მომეცი შანსი(თავი 2)
თავი 2 მეორე დღეს ოცდათვრამეტი სიცხით ვიწექი სახლში, ლენასაც მოუწია სამსახურის გაცდენა რომ ჩემთვის მოევლო. - მაინც არ დაგიწია, რა სიცხე გაქვს ესეთი?- თერმომეტრი ისე დაფეეთხა ცოტაც და შემოატყდებოდა. - ვაიმე ლენ შენ მაინც გაჩუმდი თორე უკვე გამისკდა თავი-თავზე ასაბანი გადავიფარე.- ჩემი ტელეფონია მიდი უპასუხე- - გისმენთ....-იმხელა პაუზა გააკეთა ნელა ამოვწიე თავი საბნიდან - ლენააა-ტელეფონი უცებ მომაჩეჩა თვითონ ოთახიდან გავარდა-გისმენთ - რომ კითხო სატრფო ჰყავს და კარგად დამუნჯდა ჩემი ხმის გაგონებაზე?!- ოხ ლენა , ამხელა ენის პატრონს რა გამუნჯებს. -გუშინ ტელეფონი დამისველდა და ხმა ითიშება ხოლმე. - ხო რავიცი შენი ხმა კარგად ისმის- ჩაიფხუკუნა. - რაგინდა დათო? რატომ რეკავდი? - შენს კორპუსთან ვარ და რა წამოგიღოთქო გირეკავდი- ვაიმე საწყალო ლენა - არაფერი არ მინდა, არ შეწუხდე შენც ნუ ამოხვალ რამე არ გადაგდოს- ვცადე,მაინც. - კარგი კარები გამიღე- დავიჯერო ვერ გაიგო რა ვუთხარი? - ლენააა. მიდი რა კარები გააღე- გავძახე საწყალი ხმით - აქ არის? რატომ მოვიდა? - სახეზე უკვე ჭარხალივით იყო - ლენა მისმინე, იცის რომ შეყვარებული გყავს და შენი შეყვარებული შენივე უფროსია ბესო- მივაყარე , მერე რამე რომ არ გაჰკვირვებოდა. - გოგოო - იმხელაზე იყვირა უცებ შევძვერი საბანში - კაცი სამოცდაათი წლისაა, მეტი ვერაფერი მოიფიქრე? - ასაკი არ იცის და სანამ კარები ჩამოიღო გაუღე- თხოვნით შევხედე. - ესღა მაკლდა-ბურდღუნით წავიდა კარებისკენ. - ოხ ელეონორა თქვენც სახლში ხართ?- ვითომ არ იცის , ისევე როგორც შოკოლადები რომ არ მიყვარს ერთი ცელოფანი შოკოლადებით რომ დამადგა. - სოფი ოთახშია- უხმოდ შემიოაცილა ლენამ და უხმოდვე გავიდა ოთახიდან. - ეს შოკოლადები რად გინდოდა? -ცალი თვალი მოვჭუტე - რავიცი ხელცარიელი ხომ არ ამოვიდოდი, აბა რა გჭირს ? - ვერ ხედავ? ვკვდები- ჩავძვერი ისევ საბანში. - რა დროს სიკვდილია,იმხელა საქმეში გავყავით თავი?!-უცებ დავჭყიტე თვალები. - რა ხდება მოყევი. - რა და ჩემო სოფი!ეს ჩვენი თეკუნა ანუკას საყვარელ მამაკაცს ეხმარებოდა, ანუ თვითონ არარის ვასოს საყვარელი როგორც მანამდე გვეგონა. - რა ?- გაოცებული ვუყურებდი- რა გამოდის რომ ვასოსთან ღალატობს დემეტრეს? - ესე გამოდის და თუ დავამტკიცეთ ის შენი უჟმური ... რას ეძახი? .. ხო აპოლონი, ქარივით თავისუფალი იქნება. - ჩემი ნაკლებად, მაგრამ მაგ ვასოს სურათი მანახე გაფიცებ- სიცილი ამიტყდა- ვინაა ეგეთი? - ერთი მაღალი მელოტი ტიპია, თვითონ არაფერი ისეთი, ფული აქვს და გულაობს გოგო-სავარძელში კარგად მოკალათდა- აბა?!ასეთი ახალი ამბავი მაქვს და ყავას არ დამალევინებთ? - თვალებს მე ნუ მიჟუჟუნებ - თითი დემონსტრაციულად ავუწიე-არ გაბედო და ლენა არ გამიბრაზო. - კარგი ხო - დამნებდა, მეც ლენას ყავა მოვადუღებინე.სიცხეც უკვე დავარდნილი მქონდა და სამზარეულოში გავუშვი. ****** უკვე ათი წუთია ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო.რატომ ვმუნჯდები ესე მის დანახვაზე .თვითონ არ ახსოვს, მაგრამ ბავშვთა სახლში ყოფნის დროს შემიყვარდა.მამამისს და სავარაუდოდ დემეტრეს მამას ჩვენთვის ყოველ ახალ წელს საჩუქრები მოჰქონდათ, ბიჭებიც თან ახლდნენ .მაშინ ცხრა წლის ვიქნებოდი.მისი ნაჩუქარი წიგნი დღემდე მაქვს შენახული, ეს ერთ-ერთია იმ მცირე ნივთებიდან რაც ბავშვთა სახლიდან წამოვიღე.ზღვისფერი თვალებით ბიჭი, ჩემი ოცნების პრინცად იქცა და ისე შევყევი ჩემს ოცნებებს,რომ მის დანახვაზე რეალობა და ოცნება ერთმანეთში მერეოდა. გაიოცებული ვუყურებდი უნივერსიტეტში ჩემს ჯგუფში რომ დავინახე. მაშინ ვიფიქრე ალბათ ჩემი ბედიათქო , თუმცა ოცნება უფრო იყო.მივხვდი რომ ვერ მიცნო, ცოტა გულიც დამწყდა თუმცა ეს ჩემთვის კარგიც იყო, ვერავინ გაიგებდა ბავშვთა სახლიდან რომ ვიყავი , სოფის გარდა.წლები ვუყურებდი როგორ დადიოდა გოგოებთან ერთად, როგორ ასეირნებდა მათ, როგორ პატიჟებდა პაემნებზე და ჩემი ოცნებაც ნელ-ნელა ფერებს კარგავდა.მაშინ გადავწყვიტე არასდროს აღარ მენახა.თითქმის ერთი წელია არც მინახავს, რეალურად თორემ მის გვერდს მაინც ვათვალიერებდი ხოლმეს სოციალურ ქსელებში.და ყოველ ჯერზე უფრო ვრწმუნდებოდი რომ საჩემო ნამდვილად არ იყო.მე მთელი სტუდენტობა ვშრომობდი ის კი მთელი ეს დრო ერთობოდა. -ლენა ყავა გაგვიკეთე რა?!-რეალობაში სოფოს ხმამ დამაბრუნა.ცოტა ხანში ისიც გამოჩნდა. -რამდენი ხანია არ მინახიხარ? შეცვლილხარ!-დივანზე ჩამოჯდა..უნდა გამაგრდე ლენა ჩემს თავს შემოვუძახე. - ხო , თითქმის ერთი წელია- გავუღიმე ზრდილობიანად. -სად მუშაობ? - მარკეტების ქსელის მენეჯერი ვარ.ტკბილი გაგიკეთო? - კი, გავიგე შეყვარებული გყოლია? - კი მყავს - რომ წარმოვიდგინე ჩემი ბესარიონი გამეცინა. - სიცილი გიხდება, ბედნიერი ჩანხარ. -მადლობა , აიღე შენი ყავა მზადაა .სოფი გამო ჩაი გაგიმზადე- გავძახე სოფოს , როგორმე თავი უნდა დამეღწია მისგან. -აქ ვარ , ნახე აბა თუ დამიწია- შუბლი მომიშვირა. - ხო გრილი ხარ უკვე , მაგრამ ჩაის მაინც დალევ! -კარგი რა , აღარ შემიძლია - ნუ ბუზღუნებ- ჩაი იქვე დავდე და შემოსასვლელ კარადასთან მივედი- მე ჩავალ მარკეტში და ამოვალ, გავძახე სოფოს. იქ გაჩერება უბრალოდ აღარ შემეძლო.კარგა ხანს ვიბოდიალე მარკეტში და მაშინ წავედი სახლისკენ სოფოს მესიჯი რომ მომივიდა უკვე წავიდაო. სადარბაზოსთან მისი მანქანა რომ დავინახე ვიფიქრე სოფოს მოვკლავდი. სახლში ასულს რა თქმა უნდა ისევ იქ დამხვდა, სოფოს მამის მკვლელის თვალებით გავხედე. - რამე მოხდა?-ისე მეკითხება თითქოს არ იცის. - არაფერი , პროდუქტები ვიყიდე და ამოვედი რა უნდა მომხდარიყო- გამოვცარი კბილებიდან. - რავიცი ისე მიყურებ- უნდა რომ მოვკლა, მომატყუა და აქეთ მდებს შარს. - კარგი მე წავალ- წამოდგა ვაჟბატონი- შეხვედრამდე ლენა- ლოყაზე მაკოცა და გასასვლელისკენ წავიდა .- უი სოფი, აი შენი ტელეფონი .რამის გამყვა თან- თვალი ჩამიკრა და ტელეფონი სოფის მიაწოდა. როგორც კი გავიდა სოფის მივუბრუნდი - მითხარი რომ მესიჯი შენ მომწერე - რა მესიჯი ლენ? - აი ნახე-ტელეფონი მივაწოდე - არაფერი მომიწერია- სიცილი აუტყდა-დათომ მთხოვა ტელეფონი, ანგარიში დამმთავრებიაო და ალბათ მაგ დროს მოგწერა - ეხლა მიხვდება,რომ მის გამო წავედი მარკეტში -უკვე ნერვები მეშლებოდა. ჩემი ცხოვრებაში არაფერი იყო განსაკუთრებული.ყველაფერი თითქმის ერთი პატარა წრისგან შედგებოდა .დაძინებას ვაპირებდი ტელეფონზე მესიჯი რომ მომივიდა -,, გაზაფხული შემოსულა ლენ“- ნორმალურია ეხლა ამის დამწერი? ? არაფერი მიპასუხია, საწოლში კარგად მოვეწყვე და კიდევ ერთხელ გაანათა ეკრანმა- ,, რატომ გამირბიხარ, რატომ მემალები“. - ყველა გადარეული მე რატომ უნდა გადამეკიდოს-,, მგონი ნომერი შეგეშალათ“ -,, მგონი ძალიან მომწონხარ“- ერთი გაფიქრება გავიფიქრე ჩემი მეზობელი ლოთი ნუგზარა ხომ არაათქო- ,, რომელი ხარ“ -,, შენი მომავალი????“ - ,, კარგი მაშინ ძილინებისა მომავალო“ - ტელეფონს ხმა გამოვურთე და გადავეშვი სიზმრების სამყაროში.დილით მესიჯი დამხვდა-,,ძილინებისა ფერია“ ორი დღე ისე გავიდა თავის მოსაფხანი დრო არ მქონია, არც მესიჯებს შევუწუხებივარ.ორი დღის მერე საღამოს ისევ მომწერა - ,, როგორ ხარ?“- გამეცინა - ,, დაღლილი.არ მეტყვი რომელი ხარ?“ - ,, მეგონა მიხვდებოდი????“ - ,, უცნობებს არ ვემესიჯები, ან მეტყვი ვინ ხარ ან აქ დავამთავრებთ.“ - ,, რატომ ბესო გიშლის უცხოებს არ ემესიჯოო?“- კი ვფიქრობდი დათო იქნებათქო ; მაგრამ იმდენი დრო ჰქონდა უნივერსიტეტში და არასდროს ჩემთვის გამარჯობა ნახვამდის გარდა არაფერი უთქვამს და ეხლა რა დაემართა. - ,,არა მაგრამ მე არ მინდა მის გარდა სხვასთან ლაპარაკი“- რაღაცაში მაინც გამომადგა სოფოს დაბრეხვებული ტყუილი, ეხლა ნამდვილად ვიცი ვინც მწერს. - ,, ესეთი სრულყოფილია?“- სიცილი ამიტყდა ბესარიონის გახსენებაზე.-,, ვისთვის როგორ“- მივწერე .პასუხი აღარ დაუბრუნებია. უკვე საღამო იყო და სოფო არ ჩანდა ამიტომ ტელეფონი მოვიმარჯვე. - სად ხარ აღარ მოდიხარ? -მოვდივარ? მოვდივარ კი არა მგონი ჩავრჩით ამ მშენებლობაზე- გაცოფებული გაჰყვიროდა- არა რა უნდოდა , მე მდივანი ვარ და არა არქიტექტორი.რას მომარბენინებდა, ეხლა არ მოვრჩი სიცხეებს ეს მართლა... - კიდევ ერთხელ იტყვი და მართლა გაგანთავისუფლებ-ღმერთო ამას კიდე დემეტრე დაადგა თავზე. - წავედი ლენა იმედია ცოცხალს გნახავ, თუ არა და მთელი ჩემს ქონებას შენ გიტოვებ- გიჟია ეს გოგო. ***** -ცხოვრება მშვრნიერია , მზე ანათებს , ჩიტები ჭიკჭიკებენ -გავიზმორე და ჩემი ყავით მოვკალათდი აივანზე - რა კარგ ხასიათზე ხარ, აბა მე მკითხე დილიდან გადამოწმება მაქვს სამსახურში. იცი? მგონი ბესარიონს ყურს დააკლდა? - კარგი რა ლენა , ბასარიონს კი არა რამისაა მე დამაკლდეს ყურს ამ ჩვენი როკ ვარსკვლავის გადამკიდე- გვერდითა მეზობელზე ვანიშნე- მისმინე და სასოწარკვეთილ მეზობლებში რო. დავპოსტო ? - და რას დაწერ ისეთს რაც იქ ჯერ არ დაუწერიათ - რაც არ მოუსმენიათ!ჩავიწერ ამის უბედურის ხმებს და დავდებ, იქნება ვინმე გამოუჩნდეს სპონსორი და მომაშორონ აქედან. -ყველას თავისი გემოვნება აქვს სოფი , ნუ გაგიჟდები ხოლმე. - ხო კარგი , რა ხასიათზე ხარ? ნახე რა მაგარი დღეა. - წავედი მე , შენ არ მოდიხარ? -ნწ.-თავი გავაქნიე-ჩემმა ბოსმა უნდა გამომიაროს, წყნეთში ავდივართ- თვალები გადმოკარკლა- უიმე, რაგჭირს გოგო.მშენებლობას იწყებს და ხარჯები უნდა დავითვალოთ. ეკონომისტი ვარ მე- ცხვირი ავწიე დემონსტრაციულად. -როგორ მეცოდება შენი უფროსი - დანანებით გამიქნია თავი. - შენ შენს ყრუ ბოიფრებდს მიხედე არსად დაიკარგოს. მთელი ღამე ხომ ნერვები მიშალა იმ როკ ვარსკბვლავმა ,ხოდა ეხლა ჩემი დროა.მაღალ ხმაზე ჩავრთე ჩხეიძის დარდიმანდულები და შიგადაშიგ გიალოსაც მივაშველებდი ხოლმე.ბოლოს მეც შემაწუხა ამ სიმღერებმა და გამოვრთე.სპორტულებში გამოვეწყვე და ჩემი აპოლონოლიც გამოჩნდა შავ რაშზე ამხედრებული. - ხვდები ალბათ პიკნიკზე რომ არ მიმყავხარ ხო- დაკაკუნება ამან არ იცის და სალამი რომ ღვთისაა ეგეც არ გაუგია დავიჯერო? - გამარჯობათ ბატონო დემეტრე, არ მეგონა ოფიციალურად თუ უნდა მცმოდა- თვითონ კი აცვია კლასიკურად მაგრამ მე ჩემი ვცადე. - ეხლა ხომ მიხვდი, ათ წუთში მზად უნდა იყო- ანუ უნდა ავბრუნდე? არ აბრუნდები და დარჩები სამსახურის გარეშე.ჩემი თავი გავამხნევე და უკან ავტრიალდი.რაც მომხვდა ხელში ჩავიცვი ქუსლებზე შევდექი და მანქანაში ჩავჯექი. - ესე კარგია? - ნორმალურია-ღრუნჩი, მიმიკაც კი არ აქვს სახეზე. წყნეთში ავედით , პრარაბებიდან დაწყებული ინჟინრამდე დამთავრებული თუ ვინმეს რამე შეხება ჰქონდა ფინანსებთან ყველას გავესაუბრე, ყველაფერი პლანშეტში ჩავინიშნე და ეს ჩემი მზეც სადღაც შავ ღრუბლებში ჩაიძირა.რამოდენიმე ხანში ისეთი წვიმა დაიწყო გეგონებოდა ცა ჩამოიქცაო.ეზო სულ ატალახდა და ჩემი ქუსლიანებით სიარული ხომ წარმოგიდგენიათ. -სად ხარ აღარ მოდიხარ?- ძლივს ვიღაცას გავახსენდი. -მოვდივარ? მოვდივარ კი არა მგონი ჩავრჩით ამ მშენებლობაზე- გაცოფებული ჩავყვირე- არა რა უნდოდა? მე მდივანი ვარ და არა არქიტექტორი.რას მომარბენინებდა, ეხლა არ მოვრჩი სიცხეებს ეს მართლა... - კიდევ ერთხელ იტყვი და მართლა გაგანთავისუფლებ-რა კატასავით იცის მოპარვა, მშრალად გავუღიმე და ხმადაბლა გავაგრძელე-წავედი ლენა იმედია ცოცხალს გნახავ, თუ არა და მთელი ჩემს ქონებას შენ გიტოვებ-სად მაქვს ქონება. - უნდა წავიდეთ, წვიმა ცოტა შენელდა და ჯობია დროზე გავასწროთ. - როგორც მიბრძანებთ-წინ წავედი ქუსლები ისე ერჭობოდა ტალახში, სალსას მოცეკვავე მიმიქარავს ისეთი მოძრაობები გამომდიოდა.უკან მივიხედე და ფხუკუნით მომყვება ვაჟბატონი- სასაცილოა არა? რა საჭირო იყო ქუსლებით ამ ტალახში წამოსვლა. - მიდი ცოტაც გაუძელი, მოგეშველებოდი მაგრამ.. ხალხი რას იტყვის ცოლიანიაო- გვერდი ამიარა და მანქანისკენ წავიდა .ძლივს ვაი ვაგლახით მივაღწიე მეც და ტალახიანი ფეხები მანქანის ხალიჩებზე გემრიელად გაუსვ გამოვუსვი ფეხები - არაუშავს მაინც გასარეცხი იყო- ამას როდის გაეხსნა იუმორი .სალყბად გავუღიმე და მოვკალათდი.ერთი სული მქონდა ჩემს ციცქნა აბაზანაში ამომეყო თავი. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მანქანა ჯერ შეჯანჯღარდა და მერე გაჩერდა.ღმერთო რა კარგი დილა იყო და ეს რა უბედურება მჭირს. - რა დაემართა ? - გაკვირვებული სახით გავხედე - მანქანის ხელოსანს ვგავარ?- გაკეთებაც არ იცის.რამდენჯერმე სინჯა დაქოქვა და შენც არ მომიკვდე გაქვავებული იდგა.ესეთი მანქანებიც თუ ფუჭდევოდა არ მეგონა. - რა უნდა ვქნათ? ევაკუატორს მაინც დაურეკეთ.- მანქანიდან გადავიდა კაპოტი ახადა თან ვიღაცას ელაპარაკებოდა, მერე ტელეფონი გათიშა და მე მომიტრიალდა. - ევაკუატორი დილამდე ვერ ამოვა, აქვე ას მეტრში სასტუმროა და იქ დავრჩეთ დღეს. - რა? სხვა გზა არ გვაქვს? - რამე უკეთესს თუ მოიფიქრებ მზად ვარ განვიხილო- რა დროს განხილვაა ტალახიანი და მშიერი ვარ.ავიკიდე ჩანთა და გავყევი უკან.ათ წუთში მართლაც გამოჩნდა პატარა სასტუმრო. - ორი ნომერი გვჭირდება- იქვე კომპიუტერთან მჯდომ გოგოს მიმართა. - იცით,დღეს კორპორატიული იყო და მხოლოდ ერთი ორადგილიანი ნომერია დარჩენილი- კიდევ რა ჯანდაბა უნდა მოხდეს , რა დღეა ესეთი. - რა ვქნათ?ავიღოთ თუ სხვა რამეს მოიფიქრებ?- მომიტრიალდა მე - ქუჩაში ღამის გათენებას არ ვაპირებ- უტეხად შევხედე.მხეცს არ გავს და რა უნდა დამიშაოს. - კარგი ვიღებთ- პირადობა და კარტა მიაწოდა და ნომრისკენ წავედით.ამ ერთ რამეში მაინც გამიმართლა საწოლები ცალ- ცალკე იდგა. - აბაზანაში პირველი მე შევდივარ- დავასწარი თქმა. - პატარა ბავშვი ხარ? - გაკვირვებულმა შემომხედა და მანიშნა შედიო- მე წავალ საუზმეს შევუკვეთავ. ერთი საათი მაინც ვიწექი აბაზანაში ბოლოს როგორც ჩანს მობეზრდა და მომიკაკუნა საჭმელი ცივდებაო მეც ავდექი მაგრამ რადგან ყველაფერი ტალახიანი მქონდა, სარეცხის მანქანაში შევყარე . დავრჩი მხოლოდ საცვლებით და აბაზანის ხალათით. თავზე პირსახოცი მოვიხვიე და ამაყი ნაბიჯებით გავედი.ჩემ დანახვაზე ერთი ჩაიფხუკუნა,ჩემი წარბის აწევის შემდეგ კი დანებების ნიშნად ხელები ასწია. - ტუჩი გაგექცათ ბატონო დემეტრე-ჩატეხილ ტუჩზე მივანიშნე. - შენი თავი რომ დაგანახა შენც გაგექცეოდა- თვალით მანიშნა მაგიდასთან დაჯექიო. უხმოდ ვისაუზმეთ, მერე თვითონ შევიდა აბაზანაში და მე ხალათიანად შევხტი საწოლში. სანამ გამოვიდოდა ლენას დავურეკე. - სად ხარ გოგო აქამდე? - რა გაყვირებს, მშვიდობა გაქვს-მართლა გამიკვირდა - რა უნდა ჩემთან მშვიდობას,ონკანი გაფუჭდა და როკ ვარსკვლავს კი არა ეხლა ჩვენ გამოგვაჭენებენ იმ შენს სასოწარკვეთილებში. - გადაკეტე მერე! - საიდან გადავკეტო!გაფუჭდათქო ვერ გაიგე რა გითხარი? -დაუძახე მაშინ ვინმეს?- რომ წარმოვიდგინე ჩემი ცოფიანი მეზობელი როგორ უვარდება სახლში ლენას მართლა შემეშინდა. - ვის დავუძახო? ლოთ ნუგზარას თუ როკ ვარსკვლავს.ისეთი წვიმაა სანტექნიკის ხელოსანმაც უარი მითხრა, დღეს ვერა ხვალ მოვალო. ხო ჩავრეცხეთ მთელი კორპუსი ხვალამდე?! - მოიცა მე დავურეკავ ხელოსანს - შანსი ჩამივარდა და ამას გავუშვებდი ხელიდან? - დათო სად ხარ? -პაემანზე, თეკუნას ვაბამ-ჩაიფხუკუნა- მალე გავიგებთ რა ხდება. -რა დროს თეკუნაა სასწრაფოდ მჭირდები. -რა დაგემართა?-სერიოზული ხმით მკითხა. - მე არაფერი ლენას , უფრო სწორად …მაცადე აზრები დავალაგო. - დროზე თორე თეკუნა საკმაოდ აღზნებულად გამოიყურება- ოხ შეაბა ბიჭმა. - სახლში ონკანი გასკდა და ლენა მარტოა.ხელოსანი ვერ ვიშოვეთ და ქვედა მეზობელი თუ ამოუვარდა ცოცხალს არ დატოვებს .მე კიდე წყნეთშივარ. - მერე დაურეკოს თავის ტურფას! -შენ რომ მის ტურფას იცნობდე დამიჯერე შენც არ დაურეკავდი- ძლივს მოვასწარი ტელეფონზე ხმა გამომერთო იმხელა ხარხარი ავტეხე- მიდი რა დათო შენი იმედი მაქვს. - მერე თეკუნას რა ვუთხრა? იცი რა თვალებუთ მიყურებს?- სიცილი დაიწყო . - დათო მოკლავსთქო!თან მარტოა ლენა , იცი რა მშიშარაა. - გავიგე ხო, მივდივარ- ესეც ესე ერთი საქმე მოვაგვარე . მერე ლენას მივწერე წუთი წუთზე მოვა ხელოსანითქო და კარების ხმაზე აბაზანისკენ გავიხედე.წელზე პირსახოცით გამოვიდა ვაჟბატონი, ისედაც ვიცი ჩემზე კარგად რომ გამოიყურება არ იყო დემონსტრაციულად ამ ყველაფრის ჩვენება საჭირო. -ვერ იძინებ? - თავის მშრალებით მკითხა . რაღა დამაძინებდა, მაგრამ მაინც ამაყად მოვუყევი ლენას გასაჭირი და საწოლში კომფორტულად მოვეწყვე.ისედაც კარგად ცხელა, ცალკე ხალათით ვწევარ და ეხლა ჰორმონებიც შეუერთდნენ .არადა რა კარგად დაიწყო დღე , ასეთ დასასრულს არ ველოდი. დილით ჯერ ცალი თვალი გავახილე, ოთახს გავხედე, მერე აღვიდგინე სად ვიყავი და რაღაც აღარ მცხელა.ჩემი საბანი ძირს გდია , ჩემი ხალათიც ღმერთო ოღონდ ეხლა ეძინოს.საწოლი გასწორებულია და მე მთელი ჩემი ავლადიდებით გაშოტილი ვწევარ საწოლზე, ნუ თუ ამით შეიძლება თავი დაიმშვიდო შიდა თეთრეული ნამდვილად ადგილზეა. - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.