ყველაზე ზუსტი სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მერწყული შესანიშნავად იციან კოცნა. სანდოები არიან. უყვართ ხანგრძლივი და ვნებიანი ურთიერთობები. ძალზე მიმზიდველები არიან. ხშირად ქაოტურები, რადგანაც წესრიგზე საკუთარი შეხედულებები გააჩნიათ. შესანიშნავი საყვარლები არიან. საკუთარი თავით ამაყობენ ნებისმიერ სიტუაციაში. ხანდახან თავიანთი შინაური ცხოველები მეტად უყვართ, ვიდრე ოჯახის წევრები. შეუძლიათ სხვების დაბნევა რაიმეს ახსნის ან ისტორიის მოყოლისას. თევზები უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მოსიყვარულე და მზრუნველები არიან. რაც მთავარია, ვნებიანი საყვარლები. მათთან ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. იზიდავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. სურთ, რომ მათი სიტყვა საბოლოო იყოს. თავისებურად გადარეულებს შესანიშნავი იუმორის გრძნობა გააჩნიათ. კარგი მეგობრები არიან, თუმცა მეგობრების შერჩევაში სიფრთხილე მართებთ. ვერძი ძალზე სპონტანურები და ცეცხლოვანები არიან. ვერძისთვის ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. ცნობილია მათი გულუხვობა. უმჯობესია, მათთან კამათისგან თავი შეიკავოთ. იწვევენ მიჩვევას. მოსწონთ, როცა მართლები არიან. შეუძლიათ საათობით იკამათონ, რათა თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ. კურო უყვართ ხანგრძლივი ურთიერთობები. იბრძვიან იმისთვის, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ენერგიულები და მზრუნველები არიან. ეხმარებიან სხვებს მძიმე წუთებში. უყვართ ხანგრძლივი დისკუსიების გაბმა. თუკი რაიმე ჩაიფიქრეს, მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევენ. ტყუპი შესანიშნავი მსმენელები არიან, კეთილები და გულღიები. სიამოვნებით იძლევიან რჩევებს. უყვართ, მაგრამ თავისებურად. სიცოცხლისუნარიანები და მუდმივად მომღიმარნი, ძლიერები, ამტანები და საოცრად გულუხვნი არიან. კირჩხიბი საოცარი მიმზიდველობით გამოირჩევიან. კირჩხიბის სიყვარული განსაკუთრებულია. ძალზე რომანტიკულები, ყველაზე მზრუნველი ადამიანები არიან, ვისაც კი შეიძლება ცხოვრებაში შეხვდეთ. მხიარული კირჩხიბები ნებისმიერ წყვეულებაზე ყველას კარგ ხასიათზე აყენებენ. კრეატიულები, შემოქმედებითი პიროვნებები არიან და ცოტათი გიჟებიც. ლომი მიმზიდველი და ვნებიანი ლომის პრობლემა თითოეულის პრობლემა ხდება. შესანიშნავი მოსაუბრეა. მან ზუსტად იცის, როგორ მიიღოს ცხოვრებისგან სიამოვნება. უყვარს ხანგრძლივი ურთიერთობები. თითქმის ყველაფერში კარგია. ქალწული ჭკვიანები, ლოიალურები და მზრუნველები, ამასთან, თავმდაბლებიც არიან. ადვილად მიდიან რისკზე. ურთიერთობებში დომინირებენ. მათი შეყვარება ერთი ნახვით შეიძლება. პატივისცემით ეპყრობიან სხვებს, მაგრამ მათი ნდობით ბოროტად ნუ ისარგებლებთ. სასწორი მათი სიყვარული განუმეორებელია. ნებისმიერი ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ძალზე შარმიანები არიან, მაგრამ მათთან კამათს არ გირჩევთ... გარანტირებულად განიცდით ფიასკოს. ყველაზე ერთგული მეგობრები არიან. სასწორი არის ადამიანი, რომელთანაც ნებისმიერი სახის ურთიერთობა სასიამოვნოა. სპორტში წარმატებებს აღწევს. გამოუსწორებელი რომანტიკოსია. მორიელი ძალზე მოსიყვარულეა. მას იუმორის შესანიშნავი გრძნობა გააჩნია. ცხოვრებაში სურს ყველაფერი გამოსცადოს. მორიელი ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს. მიმზიდველი გარეგნობა აქვს. უყვარს, როცა ანებივრებენ. ენერგიით სავსეა და იცის ფულის ყადრი. იცავეს მათ, ვინც უყვარს. რომანტიკული და მზრუნველია. მშვილდოსანი უყვარს ღრმად, მაგრამ გრძნობებს არ გამოხატავს. მალავს საკუთარ სუსტ მხარეებს. საკუთარ თავში ჩაკეტილია. გასცემს სიყვარულს და იცავს მას, ვინც უყვარს. რომანტიკულია. თუ ცუდ ხასიათზეა, უმჯობესია ერიდოთ. მას განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს. კარგად გამოიყურება. მშვილდოსნის სიყვარული განუმეორებელია. თხის რქა გამგებიანები და ამაყია. ძალზე სექსუალური და მიმზიდველი. ინტელექტის მაღალი დონით გამოირჩევა. ყველაფრის მიმართ ინტერესს ავლენს და უღრმავდება თითოეულ დეტალს. უყვარს სპორტული შეჯიბრებები. აქვს განსაკუთრებული კულინარიული ნიჭი, მაგრამ ხშირად რესტორანში ამჯობინებს ვახშმობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.