შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფარვანა ( 4 )


11-06-2022, 22:40
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 483

- მაპატიე, ყველაფერი მაპატიე, თუ არ მეცოდინება რომ ჩემზე არ ბრაზობ კარგად ვერ ვიქნები.
სევდიანი ხმა ჰქონდა ცოტნეს, გვირილების მდელოზე ფეხმორთხმით მჯდარი ლილიას წინ იდგა და აწყლიანებული თვალებით დასცქეროდა, ფარფლებიანი ქუდი შეისწორა ლილიამ, ქვემოდან ღიმილით ახედა და ოდნავ წამოზრდილ მუცელზე შემოიწყო ხელები, მის ხელებზე გადაიტანა მზერა ცოტნემ და სევდიანად გაიღიმა.
- იცი როგორ ვოცნებობდი რომ ეს ჩვენი შვილი ყოფილიყო?
- რას ამბობ? კარგად ხარ? ასეთ რამეს რატომ მეუბნები, -სახე შეეცვალა ლილიას წამოდგა და მიუახლოვდა.
- რატომ მეუბნები რომ ეს შენი შვილი არ არის? რა გჭირს?
- მაპატიე რომ ვერ დაგიცავი, -სახეზე შეუცურა თითები, უსიამოვნოდ გააჟრჟოლა ლილიას, ყინულივით ცივი იყო ცოტნე, გაფითრებული, იმდენად თეთრი რომ გამჭვირვალე გეგონებოდათ, სწრაფად დაიხია უკან, ზურგი შეაქცია და წავიდა...
- სად მიდიხარ, რას აკეთებ? არ წახვიდე გთხოვ არ დამტოვო, -საწყალობლად ემუდარებოდა და ნაბიჯის გადადგმას ცდილობდა თუმცა ფეხებს ვერ ამოძრავებდა, იგრძნო როგორ ეწყებოდა პანიკური შეტევა, ფეხის თითებიდან შეუძვრა შიში და ახლა ნელ-ნელა მოიწევდა ზემოთ, ინსტიქტურად შემოიჭდო მუცელზე თითები და როცა გააცნობიერა რომ ისევ ისეთი მკვრივი და ბრტყელი ჰქონდა როგორც დაორსულებამდე, აქამდე ძლივსშეკავებული კივილი აღმოხდა, ცოტნე უკვე აღარ ჩანდა ჰორიზონტზე, ბავშვი სადღაც გაქრა უცნაურად ჩამობნელდა, ადგილიდან ვერ იძროდა და მისკენ ორი უზარმაზარი ხახადაფჩენილი წითლად თვალებ ანთებული ქოფაკი მოიწევდა...
- აშკარად კოშმარს ხედავს, -შორიდან ჩაესმა ნაცნობი ხმა, მიმოიხედა თუმცა ირგვლივ გაავებული ქოფაკების გარდა ვერავინ შეამჩნია.
- ცოტნესაც ახსენებდა მგონი მართლა უყვარდა, -ახლა უფრო მკაფიოდ მოესმა.
- ჯერ კიდევ გჯერა ზღაპრების? -ისევ პირველმა ჩაიქირქილა და მერე სახეში ყინულივით ცივი წყალი შეესხა, დაფეთებულმა დააჭყიტა თვალები, გარემო მოათვალიერა და იმის გაცნობიერებისას თუ სად იყო და როგორ მდგომარეობაში ვერ გადაწყვიტა, იქნებ და სჯობდა იმ კოშმარში დარჩენილიყო.
სარდაფში იყო, ეს ადგილი ცოტნემ ჩამოსვლისთანავე აჩვენა, აქ საოჯახო კინოთეატრი ჰქონდა მოწყობილი, უზარმაზარი ოთახი იყო, რბილი ავეჯით გაწყობილი საკუთარი სამზარეულოთი და აბაზანით, ჯერ კიდევ ნახევრად გონებადაბინდული სველ წამწამებს ახამხამებდა და მის წინ კედელზე მოთავსებულ უზარმაზარ ეკრანს მისჩერებოდა, საწოლზე იწვა რომელიც აქ საიდან გაჩნდა არ იცოდა, ხელების და ფეხების ამოძრავებას შეეცადა მაგრამ რომ მიხვდა დაბმული იყო, შიშისგან აცახცახდა და თვალები მაგრად დახუჭა თითქოს ასე გაექცეოდა ამ გარდაუვალ უბედურებას.
- თვალები გაახილე პრინცესა ნუ მაიძულებ მეორედ ვცადო ცივი წყლით შენი გამოფხიზლება, -მოესმა და იგრძნო როგორ ჩაიზნიქა მის გვერდით საწოლი, თვალი გაახილა, მის გვერდით იდაყვზე დაყრდნობილი იოანე იწვა და გულითადი მეგობარივით უღიმოდა.
- თქვენ რა უჩემოდ იწყებთ გართობას? -გიორგი ერთი ნაბიჯით აღმოჩნდა საწოლთან და მეორე მხრიდან ის მიუწვა ჯერ კიდევ ენაჩავარდნილ ლილიას.
- რას აკეთებთ? რა გინდათ ჩემგან? -როგორც იქნა ხმის ამოღება მოახერხა და ბედნიერად მომღიმარ იოანეს გაუსწორა თვალი.
- არაფერი, შენგან რა უნდა გვინდოდეს, მხოლოდ ის რომ ჭკვიანი გოგოსავით მოიქცე, ხომ ხედავ შენთვის არაფერი დაგვიშავებია, ის კი არადა გიორგიმ თავის საყვარელ წითელ კაბაში გამოგაწყო...
ოდნავ წამოიწია ლილიამ და შეძლებისდაგვარად შეათვალიერა საკუთარი სხეული, წითელი, ღრმად გულამოღებული მოკლე კაბა ეცვა, თმა გაშლილი ჰქონდა...
- მოდი ხელებზე ცოტა მოვუშვებ თოკს რომ წამოჯდომა შეძლო, შენთვის სიურპრიზი გვაქვს, -ისე თბილად უთხრა გიორგიმ რომ ლამის თავის თავში ეჭვი შეეპარა ლილიას, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, როგორ შეეძლოთ ასეთი სახით, ასეთი ხმით, ასეთი ღიმილით ეკეთებინათ ასეთი საშინელებები, ვერც იმას ხვდებოდა ახლა რა უნდა გაეკეთებინა, სარდაფი ისეთი იყო ხელების გახსნა რომც მოეხერხებინა თუ კარი ჩაკეტილი იქნებოდა აქედან გაქცევას ვერ შეძლებდა, ეს ძმები კი აშკარად არ იყვნენ ნორმალურები, მოსალოდნელი საშინელებებისგან მთელი სხეული უთრთოდა და სული ეხუთებოდა, გონს მოსვლა უჭირდა, ცოტნეს სიკვდილის შემდეგ ჯერ კიდევ არ იყო კარგად, ახლა კი ეს ორი მანიაკი დაემატა, რა უნდა გაეკეთებინა... ფრთხილად მოუშვა აქამდე მაგრად დაჭიმული თოკები გიორგიმ და ლილიას წამოჯდომაში დაეხმარა.
- აბა როგორ გრძნობ თავს? -ყურთან უჩურჩულა, მის ფეხზე აათამაშა თითები, ისედაც მოკლე კაბა კიდევ უფრო მაღლა აუწია და ლილიას ცრემლიანი თვალების დანახვისას გულიანად გადაიხარხარა
- ძალიან გთხოვ არ გინდა ეს წმინდანის ნიღაბი, დარწმუნებული ვარ გართობა გიყვარს.
- რა დაგიშავეთ ამას რატომ აკეთებთ? -ძლივს ამოილუღლუღა.
- ვერ ხვდები არა? ისევ პატარა უმანკო საყვარელი გოგონას როლის თამაშს აგრძელებ? -იოანემ ფრთხილად ჩამოუსვა სახეზე თითები, მერე ყელზე გადაინაცვლა და ისე მაგრად მოუჭირა რომ ლილიას სუნთქვა შეეკრა.
- ეი გეყოფა, -გიორგიმ ძალით მოაშორა იოანე, -ასე მოკლავ, მე კი ჯერ გართობა არ დამისრულებია.
- კარგი ასე იყოს, იოანე ლილიას გვერდით გადაწვა ბალიშებზე, მასაც აიძულა რომ საწოლის თავს მიყრდნობოდა, იქვე საწოლზე მიგდებული პულტი აიღო და ხელში აათამაშა.
- ყველაფერი მზად არის? ჩავრთო?
- ჩართე, -გიორგი ფეხმორთხმით მოკალათდა ლილიას გვერდით და თავზე ხელი გადაუსვა.
- ახლა ერთ ადამიანს დაელაპარაკები ძვირფასო მერე კი ძალიან კარგად გავერთობით, -დაიხარა და უძრავად გაშეშებულს ნაზად შეეხო ტუჩებზე, მისი გაფართოებული, შეშინებული თვალების დანახვისას ჩაეცინა და უკვე განათებული ეკრანისკენ გადაიტანა მზერა.
- - - - - - - - - -
თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა ქალს რომელიც უზარმაზარი ეკრანიდან სერიოზული სახით წარბ აწეული ათვალიერებდა, არ იცოდა ვინ იყო და რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა მისგან, ულამაზესი იყო, გრძელი ქერა თმით, დიდი ცისფერი თვალებით და თხელი გრძელი თითებით...
- არაფერს იტყვი დედა? -თვალები უფრო მეტად ჭყიტა ლილიამ როცა იოანეს ხმა მოესმა, ესე იგი ეს ქალი მათი დედა იყო, ცოტნეს პირველი ცოლი, ესე იგი მან მოაწყო ეს ყველაფერი, თურმე ტყუილად არ ამბობდა ცოტნე რომ მისი ყოფილი ცოლი საშინელი ადამიანი იყო და ბიჭებს თავს ათასგვარი სისულელით უტენიდა.
- არ მეგონა ცოტნეს გემოვნება თუ ასე შეიცვლებოდა, -ირონიული ხმით ჩაილაპარაკა და ცხვირი აიბზუა.
- არ მეტყვით ბოლოს და ბოლოს რა გინდათ ჩემგან, რას აპირებთ? -ვეღარ მოითმინა ლილიამ.
- ხმას ნუ იღებ პატარა ძუკნა, -ქალს თვალები მრისხანებით აენთო, მის წინ მდგარ მაგიდას დაეყრდნო ხელებით და ლილიას თვალი თვალში გაუყარა, -გეგონა ეს ყველაფერი ასე მარტივად შეგრჩებოდა? ჩემი საუკეთესო წლები შევწირე ცოტნეს, ორი შვილი გავუჩინე, შენ კი მოხვედი საიდანღაც, თავგზა აურიე და გადაწყვიტე მისი მთელი ქონება ხელში ჩაგეგდო, არ გამოგივა...
- ესე იგი ეს ყველაფერი ქონების გამო ხდება? მე არაფერი მინდა, თქვენი ფული არაფერში მჭირდება, ყველაფერს დაგიბრუნებთ, რაზეც გინდათ ხელს მოვაწერ, ოღონდ აქედან გამიშვით, -ტირილნარევი ხმით ლაპარაკობდა და სახეზე ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები.
ერთხანს უემოციოდ უყურებდა ქალი და მერე უცნაური ღიმილი გადაეკრა სახეზე, ზუსტად ისეთი ღიმილი ძმები რომ იღიმოდნენ ხოლმე.
- რათქმაუნდა ყველაფერს დაგვიბრუნებ, ამაში ეჭვიც არ მეპარება, არც კი იფიქრო ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევა თორემ შენს შვილს კარგი დღე არ დაადგება.
- გთხოვთ ამ ყველაფერში ჩემ შვილს ნუ გარევთ, მომიტანეთ საბუთები ხელს მოვაწერ და გამიშვით, გეფიცებით არავის არაფერს არ ვეტყვი.
- მე შეიძლებოდა გამეშვი კიდეც მაგრამ ჩემს ბიჭებს შენთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვთ, კარგად გაერთეთ ბიჭებო, -ონისეს და გიორგის თვალი ჩაუკრა, მერე რაღაც ღილაკს დააჭირა და ეკრანიც ჩაქვრა.
- რა... რა იგულისხმა? -შეშინებულმა შეხედა მისკენ დახრილ ბიჭებს.
- ზემოთ ადი და ცოტა ხანში ამოვალ, -იოანემ თვალით ანიშნა ძმას კარზე.
- მე რატომ უნდა წავიდე, ყოველთვის შენ რატომ უნდა იყო პირველი? -გიორგის ბრაზისგან აუწითლდა სახე და მთელი სხეული დაეძაბა, იოანემ წარბაწეულმა გაუსწორა მზერა.
- გასვლა არ გინდა? მაშინ დარჩი და მიყურე როგორ გავჟიმავ.
- ოჰ შენი, -ფეხზე წამოხტა და გამწარებულმა გინებით გაიჯახუნა კარი, შეშინებულმა შეხედა ლილიამ იოანეს რომელიც ნელ-ნელა იხდიდა პერანგს და თან თვალს არ აშორებდა.
- არ გინდა გთხოვ, ეს არ გააკეთო, -ძლივსგასაგონად ამოიჩურჩულა.
- ნუ წუწუნებ, ვიცი რომ მოგეწონება, დარწმუნებული ვარ მამაჩემი მაინც ვერ გაკმაყოფილებდა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა შენნაირ ცეცხლოვან ქალთან როგორ უნდა მოქცეულიყო.
- სულ მალე მთლიანად გაშიშვლდა და ლილიას ფეხებს შორის მოექცა, თოკები შესამჩნევად მოუშვა თუმცა ლილიას მაინც უჭირდა მოძრაობა, ერთი მარტივი მოძრაობით აუწია კაბა წელამდე და საცვლის შიგნით შეუძვრა, ყურადღებას არ აქცევდა მის მუდარას და ცრემლებს, ცალი ხელით საცვალი შემოახია მეორე ხელით კი სამხრეები გადაუწია და შიშველ მკერდზე ტუჩებით დააკვდა, უხეშად კოცნიდა, კბენდა, პირველ ცხოველურ ბიძგს ტკივილნარევი კვნესით შეხვდა ლილია, თავი უკან გადააგდო და კბილი კბილს დააჭირა...
- მოგწონს არა? ვიცი რომ მოგწონს, შენზე იმ წამიდან ვგიჟდები პირველად რომ დაგინახე, წარმოგიდგენია? გხედავ თუ არა მ*დგება, ასეთი რამ არცერთ სხვა ქალთან არ მემართება, -ისეთი თვალებით დაჰყურებდა ზემოდან, ისე საზიზღრად ხვნეშოდა, ლილიამ თავი ძლივს შეიკავა რომ გული არ არეოდა, როცა იოანემ გ**თავა და მის მკერდზე დაემხო უკვე აღარ ტიროდა, სრულიად ცარიელი იყო, არაფერს გრძნობდა ყრუ ტკივილის გარდა, ახლა მხოლოდ სიკვდილი უნდოდა, მხოლოდ სიკვდილი და სხვა არაფერი...
როგორც იქნა მოიფიქრა რომ ამდგარიყო, კაბა გაუსწორა და საწოლიდან გადავიდა რომ ჩაეცვა, ერთხანს კმაყოფილი მზერით დაჰყურებდა გაუნძრევლად მწოლ, სახეგაფითრებულ, სხეულ დალურჯებულ ლილიას მერე კი ხმაურით გაიხურა კარი, ხუთი წუთიც კი არ გასულა რომ გიორგი შემოვიდა ოთახში, საწოლს მიუახლოვდა, ყურადღებით შეათვალიერა მისი სხეული და უცნაური სინანულით გადააქნია თავი.
- რაც არ უნდა ყოფილიყო არ იყო საჭირო რომ ასე ცხოველივით მოგქცეოდა, -ჩაილაპარაკა და თოკები შეხსნა, -წამოდი აბაზანაში შეგიყვან.
- ფიქრობ რომ შენ მასზე ნაკლები ცხოველი ხარ? -თავისი ხმა ძლივს იცნო.
- არა ასე არ ვფიქრობ, უბრალოდ მინდა რომ წყალი გადაივლო და მერე ჩემს საყვარელ შავ პენუარში გამოეწყო, ასეთი რაღაცეები ძალიან აღმ*გზნებს, ხელით ანიშნა საწოლზე მიფენილ მაქმანებიან გამჭვირვალე პენუარზე.
- მასზე უარესი ხარ.
- სულაც არა, ის მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს, მე კი ყველანაირად ვეცდები შენც გასიამოვნო, მთელი ღამე ჩემი ხარ, ახლა კი ადექი ბოლოს და ბოლოს.
როცა მიხვდა რომ ლილია წამოდგომას არ აპირებდა ან უბრალოდ არ შეეძლო აღარაფერი უთქვამს, კაბა გახადა სრულიად შიშველი აიყვანა ხელში, სააბაზანოს კარი შეაღო, შხაპის ქვეშ დასვა და თბილი წყალი მოუშვა, თვალები მილულა ლილიამ და თმებში თითები შეიცურა.
- ჯანდაბა ამის დედაც, -გინება მოესმა და თვალები ოდნავ გაახილა, გიორგი გაცოფებული დასცქეროდა ტელეფონს, -უნდა ვუპასუხო აქედან ადგომა და განძრევა არ გაბედო, -კბილებში გამოსცრა, აბაზანიდან გავიდა და კარი ზურგსუკან მიიხურა, მარტო დატოვა, ლილია მიხვდა გიორგის ეს შეცდომა მისი შანსი იყო, ირგვლივ მიმოიხედა, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, ნიჟარის გვერდით დამაგრებული პატარა კარადა გამოაღო, სიხარულისგან კინაღამ იყვირა როცა მაკრატელი დაინახა, აიღო, ისევ უწინდებურად დაჯდა და ზურგს უკან დამალა, გიორგი რომ შემოვიდა ისევ ისე ზურგით კედელს მიყრდნობილი და თვალდახუჭული დახვდა.
- კარგია მიყვარს შენნაირი დამჯერი გოგონები, საწოლშიც თუ ასეთი იქნები გპირდები ძალიან გასიამოვნებ, ტუჩებზე ენა გადაისვა, წყალი გათიშა და მკლავში დასწვდა ლილიას.
- ადექი გეყოფა.
მთელი ძალით ჩაეჭიდა მკლავზე ლილია და ძლივს აზიდა სხეული, თან ყველანაირად ცდილობდა გიორგის მაკრატელი არ შეემჩნია, თუმცა მის მახვილ თვალს არ გამოპარვია როგორ მალავდა ხელს ზურსუკან.
- მანდ რას მალავ პატარავ? -ღიმილით შეეკითხა და ხელი მისი ხელისკენ წაიღო, ლილიას ბევრი აღარ უფიქრია, მის ტუჩებს მისწვდა და როგორც კი მოულოდნელი ვნებიანი კოცნით დაბნეული გიორგი ოდნავ მოდუნდა, ყელში მთელი ძალით გაუყარა მაკრატელი, გამოაძრო და მეორედ ჩაარტყა, სისხლმა შადრევანივით იჩქეფა და სახეზე შეესხა, გიორგი ხმას ვერ იღებდა პირს უმწეოდ აფჩენდა და თვალებგაფართოებული შეჰყურებდა სისხლით მოსვრილ ლილიას რამდენიმე წამს შეძლო ფეხზე დგომა, მერე ჩაიკეცა, კედელს მიეყრდნო და უსიცოცხლოდ გადაუვარდა თავი...
გაშეშებული იდგა და სისხლის გუბეში მჯდარ გიორგის დასცქეროდა ზემოდან, მისი ტვინი ახლა ისე სწრაფად მუშაობდა როგორც არასდროს, უკვე ყველაფერი მოფიქრებული და გადაწყვეტილი ჰქონდა, ისევ მოუსვა წყალი, სისხლი ჩამოიბანა მერე მშვიდად გავიდა ოთახში, სავარძელზე მიფენილი შორტი და მაისური ჩაიცვა რომელიც ეტყობა გიორგიმ მაშინ გახადა როცა იმ წითელ კაბას აცმევდა, ფეხი კეტებში ჩაყო და ფრთხილად მოსინჯა კარი, ღია დახვდა, ახლა მთავარია დერეფანში გასასვლელი კარიც ღია დახვედროდა, ფეხაკრეფით აიარა კიბეები, სახელური მოსინჯა, ქვემოთ დაწია და როცა კარი ძლივსგასაგონი ჭრიალით გაიღო, გული სიხარულისგან ლამის საგულიდან ამოუხტა, ფრთხილად გაიჭყიტა და როცა ვერავინ დაინახა გავიდა, ის იყო მთავარი გასასვლელიდან გარეთ უნდა გავარდნილიყო რომ მისაღებში დივანზე მძინარე იოანეს მოკრა თვალი, შეშინებული შედგა ერთ ადგილზე, ახლა რომ გაეღვიძა და დაენახა ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა თუმცა აშკარად ძალიან ღრმად ეძინა, მიუახლოვდა, მაგიდაზე ცარიელი ვისკის ბოთლი და ლილიას გათიშული ტელეფონი ეგდო, იოანეს თავი ბალიშზე ჰქონდა მიდებული ხელი ჩამოშვებული, სახეზე სათნო გამომეტყველება გადაფენილი ისე მშვიდად ფშვინავდა... ბრაზისგან და ტკივილისგან კინაღამ შეიშალა, ისე მშვიდად ეძინა თითქოს აქაც არაფერი, შეეძლო აქვე ახლავე მოეკლა ყელი გამოეჭრა ან გაეგუდა, მაგრამ არა, უკეთესი რაღაცის მოფიქრებაც შეიძლებოდა, წამებში მომწიფდა ლილიას გონებაში გეგმა, ერთი წამითაც არ უყოყმანია, იქვე დერეფანში მდებარე სათავსოდან ბენზინით სავსე ჭურჭელი გამოიღო, რომელიც ერთხელ დაინახა როგორ შეინახა ცოტნემ მას შემდეგ რაც ბალახის მოსაცელი აპარატისთვის გამოიყენა, საგულდაგულოდ მოასხა ყველა კუთხეში, მერე მშვიდად აიღო ტელეფონი და სანამ კარს გამოიხურავდა ბენზინით გაჟღენთილ ხალიჩას ცეცხლი მოუკიდა.
- - - - - - - - - -
- ლილ გაიღვიძე, ადექი ვისაუზმოთ, -მხრებში ჩაფრენილი ნინი მთელი ძალით ანჯღევდა და ცდილობდა გამოეფხიზლებინა, მისკენ გადმობრუნდა და ჩაწითლებული ჩამქრალი მზერა მიანათა.
- რა გჭირს? თვალები რა დღეში გაქვს? -ნინიმ ყურადღებით შეათვალიერა და ფრთხილად გადაუსვა თავზე ხელი.
- ღამით ისევ არ გძინებია?
- ვერ დავიძინე, მაგრამ არა უშავს გადავიტან როგორმე, -ფეხზე წამოდგა და ნინის რომ არ ჩაჭიდებოდა ალბათ იატაკზე გაიშხლართებოდა, სევდიანი მზერით შეათვალიერა ნინიმ მეგობარი, ადამიანს აღარ ჰგავდა ლილია, საშინლად იყო გამხდარი, უპეები ჩაშავებული ჰქონდა და სახე გაფითრებული, უზარმაზარ ლურჯ თვალებს შეშინებული აცეცებდა აქეთ-იქით, უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ნინიმ რაჭაში საავადმყოფოში ჩააკითხა სადაც ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ ბრიგადას უკან მოყოლილმა სასწრაფომ გადაიყვანა, მაშინვე წამოიყვანა თბილისში, შოკში იყო ორი დღე ხმა არავისთვის გაუცია, საჭმელი არ უჭამია, ცოტნესაც კი არ იკარებდა ახლოს, მერე როგორც იქნა უკეთესობა დაეტყო მაგრამ როგორც კი გაიგო რომ სახლში არაფერი უპოვიათ, ისევ ცუდად გახდა, ისევ უცნაური შიშები და უძილობა დაეწყო, ერთი კვირის თავზე ძლივს შეძლო ნინისთვის ყველაფრის მოყოლა თუმცა სასტიკად აუკრძალა პოლიციაში მისვლა, ნიკოლოზისთვისაც აუკრძალა მოყოლა, არც ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე დათანხმდა, თვითონვე ცდილობდა საკუთარ შიშებს გამკლავებოდა თუმცა არც თუ ისე კარგად გამოდიოდა, ღამეები არ ეძინა, კოშმარები არ ასვენებდა, გამუდმებით ხედავდა როგორ ძალადობდა მასზე იოანე და მერე როგორ იწვოდა ცოცხლად ცეცხლში, როგორ გადმოდიოდა გიორგის ყელიდან სისხლი და სახეზე ესხმებოდა, ვერ ხვდებოდა როგორ მოხდა და ცხედრები ვერ იპოვეს, იქნებ ისევ ცოცხლები იყვნენ, ისევ რომ მოსულიყვნენ მასთან? ისევ რომ ეცადათ მისთვის რამის დაშავება?
- ლილ არც თუ ისე კარგად გამოიყურები, იქნებ ცადო და დღეს იმ ფსიქოლოგთან გამომყვე გუშინ რომ გელაპარაკე, შენს დახმარებას შეძლებს ძალიან კარგი სპეციალისტია.
- ცუდად არ ვარ, საკუთარ თავსაც თვითონ მივხედავ, -უკმეხად უპასუხა და შორტი ამოიცვა.
- ვერ ხედავ ლილ, უკვე სამი კვირაა გიყურებ და ამ ყველაფერს ვერ უმკლავდები, ადამიანს აღარ გავხარ, ცოტნე სულ აღარ გახსოვს, იცი მაინც როგორ ნერვიულობს?
- მე... მე უბრალოდ თავს ვერ ვერევი მაგრამ... მაგრამ ვცდილობ, არ შემიძლია ფსიქოლოგებთან სიარული გესმის? არ შემიძლია ეს ყველაფერი მათაც მოვუყვე, -იატაკზე ჩაჯდა და თავზე ხელები შემოიჭდო, გვერდით მიუჯდა ნინი და მხრებზე მოეხვია.
- ყველაფერი კარგად იქნება, მე შენს გვერდით ვარ გესმის? ძლიერი ხარ ლილ, ძალიან ძლიერი, ამასაც გაუმკლავდები და გადალახავ.
- მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ, შენ რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა, -ამოისლუკუნა და მუჭით მოიწმინდა ლოყებზე ჩამოღვრილი ცრემლები.
- კარგი ერთი, ნუ დამღალე ამ მადლობებით, ახლა აწიე და წამოდი, ცოტნე რა ხანია საუზმეზე გველოდება, გამოაცხადა რომ უშენოდ არაფერს არ შეჭამს.
ღრმად ამოისუნთქა და წამოდგა, სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი, მართლაც ცუდად გამოიყურებოდა, თავი გადააქნია, თმა შეძლებისდაგვარად ჩამოისწორა და ნაძალადევი ღიმილით აედევნა ნინის უკან, სამზარეულოში ცოტნე რომ შეეგება და გაუბედავად ჩაეხუტა მაშინ მიხვდა როგორ არასწორად იქცეოდა, სხვისთვის თუ არა, საკუთარი თავისთვის თუ არა, მისთვის მაინც უნდა ეცადა კარგად ყოფნა.
- - - - - - - - - -
საუზმე კარზე ზარის ხმამ შეაწყვეტინათ, ნინი მაშინვე წამოხტა და გასაღებად წავიდა, ნიკოლოზს ელოდა, ასეც იყო, ღია კარში იდგა მისი საყვარელი მამაკაცი და თბილად უღიმოდა.
- შემოდი, -გვერდით გადგა რომ შეეტარებინა, კარი მიხურა თუ არა მამაკაცმა კედელზე ააკრო ნინი და ტუჩებზე დააცხრა.
- სულ ორი დღეა არ მინახიხარ მაგრამ საშინლად მომენატრე, რას მიკეთებ, -ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა როგორც კი ბაგეებს მოსწყდა, მის ყელში ჩარგო ცხვირი ნინიმ და საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
- დღეს დარჩები?
- არ მინდა შეგაწუხოთ, იქნებ შენ წამოსულიყავი ჩემთან.
- ხომ იცი ლილიას მარტო ვერ დავტოვებ.
- როგორ არის?
- ჯერ ისევ ცუდად.
- ვერ ვხვდები რა სჭირს? მესმის რომ ცოტნეს დაკარგვამ მასზე ცუდად იმოქმედა მაგრამ რაჭიდან რომ წამოვედით და იქ დავტოვეთ მომეჩვენა რომ კარგად იყო, იქ რაღაც მოხდა, სახლი რატომ დაწვა? რა მოხდა ნინი? რაღაცას არ მეუბნები ხომ ასეა?
- ასეა, მაგრამ არ შემიძლია გითხრა, მაპატიე ეს ისეთი რამ არის თუკი ლილია არ მეტყვის ვერ მოგიყვები არ შემიძლია.
- კარგი ასე იყოს, წამოდი შევიდეთ, რაღაც მოხდა და უნდა ვუთხრა, -ნიკოლოზმა კარი შეაღო და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა, ლილიას თბილად მიესალმა, ცოტნე გემრიელად ჩაკოცნა და მაგიდასთან ჩამოჯდა.
- რაღაც უნდა გითხრა ლილ, ლუკა ხომ გახსოვს, ლუკა ჟღენტი, ცოტნე გიყვებოდა, მისი საუკეთესო მეგობარი იყო.
- კი რათქმაუნდა მახსოვს, ხშირად ახსენებდა ხოლმე, -ლილიამ ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა შეანათა ნიკოლოზს.
- რა ხდება?
- საქართველოში დაბრუნდა და შენი ნახვა უნდა, ხვალ საკუთარ კომპანიაში გელოდება შეხვედრაზე...



რა დონის ავადმყოფი უნდა იყო რომ შვილები ასე ავადმყოფებად, მოძალადეებად და ფსიქიკურად არამდგრად ადამიანებად გაზარდო? ( ამ ძმებს აღზრდილობის არაფერი ეტყობოდათ) angry
იმედი მაქვს არცერთი ძმა არ გადარჩა angry
ეს ახალი პერსონაჟის გამოჩენა მაფიქრებს confused
ლილიას წინ დიდი განსაცდელი ელის. ის ალქაჯი ქალი მშვიდად არ იჯდება.იმედი მაქვს პატარა ცოტნეს არაფერი დაუშვდება pensive
ნინი მართლა საოცარი მეგობარია და იმედია ნიკოლოზთან ერთად ბედნიერი იქნება❤️

 


№2  offline წევრი Marikagogolqdze

იმედია ეს ლუკა იქნება ვინმე. ნორმალჯრი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent