შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონური რექვიემი (თავი 1)


15-06-2022, 23:49
ავტორი TristA
ნანახია 746

შორეულ სამეფოში ცხოვრობდა პატარა გოგონა, რომელიც არ გამოირჩეოდა: არც სილამაზით, არც სიმდიდრით და რაც არ უნდა, გასაკვირი იყოს არც გულისხმიერებით.
სოფელში ყველას შიშის ზარს სცემდა. მშობლები შვილებს მასთან თამაშს კი არა, მიახლოვებასაც უკრძალავდენ. ჭორები დადიოდა, თითქოს ეს ბავშვი დემონის შვილი იყო. თავად კი დაწყევლილი ძალები ერგო, ამის მოსმენა ისეც შეშინებულ ხალხს მეტად აშინებდა.
გოგონა სარდაფში იმალებოდა, მის გამო, მისი და-ძმაც იჩაგრებოდენ. ამიტო არც ოჯახში ეპყრობოდენ კარგად. ხშირად სცემდენ და სარდაფიდან ამოსვლის უფლებას არ აძლევდენ.
ერთ დღესაც, როდესაც 16 წელი შეუსრულდა, სახლიდან გაპარვა გადაწყვიტა. 2 წლის მანძილზე, პირველად იხილა მშვენიერი ცა.
მაგრამ, გზაზე მიმავალს ათასი შიშით სავსე მზერა აცილებდა, აიტანდა: ზიზღს, სიბრალულს, იმედგაცრუებას ოღონდ, ეს შიშით სავსე მზერა არ ეგრძნო. კეთროვანივით გაერიყათ არცისე მომხიბლავი გოგონა.
ტირილით გაიქცა უდაბური ტყისკენ, ამ ადგილს ლაბირინთსაც უწოდებდენ. შიგნით შესული უკან არავინ დაბრუნებულა. ეს გარკვეულ წილად სქელი, ნისლის საბურველის და ერთმანეთის მსგავსი ხეების ბრალი იყო. მაგრამ შეშინებულ მოსახლეობას როდი დაჯერებდი სიმართლეს, მათი აზრით ეს დაწყევლილი ადგილია რომელიც გიხმობს, რათა შენი სული შთანთქოს. ვინ იცის იქნებ არც მოსახლეობა ტყუის?
რაც უფრო ღრმად შედიოდა ტყეში დაინა. მით მეტად აშინებდა, დასადგურებული სიჩუმე. რომელიც იმაზე მეტად ხმაურობდა, ვიდრე ოდესმე სმენია. მუქი, მიწიდან 1 მეტრის დაშორებით, სქელი ნისლი ჩამოწოლილიყო. რომელიც ხედვის საშუალებას არ იძლეოდა. დატეხილი ტოტების და გაუარესებული ხედვის გამო, ხან რას იზიანებდა და ხან რას, თითქმის კაბა მთლიანად შემოხეოდა როდესაც ტრიალ მინდორს მიადგა.
წრიულად შემოღობილი, იყო არყის ხეებით. თითქოს ამ ადგილს რაღაც ენით აღუწერელი იცავდა. ნისლი არ მიკარებია, მინდორს, რომელზეც ათასი სახის ყვავილი ლამაზად იწონებდა თავს. გოგონას ყურადღება ცისფერმა პატარა ყვავილებმა მიიპყრო, რომლებიც სინაზით და სილამაზით გამოირჩეოდა. შუაგულში ჭა შენიშნა, მიუახლოვდა და შიგნით ჩაიხედა. იმდენად ღრმა იყო იფიქრებდით უფსკრულის ქვემოთ უთუოდ ჯოჯოხეთია-ო. ჭაში ჩახედვის თანავე ჩურჩულის ხმა მოესმა, თითქოსს ასობით, არაა ასიათასობით მოჩურჩულე არსებები ეხვეოდენ გარსსს და აიძულებდენ სიმართლე, მისი ნამდვილი სურვილი გაეჟღერებინა. ბრაზისგან, იმედგაცრუებისგან და შიშისგან გადაღლილმა ხმამაღლა წამოიყვირაა:

- ჯანდაბაა, შურისძიება აი ეს მსურს!

წინადადების დასრულების თანავე
ხმაური შეწყდა. თითქოს სამარადისო სიჩუმე ჩამოწვა, ელვისებურად გაანათა და მის წინ საოცრად ლამაზაი მამაკაცი გაჩნდა, მაცდური ღიმილით შესცქეროდა გატანჯულ გოგონას.

- შენი სურვილი წამში შესრულდება. სანაცვლოდ, მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ: შენ სულს
- თანახმა ვარ, ახალი სხეულიც მომეწონებოდა- ბოროტულად გაეცინა გოგონას, ალბათ სხვებისგან არა მხოლოდ გარეგნობა, სულიც განასხვავებდა.
- შესრულებულია! - ეშმაკურად ჩაიღიმა შავად მოსილმა.

წინადადების დასრულების თანავე, მამაკაცი ნისლში გაუჩინარდა. წამიერად ცა ჩამუქდა, კოკისპირული წვიმა და გრუხუნი ერთმანეთს ერთვოდა . წამიერად შეიცვალა ყველაფერი, არა მხოლოდ გარეგნობა. თითქოს სულიც ჩაუმუქდა, მეტი ზიზღი იგრძნო ამან კი სიამოვნება მოჰგვარა. ნელა გაუყვა გზას სოფლისკენ, იკითხავთ როგორ? პასუხი მარტივია, არსაიდან ბილიკი გაჩნდა. რომელიც სოფლისკენ მიუყვებოდა.
ნელი სვლით და ბოროტი ღიმილით მიიწევდა წინა. სოფელში შესულს თვალები სიხარულის სხივებით აევსო. თითოეული სოფლის მაცხოვრებელი, ბავშვი, დიდი თუ მოხუცი ყველა დახოცილი ძირს ეყარა, სისხლს მოერწყა მთელი სოფელი. სახლები, სალოცავები, წისქვილები წითლად შეჟებილიყო. წვიმა აქაც მოდიოდა, მაგრამ არა ჩვეულებრივი. წითელი წინწკლები ეცემოდა აწ უკვე კუპრივით შავ თმას, ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა მშვენიერ სახეზე. ახალი შესაძლებლობებით აღფრთოვანებულმა, ერთი ხელის აქნევით გააჩაღა ცეცხლი. ფერფლად ქცეული სოფელი, სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა.
მთელი ქვეყანა საზარელმა ამბავმა მოიცვა. მაგრამ ეს არ ყოფილა უკანასკნელი. წლების მანძილზე დადიოდა ხმები, მშვენიერ ქალწულზე რომელიც: არ ბერდება, არ კვდება, არ იცვლება და რაც მთავარია გამორჩეულია მისი სისასტიკით. რაც დრო გადიოდა, მშვენიერ ქალწულზე ამბები ლეგენდად იქცა, შემდეგ კი მითად . ბებიები-შვილიშვილებს, შვილიშვილები კი მათ შვილიშვილებს უამბობდენ, ლეგენდას ქალზე. რომელიც, შურს აუცილებლად იძიებს.
რომელიც, როცა დრო მოვა დაბრუნდება.




დიდიხანია, რაც ამ საიტს ვსტუმრობ და ისტორიებს ვკითხულობ. მაგრამ, დღეს რატომღაც, გამიჩნდა სურვილი ჩემი ისტორია გაგიზიაროთ. არ ვარ გამოცდილი ამ სფეროში, მაგრამ სურვილი დამეწერა რაიმე, საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. ხოდა შემოგთავაზებთ პაატარა ისტორიას. იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი 《Sunshine》

მიყვარს ასეთი ისტორიები კარგი იყო

 


№2  offline წევრი TristA

《Sunshine》
მიყვარს ასეთი ისტორიები კარგი იყო

მიხარია თუ მოგეწონათა, თქვენი კომენტარი დიდი მოტივაცია იყო, რათა მეორე თავი დამეწერა. დიდი მადლობა????✨

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent