შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბა,აბაა...


16-06-2022, 22:02
ავტორი PPO
ნანახია 1 837

"-როგორ იციან ხოლმე?! შეიყვარე საკუთარი თავი თორემ არავინ შეგიყვარებსო...როგორი ადვილია სიტყვიერად ამის თქმა, თითქოს ტკაც და ერთ დღესაც ჩვენი თავის მიმართ გილწრფელი სიყვარულით ვიღვიძებთ.არადა ზოგიერთ ადამიანს გარდატეხის ასაკიდანვე უწევს ქარიშხალის გავლა,რათა მიიღოს თავისი თავი ისეთი როგორიც არის,რათა შემდეგ სხვამ შეძოს მისი შევარება?! ესაა მთავარი მიზეზი? თუ ძებნისას სხვა ვერაფერი იპოვეს და ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულს მიაწერეს..." მსგვასი არეული ფიქრებით მიდიოდა ქუჩაში და ისეთ ხასიათზე იყო შეიძლებოდა პატარა დაბრკოლებაზეც ნერვები მოშლოდა და მერე გემრიელად ეტირა. ამას ის და მისი მეგობარი გოგი ჰესის მოგრევას ეძახდენ-ჰესი რომ გაიბზარება,მერე დაიშლება და ათასობით ტონა წყალი ახალ კალაპოტს მოირგებს.მათ შემთხვევაშიც ასე ხდებოდა ხოლმე-შეეძლოთ ცრემლები 1 კვირა ეკავებინათ და საბოლოოდ მოწოლილი გრნობები თავისას რომ იზამდნენ,მერე დაცლილიყვნენ,მაგრამ მათი მთავარი იარაღი იუმორის გრძნობა იყო...ეს იყო მათ შორის ერთ-ერთი საერთო რამ- რთულ მომნტებში იუმორის გაღვიძება... ეს ნარეს უფრო ხშირად ემართებოდა ხოლმე,რომელიც ახლა სკოლისკენ ზანტად მიაბიჯებდა და თავში ბალიში და საბანი უტრიალებდა... ყოველთვის ასე ხდებოდა როცა გაკვეთილების ჩამონათვალში ქიმიაც ეწერა თანაც ყოველთვის პირველი.კლასში როგორც ყოველთვის 15 წუთიანი დაგვიანებით შევიდა და მასწავლებლის ,სათვალით ორმაგად გადიდებულ,ისედაც გადმოყრას მყოფ თვალებს რომ წაწყდა ღიმილი შეეპარა და თვალი მარიამისკე გააპარა როელიც "აბა შენ იცი და შენმა ქალობამ" მზერით იყურებოდა..."ოღონდ ამან ჭყიპინი არ დაიწყოს" გაიფიქრა და ნელი ნაბიჯით მერხამდე რომ მიაღწია მაშინ გაიგო მასწის გადაკრული:
- დირექტორი 9საათის მერე სკოლის კარს უნდა კეტავდეს.
-ოთხთვალა ფარშევანგებსაც არ უნდა უშვებდეს. არ დააკლო ნარამაც.
ეს მასწავლებელს არც გაუგია მაგრამ მარიამმა ფხუკუნი არ დააყოვნა.ნარას დარჩენილი მომაბეზრებელი წუთები რომ გაახსენდა ,სახე ისე მოჭმუჭნა თითქოს ლიმონი გაასინჯეს მალლადო.მაგრამ თავის გამხიარულება იმით მოახერხა რომ შემდეგი მათემატიკა ქონდა (რომელზეც აბოდებდა) და საღამოს გოგისთან მიდიოდა.კლასელებისგან წამოსროლილ რეპლიკებს ყურს აღარც უგდებდა,რადგა უკვე გულწრფელად ეკიდა ვინ რას იტყოდა მის კეხიან ცხვირზე,რომელიც მკაცრ შეხედულებას ალევდა მის იერს.კულტურულად აიგნორებდა ცანცარა, ვითომ ბაბულიკა კლასელებს და ზოგჯერ სიბრალულით სავსე თალებითაც შეხედავდა ხოლმე ,თითქოს რომელიმეს მშობელი დაეღუპაო...
უკვე თვალები უნდა მიელულა უკნიდან რომ მარიამმა ხელი მიარტყა და ფურცელი მიაწოდა.ნარემ "სერიოზულად?!" მზერით შეხედა და ღიმილით და თავის ქნევით წერილი გამოართვა. "დღეს ჩემი ძმა ჩამოდის და იმ მონსტრთან მარტო ხომ არ დამტოვებ?" ნარემ თვალები მოჭუტა და ამოიხვნეშა.. და უარის თქმა რომ დააპირა, დაქალის თვალებს წააწყდა,როელიც ჩექმებიანი კატის იმიტაციას შესანიშნავად უძღვებოდა.თვალების აატრიალა და ყოყმანის შემდეგ კაი ჰოო-ო.
მარიამი მეხუთე კლასში გადავიდა ახალ სკოლაში და რადგა უცხოეთიდან იყო გადმოყვანილი ,ერთით დაბალ კლასში დასვეს.ნარეს გვერდით აღმოჩნდა.საერთო ინტერესებმა და მაბიციებმა მათ მეგობრობას შეუწყო ხელი,რომელიც უკვე 6 წელია გრძელდებოდა.
ჯერ გოგის შეუთანხმდა რომ გასვლას აპირებდა და მასთან მისვლას ვეღარ შეძლებდა.
-შემახსენე ახლა რამდენი წლის იქნება?- გოგი ნარეს ნერვებზე ჩამოკინწიალებას ცდილობდა..
-მე საიდან უნდა ვიცოდე აქლემო, დარწმუნებული ვარ მთლიანი ინფორმაცია გაქვს იმ უბედურზე .ასაკი, სიმაღლე,სიგანე, წონა,ყოფილების რაოდენობა,რას ჭამს, სვამს როდის და როგორ.ზოდიქაოც გეცოდინება ხოო გოგუნიაა..."აბა ვნახოთ ნერვების შლა"
-გოგო გეი კიარვარ-ჩაიხითხითა გოგიმ-თან ბავშობაში, სანამ წავიდოდა, მახსოვს ისე მოგწონდა, რო ხედავდი...
-გოგი მოგკლავ- წარბაწეულმა უთხრა ვიდეოზარში
-თან ახლა უფრო სიმპატიური იქნება,გერმანიაში მოიხოდებოდა და რაღაც ,და ადრე თუ იმის დანახვისას ერთი ჭიქა წყლით გასულიერებდი ,ახლა ჭების დაშრობა მომიწევს-ერთობოდა გოგი და მეგობრის "ნწნწ რა გეშველება"-ს ყურადღებას არ აქცევდა.
-უნდა წავიდეე და მადლობა გაგებისთვის-ღიმილით უთხრა არემ
-მიდი ჭვიანად-თბილად გაუღიმა გოგიმაც-თუ შენი პრინცი არ მიგაცილებს სახლამდე დამირეკე შენთან ვარ ნარეჩეკ-თვალი ჩაუკრა და ღიმილით ნაჩქარევად გაუთიშა.
ნარეს ახალი ნერვებსაშლელი სიტყვების კორიანტელი ენაზე რომ მოადგა უკვე გათიშული ვიდეოზარის პლათფორმა შერჩა და ღრმად შესუნთქული ჰაერი რომლითაც გემრიელად გამოთათხვას აპირებდა ისევ გამოუშვა"აჰაამ ფარშევანგს დაავიწყდა გარეულ ფარშევანგს რომ ემეგობრება,მალე შეგახსენებ ბატონო გოგი,სამაგიეროს არ აგაცდენ" და მერე გაეღიმა კიდეც.რა ბედიერებაა ასეთი მეგობარი რომ გყავს... ხშირად ნარე მას როგორც არაბიოლოგიურ ძმად ისე მოიხსეიებდა და ეს ენითგამოუთქმელ ბედიერებას ანიჭებდა,რადგან თვითონ დედისერთა იყო...
მშბლებთან დიდხიანი ხვეწნის შემდეგ,რომ გაეშვათ,თავისას მიაღწია და მოემზადა. არ იყო გამხდარი ,მაგრამ არც მსუქანი ერქვა.უფრო სავსე იყო და ნებისმიერ ტანისამოსს ქალურ იერს სძენდა საკუთარი აღნაგობით.დიდი,მწვანეშერეუილი თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ხორბლისფერი კანი,სავსე ტუჩები და ხალები რომლებზეც გიჟდებოდა და როგორც ზემოთ ვთქვით კეხიანი,თხელი ცხვირი ,რომელიც სიმკაცრეს მატებდა.
მომზადების დროს ვინ იცის მერამდენედ ფიქრობდა თავის მთავარ მიზანზე,რომელიც მშბლებთან ხვეწნა-მუდარამ შეახსენა.გეგმა/მიზანი იყო მისი-დამოუკიებლად ცხოვრება.სატანჯველი იყო მისთვის როცა რაღაც ძალიან სურდა (ყოველთვის უმნიშვნელო რამ) და ამის მღება არათუ საკუთარ თავზე არამედ სხვებზე იყო დამოკიდებული.ყოფილა შემთხვევა, მეგობრებთან ვერ გასულა მაშინ როდესაც რთული პერიოდი ჰქონდა ან უბრალოდ ენატრებოდა ისინი...და არ იკითხავთ რის გამო? რადგან მამას,ჭორებით მკვებავმა,უინტელექტო, ძველ დროში ჩარჩენილმა მეზობელმა,რომელიც სასხვათაშორისოდ მამრი ბრძანდებოდა და მისი ცხოვრება ვირივით შრომასა და გამრავლებას ვერ სცდებოდა,ნაირ-ნაირი,ვინ იცის რამდენაირად შეცვლილი სისულელეები მოასმენინა ,ნარეს მეგობრის(ების)"გათახსირებულ"მშობლებსა და "გაფუჭებული" სანათესაოს შესახებ.ოხ როგორ ვერ იტანდა ნარე ამ კაცს და როგორ უნდოდა 2 მეტრიანი ენა ,რომელსაც ალბათ ბაყაყივით იხვევდა პირში ,რკინის კარებში ჩაეწეწკვებინა,მისი ყვირილი ჩაეწერა და მერე საუკეთესო რუტინის შესაქმნელად დილაობით ესმინა ხოლმე.
თავის ფიქრებზე ჩაიხითხითა და როცა მიხვდა რომ წასვლის დრო იყო,რადგან გამოძახებული ტაქსის მძღოლი ,საჭის შუაგულის ამოგდებამდე ასიგნალებდა,ადგა ჩანთა აიღო და კიბეებზე დაეშვა.მძღოლს მიესალმა(50 წლამდე) ,მისამართი უთხრა და მის ამჟავებულ სახეზე უფრო გახალისდა.კლიენტის წუთნახევრიანი დაგვიანებით გაღიზიანებულმა ,ნესტოებში ქათმისსკინტლამოსმულმა (ყოველთემთხვევაში ნარემ ამის მეტი მიზეზი ვერ მოუფიქრა კაცის ასეთ ამყაყებულ სახეს) მძღოლმა ზიზღით და ვითომ დანანებით თქვა:
-ახლანდელ თაობას უფროსი ხალხის პატივისცემა არ შეუძლია.
-ნწ ნწ აბა თქვენ ეგა თქვით.- არ დააკლო ნარემ და 60 წლის მოხუცივით დაიქნია თავი.მძღოლმა ამოიხვნეშა.
როგორ ხალისობდა ნარე,მაგრამ სინამდვილეში როგორ უნდოდა ეს კაცი ,რომელის ყურს მოთმინება და ურთიერთგაგება არ სმენოდა,წარბით ეთრია(ორის მაგივრად ერთი მთლიანი ქონდა) ამოიხვნეშა მძღოლმა და მანქანა დაძრა.
მგზავრობას მოსაწყენს დაარქმევდა, შუქიშანთან გაჩერებული მძღოლისთვის(რომელსაც გამომეტყველება არა და არ ეცვლებოდა) სრულიად უეცრად საჭიდან ამომხტარ გასაბერ ბალიშს მისთის ის მჟავე სახე რომ არ მიეჟეჟა.ჩვენი ნარეჩკასთვის ეს უკვე ზედმეტი აღმოჩნდა და სიცილი აუტყდა.მანქანიდან ძლივს გადმოახწია(სიცილის გამო) შესანიშნავად მყოფ მძღოლს თვალი შეავლო, ფული იქვე დაუდო ,მხარზე ხელი ორჯერ მსუბუქდ დაარტყა ცოდვებმა იცისო და სიცილ კისკისით გაუყვა გზას.თან სახედამასაჟებული მძღოლის გამომეტყველება არ ავიწყდებოდა,რომელიც ნარეს კისკისზე პირს ატკლაპუნებდა,ბუზღუნებდა და კვლავ ახალ თაობას ლანძღავდა.
მარიამის სახლს რომ მიუახლოვდა...


გამარჯობათ ხალხოოო..
მითხარით გაგრძელებად თუ ღირს...
პირველია ჩემთის და არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა...
რჩევებს და შესწორებებს მივიღებ და გავითვალისწინებ აუცილებლად...
დიდი მოლოდინით PPO



№1 სტუმარი Qetino

Aucileblad gaagrzele kargad gavxalisdi gaixare shen kargi dasawyisia

 


№2  offline წევრი PPO

Qetino
Aucileblad gaagrzele kargad gavxalisdi gaixare shen kargi dasawyisia

აუცილებლაად kissing_heart stuck_out_tongue_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent