შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონური რექვიემი (თავი 2)


17-06-2022, 01:57
ავტორი TristA
ნანახია 8 480

ბებიამ, თხრობა დაასრულა თუარა.
მის კალთაში ჩასკუპებულ, პატარა ბიჭუნას სახე გაებადრა. ღიმილით ახედა მოხუც ბებიას და ჰკითხა
- მისი დაბრუნება შეიძლება?
- მან არ იცის სიყვარული, არ იცის ერთგულება, არიცის სინანული. ის არ გავს ადამიანს, თანაც ძალიან საშიშია. დაინა რეალური რომ, იყოს და არა უბრალოდ ზღაპრის პერსონაჟი, ვისურვებდი არასდროს გაცოცხლებულიყო.
- კი, მაგრამ.
- არანაირი მაგრამ. ძილის დროა!

20 წლის შემდეგ:

ზაფხული ახალი დამდგარი იყო. ხასხასა მწვანე ფერს, მოეცვა არემარე.
პარკის შუაგულში, ადამიანთა პატარა ჯგუფი მოჩანდა. რომელთა გულიანი კისკისი, ჩიტების საამურ ჟღურტულს
ერთვოდა. გვერდით პატარა ჩანჩქერი
მოჩუხჩუხებდა, გადმოსული წყალი ქაფებს, წარმოქმნიდა მდინარის ზედმაპირზე. მათგან ყველაზე წყნარად მჯდომი, პეიზაჟს შესცქეროდა და ტკბებოდა ამ სანახაობით. რომელიც ნამდვილად აკლდა, ქალაქის ერთბეროვნების შემყურეს. უფრო მეტად მოუნდა, შთამბეჭდავი ფლორის დათვალიერება.
წამოდგა და ტყისკენ მიმავალ ბილიკს დაუყვა. მეგობრების გულმოდგინე ძახილი, ყურად არ იღო.
ნელ-ნელა შეპყრობილივით მიუყვებოდა, ტყისკენ მიმავალ ბილიკს. თითქოს ბუნება უხმობდა, მისკენ იზიდავდა. გაუჩერებლად მიიწევდა წინ. წლების მანძილზე,
ზმანებასავით მოვლენილი სიზმრის კადრები, თითქოს გაცოცხლებულიყო.
სწორედ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც გამოქვაბულს მიადგა. ვერ გაეგო აქ როგორ მოხვდა, მაგრამ ინტერესმა იმდენად სძლია მაინც შევიდა. მიუყვებოდა ჩაბნელებულ სივრცეს, რომელიც კარგს არაფერს უქადდა. უეცრად ყველაფერი განათდა,
მის წინ კი, გამოქვაბულის
შუაგულში - თავახდილ სარკოფაგში, მშვენიერი ქალწული განისვენებდა:
ფითქინა თეთრი კანით, კუპრივით შავი თმით; წვრილი, თლილი თითებით სისხლისფერი ვარდები ეკავა. მისი სამოსით თუ ვიმსჯელებდით, საუკუნები აქ უნდა გაეტარებია. მაგრამ, მისი სხეულისთვის და ვარდებისთვის, ჟამთა სვლას ვერაფერი დაეკლო . გოგონას მსხვილი, ვარდისფრად შეფერილი, აწ უკვე დამსკდარი ტუჩები, ბიჭს მათკენ იხმობდა.
ვერ გაუძლო ცდუნებას ლანტესმა, ქალწულს მიახლოვდა, ზემოდან დახედა. გოგონას სილამაზით მოჯადოებულმა სხეულმა, გონების დაუკითხავად აისრულა წადილი. მკრთალად შეახო, სისხლისფერი ტუჩები, ვარდისფრად შეფერილ ბაგეებს. მოულოდნელად ჩირაღდნები, სწრაფად აალდენ, მოულოდნელად ჩაქრენ და კვლავ გაანათეს, წყვდიადით მოსილი სიბნელე. ფაქტით შეშინებულ ბიჭს, წამი დასჭირდა გონს მოსასვლელად. მაგრამ მის წინ, წამომჯდარი მიცვალებული და ხმები მის გონებაში არ ასევნებდენ: "რა ჩაიდინე?"; "წყვდიადი გააცოცხლა"; "წყეულიც იყავ ადამიანო" .
- როგორც ჩანს, სულის შთაბერვას შენ უნდა გიმადლოდე? - გამომწვევად იღიმოდა ქალი
- ჯანდაბა, ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა - შიშისგან ბუტბუტებდა ლანტესი
- ცდები, იმაზე რეალური ვარ ვიდრე გგონია. რამდენი ხანია რაც მძინავს, დიდხანს გელოდი ადმაიანო, ხილვიდან! - ავი მზერა მიაბყრო, შეშინებულ ყმაწვილს.
- კი მმაგრამ რრანაირად, მმკვდარი იყავი. ანნ საერთოდდდ ვინნნ ხარ? - ენა ებმოდა დაბნეულობისგან გადაღლილ, ჭაბუკს.
- ხო, ხო მკვდარი ვიყავი, რა მოხდა ასეთი საოცრება. მეგონა კიდევ ათას წელს მომიწევდა ლოდინი, სანამ მკითხავდი. ჩემი სახელია: ლედი დაინა ევალიონი- წყვდიადის აჩრდილო - მობეზრებით გახედა გარემოს
- აქ როგორ მოხვდი? ან რანაირად გაცოცხლდი? - გაოცებული კითხულობდა ლანტესი
- აქედან გავაღწიოთ და ყველაფერს მოგიყვები, რაღათქმაუნდა კითხვებით თუ არ გამტანჯავ. - შეუღრინა დაინამ
- Ad ignem Aldin lunae voco te facere potestatem meam ut me reducas ad praeteritum(მთვარის ალდინის ცეცხლთან გიხმობ, რომ ჩემს წარსულში დამაბრუნო) - სიტყვების წარმოთქმის თანავე, ლანტესს ხელი ჩასჭიდა. ორივეს სამოსი შეიცვალა , მიწამ კი ზანზარი დაიწყო. ჭაბუკთან ერთად, დიდი განლევით წარსულში დაბრუნდა.
- სად წამომიყვანე?! - იყვირა ყმაწვილმა.
დაინამ, ერთი ხელის აქნევით, პირი აუკრა და მიმართა:
- მეორედ, ჩემს წინაშე ტონს აუწევ და ვიზრუნებ, რომ ხმა ვეღარასდროს ამოიღო! ახლა რაც შეეხება შენს კითხვას- მე-13 საუკუნის ირლანდია, ჩემი სამშობლო, აი სად ხარ.
- კკი მაგრამმ, ესს რროგგორ? - გაოცებისგან, თვალებს ვერ უჯერებდა ბიჭი.
- შენს წინაშე, ჯადოქარი რომელსაც ერგო, დედაბუნების და ქვესკნელური ძალები ერთდროულად, მართალია ორივეს ბოროტად, ვიყენებ მაგრამ არაუშავს.- ჩაიკისკისა დაინამ
- მე განახებ. მთელ ჩემს წარსულს. მთელი მისი სისასტკით, თუ ამას გაუძლებ, გპირდები დაგაბრუნებ შენს დროში. თუ არადა სამუდამოდ, აქაურობის ტყვედ გაქცევ.- პირობა დაუდო ალქაჯმა და ღიმილით შეაცქერდა, ლანტესის განცვიფრებულ სახეს.



მადლობა ყველას ვინც, დრო დაუთმეთ და წაიკითხეთ. ჩემი პირველი ნაწარმოებია, აქედან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად ვცდილობ კარგი იყოს. უბრალოდ არ ვიცი ღირს, კი გაგრძელება?



№1 სტუმარი Mariami

ძალიან კარგია,მაგრამ ცოტა პატარა თავებია.ველი ახალსს

 


№2  offline წევრი TristA

Mariami
ძალიან კარგია,მაგრამ ცოტა პატარა თავებია.ველი ახალსს

აუცილებლად იქნება შემდეგი თავი დღეს საღამოს????????

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგად წერ,რა თქმა უნდა უნდა გააგრძელო.შესანიშნავია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent