შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორი სიყვარული(თავი 2)


14-06-2022, 07:47
ავტორი Mysteries
ნანახია 1 983

2 თავი
მუსიკის მოსმენით გართულმა, ვიგრძენი როგორ დამადგა თავზე ქალბატონი მაია, ყურსასმენი მოვიხსენი
-ნიჟარაძე, იქნებ პატივი დაგვდო, და გვითხრა იმ განტოლების ამოხსნა - სარკაზმული ტონით მომმართავდა ქალბატონი მაია, და დაფაზე მანიშნებდა
-პასუხი მინუს ოცდათხუტმეტია - ვუთხარი, და ყურსასმენები ისევ გავიკეთე, დავინახე დუდუს ჩაღიმება, და მაიას სახე, რომელმაც არ იცოდა რა გაეკეთებინა. თვალები დავხუჭე და მერხზე თავი დავდე.
მაშინ გამოვერკვიე, როცა ყურსასმენი ვიღაცამ ყურიდან გამომგლიჯა, როცა ავიხედე, დუდუ მედგა თავზე, რომელიც ჩემს ყურსასემენს იკეთებდა
-რას უსმენ? - მკითხა
-ძალიან გაინტერესებს? დააბრუნე - ცივად ვუთხარი
-ჯერ ვნახოთ რას უსმენ - ტელეფონი ამართვა, და გაისმა Arctic monkeys 505 , ჩემი საყვარელი სიმღერა - კარგი გემოვნება გაქვს - მითხრა და ყურსასმენი დამიბრუნა
-ღმერთო…-ამოვისუნთქე და თავი ისევ მერხზე თავი დავაბრუნე.
კლასიდან გავდიოდი, დუდუ და მისი შეყვარებული ლილუ დავლანდე, გულში რაღაც ჩამწყდა, ყველაზე არასწორი ვიყავი, ის მე არ უნდა შემყვარებოდა, მეთვითონაც საკუთარი თავი მძულდა, ფიქრებიდან ანდრას ხმა მაფხიზლებს
-მელანო…მელანო
-ხო - ვეუბნები და ვცდილობ წყვილს თვალი ავარიდო
-წამოდი წავიდეთ - მითხრა და მხარზე დამქაჩა
გაკვეთილები მორჩა, ლევანს დავურეკე რომ არ მოსულიყო, ავტობუსით მგზავრობა მერჩივნა, ლევანიც დამთანხმდა.
ავტობუსში ადგილი დავიკავე, ყურსასმენები გავიკეთე, და სიმღერა ჩავრთე, ფანჯარას თავი მივადე და თვალები დავხუჭე, არ ვიცი რატომ მომინდა თვალების გახელა, მაგრამ გავახილე თუ არა ვინანე, ავტობუსის გვერდით დუდუს მანქანა იდგა, რომელშიც ის და ლილუ ერთმანეთს კოცნიდნენ, ყვირილი მომინდა, ღრიალი, იმისთვის რომ დავცლილიყავი ამ გრძნობებისგან.დუდუმ შემომხედა, მე კი ვერ ვინძრეოდი, ვნატრობდი რომ შუქნიშანის ფერი მალე შეცვლილიყო, რომ ავრიდებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ აზრი უკვე არაფერს ჰქონდა…თვალიდან ვერ ამომდიოდა სცენა, რომელიც ყველაფერ ცუდს მიკეთებდა…
სახლის კარი შევაღე
-მოვედი - შევძახე თუ არა ოთახიდან ნანომ გამოირბინა
-მელი მიშველე - დაიყვირა და უკან დამიდგა, და ფეხზე მიმეჭიდა
-ნანო დაბრუნდი - ითახიდან ლევანი ყვიროდა
-რა მოხდა? - ვიკითხე სიცილით
-მამას უნდა რომ მაბანაოს, მე კი თვალები მეწვის როცა მაბანავებს - მითხრა და უფრო მომიჭირა ხელები
-ნანო დაბრუნდი, მაინც გაბანავებ - ლევანი გაჰყვიროდა.
-არა
ოთახიდან როცა ლევანი გამოვიდა, ნანო გაიქცა, ისევ შიშველი დარბოდა
-ნანო, მაინც დაგიჭერ იცოდე
-მამა, რატომ არ გესმის არ მინდა ბანაობა - გაჰყვიროდა ნანო
-ხო მაგრამ საჭიროა
ბოლოს? ბოლოს ლევანის ხელში აყვანილი შეიყვანა აბაზანაში, და აბანავა…
აივანზე ვიყავი ისევ, წიგნს ვკითხულობდი, როცა ტელეფონმა დარეკა, ანდრა იყო
-ბატონო
-რაღაცას გთხოვ რა - გაისმა ანდრას ხმა
-რა იყო?
-დღეს 10-ზე crystal waters კონცერტია, წამო წავიდეთ რა
-წავიდეთ - არასდროს მიყვარდა ხალხ მრავალი ადგილები, თუმცა რატომღაც გადავწყვიტე რომ უნდა წავსულიყავი
-მიყვარხარ - მითხრა სიცილით - ცხრაზე შენთან ვიქნები
-კარგი - დავუკიდე და წიგნის კითხვა განვაგრძე.
წიგნის ბოლოში ვიყავი, ლევანი რომ გამოვიდა
-მელანო რაღაც მინდა გკითხო - მითხრა, და გვერდით მომიჯდა
-გისმენ - წიგნი გვერდით გადავდე, და მას შევხედე, სახეზე ეტყობოდა, რომ ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა
-წინააღმდეგი იქნები ვთქვათ რომ..-პირველად ვხედავდი ასეთ ლევანს -რომ ვიღაც გაგაცნო
-ვინ?
-ხოო…ვინ? ამას ჯერ ვერ გეტყვი, ხვალ ჩვენთან ერთად ივახშმებს რესტორანში - მითხრა და თავზე მაკოცა
-ლევან, ანდრამ მთხოვა რომ კონცერტზე მასთან ერთად წავიდე და
-წადი წადი,არ დააგვიანო - მითხრა და ღიმილით შევიდა სახლში.
საათს შევხედე ცხრის ნახევარი იყო, სახლში შევედი.ვიბანავე, და ჩაცმა დავიწყე.არჩევანი თეთრ კაბაზე შევაჩერე, თხელი, ნაზი ნაჭერი ტანზე მოვირგე, ფეხზე დაბალი ფეხსაცმელი მოვირგე, ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი. ანდრა უკვე მოსულიყო, და ლევანისთან ერთად იცინოდა
-მზად ვარ - ვთქვი თუ არა ორივემ მე შემომხედა, უბრალოდ გატრუნულნი მიყურებდნენ - რამე მოხდა?
-არა, უბრალოდ გაგვიკვირდა შენ და ასეთი ჩაცმულობა - მითხრა და კაბაზე მანიშნა
-ლამაზი ხარ - ლევანმა მითხრა, წამოდგა, და ლიყაზე მაკოცა
სახლიდან გავედით, ტაქსი უკვე გველიდებოდა, საცობის გამო ზუსტად ათ საათზე შენობასთან ვიდექით მე და ანდრა
-არ დაგვავიწყდეს უნდა გავერთოთ - მითხრა სიცილით, მის საქციელზე მეც გამეცინა.
როგორც ჩანს კონცერტი 10 წუთის დაწყებული იყო, ტანის რხევით ბართან მივედით
-ორი არაყი - ანდრამ უთხრა, ბარმენმა მალევე მოგვაწოდა ორი ჭიქა არაყი
-1…2…3 - ანდრა ხმამაღლა ითვლიდა, ორივემ გადავკარით, მწარე სითხე, ვიგრძენი როგორ დამიარა ცხელმა ტალღამ
-წავალ მე ვიცეკვებ, შენ არ წამოხვალ?
-მიდი და მოვალ - ყურში ჩავყვირე,ისიც წავიდა, მე კი მეორე ჭიქა არაყი მოვითხოვე.
მეხუთე ჭიქაზე ვიყავი, მთელი სხეული მიხურდა, ამიტომ გარეთ გავედი.გრილმა ჰაერმა სასიამოვნოდ დამიარა, თვალებ დახუჭული ვიდექი, თავი ოდნავ აწეული მქონდა…
ასე ვიდექი სანამ გვერდიდან ხმა არ მომესმა
-მელანო? - ის იყო…ჯანდაბა ის იყო, თვალები გავახილე, ვიგრძენი გულის აჩქარება,ჩემი პულსის ხმას ყურებში ვგრძნობდი.მას შევხედე, როგორც ყოველთვის სიმპათიური იყო, ცისფერი პერანგი ეცვა, რომლის მკლავებიც აეკეცა, მუქი ფერის ჯინსი და კედები ეცვა, ხელში სიგარეტის ღერი ეჭირა, ტუჩებს შორის მოექცია და ნაპასს არტყამდა.მუქი ყავისფერი თმა გადაწეული ჰქონდა.თვალები ისევ დავხუჭე და გავახილე
-ჩემი სახელიც იცი? - სარკასტულად შევხედე
-კი - მითხრა ბოხი ხმით, ყველაფერს დავთმობდი იმისთვის რომ მე იმ წამს იქ არ ვმდგარიყავი
-როგორ გამიმართლა, თვით დანიელ ჯიშკარიანმა ჩემი სახელი იცის - დანიელს მას არავინ ეძახდა, დავინახე სიბრაზისგან თვალები რომ აენთო, პირველად ვხედავდი ასეთს,წამიერად შიშმაც შემიპყრო, მაგრამ არ ვიმჩნევდი ჯიუტად ჩავსცქეროდი მუქ ყავისფერ თვალებში, და მზერას არ ვაშორებდი.წამებში მომიახლოვდა, სიგარეტი ისროლა, და მკლავზე ხელი მომიჭირა
-საიდან იცი?
-რას აკეთებ? ხელი გამიშვი - ვუთხარი და მკლავის განთავისუფლება ვცადე, მაგრამ მან უფრო მომიჭირა გრძელი, ცივი თითები და უფრო მომიახლოვდა
-კითხვაზე პასუხი გამეცი - კბილებში გამოსცრა
-ის რომ დანიელს არავინ გეძახის იმას არ ნიშნავს რომ შენი ნამდვილი სახელი მათთვის ცნობილი არაა, ახლა კი გამიშვი - მეც კბილებში გამოვცერი
-მომისმინე - მკლავიდან თითები მომაშორა, მაგრამ თან და თანობით მანძილს ამცირებდა, მილიმეტრები იყო დარჩენილი, თვალებში ჩამხედა, და გამოსცრა - კიდევ ეგ სახელი რომ ახსენო, გეფიცები რამეს დაგმართებ - მითხრა, ზურგი მაქცია და წავიდა.


მადლობა რომ კითხულობთ, მოხარული ვიქნები აზრსაც თუ გამიზიარებთ, ბოდიში პატარა თავისთვის, მაგრამ შევეცდები ყოველდღიურად დავდო. სიყვარულით თქვენი Mysteries person



№1 სტუმარი ნი-კე

რაღაც კარგია,მაგრამ გაგვარკვიე ვინ ვინაა..ლევანი და მელანო რატომ არიან ასე დარდიანები..

 


№2  offline წევრი Mysteries

ნი-კე
რაღაც კარგია,მაგრამ გაგვარკვიე ვინ ვინაა..ლევანი და მელანო რატომ არიან ასე დარდიანები..

პირველ რიგში მადლობა აზრის გაზიარებისთვის.შევეცდები გამოვასწორო, და შემდეგ თავში გაჩვენებთ თუ ვინ ვინაა. რაც შეეხება მელანოს და ლევანს, მათ ორივეს ერთი და იგივე მიზეზი აქვთ, ეს მიზეზი კი მელანოს გარდაცვლილი დედაა.

 


№3 სტუმარი ნი-კე

ანუ ლევანი მელანოს დედის მეუღლე იყო??

 


№4  offline წევრი Mysteries

ნი-კე
ანუ ლევანი მელანოს დედის მეუღლე იყო??

ლევანი მელანოს დედის მეუღლე და მელანოს მამაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent