შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი 19


12-06-2022, 22:41
ავტორი ნაამა
ნანახია 1 452

დარლასთვის ძნელი იყო იმ ბოლო სიტყვების მოსმენა რაც ვუთხარი.ჩემი წასვლის შემდეგ კიდევ დიდხანს იდგა სანაპიროზე გაშტრეებული.თავში ექოდ ჩაესმოდა ჩემი სიტყვები...
"სიკვდილის წინ გაგახსენდება, როგორ გიყვარდა ერთ დროს ვიღაცა,ვინც შენს გვერდით აღარ იქნება"
მეორდებოდნენ და მეორდებოდნენ.
ბიჭის გონება მხოლოდ ამ ერთ წინადადებას მოეცვა.თვალწინ ედგა თმაგაშლილი ,ჭორფლებიანი გოგო. ჩემი ხმა ესმოდა და  თვალწინ მოგონებები დაურბოდნენ. ახსენდებოდა  მისი სიცილი,წითელი თმები და მოელვარე  ქარვის თვალები.მისი ხილვები ისეთი რეალური იყო დაიჯერა რომ გოგო მის წინ იდგა,ხელი გაიწვდინა რომ შეჰხებოდა ,მაგრამ გაქრა.ისევე როგორც უწინ.
განა მართლა უსულგულო არსება იყო?არა!
ერთ დროს მასაც მთელი არსებით, სიგიჟემდე უყვარდა...ისე უყვარდა მის გარდა ვეღარავის ვეღარ ამჩნევდა. მისი ღიმილისთვის  ვინ იცის რას აღარ აკეთებდა.ახსოვდა, როგორ ცდილობდა გოგონა მთელი ხმით გაეცინებინა.მისი სითბოც და არაამქვეყნიური ,შემზარავი ტირილიც ახსოვდა.მაგრამ ცხოვრება ბედნიერს დიდხანს არ გტოვებს,მისი სამყარო ,მისი ქალი ერთ წამში გაქრა...მათი პირველი შეხვედრა თვალწინ ედგა და ვერ იშორებდა იმაზე ფიქრს ,რომ მე მის სუსტ წერტილში გაუაზრებლად გავარტყი ნასროლი ისარი.
ყველაფერი თავზე დაენგრა.
ის ლაღი,მოცინარი ბიჭი თითქოს რაღაც ზეძალით გაქრა. დარლაერთ დღეში გაიზარდა.მთელი არსებით გაიაზრა რა იყო შემზარავი,სულის შემზაძრწუნებელი ტკივილი ,ისეთი გულს რომ გაგიპობს და ცოცხლად ამოგწვავს.მის საყვარელ ქალს დიდი სიცარიელე დაეტოვებინა მასში და ამ ცარიელ ადგილას ცეცხლი გიზგიზებდა.ცეცხლი რომელიც ყოველდღე სწვავდა.
   მაშინაც ახსოვდა რას გრძნობდა წლების წინ...იგრძნო თითქოს გული,რომელიც ჯერ ისევ ჰქონია,ამოგლიჯეს და კიდევ ერთხელ ნაკუწრბად გადააქციეს.მე მისი სამყარო კიდევ ერთხელ გავანადგურე,განა ვიცოდი?არა!არც კი მეგონა თუ ოდესმე დარლას მსგავსი ადამიანი,ასეთი უჟმური,აუტანელი და სადისტი არსება,ის იქნებოდა ვისაც ყველაზე მეტად უხაროდა ცხოვრების წლები.ყოველი დღე და ყველა დეტალი. ერთ დროს მისი ზღვისფერი თვალები ათასი ვარსკვლავიდს სახლი ყოფილა,მერე კი მის ქალთან  ერთად ყველაფერი ლამაზი დარლასთვიდ გაქრა.მისი კარგი მხარე ეგოისტმა,მოღალატემ ჩაანაცვლა.იმ არსებამ,რომელსაც დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა. ასეთ ადამიანებზე საშიში კი თავად ეშმაკიც არ გახლავთ.მათთვის სამყარო ერთი ფურცლის ნაგლეჯია, მასზე ისე გაივლიან წარბს არ შეატოკრბენ. საშიშები არიან ,რადგან არაფერი აღარ აკავებთ.ალბათ ამიტომ არის ყველას სიყვარულის საბელით რომ გვიჭერენ და გვაიძულებენ მთელი ცხოვრება თავჩახრილებმა გავატაროთ ,ისე თითქოს ცხოვრება ვალდებულება იყოს.ახლა რომ გეკითხა ამ სიყვარულს ძველ მივიწყებულ გრძნობად გაიხსენებდა,ასეც იყო.წლები გავიდა და გრძნობებიც დღეებს გაყვნენ,მაგრამ ტკივილი მაინც რჩებოდა.ტკივილი რომელიც ნაკვერჩხალივით იმალებოდა,მაგრამ ის სიმხურვალე ცეცხლისგან რომ ერგო მაინც წვავდა დარლას ისედაც მრავალჯერ დამწვარ სულს.
-ათას სალანძღავ სიტყვას ავიტანდი დანელია...მილიონს...მილიარდს, ოღონდ ეს არ გეთქვა.-ამოიოხრა,მიწაზე მოწყვეგით
დაეცა და ზღვას გახედა. მრისხანებით ამბობდა ,მაგრამ ბოხი ხმა მაინც გაბზარვოდა-ვერასოდეს გაიგებ რა გრძნობაა იმის დაკარგვა ვინც თავი ცოცხლად გაგრძნობინა. კაკი რომ ისე გიყვარდეს, როგორც ის მიყვარდა კიდევ ვიტყოდი,გაიგებ როცა მიგატოვებს-თქო,მაგრამ ეგრე ძალიან ის ნაბი*** ვერ გეყვარება. უამრავი მიზეზია იმისა თუ რატომ მძულხარ.რატომ ვერ გიტან...მინდა რომ გაქრე ,ისე გაქრე ჩემმა თვალებმა ვეღარასოდეს დაგინახონ.
მერე ჩემი უკანასკნელი სიტყვები მოაგონდა.მაშინ გაიგო ჩემი სიტყვები,როცა ბარგით ხელში ქალაქს ვტოვებდი.როცა მატარებელში ავდიოდი.
"დაე სამუდამოდ ორ მხრივი იყოს ჩვენი გრძნობები.გძულდე სამყაროში შენი ძმის მერე ყველაზე მეტად,რომ მე შენზე მეტად არავინ შევიძულო."
სახე მოენგრა,მაგრამ არაფერი გაუფიქრებია.ისევ ბრაზობდა და ამ ბრაზში სევდაც შემორეოდა.დარლამ რამდენიმე დღე კიდევ გაატარა ბათუმში.ჩემზე ბრაზობდა,მართლა ბრაზობდა. მისთვის იმ დროის მანძილზე ჩემზე საზიზღარი ქალი არ არსებობდა.ერთმანეთი ერთი თვე არ გვინახავს.ჩხუბიდან რამდენიმე დღის შემდეგ იაპონიაში  მივლინებით გაფრინდა.სამსახურმა მთელი მისი ბრაზი გაფანტა,რადგან ჩემზე და ჩემს ნათქვამზე საფიქრელად დრო აღარ ჰქონდა. მისთვის სამსახური ყველაფრად იქცა.ერთიანად გადაეშვა საბუთებში,ტელეფონზე საუბარში,საქმიან ვახშმებსა და კონფერენციებზე. მისთვის ის ცხოვრების რიტმი დაბრუნდა,რომელიც ჩემამდე ჰქონდა.
□□□□□□□□□□□□□□□□□
გოგას და დათოს ჯერ ისევ ვერ გამოეცნოთ რა დაგვემართა. მათთვის  არაფერი არ არ ამიხსნია.ან რა საჭირო იყო.ჩუმად გადამქონდა ის დეპტესია ,რომლის საფუძველიც დარლა იყო.ბოლო კვირამდე მაინც.რაც უფრი ვიკეტებოდი საკუთარ თავში მითუფრო ახლოვდებოდნენ დათო და გოგა.უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად და გოგასაც მთელი მისი არსებით უყვარდებოდა, ისედაც სიგიჟემდე შეყვარებული დათო.მის სხეულში აღარ არსებობდა ერთი უჯრედიც კი რომელსაც არ ყვარებია თაფლისფერთვალება, მომღიმარი ბიჭი,რომლისთვისაც ,ჩემს მსგავსად,სამყარო არც ისე ლამაზი იყო.მე და დათო ძალიან ვგავდით მაგრამ ჩემგნ განსხვავებით ის უიმედო არასოდეს ყოფილა. სიცარიელის შევსებას სხვის მკლავებში არასდროს ცდილობდა...ასე მეგონა რაღაც დრომდე...იმ შემოდგიმამდე.. 
••••••••••••••••••••••••••••••••
დარლა დათოს ხშირად ურეკავდა ხოლმე და საუბრობდნენ.
-მომენატრე ძმაო როდის ჩამოხვალ ?
-რამდენიმე დღეში,აი თითქმის მორჩა ყველაფერი.მეც მომენატრე,რომ ჩამოვალ რა ვქნათ?სადმე წავიდეთ?
-თუ გინდა აქ მოდი...
-იმ ქალბატობის სახლში არ მოვალ...
-ჯერ ერთი ეგ ქალბატონი ჩემი მეგობარია დარლა.ვაფშე რა ჯანდაბა მოხდა რომელიმემ რო აგვიხსნათ  მე და გოგას არა?!
-მაგან აგიხსნათ.
-მართლა რა ბავშვი ხარ ხოლმე.
ყურმილი გაბრაზებულმა დაუკიდა.
დარლა ერთხანს კიდევ ფიქრობდა მომხდარზე,მერე ისევ სამსახურზე გადაერთო.იმ დღეს შეხვედრა ჰქონდა.
-ჩვენი შემოთავაზება ასეთია:ადგილს მოგყიდით თუ სახელის მიცემის უფლებას მოგვცემთ და ჩვენ გავხსნით.
-მხოლოდ გახსნა რომ იყოს არ დათანხმდებით?სახელის ჩათვლით ყველაფერი მოფიქრებული გვაქვს.
-არა.
მკაცრად თქვა დატლამ და საბუთები გაუწოდა.
-ჩვენი პირობები ასეფია,სხვა შემთხვევაში ადგილს არ მოგყიდით
-კარგით რაც არის არის.ხელს მოვაწერ.
დარლამ კმაყოფილმა ჩაიღიმა.
იმ საღამოს მისი იაპონიაში ვიზიტის უკანასკნელი დღის აღსანიშნავად წვეულება გაიმართა .დარლას არაფერი გაუკეთებია.მხოლოდ დალია და სასტუმროში წავიდა. თითქოს სიამოვნებასაც ვეღარ იღებდა...
ყველა ჭრილობას ერთიანად აეხსნა ნაკერები და სულს სისხლი თქრიალით სდიოდა.სწორედ იმ სულს,რომელიც წლების წინ მიივიწყა.
-არ უნდა ეთქვა...გამახსენა.მწარედ გამახსენა,მაგრამ მეეჭვება რამე სცოდნოდა.
სიმწრისგან ამოთქვა და სასტუმროს ნომერში ,საწოლზე გადაწვა.ტელეფონი აწკრიალდა და ამოიოხრა.
-მეძინება, რა გინდა?
-როდის მოდიხარ ძმაო?
-ხვალ .სურპრიზს მიკეთებ?
-ხო აბა. საცოლეს გახვედრებ.
-ჩემთვის თუ შენთვის?
-იასნია შრნთვის მე რად მინდა.
გულგრილად უპასუხეს და მასაც გაეცინა.
-შენ შენს გოგოს მიხედე ის გირჩევნია.
-შენი საყვარელი არ გელოდება აქ?
-დააყენებ ახლა ტრ**კს თუ რო  ჩამოვალ მე მოგეხმარო.
ხმა გაუმკაცრდა და წამში გაეყინა.
-შენ შენს ტრ**ს რო მიხედო არ გიფიქრია ბიჭო?
-ახლა მინდა რო ისე მიგალურჯო შენი სახელიც ვერ გაიხსენო.
-რა ვთქვი ეგეთი,ნეტა შენ ჭკუა მოგცა და მე სალოს გული.
-საჭმელად თუ ?
ტელეფონს მიღმა მეორე ბიჭის შედარებით წრიპინა ხმა მოესმა.
-აჰა ანუ ეგ ცანცარაც მანდ არის?
-შენ წახვედი და ამას ვინმე მომაშორებს ტო?ხო იცი ტკიპასავითაა თუ მოგეწეპა ჩათვალე ან მკვდარი ხარ ან პარაზიტთან ცხოვრობ.
-კიდე გამოაგდეს?
-ამას ვინ გაუძლებდა აბა.
-ეეეე ჩემით წამოვედი ნუ იგონებთ რაღაცეეებს.
ისევ აწრიპინდა ბიჭის ხმა .
-რა დააშავა ამჯერად?
-გოგოები აიყვანა და რამე... უცბად დაადგნენ მშობლები და კაროჩე  იმათი ამბავი  შენც კარგად იცი.მაგრად გა**კეს ხო და...
-რომ ჩამოვალ ჩემთან დარჩეს თუ უნდა.
ამოიხორა და ხელი სახეზე ჩამოისვა. ცანცარა ძმაკაცს კარგად იცნობდა 3-4 დღეში ისევ სახლში დაბრუნდებოდა  ,მანამდე გაუძლებდა როგორმე.თან  მეც აღარ მივიდოდი მასთან.
-გაიგე?
იბტერესით კითხმა ერთმა ძმაკაცმ მეორეს.გახარებულმა ტელეფონი გამოგლიჯა და დარლას ჩასძახა.
-აუ ძმა ხარ დაკო.
-აკო შენ კი გადამირჩები მარა ბექას რო მივალურჯებ ვიცი.რა დაკო ალაოდ ხო არა ხარ შენ.
-აუ რატო ხარ უხასიათო და უჟმური არსება?
-ძააან კარგად იცი რო ვერ ვიტან შენს ცანცარს.
-ნეტა გოგო მანახა რომელიც ოდესმე გაგიძლებს.
ყურმილს მიღმა ამოიკვნესა ბექამ.დარლამ ჰალსტუხი შეიხსნა,საწოლზე მოწყვეტით დაეცა  და დაღლილმა უპასუხა.
-ეგ გოგო ალბათ ისეთივე  ნაგავი იქნება როგორც მე.
-შემომელახები ,ნუ ლანძღავ თავს თქო რამდენჯერ გითხრა.
აკაკიმ ბოლოხმაზე ჩასძახა და დარლამაც სევდიანად მიუგო.
-მე მერამდენედ აგიხსნა რომ იმ ქალის უბედურება ვინც ასე მიყვარდა მხოლოდ ჩემი ბრალია.
-მაგ ამბავში შენ ყველაზე უდანაშაულო ხარ.
-არ გვინდა ამაგაზე გაგრძელება.შენ ის მითხარი იმ შენი ძმის შეყვარენულს რას უპირებ.
ბექამ სიტუაციის განეიტრალება სცადა,თუმცა არც ისე კარგად.
-არაფერს. ვიჩხუბეთ საშინელებები ვუთხარი-მხოლოდ იმ წამს გაიაზრა თავისი დანაშაული.მიხვდა რომ მხოლოდ მისთვის არ უტკენიათ გული.მხოლოდ მისი სუსტი წერტილი არ უპოვნიათ და ფეხქვეშ არ გაუთელავთ. ერთ წამში მიხვდა რომ მეც მქონდა გრძნობები და მას ცუდად შეეხო-ჯანდაბა მართლა საშინელებები ვუთხარი...არც მას დაუკლია მაგრამ...მაგრამ მე წამოვიწყე.რა ნაგავი ვარ .ღმერთო სულ ვცდილობდი კაკის მსგავსი არ ვყოფილიყავი,არა და უარესი ვარ.
-ეგეთი რა უთხარი?ან რა გითხრა.
აკაკიმ თავისი ფსიქოლოგიური უნარები ჩასართავად გაამზადა.
-ვუთხარი რომ მარიონეტი იყო კაცებისთვის და არაფერს წარმოადგენდა,რომ არასდროს არავის არ ეყვარებოდა.როგორც  კი მისი მშვენიერი გარეგნობა  გაქრებოდა ყველა მიატოვებდა... ერთ დღეს მის საუკეთესო მეგობარსაც კი(სხვათაშორის ჩვენი გოგაა) ყელში ამოუვიდოდა.
-ეგ რამ გათქმევინა.
სულ არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის რომ მათ მეგობართან  საუკეთესოდ ვიყავი.
-არც იმანა დამაკლო. მწარედ გამახსენა,ძალაინ ცუდად.მითხრა სიკვდილის წინ გაიხსნებე ვიღაც როგორ გიყვარდა და შენს გამო წავიდაო...რაღაც ეგეთი.
-ჯანდაბა.ორივე მონსტრები ხართ.ერთმანეთისგან რა განგასხვქვებთ?საერთოდ როგორ წევხართ ერთად თუ ასე ვერ იტანთ ერთი მეორეს?
-არ ვიცი,აქვს რაღაც რაც მიზიდავს.შეიძლება ის რომ არასდროს იმჩნევს თავის დარდს... ყოველთვის მეჩხუბება ,მაგრამ ისე რომ ვერც ვბრაზდები...
-არა ხო ამბობს  ბექა არა?ერთმანეთს გავხართ.
-არ მადარდებს ახლა ალბათ სხვა საყავრელი ყავს.
-შენს მაგივრად სამაგიეტოს კაკის ის უხდის?
ბექამ საინტერესო კითხვა დასვა და ცოტახანს სამივე გაირინდნენ ,მერე ისევ დარლამ ამოიოხრა.
-თუ ვიცოდე...
-ჩვეულებრივი კა...
-მაგის თქმა არც იფიქრო აკაკი,შეიძლება ვერ ვიტან მაგრამ ბ** და რამე არ არის,ჩემი აზრით მაინც.
გაბრაზდა და ძმაკაცებს დაემშვიდობა. ვერაფრით მოისვენა, ხან ერთ გვერდზე დაწვა ხან მეორეზე,მაგრამ ამაოდ.მისი სინდისი სუფთა არ იყო და ეს არ ასვენებდა...ვერ ისვენებდა, როცა ვიღაც მასზე ნაწყენი ან გაბრაზებული იყო.ვერ იტანდა ,როცა ხალხს გულს სტკენდა,რადგან ყველაზე კარგად მან იცოდა რას ნიშნავდა გული ნაწილებად გქცეოდა.ბოლო პერიოდში შემეჩვია კიდეც.იმ დღეს ზღვაზე ყოფნისას მიხვდა რომ გრძნობები მეც გამაჩნდა.რომ ჩემს შიგნით ზღვა იყო,რომლის დაშრობაც არცეთ ცოცხალ არსებას არ ძალუძდა.
    თითქმის მთელი ღამე გაათენა.
"ისიც ჩემსავით დამსხვრეულია. მისი სამყაროც ბოროტი და ნაცრისფერია.მასაც აქვს ცხოვრება და პიროვნება ,რომელიც მხოლოდ მან იცის.აქამდე ვერ ვხვდებოდი, არც ახლა მესმის,მაგრამ ვიცი მიზეზი აქვს იმისთვის რომ ყველასთან ასე იყოს.ის კაკის კი არა საკუთარ თავს ექცევა არარაობასავით,რადგან ჰგონია რომ არაფერს იმსახურებს?"
საბოლიიდ ჩაეძინა.მეორე საღამოს გამოფრინდა.აეროპორტში ბარგით მომავალს დათო შეხვდა  და მონატრებულს გადაეხვია.
-შენ ძმობას ვფიცავარ ისე მომენატრე აღარ მოგშორდები.
-ვერ გამიგია შენ უფრო ცანცარა ხარ თუ ბექა.
-ბექა.არა არ მოგენატრე?
-როგორ არა.წამოხვალ ჩემთან?
-ბიჭო კი წამოვიდოდი მაგრამ...
თმები უხერხულად აიჩეჩა და სხვა მხარეს გაიხედა.დარლა ანერვიულდა. ათასი იდე მოუვიდა თავში.ყველა ერთმანეთზე საშინელი,მაგრამ მე არცერთი არ მეხებოდა.ბოლოდ ვეღარ მოითმინა და იკითხა.
-მაგრამ?
-ნეა...
ჩემი სახელის გაგონებაზე ტვინში სისხლმა აასხა და და გული უფრო მეტად აუჩქარდა.
-რამე მოუვიდა?
-არ ვიცით...-დარლას სახე გადაუთეთრდა,მერე დათომ შეააწორა-უფროსწორად არ ვიცით სადაა.
-რას ნიშნავს არ იცით?
-ადგა დაწავიდა.არავისთვის არაფერი უთქვამს.ტელეფონი გამორთულიაქვს...მანქანა სახლში დატოვა.
-რამდენი ხანია?
-ეს კვირაა.
ორად შეკრული ხელები ჯერ პირზე მიიდო მერრ მთელ სახეზე გადაისვა,თმა აიჩეჩა და გაგიჟებული უსწრაფესი ნაბიჯებით ჩაჯდა მანქანაში.
-სად მიდიხარ?
-ნეას მოსაებნად.დაჯდები?
-მისმინე არსად არ არის.არც ბათუმში,არც საგურამოში. ბებიამისთანაც კი დავრეკეთ ,მაგრამ არც იქ არ არის.
-აბა გაქრა დათო?მითხარი ფრთები გაშალა და გაფრინდა?.
უნებლიედ იყვირა, საჭეს ხელი სიმწრით დაარტყა,მერე მიხვდა ზედმეტი მოუვიდა  და მეგობარს შეხედა.
-მაპატიე.დაჯდები?
საწყლად შეხედა და  ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-მე ჩემით წამოვალ.შენ ხომ არ გავქვს ვარიანტი სად შეიძლება იყოს?
-არა მაგრამ ვიცი ვინ შეიძლება იცოდეს.
-ვინ?
-მისმა უფროსმა,ახლოს არიან.
-ნეაზე ამდენი როგორ იცი და გახსოვს?
უხერხულად გაიცინა.
-დავიჯერო შენ გოგაზე არაფერი იცი და გახსოვს?
წარბები დაქაჩა და გაკვირვებულს შეანათა ზღვისფერი თვალები.
-გოგა რა შუაშია?
-კარგდ დაფიქრდი მეგობარო.
თვალი ჩაუკრა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.დათო დიდხანს იდგა ერთ ადგილზე ჩაფიქრებული.
-სულ გააფრინა ამ საცოდავმა.
ბოლოს ხელი აიქნია და სახლში წავიდა.
  მანქანა ჩემი სამსახურის წინ გააჩერა და  შესვლისთანავე ანი იკითხა.
-თქვენი სახელი?
-უთხარით რომ ნეას მეგობარი ვარ.
-ამ,კარგით...ქალბატონო ანი თქვენთან არიან...არა ამბობს რომ ნეას მეგობარია...კარგით.შეგიძლიათ ახვიდეთ.
°°°°°°
-შეიძლება?
კაბინეტში თავი მორიდებით შეყო.
-მობრძანდით-ქალი ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა-ანი.
-დარლა,მისმინეთ დიდ დროს არ წაგართმევთ,მხოლოდ ის მაინტერესებს ნეას ადგილ-სამყოფელი ხომ არ იცით?
-რაშია საქმე?
-იცით ეს-ეს არის იაპონიიდან დავბრუნდი და არცერთმა მისმა მეგობარმა არ იცის სად არის.ვიცი რომ კარგი ურთიერთობა გაქვთ და იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ.
-წინა კვირას დამეთხოვა. დასასვენებლად არის წასული.
-ვერ მეტყვით სად?
-ჯერ იმაში გამარკვიეთ მისი ვინ ხართ.
დარლამ  ნერვიულად აიჩეჩა თმა და ჩემს უფროსსა და ერთ-ერთ კარგ მეგობარს შეხედა.
-მისი შეყვარებული ვარ..
-მოიცა მოუცა,მისი შეყვარებული კაკი არაა?
ანი დაიბნა.
-ეგ ჩემი უმცროსი ძმაა,ანუ გრძელი ისტორიაა მერე ნეას მოაყოლეთ.ახლა თუ შეგიძლიათ მითხარით სად არის.ძალიან ძალიან ვაწყენინე და უნდა ვიპოვნო.
-მცხეთაშია.მისამართს მოგცემ.
-მადლობა დიდი.
-რაღაცას გეტყვი ოღონდ არ ინერვიულო კარგდი?ხო შენობით რომ მოგმართო პრობლემა არაა ხო?და არც მე მიყვარს როცა ოფიციალურად მომმართავენ.
-არა არანაირი.რის თქმას აპირებ რა ხდება?
-ეს ორუ დღეა აღარ შემხმიანებია არდა რაც წავიდა იმის მერე სულ მწერდა და ვაწყნარებდი.არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ  დეპრესიაში იყო და  ყველაფერში საკუთარ თავს იდანაშაულებდა. რაც არ უნდა გაეკეთებინა ყველაფერზე ბოდიშებს იხდიდა.ასეთი ნეა არ მხსოვს.
დარლას 5 წლის მანილზე პირვეალდ აუჩუყდა გული და სინდისმა სულზე მწარედ უკბინა.იქვე სავარძელში ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო .
-ჩემი ბრალია...ბოლოს რომ ვნახე საშიბელებები ვუთხარი.ახლა ვნანობ ,მაგრამ რამეს ცვლის? არც კი ვიცი როგორაა და  რას გრძნობს. სადაცე მე მთელი თვე ვიტანჯებოდი,იქ წარმომიდგენა ის რა დღეში იყო. იმ დღეს ჩემს ძმას რომ არ დაერეკა და ჩემთვის ნერვები არ მოეშალა არ გავღიზიანდებოდი.არც იმ ყველფერს ვეტყოდი.ჯანდაბა.
ანიმ მხარზე დაადო ხელი და თავის ნაზი,ყოველთვის დამამშვიდებელი ხმით უთხრა.
-ვწუხვარ.არ ვიცი რა მოხდა ნეა არაფერს აობდა იმის გარდა რომ არავის იმსახურებდა.ახლა არც ტელეფონს პააუხობს.ვიცი უნდა გამშვიდებდე,მაგრამ მეც ვნერვიულობ.ის ჩემი საუკეთესო რედაქტორი და მეგობარია.
-დათომ,ჩემი და ნეას საერთო მეგობარმა, მითხრა რომ არც ერთხელ გავიდა ზარი შენ როგორ გირეკავდა?
-მეორე ნომრით,სამსახურის.
-ახლა აღარ?
-აღარ, ბოლოს რომ ველაპარაკე იძახდა  კარგად ვარო მაგრამ მერე გაქრა..
-კარგი მისამართი მომეცი საასწრაფოდ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარებისთვის.
-აი აიღე
ფურცელი გაუწოდა და გაუღიმა.დარლა წამოდგა და კარისკენ წავიდა.სანამ გავიდოდა ანიმ სათვალეებიდან აანათა მოელვარე მწვანე თვალები და  უთხრა.
-კაკიც ნანახი მყავს რომ იცოდე.მაგრამ მე შენი აურა უფრო მომწონს.
-თავის თავად.სხვადროს იყოს კომპლიმენტები ახლა ნეა უნდა შემოვირიგო,ან გადავარჩინო ვინ იცის?!.
-წარმატებები.ხო მართლა დარლა,ნეა ძალიან მგრძნობიარეა  ამიტომ იზრუნე მასზე.
გაუღიმა და ისევ საკუთარ საქმეს დაუბრინდა.დარლა ოდნავ გაღიმებული სახით გამოვიდა ოფისიდან.
•••••••••••••••••••••••
კარგად იყო დაღამებული ჯიშკარიანმა რომ მომაგნო და იმ სახლის კარზე დააკაკუნა სადაც მე ვიყავი.გამეტებით აბრახუნებდა,მე კი სადღაც შორიდან ძლივს ჩამესმოდა კაკუნის ხმა....



№1 სტუმარი ირი

ბოლომდე დადე რა ვიცრუე რომელიც მე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent