Marikagogolqdze

რაღაცა კარგია
მალ მალე დადეთ რა

 


№3 სტუმარი სტუმარი Nestani

Ragac sxvanaurad daiwyo saintereso chan's imedia me ale dadebt madloba warmatebebi

აუუუუ ძაააან ძაააან კარგი დასაწყისიიიააა .აი,დამაინტრიგებელიაა . მოკლედ ველი ახალ თავსსს როდის დადებბბ

 


№4 სტუმარი Ana-maria

მომეწონა. კარგი წასაკითხია. საინტერესო ისტორია ჩანს და დიდხანს ნუ დაგვალოდინებთ მომდევნო თავზე. წარმატებები

 


№5  offline წევრი OKI ME

უჰ, რა კარგი იყო heart_eyes

ძალიან მომეწონა და მოუთმენლად ველი ახალ თავს. საინტერესო დასაწყისი იყო. heart_eyes heart_eyes რასაც ქვია სახეგაბადრულმა ჩავიკითხე. ნუ იმ სასაცილო მომენტებზე აღარაფერს ვამბობ ჩემი სიცილი მთელ უბანს ესმოდა ალბათ. smiley smiley smiley

როგორც ვნახე სხვა ისტორიაც გქონია ამიტომ სანამ შენ ახალ თავს ატვირთავ მანამდე მე წინა ისტორიას წავიკითხავ heart_eyes heart_eyes

წარმატებები და მალე ახალი თავით მობრუნება. laughing laughing ჩემი სახით კიდევ ერთი აქტიური მკითხველი და გულშემატკივარი შემოგემატა. heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი sabrina

ნი-კე
ახალი ისტორით დაგვიბრუნდით..მომეწონა ძალიან დასაწყისი..ველოდები ახალ თავს..წარმატებები..

მადლობა რომ ისევ ჩემთან ხართ♡♡

Marikagogolqdze
რაღაცა კარგია
მალ მალე დადეთ რა

დავდე უკვე , გამოჩნდება მალე :)

Megioki
უჰ, რა კარგი იყო heart_eyes

ძალიან მომეწონა და მოუთმენლად ველი ახალ თავს. საინტერესო დასაწყისი იყო. heart_eyes heart_eyes რასაც ქვია სახეგაბადრულმა ჩავიკითხე. ნუ იმ სასაცილო მომენტებზე აღარაფერს ვამბობ ჩემი სიცილი მთელ უბანს ესმოდა ალბათ. smiley smiley smiley

როგორც ვნახე სხვა ისტორიაც გქონია ამიტომ სანამ შენ ახალ თავს ატვირთავ მანამდე მე წინა ისტორიას წავიკითხავ heart_eyes heart_eyes

წარმატებები და მალე ახალი თავით მობრუნება. laughing laughing ჩემი სახით კიდევ ერთი აქტიური მკითხველი და გულშემატკივარი შემოგემატა. heart_eyes heart_eyes heart_eyes

კარგია თუ მოგეწონათ, მადლობა♡♡

Ana-maria
მომეწონა. კარგი წასაკითხია. საინტერესო ისტორია ჩანს და დიდხანს ნუ დაგვალოდინებთ მომდევნო თავზე. წარმატებები

მადლობა , ვეცდები იმედები გაგიმართლოთ

Marikagogolqdze
რაღაცა კარგია
მალ მალე დადეთ რა

♡♡♡♡

 


№7 სტუმარი ნაინა

ძალიან ძალიან კარგია, მომეწონა,წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent